You are on page 1of 72

თემა1

მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობა

მკვლევრებმა დაადგინეს,რომ მასწავლებელსა და ბავშვს შორის


ადრეული ურთიერთობის ხარისხსა და სკოლაში მიღწევებს
დამოკიდებულება შესაძლოა ძლიერი და მუდმივი იყოს.
დიდი სიზუსტით ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე
შეგვიძლია ვთქვათ,რომ მოსწავლე,რომელსაც ადრეულ ასაკში ქცევასთან
დაკავშირებული პრობლემები აქვს,მაგრამ მასწავლებელი მისი
საჭიროების მიმართ სენსიტიური იყო,მას სკოლის გვიანდელ პერიოდში
გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნება.
ანუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დადებით,გულისხმიერ
ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის განსაზღვრავს
მომავალ წარმატებებს.

ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მიღწევებზე


მასწავლებლის ხარისხს.
მაგალითად,ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა ,რომ რაც უფრო მაღალია იმ
პედაგოგთა პროცენტული რაოდენობა,რომლებიც ასწავლიან საგანს არა
თავისი პროფილით,მით უფრო დაბალია მოსწავლეთა შედეგები და
პირიქით,რაც უფრო მაღალია მასწავლებლის ხარისი,მით მაღალია
მოსწავლეთა მიღწევები მის საგანში.მაგ,მათემატიკაში.

ექსპერტი მასწავლებელი-გამოცდილი,წარმატებული
მასწავლებელი,რომლებსაც ჩამოყალიბეული აქვთ პრობლემის გადაჭრის
მეთოდები.სწავლების პროცესის და შინაარსის შესახებ მათი ცოდნა
კარგად ორგანიზებული და ფართოა.ისინი ითვალისწინებენ საკუთარი
მოსწავლეების გეგმის შემუშავებისას ინდივიდუალურობასაც.
გარდა ამისა,ისინი ფლობენ არა მხოლოდ საგამს,რომელსაც
ასწავლიან,არამედ იციან როგორ დაუკავშირონ აღნიშნულის შინაარსი
საკლასო ოთახის მიღმა არსებულ სამყაროს და თუ როგორ წააქეზონ
მოსწავლეები საგნის შესწავლისკენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ არსებობს საღი აზრი და კვლევაზე


დაფუძნებული პასუხი.შესაძლოა,საღი აზრი საკმაოდ ლოგიკურად
მოგვეჩვენოს,მაგრამ კვლევები საწინააღდეგოს ამბობდეს.
საღი აზრი კვლევით უნდა შემოწმდეს.
კვლევის მეთოდები:

აღწერითი კვლევები-კვლევები,რომლებშიც გროვდება დაწვრილებითი


ინფორმაცია რაიმე სიტუაციის შესახებ.გამოიყენება
დაკვირვება,გამოკითხვა,ინტერვიუ ,ჩაწერა ან ამ მეთოდების
კომბინირებული ვარიანტი.
ერთ-ერთი მიდგომაა ეთნოგრაფიული მეთოდები-ეს გულისხმობს ერთი
ჯგუფის ცხოვრებაში მომხდარი ბუნებრივი მოვლენების შესწავლას.
როგორც აღვნიშნე,იყენებენ დაკვირვებას.მაგალითად,ჩართულ
დაკვირვებას,ასევე კონკრეტული შემთხვევების შესწავლაც(ერთი
ადამიანის ან სიტუაციის საფუძვლიანი შესწავლა) საინტერესოა
მკვლევრებისთვის.

კორელაციური კვლევა
ზოგადად კორელაცია არის სტატისტიკური აღწერა იმისა,თუ რამდენად
ახლო კავშირშია ორი ცვლადი ერთმანეთთან.

დადებითი კორელაცია-დამოკიდებულება ორ ცვლადს შორის,როდესაც


ერთდროულად ხდება მათი მაჩვენებლის ზრდა ან
კლება.მაგალითად,კალორიების მიღება და წონის მომატება.

უარყოფითი კორელაცია -გულისხმობს ,რომ ერთი ფაქტორის ზრდა


მეორის ფაქტორის შემცირებასთან არის დაკავშირებული.

ექსპერიმენტული კვლევა -კვლევის ისეთი მეთოდი,რომლის


ფარგლებშიც შესაძლებელია ცვლადების კონტროლი,მანიპულირება და
შედეგების აღწერა.

ერთი პიროვნების ექსპერიმენტული შესწავლა-ერთ პიროვნებასთან


დაკავშირებული სისტემატური ექსპერიმენტები და კვლევები.

მიკროგენეტიკური კვლევა-კოგნიტურ პროცესებში მიმდინარე


ცვლილებებზე დეტალური დაკვირვება და ანალიზი .პროცესი
გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა.
მაგალითად,მკვლევარებს შეუძლიათ გაანალიზონ თუ როგორ
სწავლობენ ბავშვები რამდენიმე კვირის მანძილზე ორნიშნა რიცხვების
მiმატებისთვის კონკრეტულ სტრატეგიებს.
მას აქვს 3 ძირითადი მახასიათებელი:ა)მკვლევრები აკვირდებიან
ცვლილების მთელ პერიოდს-ცვლილების დაწყებიდან მისი შედარებით
სტაბილურ მდგომარეობაში გადასვლამდე.
ბ)ძირითადად დაკვირვება ხორციელდება ვიდეო
ჩანაწერების,გასაუბრებების და შესასწავლი სუბიექტების მიერ
გამოყენებული ზუსტი სიტყვების ჩაწერით.
გ)ყოველი ქცევის დაკვირვება მიკროსკოპული სიზუსტით ხდება.
აქტივობის კვლევა-როდესაც მასწავლებლები და სკოლები
მოსწავლეებისათვის სწავლების მეთოდისა და შესწავლის მეთოდდის
გაუმჯობესების მიზნით სისტემურად ახორციელებენ დაკვირვებას და
ტესტირებას.

უმეტეს შემთხვევაში აღწერითი და ექსპერიმენტული კვლევა


ერთდროულად ტარდება.

კვლევებში ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს.


მაგალითად, ლონგიტიკური კვლევა-ის დიდ დროს მოითხოვს.შესაძლოა
წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს.
კროსსექციური -სხვადასხვა ასაკის ბავშვების ჯგუფების
კვლევა.მაგალითად,ვაგროვებთ ინფორმაციას სხვადასხვა ასაკის
ადამიანებზე,მაგრამ დროის ერთ მონაკვეთში.

განმარტებები:
პრინციპი-ფაქტორებს შორის დადგენილი
მიმართება.მაგალითად,კავშირი კონკრეტულ სასწავლო სტრატეგიასა და
მოსწავლეების მიღწევებს შორის.
თეორია-პრინციპთა ინტეგრირებული სისტემა,რომელიც ცდილობს
ამათუ იმ ფენომენის ახსნას და პროგნოზის გაკეთებას.

რა განსხვავებაა მათ შორის?


პრინციპი ორ ან მეტ ფაქტორს შორის ჩამოყალიბებული
ურთიერთკავშირია ,თეორია კი კონცეფციების ერთობლიობა ,რომელიც
გამოიყენება მონაცემთა განმარტებისათვის და წინასწარი
განსაზღვრისათვის.
პრინციპი კონკრეტული პრობლემის გადაჭრის რიგ შესაძლო პასუხებს
გვთავაზობს ,ხოლო თეორია-თითქმის ყველა სახის სიტუაციის
ანალიზის პერსპექტიკას.

კ ი თ ხ ვ ე ბ ი!!!

1) საბავშვო ბაღში მასწავლებლისა და აღსაზრდელის


ურთიერთობის ხარისხი არ განაპირობებს აღსაზრდელის
აკადემიურ მოსწრებას მომავალში.
TRUE
FALSE

კიდევ გავიმეოროთ ზემოთ მოცემული მასალა:


დიდი სიზუსტით ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე შეგვიძლია
ვთქვათ,რომ მოსწავლე,რომელსაც ადრეულ ასაკში ქცევასთან დაკავშირებული
პრობლემები აქვს,მაგრამ მასწავლებელი მისი საჭიროების მიმართ სენსიტიური
იყო,მას სკოლის გვიანდელ პერიოდში გაცილებით ნაკლები პრობლემა ექნება.

ანუ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის დადებით,გულისხმიერ ურთიერთობებს


ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის განსაზღვრავს მომავალ წარმატებებს.

2) კვლევები, რომლებშიც გროვდება დაწვრილებითი ინფორმაცია რაიმე


სიტუაციის შესახებ, გამოიყენება დაკვირვება, გამოკითხვა. ინტერვიუ, ჩაწერა ან ამ
მეთოდების კომბინირებული ვარიანტი, ეწოდება .......აღწერითი .............. კვლევები.

3) მასწავლებელს სურს ჩაატაროს კლასში კვლევა იმის შესახებ, თუ რომელი


მეთოდი არის ეფექტური კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად - ეს არის აქტივობის
კვლევა.(უნდა დავაზუსტო ოთართან)

True False

4) კვლევებით დასტურდება,რომ მასწავლებლის მომზადების ხარისხი დადებით


კავშირშია მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ ხარისხთან
true or false

თემა2
კოგნიტური განვითარება და მეტყველება

განვითარების ზოგადი პრინციპები:


1.ადამიანები სხვადასხვა სისწრაფით ვითარდებიან და ეს
ნორმალურია,გარდა იმ გამონაკლისებისა ,როდესაც
განვითარების პროცესი ან ძალიან ნელია,ან ძალიან სწრაფი
2.განვითარება მეტ-ნაკლებად გარკვეული წესრიგით
მიმდინარეობს.
ადამიანები უნარებს ლოგიკური თანმიმდევრობით
ავითარებენ.მაგალითად,ჩვილები ჯერ სწავლობენ
ჯდომას,შემდეგ-სიარულს.ჯერ ვკითხულობთ მარტივ
ლიტერატურას,შემდეგ რთულს და ა.შ
თუმცა წესრიგი არ ნიშნავს სწორხაზოვნებას ან მოსალოდნელ
შედეგს,შესაძლოა ადამიანი სწრაფად ვითარდებოდეს,ან
დარჩეს იგივე განვითარების დონეზე გარკვეული დროის
განმავლობაში,ასევე შესაძლოა განიცადოს უკუსვლა.
3.განვითარება თანდათანობით ხდება.

ტვინი და კოგნიტური განვითარება

2,3 წლის ბავშვს დაახლოებით15000 სინაპსი აქვს.ამ ასაკის


ბავშვებს გაცილებით მეტი სინაპსი აქვთ,ვიდრე
ზრდასრულობაში.მათ იმაზე მეტინეირონები და სინაპსები
აქვთ,ვიდრე გარემოსთან ადაპტაციაში სჭირდებათ.თუმცა
გადარჩება მხოლოდ მუშა ნეირონები ,ხოლო „გამოუყენებელი“
ნეირონები შემცირდება.ამგვარი შემცირება არის აუცილებელი
და ხელს უწყობს განვითარებას.
გონებრივი ჩამორჩენილობის ზოგიერთი ფორმა უკავშირდება
გენის დეფექტს ,რომელიც გავლენას ახდენს შემცირებაზე.

ტვინს აქვს პლასტიკურობის უნარი.მაგალითად, ადრეულ


ასაკში სტიმულების მკვეთრად გამოხატულ არარსებობას
შესაძლოა შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს,მაგრამ,რადგან
ტვინს პლასტიკურობისა და ადაპტაციის უნარი აქვს ,შეიძლება
მოხდეს კომპენსაცია(ანაზღაურება) და დაძლევადი იყოს
სტიმულის არარსებობის ან ტვინის დაზიანების შედეგები.

თავის ტვინის ქერქი უფრო ნელა ვითარდება,ვიდრე ტვინის


სხვა ნაწილები.თავდაპირველად ვითარდება ქერქის ის
ნაწილები,რომელიც ფიზიკურ მოტორულ მოძრაობებს
აკონტროლებს.შემდეგ ის ნაწილები,რომელიც აკონტროლებს
ისეთ გრძნობებს,როგორიცაა მხედველობა და სმენა,ბოლოს
შუბლის წილი,რომელიც მაღალი რიგის აზროვნებით
პროცესებს აკონტროლებს.თავის ტვინის საფეთქლის
წილები,რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ ემოციებსა და
მეტყველებაში ,სრულად არ ვითარდება სკოლის
დამთავრებისას და ზოგჯერ უფრო გვიან ასაკამდეც.
მაგალითად,წინაფრონტალური წილი ჯერ კიდევ არ აქვთ
განვითრებული სათანადოდ საბაზო და საშუალო სკოლის
მოსწავლეებსაც კი,ამიტომ უფრო იმპულსურები და ბრაზიანები
არიან.ხშირად ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს,რომ
„ასესხონ“ შვილებს წინაფრონტალური წილი,ანუ დაეხმარონ
წესებისა და შეზღუდვების დაწესებაში,გეგმის შემუშავებაში და
ა.შ
მშობლის გარდა,ასევე სკოლასა და მასწავლებელს შეუძლია
მსგავსი ფუნქციების შეთვისება.ამრიგად ისინი გადამწყვეტ
როლს თამაშობენ კოგნიტურ და ემოციურ განვითარებაზე.

ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ლატერალიზაცია,ანუ


ტვინის ორი ნახევარსფეროს სპეციალიზაცია.
ტვინი ორ ნახერსფეროდ იყოფა და თითოელ ნაწილს,მარჯვენა
და მარცხენა ნახევარსფეროს,გარკვეული ფუნქციები
აკისრია.მაგალითად მარჯვება ნახერვასფერო უზრუნველყოფს
სივრცობრივ-ვიზუალურ ინფორმაციას და ემოციების
მართვას(არავერბალური ინფრომაცია)
მარცხენა ნახევარსფერო კი უფრო ვერბალურ,ანალიტიკურ
აზროვნებაზეა პასუხისმგებელი.მაგ,გამოთვლებზე.
ასეთი განსხავევებები უფრო შეფარდებითია,ვიდრე
აბსოლუტური.უბრალოდ ერთი ნახევარსფერო უფრო
ეფექტიანად ასრულებს კონკრეტულ ფუნქციებს,ვიდრე მეორე.
არც ერთი ფსიქიკური აქტივობა არ არის ტვინის ცალკეული
ნაწილის საქმიანობის შედეგი-არამედ მოითხოვს ნებისმიერი
აქტივობა ტვინის მრავალი განსხვავებული უბნის
მონაწილეობას.

პიაჟეს აზრით,ჩვენი აზროვნება(მსჯელობა)დაბადებიდან


მომწიფებულობის ასაკამდე რადიკალურად
იცვლება.მართალია ნელა,მაგრამ მაინც იცვლება.ამის მიზეზი
და ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობის მუდმივი მცდელობაა.
როგორ ვაკეთებთ ამას?
პიაჟე ოთხ ფაქტორს გამოყოფს:
ბიოლოგიური მომწიფება,აქტივობა,სოციალური გამოცდილება
და წონასწორობა
განვიხილოთ პირველი სამი ფაქტორი:
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი,რომელიც ჩვენ მიერ
სამყაროს აღქმაზე ზემოქმედებს,არის მომწიფება.ის დროის
განმავლობაში მიმდინარეობს,გენეტიკურად
პროგრამირებულია ,ბუნებრივად მიმდინარე
ცვლილებებია,ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ,რომ მშობლებს და
მასწავლებლებს კოგნიტური განვითარების ამ ასპექტზე მცირე
გავლენა აქვთ.თუმცა ვერ ვიტყვით,რომ გავლენა საერთოდ არ
აქვთ.მაგალითად,თუ ბავშვი სათანადოდ არ იკვებება და
არაჯანსაღ საკვებს იღებს,ეს პროცესი შეიძლება
შეფერხდეს.ხოლო კვება გარკვეულ ასაკამდე მშობელზეა
დამოკიდებული.

