You are on page 1of 12

წამახალისებელი გათამაშების მომწყობი კომპანია

შპს „ავიატორ“ (ს/ნ: 405076304), იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჩუღურეთის


რაიონი, ჩუბინაშვილის ქ., №55. ფაქტობრივი მისამართი: ყაზბეგის რაიონი, დაბა სტეფანწმინდა, ვ.
გორგასლის №1, სასტუმრო “Rooms Kazbegi”-ს შენობა, „ა“ კორპუსი, დარბაზი №1.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობის პირობები (რეგლამენტი)

მუხლი 1. რეგულირების სფერო და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა


1.1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს შპს „ავიატორ“-ის მიერ წამახალისებელი გათამაშების ჩატარების
პირობებს;
1.2. შპს „ავიატორს“ მოპოვებული აქვს წამახალისებელი გათამაშების ნებართვა №19-03/411, გაცემის
თარიღი: 07-ივლ-2021;
1.3. წამახალისებელი გათამაშება მოეწყობა შპს „ავიატორ“-ის მიერ „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სსიპ -
შემოსავლების სამსახურთან წინამდებარე რეგლამენტის შეთანხმების (წამახალისებელი
გათამაშების ახალი ეტაპის მოწყობაზე თანხმობის მიღების) შემთხვევაში.
მუხლი 2. კონკრეტული მომსახურების აღწერილობა და გათამაშების მოწყობის მიზეზი
2.1. შპს „ავიატორ“ წარმოადგენს სისტემურ-ელექტორნული ფორმით (ვებგვერდის მისამართი:
adjarabet.com) მოწყობილ სათამაშო აპარატების სალონის (ნებართვის №19-06/252; გაცემის
თარიღი: 27-დეკ-2019) ორგანიზატორს;
2.2. გათამაშების მოწყობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს შპს „ავიატორ”-ის კუთვნილი, სისტემურ-
ელექტრონული ფორმით მოწყობილი სათამაშო აპარატების სალონის უკვე არსებული
მომხმარებლების (მოთამაშეების) სურვილი, მოეწყოს წამახალისებელი გათამაშება, რომელიც,
თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შპს „ავიატორ”-ის კუთვნილი ინტერნეტ სათამაშო აპარატების
სალონის მეშვეობით გაწეული მომსახურების ეფექტიანობის ზრდას.
მუხლი 3. გათამაშების მოწყობის მიზანი
შპს „ავიატორ“-ს სურს შეინარჩუნოს არსებული და მოიზიდოს ახალი მომხმარებლები და მიიჩნევს, რომ
წამახალისებელი გათამაშების მოწყობა ეფექტური იქნება მისი საქმიანობისათვის, კერძოდ, გაიზრდება
კომპანიის ცნობადობა და კომპანიის მიერ შემოთავაზებული მომსახურებით დაინტერესებულ
მომხმარებელთა რაოდენობა.
მუხლი 4. წამახალისებელი გათამაშების კალენდარი, მოწყობის ადგილი
წამახალისებელი გათამაშება მოეწყობა ერთი ნაწილისგან შემდგარი გათამაშებისგან, რომლის
პირდაპირი სტრიმი განხორციელდება „აჭარაბეთის“ ოფიციალურ ვებგვერდზე („adjarabet.com“),
სტუდიის მისამართი: ქ.თბილისი, მერაბ კოსტავას № 59 „აბრეშუმის ქარხანა“ - ე.წ. “Silk Factory”, შემდეგი
კალენდრის მიხედვით:

გათამაშების ბილეთების გათამაშების ბილეთების


ნაწილი გათამაშების თარიღი
გაცემის დაწყების თარიღი გაცემის შეწყვეტის თარიღი
07 ივნისი 2022 წელი, 13:00:00 05 ივლისი 2022 წელი, 05:00:00 05 ივლისი 2022 წელი, 20:00:00
1 საათი საათი საათი

მუხლი 5. საპრიზო ფონდი


5.1. შპს ,,ავიატორ“-ის წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი, პრიზების ჩამონათვალი,
ერთეულის ღირებულება მოცემულია ქვემოთ ცხრილის სახით:
ერთეულის ღირებულება
რაოდენობა
პრიზი (საშემოსავლო გადასახადის
(ცალი)
ჩათვლით) ლარში
ავტომობილი Volkswagen ID.4-ის ვაუჩერი 1 131,250
iphone 13 -ის ვაუჩერი 1 3,623.75
მალდივებზე 2-კაციანი საგზურის ვაუჩერი 1 25,000
NIU სკუტერის ვაუჩერი 1 7,937.5
ფულადი პრიზი - 10,000 ლარი 1 12,500
ფულადი პრიზი - 5,000 ლარი 1 6,250
წამახალისებელი გათამაშების მთლიანი საპრიზო ფონდი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით):
186,561.25 (ას ოთხმოცდაექვსი ათას ხუთას სამოცდაერთი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი

ამდენად, წამახალისებელი გათამაშების ფარგლებში ჯამში გათამაშდება 6 პრიზი.


5.2. საგზურის ვაუჩერის მოგებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მოთამაშეს, ვაუჩერის
გადაცემამდე, წერილობითი განაცხადის წარმოდგენით შეუძლია მოითხოვოს საგზურის
ვაუჩერის გადაცემის ნაცვლად მისი ფულადი ღირებულების (საშემოსავლო გადასახადის გარეშე,
ე.ი. 20,000 ლარის) დარიცხვა აჭარაბეთის ელექტრონულ სისტემაში საკუთარ მომხმარებლის
ანგარიშზე.

