Ivane Javaxisvilis Saxelobis Tbilisis Saxelmwifo U

You might also like

You are on page 1of 8

0

ivane javaxiSvilis saxelobis Tbilisis saxelmwifo


universiteti

Hhumanitarul mecnierebaTa fakulteti


რეფერატი

xeTebis mefe

საგანი : ძველი აღმოსავლეთის ხალხთა


ისტორია
ლექტორი : ლევან გორდეზიანი
სემინარის ხელმძღვანელი : ჭაბუკა მეტონიძე
სტუდენტი : გვანცა ყრუაშვილი

თბილისი 2020
1

სარჩევი

შესავალი____________________________________________________________1
მეფის ფუნქციები____________________________________________________2
აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლა__________________2
მეფის ავტორიტეტისა და ღვთაებების ურთიერთმიმართება______________5
გამოყენებული ლიტერატურა_________________________________________7

შესავალი
მეფის ფენომენის განხილვა ნებისმიერ ცივილიზაციათან
მიმართებით ძალიან საინტერესო საკითხია. ვფიქრობ, მეფის უფლებები და
ველდებულებები, მისი მნიშვნელობა ზუსტად ასახავს ამა თუ იმ
საზოგადოების აზროვნებისა და განვითარების წესს. მიუხედავად იმისა,
რომ უძველესი ცივილიზაციებიდან მოყოლებული მიმდინარეობს
სახელმწიფოთა შორის პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური
ურთიერთობის (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობის
ფორმებს) დამყარების შეუჩერებელი პროცესი, რომელიც გარკვეულ
მსგავსებებში გამოიხატება, მაინც შეგვიძლია შევამჩნიოთ მკაფიო
განსხვავებები მეფის მნიშვნელობის გააზრებაში სხვადასხვა
საზოგადოებებს შორის. თავისთავად, ეს განპირობებულია განვითარების
სხვადასხვა დონითა და განსხვავებული ცნობიერებით. ვფიქრობ, ძალიან
საინტერესო იქნება ხეთების მეფის ამ კუთხით წარმოჩენა, რადგან
მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ძალა გააჩნდა, აღმოჩნდა,
რომ ,,ლაბარნას’’ ხელისუფლება ცალსახად შეუზღუდავი არ ყოფილა და
მასზეც, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ვრცელდებოდა საზოგადო
კანონები. შევეცდები, რომ ფაქტებზე დაყრდნობით წარმოვაჩინო ჩემი
მოსაზრებები მეფის მნიშვნელობასა და მეფობის ფენომენის
თავისებურებებთან დაკავშირებით ხეთურ საზოგადოებაში.
2

მეფის ფუნქციები
მანამ სანამ მეფის ფუნქციების განხილვას დავიწყებ, უნდა ითქვას, რომ
მეფე თავისი მოვალეობების დიდ ნაწილს სამეფო ოჯახის წევრების
მეშვეობით ახორციელებდა. მისი მემკვიდრეები ხშირად ანაცვლებდნენ
მას, თუნდაც სამხედრო ექსპედიციებისას. ალბათ, ეს მომავალი მეფისთვის
გამოცდილების და ცოდნის მიცემის საშუალებად ესახებოდა მის მამას,
რომელიც ცდილობდა მეფის ხელისუფლების მემკვიდრეობად ქცევას. მეფე
იყო არა მარტო ქყვეყნის მმართველი, არამედ ქურუმიც. მაგრამ რა იყო მისი
უმთავრესი ფუნქცია? ვფიქრობ ჩვენამდე მოღწეული ანალები, რომლებიც
ძირითადად სამხედრო მოღვაწეობას ეთმობა, ცალსახად ადასტურებს, რომ
მეფე პირველ რიგში უზენაესი მთავარსარდალი იყო. ალბათ, ის თუ
რამდენად წარმატებული იქნებოდა მეფე სამხედრო საქმეში, აისახებოდა
მის ავტორიტეტზე. ამის ნათელი მაგალითია ლაბარნა, რომლის
ავტორიტეტიც სავარაუდოდ იმდენად გაძლიერდა, რომ მის შემდგომ
მეფეებს ლაბარნა ეწოდებოდათ. ეს იყო მეფე რომელმაც ხეთების სამეფო ,,
ზღვიდან ზღვამდე გადაჭიმა’’. მეფე ასევე პირადად მონაწილეობდა
უძღვებოდა რელიგიურ რიტუალებს. შესაძლოა ამით მას მისივე
ღვთაებასთან კავშირის ხაზგასმა სურდა. მეფე ხეთურ საზოგადოებაში
მოიაზრებოდა უზენაეს მოსამართლედ. მათ უნდა ეცხოვრათ მორალური
კანონების დაცვით, რათა მათი ავტორიტეტი განდიდებულიყო. ხეთების
ისტორიაში ზოგიერთი მეფე ასევე გამომრჩეულია სააღმშენებლო
საქმიანობით. მაგალითად, ხანთილი II, თუთხალია IV. მაგრამ ეს მათ
მთავარ ფუნქციად არადროს არ ქცეულა. ხეთების მონარქი ასევე ვასალი
ქვეყნების მეფეთა მოქმედებებსაც აკონტროლებდა.

აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისთვის


ბრძოლა
3

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ სამეფო საგვარეულო სახლი


მომდინარეობდა ძველი საგვარეულო არისტოკრატიიდან. შესაბამისად,
სწორედ ამ ფენის წარმომადგენელი უნდა გამხდარიყო მეფე. მოგვიანებით,
როდესაც ხეთების მეფეებმა დაიწყეს საკუთარი ძალაუფლების
განმტკიცებისთვის ბრძოლა, სწორედ ამ ფენას დაუპირისპირდნენ და მათი
გავლენის დასაძლევად ნელ-ნელა შედარებით დაბალი ფენის
წარმომადგენლების დაწინაურება დაიწყეს. შემდგომში სწორედ ამ
უკანასკნელთ დაემყარა მსახურეულთა ფენა. ეს იყო ძალაუფლების
ცენტრალიზაციის მცდელობა. თუმცა ძველი სამეფოს ხანაში (1650-1500) და
უფრო ადრეც მეფის აბსოლუტური უფლებების შემზღუდველ ძალას
სახალხო კრებად წოდებული ორგანოც წარმოადგენდა. საინტერესოა ამ
კრების შემადგენლობის საკითხი, რამდენადაც მასში შედიოდა ყველა
მამაკაცი, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია
ვივარაუდოთ, რომ მათი სოციალური სტატუსი უმნიშვნელო იყო.
შესაბამისად ეს უნდა იყოს მეფის ზემოთ აღნიშნული პოლიტიკის,
რომელიც ძველი საგვარეულო არისტოკრატიის წინააღმდეგ იყო
მიმართული, გამოვლინება. თუმცა არც შედარებით დაბალი ფენის
წარმომადგენლების დაწინაურებამ მოუტანა მეფეს სასურველი შედეგი.
სახალხო კრება თავდაპირველად თვითონ წყვეტდა ტახტის
მემკვიდრეობის საკითხს. მეფეს მხოლოდ კანდიდატურის წამოყენების
უფლება ჰქონდა. სახალხო კრებას შეეძლო, რომ არ დაემტკიცებინა ეს
კანდიდატურა. ამავე დროს აღსანიშნავია ის, რომ მეკვიდრე შეიძლებოდა
არ ყოფილიყო მეფის უშუალო შთამომავალი, რომელიც თავისთავად
პირველ კანდიდატად მოიაზრებოდა. იქმნებოდა საშიშროება, რომ სამეფო
ოჯახის წარმომადგენლები ეცდებოდნენ ტახტის დაკავებას პირველი
მემკვიდრის ჩამოშორებით.
სამეფო ძალაუფლების გაძლიერებისთვის ბრძოლას იწყებს მეფე
ლაბარნა, რომელიც გარკვეულ წარმატებებს აღწევს ამ საქმეში. სწორედ
ამის გამოხატულება უნდა იყოს ის, რომ ამ დროიდან მოყოლებული მეფე
4

