You are on page 1of 4

1. ისტორიის პროფესიონალიზაციის პროცესი.

ისტორიის პროფესიონალიზაციის პროცესი დაკავშირებულია


გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ეს პროცესები გერმანიაში XIX საუკუნის 10-
იან წლებში დაიწყო და ორ ფაზად წარიმართა. ყოველივეზე დიდ გავლენას
პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთად განმანათლებლობაც ახდენდა. ამ
პროცესის გამოხატულება იყო გერმანიაში კათედრების ჩამოყალიბება,
რომელთა გარშემოც შემოიკრიბა პროფესიული საზოგადოება. მიუხედავად
მრავალფეროვანი მიდგომებისა ისტორიის, როგორც მეცნიერებისადმი,
მაინც ჩამოყალიბდა ერთიანი ცნობიერება, რომელმაც ამ დარგში მოღვაწე
პროფესიონალები საერთო პრინციპებს დაუქვემდებარა. უპირველეს
ყოვლისა, ამ მრავალფეროვნებას, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, უკავშირდება
ისტორიის პროფესიონალიზაციის პროცესი. ამ მოვლენების მთავარი
თანმდევი კითხვა იყო ის თუ რას გულისხმობდა ისტორიის კვლევა და რა
იყო მისი მიზანი. ამასთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში
ჩამოყალიბდა რამდენიმე ისტორიოგრაფიული სკოლა. უპირველესი იყო
ემპირიციზმი. ემპირიცისტების კვლევის მიმართულება იყო პოლიტიკური
და დიპლომატიური ისტორია. მათ მიზანს წარმოადგენდა მხოლოდ
ფაქტის აღწერა და არ გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს. ლეოპოლდ
ფონ რანკემ, ემპირიციზმის მთავარმა მიმდევარმა, საისტორიო
წყაროებიდან გამორიცხა ემპირიციზმი, რადგან მისი აზრით, ისინი ხელს
უშლიდნენ ფაქტის ისე აღდგენას როგორც იყო ის სინამდვილეში. წყაროთა
სუბიექტური ზეგავლენისგან დაცულობის შესაძლებლობა ეჭვქვეშ დააყენა
ფრანგულმა ანალების სკოლამ, რომლის წარმომადგენლებმაც
ამავდროულად უარყვეს ისტორიული ძიების ცენტრში პოლიტიკური
ისტორიის დაყენება. მათ ყურადღება გაამახვილეს მენტალობებზე და ამ
მხრივ სტრუქტურალისტებს დაუკავშირდნენ. ადამიანები ყოველგვარ
მოვლენას საკუთარი მენტალური სტრუქტურების შესაბამისად აღიქვამენ
და ამისგან არც ისტორიული ფაქტია დაცული. ანალების სკოლამ კვლევის
ობიექტად საზოგადოების განვითარების სხვადასხვა სფეროები აქცია.

სიტყვების ,, პოპულარულისა’’ და ,, აკადემიის’’ მნიშვნელობა


ქართულ და დასავლურ რეალობაში.

ქართული და დასავლური საზოგადოებები მკაფიოდ განსხვავდებიან


ისტორიის დარგში მოღვაწე ადამიანების აღქმით, რაც ნათლად
წარმოჩნდება სიტყვების ,, პოპულარული “ და ,, აკადემია “ ქართულად
თარგმნის პრობლემებში. სიტყვა ,, პოპულარული” ქართულ რეალობაში
გააზრებულია როგორც საყოველთაოდ ცნობილი. ამ შემთხვევაში,
ისტორიკოსთან მიმართებით ამ ტერმინის გამოყენება გამოიწვევს
ასოციაციას იმისას, რომ ამ ისტორიკოსის პიროვნებას საზოგადოების
უმრავლესობა იცნობს. დასავლურ აზროვნებაში კი კი იგულისხმება, რომ ეს
უკანასკნელი კვლევის პროცესში უშუალოდ არ არის ჩართული. ის
ამზადებს ინფორმაციას მკითხველისათვის. რაც შეეხება
სიტყვას ,,აკადემია’’ ჩვენში ეს გააზრებულია როგორც კონკრეტული
დაწესებულება, განსხვავებით დასავლური რეალობისგან, სადაც
იგულისხმება სამეცნიერო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლის
შემადგენლობაშიც მოიაზრებიან ის ისტორიკოსები, რომლებიც დარგის
პრინციპებს ექვემდებარებიან და ამავდროულად ჩართულნი არიან კვლევა-
ძიების პროცესებში.

2. რას სწავლობს შემდეგი დისციპლინები : სფრაგისტიკა,


ნუმიზმატიკა და კოდიკოლოგია ?