მუხლი 6. გათამაშებაში მონაწილეობის შეზღუდვები და წინაპირობები


6.1. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვს საქართველოს მოქალაქეს,
რომელსაც მონაწილეობის დღისთვის არ შესრულებია 25 წელი, ხოლო უცხო ქვეყნის
მოქალაქეს/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც მონაწილეობის დღისთვის არ შესრულებია
18 წელი.
6.2. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მოთამაშეს ჰქონდეს
ვერიფიცირებული (პირისპირ, საიდენტიფიკაციო დოკუმენტთან ერთად გადაღებული
ფოტოსურათის ატვირთვის გზით ან ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს
ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის
ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა
ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის
დასადგენად) მომხმარებლის ანგარიში, ამასთან, ელექტრონულ სისტემაში გათამაშების
ბილეთების გაცემის შეწყვეტის მომენტისთვის მითითებული უნდა ჰქონდეს საქართველოში
რეგისტრირებული (+995) სატელეფონო ნომერი.
6.3. გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბილეთების დაბეჭდვის დღეს დაბლოკილი (მათ
შორის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში მყოფი პირები;
თვითშეზღუდული - self-blocked) ან გაუქმებული (დეაქტივირებული).
6.4. წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია მომხმარებელმა
დაადასტუროს ჩართულობა (opt-in) აქციაში „სპინ რეისერი“.
6.5. მოთამაშეს ქვემოთ ჩამოთვლილი პრიზებიდან რომელიმეს მოგების შემთხვევაში ერთმევა
უფლება გააგრძელოს მონაწილეობა წამახალისებელი გათამაშებაში. ამდენად,
წამახალისებელი გათამაშების ფარგლებში ერთმა მოთამაშემ შესაძლებელია მოიგოს მაქსიმუმ
ერთი პრიზი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომლის მოგების შემდეგ იგი წყვეტს მონაწილეობას
გათამაშებაში:
• ავტომობილი Volkswagen ID.4-ის ვაუჩერი;
• iphone 13-ის ვაუჩერი;
• მალდივებზე 2-კაციანი საგზურის ვაუჩერი;
• NIU სკუტერის ვაუჩერი;
• ფულადი პრიზი - 10,000 ლარი;
• ფულადი პრიზი - 5,000 ლარი.
მუხლი 7. გათამაშების ბილეთების გაცემის წესი
7.1. წამახალისებელი გათამაშების ფარგლებში სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი
სათამაშო აპარატების სალონის (ვებგვერდის მისამართი: www.adjarabet.com) მოთამაშეები
წამახალისებელი გათამაშების ბილეთებს მოიპოვებენ შემდეგი წესით:
7.1.1. წამახალისებელი გათამაშების მიმდინარეობის დღის (იგულისხმება მონაკვეთი 05:00:00-დან
04:59:59 სთ-ის ჩათვლით) განმავლობაში ნებისმიერი ღირებულების სპინ ბურას თამაშისას
მოთამაშე მიიღებს გათამაშების 5 ბილეთს შესაბამისი დღისთვის.
განმარტებისთვის:
სპინ ბურა სამაგიდო თამაშების ნაწილია, რომელთა პროვაიდერია შპს „სპრაიბ საქართველო“
(ს/ნ: 406318337) (ავტორიზაციის სერტიფიკატი #GE-CA-A0011, გაცემის თარიღი: 27.05.2021,
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობა N19-02/05).
სპინ ბურას თამაში გულისხმობს 4 მოთამაშეს შორის სწრაფ ტურნირს, რომელშიც თამაშის
სისტემა განსაზღვრავს მოგების ოდენობას buy-in-ის კონკრეტული ჯერადის სახით. სპინ
ბურაში მონაწილეობისთვის მოთამაშე წინასწარ იხდის ფიქსირებულ თანხას - buy-in-ს (1₾,
2₾, 5₾, 10₾, 20₾, 30₾, 50₾ და 100₾). ყველა მოთამაშის დარეგისტრირების შემდეგ, თამაშის
სისტემა აგენერირებს მულტიპლიკატორს/ჯერადს (x3, x5, x8, x12, x60, x120, x240, x1200),
რომლითაც განისაზღვრება მოგება - საპრიზო თანხა. თითოეული თამაშისთვის
განსაზღვრული მულტიპლიკატორი აღნიშნულ თამაშში მონაწილე ყველა მოთამაშისთვის
ერთია.
მაგალითად: თუ მოთამაშეები დარეგისტრირდნენ 5₾ სპინ ბურაზე და თამაშის სისტემამ
მულტიპლიკატორად/ჯერადად განსაზღვრა 3, საპრიზო თანხა განისაზღვრება 15 ლარით.
7.1.2. წამახალისებელი გათამაშების ბილეთების მოპოვება ასევე შესაძლებელია აქციაში „სპინ
რეისერი“ (რომლის დეტალური წესები გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.adjarabet.com)
მონაწილეობის შედეგად, კერძოდ:
7.1.2.1. აქციაში ჩართვის დადასტურებისას (opt-in) ერთჯერადად - წამახალისებელი
გათამაშების 5 ბილეთს;
7.1.2.2. აქციაში წარმოდგენილი პროგრესისა და ბონუს რაუნდების გამოყენების (ბილეთების
მოპოვების დეტალური წესები წარმოდგენილია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აქციის
წესებში).
7.2. მოთამაშეებს გათამაშების ბილეთები მატერიალური სახით არ გადაეცემათ. დაგროვებული
გათამაშების ბილეთების ჯამური ოდენობის ნახვა ავტორიზებული მომხმარებლის მიერ
შესაძლებელია „აჭარაბეთის“ ელექტრონულ სისტემაში გათამაშების სპეციალურ გვერდზე.
მუხლი 8. გათამაშების ბილეთები
8.1. გათამაშება ხორციელდება სპეციალურად დაბეჭდილი ბილეთების საშუალებით,
გათამაშებისთვის ჯამში დაიბეჭდება 2,000,000 (ორი მილიონი) ბილეთი, ნუმერაციით # 0000001 -
დან #2000000 - ის ჩათვლით.
8.2. გათამაშებაში მონაწილე ბილეთზე მითითებულია მომხმარებლის სარეგისტრაციო ნომერი
„აჭარაბეთის“ ელექტრონულ სისტემაში (User ID) და მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, რისი
მეშვეობითაც მოხდება პირდაპირ ეთერში მომხმარებელთან დაკავშირება და გამარჯვებულად
გამოვლენა.
8.3. გათამაშებაში მონაწილის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ამოღებული იქნება
www.adjarabet.com-ის მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, სადაც ინახება რეგისტრირებული
მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია და რომელსაც მომხმარებელი ვებგვერდზე რეგისტრაციის
დროს სპეციალური აუცილებლად შესავსები ველების საშუალებით ავსებს.
8.4. გათამაშების ყველა მონაწილე ბილეთს იღებს უსასყიდლოდ, წინამდებარე რეგლამენტში
მითითებულ შემთხვევებში და წესით.
8.5. შეუძლებელია წამახალისებელი გათამაშების ბილეთის მიღება, გარდა ამ რეგლამენტში
აღწერილი შემთხვევებისა. დაუშვებელია წამახალისებელი გათამაშების ბილეთის/ების
ნებისმიერი მესამე პირისათვის გადაცემა ნებისმიერი ფორმით სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
8.6. გათამაშების ბილეთის მოთამაშეებზე გაცემა ხორციელდება ამ რეგლამენტის შესაბამისად და
მასში აღწერილი შემთხვევის/ების დადგომისას.

