You are on page 1of 6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რეფერატი თარგმანის თეორია და პრაქტიკაში

ანთროპონიმების და ტოპონიმების პრობლემა ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი


ემილის თავგადასავლის" მიხედვით

ანი ტოტოღაშვილი

სემინარის ხელმძღვანელი:ეკატერინე ნავროზაშვილი

2021 წელი
1. ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფია;

სტოკჰოლმში,ტეგნერის წყნარ მწვანე ჩაფლულ კუნძულზე,ერთი სრულიად ჩვეულებრივი


სახლი დგას. ის არ განსხვავდება სხვა შენობებისგან,თუმცა არც მთლად ჩვეულებრივი
სახლია. იგი ჯადოსნური ძალით იზიდავს ყველას,განსაკუთრებით კი პატარებს.
აქ,შვედეთის ერთ-ერთ უდიდეს გამომცემლობაში,იხილა პირველად სინათლე ცნობილი
შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ჯადოსნურობით აღსავსე წიგნებმა: „ბულერბიელი
ბავშვები“ , „ლენებერგელი ემილის თავგადასავალი“, „პეპი გრძელწინდა“ და სხვ.

ამ შენობაში თვით ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმივით საინტერესო კაბინეტია. იგი


მრავალი წლის განმავლობაში იყო ამ გამომცემლობის საბავშვო ლიტერატურის
განყოფილების მთავარი რედაქტორი. ამ ოთახში ყველაფერი ჯადოსნური დარჩა: საწერი
მაგიდა,კედლებს აყოლებული ვიტრინები და კარადები. თაროები სავსეა უცხოეთში
გამოცემული ან შვედური გამოცემული წიგნებით და წერილებით. საყვარელ მწერალს
მსოფლიოს ქვეყნებიდან სწერდნენ წერილებს. ოთახში ასევე ნახატები და ბავშვების მიერ
გამოჭრილი ნაწარმოების სხვადასხვა გმირი - ემილი,მიო,კარლსონი,პეპი,ბიჭუნა და
სხვანი არიან.

ასტრიდ ლინგდრენი პროვინციაში დაიბადა - მკაცრ,ღარიბ სმოლანდში. „თხზვა“


ადრეულ ასაკში დაუწყია. სრულიად ახალგაზრდამ დატოვა მშობლიური სახლი 1926
წელს სტოკჰოლმში ჩავიდა. ამის შემდეგ დიდი დრო გავიდა და იგი ახლა მსოფლიოში
განთქმული მწერალი ქალი და შვიდი შვილიშვილის ბებიაა.

1952 წელს ა.ლინდგრენმა მეუღლე დაკარგა და მას მერე მარტო ცხოვრობდა - ზაფხულს
ფურუსუნდში ატარებდა „მთლად ზღვის კიდეზე“,უკაცრიელ შხერებს შორის. ეს
შესანიშნავად აღწერა მოთხრობაში „ჩვენც სალტკროკელები ვართ“. ასტრიდს ძალიან
უყვარდა ბუნება. მისი აზრით, „იგი ადამიანის ერთადერთი ნავსაყუდელია,როცა მას
უჭირს.“. მწერალ ქალს რომ კითხეს,რა გიყვარსო,ასე უპასუხა: „მიყვარს მარტოობა და
წიგნები. ჩემი სამუშაო. მიყვარს თეატრი და კინო. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და
არანაკლებ მოგზაურობიდან შინ დაბრუნება.. კიდევ? ადამიანები მიყვარს..“

ეს მართალია, ასტრიდს უყვარს ადამიანები,განსაკუთრებით - ბავშვები. მას სურს,რომ


მათი ბავშვობა უღრუბლო იყოს,უფროსებს ესმოდეთ პატარების, ბავშვებს კი
სჯეროდეთ,რომ ბედნიერება და სიმართლე არსებობს. მაგრამ პატარებმა უნდა იცოდნენ
რომ ამქვეყნად არის სიღარიბე,სიკვდილი,სევდა და ავადმყოფობა. და,თუმცა,ყველაფერი
ისე არააა,როგორც გვსურს იყოს,ადამიანის ვალია,იყოს ნამდვილი ადამიანი.
ა. ლინდგრენის წიგნებზე უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა. ისინი ასწავლიან ადამიანებს
სიმართლის სიყვარულს,სიკეთეს პატიოსნებას. ასწავლიან არა მხოლოდ ბავშვებს,არამედ
უფროსებსაც.

