You are on page 1of 4

ისლამური სამართლის შუალედური გამოცდა

01.05.2021

სალომე უსტიაშვილი

 შუალედური გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი;


 ტექსტი აკრეფეთ Sylfaen-ით და გაგზავნეთ Word-ის დოკუმენტით;
 შესრულებული წერითი დავალება ნუგზარ სურგულაძისა და მარიამ ხოფერიას
სტუდენტებმა უნდა გააგზავნოთ ელ.ფოსტაზე mariam.khoperia@tsu.ge, ხოლო
გულიკო ფერაძის სტუდენტებმა ელ.ფოსტაზე guliko.peradze@tsu.ge

III ვარიანტი

1. ნორმათა კლასიფიკაცია წარმომავლობის დ ა განსაზღვრულობის მიხედვით.


(10 ქულა)
- ისლამური სამართლებრივი დოქტრინა დაყრდნობილია და
გამომდინარეობს წმინდა წიგნებიდან, როგორიცაა ყურანი და სუნა.
სამართლის ნორმების კლასიფიკაციისთვის მრავალ სხვადასხვა კრიტერიუმს
იყენებენ, რაც საბოლოო ჯამში ნორმათა რამდენიმე ერთმანეთისგან
განსხვავებული კლასიფიკაციის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. განვიხილოთ
ორი ტიპის კლასიფიცირება - წარმომავლობისა და განსაზღვურობის
მიხედვით.
ნორმები წარმომავლობის მიხედვით მუსლიმ სწავლულთა მიერ ორ ძირითად
ნაწილად შეიძლება გამოვყოთ- ღვთაებრივი და რაციონალური. ღვთაებრივი
წარმომავლობის ნორმებში უნდა მოვიაზროთ ყურანში, იჯმაში, სუნაში
მოყვანილი სამართლებრივი ნორმები, ხოლო რაციონალურ ანუ იგივე
სამართლებრივი დოქტრინის ნორმებად მოიაზრება მუსლიმ
სამართალმცოდნეთა მიერ შემუშავებული ნორმები, რომელთაც იჯმასა და
კიასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ. ასეთ ნორმებს მუსლიმი მეცნიერები
ჭეშმარიტ და ფუძემდებლურ ნორმებად მიიჩნევენ. მეორე ნაწილი
მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყურანისა და სუნას საფუძველზე
შექმნილი სამართლებრივი ნორმებია ჭეშმარიტი. საბოლოო ჯამში, ღვთიური
წარმომავლობის ნორმების უპირატესობა და აღმატებულობა აშკარაა, რასაც
ისიც ამტკიცებს, რომ ისლამური სამართლისთვის ასეთი ნორმები სამრთლის
ძირითადი ნაწილია, ხოლო სხვა ნორმებს შედარებით დამხმარე ხასიათი
შეგვიძლია მივანიჭოთ.
განსაზღვრულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ისლამური სამართლებრივი
ნორმები შეგვიძლია აქაც ორ ჯგუში გავაერთიანოთ - აბსოლუტურად ნათელი
და ზოგადი ნორმები. აბსოლუტურად ნათელი ნორმები წარმოადგენენ
ნორმათა იმ ჯგუფფს, რომლებიც არ საჭიროებენ გარმატებას და არც მათი
შეცვლაა შესაძლებელი.ის მუსლიმური დოქტრინისთვის სტატიკურ ნაწილს
წარმოადგენს, რომელიც დროთა მსვლელობის მიუხედავად, უზრუნველყოფს
ისლამურ ნსამართალს შეინარუნოს თვითმყოფადობა და თავისი
განსაკუთრებული სახე. განსხვავებით მისგან, ზოგადი ნორმები მოითხოვენ
კონკრეტიკას, დაზუსტებას. ასეთი ნორმები უცვლელი ვერ იქნება, რადგან
ისინი ადამიანთა მიერ არიან შექმნილი და ფორმულირებული და შესაბამისად
ისინი ვერ იქნებიან სრულყოფილი და უცვლელი. ასეთი ნორმები დროში
უცვლელი რომ დარჩეს, სამართლებრივი დოქტრინა ვერ იქნება დროსთან
შესაბამისობაში, გაიყინება ერთ ადგილას და მალევე შესაძლოა სრულებით
უმოქმედო გახდეს.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცვლელ, აბსოლუტურ ნორმათა
წყალობით ისლამურმა სამართალმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა
საუკუნეების მანძილზე და არ გადაუხვია მის ძირითად პრიცნიპებს, ხოლო
მეორე ჯგუფის ნორმათა წყალობით, რომლებიც შედარებით ზოგადი და
არასრულყოფილია, მოერგო დროს, იმ პირობებს, რომლებშიც იგი
ფუნქციონირებს და უზრუნველყო, რომ ისლამური დოქტრინა და სამართალი
არ გამხდარიყო უმოქმედო.
2. პირთა სტატუსი ისლამურ სამართალში (10qula)
- ვინაიდან პირადი სტატუსის სამართალი ისლამური სამართლებრივი
დოქტრინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული დარგია, პირთა
სტატუსის მკვეთრადაა განსაზღვრული. ისლამური სამართალი სრულ
უფლებაუნარიანობას მხოლოდ თავისუფალ მუსლიმ მამაკაცს ანიჭებს. ამ
