You are on page 1of 41

ბილეთი 1.

1.ინდიელები და საზღვრის ეპოქის დასასრული.(ბილეთი5)


სამოქალაქო ომის დაწყებამდე შეერთებული შტატების ტერიტორიაზე 225 ათასამდე
ინდიელი ცხოვრობდა დასავლეთის დაბლობებსა და მთებში, ე.წ. როკის მთიანეთში . მათი
დაახლოებით ორი მესამედი ე.წ. დიდ დაბლობებზე ცხოვრობდა. ჩრდილოეთით -
დაკოტაში, მონტანაში, მინესოტასა და ვაიომნგში ცხოვრობდნენ ბლექფუტები
(შავფეხოსნები), სიუ, კროუ, შაიენები, და არაპაჰო. ცოტა უფრო სამხრეთით ნებრასკაში ,
კანსაზსა და ოკლაჰომაში იყვნენ ოსეიჯი, კიოვა, აიოვა, ომაჰა, პაუნი და ტექსასში კი
კომანჩები. სამხრეთ დასავლეთში არიზონას და ნიუ მექსიკოს ტერიტორიაზე
მოსახლეობდნენ ნავახოები და მათ მეზობლად მომთაბარეობდნენ აპაჩები . თუმცა ეს
ტომები განსხვავდებოდნენ ენითა და წეს ჩვეულებებით მაინც დაბლობების ინდიელები
საერთო კულტურას ეფუძნებოდნენ. უმრავლესობა ნომადები იყვნენ, არ ეწეოდნენ
მიწათმოქმედებას და ძირითადად ბიზონებზე ნადირობით ირჩენდენ
თავს.ტრანსამერიკული რკინგზის გაყვანამ მეტად გააქტიურა თეთრკანიანი მოსახლეების
გამოჩენა და დასახლებაც მათ ტერიტორიაზე. მათ კიდევ უფრო მოსაზიდად , როგორც
მთავრობა, ასევე რკინიგზის კომპანიები ყოველნაირად აადვილებდნენ მათ დასახლებას
და მაქსიმალურად იაფად ყიდდნენ ან არიგებდნენ მიწებს. ახალმოსახლეთა მიერ ახალი
ტერიტორიების ათვისების პროცესი ხშირად უპირისპირდებოდა ინდიელთა ინტერესებს ,
რომელთაც თეთრი ახალმოსახლენი უმოწყალოდ ჩაგრავდნენ. 1830 წლის ინდიელთა
გადაადგილების კანონის თანახმად აღმოსავლეთის ტომები მდინარე მისისიპის
დასავლეთით განდევნეს თანამდეროვე ოკლაჰომას შტატის მიწაზე, რომელიც ინდიელთა
ტერიტორიად გამოცხადდა. ეს სივრცე ხუთი ე.წ. ცივილეზებული ტომის რეზერვაციად
იქცა. ვინიადან სამოქალაქო ომის დროს ინდილეთა ნაწილმა კონფედერაციის მხარე
დაიჭირა გამარჯვებლმა ჩრდილიეთმა ისინი დასაჯა, რეგიონის დასავლეთი ნაწილი
ჩამოართვა და აღმოსავლეთის ინდიელებს გადასცა.ამავე დროს მონტანას , დაკოტას,
ვაიომინგის დიდი გადასასვლელები გადაეცა ვაკის დაბლობის ტომებს და დასავლეთის
სხვა ინდიელებს. გარკვეული დროს იქ მშვოდობა სუფევდა მაგრამ 1860-70 იან წლებში იქ,
მაღაროელთა, რანჩოების მფლობელთა და ფერმერთა დასახლების შემდეგ ვითარება
უკიდურესად დაიძაბა. ეს პრობლემა მთავრობამ ჩვეული გზით გადაწყვიტა -- ინდიელებს
მიწების დიდი ნაწილი ჩამოართვა და ისინი მათთვის გამოყოფილ რეზერვაციებში
განათავსა, ისე რომ მათ არავითარი არჩევანი არ დაუტოვა. ამავე წლებში
მიმდინარეობდა ბიზონების მასობრივი განადგურება, რომლებიც ვაკის დაბლობის
ინდიელთა არსებობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა . ინდიელები ძირითადად
მათი ხორცით იკვებებოდნენ, მათი ტყავისგან ტანსაცემლს იკერავდნენ და ვიგვამის ტიპის
საცხოვრებელს აწყობდნენ. შესაბამისად ბიზონების მოსპობობა ინდიელთა
საცხოვრებელი გარემოს განადგურებას იწვევდა და მათ გადაშენებას უწყობდა ხელს . თუ
1850 წელს ამერიკის ტერიტორიაზე 20 მილიონამდე ბიზონი იყო, 1889 წლისთვის მხოლოდ
რამოდენიმე ათასიღა დარჩა.თუმცა ყველა ინდიელი ტომი ასე მშვიდობიან არ ტოვებდა
მშობლიურ მიწებს და ზოგიერთი მათაგანი ვაჟკაცურად ებრძოდა მოძალადეებს . ამ
პერიოდში მრავალი შეტაკებაც მომხდარა. 1877 წელს ნეზ პერსეს ტომის ნაწილმა ბელად
ჯოზეფის ხელმძღავანელობით უარი თქვა ახალ მიწებზე გადასახლებაზე და კანადისკენ
გაეშურა. მაგრამ მათ ჯარი დაედევნა და უკვე კანადის საზღვრის სიახლოვეს გადაღლილი
და დამშეული ინდიელები, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ დანედბდნენ. შედეგად , ისინი
კიდევ უფრო შორს გადაასახლეს მათი მშობლიური მიწებიდან.კიდევ უფრო მძაფრი და
სისხლისმღვრელი ომი იყო სიუს ტომის ინდილებთან. 1870-იან წლებში, მათდა ბედად მათ
მიწებზე სამხრეთ დაკოტაში ოქრო აღმოაჩინეს, ხოლო ოქროს დახარბებულ ოქროს
მაძიებლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ინდიელთა ტერიტორიის ისედაც სიმბოლური
სუვერენიტეტი თუ საზღვრები. მათ უკვე ვეღარავინ შეაჩერებდა , ამერიკის მთავრობაც კი ,
მით უმეტეს არც მას აწუხებდა მაინცა და მაინც ინდიელთა ინტერესები და უფრო პირიქით ,
თავისიანებს უჭერდა მხარს. შესბამისად ეს დაუნდობელი და კარგად შეიარღებული
ხალხი დაუკითხავად შეიჭრა ინდიელთა მიწაზე და მისი ათვისებაც დაიწყო . მაგრამ
ამჯერად, ორმა ბელადმა - მჯდომარე ხარმა და შეშლილმა ცხენმა თავგანწირული
ბრძოლა დაიწყო თავის ხალხისა და უფლებების დასაცავად. 1876 წელს მონტანაში
ლითლ ბიგჰორნის მდინარესთან გააფთრებული შეტევისას წითელკანიანმა მეომრებმა
გაანადგურეს მათ სადევნელად გამოგზავნილი კავალერისტთა რაზმი . ამერიკული
რეგულარული არმიის ამ დანაყოფს თავის გამორჩეული სიმამაცით ცნობილი
სამოქალაქო ომის გმირი გენერალ ჯორჯ ა. კასტერი ხელმძღვანელობდა. ბრძოლაში
კასტერის მეშვიდე ცხენოსანთა პოლკის რამოდენიმე ასეულის თითქმის ყველა ,
დაახლოებით 270-დე სამხედრო და ეს სახემლმოყვეჭილი გენარალიც, დაიღუპა . თუმცა ,
რასაკვირველია გრძელვადიან დაპირისპირებაში ამერიკულ არმიას ვერ აჯობეს და
საბოლოოდ დანებდნენ კიდეც და მცირე რეზერვაციებში გადავიდნენ.სამხრეთ -
დასავლეთში, არიზონასა და ნიუ მექსიკოშ, ამერიკელ ახალმოსახლეებთან და არმიასთან
შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდნენ აპაჩებიც. განსაკუთრებით ცნობილი გახდა მათი
სამხედრო ლიდერი ჯერონიმო, რომელიც 1870-1880-იან წლებში თავის მეომრებთან
ერთად რამდენჯერმე გაიქცა რეზერვაციიდან. აპაჩებთან ომი 1886 წელს ჯერონიმოს
დანებებით დასრულდა. ეს თარიღი ამერიკის დასავლეთში ინდიელბთან ომების ეპოქის
ბოლო ეპიზოდად ითვლება.1880 წელს იმედგაცრუებული სიუს ხალხი ახალ
რელიგიას ,,სულების ცეკვას’’ შეურთდა. ამ რელიგიის მიმდევრებს სწამდათ , რომ
აღდგებოდა სამართლიანობა და ინდიელები გაიმარჯვებდნენ. ისინი სპეციალურ
საკულტო ცეკვას ცეკვავადნენ, რომელიც მათი აზრით, მათ წინაპრებთან დააკავშირებდა .
ამერიკის მთავრობას ეშინოდა, რომ ეს ტენდენცია გაზრდიდა ინდიელთა
წინააღმდეგობას და მჯდომარე ხარი ჯერ დააპატიმრტეს და მერე მოკლეს 1890 წელს. სიუს
ხალხის ნაწილი უსაფრთხოიების ძიებაში სამხრეთ დაკოტასკენ წავიდა რეზერვაციიდან ,
მაგრამ მათ ამერიკელთა კავალერია დაეწია ვუნდიდ ნისთან და 1890 წლის 28
დეკემებერს. 150 ინდიელი, მათ შორის ბევრი ქალი და ბავშვი ჩახოცა, თუმცა
კავალერისტებმაც 25 კაცი დაკარგეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს სასაკლაო ბოლო
სერიოზული სამხედრო დაპირისპირება იყო ინდიელებსა და ამერიკულ არმიას
შორის.რეზერვაციებში კი ინდიელთა ცხოვრება საკმაოდ სევდიანი იყო, იქ მოწყენილობა
და გაჭირვება სუფევდა. მართალია მთავრობა ამარაგებდა მათ საკვებით , მაგრამ მისი
წარმომადგენლები, თეთრკანიანი მოხელეები, კორუპციაში იყვნენ ჩართული და
უღმერთოდ ითვისწებდნენ ინდიელთა ფონდებს.1881 წელს გამოიცა ჰელენ ჰანტ ჯეკსონის
წიგნი ,,უღირსობის საუკუნე’’, რომელმაც რეალისტურად აღწერა ინდიელთა ჩაგვრის
ისტორია და მათი მძიმე თანამედროვე ყოფა,. წიგნმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და
აიძულა მთავრობა რაღაც ზომები მაინც მიეღო ინდიელთა ცხოვრების
გასაუმჯობესებლად, რაც გამოიხატა კიდეც 1887 წლის დაუესის კანონის მიღებაში. ამ
კანონის მიხედვით ყოველ ინდიელთა ყოველ ოჯახს 160 აკრი მიწა გადაეცა ტომის
მიწებიდან. ხოლო დარჩენილი მიწები კი არანიდიელებს მიყიდეს. ამ კანონის მიზანი
ინდიელთა თანამედროვე სამეურნეო ცხოვრებაში ჩართვა და მათი ამერიკულ
საზოაგდოებაში ინტეგრაცია იყო. კანონმდებელები იმედოვნებდნენ, რომ ინდიელები
რანჩოს მოვლა პატრონობასა ან ფერმერობას ისწვალიდნენ. მაგრამ მათთვის
გადაცემული მიწა უვარგისი იყო მიწათმოქედებისთვის, გარდა ამისა ინდიელიები
ტრადიციულად თვლიდნენ, რომ მიწათმოქდება ეს სამარცხვინო, ქალის საქმე იყო,
რომელიც მოემარს არ ეკადრებოდა. ათასობით ინდიელმა ან გააქირავა ან მიყიდა მიწები
თეთრ ახალმოსახლეებს. მიწები ნაღდ ფულზე გაყიდეს და როცა ეს ფული გაუთავდათ ,
მათი ცხოვრება კიდევ უფრო უარესი გახდა - სიღატაკე, ავადმყოფა, ალკოჰოლიზმი და
თვითმკვლელეობანი ეს იყო ინდიელთა ცხოვრების თანმდევი მოვლენები
რეზერვაციებში.მრავალ ამერიკელ ისტორიკოსს მიაჩნდა, რომ შექმნის პირველი
დღეებიდანვე აშშ-ს სახელმწიფო მართვის კონცეფცია, მიუხედავად ევროპელ
მოაზროვნეთა (ჯონ ლოკი, ჟან ჟაკ რუსო, შარლ ლუი მონტესკიე) იდეების დიდი
გავლენისა, ძირითადად მაინც სწორედ რომ წმინდა ამერიკული ფენომენია . ეს
თვალსაზრისი განსაკუთრებით ნათლად აისახა, 1893 წელს გამოქვეყნებულ, ცნობილი
ამერიკელი ისტორიკოსის ფრედერიკ ტერნერის ისტორიული ხასიათის ესეიში ,,საზღვრის
მნიშვნელობა ამერიკის ისტორიაში”. მისი აზრით, ამერიკის ისტორიული განვითარების
განსაკუთრებულობა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებმა კი არა , ამერიკის
ტერიტორიული ექსპანსიის საზღვრებზე არსებულმა ცხოვრებამ განაპირობა . სწორედ
დასავლეთის ათვისების სასაზღვრო ზოლზე, რომელიც მუდამ წინ მიიწევდა,
ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად ამერიკული ფასეულობანი და ამერიკული ხასიათი .1890 წელს
სტატისტიკის ბიურომ გამოაცხადა რომ აშშ-ის ტერიტორიები უკვე ისე იყო
დანაწევრებული ცალკეული დასახლებებით, რომ ძნელი სათქემლი იყო თუ სად გადიოდა
საზღვრის ხაზი ანუ საზღვარი მეტი აღარ არსებობდა ოფიციალურად. რასაკვირველია ,
შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უამრავი აუთვისებელი მიწები დარჩა და სხვათა
შორის დღესაც არის, მაგრამ ის რასაც საზღვრის ერა, საზღვრის ეპოქა, ერქვა უკვე
დასრულდა.როგორც ცნობილია, ამერიკა ემიგრანტთა ერია და ალბათ აუცილებელია ამ
თემაზეც ვისაუბროთ. სამოქალაქო ომის შემდეგ ემიგრანტთა რაოდენობამ კიდევ უფრო
იმატა და წელიწადში დაახლოებით 200 ათასს შეადგენდა თუმცა იყო წლები როცა 600
ათასსაც აჭარბებდა. რასაკვირველია ამერიკის მოსახლეობის ზრდა მარტო ემიგარაციის
ხარჯზე არ მომხადარა და 1860-დან 1900 წლამდე მოსახლეობა გაორმაგდა, კერძოდ კი 31
443 000 ათასიდან 75 995 000-დე გაიზარდა1880-იან წლებამდე ემიგრაციის ნაკადი
ძირითადად ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპიდან მოედინებოდა და კათოლიკე
ირლანდიელთა გარდა თითქმის ყველა პროტესატანტი იყო. ამავე დროს,
სკანდინავიელებისა და გერმანელების გარდა უმრავლესობა ინგლისურენოვანი ხალხი
იყო. მაგრამ მალე გამოჩნდა ე.წ. ახალი ემიგრაცია სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან
–რუსეთი, ავსტრო-უნგრეთი, იტალია, ბალკანეთის ქვეყნები. იყვნენ ასევე, რუსეთის
იმპერიაში მომხდარ ,,პოგრომებს’’ გარიდებული ებრაელებიც. 1900 წლისთვის
აღმოსავლეთ ევროპის ემიგრაციამ დასაველეთის ემიგრაციას გადააჭარბა კიდეც , მაგრამ
მათ ხშირად ინგლისურიც არ იცოდნენ, ინგლისურად წერა-კითხვაზე რომ აღარაფერი
ვთქვათ.ახალი ემიგრაციის დიდი ნაწილი ღარიბი და არკვალიფიციური ხალხისგან
შედგებოდა და ისინი ძირითადად დიდ ქალაქებში სახლდებოდნენ . იქმნებოდა მათი
უბნებიც, მაგალითად, ,,პატარა იტალია’’ ნიუ იუორკში ან ,,ჩაინა თაუნი’’ ანუ ჩინური ქალაქი
სან ფრანცისკოში. დიდი პოლონური სათვისტომო ჩამოყალიბდა დეტროიტში , მერე კი
ჩიკაგოში. ამ უბნებში, თანამემულეთა ჩვეულ გარემოში, ისინი უფრო კომფორტულად
გრძნობდნენ თავს და ერთმანეთსაც უკეთ ეხმარებოდნენ.ახალი იაფი სამუშაო ძალა
მრეწველებს ძალიან აწყობდათ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვეულებრივი მშრომლების ნაწილს
სულაც არ ახარებდა კონკურენტების გამოჩენა, მით უმეტეს, რომ ახლადჩამოსულები
დაბალ ხელფასზეც თანხმდებობდნენ. ძლიერი იყო ანტიკათოლიკური განწყობილებანიც ,
კალიფორნიაში კი ანტიჩინურ განწყობილებებს რასისტული სურნელიც ასდიოდა . თუმცა
ნელ ნელა ყველაფერი გვარდებოდა და ემიგრანტები ფეხს უწყობდნენ ახალ
ცხოვრებას. ,,მელტინგ ფოთი” ე.წ. გადასადნობი ქვაბის სისტემა საკმაოდ წარმატებით
მუშაობდა და როგორც თავად ემიგრანტები, განსკუთრებით კი მათი შვილები ნამდვილ
ამერიკელებად ყალიბდებოდნენ.ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში სულ უფრო მეტი
ყურადღება ექცეოდა განათლებას და შტატების კანონებიც სკოლებში აუცილებელ
სიარულს მოითხოვდნენ. პირველი ასეთი კანონი 1852 წელს მიიღეს მასაჩუსეტში.
შედეგად, თუ 1870 წელს 5-დან 17 წლამდე ასაკის ახალგაზრდების რაოდენობა სკოლებში
7 მილიონი იყო, 1900 წლისთვის უკვე 15 მილიონი. ამავე პერიოდში, სკოლების
რაოდენობა სადაც უფროსი კლასები იყო 160-დან 6000 ათასამდე გაიზარდა. სხვასთან
ერთად, სწორედ ამ სკოლებში ხდებოდა ახალი ემიგრანტების შვილების ამერიკელებად
ჩამოყალიბება. იქ მათ ინგლისურთან ერთად ამერიკის კონსტიტუციას, ისტორიას ,
ამერიკის ფასეულობებსა და ცხოვრების წესს ასწავლიდნენ. პირველი სახელმწიფო
საბავშვო ბაღი 1873 წელს გაიხსნა სენტ ლუისში და ეს ტრადიცია გერმანიიდან შემოვიდა .
1862 წელს მიღებული მორილის კანონი კი ხელს უწყობდა შტატებს კოლეჯებისა და
უნივერსიტეტების გახსნაში. ფართოვდებოდა საზოგადოებრივი ბიბლიოთეკების
ქსელი.მაგალითად, ცნობილმა ბიზნესმენმა და მილიონერმა ენდრიუ კარნეგიმ ამ საქმეს
40 მილიონი შესწირა.ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მახასიათებლის, გაზეთების გამოსვლა ჭეშმარიტად მასობრივ ხასიათს ატარებდა . 1870
წელს 575 ყოველდღიური გაზეთი იყო, 1900 წელს კი უკვე 2000. ახალი ამბების ორი
უმნიშვნელოვანესი სააგენტო იყო Associated Press და United Press. ძალიან აქტიურობდნენ
კარიკატურისტები, პოლიტიკური კარიკატურის ყველაზე ცნობილი ავტორი იყო თომას
ნესტი. გაზეთებში იყო ასევე კომიქსები და ქალთა საკითხავი გვერდები . საუკუნის ბოლოს
გაჩნდა სკანდალებზე ორიენტირებული ე.წ. ყვითელი პრესაც. აქ პირველი იყო ჯოზეფ
პულიცერი, თავისი გაზეთით New York World. თითქმის პარალელურად, და იმავე სტილში,
მოღვაწეობდა უილიამ რანდოლფ ჰერსტიც. .ულის გრანტი ომის უშიშარი გმირი და
კორუმპირებული მეგობრების მძევალისამოქალაქო ომისშემდგობი პოლიტიკური
ცხოვრების საყოველთაოდ ცნობილ რეალობას ის წარმოადგენდა, რომ ულის გრანტიდან
ულიამ მაკ კინლიმდე, საპრეზიდენტო ხელისუფლების შტო შედარებით სუსტი იყო . სხვათა
შორის, 1865 დან 1897 წლამდე არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნდა საკუთარი პარტიის
უმრავლესობა კონგრესის ორივე პალატაში. მთელი თაობის მანძილზე კონგრესის
დომინირება პრეზიდენტზე ლამის წესად იქცა. პრზიდენტს არც პირადი აპარატი და არც
საკმარისი ბიუჯეტი გააჩნდა, რათა უმაღლესი აღმასრულების როლი ღირსეულად
შეესერულებინა .უილის გრანტი, რომელმაც სამოქალაქო ომში არაერთი ბრწყინვალე
გამარჯვება მოიპოვა სამართლიანად ითვლებოდა ჩრდილოეთის გამარჯვების
სიმბოლოდ. დიდების შარავანდედით მოსილი გრანტი ბევრისთის 1868 წლის
საპრეზიდენტო არჩევნებში საუკთესო კანდიდატად გამოიყურებოდა და მასზე დიდი
იმედებს ამყარებდნენ. მაგრამ დიდი მთავარსარდლობა და ამავე დროს , დიდი
პოლიტიკოსობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ასეთები იყვნენ ალექსანდრე
მაკედონელი, იულის კეისარი და ნაპოლეონი და გრანტი მათ ნამდვილად ვერ
გაუტოლდა. ბრწყინვალე გენერლმა პრეზიდენტად ნამდვილად ვერ ივარგა და
პოლიტიკურ პრობლემებში ვერ გაერკვა. იგი ძალზე იუინიციატივო პრეზიდენტი იყო და
ორი საპრეზიდენტო ვადის მანძილზე 1869 დან 1873 წლამდე ძირითადად კონგრესს
შეჰყურებდა. პრეზიდენტის რანგში მას რეკონსტრუქციის ურთულესი პროცესის მართვა
მოუწია და რეკონსტრუქციის წარუმატებლობა, გარკვეულწილად მისი ბრალიც იყო მას
ასევე გაუჭირდა ისეთ პრობლემებთან დაპირისპირება როგორც , ტარიფების საკითხი ,
ფერმერთა პროდუქციის ფასების კლება, სპეკულაციური ბიზნესი და რაც განსკუთრებით
მნიშვნელოვანია, კორუპცია. სამწუხაროდ, გრანტის ადმინისტრაცია ამერიკის ისტორიაში
ყველაზე კორუმპირებულ ადმინისტრაციადაა ცნობილი და მას მხოლოდ 1920-23 წლების
უორენ ჰარდინგის ადმინისტრაცია თუ შეედრება. საქმე იქამდეც კი მივიდა , რომ მის
პრეზიდენტობის წლებს, ზოგჯერ ,,კარგი ქურდობის ერადაც’’ მოიხსენებიენ. (Era of Good
Stealings).ითვლება, რომ თავად გრანტი პატიოსანი კაცი იყო, ისევე როგორც ჰარდინგი,
მაგრამ იგი მეტისმეტად ენდობოდა მეგობრებს და როგორც ვინმე ედმუნდ ვილსონი
წერდა ,,საერთოდ არ წარმოედგინა, რომ ასეთი ადამიანები არსებობდნენ ბუნებაში ’’ ანუ
ქურდები და მექრთამეები. გრანტის პოლიტიკური გამოუცდელობა და დაუდევრობა
კარგად გამოიხატა მის მეტად მიამიტ და მცდარ საკადრო პოლიტიკაშიც . მან პოლიტიკაში
ბევრი ომის ვეტერანი და მეგობარი დაიახლოვა, რომლებთანაც კარგად გრძნობდა თავს
და რომლებსაც ენდობოდა. მაგრამ ეს მეომრები, რომლებისგანაც მისი სამზარეულოს
კაბინეტი ჩამოყალიბდა, პოლიტიკაში არც თუ ბრძენი და წესიერი ხალხი გამოდგა . მისი
ოფიციალური მთავრობის წევრებიც კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა , საეჭვო ხალხი
იყო. მართალია კორუპცია მანამდეც ყვაოდა და იგი გრანტის მეგობრებს არ მოუგონიათ
(ერთი სამხრეთის შტატის საკანონმდებლო ორგანომ ერთ-ერთ გავლენიან დეპუტატს
ბონუსის სახით 1000 დოლარი გამოუყო, მას შემდეგ რაც მან ზუსტად ეს თანხა წააგო
ცხენთა რბოლაში), მაგრამ გრანტის ეპოქამ მაინც ყველა ზღვარს გადააბიჯა . მაგალითად ,
ბრძოლა სამხედრო დაკვეთებისთვის, გრანტები მიწის ნაკვეთებზე და მრავალი სხვა ,
უკანონო ლობირებას პერმანენტულ მცნებად აქცევდა. სხავათა შორის, ტერმინი
ლობიზმიც ერთ-ერთი ვერსიით გრანტის მმართველობის პერიოდთანაა დაკავშირებული .
