You are on page 1of 4

ძალიან ცოტას თუ უფიქრია, რომ პროფესია რეალტორი ძალიან ჰგავს

სუპერგმირობას, ამიტომ, მკითხველო სანამ კითხვას დაიწყებ ჯერ შენს თავს


ჰკითხე გიფიქრია თუ არა ამაზე, და თუ არა, მაშინ ჯერჯერობით იმ სკამზე
დაჯექი, რომელიც ირგვლივ მოგეპოვება და
მოკალათდი.
ბავშვობაში როგორც ყველას, მეც ძალიან მინდოდა
მყოლოდა ჩემი სუპერგმირი, ჩემს ოთახში როცა შევდიოდი
ხან კაპიტანი ამერიკა მიყურებდა კედლიდან, ხანაც
სუპერმენი, მარველისა და დისით გატაცებულს კი მაინც
არასდროს მაკმაყოფილებდა ის ფაქტი, რომ შემეძლო
ოთახში იმდენი სუპერგმირის პოსტერი მქონოდა,
რამდენიც ჩემს გულს გაუხარდებოდა, რადგან რეალურ
ცხოვრებაში მუდამ მჭირდებოდა მათი დახმარება, თუმცა რჩევას ვერცერთი
მაძლევდა. ბავშვურ მოდაში მოყოლილი კი საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი, რომ
კაპიტანი ამერიკა ვერ იქნებოდა ჩემი დროის სუპერგმირი, რადგან რთულ
მომენტებში (მაგალითად, მაშინ, როცა ჩემი ბავშვობის სიყვარული ელენიკო
გამიბრაზდებოდა) არასდროს იდგა ჩემ გვერდით, მიუხედავად ამისა, ჩემი ოთახის,
ჩემი სუპერგმირებისა და სუპერსურნელის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო.
ერთ დღესაც კი სრულიად შემთხვევით გავიგე,
რომ კედლები, რომლებზეც გრაფიკულად მაინც იყო
დატანილი ჩემი სუპერგმირები, მალე ისიც კი სხვისი
უნდა გამხდარიყო.
19 ოქტომბერს, როცა სკოლიდან დავბრუნდი
და ჩვეუელბრივსამებრ ჩემს დღიურს დღევანდელ
დღეზე ვუყვებოდი, შემთხვევით მოვკარი ფრაზას
ყური, „კლიენტები გამოჩნდნენ“, თავიდან
ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ კარის ჭუჭრუტანაში
ჩვეულებრივსამებრ იმაზე მეტი ბგერები შემოეტია, ვიდრე სხვა დროს, ან
იქნებ ეს უბრალოდ ჩემი ინტერესის ბრალი იყო. მესმის ფრაზა: „ნელ-ნელა
გადავიტანოთ ნივთები, რადგან 3 დღე გვაქვს სახლის დასაცლელად“ იმ
მომენტში, ელენიკოზე ხოტბის შესხმა ბლოკნოტში შავი მელნის დიდი
წერტილით დავასრულე. დავასრულე, რადგან მივხვდი, რომ ახლა ამის დრო
არ იყო და ვიწყებდი რაღაც ახალს. მინდოდა ჩემი სუპერგმირის კარები დღეს
მაინც ყოფილიყო ჩემთვის სუპერგმირი და კარს მიღმა წარმოთქმული
სიტყვები ჩემამდე დადებითი სიახლით მოსულიყო, მაგრამ როცა კარებს
დავენდურე, რადგან მეგონა მატყუებდა, კარები ფართოდ შევაღე და მისი
ჭრიალი თითქოს ამოხვნეშა იყოო რომ გადავაყწდი დედაჩემისა და მამაჩემის
განცვიფრებულ სახეებს , რომლებმაც რატომღაც ჩათვალეს, რომ
სუპერლუქსი (როგორც მამა მეძახდა) სუპერ ოთახში არ უნდა ყოფილიყო. ამ
დროს აღარაფერი იყო სუპერი.
მამამ ამიხსნა, რომ სამსახურის გამო სახლის დატოვება, მისი გაყიდვა
და ახალ ქალაქში, ახალ სახლში, ახალი ცხოვრება უნდა დაგვეწყო, თავიდან