აქტივობა.ფიზიკურ მომწიფებულობასთან ერთად გარემოზე


ზემოქმედების შესაძლებლობა და ამ ზემოქმედების შედეგად
მიღებული ცოდნაც იზრდება.
მაგალითად,როდესაც ბავშვის კოორდინაცია საკმაოდ
განვიტარებულია,მას ბალანსის პრინციპების აღმოჩენა
შეუძლია აიწონა-დაიწონაზე ქანაობით მიღებული
გამოცდილების საფუძველზე.

განვითარებასთან ერთად,ჩვენ მუდმივ ურთიერთობაში ვართ


ადამიანებთან.პიაჟეს მიხედვით,კოგნიტურ განვითარებაზე
ზემოქმედებას ახდენს სოციალური ტრანსმისია ან სხვებისგან
სწავლა.
სოციალური ტრანსმისია არის ინფორმაციის ან ქცევის
გადაცემა.ანუ ეს ძირითადად ინფორმაციის გაზიარებაა.
სოციალური გადაცემა შეიძლება მოიცავდეს ვერბალურ და
არავერბალურ კომუნიკაციას, მოქმედებებს, ქცევებს, ცოდნას და
რწმენას.

შესაბამისად,შეგვიძლია ვთქვათ,რომ
მომწიფება,აქტივობა,სოციალური გადაცემა-ყველა ერთად
კოგნიტურ განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას.

პიაჟემ თავისი თეორია ორ ბიოლოგიურ ტენდენციაზე


დააფუძნა:ორგანიზაცია და ადაპტაცია
ორგანიზაცია-ქცევების და აზრების დალაგება,კომბინირება და
გადალაგება შეწყობილ სისტემებში.ასევე, აზროვნების
პროცესების ორგანიზების ტენდენცია;
ადაპტაცია-გარემოსთან მორგება

ასევე პიაჟემ შემოიღო ტერმინი სქემა.


ეს ეხება კოგნიტურ სტრუქტურებს (გავრცელებულ აზროვნების
ნიმუშებს), რომლებიც პირველად ჩნდება ბავშვობაში და
ეხმარება ბავშვებს ცოდნის ორგანიზებაში.
ანუ ისინი აზრონების საბაზო სამშენებლო ბლოკებია.
მაგალითად, ბავშვი, რომელიც იზრდება მოსიყვარულე სახლში
და უსაფრთხო გარემოში, ისწავლის „სქემას“, რომელიც
განიხილავს სამყაროს, როგორც კეთილგანწყობილ ადგილს,
ხოლო ბავშვი, რომელიც იზრდება ძალადობრივ და
არაპროგნოზირებად სახლში,სამყაროს უყურებს, როგორც საშიშ
ადგილს.

ადაპტაცია
ორ ძირითად პროცესს მოიცავს:ასიმილაციას და აკომოდაციას.
ასიმილაცია-ვხვდებით მაშინ,როდესაც ადამიანი იყენებს მის
არსებულ სქემაში სამყაროში მომხდარი მოვლენების გაგების
მიზნით.ასიმილაცია რაიმე ახლის გაგების მცდელობას უკვე
ნაცნობ ინფორმაციასთან მისადაგებით
გულისხმობს.მაგ,მრავალი ბავშვი სკუნსის პირველად
დანახვისას მას „ფისოს“ ეძახის.ისინი ახალი გამოცდილების
ცხოველების უკვე არსებულ იდენტიფიკაციასთან მისადაგებას
ახდენენ.
აანუ
ასიმილაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ინდივიდი
არსებული მენტალური სტრუქტურებით (კოგნიტური
სქემებით) ახორციელებს ახალი ინფორმაციისა და
გამოცდილების ათვისებას ანუ ასიმილაციის დროს ყოველი
გამოცდილება ან იდეა ინტერპრეტირებულია ინდივიდის
არსებული რესურსით, ხდება ინფორმაციის მოდიფიცირება და
რესტრუქტურიზაცია, რათა იგი შესაბამისობაში მოვიდეს უკვე
არსებულ კოგნიტურ სქემებთან. მაგალითად, თუ ბავშვი
პირველად ნახავს თვითმფრინავს, ის მას უწოდებს „ჩიტს“ ანუ
თვითმფრინავის ასიმილირებას ახორციელებს საკუთარ უკვე
არსებულ “ჩიტების“(ფრინველების) სქემაში. პიაჟე მიიჩნევდა,
რომ გონებრივი ასიმილაცია წააგავს ბიოლოგიური
ასიმილაციის პროცესს, რომლის დროსაც ადამიანის სხეული
ანაწევრებს საკვებს და ითვისებს რაც მას სჭირდება, უკვე
არსებული ორგანოებისათვის.(ზიმბრადოდან)

აკომოდაცია -ახალი სიტუაციის პასუხად არსებული სქემების


შეცვლა ან ახლის შექმნა.
აკომოდაცია წარმოადგენს ფსიქიკური სტრუქტურების ან
პროცესების მოდიფიკაციას გარემოს ცვალებად მოთხოვნებთან
მორგების (შეგუების) მიზნით. მაგალითად, ჩვილის მიერ მისი
პერცეპტული პროცესებისა და ქცევითი რეპერტუარის შეცვლა
ახალ სათამაშოზე საპასუხოდ. იხ. ასევე გაწონასწორება.

პიაჟეს აზრით, არ შეიძლება არსებობდეს აკომოდაციის გარეშე.


ბავშვის განვითარებაში მხოლოდ ასიმილაცია რომ იყოს
ჩართული, ბავშვის ფსიქიკურ სტრუქტურებში ვარიაციები არ
იქნებოდა.ეს ნიშნავს, რომ ბავშვი ვერ შეძლებდა ახალი
შინაარსის შეძენას და, შესაბამისად, ვერ განვითარდებოდა.
მაგალითად,დედა უკითხავს ბავშვს ზღაპარს და ამის მიხედვით
ბავშვი აყალიბებს სქემას ძაღლის შესახებ.მას აქვს კუდი,აქვს
ყურები,ოთხი ფეხი და ა.შ
როდესაც ბავშვი პარკში დაინახავს ძაღლს,შეუსაბამებს უკვე
არსებულ ცოდნას,ამოიცნობს ყურებს,კუდს და ა.შ მაგრამ
ძაღლი იწყებს ყეფას.ბავშვი დაბნეულია.მისი არსებული სქემა
ძაღლის შესახებ არ არის წონასწორობაში.მის სქემაში ძაღლი არ
ყეფს.
დედა განუმტკიცებს ამ ცოდნას და ეტყვის ,რომ ძაღლი
მართლაც ყეფს.ამიტომ ბავშვი უკვე არსებულ ცოდნას
დაამატებს ახალს და ძაღლის შესახებ შეიქმნის წარმოდგენას..
(ასიმილაცია)
ამოიცნო სქემის მიხედვით ძაღლი

როდესაც ძაღლი ყეფს, ბავშვი განიცდის უთანასწორობას, რადგან


ბავშვის სქემა არ მოიცავდა ყეფას.

ასევე იგებს რომ ძაღლი ბეწვიანია,იცის ლოკვა


ახლა კი განვიხილოთ აკომოდაცია,როგორც ვთქვით
აკომოდაციის დროს სქემა შეიძლება შეიცვალოს და შეიქმნას
ახალი.
ბავშვი უყურებს კატას პარკში.მართალია,კატას აქვს ძაღლის
მრავალი თვისება,მაგრამ რადგან კატას განსხვავებული
მახასიათებლებიც აქვს,მაგ,ის აძვრება ხეზე.ამის გამო ბავშვი
იწყებს ახალი სქემის შექმნას.დედა კიდევ ერთხელ
განამტკიცებს ცოდნას,რომ ეს ნამდვილად კატაა ,რათა ბავშვის
დისბალანსი მოაგვაროს.
ახალი სქემის ჩამოყალიბება მოხდა
წონასწორობა-როდესაც ჩვენს კონკრეტულ სქემას ვადარებთ
მოვლენას და ის შესამისობაშია.მაგალითად,ბავშვის სქემა
ძაღლის შესახებ (რომ მას აქვს ოთხი ფეხი,კუდი,ყურები)
მართლაც შეესაბემა პარკში დანახულ ძაღლს,მაგრამ როდესაც
ის დაიწყებს ყეფას,ლოკვას ,ამ დროს არ შეესაბამება არსებული
სქემა და ადგილი აქვს წონასწორობის დარღვევას.
ასიმილაციის და აკომოდაციის გამოყენებით გამოსავლის
ძიებას ვიწყებთ.
აქ შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია
https://www.simplypsychology.org/what-is-accommodation-and-
assimilation.html#:~:text=The%20process%20of%20accommodation
%2C%20according,children%20as%20well%20as%20adults.

კოგნიტური განვითარების 4 საფეხური პიაჟეს მიხედვით


1.ჩვილობის ასაკი:სენსომოტორული საფეხური
თანდაყოლილი ქცევები - რეფლექსები
იწყებს იმის გაგებას,რომ საგნები არ ქრება,როცა
დამალულია.ანუ მუდმივობის შეგრძნება უყალიბდებათ.
ასევე მთავარი მიღწევაა მიზანმიმართული აქტივობა.
აი ,მაგალითად,თუ 6 თვის ბავშვს მივაწოდებთ ყუთს
თავსახურით,რომელშიც სათამაშოებია,ბავშვმა შესაძლოა ვერ
მოახერხოს სათამაშოების ამოღებს და ის გაღიზიანდება.მაგრამ
უფრო მოზრდილ ჩვილს ,რომელსაც სენსომოტორული
ეტაპების ძირითადი უნარები განვითარებული აქვს და
დახვეწილიც,სათამაშოების ყუთიდან ამოღებას უფრო შეძლებს
„სათამაშო ყუთის“ სქემების მოშველიებით.1)მოხსნის
თავსახურს,2)ამოატრიალებს ყუთს 3)თუ სათამაშოები ყუთში
გაიჭედა,შეანჟღრევს და 4)დააკვირდება გადმოყრილ
სათამაშოებს.
ანუ მიზნის მისაღწევად ხდება ცალკეული დაბალი დონის
სქემების უფრო მაღალი დონის სქემებში ორგანიზება.
სენსომოტორული საფეხურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი
მიღწევაა რევერსული(შექცევადი) ქმედებების დაუფლება.
მაგ,ყუთში დააბრუნებს სათამაშოებს.
ანუ შეცვლილი მდგომარეობა დაუბრუნო საწყისს.

2.პრეოპერაციული საფეხური (ადრეული ბავშვობიდან სკოლის


ადრეულ ასაკამდე)2დან საშ.7წლამდე.
ოპერაციების შესასრულებლად საჭიროა მენტალური
მოქმედებები და მხოლოდ ფიზიკური ქმედებები არაა
საკმარისი.პრეოპერაციულ სტადიის პერიოდში კი ბავშვში
მენტალური ოპერაციები არაა დახვეწილი,მაგრამ ის მათი
დახელოვნებისკენ მიიწევს.
ძირითადი მიღწევა-სიმბოლოების ფორმირების და გამოყენების
შესაძლებლობა
ასევე გამოხატულია სემიოტური ფუნქცია-მაგალითად,ბავშვს
შეუძლია წარმოაჩინოს საგანი მისი დამახასიათებელი ნიშნის
მიხედვით.ანუ სიმბოლოების გამოყენების უნარი.
ამ სტადიაზე სწრაფად ვითარდება მეტყველება.
სირთულეს წარმოადგენს შექცევადი აზროვნება და
კონსერვაცია.
კონსერვაცია არის პრინციპი,რომლის მიხედვითაც ობიექტის
გარკვეული თვისებები უცვლელი რჩება იმის მიუხედავად,რომ
შეცვლილად შეიძლება გამოვლინდეს,თუ კიარაფერი მიემატა
და არაფერი გამოაკლდა.
მაგალიტად,2 წლის ლელას აჩვენეს ორი იდენტური
ჭიქა,ერთნაირი ზომის და ფორმის.ორივეში ერთნაირი
რაოდენობის წყალი ესხა.ის მიხვდა,რომ ჭიქებში ერთნაირი
რაოდენობის წყალია.ამის შემდეგ ერთი ჭიქიდან წყალი უფრო
მაღალ და ვიწყო ჭურჭელში გადაიტანეს და ლეას ჰკითხეს ,თუ
რომელ ჭურჭელში იყო მეტი რაოდენობით წყალი.ლეამ
უპასუხა,რომ მაღალ ჭიქაში უფრო მეტი რაოდენობით ესხა
წყალი.
ანუ სითხეს არც არაფერი მიემატა,არც დააკლდა,შესაბამისად
რაოდენობა იგივეა,მაგრამ ბავშვს ამის მიხვედრის უნარი არ
აქვს.პიაჯეს აზრით,ლეას ყურადღება კონცენტრირებულია
მხოლოდ სიმაღლეზედა მისი პასუხი სწორედ ამ ფაქტმა
განაპირობა.ბავშვისტვის ერთდროულად ერთი სიტუაციის
რამდენიმე ასპექტზე ფოკუსირება-ანუ დეცენტრალიზაცია
რთული იყო.
პრეოპერაციულ ბავშვს ახასიათებს ეგოცენტრიზმი-სამყაროსა
და სხვების გამოცდილების საკუთარი თვალსაზრისით
აღქმა.ბავშვებს სჯერათ,რომ ყველა იზიარებს მათ გრძნობებს.
ეგოცენტრიზმი შესამჩნევია საუბარშიც.ბავშვი,მაშინაც
კი,როდესაც არავინ უსმენს,ხალისით საუბრობს იმაზე,თუ რას
აკეთებს.ამას პიაჟე კოლექტიურ მონოლოგს
უწოდებს.მეტყველება,როდესაცბავშვები ლაპარაკობენ
ჯგუფში ,მაგრამ არაა აზრების გაცვლის მცდელობა და სხვისი
თვალსაზრისის გაზიარებაც არ ხდება.

3.კონკრეტულ ოპერაციული სტადია.(დაწყებითი სკოლის


გვიანდელი პერიოდიდან საშუალო სკოლის წლებამდე)
პიაჟეს მიხედვით,მოსწავლის მიერ კონცერვაციის შემცველი
ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობა მსჯელობის სამი
ძირითადი ასპექტის გაგებაზეა
დამოკიდებული:იდენტობა,კომპენსაცია და შექცევადობა.
იდენტობაში დახელოვნების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია იმის
გაგება,რომ თუ საგანს არაფერს არ მოვაკლებთ და არ
მივამატებს,ის უცვლელი დარჩება.
კომპენსაციის გაგებით მან იცის,რომ ერთი მიმართლების
ცვლილება შესაძლოა მეორე მიმართულების ცვლილებით იქნას
კომპენსირებული.ანუ,თუ ჭიქა ვიწროა,სითხე უფრო მაღალ
დონეს მიაღწევს.
შექცევადობა-აზროვნების პროცესში მიჰყვე საფეხურებს,შემდეგ
მენტალურად შემოაბრუნო,და დაუბრუნდე საწყის
წერტილს.მას შექცევად აზროვნებას უწოდებენ.

ამ ეტაპზე ხდება კლასიფიკაციის დახელოვნებაც,ანუ


კატეგორიებად დაჯგუფება.ბავშვის მიერ საგნის ერთ
კონკრეტულ თვისებაზე ფოკუსირების(მაგ,ფერის) და საგნების
ამ თავისებურებების მიხედვით დაჯგუფების შესაძლებლობა.
ასევე ვითარდება სერიაციის უნარი-ეს გულისხმოვს საგნების
თანმიმდევრული დალაგების პროცესს(დაწყებული დიდით და
დამთავრებული პატარით)
ამრიგად,კონკრეტულ-ოპერაციულ სტადიაზე
კონსერვაციის,კლასიფიკაციის და სერიაციის უნარების
დაუფლებით,მოსწავლე აზროვნების სრულფასოვან და ძალიან
ლოგიკურ სისტემას საბოლოოდ ავითარებს.თუმცა ამ სტადიის
ბავშვებს ჰიპოთეზურ,აბსტრაქტულ პრობლემებზე
მსჯელობა ,რაც ერთდროულად ბევრი ფაქტორის
კოორდინაციას საჭიროებს,ჯერ კიდევ არ შეუძლიათ.