სფრაგისტიკა არის ისტორიის დამხმარე დისციპლინა, რომელიც


იკვლევს ბეჭდებსა და საბეჭდავებს. ბეჭდები და საბეჭდავების შესწავლა
მნიშვნელოვან ცნობებს აწვდის ისტორიულ პარადიგმას. პირველ რიგში, ეს
არის საბუთის ჭეშმარიტების დამადასტურებელი დეტალი. მათი
შესწავლით შესაძლებელია დადგინდეს შეთანხმების მონაწილეთა
სოციალური სტატუსი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
ნუმიზმატიკაც ისტორიის დამხმარე დისციპლინაა, რომელიც
შეისწავლის მონეტებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წყაროებიდან
მოპოვებული ინფორმაცია არ არის მოცულობითი, სამაგიეროდ არის
უტყუარი, სუბიექტური გავლენებისგან დაცული და შეიცავს
სახელმწიფოებრივ ცნობებს.
კოდიკოლოგია არის წყაროთმცდოდნეობის დამხმარე დისციპლინა,
რომელიც სპეციალიზებულია ხელნაწერი წიგნების შესწავლაზე არა
მხოლოდ მათი წარმოშობის კუთხით, არამედ მათი გავრცელებისა და
გამოყენების არეალის დადგენის თვალსაზრისითაც.

3. ისტორია და კოლექტიური მეხსიერება


თითოეული ინდივიდი გარკვეულ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენს. ის
შეითვისებს იმ პრინციპებს, დოგმებსა და ღირებულებებს, რომლებიც მისი
გარემომცველი საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების შესაბამისად
ყალიბდება. შესაბამისად, ისტორკოსიც ვერ იქნება განყენებული
ინდივიდი. ის ისევე აზროვნებს როგორც მისი საზოგადობის წევრები. ის
არის კოლექტიური მეხსიერების ნაწილი. ეს უკანასკნელი კი გარკვეულ
წინაღობებს უქმნის ისტორიულ ძიებას. საისტორიო წყაროებისგან
მიღებული ცოდნა მხოლოდ ვერიფიცირებულ, რეალურ ფაქტებს უნდა
ეფუძნებოდეს. მაგრამ თავად მემატიანეც ხომ კონკრეტული
საზოგადოებიდან მოდის, რომელსაც, თავის მხრივ, კონკრეტული
მოთხოვნები აქვს ისტორიის, როგორც საკუთარი მემკვიდრეობის
დამადასტურებელი არაოფიციალური დოკუმენტის მიმართ. ამიტომ ხშირ
შემთხვევაში ძალიან რთულია ის, რომ ისტორიული კვლევა ობიექტური
იყოს, მითუმეტეს იმ შემთხვევაში , თუ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული
კოლექტიურ მეხსიერებასთან.ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფაქტის
აღმწერიცა და ფაქტის მკვლევარიც საკუთარი მენტალური სტრუქტურების
შესაბამისად აღიქვამენ მოვლენას. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია

კვლევის ობიექტურად წარმართვა.

4. შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია.

ქართული ისტორიოგრაფიის შეფასების მთავარი საშუალება არის


თხზულებების ,,მოქცევაი ქართლისაი’’ და ,, ქართლის ცხოვრება’’
გაანალიზება. ორივე მათგანში იკვეთება ის ნიუანსები, რომლებიც
საშუალებას იძლევა, რომ ისინი შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის
ნიმუშებად მივიჩნიოთ. არცერთ მათგანში არ ეთმობა განსაკუთრებული
ყურადღება დათარიღებას. ქართველი ჟამთააღმწერლები კარგად
იცნობდნენ ანტიკურ სამყაროს და აქ გაბატონებულ შედარების პრინციპს,
რომელსაც პერსონაჟთა დახასიათებისას იყენებდნენ. ამდროინდელი
მემატიანეები მიმართავდნენ ბიბლიურ პარადიგმებს და ადამიანთა ქცევას
მათი საშუალებით აფასებდნენ. ასევე მათთვის დმახასიათებელი იყო
პროვიდენციალიზმი - რწმენა იმისა, რომ ყოველივე წინასწარ იყო
განსაზღვრული შემოქმედის მიერ. შუა საუკუნეების ქართული
ისტორიოგრაფია ორიენტირებულია ფეოდალური ინტერესების
წარმოჩენასა და მეფეთა ცხოვრების აღწერაზე. შეიძლება ითქვას,
მწარმოებელთა როლი ქვეყნის ცხოვრებაში უარყოფილია. გარდა ამისა,
მემატიანეებს ფაქტები მსოფლიო ისტორიის ფარგლებში აქვთ
გააზრებული. მაგალითად, ქართლის სამეფოს წარმოქმნა ალექსანდრე
მაკედონელის სახელთან არის დაკავშირებული და მის პერიოდს ემთხვევა.
ქართული ისტორიული აზრის ფიქსირების პრინციპებს ვახუშტი
ბატონიშვილიც აფასებს. მისი აზრით, წინა პლანზეა
წამოწეული ,,მოქმედების’’ აღწერა. ერთი ფაქტიდან მეორეზე გადასვლა კი
ძალიან სწრაფად ხდება.

You might also like