You are on page 1of 35

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი

ნანა მახარაძე

იბრაჰიმ შინჯიკაშვილის მმართველობა ეგვიპტეში

ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თურქოლოგიაში


ხარისხის მოსაპოვებლად

სამეცნიეროს ხელმძღვანელი: პროფ. ზაზა შაშიკაძე

ბათუმი
2023

1
ავტორის განაცხადი წარმოდგენილ ნაშრომში
პლაგიატის არ არსებობის შესახებ

როგორც წარმოდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი


წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ
აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ
მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული
სათანადო წესების შესაბამისად.

ნანა მახარაძე
თარიღი: 28/05/2023

2
ანოტაცია

XVI-XIX სს-ში საქართველოში გავრცელებული ტყვეთა სყიდვა, ჩვენი


ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური მოვლენაა. ხშირია
შემთხვევები, როდესაც საქართველოდან სხვადასხვა გზით გაყვანილი და
გაყიდული გოგო-ბიჭები უცხო ქვეყნებში დიდ სიმაღლეებს აღწევდნენ და
საკუთარ კვალს ტოვებდნენ ამ ქვეყნების ისტორიაში. არაერთი მათგანი
მოღვაწეობდა ირანის შაჰის თუ ოსმალეთის სულთნის კარზე. განსაკუთრებით
მრავლად არიან მამლუქები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ
მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში. არაერთი
მათგანი ქვეყნის მმართველადაც კი გვევლინება.
წინამდებარე სადიპლომო ნაშრომი ეძღვნება ქართველ მამლუქ იბრაჰიმ
შინჯიკაშვილს, იგივე იბრაჰიმ ალ-ქაბირ ალ-მუჰამადის ცხოვრებას, რომელიც
მოღვაწეობდა ეგვიპტეში XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის
პირველ წლებში. აბრაამი 15 წლის იყო, როდესაც საქართველოდან გაიტაცეს და
სტამბოლის გავლით ეგვიპტეში გაიყიდა. მისი მოღვაწეობა ისე წარიმართა, რომ
1791 წელს ეგვიპტის მამლუქთა საბჭოს ხელმძღვანელიც კი გახდა. ამ დროს
ეგვიპტე ოსმალთა იმპერიის შემადგენლობაში იყო და აღნიშნული საბჭო სულთნის
ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
იბრაჰიმ-ბეი უშუალოდ ებრძოდა ფრანგულ არმიას ნაპოლეონ ბონაპარტეს
ეგვიპტური ექსპედიციის დროს. იგი გადაურჩა მუჰამად ალის რეპრესიებს
მამლუქთა წინააღმდეგ და სუდანში გადაიხვეწა, სადაც 81 წლის ასაკში
გარდაიცვალა.
ნაშრომი ემყარება ქართველ მეცნიერთა კვლევებს, რომელიც შექმნილია
არაბულ, თურქულ, სპარსული და ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით. მასში
აგრეთვე გამოყენებულია თურქეთის არქივებში დაცული ახალი მასალა იბრაჰიმ-
ბეის შესახებ, რომლის თარგმანიც ბოლო პერიოდში ითარგმნა და გამოქვეყნდა.
აღნიშნული ცნობები ერთგვარი სიახლის სახით არის წარმოდგენილი.

3
Annotation

The purchase of captives, widespread in Georgia in the 16th-19th centuries, is one of


the most negative events in the history of our country. There are frequent cases when girls
and boys who were taken and sold from Georgia in various ways reached great heights in
foreign countries and left their mark in the history of these countries. Many of them
worked at the court of the Shah of Iran or the Ottoman Sultan. There are especially many
Mamluks, who played an important role in the political life of the countries of the Near
East. Many of them even appear as rulers of the country.
This thesis is dedicated to the life of the Georgian Mamluk Ibrahim Shinjikashvili, aka
Ibrahim al-Kabir al-Muhammad, who worked in Egypt in the second half of the 18th
century and the first years of the 19th century. Abraham was 15 years old when he was
kidnapped from Georgia and sold to Egypt via Istanbul. His work went so well that in 1791
he even became the head of the Mamluk Council of Egypt. At that time, Egypt was part of
the Ottoman Empire, and the aforementioned council was under the authority of the
Sultan. Ibrahim-Bey directly fought the French army during Napoleon Bonaparte's
Egyptian expedition. He survived Muhammad Ali's repressions before the Mamluks and
moved to Sudan, where he died at the age of 81.
The work is based on the researches of Georgian scientists, created based on Arabic,
Turkish, Persian and European sources. It also uses new material about Ibrahim Bey
preserved in Turkish archives, the translation of which was recently translated and
published. The mentioned reports are presented as a kind of news.

4
სარჩევი

შესავალი-------------------------------------------------------------------------------------6

თავი I. ოსმალეთა მიერ ეგვიპტის დაპყრობა


§ 1. სელიმ I-ის ექსპედიცია მახლობელ აღმოსავლეთში ------------------------------8
§ 2. სულეიმან I-ის ღონისძიებები ეგვიპტეში ------------------------------------------10

თავი II. ეგვიპტის მამლუქთა საბჭო ოსმალეთის იმპერიაში


§ 1. სამხედრო მონობა ისლამში. პირველი მამლუქები--------------------------------12
§ 2. ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს სამხედრო-პოლიტიკური სისტემა----------13
§ 3. ეგვიპტის ადმინისტრაცია ოსმალთა ბატონობის ხანაში--------------------------14

თავი III. იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი მმართველობა ეგვიპტეში


§ 1. ორთა მმართველობა და ჰასან ჯიდელის ისტორია--------------------------------16
§ 2. ბრძოლა ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ 1798-1801 წწ.--------------------19
§ 3. ფრანგთა ლაშქრობისის შედეგები----------------------------------------------------23

თავი IV. მამლუქთა მმართველობის დასრულება ეგვიპტეში


§ 1. ბრძოლა ოსმალეთის ხელისუფლებასა და მამლუქებს შორის 1802-1804 წწ.----29
§ 2. მამლუქთა მარცხი და განადგურება--------------------------------------------------31

დასკვნები ------------------------------------------------------------------------------------33

ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------------------------35

5
შესავალი

XVI-XVIII სს-ბი საქართველოს ისტორიის ყველაზე მძიმე მონაკვეთია. გარეშე


მტრების შემოსევებისა და შიდა დაპირისპირებებისგან დასუსტებულ ქართულ
სამეფო-სამთავროებში, ფართოდ გავრცელდა კიდევ ერთი მანკიერი და ტრაგიკული
მოვლენა, რასაც ჰქვია ტყვეთა სყიდვა. გატაცებული, გადასახადის სახით, გაჩუქების
ან სხვა გზით წაყვანილი ქართველი ტყვეები იყიდებოდნენ მახლობელი
აღმოსავლეთის თუ უფრო შორეულ ბაზრებზე. ზოგიერთი ცნობით, მხოლოდ XVII
ს-ის შუა წლებში შუახანებში, ყოველწლიურად დაახლოებით ოთხი ათასი ტყვე
გაედინებოდა საქართველოდან.
გაყიდულ ტყვეთა დიდი ნაწილის მომავალი, რა თქმა უნდა, არ არის
ცნობილი, თუმცა ისეთებიც მრავლად არიან, რომლებმაც ისტორიას დაამახსოვრეს
თავი. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესოა ქართველ მამლუქთა ცხოვრება,
რომლებიც დიდი რაოდენობით იყვნენ მახლობელი აღმოსავლეთის არაბულ
ქვეყნებში. ქართველ მამლუქთა ნაწილი დიდი გავლენით სარგებლობდა ქვეყანაში
და ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ცდილობდნენ ურთიერთობის
შენარჩუნებას პირველ სამშობლოსთან. თუმცა ისეთები უფრო მეტია, რომელიც
სამუდამოდ მოწყდა ფუძეს, მაგრამ მათ ქვეყნებში მოიპოვეს დიდება და
ძალაუფლება.
დღემდე დიდ ინტერეს იწვევს საქართველოდან გატაცებულ მამლუქთა
ისტორია და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად არის მიჩნეული ჩვენს ისტორიაში.
ბუნებრივია, ქართული წყაროები ვერ შემოგვინახავდნენ მათ შესახებ ინფორმაციას,
მით უმეტეს ვრცელი სახით. ოსმალთა პერიოდის მამლუქთა ცხოვრება და
მოღვაწეობა ერაყში, ეგვიპტეში, თუნისში, ალჟირში, ტრიპოლში და სხვა, არაბულ,
თურქულ თუ სპარსულ, ასევე ევროპულ წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილი
აქვთ ქართველ მეცნიერებს, დ. ჯანელიძეს, ბ. სილაგაძეს, გ. ჯაფარიძეს, მ. ტიკაძეს, კ.
ფერაძეს. წინამდებარე ნაშრომის ძირითად ლიტერატურასაც მათი ნაშრომები
წარმოადგენს. ამასთან არის ახლად გამოქვეყნებული ცნობები, რომელიც თურქეთის

6
არქივებში ინახება და პირდაპირ ჩვენს საკვლევ თემას ეხება. იგი ერთგვარი სიახლეა
ჩვენს ნაშრომში.
აბრაამ შინჯიკაშვილი, იგივე იბრაიმ-ბეი, რომლის მოღვაწეობასაც ეხება
წინამდებარე ნაშრომი, XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის პირველ წლებში ეგვიპტეში
მოღვაწეობდა. იგი იბრაჰიმ ალ-ქაბირ ალ-მუჰამადის სახელით არის ცნობილი.
აღნიშნულ პერიოდში ეგვიპტე ოსმალეთის შემადგენლობაში იყო და მას
სულთნისადმი დაქვემდებარებული მამლუქთა საბჭო მართავდა. შინჯიკაშვილი,
რომელიც ბავშვობის წლებში მოხვდა ეგვიპტეში, მოახერხა ტყვეობიდან თავის
დაღწევა და დიდი თანამდებობების მოპოვება. მან გაიმარჯვა მოწინააღმდეგეებთან
ბრძოლაში და 1791 წლიდან მურად-ბეისთან ერთად მამლუქთა საბჭოსაც ჩაუდგა
სათავეში, ანუ ეგვიპტის ერთ-ერთი მმართველი გახდა.
ნაშრომში შესწავლილია იბრაიმ-ბეის ბიოგრაფია. მისი მოსვლა მამლუქთა
ხელისუფლებაში და მოღვაწეობა.
თავდაპირველად განხილულია ოსმალთა მიერ ეგვიპტის დაპყრობისა და
მათი ხელისუფლებისა და მმართველობის წესების დანერგვის ისტორიას. შემდეგ
მოკლედ მიმოვიხილავთ მამლუქთა ადრეულ ისტორიას და მათ სამხედრო-
პოლიტიკურ სისტემას. ცალკე ყურადღებას ვუთმობთ მამლუქთა მმართველობის
სისტემას ოსმალეთის იმპერიაში.
საკმაოდ ფართოდ არის განხილული ნაპოლეონ ბონაპარტის ეგვიპტური
ექსპედიცია, რომელსაც უშუალოდ ებრძოდა ქართველი მმართველი.
ნაშრომის ბოლო ნაწილი ეძღვნება მამლუქთა მმართველობის დასასრულს და
მათ განადგურებას ეგვიპტეში.

