You are on page 1of 8

ფიფქია

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი მშვენიერი დედოფალი,
რომელიც ეკალმუხის შავჩარჩოიან სარკმელთან იჯდა და კერავდა. შუა ზამთარი
იდგა, თოვლის ფიფქები ციდან ბუმბულივით ცვიოდა, დედოფალი კერავდა და
სანახაობით ტკბებოდა. იჩხვლიტა თითში ნემსი და სისხლის სამი წვეთი თოვლს
დაეცა. ისე ლამაზად დააჩნდა თოვლს წითელი ფერი, რომ დედოფალმა გაიფიქრა:
„ რა იქნებოდა შვილი მყოლოდა, თოვლის ფიფქივით თეთრი, ამ სისხლივით
წითელი და ეკალმუხასავით შავიო“. არ გასულა დიდი ხანი და დედოფალს მართლაც
ეყოლა ქალიშვილი, თოვლის ფიფქივით თეთრი იყო, სისხლივით წითელი ლოყები
და ტუჩები ჰქონდა და ეკალმუხასავით შავი თმა. დაარქვეს სახელად ფიფქია. გაჩნდა
ბავში და გარდაიცვალა დედოფალი.

ერთი წლის თავზე მეფემ სხვა ცოლი მოიყვანა. ახალი დედოფალი ასევე მშვენიერი
კი იყო, მაგრამ მკაცრი შესახედაობის და ამპარტავანი, არც კი უშვებდა რომ
დედამიწაზე მასზე მშვენიერი შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო. დედოფალს ერთი
ჯადოსნური სარკე ჰქონდა, ჩაიხედავდა ხოლმე და ჰკითხავდა:

სარკევ, სარკევ, ჩემზე მშვენიერი

ვინ არის და სად არის?

სარკე მიუგებდა:

არავინ არის, დედოფალო

ქვეყნად შენი ბადალი.

დედოფალიც გახარებული იყო, იცოდა რომ სარკე სიმართლეს ეუბნებოდა. ფიფქია კი


იზრდებოდა და მშვენდებოდა. შვიდი წლისა უკვე ისეთი ლამაზი იყო, ნათელ დღესა
ჰგავდა, დედოფალზე მშვენიერიც კი იყო. და როცა ერთ დღესაც დედაფალმა სარკეს
ჰკითხა:

სარკევ, სარკევ ჩემზე მშვენიერი

ვინ არის და სად არის?

სარკემ უპასუხა:

ფიფქიაა, შენი გერი

არ ხარ მისი ბადალი.


დედოფალს თავზარი დაეცა, ფიფქია კი იმ დღიდან შეიძულა. ამ სიძულვილმა კი
გული მოუწამლა, ვერც დღე ისვენებდა და ვერც ღამე, და ერთხელად დაიბარა
მონადირე და უთხრა:

- ფიფქია ტყეში წაიყვანე და მოკალი.

რა გზა დარჩენოდა მონადირეს, წაიყვანა ბავშვი ტყეში. ამოიღო სანადირო დანა,


ფიფქია კი ატირდა და უთხრა:

- არაფერი დამიშაოთ და გპირდებით გავიქცევი და უკან აღარასდროს


დავბრუნდები.

ისეთი ლამაზი იყო მონადირეს შეეცოდა და უთხრა:

-წადი, გაიქეცი და უკან არ დაბრუნდე.

მონადირე დაბრუნდა სასახლეში, და უამბო დედოფალს თუ როგორ გამოასალმა


ფიფქია სიცოცხლეს. გოგონა კი ამ დროს უკაცრიელ ტყეში სულ მარტო იყო, შიშმა
აიტანა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა, ირბინა სანამ პაწაწინა სახლს არ მიადგა
და შევიდა დასასვენებლად. შიგნით ყველაფერი პატარა იყო, მაგიდა, რომელსაც
კრიალა გადასაფარებელი ეფარა, ზედ შვიდი პატარა თეფში იდო, ყოველ თეფშთან
პატარა კოვზი და დანა-ჩანგალი ეწყო და თითო პატარა თასი იდგა. კედელთან შვიდი
პატარა საწოლი იყო ჩამწკრივებული. ფიფქიას ძალიან მოშივდა, მაგრამ არ უნდოდა
ვინმესთვის საჭმელი წაერთმია, ამიტომ ყოველი თეფშიდან ცოტ-ცოტა აიღო.
ყოველი თასიდან კი თითო ყლუპო წყალი მოსვა. მერე რაკი ძალიან დაღლილი იყო
იფიქრა ცოტას დავისვენებო და მიწვა ერთ საწოლზე, რომელიც ეპატარავა, მიწვა
მეორეზე და ედიდა, მხოლოდ მეშვიდე გამოდგა მისი სარგო.