მუხლი 9. გათამაშების აღწერილობა


9.1. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია www.adjarabet.com-ზე რეგისტრირებულ იმ
მომხმარებელს, რომელსაც პირად (მომხმარებლის) გვერდზე სწორად აქვს მითითებული
პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი
გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
9.2. გათამაშების კომისიის წევრების მიერ გათამაშებაში მონაწილე ბილეთები დაბეჭდვის დღეს
ამოღებული იქნება „აჭარაბეთის" ელექტრონული ბაზიდან (მომხმარებლის სარეგისტრაციო
ნომერი „აჭარაბეთის“ ელექტრონულ სისტემაში და ტელეფონის ნომერი) და დაიბეჭდება
სტამბური წესით.
9.3. „აჭარაბეთის“ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის დროს, მოთამაშე თავად იღებს
პასუხისმგებლობას მონაცემების სრულყოფილად და სწორად შევსებაზე. გამარჯვებულის
გამოვლენისას პრიორიტეტი ენიჭება (ამოღებულ) გათამაშების ბილეთზე მითითებულ
მომხმარებლის ანგარიშის ნომრის (ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას „აჭარაბეთის“ ელექტრონულ
სისტემაში მინიჭებული უნიკალური ნომერი, იგივე - user ID) მფლობელს და არა ანგარიშზე
მითითებულ ტელეფონის ნომერს.
9.4. გათამაშებაში მონაწილე ბილეთების სისტემატიზაციას ახდენს გათამაშების კომისიის წევრები,
რომლებიც ამოწმებენ გათამაშებაში მონაწილე ბილეთების სისწორეს, მომხმარებლის პირად
გვერდზე არსებულ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო გათამაშების ბილეთის სტამბური
წესით დაბეჭდვის შემდგომ, ლუქავენ და ამოწმებენ მას.
9.5. გათამაშების დაწყებამდე კომისიის წევრები წამყვანთან ერთად ამოწმებენ დალუქული
ბილეთების ლუქის ნამდვილობას და აღნიშნულ ბილეთებს ათავსებენ გათამაშების
დოლურაში.
9.6. გათამაშების დაწყების წინ წამყვანი გამოაცხადებს გასათამაშებელი პრიზების სახეობასა და
ოდენობას.
9.7. დოლურა დატრიალდება წამყვანის მიერ. ყოველი დატრიალების შემდეგ წამყვანი ამოიღებს
ერთ ბილეთს. დატრიალების შემდეგ ამოღებული ბილეთი მოგებულად არ ჩაითვლება, თუ მასზე
მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე შესაძლებელი არ იქნება მომხმარებელთან
დაკავშირება და მომხმარებელი არ უპასუხებს ზარს (ზარის აღება ჩაითვლება პასუხად).
9.8. გათამაშების პროცესში ბილეთის დოლურიდან ამოღების შემდეგ წამყვანი პირდაპირ ეთერში
აჩვენებს ამოღებული ბილეთზე გამოსახულ ტელეფონის ნომერს, გარდა ბოლო სამი ციფრისა.
9.9. პრიზების გათამაშების რიგითობა წინასწარ დადგენილი არ არის. გათამაშების
მიმდინარეობისას გაუთამაშებელი პრიზები სტუდიაში მოცემულია განცალკევებულად დაფაზე
განთავსებულ ამოსატრიალებელ უჯრებზე (ჯამში 6 უჯრა ნუმერაციით). ამდენად,
მომხმარებლებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, რომელ უჯრაში რა პრიზია მოთავსებული.
ბილეთის ამოღების შემდეგ მომხმარებლის მიერ უჯრის არჩევის შემთხვევაში
ამოსატრიალებელი უჯრების რაოდენობა მცირდება (უკვე გათამაშებული პრიზები დაფაზე
რჩება ამოტრიალებული უჯრების სახით).
ბილეთის ამოღების შემდეგ მომხმარებელს შეუძლია უჯრის არჩევა, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სხვა მომხმარებლებმა უკვე აირჩიეს უჯრები და მხოლოდ ერთი უჯრაა დარჩენილი.
თუ გათამაშებაში ამოსული ბილეთებიდან ერთი ან მეტი მომხმარებელი უპასუხებს (აიღებს)
ზარს, თუმცა ვერ/არ დააფიქსირებს არჩევანს, პრიზების გადანაწილება ასეთ მომხმარებლებს
შორის (ე.ი. რომლებმაც ვერ/არ დააფიქსირეს არჩევანი) მოხდება დარჩენილი გაუთამაშებელი
უჯრების ნუმერაციის ზრდის მიხედვით: ამდენად, დროში პირველი იმ მომხმარებლებისგან,
რომლებმაც არ/ვერ დააფიქსირეს არჩევანი, მიიღებს დარჩენილი უჯრებიდან ყველაზე დაბალი
ნუმერაციის უჯრის შესაბამის პრიზს.
მაგ. გათამაშებაში 1-ლი და მე-3 ბილეთის მფლობელებმა უპასუხეს ზარს, თუმცა ვერ/არ
დააფიქსირეს არჩევანი. მე-2 ბილეთის მფლობელმა აირჩია უჯრა 2, მე-4 ბილეთის მფლობელმა
აირჩია უჯრა 6, მე-5 ბილეთის მფლობელმა აირჩია უჯრა 5, ხოლო მე-6 ბილეთის მფლობელმა
აირჩია უჯრა 1. ამ შემთხვევაში, 1-ლი ბილეთის მფლობელი იგებს მე-3 უჯრის შესაბამის პრიზს,
ხოლო მე-3 ბილეთის მფლობელი იგებს მე-4 უჯრის პრიზს.
9.10. იმ შემთხვევაში, თუ გათამაშების დროს ამოღებულ ბილეთზე მითითებული ტელეფონის
ნომერი დაკავებული ან გამორთულია, მომხმარებელი არ პასუხობს შემოსულ ზარს, არ გადის
ზარი, ტელეფონი იმყოფება დაყოვნების რეჟიმში, ბატარეა დამჯდარია, არ გააჩნია წვდომა
მომხმარებლის ადგილმდებარეობის გამო ან ნებისმიერი სხვა მიზეზით შეუძლებელია
აბონენტთან დაკავშირება, ასევე, თუ ზარის გასვლის მომენტში მომხმარებლის მიერ პასუხის
გაცემამდე (ზარის აღებამდე) ტელეფონი დაჯდა და სხვა, დოლურადან ამოღებულ ბილეთის
მფლობელთან დაკავშირების 3 (სამი) წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, გადაცემის წამყვანი
ამოღებულ ბილეთს გადადებს და მის ნაცვლად დოლურადან ახალ ბილეთს ამოიღებს.