კერძოდ კი, გრანტი ხშირად იმყოფებოდა ვაშიგტონის ცნობილ და ძალიან
რესპექტაბელურ სასტუმრო ,,ვილარდ ჰოტელში’’, რომელიც დღესაც წარმატებულად
ფუნქციონირებს. ამ სასტუმროს ლობიში ხშირად იკრიბებოდა და პრეზიდენტის
გამოსვლას ელოდა ის ხალხი, რომელსაც პრეზიდენტთან საქმიანი თხოვნა
ქონდა.კორუპციამ განსაკუთრებით იმძლავრა ტარიფების სფეროში და 1870-იან წლებში
პროტექციონუსტულმა ტარიფებმა დიდი მოგება მისცეს აღმოსავლეთის მეწარმეებს , სხვა ,
დაბალი ტარიფების მომხრე რეგიონების ხარჯზე. ეს არცაა გასაკვირი , ტარიფების
საკითხი ხომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის
დაპირსპირებაში და სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზეზადაც
იქცა. კორუფცია ყვაოდა ასევე რკინიგზის მშენებლობაზე გამოყოფილი უზარმაზარი
ფედერალური მიწების დანაწილების საქმეშიც. ამ მიწების გაცემა 1881 წელს დასრულდა
და საბოლოო ჯამში 160 მილიონ აკრს მიაღწია, რაც გარკვეული გამოთვლებით 335
მილიონ დოლარის ფასეულობა წარმოადგენდა. რკინიგზის კომპანიები მიწების გარდა
უდიდეს შეღავათიან სესხებსაც იღებდნენ. განსაკუთრებით მოითბეს ხელი
ტრანკონტინენტური რგინიგზის მშენებელმა კომპანიებმა ,,იუნიონ ფესიფიკის ’’
და ,,ცენტრალ ფესიფიკის’’ სახით. რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებულ
მაქინაციებში აქტიურად იყვნენ ჩართული ისეთი მსხვილი ბიზნესმენები , როგორც
კორნელიუს ვანდერბილტი, ჯეი გულდი და დანიელ დრიუ. ვანდერბილტმა 1877 წლისთის
100 მილონამდე მიოაგროვა და იმდენად გათავხედდა, რომ საკუთარი თავისა და
ვაშინგტონის ერთობლივი ძეგლის დადგმასაც კი აპირებდა.საყოველთაო კორუპციის
ნადიმში, რომელსაც ,,დიდი ბარბექიუს წვეულებაც’’ კი შეარქვეს, ჩრდილოეთის
ფინანსისტებმაც სარფიანად იხეირეს, როდესაც 1869 წლის მარტში წინაასაარჩევნო
დაპირებების მიხედვით კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება , რომელიც ავალდებულებდა
ფედერალურ მთავრობას ომის ყველა ვალი ოქროთი ან ახალი ოქროს ობლიგაციებით
გამოესყიდა.განსაკუთრებით ცნობილი ორი კორუფციული გარიგება უშუალოდ გრანტის
უახლოეს გარემოცვას შეეხო. პირველი იყო სენტ ლუისში სადაც სახელმწიფომ
მილიონობით დოლარი ვერ მიიღო გადასახადების სახით. ამ მაქინაციაში , ისევე როგორც
მრავალ სხვა საქმეში გრანტის მდივანი ორვილ ბებქოქი იყო ჩართული, რომელიც ციხეს
მხოლოდ პრეზიდენტის სასამართლო პროცესში ჩარევამ გადაარჩინა . მეორე საქმე
გრანტის ომის მინისტრის უილიამ უ. ბელკნაპის უკავშირდებოდა . იგი იმდენად იყო
ჩართული სხვადასხვა სახის კორუფციულ გარიგებებში, რომ ერთადერთი მინისტრი იყო
რომლის იმპიჩმენტიც წარმომადგენელთა პალატამ მოახდინა 1876 წელს. იგი გადადგა
ცოტა ხნით ადრე ვიდრე წარმომადგენელთა პალატაში იმპიჩმენტის პროცედურას
დაიწყებდნენ. სხვათა შორის, გრანტმა მისი გადადგომა კი მიიღო , მაგრამ როგორ
აღნიშნა ,,დიდი წუხილით’’ გააკეთა ეს. ფლოტის მომმარაგებლებისგან ქრთამებს იღებდა
ასევე სამხედრო საზღვაო ფლოტის მინისტრი ჯორჯ რობესონი. შინაგან საქმეთა
მინისტრის კოლუმბოს დელანოს შვილი მეტად მომგებიან, მიწის აზომვასთან
დაკავშირებულ, კონტრაქტებს ყიდდა. შვილის უმსგავსო საქციელის გამო დელანო
გადადგა. კორუპციაში მხილებულ იქნა აგრეთვე სენატის თავმჯდომარე ,
წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, და მრავალი სხვა კანონმდებელი . კონგრესი
იძულებული იყო ამ აღმაშფოთებელი ფაქტების გამოსაძიებლად სპეციალური კომისიაც
კი შეექმნა. გამოძიებისას კომისიამ ორი კონგრესმენის კონგრესიდან გააძევებაც კი
მოითხოვა, თუმცა ბოლოს მათი საქციელის გაკიცხვით შემოიფარგლა.მაგრამ ეს ფაქტები
უფრო გრანტის მეორე ვადის დროს გახმაურდა. ამიტომაც 1872 წლის არჩევნებში
გრანტმა, რომლის მთავრობის რეპუტაცია ჯერ კიდევ ნაკლებად იყო შელახული , საკმაოდ
დიდი უპირატესობით -- 800 ათასი ხმით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებს
ე.წ. ლიბერალური რესპუბლიკელები გამოეყვნენ, საბოლოოდ გრანტის ერთგულმა
რესპუბლიკელთა ე.წ. ,,ძველმა გვარდიამ’’ იმარჯვა. რესპუბლიკელთა განხეთქილებამ ,
სხვასთან ერთად, ხელი შეუწყო იმას, რომ 1874 წლის შუალედურ არჩევნებში
წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დემოკრატთა ხელში გადავიდა რაც იმასაც
მოწმობდა, რომ სამხრეთში სამხედრო მდგომრეობის დღეები დათვლილი
იყო.კონგრესში მარცხისა და კორუპციის უკვე გამოაშკარავებულ გრანდიოზულ
მასშტაბებთან ერთად მესამე ვადაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა თუმცა მას პარტიის
გარკვეულ ნაწილი მაინც უმაგრებდა ზურგს, კერზოდ კი ე.წ. სტალვორტები ანუ მედგარნი ,
ერთგულნი. ეს იყვნენ გამობრძმედილი პოლიტიკოსები, რომლებიც წინა პლანზე
პოლიტიკას აყენებდნენ და თვლიდნენ, რომ თუ ბიზნესს რაიმე პრივილეგია უნდოდა მათ
უნდა გადაეხადად კიდეც. მათ უპირსპირდებოდნენ ე.წ. ჰაფბრიდები - ნარევსისხლიანები ,
რომლებიც რესპუბლიკური პარტიის რეფორმატორულ ფრთას წარმოადგენდნენ.თუმცა
რასაკვირველია გრანტის პრეზიდენტობის წლებში ბევრი კარგიც გაკეთდა . სწორედ მან
მოაწერა ხელი იელოუსტიუნის ეროვნული პარკის შექმნის დადგენილებას, რომელიც
დღესაც ამერიკის ბუნების მშვენებას წარმოადგენს. ალბათ, ასევე გრანტის დამსახურება
იყო სამხრეთის შავკანიანთა რისხვის, კუ კლუქს კლანის წინააღმდეგ ფედერალური
მთავრობის საკმაოდ წარმატებული ბრძოლა. სწორედ მისი ინიციატივით იქნა მიღებული
1871 წლის სამოქალაქო უფლებების კანონი, რომელმაც მინიმუმამდე დაიყვანა ამ
დაუნდობელი რასისტული ორგანიზაციის გავლენა იმ წლებში.გრანტის ადმინისტრაციის
აქტიური დიპლომატიური მოქმედების შედეგად ბრიტანეთმა ამერიკას 15 მილიონი
დოლარის კომპენსაცია გადაუხადა სამოქალაქო ომის დროს ბრიტანეთის მიერ
კონფერედერატებისთვის მიყიდული გემი ,,ალაბამას’’ მიერ მიყენებული ზარალისთვის ,
რომელმაც კავშირის 52 გემი ჩაძირა. Gგრანტის პრეზიდენტობისას, 1869 წელს დასრულდა
ისტორიული მნიშვნელობის პირველი ტრანსკონტინენტური რკინიგზის მშენებლობა ,
რამაც ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე აიყვანა.1870 წელს კონსტიტუციის მე-15
შესწორების, რატიფიცირება მოხდა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მონაწილეობის
უფლება ყველა რასის ადამიანს მიენიჭა. 1872 წელს მიიღეს ამნისტიის კანონი, რომელმაც
სამხრეთელების სამოქალაქო უფლებები აღადგინა და ქვეყანა ნორმალური
ცხოვრებისკენ დააბრუნა.ამასთან დაკავშირებით, გვინდა სამოქალაქო ომის ფინალური
ეპიზოდი გავიხსენოთ, როდესაც 1865 წლის 9 აპრილს გრანტის თანადსწრებით სამხრეთის
შტატების წამყვანმა გენერალმა რობერტ ლიმ ჩრდილოეთ ვირჯინიის არმიის
კაპიტულიაციას მოაწერა ხელი. კაპიტულაციის პირობები ძალზე ლმობიერი აღმოჩნდა -
სამხრეთელ ჯარიკსკაცებს სახლში უშვებდნენ, თუ პირობას დადებდნენ , რომ მეტი აღარ
იომებდნენ კავშირის წინააღმდეგ, ოფიცრებს პირადი იარაღი და ცხენები დაუტოვეს .
ხოლო როდესაც დამარცხებულმა გენერლმა ლიმ, არსებული წესისამებრ გრანტს
საკუთარი ხმალი ჩააბარა, გამარჯველმა გრანტმა კეთიშობილი ჟესტით უკან დაუბრუნა
იგი მას. ასეთმა გულმოწყალებამ, გრანტის ჯარისკაცები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ
თავდაუზოგავად ებრძოდნენ სამხრეთელებს, მეტად აღაშფოთა, მაგრამ გრანტმა
მრავლისმთქმელი სიტყვებით დაამშვიდა თანამებრძოლები. – ნუ გავიწყდებათ რომ
დღეიდან ,,მეამბოხეები კვლავ ჩვენი თანამემამულეები გახდნენ ’’.პრეზიდენტის პოსტის
დატოვების შემდეგ გრანტების ოჯახი ორ წელიწადნახევარი მოგზაურობდა მსოფლიოს
გარშემო.Dგრანტი დღეში ოც სიგარას ეწეოდა და ალბათ, ამანაც განაპირობა ყელის კიბო
რითაც იგი გარდაიცვალა კიდეც 1885 წლის 23 ივლისს. სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე
მან დაასრულა თავისი მემუარები რაშიც 450 ათასი დოლარი გადაუხადეს. თუმცა ამ
მემუარებში აღწერილი გრანტის მოღვაწეობა , მიუხედავად კორუპციის შავბნელი
აჩრდილისა გაცილებით უფრო ფასეული და მნიშვნელოვანი იყო ამერიკის
ისტორიისთვის, რომელსაც, არასოდეს დაუვიწყია დიდი ომის, დიდი გმირის უკვდავი
საქმენი საგმირონი.
2. .,,დიდებული პატარა ომი“ ესპანეთის წინააღმდეგ.
ამერიკული ექსპანსიონიზმის განსაკუთრებულ ეტაპად 1889 წელს დაწყებული ამერიკა-
ესპანეთის ომი იქცა. ამ დროისთვის ესპანეთს, რომელიც კოლუმბის მიერ ამერიკის
აღმოჩენის შემდეგ მთელს სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას აკონტროლებდა , მხოლოდ
ორი ტერიტორიაღა დარჩა ამერიკის კონტინენტზე. ეს იყო კუბა და პუერტო რიკო.
კუბელები არაერთხელ აჯანყებულან ესპანეთის კორუმპირებული და სასტიკი
მმართველობის წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის ადრეულ
პერიოდში ორჯერ დამარცხდნენ ესპანელებთან უთანასწორო ბრძოლაში . 1895 წელს
ახალი აჯანყება დაიწყო ცნობილი საზოგადო მოღავწის ხოსე მარტის
ხელმძღვანელობით. ამჯერად ამერიკელებიც უფრო ყურადღებით მოეკიდნენ ამ
მოვლენას, მით უმეტეს, რომ მათი ინვესტიეციები კუბაზე, რომელიც ფლორიდის
სანაპიროსგან მხოლოდ 90 მილით იყო დაშორებული, უკვე 50 მილიონ დოლარს აღწევდა,
ხოლო წლიური ვაჭრობა 10 მილიონს აჭარბებდა. ასე რომ, დამოუკიდებელი კუბა ძალიან
კარგი დანამატი იქნებოდა ამერიკული ეკონიმკისთვის. თანაც ამერიკელებს, რომლებიც
არხის გაყვანას აპირებდნენ ორ ოკეანეს შორის მიჩნდათ, რომ კუბაზე გავლენის ზრდის
მეშვეობით მთელს მექსიკის ყურესაც გააკონტროელებდნენ. გაძლიერებულ ამერიკას
ძალის გამოჩენაც სურდა და მონროს დოქტრინა ამის კარგ საბაბს იძლეოდა . ნურც ის
დაგვავიწყდება, რომ პრაგამტული პოლიტიკის გარდა ეს დოქტრინა ამერიკელი ხალხის
სოლიდარობის შედეგიც იყო ლათინური ამერიკის ხალხების განმანთავისუფლებელი
ბრძოლისადმი, რომელიც გულწრფელად უთანაგრძნობდა კუბელთა ლტოლვას
თავისუფლებისკენ.ამავე დროს, მაშინდელმა ჰერსტისა და პულიცერის პრესამ უზომოდ
გაბუქა კუბაში მიმდინარე მოვლენები და ესპანელთა ძალადობა იქ. ჯოსეფ პულიცერი იყო
იყო ემიგრანტი ავსტრო უნგრეთიდან, რომელიც თავისი კარიერის დასაწყისში
გერმანულენოვან გაზეთში მუშაობდა. მერე მან შეიძინა სკანადალებსა და სენსაციებზე
ორიენტირებული გაზეთი ,,ნიუ იორკ უორლდი’’. ამავე დროს პოპულარობა შეიძინა
გაზეთის იაფფასიან ყვითელ პფრცლებზე გამოჩენილმა კარიკატურული პერსონაჟმა
ყვითელი ბავშვი სახით და აქედანვე წამოივიდა ტერმინი ,,ყვითელი პრესა ’’. ულიამ
ჰერსტი კი მდიდარი კალიფორნიული ოჯახის მკვიდრი, ჰერსტის თავდაუზოგავ
კონკურენტად იქცა და საუკთესო მწერლების, ამბროს ბირსის, მარკ ტვენის , ჯეკ
ლონდონის ნაწარმოებებს აქვეყნებდა 1898 წელს ნაყიდ ნიუ-იორკ ჯორნალში.
დაუნდობელ კონკურენტულ ბრძოლაში ისინი ეჯიბრებოდნენენ ერთმანეთს სენსაციური
ისტორიების გამოქვეყნებაში კუბის შესახებ. ჰერსტმა კუბაშიU ცნობილი მხატვარი
ფრედერიკ რემიგნტონიც კი გააგზავნა ანტიესპანური სიუჟეტების დასახატად , თანაც
დააყოლა ,,თქვენ სურათები უზრუნველყავით, მე კი ომს ვუზრუნველყოფ’’. რემინგტონის
გამოქვეყნებულ სურატებს შორის ამერიკელთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვი
სურათმა, რომელშიაც ესპანელი მებაჟე მამაკეცები სრულიად გაშიშვლებულ ამერიკელ
ქალს ჩხრეკდნენ, რაც აბსოლუტური სიცრუე იყო, ვინაიდან ქალებს საბაჟოზე, მებაჟე
ქალები ჩხრეკდნენ. მაგრამ სურათმა თავის მიზანს მიღწია. საერთოდ ჰერსტის და
პულიცერის ყვითელი პრესის მოქმედება ამ წლებში ალბათ ერთ -ერთი საუკეთესო
მაგალითია მას მედიის უაღრესად ეფექტური გავლენისა საზოაგადოებრივი აზრის
ჩამოყალიბებაზე. თუმცა ამ ომის გაჩაღების მსურველებს არც ისეთი სერიოზული
იდეოლოგები აკლდა, როგორც მეჰენი, ჯონ ჰეი და თეოდორ რუზველტი. მათი ამბიციები,
ჰუმანიტარული დახმარების, საზღვაო ბაზების მიღების, ძველი სამყაროს
წარმომადგენელების კონტინენეტიდან გაძევების და რასაკავირველია მათთავის ესოდენ
საყვარელი ექსპანსიონიზმის საკმაოდ რთულ ნაზავს წარმოადგენდა.მით უმეტეს, რომ
კუბაზე სისასტიკე მართალც საკმაოდ იყო და აჯანყების ჩასახშობად გამოგზავნილმა
ესპანელმა გენერალმა ვეილერმა ,,ყასბის’’ სახელიც კი მოიხვეჭა. იმისთვის , რომ
აჯანყებულებს არ დახმარებოდნენ, მან ბევრი კუბელი საკონცეტრაციო ბანაკის მსგავს
სივრცეში მოაქცია, სადაც ანტისანიტარიის წყალობით გავრცელებული ინფექციით ბევრი
მათგანი დაიღუპა, როგორც მოგვიანებით ეს სამხრეთ აფრიკაში მოხდა ინგლისელთა
მოერ მსგავსი მიზნით მოწყობილ ბანაკებში. თუმცა ის რაც მეოცე საუკუნეში სიკვდილის
საკონცენტრაციო ბანაკების სახელითაა ცნობილი, ჯერ ბოლშევიკებმა შექმნეს, მერე კი
ნაციტებმა განავითარეს უკვე ისედაც მძაფრ ანტიესპანურ განწყობილბებს , ნავთი
გადაასხა ვაშინგტონში ესპანეთის დესპანის დუპუი დე ლომეს საიდუმლო წერილის
გამოქვეყნებამ, სადაც იგი ამერიკის პრეზიდენტს სუსტ, უნიათო და ბრბოს გავლენის ქვეშ
მყოფ პოლიტიკოსად მოიხსენებდა. მაკ კინლიმ ფორმალური ბოდიშის მოხდა მოითხოვა
და გარკვეული დროის შემდეგ მიიღო კიდეც. მერე კი თითქის, პატივისცემისა და
მეგობრობის სიმბოლოდ ჰავანაში სამხედრო გემო ,,მეინი’’ გააგზავნა. თუმცა როგორც
ხშირად ხდებოდა, ეს უფრო ძალის დემოსტრაციას და ესპანეთზე ზემოქმედების სურვილს
გავდა, თანაც ამ გემის ეკიპაჟი ამერიკელთაLქონებისა და სიცოცხლის დასაცავადაც იყო
მივლინებული. რამოდემინე დღი შემდეგ გემი უეცრად აფეთქდა და 260 მეზღვაურიც
ზღვის წყვდიადში ჩაიყოლა. ამერიკელთა მოთხოვნით დაწყებული გამოძიებისას
ორმხრივმა კომისიამ ვერ დაადგინა აფეთქების მიზეზები. ამერიკელებმა ესპანელებს
დასდეს ბრალი ნაღმის ჩადებაში, რასაც ესპანელები კატეგორიულად უარყოფდნენ და
მიზეზს გემის გაუმართავობაში ხედავდნენ, მაგრამ მაშინ ესპანელებს არავინ დაუჯერა .
1976 წელს, როცა გასაჯაროვდა აფეთქების მიზეზები, ამერიკელებმა აღიარეს, რომ ეს
ტრაგედია თავად გემზე მომხდარი, ტექნიკური გაუმართაობის შედეგად მომხდარი
აფეთქების ბრალი იყო. მაშინ კი ყველა ანტიესპაუნური განწყობილებებით იყო
დამუხტული და თავისებური უხერხულობაც კი შეიქმნა, როცა ესპანეთმა დააკმაყოფილა
ამერიკელთა მოთხოვნა საკონცენტრაციო ბანაკების გაუქმებისა და და აჯანყებულებთან
დაზავების შესახებ. ამერიკელებს თითქოს ომის დაწყების საბაბიც კი გამოეცალად
ხელიდან. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი აზრი, კონგრესი და ამერიკული
ექსპანსოზმის სტრატეგიული ინტერესები ომის დაწყებას მოითხოვდა და მაკ კინლიმაც
აღარ დააყოვნა ომის გამოაცხადება 1898 წლის აპრილში. მაგრამ ომის გამოცხადებასთან
ერთად კონგრესმა მიიღო ე.წ. თელერის შესწორებაც, რომელიც გულისხმობდა , რომ მას
შემდეგ, რაც ამერიკა კუბას გაანთავისუფლბდა ესპანელთა ბატონობისგან იგი მას სრულ
დამოუკიდებლობას მიანიჭებდა. იმპერიალისტი ევროპელები ამას სკეპტიკური ღიმილით
შეხვდნენ. .მაკ კინლიმ 200 ათასი მოხალისე გაიწვია ჯარში, რომლშიც მანამდე სულ 28
ათასი ჯარისკაცი იყო და რამოდენემე თვეში მიიღო კიდეც ამდენი მოხალისე . მაგრამ ომი
ისე ადვილად და სწრაფად დასრულდა, რომ მობილზებულთა დიდმა ნაწილმა ვერც კი
მოასწრო მასში მონაწიელობის მიღება. თუმცა ვეტარანის პენსიებს ყველა იღებდა და
ამერიკას ეს 5 მილიარდი დაუჯდა. 60 წლის შემდეგაც ეს პენსიები წლიურად 160 მილიონი
დოლარი ჯდებოდა.პირველი ბრძოლა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფილიპინების
დედაქალაქ მანილასთან გაიმართა 1898 წლის 1 მაისს. ამერიკელი ადმირალი დიუის
უახლესმა 6-მა სამხედრო გემმა, რომელთა არტილერია ესპანურზე გაცილებით შორ
მანძილზე ისროდა, პირდაპირ დახვრიტა ესპანელთაYარქაული ფლოტი და 400 კაცი
მოუკლა და დაუჭრა, ისე რომ არც ერთი ამერიკელი არ დაღუპულა. თუმცა
რასაკვირველია ძირითადი სახმელეთოი ბრძოლები კუბაზე გაიმართა სადაც ამერიკული
არმია საკმაოდ მომუზადებლად გაემართა. ზოგიერთ პოლკს ზამთრის მუნდირებიც კი
ჰქონდა. მათ დაემატა თეოდორ რუზველტის მიერ ორგანიზებული კავალერისტების
პოლკი, რომელმაც თავის უდისციპლინობის გამო ,,ველური მხედრების’’ (იქ ძირითადად
რუზველტის მეგობარი კოვბოები, დიდი ქალაქების როგორც ოქროს ახალგაზრდების
ნაწილი და ასევე კრიმინალური ელემენტებიც შედიოდნენ) სახელიც კი დაიმკვიდრა .
მაგრამ თავის მეთაურთან ერთად, მათ მედგრად იომეს და თავად რუზველტმა თავისი
რევლოვერით ესპანელი ჯარისკაციც კი მოკლა ბრძლის ველზე. სახმელეთო
გამარჯვებებს მოყვა კუბასთან მყოფი ესპანელთა ფლოტის გაუვნებელყოფაც . პუერტო
რიკოში ამერიკელებს კიდევ უფრო სუსტი წინააღმდეგობა შეხვდათ . საბოლოოდ ომი
ამერიკელთა ტრიუმფით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ ომში მხოლოდ 400
ამერიკელი დაუღუპა ბრძოლის ველზე. 5 ათასი კი ავადმოყოფობესგან დაიღუპა .
ფინანსურად ამერიკელთა ხარჯები 250 მილიონ დოლარს უდრიდა. სამაგიეროდ მან
მიიღო 120 ათასი კვადრატული მილის ტერიტორია 8 მილიონი მოსახლით.საბოლოოდ
1898 წელს პარიზში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ესპანეთსა და ამერიკას შორის,
რომლის მიხედვითაც კუბა განთვუსუფლდა ესპანეთისგან, შეერთებულმა შტატებმა კი
მიიღო პუერტო რიკო და პატარა კუნძული წყნარ ოკეანეში გუამი. პილიპინების დათმობა
ესპანეტს არ ემეტებოდა, მაგრამ მარცხმა და ამერიკელების გადახდილმა 20 მილიონი
დოლარის გამოსასყიდმა დაათმობინა.მიუხედავად ომის დასრულებისა ამერიკული
ჯარები კუბაზე 1902 წლამდე დარჩენ. კუბა რესპუბლიკად გამოცხადადა. მაგრამ კუბის
სრულ დამოუკიდებლობას ე.წ. პლატის შესწორება აკნინებდა. ამ შესწორების მიხედვით
ამერიკამ მიიღო ტერიტორია სამხედრო ბაზისთვის გუანტანამოს მიდამოებში . Mმაგრამ
რაც მთავარია ამერიკას უფლება ეძლეოდა ჩარეულიყო კუბის საქმეებში თუ ქვეყნის
კანონები და წესრიგი ან დამოუკიდებლობა რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა . ძლევამოსილი
მეზობელი კი ამ პუნქტების ინტერპრეტაციას თავისებურად ახდენდა და 1934 წლამდე
როდესაც ეს შესწორება გაუქმდა შეერთებული შტატები ორჯერ , თავისი ჯარით , საკმაოდ
მძაფრად ჩაერია კუბის საქმეებში.რაც შეეხება ფილიპინებს ამერიკელებს მიაჩნდათ რომ
არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ესპანეთისთვის დაბრუნება. მათ ვერც გერმანიის და იაპონიის
ანაბარა დატოვებდნენ. ამავე დროს, ამერიკელთა აზრით, ფილიპინელები სრულად
მოუმზადებელნი იყვნენ დამოუკიდებელი თვითმართველობისთვის. მაკ კინლი პირდაპირ
აცხადებდა,ბ რომ ეს ღვთის ნება იყო, რომ ამერიკას თავის თავზე აეღო ამ ტერიტორიის
მმართველობა, ამ ხალხამდე ცივილიზაცისა და ქრისტიანობის მიტანა. შემდგომში
ამერიკის ამ ცივილიზატორულ მისიას ,,თეთრი კაცის ტვირთადაც ’’ ნათლავდნენ.თუმცა
ფილიპინებზე კონტროლს მოწინააღმდეგეებიც ყავდა კონგრესში რომელთაც არ
მიაჩნდათ საჭიროდ 7 ათასი მილით დაშორებული ტერიტორიისთვის თავის შეწუხება ,
მაგრამ საბოლოოდ ექსპანსიონისტებმა გაიმარჯვეს. Mაგრამ მთავარი ის იყო, რომ თავად
ფილიპნებზე 1899 წელს ემილიო აგუინალდოს ხელმძღავნელობით დაიწყო დიდი
აჯანყება ამერიკელთა წინააღმდეგ, რომელმაც სამი წლის მანზილზე 7 ათასი ამერიკელი
ჯარისკაცი და 20 ათასი ფილიპინელი შეეწირა. ამერიკელები ფილიპინებს 1946 წლამდე
მართავდნენ.რაც შეეხება პუერტო რიკოს იგი ამერიკის საკუთრებაში გადავიდა .
დასაწყისში კუნძული სამხედროთა მმართველობით იმართებოდა. შემდეგ ე.წ .
ფორეიკერის აქტით 1900 წელს იგი ამერიკის შეერთებული შტატების არაორგანიზებილ
ტერიტორიად გამოცხადდა, რომელზეც გუბერნატორსა და მისი პარლამენტის ზედა
პალატის წევრებს ამერიკის პრეზიდენტი ნიშნავდა , ქვედა პალატას კი თავად პუერტო
რიკოელები ირჩევდნენ. 7 წლის შემდეგ ჯოუნსის აქტით პურტო რიკელებს ამერიკის
მოქალაქეობა ებოძათ, სენატსაც პუერტო რიკელები ირჩევდნენ და კუნძულმა უკვე
ორგანიზებული ტერიტორიის სტატუსი მიიღო.ამერიკელმა ელჩმა ბრიტანეთში ჯონ ჰეიმ ,
მომავალში სახელმწიფო მდივანმა, იმ დროს ჯერ კიდევ პოლკოვნიკ რუზველტს მიწერა ამ
ომის შესახებ, რომ ,,ეს იყო დიდებული პატარა ომი’’. მართალც ომი მხოლოდ 100 დღე
გაგრძელდა და იმასთან შედარებით რაც ამერიკამ მოიგო, მსხვერპლი და ზარალი მცირე
იყო. ამ გამოთქმას დღესაც იყენებენ, გარკვეული ირონიული ქვეტექსით, როდესაც სუსტი
მოწინააღმდეგის წინაღმდეგ წარმართულ მცირე მსხვერპლიან წარმატებულ ომზე
საუბრობენ.ჩინეთის მიმართ ამერიკული ექსპანსია ე.წ. ღია კარების პოლიტიკაში
გამოიხატა. მაგრამ ამერიკელებს უჭირდათ კონკურენცია იმ დიდ სახელმწიფოებთან
რომელთაც ჩინეთი თავის გავლენის სფეროებად ჰქონდათ დაყოფილი - ინგლისი,
საფრანგეთი გერმანია, რუსეთი, იაპონია. ამიტომაც 1899 წელს სახელმწიფო მდივნმა ჯონ
ჰეიმ წინადადებით მიმართა 6 დიდ სახელმწიფოს, რათა დათანხმებულიყვნენ ე .წ . ღია
კარების პოლიტიკაზე ჩინეთში, რომლის მიხედვითაც ყველა ერს ვაჭრობის თანაბარი
პირობები ექნებოდა ამ გავლენის სფეროებში. მათ,არც თუ დიდი ენთუზიაზმით , მაგრამ
საბოლოოდ თითქოს მიიღეს ეს წინადადება. ყოველ შემთხვევაში, ჰეიმ 1900 წელს
გამოაცხადა, რომ ეს ქვეყნები დათანხმდნენ ღია კარის პოლიტიკას, თუმცა
ჩინელებისთვის რასაკვირველია, არაფერი უკითხავთ.ჩინელებმა კი სწორედ 1900 წელს
დაიწყეს ე.წ. ბოქსიორტა აჯანყება მათ სამშობლოში გაბატონებული სახელმწიფოების
წინააღმდეგ, რათა ,,უცხოელი ეშმაკები’’ გაედევნათ. მათ 200-დე უცხოელი და ათასობით
ჩინელი ქრისტიანი მოკლეს, დაუნგრიეს სახლ-კარი და შეუტიეს უცხოელთა
დიპლომატიურ დასახლებას პეკინში. საპასუხოდ უცხოელები 18 ათასიანი გაეთიანებული
კორპუსით რომელშიაც, რუსებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, გერმანელებთან ,
ავსტრიებთან და იაპონელებთან ერთად პილიპინებიდან გადმოსროლილი 2500
ამერიკელი ჯარისკაციც იყო კონტრშეტავაზე გადავიდნენ და სასტიკად დაამარცხეს
ჩინელები. შემდეგ კი მათთვის მიყენებული ზარალის ასანზღაურებლად 333 მილიონი
დოლარი მოითხოვეს. ამერიკელთა წილი ამ კონტრიბუციაში 24 მილიონს შეადგენდა .
მაგრამ ვაშინგტონმა თავისებური კეთილშობილება გამოავლინა და აქედან 18 მილიონი
აპატია ჩინეთს, და ეს თანხა ამერიკაში ამერიკულ კოლეჯებში ჩინელი სტუდენტების
სწავლებისთვის გამოყო.ამასობაში 1900 წლის არჩევნებიცს დროც დადგა. ამ არჩევნებში
წინა არჩევბნების სიუჟეტი განმეორდა და კანდიდატებიც იგივენი იყვნენ . თუმცა ამას უკვე
ომში გამარჯვებული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის ხიბლი ემატებოდა . მით უმეტეს ,
რომ მაკ კინლის ადმინისტრაცია არა მარტო ეკონომიკური წინსვლით, არამედ
საერთაშორისო წარმატებებით უფრო იყო ცნობილი. თავისი როლი ითამაშა ვიცე
პრეზიდენტობის კანდიდატად ესპანეთ-ამერიკის ომის გმირის ნიუ-იორკის შატატის
გუბერნატორის თეოდორ რუზველტის წამოყენებამაც, რომლიც მაკ კინლისგან
განსხვავებით, ძირითადად თეთრი სახლის აივნიდან კი არ ესაუბრებოდა ამომრჩევლთა
სხვადახვა მოყვანილ ჯგუფებს, არამედ მთელს ამერიკაში მოგზაურობდა , ისევე როგორ
დემოკრატ ულიამ ბრაინი. ამავე დროს, რასაკვარვილეია ეკონომუკური აღმავლობის
ფაქტორი ძალზე მნიშვნელოვანი იყო და რესპუბლიკელთ ლოზუნგი ,,კიდევ ოთხი წელი
სადილით სავსე თეფშით’’ სულ უფრო დიდი ენთუზიამით აღიქმებოდა.რესპუბლიკელთა
წარმატებას ისიც უწობდა ხელს, რომ ოქროს მარაგის ზრდამ ალიასკისა და სამხრეთ
აფრიკის ხარჯზე ოქროს სტანდარტის იდეა კიდევ უფრო გააძლიერა და შეამცირა
ვერცხლოს სტანდარტის მომხრეთა რაოდენობა. თანაც ბრაინის მიერ მაკ კინლის
იმპერიალიზმის კრიტიკას, ამერიკული ექსპანსიონისმის წარმატების და აღმავლობის
ფონზე სულ უფრო ნაკლები ხალხი უსმენდა. თუმცა იგი კვლავ რჩებოდა საუკეთესო
ორტორად. საბოლოოდ მაკ კინლიმ გაიმარჯვა არც თუ დიდი, მაგრამ მაინც
მნიშვენლოვანი უპირატესობით. 7 228,864 ხმა 6 370 932-ის წინააღმდეგ. საარჩევნო
კოლეგიის წევრთა ხმებიც მაკ კინლის სასრგებლოდ გადანაწილდა 292 ხმა 155
წინააღმდეგ.ასე რომ, XX საუკუნეში ამერიკამ ტრიუმფალურად შეაბიჯა , როგორც
ეკონომიკურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, რომელიც, ეკონომიკური
ზრდის ყველაზე სწრაფი ტემპებითაც გამოირჩეოდა ამავე დროს, როგორც ქვეყანამ ,
რომელმაც, მიუხედავად ჯერ კიდევ ტრადიციული იზოლაციონიზმისა, გემო გაუგო
საერთაშორისო, როგორც სამხედრო და პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ექსპანსიას და
ეს დაგემოვნებაც საკმაოდ წარმატებული და უაღრესად პერსპექტიული ჩანდა .