როცა სულ დაღამდა, მოვიდნენ ამ მაწია სახლის პატრონები, შვიდი ქონდრისკაცი,


აანთეს თავიანთი პაწია ლამპრები, და როცა სახლი განათდა მიხვდნენ, რომ აქ ვიღაც
იყო.

პირველმა ქონდრისკაცმა თქვა:

- ვინ იჯდა ჩემს სკამზე?

მეორემ:

- ვინ ჭამა ჩემს თეფშზე?

მესამემ:

- ვინ მოციცქნა ჩემი პური?

მეოთხემ:
- ვინ მოციცქნა ჩემი ყველი?

მეხუთემ:

- ვინ იხმარა ჩემი ჩანგალი?

მეექვსემ:

- ვი იხმარა ჩემი დანა?

მეშვიდემ:

- ვინ მოსვა ჩემი წყალი?

დაინახეს ჯუჯებმა, რომ მათი საწოლებიც არეული იყო და თქვეს:

- ვინ აშალა ჩემი ლოგინი?

- ჩემს საწოლში ვიღაც იწვა.

მივიდა მეშვიდე ჯუჯა თავის საწოლთან და ხედავს შიგ ვიღაც წევს. მიიტანეს
ლამპარი გოგონას დაანათეს და გაოცებული დაჰყურებდნენ.

- ოი ღმერთო რა ლამაზი ბავშვია! (ყველა ჯუჯა ერთად)

გაღვიძებულმა ფიფქიამ შვიდი ქონდრისკაცი რომ დაინახა ძალიან შეშინდა, მაგრამ


ქონდრისკაცები ისე იყვნენ ფიფქიათი მოხიბლულნი, რომ ალერსიანად დაიწყეს
საუბარი: - გოგონავ რა გქვია?

- ფიფქია, - უპასუხა გოგომ.

- ჩვენს სახლში საიდან მოხვდი?

უამბო გოგონამ რაც თავს გადახდა და ქონდრისკაცებმა უთხრეს: თუ სახლს მიხედავ,


საჭმელს გაგვიკეთებ, ჩვენს ტანსაცმელ დაასუფთავებ შეგიძლია აქ დარჩეო, ჩვენ კი
არაფერს მოგაკლებთო.

- დავრჩები! როგორ არ დავრჩები - უთხრა ფიფქიამ.

უვლიდა ფიფქია სახლს და ჯუჯებს. ქონდრისკაცები კი ყოველდღე მთაში


მიდიოდნენ და დაუღალავად შრომობდნენ. ფიფქია მთელი დღეები მარტო რჩებოდა
სახლში ამიტომ ქონდრისკაცებმა გააფრთხილეს: - შენი დედინაცვალი მალე გაიგებს
ჩვენთან რომ ხარ!

- ფრთხილად იყავი!
- შინ არავინ შემოუშვა!

დედოფალი კი მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას და ფიქრობდა ამ ქვეყნად ყველაზე


მშვენიერი მე ვარო. მივიდა ერთხელაც სარკესთან და ჰკითხა:

სარკევ, სარკევ, ჩემზე მშვენიერი

ვინ არის და სად არის?

სარკემ მიუგო:

ფიფქიაა, გნომებს უვლის,

არ ხარ მისი ბადალი.

შეძრწუნდა დედოფალი, რადგან იცოდა რომ სარკე ტყუილს არ ეტყოდა. მუხვდა


მონადირეს და ფიფქიას ეშმაკობას, და ძალიან განრისხდა. ფიქრს მიეცა და ერთი
რამ მოიფიქრა. გამოეწყო მოხუცი დედაბერივით, ისე შეიცვალა ვერავინ იცნობდა და
გაუდგა გზას. წავიდა შვიდი მთის იქით სადაც შვიდი ქონდრისკაცი ცხოვრობდა,
დააკაკუნა კარზე და დაიძახა:

- აბა კარგი საქონელი იაფად!

გამოიხედა სარკმლიდან ფიფქიამ და გამოსძახა:

- გამარჯობა კეთილო ქალო, რა გაქვს გასაყიდი?

- საუკეთესო ქამრები მაქვს - უპასუხა დედაბერმა.

ამოიღო ჭრელი აბრეშუმისაგან დაწნული ქამარი საჩვენებლად. ფიფქიამ იფიქრა


პატიოსანი დედაკაცი ჩანს სახლში შემოვუშვებო.

- შვილო, - უთხრა დედაბერმა, - ეს რა მოხდენილი გოგო ყოფილხარ, მოდი ამ


ქამარს მე თვითონ გაგიკეთებ.