უფლებათა მინიჭებისას დიდი მნიშვნელობა აქვს პირის რელიგიურ
კუთვნილებას, თავისუფლების სტატუსსა და სქესს. შესაბამისად,
არამულიმს, ქალსა და მონას არ შეუძლია სარგებლობდეს სრული
უფლებაუნარიანობით.
ზიმიები, რომლებიც არამუსლიმები არიან უუფლებოებად უნდა
განვიხილოთ, რადგან ისლამურ სამართალს ახასიათებს არა
ტერიტორიული, არამედ პერსონალური პრინციპი. რომაული
სამართლისგან განსხვავებით, ისლამური სამართლისთვის უცხოა
მოქალაეობის სტატუსი. მუსლიმთათვის სამყარო იყოფოდა სამ ნაწილად -
ზავის ტერიტორია, რომლისგანაც ისინი იღებდნენ გადასახადებს იმის
სანაცვლოდ, რომ არ დაეესხმოდნენ თავს არამუსლიმ მოსახლეობას,
ისლამური ქვეყნები, რომელთა სათავეშიც დგაანან მუსლიმი მმართველები
და მესამე, ომის ტერიტორია, რომლებშიც მუსლიმები მართავენ
ლაშქრობებს. ზავს დებდნენ მხოლოდ საღვთო წიგნის მქონე ქვეყნებთან,
ხოლო კერპთაყვანისმცემლებს უცვლელად უნდა მიეღოთ ისლამი.
უუფლებოებს მიეკუთვება ასევე მონები, რომლებიც სამართლის ობიექტებს
წარმოადგენენ და არა სუბიექტებს. მონობის სამი ძირითადი წყარო
არსებობდა - საღვთო ომის დროს ტყვეების აყვანის შედეგად,
წარმომავლობის მიხედვით, როცა მონა მშობლები ჰყავდათ და მონის
ყიდვის საშუალებით. ძირითად ნაწილს მაინც ჯიჰადის შედეგად
მოპოვებული ტყვეები წარმაოდგენდნენ. ისლამური სამართალი კრძალავს
მუსლიმის მონად ქცევას, თუმცა ისლამის მიღება მონას არ ათავისუფლებს.
მონის გათავისუფლება ღვთისთვის სასურველ საქმედ მიიჩნეოოდა. გარდა
უპირობო მონებისა არსებობდნენ სამი სახის მონები - მუქათაბები,
რომელთაც გარკვეული დროის შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ
საშუალება ჰქონდათ გამოესყიდათ საკუთარი თავი, მაზუნები, რომლებიც
მესაკუთრის თანხმობით წარმართავდნენ მის სამეურნეო საქმიანობას და
მუდდაბარები, რომლებიც მესაკუთრის გარდაცვალების შემდეგ
თავისუფლდებოდნენ. აგრეთვე არსებობდნენ მხევლებიც.
რაც შეეხება მესამე კატეგორიას ესაა ქალები, რომლებიც შეზღუდული
უფლებებით სარგებლობდნენ საოჯახო სამართლის საკითხებში.
3. ისლამური სამართალი და ისლამური ქვეყნების სამართალი (10qula)
- როგორც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, ისლამური სამართალი აღნიშნავს
სუნასა და ყურანის საფუძველზე შექმნილ სამართლებრივ დოქტრინას,
რომლის დაცვაც ნებისმიერი მუსლიმის მოვალეობაა. ისლამური
სამრთალი და ისლამური ქვეყნების სამართალი არსებით განსხვავებული
ტერმინებია. მიუხედავად ფაქტობრივად ერთი იდეოლოგიისა, ისლამური
სამართალი სხვადასხვაგვარად დამკვიდრდა მთელ რიგ ქვეყნებში
თავიანთი კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით.
განსაკუთრებით რთული გვაროვნული წყობილების მქონე ხალხებში იყო
ისლამის დამკვიდრება, რომლებიც ისლამის მიღების შემდეგაც
ადგილობრივ ტრადიციებზე დაყრდნობით მოქმედებდნენ. სახალიფოს
დაშლამ კიდევ უფრო შეუწყო ხელი ისლამური სამართლებრივი სკოლების
გახლეჩვას და ერთიანობის დაკარგვას. გარდა შიიზმისა და სუნიზმისა,
თავად ამ მიმდინარეობებს შიგნითაც გაიყო აზრები და ჩამოყალიბდა
ისლამის ახალი მიმართულებები და სკოლები. რელიგიური
სასამართლოების გვერდით საერო სასამართლოების არსებობამ,
რომლებიც ძირითადად ასევე ადგილობრივ ტრადიციებსა და ნორმებს
ეყრდნობოდა, უფრო დააჩქარა ეს პროცესი. გარდა ზემოაღნიშნული
მიზეზებისა, ისლამური სამართლის ერთპერთი მთავარი პრიცნიპი ,
რომლის მიხედვითაც ამ ტიპის საამრთლი პერსონალურია და არ
მოქმედებს ტერიტორიის მიხედვით, ნორმათა მოქმედებაც გათვლილია
მხოლოდ მუსლიმ პირებზე და არა არამუსლიმებზე, რომლებიც
ურთიერტობათა მოსაწესრიგებლად აგრეთვე იყენებდნენ საკუთარ
სამართალს. ზემოთქმულიდან გამომდინარე აშკარაა, ამ ტერმინებს შორის
განსხვავება და მათ შორის არსებული მიჯნაც მკაფიოა.

You might also like