You are on page 1of 1

ძიძიას გათხოვება საყოველთაოდ მიღებული წესის მიხედვით ხდება და როგორც ავტორი

გვამცნობს, მას არაერთი ღამე ჰქონდა გატარებული იმის ფიქრში თუ როდის გახდებოდა
ქალი და შეერთვებოდა გუგუას.. თუმცა ამ ფიქრებს ფაქტია, რომ არაფერი ჰქონდა საერთო
გუგუას მიმართ რეალურ ფიზიკურ ლტოლვასთან..

ონისე ახალგაზრდა ვაჟკაცია, ჯერ-ჯერობით სერიოზულად არ დაფიქრებულა ქალებთან


ურთიერთობის თემაზე და ძირითადად ნადირობაში და სხვა ფიზიკურ სავარჯიშოებში
კლავს მოჭარბებულ ენერგიას..

როგორც კი ძიძია და ონისე პირველად დაინახავენ ერთმანეთს, პირველივე შეხებისთანავე


რაღაც ისეთი მოხდება მათში, რაც მთელს მათ დარჩენილ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს..
ერთმანეთის მიმართ გაჩენილი ვნებათა ქარცეცხლი ყველაფერზე ძლიერი აღმოჩნდება და
მათ წარმოდგენებში აქამდე არსებული ტრადიციული სტერეოტიპული წარმოდგენები
ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ უკვალოდ გაქრება.. თავიდან ორივე ებრძვის
ამ გრძნობას. მათ ესმით, რომ ეს არ შეიძლება. ონისე წავა ცხვარში, ძიძია კი ხდება მორჩილი
ცოლი. თუმცა ერთგვარი პროტესტის ნიშნად ძიძია არ პასუხობს ქმარს სიყვარულით. ერთი
შეხედვით ყველაფერი კარგადაა, თუმცა ეს მოჩვენებითი სიმშვიდე ირღვევა მას შემდეგ რაც
ონისე სოფელში ბრუნდება. მიუხედავად უდიდესი რისკისა, ძიძია და ონისე წამოიწყებენ
ძალიან სახიფათო, მაგრამ ამავე დროს ვნებებით და მძაფრი ემოციებით დატვირთულ
ურთიერთობას..

ძიძიას ტრაგედია იყო ის რომ მას უყვარდა ონისე,მაგრამ იძულებული იყო გაყოლოდა სხვა
ადამიანს,ისეთ პიროვნებას რომელიც არ უყვარდა.ძიძიას ადათ-წესების გამო დაეკისრა
ვალდებულებები,რომ უნდა გაჰყოლოდა ცოლად გუგუას, შეექმნა ოჯახი იმ
ადამიანთან,რომელიც ცხოვრებამ შეურჩია,იმის და მიუხედავად რომ ეს არ იყო მისი პირადი
არჩევანი.

You might also like