You are on page 1of 7

ჰისტამინი და ანტიჰისტამინური

საშუალებები
ჰისტამინი გვხვდება მრავალი ცხოველისა და მცენარის შემადგენლობაში, ასევე
მრავალი ბიოლოგიური შხამის შემადგენლობაში (გველის, ობობის , მწერების შხამებში ).
ჰისტამინი კლინიკურად არ გამოიყენება. იგი პრაქტიკულად ყველა ქსოვილში გვხვდება ,
მრაგმ დიდი რაოდენობითაა ფილტვებში, კანში, სისხლძარღვებშა და კნტ -ში .

ჰისტამინის სინთეზი:

ჰისტამინი წარმომიქმნება ამინომჟავა L ჰისტიდინისაგან, მისი დეკარბოქსილირების


გზით. აქ გვაქვს ფერმენტი ჰისტიდინ დეკარბოქსილაზა. როცა მოხდება ამ ჰისტამინის
სინთეზი შესაძლოა მოხდეს მისი შეფუთვა ვეზიკულებში, ან დეგრადიერება და მისგან
წარმოიქმნება სამი ალტერნატიული ნივთიერება: N-მეთილჰისტამინი,
მეთილიმიდაზოლ ძმარმჟავა, იმიდაზოლ ძმარმჟავა. თავისუფალი ჰისტამინის
აქტივობას სწრაფად თრგუნავს ფერმენტი ამინოქსიდაზა. შესაბამისად თუ გაიზარდა
პოხიერი უჯრედებისა და ბაზოფილების სინტეზი ეს ნიშნავს იმას, რომ ჰისტამინის
პროდუქციის გაძლიერებას. მაგრამ თუ არ მოხდა პოხიერი უჯრედების დეგრანულაცია ,
მაშინ სისხლში არ გვექნება ჰისტამინი. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ პოხიერ
უჯრედებტან შეკავშირებული ჰისტამინი არის ინაქტიური .

ჩვენ ვიცით, რომ ჰისტამინი წარმოადგენს ერთ-ერთ ნეირომედიატორს ცნს-ში. ეს


ჰისტამინერგული კავშირი ცნს-ში აკონტროლებს ისეტ ფუნქციებს, როგორიცაა
ნეიროენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სხეულის წონა, თბორეგულაცია,
ასევე ცირკადული რითმები. ასევე ენტეროქრომაფინურ უჯრედებშიცაა ჰისტამინი და
შესაბამისად მონაწილებს კუჭის წვენის გამოყოფაში და შესაძლოა გამოიწვიოს
მარილმჟავას სეკრეციის გაძლიერება.

ზოგადად ჰისტემინის გამოთავისუფლებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა სტიმული,


მაგალითად, სიცივე, ორგანიზმის ტოქსინები, მწერებისა თუ ობობების შხამი და ტრავმა .
ასევე ალერგიული რეაქციებისას ხდება დიდი რაოდენობით ჰისტამინის
გამოთავისუფლება.

პირველი ტიპის ზემგრძნობელობის დროს (ალერგია) ხდება IgE -ის პოხიერ უჯრედებთან
დაკავშირების შედეგად მათი დეგრანულაცია და შედეგად გამოთავისუფლებული
ენდოგენური ჰისტამინი იწვევს ადგილობრივ ვაზოდილატაციას. ზოგადად ამ დროს ჰო
გამოთავისუფლდება ანთების მედიატორები, ასევე ინჰიბირდება ლიზოსომებისა და T და
B ლიმფოციტების ფუნქციები. ამ ეფექტს ავლენს H2 და H4 რეცეპტორები და ასევე
ნერვებიდან ხდება პეპტიდების გამოთავისუფლება და ამაში მონაწილეობს H3
რეცეპტორი.