ფორმალური ოპერაციების სტადია (საშუალო სკოლა და


კოლეჯი)
მენტალური ამოცანები,რომლებიც მოითხოვს აბსტრაქტულ
აზროვნებასა და მრავალი ცვლადის კოორდინირებას
მოითხოვს.
ვითარდება ჰიპოთეტურ-დედუქციური მსჯელობა.
აქვთ ჰიპოთეზების ფორმულირება,მათი ანალიზისთვის
მენტალური ექპერიმენტების დაწყება და სატანადო
ჰიპოთეზების შემოწმება. ეს შესაძლებლობას აძლევს
მოსწავლეებს გამოიყენონ მეცნიერული მეთოდი.
ასევე დამახასიათებელია მოზარდობის ეგოცენტრიზმი.

კითხვები!!!
1) 1.ბავშვი აცნობიერებს, რომ რაც უფრო ვიწროა ჭიქა, მასში ჩასხმული წყალი უფრო მეტი
(მაღალი) ჩანს, მიუხედავად რაოდენობის უცვლელობისა. ბავშვს
ესმის .........კონსერვაცია.......
კონსერვაცია ესმის მაგრამ კომპენსაცია?
2. არსებული კოგნიტური სქემების შეცვლას ან ახლის შექმნას, ვითარების შესაბამისად,
ეწოდება ..აკომოდაცია.............
3. სკოლაში, მათემატიკის გაკვეთილზე, მასწავლებელმა ზეპირად ახსნა ერთუცნობიანი
განტოლების ამოხსნის პრინციპი და ზეპირად მოიყვანა მაგალითი 2*X=6 და იმისთვის
რომ გაიგონ X-ის მნიშვნელობა საჭიროა 6 გაყონ 2 ზე. (X = 6:2) გიორგის გაუჭირდა
ერთუცნობიანი განტოლების გაგება, იმსჯელეთ:

ა) პიაჟეს მიხედვით, განვითარების რომელ სტადიასთან გვაქვს საქმე და შესაბამისი


სტადიის რომელი შეზღუდვა/ შეზღუდვები უდევს საფუძვლად მოცემულ
შემთხვევას?
პრეოპერაციული სტადია.სიმბოლური ფორმით აზროვნების საშულების განვითარება
გარკვეულწილად შეზღუდული რჩება ამ სტადიაზე.

ბ) მიეცით რეკომენდაცია მასწავლებელს, როგორ დაეხმაროს გიორგის?


სასურველია მოიყვანოს კონკრეტული მაგალითები და ვიზუალური დახმარება
გამოიყენოს.

2) განმარტეთ, რას გულისხმობს ასიმილაცია და მოიყვანეთ ერთი მაგალითი.


რაიმე ახლის გაგების მცდელობა უკვე არსებულ სქემასთან მისადაგებით
მაგალითად,დედა უკითხავს ბავშვს ზღაპარს და ბავშვის გონებაში იქმნება გარკვეული
სქემები ძაღლის შესახებ-ძაღლს აქვს კუდი,ოთხი ფეხი,ყურები და ა,შ.როდესაც ის პარკში
დაინახავს ძაღლს,ამ აარსებულ სქემას შეუსაბამებს,მაგრამ ძაღლი იწყებს
ყეფას,ლოკვას.ახალ ნიშნებს ავლენს,რომელიც ბავშვის სქემაში არ ყოფილა,ამიტომ ის
იწყებს ამატებს ახალ ინფორმაციას უკვე არსებულ სქემას.

1) 3.ბავშვების მხრიდან სხვების თვალსაზრისის


გაუზიარებლობას, შეზღუდვას რომ მათ გონიათ
სხვებიც ისე ფიქრობენ, როგორც
ისინი ...ეგოცენტრიზმი....... ეწოდება.

4. პიაჟეს მიხედვით ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი განსაზღვრავს


ინტელექტუალურ განვითარებას.

წარმოსახვა

აქტივობა

2) ფიზიკური გამოცდილება

5. ნიკოლოზი და სალომე და-ძმანი არიან. ნიკოლოზი 5 წლისაა, სალომე რვის. მათ


მამა ასწავლის, რომ თუ გვაქვს ორი თანაბარი ზომის ორცხობილა, მიუხედავად
იმისა რომ ერთ-ერთს შუაზე გავჭრით მისი რაოდენობა მაინც არ იცვლება,
ნიკოლოზს კი დაჟინებით ის ორცხობილა უნდა რომელიც შუაზეა გაჭრილი 2
ნაწილას. სალომეს კი არ აქვს პროტესტი, სულ ერთია მისთვის რომელი შეხვდება.

პიაჟეს მიხედვით, განვითარების რომელ სტადასთან გვაქვს ასქმე და სშესაბამისი


სტადიის რომელი შეზღუდვა/შეზღუდვები უდევს საფუძვლად მოცემულ
შემთხვევას?

პრეოპარაციული სტადია ნიკუშას შემთხვევაში.მას არ აქვს კონსერვაციის უნარი და


კონცენტრირებას აკეთებს მხოლოდ რაოდენობაზე და არა მოცულობაზე,შესაბამისად
მას დეცენტრაცლიზაცია გართულებულია.
სალომე,როგორც ჩანს,აღარ არის პრეოპერაციულ სტადიაზე.თუ რომელ სტადიაზე
იგი,ვერ ვიტყვით ზუსტად-შესაძლოა იყოს როგორც კონკრეტული ოპერაციების,ასევე
ფორმალური ოპერაციების სტადიაზე

6. განმარტეთ რას ნიშნავს თანმიმდევრობა (სერიაცია) მოიყვანეთ მაგალითი.


სერიაცია-კონკრეტული განზომილების საფუძველზე ნივთების კრებულის
თანმიმდევრობით მოწყობის პროცესი.
მაგალითად,სათამაშო,რომელზეც რგოლები უნდა დაეწყოს სიდიდის მიხედვით.

7. განმარტეთ რას ნიშნავს აკომოდაცია? მოიყვანეთ მაგალითი.


აკომოდაცია-ახალი სიტუაციის საპასუხოდ არსებული სქემის შეცვლა ან ახლის
შექმნა.
მოვიყვანოთ მაგალითი.
ბავშვს აქვს სქემა ძაღლის მახასიათებლების შესახებ.სქემა ასეთა-ძაღლს აქვს ოთხი
ფეხი,ორი ყური,კუდი,ბეწვი,ყეფს,ლოკავს.
ბავშვმა პარკში დაინახა კატა.მართალია,კატას ბევრი საერთო აქვს ძაღლთან,მაგრამ
არსებული სქემა შესაბამისობაში მაინც არმოდის,რადგან ბავშვმა დაინახა რომ კატას
აქვს ხეზე აძრომის უნარი.ამიტომ მან არსებული სქემა შეცვალა და შექმნა ახალი სქემა
კატის შესახებ.

8. კოგნიტური, სოციალური, ფიზიკური და პიროვნული განვითარება მჭიდროს არის


დაკავშირებული ერთმანეთთან. ჭეშმარიტია
9. პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიაში 5 ეტაპია.მცდარია.4ეტაპია
10) ქართულის მასწავლებელმა მეორე კლასის მოსწავლეებს სთხოვა სურათები
აელაგებინათ იმის მიხედვით, თუ რომელსურათზე გამოსახული საგანიც იწყებოდა
ერთსა და იმავე ასოზე. შემდეგ კი თხოვა გადაერჩიათ ეს სურათების ორი
კრიტერიუმით ერთი რომ საერთო ასობგერაზე იწყეოდეს და მეორე რომ საერთო
რაოდენობის ასობგერებისგან შედგებოდეს სურათზე გამოსახულებები.
მიუთითეთ რამდენად შეესაბამება აღწერილი ორივე დავალება მასწავლებლის
დასახულ მიზანს, რომ ბავშვებს დაეხმაროს კლასიფიკაციაში.
პირველი მეთოდი მისაღებია,რადგან ერთსა და იმავე ასოზე საგნების დაწყობა
სირთულეებთან არ ასოცირდება და კლასიფიცირებაში შესაძლოა დაეხმაროს
ბავშვებს,მაგრამ ორი კრიტერიუმით დაწყობა მეორე კლასელი ბავშვებისათვის
რთულია

აღწერეთ მოკლედ ბავშვის განვითარების სპეციფიკა, ამ ამოცანასთან მიმართებაში და


პასუხი დაასაბუთეთ.
მეორე კლასელი ბავშვი სავარაუდოდ არის 7 წლის,ამიტომ პრეოპერაციულ სტადიაზე
იმყოფება,შესაბამისად არ აქვთ განვითარებული დეცენტრალიზაციის უნარი და ორ
კრიტერიუმზე ერთდროულად მუშაობა უჭირთ.

1) ქეისი 3: თქვენ ხართ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,


თქვენი მეათე კლასელი მოსწავლე ნიკა ორი კვირის წინ დაბრუნდა მოსწავლეთა მსოფლიო
ოლიმპიადიდან, სადაც ინფორმატიკაში მეორე ხოლო მათემატიკაში მეოთხე ადგილი
დაიკავა. მთელი სკოლა მის წარმატებაზე საუბრობს. თქვენს საგანში ნიკა არასდროს იყო
გამორჩეულ და ბოლო კვირის დავალებებიც ისეთივე აქვს, როგორც ყოველთვის - საშუალო
შეფასებას იმსახურებს. ცოტა ხნის წინ პიაჟეს თეორიასაც გაეცანით და იქ დწაიკითხეთ, რომ
სწორედ ამ ასაკში ინტერესდებიან განსაკუთრებით ბავვები
სოციალური/პოლიტიკური/ფილოსოფიური საკითხებით. დავალებებიც სწორედ ამ ტიპის
იყო. თქვენ უკვე საკუთარ თავს ადანაშაულებთ, რომ ნიკას დაინტერესებას ვერ ახერხებთ.

პიაჟემ არ გაითვალისწინა ინდივიალური განვითარების სტადიები.აი,მაგალითად,5 წლის


ბავშვებიც თამაშობენ ჭადრაკს იდეალურად,უფროსებსაც კი უგებენ,მაგრამ პიაჟეს მიხედვით
წესით ვერ უნდა თამაშობდეს ასე კარგად.ხოდა ამ მასწავლებელმა წაიკითხა,რომ ამ ასაკში
ბავშვები პოლიტიკური/სოციალურ/ფილოსოფიური საკითხებით ინტერესდებიან და ამ
ბავშვის შემთხვევაში არაა ეგრე,თუმცა აუცილებელი არაა ყველა დაინტერესდეს.ეს არის
ინდივიდი თავისი მახასიათებლებით და ყოველთვის ყველაფერი არ უნდა განვაზოგადოთ.

თავი3
სოციოკულტურული თეორიის ფუძემდებელი არის
ვიგოტსკი.
ვიგოსტსკის სჯეროდა,რომ ადამიანის საქმიანობა
კულტურულ რაკურსში უნდა განიხილებოდეს და მისი
გამოყოფა ამ სისტემიდან არ შეიძლება.მისი ერთ-ერთი
ძირითადი მოსაზრება იყო,რომ ჩვენი თავისებური
მენტალური სტრუქტურა და პროცესი შესაძლოა სხვებთან
ინტერაქციის რაკურსში იყოს განხილული.კოგნიტურ
განვითარებაზე მსგავს სოციალურ ინტერაქციებს არა
მხოლოდ უბრალო ზეგავლენა აქვს,არამედ ისინი ჩვენს
კოგნიტურ სტრუქტურებს და აზროვნების პროცესებს
ქმნიან.
სოციოკულტურული თეორია ხაზს უსვამს ბავშვისა და
საზოგადოების უფრო მცოდნე წევრებს შორის
კოოპერაციული დიალოგის განვითარების როლს.

ინდივიდუალური აზროვნების სოციალური წყაროები


თანაშემოქმედების პროცესი - სოციალური
პროცესი,მოლაპარაკება, რომელში ჩართული ადამიანები
ურთიერთობენ პრობლემის გასაგებად ან გადასაჭრელად.

ბავშვსა და სხვა პიროვნებას შორის განაწილებული


მოქმედების დროს მაღალი დონის პროცესები
თავდაპირველად თანაშემოქმედებითია, შემდგომ ბავშვი
პროცესების ინტერნალიზებას ახდენს, რომელიც ბავშვის
კოგნიტური განვითარების ნაწილი ხდება.

ამრიგად ვიგოტსკისთვის სოციალური ინტერაქცია


მაღალი კოგნიტური პროცესების საწყისს წარმოადგენს.

მაგალითისთვის მოვიყვანოთ შემდეგი სიტუცია:


ექვსი წლის ბავშვმა სათამაშო დაკარგა და
დახმარებისთვის მამას მიმართა.მამა კითხვებს
უსვამდა,იმისათვის,რომ სათამაშო ეპოვნათ.არც მამას
ახსოვს სადაა სათამაშო ,მაგრამ ერთობლივი მოქმედებით
იპოვეს.ინტერაქციაში მეხსიერება და პრობლემის გადაჭრა
-ადამიანებს შორის-თანაშემოქმედებითი იყო.მაგრამ
ბავშვმა,შესაძლოა,მომავალში სტრატეგიების
ინტერნალიზება მოახდინოს ,და შემდგომში რაიმეს
დაკარგვისას გამოიყენოს და დამოუკიდებლად
მოძებნოს.სათამაშოს მოძებნის მსგავსად უფრო მაღალი
ფუნქციები ბავშვსა და მასწავლებელს შორის უფრო ადრე
ხდება,ვიდრე ინდივიდუალურად ბავშვში.
პიაჟეც ,ვიგოტსკის მსგავსად,ხაზს უსვამდა კოგნიტურ
განვიტარებაზე სოციალური ინტერაქციის
მნიშვნელობას,მაგრამ სხვა როლს ანიჭებდა.ის
წონასწორობის აღდგენაში ანიჭებდა მნიშვნელობას
სოციალურ ინტერაქციას.
ხოლო ვიგოსტკი თვლიდა,რომ ყველაზე მეტი სარგებლის
მომტანი ინტერაქცია თანატოლებს შორის არსებული
ინტერაქციაა,რადგან ,მისი აზრით,თანატოლები ერთი და
იგივე განვითარების დონეზე არიან და მათ ერთმანეთის
აზროვნების გამოწვევა და წახალისება შეუძლიათ.მეორეს
მხრივ,ვიგოტსკი ვარაუდობდა,რომ ბავშვების კოგნიტურ
განვითარებაზე მათზე უკეთ მოაზროვნე და უფრო
განვითარებულ ადამიანებთან ინტერაქცია-
მაგალითად,მშობლებთან და მასწავლებლებთან-
ეხმარებოდა.რა თქმა უნდა,მოსწავლეებს სწავლა ,როგორც
თანატოლებთან ,ისე უფროსებისგანაც შეუძლია.
კულტურული საშუალებები და კოგნიტური განვითარება
ვიგოტსკის სჯეროდა,რომ კულტურული
ბერკეტები ,მატერიალური საშუალებების
ჩათვლით(სახაზავები,სათლელი,კომპიუტერი და.აშ) და
ფსიქოლოგიური შესაძლებლობები (ნიშნებისა და
სიმბოლოების სისტემა,მაგალითად,რუკები,ბრაილის და
ნიშნების ენა,კოდები და მეტყველება)კოგნიტურ
განვითარაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

კულტურული ბერკეტები - მატერიალური


ინსტრუმენტები (მაგ. კომპიუტერი) და სიმბოლოთა
სისტემები (რიცხვები, ენა), რომლებიც საშუალებას აძლევს
ადმიანებს, დაამყარონ კომუნიკაცია საზოგადოებაში,
იაზროვნონ, გადაჭრან პრობლემები,შექმნან ცოდნის
ახალი სისტემები
რიცხვითი სისტემა ფსიქოლოგიური საშუალებაა,რომელიც
სწავლას და კოგნიტურ განვითარებას ეხმარება -ის
აზროვნების პროცესს ცვლის.

