You are on page 1of 12

თეა ტეტელოშვილი

აღმართი A1
გაკვეთილი 11

მოსმენა:
მშობლიურ ენაზე მოსაუბრის ნელი, გარკვევით წარმოთქმული და მარტივი
წინადადებებით აგებული ისეთი საუბრის გაგება, რომელიც ეხება შემსწავლელსა
და მის ოჯახს, მათ საცხოვრებელ ადგილს; ნელა, გარკვევით და შიგადაშიგ
პაუზებით წარმოთქმული მარტივი ტექსტის გაგება.

კითხვა:
მარტივი ტექსტის მთავარი არსის გაგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტექსტს
დართული აქვს ილუსტრაციები; ისეთი მარტივი შეტყობინების / ტექსტის
წაკითხვა და გაგება, რომელიც ეხება ამა თუ იმ ღონისძიების გამართვის
ადგილს, დროს, თარიღს.

ლაპარაკი:
დაბადებასა და დაბადების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემა
და მიღება (როდის, სად დაიბადე?); მარტივი წინადადებებით საგანთა თვისების
ხარისხის გადმოცემა; დროსა და სივრცეში მიმდევრობის გადმოცემა;
დაბადების დღის მილოცვის ფორმულირება; მარტივი წინადადებებით პასუხის
გაცემა ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ეხება შემსწავლელის ვინაობას, დაბადების
თარიღს, ასაკს, მისამართს, საქმიანობა-პროფესიას, ოჯახის წევრებს,
საცხოვრებელ ადგილს, ბინას, ოთახებს, ამა თუ იმ პუნქტამდე მისასვლელ
სატრანსპორტო საშუალებას და ა. შ.

წერა:
სახლის, ოთახისა და საკუთარი ნივთების აღწერა ფერის, ზომისა და თვისების
ხარისხის გამოყენებით; მოკლე, მარტივი წინადადებებით პატარა ტექსტის
დაწერა შემსწავლელისთვის ნაცნობ ადამიანებზე, საგნებზე,
ყოველდღიურ საქმიანობაზე.

131
რიცხვითი სახელები • როდის, სად დაიბადე? • დროის პერიოდი

1 წაიკითხეთ ტექსტი და ამოწერეთ ახალი სიტყვები.

მე ვარ გიორგი. ეს ჩემი სახლია. ეს სახლი ჯერ ჩემი პაპის იყო, მერე – მამაჩემის და
ახლა ჩემია. ის საქართველოს ძველ დედაქალაქშია – მცხეთაში. პაპაჩემის პაპაც თურმე
აქ ცხოვრობდა. პაპაჩემიც გიორგი იყო. მე მისი სახელი მქვია. ბებიაჩემის სახელი ჩემს
დას ჰქვია. მამაჩემსაც პაპის სახელი ჰქვია. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა.
პაპაჩემი წინა საუკუნეში ცხოვრობდა: ის დაიბადა ათას ცხრაას ოცდაათ წელს.
მამაჩემი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტ წელს დაიბადა. მე ათას ცხრაას ოთხმოცდა-
ოთხ წელს დავიბადე. ჩემი და ათას ცხრაას ოთხმოცდაათ წელს დაიბადა. ის ყველაზე
უმცროსია ოჯახში.
ეს სახლი დიდი არ არის, მაგრამ არც პატარაა. სახლს აქვს ერთი მისაღები ოთახი, სამი
საძინებელი, ერთი კაბინეტი, ერთი სამზარეულო, ერთი აბაზანა და ერთი ტუალეტი.
მისაღები ოთახი დიდი და ნათელია. ორი საძინებელი დიდია, ერთი – პატარა.
კაბინეტიც ნათელია. მისაღებ ოთახში არის ერთი მაგიდა, ათი სკამი, ერთი დივანი და
ორი სავარძელი. აქ არის ტელევიზორიც. სამივე საძინებელში არის საწოლები და
კარადები. სამზარეულოში არის მაგიდა, სკამები, გაზქურა, მაცივარი და სასმელების
ბარი.
სახლის წინ პატარა ბაღია. აქ არის ყვავილები, ხეები, ბუჩქები. ბაღში არის ორი
გრძელი სკამი და მაგიდა. ზოგჯერ ზაფხულში აქ გვაქვს საუზმე და ვახშამი. ეს ადგილი
ძალიან მიყვარს. ახლა ზაფხულია, ცხელა და მამაჩემი ზის ბაღში სკამზე. ის გაზეთს
კითხულობს.
ჩემი და კაბინეტშია. ის წერილს გზავნის ინტერნეტით. დედაჩემი სამზარეულოშია და
სადილს აკეთებს. მე?! მე თქვენთან ვსაუბრობ.