ჰისტამინური რეცეპტორების ტიპები:

H1 - ლოკალიზაცია: გლუვი კუნთები, ენდოთელიუმი, თავის ტვინი. იგი დაკავშირებულია


Gq ცილასთან, ამიტომ აქტიურდება ეს Gq ცილა, მერე ეს იწვევს ფოსფოლიპაზა C -ს
გააქტიურებას და საბოლოოს წარმოიქმნება IP3 და DAG, რაც გავლენას ახდენს კალციუმის
განვლადობაზე.
H2 - ლოკალიზაცია: კუჭი, გული, პოხიერი უჯრდები, თავის ტვინი. ეს დაკავშირებულია Gs
ცილასთან, შედეგად აქიურდება ადენილატციკლაზა და ამას მოყვება ცამფ -ის დონის
გაზრდა. მისი ბლოკატორები გამოიყენება კუჭის წყლულისა და გულძმარვის
სამკურნალოდ (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, ნიზატიდინი ).

H3 - ლოკალიზაცია: პრესინაფსურადაა. დაკავშირებულია Gi ცილასთან, შესაბამისად


ინჰიბირდება ადენილატციკლაზა და ცამს -ის რაოდენობა მცირდება.

H4 - ლოკალიზაცია: ეოზინოფილებში, ნეიტროფილებში და CD4+ T უჯრედებში.


დაკავშირებულია Gi ცილასთან, შესაბამისად ინჰიბირდება ადენილატციკლაზა და ცამს -
ის რაოდენობა მცირდება.

კლოპენპრობატი - ინვერსიული აგონისტია, ანუ H4 -ის მიმართ ავლენს აგონისტურ


მოქმედებას და H3 -ის მიმართ ავლენს ანტაგონისტურ მოქმედებას.

ჰისტამინის გავლენა:

1) იწვევს აცეტილქოლინისა და სხვადასხვა პეპტიდური ბუნების გამოთავისუფლების


შემცირებას.
2) იწვევს ანაფილაქსიური რეაქციის განვითარებას. თუ ჰისტამინი ნელ -ნელა
თავისუფლდება და სისხლში გადასვლამდე ასრებს ინაქტივაციას, მაშინ
ვითარდება ლოკალური ალერგიული რეაქცია, ხოლო თუ ჰისტამინი სწრაფად
ტავისუფლდება და სისხლში გადასვლამდე ვერ ასწრებს ინაქტივაციას, მაშინ
სრულიად გაშლილი ანაფილაქსიური საპპასუხო რეაქცია წარმოქმნება .
3) გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე აქვს სემდეგი გავლენა: არტერიული წნევის
შემცირება, გულისცემის სიხშირის გაზრდა (კუმშვადობის გაზრდა , გამთარი
სისტემის აქტივობის გაზრდა) ეს არის H2 -ის ეფექტი.
4) ჰიპერემია.
5) შეშუპება.
6) თავის ტკივილი.
7) ვაზოდილატაცია (პირდაპირადაც და ასევე იწვევს NO -ს გამოყოფის გარზდას და
ამითაც) და ჟონვადობის ზრდა.
8) აძლიერებს სეკრეციას.
9) სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოკონსტრიქცია, ეს გამოვლინდება H1 -ის
აგზნებით.
10) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გლუვი კუნთების შეკუმშვას და მარილმჟავას
სეკრეციის სტიმულაცია.
11) ინსულინრეზისტენტობას იწვევს - მიზეზი: სისხლში ლეპტინისა და ინსულინის
დონის მომატება.
12) სამმაგი რეაქცია - შეყვანის ადგილას ვითარდება ამობურცული ცხელი წითელი
ლაქა, ამ ლაქის წარმოქმნაში მონაწილეობას იღებს სამი რგოლი: ცირკულაციაში
მონაწილე გლუვი კუნთი, კაპილარის ენდოთელიუმი, სენსორული ნერვული
დაბოლოება.

ჰისტამინის გამოყენება:

1) ფილტვის ფუნქციის დასადგენად - ბრონქების ჰიპერმგრძნობელობის დასადგენად


ლაბორატორიაში.
2) ალერგიული სინჯის დასადგენად.

გვერდითი მოვლენები: საკმაოდ ძლიერი ტოქსიურობა ახასიათებს, გაფუჭებული თევზიტ


მოწამვლის სიმტომები: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ბრონქოქონსტრიქცია , კანზე
ალერგიული გამოვლინებები, გულისრება, ღებინება, ფაღარათი. იწვევს ბრონქების
შევიწროვებას.