ბილეთი 2
1.ზეაქტიური თეოდორ რუზველტის ზეაქტიური საგარეო პოლიტიკა(ბილეთი 6 ის 2
საკითხი)(ბილეთი 7 ის 2 საკითხი)
მართალია, XX საუკუნეში ამერიკამ მაკ კინლის პრეზიდენტობის დროს შეაბიჯა , მაგრამ
ამერიკელთა უმრავლესობისთვის ახალი საუკუნის და რაც მთავარია ამერიკის ახალი
ეპოქის დასწყისი თეოდორ რუზველტის სახელთანაა დაკავშირებული. სწორედ
რუზველტის მეთაურობით გახდა ამერიკა საერთაშორისო პოლიტიკის
პირველხარისხოვანი მოთამაშე, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო
პროგრესივიზმის თორმეთწლიანი ეპოქა ამერიკის ისტორიაში და მრავალი
უნმიშვნელოვანესი და ნოვატორული რეფორმა გატარდა. ამიტომაც რუზველტი ამერიკის
ისტრიის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პრზიდენტად ითვლება და XX საუკუნის პირველ
ათწლეულს თამამად შეიძლება დავარქვათ თეოდორ რუზველტის ერა.ამერიკის ეს ერთ -
ერთ ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტი ძალზე ფართო ინტერესების ადამიანი იყო. მან
35 წიგნი დაწერა, რანჩოს მფლობელი და კოვბოიც იყო გარკვეულ დროს, ნიუ იორკის
პოლიციის უფროსი, სამხედრო საზღვაო მინისტრის მოადგილე, ოფიცერი, იურისტი ,
ნატურალისტი და ბუნების ქომაგი მოგზაური, თავგამოდებული მონადირე და ასე შემდეგ .
ამიტომაც, ალბათ, უპრიანი იქნება მოკლედ მაინც განვიხილოთ ამ გამორჩეული
ამერიკელის გზა პრეზიდენტის სავარძლისკენ.თეოდორც რუზველტი 1858 წელს დაიბადა
მდიდარი ნიუ-იორკელი კომერსანტის ოჯახში. ბავშვობადან მას სუსტი ჯანმრთელობა
ჰქონდა და ასთმა აწუხებდა. თუმცა მისმა ძლიერმა ნებისყოფამ წარმატებულად დაძლია
ბუნების ეს უსამართლობა. იგი ბევრ დროს ატარებდა სახლში ბუნებისმეტყველებაზე
წიგნების კითხვაში. ჰარვარდის უნივერსიტეტი ექსტერნად 3 წლის მაგივრად 2 წელიწადში
დაამთავრა. მას ფოტოგრაფიული მეხსიერება ქონდა და მთელი წიგნები ახსოვდა
ზეპირად. რუზველტი იმდენად აქტიური სტუდენტი, იყო, რომ ერთ-ერთ ლექციაზე ,
როდესაც ლექტორს არ აცლიდა საუბარს, პროფესორმა მას შენიშვნა გაუკეთა ,,მომხედე
რუზველტ, დამაცადე ლაპარაკი, ბოლოს და ბოლოს მე მიმყავს ეს ლექციების კურსი ”.
რუზველტი ჯერ ბიოლოგიით, მერე კი ისტორიით დაინტერესდა. უნივერსიტეტის
გამოშვების 158 კაციდან იგი 21-ე იყო მოსწრებით.1883 წელს, ჯერ კიდევ ძალზე
ახალგაზრდა, 22 წლის რუზველტი ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო კრების წევრი
გახდა. 1882 წელს დაწერილი რუზველტის პირველი ისტორიული ნაშრომი ..1812 წლის
საზღვაო ომი’’, იმდენად კარგი კვლევა აღმოჩნდა, რომ იგი დღესაც, 120 წლის შემდეგ,
საკმაოდ პოპულარულია.რუზველტი ძალიან თავმოყვარე კაცი იყო და ღირსებას ყველაზე
მაღლა აყენებდა. ერთხელ როდესაც მოეჩვენა, რომ მის საცოლეს ოდნავ ზედმეტი
ყურადღება მიაქცია მისმა ნაცნობმა იგი მაშინვე დუელში გამოიწვია . მას კრივიც უყვარდა
და ადგილობრივი მასშტაბის კრივის ჩემპიონატებშიც კი მონაწილეობდა .1884 წლის 17
თებერვალს ახალგაზრდა თოედორს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთ და იმავე
დღეს გარდაიცვალა ტიფით დაავადებული დედა და მშობიარობას გადაყვა მისი ცოლი .
რუზველტმა ქალიშვილი თავის დას დაუტოვა და თვითონ 2 წელი შორეული დასავლეთის
ბედლენდში, რანჩოზე ცხოვრობდა სადაც კოვბოებთან ერთად მუშაობდა და თავისი
ვაჟკაცობით და ამტანობით მათი პატივისცემაც დაიმსახურა , რომლებიც მანამდე
სკეპტიკურად უყურებდნენ ქალაქელ ,,ოთხთვალას” (სათვალეების გამო). სხვათა შორის,
ბოქსში კარგად გაწვრთნილმა თეოდორმა ერთი ორი კოვბოი რომ მიბეთქა, კიდევ უფრო
დააფასეს. რუზველტი კარგი მონადირეც იყო. თანამედროვე ტერმინი , რომ გამოვიყენოთ
ნამდვილი ,,მაჩო’’. ისე კი ალბათ, ნამდვილი ჯენტლემენი.1886 წელს იგი ნიუ-იორკის
მერობის კანდიდატი იყო რესპუბლიკური პარტიიდან, მაგრამ დამარცხდა . 1889 წლიდან
კი 6 წელი აშშ-ის სამოქალაქო სამსახურების კომისიის წევრი იყო ვაშინგტონში . 1895
წლიდან ნიუ-იორკის პილიციის ხელმძღვანელი იყო და სახელი კორუპციასთან ბრძოლით
გაითქვა. განსაკუთრებით ებრძოდა სალუნებს, რომლებიც მაშინ ლოთობის , კორუფციის,
ძალადობის და დებოშის სიმბოლო იყო. იგი იმდენად აქტიურად ებრძოდა კორუფციას
პოლიციელთა რიგებში, რომ ძალიან შეაწუხა ნიუ-იორკის მართლაც საკმაოდ
კორუმპირებული პოლიციის მაღალჩინოსნები, და ასევე მათთან ახლოს დაკავშირებული
ქალაქის ხელმძღვანელობაც. იგი ხშირად იმეორებდა რომ, ,,კანონისადმი პატივისცემა ეს
მოვალეობაა და არა ვინმეს მიმართ ხათრიანობა.’’ არადა რუზველტის მოცილება ძნელი
აღმოჩნდა, ვინაიდან მისი მოსყიდვა შეუძლებელი იყო და სამუშაოსაც ბრწყინვალედ
ასრულებდა. თვითონაც ხაზს უსვამდა, რომ ,,ყველაზე პრაქტიკული პოლიტიკა ეს
პატიოსანი პოლიტიკაა.’’ამიტომაც, ნაცადი ხერხი გამოიყენეს და დააწინაურეს, კერძოდ
კი, 1887 წელს იგი სამხედრო საზღვაო ფლოტის მინისტრის მოადგილედ დანიშნეს.
რუზველტმა აქაც გამოიჩინა თავი და თავისი დაუდგრომელი ენერგიითა და უზადო ნიჭით
საკუთარ უფროსს აშკარად ჩრდილავდა. ბევრს აკეთებდა ამერიკული ფლოტის
მშენებლობისა და გაძლიერებისთვის. როდესაც ამერიკა-ესპანეთის ომი დაიწყო , იგი
მოხალისედ ჩაეწერა არმიაში, უფრო მეტიც, საკუთარი თანხით პოლკის შექმნაც
მოახერხა. ეს პოლკი რუზველტის მიერ შეკრებილი მოხალისეებისგან შედგებოდა და
მასში, როგორც მისი ძველი მეგობარი კოვბოები, ასევე დიდი ქალაქის კლერკები და
ოქროს ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც უხვად იყვნენ. პოლკის წევრების
უდისციპლინობისა და ხმაურიანი, ზოგჯერ კი უბრალოდ ხულიგნური ქცევის გამო
მათ ,,ველური მხედრებიც’’ კი შეარქვეს. თავად კუბაზე რუზველტმა უდიდესი აქტიურობა
და გმირობაც გამოიჩინა. ბრძოლაში სან ხუანთან მტრის ცეცხლის ქვეშ რუზველტი ცხენზე
ამხედრებული წინ მიუძღოდა თავის პოლკს, პირველი შეიჭრა მტრის სანგრებში და
ესპანელი ჯარისკაციც მოკლა პირადად ანუ ყოველივე ის გააკეთა რასაც მხედრული
გმირობა ჰქვია. იგი უსაზღვროდ ამაყობდა ამ დღით, ტრაბახსაც არ ერიდებოდა და
ორდენით დაჯილდოვებასაც ელოდა, მაგრამ სხვანაირად მოხდა. მან და რამოდენიმე
გენერალმა ამერიკულ პრესაში გამოაქვეყნეს ღია წერილი არმიის მომარაგებასა და
ორგანიზებაში არსებული აღმაშფოთებელი დარღვევბის შესახებ . თავდცვის სამინიტროში
გამძვინვარდნენ, მაგრამ რა ექნათ სამოქალაქო პირს ვერ დასჯიდნენ სამაგიეროდ ღრძო
მინისტრმა კატეგორიული უარი განაცხადა რუზველტის დაჯილდოვების ბრძანებაზე .
გვიან, მაგრამ მაინც, სამართალმა პური ჭამა და ეს ჯილდო - ღირსების მედალი ,
რუზველტის შვილთაშვილს ას სამი წლის შემდეგ, 2001 წელს პირადად გადასცა
პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა.ომის დღეებშივე, დაიწყო საუბარი რუზველტის პოლიტიკურ
კარიერაზე ან ნიუ-იორკის გუბერნატორად ან ამერიკის კონგრესში საქმიანობის შესახებ .
მით უმეტეს, რომ ომის გმირის დაფნის გვირგვინზე უკეთსი რეკლამა წარმოუდგენელიც
იყო. ექსპანსიურ რუზველტს საკუთარი თავის ქებაც არც დავიწყებია და ომის შემდეგ მან
დაწერა თავისი მოგონებები ,,ველური მხედრები.’’ როგორც სატირიკოსი პიტერ დანი
ქილიკობდა თავის რეცენზიაში, წიგნი ძირითადად მის ავტორზე იყო და თავისუფლად
შეიძლებოდა მისთვის დაერქმიათ ,,კუბაზე მარტო’’. სხვა ღირსებებთან ერთად , რუზველტს
არც იუმორის გრძნობა აკლდა და მან საკმაოდ თბილი წერილი მისწერა ფელეტონის
ავტორს, სადაც ხაზგასმით აღნიშნა - ,,სამწუხაროდ უნდა ვაღიარო,Oრომ ჩემი ოჯახი და
ჩემი მეგობრები აღტაცებილი არიან თქვენი რეცენზიით ჩემს წიგნზე ”.თავის პირველ
წინაასარჩევნო სიტყვაში გუბერანტორის თანამდებობისთვის იგი იმდენად ზოგად და
მასშტაბურ თემებზე საუბრობდა და თანაც ისე კარგად, რომ ეს გუბერანტორობის კი არა
პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლას უფრო გავდა. რუზველტი დიდებული ორატორი
იყო, გულახდილი და კეთილგანწყობილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა და რიგით
ამერიკლებს იგი ძალიან მოსწონდათ. Bბოლოს, 1898 წლის 8 ნოემბერს რუზველტმა
გაიმარჯვა. მალევე გამოიკვეთა მისი სურვილი, რომ აღმასრულებელი ძალა
საკანონმდებლოზე მაღლა მდგარიყო და გარკვეული მარეგულირებლის ფუნქციებიც
აეღო. ბოლოს, რესპუბლიკური პარტიის ლიდრს მარკ ჰანას და ნიუ-იორკის შტატის
სენატორს თომას პლატს მობეზრდათ რუზველტის ეს თავნებობა და მისი მოცილება
სცადეს გუბერნატორობიდან. Aამიტომაც, მას ამერიკის ვიცე პრეზიდენტობის
კანდიდატურა შესთავზეს. რუზველტს ეს არ მოსწონდა ვინაიდან ვიცე პრეზიდენტობა , მისი
წმინდა წარმომადგენლობითი ფუნქციების გამო, პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავდა ,
თუმცა, მეორე მხრივ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტობა იყო ანუ
ზოგადეროვნული მასშტაბი. თოედორ რუზველტი, როგორც მას ჩვეოდა აქტიურად
ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში და იმდენად შეუპოვრად და შთამბეჭდავად
დაუპირსპირდა დემოკრატთა კანდიდატს, ცნობილ უილიამ ბრაიანს, რომ მათ დისკუსიებს
უფრო აქცევდენ ყურადღებას ვიდრე თავად პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს
მაკ კინლის გამოსვლებს.საბოლოოდ, 1901 წელს თეოდორ რუზველტი ამერიკის ვიცე
პრეზიდენტი გახდა. რესპუბლიკური პარტიის ლიდერს მარკ ჰანას, რომელსაც ძალიან არ
მოსწონდა რუზველტი და მას ,,წყეულ კოვბოის’’ უძახდა, გულწრეფელად აღმოხდა
- ,,გული მიწუხს როცა წარმოვიდგენ, რომ ამ გადარეულს პრეზიდენტის სავარძლისგან
მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს’’. სულ მალე ჰანას ეს შიშები აუხდა. 1901 წლის სექტემბერს
პრეზიდენტი უილიამ მაკ კინლი პანამერიკულ გამოფენაზე ვინმე ლეონ ჩალგოშმა მოკლა
(ეს უკვე მესამე მოკლული პრეზიდენტი იყო ბოლო 40 წლის მანძილზე) შესაბამისად 42
წლის რუზველტი ამერიკის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა . თუმცა ყველაზე
ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი, 43 წლის ასაკში, ჯონ კენედი იყო.მართალია , ახალმა
პრეზიდენტმა ტრადიციისამებრ პირობა დადო, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტის
პოლიტიკას გააგრძელებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუ მაკ კინლი დიდი ბიზნესის
ყურმოჭრილი მონა, მის უპირობო სამსახურში იყო, რუზველტი სულ სხვა მასშტაბის და
გაქანების ადამიანი აღმოჩნდა, რომელსაც, თუმცა მშვენივრად ესმოდა დიდი ბიზნესის
მნიშვნელობა და როლი ამერიკის აყვავებაში, მაგრამ ისიც კარგად დაინახა რომ ქვეყნის ,
და მათ შორის თავად დიდი ბიზნესის ინტერესებში იყო, მისი უპირობო და თავაშვებული
მბრძანებლობის მოთოკვა.რუზველტს, როგორც პროგრესივისტს მოაჩნდა რომ
მონოპოლისტური გაერთიანებები მეტისმეტად მომძლავრდნენ, თავისი უსაზღვრო
ფინანასური შესაძლებლობების მეშვეობით მეტისმეტად დიდ გავლენას ახდენდნენ
ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე, რომ ისინი ძირს უთხრიდნენ ამერიკის
წმინდათა წმინადას - თვასუფალ კონკურენციას და თანასწორ შესაძლებლობათა იდეას ,
ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესს, რითაც სოციალური აფეთქების ნიადგასაც კი
ქმნიდნენ. თავის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლს ულიამ ტაფთს წერდა რომ ,, მე არ
მომწონს თანამდროვე სოციალური ვითარება და რომ არსებული დარღვევები, კორუპცია
და სხვა, ზრდიან სოციალისტური პროპაგანდის შესაძლებლობას.’’ მით უმეტეს, რომ
ამერიკის საშუალო ფენაში სულ უფრო ძლიერდებოდა ე.წ. პროგრესივისტული
ტენდენციები, რომლებიც აღმასრუელებლი ხელისუფლების გაცილებით უფრო აქტიურ
ქმედებას მოითხოვდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მოწესრიგების
საქმეში.ამიტომაც რუზველტმა პირველივე დღეებიდანვე ჯიქურ შეუტია მონოპოლიებს და
იმდენი მოახერხა, რომ ,,ტრესტების ამფეთქებლების’’ სახელიც კი მოიხვეჭა . ეს გამოიხატა
1890 წელს მიღებული ე.წ. შერმანის ანტიტრესტული კანონმდებლობის რეალური
ამუშავების მცდელობაში. კერძოდ კი 1902 წელს მთავრობამ წამოიწყო სასამართლო
პროცესი კომნპანია ნორზენ სექიურითის წინააღმდეგ. Mმის წინამორბედს აზრადაც არ
მოუვიდოდა მსგავსი ქმედება და ამ კომპანიის მფლობელის, ამერიკის ერთ ერთი
უმდიდრესი და უდიდესი გავლენის მქონე კაპიატალისტის ჯონ პირპონტ მორგანის
განაწყენება. Mმორგანი ისეთი მდიდარი იყო და თავის ფინანსური ძლევამოსილებით
იმდენ რამეს აკონტროლებდა ამერიკის ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, რომ ამერიკულ
ისტორიაში ლეგენდარულ პიროვნებად იქცა. თურმე მორგანს უთქვამს , რომ მას ძალიან
მოსწონს ამერიკა, რაზეც ერთ-ერთმა პოლტიკოსმა განაცხადა რომ ,,როცა მობეზრდება ,
იქნებ დაგვიბრუნოს იგი’’ ანუ ამერიკა.ეს იყო დიდი ჰოლდინგური კომპანია 400 მილიონი
დოლარის კაპიტალით, რომლის შემქნელებიც იყვნენ ჯონ პირპონტ მორგანი და ჯ.ჯ.
ჰილი. ერთი წლის გამოძიების შემდეგ სასამართლომ ამ კომპანიის ორ ნაწილად დაშლის
განაჩენი გამოიტანა. თუმცა სინამდვილეში მფლობელებად კვლავ იგივე ხალხი დარჩა ,
მაგრამ შერმანის კანონის ამოქმედება სახეზე იყო და მფლობელებს მაინც შეექმნათ
გარკვეული პრობლემები. კიდევ რამოდენიმე მსგავსი პროცსის წყალობით რუზველტის
ავტორიტეტი ძალზე გაიზარდა მოსახლეობის ფართო ფენებში. მიტ უმეტეს, რომ იგი
ანტიტრესტული კანონმდებლობის კიდე უფრო გამკაცრების ინიციატივით გამოდიოდა .
და მართლაც 1903 წელს მიიღეს სამი შესაბამისი კანონი: 1. მოუწოდებდა ამ ტიპის
სასამართლო პროცესების უფრო სწრაფ წარმოებას, 2. შეიქმნა ვაჭრობისა და შრომის
სამინისტრო ( 1913 წელს გაიყვნენ) 3. ელკინსის კანონი, უკრძალავდა რკინიგზის
კომპანიებს უკვე მიღებულ ტარიფებზე უფრო მაღალის დაწესებას. შედეგად , როგორც
აღვნიშნეთMრუზველტს ,,ტრესტების ამფეთქებელი’’ შეარქვეს.ამასთან დაკავშირებით
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ე.წ. მაკრეიკერები. ეს იყო ამერიკელ ჟურნალისტთა
მთელი პლეადა, რომელმაც საკუთარი მოღვაწეობა საზოაგადოებაში არსებული
ხარვეზების გამოვლენას დაუთმო. მათ მიერ გამოძიებული კორუპციის ყოვლად
აღმაშფოთებელმა ფაქტებმა მთელი ამერიკის ყურადღება მიიპყრო. მათი საქმიანობით
გაღიზიანებულმა რუზველტმა მათ მაკრეიკერები ანუ ნაგავში მქექავები უწოდა ,
რომლებიც ზევით არ იხედებიან და ვერაფერ კარგს ვერ ამჩნევენო. თუმცა შემდგომში
რუზველტი საკმაოდ კარგად განეწყო ბევრი მათგანის მიმართ, ეს ზედმეტსახელი მათ
სამუდამოდ შერჩათ და ბოლოს პოზიტიური ჟღერადობაც კი შეიძინა . შეიძლება ითქვას ,
რომ ეს იყოPპირველი ჟურნალისტური გამოძიების შესანიშნავი მაგალითები . ცნობილმა
ჟურნალისტმა იდა ტარბელმა როკფელერის კომპანია ,,სტანდარტ ოილის’’`
კონკურენტებთან ბრძოლის არაკეთილსინდისიერი, ზოგჯერ კი თითქმის კრიმინალური
მეთოდები აღწერა 1904 წელს. ჟურნალ მაკლურში 1904 წელს გამოქვეყნებულ სტატიების
სერიაში საერთო სათაურით ,,ქალაქების სირცხვილი’’ ჟურნალის რედაქტორმა ლინკოლნ
სტეფენსმა ფილადელფიაში, პიტსბურგში და მინეაპოლისში დიდი ბიზნესის
წარმომადგენელთა და ქალაქების მუნიციპალურ სამსახურებს შორის ბინძური
კორუპციული გარიგებები აღწერა. პარტიული ბოსების კორუპცია , სპეციალური
პრივილეგიები და ამორალობაც გამოაშკარავა, მათ შორის, ორგანიზებული
პროსტიტუციის ფაქტებიც. ნოველისტმა დევიდ ფილიპსმა 1906 წელს
ჟურნალ ,,კოსმოპოლიტენში’’ გამოქვეყნებულ სტატიაში ,,სენატის ღალატი’’ ამერიკის
სენატი მილიონერთა კლუბად მონათლა და ხაზი გაუსვა იქ გამეფებულ კორუფციას. ასევე
დაასაბუთა, რომ სენატორების უდიდესი უმრავლესობა ამერიკის ხალხს კი არა , არამედ
ტრესტებსა და სარკინიგზო კომპანიებს წარმოადგენდა. ასევე მაკრეკერმა , ამერიკაში
გადმოსულმა ინგლისელმა სოციალისტმა ჯონ სპარგომ წიგნში ,,გამწარებულ ბავშვთა
ტირილი’’ საწარმოში დასაქმებულ ბავშვთა მუშაობის არაადამინური პირობები
გააშუქა.მაკრეიკერთა სტატიები ასევე ზოგადეროვნული მასშტაბის ისეთ ყოველკვირეულ
ჟურნალებშიც ქვეყნდებოდა როგორც ,,ატლანტიქ მონსლი’’, ,,ჰარფერს
მეგეზინ’’, ,,სენჩური’’, რომელთაც დიდ ტირაჟები გააჩნდათ და ამერიკის ყველაზე
მიყრუებულ კუთხეებშიც ჩაჰქონდათ ეს სკანადალური ამბები . ბუნებრივია , ეს სენსაციური
ინფორმაცია მათ ტირაჟებს კიდევ უფრო ზრდიდა , მაგრამ რაც მთავრია , არსებული
ვითარებით უკმაყოფილო საზოგადოების კიდევ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევდა .
მაკრეიკერების მნიშვნელობა ამერიკის ისტორიაში იმანაც განაპირობა , რომ მათი
ჟურნალისტური გამოძიება მარტოO ინფორმაციად კი არ რჩებოდა, არამედ ხშირად მას
კონკრეტული შედეგებიც მოყვებოდა კორუფციასთან ბრძოლაში.Mეს, ალბათ, უპირველეს
ყოვლისა ცნობილი ამერიკელი მწერლის და ამავე დროს მაკრეიკერის აპტონ სინკლერის
წიგნს ,,ჯუნგლებს’’ ეხება. ამ რომანის ფაბულის მსვლელობისას მწერალმა უაღრესად
ნატურალისტურად აღწერა ჩიკაგოს ცხოველთა სასაკლაოში, სადაც მზა ხორცის
პროდუქტი მზადდებოდა, არსებული ანტისანიტარია, უხარისხო ხორცი და კორუპცია. ეს
ისე დამაჯერებლად აღწერა, რომ მთელი ამერიკის აღშფოთება გამოწივია . თავად
რუზველტიც ამბობდა, რომ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რამდენიმე კვირა სოსისები
ვეღარ ვჭამეო. თავად მწერალმა რომელიც რომანში მუშათა მძიმე მდგომარეობას
აღწერას ცდილობდა იმედგაცრუებულმა აღნიშნა, ,,ამ რომანში მე ამერიკელთა გულს
მივმართავდი, მაგრამ სინამდველიში ეს მიმართვა მათ კუჭმა უფრო გაიგო.’’ ამ უდიდესი
სკანდალის შედეგად 1906 წელს კონგრესმა ,,ხორცის ინსპექციის კანონი’’ და ,,სუფთა
საკვებისა და წამლების კანონი’’ მიიღო, რომელთა მიხედვითაც ფედერალური მთავრობა
კონტროლს აწესებდა ამ სფეროში მომზადებული პროდუქციის ხარისხზე. ეს უაღრესად
მნიშვნელოვანი კანონი, რასაკვირველია არ აკონტროლებდა ფასწარმოებას და ბიზნესის
მართვის სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, მაგრამ ხაზგასმით იცავდა
მომხმარებელთა ინტერესებს არაკეთისინდისიერი ბიზნესმენების სიხარბისა და
თვითნებობისგან.აპტონ სინკლერის წიგნები ,,მეფე ქვანახშირი’’ და ,,დედაქალაქი ’’ ერთი
მხრივ მაღარეოლთა გაჭირვებულ ცხოვრებას, მერე მხრივ ნიუ-იორკელ ნუვორიშ
მილიონერთა ზღვარგადასული ფუფუნებით აღსავსე ცხოვრების წესს. სინკლერის
რომანი, რომ ფანატზია არ იყო მაღაროელთა 1902 წლის გაფიცვითაც დადასტურდა,
როდესაც მათ სამუშაო საათების შემცირება და ხელფასის 20 პროცენტით ზრდა
მოითხოვეს. გაფიცვა რამოდენიმე თვე გაგრძელდა, არადა ზამთარი ახლოვდებოდა და
მოსახელობის გასათბობად ქვანახშირი იყო საჭირო. რუზველტი ენერგიულად ჩაება
პროპკავშირებისა და მაღაროს მფლობელთა კამათში და ობიექტური არბიტრის როლი
ითამაშა. მან მორგანიც კი ჩართო ამ საქმეში და საბოლოოდ მუშათა ანაზღაურების 10
პროცენტით გაზრდაზე შეთანხმდნენ. პრეზიდენტის ესოდენ ქმედითი და ნაყოფიერი
ჩართვა შრომით დისკუსიაში ძალიან იშვიათი და შეიძლება ითქვას უნიკალური რამ იყო .
მას ღრმად სწამდა, რომ ,,წესრიგი თავისუფლების გარეშე და თავისუფლება წესრიგის
გარეშე ერთნაირად დამანგრეველია’’რუზველტი ამავე დროს, ბუნების დიდი მკვლევარი
და მეხოტბე იყო და ამ სფეროში უდიდესი ინიციატივებით გამოვიდა . შეიძლება ითქვას ,
რომ სწორედ მან აიყვანა ბუნების დაცვის საკითხები სახელმწიფო პოლიტიკის რანგში .
ბუნების დაცვითი კანონი პირველად 1877 წელს მიიღეს, როდესაც უდაბნოს მიწების
კანონის მიხედვით მთავრობამ გაყიდა უწყლო მიწები იმ პირობით, რომ მყიდველი სამი
წლის მანზილზე ამ მიწების ირიგაციას უზრუნველყოფდა. Uუფრო მნიშვნელოვანი
იყო ,,ტყის ნაკრძალების კანონი’’, რომელიც უფლებას აძლევდა პრეზიდენტს
საზოგადოებრივი მიწები ეროვნულ პარკებად და სხვა მსგავსი სტატუსის ტერიტორიებად
გამოეცხადებინა, და მართლაც ამ კანონით 46 მილიონი აკრი გადაურჩა ხისმჭრელი
კომპანიების საქმიანობას. 1894 წლის ე.წ. კერის კანონით ფედერალური მიწების ნაწილი
შტატების განკარგულებაში გადავიდა, იმ პირობით, რომ ისინი ამ მიწების ირიგაციას და
კეთილმოწყობას მიხედავდნენ.მაგრამ რუზველტმა ბუნების დაცვის საკითხები ახალ ,
უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა, განსაკუთრებით კი ბუნების კონსერვაციის ასპექტში .