9.11. შპს „ავიატორ“ იხსნის პასუხისმგებლობას 9.10 პუნქტში მითითებული ყველა შემთხვევების გამო,
მათ შორის, როდესაც ვერ ხერხდება დოლურადან ამოღებულ ნომერთან დაკავშირება,
აბონენტის ადგილსამყოფელზე სიგნალის არ გავრცელების გამო, აბონენტის მიზეზით ან
ტელეფონის გაუმართაობის გამო (ტელეფონი გამოირთო, ბატარეა დაჯდა, გაფუჭდა, აბონენტმა
სხვა ღილაკს დააჭირა და ა.შ.).
9.12. გათამაშების დროს ერთი და იგივე სარეგისტრაციო ნომრის (User ID) ან მობილური ტელეფონის
ნომრის ორჯერ (ან მეტჯერ) დოლურადან ამოღების შემთხვევაში, ბილეთის მფლობელი კარგავს
უფლებას იმავე დღის გათამაშებაში მოიგოს სხვა პრიზი. თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირება,
გადაცემის წამყვანი ასეთ ბილეთს გადადებს და მის ნაცვლად დოლურადან ახალ ბილეთს
ამოიღებს.
9.13. წამახალისებელი გათამაშების მოგებათა ოფიციალური ცხრილი გამოქვეყნდება გათამაშებიდან
არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღისა, ვებ გვერდზე: www.adjarabet.com.
მუხლი 10. გათამაშების მოგების გაცემის წესი
10.1. გათამაშებაში მოგებული პრიზის მისაღებად, შპს „ავიატორ“ უფლებამოსილია, მოსთხოვოს
მოთამაშეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. იმ შემთხვევაში, თუ
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები „აჭარაბეთის“ ბაზაში შეუსაბამოა, შპს
„ავიატორ“ იტოვებს უფლებას არ გადასცეს მოთამაშეს აღნიშნული პრიზი.
10.2. მოგების (მათ შორის, ვაუჩერის) გაცემის საერთო (ზღვრული) ვადაა გათამაშების დასრულებიდან
30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. მოგება გაიცემა გამარჯვებული მოთამაშის მიერ პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) დღისა, შემდეგ
მისამართზე: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩუბინაშვილის ქ., №55.
10.3. გათამაშებაში მოგებული ფულადი პრიზები მომხმარებლებს დაერიცხებათ აჭარაბეთის
ელექტრონულ სისტემაში საკუთარ მომხმარებლის ანგარიშზე.
მუხლი 11. წამახალისებელი გათამაშების ხელმძღვანელობა
11.1. წამახალისებელი გათამაშების ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის მიზნით, შპს „ავიატორ“-ის
დირექტორის შესაბამისი ბრძანებით იქმნება წამახალისებელი გათამაშების კომისია.
11.2. კომისიის შემადგენლობა (მათ შორის, წევრთა რაოდენობა) და გადაწყვეტილების მიღების წესი
განისაზღვრება დებულებით, რომელიც მტკიცდება კომისიის შექმნის ბრძანებით.
11.3. კომისიის წევრებს ნიშნავს შპს „ავიატორ“-ის დირექტორი ბრძანებით.
მუხლი 12. პრეტენზიების მიღებისა და განხილვის წესი
12.1. გათამაშებაში მონაწილე ნებისმიერ პირს შეუძლია წამოაყენოს დასაბუთებული პრეტენზია
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებისმიერ ეტაპზე გათამაშებასთან დაკავშირებულ
საკითხებზე. პრეტენზიებს თავისი კომპეტენციის ფარლებში განიხილავს გათამაშების კომისია.
კომისიას პრეტენზიები წაეყენება წერილობითი ფორმით, რომელიც იწერება „შპს ავიატორ
(405076304)“-ის სახელზე. მოთამაშის მიერ წერილობითი სახით პრეტენზია წარდგენილ უნდა
იქნეს მისამართზე: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, ჩუბინაშვილის ქ., №55, სამუშაო საათებში
[11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე]. მიღებული პრეტენზია და მასში მითითებული ფაქტობრივი
გარემოებების მოკვლევის შედეგები კომისიის მიერ ეგზავნება იურიდიულ საკითხთა და
რეგულაციებთან შესაბამისობის სამსახურს, რომელიც განიხილავს პრეტენზიის სამართლებრივ
დასაბუთებას და (საჭიროების შემთხვევაში, რელევანტური დეპარტამენტების ჩართულობით)
ამზადებს პოზიციას, რაც თავის მხრივ ეცნობება კომისიას. კომისია პრეტენზიას იხილავს მისი
წარდგენიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
გადაწყვეტილების მიღების შედეგად კომპანიის პასუხს ხელს აწერს გენერალური დირექტორი ან
მის მიერ უფლებამოსილი პირი. ხელმოწერილი დოკუმენტი იგზავნება პრეტენზიაში მითითებულ
მისამართზე ფოსტის მეშვეობით.
12.2. პრეტენზიასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის შპს „ავიატორ”-
ის საბოლოო პოზიცია. პრეტენზიის განხილვა არ აჩერებს წამახალისებელი გათამაშების
მიმდინარეობის პროცესს, თუ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული კომისიის მიერ თავად.
მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
13.1. ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება წამახალისებელ გათამაშებას და რომელიც არ არის
გათვალისწინებული წინამდებარე რეგლამენტით რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.
13.2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს თავისუფლად გაეცნოს ამ რეგლამენტს და მიმართოს შპს
„ავიატორის“ (www.adjarabet.com) საინფორმაციო სამსახურს ან ქოლ-ცენტრს (ტელ: 2711010)
განმარტებისთვის. რეგლამენტის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შპს
„ავიატორ“-ის ადმინისტრაცია.