ფიფქია ცუდს არაფერს ელოდა და ამიტომ დედაკაცს უფლება მისცა ქამარი


გაეკეთებინა. ბოროტმა დედოფალმა ისე მაგრად მოუჭირა გოგონას ქამარი, რომ
ფიფქიას სუნთქვა წაერთვა და ძირს დაეცა. დედაბერი კი სასწრაფოდ გაეცალა
იქაურობას, ჯუჯებმა არ მომისწრონო. საღამოც დადგა, ქონდრისკაცები თავიანთ
პატარა სახლში დაბრუნდნენ და, როცა დაინახეს ფიფქია ძირს იწვა თავზარი
დაეცათ. მიხვდნენ, რომ ქამარი უჭერდა ასე ძალიან და სასწრაფოდ გაუჭრეს.
გოგონა მაშინვე მოსულიერდა. როცა ქონდრისკაცებმა მისი მონაყოლი მოისმინეს
უთხრეს: - ის დედაბერი შენი დედინაცვალი იქნებოდა, ფრთხილად იყავი და
შემდეგში კარი არავის გაუღო.
შინ დაბრუნებულმა დედოფალმა სარკეს კვლავ ჰკითხა:
სარკევ, სარკევ ჩემზე მშვენიერი
ვინ არის და სად არის ?
სარკემ მიუგო:
ფიფქიაა, გნომებს უვლის,
ვერ ხარ მისი ბადალი.

დედოფალი გაოცებისგან კინაღაც წაიქცა, რას იფიქრებდა თუ ფიფქია ისევ


კარგად გრძნობდა თავს.

- რაღაც ისეთი უნდა მოვიფიქრო, რომ ვეღარ გადამირჩეს - ჩაილაპარაკა


თავისთის.

გააკეთა მოწამლული სავარცხელი, გამოეწყო ისევ დედაბერის ტანისამოსში,


მივიდა სადაც შვიდი მთვის იქეთ შვიდი ქონდრისკაცი ცხოვრობდა დააკაკუნა
კარზე და დაიძახა:

- კარგი საქონელი იაფად!

გამოიხედა ფიფქიამ და უთხრა:

- შენი გზით წადი, აკრძალული მაქვს სახლში ვინმეს შემოშვება.

- საქონლის ნახვასაც ხო არ გიკრძალავენ, - ამოიღო დედაბერმა მოწამლული


სავარცხელი და მაღლა ასწია. გოგონას ისე მოეწონა სავარცხელი, რომ ეცდუნა
და კარგი გააღო. დედაბერმა უთხრა:

- მოდი მეთვითონ გაგიკეთებ მშვენიერ თმაში.

შეეხო თუ არა საბრალო გოგონას სავარცხელი თმაზე იმ წამსვე გონება დაკარგა


და ძირს დაეცა. ბედად უკვე საღამოვდებოდა და ქონდრისკაცებიც მალე
დაბრუნდნენ შინ. ფიფქია ისევ ძირს იპოვნეს და მიხვდნენ, რომ ისევ ბოროთი
დედინაცვლის ხელი ერია ამ ამბავში. ძებნის შემდეგ მიაგნეს გოგონას თმაში
მოწამლულ სავარცხელს, ამოუღეს და გოგონაც გონს მოვიდა. ისევ
გააფრთხილეს ფიფქია, რომ კარი არავისთვის გაეღო.

შინ დაბრუნებულმა დედოფალმა, სარკეს ჩვეული კითხვით მიმართა:

სარკევ, სარკევ ჩემზე მშვენიერი

ვინ არის და სად არის?

სარკემ მიუგო:
ფიფქიაა, გნომებს უვლის,

ვერ ხარ მისი ბადალი.

ამის გაგონებაძე დედოფალი სიბრაზისგან შევიდა ერთ ოთახში, რომელიც


განცალკევებით იყო და იქ არასდროს არავინ შედიოდა. დაამზადა
მოწამლული ვაშლი, გამოეწყო გლეხის ქალის ტანისამოსში, მივიდა სადაც
შვიდი მთის იქით შვიდი ჯუჯა ცხოვრობდა და კარზე დააკაკუნა, გამოიხედა
ფიფქიამ და უთხრა:

- შინ ვერავის შემოვუშვებ, შვიდმა ქონდრისკაცმა ამიკრძალა.

- ჩემთვის ეგ სულ ერთია - მიუგო გლეხის ქალმა. ბევრი ვაშლი მაქვს და მინდა
ერთი შენ გაჩუქო.

- არა, - უთხრა ფიფქიამ.