7
თავი I. ოსმალთა მიერ ეგვიპტის დაპყრობა

§ 1. სელიმ I-ის ექსპედიცია მახლობელ აღმოსავლეთში

1491 წელს ეგვიპტისა და ოსმალეთის იმპერიას შორის დაიდო ზავი, რომელიც


არ იყო მყარი (სვანიძე, 2007:93). მალევე ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ
ასპარეზზე ამ ორ ქვეყანას გამოუჩნდა საერთო მტერი, სეფიანთა ირანი. მამლუქები
შორს იჭერდნენ თავს ოსმალეთისგან. ოსმალეთის იმპერიაც გარკვეული პერიოდი
მსგავს პოზიციას იჭერდა მამლუქების მიმართ.
1512 წელს აპრილში ოსმალეთის სულთანი გახდა სელიმ I იავუზი (მრისხანე),
რომელიც მამლუქების მთავარი მტერი გახდა. 1514 წელს სელიმ I-მა სასტიკად
დაამარცხა ჩალდირანის ბრძოლაში სეფიანთა ირანის შაჰი ისმაილ I და დაიწყო
მამლუქთა წინააღმდეგ საბრძოლო მზადება. 1515 წელს ოსმალებმა თავი მოჰკვეთეს
ერთ-ერთ მამლუქს და მისი თავი ეგვიპტეში სულთანს გაუგზავნეს, რაც იმის
მანიშნებელი იყო, რომ ორ სახელმწიფოს შორის დაიწყებოდა ომი. ეგვიპტის
სულთანი კანსუჰ ალ-ღური საპასუხო იერიშისთვის ემზადებოდა, მაგრამ ჯარის
ნაწილმა უარი განაცხადა საომარ მოქმედებებში ერთმორწმუნეთა წინაღმდეგ
ბრძოლაში მიეღოთ მონაწილეობა. ცალკეული მამლუქი ამირები დაადგენენ
ღალატის გზას. მათ შორის ჰალაბის გამგებელი საიფ ად-დინ ხაირ-ბეგი. 24 აგვისტოს
მოხდა შეტაკება, მამლუქები თავდაპირველად დაწინაურდა, მაგრამ ოსმალეთის
არმია მათ შეიარაღებით და ცეცხლსასროლი იარაღით სჯობდა მამლუქთა არმიას. ამ
ყველაფერს ემატებოდა ის ფაქტიც, რომ მამლუქთა რიგებში მოღალატეებიც იყვნენ,
რამაც მამლუქთა ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა ოსმალეთის სასარგებლოდ.
ეგვიპტის სულთანი კანსავჰ ალ-ლავრი ბრძოლაში დაიღუპა (ჯაფარიძე, 2016:147-
148). გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ალეპოს ჩრდილოეთით, დაბიკის ველზე.
დამარცხებულმა, ასაკოვანმა კანსუ ალ-ღურმა, მარცხი ვერ გადაიტანა და
გარდაიცვალა (სვანიძე, 2007:104).
მამლუქებმა დიდი მარცხი განიცადეს, რის შემდეგაც მთელ სირიაში დაიწყო
მამლუქთა საწინააღმდეგო გამოსვლები და აჯანყებები. 1516 წლის ბოლოს უკვე

8
შეიძლება ითქვას, რომ სელიმი მთელ სირიას დაეპატრონა. მამლუქებს
ულტიმატუმიც კი წაუყენა, რომ ხარკის სანაცვლოდ გამხდარიყო ოსმალეთის
ვასალი. მამლუქებმა ეს შეთავაზება არ მიიღეს. ამ დროს მამლუქთა სათავეში იდგა
38 წლის თუმანბეი, რომელიც თვლიდა, რომ ზავი და მისი პირობები არ იყო
მისაღები. ოსმალეთის ელჩები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ დახოცეს.
ამან არსებული სიტუაცია უფრო გაამძაფრა და დაიწყო ახალი შეტაკებები.
21 დეკემბერს ღაზას მახლობლად მოხდა მეორე მნიშვნელოვანი შეტაკება,
რის შედეგადაც მამლუქები კვლავ დამარცხდნენ. სულთანმა გაძარცვა ღაზა და
შევიდა იერუსალიმში, ჩაატარა მსხვერპლთშეწირვის რიტუალი და ამით აღნიშნა
დიდი გამარჯვება. 1516-1517 წლების მიჯნაზე სელიმმა კონტროლი დაამყარა
პალესტინაზე და ეგვიპტისკენ აიღო გეზს, სადაც უკვე მზადება დაიწყო
ბრძოლისთვის (ჯაფარიძე, 2016:149-150).
1517 წლის 22 იანვარს რადანიასთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, სადაც
მამლუქები სასტიკად დამარცხდნენ. სელიმმა ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ
ქაიროს მეჩეთში ილოცა და გამარჯვება იზეიმა. 1517 წლის 15 თებერვალს, როდესაც
სულთანი შევიდა ქაიროში, ქალაქის მოსახლობა მძიმე ზარალს განიცდიდა.
მამლუქთა სულთანი სასტიკად დამარცხდა 1517 წლის 13 აპრილს ქაიროში მოკლეს.
სელიმ I ხელისუფლების განმტკიცებას შეუდგა. პირველი ნაბიჯი კი მამლუქების
ქეყნიდან განდევნა იყო. სულთნის ბრძანებით მოსახლეობას დაევალა მამლუქების
შეპყრობა და ოსმალებისთვის ჩაბარება. მამლუქებს მთელი ქონება ჩამოერთვათ და
სახელმწიფოს ხელში გადავიდა.
1517 წელს, ეგვიპტიდან გამგზავრების წინ სულთანმა გამოსცა პირველი
,,კანუნ-ნამე“ (კანონთა წიგნი), რომელშიც ასახული იყო ეგვიპტეში მომხდარი
ცვლილებები, ოსმალეთის იმპერიის დაპყრობის შემდეგ. სულთნის ბრძანებით
გაუქმდა ყველა რიგი კანონებისა გადასახადების შესახებ და გამკაცრდა კონტროლი.
ოსმალებმა ბედუინების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა და დევნა წამოიწყეს, რის
შემდეგაც მოსახლეობა ლოიალობით განეწყო სელიმისადმი და მას ,,ღარიბთა
მფარველი“ უწოდა. ამავე წელს, ოსმალეთის სულთანმა ეგვიპტის სრული

9
დაპყრობის შემდეგ, უკანასკნელი ხალიფა ალ-მუთავაქილ III სტამბოლში
გადაიყვანა, მოგვიანებით კი თავისი უფლება უბოძა სახალიფოზე.

§ 2. სულეიმან I-ის ღონისძიებები ეგვიპტეში

1520 წლის 22 სექტემბერს გარდაიცვალა სელიმ I, რასაც აჯანყება მოჰყვა.


აჯანყება დაიწყო ჯანბირდი ალ-ღაზალიმ, რომელმაც გაანადგურა ოსმალთა
გარნიზონები და თურქები განდევნა ბეირუთიდან.
1521 წლის 27 იანვარს დამასკოს მახლობლად ბრძოლა გაიმართა მასტაბასა და
ჯანბირდი ალ-ღაზალს შორის, სადაც ალ ღაზალი დამარცხდა და დერვიშის სამოსში
გადაცმული გაიქცა. 6 თებერვალს ის შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ოსმალებმა
დაიკავეს დამასკო და დაიწყეს მათი რეფორმების გატარება. მამლუქთა ნაწილი მათი
მმართველობის ფორმებს მოერგო (Yücel, Sevim, 2020:151).
1522 წელს სელიმის ვაჟმა სულეიმან I-მა ეგვიპტეში რეფორმების გატარება
დაიწყო და სასამართლო ჩაატარა, სადაც გააუქმა ყადის მრავალრიცხოვანი
თანაშემწეებისა და მდივნების აპარატი. ეგვიპტის მმართველის გარდაცვალების
შემდეგ, ახალი გამგებელი სულეიმანის სიძე, დიდვეზირი მუსტაფა ფაშა გახდა,
რამაც რეფორმების გავრცელება უფრო დააჩქარა. ეგვიპტის ავტონომიას სახელი
შეეცვალა და გახდა ჩვეულებრივი მაგრამ მნიშვნელოვანი ოსმალური პროვინცია,
რომლის სათავეში იდგა ბეგლარბეგი. მიუხედავად რეფორმების გატარებისა,
ეგვიპტეში მუდმივად იყო აჯანყებები და უკმაყოფილო ფაშები, რომლებიც
სულთნის ძალაუფლებას არაფრად თვლიდნენ. სწორედ ამიტომ ეგვიპტეში
საბოლოოდ ვითარების მოწესრიგებისთვის სულეიმან I-მა გაგზავნა დიდვეზირი
იბრაჰიმ ფაშა.
1525 წლის 24 მარტს იბრაჰიმ ფაშა შევიდა ქაიროში და სამი თვის
განმავლობაში აღადგინა ოსმალური მმართველობა. ისინი, ვინც აქამდე
დაუმორჩილებლად იქცეოდა, და სულთნის ძალაუფლებას პატივს არ სცემდა,
სიკვდილით დასაჯა. ურჩი მამლუქები ქვეყნიდან გააძევა. იბრაჰიმ ფაშამ ეგვიპტეში
სულ რამდენიმე კვირა დაყო და ქვეყანას დაუტოვა ,,კანუნ-ნამე“, რომლიც ორი

10
ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: პირველ ნაწილში ძირითადად საუბარი იყოს
სამხედრო რეფორმებისა და მოვალეობების შესახებ ეგვიპტეში, ხოლო მეორე
ნაწილში ადმინისტრაციული მოწყობა და მართვა-გამგებლობის საკითხები. კანუნ-
ნამეს ავტორი სულთან სულეიმანი იყო, რომელიც სულეიმან. სწორედ მისი
მმართველობის პერიოდში იწყება ეგვიპტის ისლამიზაცია, მაგრამ სამხედრო
ფეოდალურმა სისტემამ მტკიცედ ვერ შეძლო ფეხის მოკიდება. 1525 წელს იბრაჰიმ-
ფაშა სტამბულში დაბრუნდა. 1587 წლამდე ეგვიპტეში პოლიტიკური მღელვარების
კერა არ წამოჭრილა (ტიკაძე, 2012:14).
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის დაპყრობა სელიმ I-ის დროს
მოხდა, მისი დამორჩილება და ოსმალური მმართველობის წესები და კანონების
შემოღება მოხდა მისი შვილის, სულეიმან I-ის დროს.

11
თავი II. ეგვიპტის მამლუქთა საბჭო ოსმალეთის იმპერიაში

§ 1. სამხედრო მონობა ისლამში. პირველი მამლუქები.

