You are on page 1of 6

სიმართლის მთქმელი ჩიტი

იყო მეფე, ჰყავდა ცოლი. მეფე საომრად წავიდა და თვეში


გადამდგარი ცოლი შინ
დატოვა.
მეფის დედას რძალი არ უყვარდა და სულ იმის ცდაში იყო, რაიმე
ევნო. მეფის არყოფნაში დედოფალს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა.
ბებერმა დედოფალმა მაშინვე ვაჟთან
წერილი აფრინა, შენს ცოლს ლეკვი და კნუტი ეყოლაო. მეფემ
მოიწერა, ორივე კიდობანში ჩასვით და ზღვაში გადაყარეთო. ასეც
მოიქცნენ — ორივე ბავშვი კიდობანში ჩასვეს და ტალღებს გაატანეს.
იმ მხარეში ერთი ვაჭარი მოგზაურობდა ცოლთან ერთად და
ტალღებზე მოქანავე
კიდობანი დაინახა.
— ოჰ, რა ლამაზი კიდობანია! — შესძახა ვაჭრის ცოლმა. — ნეტა შიგ
რა დევს? ალბათ რამე ძვირფასი ნივთიაო.
ვაჭარმა კიდობანი წყლიდან ამოათრია და ცოლს მისცა.
თავდაპირველად ქალი
ვერც კი ბედავდა კიდობნისთვის ხელის ხლებას. ბოლოს, კიდობანს
თავი ახადა და
შიგ ულამაზესი ქალ-ვაჟი დაინახა. ვაჭარმა და მისმა ცოლმა
შეიფარეს ბავშვები და თავიანთ ორ შვილთან ერთად დაუწყეს
აღზრდა. ყოველ დილით ბიჭის სასთუმალქვეშ
ორმოცდაათ ეკიუს პოულობდნენ, ხოლო გოგონას გულზე —
მოციმციმე ოქროს ვარსკვლავს.
ერთხელ, სკოლაში, ბიჭმა ვაჭრის შვილს უთხრა:
15
— ძმაო, პურის წამოღება დამავიწყდა და ცოტა მომიტეხეო.
— მე შენი ძმა არა ვარ, შენ ნაშვილები ხარ, კიდობანში გიპოვეს,
ზღვაში გადაგდებული. არავინ იცის საიდან მოხვედიო.
საბრალო ბიჭი მწარედ დაღონდა.
— რახან შენი ძმა არა ვარ, მამაჩემის საძებნელად წავალო.
ბიჭმა თავისი გადაწყვეტილება დედობილსა და მამობილს
გაუმჟღავნა. მათ ბიჭი ძალიან უყვარდათ, ვინ იცის, იქნებ იმ
ორმოცდაათ ეკიუს გამოისობით, და გაშვება არ
უნდოდათ. მაგრამ ყველაფერი ამაო იყო, ვერა და ვერ დაიყოლიეს
ბიჭი. ბიჭმა დას ხელი ჩაჰკიდა და უთხრა:
— წამოდი, დაო, მამის საძებნელად წავიდეთო.
ორივენი გზას გაუდგნენ.
იარეს, იარეს და, მალე დიდ კოშკს წააწყდნენ. შევიდნენ და
იკითხეს, ჭურჭლის
მრეცხავი და უმცროსი მეჯინიბე ხომ არ გჭირდებათო. ამ კოშკის
პატრონი თურმე ბავშვების მამა არ იყო?! ბებერმა დედოფალმა
ბავშვები ვერ იცნო, მაგრამ ეჭვმა გაკენწლა.
მან და-ძმას ალმაცერად შეხედა და თქვა:
— აბა, რა მსახურები ესენი იქნებიან! გარეთ გაუძახეთო!
ბავშვები მაინც დატოვეს სასახლეში. ისინი თავიანთ საქმეს ცუდად
როდი უძღვებოდნენ, მაგრამ ბებერი დედოფალი თავისას არ
იშლიდა:
— ეს ბავშვები არაფრად ვარგანან, უნდა გავყაროთო.
ერთხელ ბებერმა დედოფალმა მეფეს უთხრა:
— ბიჭს დაუკვეხნია, მოცეკვავე წყალს ავაჩენო.
მეფემ მაშინვე ბიჭს უხმო.
— ყური მიგდეო, — უთხრა, — უნდა მოგელაპარაკოო.
— რა გნებავთო?
— დაგიკვეხნია, მოცეკვავე წყალს ავაჩენო.
— მე დამიკვეხნია? ასეთ წყალს როგორ ავაჩენ, არც კი ვიცი, სად
არისო.
— დაგიკვეხნია, თუ არ დაგიკვეხნია, ეს სულ ერთია, თუ ხვალ
შუადღისვის მოცეკვავე წყალს არ მოიტან, ცოცხლად დაგწვავო.
