You are on page 1of 1

მეფე და მხატვარი

ერთ ქვეყანაში ცალთვალა მეფე მეფობდა. მეფის კარზე მხატვარი


მუშაობდა. მეფეს მხატვრის გამოჭერა სურდა. ამიტომ მან თავისი
პორტრეტის დახატვა დაავალა. მხატვარი დაფიქრდა: „ბრმა რომ
დავხატო, მომკლავს, როგორ გამიბედეო. ორი თვალით რომ
დავხატო, შარს მომდებს – სად მაქვს ორი თვალიო“… მხატვარი
გონიერი აღმოჩნდა. მან ირემზე მონადირე მეფე დახატა. მეფეს
ხელში თოფი

დააჭერინა და ცალი თვალი დაუხუჭა, თითქოს მეფე თოფს ირემს


უმიზნებდა. მეფემ ნახატი ნახა და რაღას იზამდა, ვერაფერი უთხრა
გონიერ მხატვარს.

You might also like