You are on page 1of 2

"დავითის სიზმრები"

- სად ხარ, დავით? - ნაზი ხმით ჰკითხა მასწავლებელმა, რადგანაც


დაინახა, რომ დავითმა ხელიდან ფანქარი გააგდო და აღარ წერდა.
- მთაზე ვდგავარ.
- რას ხედავ? - ჰკითხა პასუხით გაკვირვებულმა მასწავლებელმა.
- თოვლიან მწვერვალებს, რომლებიც მზეზე ელვარებენ...
- დავით, შენ გძინავს და სიზმარს ხედავ. უნდა გაიღვიძო, ჩვენ სკო-
ლაში ვართ!

დავითს ისეთი მდიდარი ფანტაზია აქვს, რომ ყოველთვის, როცა


მასწავლებელი გეოგრაფიის გაკვეთილის ახსნას იწყებს, აღწერს
მთებს, სადაც ზაფხულობით ნახირი ბალახს ძოვს და ხეობებს, რო-
მელთა მცხოვრებნიც ყველს ამზადებენ, ბიჭუნა თავისდა უნებურად
შორდება საკლასო ოთახს და ძროხების შესახვედრად მიიჩქარის
ნაძვებით დაბურულ გზებზე. საძოვრებამდე მიდის და აღტაცე-
ბული შესცქერის მყინვარებსა და მიუვალ კლდეებს. ვერაფრით
ახერხებს, რომ ყურადღებით უსმინოს გაკვეთილის ახსნას.
მომდევნო კვირაში, ისევ გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელი
ხსნიდა, თუ როგორ იბადება მდინარეები პატარა ნაკადულებიდან,
რომლებიც მთიდან გამოდის და თვალწარმტაც ჩანჩქერებად მოე-
დინება, შემდეგ კი რამდენიმე ნაკადული ერთმანეთს უერთდება და
დიდ მდინარედ იქცევა, რომელიც... მაგრამ დავითი აღარ უსმენს,
რადგანაც ჯადოსნური სიტყვა `ჩანჩქერი~ გაიგონა და აი, უკვე ჩან-
ჩქერთან დგას...
- სად ხარ, დავით?
- მდინარეზე ვარ: მოდი, მასწავლებელო, ნახე, რა სასიამოვნოა, მიჰ-
ყვე დინებას.
ცხადია, დავითი კიდევ ერთხელ გადაეშვა თავის წარმოსახვით სამ-
ყაროში. მასწავლებელი გვერდით მიუჯდა და ცდილობს, კლასში
დააბრუნოს.
მაგრამ ეს სერიოზული შეცდომაა...
mshoblebiდავითს თვითონ მიჰყავს მასწავლებელი
გასაბერ ნავში ჩასაჯდომად!
მას ნიჩბებს და დამცავ ჟილეტს უწვდის, რომელიც იმ შემთხვევაში
გამოადგება, თუ წყალში გადავარდა. თვითონ კი გამოცდილ მენავე-
სავით ატრიალებს საკუთარ ნავს, რათა მდინარის ბობოქარმა ტალ-
ღებმა არ გადააბრუნოს.
სწრაფი დინებით თავრეტდასხმულ მასწავლებელს დავითი აჩვე-
ნებს მდინარეებს, რომლებშიც კუები დახტიან და სადაც შვლის ნუკ-
რები წყლის დასალევად მოდიან, ხოლო ფრინველები გალობენ და
თამაშობენ.
დავითის სიტყვები და წყლის დგაფუნი სკამზე მჯდომ მასწავლე-
ბელს იავნანასავით ჩაესმის ყურში და მასაც ეძინება...

You might also like