მამლუქთა სახელმწიფო ეგვიპტეში 1250 წელს შეიქმნა. მანამდე ქვეყანას


განაგებდნენ თურქული წარმომავლობის ყივჩაღები და ჩერქეზი მამლუქები. 1517
წელს ოსმალეთმა დაიპყრო მამლუქთა სასულთნო და დიდი ხნით გახდა
ოსმალეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი.
ეგვიპტის სასულთნოს შიდა სტრუქტურა სამხედრო მონობაზე იყო
დამყარებული, რომელიც ჯერ კიდევ შორეულ წარსულში იწყება. ძველ სამყაროში,
სხვადასხვა საზოგადოებაში მონობა ნებადართული იყო. მონობა გავრცელებული
იყო ისლამამდელ არაბეთშიც. ძირითადად მონები ხდებოდნენ ის ადამიანები,
რომლებიც იყვნენ სამხედრო ტყვეები, ღატაკი ადამიანები და ა.შ. მონები
ძირითადად იყვნენ ფერადკანიანი ადამიანები, ძირითადად აფრიკიდან, რომელთა
ცხოვრება რთული და მძიმე იყო ისლამი გავრცელებამდე. ყურანი ნებას რთავდა
მუსლიმს დაეტყვევებინა ადამიანები და ექცია მონებად. მათთვის ეს ერთგვარ
ნადავლად ითვლებოდა. ისლამური სამართლის მიხედვით, აკრძალული იყო ომის
დროს დატყვევებულ მუსლიმთა დამონება. ისლამი მონას აღიქვამს და განიხილავს,
როგორც საგანს, ქონებას. იგი შეიძლება გაიყიდოს, გაჩუქდეს ან გადაეცეს
მემკვიდრეობით. პატრონს ყველანაირი უფლება აქვს მინიჭებული მონაზე. მას
შეუძლია დაავალოს ნებისმიერი სახის სამუშაო, ასევე დასაჯოს და მოკლას კიდეც.
მონას არ გააჩნდა ქონება, არ ჰქონდა ქორწინების უფლება თუ პატრონი არ მისცემდა
ამის უფლებას. მისი გამომუშავებული ქონება ძირითადად პატრონს რჩებოდა. მონის
ჩვენება სასამართლოში არ მიიღებოდა, მაგრამ მისი გათავისუფლება ითვლებოდა
ალაჰისთვის სასურველ საქმედ.
ისლამურმა სამართალმა შეზღუდა ახალი მუსლიმი მონების შეძენა , ტყვე
მხოლოდ არამუსლიმი უნდა გამხდარიყო. ტყვეების გაცვლა მუსლიმ ტყვეებზე
შესაძლებელი იყო , რომელიც მტერს ებრძოდა და მტრის მხარეს ვარდებოდა ტყვედ.
მონობა უმეტეს შემთხვევაში სიკვდილზე უკეთესი იყო, რადგან ადამიანი

12
განაგრძობდა ცხოვრებას და ინარჩუნებდა იმედს, რომ ოდესმე
გათავისუფლდებოდა. მონას შეეძლო საკუთარი რელიგიის აღიარება და მსახურება.
ასევე შეეძლო სურვილით და არა იძულებით მიეღო ისლამი. მონები არ იხდიდნენ
გადასახადებს , ასევე ეკრძალებოდათ დაქორწინება პატრონის თანხმობის გარეშე.
წყაროებში გვხვდება მონების სხვადასხვა სახელწოდებები , რომელსაც სპეციალური
მნიშვნელობა ჰქონდა. განსხვავდებოდა ქალისა და მამაკაცის სახელები.
სახელწოდება ,,სამხედრო მონობა“ ნიშნავდა , რომ მისი შეძენის შემდეგ , ის
გადიოდა მომზადებას და იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. სამხედრო მონის ცხოვრება
მეტად რთული და მძიმე იყო. ადრეულ ასაკში მონად გაყიდული არამუსლიმი,
მუსლიმურ სახელმწიფოში , მეტად რთულ პირობებში ცხოვრობდა (ჯაფარიძე,
2016:21).

§ 2. ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს სამხედრო-პოლიტიკური სისტემა

მამლუქთა დამოუკიდებელი მმართველობა ორ ნაწილად იყოფა. ეგვიპტის


1250-1382 წლებში განაგებდნენ ბაჰრელი მამლუქები. ბაჰრელი მამლუქები
ეთნიკურად ყივჩაღები იყვნენ. შემდეგ 1517 წლამდე ეგვიპტეს ბურჯელი მამლუქები
განაგებდნენ. მონები, რომლებიც ეგვიპტეში ჩამოჰყავდათ, ისლამზე აქცევდნენ,
ასწავლიდნენ არაბულ წერა-კითხვას და სამხედრო საქმეს. წარმატებულ მონებს
ათავისუფლებდნენ და მათ ეძლეოდათ შანსი მიწის ნაკვეთის შეძენის და
დაოჯახების. მამლუქი, რომელსაც ჰყავდა მონა პასუხისმგებელი იყო აღეზარდა ის.
ამ გზით იქმნებოდა კლანები და ოჯახები - ბაითები.
XIII ს-ის ბოლოს მამლუქთა სამფლობელოები გადაჭიმული იყო დიდ
ტერიტორიაზე, რომლის მფარველობის ქვეშ იყო ქალაქები მექა და მედინა. XIV ს-ის
დასაწყისში პროვინციათა რაოდენობა შეადგენდა 15-ს. აქედან 6 სირიაში იყო
შექმნილი. მამლუქთა სახელმწიფოს სათავეში იდგა სულთანი. რაზმებს
მეთაურობდნენ ბეგები ან ამირები.
სულთნის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი პირი გახლდათ ად-დავადარი,
რომელსაც შეეძლო გაეცა ბრძანებები, დაენიშნა და გაეთავისუფლებინა

13
თანამდებობიდან მოხელეები და გადაეჭრა მნიშვნელოვანი საკითხები. მესამე
მნიშვნელოვანი პირი გახლდათ ამირ-ალ-ქაბირი, რომელიც ძირითადად
აყალიბებდა არმიას და ნიშნავდა ქალაქის გამგებლებს.
ნა’იბ აშ-შამ სირიის ნაცვალი მეოთხე უმაღლესი რანგის მოხელე იყო. იგი
კრეფდა და განკარგავდა სირიაში შემოსავლებს.
უსთადარი - სასახლის ეკონომიკის მმართველი მეხუთე უმაღლესი რანგის
მოხელე იყო. ის ძირითადად ზრუნავდა სულთნის და მისი ოჯახის მომარაგებაზე,
ძვირფასეულობით და ყველაა აუცილებელი ნივთნით.
ამირ ახურ - მეჯინიბე მეექვსე უმაღლესი რანგის მოხელე იყო.
ამირ ალფ - ათასეულის წინამძღოლი, მეშვიდე რანგის მოხელე.
ხაზანდარ - ხაზინადარი, მერვე უმაღლესი რანგის მოხელე აწარმოებდა
სასახლის ანგარიშებს.
სილაჰდარი - საჭურველთმტვირთველი, მეათე უმაღლესი რანგის მოხელე
სულთნის იარაღზე ზრუნავდა.
მამლუქთა სახელმწიფოს სხვადასხვა საქმეებს წარმართავდნენ სხვადასხვა
მოხელეები. ერთ-ერთ მთავარ ძალას წარმოადგენდა მამლუქთა გვარდია, რომელიც
იყო მმართველი სამხედრო გაერთიანება. თავდაპირველად მამლუქთა არმია არ იყო
ჩამოყალიბებული, ის დროთაგანმავლობაში გაფართოვდა და შეიქმნა სხვადასხვა
დამოუკიდებელი ნაწილები, კერძოდ: სულთნის პირადი გვარდია, ამირათა
რაზმები, გვარდიელები და ა.შ. მიუხედავად სხვადასხვა რაზმებისა ეს ყველაფერი
მაინც არ იყო საკმარისი და უკვე 1516 წელს ოსმალების შემოსევების დროს ეს
ყველაფერი ნათელი გახდა. 1517 წელს ოსმალებმა დაიპყრეს ეგვიპტე და მოუღეს
ბოლო მამლუქთა სასულთნოს. მამლუქები, როგორც სამხედრო ორგანიზაცია
არსებობას განაგრძობდა XIX საუკუნის დასაწყისამდე (ჯაფარიძე, 2016:30-33).

§ 3. ეგვიპტის ადმინისტრაცია ოსმალთა ბატონობის ხანაში

მამლუქთა სახელმწიფოს ლიკვიდაციის შემდეგ, ოსმალები განაგებდნენ


სახელმწიფოს. საწყის ეტაპზე მათ შექმნეს სამხედრო კორპუსები, ოსმალთა

14
გარნიზონები, რომელთა ძირითადი მოვალეობა იყო ქვეყნის დამორჩილება.
ყველაზე მნიშვნელოვან კორპუსს წარმოადგენდა იანიჩართა კორპუსი, რომელთა
ხელმძღვანელად აღა ითვლებოდა. რანგით მეორე იყო ქეთხუდა, რომლის არჩევა
ხდებოდა ერთი წლით. თითოეულ კორპუსთან იყო არჩევითი საბჭო - ,,იხთიარია“,
რომელიც განაგებდა საქმეებს, აგვარებდა სადავო საკითხებს სხვადასხვა კორპუსის
მეომართა შორის და შედიოდა დიდ საბჭოში/დივანში (ჯაფარიძე, 2016:162).
ოსმალებმა შექმნეს და ჩამოაყალიბეს სხვადასხვა სამხედრო კორპუსები,
მაგრამ შეინარჩუნეს მამლუქთა სისტემა, რომელიც დროებით იყო შეჩერებული. XVI
საუკუნის ბოლომდე მამლუქები ოსმალების რეჟიმს ემორჩილებოდნენ და მათ მიერ
ლოიალობას იჩენდნენ. მამლუქებს ოსმალები სხვადასხვა საქმეში იყენებდნენ,
მაგრამ საშუალებას აძლევდნენ თავიანთი ძველი ტრადიციები შეენარჩუნებინათ.
ოსმალები მამლუქთა მთავარ ლიდერებს ბეგის სამხედრო რანგს აძლევდნენ.
ოსმალთა ხანის ეგვიპტის ადმინისტრაციული სისტემა ძირითადათ შეიძლება
ითქვას, რომ წარმოადგენდა ოსმალთა და მამლუქთა ელემენტები სინთეზს. XVII
საუკუნის დასაწყისში ქვეყნის შიგნით ხდება ბევრი აჯანყება სხვადასხვა კუთხეში.
XVII საუკუნის შუა ხანებში კი უკვე ნათლად ჩანს, რომ პოლიტიკური უპირატესობა
მამლუქთა ხელში გადადის. 1630-1660 წლები ძირითადად ოსმალთა ეგვიპტეში
მამლუქი ბეგების დომინირების პერიოდად ითვლება. XVII საუკუნეში ისინი
მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებში. უნდა
აღინიშნოს ის ფაქტიც , რომ XVII-XVIII საუკუნეებში ეგვიპტეში მუდმივად
მიმდინარეობდა შიდაპოლიტიკური ბრძოლა, ქვეყნის ძალაუფლების ხელში
ჩასაგდებად (ჯაფარიძე, 2016:163-164).

