You are on page 1of 2

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

სასოდ ჩუენდა აღგიარებთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და პირმშოისა მის სახისა


შენისად აღვამაღლებთ რაი გონებასა ჩუენსა, პატივს-ვჰსცემთ ყოვლად პატიოსანსა ხატსა
შენსა `პალიასტომისად~ წოდებულსა, და გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ყოველთა ძვირთა,
იწროებათა და სალმობათაგან.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრე წყალობათაი, ყოვლადწმიდაო ქალწულო და დედაო ღმრთისა
ჩუენისაო, შეგვაწყნარე სახიერსა ძესა შენსა, რაითა განგვხსნას ყოველთა ცოდვათა
საკრველთაგან და განგვარინოს საუკუნეთა მათ სატანჯველთა.

შეხედეთ უბისას მონასტრის ფრესკას – „საიდუმლო სერობა“ და იამაყეთ! ეს არის XIV


საუკუნის ქართველი მხატვრის დამიანეს და მისი მოწაფის გერასიმეს ახალი სტილი! და
პოსტის ეპილოგს დავასწრებ და მოგახსენებთ: ვუსწრებთ!!! ვუსწრებთ ევროპას რენესანსში;
ქართულმა შუასაუკუნეებმა უფრო ადრე დაწიყო სითამამე რენესასნსისკენ!
უბისას სამონასტრო კომპლექსი იმერეთში, ხარაგაულის გულია; ზესტაფონის აღმოსავლეთით 15
კმ-ის მოშორებით, სოფელ უბისას ჩრდილო -აღმოსავლეთით დგას და დროის ბრუნვას უძლებს
მონასტერი, რომლის ისტორიაც IX საუკუნიდან იწყება;
ეს ის განსაკუთრებული ადგილია, რომელიც აფხაზთა მეფის მოწადინებით გრიგოლ ხანძთელმა
ეკლესიისთვის აირჩია;
გიორგი მერჩულე ჰყვება: მოვიდა მამა გრიგოლი და სარწმუნოებისა მეფისა აღაშენა
მონასტერი და უწოდა მას უბეი!
ოსკარ შმერლინგის ნიჭიერი ქალიშვილი, ქართული ხელოვნების მკვლევარი რენე შმერლინგიც
(Rene Schmerling) სწორედ გრიგოლ ხანძთელის დროს აგებულად მიიჩნევს უბისის მთავარ
ტაძარს; რომელიც მოგვიანებით სიმონ ჭყონდიდელს 1141 წელს განუახლებია;
უბისა სულ ცოცხლობდა, მაშინაც, როცა საქართველოში ბნელი წლები იდგა; XIV საუკუნეში,
გიორგი ბრწყინვალის დროს, მონასტრის მთავარი ტაძარი უნიკალური ფრესკებით შეიმკო;
XVI-XIX საუკუნეებში უბისის მონასტერის პატრონები აბაშიძეების გვარი ხდება; ამაზე
მეტყველებს სამარხები და შეწირულობები;
ქართული მონასტრები ლოცვის გარდა, მუდმივად ღაღადებდა ცოდნას, კულტურას; უბისაშიც
სანთლების შუქზე იწერებოდა ხატები და გადაიწერებოდა წიგნები, კეთდებოდა ჭედური
ფრესკები;
თუ მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს გადავალთ, ყინყიბოურის მაღალ გორაკზე შემორჩენილი
ნანგრევები. მიწაში ჩაფლული უძველესი ჭურების რევადობა – 100-200 ფუთია; ჭურები
მოწმეა – ძველი მოსახლეობა სწორედ მაშში ინახავდა ღვინოს და წყალს;
უბისას ფრესკები ცალკე საოცრებაა: წმინდანთა სახეებში იკონოგრაფიული მეთოდი
ცხოვრებისეული მანერითაა შეცვლილი; უბისა ჰუმანურია, ემოციური, რენესანსული…
ჰოდააააა…. დიდი იტალიელის ლეონარდო და ვინჩამდე სწორედ უფისას „უკანასკნელი სერობის“
სუფრაზე ჩნდება თევზი!!! ხოლო, წმინდანთა სახეებში ადამიანური ჟესტები და მიმიკა;
ასეა, ვასწრებთ!!! ვასწრებთ ევროპას რენესასნსში!
იხტიოს! ესაა ქრისტიანობის ყველაზე ცნობილი, მაგრამ სამწუხაროდ უკანასკნელი ვახშამი
ქრისტეს კაცად ყოფნის დედამიწაზე!
სურფაზე დევს: ლამაზი ლარნაკები (თევზით), სურებით წითელი ღვინო, ოთხად ჯვრად
დასერილი პურები (სეფისკვერები? ოთხთავი? ჯვარი!!!); დევს დანები!!! სუფრა
გაწყბილია!!! გაწყობილია ქრისტიანულად და ზიარების არიბუტიკით, სადაც უბისას თევზი
(ლეონარდოსთან არის გველთევზა) წმინდა ქართულ კალმახს ჰგავს და ქრისტიანობის
სიმბოლოა!
გარდა ამისა: ქართველ ხატმწერ დამიანეს ზუსტად აქვს გათვლილი ჯოდმის წესები!!
ლეონარდოს სერობა სკამებზე მიმდინარეობს, უბისას მონასტერში ქრისტე და მისი მოწაფეები
პალესტინაში, I საუკუნის სმა-ჭამის წესების მიხედვთ – მსერობლები სხედან დიდ
ბალიშებზე! (სხვა ქართულად მოხატულ სერობებში, ლეონარდომდეც ჩანს სკამები ;
და მთავარი: ლეონარდოს ფრესკაზე იუდა არ ზის ქრისტეს გვერდით. არადა, წესით უნდა
იჯდეს; პალესტინაში პირველ საუკუნეში ვახშმის დროს საპატიო ან საყვარელი სტუმარი იჯდა
მთავარი პეროსნის გვერით;
უბისაში კი, იუდა ქისტეს გვერდით ზის. მეტიც, მაგიდაზეა გადმოწოლილი და ბარძიმს ეხება
ხელით.
უბისაში, მხატვრებმა დამიანემ და გერასიმემ სახარება გააცოცხლეს; კაცობრიობის ყველაზე
მთავარი კითხვა სერობაზე დაისვა: ვინ არის გამცემი? და მთავარი პასუხია: ვისაც
პინაკში ჩაწებულ ლუკმას მივაწვდი!!!
უბისას მონასტერში იუდა XIV საუკუნიდან ცხოვრობს ფრესკაზე – როგორც ყველაზე საყვარელი
მოწაფე და ყველაზე გამცემი პერსონაჟი კაცობრიობის ისტორიაში!
მის მაგიდაზე „გადაწოლაში“, ქრისტეს ხელის იუდას ბეჭზე დადებაში, ამ საოცარ სამუდამოდ
განაბულ ჟესტში იკითხება სახარების ყველაზე დიდი საიდუმლო – იუდა გამყიდველია!
და ბოლოს მინდა გაგაცნოთ სიტყვა – მსერობლები!
მსერობლები – რა მაგარი სიტყვაა, არა?;
ეს მუსიკალური სულხან საბა ორბელიანთან შემომეფეთა, ლექსიკონში – წიგნის კონაში!!!
მსერობელია ის, ვინც სერობას ანუ ვახშამს მიირთმევსო; სერის მჭამელი!
ესმა კუნჭულია, ,,აქ მუზეუმიას” დამფუძნებელი და მფლობელი, ჟურნალისტი