არ მიფიქრია, რომ ეს ავტომატურად ნიშნავდა ჩემი ოთახის დატოვებას და ამ
ოთახში სუპერგმირებით მოხატული კედლებზე დამშვიდობებას, მერე
გავიაზრე და მივხვდი, რომ,მგონი სუპერგმირობის ხანა დასრულდა. ამან
ძალიან იმოქმედა ჩემზე, რადგან ეჭვები, რომ კედლებზე დახატული
სუპერგმირები ვერასდროს იდგნენ ჩემ გვერდი გამართლდა.
რამდენიმე კვირით ბებოსთან ვცხოვრობდით, სანამ ახალ ქალაქში
ახალ სახლს ვიყიდდით. 27 ოქტომბერს სულ სხვა დილა გათენდა, კედლის
მარჯვენა მხარეს კაპიტანი ამერიკის ნაცვლად თუში ქალის პორტეტი, ხოლო
სუპერმენის ნაცვლად ჩემი წინაპრების ფოტოები მიმზერდა. ვიცოდი, რომ
ამას უნდა შევგუებოდი, თუმცა არ გამომდიოდა. ამავე დღეს, ემოციებისგან
დაცლილსა და უჭმელს მესმის ხმა. ამ კარების ჭუჭრუტანაში კი პირიქით
ბგერები სულ არ აპირებდნენ შემოსვლას, არც პროტესტის დარღვევა
მინდოდა, რომ კარი გამეღო, მაგრამ გავბედე და ოდნავ შევაღე, ჯერ მხოლოდ
ოქროსფერთმიანი კულულები დავინახე, სტუმრის თეთრ სკამზე ვიღაც
უცხო გოგონა იჯდა, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ხმამაღლა იკითხა
ოჯახში ბავშვი გყავთ? კითხვა ერთი იყო, რომ ჩემს კარებთან ბებო აღმოჩნდა,
რომელმაც განმარტა,რომ ახალი სახლის იდეას ვაპროტესტებდი
და, ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვიპოვნიდი სახლს, რომელიც იქნებოდა
„მისი“ მსგავსი.
ოქროსფერთმიანი გოგონა თურმე რეალტორი თეო ყოფილა, რომელიც
სასურველი ბინის პოვნაში უნდა დაგვხმარებოდა. მე ისევ მართალი
აღმოვჩნდი,რადგან მის მიერ შემოთავაზებული სახლებისგან არც ერთი
იყო ძველის მსგავსი, სადაც სუპერგმირების ოთახს ისევ მოვიწყობდი.
თეოზე არასდროს მიმიქცევია ყურადღება, რადგან თითქმის დარწმუნებული
ვიყავი, რომ იგი თავის საქმეს სათანადოდ ვერ შეასრულებდა, ასე მეგონა
მანამ, სანამ 2 დღეში ტემპერატურამ არ ამიწია და ცხადი არ გახდა, რომ შიში,
იმისა, რომ ვერასდროს ვიპოვნიდი მსგავს სახლს ჩემს ჯანმრთელობაზეც
აისახებოდა. სწორედ მაშინ, გაიგო ოქროსფერთმიანმა თეომ, რომ ჩემი
მდგომარეობის მიზეზი ახალ სახლს უკავშირდებოდა.თეო ჩემთან მოვიდა,
მთხოვა მეთქვა როგორი იყო ჩემი ოთახი და რატომ მეგონა, რომ
სუპერგმირები რეალურ ცხოვრებაში არ არსებობდნენ, პასუხები
გულდასმით მოისმინა და დამემშვიდობა, ნაცვლად სუპერმენებით
მოხატული კარისა კი, ხის ჭრიალა კარიც მიიხურა.
` 10 ნოემბერი ჩემი ნამდვილი, რეალური სუპერგმირის აღმოჩენის დღეა.
თეომ დედას დაურეკა და გვთხოვა 3 დღის წინ ნანახი სახლი, რომელიც
ჩემებს ძალიან მოსწონდათ ჩემთან ერთად კიდევ ერთხელ ენახათ. სხვა რა
გზა მქონდა, მინდოდა ის მაინც მენახა ყველაზე ცუდი ვარიანტებიდან,
რომელში მომიწევდა ცხოვრება.