მეტყველების როლი და ეკონომიური მეტყველება


კოგნიტური განვითარებისათვის მეტყველება არის
უმნიშვნელოვანესი,რადგან ის აზრების
გამოხატვის ,კითხვის დასმის საშუალებას
გვაძლევს,ადამიანებთან ვამყარებთ კავშირს,გადავცემთ
მისი საშუალებით კულტურას და ა.შ
ენა და კულტურული განსხვავევებები
დროთა განმავლობაში მეტყველება კულტურული
საჭიროებებისა და ღირებულებების მიხედვით იცვლება.
ვიგოტსკიმ,პიაჟესგან განსხვავებით,მეტყველებას უფრო დიდი
როლი მიანიჭა სწავლების და კოგნიტური განვითარების
პროცესებში.ის თვლიდა,რომ ენა არის აზროვნების
ინსტრუმენტი
ავტონომიური მეტყველება(პიაჟეს და ვიგოტსკის
განსხვავებული შეხედულებები(
ბავშვები საკუთარ თავს ხშირად ესაუბრებიან.პიაჟემ საკუთარი
თავისკენ მიმართულ მეტყველებას „ეგოცენტრული
მეტყველება“უწოდა.ის თვლიდა,რომ ეგოცენტრული
მეტყველება პატარა ბავშვის მიერ სამყაროს სხვათა თვალებით
ვერ აღქმის კიდევ ერთი მანიშნებელი იყო.ისინი მსმენელთა
საჭიროებებს და ინტერესებს არ ითვალისწინებენ ამ დროს.ის
თვლიდა,რომ ბავშვი სხვებთან ურთიერთობის
დროს,განსაკუთრებით თანატოლებთან ,სოციალურ
მეტყველებას ავითარებს,სწავლობს მოსმენას და აზრთა
გაცვლას.
ვიგოტსკი კი განსხვავებულ შეხედულებას აფიქსირებდა.ის
თვლიდა,რომ ავტონომიური მეტყველება კოგნიტური
მოუმწიფებლობის ნიშანი არ იყო.ის თვლიდა,რომ საკუთარ
თავთან საუბარი კოგნიტურ განვითარებაზე მნიშვნელოვან
როლს ასრულებს,რადგან მას ბავშვები თვითრეგულაციამდე
მიჰყავს:ესაა დაგეგმვის უნარი,დაკვირვება,ადამიანის
აზროვნების მართვა და პრობლემის გადაჭრა.
მას მიაჩნდა,რომ თვითრეგულაცია საფეხურთა სერიებად
ვითარდება.
მაგალითად,ბავშვს თუ ხელი სანთლის ალისკენ
მიაქვს,მშობელი ეუბნება-არა!შემდეგ ბავშვი იგივე
მეტყველების საშუალებით სხვათა ქცევების რეგულირებას
სწავლობს.ბავშვი მეორე ბავშვს ეუბნება_არა!ასევე ავტონომიურ
მეტყველებას საკუთარი ქცევების რეგულისრებისთვის იყენებს
და საკუთარ თავს ჩუმად ეუბნება_არა!
ასაკის მატებასთან ერთად საკუთარი თავისკენ მიმართლი
საუბარი ფარული ხდება,იცვლება ჩურჩულით და შემდგომ -
ტუჩების მოძრაობით.ბოლოს ეტპს ფიქრი წარმოადგენს.
ამ საფეხურთა სერიების თანმიმდევრობა,დაწყებული
საკუთარი თავთან საუბრით და დამთავრებული უხმო შინაგანი
ხმით,წარმოადგენს კიდევ ერთ მაგალითს,რომელიც
ასახავს ,თუ როგორ ჩნდება უფრო მაღალი დონის მენტალური
ფუნქციები პირველად ადამიანებს შორის მაშინ,როდესაც ისინი
ურთიერთობენ და ერთმანეთის ქცევის რეგულირებას ახდენენ.
შეგვიძლია ვთქვათ,რომ შინაგანი მეტყველება საკუთარი
ქცევების,აზროვნების რეგულირებაში და პრობლემების
გადაჭრაში გვეხმარება.ამის გამო,ხშირად სკოლაშიც
იყენებენ,სწავლის პროცესში.ამიტომ მასწავლებელი,რომელიც
ამოცანის ამოხსნისას ბავშვს სიჩუმისკენ მოუწოდებს,შესაძლოა
სამუშაოს შესრულება უფრო გაურთულოს.
ერთ-ერთი მიდგომა კოგნიტური თვითინსტრუქცია
მოსწავლეებს სწავლის წარმართვისათვის საკუთარ თავთან
საუბრის გამოყენებაში ეხმარება.

უახლოესი განვითარების ზონა - ფაზა, როდესაც ბავშვი


ახერხებს ამოცანის დაუფლებას მისთვის შესაბამისი
დახმარების აღმოჩენის შემდეგ.ის შეიძლება ოქროს შუალედად
ჩაითვალოს.ის სწავლების მოსაწყენსა და შეუძლებელს შორის
პერიოდს წარმოადგენს.ანუ არ უნდა ვასწავლლოთ მოსწავლეს
ის,რაც უკვე იცის,რადგან ის მისთვის მოსაწყენი იქნება.არც ის
უნდა ვასწავლოთ,რომლის შესწავლისთვისაც ის მზად არ
არის,აი,უახლოესი განვითარების ზონაში კი რისი აღქმის
უნარიც აქვს ის უნდა ვასწავლოთ და ამ პროცესში ,სკოლის
შემთხვევაში მაასწავლებელი დაეხმარება.
ხშირად უფროსები ამოცანის ამოხსნასა და დასრულებაში
გარკვეულ მითითებებს აძლევენ.აღნიშნული თანდათანობით
კლებულობს მაშინ,როდესაც ბავშვი საკუთარი თავის
ხელმძღვანელობას სწავლობს.

პიაჟე თვლიდა,რომ კოგნიტური განვითრება სწვალაზე ადრე


ხდება-ბავშვი კოგნიტურად „მზად“ უნდა იყოს
სწავლისათვის.“სწავლა განვითარებაზეა დამოკიდებული და
არა პირიქით“.
ვიგოტსკი კი პირიქით,თვლიდა ,რომ სწავლა აქტიურ პროცესს
წარმოადგენს ,რომელიც მზადყოფნას არ უნდა დაელოდოს.იგი
სწავლას განვითარების იარაღად,საშუალებად აღიქვამდა-
სწავლა უბიძგებს განვითარებას უფრო მაღალი
დონეებისაკენ,ხოლო სოციაური ინტერაქცია სწავლის
გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.ანუ ის თვლიდა,რომ
მასწავლებლები და ზოგადად აღმზრდელები მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ კოგნიტურ განვითარებაში.

ვიგოსტსკის და პიაჟეს თეორიების დანერგვა პრაქტიკაში


პიაჟე თვლიდა,რომ განათლების ძირითადი მიზანია
ვასწავლოთ ბავშვებს,თუ როგორ უნდა სწავლა.განათლებამ
ბავშვების აზროვნების ფორმირებაზე უნდა მოახდინოს
გავლენა და არა მოწყობაზე.პიაჟე
გვასწავლიდა,რომ ,იმისათვის ,რომ გავიგოთ,თუ როგორ
აზროვნებს ბავშვი,ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ მათ და
დავაკვირდეთ ამოცანის ამოხსნის პროცესში.თუ გავიგებთ
ბავშვის აზროვნებას,სწავლის მეთოდებს უკეთ მივუსადაგებთ
მას.გარდა ამისა ,თუ მოსწავლე ,მაგალითად ვერ აკეთებს
ამოაცანას დაკვირვებით მივხვდებით,ეს კოგნიტური
მოუმწიფებლობის ბრალია თუ უბრალოდ მასალის არცოდნის.
პიაჟეს ფუნდამენტური მოსაზრება მდგომარეობს იმაში,რომ
ინდივიდი საკუთარ გაგებას თავად აგებს,საკუთარი ცოდნის
ინდივიდუალურად ჩამოყალიბება შეუძლიათ.სწავლება
კონსტრუქციული პროცესია.ყველა მოსწავლეს აზროვნების
შეფასების,ცვლილებების მოხდენის,საპასუხო რეაქციის
მიღების და სხვების მიერ ამოცანის ამოხსნის პროცესზე
დაკვირვებისთვის მასწავლებლებთან და თანატოლებან
ურთიერთობა სჭირდება.სხვებთან კომუნიკაცია მოსწავლეების
საკუთარი აზროვნების შესაძლებლობების
გამოყენებას,შემოწმებას და ზოგ შემთხვევაში,ცვლილებას
განაპირობებს.
პიაჟეს განსაკუთრებით აინტერესებდა იმ უნივერსალური ცოდნის ლოგიკა და
კონსტრუირება, რომლის სწავლაც უშუალოდ გარემოდან შეუძლებელია,
მაგალითად, კონსერვაცია და შექცევადობა. ასეთ ცოდნას არ ქმნის გარე სინამდვილე,
ის ჩვენივე შემეცნების ან აზრების რეფლექსიისა და კოორდინირებისგან
მომდინარეობს. პიაჟე სოციალურ გარემოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან
ფაქტორად აღიქვამს, მაგრამ, მისი აზრით, სოციალური ურთიერთობები არ არის
აზროვნების ცვლილების ძირითადი მექანიზმი.

განათლებისა და განვითარების ზოგიერთმა ფსიქოლოგმა პიაჟესეულ


კონსტრუქტივიზმს „კონსტრუქტივიზმის პირველი ტალღა” ან „სოლო
კონსტრუქტივიზმი” უწოდა, რითაც ხაზი გაუსვა ინდივიდის წვლილს. 

ვიგოტსკის სოციალური კონსტრუქტივიზმი. ვიგოტსკის სჯეროდა, რომ სოციალური


ურთიერთობა, კულტურული ინსტრუმენტები და საქმიანობა განაპირობებს
ინდივიდუალურ განვითარებასა და სწავლას. სხვებთან ერთად საქმიანობის ფართო
სპექტრში მონაწილეობით შემსწავლელები ითვისებენ (იშინაგანებენ) ერთად მუშაობის
შედეგებს. ეს შედეგები შესაძლოა მოიცავდეს როგორც ახალ სტრატეგიებს, ისე ახალ
ცოდნასაც.
ვინაიდან ეს თეორია სწავლის ასახსნელად მეტწილად ეყრდნობა სოციალურ
ურთიერთობებსა და კულტურულ სფეროს, ფსიქოლოგთა უმრავლესობა ვიგოტსკის
თეორიას სოციალურ კონსტრუქტივიზმს უწოდებს. იმის გამო, რომ თავდაპირველად
ვიგოტსკი დაინტერესებული იყო ადამიანის ინდივიდუალური განვითარებით, ზოგი
თეორეტიკოსი მას ფსიქოლოგიური კონსტრუქტივიზმის მიმდევრადაც მოიხსენიებს. ამ
თვალსაზრისით, ვიგოტსკი ორივე თეორიის მიმდევარია. სწავლის მისეული თეორიის ერთი
უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ როგორც ფსიქოლოგიური,
ისე სოციალური ფაქტორები: ის ორივე ბანაკს აკავშირებს. ამის მაგალითია ვიგოტსკის
კონცეფცია უახლოესი განვითარების ზონის შესახებ. უახლოესი განვითარების ზონა ის
ზონაა, სადაც ბავშვს შეუძლია პრობლემის გადაჭრა უფროსის ან უფრო გაწაფული
მოსწავლის დახმარებით.

ვიგოტსკი
ერთმა ინდივიდმა მეორეს ,რომ გადასცეს კულტურული
ბერკეტები,ამისათვის სამი გზა არსებობს:
იმიტირებით სწავლა(როდესაც ერთი ადამიანი მეორის
მიბაძვას ცდილობს)
ინსტრუქციული სწავლა(როდესაც მოსწავლეები
მასწავლებლის მითითებების ინტერნალიზაციას ახდენენ და
ამ მითითებებს თვითრეგულაციისთვის იყენებენ)
კოლაბორაციული სწავლება(როდესაც თანატოლები ჯგუფში
ცდილობენ ერთმანეთის გაგებას და პროცესში სწავლობენ)

ვიგოსტსკი ინსტრუქციულ სწავლებას დიდ მნიშვნელობას


ანიჭებდა.

კიდევ განვმეორდეთ,რომ ვიგოტსკი თვლიდა,რომ კოგნიტური


განვითარება ბავშვის მიერ საკუთარი კულტურული წრის
წევრებთან საუბრებითა და ინტერაქციით ხდება.ეს ადამიანები
გზამკვლევად და მასწავლებლებად გვევლინებიან,რომლებიც
ბავშვებს ინფორმაციას აწვდიან,რათა ინტელექტუალურად
განვითარდნენ.
ჯერომი ბრუნერმა უფროსის ასეთ დახმარებას ხარაჩოები
უწოდა.
კითხვა შუალედურიდან:
განმარტეთ სკაფოლდინგის (ხარაჩოების) პრინციპი და მოიყვანეთ
მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მასწავლებელმა ეს პრინციპი სასწავლო
პროცესში გამოიყენოს?
ხარაჩო-დახმარება სწავლასა და პრობლემის გადაჭრაში.მან საბოლოოდ
უნდა გაზარდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა.
ამიტომ ხარაჩოს მეთოდს სწავლებაში იყენებენ.
„ხარაჩოს მეთოდი” – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს
მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად
გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება,დახმარების წილს თანდათან
ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის
თავის გართმევას.
მაგალითად,უნდა გამოიყენოს ვიზუალიზაცია,კავშირი
რეალობასთან,წინარე ცოდნასთან უნდა დაუკავშიროს ახალი
მასალა,ხმამაღლა წაკითხვა,მცირე ჯგუფებში მუშაობა,პარტნიორის
წახალისება,გრაფიკები,მასალის
ორგანიზება,მოდელირება,ჟესტიკულაცია,
ხარაჩოების გამოყენება:

წაკითხული ტექსტის ორგანიზება - კითხვები - ვინ? რა? როდის? რატომ? მოქმედებათა


თანმიმდევრობა
◦ პროცედრული საშუალებების მოდელირება - მაგ, კითხვის დასმის მოდელირება
◦ ხმამაღალი ფიქრის დემონსტრირება
◦ შეხსენების ან საკარნახო ბარათები
◦ რთული ამოცანების დაყოფა, ნაწილობრივ ამოხსნილი ამოცანა
◦ რეციპროკული სწავლება-მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის როლების
გაცვლა.მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეს დისკუსიის წარმართვაში და საკუთარი
კითხვების დასმაში
◦ საკონტროელო დავალებების შესწოორებაში მონაწილოება

კულტურული ცოდნის ფონდები-განათლება,რომელსაც


ფლობენ ოჯახები,თემთა წევრები სხვადასხვა საქმიანობის
სფეროში,რელიგიურ ცხოვრებაში და რომელიც შეიძლება
სწავლას დაედოს საფუძვლად.
ხშირად იყენებენ კულტურულ ბერკეტებს და ცოდნის ფონდებს
სწავლებაში,რადგან ის შესაბამისობაშია კულტურასთან და
ბავშვებში ინტერესსაც იწვევს.

რეკომენდაციები:ვიგოტსკის იდეების სწავლებაში გამოყენება


ხარაჩოების მორგება მოსწავლეების საჭიროებების
გათვალისწინებით.
მაგალითად,როდესაც მოსწავლე ახალ ამოცანას ან დავალებას
იწყებს,შეხსენებით,წავარჯიშებით და უკუკავშირით
დაეხმარეთ.დროთა განმავლობაში მოსწავლეს ნაკლები
დახმარება და დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მიეცით.

დარწმუნდით,რომ მოსწავლეები დაეუფლენ იმ ძლიერ


საშუალებებს რომლებიც აზროვნებას ეხმარება
მაგალითად,ასწავლეთ მოსწავლეებს ,სწავლის და
ორგანიზაციული სტრატეგიების ,საშუალებების
მოძიება ,სამეტყველო დამხმარე საშუალებები(მაგ,ლექსიკონი)
და კომპიუტერული პროგრამების გამოყენება.