დირექტორი: /არჩილ კახიძე/


დასახელება: სპინ რეისერი
ზოგადი აღწერილობა:
აქციაში მოთამაშეები მონაწილეობენ სპინ ბურაში ფსონის განთავსებით. მოთამაშეები აქციაში
მონაწილეობისთვის დამატებით საფასურს არ იხდიან.
სპინ ბურა სამაგიდო თამაშების ნაწილია, რომელთა პროვაიდერია შპს „სპრაიბ საქართველო“ (ს/ნ:
406318337) (ავტორიზაციის სერტიფიკატი #GE-CA-A0011, გაცემის თარიღი: 27.05.2021, აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშების მიწოდების სანებართვო მოწმობა N19-02/05).
სპინ ბურას თამაში გულისხმობს 4 მოთამაშეს შორის სწრაფ ტურნირს, რომელშიც თამაშის სისტემა
განსაზღვრავს მოგების ოდენობას buy-in-ის კონკრეტული ჯერადის სახით. სპინ ბურაში
მონაწილეობისთვის მოთამაშე წინასწარ იხდის ფიქსირებულ თანხას - buy-in-ს (1₾, 2₾, 5₾, 10₾, 20₾, 30₾,
50₾ და 100₾). ყველა მოთამაშის დარეგისტრირების შემდეგ, თამაშის სისტემა აგენერირებს
მულტიპლიკატორს/ჯერადს (x3, x5, x8, x12, x60, x120, x240, x1200), რომლითაც განისაზღვრება მოგება -
საპრიზო თანხა. თითოეული თამაშისთვის განსაზღვრული მულტიპლიკატორი აღნიშნულ თამაშში
მონაწილე ყველა მოთამაშისთვის ერთია.
მაგალითად: თუ მოთამაშეები დარეგისტრირდნენ 5₾ სპინ ბურაზე და თამაშის სისტემამ
მულტიპლიკატორად/ჯერადად განსაზღვრა 3, საპრიზო თანხა განისაზღვრება 15 ლარით.
აქციაში მონაწილე მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ სპინ ბურას თამაშში მონაწილეობისათვის მათ
მიერ გადახდილი ფიქსირებული თანხით (ან თანხის ჯამით) მიაღწიონ პროგრესს, მოიპოვონ ბონუს
რაუნდ(ებ)ი, ითამაშონ ბონუს რაუნდ(ებ)ი და მოიგონ პრიზები.
პრომო დაიწყება და მომხმარებლებს მასში მონაწილეობა შეეძლებათ მას შემდეგ და იმ პირობით, რაც
სსიპ - შემოსავლების სამსახურთან შეთანხმდება წამახალისებელი გათამაშების მოწყობის რეგლამენტი.
წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტი განთავსდება ვებ-გვერდზე: www.adjarabet.com.
მომხმარებლებს აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ჩართულობის დადასტურების (opt-
in-ის) შემდეგ. აქციაში მონაწილეობის დადასტურების (opt-in-ის მეშვეობით) შემთხვევაში, მოთამაშეს
(პრომოს/წამახალისებელი გათამაშების დაწყების შემდეგ) გადაეცემა შპს „ავიატორის“ მიერ მოწყობილი
წამახალისებელი გათამაშების 5 ბილეთი.
აქციაში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის როგორც დესკტოპ, ასევე, მობილური
ვერსიებიდან.
აქციის დაწყების და დასრულების თარიღების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე:
www.adjarabet.com.