15
თავი III. იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და მისი მმართველობა ეგვიპტეში

§ 1. ორთა მმართველობა და ჰასან ჯიდელის ისტორია

იბრაჰიმ ბეი მამლუქთა გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და სარდალი. იგი


ასევე ცნობილია, როგორც ალ-ქაბირ ალ-მუჰამადის სახელითაც. ის თბილისის
მახლობლად სოფელ მარტყოფში დაიბადა ქართველი მღვდლის ოჯახში. ნამდვილი
სახელი და გვარი აბრაამ შინჯიკაშვილია.
ბავშვობაში აბრაამი ეგვიპტეში ჩაიყვანეს. აქ ის მეჰმედ აბუ ზაჰაბმა აღზარდა.
1768 წელს ბეგის წოდება მიიღო. 1772 წელს, ჰაჯის ამირას წოდებით ეგვიპტიდან
მექაში ქარავანი წაიყვანა. 1773 წელს საფინანსო განყოფილების უფროსი გახდა. 1778
წელს ხანმოკლე შიდა ომის შემდეგ, იგი იძულებული გახდა ზემო ეგვიპტეში
გაქცეულიყო (ქასაბი, 2012:140; Kasap, 2010:138).
XVIII საუკუნის 80-იან წლებში მამლუქთა მეორე დიდი აჯანყება მოხდა. ამ
პერიოდში ძირითადად ბრძოლები ქვეყნის შიგნით პირველობისთვის
მიმდინარეობდა. როდესაც ალი-ბეი გარდაიცვალა აჯანყებები დასრულდა, ხოლო
მუჰამედ აბუ-ზაჰაბი, რომელიც ეგვიპტეში 1773-1776 წლებში ბატონობდა
დაემორჩილა სულთანს. მორჩილების გამოცხადებასთან ერთად მან სტამბოლში
გაგზავნა ხარკიც და მოითხოვა ბრძოლის უფლება ზაჰირის ბედუინებთან.
სულთანს წინადადება მოეწონა და დათანხმდა. ძირითადი მიზეზი თუ რატომ
სურდა მუჰამედ აბუ-ზაჰაბს ბედუინების წინააღმდეგ ბრძოლა იყო პირადი მტრობა
ზაჰირთან და მათი ქალაქის აურაცხელი სიმდიდრე. მუჰამედ აბუ-ზაჰაბმა მალევე
შეიძინა საარტილერიო ეტლი, ჩამოიყვანა უცხოელი მეზარბაზნეები და უფროსობა
ინგლისელ რობინსონს ჩააბარა. 1776 წლის თებერვალში ურიცხვი ჯარი პალესტინას
შეესია. ქალაქის აღება 46-დღე გაგრძელდა. ქრისტიანებისა და მუსლიმების
განხეთქილებამ ცუდ შედეგამდე მიიყვანა არსებული სიტუაცია. მუჰამედ აბუ-
ზაჰიბი ალი-ბეის მოღალატე და ასევე შემარცხვენელი გამოდგა. აკრა, რომელიც
ზაჰირის და მისი შვილის იმედად იყო საბოლოოდ მარტო დარჩა. აკრა და
ფრანგებიც, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ მუჰამედ აბუ-ზაჰაბის უეცარმა

16
გარდაცვალებამ იხსნა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მამლუქებს შორის შიდა
აშლილობა.
XVIII საუკუნის 70-იან წლებში სხვადასხვა პარტიები ერთმანეთში ომობდნენ
და მუსრს ავლებდნენ. მურად-ბეი და იბრაჰიმ-ბეი (შინჯიკაშვილი), რომლებსაც
ერთმანეთი არ უყვარდათ, რადგან ერთმანეთის ეშინოდათ, ერთ ბანაკში
აღმოჩნდნენ.
მუჰამედ აბუ-ზაჰიბის სიკვდილის შემდეგ მალევე შეთანხმდნენ, რის
შემდეგაც ისინი ერთობლივი საქვეყნო გამგებლები გახდნენ. რა თქმა უნდა, ეს ამბავი
არ მოსწონდათ ალი-ბეის ქაშიფებსა და ბეგებს. ჯგუფებს შორის მუდმივი
დაპირისპირება გრძელდებოდა, სადაც ყველაზე ძლიერი მურად და იბრაჰიმ ბეგების
დაჯგუფება იყო.
1783 წელს მურად-ბეის მომხრეთა ჯარი შეეცადა მოწინააღმდეგის
დამარცხებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ამ პერიოდისთვის იქმნებოდა სხვადასხვა
დაჯგუფებები, რომელთა შორის იყო უფრო ძლიერი ბეგების და მათი მომხრეები,
იგივე მესამე ბანაკი. მურად-ბეისა და იბრაჰიმის დაჯგუფება ცდილობდა ახალი
გაერთიანების განადგურებას. ბრძოლის სარდლობა იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა
იკისრა. იბრაჰიმ ქართველის ლიბერალურმა ზომებმა უთანხმოება გამოიწვია ორ
მმართველს შორის. საბოლოოდ კი მათი საქმე გადამწყვეტ შეთანხმებამდე არ
მისულა (ჯანელიძე, სილაგაძე, 1967:80-81).
არსებობს გარდამავალი პერიოდის (1776-1785 წწ.) მეორე ვერსია, რომელიც
ჰასან-ბეის პიროვნებას უკავშირდება. ალი-ბეის სახლობის ჩამომავალთა შორის
მთავარი პირი ჰასან-ჯიდელი იყო წარმოშობით ქართველი. ჰასან-ჯიდელი
ბოლომდე ალი-ბეის ერთგული დარჩა. ალი-ბეი სიკვდილის შემდეგ იგი
ეგვიპტიდან განდევნეს და ორი წელი უცხოეთში გაატარა, შემდეგ კი ეგვიპტეში
დაბრუნდა, რათა ალი-ბეის ჯგუფი აღედგინა და მურად-ბეი და იბრაჰიმ
შინჯიკაშვილი დაემარცხებინა.
1776 წელს ჰასანის გმირული საქმეების წყალობით, ისმაილ ქართველი
ეგვიპტის მთავარსარდალი გახდა. მან მალევე დაიწყო ბოროტი ზრახვების
გამოვლინება და უარყოფითად განეწყო ჰასან-ჯიდელის წინააღმდეგ. ამ ყველაფერს

17
კარგად ხედავდა ჰასან-ჯიდელი, მაგრამ ცდილობდა მოხერხებულად დაემალა
აღშფოთება. ისმაილი შეცდომაში შეიყვანა ჰასან-ჯიდელის მსგავსმა საქციელმა და
ის გაგზავნა ეგვიპტეში იბრაჰიმ შინჯიკაშვილთან, რომელიც საომრად ემზადებოდა.
იბრაჰიმ შინჯიკაშვილი და ჰასან-ჯიდელი გაერთიანდნენ და საერთო ძალებით
გაემართნენ ქაიროში. მალევე დაამარცხეს ისმაილის მომხრეთა ჯარი, რომელმაც
თავს გაქცევით უშველა. ქაიროში ჩასვლისას ისინი მურად-ბეისთან ერთად
შეუდგნენ ქვეყნის მართვას, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მურად-ბეი
უკანონოდ ექცეოდა მოსახლეობას, რომელსაც მაღალი გადასახადებით ავიწროებდა.
საქმე შეტაკებამდე მივიდა, რასაც ჰასან-ჯიდელის მარცხი მოჰყვა და მან დამანურის
შეიხს შეაფარა თავი. დიდი დრო გაატარა მან შეიხის სასახლეში, საბოლოოდ კი
გადაწყვიტა თავშესაფარი იბრაჰიმ შინჯიკაშვილის სასახლეში ეპოვა. ჰასან-ჯიდელი
იბრაჰიმის სასახლეში თხოვნით მივიდა და თხოვა მურად ბეისგან დაემალა,
რომელიც მოსაკლავად ეძებდა ჰასან-ჯიდელს. მურად-ბეიმ მალევე გაიგო ახალი
ამბავი და იბრაჰიმის სასახლეში მისი გადაცემა, რაზეც სასტიკი უარი მიიღო.
საბოლოოდ იბრაჰიმ შინჯიკაშვილმა მოახერხა მურად-ბეის მოლბობა. ჰასან-ბეი
განკურნეს შინჯიკაშვილის სასახლეში, შემდეგ კი ვაჭართა ხომალდში ჩასვეს და
უცხოეთში გადაასახლეს. ჰასან-ჯიდელი ჯიდას ნავსადგურს უნდა შეხიზნებოდა,
მაგრამ მან გემის კაპიტანს სთხოვა გეზი სხვა მიმართულებით აეღო და დიდძალი
ფულიც მისცა სანაცვლოდ. ჰასანი კენაში ჩავიდა და იქ დასახლდა განმარტოებით,
სადაც დიდძალი ქონება დააგროვა. ამ დროს ოსმალეთის სულთანმა მიიღო
გადაწყვეტილება, რომ ბოლო მოეღო მამლუქებისთვის. ჰასანმა და ისმაილმა
ერთმანეთში ისევ გამონახეს მეგობრული ენა, მათ შეუერთდა ქაიროში გაქცეული
ბევრი მეგობარი, რომელთა სათავეში მურად-ბეი ჰყავდათ. არაბებთან მეგობრობის
მიზნით ჰასან-ჯიდელმა შეირთო შეიხის ქალიშვილი, რომლისგანაც ვაჟიშვილი
ეყოლა. საბოლოოდ მან უზარმაზარი არმია შეკრიბა. ოსმალეთის მთავრობამ ვერ
მოახერხა ჰასან-ჯიდელის მოსყიდვა. მის მიმართ დიდ ინტერეს იჩენდნენ
ინგლისელები და ცდილობდნენ მისი გულის მოგებას (ჯანელიძე, სილაგაძე,
1967:81-84).

18
თურქეთის არქივებში დაცული ახლად აღმოჩენილი მასალის მიხედვით,
მამლუქებს შორის დაწყებული უთანხმოების დროს, იბრაჰიმ ბეისა და მის თანაშემწე
მურად ბეის შორის დაპირისპირება დაიწყო. თუმცა 1785 წელს მათ შორის
ნორმალური ურთიერთობის აღდგენა მაინც მოხერხდა. 1786 წელს ეგვიპტეში
ცენტრალური ხელისუფლების გასამყარებლად ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა.
იბრაჰიმ-ბეი კვლავ ზემო ეგვიპტეში გადავიდა და ოსმალეთის ხელისუფლების
წარმომადგენლებთან ბრძოლა დაიწყო.
1791 წელს იბრაჰიმ-ბეი და მურად-ბეი დაბრუნდნენ ქაიროში და
ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს (ქასაბი, 2012:140; Kasap, 2010:138).

§ 2. ბრძოლა ფრანგების წინააღმდეგ 1798-1801 წლებში

ნაპოლეონ ბონაპარტის ლაშქრობა ეგვიპტეში შემთხვევითი მოვლენა არ იყო,


რადგან ეგვიპტე ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.
კერძოდ: სავაჭრო-სატრანსპორტო გზიდან ერთ-ერთი სწორედ ეგვიპტის
ტერიტორიაზე გადიოდა, სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი თუ რატომ სურდა
საფრანგეთს ეგვიპტის ხელში ჩაგდება. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან
საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. საფრანგეთი თვლიდა,
რომ ინგლისელთა წინააღმდეგ წარმოებულ შვიდწლიანი ომში მარცხის
ასანაზღაურებლად, საჭირო იყო საფრანგეთი ეგვიპტეს დაჰპატრონებოდა და
დაეკავებინა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა. მალევე წამოვიდა სხვადასხვა
მოსაზრებები და პროექტები ეგვიპტის დაკავებასთან დაკავშირებით. ეგვიპტეში
გაბატონება მშვიდობიანი გზით უნდა მომხდარიყო, კერძოდ, მათ ორი ღონისძიება
გაატარეს: სულთანს ჰპირდებოდნენ ყირიმის ნახევარკუნძულზე საკუთარი
უფლებების აღდგენას თუ ის ეგვიპტეს დათმობდა. ხოლო მეორე შემთხვევაში
საფრანგეთი იმუქრებოდა ოსმალეთის მოწინააღმდეგე ბანაკში და დამარცხების
შემთხვევაში ხელში ჩაეგდო კრეტა და ეგვიპტე.
1789 წელს საფრანგეთში მოხდა რევოლუცია, რამაც ეგვიპტის საკითხი ცოტა
ხნიშტ გადადო. საფრანგეთში ფეოდალიზმი დაემხო და დამკვიდრდა