უნდა გავითვალისწინოთ კულტურული ფონდები


გამოვიყენოთ ხშირად ჯგუფური მუშაობა და დიალოგები

დაახლოებით 5 წლის ასაკში ბავშვი მეტალინგვისტურ


მეტყველებას ავითარებს,იწყებს საკუთარი მეტყველების
გაცნობიერებას.ეს გულისხმობს,რომ მათ მიერ ენის გაგება და
მისი გამოყენება(თუ როგორ მუშაობს ის)ექსპლიციტური
ხდება(განსაზღვრული,წესრიგში მოყვანილი).ბავშვებს თავად
ენის შესახებ ცოდნა გააჩნიათ.
კითხვები!!!
1.რას ეწოდება მეტალინგვისტური ცნობიერება?

ა) ბავშვის მიერ საკუთარი მეტყველების გააცნობიერებას;

ბ) ბავშვის მიერ მეტყველებაში გრამატიკული წესების სწორად გამოყენებას;

გ) ბავშვის მიერ მეტყველების მიზანმიმართულ გამოყენებას.

2.მატერიალურ ინსტრუმენტებსა და სიმბოლურ სისტემებს,რომლებიც ადამიანებს


ერთმანეთთან კომუნიკაციაში,აზროვნებაში და ცოდნის ახალი სისტემების ჩამოყალიბებაში
ეხმარება ეწოდება:
ა.ცოდნის ფონდები
ბ.კულტურული ბერკეტები
გ.ხარაჩოები
დ.კოგნიტური სქემები

3.ბავშვი ახერხებს გარკვეული უნარების გამომუშავებას სხვისი დახმარების აღმოჩენის


შემდეგ____უახლოსები განვითარების ზონა____
ბავშვი ახერხებს გარკვეული უნარის გამოყენებას ,დამოუკიდებადლ,სხვისი დახმარების
გარეშე ___აქტუალური განვითარების ზონა____

რა არის ბილინგვიზმი და რითი ხასიათდება?


ბილინგვიზმი არის ინდივიდის ან საზოგადოების წევრების
უნარი გამოიყენონ ორი ენა ეფექტურად,აქვთ ორ ენაზე
კომუნიკაციის საშულება.გარდა ამისა,ეს არის უნარი, რომელიც
მოითხოვს იმ ორი განსხვავებული ენის ათვისებას, რომელთაც
აქვთ განსხვავებული ბგერათა ჟღერადობა, ლექსიკონი და
გრამატიკა.როგორც ზედსართავი გამოიყენება:ორენოვანი.
ორი ენის შემსწვალელ და მოსაუბრე მოსწავლეებში კოგნიტური
სირთულეები არ შეიმჩნევა.პირიქით,ისინი სარგებელს
იღებენ.გარდა ამისა,ასეთი ბავშვები მეტალინგვისტური
ცნობიერება უფრო მაღალია,ისინი კარგად აფიქსირებენ
გრამატიკულ შეცდომებს.
კვლევები აჩვენებს, ბილინგვალიზმი პოზიტიურად მოქმედებს
ეპიზოდურ, სემანტიკურ და მუშა მეხსიერებაზე.
პიროვნული,სოციალური და ეცმოიური განვითარება
ფიზიკური განვითარება
სკოლამდელი ასაკის ბავშვები გასაკუთრებულად აქტიურები
არიან: დიდი მუსკულატურის მოტორული უნარები სწრაფად
ვითარდება 2დან 5 წლის ასაკამდე-კუნთები
ძლიერდება,უმჯობესდება წონასწორობის შეგრძნება,სიმძიმის
ცენტრი ქვემოთ გადაინაცვლებს,მათ შეუძლიათ
ხტომა,სირბილი,ძრომა და ა.შ
ფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვებს შესაძლოა ამ უნარ-
ჩვევების გამოსამუშავებლად დასჭირდეთ სპეციალური
ვარჯიშები.
წვრილი მოტორიკის განსავითარებლად სასურვებია
პასტელები,რბილი თიხა,პლასტელინი და ა.შ

ყველაზე რთული პერიოდი დგება მოზარდობისას.


ადამიანის სქესობრივი მომწიფება იწყება პუბერტატულ
პერიოდში.ეს ცვლილებათა მთელი ჯაჭვია,რომელიც მთელ
სხეულს მოიცავს.
პუბერტატულ პერიოდში მიმდინარე ცვლილებები გავლენას
ახდენს მოზარდის პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე.
ადრეული მომწიფება ბიჭებს გარკვეულ უპირატესობას
ანიჭებს-მაღალი,მხარბეჭიანი სხეული იდეალური მამაკაცის
კულტურულ სტერეოტიპს შეესაბამება.ადრე მომწიფებულ
ყმაწვილებს საზოგადოებაში მაღალი სოციალური სტატუსის
მინიჭების მეტი შანსი აქვთ.როგორც წესი,ისინი
პოპულარულები არიან და ლიდერები ხდებიან.
რაც შეეხება გვიან მომწიფებულ ბიჭებს,მათ დიდი სიძნელეების
გადალახვა უწევთ.თუმცა,გამოკვლევები ცხადყოფს,რომ გვიან
მომწიფებული ბიჭები კრეატიულობით,ტოლერანტობით და
პერსპექტიალურობით გამოირჩევიან.შესაძლოა გვიან
მომწიფებულობასთან დაკავშირებული სიძნელეები მათ მეტ
ცხოვრებისეულ გამოცდილებს სძენს და შესაბამისად
პრობლემებთან გამკლავებას სწავლობენ.
გოგონებში საქმე სხვაგვარად არის.ადრე მომწიფებულობამ
შესაძლოა გარკვეული უსიამოვნებები წარმოშვას.იყო კლასში
ყველაზე დიდი გოგო-მრავალი კულტურისთვის არ არის
ღირებული მახასიათებელი.გოგონა,რომელსაც ადრე ეწყება
მომწიფებულობა,მისტვის დამახასიათებელია ემოციური
ცვალებადობა,დეპრესიულობა,შფოთვა,კვებითი დარღვევები
და ა.შ შედარებით გვიან მომწიფებულ გოგოებს შესაძლოა
ნაკლები პრობლემები ჰქონდეს,მაგრამ ისინიც ფიქრობენ
ხოლმე,რომ ყველაფერი წესრიგში არ არის.
გარდატეხის ასაკში,მოზარდებიუკმაყოფილონი არიან
თავიანთი სხეულით,რადგან ირღვევა პროპორციები.
გოგონებში ხშირად ადგილი აქვს ბულემიას და ანორექსიას.

პუბერტატულ პერიოდში ტვინშიც მიმდინარეობს


ცვლილებები,შესაბამისად ნერვულ სისტემაშიც.ეს ყოველივე
გავლენას ახდენს პიროვნულ ინდივიდუალურ და სოციალურ
განვითარებაზე.მათ უჭირთ ემოციების მართვა.
ისინი თითქოს უფრო დიდ ემოციურ დატვირთვას
საჭიროებენ,ვიდრე ბავშვები ან ზრდასრულები.თითქოს ეძებენ
კიდეც მძაფრ შეგრძნებებს.მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის
დაუღალავი ენერგია მიმართოს ისეთ სფეროებში ,როგორიცაა
პოლიტიკა და საზოგადოებრივი საქმიანობები.
ნერვულ სისტემაში მიმდინარე ცვლილებები ძილზეც
აისახება.ხშირად ძილ-ღვიძილის ციკლი ირღვევა,უჭირთ
ღამით დაძინება.

ერიქსონი-ინდივიდუალური განვითარების სტადიები

ერიქსონის ფსიქოსოციალური თეორია განსაკუთრებულ


მნიშვნელობას ანიჭებს „მე“-ს იდენტობის ძიებას,ინდივიდის
სხვებთან ურთიერთობას და კულტურის გავლენას მტელი
ცხოვრების განმავლობაში.მისი აზრით ცხოვრება მრავალი
სტადიისგან შედგება.თითოეულ სტადიას გარკვეული
მიზანი,დანიშნულება და საფრთხე ახლავს.ყოველ სტადიაზე
პიროვნება განვითარების კრიზისს აწყდება.
სტადიების ჩამონათვალი:

1.ნდობა უნდობლობის დაბადებიდან 12-18 ბავშვს გამოუმუშავდება


საპირისპიროდ თვემდე სიყვარულის გრძნობა,ნდობა
ან უნდობლობა მომვლეის
მიმართ,სამყაროს მიმართ.
2.დამოუკიდებლობა 18თვე-3 წელი ბავშვის ენერგია
სირცხვილის მომართულია ფიზიკური
/ორჭოფობის უნარების
საპირისპიროდ განვითარებისაკენ.ბავშვი
სწავლობს
დამოუკიდებლობას,მაგრამ
სცხვენია და ორჭოფობს,თუ
რაიმე კარგად არ გამოსდის.
3.ინიცატივა 3დან 6წლამდე ბავშვი უფრო დარწმუნებით
დანაშაულის გრძნობის განაგრძნობს
საპირისპიროდ ჩამოყალიბებას,იღებს მეტ
ინიცატივას,ძლიერდება,რამაც
შეიძლება მასში დანაშაულის
შეგრძნება დაბადოს
4.სიბეჯითე 6დან 12წლამდე ბავში უნდა გაუმკლავდეს
არასრულფასოვნების მოთხოვნებს,რათა
საპირისპიროდ გამოუმუშავდეს ახალი უნარ-
ჩვევები მონდომებისა და
არასრულფასოვნების
საპირისპიროდ.
5.იდენტობა როლების მოზარდობა თინეიჯერმა თავი უნდა
აღრევის საპირისპიროდ დაიმკვიდროს
გენდერული,პოლიტიკური
და რელიგიური
თვალსაზრისით.
6.სიახლოვე სიმარტოვის ადრეული ახალგაზრდა ამყარებს ახლო
საპირისპიროდ ზრდასრულობა ურთიერთბებს ან იტანჯება
მარტოობით
7.გენერატიულობა საშუალო მომავალ თაობას უწევენ
სტაგნაციის ზრდასრულობა დახმარების ხელს
საპირისპიროდ
8.ეგოს მთლიანობა უფროსი ,ზრდასრული კულმინაცია არის საკუთარი
სასოწარკვეთილების თავის მიღება
საპირისპიროდ

განვიხილოთ სათითაოდ.
1.ნდობა უნდობლობის საპირისპიროდ
ერიქსონის აზრით,თუ ჩვილის კვებისა და ყურადღების
მოტხოვნები დაკმაყოფილებულია,მაშინ მას აღმზრდელის
მიმართ ნდობა უჩნდება.ამ დროს ნდობის ფაქტორი არის
უმნიშვნელოვანესი.ჩვილები უნდა ენდობოდნენ გარე სამყაროს
გარკვეულ ასპექტებს,რომლებიც მათი კონტროლის
მიღმაა,წინააღმდეგ შემტხვევაში ჩათვლიან რომ სამყარო საშიში
ადგილია და ნდობა არ ექნებათ.
2.ავტონომია სირცხვილისა და ორჭოფობის საპირისპიროდ
ეს თვითკონტროლისა და თავდაჯერებულობის საწყისია.ბავში
თავის თავზე ისეთ პასუხისმგებლობას იღებს,როგორიცაა
ჭამა,ტუალეტი,ჩაცმა.ამ პერიოდში მშობლემა ბავშვთან
ურთიერთობისას ოქროს შულაედი უნდა მონახონ-იზრუნონ
მასზე ,მაგრამ არა გადაჭარბებულად.თუ მშობლები არ
ენდობიან ბავშვებს,არ გაამხნევებენ და არ წაახალისებენ ბავშის
ძალისხმევას,ბავშვს გაუჩნდება სირცხილის გრძნობა და
საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება.
3.ინიციატივა-დანაშუალის გრძნობის საპირისპიროდ
დამოუკიდებლობას ემატება პასუხისმგებლობა -მიზნობრიობის
გრძნობა,რაიმე საქმის დაწყების სურვილი.
მშობელმა თვალი უნდა ადევნოს ,მაგრამ აქტიურად არ უნდა
ჩაერიოს.თუ დამოუკიდებლად გაკეთების უფლებას არ
მივცემთ ბავშვს,შესაძლოა დანაშაულის გრძნობა
განუვითარდეს.შეიძ₾ება იფიქროს,რომ მისი ქცევა ყოველთვის
არასწორია.ამიტომ ინიციატივა უნდა წავახალისოთ.

4.სიბეჯითე -არასრულფასოვნების საპირისპიროდ


მოსწავლეები უკვე ხედავენ კავშირს ნებისყოფასა და
შესრულები სამუშაოსგან მიღებულ სიამოვვნებას
შორის.ბავშვებსს უჩნდებათ სამუშაობს პროდუქტიულად
შესრულების მცდელობა,ამიტომ თუ აქ გარკვეული
პრობელემები წარმოიშვება,შესაძლოა არასრულფასოვნების
გრძნობა გამოიწვიოს.ბავშვებმა უნდა გამოიმუშავონ ახალი
უნარ-ჩვევები და ისწაფოდნენ მიზნისკენ.

5.იდენტობა-როლების აღრევის საპირისპიროდ.


იდენტობის სტატუსები:
იდენტობის დიფუზია-თავს იჩენს მაშინ,როდესაც პიროვნება არ
აანალიზებს თავის არჩევანსა და ქმედებებს.არ ფიქრობს,ვინ
არის და რა უნდა ცხოვრებაში.არ გააჩნია კონკრეტული
მიმართულება.ასეთი მოსწავლეები
აპათიურები,განცალკავებულნი,მომავლის იმედის არმქონენი
არიან,ან გამოხატულად მეამბოხეები.ხშირად სტუმრობენ
ხალხმრავალ ადგილებს და ნარკოტიკებისადმი მიდრეკილნი
არიან.
იდენტობის დაკარგვა-ქმედება გაანალიზების გარეშე,როცა არ
ცდულობენ სხვადასხვა იდენტობის გამოყენებას და არც
ალტერნატიულ გზებს ეძებენ.ისინი სხვის
მიზნებს,ფასეულობებსა და ცხოვრების სტილს უბრალოდ
იღებენ.როგორც წესი,ესენი არიაან მშობლები.ხშირად არიან
დოგმატურები,დაძაბულები.
ალტერნატივასთან შეჭიდების პროცესში მოპოვებულ
გამოცდილებას ერიქსონი მორატორიუმს უწოდებს.ანუ ეს არის
იდენტობის კრიზისი.არჩევანის გაკეთების შეფერხება შინაგანი
ბრძოლის გამო.მორატორიუმი შესწავლა-გაანალიზების
პროცესია,რასაც პიროვნული და პროფესიული არჩევანი
მოსდევს.ამგვარი შეფერხება ჩვეულებრივი და ბუნებრივია
მოზარდებში.
იდენტობის მიღწევა-რეალური ალტერნატივების გაკეთების
შემდეგ აკეთებ არჩევანს და იღწვი ცხოვრებაში მის
მისაღწევად.შესაძლოა ერთხელ მიღებული იდენტობა სულაც
არ იყოს მუდმივი და უცვლელი.აი,მაგალითად,შეიძლება
ზოგიერთმა მიაღწიოს მყარ თვითმყოფადობას,მაგრამ,თანაც
მხოლოდ იმისთვის,რომ მოგვიანებით უარყოს ახლის
მისაღწევად.
ორივე მდგომარეობა მორატორიუმი და იდენტობის
მიღწევა,ნორმალურია.

რეკომენდაციები-იდენტობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა


1.მიაწოდეთ მოსწავლეებს კარიერის შერჩევისა და
ზრდასრულობის სხვა როლები.მაგალითად,მოიწვიეთ
სტუმრები,რომლებიც ისაუბრებენ რატომ აირჩიეს ესა თუ ის
პროფფესია.
2.დაეხმარეთ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად
რესურსების მოძიებაში.
3.მოითმინეთ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების უცნაური
ახირებები,თუ ამის ხელს არ უშლიან სხხვებს და საგაკვეთილო
პროცესის წარმართვას.
4.მიეცით რჩევები მომავალი პროფესიების შესახებ და
დაეხმარეთ ინტერესების ამოცნობასა და შესაძლებლობების
გაანალიზებაში.