ბონუს რაუნდ(ებ)ის მოპოვების წესი


წინამდებარე აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ბონუს რაუნდი: 1. „ვერცხლის ბორბალი“
(შედარებით დაბალი ღირებულების პრიზებით) და 2. „ოქროს ბორბალი“ (მაღალი ღირებულების
პრიზებით). თუ რომელ ბონუს რაუნდში ითამაშებს მომხმარებელი, დამოკიდებულია მის მიერ 24 საათიან
პერიოდში მიღწეულ პროგრესზე.
24 საათიან პერიოდში იგულისხმება კალენდარული დღის 05:00:00 საათიდან მომდევნო დღის 04:59:59
საათამდე პერიოდი.
მომხმარებლის მიერ მიღწეული პროგრესი გამოითვლება აღნიშნულ პერიოდში სპინ ბურას ფარგლებში
მოთამაშის მიერ გადახდილი (აფსონილი) ფიქსირებული თანხების (1₾, 2₾, 5₾, 10₾, 20₾, 30₾, 50₾, 100₾)
ჯამით. მომხმარებელთა მიერ მიღწეული პროგრესი ახლდება 24 საათიანი პერიოდის ამოწურვისთანავე.
შენიშვნა: პროგრესში არ ითვლება მოთამაშის მიერ წინამდებარე ან სხვა პრომოში მოგებული სპინ
ბილეთების გამოყენება. მაგალითად, თუ მომხმარებელმა მოიგო 20₾ სპინ ბილეთი და გამოიყენა სპინ
ბურაში, აღნიშნული 20₾ პროგრესში არ ჩაითვლება.
წინამდებარე აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 პროგრესი. თითოეული პროგრესის მიღწევის
შემდეგ, პროგრესის შესაბამისად მომხმარებელი მიიღებს „ვერცხლის ბორბლის“ ან ოქროს ბორბლის 1
(ერთ) ბონუს რაუნდს.
მომხმარებლის მიერ მიღწეული თითოეული პროგრესის შესაბამისად მოპოვებული ბონუს რაუნდები
განსაზღვრულია შემდეგი ცხრილის მიხედვით:
პროგრესის N მომხმარებლის მიერ მოგებული ბონუს წამახალისებელი
24 საათის რაუნდი
განმავლობაში გათამაშების1 ბილეთის
მიღწეული პროგრესი რაოდენობა, რომელსაც
მომხმარებელი
მოიპოვებს პროგრესის
მიღწევით
N1 50 ₾ „ვერცხლის ბორბალი“ 1
N2 100 ₾ „ვერცხლის ბორბალი“ 2
N3 250 ₾ „ვერცხლის ბორბალი“ 5
N4 500 ₾ „ოქროს ბორბალი“ 10
N5 1,000 ₾ „ოქროს ბორბალი“ 20

თითოეული პროგრესი აღნიშნავს მომხმარებლის მიერ 24 საათიან პერიოდში (კალენდარული დღის


05:00:00 საათიდან მეორე დღის 04:59:59 საათის ჩათვლით პერიოდში) განთავსებული ფსონების ჯამს.
მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ N1 პროგრესის (50 ₾) მიღწევის შემდეგ მომხმარებელმა დამატებით
აფსონა კიდევ 50₾ (ჯამში 100₾) მოთამაშე მიაღწევს N2 პროგრესს, რისთვისაც დამატებით მოიპოვებს N2
პროგრესისთვის გათვალისწინებულ „ვერცხლის ბორბლის“ 1 ბონუს რაუნდს.
24 საათიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს დამატებითი ბონუს რაუნდის მიღება შეუძლია
მხოლოდ პროგრესიდან პროგრესზე გადასვლის შემდეგ. მაგალითად, N3 პროგრესის მიღწევის შემდეგ
იმისათვის, რათა მომხმარებელმა მიიღოს დამატებით კიდევ ერთი ბონუს რაუნდი, მან დამატებით უნდა
აფსონოს მინიმუმ 250₾ და მიაღწიოს N4 პროგრესს.
მოგებული ბონუს რაუნდი მოთამაშეს ერიცხება პროგრესის მიღწევიდან მაქსიმუმ 15 წუთის
განმავლობაში.
წინამდებარე აქციის თიზერის ვებ-გვერდზე გაშვებიდან აქციის დასრულებამდე პერიოდში ვებ-გვერდზე:
www.adjarabet.com ახლად რეგისტრირებული და ვერიფიცირებული ყველა მომხმარებელი, აქციაში
მონაწილეობის დადასტურების (opt in) შემთხვევაში, თანხის აფსონვის გარშე მიიღებს „ვერცხლის
ბორბლის“ ერთ ბონუს რაუნდს.
წინამდებარე აქციის ფარგლებში ორგანიზატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების
მიხედვით (კრიტერიუმები უკავშირდება ვებგვერდზე მოთამაშეთა აქტიურობას) აჭარაბეთი
უფლებამოსილია „ვერცხლის ბორბლის“ ერთი ბონუს რაუნდი აფსონვის გარეშე გადასცეს
მომხმარებლებს. მათ შორის, ბონუს რაუნდი შესაძლოა გადაეცეთ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც
დაადასტურეს წინამდებარე აქციაში მონაწილეობა და ასევე იმ მომხმარებლებსაც, რომლებმაც არ
დაადასტურეს (opt in) მონაწილეობა. ისეთ მომხმარებლებს, რომლებსაც დადასტურებული არ ჰქონიათ
აქციაში მონაწილეობა, აჭარაბეთის მიერ გადაცემული „ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში თამაშის
შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ (opt in) აქციაში მონაწილეობას.
ორგანიზატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით (კრიტერიუმები უკავშირდება
ვებგვერდზე მოთამაშეთა აქტიურობას) მომხმარებლებმა შეიძლება მიიღონ 3-დღიანი შეთავაზება,
რომლის მიღების პირველ დღეს პირველ პროგრესზე იმოქმედებს 90%-იანი ფასდაკლება, ხოლო მე-2 და
მე-3 დღეს - 50%-იანი ფასდაკლება.
ბონუს რაუნდი:
მომხმარებელს მის მიერ მოპოვებული ბონუს რაუნდის გამოყენება შეუძლია აქციის დასრულებამდე.
გამოუყენებელი ბონუს რაუნდები აქციის დასრულებისთანავე უქმდება.
დღის განმავლობაში გამოყენებული ბონუს რაუნდ(ებ)ის რაოდენობა შეზღუდული არ არის. მაგალითად,
თუ მოთამაშემ დააგროვა 5 ბონუს რაუნდი პირველ დღეს და 2 ბონუს რაუნდი მეორე დღეს (ჯამურად 7
ბონუს რაუნდი), ყველა მათგანი შეუძლია გამოიყენოს აქციის დასრულებამდე რომელიმე დღეს.