ატარებს ტიტულს ,,ლაბარნა’’, რომელიც ასევე ტახტის მემკვიდრის


მიმართაც გამოიყენებოდა. ძველი სამეფოს დასასრულს, მეფე თელიფინუს
დროს, გადაწყდა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. მან გამოსცა კანონი,
რომლის თანახმადაც, ტახტზე ასვლის უფლება მხოლოდ მის შვილებს
ჰქონდათ. ვაჟის არ ყოლის შემთხვევაში მეფე ხდებოდა ქალიშვილის ქმარი
და არა დისწული, დისქმარი. ეს კანონმდებლობა ხეთების არსებობის
მთელი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს
იყო ძალაუფლებისთვის მემკვიდრეობითი ხასიათის მინიჭების
მცდელობა, ამ კანონის არსებობა არ უზრუნველყოფდა მონარქის
უფლებების აბსოლუტურობას. სახალხო კრება მაინც ზღუდავდა მას იმ
შემთხვევაში თუ დაარღვევდა ტახტის მემკვიდრეობის საკითხს. ახალი
სამეფოს ხანაში სახალხო კრების გავლენა სრულიად გაქრა, რაც აისახა
მონარქის ტიტულატურაზე. ,,თუ თაბარნა გვაროვნული არისტოკრატიის
მიერ შეზღუდულ სამეფო ხელისუფლებას აღნიშნავდა, ,,მზე’’
ერთპიროვნული მმართველი იყო, თითქმის დესპოტი.’’ მეფის
ძალაუფლებაზე საუბრისას, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ძველი
სამეფოს ხანაში შექმნილი ხეთების კანონების, კერძოდ 173-ე მუხლის,
განხილვა. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ერთი და იმავე დანაშაულისთვის
განსხვავებული სასჯელია დაწესებული მეფის, დიდებულის, მონის
შემთხვევაში. ეს ცალსახად მიუთითებს მეფის პრივილეგირებულ
მდგომარეობაზე, მაგრამ ამავდროულად ვხვდებით, რომ ხეთურ
საზოგადოებაში მეფე კანონზე მაღლა არ დგას. მეფე პირადად აგებს პასუხს
დანაშაულისთვის და მის ოჯახის წევრებს არაფერი არ ემუქრება. ეს ხომ არ
უნდა იყოს განპირობებული იმით, რომ საზოგადოებას უკვე
გაცნობიერებული აქვს ტახტის მემკვიდრის კანონიერების საკითხი,
რომელიც, თავის მხრივ, ძველი სამეფოს მეფეთა ძალაუფლებისთვის
ბრძოლის გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ. ხელისუფლების
განმტკიცების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ ასევე ის ფაქტი, რომ მეფეები
არასდროს განიკითხავდნენ მათი წინამორბედების (თუნდაც ტახტის
5

უზურპაციის გზით მოპოვებისას) ქმედებებს და ცდილობდნენ, რომ


საკუთარი თავების დადებითად წარომჩენით ავტორიტეტი გაემყარებინათ.

მეფის ავტორიტეტისა და ღვთაებების


ურთიერთმიმართება

როგორც წიგნში ,,Life and society in the Hittite world’’ ვკითხულობთ: მეფე
პასუხისმგებელი იყო ქარიშხლის ღვთაების წინაშე. სწორედ ამ ღვთაებამ
მიანიჭა მეფეს თავისი ძალა დედამიწაზე და ეს უკანასკნელი საკუთარ თავს
მის მოსამსახურეს ან მონას უწოდებს. მეფემ თავისი მდგომარეობა მოიპოვა
ღვთაებრივი უფლებებით. ის მიიჩნეოდა დედამიწასა და სამოთხეს შორის
მყოფ ადამიანად. სამოთხე და დედამიწა თავისი არმიით ეკუთვნოდა
მხოლოდ ქარიშხლის ღვთაებას. და მან მისაცა ლაბარნას(მეფე) ხათუსას
მთელი მიწა. ქარიშხლის ღმერთი გაანადგურებდა ყველას, ვინც
მიუახლოვდებოდა მეფის პიროვნებას მტრული განწყობით. ღვთაება
ლაბარნას იცავდა და და ზრუნავდა მასზე მთელი ცხოვრების განმავლობაშ.
მიუძღოდა მას და ამარცხებდა მის მტრებს ბრძოლაში. მაგრამ შეგვიძლია
თუ არა ცალსახად იმის თქმა, რომ ხეთების მეფეს ღვთაებრივი საწყისი
ჰქონდა ან რამენაირად პირდაპირ იყო ღვთაებასთან გაიგივებული?
ვფიქრობ, რომ არა. რადგანაც უკვე ნახსენებ ხეთურ კანონებში დასმულია
საკითხი მეფის მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობაზე, აშკარაა რომ
მეფე დაზღვეული არ იყო შეცდომებისგან და საზოგადოებასაც კარგად
უნდა ჰქონოდა ეს გაცნობიერებული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია,
რომ მეფე აუცილებლად ღვთაებრივი ძალის მატარებელი ყოფილიყო. ის,
რომ ღვთაება წყაროების მიხედვით რომელიმე მეფეს თავის
რჩეულად ,,აცხადებდა’’ მხოლოდ და მხოლოდ მისი საერო მოღვაწეობით
უნდა ყოფილიყო განპირობებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ლაბარნა
სიკვდილის შემდეგ იქცეოდა ღმერთად და არა სიცოცხლეშივე. რა თქმა
უნდა, სრულიად ვერ უარვყოფთ ხეთების მეფის ღვთაებრივ მხარეს, თუმცა
ეგვიპტის ფარაონთან შედარებით აშკარაა უარყოფის საფუძველიც.
6