132
2 წაიკითხეთ დაკვირვებით.

მე ვცხოვრობ მე ვცხოვრობდი
შენ ცხოვრობ შენ ცხოვრობდი
ის ცხოვრობს ახლა ის ცხოვრობდა
ვცხოვრობთ ვცხოვრობდით სამი კვირის /
ჩვენ ჩვენ
ცხოვრობთ ცხოვრობდით თვის /
თქვენ თქვენ
ცხოვრობენ ცხოვრობდნენ წლის წინ
ისინი ისინი

ახლა

მე ვგზავნი მე ვსაუბრობ
შენ გზავნი შენ საუბრობ ქართულად /
ის გზავნის ის საუბრობს ინგლისურად
წერილს ფოსტით / სახლზე /
ჩვენ ვგზავნით ინტერნეტით ჩვენ ვსაუბრობთ
თქვენ გზავნით თქვენ საუბრობთ კატაზე / წიგნზე
ისინი გზავნიან ისინი საუბრობენ

ახლა / ყოველთვის
მე მქვია მე მიყვარს
შენ გქვია შენ გიყვარს ეს ფილმი /
მას ჰქვია თინა / ლუკა... მას უყვარს ძაღლები /
ჩვენ გვქვია ჩვენ გვიყვარს ქალაქი
თქვენ გქვიათ თქვენ გიყვართ
მათ ჰქვიათ მათ უყვართ

2003 წელს / გუშინ... / ორი, სამი... დღის / თვის / წლის წინ


მე დავიბადე
შენ დაიბადე საქართველოში / საფრანგეთში...
ის დაიბადა თბილისში / ვაშინგტონში...
ჩვენ დავიბადეთ ათას ცხრაას ოთხმოც წელს...
თქვენ დაიბადეთ
ისინი დაიბადნენ

ზემოთ

წინ
მარცხნივ მარჯვნივ
ქვემოთ უკან

ჯერ ორშაბათია, მერე – სამშაბათი; ჯერ სამია, მერე – ოთხი...


ორშაბათის წინ კვირაა. სამის წინ ორია.
სახლის წინ ბაღია. მეტროს წინ სკამია.

133
101 – ას ერთი (← ასი ერთი) 200 – ორასი (←ორი ასი)
102 – ას ორი 300 – სამასი
103 – ას სამი 400 – ოთხასი .
110 – ას ათი 700 – შვიდასი
112 – ას თორმეტი 800 – რვაასი
113 – ას ცამეტი 900 – ცხრაასი
120 – ას ოცი 201 – ორას ერთი
125 – ას ოცდახუთი 302 – სამას ორი
130 – ას ოცდაათი 345 – სამას ორმოცდახუთი
134 – ას ოცდათოთხმეტი 408 – ოთხას რვა
140 – ას ორმოცი 590 – ხუთას ოთხმოცდაათი
152 – ას ორმოცდათორმეტი 609 – ექვსას ცხრა
155 – ას ორმოცდათხუთმეტი 979 – ცხრაას სამოცდაცხრამეტი
176 – ას სამოცდათექვსმეტი
181 – ას ოთხმოცდაერთი
2000 – ორი ათასი 12 000 – თორმეტი ათასი
3000 – სამი ათასი 20 000 – ოცი ათასი
4000 – ოთხი ათასი 26 000 – ოცდაექვსი ათასი
5000 – ხუთი ათასი 300 000 – სამასი ათასი
6000 – ექვსი ათასი 1 500 – ათას ხუთასი
7000 – შვიდი ათასი 20 050 – ოცი ათას ორმოცდაათი
8000 – რვა ათასი 25 400 – ოცდახუთი ათას ოთხასი
9000 – ცხრა ათასი 1 875 – ათას რვაას სამოცდათხუთმეტი
10 000 – ათი ათასი 9 030 – ცხრა ათას ოცდაათი

