Professional Documents
Culture Documents
ხუთკუნჭულა
ხუთკუნჭულა
ხუთკუნჭულა www.aura.ge
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი
მწყალობელი, იყო ცხრა ძმა. ძმები ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ ხშირად ლუკმაპური
ენატრებოდათ.
ძალიან რომ გაუჭირდათ შიმშილ-სიტიტვლით, უმცროსმა ძმამ, რომელსაც მეტისმეტი
ეშმაკობისათვის ხუთკუნჭულას ეძახდნენ, ძმებს უთხრა, მოდი, წავიდეთ და ვისმე
მოჯამაგირედ დავუდგეთ, სხვა თუ არაფერი, იქნებ ლუკმაპური მაინც მაძღრად
ვიშოვოთო.
დაიჯერეს ძმებმა ხუთკუნჭულას რჩევა, ჩაალაგეს ხურჯინებში თუ რამ ძველმანები
ჰქონდათ შინ, გადაიკიდეს მხარზე და გაუდგნენ გზას.
ბევრი იარეს თუ ცოტა, ბოლოს ერთ უცხო ქვეყანაში გავიდნენ. გზაზე ერთი დევი
შემოხვდათ, დევი მიესალმა ძმებს და ჰკითხა:
- რატომ აყრილხართ ასე დედაბუდიანად, ან სად მიდიხართო?
- სამუშაოს ვეძებთ, გვინდა მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთ და თავი შევინახოთო.
- მე დამიდექითო, - უთხრა დევმა.
- კარგიო, - დაეთანხნენ ძმები.
წაიყვანა დევმა ძმები და მიიყვანა შინ. დევს უზარმაზარი სასახლე ედგა, ჰყავდა
აუარებელი საქონელი და ცხრა მზეთუნახავი ქალი.
იმ ღამეს დევმა ძმებს გემრიელი ვახშამი გაუშალა. ხუთკუნჭულამ საჩქაროდ შეჭამა
საჭმელი, სუფრიდან წამოდგა და სასახლის ყველა კუთხე-კუნჭული დაათვალიერა.
ბოლოს დევის უმცროსი ქალის ოთახშიც შეიჭყიტა. დევის ქალს ადამიანის დანახვა
ეუცხოვა და ჰკითხა:
- ვინ ხარ, რა სულიერი ხარო?
- ვინა ვარ და ადამიანი, სახელად ხუთკუნჭულას მეძახიან, ცხრა ძმაში მე ყველაზე
უმცროსი ვარო.
- აქ საიდან გაჩნდი, ან რისთვის მოსულხარო? - ჰკითხა დევის ქალმა.
- ძმები სამუშაოს საძებნელად წამოვედით, - უთხრა ხუთკუნჭულამ, - გზაში მამაშენი
შეგვხვდა და მოჯამაგირედ დაგვიყენაო.
- ჯაი მოჯამაგირედ დაუყენებიხართო, - უთხრა ქალმა.
- ვითომ რატომ არაო?! - გაუკვირდა ხუთკუნჭულას.
დევის ქალს ძალიან მოეწონა ხუთკუნჭულა და უთხრა:
- თუ ცოლად მითხოვ, გეტყვიო.
- გითხოვო, - შეჰპირდა ხუთკუნჭულა.
- მაშ იცოდე, - უთხრა დევის ქალმა, - მამაჩემს თქვენ შესაჭმელად ჰყევხართ მოყვანილი.
როცა დაგეძინებათ, ცხრავეს შეგჭამთ. მაგრამ თუ იფხიზლებ და არ დაიძინებ, თავსაც
იხსნი და ძმებსაცო.
- სიკვდილის მოლოდინში რა დამაძინებსო, - თქვა ხუთკუნჭულამ და ქალს სთხოვა,
მითხარი, როგორ მოვიქცეო.
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8417 1/5
11/22/21, 11:34 PM ხუთკუნჭულა
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8417 2/5
11/22/21, 11:34 PM ხუთკუნჭულა
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8417 4/5
11/22/21, 11:34 PM ხუთკუნჭულა
https://www.aura.ge/modules/news/print_news.php?id=8417 5/5