1902 წელს მისი ინიციატივით მიიღეს ე.წ. ახალი მიწების კანონი , რომლის მიხედვითაც
დასავლეთის მიწების გაყიდვიდან მიღებული თანხა საირიგაციო პროექტებისთვის
დაიხარჯებოდა. საერთოდ მისი პრეზიდენტობის დროს გრანდიოზული საირიგაციო
პროექტები გატარდა, უზარმაზარი კაშხალების მშენებლობა დაიწყო და სხვა . მან ასევე
შეაჩერა 80 მილიონი აკრი საზოგადოებრივი მინერალური რესურსებით მდიდარი მიწების
გაყიდვა, ასევე 1,5 მილიონი აკრი მიწებისა რომლებიც მისაღები იქნებოდა წყლის
ენერგეტიკისთვის. Mმისი მმართველობის წლებში 150 მილიონი აკრი საზოაგდოებრივი
მიწები ეროვნული ტყის რეზერვად გამოიყო. რათა საზოაგადოებისთვის ბუნების დაცვის
კონკრეტული მაგალითი მიეცა, 1902 წელს პრეზიდენტმა საშობაო ნაძვის ხეც კი არ დადგა
თეთრ სახლში.1908 წელს რუზველტმა გუბერნატორთა ეროვნული კონფერენცია მოიწვია
ბუნების დაცვის საკითხებზე, სადაც განიხილეს თუ როგორ დაეცვათ და განევითარებინათ
ერის ბუნებრივი რესურსები. ამ შეხვერდაზე რუზველტმა ჩამოაყალიბა ბუნების დაცვის
ეროვნული კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა სახელმწიფოს წყლის, ტყეების,
ნიადაგის და მინერალური რესურსები. კომისიის თავმჯდომარედ ცნობილი საზოგადო
მოღვაწე ჯიფორდ პინჩოტი დანიშნა. საერთოდ, მისი მოღვაწეობა ბუნების დაცვის
სფეროში შეიძლება ჩაითვალოს რუზველტის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად , მით უმეტეს ,
რომ ამ პროცესს დიდი სამეცნიერო და რაციონალური გაანალიზება ახლდა თან, რათა
ბუნება უბრალოდ კი არ დაეცვათ, არამედ ადამიანის აქტიურ სამსახურში ჩაეყნებინათ .
სწორედ თოედორ რუზველტის ხელში, ეს პროცესები საუბრებიდან რეალურ საქმედ იქცა .
2. კორუფციამ წალეკა ჰარდინგის პრეზიდენტობა.(ბილეთი 9ის 1 საკითხი)
თუმცა, ამერიკის ისტორიაში ჰარდინგის ადმინისტრაცია დარჩა , როგორც ყველაზე უფრო
კორუმპირებული, ულის გრანტის ადმინისტრაციის შემდეგ. საქმე იქამდეც კი მივიდა , რომ
ჰარდინგის მეგობართა მცირე ჯგუფმა სახლი დაიქირავა შუა ვაშინგტონში და იქიდან
აწარმოებდა ,,საქმეების ჩაწყობას” პრეზიდენტთან, ბუნებრივია გარკვეულ საფასურად .
ფულს პრეზიდენტი კი არა ისინი იღებდნენ. სხვათა შორის, გრანტის მსგავსად არც
ჰარდინგის პირადი წესიერება დაუყენებიათ ეჭვსქვეშ , მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ,
როცა პრეზიდენტი ხარ, მარტო შენი წესიერება სრულიადაც არაა საკმარისი . შენი გუნდიც
წესიერი ადამიანებისაგან უნდა შეადგინო, ვინაიდან მთელი პასუხისმგებლობა
საბოლოოდ ლიდერს ეკისრება. ხოლო თუ ქვეყნის ლიდერს წესიერი და უწესო კაცის
გარჩევა არ შეუძლია, ის არც უნდა იყოს პრეზიდენტი.ჰარდინგის ვაი მეგობრებმა სულ
მალე გამოამჟღავნეს საკუთარი სახე. იგივე პოლკოვნიკი ფორბსი, თავის
პარტნიორებთან ერთად, 1923 წელს დააკავეს 200 მილიონი დოლარის მითვისებისათვის.
ეს ფული ძირითადად სამხედრო და ვეტერანთა ჰოსპიტლების მშენებლობისათვის იყო
გამოყოფილი. Aამავე დროს მან ჰოსპიტლების სხვადასხვა , რამდენიმე მილიონად
შეფასებული ინვენტარი და სხვა სახის საკუთრება, ყოველგვარი ტენდერის გარეშე ,
მხოლოდ 600 ათას დოლარად მიყიდა ბოსტონის ერთ-ერთ კომპანიას. დაახლოებით
ერთი მილიონი პირსახოცი, რომელიც სახელმწიფომ 34 ცენტად შეიძინა, ამ კომპანიას
მხოლოდ 3 ცენტად მიყიდეს. როგორც დადასტურდა, ასეთი გულუხვობა ფორბსს
უანგაროდ არ გამოუჩენია. როდესაც ეს ფაქტები გამომჟღავნდა ჰარდინგს მეტად მკვახე
საუბარი ჰქონდა მასთან და აიძულა კიდეც იგი ეღიარებინა დანაშაული . თეთრი სახლის
ერთ-ერთი თანამშრომელი იმის მომსწრეც აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი ყელში სწვდა
ფორბს და მას ყვითელი ვირთხა და ნაბუშარი უწოდა.გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქინაციებსაც. 1921 წელს ალბერტ ფოლმა დაარწმუნა
სამხედრო ფლოტის მდივანი დენბი შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გადაეცა
ნავთობით სავსე ტერიტორიები, მაშინ, როდესაც ეს ნავთობი სამხედრო-საზღვაო
ფლოტის რეზერვად ითვლებოდა. ჰარდინგიმა ჩვეული უდარდელობით მოაწერა ხელი ამ
საიდუმლო დოკუმენტს. Fფოლმა კი სულ მალე, იჯარით, ყოველგვარი შერჩევის
პროცედურების გარეშე, გადასცა ეს მიწები ბიზნესმენებს ჰარი სინკლერს _ ,,სინკლერ
ქონსოლიდეითიდ ოილ კომპანი” და ედვარდ დოჰენის _ ,,პან-ამერიქან ოილ კომპანი”.
საპასუხოდDდოჰენიმ მას 100 ათასი დოლარი ,,ასესხა”. თუმცა ამ გარიგებაში არც თანხის
დაბრუნების ვადა და არც სხვა სავალდებულო პირობები იყო მითითებული . რაც შეეხება
სინკლერს, მან ფოლს მისცა 223 ათასის სახელმწიფო ობლიგაციები, 85 ათასი ნაღდი
ფულით და ცოცხალი საქონელი მისი რანჩოსათვის ნიუ-მექსიკოში. როგორც ვხედავთ,
ქრთამის აღების თითქმის ყველა ფორმა, ძროხების ჩათვლით, სახეზე იყო. სასამართლო
პროცესი დიდხანს გაგრძელდა და ფოლი მხოლოდ 1929 წელს ჩასვეს ციხეში ქრთამის
აღებისათვის. Mმას ერთი წელი მიუსაჯეს. ამერიკელები არა მარტო კორუფციის ფაქტმა ,
არამედ იმანაც აღაშფოთა, რომ იგი სახელმწიფოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის
რეზერვებს ანუ ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა.არც იუსტიციის მინისტრს
დაუკლია. თავისი მეგობრის, ჯესი სმიტის შუამავლობით იგი აწარმოებდა აშკარად
კორუფციულ გარიგებებს, ყიდდა თანამდებობებს, მსჯავრდებულთა შეწყალებებს ,
სპეციალურ ნებართვებს, მათ შორის, სპირტიან სასმელებზე და ამით ხელს აფარებდა
ბუტლეგერებს. ამავე დროს ეხმარებოდა ომის პერიოდში უკანონოდ გამდიდრებულ
ადამიანებს, გადასახადის არგადამხდელებს. ერთი სიტყვით , ეხმარებოდა ყველას , ვისი
დასჯაც მისი პირდაპირი მოვალეობა იყო.მეგობრების ღალატით და დანაშაულით
შეძრწუნებულმა ჰარდინგმა პრეზიდენტის საქმიანობას ჯოჯოხეთი უწოდა . ცნობილ
ჟურნალისტს, უილიამ ალენ უაიტს მან განუცხადა ,,მე არავითარი პრობლემები არ მაქვს
ჩემს მტრებთან, მაგრამ ჩემი წყეული მეგობრებია ის ხალხი, რომელთა საქციელი ძილს
მიკარგავს”. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჰარდინგი თითქმის მთელი ამერიკის
გავლით ალასკაში გაემგზავრა და კორუპციასთან დაკავშირებული პოლიტიკური
სკანდალების განეიტრალების მიზნით ბევრგან გამოვიდა სიტყვით . მაგრამ ამ
მოგზაურობამ ვერ უშველა ჰარდინგს, მან ვერ გაუძლო მეგობრების ღალატს, თავის
დამცირებას, მისი მთავრობის უზომო დისკრედიტაციას და გულის შეტევით გარდაიცვალა .
თუმცა ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ ეჭვიანმა ცოლმა მოწამლაო და ერთმა
მკვლევარმა ამ თემას წიგნიც კი მიუძღვნა. თუმცა ეს ჰიპოთეზა ჯერ ვერავინ დაადასტურა .
ბილეთი 3
1.თანამედროვე ამერიკული ექსპანსიონიზმის სათავეებთან.
კიდევ უფრო დინამიური და შემტევი რუზველტი საგარეო პოლიტიკაში აღმოჩნდა . მისი
ვაჟკაცური იმიჯი მისი მმართველობის თავისებური ბრენდი იყო. მას მიაჩნდა , რომ
სიმამაცის ნაკლებობა ცუდია არა მარტო პოლიტიკური რეფორმებისთვის, არამედ
ამერიკის საგარეო ინტერესებისთვისაც და ამ სფეროში მან მართლაც ძალიან
მიზანმიმართულად იმოქმედა და ბევრსაც მიაღწია.,,რბილად ილაპარაკე და ზურგსუკან
დიდი კეტი გეჭიროს’’ ეს სამხრეთ აფრიკული გამოთქმა რუზველტს ძალიან მოსწონდა და
ამერიკის საგარეო პოლიტიკასაც, გარკვეულწილად ამ პრინციპით ატარებდა . იგი თავს
საგარეო პილიტიკის გამორჩეულ ექსპერტად თვლიდა და საგარეო საკითხებზე საკმაოდ
იშვიათად ატარებდა კონსულტაციებს თავის კაბინეტთან. Mმას მიაჩნდა , რომ ამ
პოლიტიკის წარმატებულად გატარების მთავრი წინაპირობა ამერიკის ძლევამოსილება
იყო, რაც გამოხატა კიდევაც ამერიკის უდიდეს სამხედრო საზღვაო ფლოტის შექმნაში . ეს
ფლოტი და საზღვაო ქვეითები ხშირად და ადვილად აკონტრლოებდნენ კარიბის ზღვის
ქვეყნებს, მაგრამ რუზველტი კიდევ უფრო შორს წავიდა. 1907 წლიდან 1909 წლამდე მისი
განკარგულებით ამერიკის უზარმაზარმა სამხედრო საზღავო არმადამ, რომელიც 16
თეთრად შეღებილი უზარმაზარი სახაზო გემის და დამხმარე ხომალდებისგან შედგებოდა
და დიდი თეთრი ფლოტის სახელით იყო ცნობილი მსოფლიოს შემოუარა და სხვადასხვა
ქვეყნის 20 პორტში, მათ შორის ავსტრალიის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის ,
მეგობრული ვიზიტებიც განახორციელა. თუმცა ტრადიციულად სამხედრო ფლოტის
ვიზიტები უფრო ძალის დემონსტრაციას ემსახურება. ასეთი უზარმაზარი ფლოტის გაშვება
მსოფლიოს გარშემო არა მარტო ტექნიკურად იყო ძალიან რთული, არამედ უდიდეს
ხარჯებსაც მოითხოვდა, მაგრამ რუზველტმა არაფერი დაიშურა ამერიკის ძალის და
აყვავების დემონსტარციისთვის. ასევე იაპონიასაც მიუთითეს, რომ ამერიკული
ატლანტიკის ფლოტი, თუ საჭორო გახდებოდა წყნარ ოკეანეშიც ადვილად გადავიდოდა .
ამერიკის დიდი პატრიოტი რუზველტი იმასაც ხშირად იმეორებდა , რომ ,,კაცი რომელსაც
სხვა ქვეყნები ისევე უყვარს, როგორც საკუთარი სამშობლო, იმ კაცს გავს, რომელსაც სხვა
ქალები ისევე უყვარს როგორც საკუთარი ცოლი’’.ბუნებრივია რუზველტის მსგავსი კაცი
არც მონროს დოქტრინას ივიწყებდა. იგი კარიბის ზღვის ქვეყნების გამო დიდ ევროპულ
სახელმწიფოებსაც დაუპირსპირდა და ეს დოქტრინა კიდევ უფრო გააძლიერა და
გააღრმავა. საქმე იმაში იყო, რომ გერმანიამ, ბრიტანეთმა და იტალიამ ვენესუელას
თავისი ფლოტი მიაყენეს ვალების გადაუხდელობის გამო და 1903 წელს ცეცხლიც კი
გაუხსნეს ერთ-ერთ საპორტო ქალაქს. გერმანია კი ტერიტორიის მიტაცებასაც გეგმავდა ,
მაგრამ სწორედ რუზველტმა აიძულა გერმანელები უკან გაბრუნებულიყვნენ. 1904 წელს
იგივე მოხდა დომინიკის რესპუბლიკაში. 1905 წელს რუზველტმა დომინიკის მთავრობასან
შეთანხმებით, ამერიკელ მოხელეებს გადააბარა დომინიკაში გადასახადების შეგროვება ,
რომ მათ მიერ შეგროვებული თანხით დომინიკის რესპუბლიკას გადაეხადა ევროპელთა
ვალი. Pპარალელურად კი მონროს დოქტრინის საფუძველზე დაემუქრა ევროპულ
ქვეყნებს, რათა დომინიკელებს შეშვებოდნენ. Eეს ქმედება მონროს
დოქტრინის ,,რუზველტის შესწორების’’ სახითაა ცნობილი და მის მიხედვით ამერიკა არა
მარტო ყოველნაირად დაუპირისპირდებოდა ევროპული ქვეყნების ჩარევას კარიბის
ქვეყნების საქმეებში, არამედ თვითონ იტოვებდა წარმოქმნილი პრობლემების
მოგვარების უფლებას, მათ შორის, ე.წ. ,,პრევენტული ინტერვენციის’’სახითაც კი , რომ
თავად აეღო საბაჟოების კონტროლი და ევროპელებისთის ლათინურ ამერიკაში
გამოჩენის მიზეზი მოესპო, როგორც, ეს ვენესუელასა და დომინიკის რესპუბლიკაში
მოხდა. რუზველტის ეს შესწორება ამერიკელებმა არაერთხელ გამოიყენეს კარიბის ზღვის
ქვეყნების საქმეებში უცერემონიო ჩარევითსვის და საერთოდ მალე კარიბის ზღვა ბევრის
აზრით, ,,იანკების ტბად’’ იქცა.განსაკუთრებული და საკმაოდ წინააღმდეგობრივი ადგილი
უკავია რუზველტის ბიოგრაფიაში პანამის არხის ისტორიას. Dდღეს ეს არხი , რომელიც
პანამის ტერიტორიაზე გადის წყნარ და ატლანტის ოკეანეს აერთებს და სუეცის არხის
მსგავსად მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო გასასვლელია.
მაგალითად, გზას ნიუ-იორკიდან სან ფრანცისკომდე იგი 8000 მილით ამოკლებს.1882
წელს მისი მშენებლობა დაიწყო ფრანგულმა კომპანიამ ცნობილი ფრანგი ინჟინერის
ფერდინანდ დე ლესეპის ხელმძთვანელობით, რომელმაც სუეცის არხის გაყვანით
ისახელა თავი. მაგრამ 7 წლის შემდეგ ამ ფრანგულ კომპანიას ფული აღარ ეყო მუშაობის
გასაგრძელებლად, თანაც ტროპიკული ჰავა ერთიანად მუსრავდა იქ მყოფ ხალხს და
არხის მშენებლობა დამუხრუჭდა. ალბათ, სხვა ქვეყნებზე უფრო ამ არხის მშენებლობაში
ამერიკა იყო დაინტერესებული, და ეს ესპანეთ ამერიკის ომმაც აჩვენა , როდესაც სან
ფრანცისკოში მყოფ ხომალდებს მთელი კონტინენტის შემოვლა დასჭირდათ რათა
კუბამდე მიეღწიათ. აღარაფერს ვიტყვით იმ უზარმაზარ ეკონომიკურ მოგებაზე , რომელიც
ორ ოკეანეს შორის მანძილის ასეთ შემცირებას მოყვებოდა. ამიტომაც შეერთებული
შტატების ახალმა პრეზიდენტმა, მისთვის ჩვეული დინამიზმით დააჩქარა მოქმედება ამ
არხის მშენებლობისთვის. ამერიკამ 1902 წელს 40 მილიონ დოლარად იყიდა ამ
ფრანგული კომპანიისგან არხის მშენებლობის უფლება და ყველაფერი რაც უკვე
გაკეთებული იყო იმ ტერიტორიაზე. Bბუნებრივია, მთავარი იყო კოლუმბიის მთავრობის
ნებართვა, რომლის ტეროტოროაზეც ეს არხი უნდა აშენებულიყო. ამერიკელებმა 1903
წელს ხანგრძლივი და რთული ვაჭრობის შემდეგ დაითანხმეს კოლუმბიელები, რომ
არხისა და მის მიმდებარე 6 მილიან ზონაში, 10 მილიონს გადაუხდიდნენ ერთბაშად და
შემდეგ წლიურად 250 ათას დოლლარს. მაგრამ უეცრად კოლუმბიის სენატის, ეტყობა ,
საკმაოდ ხარბმა წევრებმა ჩათვალეს, რომ ამ გარიგებაში მეტის მოთხოვნა შეიძლებოდა
და სენატმა უარი თქვა მის რატიფიკაციაზე. საერთოდ ამერიკელები ძალიან
მტკივნეულად განიცდიან უკვე ხელმოწერილი კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობას
და ეს დიდ უზნეობად მიაჩნიათ. ღირსების გრძნობით აღსავსე რუზველტი კი , რომელიც
დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიო მნიშვნელობის კონტრაქტს მოაწერა ხელი,
საერთოდ გამძვინვარდა. მან კოლუმბიელების სამაგალითო დასჯა და არსებული
შეთანხების, ნებისმიერი გზით, აღსრულება გადაწყვიტა . მან დაუყონებლივ დააფინანსა
კოლუმბიის პანამის რეგიონში არსებულ სეპარატისტები, რომლებმაც პანამის
ტერიტორიის კოლუმბიისგან გამოყოფა გამოაცხადეს. Pპანამის ტერიტორიაზე მყოფ
კოლუმბიელ ჯარისკაცებს ორმოცდაათ ორმაცდაათი დოლარი გადაუხადეს , რომ არ
ებრძოლათ, თანაც ამერიკელი საზღვაო ქვეითებიც იქვე იყვნენ. როგორც თავად
ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ ამერიკამ ,,სამარცხვინოდ ’’ სწრაფად , სულ რაღაც 2-
3 დღეში სცნო პანამის დამოუკიდებლოება, ხოლო, როდესაც კოლუმბიამ ფლოტი
გაგზავნა ამბოხების ჩასახშობათ, მას ამერიკული სამხედრო გემები გადეაღობენ . იმავე
Dდღეებში, შეერთებულმა შტატებმა, ახლადშექმნილი სახელმწოფოს, პანამის ,
ხელმძღვანელობასთან ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას, რომელიც თითქმის იგივე
პირობებს იმეორებდა, მაგრამ მადლიერმა პანამელებმა არხის 6 მილიანი ზონა 10
მილამდე გაზარდეს. იმავე დღეებში რუზველტი მგზნებარე სიტყვით გამოვიდა სადაც
ასაბუთებდა თავის მოქმედებას, რომელსაც რეალურად, ცოტა რამ ჰქონდა საერთო
საერთაშორისო სამართალთან და თავხედური იმპერიალიზმის აშკარად გამოკვეთილ
მაგალითს წარმოადგენდა. რუზველტი კი სწორედაც იმას უსვამდა ხაზს, რომ მორალის და
საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მოიქცა და რაც მთავარია პანამის არხის
მშენებლობით უდიდესი სამსახური გაუწია მთელს მსოფლიოს.Aარხის დასრულების
მშენებლობა უკვე თავად ამერიკელებმა ითავეს და პირველ რიგში კოღოებს და
მალიარიას მოუარეს, შემდეგ მართლაც რომ ამერიკული შემართებითა და ენერგიით
გააჩაღეს მუშაობა. ამ არხის მშენებლობაზე 40 ათასი კაცი დასაქმდა და 335 მილიონი
დოლარი დაიხარჯა. 1914 წელს პანამის არხი საზეიმოდ გაიხსნა, და თუმცა რუზველტი უკვე
აღარ იყო პრეზიდენტი, მაგრამ ეს არხი მისი ქმნილება იყო და მსოფლიოს მეხსიერებაში
მის სახელთან დარჩა გაიგივებული. შემდგომში, 1921 წელს ამერიკამ კოლუმბიას 25
მილიონი დოლარი გადაუხადა ამ წართმეული პროვინციისთვის.ასევე რუზველტის
სახელთანაა დაკავშირებული ამერიკის პრეზიდენტისთვის ნობელის მშვიდობის პრემიის
მინიჭების პირველი შემთხვევაც. 1904-05 წლის რუსეთ-იაპონიის ომის შემდეგ, როდესაც
იაპონელემბა მოულოდნელად დაამარცხეს რუსეთის უზარმაზარი და ქედმღალი იმპერია
სამშვიდობო მოლაპარაკებები ამერიკის ქალაქ პორტსმუტში გაიმართა და
გამარჯვებულმა იაპონელებმა, რომელთაც თითქმის მთელი სამხედრო და ფინანსური
რესურსი ამოწურეს ამ ომში, საიდუმლოდ სწორედ რუზველტს შესთავაზეს რუსეთთან
მოლაპარაკებებში მედიატორობა. ძნელია სათქმელია რამდენად სწორი არჩევანი
გააკთეს იაპონელებმა, ვინიადან რუზველტს სულაც არ სურდა ახალი და ძლიერი
კონკურენტი წყნარ ოკეანეში და არც თუ დაუძლურებული რუსეთი სჭირდებოდა მის
დასაბალანსებლად. ამიტომაც მან ბევრი გააკეთა, რათა რუსეთი მეტისმეტად არ
დამცირებულიყო და არ დასუსტებულიყო. საბოლოოდ დამამცირებელი კონტრიბუციის
და სახალინის სრული ევაკუაციის საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან და იაპონელების
მათ მიერ ოკუპირებული კუნძულის მხოლოდ სამხრეთი ნაწილი გადაეცათ. ამავე დროს,
აღიარებულ იქნა იაპონელთა გავლენა კორეაში და 1910 წელს მათ კორეის ოფიციალური
ანექსია გააფორმეს კიდეც.ამ საზავო მოლაპარაკებების წარმატებას, მალევე მოყვა 1906
წელს რუზველტის ჩართვა მაროკოს კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებული
ალგესირასში გამართულ სამშვიდობო კონფერენციაში, სადაც ერთმანეთს საფრანგეთი
და გერმანია დაუპირისპირდნენ და რომელიც საბოლოოდ სამხედრო კონფლიქტის
გარეშე დასრულდა. ასე რომ ესეც დაემატა რუზველტის მთავარ დიპლომატიურ მიღწევას
პორტსმუტში და იგი პირველი პოლიტიკოსი გახდა რომელმაც ნობელის მშვიდობის
პრემია მიიღო. თუმცა, ბევრი, იმავე სკანდინავიის ქვეყნებში, მას სულაც არ თვლიდა
მშვიდობის მტრედად და ეს ალბათ, არც იყო გასაკვირი.
2.პრეზიდენტი კალვინ კულიჯი - ,,პურიტანელი ბაბილონში“.
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის თანახმად , გარდაცვლილი ჰარდინგის
ადგილი, იმავე დღეს, მამამისის ფერმაში სტუმრად მყოფმა ვიცე -პრეზიდენტმა კალვინ
კულიჯმა დაიკავა. მან ორი ნავთქურის შუქზე, საოჯახო ბიბლიაზე, დადო პრეზიდენტის
ფიცი. ფიცი კი, ადგილობრივმა მომრიგებელმა მოსამართლემ , თავად კულიჯის მამამ
მიიღო.კულიჯმა პრეზიდეტობის პირველი წუთიდან დიდი სამსახური გაუწია რესპუბლიკურ
პარტიას, ვინაიდან პურიტანზმის კლასიკურ დონემედე აყვანილი წესიერებით , სადა
ცხოვრების წესით და შეურყვნელი პირადი რეპუტაციით, გარკვეულწილად ჩამორეცხა
პარტიას ჰარდინგის ადმინიტრაციის ცოდვები და სწორედ კულიჯის მართველობის
წლებში ამ ადმნისტრაციის მექრთამე წევრები სრულიად სამართლიანად მიაბრძანეს იქ
სადაც მათ ერგებოდათ ყოფნა ანუ ციხეში.კულიჯის პრეზიდენტობა ამერიკის ისტორიის
ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ წლებს დაემთხვა, წლებს, რომლებიც აყვავების
(პროსპერიტის) წლებად არის მიჩნეული. მართლაც, თუ 1921 წელს შეერთებული შტატების
ერთიანი ეროვნული პროდუქტი 69,6 მილიარდ დოლარად ფასდებოდა, აყვავების
უკანასკნელ 1929 წელს იგი უკვე 103 მილიარდს აღწევდა. შესაბამისად შემოსავალი ერთ
სულ მოსახლეზე 641 დოლარიდან 847 დოლარამდე გაიზარდა. 1922 წლიდან 1929 წლამდე
გადამამუშავებელი მრეწველობა 91 პროცენტით გაიზარდა. თუ 1921 წელს აშშ-ში 1,6
მილიონი ავტომობილი ააწყვეს, 1929 წელს უკვე _ 5,4 მილიონი და საერთოდ 1920-იანი
წლების დასასრულისათვის აშშ აწარმოებდა იმდროინდელი სამყაროს (საბჭოთა
კავშირის გარდა) პროდუქციის 48 პროცენტს. მაგრამ ყველა დარგი ერთნაირად არ
ვითარდებოდა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა და ქვანახშირის მოპოვება , პირიქით ,
უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდა, თუმცა საერთო სურათი მაინც მეტად შთამბეჭდავი
იყო.ითვლება, რომ, პირველ რიგში, პრეზიდენტს მოეკითხება ქვეყნის წარმატება თუ
წარუმატებლობა, მაგრამ კულიჯი თვლიდა, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად უნდა
ჩამოშორდეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებას და ამ ასპექტში ინიციატივა
ბიზნესსა და ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა დაუთმოს. მისი მსოფლხედველობა იმ
პერიოდის კონსერვატიზმსა და ამერიკული ინდივიდუალიზმის იდეოლოგიას ასახავდა
(სხვათა შორის, ბროშურა ,,ამერიკული ინდივიდუალიზმი" კულიჯის მთავრობის წევრმა
ვაჭრობის მინისტრმა ჰ. ჰუვერმა გამოაქვეყნა 1923 წელს). მაშინ გავრცელებული აზრით,
პრეზიდენტს ღამის დარაჯის ფუნქცია ეკისრებოდა, ანუ ის მაშინ უნდა გამოჩენილიყო
ავანსცენაზე, როდესაც ქვეყანას რაიმე გარეშე საფრთხე ან ეროვნული მასშტაბის
სტიქიური უბედურება დაემუქრებოდა. კულიჯმა ერთხელ სიამაყით თქვა ,,უეცრად რომ
გარდავიცვალო, ამას რამდენიმე დღის მანძილზე ვერავინ გაიგებს”. ასეთი ხედვის
შესახებ ამერიკის ცნობილმა იუმორისტმა უილ როჯერსმა სარკაზმით განაცხადა
_ ,,კულიჯი გამორჩეულია არა იმიტომ, რომ არაფერს აკეთებდა, არამედ იმიტომ რომ იგი
ამას (არაფრის კეთებას –ვ.კ.) ყველაზე უკეთესად ახერხებდა.”კალვინ კულიჯი დაიბადა
1872 წელს, ვერმონტის შტატის ქალაქ პლიმუტში, წვრილი ვაჭრის ოჯახში. 1890-95 წლებში
ახალგაზრდა კულიჯი ამჰერსტის კოლეჯში სწავლობდა და საკმაოდ კარგი აკადემიური
მაჩვენებლებიც ჰქონდა. თუმცა ბევრს, როგორც მის ერთ-ერთ თანაკურსელს, ,,არასოდეს
წარმომედგინა, რომ კულიჯი რაიმე მნიშვნელოვან კარიერას გააკეთებდა. იგი ცოტას
ლაპარაკობდა და მუდამ ჩრდილში იყო. . . ” 1906 წელს კულიჯი მასაჩუსეტსის შტატის
საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი გახდა. 1909 წელს კულიჯი ქალაქ
ნორტჰემპტონის მერად აირჩიეს. ამ პოსტზე მან ქალაქის ვალი 30 000 დოლარით
შეამცირა და, ამავე დროს, გადასახადის შემცირებაც მოახერხა , გაზარდა
მასწავლებელთა ხელფასები, გაარემონტა გზები და ა.შ. 1918 წელს კულიჯმა უკვე
მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, მაგრამ 1919 წელს მოხდა
განსაკუთრებული მოვლენა, რომელმაც იგი უკვე ზოგადეროვნულ გმირად აქცია. ამ დროს
ბოსტონის პოლიციელების სამმა მეოთხედმა, რომელნიც ხელფასის გაზრდას
მოითხოვდნენ, Pპროტესტის ნიშნად, დატოვა თავისი პოსტი ბოსტონის ქუჩებში, რის გამოც
ქალაქში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა. ღამით კრიმინალური ელემენტები ქუჩაში
გამოვიდნენ და დაარბიეს მაღაზიები. საპასუხოდ გუბერნატორმა ეროვნული გვარდია
გამოიყვანა ქუჩებში და პოლიციის შევსება მოხალისეების ხარჯზე დაიწყო . გაფიცულ
პოლიციელებს კი კატეგორიულად აეკრძალათ ბოსტონის პოლიციაში მუშაობა .