19
ბურჟუაზიული წყობილება, რასაც მოჰყვა დიდი ცვლილებები, როგორც ქვეყნის
შიგნით, ისე ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში. ნაპოლეონს სჯეროდა, რომ ეგვიპტის
დაკავებით ის გაბატონდებოდა აფრიკაზე. იგი მთავარ მისიად სწორედ ეგვიპტის
დაპყრობას მიიჩნევდა, სწორედ ამიტომ მალევე მოამზადა არმია ეგვიპტეზე
გასალაშქრებლად. მზადება ღრმად გასაიდუმლოებული იყო. ოსმალეთის იმპერიის
დასუსტება და არაბული ქვეყნების ამბიცია ოსმალთა ბატონობისგან თავის
დაღწევის მიზნით ხელს უწყობდა საფრანგეთს მისი გეგმების განხორციელებაში.
1797 წელს საზავო ხელშეკრულებით ომი დასრულდა საფრანგეთსა და
გერმანიას შორის. საფრანგეთის არმიის დიდი ნაწილი გათავისუფლდა, ამიტომ
ისინი გამოიყენეს ომში ეგვიპტის წინააღმდეგ. ოსმალეთის სახელმწიფო მეტად
დასუსტებული იყო ამ პერიოდისთვის, ამიტომ საფრანგეთისთვის მიზნის მიღწევა
უფრო მარტივი ხდებოდა (სილაგაძე, 1984:3-8).
მზადების შეფარვის გამო, თავიდან ნაპოლეონი ვითომ ინგლისის წინააღმდეგ
ემზადებოდა საბრძოლველად, სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ოსმალეთისთვის
თვალების ასახვევად იყო საჭირო. ნაპოლეონი აგზავნიდა შიკრიკებს, რათა
მომხდარიყო ჯარების შეკრება. გენერლები, რომლებიც ნაპოლეონის გეგმას
მიჰყვებოდნენ ჯარს აგროვებდნენ, ასევე ამზადებდნენ გემებს და სურსათ-
სანოვაგეს. 15 აპრილს ჯარები გემზე იყვნენ და ბრძანებას ელოდებოდნენ
ნაპოლეონისგან. ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა ურიცხვ რაოდენობას
შეადგენდა. ექსპედიციას ახლდა ასევე მეცნიერები, ხელოვანები და მწერლები,
რომლებიც ბეჭდავდნენ სხვადასხვა ენაზე: არაბულ, თურქულ, ბერძნულ და
ფრანგულ ენებზე. ექსპედიციაში ასევე მონაწილეობდნენ თარჯიმნები. ექსპედიციის
მზადება საბოლოოდ დასრულდა, ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ შეამოწმა არმიის
მზადყოფნა და საბოლოოდ მოემზადა ეგვიპტის დასაპყრობად.
ამ დროს ევროპაში დაიწყო ომი, რამაც ხელი შეუშალა ექსპედიციის დაწყებას
20 დღით. ეს შეფერხება წარუმატებელი აღმოჩნდა ნაპოლეონისთვის. 2 აპრილს
ნაპოლეონი ჩავიდა სოფელ მარაბუტში. აქ უკვე ყველაფერი დამოკიდებული იყო
ეგვიპტის მოსახლეობაზე, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ოსმალეთის
იმპერიაზე თუ როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენდნენ ფრანგების მიმართ.

20
ფრანგები ეგვიპტელ მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას
ახდენდნენ, სწორედ ამიტომ 1798 წლის 1 ივლისს მათ დაიკავეს მარაბუტი.
ფრანგების უეცარი გამოჩენა მეტად მოულოდნელი იყო ადგილობრივი
მოსახლეობისთვის. მმართველმა მამლუქებმაც კი არაფერი იცოდნენ ამ ექსპედიციის
შესახებ. სეიდ მუჰამედ კურაიმ გადაწყვიტა ოცკაციანი რაზმით მარაბუტისკენ
წასულიყო, რათა ფრანგების შემოჭრა საკუთარი თვალით ენახა. გზად ნაპოლეონის
მცირე არმიას შეხვდნენ, რომლებიც სულ გაანადგურეს. დაბრუნებულმა თავის
ქალაქში ქალაქის დაცვა დაიწყო, მაგრამ ნაპოლეონი თავისი ჯარით ქალაქს მოადგა.
2 ივლისს ალექსანდრიის თავზე საფრანგეთის რესპუბლიკის დროშა აღიმართა.
ნაპოლეონი ქალაქში შევიდა. ეს ბრძოლა და ალექსანდრიის დაკავება დიდი
წარმატება იყო საფრანგეთისთვის. ნაპოლეონმა მზადება უკვე ახალი დაპყრობითი
ომისთვის დაიწყო, მაგრამ არმიას არ ჰქონდა საჭირო აღჭურვილობა, კერძოდ,
ცხენები, სურსათ-სანოვაგე და არ ჰყავდათ აქლემები. სწორედ ამიტომ ნაპოლეონმა
მუჰამედ ალ-კურაიმის მეშვეობით გადაწყვიტა მოეხმო ბუხაირის ტომთა ბელადები,
რომლებიც გაუწევდნენ საჭირო დახმარებას. ფრანგების არმია საჭირო რესურსით
შეივსო. ამრიგად, მათი მთავარსარდლობა ეგვიპტეში 2-დან 7 ივლისამდე
გაგრძელდა, რასაც თან ახლდა მოსახლეობაში სააგიტაციო სამუშაოები. 4 ივლისს
ფრანგები დაიძრნენ ქაიროსკენ. ისინი დიდი წარმატებით მიიწევდნენ წინ,
მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ქალაქებს და იპყრობდნენ. მალევე ცნობებმა
ქაიროში ჩააღწია, ფრანგების თავდასხმების შესახებ, ამიტომ მოსახლეობის დიდმა
ნაწილმა ქალაქი დატოვა და გაიქცა. იბრაჰიმ-ბეი (შინჯიკაშვილი) მაშინვე თავის
სასახლეში გაემართა და იხმო მურად ბეგი (ქართველი), სხვა ამირები, ულუმები და
განიხილეს არსებული მდგომარეობა. მიიღეს გადაწყვეტილება წერილის
საშუალებით სტამბოლში ეცნობებინათ არსებული ვითარება. მურად ბეგს დაევალა
ფრანგების წინააღმდეგ ჯარის მომზადება და გაგზავნა. მურად ბეგმა დატოვა ქაირო
და სწორედ ამ დროს დაიწყო არეულობა ქვეყანაში. მისი წასვლის შემდეგ
მოსახლეობა ღელავდა. ქალაქი შიშმა მოიცვა. 5 ივლისს გაგზავნილი ჯარი,
რომელსაც ფრანგთა ჯარი უნდა შეეჩერებინა ხანმოკლე შეტაკებაში ჩაება. მამლუქებს
ეგონათ, რომ ფრანგებს მარტივად დაამარცხებდნენ, მაგრამ შეცდნენ. მამლუქებმა ამ

21
შეტაკებაში მარცხი განიცადეს. ფრანგთა ჯარი წინ მიიწევდა. 11 და 12 ივლისს ისინი
ქალაქ დელტაში გაჩერდნენ, რათა ჯარი შეეკრიბათ. 13 ივლისს მურად ბეგის
ლაშქარიც გამოჩნდა, რომელსაც უკან უფრო მრავალრიცხოვანი ჯარით იბრაჰიმ
ბეგიც მოჰყვებოდა. ბრძოლა სოფელ შუბრაში ნილოსის ნაპირას გაიმართა. ორივე
მხარე თავის მაქსიმალურ ძალებს აჩვენებდა და ცდილობდა გამარჯვების
მოპოვებას, მაგრამ შუბრას დაცემამ ომის ბედი რადიკალურად შეცვალა. შუბრას
ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. მურად ბეგმა, რომელსაც
გამარჯვების იმედი აღარ ჰქონდა თავისი ჯარით უკან დაიხია. 16 ივლისს ის ქაიროს
ჩრდილო-დასავლეთით გამაგრდა და შეუდგა მზადებას ახალი ბრძოლისთვის.
ქაიროში და მის გარეუბნებში მან თავდაცვითი სამუშაოების ჩატარება დაიწყო. ამ
დრო ფრანგები კვლავ წინ მიიწევდნენ და გზად ყველაფერს იპყრობდნენ.
ფრანგების არმიას ერთადერთი რაც აფერხებდა სასმელი წყლისა და სურსათ-
სანოვაგის უკმარისობა იყო, რომელიც ჯარისკაცების უკმაყოფილებას იწვევდა.
ნაპოლეონი ჯარისკაცების სულისკვეთების ასამაღლებლად ბევრს მუშაობდა და
ცდილობდა მუდამ მათ გვერდით ყოფილიყო. 19 ივლისს ფრანგები ქაიროს
მიუახლოვდნენ და შორიახლოს დაბინავდნენ. მურად ბეგი ხვდებოდა ფრანგებზე
მალევე უნდა მიეტანა იერიში, ამიტომ თავისი ცხენოსანი ჯარით შეუტია ფრანგებს.
მამლუქების თავდადებულმა ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო და მამლუქებმა უკან
დაიხიეს. ნაპოლეონის ცნობებით მამლუქებმა დიდი ზარალი განიცადეს (სილაგაძე,
1984:9-28).
ნაპოლეონს ჰქონდა შორს მომავალი გეგმები, მან გადაწყვიტა ინდოეთისკენ
მიმავალი სახმელეთო გზა მოესინჯა. 1799 წლის დასაწყისში მან ლაშქრობა მოაწყო
სირიაში, დაიკავა რამდენიმე ქალაქი და მიადგა ქალაქ აკრას, რომლის აღება მან ვერ
შეძლო. სწორედ ამ დროს ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში ოსმალეთის ახლად
ჩამოყალიბებული არმია ჩაება ბრძოლაში, რომელიც მაღალი ბრძოლის
უნარიანობით გამოირჩეოდა. ნაპოლეონმა ქალაქს ალყა მოხსნა და ეგვიპტეში
დაბრუნდა.
ოსმალეთის სულთანმა სელიმ III-მ დახმარებისთვის მიმართა რუსეთის
იმპერატორს პავლე I-ს. პავლე დადებითად გამოეხმაურა სულთნის თხოვნას და

22
ვიცე-ადმირალ უშაკოვის სარდლობით, 1798 წლის 12 სექტემბერს, ოსმალეთმა
საფრანგეთს ომი გამოუცხადა.
რუსეთ-ოსმალეთის არმია გაერთიანდა და ვიცე-ადმირალ უშაკოვის
სარდლობით გაათავისუფლეს იონიის კუნძულები და მათ შორის კუნძული კორფე.
1799 წლის 3 იანვარს რუსეთსა და ოსმალეთს შორის, ხოლო 5 იანვარს ინგლისსა და
ოსმალეთს შორის დაიდო სამოკავშირეო ხელშეკრულებები, რითაც რუსეთი და
ინგლისი ვალდებულებას იღებდნენ, რომ ოსმალეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ
მთლიანობას შეუნარჩუნებდნენ და აღმოუჩენდნენ საფრანგეთის წინააღმდეგ ომში
სამხედრო დახმარებას (სვანიძე, 2007:266-267).