მივედით.
სახლის დათვალიერება დავიწყეთ.
ჩემებს ძალიან მოსწონთ.
მე -არა.
უცებ თეომ შემომთავაზა მეცადა და ჩემი
„სავარაუდო’’ ოთახი მომენახულებინა, ის რომ
დედამ მასწავლა უფროსებთან უარის თქმა ზოგჯერ
უზრდელობააო სულ მახსოვდა და ოქროსფერთმიან თეოს ჩანჩალით
გავყევი. კარი შევაღეთ და ვხედავ იმას, რასაც თავად სუპერმენისგანაც ვერ
წარმოვიდგენდი, ოთახში თეთრ კედლებთან ერთად ფერადი საღებავები,
ფუნჯები, ესკიზები და ძალიან ბევრი სუპერგმირების პოსტერი მხვდება.
თვალებს არ ვუჯერებდი, რადგან როცა სახლი დავტოვე, მეგონა, რომ
სახლთან ერთად დავტოვე ჩემი ემოციები, მოგონებები, გეგმები,
საიდუმლოებები, მაგრამ იმ წამს მივხვდი, რომ თეომ შეძლო და დამიბრუნა
ყველაფერი და დამანახა, რომ სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან შეგიძლია თან
წავიღო ჩემი შინაგანი ბავშვური „მე“.
3 დღის შემდეგ, როცა სახლში ნელ-ნელა გადმოვდიოდით და ჩემი
ოთახიც ძველ ოთახს უნდა დამსგავსებოდა, მივხვდი, რომ კედელზე ბევრად
უფრო მნიშვნელოვანი სუპერგმირი უნდა დამეხატა, ვიდრე სუპერმენია, ის,
ვინც მართლა შეძლო ყოფილიყო ჩემი სუპერგმირი, ის ვისაც ყველაზე
ოქროსფერი თმები აქვს და ის, ვინც რეალურია და სწორედ მაშინ იდგება ჩემ
გვერდით, როცა სუპერგმირის დახმარება დამჭირდება. უარი ვთქვი
ეკრანებში დატოვებულ, არარეალურ გმირებზე და ჩემ სუპერგმირად იმ
დღიდან ოქროსფერთმიანი თეოშა ვაქციე.
მე ნამდვილად მყავს იმ დღიდან ჩემი სუპერგმირი ოქროსფერთმიანი
თეოშა, რომელიც გაცილებით უფრო უხდება ჩემს კედელს, ვიდრე კაპიტანი
ამერიკა და უფრო მეტად დგას ჩემ გვერდით, ვიდრე სუპერმენი.
ამბობენ, ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ რას
ნიშნავს იყო სახლში, სუპერგმირმა თეოშამ კი
მოახერხა და დამაბრუნა ჩემს სახლში.
მას შემდეგ ჩვენს ახალ სახლში მუდამ არსებობს
სუპერგმირი თეოშას სკამი, რომელზეც არავინ ჯდება
გარდა თეოსა, რადგან ის პირველი საპატიო სტუმარია,
რომელმაც, ერთი მხრივ, მე დამანახა რას ნიშნავს იყო
სუპერგმირი და მეორე მხრივ, ჩემი მშობლები იხსნა დიდი პრობლემისგან.
თეოშას გარდა თავისუფალი სკამი სტუმრებისთვის
სულ გვაქვს, მაგრამ შენ, როცა კითხვის დასაწყისში
საკუთარ სკამში მოკალათდი, გეძლევა შანსი იმ
თავისუფალ სკამზეც დაჯდე, რომელიც რეალტორ.ჯის
შენთვის შემონახული აქვს. სკამი მანდილოსნისთვის,
რომელსაც სურვილი აქვს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს,
რომ იყო რეალტორი ნიშნავს იყო სუპერგმირი,
რადგან სახლი ჩვენი ყოველდღიურობაა, ხოლო ადამიანების გაბედნიერება
ჩვენი მიზანი. მაშ, რას ელოდები?

სუპერგმირი თეოშა

იყო რეალტორი ნიშნავს იყო სუპერგმირი...

You might also like