შემდგომში კულიჯი იხსენებდა, რომ ზოგიერთ პოლიციელს იგი სამუშაოს შოვნაშიც კი
დაეხმარა, მაგრამ პოლიციის კარი სამუდამოდ დახურა მათ წინაშე . Mმიუხედავად
ამერიკის შრომის ფედეაციის და სხვა ორგანიზაციების მოთხოვნისა . როგორც თვით
კულჯმა აღიარა თავის მოგონებებში, სწორედ ბოსტონის გაფიცვის დროს გამოვლენილმა
სიმტკიცემ და ინიციატივამ შეუქმნა მას ზოგადაეროვნული პაბლისიტი .ვიცე -
პრეზიდეტობის დროს იგი ამ პოსტისათვის დამახასიათებელ წარმომადგენლობით
ფუნქციებს წარმატებულად ახორციელებდა. ყოველთვის გულმოდგინედ და პირადად
ამზადებდა გამოსასვლელ სიტყვას. კულიჯს არც იუმორის გრძნობა ღალატობდა ,
როდესაც მას ჰკითხეს, ხომ არ მობეზრდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ამდენ
ლანჩებსა და ოფიციალურ სადილებზე ყოფნა, მან უპასუხა, ,,კი მაგრამ, სადღაც ხომ უნდა
ვიკვებებოდე .”1924 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი რესპუბლიკელებმა
ტრიუმფალურ, მანამდე არნახულ, გამარჯვებას მიაღწიეს. არჩევნების შედეგად კულიჯმა
მიიღო 15,718 211 ხმა. დემოკრატმა ჯონ დეივისმა _ მხოლოდ 8, 385 283 ხმა, ხოლო
პროგრესისტმა რობერტ ლაფოლეტმა_ 4 ,831 289, რაც, შეიძლება ითქვას, უაღრესად
მაღალი მაჩვენებელი იყოMმესამე პარტიისთვის.ალბათ კულიჯის მმართველობის
წლების მთავარი მახასიათებელი ბიზნესისა და მთავრობის შეხმატკბილებული
თანამშრომლობა იყო.Kკულიჯს გულწრფელად სწამდა Lეისსეზ-ფაირე-ის იდეალების, ანუ
რომ ამერიკის წარმატების მთავარი წინაპირობა ამერიკული ბიზნესის დამოუკიდებლობა
და აყვავება იყო. თუ ამერიკული ბიზნესი წარმატებული იქნება, მეტი სამუშაო ადგილი
გაჩნდება და მეტი ამერიკელი მიიღებს ხელფასს, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის
მსყიდველობით უნარს გაზრდის. ეს კი, შესაბამისად, ახალ იმპულსს მისცემს ბიზნესის
განვითარებასა და წარმოების გაფართოებას, რასაც კვლავ დასაქმებულობის ზრდა
მოჰყვება და ასე დაუსრულებლად. ეს არაჩვეულებრივად მიმზიდველი სქემა , ასე
მარტივად და შეუცდომლად რომ არ მუშაობდა, მრავალმა ეკონომიკურმა კრიზისმა და
სერიოზულმა ოციალურმა ძვრებმა დაადასტურა. მაგრამ 1923-24 წლებში დაწყებულმა
ეკონომიკურმა აღმავლობამ, რომელიც მეტად ხელსაყრელი საშინაო და საგარეო
პოლიტიკურ–ეკონომიკური კონიუნქტურით იყო განპირობებული არა მარტო კულიჯს,
არამედ ბევრ სხვა სერიოზულ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს განუმტკიცა რწმენა , რომ ეს
იდეალური სქემა ამჯერად მაინც უნაკლოდ იმუშავებდა. ამიტომაც კულიჯის ცნობილი
დევიზი რომ ,,ამერიკელი ხალხის მთავარი ბიზნესი ბიზნესია” Mმეტად ნოყიერ ნიადაგზე
გაიფურჩქნა და ქრესტომათიულად იქცა თანამედროვეთათვის.პურიტანიზმის
ტრადიციებზე აღზრდილ კულიჯს შრომა თითქმის რელიგიის რანგში ჰყავდა აყვანილი
_ ,,ადამიანი, რომელიც ქარხანას აშენებს, აშენებს ტაძარს. ადამიანი რომელიც იქ
მუშაობს, ღვთისმსახურებას ეწევა’’. კულიჯის ეს სიტყვები იმას ნიშნავდა , რომ ამერიკელ
მეწარმეს, რომელიც სამადლო საქმეს აკეთებს, ხელი არავინ უნდა შეუშალოს. ალბათ ,
ბიზნესმენებზე უკეთ ბიზნესზე ვერავინ იზრუნებდა და ამერიკის მთავრობაშიც ისინი
უშუალოდ და მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი. Kკულიჯმა, სიამოვნებით დატოვა თავის
მთავრობაში ენდრიუ მელონი და ჰერბერტ ჰუვერი, რომელთაც ახალი ვიცე-პრეზიდენტი ,
მსხვილი ბანკირი, ჩარლზ დაუესი დაემატა. როგორც ,,უოლ სტრიტ ჯორნალში” დაწერეს
—,,ჯერ კიდევ არასოდეს აქ ან სადმე სხვაგან არ ყოფილა მთავრობა ასე სრულად
შერწყმული ბიზნესთან”.თუმცა კულიჯი კი ამაყობდა თავის პოლიტიკური პასიურობით ,
მაგრამ მისი მართველობის პერიოდში მიანც გადაიდგა საკმაოდ მნიშვნელოვანი
პოლიტიკური ნაბიჯები :1. 1924 წლის 15 მაისს კულიჯმა ვეტო დაადო ე.წ. ბონუსის ბილს,
რომლის მიხედვით, 1945 წელს სახელმწიფოს გარკვეული ანაზღაურების გადახდა უნდა
დაეწყო პირველი მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის. Mმაგრამ კონგრესმა მაინც მიიღო
ეს კანონი. თავის ვეტოს კულიჯი მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ფედერალური
სახსრების ეკონომიის პოლიტიკით ხსნიდა, რაც ვაშინგტონის ბიუროკრატიისადმი
ტრადიციულად უარყოფითად განწყობილ ამერიკელებს ძალზე მოსწონდათ . გარდა
ბონუსის ბილისა, მან ვეტო დაადო ე.წ. Bბარსომის კანონპროექტს, რომელიც პენსიების
გაზრდას მოითხოვდა ფედერალურ მოსამსახურეთათვის. ვეტო დაადო ფოსტის
მუშაკთათვის ხელფასების ზრდას, რომელიც წელიწადში 64 მილიონი უნდა გამხდარიყო.
კულიჯი არც კონგრესმენების და სენატორების ხელფასების ზრდის მომხრე იყო, მაგრამ
საკანონმდებლო ორგანოში ეს ცვლილება უდიდესი ენთუზიაზმით მიიღეს. 1925 წელს
თავის საინაუგურაციო სიტყვაში კულიჯმა განაცხადა ,,როდესაც მე ეკონომიის პოლიტიკას
ვქადაგებ ფულის დაზოგვა კი არა, ადამიანთა დაზოგვა მინდა. მშრომელი ამერიკელი
მამაკაცებისა და ქალების ზურგზე გადადის მთავრობის ხარჯების მთავარი სიმძიმე .
Yყოველი ჩვენი დაზოგილი დოლარი ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება გაცილებით უკეთესი
იქნება. ეკონომია ეს იდეალიზმია მის ყველაზე პრაქტიკულ გამოხატულებაში ”.2. 1928
წლის 29 მაისს კალვინ კულიჯმა ჯიბის ვეტო გამოიყენა ე.წ. ,,მასლ სქოულზის”
კანონპროექტის მიმართ. Pპირველი მსოფლიოOომის დროს მთავრობამ მდინარე ტენესის
დაბლობში, ადგილზე, რომელსაც მასლ სქოულზი ერქვა დაიწყო დიდი
ელექტროსადგურის მშენებლობა. ომის შემდეგ რესპუბლიკელებმა მოითხოვეს, რომ,
ტრადიციისამებრ,ეს სადგური კერძო ბიზნესისათვის მიეყიდათ დაბალ ან სულაც
ნომინალურ ფასად, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდებოდა. Mმაგრამ პროგრესივისტებს ,
სენატორ ნორისის სახით, მიაჩნდათ, რომ ელექტროსადგური სახელმწიფო საკუთრებაში
უნდა დარჩენილიყო. უფრო მეტიც, ისინი თვლიდნენ, რომ მთავრობას სხვა
ელქტროსადგურებიც უნდა აეშენებინა, რათა იაფი ელექტროენერგია მიეწოდებინა
რეგიონისათვის. ასე რომ, ბრძოლა მასლ სქოულზის გარშემო პრინციპულ
დაპირისპირებად იქცა კონსერვატიზმსა და პროგრესივისტების სახით მოვლენილ
ლიბერალიზმს შორის. ბუნებრივია, კულიჯი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა მისი
იდეოლოგიისათვის სრულიად შეუფერებელ სახელმწიფო საქმიანობას და უარყოფითად
შეაფასა ამ დიდი ექსპერიმენტის შესაძლებლობები. Aარადა ამ პროექტს შეეძლო მთელი
რეგიონი გამოეყვანა სიღარიბიდან.3. ჯერ კიდევ 1924 წლის სარჩევნო კამპანიის
პერიოდში რესპუბლიკელები სიამაყით ამცნობდნენ საზოგადოებას , რომ განვლილ
წლებში გადასახადების შემცირების პოლიტიკის მეშვეობით მათ 1 250 000 000 დოლარით
შეამცირეს ყოველწლიური გადასახადები და 2 432 000 000 დოლარით შეამცირეს
სახელმწიფო ვალი. და მართლაც, როგორც ჟურნალ ,,ლითერარი დაჯესტში’’
აღნიშნავდნენ, 1924 წელს რესპუბლიკელთა თავბრუდამხვევი წარმატების მთავარი მიზეზი
ფედერალური გადასახადების შემცირების მოლოდინი იყო. 1926 წელს მიღებული
საშემოსავლო კანონი ამცირებდა მაქსიმალურ დამატებით საშემოსავლო გადასახდს 20
პროცენტამდე, რომელიც, საბაზო 5 პროცენტიან ხარჯებთან ერთად, მაქსიმალურ
გადასახადს 25 % აწესებდა. ამის შედეგად გადასახადის სიმძიმემ საშუალო კლასზე
გადაინაცვლა. მელონის საძულველი გადასახდი საკუთრებაზე წინათ არსებული 40-დან 20
პროცენტამდე შემცირდა, გადასახადი ჩუქებაზე კი საერთოდ გაუქმდა . საგადასახადო
პრივილეგიები ვრცელდებოდა ოჯახების შემოსავლის პირველ 4000 დოლარზე და
ფაქტობრივად ამერიკელთა უმრავლესობისათვის. არავითარი საშემოსავლო
გადასახადი აღარ არსებობდა. თვით მელონი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ
ადმინისტრაციამ თითქმის ყველა წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულა . პირველ რიგში
კი ის, რომ მთავრობა მომჭირნედ, ეკონომიურად, ბიზნესის პრინციპეპზე დაფუძნებით
იმართებოდა. გადასახადები შემცირდა 1921, 1924, 1926 წლებში, ხოლო 1928 წელს
კონგრესმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით,Y გადასახადები წელიწადში კიდევ 1 800
მილიონი დოლარით შემცირდა. მნიშვნელოვნად შეიკვეცა მთავრობის ხარჯები ,
ეროვნული ვალი იმდენად შემცირდა, რომ აღარ აწვებოდა მძიმედ გადასახადის
გადამხდელს,4. კულიჯის პრეზიდენტობის პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მოვლენა იყო ჰარდინგის ადმინისტრაციის კორუმპირებული წევრების გასამართლება .
დემოკრატიული პარტიის კანდიდატი Aალფრედ სმიტი 1928 წლის საპრეზიდენტო
არჩევნებში წერდა ,,კულიჯის უდიდეს ამოცანას წარმოადგენდა აღედგინა
პრეზიდენტობის ღირსება და პრესტიჟი, რომელიც ჩვენს ისტორიაში ყველაზე დაბალ
დონეზე დავიდა.” Uუნდა აღინიშნოს, რომ კულიჯმა ჩინებულად გადაწყვიტა ეს ამოცანა და
მართლაც ჩამოწმინდა რესპუბლიკურ პარტიას მისი ცოდვები. გარკვეულწილად ამანაც
განაპირობა ის, რომ ამერიკელებს სჯეროდათ მისი, მოსწონდათ მისი თავმდაბლობა და
ერთგულება ამერიკის იდეალებისადმი, რომელსაც იგი ნათლად, მარტივად , რიგითი
ამერიკელისათვის გასაგები ენით გამოხატავდა.
5. გაამკაცრა რა ჯერ კიდევ 1921 წელს Mმიღებული საემიგრაციო კანონი, 1924 წლის 26
მაისს კულიჯმა ხელი მოაწერა ჯონსონ-რიდის საემიგრაციო კანონს , რომელმაც
უკიდურესად შეზღუდა ემიგრაცია ამერიკაში და ემიგრანტთა რაოდენობა წელიწადში 150
ათას ადამიანამდე შეამცირა, თუმცა რეალურად ეს კვოტა 1931 წელს განხორციელდა.
ახალი კანონის თანახმად, დაწესდა ეროვნული კვოტები, რომელთა მიხედვითაც,
ამერიკაში მხოლოდ 1890 წლის აღწერის მიხედვით არსებული ამა თუ იმ წარმოშობის
ხალხის საერთო რაოდენობის 2 პროცენტი ემიგრანტი უნდა შემოსულიყო.
Kპრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ ემიგრანტები ჩრდილოეთ და ცენტრალური
ევროპიდან _ ანგლო-საქსები, სკანდინავიელები, გერმანელები. შეიზღუდა სამხრეთ და
აღმოსავლეთ ევროპის მკვიდრთა ემიგრაცია. მაგალითად, მნიშვნელოვნად შემცირდა
იტალიელთა რაოდენობა. თუ ომამდელ წლებში ამერიკაში წელიწადში საშუალოდ 1
მილიონამდე ადამიანი შემოდიოდა, ოციან წლებში ეს მაჩვენებელი 300 ათასამდე დაეცა .
როგორც ამერიკელი მკვლევარი Bბერნარდ უაისბერგერი წერდა, ამ კანონით , სამასი
წლის შემდეგ დასრულდა ტრანსოკეანული ემიგრაციის ეპოქა.ემიგრაციის შეზღუდვის
მომხრეები აღნიშნავდნენ, რომ ,,აშშ-ის საემიგრაციო პოლიტიკა ისეთი უნდა იყოს , რომ
უცხოელთა რიცხვი ქვეყანაში არასოდეს აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რომლის
ასიმილირებაც შეიძლება მისაღებ გონიერ ვადაში, თანაც ისეთ ემიგრანტებს უნდა
მიენიჭოს უპირატესობა, რომელთა სტანდარტებიც ჩვენსას ჰგავს”. ნატურალიზაციასთან
დაკავშირებით ისინი თვლიდნენ, რომ ,,არც ერთ უცხოელს არ უნდა მიეცეს მოქალაქეობა ,
სანამ ის არ გახდება ჭეშმარიტად ამერიკელი, სანამ არ გაიგებს ჩვენი მმართველობის
სისტემას და არ შეისისხლხორცებს მას.” თვით კულიჯიც ამასვე იმეორებდა , ,,მას ვისაც არ
შეუძლია გაითავისოს ამერიკის სული, არ უნდა დასახლდეს ამერიკაში. ამერიკა
ამერიკელებისათვის უნდა იყოს.’’6. 1922 წლის 21 სექტემბერს მიღებულ იქნა ფორდნი-
მაკომბერის კანონი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს შეეძლო აეწია ან დაეწია
ტარიფები იმპორტულ საქონელზე 50 პროცენტის ფარგლებში. თუმცა სინამდვილეში , ეს
კანონი ტარიფების უპრეცედენტო აწევას ემსახურებოდა. პროტექციონიზმის მომხრე
კულიჯიც ერთგულად აგრძელებდა ამ ხაზს და ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად
აძლიერებდა პროტექციონისტთა მომხრეებს სატარიფო კომისიებში . მაგალითად ,
კომისიის თავმჯდომარე იყო თომას მარვინი, რომლის საქმიანი ინტერესები მჭიდროდ
უკავშირდებოდა შიდა წარმოებას, კომისიის წევრი ულიამ ბერჯესი ლობირებდა
მეთუნუქეობის წარმოებას, ე. ბროსარი კი _ ამერიკის შაქრის წარმოების ინტერესებს .
ხოლო დაბალი ტარიფების მომხრეები კლულიჯმა ნელ-ნელა ჩამოიცილა, მისი აზრით,
ზედმეტი აქტიურობისათვის. 1928 წელს გადამდგარი კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩიოდა,
რომ კულიჯმა 33 სახეობაზე გაზარდა ტარიფები და მხოლოდ 5 სახის პროდუქციაზე
შეამცირა.
ბილეთი 4
1.1920-იანი წლების რიხიანი დასაწყისი და საპრეზიდენტო არჩევნები .
ამ უნიკალური ქვეყნის, უნაკალური ისტორიის, ერთ-ერთი, ალბათ, განსაკუთრებულად
საინტერესო და კოლორიტული პერიოდი 1920-იანი წლებია, როდესაც ფაქტობრივად
საფუძველო ეყრებოდა ახალ, თანამედროვე ამერიკას: სწორედ ოციან წლებში გახდა
ამერიკა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სახელმწიფო; სწორედ ოციან წლებში აყვავდა და
გაძლიერდა კლასიკური ამერიკული კონსერვატიზმი; სწორედ ოციან წლებში მოხდა
მნიშვნელოვანი ცვლილებები ამერიკელთა ცნობიერებაში, მათი ქცევის ნორმებში , მათ
საყოფაცხოვრებო კულტურაში; სწორედ ოციან წლებში იქცა ავტომობილი , რადიო,
ელექტრობა და სხვა სახის საყოფაცხოვრებო კომფორტი ყველასათვის თუ არა,
მოსახლეობის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ცხოვრების ნორმად; სწორედ ოციან
წლებში დაიწყეს ამერიკელმა ქალებმა არჩევნებში მონაწილეობა ; სწორედ ოციან წლებში
მოიპოვა მსოფლიო აღიარება ამერიკულმა ლიტერატურამ და ამერიკულმა ჯაზმა ;
სწორედ ოციან წლებში იქცა ამერიკა ცათამბჯენების ქვეყნად; სწორედ ოციან წლებში
ბობოქრობდა არალეგალურ სალუნებსა და ჩიკაგოს განგსტერებით სავსე
ქუჩებში ,,მსოფლიოს უკეთილშობილესი და უდიდესი სოციალური ექსპერიმენტი ” მშრალი
კანონის სახით; სწორედ ოციან წლებში ირწმუნა ამერიკამ თავისი განსაკუთრებულობა ,
სიდიადე, გამორჩეულობა მსოფლიოს ქვეყნებს შორის და სწორედ ამავე ოციანი წლების
მიწურულს, უდიდესი ეკონომიკური კრიზისის სახით, დაისაჯა კიდეც ასეთი
ამპარტავნობისათვის.ერთი სიტყვით, 1920-იანი წლების ისტორიის თუნდაც ზედაპირული
ცოდნის გარეშე წარმოუდგენლია თანამედროვე ამერიკის სიდიადისა თუ ხარვეზების
გაგება, მათი სრულფასოვანი ანალიზი.1920 წლისათვის ამერიკის ტერიტორია მოიცავდა
3,022,200 კვადრატული მილს, რომელზეც თითქმის 106 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
თუ XIX საუკუნე ძირითადად ამერიკის ტერიტორიულ ზრდას დაეთმო, XX საუკუნე უკვე
მოსახლეობის ზრდით გამოირჩეოდა. 1900 წელთან შედარებით 1920 წელს მოსახლეობის
რაოდენობა 40 პროცენტით გაიზარდა. Aამავე პერიოდში თითქმის ასეთივე ტემპით
იმატაYმზარდმა ეროვნულმა პროდუქტმა _ 37 მილიარდი დოლარიდან 73 მილიარდამდე.
თითქმის ამავე დროში შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯები 1 100 000
000-დან 5 600 000 000 დოლარამდე გაიზარდა, ფედერალური ხარჯები კი გაათკეცდა 500
მილიონიდან ხუთ მილიარდამდე.ქვეყნის დოვლათის ზრდას სერიოზული ცვლილებები
მოჰყვა ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროში, როგორიც განათლების სისტემაა . თუ 1910 წელს
156 000 ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა, 1920 წელს უკვე _ 311 000-მა. თუ 1910 წელს 40
ათასმა სტუდენტმა დაასრულა სწავლა კოლეჯებში, 1920 წელს უკვე _ 54 ათასმა.
აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა მნიშვნელოვნად უსწრებდა მოსახლეობის ზრდის პროცენტს
ამავე პერიოდში, ანუ განათლებულ ახალგაზრდათა რიცხვმა კეთილდღეობის
გაუმჯობესების ხარჯზე იმატა.მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა შრომის წილიც , რაზეც
დიდი გავლენა იქონია I მოფლიო ომმა და ახალმა ტექნოლოგიებმა. 1900 წელს 4 999 000
ქალი მუშაობდა, 1920 წელს უკვე _ 8 229 000, ამრიგად, მათი რაოდენობა გაორმაგდა.
საშუალო სამუშაო კვირის ხანგრძლივობა შემცირდა 51 საათიდან 46, 3 საათამდე კვირაში.
მნიშვნელოვნად იმატა პროფკავშირების წევრთა რაოდენობამ , იგი 150 პროცენტით
გაიზარდა და 5 მილიონს მიაღწია. ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე, შრომის
ნაყოფიერებამაც იმატა როგორც მრეწველობაში, ასევე სოფლის მეურნეობაში .
მრეწველობის აღმავლობა განსაკუთრებულად აისახა ავტომობილების რაოდენიობის
ზრდაში, თუ 1910 წელს ამერიკაში 468 ათასი ავტომობილი იყო, 1920 წელს _ უკვე 9
მილიონზე მეტი. როგორც ჟურნალ ,,ლითერარი დაიჯესტში” იყო აღნიშნული _ ,,ჩვენ
მსოფლიოს მოტორი ქვეყანა ვართ, ჩვენ დაახლეობით შვიდნახევარი მილიონი მანქანა
გვყავს, დაახლოებით ერთი ყოველ 14 ამერიკელზე”.გაიზარდა ამერიკის სამრეწველო და
ფინანსური ძლიერებაც. ომის დროს ამერიკა არა მარტო იარაღის მთავარი მწარმოებელი
იყო, არამედ უდიდეს სესხებს აძლევდა ანტანტის სახელმწიფოებს ამ იარაღის შესაძენად .
Aამის შედეგად, ევროპის მოვალე ქვეყნიდან ამერიკა ევროპის კრედიტორად იქცა .
ფინანსური სამყაროს ცენტრმა ლონდონიდან ნიუ-იორკში გადაინაცვლა . სხვათა შორის ,
ამ დროისათვის ამერიკა კინოინდუსტრიის ცენტრადაც იქცა და მისი კინოპროდუქცია
მსოფლიო ბაზრის 85 პროცენტს მოიცავდა.შესაბამისად, თუ XX საუკუნის დასაწყისში
ამერიკას ევროპაში შორეულ, ნახევრად პროვინციულ ქვეყნად აღიქვამდნენ , ომის შემდეგ
მისმა საერთაშორისო ავტორიტეტმა უდიდეს გავლენას მიაღწია.ერთი სიტყვით ,
იკვეთებოდა ახალი ზესახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, რომელიც აშკარად
აღმავლობის გზას ადგა. ამ სახელმწიფოს უზარმაზარი პოტენციალი სულ უფრო
მასშტაბურად ვლინდებოდა როგორც ამერიკის შიგნით, ასევე მის საზღვრებს
გარეთ.როდესაც ოციანი წლების დასაწყისს ვეხებით, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ
ე.წ. ,,დიდი წითელი შიშის” ცნობილ მოვლენებს. ქვეყანა ანტისოციალისტურმა
განწყობილებამ მოიცვა _ ამერიკელები უფრთხოდნენ ბოლშევიზმის გავრცელებას, რაც
რუსეთისა და საერთოდ ევროპიდან მოსულმა ამბებმა განაპირობა . 1919 წელს იუსტიციის
მინისტრის მიჩელ პალმერის სახლთან ყუმბარა ააფეთქეს. Uუფრო დიდი ტერორისტული
აქტი მოხდა 1920 წლის სექტემბერში, როდესაც უოლ სტრიტზე აფეთქებულმა ყუმბარამ 38
ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რამდენიმე ასეული დაჭრა . ხელისუფალთ და
პოლიციას ყველგან წითელი ტერორისტები ელანდებოდათ და მრავალი საგანგებო
ანტიკრიმინალური კანონიც მიიღეს. მიჩელ პალმერის ინიციატივით ჩატარებული
პოლიციური რეიდების დროს ათასობით საეჭვო ადამიანი დააკავეს, ზოგი დაატუსაღეს ,
ბევრი კი ქვეყნიდან გააძევს. მაგალითად, მარტო 1921 წლის 2 იანვარს ამერიკის 33
ქალაქში 2700 კაცი დააპატიმრესმაგრამ 1920 წლის მთავარი მოვლენა, ალბათ, მაინც
საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ეს არჩევნები მნიშვნელოვან წყალგამყოფად იქცა ,
რომელმაც დაასრულა ე.წ. პროგრესივიზმის ერა ამერიკის ისტორიაში და კვლავ გაუხსნა
გზა, ამჯერად უკვე მოდიფიცირებული სახით, მაგრამ პრინციპში, მაინც კლასიკურ
ამერიკულ კონსერვატიზმს. ამ არჩევნებში ერთმანეთს რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს
შტატიდან უორენ ჰარდინგი და დემოკრატი, ასევე ოჰაიოს შტატის გუბერნატორი ჯეიმს
კოქსი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.1865 წელს დაბადებული უორენ გამალელ
ჰარდინგი დაიბადა 1865 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ბლუმინგ გროვსში 1914 წელს
ჰარდინგი უკვე აშშ–ის სენატის წევრი ხდება. ჰარდინგს არასოდეს უღალატია პარტიული
დისციპლინისათვის და კენჭისყრის დროს თითქმის ყოველთვის რესპუბლიკური პარტიის
ოფიციალურ პოზიციას იზიარებდა. შეიძლება სწორედ ეს პოლიტიკური უფერულობა ,
ზოგჯერ ინერტულობა და ამავე დროს პარტიისადმი ბრმა ერთგულება გახდა
პრეზიდენტობის კანდიდატად ჰარდინგის წამოყენების მიზეზი , მიუხედავად იმისა , რომ
ეროვნული მასშტაბითY მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა.მას შემდეგ, რაც 1920 წლის
რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კონვენტზე ჩიკაგოში ორი წამყვანი კანდიდატის
_Lლეონარდ ვუდისა და ფრენკ ლოუდენის პაექრობამ კონვენტი ჩიხში მოაქცია.