§ 3. ფრანგთა ლაშქრობისის შედეგები

ნაპოლეონ ბონაპარტის საექსპედიციო კორპუსმა 1798 წელს საბოლოოდ


დაიპყრო ეგვიპტე, რომელიც 3 წელს გაგრძელდა. ეგვიპტისთვის ეს 3 წელი მეტად
რთული აღმოჩნდა, რომელზეც დიდი ზეგავლენა იქონია ქვეყნის შემდგომი
ისტორიისთვის. ფრანგებისთვის ეგვიპტეში ჩატარებული ექსპედიცია
პოლიტიკური მიზნებისთვის ნულის ტოლი იყო, მაგრამ სამეცნიერო
ექსპედიციისთვის ის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მათ შეძლეს ამ ექსპედიციის
გზით გადაეჭრათ სამხედრო საკითხები და შეადგინეს რუკები, რომელიც გზას
გაუკვალავდა მათ შემდგომი ექსპედიციებისთვის. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ მათი
მუშაობის ძირითადი შედეგი იყო ეგვიპტის აღწერა, სადაც გადმოცემული იყო
ინფორმაცია ეგვიპტის შესახებ, კერძოდ: ეგვიპტის კულტურა, სახელმწიფოს
საქმიანობა და ფინანსები, ხელოსნობა, მიწათმოქმედება და ა.შ. 3 წლის
განმავლობაში მამლუქთა მმართველობა ჩიხში შევიდა. საზოგადოება
გათავისუფლდა გარკვეული დოგმებისგან და შეიცვალა მათი სულიერი
ღირებულებები.
ნაწილობრივ ამ ექსპედიციის შედეგია უფრო რეგულარული
ურთიერთობების დამყარება დასავლეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. თუმცა, ამ
ეტაპზე ეს იყო ახლო აღმოსავლეთის, როგორც ,,პერიფერიის“ და დასავლეთის,

23
როგორც ,,ცენტრის“ ურთიერთობა, რომელშიც ეკონომიკური, პოლიტიკური და
სამეცნიერო თვალსაზრისით ,,ცენტრი“ აშკარად დომინირებდა. 1798-1914 წლებში
ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დიდი ნაწილი იქცა ინგლისის და საფრანგეთის
პოლიტიკურ ქიშპის ობიექტად (გელოვანი, 2011:91).
მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონის ეპოქა მოკლე აღმოჩნდა, მან თავისი
იდეებით შეცვალა ეგვიპტე და მისი შემდგომი ბედი განსაზღვრა. ეგვიპტელებს
ასწავლა და მემკვიდრეობით დაუტოვა აზრი თუ როგორ შეიძლება რევოლუციური
იდეებისა და ისლამის თანაარსებობა (გელოვანი, 2011:90-91).
იმბაბის ბრძოლის შემდეგ, დამარცხებული მურად ბეგი გიზისკენ გაემართა,
შემდეგ კი ზემო ეგვიპტეში. ქაიროს დატოვება მოუწია იბრაჰიმ ბეგსაც. ქაირო
სრულიად დაიცალა, მოსახლეობის დიდი ნაწილი ზემო ეგვიპტეში გაიხიზნა.
მურად ბეგმა ბრძანა ქაიროდან წასვლამდე გემები, რომელიც გამოუსადეგარი იყო
დაეწვათ. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ქაიროში დარჩა დიდ საგონებელში
ჩავარდა ხანძრის გამო. ქალაქი შიშმა მოიცვა. ქალაქში გამოჩნდნენ ბედუინი
მძარცველები, რომლებმაც სრულიად გაძარცვეს და გაანადგურეს იგი. ალ-
ჯაბარატის გადმოცემის მიხედვით ვიგებთ, რომ ეგვიპტეში ასეთი რამ არასდროს
მომხდარა. ხალხმა არ იცოდა სად წასულიყო და ელოდებოდნენ ფრანგების
შემოსვლას ქალაქში. ქაიროში დარჩენილმა შეიხებმა თავი მეჩეთში მოიყარეს და
მიიღეს გადაწყვეტილება ნაპოლეონისთვის პატიების წერილი გაეგზავნათ.
ნაპოლეონმა მათ საპასუხო წერილით უპასუხა სადაც ეწერა, რომ მათი ქვეყანაში
შესვლის მიზეზი მამლუქთა განადგურება იყო, რადგან ისინი ფრანგების მიმართ
უპატივცემულობას გამოხატავდნენ. ხოლო შეიხებს და სხვა თანამდებობის პირებს
შეეძლოთ დარჩენილიყვნენ ქალაქში და შეენარჩუნებინათ თავიანთი ქონება.
ნაპოლეონის წერილის შემდეგ, მოსახლეობაში სიმშვიდემ დაისადგურა. ქაიროში
ბრუნდებოდნენ შეიხები, რომელთაც შემდეგში პატივი მიაგეს ნაპოლეონს (სულთან
ქაბირს) და მორჩილება გამოუცხადეს. ნაპოლეონმა შეიხებს, ულუმებს და სხვა
გავლენიან პირებს დაუბრუნა მიწები და ყველა ის პრივილეგია, რითაც ისინი ადრე
სარგებლობდნენ. ფრანგებმა საბოლოოდ დაიპყრეს ქაირო. 25 ივლის კი ნაპოლეონიც
ქაიროში გადავიდა და თავისი შტაბ-ბინა ერთ-ერთი გავლენიანი მამლუქის სახლში

24
დაიდო. 28 ივლის ნაპოლეონმა 10 კაციანი შემადგენლობით შეკრიბა საბჭო, სადაც
განიხილეს მთავრობისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების
ხელმძღვანელთა არჩევა-დანიშვნის საკითხი. ქაიროში ყველაფერი ჩვეულ
მდგომარეობას დაუბრუნდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითი იყო. დროთა
განმავლობაში ფრანგებმა თვითნებური მოქცევა დაიწყეს. კერძოდ, ვაჭრებისგან
დიდი რაოდენობის თანხებს ითხოვდნენ. ამირების ცოლების უშიშროება
გარანტირებული იქნებოდა თუ ისინი თავისი ქმრების ქონების ადგილსამყოფელს
გაუმხელდნენ მათ. კონტრიბუციის გადახდა დაევალათ ჯარისკაცებსაც. 31 ივლისს
ფრანგების ბრძანებით შეაგროვეს ცხენები, აქლემები, ხარები, ძროხები და იარაღი,
გამოსასყიდის სახით კი ეგვიპტელებისგან დიდძალ თანხას ითხოვნენ. საბოლოოდ
მათ დიდძალი თანხა შეკრიბეს. 2 აგვისტოს ფრანგებმა ქაიროს ქუჩების დანგრევა
დაიწყეს, სადაც საბოლოოდ აჩვენეს ეგვიპტელებს თავიანთი რეალური სახე.
ქაიროში მღელვარებამ იმატა. 6 აგვისტოს ფრანგებმა გადაწვეს სოფელი აბუ-ზაბალა
და იქაური მოსახლეობა გაანადგურეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ
ეგვიპტელმა ხალხმა ახალი მძლავრი განმათავისუფლებელი მოძრაობა წამოიწყო.
პირამიდებთან გამართულ დიდ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ,
ეგვიპტელები ახალი ბრძოლის წამოწყებით ცდილობდნენ თავის დაღწევას ფრანგი
დამპყრობლებისგან. მამლუქების დიდი ნაწილი ისევ ქვეყანაში რჩებოდა და
დარჩენილ ტერიტორიას აკონტროლებდა. იბრაჰიმ ბეგი ქვემო ეგვიპტის გამგებელი,
ხოლო მურად ბეგი ზემო ეგვიპტის. ფრანგებისთვის მათი საერთო ძალა მეტად
საშიში იყო, ამიტომ ათდღიანი შესვენების შემდეგ ბრძოლა განაახლეს ეგვიპტელი
მამლუქების წინააღმდეგ. ზემო ეგვიპტეში მურად ბეგის განადგურება გენერალ
დეზეს დაევალა, ხოლო იბრაჰიმ ბეგის გაძევება ქვემო ეგვიპტიდან ნაპოლეონმა
საკუთარ თავზე აიღო. ლაშქრობის განახლებამ უკმაყოფილება გამოიწვია
,,აღმოსავლეთის არმიის“ რიგებში, რომელიც ნაპოლეონის გადაწყვეტილებას
აპროტესტებდნენ. 6 აგვისტოს იბრაჰიმ ბეგი თავს დაესხა ლეკლერის დივიზიას და
წარმატებით შეძლო მათზე გამარჯვება, მაგრამ ეს ყველაფერი დროებითი აღმოჩნდა
და ვითარება მალევე ფრანგების სასიკეთოდ შემოტრიალდა. იბრაჰიმმა უკან დაიხია
და თავი ას-სალიჰიის შეაფარა. 7 აგვისტოს ფრანგებმა დაიკავეს ალ-ხანაკი. 8

25
აგვისტოს დაიკავეს ბილბაისი. 10 აგვისტოს მიაღწიეს ას-სალიჰში, სადაც
დაბანაკებული იყო იბრაჰიმ ბეგი. ორივე მხარეს შორის დიდი ბრძოლა გაიმართა.
ნაპოლეონმა დიდი ძალა გამოიყენა იბრაჰიმ ბეგის დასამარცხებლად, მაგრამ
ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. იბრაჰიმი მთელი ძალით ებრძოდა მტერს. იგი
გამარჯვებასთან ახლოს იყო, რა დროსაც ბრძოლის ველზე შემაშფოთებელი ცნობა
მიიღო. მის ქარავანს ბედუინები დასხმოდნენ თავს გასაძარცვად, ამიტომ მათ
დასამარცხებლად ბრძოლის ველი დატოვა და გაეშურა მათკენ. იბრაჰიმ ბეგმა
ბედუინები დაამარცხა და ბრძოლის ველისკენ გამოემართა. ფრანგებმა სალიჰია 10
აგვისტოს დაიკავეს. 12 აგვისტოს დაეცა დამიეტაც. ქვემო ეგვიპტე მთლიანად
ფრანგების ხელში აღმოჩნდა, ამიტომ იბრაჰიმ ბეგს პალესტინაში მოუწია გადახვეწა
(სილაგაძე, 1984:34-41).
ახლად მოპოვებული თურქული საარქივო მასალები აღნიშნულ ამბებს
მოკლედ ასე გადმოგვცემენ: 1798 წელს, ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარების მიერ
ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ იბრაჰიმ ბეიმ და მურად ბეიმ ფრანგების წინააღმდეგ
დაიწყეს ბრძოლა, თუმცა დამარცხდნენ და სირიაში გაიქცნენ.

1799 წლის 23 აგვისტოს, ნაპოლეონმა დატოვა ეგვიპტე და საფრანგეთში


გაემგზავრა. სელიმ III-მ ნაპოლეონის წასვლის შემდეგ დიდ ვეზირ ზია იუსუფ ფაშას
უბრძანა შეჭრილიყო ეგვიპტეში. 1800 წლის 24 იანვარს ოსმალეთსა და საფრანგეთს
შორის დაიდო დროებითი ზავი, რომლის მიხედვით საფრანგეთის ჯარს უნდა
დაეტოვებინა ეგვიპტე, მაგრამ ინგლისის მთავრობამ არ ცნო ეს ხელშეკრულება და
საომარი მოქმედება განახლდა.

1800 წლის 20 მარტს გენერალმა კლებერმა პელოპონისთან სასტიკად


დაამარცხა ოსმალეთის არმია და განდევნა ეგვიპტიდან. 1800 წლის 14 ივნისს
დაიღუპა გენერალი კლებერი. მისი შემცვლელი გენერალი მენუ, იძულებული გახდა
1801 წლის გაზაფხულზე ხელი მოეწერა კაპიტულაციის ხელშეკრულებისათვის და
1801 წლის სექტემბერში საფრანგეთის სამხედრო ნაწილმა იძულებით დატოვა
ეგვიპტე.

26
სელიმ III-ს ფრანგებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მიენიჭა
,,ღაზის“ (გამარჯვებულის) წოდება. იგი ეგვიპტის მეორე დამპყრობლად იქნა
აღიარებული (პირველი იყო სელიმ I, 1517წ) (სვანიძე, 2011:266-267).