6.ინტიმურობა-იზოლაციის წინააღმდეგ.
უჩნდებათ ადამიანებს სხვა ადამიანტან უფრო ღრმა
ურთიერთობის სურვილი.
7.გენერაციულობა -სტაგნაციის საპირისპიროდ
სხვა პიროვნებაზე ზრუნვა.ხშირად გულისხმობს ბავშვის ყოლას
და მასზე ზრუნვას.პროდუქტიულობა და შემოქმედებითობა
მისი არსებითი მახასიათებელია
8.ეგოს ინტეგრაცია-სასოწარკვეთილების საპირისპიროდ.

ბრონფერბრენერის ბიოეკოლოგიური მოდელი


ყოველი პიროვნება ვითარდება
მიკროსისტემაში(ოჯახი,მეგობრები,სკოლის
აქტიურობები,მასწავლებლები და ა,შ),რომელიც შედის
მეზოსისტემაში(მიკროსისტემების შემადგენელ ნაწილებს
შორის ურთირქმედებები),ეს უკანასკნელი კი შედის
ეგზოსისტემის
შემადგენლობბაში(მასმედია,საზოგადოება,სკოლის სიტემა).ეს
ყველაფერი მაკროსისტემის ნაწილია.(კულტურული
ღირებულებები,ტრადიეცები და ა.შ)

1.მიკროსისტემა(უშუალოდ ის გარემო,სადაც ბავშვი სოციალურ ინტერაქციას


ამყარებს-ოჯახი,მეგობრები,თანატოლები წრე)
2.მეზოსისტემა(ურთიერთქმედება მიკროსისტემის ელემენტებს შორის და
უფრო ფართო ურთიერთობები)
3.ეგზოსისტემა(ბავშვზე მოქმედი სოციალური გარემო,მიუხედავად იმისა, არის
თუ არა მონაწილე-მაგ,მშობლების სამუშაო ადგილი)
4.მაკროსისტემა(კულტურა ,რომელშიც ბავშვი იზრდება )

მოგვიანებით დაამატეს მეხუთეც,ქრონოსისტემა-დროისა და


ისტორიული პერიოდის გავლენა)

კითხვები!!!

ქვემოთ მოცემულ მაგალითებს შეუსაბამეთ მარსიას იდენტობის


თეორიის სტადიები
ა) დათომ ჩააბარა სამეციდინოზე, ერთი წლის შემდეგ შეწყვიტა
სწავლა, დაიწყო მიმტანად მუშაობა და პარალელურად
გადაწყვიტა თეატრალურ ინსტიტუტშ ეცადა ბედი-იდენტობის
დაკარგვა მორატორიუმიც შეიძლება
ბ) გიორგი ამთავრებს სკოლას, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს რა
შეიძლება აკეთოს სკოლის დასრულების შემდეგ, არც
ინტერესდება თავისი მომავლით, ძირითად შემთხვევაში
თამაშობს კომპიუტერს და უსმენს მუსიკას-იდენტობის
დიფუზია
გ) ნინომ დაასრულა ფილოლოგიის ფაკულტეტი, აიყვანა
მოსწავლეები და ასევე დაიწყო სკოლაში მუშაობა. თას ძალიან
ბედნიერად გრძნობს რომ ასეთ მნიშვნელოვან და ღირებულ
საქმეს აკეთებს.იდენტობის მიღწევა

2. ბიოეკოლოგიურ მოდელში შემავალ სისტემას, რომელშიც


ერთიანდებიან საზოგადოება, სკოლის სისტემა, სახელმწიფო
დაწესებულებები ........ეგზოსისტემა...... ეწოდება.

3. ქვემოთ მოცემულია ადამიანის ფსიქოსოციალრი


განვითარების სტადიები და მათი აღწერილობები, დააწყვილეთ
ისინი, აღწერილობა დაუკავშირეთ შესაბამის სტადიებს.
ა) ბავშვი უფრო დარწმუნებით განაგრძობს ჩამოყალიბებას,
ღებს ინიციატივებს, ძლიერდება, რამაც შეიძლება დანაშაულის
გრძნობა გაუმწვავოს; ( პასუხია ინიციატივა დანაშაულის
საპირისპიროდ)
ბ) თინეიჯერმა თავი უნდა დაიმკვიდროს გენდერული,
პოლიტიკური და რელიგიური თვალსაზრისით; (იდენტობა
როლების აღრევის წინააღმდეგ)
გ) ახალგაზრდა ამყარებს ახლო ურთიერთობებს, ან იტანჯება
სიმარტოვით; ( სიახლოვე სიმარტივის საპირისპიროდ)
დ) ბავშვს გამოუმუშავდება სიყვარულის გრძნობა, ნდობა ან
უნდობლობა მომვლელის მიმართ. ( ნდობა/უნდობლობის
წინააღმდეგ)

4. ერიქსონის ფსიქოსოციალური განვითარების თეორიის


მიხედვით, თუ პიროვნება პოზიტიურად ვერ დაძლევს
კონკრეტული განვითარების ეტაპისთვის დამახასიათებელ
კრიზისს, ის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.
False

5. ამათგან რომელი არ არის ერიქსონის ფსიქოსოციალური


განვითარების თეორიის სტადია? (შემოხაზეთ ყველა არასწორი
პასუხი)
ა) სეიფგარდი მიკრობების წინააღმდეგ
ბ) სიახლოვე სიმარტოვის საპირისპიროდ
გ) ინიციატივა დანაშაულის გრძნობის წინააღმდეგ
დ) დამოუკიდებლობა არასრულფასოვნების საპირისპიროდ
ე) ეგოს მთლიანობა სასოწარკვეთილების საპირისპიროდ

ბრონფენბრენერი-განვითარების სოციალური კონტექსტი


როგორც ზემოთ აღვმიშნე მან შექმნა განვითარების
ბიოეკოლოგიური მოდელი.ეკოლოგიური მხარეს აღიარებს,რომ
სოციალური კონტექსტები,რომელშიც ჩვენ
ვვითარდებით,ეკოსისტემებია,რადგან ისინი მუდმივ
ურთიერთქმედებაში არიან და გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.
თითოეული ინდივიდი მიკროსისტემის
ჩარჩოში,მეზოსისტემის შიგნით,ეგზოსისტემაში
ცხოვრობს.თითოეული მათგანი და მაკროსისტემის ნაწილია.

მიკროსისტემაში ინდივიდის უშუალო ურთიერთობებსა და


ქმედებებს ვხედავთ.ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს
ურთიერთობების მეგობრებთა,ოჯახის
წევრებთან,მასწავლებლებთან,მოქმედების არეალი-სკოლა ან
სახლი.
ურთიერთობები მიკროსისტემაში არის ორმხრივი:ბავშვი
მოქმედებს მშობელზე,მშობელი კი გავლენას ახდენს ბავშვზე.

მეზოსისტემაში მიკროსისტემის ყოველ ელემენტს შორის


ურთიერთობები მყარდება.მაგალითად,ოჯახის წევრები
დამოკიდებულებაში არიან როგორც ერთმანეთთან,ასევე
მასწავლებლებთან.აქაც ყოველი ურთიერთობა ორმხრივია-
მასწავლებელი გავლენას ახდენს მშობლებზე,მშობლები-
მასწავლებელზე.ეს ურთიერთბები საბოლოოდ მოქმედებს
ბავშვზე.
ეგზოსისტემა მოიცავს ყოველ სოციალურ მომენტს,რომელიც
ბავშვს ეხება,იმ შემთხვევაში თუ,ბავშვი არ არის ამ სისტემის
უშუალო წევრი.ამის მაგალითია,მასწავლებლების
ურთიერთბები ადმინისტრატორებთან და სკოლის
საბჭოსთან;მშობელთა სამსახურები;ჯანმრთელობის
რესურსები;ოჯახის რელიგიასთან დამოკიდებულება;
მაკროსისტემა კი უფრო დიდი
საზოგადოებაა,ფასეულობების,წესებით,ტრადიციებით სავსე.

სამი მნიშვნელოვანი სოციალური კონტექსტი-


ოჯახი,თანატოლები,მასწავლებლები

ოჯახი
შერეული ოჯახი-ხელახალი ქორწინების შედეგად შერწყმული
ოჯახები,შვილები და გერები.მაგალითად,როდესაც ბავშვს
ჰყავს ნახევარდა და ისინი ერთად ცხოვრობენ.
განქორწინება
განქორწინება ყველა შემთხვევაში სტრესს
იწვევს.განქორწინების შემდგომმა ცვლილებებმა შეიძლება
დაანგრიოს ბავშვიის ცხოვრება.

აღზრდის მშობლისეული სტილი

ავტორიტარული მშობლები-(სითბოს ნაკლებობა,ძლიერი


კონტროლი)
ბავშვებთან ურთიერთობისას არიან ცივები და მკაცრად
აკონტროლებენ.ბავშვებისგან მუდმივად ელიან მშობელთა
მითითების შესრულებას.ემოციებზე ბევრს არ
საუბრობენ.მკაცრად სჯიან თავიანთ შვილებს,თუმცა არ
შეურაცხყოფენ მათ.რა თქმა უნდა,მათ უყვართ შვილები,მაგრამ
სითბოს არ გამოხატავენ.

ავტორიტეტული მშობლები -(გულთბილი,ძლიერი


კონტროლი)
აწესებენ ზუს საზღვრებს,იძულებით წესებს და ელიან
ბავშვებისგან ზრდასრულივით ქცევას.თუმცა ისინი უფრო
თბილად ეპყრობიან შვილებს:ყურს უგდებენ ბავშვების
პროტესტს,ასაბუთებენ წესების მიზეზებს და საშუალებას
იძლევიან მიღებულ იქნას უფრო დემოკრატიული
გადაწყვეტილება.ასეთი მშობლები იშვიათად მიმართავენ
მკაცრ ზომებს,უმეტესად ეხმარებიან შვილებს მათი ამა თუ იმ
საქციელის შედეგების გააზრებაში

ლიბერალი მშობლები -(გულთბილი,სუსტი კონტროლი)


არიან გულთბილები და მზრუნველები,ამავე დროს
აკონტროლებენ თავიანთი შვილების საქციელს და ამას
ამართლებენ ასე:“ისინი ხომ ბავშვები არიან“
უყურადღებო მშობლები -(სითბოს ნაკლებობა,სუსტი
კონტროლი)
ისე ჩანს,თითქოს საერთოდ არ დარდობენ და არც თავს
იწუხებენ კონტროლით,ბავშვებთან ურთიერთობით და მათზე
ზრუნვით

კულტურა და აღზრდის სტილი


სხვადასხვა კულტურა აღზრდის სტილის მიხედვით
განსხვავდება.
თანატოლები და მეგობრები უმთავრესია მოსწავლეთა
ცხოვრებაში.
თანატოლთა კულტურა-ის აღიარებული წესების
მორჩილებისადმი უბიძგებს მოსწავლეს.
ხშირად მშობლებისა და თანატოლების ღირებულებები და
ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.
რიგ საკითხებშ იმარჯვებს თანატოლების შეხედულებები.ეს
გავლენას ახდენს მანერებისა და სოციალიზაციის
ჩამოყალიბებაში.
მშობელთა და მასწავლებელთა აზრი გაველნას ახდენს
ზნეობაზე,კარიერის არჩევასა და რელიგიურ საკითხებზე.

პროსოციალური ქცევები-როგორიცაა
ურთიერთგაზიარება,ერთობლივი საქმიანობა და მეგობრული
ურთიერთობა,კლასის კონტექსტის მიუხედავად,თანატოლთა
მოწონებას იწვევს.

აგრესიის ფორმები
ინსტრუმენტული აგრესია-როდესაც ინდივიდი მოქმედებს
აგრესიულად კონკრეტული მიზნის მისაღწევად.ეს
გულისხმობს უპირატესობის მოპოვებას:
მაგ,რიგში პირველობისთვის ხელისკრა ან სხვა ბავშვისთვის
სათამაშოს წართმევა.
მტრული აგრესია -განზრახ ზიანის მიყენება.
მტრულ აგრესიას შესაძლოა ჰქონეს ღია აგრესიის-მუქარის და
ფიზიკური თავდასხმის ფორმა.(მაგალიტად,გცემ!)
ურთიერთობითი აგრესია-როდესაც ფუჭდება
საზოგადოებრივი ურთიერთობები.(არა ფიზიკური ძალადობა)
არ უნდა აგვერიოს აგრესიულობა ასერტულობაში(სიმტკიცე-
თავდაჯერებულობა)
ბავშვი ,რომელიც ამბობს-„ეს სათამაშო ჩემია!“ ის
ასერტულობის დემონსტრირებას ცდილობს,ხოლო
ბავშვი,რომელიც ცდილობს წაართვას სხვას სათამაშო
უპირატესობის მოპოვების მიზნით,ეს აგრესიულობაა.
_______________________________________
მოსწავლეები განასვავებენ ორი სახის ზრუნვას:აკადემიურს და
პიროვნულს.
მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტები უფრო იტხოვენ
აკადემიურ ზრუნვას,ხოლო მოსწავლეები,რომლსაც სკოლა არ
უყვართ ,პიროვნულს.
______________________________________________
მე კონცეფცია და თვითშეფასება
მე-კონცეფცია გულისხმობს პიროვნების ცოდნას და
შეხედულებას საკუთარ თავზე-
აზრზებზე,გრძნობებზე,დამოკიდებულებებსა და მოლოდინზე.
თვითშეფასება -ემოციური რეაქციაა შეფასების მსჯელობა
საკუთარი ღირებულებების შესახებ.მაგალითად
თვითკმაყოფილება კალადბურთის თამაშის უნარი გამო.
განსხვავება:თვიშეფასება მე-კონცეფციის ნაწილია.რასაც მე-
კონცეფცია მოიცავს ყვეალაფერს თვითშეფასება არ მოიცავს.
თვითშეფასება კონკრეტულ უნართან მიმართებაშია,მე-
კონცეფცია ზოგადია უფრო.
თვითშეფასება სუბიექტურია.როგორი შეფასებითი
დამოკიდებულება მაქვს საკუთარ თავზე.უშუალოდ უნარებთან
მე-კონცეფციის ნაწილია მაგალიტდ,რას ფიქრობ ლიკა
ჩემზე.ამას რომ ვიაზრებ.
მოსწავლეთა წარმოდგენა საკუთარ თავზე შედგება სხვა,უფრო
სპეციფიკური წარმოდგენებისგან.ისინი მოიცავს
თვითწარმოდგენებს,რომლებიც სწავლასთან არაა
დაკავშირებული,არამედ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან
და გარეგნულ მახასიათებლებთან.
თვითწარმოდგენის ეს მე-კონცეფციები მეორე დონეზე
შედგებიან უფრო სპეციფიკური,განცალკევებული მე-
კონცფციისგან.
როგორ ყალიბდება მე-კონცეფცია?
ბავშვები და მოზარდები გამუდმებით ინტერესდებიან
საკუთარი მიღწევებით.მაგალითად,ისინი კითხულობენ:
„როგორ გამომდის?“და გამოწვეული რეაქციების მიხედვით
გამოაქვთ დასკვნები.
ბავშვების თვითშეფასება იცვლება მათ ზრდასთან ერთად.

დარწმუნებულობა და შედეგები ურთიერთკავშირშია


ერთმანეთთან-ერთი მოქმედებს მეორეზე.მაგალითად,ბიჭები
უფრო დარწმუნებულები არიან მათემატიკურ და ათლეტურ
უნარ-ჩვევებში,გოგონები-ენებში .ეს განსხვავებები შესაბამის
გავლენას ახდენს აკადემიურ
წარმატებაზე.მაგალითად,გოგოები ბიჭებზე უფრო
კომპეტენტურები არიან ენებში.