Pპარტიულმა ბოსებმა, ე.წ. გაბოლილ ოთახებში (იგულისხმება სიგარის ბოლით
გაჟღენთილი სასტუმროს ოთახები. ამჯერად ეს სასტუმრო ,,ბლექსტოუნი” იყო), ანუ
კონვენტის კულისებში, ჰარდინგის კანდიდატურა წამოაყენეს. თუმცა კონვენტის ღია
შეკრებაზე მან სასურველი უმრავლესობა მხოლოდ მე-10 კენჭისყრაზე მიიღო, როდესაც
ლოუდენის მომხრეებმა თავიანთი ხმები მას გადასცესვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურაზე
გაცილებით ადვილად შეთანხმდნენ. მასაჩუსეთსის გუბერნატორი კალვინ კულიჯი
პირველივე კენჭისყრაზე დაამტკიცეს.1920 წლის კონვენტზე რესპუბლიკურმა პარტიამ,
ალბათ, ყველაზე უფრო კონსერვატიული პოლიტიკური პლატფორმა მიიღო უკანასკნელი
20 წლის მანძილზე, რომელიც მნიშვნელოვანწილად ამერიკულ ინდივიდუალიზმს
ეფუძნებოდა. ე.წ. ამერიკული ინდივიდუალიზმი კი არის ამერიკის ისტორიის
განვითარების და ამერიკული ცხოვრების წესის უნიკალურობის იდეაზე დაფუძნებული
სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის კონცეფციების თავისებური
სინთეზი.1893 წელს გამოქვეყნებულ, ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის ფრედერიკ
ტერნერის ისტორიული ხასიათის ესეიში ,,საზღვრის მნიშვნელობა ამერიკულ ისტორიაში ”.
აღნიშნული იყო ამერიკის ისტორიული განითარების განსაკუთრებულობა აშშ -ის
აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებმა კი არა, ამერიკის ტერიტორიული ექსპანსიის
საზღვრებზე არსებულმა ცხოვრებამ განაპირობა. სწორედ დასავლეთის ათვისების
სასაზღვრო ზოლზე, რომელიც მუდამ წინ მიიწევდა, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად
ამერიკული ფასეულობანი და ამერიკული ხასიათი.მიუხედავად იმისა , რომ სწრაფად
მზარდი ამერიკის ახალ-ახალი მიწები ფორმალურად აშშ-ის მთავრობის იურისდიქციას
ექვემდებარებოდა, სინამდვილეში მისი გავლენა ძალზე ხშირად იმდენად სუსტი და
სიმბოლური იყო, რომ დასავლეთის ამთვისებელთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი
ნებისყოფისა და მარჯვენის იმედი უნდა ჰქონოდათ, იქნებოდა ეს ინდიელებთან ბრძოლა ,
თუ ფერმის გამართვა, ბუნების სტიქიასთან დაპირისპირება თუ ადგილობრივი
თვითმმართველობის მოწყობა.ეს პროცესი XIX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებამდე
გრძელდებოდა და ტერნერისა და მისი თანამოაზრეების თანახმად , სწორედ მან შექმნა
ჭეშმარიტად ამერიკული ხასიათი, რომელიც გულისხმობდა მხოლოდ საკუთარი ძალების
იმედზე ყოფნას, უდიდეს გამბედაობას და შრომისუნარიანობას, პირად ინიციატივასა და
დამოუკიდებელ აზროვნებას, ინდივიდუმის პირადი თავისუფლების იდეალიზებასა და
ცენტრალური ხელისუფლებისადმი საკმაოდ ნეგატიურ დამოკიდებულებას. ამერიკელთა
დიდი ნაწილი ერთგულად იცავდა კანონებს, მაგრამ ეს ძირითადად ადგილობრივ
თვითმმართველობას ეხებოდა და როგორც ამერიკის დემოკრატიის უბადლო
მკვლევარი, ფრანგი მეცნიერი ალექსის დე ტოკვილი თვლიდა, სწორედ ადგილობრივი
თვითმმართველობის უდიდესი ტრადიცია და კულტურა გახდა ამერიკული დემოკრატიის
ჭეშმარიტი დედაბოძი.ხოლო, ვინაიდან ,,საზღვრის“ მკვიდრნი არც თუ განებივრებულნი
იყვნენ ფედერალური მთავრობის რაიმე ძლიერი მხარდაჭერით, თავის მხრივ, არც ისინი
თვლიდნენ თავს დავალებულად ვაშინგტონის წინაშე. მათ მიაჩნდათ, რომ თავიანთი
არჩეული ადგილობრივი მმართველები და კანონმდებელნი გაცილებით უკეთ
ერკვეოდნენ ადგილობრივ პრობლემებში, ვიდრე ფედერალური
ბიუროკრატია.მართლაც, ფეოდალური ეპოქის ევროპული სახელმწიფოებისაგან
განსხვავებით, რომელთაც ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება, სხვა თუ არაფერი ,
მეზობელი სახელმწიფოებისაგან დასაცავად სჭირდებოდათ, ამერიკელებს გაცილებით
სუსტი მოწინააღმდეგე ჰყავდათ დაქსაქსულ და ჩამორჩენილ ინდიელ ტომთა თუ ბუნების
სტიქიის სახით. ასე რომ, ამერიკას მართლაც უნიკალური საშუალება მიეცა დემოკრატიის
თავისებური და უფრო თამამი განვითარებისათვის. ალბათ, ,,საზღვრის თეორიებში ”
საკამათოც ბევრი იყო, მაგრამ მსგავსი ვერსია ამერიკელთა მნიშვნელოვან ნაწილს
სავსებით მისაღებად მიაჩნდა და იგი მალამოსავით ედებოდა ახალგაზრდა ერის
პატივმოყვარე გულს. მით უმეტეს, რომ ინდივიდუალიზმი სავსებით შეესატყვისებოდა
ამერიკული ცხოვრების წესის წმიდადათაწმიდას _ თანაბარი შესაძლებლობების იდეასა
და თავისუფალი კონკურენციის ეკონომიკურ კონცეფციას.მეოცე საუკუნის დაძაბულ
ინდუსტრიულ რიტმში ამერიკულმა ინდივიდუალიზმმა , ბუნებრივია , დროის შესაბამისი
სახეცვლილება განიცადა. 1920 წელს გამოცემულ წიგნში ,,ახალი საზღვრები” ჯ. ემერსონი
წერდა, ,,ჩვენ დღესაც გაგვაჩნია ჩვენი საზღვრები, ეს არის ინდუსტრიული, ფინანსური ,
კომერციული, პოლიტიკური, სოციალური, აღმზრდელობითი, სამეურნეო, დიპლომატიური
და რელიგიური საზღვრები”. მისი აზრით, ახალი საზღვრის სულისკვეთება არ შეცვლილა .
იგი გულისხმობს ,,ახალი პრობლემების გადაწყვეტას არა ახალი განწყობილებებითა და
სულისკვეთებით, არამედ სწორედაც რომ ჩვენი წინაპრების რწმენით .”ამერიკული
ინდივიდუალიზმი მოითხოვდა ფედერალური ადმინისტრაციის ჩაურევლობას ქვეყნის
სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, კერძო ბიზნესის თითქმის სრულ
დამოუკიდებლობას რაიმე სერიოზული სახელმწიფო კონტროლისაგან და ადგილობრივი
თვითმმართველობისა და შტატის სუვერენიტეტის პრინციპების მტკიცე დაცვას . რაც
შეეხებოდა ფედერალურ ხელისუფლებას, მას ე.წ. ,,ღამის დარაჯის” როლი ეკისრებოდა ,
რომელსაც შეერთებული შტატების საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური
ინტერესები უნდა დაეცვა, ხოლო საშინაო პოლიტიკაში აქტიურობა მხოლოდ რაიმე
საგანგებო ვითარებისა თუ სტიქიური უბედურების შემთხვევაში უნდა გამოეჩინა .1920
წლისთვის, ომის დასრულების შემდეგ, ამერიკამ კვლავ ამ ანტიეტატისტურ პოზიციებზე
გადაინაცვლა და 1920 წელს რესპუბლიკელებმა ამომრჩევლებს ,,უკან
ნორმალურობისაკენ” დაბრუნება მოუწოდეს. დემოკრატების პლატფორმა ძირითადად
საწინააღმდეგო პოზიციისა იყო და ყველა ცოდვას რესპუბლიკელთა მიერ
კონტროლირებად კონგრესს აბრალებდა.საბოლოოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში
ჰარდინგმა 16 143 000 ხმა მიიღო, დემოკრატმა ოჰაიოს შტატის გუბერნატორმს ჯეიმს
კოქსმა კი მხოლოდ 9 130 000, ანუ თითქმის 7 მილიონი ხმით ნაკლები. საარჩევნო
კოლეგიაში კი რესპუბიკელმა კანდიდატმა 404 ხმა მიიღო, კოქსმა კი მხოლოდ 127. ეს
რესპუბლიკელთა ჭეშმარიტი ტრიუმფი იყო, მაგრამ არა პირადად ჰარდინგის , რომელმაც
არც არჩევნების დროს გამოამჟღავნა რაიმე განსაკუთრებული ნიჭი , არამედ
რესპუბლიკელთა ინდივიდუალისტური პლატფორმის.ახალი პრეზიდენტი გულმოდგინეთ
ატარებდა ცხოვრებაში კონსერვატიულ რესპუბლიკელთა ხაზს და სრულიად
გულრწფელად თვლიდა, რომ პრეზიდენტი იყო უმაღლესი ხელისუფლების მხოლოდ
ფორმალური სიმბოლო.ჰარდინგის ცნობილ მოწოდებაში _ ,,დღევანდელ ამერიკას
ესაჭიროება ნაკლები მთავრობა ბიზნესში და მეტი ბიზნესი მთავრობაში ”, კარგად
გამოჩნდა მისი პოლიტიკური ხედვა. მართლაც, მის კაბინეტში უმდიდრესი და უბრალოდ
ძალიან მდიდარი ბიზნესმენები იყვნენ, რომელთა საერთო კაპიტალი 600 მილიონ
დოლარს შეადგენდა ან აკონტროლებდა. მათ შორის იყვნენ ისეთი ნიჭიერი და შეიძლება
ითქვას გამოჩენილი ადამიანები, როგორც Hვაჭრობის მინისტრი ჰერბერტ ჰუვერი ,
სახელმწიფო მდივანი ჰიუჯესი, ფინანსთა მინისტრი ენდრიუ მელონი. მაგრამ ჰარდინგის
კაბინეტში ცუდი მაგალითებიც საკმაოდ მოინახებოდა , კერძოდ კი, მან ბევრი პირადი
მეგობარი, დანიშნა მაღალ თანამდებობებზე.მაგალითად, ჰარი დოჰერტი , რომელიც
ჰარდინგის ძველი მეგობარი და საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო, იუსტიციის მინისტრი
გახდა, თუმცა ჰარდინგის უახლოესი გარემოცვის გარდა არავის უთქვამს რაიმე კარგი ამ
კაცზე. ერთადერთი და გადამწყვეტი იყო პრეზიდენტის სურვილი მადლობა გადაეხადა
მისთვის, როგორც საპრეზიდენტო კამპანიის მენეჯერისათვის. აქ ჰარდინგმა , თავისთავად
დიდებული თვისება, რასაც მადლიერების გრძნობა ჰქვია, გამოხატა , მაგრამ მთელი
უბედურება ის იყო, რომ ამას სახელმწიფოს ხარჯზე აკეთებდა. პრეზიდენტმა , თუ მას
მაინცდამაინც სახელმწიფოს ხარჯზე უნდა მადლიერების გამოხატვა , ალბათ , ეს
მადლიერება მადლიერების ობიექტის დონესა და შესაძლებლობებს მაინც უნდა
მიუსადაგოს. სხვათა შორის, ეს საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა პოლიტიკოსებში ,
რომელნიც არაობიექტურნი არიან თავიანთი ახლობლების შეფასებაში და საბედისწერო
შეცდომებს უშვებენ როგორც საკუთარი თავის, ასევე, რაც უფრო მნიშვნელოვანია ,
საკუთარი სამშობლოს მიმართ. კიდევ უფრო საეჭვოდ წარიმართა ნიუ-მექსიკოს
სენატორის, ჰარდნიგის ძველი კოლეგისა და პოკერში პარტნიორის ალბერტ ფოლის
დანიშვნის პროცესი. ჩვეული კეთილი სურვილებითა და უდარდელობით აღვსილმა
ჰარდინგმა მას სახელმწიფო მდივნის თანამდებობა შესთვაზა. საკუთარ თავზე საკმაოდ
კარგი წარმოდგენის მქონე ფოლიც კი მიხვდა, რომ იგი არ შეეფერებოდა ადგილს. მან
უთხრა ჰარდინგს, რომ არ იქნებოდა სწორი მას ეს თანამდებობა დაეკავებინა . მას უფრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო იზიდავდა, სადაც სახელმწიფო მიწების განკარგვის კარგი
შესაძლებლობები იყო და, როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახა, მან ,,სრულად ”
გამოიყენა ეს შანსი. ამავე კატეგორიის ფავორიტიზმის შედეგი იყო ჩარლზ ფორბსის
დანიშვნა ვეტერანთა ბიუროს ხელმძღვანელად. Aამ დანიშვნის ერთი დამატებითი
პარადოქსი, შეიძლება ითქვას ცინიზმიც, იყო ის, რომ ფორბსი ომის დროს დაუძვრა
სამხედრო სამსახურს და ფაქტობრივად დეზერტირად შეიძლება ჩათვლილიყო .ეს
სწორედ ისEშემთხვევაა, როდესაც თავისთავად კარგ ადამიანურ თვისებებს,
გულკეთილობასა და ახლობლების სიყვარულს, მეტად სავალალო შედეგები მოაქვს
ქვეყნისათვის. როგორც უახლოესმა მომავალმა გვაჩვენა, ეს ადამიანები არა მარტო
თავიანთი არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდნენ, არამედ არავითარ ქრთამსა და
მაქინაციას არ თაკილობდნენ და მათ ყველაზე ნაკლებად ადარდებდათ მფარველის
ავტორიტეტი და ღირსება.თავისი საქმიანობა ჰარდინგმა რესპუბლიკელთათვის
ნიშანდობლივი აქციით დაიწყო _ შეეცადა ომის დროს და ვილსონის მმართველობის
შედეგად გაზრდილი სახელმწიფო აპარატის შემცირებას. ენდრიუ მელონისა და ბიუჯეტის
ბიუროს დირექტორის, ჩარლზ დაუესის მცდელობის შედეგად მართლაც მოხერხდა
ფედერალური ხარჯების შემცირება 29 პროცენტით.1922 წლის 21 სექტემბერს მიღებულ
იქნა ფორდნი-მაკომბერის კანონი, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტს შეეძლო აეწია ან
დაეწია ტარიფები იმპორტულ საქონელზე 50 პროცენტის ფარგლებში. ვინაიდან
სატარიფო კომისიაში პროტექციონისტები იყვნენ გაბატონებული და პრეზიდენტიც მათ
მხარეს იყო, ტარიფებიც მნიშვნელოვნად გაზარდეს.ბიზნესის წარმომადგენელთა აზრით ,
რომელთა რუპორიც სწორედ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ამავე დროს ,
ფინანსთა მინისტრი ენდრიუ მელონი იყო, მაღალი გადასახდები ძირს უთხრიდა ამერიკის
წმიდათაწმინდას _ პირად ინიციატივას და ხელს უშლიდა ისეთი პროდუქტიული და
დინამიკური დარგების განვითარებას, როგორც რკინიგზა, მრეწველობა , ახალი
ტექნოლოგიები და ა.შ. თავის წიგნში G,,გადასახადები: ხალხის ბიზნესი” – მელონი
აღნიშნავდა, ,,მაღალი გადასახადები სულაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შემოსავალი
აუცილებლად გაიზრდება, შეიძლება უფრო დიდი შემოსავალი სწორედ დაბალმა
გადასახადებმა უზრუნველყოს”. Kმაგრამ იმ ეტაპზე მიუხედავად მელონის მცდელობისა
კონგრესმა 40-ის ნაცვლად მხოლოდ 50 პროცენტამდე შეამცირა გადასახადის მაქსიმუმი.
მართალია, კონგრესმა გააუქმა გადასახადები ზემოგებებზე , მაგრამ გაზარდა საბაზო
კორპორაციული გადასახადი 10-დან 12,5 პროცენტამდე. თუმცა შემდგომში , 1924 და 1926
წლებში წლებში მელონმა კიდევ უფრო შეამცირა გადასახადები .როგორც რესპუბლიკური
პარტიის პლატფორმაში იყო აღნიშნული, ჰარდინგის ადმინისტრაციამ ააღორძინა
ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, ანუ ფედერალური ხელისუფლების
შეკვეცა, ადგილობრივი და შტატის ხელისუფლების ხარჯზე.ასევე პირობისამებრ ,
ჰარდინგმა მინიმალურ საემიგრაციო კვოტების მიღებაზეც დაიწყო ზრუნვა და 1921 წლის
21 მაისს ახალ საემიგრაციო კანონს მოაწერა ხელი. შედეგად, თუ 1920 წელს ამერიკაში 805
228 ემიგრანტი ჩამოვიდა, 1922 წელს უკვე მხოლოდ 309 556.
ბილეთი 6
1.ამერიკული ბიზნესი 1920-იან წლებში: ,,ამერიკის ბიზნესი-ბიზნესია“.
ამერიკული ეკონომიკის არაჩვეულებრივი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს
წინაპირობას ამერიკული ბიზნესის დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხი
წარმოადგენდა. ამავე დროს, ეკონომიკურ განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა ბაზარზე
მრავალი სრულიად ახალი სახის პროდუქციის მოთხოვნილებამაც, იქნებოდა ეს
ავტომობილები თუ მაცივრები, მტვერსასრუტები თუ რადიო. მარტო 1922 წელს
ამერიკელებმა 60 მილიონი დოლარის რადიომიმღებები იყიდეს, 1923 წელს _ უკვე 136
მილიონის, ხოლო 1925 წელს _ 430 მილიონი დოლარის. მით უმეტეს, რომ ყოველი ასეთი
ნაწარმის შექმნას უამრავი, მომიჯნავე წარმოებაში დამზადებული დეტალი სჭირდებოდა .
მაგალითად, 1920 წელს ამერიკაში 9,2 მილიონი ავტომობილი იყო, 1925 წელს უკვე _ 20
მილიონი, ხოლო 1930 წელს_ 26,7 მილიონი. ამ ავტომობილების წარმოებას კი
ხმარდებოდა ფოლადის წარმოების 20%, რეზინის წარმოების 80 % , შუშის წარმოების 70
%.მაგრამ, რაც არ უნდა კარგი წინაპირობები არსებობდეს, რაც არ უნდა ,,განწირული ”
იყოს ქვეყანა თუ დარგი წარმატებისათვის, ყველაფერს კონკრეტული ადამიანები
აკეთებენ და ყველაფერი კონკრეტული მოქმედებით განისაზღვრება . ჯერ კიდევ XIX
საუკუნეში ამერიკას ჰყავდა ისეთი გამორჩეული ბიზნესმენები, როგორც ჯონ როკფელერი ,
რომელმაც 1905 წელს 10 მილიონიანი ფონდი შექმნა უმაღლესი განათლებისათვის, ჯონ
პირპონტ მორგანი, კორნელიუს ვანდერბილტი, ენდრიუ კარნეგი. კარნეგიმ თავისი
ბიზნესის დატოვების შემდეგ, 300 მლნ. დოლარის ფილანტროპიული ფონდი შექმნა და
განაცხადა, რომ “მდიდარმა ადამიანმა ცხოვრების პირველი ნაწილი გამდიდრებას უნდა
დაუთმოს, ხოლო მეორე ნაწილი ფილანტროპიას, რათა საზოგადოებრივი კეთილდღეობა
გაზარდოს.”. შედარებით ნაკლებად ცნობილი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი
ბიზნესმენები იყვნენ პირველი უნივერსალური მაღაზიის დამაარსებელი ალექსანდრე
სტიუარტი, ამერიკული ხე-ტყის ინდუსტრიის შემქმნელი ფრედერიკ ვერჰოიზერი ,
ამერიკაში ერთ-ერთი პირველი ფარმაცეფტული ფირმის დამფუძნებელი უილიამ
ვეიტმანი, წყნარი ოკეანის ცენტრალური რკინიგზის ერთ-ერთი შემქმნელი , კალიფორნიის
გუბერნატორი და სტენფორდის უნივერსიტეტის დამაარსებელი ლილანდ სტენფორდი და
სხვები.მაგრამ 1920-იანმა წლებმა ახალი ტიტანები წარმოშვა, რომელთაც უდიდესი
გავლენა მოახდინეს, როგორც ამერიკის ასევე მთელი მსოფლიოს ეკონომიკურ
განვითარებაზე. თითქმის ყველა ამერიკელი მკვლევარი თანხმდება, რომAამ ადამიანთა
სიის სათავეში იყო ჰენრი ფორდი, რომელმაც ჭეშმარიტი რევოლუცია მოახდინა არა
მარტო საავტომობილო მრეწველობაში, არამედ საერთოდ მრეწველობის მართვის
სისტემაში. თავისი წარმოების განვითარებაში ფორდმა გამოიყენა ცნობილი
გამომგონებლისა და ინჟინრის ფრედერიკ ტეილორის მიერ 1911 წელს გამოცემულ
წიგნში ,,მეცნიერული მენეჯმენტის პრინციპებები” შემუშავებული მეთოდები , რომლებიც
წარმოების პროცესის მაქსიმალურ რაციონალიზაციას და დანაკარგების მინიმუმადე
დაყვანას გულისხმობდა. ამ უდიდესი აღმოჩენისათვის ტეილორს ,,მეცნიერული
მენეჯმენტის მამასაც” კი უწოდებდნენ. ტეილორის მოსაზრებების საფუძველზე , ფორდის
თანამშრომელმა გუსტავ სვიფთმა ქარხანაში კონვეიერული სისტემა მოაწყო და
მაქსიმალურ სტანდარტიზაციას მიაღწია. შესაბამისად, იმის მაგივრად , რომ მუშათა ჯგუფს
ერთად აეწყო ერთი მანქანა, რასაც დიდი კვალიფიკაცია, შრომა და დრო სჭირდებოდა ,
აწყობის პროცესი სხვადასხვა ეტაპად დაიყო. კონვეიერზე მიმავალ ავტომობილის
ჩონჩხზე სხვადასხვა მუშა ერთ ტექნიკურ ოპერაციას ატარებდა. შემდეგ კონვეიერი
აგრძელებდა მოძრაობას და უკვე სხვა მუშა განაგრძობდა პროცესს. ამგვარად , 1914
წლისათვის, მანქანის აწყობის პროცესი 728 წუთიდან 93 წუთამდე შემცირდა. 1924 წელს
ფორდმა გამოაცხადა, რომ უკვე 10 მილიონი მანქანა გამოუშვა და თუ პირველი ერთი
მილიონის გამოშვებას 7 წელი დასჭირდა, მეათე მილიონისას მხოლოდ 132 სამუშაო
დღე.ფორდს ასევე მიაჩნდა, რომ კარგად დაფასებული მუშა ნაკლებად დაიწყებდა სხვა
სამუშაოს ძებნას და თავის მოსაწყენ სამუშაოს კონვეიერთან უფრო დიდი ენთუზიაზმით
შეასრულებდა. თანაც, რაც უფრო მეტი შემოსავალი ექნებოდა ადამიანს, უფრო მეტს
იყიდდა, შესაბამისად, მეტი პროდუქცია გასაღდებოდა . ამავე დროს, ფორდი
პროფკავშირების უდიდესი მტერი იყო. მიაჩნდა რა, რომ მის მიერ უზრუნველყოფილი
შრომისა და ანაზღაურების პირობები საუკეთესო იყო დამქირავებლისა და
დაქირავებულისათვისაც და პროფკავშირი ამ შემთხვევაში მხოლოდ წყალს ამღვრევდა .
ვისაც ფორდის ცხოვრების დეტალები აინტერესებს ვურჩევდით, მისი
ავტობიოგრაფიის ,,ჩემი წარმატებების” წაკითხვას, მით უმეტეს, რომ ეს წიგნი
ქართულადაც არის ნათარგმნი.საავტომობილო ბიზნესის ასევე მეტად მნიშვნელოვანი
წარმომადგენელი იყო ,,ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელი ალფრედ სლოუნი.
ფორდისაგან განსხვავებით, სლოუნმა ბრწყინვალე განათლება მიიღო მაშინ ცნობილ ,
ახლა კი ერთ-ერთ საუკეთესო, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. იგი გახდა
ახალი ტიპის მენეჯერთა სიმბოლო, რომელთაც კოლეჯი ჰქონდათ დამთავრებული,
ზოგიერთს _ სამართლის კურსები, ბიზნესის ადმინისტრირება და საინჟინრო ფაკულტეტი .
ასე რომ, ფორდისაგან განსხვავებით, ისინი მარტო გენიალობაზე, თავდაუზოგავ შრომასა
და კარგ იღბალზე არ იყვნენ დამოკიდებული. Mითვალისწინებდა რა ფორდის
გამოცდილებას, სლოუნი წარმოების ახალ პრინციპებზეც მუშაობდა . ფორდისაგან
განსხვავებით, რომელიც მთავარ აქცენტს მანქანის სიიაფეზე აკეთებდა , სლოუნის
მმართველობა ორიენტირებული იყო მანქანის ხარისხზე და პრესტიჟულობაზე . როგორც
აღმოჩნდა, გამდიდრებულ ამერიკელებს მარტო სიაფე აღარ აკმაყოფილებდათ .
სლოუნმა დიდი ყურადღება მიაქცია რეკლამასა და გაყიდვის მეთოდების დახვეწას .
როგორც იგი წინასწარმეტყველებდა მანქანის სახით, ამერიკელები უკვე მარტო
გადაადგილების საშუალებას კი აღარ ყიდულობდნენ, არამედ სტატუსს , ძალაუფლებას ,
სექსუალურობას და სიმშვიდეს.მალე პრაგამტიკოსმა ფორდმაც გაითვალისწინა
სლოუნის პრინციპები და, 1925 წლის გაყიდვების ჩავარდნის შემდეგ, 1927 წელს ახალი,
უფრო დახვეწილი და სხვადასხვა ფერის მოდელი გამოუშვა, რეკლამზეც 13 მილიონი
დოლარი გაიმეტა და 1929 წლისთვის კვლავ ლიდერი გახდა.1920-იანი წლების
გამოჩენილი ბიზნესმენი იყო სამუელ ინსალი, რომელიც ელექტროენერგიის ბიზნესში
ლიდერობდა. იგი იმდენად დაინტერესდა ედისონის საქმიანობით , რომ მასთან სამუშაოდ
ინგლისიდან ამერიკაში გადმოსახლდა და მისი თანაშემწე და მდივანი გახდა . 1892 წელს,
ედისონის წყალობით და კურთხევით, იგი ჩიკაგოში ედისონის ელქტროკომპანიის
მმართველი გახდა. ინსალის მართვის პრინციპი მარტივი იყო _ იგი ცდილობდა
მაქსიმალურად გამოეყენებინა დარგში არსებული უახლესი და საუკეთესო ტექნოლოგია ,
შეემცირებინა ხარჯები და დაეპყრო ახალი ბაზარი დაბალი ფასების მეშვეობით . მან
განაცხადა ,,ჩვენ ისე გავაიაფებთ ელექტროენერგიას, რომ მხოლოდ მდიდრები
გამოიყენებენ სანთლებს”. იგი იძენდა სხვადასხვა ადგილობრივი ელექტროკომპანიების
საკონტროლო პაკეტებს და ამარაგებდა მათ უახლესი ტექნოლოგიებითა და მენეჯმენტის
მეთოდებით.მან ბრწყინვალედ გამოიყენა ჰოლდინგური კომპანიის პრინციპები და 1928
წლისთვის 200-მდე წმინდა ჰოლდინგურ კომპანიას აკონტროლებდა. მათი მეშვეობით
მარტო მისი საწარმოო ობიექტების ღირებულება 3 მილიარდ დოლარამდე აღწევდა და
მილიონამდე ადამიანი ფლობდა მის აქციებს. მან პირველმა დაიწყო ფერმერების
მომარაგება ელექტროენერგიით. Fფორდის მსგავსად, მასაც არ უყვარდა
პროფკავშირები, სამაგიეროდ უზრუნველყოფდა თავის თანამშრომლებს სწავლის
საშუალებით, სამედიცინო მომსახურებით, პენსიებითა და აქციებით . ყოველგვარი
პრობლემების გარეშე ფერადკანიანებსაც ქირაობდა, რაც არც თუ ხშირად ხდებოდა
მაშინდელ ამერიკაში. ინსალის გულუხვი საქველმოქმედო საქმიანობის შედეგი იყო
ჩიკაგოს ახალი ოპერა.როგორც ფორდი ამბობდა ,,ბიზნესმენებს უფრო მეტი გავლენა
აქვთ საზოგადოებაზე, ვიდრე პოლიტიკოსებს, ეკლესიას და სასწავლო დაწესებულებებს ,
ვინაიდან მათთან კონტაქტი მუდმივია და მათი გავლენა კი გარდაუვალი’’. საერთოდ
ბიზნესის გაღმერთება მოდაში იყო. აღნიშნავდნენ, რომ იგი აბსოლუტურად
განსხვავებული იყო წინა წლების ეგოისტური ბიზნესისაგან, რომელიც მარტო საკუთარ
მოგებაზე ფიქრობდა. თანამედროვე ბიზნესი საზოგადოების წინაშე დიდი
პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა, გაცილებით უკეთ იყო ორგანიზებული , უკეთ
განათლებული და კრიზისულ მოვლენებსაც უფრო კარგად უმკლავდებოდა. ბიზნესის
თვითრეგულირების პრინციპებს განსაკუთრებული ძალით ქადაგებდნენ ბიზნესმენთა
ისეთი გაერთიანებები, როგორც აშშ-ის სავაჭრო პალატა და მეწარმეთა ეროვნული
ასოციაცია.როგორც ვხედავთ, ბიზნესიც და მთავრობაც ენდობოდნენ ერთმანეთს და
ოპტიმისტურად აფასებდნენ სიტუაციას. და არც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ჩანდა
უკმაყოფილო. ასეთი განწყობილების შექმნაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და
ფსიქოლოგიური როლი ითამაშა აქციებმა. სულ უფრო მეტი ამერიკელი ხდებოდა
აქციების მფლობელი, რაც აღმავალი ეკონომიკის ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი
მოგებით უზრუნველყოფდა რიგით აქციონერებსაც. ამავე დროს, მათ წარმოების
მართვაში მონაწილეობის ზოგჯერ საფუძვლიან, მაგრამ ხშირად კი უფრო უსაფუძვლო
ილუზიას უქმნიდა. აქციონერი თავს წარმოების თანამფლობელადაც თვლიდა,
მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ კომპანიის საკონტროლო აქციების პაკეტებს
შედარებით ცოტა თუ ფლობდა. მაგალითად, იგივე ფორდის კომპანიაში მრავალ მუშას
გააჩნდა კომპანიის აქციები და ეს, თანამფლობელობის და თანამონაწილეობის გრძნობა ,
მნიშვნელოვნად ზრდიდა მათ თვალში საკუთარ სოციალურ სტატუსს. აღარაფერს
ვამბობთ იმ ადამიანებზე, ვინც რეგულარულად იყო ჩართული საბირჟო ოპერაციებში ,
თუმცა ეს უკვე არც ისე მასობრივი და ადამიანთა სხვა კატეგორია იყო.მრავალი
ამერიკელის ცხოვრების სტანდარტის მნიშვნელოვან ზრდას იმანაც შეუწყო ხელი , რომ
პროსპერიტის პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობდა კრედიტით .