1801 წელს, ფრანგების ეგვიპტიდან საბოლოოდ გასვლის შემდეგ,


დიდვეზირმა იბრაჰიმ ბეი ისევ შეიხ-ულ-ბელედის თანამდებობაზე დაინიშნა.
მაგრამ ოსმალეთის ხელისუფლებამ, რომელსაც სურდა ეგვიპტეში მამლუქთა
ბატონობისთვის ბოლო მოეღო, სხვა ბეგებთან ერთად იბრაჰიმ ბეიც დააპატიმრა.
1802 წლის 25 ივნისს ამიენში დაიდო ზავი საფრანგეთსა და ოსმალეთს შორის.
ოსმალეთმა აღიდგინა თავისი სუვერენიტეტი ეგვიპტეზე. მიუხედავად ამისა,
ოსმალეთმა ვეღარ შეძლო იქ თავისი რეალური ძალაუფლების დამყარება (სვანიძე,
2011:267).

ინგლისელთა ზეწოლით განთავისუფლებული იბრაჰიმ ბეი, ისევ ზემო


ეგვიპტეში გაიქცა. 1803 წელს ის კვლავ დანიშნეს შეიხ-ულ-ბელედის
თანამდებობაზე (ქასაბი, 2012:140; Kasap, 2010:138).

ფრანგები შეუფერხებლად მიიწევდნენ წინ და თანდათან იპყრობდნენ ახალ


ტერიტორიებს. 23 იანვარს ფრანგებმა დაიკავეს დენდერი, 26-ში ისნა, 3 თებერვალს
ასუანი. მამლუქებს ისნის ოლქში აღარ შეეძლოთ დარჩენა, მაგრამ უკან ვერ
იხევდნენ, რადგან ტერიტორიას ვერ დატოვებდნენ. რამდენიმე ბეგი მათ შორის
მურად ბეგი და ჰასან ბეგი, თავიანთი რაზმებით ალ-ბარაბრის ოლქში გადავიდა.
ჰასან ბეგი მურად ბეგს გამოეყო და კოპტოსიისაკენ წავიდა, რადგან იქ სოფლებში
საიმედო აგენტები ჰყავდა. ბეგების ასეთმა გადაწყვეტილებამ მოწინააღმდეგეს
დიდი საფიქრალი გაუჩინა. ფრანგებმა ჯარი მცირე რაზმებად დაყვეს და მამლუქთა
წინააღმდეგ გაგზავნეს. ნაპოლეონი თვლიდა, რომ ფრანგები ჯარის ასეთი
დაქუცმაცება საზიანო იქებოდა მათი გამარჯვებისთვის. ზემო ეგვიპტეში მოქმედი
ფრანგების არმია სამ ნაწილად იყო გაყოფილი. ფრანგების ჯარის დაყოფა მამლუქებს
საშუალებას აძლევდა ბრძოლა გაეგრძელებინათ. 12 თებერვალს ორივე მხარე
ერთმანეთს შეხვდა. ბრძოლა მეტად სასტიკი და ხანმოკლე გამოდგა. ჰასანი
მოხერხებულად და სწრაფად მოქმედებდა, ამიტომ ფრანგებს გამარჯვების იმედი

27
გადაეწურათ. ბრძოლა მამლუქებმა მოიგეს და შეუდგნენ ახალი შეტაკების
სამზადის. ფრანგები კვლავ დამარცხდნენ და მამლუქებმა ისინი სასტიკად
დაამარცხეს. ფრანგები უდაბნოში მიიმალნენ, რათა შორიდან შეძლებოდათ
ვითარების სწორედ განსაზღვრა. ამ დროს ბარაბარში გამაგრებულმა მურად ბეგმა,
სურსათის უკმარისობის გამო, გადაწყვიტა თავისი ჯარი ეგვიპტის დედაქალაქისკენ
წაეყვანა. ამ დროს მამლუქებმა საიდუმლო მზადება დაიწყეს მტრის წინააღმდეგ,
რომლის გამართლების შემთხვევაში ფრანგებს სრულად უნდა დაეტოებინათ
ეგვიპტე და უნდა წასულიყვნენ ქვეყნიდან. მამლუქებმა გადაწყიტეს ორად გაყოფა
და ფარული გზით მოქმედება. მამლუქთა საიდმლო სამზადისის შესახებ ფრანგებმა
თებერვლის შუა რიცხვებში გაიგეს. ფრანგები სწორედ მიუხვდნენ ეგვიპტელებს
ჩანაფიქრს და ბრძანება გასცეს გენერალ ბელიარს დაეტოვებინა ასუანი და ქ. საიდა
დაეპყრო. ბრძანების მიღების შემდეგ ფრანგები მის შესრულბას შეუდგნენ. 5 მარტს
გენერალი ფრიანი ქ. საუამს მიადგა და აჯანყების კერები ჩაახშო. ამ დრო მურად ბეგი
ალფ ბეგს შეუერთდა და ერთად დაიძრნენ ქაიროსკენ სალაშქროდ. ლაშქრობა
ამჯერადაც ჩაიშალა და მამლუქებმა ვერ შეძლეს ფრანგების გაძევება ეგვიპტიდან.
მამლუქები ისევ ორ ნაწილად გაიყო და ეგვიპტის მახლობლად სხვადასხვა
სოფლებში დაბანაკდნენ. დედაქალაქის ბედი უკვე დამოკიდებული იყო ფრანგების
ლაშქრობაზე სირიაში და მამლუქების მოქმედებაზე ზემო ეგვიპტეში (სილაგაძე,
1984:86-91).

28
თავი IV. მამლუქთა მმართველობის დასრულება ეგვიპტეში

§ 1. ბრძოლა ოსმალეთის ხელისუფლებასა და მამლუქებს შორის 1802-1804 წწ.

1802 წელს ინგლისის ჯარების ნაწილმა დატოვა ეგვიპტე, სწორედ ამ დროს


მუჰამედ ხოზრევ ფაშა მამლუქთა წინააღმდეგ ლაშქრობისთვის სამზადისს შეუდგა.
ქაიროს მოსახლეობას 3000 სახედრის გამოყვანა დაეკისრა. ასევე მოსახლეობას
მიჰქონდა სურსათიც. მამლუქები მტერს მომზადებულები შეხვდნენ. მათ საჭირო
რესურსი ჰქონდათ მომზადებული. ბრძოლა ინგლისელთა თვალწინ გაიმართა,
სადაც მამლუქებმა გაიმარჯვეს და მოწინააღმდეგეს დიდი ზარალი მიაყენეს.
ოსმალთა ჯარის დიდი ნაწილი დაიღუპა, დარჩენილი კი დაბრუნდა ქაიროში.
მამლუქების ამ გამარჯვებამ დიდი მოწონება დაიმსახურა ინგლისის თვალში. ამ
გამარჯვებით მამლუქებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეეძლოთ ოსმალთა გაძევება
ეგვიპტიდან და საკუთარი ბატონობის აღდგენა. ინგლისი ცდილობდა ახლო კავშირი
ჰქონოდა მამლუქებთან და ასევე მამლუქებიც ცდილობდნენ კარგი ურთიერთობის
დამყარებას ინგლისელებთან, რადგან საბოლოოდ მოეკიდებინათ ფეხი ეგვიპტეში.
1803 წელს ალფი ბეგი ლონდონში გაემგზავრა ლონდონის მთავრობასთან
მოლაპარაკების გასამართად. ამ პერიოდის განმავლობაში ეგვიპტეში
მნიშვნელოვანი ამბები მოხდა (სილაგაძე, 1984:172-173). 1803 წელს ფაშა ტახტიდან
ჩამოაგდეს და მისი ადგილი ტაჰირმა დაიკავა. მისი მოქმედება და სწრაფი აღზევება
ქვეყანაში არავის მოსწონდა. დიდ უკმაყოფილებას იწვევდა ეს ფაქტი
ჯარისკაცებშიც, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო და 1803 წლის 25 მაისს ფაშა
სასახლეშივე მოკლეს. თურქთა წრეში არეულობით მეტად ისარგებლეს მამლუქებმა.
ისინი ქაიროში გაემართნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. დიდ
უკმაყოფილებას გამოთქვამდა ახალგაზრდა ოსმან ბეგ ალაბარდისი, რომელსაც
ბოროტი განზრახვით მხარს უჭერდა მუჰამედ ალი ალბანელი. მას სურდა იბრაჰიმ
ბეგი დაეპირისპირებინა მამლუქებისთვის, მაგრამ იბრაჰიმ ბეგი მიუხვდა მას ამ
მზაკვრულ ჩანაფიქრს და არ მოტყუვდა. მუჰამედ ალი მალევე ჩამოშორდა იბრაჰიმს
და ახალი მომხრე მოძებნა, სახელად ალ-ბარდი, რომელსაც დაუმეგობრდა და

29
ძალებიც კი გააერთიანეს. მამლუქების ერთმანეთში მტრობა გრძელდებოდა. ისინი
ორად გაიყვნენ, რაც ძალიან მოსწონდა მუჰამედ ალის, რადგან მარტივად
შესძლებოდა შექმნილი ვითარებით სარგებლობა და ხელისუფლების სათავეში
მოსვლა. მისი აზრით ორად გაყოფილი მამლუქები მარტივად გაჰყვებოდნენ მას
საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის (სილაგაძე, 1984:175-176).
სულთან სელიმ III-მ ეგვიპტის გამგებლად ჰასან ფაშა აირჩია, ხოლო
მოღალატე ხოზრევ ფაშა ქვეყნიდან გააძევა. სულთანმა ჰასან ფაშას უბრძანა
მამლუქების სრული განადგურება, მაგრამ ის გზად დიდ წინააღმდეგობას შეხვდა და
ბრძოლა ვერ შედგა. მის წინააღმდეგ გამოვიდა ოსმან ბეგი და მუჰამედ ალი
ალბანელი. მუჰამედ ალის, რა თქმა უნდა მისი ზრახვები ამოძრავებდა და არა
მამლუქთა ბედი. ჰასან ფაშას საკმარისი ძალები არ გააჩნდა მათ დასამარცხებლად,
ამიტომ უკან დახევა მოუწია, რითაც უკმაყოფილო იყო ჯარი. მან ხელი აიღო
ბრძოლაზე, რადგან საკმარისი ძალები არ გააჩნდა და მოლაპარაკება დაიწყო
მოწინააღმდეგესთან. ფაშამ მათ ეგვიპტეში დატოვების ნაცვლად რამდენიმე პირობა
წაუყენა. თუ ამ პირობებს შეასრულებდნენ, შეთანხმება შედგებოდა. პირველ რიგში
მამლუქებს უარი უნდა ეთქვათ ,,მირის“ აკრეფის უფლებაზე, რაც ნიშნავდა
მამლუქთა უფლების დაკარგვას შემოსავლების შემცირებას. მამლუქები უარით
შეხვდნენ ამ შეთავაზებას, ამიტომ საჭირო გახდა ახალი მოლაპარაკების დაწყება.
მუჰამედ ალიმ გადაწყვიტა, რომ ამ ვითარებას გარიდებოდა და შორიდან
ედევნებინა თვალი თუ რა მოხდებოდა. მამლუქების საშუალებით ის ცდილობდა
სახალხო აჯანყების წამოწყებას. თავდაპირველად, როგორც მუჰამად ალი გეგმავდა
ისე მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ მალევე მისი საიდუმლო გაიხსნა და მდგომარეობა
შეიცვალა. მამლუქებმა ჰასან ფაშა სირიაში გააძევეს და გზაში მოკლეს. მუჰამად ალი
ამ ყველაფრით მაინც არ იყო კმაყოფილი, ამიტომ ალ-ბარდისი და ალფი ბეგი
ერთმანეთს წაჰკიდა და მათ შორის ომი გაჩაღდა. 1804 წელს დაიწყო ბრძოლა,
რომელმაც ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება გაართულა. მამლუქები სამუდამოდ
გამოეთიშნენ ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციებს, ხოლო ამირებს შორის მუდმივი
ბრძოლა და დაპირისპირება დაიწყო (სილაგაძე, 1984:176-177).