2. მოკლედ ლენებერგელი ემილის შესახებ;

ლენებერგელი ემილი სმოლენდის ოლქის ახლოს მდებარე სოფელ ლენებერგში


ცხოვრობდა. იგი ანცი და ჯიუტი იყო,მაგრამ ერთი შეხედვით ანგელოზი
გეგონებოდათ.ემილი ცისფერთვალა,პირმგვალი,ლოყებდაბრაწული და ოქროსქოჩრიანი
იყო ბიჭი გახლდათ. ეს ანგელოზივით ბიჭი მუდმივად ფათერაკებში ეხვევა და უმეტეს
დროს ფარდულში,ხის კაცუნების თლას უთმობს. ემილის ოინები უსასრულოა: იგი ხან
საწვნეში გაეჩხირება თავით,ხან თავის დაიკოს ასწევს ფლაგშტოკზე. ამ ნაწარმოების
კითხვისას ადამიანი განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს. აქ აღწერილია დედა-შვილური
სიყვარული,ალფრედის (მოჯაგიმაგირე) და ემილის განსაკუთრებული მეგობრობა. რაც
მთავარია,მხიარული მომენტები უხვად გხვდება. ტექსტში. ემილის ახალ-ახალი ოინები
განსაკუთრებით სიყვარულის გრძნობას გვიჩენს ამ პატარა ბიჭუნას მიმართ. შეიძლება
ითქვას,რომ ეს ნაწარმოები ასტრიდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია.

3. მთარგმნელის შესახებ;

„ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“ 1981 წელს თარგმნა ჯენეტ ბაჯელიძემ. იგი


გააერთიანეს ედუარდ ამბოკაძის მოხატულ კრებულში „ბიულერბიუელ ბავშვებთან“
ერთად. ნაკადულს მეტი თარგმანი აღარ გამოუცია. 1990 წელს საბავშვო ლიტერატურას
ნაკლებად გამოსცემდნენ,თუმცა ერთი რეპრინტი მაინც გამოსცეს.ამ რეპრინტში თავი
მოსუყარეს სამ ნაწარმოებს, „ბიულებრიული ბავშვებს“, „ლიონებერგელი ემილის
თავგადასავალს“ და „ჩვენც სალტკროკელები ვართ“.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯენეტი არ თარგმნიდა დედნიდან,არამედ რუსულიდან. ანუ ეს


იყო თარგმანის თარგმანი. საბჭოეთის დროინდელ ქართველ მთარგმნელობით სივრცეში
დამკვიდრებული იყო რუსულიდან თარგმნის პრაქტიკა. აქედან გამოდმინარე,
მთარგმნელები უშვებდნენ იმ შეცდომებს,რაც დაშვებული იყო შუალედურ ტექსტში.

4. ანთროპონიმების და ტოპონიმების პრობლემა;

ჩვენ უკვე ვახსენეთ,რომ თარგმანი უშუალოდ შესრულებულია შუალედური ტექსტიდან


და გვხვდება უზუსტობები ორიგინალთან შეპირისპირებისას. თარგმნა ურთულესი
პროცესია,ეს არაა უბრალოდ შინაარსის გადატანა. ენას აქვს თავისი დამახასიათებელი
ელემენტები,რომლის ეკვივალენტიც შეიძლება მთარგმნელის ენაზე ვერ
მოვიძიოთ.თარგმნის პროცესში უამრავი პრობლემა წარმოიშობა. ჩემი კვლევის საგანია
ანთროპონიმების,ტოპონიმების და ფრაზეოლოგიზმების პრობლემა ასტრიდ ლინდგრენის
„ლიონებერგელი ემილის თავგადასავალში“.

ანთროპონიმების გადმოტანისას მკვიდრდება ტენდენცია: თუ საერთო წარმოშობის მქონე


სახელის მატარებელი პირი ლიტერატურული პერსონაჟია,მისი სახელი თარგმანში
უკეთესია გადავიდეს დედნის ჟღერადობით,რაც უზრუნველყოფს ეროვნული
კოლორიტის შენარჩუნებას. ჩემს მიერ განსახილვევ თარგმანში გხვდება სწორად
გადმოტანილი პერსონაჟების სახელები: Emil - ემილი (მთავარი გმირი), Anton Svenson -
ანტონ სვენსონი(ემილის მამა) , Ida - იდა (ემილის და), Alma Svenson - ალმა სვენსონი
(ემილის დედა), Alfred - ალფრედი (მოჯამაგირე) , Lina - ლინა (მოახლე), Jullan და Markus -
იულანი და მარკუსი ცხენის სახელებია.