- მოწამლისა გეშინია? მაშინ ამოიღო გლეხის ქალმა ვაშლი გაყო ორ ნაწილად,

- წითელი მხარე შენ შეჭამე, თეთრს კი მე შევჭამ.

დედინაცვალს ისე ოსტატურად ჰქონდა ვაშლი გაკეთებული , რომ


მოწამლული მხოლოდ წითელი მხარე იყო. გაუწოდა ფიფქიას, თეთრი მხარე
კი თავად შეჭამა. გოგონას ეჭვი არ შეჰპარვია, გამოართვა მოწამლული ვაშლი,
ერთი ჩაკბიჩა თუ არა მაშინვე გონება დაკარგად და ძირს დაეცა.
დედინაცვალმა კი შესძახა:

- თოვლივით თეთრი, სისხლივით წითელი, ეკალმუხასავით შავი! ახლა ვეღარ


გიხსნიან შენი ქონდრისკაცები!

მივიდა მიშ და ჰკითხა სარკეს:

სარკევ, სარკევ ჩემზე მშვენიერი

ვინ არის და სად არის?

როგორც იქნა სარკემ გასცა ნანატრი პასუხი:

არავინ არის დედოფალო,

ქვეყნად შენი ბადალი.

დაცხრა ბოლოს და ბოლოს მისი შურიანი გული, თუ მართლა შეუძლია


შურიან გულს დაცხრომა.

საღამოს დაბრუნდნენ ჯუჯები შინ, მაგრამ ამჯერად გოგონას ვერაფერი


უშველეს. აუგეს შუშის სასახლე და დაასვენეს მთის თავზე. ყოველ დღე
მონაცვლეობით სდარაჯობდნენ ქონდრისკაცები ფიფქიას, მარტო არასდროს
ტოვებდნენ. დიდხანს იწვა ფიფქია ასე, მაგრამ კვლავ თოვლივით თეთრი,
სისხლივით წითელი და ეკამლუხასავით შავი იყო.

ერთხელ ერთი უფლისწული სეირნობდა იმ მიდამოში სადაც ჯუჯების სახლი


იყო. დაინახა მთაზე დასვენებული მშვენიერი გოგონა და ჯუჯებს უთხრა:

- ძალიან გთხოვთ გამატანეთ ეს მშვენიერი ასული მე, და გპირდებით ცივ


ნიავს არ მივაკარებ. სანაცვლოდ კი ოქროს მოგცემთ.

ჯუჯებმა მიუგეს:

- მთელი ქვეყნის ოქრო რომ მოგვცე ფიფქიას მაინც არ გაგატანთ.

- მაშინ მაჩუქეთ, ისეთ პატივს მივაგებ როგორც ნამდვილ საცოლეს.

ქონდრისკაცებს შეებრალათ ყმაწვილი და დათანხმდნენ. უფლისწულის


მსაცურებმა მხრებზე შეისვეს სასახლე და გზას გაუდგნენ. გზაში ერთ-ერთს
ფეხი გადაუბრუნდა და ყველა ძირს დაეცა ფიფქიასთან ერთად. ფიფქიამ
მოწამლული ვაშლის ნაჭერი, ყელში რომ ჰქონდა გაჩხერილი უკან წამოაგდო
და ცოტა ხანში თვალიც გაახილა.

- ღმერთო სადა ვარ? - იკითხა გაგვირვებულვა. უფლისწულმა კი ყველაფერი


უამბო რაც თავს გადახდა. მერე კი უთხრა:

- ყველას მირჩევნიხარ, წამოდი მამაჩემის სასახლეში და ჩემი მეუღლე გახდი.

დათანხმდა ფიფქია და წაჰყვა. გამართეს დიდებული ქორწილი და ფიფქიას


დედინაცვალიც დაპატიჟეს. დედოფალმა ჩაიცვა ულამაზესი კაბა და სარკეს
ჰკითხა:

სარკევ, სარკევ, ჩემზე მშვენიერი

ვინ არის და სად არის?

სარკემ კი მიუგო:

დღეს რომ გოგოს ქორწილი აქვს,

არ ხარ მისი ბადალი.

დედოფალი შეშფოთებული იყო, ჯერ იფიქრა არ წავალ ქორწილშიო მერე კი


წასვლა ამჯობინა, რადგან ინტერესით კვდებოდა. შესვლისთანავე იცნო
ფიფქია და ადგილზე გაშეშდა. მაგრამ რკინის ქოშები უკვე მზად იყო,
რომელიც ცეცხლზე გაახურეს, მოუტანეს და ჩააცვეს დედოფალს. და იქამდე
აცეკვეს ფიფქიას დედინაცვალი სანამ უსულოდ ძირს არ დაეცა.

You might also like