მაგალითად, 1928 წელს ავეჯის 85 %, რადიომიმღებების 80%, სარეცხი მანქანების 75%,
მაცივრების 70 % კრედიტით იყო ნაყიდი. მართალია, საბოლოო ჯამში, მყიდველს
პროდუქცია 49 პროცენტით უფრო ძვირი უჯდებოდა, მაგრამ, პირველად თავის
ცხოვრებაში, ამერიკელებს შეეძლოთ არ დაეცადათ, სანამ საჭირო თანხას
შეაგროვებდნენ. ეს კი დიდი სიამოვნება და ძალზე მოსახერხებელი იყო. ამერიკელთა
უმრავლესობას აღარ ეთაკილებოდა ვალით ცხოვრება.რეკლამის როლიც გაიზარდა და
ძალზე დაიხვეწა. სწორედ ოციან წლებში იქცა იგი დიდ ბიზნესად. კალვინ კულიჯიც
აღნიშნვდა რეკლამის როლს, რომელიც ,,აყალიბებს ახალ აზრებს, ახალ სურვილებს და
ახალ მოქმედებას. იგია ყველაზე ეფექტური საშუალება, რათა შევცვალოთ ჩვენი ჩვევები
და ცხოვრების წესი. იგი დიდ ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვჭამთ, რა გვაცვია და
როგორ მუშაობს და ცხოვრობს მთელი ერი”.იქ საცა წარმოება და ბიზნესია , ბუნებრივია
სამუშაოს უშუალო შემსრულებელნიც არიან და მათი დამოკიდებულება
დამქირავევლებთან ხშირად საკმაოდ რთულია. ამიტომაც მშრომელთა ინტერესების
მთავარ დამცველად სწორედ პროფკავშირული გაერთიანებები გვევლინება .ამერიკის
მთავარი უძლიერესი პროფკავშირული გაერთიენება, ამერიკის შრომის ფედერაციის
სახით 1922 წელს 3,195,651 წევრს ითვლიდა. ამერიკაში ფედერაციის ავტორიტეტი ძალზე
მაღალი იყო და, როგორც იტყვიან,Uუბატონოდ ამ პროფკავშირს ქვეყნის პრეზიდენტებიც
ვერ სცემდნენ ხმას და, უნდა ითქვას, ფედერაციაც ასეთივე პატივისცემით პასუხობდა მათ .
ომის დროს ფედერაციის პრეზიდენტი უილიამ გომპერსი აქტიურად უჭერდა მხარს
მთავრობას და პრეზიდენტმა ვილსონმა იგი ეროვნული თავდაცვის კომიტეტშიც კი
შეიყვანა, სადაც გომპერსი ომის პერიოდის შრომის კომიტეტს ხელმძღვანელობდა .
მრჩევლის რანგში, შრომის საკითხებში იგი თან ახლდა ვილსონს პარიზის საზავო
მოლაპარაკებებზეც. გომპერსს ამერიკელთა პატივისცემა სიკვდილის შემდეგაც არ
მოკლებია. ვაშინგტონში მისი სახელობის მოედანია დიდი ძეგლით და სამხედრო გემსაც
მიანიჭეს მისი სახელი. 1924 წლის დეკემბერში სამუელ გომპერსი გარდაიცვალა და
ამერიკის შრომის ფედერაციის ლიდერად, მასავით კონსერვატული
მსოფლმხედველობის, უილიამ გრინი აირჩიეს.ამ პერიოდში საშუალოდ დაახლოებით 11
პროცენტამდე იმატა მშრომელთა შემოსავალმა. თუმცა ეს ყველა სფეროს არ ეხებოდა .
გარდა ამისა, ეს შემოსავლები პროცენტულად მნიშვნელოვნად ნაკლები იყო, ვიდრე
თვით კორპორაციათა მოგებები. მაგალითად, 1923-29 წლებში კომპანიების ,,იუ ეს
სთილის” და ,,ტოლედო-ედისონის’’ შემოსავლები გაორმაგდა, როცა მათი მუშების
შემოსავალი უმნიშვნელოდ ან სულ არ გაზრდილა. აღმოჩნდა აგრეთვე, რომ 1923-29
წლებში დივიდენდები 65 პროცენტით გაიზარდა, ხელფასები კი მხოლოდ 20
პროცენტით.Eკორპორაციების ეს სიხარბე იმით დასრულდა, რომ მოსახლეობის
მსყიდველობითი უნარი ვერ ეწეოდა წარმოებული პროდუქციის რაოდენობას რაც ,
საბოლოო ჯამში, 1929-39 წლების დიდი დეპრესიის ერთ-ერთ მიზეზად იქცა.სამაგიეროდ
ფერმერთა შემოსავალი სულ უფრო მცირდებოდა. თუ 1920 წელს ქვეყნის საშუალო
შემოსავალი ერთ კაცზე 750 დოლარს შეადგენდა ფერმერებში იგი არ აღემატებოდა 273
დოლარს. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 1928 წელს 11 851 ფერმერის ოჯახის
მდგომარეობა შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 20 პროცენტის წლიური
შემოსავალი იყო 2000 დოლარი ან მეტი. 25 პროცენტის შემოსავალი 1000-დან 2000-დე
მერყეობდა. 23 პროცენტს კი სულ 500 დოლარი ჰქონდა. სტაბილურად მცირდებოდა
ფერმერული წარმოების წილი ეროვნულ შემოსავალშიც. თუ 1920 წელს იგი 17,3 პროცენტს
შეადგენდა, 1930 წლისათვის უკვე 10,9 პროცენტამდე დაეცა. თუმცა ამ პროცენტის
შემცირება მრეწველობის უპრეცენდენტო ზრდამაც განაპირობა .
ბილეთი 7
1.ამერიკული დიპლომატია ამერიკული ბიზნესის სამსახურში.
როგორც ჰარდინგის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიმოხილვისას აღვნიშნეთ ,
აშშ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში ე.წ. ნორმალურობას დაუბრუნდა .
საგარეო პოლიტიკაში ეს ,,ნორმალურობა’’ კი იზოლაციონიზმს ნიშნავდა . თუ ჰარდინგის
მმართველობის პერიოდში ვაშინგტონის კონფერენციამ მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა
აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, კულიჯის დროს ესეც აღარ ყოფილა. კულიჯი შედარებით
ნაკლებ ყურადღებას უთმობდა საგარეო საკითხებს და ისინი უფრო თვითდინებაზე ჰყავდა
მიშვებული, შესაბამისად, საკეთებელიც ცოტა ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ Kკულიჯის
მმართველობის პერიოდში ყველაზე დიდი მასშტაბის დიპლომატიური ნაბიჯი
საერთაშორისო არენაზე იყო ე.წ. კელოგ-ბრიანის პაქტი, რომლის მიხედვითაც , მისი
ხელმომწერი ქვეყნები უარს ამბობდნენ ომზე, როგორც ეროვნული პოლიტიკის
გატარების იარაღზე და მზადყოფნას აცხადებდნენ მათ შორის არსებული უთანხმოებანი
თუ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაეწყვიტათ. ომის კანონგარეშე
გამოცხადების იდეა ჯერ კიდევ 1923 წელს შეიტანა განსახილველად სენატში სენატორმა
ბორამ, ხოლო 1924 წელს იგი პროგრესული პარტიის პლატფორმაშიც აისახა და
შემდგომშიაც განუხილავთ იგი ეროვნული დონეზე. ამას დაერთო საფრანგეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის, ბრიანის ინიციატივები, რომელიც ძირითადად ორმხრივ ფრანგულ -
ამერიკულ ურთიერთობას ეხებოდა. თუმცა შემდგომში, როგორც ამერიკელი, ასევე
ფრანგი დიპლომატები შეთანხმდნენ, რომ კარგი იქნებოდა, თუ მას სხვა ქვეყნებიც
შეურთებოდნენ. საერთაშორისო ურთიერთობის მცოდნეთათვის, მათ შორის სახელმწიფო
დეპარტამენტის საშუალო რანგის თანამშრომელთათვისაც, ცხადი იყო, რომ ეს მიამიტი
და არარეალისტური პაქტი იყო. ომის კანონგარეშე გამოცხადება ძალზე კეთილშობილი
განზრახვა იყო და 1928 წელს ამ დოკუმენტს ყველა წამყვანმა ქვეყანამ მოაწერა ხელი,
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაშინდელ მსოფლიოში , და ალბათ დღევანდელშიც , ასეთი
დეკლარაციული ტიპის დოკუმენტები მხოლოდ კარგი სურვილებისა და შორეულ
მომავალში განსახორციელებელი ოცნების სფეროს განეკუთვნება. მით უმეტეს , რომ ამ
დოკუმენტში ომის თავიდან აცილების არავითარი კონკრეტული მექანიზმი არ იყო
მითითებული. ეს უბრალოდ იდეალისტური კეთილი ნების გამოხატვა იყო და სავარაუდო
კონფლიქტების მონაწილეებისაგან მორალურ პასუხისმგებლობას მოითხოვდა .Aამ იდეის
პოპულარობა ამერიკაში, გარკვეულწილად ამერიკელთა მიამიტობაზეც მიუთითებდა .
გარდა ამისა, მათ სინდისის ქენჯნაც აწუხებდათ, რომ ასე კატეგორიულად უარყვეს ერთა
ლიგა, რომელიც ავად თუ კარგად, ომის თავიდან აცილების გარკვეულ მექნიზმსაც
გულისხმობდა. Eევროპის კონტინენტზე ამერიკას 1920-იან წლებში ერთი შეხედვით წმინდა
ეკონომიკური ინტერესები გააჩნდა. კერძოდ კი, ომის ვალების დაბრუნება გამარჯვებული
სახელმწიფოებისაგან და მასთან დაკავშირებული გერმანიის რეპარაციებისა და
ეკონომიკის პრობლემა. 1923 წლისათვის აშშ-ის სესხები უცხოური ქვეყნებისადმი თავისი
პროცენტული დანარიცხითურთ 11,8 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1924 წელს
ამერიკელი ბანკირი ჩარლზ დაუესის ხელმძღვანელობით შემუშავდა გერმანიისაგან
რეპარაციების ამოღების გეგმა, რომელიც ,,დაუესის გეგმის” სახელითაა ცნობილი . 1925
წელს, უკვე ამერიკის ვიცე- პრეზიდენტის რანგში, დაუესმა ნობელის მშვიდობის პრემიაც
კი მიიღო ამ გეგმისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ეკონომიკურ
აღორძინებას, რათა უმძიმეს კრიზისში მყოფ ქვეყანას რეპარაციების გადახდის
საშუალება მისცემოდა. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა გერმანიას 200 მილიონი
დოლარი ასესხეს, იმ პირობით, რომ გერმანია ერთ წელიწადში 250 მილიონი დოლარის
რეპარაციას გადაიხდიდა და ყოველწლიურად გაზრდიდა ამ თანხას . აქ ,
გარკვეულწილად, რწყილისა და ჭიანჭველას პრინციპი ამუშავდა . ევროპელებს, რომ
ამერიკელთათვის ვალი დაებრუნებინათ, გერმანიისაგან რეპარაციები უნდა მიეღოთ ,
გერმანიის რეპარაციებს კი გერმანიის მრეწველობის გამოცოცხლება სჭირდებოდა .
ამერიკულმა სესხებმა მართლაც გამოაცოცხლა გერმანული ეკონომიკა, გერმანულმა
ეკონომიკამ გარკვეული რაოდენობის რეპარაციები გადაუხადა გამარჯვებულ ევროპას ,
ევროპამ კი ამ თანხიდან ვალის გარკვეული ნაწილი დაუბრუნა ამერიკას. Aამრიგად ,
მთელ ამ წრეში ამერიკელები ისევ მათ მიერ გაცემულ ფულს თუ იბრუნებდნენ და
ევროპელთა მიერ ნაყიდი ამერიკული საქონელიც ასევე ამერიკული ფულით
შეისყიდებოდა. თუმცა ეს ფული, ალბათ, ერთი ევროპელისა და ამერიკელისაგან , სხვა
ევროპელსა და ამერიკელს უბრუნდებოდა. როგორც ვილსონის ეპოქის ცნობილი
მოღვაწე ნორმან დეივისი ამბობდა ,,ამ სისტემას არავითარი ეკონომიკური გამართლება
არ გააჩნდა.” ვინაიდან, გერმანია მაინც ვერ ახერხებდა, დაუსესის გეგმით განსაზღვრული
თანხის გადახდას, 1929 წელს შემუშავდა, ასევე ამერიკელი ფინანსური ექსპერტის
პატივსაცემად, იუნგის გეგმად მონათლული ახალი სქემა. ამ გეგმის მიხედვით, გერმანიას
მომავალი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე უნდა გადაეხადა 113,9 მილიარდი მარკა,
თანაც, უქმდებოდა მოკავშირეთა რაიმე კონტროლი გერმანიის ეკონომიკასა და
ფინანსებზე. მაგრამ გერმანიამ ეს პირობაც ვერ დააკმაყოფილა . მაშინ, 1931 წელს,
ამერიკის პრეზიდენტის Hჰერბერტ ჰუვერის ინიციატივით, გამოცხადდა ერთწლიანი
მორატორიუმი რეპარაციების გადახდაზე, რომელსაც ადრე ისიც უთქვამს , რომ
რეპარაციების მიღება ,,აბსოლუტურად განუხორციელებელი იყო”. მაგრამ საქმე ამით არ
დასრულებულა და 1932 წელს ინგლისის ინიციატივით გერმანელთა რეპარაცია კვლავ
მნიშვნელოვნად შემცირდა, მას მხოლოდ 4,2 მილიარდის გადახდა მოსთხოვეს. ამას ისიც
მოჰყვა, რომ იმავე 1932 წელს, ყველა ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა ომის დროინდელი
ვალი გადაეხადა ამერიკისათვის. ვაშინგტონში გამძვინვარდნენ , მაგრამ ომს ხომ არ
დაუწყებდნენ ევროპის 20 მევალე ქვეყნას. ასე რომ, ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან
უკიდურესად დაიძაბა და ამერიკა კიდევ უფრო ჩაიკეტა თავის იზოლაციონიზმში .
მრავალი მკვლევარის აზრით, სწორედ ამერიკის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ შეუწყო
ხელი, ერთი მხრივ, ბოლშევიზმის გაძლიერებას და მეორე მხრივ, მის წინააღმდეგ
საბრძოლველად შექმნილი ფაშიზმის აღზევებას.ლათინურ ამერიკაში , შეერთებული
შტატები, ტრადიციულად, გაცილებით თავისუფლად, შეიძლება ითქვას, ლაღად
გრძნობდა თავს. ამერიკა თანდათანობით ავიწროებდა ევროპელებს, განსაკუთრებით კი
ბრიტანელებს, რომელთაც ლომის წილი ჰქონდათ რეგიონის ეკონომიკაში და მათ
ადგილს იკავებდა. შეერთებულ შტატებს ამ ქვეყნებში უზარმაზარი კაპიტალი ჰქონდა
დაბანდებული, რომელიც ამერიკის უცხოეთში საერთო ინვესტიციების ერთ მესამედს
შეადგენდა და დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარი იყო. Aამ ქვეყნებში გასესხებული
თანხებიდან ამერიკა გაცილებით უფრო მაღალ პროცენტს მოითხოვდა , ვიდრე სხვაგან ,
იმ საბაბით, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში არსებული არასტაბილური პოლიტიკური
და ეკონომიკური ვითარების გამო რისკ ფაქტორიც უფრო მაღალი იყო. კონკრეტულად
კი, თუ ჩვეულებრივ სესხის პროცენტი 5 პროცენტს შეადგენდა, ლათინურ ამერიკაში 7 ან 8
პროცენტს აღწევდა. ამ შემთხვევაში ძნელია არ დაეთანხმო ამერიკელ ბიზნესმენებს .
ლათინური ამერიკა თავისი დაბალი სამოქალაქო კულტურის, ტოტალური კორუფციისა
და არაეფექტიანი ეკონომიკის წყალობით მართლაც თითქმის განუწყვეტელი ომების ,
რევლუციების თუ სახელმწიფო გადატრიალებების არენა იყო.ხშირად იმის მაგივრად ,
რომ პრობლემები საკუთარ თავში ეძიათ ამ რეგიონის მკვიდრნი ყველაფერს თავის
ძლიერ მეზობელს აბრალებდნენ და საკმაო გულისწყრომასაც გამოხატავდნენ. ერთ -
ერთი ვენესუელელი მწერალი რუფინო ბლანკო ფამბონა ამის თაობაზე წერდა _ ,,ეს
იანკები, ეს იანკები, ესენი არიან ჩვენი სულის, ჩვენი ცივილიზაციის, ჩვენი ხასიათის, ჩვენი
დამოუკიდებლობის მტრები”. იანკების იმპერიალიზმზეც ბევრს საუბრობდნენ და
საერთოდ ამერიკელთა ზედმეტსახელი ლათინურ ამერიკაში ,,გრინგო ” კარგს არაფერს
ნიშნავდა. მართლაც, წმინდა პოლიტიკურისა და ეკონომიკურის გარდა , ლათინური
ამერიკის ქვეყნები კულტურულად გაცილებით უფრო ახლოს იყვნენ ესპანეთთან და
პორტუგალიასთან, ვიდრე ამერიკის ანგლო-საქსონურ სამყაროსთან. შესაბამისად
კულტურულ ასპექტში მათთვის გაცილებით უფრო ავტორიტეტული იყო მადრიდის,
ლისაბონის, რომის თუ პარიზის აზრი, ვიდრე ვაშინგტონისა. მაგრამ ეკონომიკას თავის
წესები აქვს და შეერთებული შტატები არა მარტო გეოგრაფიულად იყო უფრო ახლოს ,
არამედ გაცილებით მეტი თანხების დაბანდება შეეძლო რეგიონში , დიდ თანხებს კი ,
როგორც ცნობილია, დიდი პოლიტიკური ზეგავლენაც მოჰყვება. ბუნებრივია , რომ
ამერიკელი ბიზნესმენები კაპიტალს თავიანთი ეგოისტური მიზნებით და არა
ქველმოქმედებისათვის აბანდებდნენ ლათინურ ამერიკაში და ეს, ძირითადად ,
შეერთებული შტატებისათვის ყველაზე მომგებიან, მომპოვებელ და სოფლის მეურნეობის
დარგებში ხდებოდა. არც ის იყო ახალი, რომ უცხოური კაპიტალი მაქსიმალურ მოგებაზე
იყო ორიენტირებული და მას ნაკლებად აწუხებდა ამ ქვეყნების მოსახლეობის ბედი , რაც ,
სხვათა შორის, უკვე ამ ქვეყნების მთავრობების მოვალეობა იყო. მაგრამ რეგიონის
კორუმპირებული მთავრობები ნაკლებად იცავდნენ თავიანთ მოქალაქეთა ინტერესებს და
თუ მათი უვარგისობისა და უვიცობის წყალობით ვითარება ცუდი იყო, მათ შორის
ამერიკული კაპიტალიდან მიღებული მოგებების არამიზნობრივი ხარჯვისა და
ელემენტარული ქურდობის გამო, დიდი სიამოვნებით ყველაფერს ,,საზიზღარ იანკებს ”
აბრალებდნენ.რასაკვირველია, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში , ისევე
როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყანა, ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, თავისი
სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობდა . ამიტომაც ხარჯავდა ფულს და
ხშირად საფრთხეში აგდებდა საკუთარ ჯარისკაცთა სიცოცხლესაც . ალბათ , არც ის იყო
გასაკვირი, რომ ჰაიტისა თუ ნიკარაგუაში მომხდარ კონფლიქტებში , მეომარ მხარეთა
შორის, აშშ მისდამი უფრო კეთილგანწყობილ მხარეს უჭერდა მხარს,ანუ იმას, ვინც უკეთ
დაიცავდა ამერიკული ბიზნესის ინტერესებს და უზრუნველყოფდა მისი
ფუნქციონირებისათვის აუცილებელ სტაბილურობას აღნიშნულ ქვეყანაში . ამ ქმედებებში
კარგად ჩანდა, მონროს დოქტრინაში ჩადებული, ამერიკის კონტინენტზე შეერთებული
შტატების ჰეგემონიის სულისკვეთებაც. Mმაგრამ, ნუ დაგვავიწყდება , რომ ამ ახლო
სამეზობლოში გაგზავნილმა ამერიკულმა ჯარმა, რიგ შემთხვევაში, შეაჩერა უამრავი
სამხედრო გადატრიალებისა თუ რევოლუციის შედეგად გაჩაღებული, გაუთავებელი და
დაუნდობელი სამოქალაქო ომები. შედეგად, მრავალი რიგითი ადამიანი გადაურჩა იმ
ყოვლად განუკითხავ ძალმომრეობას, რომელიც ამ ქვეყნებში სუფევდა , იმ აბსოლუტურ
სიღატაკეს, რომელიც ამ ქვეყნების ამბიციურ და ეგოისტიურ პოლიტიკოსთა თუ
სამხედროთა პარპაშს მოჰქონდა. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ, როდესაც საკუთარი
მოგებისათვის ამერიკას ამ ქვეყნებში თავისი კაპიტალი შეჰქონდა , სწორედ ამ ქვეყნების
მკვიდრებზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებდნენ ამ მეტად მძიმე პირობებზე
შემოსული ინვესტიციების გამოყენებას საკუთარი ქვეყნისათვის. ალბათ, ურთიერთობა
შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკას შორის, რომელშიც , ტრადიციულად
ლათინური ამერიკა დაჩაგრულ მხარედ აღიქმება, არც ისეთი მარტივი და ცალმხრივი
იყო, როგორადაც ამას ზოგიერთი მკვლევარი და პოლიტიკოსი ხატავს.აზიაში ამერიკული
პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო 1928 წელს ჩან კაი შის მთავრობის ოფიციალური
ცნობა და მასთან სატარიფო შეთანხმების დადება. მიუხედავად წინა წლებში არსებული
სერიოზული დაპირისპირებისა, კულიჯის პრეზიდენტობისას ამერიკამ და იაპონიამ
ფართო ეკონომიკური თანამშრომლობა განავითარეს, მით უმეტეს, რომ 1923 წლის
უდიდესი მიწისძვრისა და 1927 წლის მძიმე ეკონომიკური კრიზისის შემდეგ იაპონიას
სულის მოთქმა სჭირდებოდა და ექსპანსიაზე უფრო, უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
ფიქრობდა. მაშინ ეს ამერიკასაც აწყობდა და ამერიკული ინვესტიციები ფართი ნაკადით
მიედინებოდა ამომავალი მზის ქვეყანაში, რითაც მართლაც გამოცოცხლდა მისი
ეკონომიკა. ლათინური ამერიკისაგან განსხვავებით, იაპონელებმა გაცილებით უკეთ
გამოიყენეს ამერიკული კაპიტალი და ნამდვილად გააძლიერეს თავიანთი სამშობლო.
მით უმეტეს, რომ სტრატეგიული ხასიათის პრობლემები ამ ორ ქვეყანას შორის სულაც არ
გამქრალა და რეგიონში ისინი უფრო კონკურენტებად, ვიდრე პარტნიორებად ,
რჩებოდნენ.ყოველი სახელმწიფოს დიპლომატია სამშობლოს ეკონომიკურ განვითარებას
ემსახურება და არც ამერიკული დიპლომატიაა გამონაკლისი. უფრო მეტიც , ამერიკული
დიპლომატია საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის ერთ -ერთ საუკეთესო
მაგალითს წარმოადგენს. სწორედ 1920-იან წლებში დაიწყო ამერიკამ საკუთარი
ეკონომიკური ინტერესების დაცვის ახალი მეთოდებისა და სტილის შემუშავება ,
რომლებიც უკეთ შეესაბამებოდა მის გაზრდილ საერთაშორისო ავტორიტეტსა და
თითქმის განუსაზღვრელ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ამერიკის
როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა არსებული ხელსაყრელი ვითარების
მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების ამოცანას ემსახურებოდა იქნებოდა ეს
საკუთარი პოლიტიკური გავლენის ზრდა მსოფლიოში,თუ ახალი გასაღების ბაზრების
მოძიება, საკუთარი ინვესტიციებისათვის ახალი არეალის შექმნა და საკუთრივ ამერიკული
შიდა ბაზრის დაცვა უცხოური, შედარებით იაფი, პროდუქციისაგან . ამიტომაც მთავრობა
არაფრით ზღუდავდა ბიზნესს, მოუწოდებდა მას აქტიურობისკენ და, ამავე დროს,
ყოველმხრივ ეხმარებოდა დასახული მიზნების განხორციელებაში . ამერიკულმა
ბიზნესმაც დიდი ენთუზიაზმით მიიღო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შემოთავაზებული
დახმარება, მით უფრო, რომ სანაცვლოდ მას თითქმის არაფერს სთხოვდნენ.1920-იანი
წლების პროსპერიტის შეფასებისას შეიძლება აღინიშნოს, რომ ადამიანის ეკონომიკური
უფლებების გაფართოების თვალსაზრისით ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო .
მოხდა სერიოზული გარღვევა ადამიანის ეკონომიკური მდგომარეობის მასობრივი
გაუმჯობესების მიმართულებით, როდესაც ამერიკელთა უდიდესმა ნაწილმა , მათ შორის
ღარიბებმაც, არა მარტო ოცნებებში, არამედ რეალურ ცხოვრებაში ნახეს და დაიჯერეს ,
რომ პატიოსანი შრომით მიღწეული უზრუნველყოფილი და ღირსეული ცხოვრება, ე.წ.
ამერიკული ოცნება, სავსებით ხელმისაწვდომია მრავალი მათგანისათვის. 1920-იანი
წლების ეკონომიკური აყვავების ფენომენი იყო არა ის, რომ ყველა გამდიდრდა , ეს
Dდღესაც მიუღწეველი მიზანია, თუნდაც იმავე ამერიკაში, არამედ ის, რომ პირველად
თანამედროვე სამყაროში მოსახლეობის მეტად მნიშვნელოვანმა ნაწილმა დაიწყო
გამდიდრება და კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა საშუალო ფენის სტატუსს მიაღწია ,
როდესაც სიღატაკე უფრო გამონაკლისი გახდა, ვიდრე ცხოვრების ნორმა მოსახლეობის
უდიდესი ნაწილისათვის. როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავლის
ზრდის, აგრეთვე მისი აქციათა მფლობელად გადაქცევის და კრედიტში ფართო
მოხმარების საგანთა შეძენის შესაძლებლობის წყალობით, აშკარად გამოიკვეთა
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მასობრივი ტენდენცია. მილიონობით ამერიკელი
გახდა არა მარტო რადიოს თუ მაცივრის, არამედ საკუთარი სახლისა და ავტომობილის
მფლობელი. შეიძლება ამ მასობრიობის რეალური რაოდენობა არც ისე დიდი იყო
დღევანდელი წამყვანი სახელმწიფოების თვალთახედვიდან, მაგრამ სახეზე იყო
საზოგადოების განვითარების ტენდენცია ამ მიმართულებით და ამ ტენდენციის ზრდა
ნამდვილად რევოლუციურ ხასიათსა და მასშტაბებს ატარებდა.მაგრამ პროსპერიტის
ერთმნიშვნელოვნად წარმატებად შეფასებაც არ იქნებოდა სწორი . მას ხარვეზებიც
უამრავი ჰქონდა, იმავე ფერმერთა და მაღაროელთა პრობლემები, ავანტურისტული
სპეკულაციური ბუმი საფონდო ბირჟაზე, ემიგრაციის მკაცრი შეზღუდვა , კუ კლუქს კლანის
აღზევება, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის არარსებობა _ არც შტატისა და არც
ფედერალურ დონეზე, მშრალი კანონის წყალობით გაზრდილი დანაშაულებრივობა .