ათას ცხრაას ოთხმოცდაათი წელი


ორი ათასი წელი

მაგრამ: მე დავიბადე ათას ცხრაას ოთხმოცდაათ[–] წელს.


მე აქ ვმუშაობდი ორი ათას[–] წელს.

ათას ხუთას თოთხმეტ წელს


ორი ათას ხუთ წელს
ორი ათას თორმეტ წელს
ორი ათას წელს

ახლა არის ორი ათას თვრამეტი წელი. ერთი წლის წინ იყო ორი ათას ჩვიდმეტი წელი.
ერთი წლის მერე / შემდეგ იქნება ორი ათას ცხრამეტი წელი.
ორი საათის წინ ვიყავი უნივერსიტეტში. ახლა ვარ კაფეში.
ოთხი საათის შემდეგ ვიქნები შინ.
-ვე • -ც

ეს დიდი ჭიქა არის წითელი. ის პატარა ჭიქაც არის წითელი. ორივე ჭიქა წითელია.
ანა არის თორმეტი წლის. ნუცაც არის თორმეტი წლის. მარიამიც არის თორმეტი წლის.
სამივე გოგო არის თორმეტი წლის.
ეს წიგნი ჩემია. ეს ჟურნალიც ჩემია. ორივე ჩემია.
ანა, ზურა, გიორგი, ნინო და თორნიკე უნივერსიტეტში სწავლობენ. ისინი კარგად
სწავლობენ. ხუთივე კარგად სწავლობს.

134
არც..., არც...

მე არ მაქვს წიგნი და ფანქარი. მე არც წიგნი მაქვს, არც ფანქარი.


ამ ბაღში არ არის მაგიდა. აქ არც სკამი არ არის // აქ სკამიც არ არის.
ამ ბაღში არც მაგიდაა და არც სკამი.
ნინოს ოთახი დიდია. ნანას ოთახი პატარაა. ჩემი ოთახი არც დიდია, არც პატარა.

– ნინო მსუქანია?
– არა!
– გამხდარია?
– არა! .
– ნინო არც მსუქანია, არც გამხდარი.

გვანცა არის ოცი წლის. გვანცას და ნინო ოცდაოთხი წლისაა. გვანცას ძმა დათო
თხუთმეტი წლისაა.
გვანცა დათოზე უფროსია. ნინო გვანცაზე უფროსია. ნინო ყველაზე უფროსია.
ნინო გვანცაზე უფროსია ოთხი წლით. გვანცა დათოზე უფროსია ხუთი წლით.

გვანცა ნინოზე უმცროსია. დათო გვანცაზე უმცროსია. დათო ყველაზე უმცროსია.


გვანცა ნინოზე უმცროსია ოთხი წლით. დათო გვანცაზე უმცროსია ხუთი წლით.

3 დააკავშირე რიცხვები სიტყვებთან.

249 ათას შვიდას ოცდაერთი


86000 შვიდას ცხრა
203 ორას სამი
554 ოთხას სამოცდათექვსმეტი
476 ოთხმოცდაათი ათას ხუთას ორმოცი
90540 ას ოცდათექვსმეტი
1721 ას ხუთი
709 ხუთას ორმოცდათოთხმეტი
922 ცხრაას ოცდაორი
843 რვაას ორმოცდასამი
302 სამას ორი
105 ორას ორმოცდაცხრა
1008 სამოცი ათას ორასი
136 ექვსი ათას ოთხმოცდაექვსი
3400 სამი ათას ოთხასი
50 000 ათას რვა
2500 ორი ათას ხუთასი
500900 ათას ექვსასი
5024 ხუთასი ათას ცხრაასი
60200 ორმოცდაათი ათასი
1600 ოთხმოცდაექვსი ათასი
6086 ხუთი ათას ოცდაოთხი
135
4 მოისმინეთ დიალოგები და წინადადებებში ჩაწერეთ გამოტოვებული რიცხვები.