საინტერესოა ფრუ პეტრელის(Fru Petrell)და ფრეკენ ანდერსონის(Fröknarna Anderson)


თარგმანი. მთარგმნელმა გადმოიტანა პირდაპირ,რაც ადეკვატური თარგმანია.
მთარგმნელს შეეძლო ბოლომდე გადმოექართულებინა და დაეწერა „ქალბატონი
პეტრელი“ და „საქალბატონე ანდერსონი“. ფრუ,ნორვეგიასა და შვედეთში,ზრდილობიანი
მიმართვაა. ამას დაქორწინებულ ქალს უწოდებენ. რაც შეეხება,ფრეკენს ეს კი
პირიქით,გასათხოვარ ქალს მიესადაგება. ჩემი აზრით,სწორადაა გადმოტანილი და
სწორად მიესადაგება თარგმანს.

გ.წიბახაშვილი ანთროპონიმების თარგმნის პრობლემების განხილვის დროს ამბობს,რომ


ფსევდონიმები არ ითარგმნება,ხოლო მეტსახელი უნდა ითარგმნოს,რათა შენარჩუნებულ
იქნეს ის ინფორმაცია,რასაც იგი შეიცავს პერსონაჟის დასახასიათებლად. ეს არის
დამკვიდრებული პრაქტიკაში. ასევე მხატვრულ ლიტერატურაში გხვდება დამატებითი
ფუნქციის მქონე ანუ „მოლაპარაკე“ სახელები,რომლებიც არა მხოლოდ ასახელებენ
პიროვნებას,არამედ დამატებით ინფორმაციასაც გვაძლევს მის შესახებ.

ჩემს მიერ განსახილველ ტექსტში გხვდება ასეთი პერსონაჟი,რომელსაც ყორანას ეძახიან.


დედანში sparv,რაც ბეღურას ნიშნავს. საინტერესოა,ისიც რომ რუსულ თარგმანშიც Воробей
არის გადმოტანილი. რაც შეეხება,ქართულად გადმოტანას ჯენეტ ბაჯელიძე ბეღურას
საერთოდ არ ახსენებს და გადმოაქვს „ყორანას“ სახელით. ყორანა არის ქართულ
თარგმანში მთარგმნელის მიერ შეცვლილი ზედმეტსახელი ერთ-ერთი პერსონაჟისა
რომელსაც სინამდვილეში ბეღურას ეძახიან ბეღურა მეტყველი სახელია, რადგან ასახავს
პერსონაჟის პიროვნულ მახასიათებელს მაგალითად მის მოხერხებულობას, გამჭრიახობას
და ა.შ, ქართულ თარგმანში კი რატომღაც ბეღურა ნათარგმნია, როგორც ყორანა. ამას
თავისი მიზეზი ექნება: ქართველი მკითხველისთვის შესაძლოა ყორანას ქურდთან
დაკავშირება უფრო მეტად გასაგები და ადვილი აღსაქმელი იქნებოდა და ამიტომაც
შეცვალა თარგმანში სიტყვა ბეღურა, ყორანათი თან ყორანიც და ბეღურაც
"ბეღურასნაირთა" რიგს მიეკუთვნება, ორივე ჭკვიანი, მოხერხებული და ფრთხილი
ფრინველია რაც ალბათ მაგ პერსონაჟზაც ახასიათებს, ამიტომ ბეღუღას შეცვლა ყორანათი
შეიძლება შეცდომად ან ძალიან არაზუსტ თარგმანად არ მივიჩნიოთ რადგან მეტყველ
სახელად ორივე სიტყვა გამოდგება მაგ პერსონაჟთან მიმართებით.

ტოპონიმების თარგმნისას მრავალ სირთულეს ვაწყდებით,რაც გამომდინარეობს თვით


სათარგმნი მასალის სიჭრელე-სირთულიდან,მაგრამ მრავალსაუკუნოვანმა პრაქტიკამ
შესაძლებელი გახადა რამდენიმე პრინიცპის დამყარება. შვედურ ენაში გვაქვს ხმოვანი
ö,რაც გარკვეულ შემთხვევაში გამოითქმის ო-დ,ხოლო ზოგჯერ ე-დ. ვინაიდან,ბაჯელიძემ
გადმოიტანა რუსულიდან გხვდება აცდენა: შვედური - Lönneberga ; რუსული -Лённеберга
ქართული - ლიონებერგა. სწორი თარგმანი იქნებოდა ლენებერგა და არა ლიონებერგა.
კიდევ ერთი მაგალითია Vimmerby – Виммербю - ვიმერბიუ. რუსულ ენაში y
ექვივალენტია ю-სი. წმინდა შვედური გამოთქმა იქნებოდა ვიმერბი.

თარგმნილ ტოპონიმებში გხვდება რუსულის გავლენით დამკვიდრებული


ტოპონიმებ,რომლის შესწორებაზეც შეიძლება უარი ითქვას: Каттхульт, Хультсфред.
ქართულ თარგმანში დამკვიდრდა როგორც კატხულტი და ხულტსფრედი. შვედურში
იშვიათად გხვდება თანხმოვანი „ხ“,ამიტომ წესით უნდა იყოს „ჰულტსფრედი და
კატხულტი“.