1
თითოეული პროგრესის მიღწევის შემდეგ, მოთამაშე პარალელურად ავტომატურად მოიპოვებს შპს
„ავიატორის“ მიერ მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებების შესაბამისი რაოდენობის ბილეთებს.
მაგალითად, N2 პროგრესის მიღწევისას მოთამაშე ავტომატურად იღებს წამახალისებელი გათამაშების 2
(ორი) ცალ ბილეთს. წამახალისებელი გათამაშების რეგლამენტისა და მასში გასათამაშებელი საპრიზო
ფონდის შეთანხმების მიზნით შპს „ავიატორი“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დამატებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.
წინამდებარე აქციის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი ბონუს რაუნდი: 1. „ვერცხლის
ბორბალი“(შედარებით დაბალი ღირებულების პრიზებით) და 2. „ოქროს ბორბალი“(მაღალი
ღირებულების პრიზებით).
“ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში მოცემულია ბორბალი, რომელიც შედგება 8 სექციისგან.
თითოეულ სექციაზე დატანილია პრიზები. „ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში თითოეულ სექციაზე
დატანილი პრიზების ჩამონათვალი მოცემულია შემდეგ ცხრილში:
სექციის ნომერი ერთეული პრიზი
1 წამახალისებელი გათამაშების 5 ცალი
ბილეთი

2 1₾ სპინ ბილეთი
3 2₾ სპინ ბილეთი
4 5₾ სპინ ბილეთი
5 10₾ სპინ ბილეთი
6 20₾ სპინ ბილეთი
7 100 ₾ (ქეში)
8 500 ₾ (ქეში)

„ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში დარიცხული სპინ ბილეთის გამოყენება შესაძლებელია ყველა
სამაგიდო სპინ თამაშში (ბურა, დომინო, ნარდი, სეკა).
დარიცხული სპინ ბილეთი ძალაშია დარიცხვიდან (ე.ი. ითვლება დარიცხვის დღეც) 3 დღის
განმავლობაში.
„ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში მოგებული ყველა სპინ ბილეთის ღირებულება ინახება ბანკში.
აქციის მიმდინარეობის ნებისმიერ დროს, მომხმარებელს უფლება აქვს გადაცვალოს მოგებული სპინ
ბილეთი, რისთვისაც საჭიროა გამოიყენოს შესაბამისი ღილაკი. გადაცვლის ღილაკის გამოყენების შემდეგ,
მოთამაშეს მიუვა შეტყობინება (popup page-ის სახით), საიდანაც მას შეუძლია აირჩიოს, თუ რა
ღირებულების და რა ოდენობის მოგებული სპინ ბილეთის გადაცვლა სურს.
მაგალითად: თუ მომხმარებელმა მოიგო 10₾ სპინ ბილეთი, მას შეუძლია გამოიყენოს 1 ცალი 10₾ სპინ
ბილეთი, 5 ცალი 2₾ სპინ ბილეთი ან 2 ცალი 5₾ სპინ ბილეთი.
„ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდის გამოყენების ქრონოლოგიის მიხედვით წინასწარ შერჩეული
ლოგიკით წყდება რომელი პრიზი ამოუვა მოთამაშეს „ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში. თუ
დატრიალების რიგითობა ერთდროულად ქვემოთ მოცემული რიგითობის აღმნიშვნელი რიცხვებიდან
რამდენიმეს ჯერადია, შედეგი განისაზღვრება უფრო მაღალი ნუმერაციის შესაბამისად:
პრიზი წამახალისებელი 1₾ სპინ 2₾ სპინ 5₾ სპინ 10₾ სპინ 20₾ სპინ 100₾ 500₾
გათამაშების ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი (ქეში) (ქეში)
ბილეთი
რიგითობა #1 #7 #11 #13 #37 #41 #643 #1163
(ყოველი #)
ყოველი
10,000
ვერცხლის
ბონუს
რაუნდიდან

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მოთამაშეს 24 საათიან პერიოდში “ვერცხლის ბორბლის“ ბონუს რაუნდში


ერთხელ უკვე აქვს მოგებული წამახალისებელი გათამაშების 5 ცალი ბილეთი, თუ რომელი პრიზი ამოუვა
მომხმარებელს, წყდება შემდეგი ლოგიკით:
პრიზი წამახალისებელი 1₾ სპინ 2₾ სპინ 5₾ სპინ 10₾ სპინ 20₾ სპინ 100₾ 500₾
გათამაშების ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი (ქეში) (ქეში)
ბილეთი
რიგითობა
(ყოველი #)
ყოველი
10,000
ვერცხლის
ბონუს
რაუნდიდან #1 #2 #29 #53 #71 #811 #1193
თუ დატრიალების რიგითობა ერთდროულად ქვემოთ მოცემული რიგითობის აღმნიშვნელი რიცხვებიდან
რამდენიმეს ჯერადია, შედეგი განისაზღვრება უფრო მაღალი ნუმერაციის შესაბამისად.
თამაშისას რიგითობები მოთამაშეებისთვის წინასწარ ცნობილი არ არის.

“ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდში მოცემულია ბორბალი, რომელიც შედგება 8 სექციისგან. თითოეულ
სექციაზე დატანილია პრიზები. „ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდში თითოეულ სექციაზე დატანილი
პრიზების ჩამონათვალი მოცემულია შემდეგ ცხრილში:

სექციის ნომერი ერთეული პრიზი

1 წამახალისებელი გათამაშების 50 ცალი ბილეთი

2 5₾ სპინ ბილეთი

3 10₾ სპინ ბილეთი

4 20₾ სპინ ბილეთი

5 50₾ სპინ ბილეთი

6 100 ₾ სპინ პილეთი

7 250 ₾ (ქეში)

8 1,000 ₾ (ქეში)

„ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდში დარიცხული სპინ ბილეთის გამოყენება შესაძლებელია ყველა
სამაგიდო სპინ თამაშში (ბურა, დომინო, ნარდი, სეკა).
დარიცხული სპინ ბილეთი ძალაშია დარიცხვიდან (ე.ი. ითვლება დარიცხვის დღეც) 3 დღის
განმავლობაში.
„ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდში მოგებული ყველა სპინ ბილეთის ღირებულება ინახება ბანკში. აქციის
მიმდინარეობის ნებისმიერ დროს, მომხმარებელს უფლება აქვს გადაცვალოს მოგებული სპინ ბილეთი,
რისთვისაც საჭიროა გამოიყენოს შესაბამისი ღილაკი. გადაცვლის ღილაკის გამოყენების შემდეგ,
მოთამაშეს მიუვა შეტყობინება (popup page-ის სახით), საიდანაც მას შეუძლია აირჩიოს, თუ რა
ღირებულების და რა ოდენობის მოგებული სპინ ბილეთის გადაცვლა სურს.
მაგალითად: თუ მომხმარებელმა მოიგო 10₾ სპინ ბილეთი, მას შეუძლია გამოიყენოს 1 ცალი 10₾ სპინ
ბილეთი, 5 ცალი 2₾ სპინ ბილეთი ან 2 ცალი 5₾ სპინ ბილეთი.
„ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდის გამოყენების ქრონოლოგიის მიხედვით წინასწარ შერჩეული ლოგიკით
წყდება რომელი პრიზი ამოუვა მოთამაშეს „ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდში. თუ დატრიალების
რიგითობა ერთდროულად ქვემოთ მოცემული რიგითობის აღმნიშვნელი რიცხვებიდან რამდენიმეს
ჯერადია, შედეგი განისაზღვრება უფრო მაღალი ნუმერაციის შესაბამისად:
პრიზი წამახალისებელი 5₾ სპინ 10₾ სპინ 20₾ სპინ 50₾ სპინ 100₾ 500₾ 1,000₾
გათამაშების 50 ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი სპინ (ქეში) (ქეში)
ცალი ბილეთი ბილეთი
რიგითობა #1 #3 #17 #23 #29 #41 #811 #1129
(ყოველი #)
ყოველი
10,000
ვერცხლის
ბონუს
რაუნდიდან

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მოთამაშეს 24 საათიან პერიოდში “ოქროს ბორბლის“ ბონუს რაუნდში


ერთხელ უკვე აქვს მოგებული წამახალისებელი გათამაშების 50 ცალი ბილეთი, თუ რომელი პრიზი ამოუვა
მომხმარებელს, წყდება შემდეგი ლოგიკით:
პრიზი წამახალისებელი 5₾ სპინ 10₾ სპინ 20₾ სპინ 50₾ სპინ 100₾ სპინ 500₾ 1,000₾
გათამაშების 50 ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი ბილეთი (ქეში) (ქეში)
ცალი ბილეთი
რიგითობა #1 #11 #31 #53 #71 #811 #1129
(ყოველი #)
ყოველი
10,000
ვერცხლის
ბონუს
რაუნდიდან

თუ დატრიალების რიგითობა ერთდროულად ქვემოთ მოცემული რიგითობის აღმნიშვნელი რიცხვებიდან


რამდენიმეს ჯერადია, შედეგი განისაზღვრება უფრო მაღალი ნუმერაციის შესაბამისად.
თამაშისას რიგითობები მოთამაშეებისთვის წინასწარ ცნობილი არ არის.

დამატებითი პირობები:
აქციაში მონაწილეობს მხოლოდ აქციის დაწყებისა და მოთამაშის მიერ ჩართულობის დადასტურების
(opt-in-ის) შემდეგ აქციის დასრულებამდე განთავსებული ფსონები.
აქციაში მონაწილეობისა და ბონუს რაუნდის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა ვერიფიკაციის გავლა.
თუ ინტერნეტის ხარვეზის ან სხვა ტექნიკური მიზეზის გამო მომხმარებელმა დაწყებული ბონუს რაუნდი
ვერ დაასრულა, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ მომხმარებელი ბონუს რაუნდს გააგრძელებს
თავდაპირველი რიგითობით.
მაგალითად, მომხმარებელმა 17 მაისს 17:20:23 საათზე დაიწყო მოპოვებული ბონუს რაუნდის თამაში,
რომლის ქრონოლოგიური რიგითობა ამ მომენტისთვის იყო 9,279-ე, თუმცა მან ვერ დაასრულა თამაში
(მაგალითად, გაუწყდა ინტერნეტთან კავშირი ან თავადვე გათიშა პრომოს გვერდი). 18:10:13 საათზე
მომხმარებელმა განაგრძო ბონუს რაუნდის თამაში. აქციის მიზნებისთვის რიგითობა კვლავ 9,279-ე იქნება.
დაბლოკილი მომხმარებელი აქციაში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
ერთ მომხმარებელზე ერთზე მეტი ანგარიშის გახსნა ან სხვისი ანგარიშით სარგებლობა (multi accounting),
ასევე შეთანხმებული თამაში (collusion) კატეგორიულად აკრძალულია „აჭარაბეთის“ წესებისა და
სამართლიანი თამაშის შეთანხმების თანახმად. იმ შემთხვევაში, თუ „აჭარაბეთი“ საკუთარი
შეხედულებისამებრ გადაწყვეტს, რომ მომხმარებელი არღვევს სამართლიანი თამაშის შეთანხმებას,
იყენებს ერთზე მეტ ანგარიშს, არაკეთილსინდისიერად შეუთანხმდა სხვა მოთამაშეებს ან/და
„აჭარაბეთს“, მის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, გაუჩნდება ეჭვი, რომ ანგარიშ(ებ)ის
გახსნა დაკავშირებულია აქციით გათვალისწინებული პრიზების არაკეთილსინდისიერად მოპოვებასთან,
მომხმარებლის ანგარიში შესაძლოა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიბლოკოს ან აეკრძალოს
მიმდინარე და მომავალ აქციებში მონაწილეობის მიღება, მომხმარებელი დისკვალიფიცირებული იქნეს,
დაიბლოკოს მისი ანგარიში ან არ დაერიცხოს აქციაში მოგებული პრიზები (ასეთის არსებობის
შემთხვევაში).
„აჭარაბეთი“ იტოვებს უფლებას შეიტანოს ცვლილებები აქციის წესებში ან/და გააუქმოს აქცია ნებისმიერ
ეტაპზე და ამის შესახებ მომხმარებლებს წინასწარ არ შეატყობინოს.
აქციის ფარგლებში გათამაშებული პრიზები გაიცემა მხოლოდ ვერიფიცირებულ მომხმარებლებზე.
ტექნიკური ხარვეზის შედეგად დაფიქსირებული მოგებები/ბილეთები ბათილია.

You might also like