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თუ ლაშქრობის პერიოდი დაემთხვეოდა


რომელიმე რელიგიურ რიტუალს, მეფე რჩებოდა შინ და ამჯობინებდა
ზეცის წინაშე ვალის მოხდას. რით უნდა აიხსნას ეს ფაქტი? იქნებ ამით
მეფეს სურდა თავისი რელიგიური სახის წარმოჩენა და ხალხისთვის იმის
დამტკიცება, რომ პირველ რიგში ის იყო ღვთაების შვილი. თუ ასეა, რა
უნდა ყოფილიყო ამ მცდელობის მიზეზი? ცალსახაა, რომ მეფის
ავტორიტეტი უფრო მყარია მაშინ, როდესაც მას ღვთაებრივი
წარმომავლობა მიეწერება. შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ყველა მეფე
თავის ანალებში ცდილობს საკუთარი თავის ღვთაების შვილად
წარმოჩენას. მაგალითად სუფილულიმა I-ის ხელშეკრულებაში
(ხუკანასთან და ,, ხაისას კაცებთან’’) ვკითხულობთ: ,,და მას შემდეგ, რაც მე,
,,მზემ’’...’’ . რადგანაც უმთავრესი ღვთაება ხეთებისთვის იყო მზის
ქალღმერთი არიანა (თუმცა შემდეგ ხათუსილი III-მ მზის მთავარ
ღვთაებად იშთარი გამოაცხადა) მეფეები ცდილობდნენ მზის შვილებად
წარმოეჩინათ თავი.
ამგვარად, ხეთების მეფის ფენომენის გააზრება საკმაოდ საინტერესო და
ამავდროულად რთული საკითხია. ჩემი მსჯელობიდან და დასახელებული
ფაქტებიდან გამოჩნდა, რომ ლაბარნას ავტორიტეტი და ძალაუფლება არ
იყო ხელშეუხებელი და შეუზღუდავი ხეთების სამეფოს არსებობის
განმავლობაში და მეტიც მეფეებს მოუწიათ ძალაუფლების მოპოვება,
თუნდაც იმით, რომ საკუთარი თავები ღვთაების შვილებად წარმოეჩინათ.
ცალსახაა, რომ მეფის ღვთაებრიობის საკითხი ხეთების სამეფოში
თავიდანვე არ ჩამოყალიბებულა. ამაზე მეტყველებს თუნდაც
ტიტულატურის ცვლილება ,, თაბარნადან’’ ან ,,ლაბარნადან’’ ,,მზემდე’’.
7

გამოყენებული ლიტერატურა
1. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია/რედაქტორი გ. მელიქიშვილი,
,,მეცნიერება’’ თბილისი 1988

2. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის ქრესტომათია/რედაქტორი


გრ. გიორგაძე, ,,მეცნიერება’’ თბილისი 1990

3. Life and society in the Hittite world , Bryce, Trevor, 1940

You might also like