H1 ანტაგონისტები - გამოიყენება, როგორც ანტიჰისტამინური


საშუალებები ალერგიების დროს. ორ ჯგუფადაა დაყოფილი , პირველი თაობა და მერე
თაობა. მათ შორის განსხვავება ძირითადად არის ჰემატოენცეფალური ბარიერის
გადალახვა. ორივე თაობის მედიკამენტი განიცდის ღვიძლისმიერი მიკროსომული
ფერმენტებით მეტაბოლიზმს.

1) პირველი თაობა - კარგად გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მათი


გვერდითი ეფექტია მსუბუქი სედაცია. მათ იყენებენ მსუბუქი ძილის დარღვევების
დროსაც ამას არ სჭირდება ექიმი და რეცეპტი. ამ თაობის პრეპარატები რამდენიმე
ქვეჯგუფად იყოფა:
ა) ეთანოლამინები - კარბინოქსამინი, დიფენჰიდრამინი, დიმენჰიდრამინი,
ტრიპენილამინი.
ბ) პიპერაზინის დერივატები - ჰიდროქსიზინი (ძილის დარღვევისას გამოუყენება
ხშირად), ციკლიზინი, მეკლიზინი.
გ) აკტილამინები - ბროფენილამინი, ქლორფენილამინი.
დ) ფენოთიაზინის ნაწარმები - პრომეთაზინი.
2) მეორე თაობა - ვერ გადალახავენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს. აქ შედის:
პიპერედინი, ჰექსოფენადინი, ლორატადინი და ცეტერიზინი (ერიუსი ).

თერაპიული გამოყენება:

1) ალერგია და ანთება - გამოიყენება ჭინჭრის ციებისა და ალერგიული რინიტის


სამკურნალოდ, რადგან მაგას იწევს ჰისტამინი. ამ დროს ვიყენებთ ორალურ
ანტიჰისტამინურ საშუალებებს.
2) ალერგიული კონიუქტივიტის მკურნალობა - ოფთალმოლოგიური
ანტიჰისტამინური საშუალებებია აზელასტინი, ოლოპადინი, კეტოტიფენი და სხვა .
3) ზღვის დაავადება და ღებინება - შეგვიძლია გამოვიყენოთ სკოპოლამინთან
ერთად.
4) ვესტიბულური დარღვევებით გამოწვეული თავბრუსხვევის მკურნალობისთვის - ამ
დროს გმოიყენება მეკლიზინი.
1) უძილობის დროს სედაციურ საშუალებად ვიყენებთ - დიფენჰიდრამინი და
დოქსილამინი.
2) პარკინსონიზმის საწინააღმდეგო ეფექტი.
3) ანტიქოლინერგული მოქმედება აქვს - ამის გამო არ შეიძლება მათი დანიშვნა მაოს
ინჰიბიტორებტან ერთად.
4) ანტიადრენერგული მოქმედება აქვს.
5) ანტისეროტონინერგული მოქმედება აქვს.

გვერდითი მოვლენები:
1) სედაცია.
2) ბავშვებში პარადოქსული ჰიპერაქტივობა (დიფენჰიდრამინი ).
3) სისუსტე.
4) თავბრუსხვევა.
5) კოორდინაციის დარღვევა.
6) ტრემორი.
7) ცხვირისა და პირის ღრუს სიმშრალე.
8) მხედველობის გაორება.
9) შარდის შეკავება.
10) თავის ტკივილი.
11) კონტაქტური დერმატიტი (დიფენჰიდრამინის ადგილობრივი ფორმის კანზე
დატანება).
12) ინტოქსიკაციისას მკურნალობის გარეშე შესაძლოა განვითარდეს ღრმა კომა ,
გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების კოლაპსი.