– ბატონო გიორგი, რამდენი წლის არის თქვენი შვილი?

– ჩემი შვილი არის ............................................................ წლის.

– ქალბატონო ანა, რა რიცხვია დღეს?

– დღეს არის ............................................................ სექტემბერი.

– რა რიცხვი იყო გუშინ?

– გუშინ იყო ............................................................ აპრილი.

– როდის იქნება ............................................................ იანვარი?


– ხვალ.

5 უპასუხეთ კითხვებს.

1. როდის დაიბადე შენ?

2. როდის დაიბადა შენი ძმა /და?

3. როდის დაიბადა დედაშენი?

4. როდის დაიბადა მამაშენი?

6 წაიკითხეთ და უპასუხეთ კითხვებს.


მე დავიბადე ათას ცხრაას სამოცდაცხრამეტ წელს, ოცდახუთ მარტს.
ჩემი დაბადების დღეა მარტში.
ჩემი დაბადების დღეა ოცდახუთ მარტს.

– როდის არის შენი დაბადების დღე?


ჩემი დაბადების დღე არის ოთხ თებერვალს.

– როდის დაიბადე შენ?


– ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტ წელს, ოც მაისს. // ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი
წლის ოც მაისს.

– როდის არის მისი დაბადების დღე?


– მისი დაბადების დღე არის ხვალ.
– როდის იყო მისი დაბადების დღე?
– გუშინ.

136
– გამარჯობა, ანა!
– გამარჯობა, თიკო!
– ანა, გილოცავ დაბადების დღეს!
– დიდი მადლობა!

– გილოცავ დაბადების დღეს!


– მადლობა!
მე ვარ ნინო დიდებულიძე. მე ვარ თექვსმეტი წლის. მე ვარ ქართველი. მე დავიბადე
ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტ წელს საქართველოში.

– როდის დაიბადა ნინო?


– ნინო დაიბადა ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტ წელს.
– სად დაიბადა ნინო?
– საქართველოში.

– სად დაიბადე შენ?


– მე დავიბადე საფრანგეთში.

– სად დაიბადა ჯონი?


– ჯონი დაიბადა ამერიკაში.

– სად დაიბადა ჯეკი?


– ჯეკი დაიბადა ჩინეთში.

– როდის არის თქვენი დაბადების დღე?

– სად დაიბადეთ თქვენ?

7 წაიკითხეთ დაკვირვებით.

ქვეყნები სად დაიბადე?

ავსტრია + ში ესპანეთი + ში
ავსტრია გერმანია + ში ჩინეთი + ში
ესპანეთი იტალია + ში ინდოეთი + ში
გერმანია იაპონია + ში რუსეთი + ში
ჩინეთი ბრაზილია + ში თურქეთი + ში
იტალია ამერიკა + ში საფრანგეთი + ში .

ინდოეთი
იაპონია ... ი + ში = ... ში
რუსეთი ესპანეთში / ჩინეთში / ინდოეთში / რუსეთში / თურქეთში /
ბრაზილია საფრანგეთ ....
თურქეთი ...ა / ე / ო / უ + ში =... აში / ეში / ოში / უში
ამერიკა
საფრანგეთი ავსტრიაში / ამერიკაში / იტალიაში / იაპონიაში /
ბრაზილიაში / ამერიკაში...

137
8 ვარიანტებიდან აღნიშნეთ სწორი წინადადება.
ა მე ვცხოვრობ ქუთაისში.
ბ. მე ცხოვრობს ქუთაისში.