— რაც მოსახდენია უნდა მოხდესო, — თქვა ბიჭმა და გზას გაუდგა.
გზაში კეთილი ფერია შეხვდა.
— მეფის შვილო, სად მიდიხარო?
— მეფის შვილი კი არა, არ ვიცი, ვინა ვარ. ბებერი დედოფალი იმის
ცდაშია, როგორმე ბოლო მომიღოს. მოცეკვავე წყლის შოვნა
მომთხოვა, მე კი არ ვიცი, ეს რა წყალიაო.
— რომ გიშველო, რას მომცემო?
— ორმოცდაათი ეკიუ * (* ძველებური ფრანგული ოქროსა და
ვერცხლის ფული).
მაქვს და სიხარულით მოგცემო.
— ძალიან კარგი! შეხვალ მწვანე ჭალაში და ორნაირ წყალს ნახავ;
ერთი წყალი ცეკვავს, მეორე — არა. შენ შუშაში მოცეკვავე წყალი
ჩაასხი და იქაურობას სწრაფად გაეცალეო.
ბიჭმა მოცეკვავე წყალი იპოვა და მეფეს მოუტანა.
— ეს წყალი მართლა ცეკვავსო? — ჰკითხა მეფემ.
— დავინახე, რომ ცეკვავდა, მაგრამ არ ვიცი, ახლაც იცეკვებს თუ
არაო.
— თუკი ცეკვავდა, ახლაც იცეკვებს. ჯერჯერობით კი შეინახონო.
მეორე დღეს ბებერმა დედოფალმა მეფეს უთხრა:
— ბიჭს დაუკვეხნია, მომღერალ ვარდს ავაჩენო.
მეფემ ბიჭს უხმო და უთხრა:
— დაგიკვეხნია, მომღერალ ვარდს ავაჩენო.
— მე დამიკვეხნია? ასეთ ვარდს როგორ ავაჩენ, როცა არც კი ვიცი, რა
ვარდიაო.
16
— დაგიკვეხნია, თუ არ დაგიკვეხნია, ეს სულ ერთია, თუ ხვალ
შუადღისათვის არ
მოიტან, ცოცხლად დაგწვავო.
ბიჭი გზას გაუდგა და ისევ იმ კეთილ ფერიას შეხვდა.
— მეფის შვილო, სად მიდიხარო?
— მეფის შვილი კი არა, არ ვიცი, ვინა ვარ. მეფეს სურს მომღერალი
ვარდი მივუტანო, მაგრამ არ ვიცი, სად ვიპოვო..
— რომ გიშველო, რას მომცემო?
— რაც პირველად მოგეცი, — ორმოცდაათ ეკიუსო.
— ძალიან კარგი. შეხვალ ჩინებულ ბაღში: იქ დაინახავ ორნაირ
ვარდს, ერთი მღერის, მეორე — არა. მომღერალი ვარდები სწრაფად
დაკრიფე და მაშინვე უკან გამობრუნდი. გზაში არ დაახანოო.
ბიჭმა ყველაფერი ისე გაკეთა, როგორც ფერიამ ურჩია და მეფეს
ვარდი მიუტანა.
— ეს ვარდი არ მღერისო, — თქვა ბებერმა დედოფალმა.
— მღერის თუ არა, მერე ვნახავო! — მიუგო მეფემ.
ცოტა ხნის მერე ბებერმა დედოფალმა მეფეს უთხრა:
— გოგოს დაუკვეხნია, სიმართლის მთქმელ ჩიტს ავაჩენო.
მეფემ მაშინვე გოგოს უხმო და უთხრა:
— დაგიკვეხნია, სიმართლის მთქმელ ჩიტს ავაჩენო.
— არა, მეფეო, არაფერი მითქვამს. ასეთი ჩიტის პოვნა როგორ
შემიძლიაო?
— დაგიკვეხნია, თუ არ დაგიკვეხნია, ეს სულ ერთია, თუ ხვალ
შუადღისთვის არ
მომგვრი, ცოცხლად დაგწვავო.
სხვა რა ჩარა იყო, გოგონა გზას გაუდგა. კეთილი ფერია გოგონასაც
შეხვდა.
— მეფის ქალო, სად მიდიხარო?
— მეფის ქალი კი არა, ერთი საწყალი ჭურჭლის მრეცხავი ვარ. ბებერ
დედოფალს
ჩვენი დაღუპვა უნდა, სიმართლის მთქმელი ჩიტის მოსაყვანად
გამგზავნა, მაგრამ არ
ვიცი, სად ვიპოვოო.
— რომ გიშველო, რას მომცემო?
— ოქროს ვარსვლავს. თუ გეცოტავება, ორ ვარსკვლავს მოგცემო.