საინტერესოა,småland და Smålandska გადმოტანა. Småland გადმოტანილია როგორც


სმოლანდი რაც შვედურის ექვივალენტია. რაც შეეხება Smålandska არ მიესადაგება არც
წარმომავლობას და სადაურობას. ეს სმოლანდის დამახასიათებელ დიალექტს აღნიშნავს.
იქ ნახსენებია,რომ ემილს წმინდა სმოლანდური გამოთქმა ჰქონდაო და თუ ჩვეულებრივი
ბიჭუნა იტყოდა“სად არის ჩემი კეპიო?“ ემილი ამბობდა: „სად არის ჩემი კეპუკაო“.

Mariannelund(Марианнелунд) - მარიანელუნდი პირდაპირ აქვს გადმოტანილი.


ვინაიდან,შვედური ადგილმდებარეობის გამომხატველი სიტყვაა შეიძლება სწორად
მივიჩნიოთ. Lund - ქართულად კორომს,ჭალას ან ხევნარს ნიშნავს. ჩემი აზრით,ასევე
მიღებულია თუ მარიანეს ხევნარს ან მარიანეს ჭალას დავწერთ. ტოპონიმების ძირითადი
ნაწილი არ ითარგმნება,განსაზღვრებითი- კი.

ტექსტში გხვდება Pannkaksstället - მაჭკატების ხუტორი Grisastället - გოჭების ხუტორი.


ესენი შეიძლება ტოპონიმებად მივიჩნიოთ,რადგან უშუალოდ ხუტორებს მიესადაგება.
ამათ ეს სახელები ემილმა შეარქვა,არ არის ცნობილი მათი რეალური დასახელება. gris
ღორს ნიშნავს, თუმცა ემილმა ის შეარქვა,რადგან ერთხელ დაინახა როგორ
იქექავდაანთროპონიმები და ტოპონიმები გვერდს პატარა სასაცილო გოჭუნა დიდ ქვაზე.
ორიგინალში გვხვდება „och grisastället var upkallat efter en liten rolig gris som Emil brukade
klia på ryggen i bland“. ორიგინალში ხაზგასმულია en liten rolig gris რაც პატარა
მხიარული,სასაცილო ღორს ნიშნავს. ჩემი აზრით,რადგან ნახსენები იყო ზედსართავი
‘პატარა’ მთარგმნელმა იფიქრა რომ აქ გოჭზე იყო საუბარი. ამ შემთხვევაში ვიტყვით,რომ
მიღებული თარგმანია. თუ კი ის დაწერდა ღორების ხუტორს ტექსტს უფრო მძიმე ელფერს
მისცემდა რადგან არ უნდა დავივიწყოთ რომ ემილი პატარა ბიჭია და ავტორი მის
ოინებზე გვიყვება,მისი გადმოსახედიდან. რუსულ თარგმანში კი –Уже проехали «Блины»?
Скоро «Поросенок»?, ითარგმნება როგორც : უკვე გავიარეთ ბლინები? გოჭუნა შორსაა? (ან
მალე იქნება?.

5. დასკვნა

ლენებერგელი ემილის თავგადასავალის ქართული თარგმანი საბოლოო ჯამში მისაღებია.


შვედური საკუთარი სახელები,მიუხედავად იმისა,რომ რუსულიდან არის
გადმოტანილი,ზუსტად შეესაბამება შვედურ ორიგინალს. ამ თარგმანში გვხვდება მცირე
უზუსტობები,რომლის დარედაქტირება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და უფრო
დახვეწავს დაშვებულ შეცდომებს.

ანთროპონიმების თარგმნისას კი ვერ ვიტყოდით,რომ მისაღები თარგმანია. ამ


განსხვავებებს განაპირობებს შვედურ ენაში დამატებითი ხმოვნის არსებობა და ის
ფაქტი,რომ ჯენეტ ბაჯელიძე დაეყრდნო რუსულ თარგმანს,ანუ გამოიყენა თარგმანის
თარგმანი.

გამოყენებული ლიტერატურა;

ა.ლინდგრენი,ნაკადული,1990 წელი,ჯენეტ ბაჯელიძეს თარგმანი.

ა.ლინდგრენი,Raben&Sjörgen,2002 წელი (დედანი)

ა. ლინდგრენი,Эмиль из Лённеберги (რუსული თარგმანი)

გ.წიბახაშვილი,ონომასტიკის თარგმნის პრობლემები.

Molly Bloom’s day,ქართული ლინდრენოგრაფია,1968-1994, 2018 წელი

(ქართული ლინდგრენოგრაფია, 1968-1994 | Molly Bloom's Day™ (mollybloomsday.com) )

You might also like