ფარმაკოკინეტიკა: კარგად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ და მათი


კონცენტრაციის მაქსიმუმი 1-2 საათში მიიღწევა. საშუალო ნახევარდაშლის პერიოდია
4-6 საათი. გამონაკლისია მეკლიზინი 12-24 საათი. პირველი თაობის ყველა და მეორე
თაობბის ზოგიერთ პრეპარატს (დესლორატადინი და ლორატადინი) იშლება ღვიძლის
ციტოქრომ P450 სისტემის საშუალებით. ცეტირიზინი და მისი აქტიური ენანტიომერი
ლევოცეტირიზინი გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად, ხოლო
ფექსოფენადინი კი მოჰყვება ფეკალურ მასას. ერთჯერადად მოქმედების შემდეგ მათი
მოქმედება 1-3 საათში იწყებ. უმრავლესი მათგანის მოქმედების ხანგრძლივობა 24
საათია, რაც საშუალებას იძლევა, რომ პრეპარატები ერთჯერადად გამოვიყენოთ .

სეროტონინი
ფუნქციები:

1) ნეირომედიატორია.
2) ნაწლავებში გვხვდება ადგილობრივი ჰორმონის სახით.
3) მონაწილეობს თრომბოიტების აგრეგაციაში.
4) კარრცინოიდული სინდრომისა და შაკიკის პთოგენეზში ერთ-ერთი რგოლია .
5) ეპიფიზში არის მელატონინის პრეკურსორი.

სეროტონინის წარმოქმნა:

წარმოქიმნება L ტრიფტოფანის დეკარბოქსილირების შედეგად. იგი ან ინახება


ვეზიკულაში VAT ტრანსპორტერის დახმარებით ან იჟანგება მაოს საშუალებით . სინთეზის
მაინჰიბირებელი საშუალებაა P-ქლოროფენილალანინი და P-ქლოროამფეტამინი.

სეროტონინერგული ნეირონები აკონტროლებს:

1) თბორეგულაცია.
2) გუნება-განწყობილება.
3) მადა
4) ცირკადული რითმი.
5) ღებინება
6) ტკივილის აღქმა
7) არტერიული წნევის რეგულაცია
8) იწვევს ქავილს.
9) სუსტი ბრონქოკონსტრიქცია.
10) ჰიპერვენტილაცია.
11) ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვებს აფართოებს.
12) კორონარულ სისხლძარღვებში არსებობული ქემოსენსიტიური რეცეპტორების
ძლიერი აქტივატორია. ამის საშუალებით იწვევს ქემორეცეპტორულ რეფლექსს
(ბეცოლდ-იარიშის რეფლექსი). ამ დროს გამოხატულია ბრადიკარდია (ვაგუსის
აგზნების გამო) და ჰიპოტონია (გულის წუთმოცულობის შემცირების გამო).
13) ვაზოკონსტრიქციის გამოწვევა შეუძლია. (გამონაკლისია ჩონჩხის კუნთებისა და
გულის სისხლძარღვები, რადგან აქ იწვევს ვაზოდილატაციას).
14) ახასიათებს არტერიული წნევის სამფაზიანი ცვლილება: პირველ ფაზაში
აღინიშნება გულისცემის სიხშირის, წუთმოცულობისა და არტერიული წნების
დაქვეითება რაც განპირობებულია ქემორეცეპტორული რეფლექსით . მეორე
ფაზაში ვაზოკონსტრიქციის გამო არტერიული წნევა იზრდება, მესამე ფაზაში კი
კვლავ მცირდება, რაც ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვების დილატაციით აიხსნება .
15) ვენოკონსტრიქცია ახასიათებს - ამის გამო განაპირობებს სიმხრუვალის
შეგრძნებას.
16) გულზე ახასიათებს უმნიშვნელო დადებითი ინოტროპული და ქრონოტროპული
ეფექტები.
17) კუჭ-ნაწლავის გლუვი კუნთის სტიმულაცია და ტონუსის გაზრდა, ამიტ კი ხელს
უწყობს პერისტალტიკას.

რეცეპტორების სახეობები:

5HT 1A - ლოკალიზაცია: ნაკერის ბირთვი, ჰიპოკამპი. უკავშირდბა Gi ცილას.