აკადემიური თვითშეფასება გავლენას ახდენს პროფესიის


არჩევაზე.ხშირად ამ გზის არჩევას განაპირობებეს
„არაკომპეტენტურობის ილუზია“
ეთნიკური იდენტობა
ასიმილაცია-უმრავლესობის კულტურის ფასეულობებისა და
ქცევების სრულად მიღება და ეთნიკური კულტურის უარყოფა
განცალკევება-განდგომა და მხოლოდ საკუთარი ეთნიკური
კულტურის წევრებთან ურთიერთობა
მარგინალობა-კავშირის გაწყვეტა უმცირესობის კულტურასთან
და უმრავლესობის კულტურით ცხოვრება,მაგრამ თან
გაუცხოების და დისკომფორტის შეგრძნება.
ბიკულტურიზმი-კავშირის შენარჩუნება ორივე კულტურასთან

ზოგიერთმა ფსიქოლოგმა ეთნიკური იდენტობის ფორმირების


პროცესის გასაგებად გამოიყენა მარსიას იდენტობის
სტატუსი.დასაწყისში ბავშვებს შესაძლოა ჰქონდეთ
განუსაზღვრელი ეთნიკური იდენტობა,რადგან:
1)მათ არ უცდიათ შესწავლა(დიფუზია)
2)მათ უბრალოდ მიიღეს სხვისი იდენტობა (შეზღუდვა)

ეთნიკური იდენტობის შესწავლის პერიოდს(მორატორიუმი)


თან ახლავ კონფლიქტის გადაწყვეტა(იდენტობის მიღწევა)

კითხვები!!!

1)x კლასელ ანას რამდენიმე თანაკლასელი აგრესიულად


ექცევა.სოციალურ ქსელში შეურაცხმყობელი სახელებით
მოიხსენიებენ.სკოლაში კი მასზე მოგონილ ისტორიებს სხვა
თანაკლასელებთან ავრცელებენ.
რა ფორმის აგრესიასთან გვაქვს საქმე?
ურთიერთობითი აგრესია
შესთავანაზეთ მასწავლებელს რეკომენდაციები.როგორ
აღმოფხვრან აგრესია?
პირველ რიგში,მსხვერპლის პოზიციიდან დაანახონ
მჩაგვრელებს არსებული სიტუაცია.მაგალითად,აყურებინონ
ფილმები მსგავსს თემებზე და ერთად განიხილონ,დაწერონ
ესეები და ა.შ. მსგავსი ღონისძიებებით უნდა ეცადოს
მასწავლებელი ემპათიის გრძნობის გაღვივებას.

2)მშობლები,რომლებიც ისმენენ ბავშვების


პროტესტს,ასაბუთებენ შემუშავებული წესების დაცვის
საჭიროებას და გადაწყვეტილებებს ბავშვის პოზიციის
გათვალისწინებით იღებენ,არიან
ა)ავტორიტარული მშობლები
ბ)ავტორიტეტულილ მშობლები
გ)ლიბერალი მშობლები

3)ინდივიდის ცოდნას და შეხედულებას საკუთარ თავზე-


გრძნობებზე,აზრებზე,დამოკიდებულებებზე,რომელიც
დაალაგებს საკუთარ თავთან დაკავშირებულ
შთაბეჭდილებებს ,შეგრძნებებს და რწმენას,ეწოდება
ა)მე-კონცეფცია
ბ)მეტაკოგნიცია
გ)თვითეფექტურობა
დ)თვითშეფასება

4) თვითშეფასება ეს არის საკუთარი თავის ცოდნა და რწმენა,


აზრები, გრძნობები, ურთიერთდამოკკიდებულებები და
მოლოდინი.
TRUE
FALSE

5) ქვემოთ მოცემული სიტუაციები შეუსაბამეთ აგრესიის


ფორმებს
ა) კლასში ნიკასა და დავითს შორის გაუგებრობა მოხდა, ნიკა
ძალიან გამოვიდა წყობიდან და სანამ მანდატურებს გაყავდათ
საკლასო ოთახიდან ხმამაღლა უყვიროდა დავითს, რომ
აუცილებლად სცემდა მას. ( მტრული აგრესია-ღია აგრესიის
ფორმა)
ბ) სალომე და ნინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ იქამდე,
სანამ ნინიმ სალომეს საიდუმლო არ გაამჟღავნა მათ საერთო
მეგობართან, რაზეც სალომე ძალიან გაბრაზდა
(ურთიერთობითი აგრესია)
გ) გიოგრი და საბა ერთად თამაშობენ, გიორგი ძალიან ხშირად
ართმევს სათამაშოებს საბას, რაზეც საბა მუდმივად ტირილს
იწყებს. ( ინსტრუმენტული აგრესია)

6) რა არის „მე“ კონცეფცია, როგორ ყალიბდება და ვითარდება


ის?
ინდივიდის ცოდნას და შეხედულებას საკუთარ თავზე-
გრძნობებზე,აზრებზე,დამოკიდებულებებზე,რომელიც
დაალაგებს საკუთარ თავთან დაკავშირებულ
შთაბეჭდილებებს ,შეგრძნებებს და რწმენას,ეწოდება მე-
კონცეფცია.
მე- კონცეფციაში, აგრეთვე ერთიანდება საკუთარი სხეულის
აღქმა, წარმოდგენები იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ
ინდივიდზე სხვები და როგორ აღიქვამენ, სტატუსი, მტკიცე
სიმბოლური მოგონებები, რომლებიც პირადი ხასიათისაა,
მიზნები, გეგმები, განზრახვები, მოლოდინები და ა.შ.
მე-კონცეფცია დეკლარაციული ცოდნაა. როგორც წესი,
ნებისმიერ ინდივიდს მრავალრიცხოვანი მე-კონცეფციები აქვს,
რომლებიც შესაძლოა, წინააღმდეგობაშიც კი მოდიოდნენ
ერთმანეთთან.
ბავშვები და მოზარდები გამუდმებით ინტერესდებიან
საკუთარი მიღწევებით.მაგალითად,ისინი კითხულობენ:
„როგორ გამომდის?“და გამოწვეული რეაქციების მიხედვით
გამოაქვთ დასკვნები.ბავშვების თვითშეფასება იცვლება მათ
ზრდასთან ერთად.
განსაკუთრებით მარტივია ზეგავლენის მოხდენა
ახალგაზრდობის პერიოდში,რადგან ამ დროს ჯერ კიდევ
საკუთარი თავის აღმოჩენისა და ჩამოყალიბების
პროცესია.ასაკის მატებასთან ერთად თვით აღქმა უფრო
დეტალური და ორგანიზებული ხდება.(Self-concept tends to be more
malleable when we're younger and still going through the process of self-discovery
and identity formation. As we age and learn who we are and what's important to
us, these self-perceptions become much more detailed and organized)
მაგალითად,საბაზო კლასებში წარმოდგენა საკუთარ თავზე
მიბმულია ფიზიკურ გარეგნობასა და საზოგადოების
მოწონებასთან.ა

7) განმარტეთ რას გულისხმობს ბრონფერბრენერის


თეორიაში მიკროსისტემა
მიკროსისტემა-უშუალოდ ის გარემო,სადაც ბავშვი სოციალურ
ინტერაქციას ამყარებს-ოჯახი,მეგობრები,თანატოლები
წრე,მასწავლებლები.ურთიერთობები არის
ორმხრივი.მაგალითად,მშობელი გავლენას ახდენს შვილზე და
შვილიც გავლენას ახდენს მშობელზე.
მოქმედების არეალი-სკოლა,სახლი და ა.შ

8) მშობლები არიან მეგობრულები, მზრუნველები და ამავე


დროს, ვერ აკონტროლებენ შვილებს, ეს არის ავტორიტარული
აღზრდის სტილი
True False

გვ.136-ის ჩათვლით

გონების თეორია
დაახლოებით 2-3 წლის ასაკიდან ბავშვები იწყებენ გონების
თეორიის განვითარებას.ისინი ხვდებიან ,რომ სხვა
ადამიანებსაც აქვთ ფიქრები,გრძნობები,რწმენა,სურვილები და
აღქმა.
გონების თეორიის განვითარება აუცილებელია,რათა სხვების
ქცევები და გრძნობები გაიგონ.
რეალურად როდესაც ცნობიერების განვითარება იწყება,მაშინ
ხვდებიან,რომ სხვებსაც აქვთ სურვილები,ამასთანავე
მომწიფებასთან ერთად უკეთ შეუძლიათ სხვისი სურვილების
შეფასება და გათვალისწინება.
ასევე „გონების თეორიის“ განვითარებასთან ერთად
ხვდებია,რომ სხვა ადამიანებს აქვს განსხვავებული
გამოცდილებები და გრძნობები და შესაბამისად შეიძლება
გარკვეულ საკითხებზე გააჩნდეთ განსხვავებული აზრი.
სხვათა თვალსაზრისის გათვალისწინების უნარი დროთა
განმავლობაში ვითარდება და ზრდასრულებში დახვეწილი
ხდება.ეს უნარი მნიშვნელოვანია
ურთიერთანამშრომლობისთვისაც.

მოსწავლეებს,რომელთაც უჭირთ სხვათა თვალსაზრისის


მიღება,ნაკლებაად ქენჯნით სინდისი,როცა ცუდად ექცევიან
თანატოლებს.

ზნეობრივი განვითარება
„გონების თეორიის“ და სხვათა განზრახვის გაგებასთან ერთად
ბავშვებს უვითარდებათ მორალური მსჯელობა ( აზროვნების
პროცესი, რომელიც მოიცავს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რა
არის სწორი და რა არის მცდარი)განაწილების სამართლიანობა -
როგორ დაიყოს პრივილეგიები ან მასალები სამართლიანად.
5-6 წლის ბავშისთვის სამართლიანი განაწილება
დაფუძნებულია თანასწორობაზე.ამიტომ მასწავლებელს
ხშირად ესმის „მას ჩემზე მეტი ერგო-ეს
უსამართლობაა“.მომდევნო რამდენიმე წელიწადში
ბავშვებისთვის გასაგები ხდება,რომ დამსახურების მიხედვით
ზოგიერთმა მეტი უნდა მიიღოს.
საბოლოოდ,8 წლის ბავშვს შეუძლია საჭიროებების
გათვალისწინება და კეთილგანწყობილი მსჯელობა.მათ
ესმით,რომ ზოგ მოსწავლეს განსაკუთრებული საჭიროებების
გამო მასწავლებელმა შესაძლოა მეტი დრო დაუთმოს.

მორალური განვითარება მოიცავს წესების გაგებასაც.ხშირად


ბავშვებისთვის წესები უბრალოდ არსებობს.ამ მდგომარეობას
მორალურ რეალიზმს უწოდებენ. ანუ ეს არის მორალური
განვითარების ის ეტაპი,როდესაც ბავშვები წესებს
განიხილავენ,როგორც უდავო ჭეშმარიტებას.
ამ ეტაპზე ჰგონიათ,რომ წესის დარღვევის შემთხვევაში
მიღებული სასჯელი მიღებული სასჯელი განისაზღვრება
ზიანის სიდიდით და არა მისი განზრახვით ან სხვა
გარემოებებით.მაგალითად,ერთი ჭიქის განზრახ გატეხაზე
უარესია სამი ჭიქის შემთხვევით გატეხვა.ამიტომ ბავშვის
წარმოდგენაში სასჯელი უფრო მეტია სამი ჭიქის გატეხვისას.
ბავშვები თანდათანობით გადაინაცვლებენ კოოპერაციის
მორალზე.იგებე რომ წესებს ადამიანები ქმნიან და თავადვე
ცვლიან.წესების დარღვევის შემთხვევაში ორი
გათვალისწინებულია-როგორც ზიანი,ასევე წესრიგის
დამრღვევის განზრახვა.
კოლბერგის მორალური განვითარების თეორიები
კოლბერგმა შეძლო როგორც ბავშვების,ისე ზრდასრულების
მორალური მსჯელობის შეფასება მორალური დილემების
დახმარებით,რომლებშიც ადამიანებმა უნდა მიიღონ რთლი
გადაწყვეტილებები და ახსნან ის.
მორალური დილემა -ეს არის ისეთი სიტუაცია,რომელშიც
არცერთი არჩევანი არ არის ერთმნიშვნელოვნად სწორი .

კოლბერგმა მორალურ განვითარებაში გამოყო სამი საფეხური:


საფეხური 1-პრეკონვენციური,როცა მორალური განსჯა
ეფუძნება პირად მოთხოვნილებებს და სხვათა წესებს.
სტადი1-სასჯელმორჩილებაზე ორიენტაცია
ემორჩილებიან წესებს,რათა თავი აარიდონ სასჯელს.კარგი და
ცუდი საქციელი განსაზღვრულია ფიზიკური შედეგებით.
სტადია2-პირად ჯილდოზე ორიენტაცია
სწორს და არასწორს განსაზღვრავს პირადი
მოთხოვნილებები:“დამეხმარე-დაგეხმარები“

საფეხური2კონვენციური-მსჯელობა ეფუძნება სხვათა


მოწონებას,ოჯახის მოლოდინს,ტრადიციულ
ფასეულობებს,საზოგადოების კანონებს და სამშობლოს
ერთგულებას
სტადია 3-ორიენტაცია-კარგი ბიჭი -კარგი გოგო
„კარგი“ არის ის ,რაც სიამოვნებთ სხვებს და მოსწონთ სხვებს.
სტადია4-ორიენტაცია კანონსა და წესრიგზე
კანონი აბსოლუტურია.ავტორიტეტს პატივი უნდა სცენ და
საზოგადოებრივი წესრიგი უნდა იქცეს მიღწეული.

საფეხური3-პოსტკონვენციური-როცა მსჯელობა ეფუძნება


აბსტრაქტულ,უფრო მეტად სამართლიანობის პირად
პრინციპებს და არაა აუცილებელი ეს პრინციპები
განსაზღვრული იყოს საზოგადოების კანონებით.
სტადია5-საზოგადოებრივ ხელშეკრულებაზე ორიენტაცია.
კარგს განსაზღვრავს საზოგადოებაში მიღებული პიროვნების
უფლებები.ეს აშშ-ის კონსტიტუციისთვის დამახასიათებელ
მორალურობას ჰგავს.
სტადია 6-ორიენტაცია უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებზე
„კარგი“ და „სწორი“ ქცევა ინდივიდუალურ ცნობიერებაზეა
დამოკიდებული და მოიცავს სამართლიანობის,ადამიანის
ღირსების და თანასწორობის აბსტაქტულ ცნებებს.

კოლბერგის თეორიის კრიტიკა


აღწერილი სტადიები განცალკევებულად არ არსებობს და არც
ასეთ თანმიმდებრულია.ხშირად ადამიანების მიერ მორალური
არჩევანის ახსნა რამდნეიმე სტადიას ერთდროულად
მოიცავს.ასევე შესაძლოა ერთ რომელიმე მომენტში ადამიანის
არჩევანი შეიძლება შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე
სტადიას,ხოლო სხვა სიტუაციაში იმავე ადამიანის
გადაწყვეტილება სხვა სტადიისთვის იყოს დამახასიათებელი.

ასევე არჩევანის გაკეთება არ არის დაკავშირებულიმხოლოდ


მორალურ მსჯელობასთან.არჩევანზე გავლენას ახდენს
ემოციები,მიზნები,ურთიერთობები და პრაქტიკული
მოსაზრებები.
რეკომენდაცია-განათლების მუშაკებს თავიანთ სკოლებში და
კლასებში ურთიერთპატივისცემით დანერგვით,მორალური
ატსმოფეროს შექმნა შეუძლიათ.სასურვებია განიხილონ თემები
მზრუნველობაზე,როგორც საკუთარი თავის ზრუნვაზე,ასევე
უცნობებზე და ზოგადად ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროზე.ეს
თემები უნდა მოიცავს ქვეთემებს
ომებზე,სიღარიბეზე,ამტანობაზე.
____________________________________________

სოციალური თანხმობა და კულტურა

სოციალური თანხმობა-შეთანხმებული წესები გარკვეულ


სიტუაციაში მოქევის შესახებ.
მაგალითად,მოსწავლეები ერიდებიან საღეჭი რეზინის
გამოყენებას თუ ეს კლასის წესებს
ეწინააღმდგება.სინამდვილეში საღეჭი რეზინის ღეჭვა
ამორალური არ არის,უბრალოდ ეს წესს ეწინააღმდეგება.