30
§ 2. მამლუქთა მარცხი და განადგურება

1811 წლის 1 მარტს, ალი ფაშამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა აღლუმი, ეგვიპტის


არმიის გაგზავნით ვაჰაბიტების წინააღმდეგ, თან გადაწყვიტა რომ, ამ დღისთვის
საბოლოოდ უნდა განადგურებულიყო მამლუქები ეგვიპტეში. იმ პერიოდში
მამლუქთა საერთო რაოდენობა ეგვიპტეში 3000 შეადგენდა. მამლუქებმა 29
თებერვალს მიიღეს მოწვევა, რომ უნდა გამოცხადებულიყვნენ ციტადელთან.
მამლუქები ფორმით და სამხედრო აღჭურვილობით გამოცხადდნენ ციტადელთან.
ესენი ძირითადად იყვნენ ბეგები, ქაშიფები, რიგითი მამლუქები და ქაიროს
მოსახლეობა. როცა ზეიმი დაიწყო, ბეგები შეხვდნენ ფაშას, ყავა დალიეს და
დადგენილი წესით გაგრძელდა ზეიმი. მოახლოვდა წასვლის დრო, რა დროსაც
მამლუქებს ქალაქიდან გასვლამდე კარიბჭე ჩაუკეტეს და ცეცხლი გაუხსნეს.
სასახლის კედლებზე განლაგებულნი მამლუქებს თავს დაესხნენ და არ მისცეს
ბრძოლის საშუალება. მამლუქთა ნაწილი, რომელიც სროლას გადაურჩა შეიპყრეს და
თავები მოჰკვეთეს. ბრძოლა საღამომდე გრძელდებოდა. გაძარცვეს და გადაწვეს
სახლები, სადაც მამლუქები ცხოვრობდნენ (ჯაფარიძე, 2016:245).
დაიწყო მამლუქების მასობრივი დაპატიმრება, დევნა ქალაქიდან და
ქვეყნიდან. მამლუქთა ნაწილი მიიმალა და შესაფერის დროს ელოდებოდა ქვეყნიდან
გასაქცევად, ხოლო ნაწილი უკვე გაიქცა. განსაკუთრებით დიდი სიძულვილი
ამოძრავებდა მამლუქების მიმართ ქათხულა ბეგს, რომელსაც მუჰამად ალიმ ყველა
უფლებამოსილება გადასცა. მკვლელობები და დაპატიმრებები გრძელდებოდა.
სხვადასხვა პროვინციებიდან მოჰქონდათ მამლუქთა თავები და საზოგადოებრივ
თავშეყრის ადგილზე საჩვენებლად დებდნენ. არ დაინდეს მამლუქთა ნათესავები და
ოჯახის წევრები. მათაც თავებს ჰკვეთდნენ და ნილოსში ყრიდნენ. ყოველდღიურად
ქაიროში უამრავი მამლუქი კვდებოდა. მათი თავები ციტადელთან გროვდებოდა.
გადარჩენილთა შორი მხოლოდ ერთი მამლუქი სახელად ჰასანი იყო, რომელმაც
თავს ციტადელის კედლიდან გადახტომით უშველა და სირიაში გაიქცა (ჯაფარიძე,
2016:246).

31
მამლუქთა ნაწილი ზემო ეგვიპტეში იმყოფებოდა. იბრაჰიმ ბეგი ალ-ქაბირის
მეთაურობით, შეუერთდა იბრაჰიმის სიძე აჰმედ ბეგ ალ-ალფი, რომელიც
ციტადელის გარეთ იმყოფებოდა. იბრაჰიმ ბეგმა შეიტყო შვილის სიკვდილის
შესახებ და ღრმა მწუხარებამ მოიცვა. ეგვიპტეში კერძოდ კი ზემო ეგვიპტეში
ცხოვრება უკვე საშიში იყო. მამლუქთა ნაწილი სუდანში გაიქცა, მაგრამ იქაც ბრძოლა
გამოუცხადა იბრაჰიმ ფაშამ, ამიტომ მამლუქები უკან დაბრუნდნენ. მამლუქთა
ნაწილი ნილოსის მარჯვენა სანაპიროზე უფრო შორს გაიხიზნა და ახალი დასახლება
სახელად ,,ორდუ ბანაკი“ შექმნა.
1816 წელს დონგოლელმა მამლუქებმა თხოვნით მიმართეს მუჰამედ ალი
ფაშას, რომ უფლება მიეცათ დაბრუნებულიყვნენ ეგვიპტეში. ფაშამ მათ მკაცრი
კანონები დაუწესა, რის შესრულების შემდეგ ისინი შეძლებდნენ ეგვიპტეში
დაბრუნებას. ეგვიპტეში დასახლების შემდეგ ეკრძალებოდათ მოსახლეობისგან
გადასახადების აკრეფა. მაგრამ, სთავაზობდა ახალგაზრდებს სამსახურს, ხოლო
ხანში შესულებს კი სარჩოს ოჯახების შესანახად. მუჰამედ ალი მათ უსაფრთხოების
გარანტიას სთავაზობდა თუ ყველა ამ პირობას დაემორჩილებოდნენ. 1820 წელს
მუჰამედ ალიმ მის ვაჟთან ერთად სამხედრო ექსპედიცია დაიწყო სუდანში. სუდანის
მცირე პოლიტიკურმა ერთეულებმა ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა მუჰამედ ალის
არმიას. მამლუქთა ნაწილი გაიქცა, ხოლო ნაწილმა მას მორჩილება გამოუცხადა და
თავისი ლოიალობა გადასცეს ეგვიპტის გამგებელს (ჯაფარიძე, 2016:247-248).
თურქული წყაროს მიხედვით, 1811 წელს ეგვიპტის ახალი ვალის, მუჰამედ ალი
ფაშას მიერ გამართულ წვეულებას არ დაესწრო და მამლუქებისთვის დაგებულ მახეს
გადაურჩა. სიკვდილს გადარჩენილი იბრაჰიმ ბეი სუდანში, დონგოლოში
გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა 1816 წელს (ქასაბი,2012:140; Kasap, 2010:138).
ამგვარად დასრულდა მამლუქთა დიდხნიანი მმართველობისა და
მოღვაწეობის ისტორია ეგვიპტეში.

32
დასკვნები

1. ის ფაქტი, რომ ქართველი მამლუქების მოღვაწეობა იშვიათი გამონაკლისის გარდა


არ უკავშირდება საქართველოს ისტორიას, მათი მოღვაწეობის შესწავლა მაინც დიდ
ინტერესს იწვევს ქართველ მეცნიერებასა და საზოგადოებაში, როგორც ზოგადად,
ქართველთა ისტორიის საკითხები.

2. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის დაპყრობა სელიმ I-ის დროს მოხდა, მისი
დამორჩილება და ოსმალური მმართველობის წესების და კანონების შემოღება
მოხდა მისი შვილის, სულეიმან I-ის დროს.

3. XVIII ს-ის ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ


ქართველ მამლუქებს. ხშირად ისინი სხვადასხვა, ერთმანეთისადმი
დაპირისპირებულ პოლიტიკურ დაჯგუფებაში იმყოფებოდნენ, მათი როლი
მნიშვნელოვანია ისტორიაში.

4. შინჯიკაშვილის ცხოვრება, რომელიც 15 წლის ასაკში მოსწყვიტეს სამშობლოს და


ეგვიპტეში მოხვდა, მონობიდან დაწყებული ეგვიპტის მმართველობამდე
სხვადასხვა და საკმაოდ საინტერესო ეტაპი განვლო. იგი გააზრებული პოლიტიკითა
და ბრძოლით მოვიდა სათავეში. მისი განვლილი გზა კლასიკური მაგალითია იმ
ქართველი მამლუქებისა, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი ნიჭისა და
უნარების შედეგად შეძლეს მსგავსი წარმატებების მიღწევა.

5. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლეონის ექსპედიცია სულ სხვა მიზნებს ისახავდა, მან
საკმაოდ დადებითი კვალი დატოვა იმ დროინდელი ეგვიპტის ცხოვრებაში და
რადიკალურად შეცვალა ეგვიპტის შემდგომი ბედი. მამლუქთა სახელმწიფოს დიდი
ხნის განმავლობაში არ უარსებია, ის ფრანგების წასვლის შემდეგ დასუსტდა და
საბოლოოდ 1801 წელს დაიწყო დაშლა.

33
6. ახლად გამოქვეყნებული საარქივო მასალის მიხედვით, 1811 წელს ეგვიპტის ახალი
ვალის, მუჰამედ ალი ფაშას მიერ გამართულ წვეულებას არ დაესწრო და
მამლუქებისთვის დაგებულ მახეს გადაურჩა. სიკვდილს გადარჩენილი იბრაჰიმ ბეი
სუდანში, დონგოლოში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა 1816 წელს.

34
ბ ი ბ ლ ი ო გ რ ა ფ ი ა:

1. სვანიძე, 2007 - მ. სვანიძე, თურქეთის ისტორია, ,,არტანუჯი“, თბილისი.


2. გელოვანი, 2011 - გ. სანიკიძე, გ. ალასანია, ნ. გელოვანი, ახლო აღმოსავლეთის
ისტორია და მისი ურთიერთობები სამხრეთ კავკასიასთან (XIX -XXI ს-ის დასაწყისი),
თბილისი.
3. სილაგაძე, 1984 - ბ. ქართველი მამლუქები ეგვიპტის დამოუკიდებლობისთვის
ბრძოლაში 1798 – 1807 წლებში, თბილისი.
4. ტიკაძე, 2012 - მ. ტიკაძე, არაბული ქვეყნები ოსმალთა ბატონობის პერიოდში (XVI
ს. -XIX ს. დამდეგი) გამომცემლობა ,,უნივერსალი“, თბილისი.
5. ფერაძე, 2019 - კ. ფერაძე, ქართული წარმოშობის ოსმალო მოხელეები XVIII-XIX
საუკუნეების მაღრიბის საფაშოებში, სადოქტორო ნაშრომი, თსუ, თბილისი.
6. ქასაბი, 2012 - მ. ქასაბი, ოსმალეთის ქართველები, ქართულად თარგმნეს და
გამოსაცემად მოამზადეს გელა გუნიავამ, ემინ შექერჯიმ, სტამბოლი.
7. ჯანელიძე, სილაგაძე, 1967 - დ. ჯანელიძე, ბ. სილაგაძე, ქართველი მამლუქები
ეგვიპტესა და ერაყში, თბილისი.
8. ჯაფარიძე, 2015 - გ. ჯაფარიძე, ქართველი მამლუქები ეგვიპტეში, ჟურნალი ჩვენი
სამყარო, თბილისი.
9. ჯაფარიძე, 2016 - საქართველო და ეგვიპტის მამლუქები, ,,კოლორი“, თბილისი.
10. Kasap, 2010 – M. Kasap, Osmanlı Gürcüler, Tercüme ve Yayınlamaya hazırlayanlar G.
Gunıava ve E. Şekerci, İstanbul.
11. Tansel, 2016 – Selahattin Tansel, Yavuz SulTan Selim, Türk Tarih Kurumu, Ankara.
12. Yücel, Sevim, 2020 – Y. Yücel, A. Sevim, Osmanlı Klasik Döneminin Üç Hükümdarı
Fatih, Yavuz, Kanuni, Türk Tarih Kurumu, Ankara.

35

You might also like