5HT 1B - ლოკალიზაცია: შავი სუბსტანცია, მკრთალი ბირთვი, ბაზალური განგლიები.


უკავშირდება Gi ცილას.

5HT 2A - ლოკალიზაცია: თრომბოციტებზე, გლუვ კუნთებში, თავის ტვინში. უკავშირდება Gq


ცილას.

5HT 2B - ლოკალიზაცია: კუჭში. უკვშირდება Gq ცილას.

სეროტონინის აგონისტები გამოყენება:

1) შაკიკის სამკურნალოდ - ტრიფტანების ჯგუფის სახელით არიან ეს წამლები


ცნობილები (აგონისტებია). ესენია: ამოტრიფტანი, ელტრიფტანი, ნარატრიფტანი
და სუმატრიფტანი. (მათი გამოყენება უკუნაჩვენებია კკორონარული არტერიების
დაავადებების მარალი რისკის დროს).
2) გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ - ამ დროს ვიყენებთ ცისაპრიდი .
3) გაღიზიანებული ნაწლავის დროს, როცა ყაბზობაა - გამოიყენება ტეგასეროდი .
4) დეპრესიის დროს.

სეროტონინის გვერდითი ეფექტები:


1) თუ სისხლში მისი კონცენტრაცია ხანგრძლივად გაიზარდა იწვევს ენდოკარდიუმის
პათოლოგიურ ცვლილებებს ან სუბენდოთელურ ფიბროპლაზიას, რამაც შესაძლოა
გამოიწვიოს გულის სარქვლოვანი აპარატის ან ელექტული ფუნქციის დარღვევა.

სეროტონინის რეცეპტორების ანტაგონისტები:

1) კეტანსერინი - ბლოკავს ალფა ადრენორეცეპტორებს, ბლოკავს თრომბოციტებზე


არსებულ სეროტონინურ რეცეპოტრებს და ხელს უშლის თრომბოციტების
აგრეგაციას. ამას გვერდითი ეფექტის სახით შეიძლება ახასიათებდეს მსუბუქი
ჰიპოტენზია.
2) რიტანსერინი - ალფა ადრენომაბლოკირებელი თვისება აქვს. იგი
ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. გამოიყენება კოაგულოპათიების დროს.
3) ონდანსეტრონი - ანტაგონისტების პროტოტიპია, გამოიყენება ქიმიოთერაპიის
შემდეგ, რომ ვითარდება გულისრევა და ღებინება მაგის მოსახსნელად .
4) ფენოქსიბენზამინი - იგი იწვევს 5-HT რეცეპტორების ხანგრძლივ ბლოკადას.
5) ციპროჰეპტადინი - მისი ეფექტების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან
აფინურია ჰისტამინური და სეროტონინული სეცეპტორების მიმართ. იგი ხელს
უშლის ჰისტამინისა და სეროტონინის მოქმედებას გლუვ კუნტებზე, მაგრამ არ
მოქმედევს კუჭის წვენის ჰისტამინით განპირობებულ სეკრეციაზე . გამოიყენება
კარცნოიდული სიმსივნის გლუვკუნთოვანი სიმპტომების საწინააღმდეგოდ.

ჭვავის რქის ალკალოიდები


ერგოტიზმი - ეს არის ჭვავის რქით მოწამვლა. ამ დროს ვლინდება დემენცია, ფერადი
ჰალუცინაციები, გახანგრძლივებული ვაზოსპაზმი , რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს
საშვილოსნოს გლუვი კუნთის ძლიერი შეკუმშვა.