ა. ის ჰქვია გიორგი.
ბ. მას ჰქვია გიორგი.
ა. ისინი უყვართ ზღვა.
ბ. მათ უყვართ ზღვა.

ა. შენ ჰქვია ანა?


ბ. მას ჰქვია ანა?

ა. მე გიყვარს ყავა.
ბ. მე მიყვარს ყავა.

ა. ჩვენ გიყვართ ეს ფილმი.


ბ. ჩვენ გვიყვარს ეს ფილმი.

ა. მე არ ვსაუბრობ კაბაზე.
ბ. მე არ საუბრობს კაბაზე.

ა. მე ვსაუბრობ გერმანულად.
ბ. შენ ვსაუბრობ გერმანულად.

ა. მე მიყვარს ცივი რძე.


ბ. მე გვიყვარს ცივი რძე.
ა. თქვენ საუბრობთ ქართულად?
ბ. თქვენ საუბრობს ქართულად?

ა. დათო გზავნით წერილებს ინტერნეტით.


ბ. დათო გზავნის წერილებს ინტერნეტით.

ა. თქვენ ორი ათას სამ წელს ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ?


ბ. თქვენ ორი ათას სამ წელს ნიუ-იორკში ცხოვრობდით?

ა. მას უყვარს კატები.


ბ. ის უყვარს კატები.

ა. ისინი ცხოვრობს საფრანგეთში.


ბ. ისინი ცხოვრობენ საფრანგეთში.
ა. ისინი დაიბადა საქართველოში.
ბ. ისინი დაიბადნენ საქართველოში.
ა. ნინო და მარიამი თბილისში დაიბადნენ?
ბ. ნინო და მარიამი თბილისში დაიბადა?

138
9 ა. შეარჩიეთ წინადადებისთვის სწორი სიტყვები.

ბ. ჩასვით კროსვორდში.

გ. გამოიცანით, ვინ საუბრობს.

ვცხოვრობ, ცხოვრობენ, ცხოვრობდა, ვცხოვრობდი, დავიბადე, ვარ, ვსწავლობ,


ვისწავლი, წავედით, ვიმუშავებ, მუშაობდნენ, ვიქნები, მიყვარს, ნახვამდის

გამარჯობა! მე (1) .................................................. ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტ წელს.

ჩემი ოჯახი ათი წელი ქუთაისში (2) ........................................................ . დედა და მამა იქ

(3) ........................................ . მერე ბათუმში (4) .............................. . ბათუმში მე რვა წელი

(5) .................................. . ახლა მე თბილისში (6) ..................................... . ჩემი მშობლები

ბათუმში (7) ........................... . მე თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი (8) ..................... .

მე (9) ....................................... პროგრამირებას, ინგლისურს და გერმანულს. ექვსი თვის

მერე კომპანიაში (10) ...................................... და თან (11) ................................. . მე (12)

.............................. ჩემი პროფესია. ალბათ, კარგი პროგრამისტი (13) ............................ .

(14) ......................................... !

1.
2.
6./9. 8.
3. 4.
4.
5.
7.
9. 3.
10.
11. 10.
13.
14. 13.
1. 12.
5.
6. 7.
8.
12.
14.

2.
11.

139
10 გაანაწილეთ ნივთები ოთახების მიხედვით.

მაგიდა, კარადა, სავარძელი, საპონი, ტელევიზორი, კბილის ჯაგრისი, საწოლი,


გაზქურა, მაცივარი, კომპიუტერი, პირსახოცი, ბარი, სკამი, დივანი

მისაღები საძინებელი კაბინეტი სამზარეულო აბაზანა


ოთახი
მაგიდა მაგიდა მაგიდა

11 შეურჩიეთ სიტყვებს შესაბამისი განსაზღვრებები.


