You are on page 1of 2

გარემო და ჯანმრთელობა

მოსწავლეებისთვის საშინაო დავალება :

კლასი იყოფა 5 ჯგუფად :

6 ა კლასი

1. ახვლედიანი თორნიკე

კორკელია ანა-მარია, ფანქველაშვილი ნინი, კვირიკაშვილი გიორგი

2. ზურაბაშვილი კესო

კუკულაძე, სურამელი ნია, თოთოსაშვილი ალექსანდრე, ცოგოშვილი დემეტრე

3. დათუნაშვილი ნინი

მოლაშხია ბუხუნა, გელაშვილი ანდრია, აბესაძე მარიამი

4. გურგენიძე ელი

ჯინორიძე ნიკოლოზი, პაპიძე ლიზი, მოდებაძე იოანე

5. ჯანაშია დემეტრე

ალიმბარაშვილი ანდრია, მიქაცაძე ელენე, შაკაშვილი ნიტა, შეყლაშვილი ბარბარე

თითოულ ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტაცია და “კედლის გაზეთი“ გლობალურ ეკოლოგიურ


პრობლემებზე, რომელიც ჯგუფებში გადანაწილდა რიგითობის მიხედვით :

№1 ჯგუფი-ნიადაგის დაბინძურება, მოსწავლე იმსჯელებს ნიადაგის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთი


აუცილებელი ბუნებრივი რესურსი, ისაუბრებს ამ პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე, როგორიცაა:
სამრეწველო ნარჩენები, პესტიციდები, საღებავები და სარეცხი საშუალებები, რის შედეგადაც მივიღებთ
ეროზიებს, გრუნტის წყლების დაბინძურებას, რომელიც სასმელი წყლის ძირითადი წყაროა, ტოქსიკური
ნივთიერებების დაგროვება მცენარეებში და გადაცემა კვებით ჯაჭვის შემდეგ რგოლებში.

№2 ჯგუფი- წყლის დაბინძურება, მოსწავლე იმსჯელებს წყლის მნიშვნელობაზე, მისი დაბინძურების


გამომწვევ მიზეზებზე, როგორიცაა მაგალითად ტანკერებიდან ნავთობის გაჟონვა, ტოქსიკური ნაგავი,
სამრეწველო ნარჩენები, რის შედეგადაც იღუპება ათასობით თევზი, ზღვის ფრინველი და სხვა
ორგანიზმები…ნადგურდება ეკოსისტემები…

№3 ჯგუფი- ჰაერის დაბინძურება, მოსწავლე იმსჯელებს ერთ-ერთ გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემაზე–


ჰაერის დაბინძურება, ჟანგბადის და სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე, დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე
როგორიცაა: გამონაბოლქვი, ჭვარტლი, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები და
გოგირდწყალბადი, რის შედეგადაც გახშირდა სასუნთქი გზების სიმსივნეები, ალერგიული დაავადებები
და სხვა…

№4 ჯგუფი- გლობალური დათბობა, მოსწავლე ისაუბრებს გლობალურ დათბობაზე, რისი გამომწვევი


მიზეზია ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, რითაც იქმნება „ სათბურის ეფექტი“, ეს
კი გამოიწვევს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის დნობას, მსოფლიო ოკეანის დონის მატებას, დიდი
ფართობის დასახლებული სანაპირო ზოლის დატბორვას, ქარიშხლებსა და წყალდიდობებს…

№5 ჯგუფი-ბიომრავალფეროვნების განადგურება.

მოსწავლე იმსჯელებს ბიომრავალფეროვნების განადგურებაზე, რაც გამოწვეულია ტყეების გაჩეხვით,


წყლის, ატმოსფეროს და ნიადაგის დაბინძურებით, რის შედეგადაც ხდება მცენარეებისა და ცხოველების
გადაშენება

You might also like