ჭვავის რქის ალკალოიდებს წარმოქმნის მარცვლეულზე მოთავსებული სოკო. ეს


ალკალოიდები მოქმედებენ ალფა ადრენო დოპამინურ და 5-HT რეცეპტორებზე. მათი
მოქმედება უფრო ეფექტურია კოფეინთან ერთად გამოყენების დროს. ეს ერგოლინის
ბირთვის შემცველი ნაერთები ორ ჯგუფად არის გაყოფილი:

1) ამინური ალკალოიდები - აქ შედის: მეთილერგონი ლიზერგინის მჟავა და


ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი (LSD), ერგონომნი, მეთილსერგი.
2) პეპტიდური ალკალოიდები - აქ შედის: ერგოტამინი, ერგოკრიპტინი და
ბრომკრიპტინი. ძირითადად ესენი მოქმედერეცეპტორების რამდენიმე ტიპზე
(ალფა, სეროტონინო, დოფამინურ. განსაკუთრებით აფინურია საშვილოსნოში
არსებულ რეცეპტორებზე. ამიტომ გინეკოლოგიაში გამოიყენება ).

ეფექტები:

1) მშობიერობის შმედგომი სისხდენისას - მშობიერების დროს შესაძლოა


განვითარდეს სისხლდენა და ამის გამო გვჭიდება საშვილოსნოს სწრაფად
შეკუმშვა - შეგვყავს ერგონოვინი.
2) ალცჰაიმერი - ერგონოვინი.
3) სენილური დემენცია - ამ დროს ვიენებდით დიჰიდროერგოტოქსინს.
4) შაკიკი - ერგოტამინი.
5) ჰიპერპროლაქტინემიისას - ძირიტადად ბრომოკრიპტინი, იმიტომ, რომ აქვეითებს
პროლაქტინის დონეს.
6) ვარიანტული სტენოკარდიის დიაგნოსტიკისთვის - შეგვიძლია შევიყვანოთ
ერგონოვინი. იგი იწვევს დაუყოფნებელ ვაზოკონსტრიქციას კორონარული
არტერიის რეაქტიული სეგმენტის არსებობის შემთხვევაში.

გვერდითი ეფექტები:

1) ჰალუცინაციები. (LSD -ს ყველაზე მეტად ახასიათებს ეს)


2) ვაზოკონსტრიქცია.
3) ეპინეფრინის ეფექტის გაუკუღმართება.
4) ფაღარათი.
5) გულისრევა.
6) ღებინება.
7) მეთსერგიდით ქრონიკული მკურნალობა იწვევს რეტროპერიტონეულ სივრცეში ,
პლევრის ღრუსა და გულის ენდოკარდიულ ქსოვილში შემაერთებელი ქსოვილის
პროლიფერაციას. ეს ცვლილებები თვეების მანძილზე შეუმჩნეველია , მაგრამ
შემდეგ ვითარდება ჰიდრონეფროზის ან გულის შუილის სახით.
8) ძილიანობა.
9) მათი გამოყენება უკუნაჩვენებია სისხლძარღვების ობსტრუქციული დაზიანებისა და
კოლაგენოზების დროს.

ფარმაკოკინეტიკა: კნტ -დან შეწოვის დრო ვარიაბელურია. ორალური დოზა


ინტრამუსკულარულთან შედარებით ათჯერ უფრო მაღალია, ორალურად მიღებული
წამლის შეწოვის სიჩქარე და სისლში პიკური კონცენტრაციის მიღწევის დრო უმჯობესდება
კოფეინთან ერთად.

შაკიკის მკურნალობის ვარიანტები


1) სუმატრიფტანი.
2) ასპირინი.
3) იბუპროფენი.
4) პარენტერული ოპიოიდები - რეფრაქტერულ შემთხვევაში.
5) მეტოკლოპრამიდი - იმ დროს როცა შაკიკის შეტევვის გამო ვითარდება ძლიერი
გულისრებისა და ღებინების შემთხვევები.
6) პროპრანოლოლი და ამიტრიოლინი - პროფილაქტიკისთვის ვიყენებთ. მათ
გამოყენებას მწვავე შეტევისას აზრი არ აქვს.
7) ფლუნარიზინი - შაკიკის მწვავე ფაზების შეტევების ინტენსივობას ამცირებს და
რეციდივების პრევენციას უზრუნველყოფს.
8) ვერაპამილი.
9) ეეგოტამინი - შეტევის პროდრომულ პერიოდში ვიყენებთ.
10) დიჰიდროერგოტამინი - შაკიკის ძლიერი მდგრადი შეტევისას გამოიყენება .

You might also like