— ძალიან კარგი! ისე მოიქეცი, როგორც დაგარიგებ: შუაღამით
მწვანე ჭალაში წახვალ, იქ აუარება ჩიტს დაინახავ. ყველა დაიწყებს
ძახილს:
— ის ჩიტი მე ვარ, მე ვარო! მხოლოდ ერთი იტყვის, — მე არ ვარო!
— შენ ის ჩიტი
დაიჭირე და, რაც შეიძლება, სწრაფად წამოდი, თორემ მარილის
სვეტად გადაიქცევიო.
გოგონა ჭალაში რომ შევიდა, ყველა ჩიტი ერთბაშად აჟივჟივდა: —
ის ჩიტი მე ვარ,
მე ვარო!
მხოლოდ ერთმა თქვა:
— მე არ ვარო!
მაგრამ გოგონას ფერიას რჩევა დაავიწყდა და მარილის სვეტად
გადაიქცა.
ძმა ელოდა დას ციხე-კოშკში, მაგრამ რა დაინახა, არ ბრუნდებოდა,
მის საძებნელად
წავიდა. იგი ისევ შეხვდა კეთილ ფერიას.
— მეფის შვილო, სად მიდიხარო?
— მეფის შვილი კი არა, მეც არ ვიცი, ვინა ვარ. ჩემი და სიმართლის
მთქმელი ჩიტის
მოსაყვანად წავიდა და არ დაბრუნებულაო.
— შენს დას ჩიტთან ერთად იპოვი. — უთხრა ფერიამ. — რომ
გიშველო, რას მომცემო?
— როგორც ყოველთვის, ორმოცდაათ ეკიუს მოგცემო.
— მაშ მისმინე: შუაღამით მწვანე ჭალაში წახვალ. მაგრამ შენს
დასავით არ მოიქცე:
მან ჩემს რჩევას ყური არ ათხოვა და მარილის სვეტად გადაიქცა. შენ
აუარება ჩიტს დაინახავ. ყველა დაიწყებს ძახილს: — ის ჩიტი მე ვარ,
მე ვარო! მაგრამ შენ ის დაიჭირე,
17
რომელიც იტყვის: — მე არ ვარო! ჩიტმა დას თავზე ნისკარტი
შეახოს და გაცოცხლდებაო.
ბიჭმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ფერიამ ურჩია: მან ჩიტი
აიყვანა და ნისკარტი დას თავზე მიადებინა. და მაშინვე გაცოცხლდა
და ორივენი კოშკში დაბრუნდნენ.
სიმართლის მთქმელი ჩიტი გალიაში ჩასვეს, ხოლო მოცეკვავე
წყალი და მომღერალი
ვარდი მაგიდაზე დააწყვეს.
ამ საკვირველების სანახავად ყველა მხრიდან ხალხი მოაწყდა.
მეფემ თქვა:
— ნადიმი უნდა გავაჩაღოთ და ყველა მოყვარე მოვიწვიოთ. მაშინ
ვნახავთ, ბავშვებმა ჩემი ბრძანება სწორად შეასრულეს თუ არაო.
მეფის მოპატიჟებაზე ყველა დიდებული მობრძანდა. ბებერი
დედოფალი
ბუზღუნებდა:
— წყალი, ვარდი და სიმართლის მთქმელი ჩიტი — ვითომ დიდი
საკვირველებააო!
— ცოტა მოითმინე და ვნახავთ, რაც არისო.
ნადიმის დროს წყალმა ცეკვა დაიწყო, ვარდი ამღერდა, მაგრამ ჩიტი
კრინტს არ
ძრავდა.
— აბა, ერთი შენი ოსტატობაც გვიჩვენეო, — უთხრა მეფემ.
— მე თუ ავლაპარაკდი, ზოგიერთ მოლხინეს შერცხვებაო.
— ჯავრი ნუ გაქვს, თქვიო.
— ხომ მართალია, ერთხელ, ომში რომ იყავ, დედაშენმა მოგწერა,
დედოფალს ლეკვი
და კნუტი შეეძინაო? ხომ მართალია, რომ ბრძანე, ორივე წყალში
გადააგდეთო.
ჩიტმა დაინახა, მეფე გაჯავრებას აპირებსო, და განაგრძო:
— რასაც ვამბობ სიმართლეა, სრული სიმართლე! ის ლეკვი და
კნუტი, აი, ეს ქალ-ვაჟია, თქვენი შვილებიო.
მეფემ რომ გაიგო, დედაჩემს მოვუტყუვებივარო, სასტიკად
განრისხდა. ბრძანა, ბებერი დედოფალი ადუღებულ ზეთში
ჩაეგდოთ. ამის მერე ბედნიერად ცხოვრობდა და
სიმართლის მთქმელი ჩიტის წყალობით ყველა საქმეში
იმარჯვებდა.

You might also like