არნოლდ შვარცენეგერი და სილვესტერ სტალონე ერთმანეთს ჰელოუინისთვის შეხვდნენ.

კინოლეგენდებმა, 75 წლის არნოლდ შვარცენეგერმა და 76 წლის სილვესტერ სტალონემ


ჰელოუინისთვის ერთობლივი ფოტო ერთდროულად გამოაქვეყნეს.

მასზე მსახიობები გოგრით და უზარმაზარი დანებით პოზირებენ ჯილდოებით გამოფენილი


ვიტრინის ფონზე.

'მე და ჩემი დიდი მეგობარი არნოლდი დროს ვატარებთ მის გასაოცარ ოფისში და ვჭრით
გოგრის თავებს ჰელოუინისთვის გადარჩენის დანებით! აი რას აკეთებენ ნამდვილი ბიჭები
თავისუფალ დროს! მაგარია!' დაწერა სტალონემ.

შვარცენეგერმა ყველას მიულოცა მომავალი ჰელოუინი. შეგახსენებთ, რომ ჰელოუინი, ანუ


ყველა წმინდანის დღის წინა დღეს, ქრისტიანობამდელი დროიდან 31 ოქტომბრის ღამეს 1
ნოემბრის ღამეს აღინიშნება.

შეერთებულ შტატებში დღესასწაულისთვის მზადება წინასწარ იწყება. ისინი გოგრისგან ჭრიან


ფარნებს, ეგრეთ წოდებულ ჯეკ-ო-ლანტერს, ამშვენებენ სახლებს და აგროვებენ ტკბილეულს,
რათა მოეპყრონ ბავშვებს, რომლებიც თხოულობენ ულუფებს.

ცნობილი სახეები, რა თქმა უნდა, ასევე აღნიშნავენ ჰელოუინს და ხშირად მართავენ


კოსტიუმების წვეულებებს.

ყველა წმინდანის დღის დედოფალად უკვე დიდი ხანია აღიარებულია ჰეიდი კლუმი, რომელიც
ყოველთვის არჩევს ყველაზე ნათელ და უჩვეულო კოსტიუმებს. უფრო მეტიც, კოსტუმის თემა
მას წინასწარ განიხილავს და საიდუმლოდ ინახავს.

მანამდე იგი კოსტიუმებში გამოდიოდა თავის დიდი ხნის პარტნიორთან Seal-თან ერთად, ახლა
კი მისი ქმარი ტომ კაულიცი გახდა მისი პარტნიორი კროს-dressing-ში.

You might also like