მაღალი – დაბალი კარგი – ცუდი გამხდარი – მსუქანი გრილი – თბილი მძიმე – მსუბუქი
ცხელი – ცივი ახალი – ძველი ძვირი – იაფი ნათელი – ბნელი დიდი – პატარა

სიტყვა განსაზღვრება

მაგიდა

ძაღლი

ოთახი

რძე

სალათა

ბიჭი

დღე

კომპიუტერი

კაბა

ჩანთა

ხაჭაპური

140
12 წაიკითხეთ დაკვირვებით.

...იდან /... დან • ...ამდე / მდე

მე საქართველოში ვარ 2012 წლიდან.


მე ინგლისურს ვსწავლობ ორშაბათიდან.
მე ქართულს ვსწავლობ ხუთი საათიდან.
ნაია სექტემბრიდან საქართველოში არის.
ნინო 2010 წლიდან 2012 წლამდე გერმანიაში იყო.
მე ლექციები მაქვს ორშაბათიდან შაბათამდე.
გიორგი ხუთი საათიდან ექვს საათამდე შინ იყო.
ნოემბრიდან მარტამდე ცივა.

იანვარი: იანვრიდან / იანვრამდე


თებერვალი: თებერვლიდან / თებერვლამდე
მარტი: მარტიდან / მარტამდე
აპრილი: აპრილიდან / აპრილამდე
მაისი: მაისიდან / მაისამდე
ივნისი: ივნისიდან / ივნისამდე
ივლისი: ივლისიდან / ივლისამდე
აგვისტო: აგვისტოდან / აგვისტომდე
სექტემბერი: სექტემბრიდან / სექტემბრამდე
ოქტომბერი: ოქტომბრიდან / ოქტომბრამდე
ნოემბერი: ნოემბრიდან / ნოემბრამდე
დეკემბერი: დეკემბრიდან / დეკემბრამდე

თბილისიდან ბათუმამდე...
პარიზიდან ლონდონამდე...
უნივერსიტეტიდან სახლამდე...
საუზმიდან სადილამდე...
ორიდან სამამდე...
სამიდან ოთხამდე...
სამიდან შვიდამდე...
ორშაბათიდან პარასკევამდე...
პარასკევიდან კვირამდე...

... თანხმოვანი + იდან (ორშაბათიდან, სამშაბათიდან...)


... ხმოვანი ა /ე + იდან = ა / ე + იდან (კვირიდან ← კვირა + იდან; თვიდან ← თვე + იდან)

მაგრამ: წელი ― წლიდან ← წელ + იდან

141
13 მითითებული პერიოდის შესაბამისად დაწერეთ წინადადებები.

1. ლექციები მაქვს ............................................................. . (ორშაბათი – პარასკევი)

2. ორშაბათს უნივერსიტეტში ვარ .................................................... . (9 საათი – 2 საათი)

3. კონცერტი ................................................... იქნება. (7 საათი – 9 საათი)

4. ნინო ბათუმში .................................................. იყო. (ივლისი – აგვისტო)

5. აქ კაბები ................................................. ღირს. (30 ლარი – 65 ლარი)

6. შენ საფრანგეთში ............................................... იქნები? (თებერვალი – მაისი)

7. მე აქ ............................................... ვცხოვრობდი. (2005 წელი – 2009 წელი)

8. .............................................. ოცდაოთხი კილომეტრია. (თბილისი – მცხეთა)

9. .............................................. ავტობუსით წავედი. (უნივერსიტეტი – ოფისი)

10. ბაკურიანში .............................................. ვიქნები. (სამშაბათი – კვირა)

14 მოისმინეთ ჩანაწერი და უპასუხეთ კითხვებს.

1. ვინ საუბრობს?
2. საიდან არის ნაია?
3. რას სწავლობს ნაია საქართველოში?
4. როდის აქვს ნაიას ლექციები?
5. როდის არ აქვს ნაიას ლექციები?
6. რომელი საათიდან რომელ საათამდე აქვს ნაიას ლექციები?
7. რომელ საათზე იღვიძებს ნაია?
8. რით მიდის ნაია უნივერსიტეტში?
9. სად მიდის ნაია უნივერსიტეტიდან?
10. შენ რატომ სწავლობ ქართულს?

142

You might also like