You are on page 1of 1

ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:

სასოდ ჩუენდა აღგიარებთ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, და პირმშოისა


მის სახისა შენისად აღვამაღლებთ რაი გონებასა ჩუენსა, პატივს-ვჰსცემთ
ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა "პალიასტომისად" წოდებულსა, და
გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ყოველთა ძვირთა, იწროებათა და სალმობათაგან.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრე წყალობათაი, ყოვლადწმიდაო ქალწულო
და დედაო ღმრთისა ჩუენისაო, შეგვაწყნარე სახიერსა ძესა შენსა, რაითა
განგვხსნას ყოველთა ცოდვათა საკრველთაგან და განგვარინოს საუკუნეთა მათ
სატანჯველთა.

You might also like