მორალურ მსჯელობაზე გავლენას ახდენს კულტურაც.ამიტომ


სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებმა შესაძლოა
განსხვავებულად იმსჯელონ ამათუ იმ თემაზე.
ფაქტორები, რომლების გავლენას ახდენენ მორალურ
განვითარებაზე
*ახსნა და დასაბუთება, ინდუქცია (მაგ, სხვისი ზიანის
გააზრება)
*განვითარების შესაბამისი მორალური საკითხები და დილემები
*ზოგადი კოგნიტური განვითარება (მხოლოდ ნაწილობრივ!)
თვითშეგნების განვითარება - ალტრუიზმი და თანაგრძნობა

რეკომენდაციები-მორალური და პიროვნული განვითარების


ხელშეწყობა
1.დაეხმარეთ მოსწავლეებს იმ დილემების
განხილვაში,რასთანაც მათ შეხება აქვთ ან ექნებათ ახლო
მომავალში.
2.დაეხმარეთ მოსწავლეებს სხვათა პერსპექტივის დანახვაში
3.დარწმუნდით რომ მოსწავლეები ნამდვილად უსმენენ
ერთმანეთს
4.ასწავლეთ საიდუმლოების ღირებულება
ნუ უბიძგებთ მოსწავლეს „საიდუმლოს“გამხელისკენ

კითხვები!!!

1)კოლბერგის მორალური მსჯელობის თეორიის მიხედვით,


საფეხური, რომლის დროსაც მსჯელობა ეფუძნება სხვათა
მოწონებას, ოჯახის მოლოდი
ა) პოსტკონვენციური მორალური მსჯელობა
ბ) პრეკონვენციური მორალური განსჯა
გ) კონვენციური მორალური განსჯა

2) ლევანი ძლიერია მათემატიკაში. საგნის გამოცდაში ქეთის


დაეხმარა დაამოუხსნა 2 მაგალითი. იმიტომ გააკეთა ეს, რომ
მეორე დღეს ქართულში აქვს გამოცდა, ლევანს კი ამ საგნის
ეშინია. ის ფიქრობს, რომ ქეთის იმედი შეიძლება
ჰქონდეს,რომელიც დღევანდელი დახმარების გამო მას
სიკეთით უპასუხებს.
კოლბერგის თეორიის მიხედვით, განმარტეთ მორალური
მსჯელობის რომელ საფრხურზეა ლევანი ამ მაგალითის
მიხედვით?
საფეხური 1-როცა მსჯელობა ეფუძნება პირად
მოთხოვნილებებსა და სხვათა წესებს.ამ შემთხვევაში პირად
მოთხოვნილებებს.სტადია 2-პირად ჯილდოზე ორიენტაცია
„დამეხმარები-დაგეხმარები“

3) განმარტეთ, რას ნიშნავს კოლბერგის მიხედვით განაწილების


სამართლიანობა?
რწმენას იმის შესახებ თუ როგორ დაიყოს პრივილეგიები ან
მასალები სამართლიანად ჯგუფის წევრებს შორის

4) კოლბერგის თეორიას აკრიტიკებენ, რადგან ის ზედმეტადაა


ორიენტირებული დასავლური კულტურების წარმომადგენელი
მამაკაცისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე.
True
5) ჩამოთვლილთაგან რომელ ფსიქოლოგს ეკუთვნის თეორია
მორალური განვითარების შესახებ?
ა) მაგოგედოვს
ბ) იუნგს
გ) კოლბერგს
დ) პიაჟეს
ე) ბრონფერბერნერს.
6) ქეისი 2: თქვენ კოლბერგის მორალური განვითარების
თეორიას გაეცანით, რომელმაც დიდი ეფექტი მოახდინა
თქვენზე, სასწავლო პროცესის ფარგლებში XI კლასის
მოსწავლეებს გააცანით მორალური დილემები და მათზე
იმსჯელეთ კლასთან ერთად ერთ-ერთი მოსწავლის მსჯელობა
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. ის აშკარად პოსტ-
კონვენციურ ეტაპზე იმყოფებოდა და უნივერსალური ეთიკური
პრინციპების მიხედვით მსჯელობდა. შემდეგ დღეს კლასში
კონფლიქტი წარმოიქმნა და ამ მოსწავლის ქცევამ უსიამოვნოთ
გაგაკვირვა: მან დაამცირა კლასელები და ავლენდა, რომ
მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა.
რა ახსნა მოეძებნება მომხდარს, რას იტყოდნენ კოლბერგის
კრიტიკოსები?
კოლბერგის სტადიები განცალკევებულად არ არსებობს და არც
ასეთ თანმიმდევრულია.ხშირად ადამიანების მიერ მორალური
არჩევანის ახსნა რამდენიმე სტადიას ერთდროულად
მოიცავს.ასევე შესაძლებელია ერთ რომელიმე მომენტში
ადამიანის არჩევანი შეესაბამებოდეს ერთ რომელიმე
სტადიას,ხოლო სხვა სიტუაციაში იმავე ადამიანის
გადაწყვეტილება სხვა სტადიისთვის იყოს დამახასიათებელი.
ასევე არჩევანის გაკეთება არ არის დაკავშირებულიმხოლოდ
მორალურ მსჯელობასთან.არჩევანზე გავლენას ახდენს
ემოციები.
ასევე ზოგჯერ „სწორი“ მსჯელობით ადამიანები ცდილობენ
ადგილის დამკვიდრებას,ფიქრობენ რომ ამით თავს მოაწონებენ
გარშემო მყოფთ.
ან იციან რომ კონკრეტული მსჯელობა მართალია და მათთვის
მისაღებიც,მაგრამ როდესაც დადგებიან ფაქტის წინაშე,უჭირთ
განხორცილება.

ქვემოთ მოცემულია ადამიანის მორალური განვითარების


საფეხურები და მათი აღწერილობები. გთხოვთ დააწყვილოთ
ისინი. აღწერილობა დაუკავშირეთ შესაბამის სტადიას.
ა) გიორგი ცდილობს ჭამისას არ დაყაროს იატაკზე ნამცეცები,
რადგან იცის რომ დედა დასჯის ამის გამო. (პრეკონვენციური
მორალური განსჯა).
ბ) სალომე ცდილობს აქტიურად დაეხმაროს გაჭირვებულებს
უანგაროდ თუ არ აქვს ამის საშუალება ცდილობს
გარშემომყოფებში ითხოვოს მოწყალება და მათ გადასცეს.
(მგონი პოსტკონვენციური მორალური)

მოსწავლეთა განსხვავებები და სწავლის საჭიროებები


ინტელექტის თეორიები

როდესაც უპირატესობა ინდივიდუალურ მახასიათებელთან შედარებით


განსაკუთრებულობას ენიჭება, ის თავად ქმნის არასურლფასოვნებას. სტერიტიპებს
მოსწავლეზე, რომელიც ეტლს იყენებს, მას უნდა დაუპირისპირდეს შეხედულება, რომ ამ
მოსწავლეს საკუთარი ინდივიდუალურობასთან დამახასიათებელი ნიშანთვისებებიც აქვს.
დარღვევა ფართო ტერმინია,რომელიც გულისხმობს ზოგად შეფერხებას ფიზიკურ ან
მენტალურ ფუნქციონირებაში

სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე(უნარშეზღუდული სჯობს არ გამოვიყენოთ)-


შესაძლოა არ ჰქონდეს კონკრეტული რაღაცის კეთების შესაძლებლობა-
მაგალითად,კითხვის,სიარულის და ა.შ

არასრულფასოვნება ცალკეულ სიტუაციებში უხერხული მდგომარეობაა.ამას ხშირად იწვევს


კონკრეტული უნარის ვერ გამოვლენა,მაგრამ არა ყველა შემთხვევაში..მაგალითად,როდესაც
ბავშვს არ აქვს კითხვის უნარი,კითხვისას ეუფლება არასრულფასოვნება.მაგრამ როდესაც
ხატავ,ამ შემთხვევაში კითხვის უნარი დარღვევა არ არის არასრულყოფილება.
მნიშვნელოვანია,არ გავამახვილოთ ყურადღება უუნარობაზე,რადგან ამან შესაძლოა
გამოიწვიოს არასრულფასოვნება.
მაგალითად,ზოგიერთი პედაგოგი გვირჩევს ,რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ სიტყვა
„არასრულფასოვნება“,რადგან ამ სიტყვას დამამცირებელი დატვირთვა აქვს.

რას ნიშნავს ინტელექტი?


არსებობს მრავალი გავრცელებული ინტელექტის დეფინიცია.
მაგ,არასტანდარტული პრობლემის გადაჭრის უნარი;ზოგადად პრობლემების გადაჭრის
უნარი და გარემოსთან მარტივი ადაპტაცია,მეხსიერების უნარის შესაბამისი სისწრაფე და ა.შ

ინტელექტის თეორიები
ჩარლზ სპირმანი- არსებობს ერთი მენტალური ნიშანი, რომელსაც ზოგადი გონიერება
ეწოდება.
G (General intelligence)-სპირმანის აზრით, ინდივიდები განსხვავდებიან, როგორც ზოგადი
,ისე სპეციფიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით

სხვა მხრივ,ზოგადი ინტელექტი არის ,რომელიც ცნობილია როგორც g


ფაქტორი,გულისხმობს ფართო გონებრივ შესაძლებლობებს,რომელიც გავლენას ახდენს
კოგნიტური შესაძლობლობების გამოვლენაზე და ეს შეიძლება პიროვნებამ გამოიყენოს
ცოდნის შესაძენად და პრობლემების გადასაჭრელად.ის საფუძვლად უდევს სპეციფიკურ
გონებრივ უნარებს,როგორიცაა სივრცითი,მექანიკური,ვერბალური შესაძლებლობები.ეს
ზოგადი ინტელექტი გავლენას ახდენს ნებისმიერი შემეცნებითი ამოცანის შესრულებაზე.

ჩარლზ სპირმანი დაეხმარა სტატისტიკური ტექნიკის შემუშავებას, რომელიც ცნობილია


როგორც ფაქტორული ანალიზი, რომელიც მკვლევარებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ
სხვადასხვა ტესტის ელემენტები საერთო შესაძლებლობების გასაზომად. მაგალითად,
მკვლევარებმა შეიძლება დაადგინონ, რომ ადამიანები, რომლებიც კარგ ქულას
იღებენ კითხვებზე, რომლებიც ზომავს ლექსიკას, ასევე უკეთესად ასრულებენ
წაკითხულის გაგებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
მან აღნიშნა, რომ ადამიანები,რომლებიც კარგად მუშაობდნენ ერთ სფეროში, ასევე
მიდრეკილნი იყვნენ სხვა სფეროებშიც.

ზოგადი გონიერება-ფლუიდური ინტელექცი,კრისტალიზებული ინტელექტი,ზოგადი


მეხსიერება და სწვავლა,ფართო ვიზუალური აღქმა,ფართო სმენითი აღქმა,ფართ აღდგენის
უნარი,ფართ კოგნიტური სისწრაფე,გადამუშავების სისწრაფე

რაიმონდ კეტელი და ჯონ ჰორნი:


ფლუიდური ინტელექტი -არავერბალური.ინტელექტის ეს
ასპექტი გარდატეხის პერიოდამდე ვითარდება,რადაგანაც იგი
ტვინის განვითარებს ეყრდნობა,შემდეგ კი ასაკის მატებასთან
ერთად კლებულობს.ის არარის დაკავშირებული შეძენილ
ცოდნასა და გამოცდილებებთან.
კრისტალიზებული ინტელექტი -ეს დაკავშირებულია
სწავლასთან და წარსულ გამოცდილებებთან.გულისხმობს
პრობლემის გადასაჭრელად აღიარებული მეთდების
გამოყენების უნარს.ის შეიძლება ცხოვრების განმავლობაში
გაიზარდოს.

ჰოვარდ გარდნერი-მრავალგვარი ინტელექტის ხედვა


გარდნერისეული მრავალვარი ინტელექტის მიხედვით სულ
მცირე რვა სახის ინტელექტი
არსებობს:ლინგვისტური(ვერბალური),მუსიკალური,სივრცითი,
ლოგიკურ-მათემატიკური,სხეულებრივ-
კინესთეტიკური(მოძრაობა,გადაადგილება),ინტერპერსონალურ
ი(სხვათა გაგება),ინტრაპერსონალური(საკუთარი თავის გაგება)
და ნატურალისტური(ბუნებრივი და ადამიანის მიერ შექმნილი
სისტემების დაკვირვება და გაგება).
შესაძლოა არსებობდეს სულიერი და ეგზისტენციალური
ინტელექტი-სერიოზული კითხვების განხილვის უნარი
ცხოვრების აზრის შესახებ და ა,შ

გარდნერს ასევე მიაჩნდა,რომ ინტელექტი არის პრობლემების


გადაჭრის და ისეთი რამის შექმნის უნარი,რაც ფასეულია
კულტურისთვის.
მისი აზრით,ინტელექტს ბიოლოგიური საფუძველი აქვს.

ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტი- ემოციური ინფორმაციის ზუსტად და
ეფექტიანად გადამუშავებისა და გამოყენების უნარი
ემოციური ინტელექტის ცენტრში ოთხი ფართო
უნარია:აღქმა(ამოცნობა),ინტეგრაცია,გაგება და ემოციების
მართვა.
მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვა,მით უმეტეს
უარყოფითი ემოციების,როგორიცაა ბრაზი ან
დეპრესია.ემოციების მართვა მოიცავს
ენერგიის,თავშეკავებულობის მოკრებას,იმპულსების
კონტროლს,გადავადების უნარს-ნებისყოფას.

რობერტ სტენბერგის წარმატებული ინტელექტის


ტრიარქალური თეორია ცდილობს ახსნას ინტელექტი ,როგორც
კოგნიტური პროცესი.“წარმატებულილ ინტელექტი“ მოიცავს
ცხოვრებისეული წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და
ცოდნას,რომელიც ეყრდნობა ამ ადამიანის წარმატების
განსაზღვრას მისი საკუთარი სოციოკულტურული კონტექსტის
ფარგლებში.

ანალიტიკური/კომპონენტური ინტელექტი-აბსტრაქტული
აზროვნების უნარი,ინფორმაციის გადამუშავება.ვერბალური
უნარ-ჩვევები.
შემოქმედებითი/ცდისეული ინტელექტი-ახალი იდეების
ჩამოყალიბების და დაუკავშირებელი ფაქტების კომბინირების
უნარი.კრეატიულობა-ახალი სიტუაციებისთვის თავის
გართმევის უნარი და ახალი გადაწყვეტილებების
ავტომატურად მიღების უნარი.
განჭვრეტის უნარი-ახლად შექმნილ სიტუაციასთან
დაკავშირებული ეფექტიანი მოქმედება
ავტომატიზმი-სხარტი აზროვნება და პრობლემების სწრაფად
მოგვარების უნარი
პრაქტიკულ/კონტექსტური ინტელექტი-არჩევანის
მნიშვნელობას ცხოვრებისა და სამუშაო წარმატების დიდი
ალბათობის კონტექსტში წარმოაჩენს.აუცილებელია ამ
კონტექსთან მორგება და საჭიროებისამებტ
შეცვლა.მაგ,ტელეფონის „არ შემიშალოთ ხელი“რეჟიმზე
დაყენება.
ინტელექქტის გაზომვა
სტენფორდ ბინეს ტესტი
ინტელექტის კოეფიციენტი= გონებრივი ასაკი/ქრონოლოგიური ასაკი X 100

ფლინის ეფექტი-ტერმინი,რომელიც გამოიყენება თაობიდან


თაობაში IQ -ს ზრდის ტენდენციის აღსანიშნავად.

მეტაკოგნიცია- არის საკუთარი აზროვნების და


სწავლის შესახებ ფიქრის პროცესი. მეტაკოგნიცია:
მიზანმიმართული ფიქრი იმაზე, თუ როგორ ფიქრობ
და სწავლობს.
კითხვები!!!
1)მეტაკოგნიცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრიტიკული აზროვნების პროცესში
true
2)

You might also like