კერძო ბიზნესისადმი გადაჭარბებული ნდობა და მასზე კონტროლის მინიმუმამდე დაყვანა
არ იყო ყოველთვის გამართლებული და, აქედან გამომდინარე ბევრი აუცილებელი და
მტკიცე გადაწყვეტილების მიღება გადაიდო. როგორც საერთაშორისო პოლიტიკის
განვითარებამ გვაჩვენა, არც ამერიკული იზოლაციონიზმი აღმოჩნდა მსოფლიო
მშვიდობის გარანტი და ალბათ უფრო, პირიქით ხელიც კი შეუწყო მეორე მსოფლიო ომის
წინაპირობების გაღრმავებას.
ბილეთი 8
2.ამერიკის შეერთებული შტატების ინდუსტრიული ნახტომი.
ალბათ სამოქალაქო ომის და რეკონსტრუქციის შემდეგ 19-ე საუკუნის მეორე ნახევრის
ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ამერიკის გრანდიოზული სამრეწველო
ნახტომია, როდესაც აგრარული ქვეყნიდან ამერიკა იქცა მსოფლიოს წამყვან
ინდუსტრიულ სახელმწიფოდ. მსგავსი ეკონომიკური წინსვლა მხოლოდ საფრანგეთ-
პრუსიის ომის შემდეგ გაერთიანებულმა გერმანიას თუ ჰქონდა, თუმცა თავის მასშტაბებით
ამერიკას ვერ შეედრებოდა.პერიოდი 1860-დან 1900 წლამდე ამერიკის
ინდუსტრიალიზაციის ერად ითვლება. 1860 წელს მხოლოდ 2 მილიონი იყო დაკავებული
მრეწველობაში, ქვეყნის სამრეწველო სექტორის შემოსავალი 2 მილიარდამდე იყო და
ისიც ძირითადად ჩრდილო აღმოსავლეთზე მოდიოდა. ქარხნებიც ძირითადად მცირე
მასშტაბის იყოს. 1900 წლისთვის კი მრეწველობაში უკვე 6 მილიონი ამერიკელი იყო
ჩართული, შემოსავალი ამ სფეროდან კი 7 მილიარდს აღემატებოდა. შესაბამისად XX
საუკუნის დასაწყისისთვის ამერიკა მსოფლიოს წამყავნ სამრეწველო სახელმწიფოდ იქცა .
სამოქალაქო ომის დაწყებიდან I მსოფლიო ომის დაწყებამდე ამერიკის სამრეწველო
პროდუქცია 12-ჯერ გაიზარდა.გასაგებია რომ სამოქალაქო ომმა მნიშვნელოვნად
გაზარდა იარაღის მწარმოებელი მრეწველობის დარგები, მაგრამ მრეწველობის
რეალური ზრდა მხოლოდ ომის შემდეგ დაიწყო, ეს კი, შემდეგმა ფაქტორებმა
განაპირობა1. ეროვნულმა მთავრობამ ამერიკული მრეწველობის უცხოური
კონკურენციისგან დასაცავად მაღალი ტარიფები დააწესა .2. მოსახლეობის სწრაფმა
ზრდამ მომხმარებელთა ბაზარი გაზარდა, რომელსაც დიდი რაოდენობის ახალი
პროდუქცია ჭირდებოდა3. ემიგრაციის დიდმა ტალღამ დიდი რაოდენობის იაფი მუშა
ხელი წარმოშვა.4. უსაზღვრო რაოდენობის ნედლეულის (ქვანახშირი, რკინა, ნავთობი ,
წყლის რესურსები , ხე-ტყე) არსებობა ხელს უწყობდა მრეწეველობის ზრდას5.
რგინიგზების ქსელის გაფარტოებამ კიდევ უფრო გაზარდა ეროვნული ბაზარი
მეწარმათათვის. მართლაც თუ 1860 წელს რკინიგზის ქსელი 30 ათასი მილი იყო, 1900
წელს უკვე 260 ათასი.განსაკუთრებული ცვილებები მოხდა ამ პერიოდში ბიზნესის მართვის
მეთოდებშიც, რასაც ხელი შეუწყვეს ე.წ. ,,მრეწველობის კაპიტნებმა’’, თუმცა ზოგიერთი
მათ ,,ავაზაკ ბარონებს’’ უწოდებდა.ამერიკული ბიზნესის ნაირსახეობანი :ვერტიკლაური
ინტეგრაცია ენდრიუ კარნეგის სახელთანაა დაკავშირებული , რომელმაც 1873 წელს
თავისი ფოლადის კომპანია დაარსა. კარნეგის არ უნდოდა, რომ ფოლადის წარმოება
ნედლეულის მომწოდებლებზე ყოფილიყო დამოკიდებული. ამიტომ მთელი
პროცესისთვის საჭირო საქმიანობა შეისყიდა, მაგალითად, საბადაოები , გემები ,
რკინიგზის ხაზები და ასე შემდეგ. ასეთი სტრუქტურა რომლიც თავიდან ბოლომდე მთელ
პროცესს მოიცავს ვერტიკალური ინტეგრაციის სახელითაა ცნობილი კორპორაციები არ
იყვენ ერთი ან რამოდენიმე ადამიანის მფლობელობაში ეს იყო აქციების მფლობელთა
გაერთიანებანი, რომლებიც ირჩევდნენ დირექტორთა საბჭოს ბიზნესის სამართავად .
აქციის მფლობელები შესაბამისად თავის წილის მიხედვით იღებდნენ მოგებას .
კორპორაციების მიმზიდველი მხარე ის იყო, რომ აქციების გაყიდვის მეშვეობით მათ დიდი
თანხების მოზიდვა შეეძლოთ. შესაბამისად დიდი ქარხნების აგება ძვირადღირებული
მანქანა დანადგარებითურთ და ასე შემდეგ. 1900 წლისთვის კორპორაციები უკვე ამერიკის
ეკონომიკის 2/3 აკონტროლებდნენ.დიდი კომპანიები ამავე დროს სხვადსხვა ვარიაციებში
აგებდნენ კომბინაციებს. გაერთიანება ((Merger) - ორი ან სამი კომპანიის გაერთიანების
მეშვეობით დიდი და ძლიერი კომპანიის შექმნა. ამის ინიციატორი 1869 წელს იყო
კორნელიუს ვანდერბილტი, რომელმაც ნიუ-ორკიდან ქალაქ ბუფალომდე რამოდენიმე
მოკლე რკინიგზა გააერთიანა და ქვეყნის პირველი სარკინიგზო სისტემა შექმნა - New York
Central. შემდეგ ეს კომპანია კიდევ უფრო დასავლეთით გაგრძელდა. ზოგჯერ ამ
გაერთიანების მეშევეობით მონოპოლიებიც კი იქმნებოდა, რომლებიც მაღალ ფასებს
აწესებდნენ.პული (Pool) - ეს იყო არაფორმალური გარიგება კონკურენტ კომპანიებს
შორის. ისინი თანხმდებოდნენ ერთიან ფიქსირებულ ფასებზე და მოგების წილზე . ამავე
დროს, იყოფდნენ ბაზარს თავისი პროდუქციისთვის. ასეთი პირველი გარიგება შუა
დასავლეთის კონკურენტ რკინიგზებს შორის მოხდა 1870 წელს. შემდეგ ამას ხშირად
აკეთებდნენ რკინიგზები, თუმცა ამავე დროს, ხშირადვე არღვევდნენ
შეთანხმებებს.ტრესტები (Trusts) ეს იყო ბიზნესის გიგანტური კომბინაცია რომელშიც ერთ
ან მომიჯნავე სფეროში მომუშავაე კომპანიები იყო გაერთიანებული . მათ ნდობით
აღჭურვილ პირთა, მეურვეთა მცირე საბჭოები მართავდნენ. ცალკეული კომპანიების
აქციის მფლობელები ანდობდნენ თავის აქციებს ამ პირებს, სამაგიეროდ იღებდნენ
ტრესტის სერტიფიკატს, რომელიც უზრუნვეყოფდა მათ შესაბამისი მოგების
წილით.პირველი წარმატებული ტრესტი ჯონ როკფელერმა შექმნა. ნავთობის ბიზნესში იგი
1860-იანი წლებიდან შევიდა და თავის კონკურენტებს დაბალი ფასებითა და
დაუნდოებელი ბრძოლით მოუგო. ბოლოს 1879 წელს როცა საკუთარი ტრესტი შექმნა ამ
ბიზნესის 90 პროცენტს აკონტროლებდა. შემდეგ ასეთი ტრესტები სხვა დარგებშიც შეიქმნა
ერთ-ერთი უდიდესი ტრესტი იყო American Tobacco Company რომელიც 1890 წელს შექმნა
ჯეიმს ბ. დიუკმა და მისმა ძმამ ბენჯამენმა.ჰოლდინგური კომპანიები ისინი არ
აწარმოებდნენ და არ ყიდდენ პროდუქციას ან მომსახურებას. ამის სანაცვლოდ ისინი
რამოდენიმე ურთიერთ დაკავშირებული კომპანიის საკონტროლო ინტერესებს
ფლობდნენ აქციების მეშვეობით და მათი ოპერაციების წარმართვით იყვნენ დაკავებული
ამ ასპექტში პიონერი იყო ბელის სატელეფონო კომპანია. საუკუნის დასასრულისთვის 185
საწარმოო ჰოლდინგური კომპანია აკონტროლებდა ამერიკის წარმოების
ინვესტირებული კაპიტალის ერთ მესამედს.საინვესტიოციო ბანკები . დიდ ბიზნესს
ბანკირთა ჯგუფი ეხმარებოდა რომელიც კორპორაციებისთვის კაპიტალის მოზიდვით იყო
დაკავებული. საინვესტიციო ბანკები ზედამხედეველობას უწევდნენ აქციებისა და
ბონდების გაყიდვებს. ისინი ხშირად კორპორაციების დირექტორთა საბჭოს წევრებიც
იყვნენ. ინდუსტრაილიზაციის ეპოქაში გამოირჩეოდა ჯონ პირპონტ მორგანის საქმიანობა
ამ სფეროში. იგი ამერიკის უდიდესი კერძო ბანკის მფლობელი იყო. 1893 წელს როდესაც
ბიზნესის პანიკის დროს ასობით რკინიგზის კომპანია განადგურების პირას იყო სწორედ
მორგანმა იკისრა მათი რეორგანიზაცია და მუშაობის გაუმჯობესება . 1901 წელს მორგანმა
და მისმა პარტნიორებმა კარნეგის ფოლადის კომპანია შეისყიდეს, გააერთიანეს იგი სხვა
კომპანიებთან და შექმნეს შეერთებული შტატების ფოლადის კორპორაცია. ეს იყო
ამერიკის პირველი კორპოროცია, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტ საკუთრებას
ფლობდა.ახალმა ეპოქამ მცირე ზომის მაღაზიებს სერიოზული კონკურენცია შეუქმნა.
კერძოდ კი იქმნებოდა მაღაზიათა ქსელი, რომელსაც ერთი კომპანია ფლობდა და
რომელსაც ცენტრალური მენეჯმენტი გააჩნდა. შესაბამისად, უფრო იაფად და უფრო მეტს
ყიდდა. პირველი საბაკალეო ხასაითის მაღაზიათა ქსელი 1859 წელს შეიქმნა. (Great Atlantic
and Pacific Tea Company) დიდი ატლანტიკის და წყნარი ოკეანის ჩაის კომპანია, ხოლო 1879
წელს შეიქმნა (F.W. Woolworth) უილოვორთის ხუთ და ათ ცენტიან ნაწარმთა მაღაზიათა
ქსელი, რომელიც ამ სახელით 1997 წლამდე არსებობდა, თუმცა ბუნებრივია უკვე სხვა
ფასები იყო.ასევე სიახლე იყო სხავადსხვა განყოფილებიანი მაღზიები , რომლებიც
თითქმის ყველა სახის საქონელს ყიდდნენ, იქნებოდა ეს ტანსაცმელი, სახლისთვის
საჭირო ნივთები, სათამოაშოები თუ სხვა რამ. Pპირველად ასეთი მაღაზიები შეიქმნა 1860-
70- წლებში (გავიხსენოთ ემილ ზოლას რომანი ,,ქალთა ბედნიერება’’). მათ შორის იყო
მეისი (Macy’s) ნიუ იორკში, (Wanamaker’s) უანამეკერსი ფილადელფიაში, (Marshall Field)
მარშალ ფილდი ჩიკაგოში. საფოსტო ვაჭრობაც მაშინ დაიწყო და შეიქმნა კატალოგები ,
რომელთა მიხედვითაც უკვეთავდნენ საქონელს. აქ პიონერები იყვნენ მონტგომერი
ვარდი (Montgomery Ward) დაარსებული 1872 წელს და სირს რობაკი Sears Roebuck) რომლიც
1895 წელს ამუშავდა. დაიწყო ასევე განვადებით გაყიდვები. ერთი სიტყვით , რაც დღეს
ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს ვაჭრობის სფეროში, სწორედ მაშინ, იმ წლებში
იქმნებოდა.დაიხვეწა აგრეთვე საკვების შეფუთვის ტექნიკაც, იქმნებოდა ახალი ბრენდები
იქმნებოდა და 1906 წლისთვის უკვე 10 568 იყო დარეგისტრირებული. დაიხვეწა რეკლამაც,
რომელიც უკვე არა მარტო მაღაზიებში არამედ ჟურნალებსა და გაზეთებშიც გამოჩნდა .
დიდი ელექტრო შუქის რეკლამებიც გაჩნდა.როგორც ცნობილია ეკონომიკის
განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საკომუნიკაციო ქსელი ანუ გზები
წარმოადგენენ. მათ ეკონომიკის სისხლძარღვებსაც კი უწოდებენ. აღნიშნულ პერიოდში
დიდი ტვირთის გადასაზიდი საუკეთესო საშუალება რკინიგზა იყო და როგორც აღვნიშნეთ
თუU 1860 წელს მათი სიგრძე 30 ათას მილს შეადგენდა 1900 უკვე 260 ათასს აღწევდა. ამ
პერიოდში ეს იყო ქვეყნის ყველაზე დიდი არააგრარული ბიზნესი. 1860-იან წლებში ჯორჯ
პულმანმა საძინებელი ვაგონები და ვაგონ რესტორნები გააკეთა. მატარებლების
კონსტრუქციულმა სიახლეებმა მგზავრობა კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული
გახადეს. მოხდა აგრეთვე თავად რგინიგზის ხაზების სტანდარტიზაციაც . საინტერესოა ,
რომ სწორედ რკინიგზის განრიგის მოსაწესრიგებლად შეიმუშავეს სხვადასხვა დროის
საათობრივი ზოლი -- 1883 წელს ქვეყანა 4 დროის ზონად დაიყო და დღევანდლამდე ასევე
არსებობს.უკეთესი საინფორმაციო კომუნიკაციის საშუალებანი გაჩნდა . 1850-იან წლებში
განვითარებულ ტელეგრაფს დაემატა 1866 წელს ტრანსატლანტიკური კაბელი ამერიკასა
და ევროპას შორის, რომელიც ატლანტიკური ოკეანის ფსკერზე გაიყვანეს, ამ იდეის
ინიციატორის საირუს ფილდის თავდადებული და შეუპოვარი მცდელობით .1876 წელს
შოტლანდიური წარმოშობის ამერიკელმა, სმენადაქვეითებულთა მასწავლებელმა
ალექსანდრე გრეჰემ ბელმა, ჭეშმარიტი რევოლუცია მოახდინა კომუნიკაციის სფეროში ,
და ტელეფონი დააპატენტა. სულ ორ სამ წელში უკვე 148 სატელეფონო კომპანია იყო,
ხოლო 1900 წლისთვის უკვე 1 მილიონი აბონენტი იყო. ესეც ამერიკული სტილია ახალი
გამოგონების სწრაფი, დინამიური და მასობრივი იმპლემენტაცია , ამერიკელებს
არაჩვეულებრივი უნარი აქვთ ყველაზე სწრაფად, საყოფაცხივრებო დონეზე , დანერგონ
უახლესი გამოგონება. 1895 იტალიელმა გამომგონებლმა გულიელმო მარკონიმ, ასევე
რევოლუციური მასშტაბის, უკაბელო ტელეგრაფი მოიგონა და გზა გაუხსნა რადიოს ,
რომელიც ამერიკელებმა ასევე უსწრაფესად აითვისეს. მართალია 1870-იან წლებში
საბეჭდი მანქანისა და სალარო აპარატის გამოგონება ასეთი რევოლუციური ხასიათის
მოვლენა რა იყო, მაგრამ მათაც ძალიან ხელშესახები დახმარება გაუწიეს
კაცობრიობას.1850-იან წლებში უილიამ კელიმ კენტუკიდან მოიგონა ფოლადის
გამოდნობის ახალი და ბევრად იაფი ტექნოლოგია. იმავე დროს ინგლისელმა ჰენრი
ბესემერმა მოიგონა იგივე ტექნოლოგია და ამას ჰენრი- ბესემერის პროცესი დაარქვეს .
1860-იან წლებში ეს ტექნოლოგიები ფართოდ დაინერგა და ფოლადმა თითქმის ყველგან
შეცვალა რკინა. მატარებლებში, გემებში, ხიდებში და ა.შ. ფოლადიოს წარმოება 1875
წელს იყო 222 ათასი ტონა, 1900 წელს უკვე 11 მილიონი. ამ სფეროში თავი გამოიჩინა
ზემოთ უკვე ნახსენებმა ენდრიუ კარნეგიმ, რომელიც 13 წლის ასაკში ჩამოვიდა
შოტლანდიიდან, ხოლო 1873 წელს უკვე საკუთარი ფოლადის კომპანია შექმნა. შეიძლება
ითქვას მისი ბედი ე.წ. ამერიკული ოცნების რეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე
შთამბეჭდავი ვარიანტია.1850 წელს ედვინ დრეიკმა პირველად წარმატებულად დაამუშავა
ნავთობის ჭაბურღილი ტუტისვილში პენსილვანია, რასაც ასეთი ჭაბურღილების
რაოდენობის სწრაფი ზრდა მოყვა და ნავთობის მასობრივი ტრანსპორტირებაც . ასევე
თანდათანობით გაიზარდა მოთხოვნილება ნავთობზე , როცა მისგან ნავთის წარმოება
ისწავლეს, მაშინ ნავთობის გადამუშავებით მიღებულ ნავთს გასანათებელი ლამპებისთვის
იყებდნენ . 1859 წელს მოიპოვებდნენ 2000 ბარელს წელწადში 1900 წელს უკვე 63 მილიონს.
თუმცა რასაკვირველია ნავთობის ნამდვილად მაშტაბური გამოყენება მეოცე საუკუნეში ,
ავტომობილებისთვის დაიწყო.განსაკუთრებული ცვლილებები მოხდა ელექტროფკაციის
სფეროში. ჩარლზ ბრაშმა დინამო მანქანა გამოიგონა, რომელიც ელექტროენერგიას
აწარმოებდა, თომას ედისონმა კი ელექტრო ნათურა გამოიგონა. პირველი ელექტრო
სადგური ამერიკაში 1882 წელს აშენდა ნიუ-იორკში. Uუკვე ძალიან მალე, ტრადიციულად
სწაფად, ელქტროგანათებამ შეცვალა ნავთის და გაზის მანათობლები.ეკონომიკის ასეთ
დინამიურ და წარმატებულ განვითარებას სხვა , ზემოთ დასახელებულ მიზეზებთან ერთად
იმანაც შეუწყო ხელი რომ იგი. ე.წ. Laissez Faire -ის ( ფრანგულად - დაე გააკეთოს) ანუ
ეკონომიკაში მთავრობის ჩაურევლობის იდეოლოგიაზე იყო აგებული.ეს კი გულისხმობდა
რომ:1. ეროვნული რესურსების მფლობელი და მაკონტროლებელი კერძო ინდივიდუმები
უნდა ყოფილიყვნენ2. მწარმოებლებს თავისუფალი კონკურენციის გარემოში უნდა
ემუშავა, მომხმარებელს კი საუკეთესო პროდუქტი და მომსახურება აერჩია.3. სახელმწიფო
კი არ უნდა ჩარეულიყო ეკონომიკური სისტემის საქმიანობაში.
ბილეთი 9
2.კუ-კლუქს კლანის აღორძინება და მორალური ფასეულობანი.
ალბათ, ამერიკის ისტორიის ყველაზე რთული და ტრაგიკული მოვლენა, რასაც რასიზმი
ქვია, არც აყვავების დეკადაში დაიმალა, უფრო მეტიც 1920-იან წლებში მთავრობის
ინერტულობას რასობრივ საკითხში თან ერთვოდა რასიზმის და ქსენოფობიის
ჭეშმარიტად ვულკანისებური ამოფრქვევა, რომელმაც საზოგადოების მეტად
მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ეს კარგად გამოჩნდა ანტიემიგრაციულ
კანონმდებლობებში, რომლებსაც აშკარად გამოკვეთილი რასობრივი ელფერი
დაკრავდა, მაგრამ ამ წლების მთავარი საფრთხე კუ კლუქს კლანის აღორძინება იყო .
ბევრს კუ კლუქს კლანი მარტო ზანგების დასაწიოკებლად და დასაშინებლად შექმნილი
ორგანიაზაცია ჰგონია და ნაწილობრივ ეს ასეც არის, მაგრამ ეს მედალის მხოლოდ ერთი
მხარეა. კლანი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და რთული მოვლენა იყო. 1920-იან
წლებში აღორძინწბულ, ახალ კლანს, გარდა ანტიზანგურისა, ჰქონდა ანტიებრაული ,
ანტიკათოლიკური, ანტიკომუნისტური და ანტიემიგრანტული განწყობა.ყველაფერი ცუდი
ამერიკაში შავების და ებრაელი ბანკირების ბრალიაო, გაიძახოდნენ კლანსმენები .
საიონტერესოა, რომ რადიკალური კონსერვატიზმის საფუძველზე რეორგანიზებული
კლანი არა მარტო სამხრეთის შტატებში, ე.წ. ,,ბიბლიურ ზოლში”, არამედ შუა
დასავლეთში, ჩრდილოეთ შტატებში და კანადაშიც კი გაიფურჩქნა . ზოგიერთ შტატში
თეთრი მამაკაცების 20 პროცენტი, ზოგან 40 პროცენტიც კი კლანის წევრები იყვნენ. კლანი
მორალის დამცველადაც მოევლინა ქვეყანას და მის იდეოლოგიას რასობრივი,
რელიგიური და ეროვნული ფაქტორების გარდა ე.წ. მორალური ცენზორის იდეაც
დაემატა. კლანის წევრები თავის უბანსა თუ სამეზობლოში თვალყურს ადევნებდნენ
მეზობლების მორალურ სახეს,განიხილავდნენ ამას თავიანთ შეკრებებზე და დამნაშავის
დასჯის მეთოდებსაც ერთად შეიმუშავებდნენ. როგორც ცნობილი ამერიკელი
ისტორიკოსები დევიდ კენედი და თომას ბეილი აღნიშნავდნენ, კლანი
უფრო ,,ანტიუცხოელთა, ანტიკათოლიკეთა, ანტიებრაელთა, ანტიფაციპისტთა,
ანტიკომუნისტთა , ანტიინტერნაციონალისტთა, ანტიევოლუციონისტთა,
ანტიბუტლეგერთა, ანტიაზარტულ თამაშთა, ანტიშობადობის კონტროლისა და
ანტიადიულტერის მოძრაობას წარმოადგენდა.”კლანის ,,დიდი მაგი” ევანსი
ჟურნალ ,,ნორს ამერიქენ რევიუსათვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა ,,მომავალი და
ცივილიზაცია დამოკიდებულია თეთრი რასის უპირატესობაზე . სხვა რასებსაც ჰქონდათ
თავიანთი შანსი, მაგრამ ისინი დამარცხდნენ”. იგივე ევანსი 75 ათასი კლანსმენის
შეხვედრაზე აღნიშნავდა _ ,,ზანგებს არ შეუძლიათ მიაღწიონ ანგლო-საქსონურ დონეს . . .
უღირსი წინაპრების დაბალი გონებრივი განვითარება, ჯუნგლებიდან გამოსულ
ფერადკანიან ამერიკელთა სისხლი არავითარ ახალ გარემოს არ შეუძლია
მნიშვნელოვნად შეცვალოს. ეს ძველი, შთამომავლობითი ჩამორჩენაა”.ებრაელების
მიმართ ევანსს სხვა პრეტენზია ჰქონდა. კერძოდ კი აღნიშნავდა, რომ ,,მათი რასობრივი
კარჩაკეტილობა და მხოლოდ თავისიანებზე ქორწინება შეუძლებელს ხდის მათ სრულ
ასიმილაციას სხვა საზოგადოებაში. ათასი წელიც რომ იცხოვრონ ერთ ადგილას, ისინი
ვერ ჩაეწერებიან ადგილობრივ საზოგადოებაში.კათოლიკეებზე ამბობდა , რომ ,,მათთან
ასიმილაცია უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს ამერიკის სახელმწიფო
ინსტიტუტებისათვის, ვინაიდან ისინი რომის პაპს უფრო ექვემდებარებიან , ვიდრე
ამერიკის მთავრობას. მათ უნდათ, რომ ბავშვებმა ისწავლონ არა საზოგადოებრივ
სკოლებში, არამედ იმ ეკლესიის კონტროლქვეშ გაიზარდონ, რომელიც ამერიკაშიც კი არ
არის დაფუძნებული.უცხოეთში დაბადებულების მიმართ ის პრეტენზია ჰქონდათ , რომ მათ
არ შეეძლოთ ბოლომდე აღექვათ ამერიკის დამფუძნებელ მამათა იდეები და ,
შესაბამისად, მათ არ უნდა მისცემოდათ ამერიკელთა ყოფის შეცვლის საშუალება .კლანის
გავლენა ოციან წლებში იმდენად გაიზარდა რომ მას ,,უხილავ იმპერიასაც ” უწოდებდნენ .
კლანი ძირითადად უფრო პატარა ქალაქებისა და დაბების ფენომენი იყო, სადაც
ნაკლებად შეაღწია ინდუსტრიალიზაციამ, ემიგრაციამ და ლიბერალურმა
მსოფლმხედველობამ. თუმცა ოციან წლებში იგი დიდ ქალაქებშიც საკმაოდ პოპულარული
გახდა. თუმცა, კონკრეტული ქმედებები უფრო ადგილობრივ დონეზე ჩანდა .
ფაქტობრივად, კლანმა რამდენიმე სენატორი და გუბერნატორი აირჩია . თავისი
მომხრეების მეშვეობით კლანი აკონტროლებდა ტენესის, ოკლაჰომას, ინდიანას და
ორეგონის მთავრობებს. ინდიანაში კლანსმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი ედვარდ
ჯექსონი გუბერნატორადაც კი აირჩიეს. ტრადიციულად რესპუბლიკურ ორეგონში შტატის
გუბერნატორად კლანსმენი დემოკრატი უ. პირსი აირჩიეს. 1923 წელს კლანსმენებმა
ოკლაჰომის გუბერნატორის დ. უოლტონის იმპიჩმენტსაც მიაღწიეს.1920-იანი წლების
შუახანისათვის, როდესაც კლანის პოპულარობამ მწვერვალს მიაღწია , მისი წევრების
რაოდენობა 5 მილიონს აღემატებოდა. 1925 წლის 8 აგვისტოს კლანის 40 ათასიანმა
დემონსტრაციამ ვაშინგტონში, განსაკუთრებული, ზოგადეროვნული ყურადღება მიიპყრო .
ასეთ გამოწვევაზე, კულიჯის მსგავს, ინდეფერენტულ პრეზიდენტსაც კი , უნდა მოეხდინა
რეაგირება და ამერიკის ლეგიონის წინაშე გამოსვლისას, მან მკაცრად გააკრიტიკა
რასიზმი და განაცხადა, რომ ღმერთს არც ერთი რასისათვის არ მიუნიჭებია მონოპოლია
პატრიოტიზმზე. ,,ზოგი თავის ამერიკელობას სამი საუკუნის წინ ,,მეიფლაუერით” იწყებს,
ზოგიც სამი წლის წინ, მაგრამ Dდღეს ყველა ერთ ნავში ვართ.” თუმცა რეალურად
ჰარდინგი და არც კულიჯი არ გამოირჩეოდნენ კლანის მიმართ განსაკუთრებულად
უარყოფითი დამოკიდებულებით და შეიძლება ითქვას, რომ მათ ბევრი არაფერი
გაუკეთბიად კლანის გავლენის შესამცირებლად, ეს დრომ, და თვით კლანსმენების
ქმედებამ მოიტანა.კლანის პოპულარობის დაცემა მნიშვნელოვანწილად თავად კლანის
ლიდერის, ,,დიდი დრაკონის” დევიდ სტეფენსონის სკანდალთან იყო დაკავშირებული .
იგი მილიონერი იყო, უყვარდა დროს ტარება და ლამაზ ქალთა საზოგადოება . მაგრამ
1925 წლის 15 მარტს ამ ლამაზმანთა მოტრფიალემ ერთი გარეგნობით არც თუ
გამორჩეული, შინაბერა ქალბატონი მეჯ ობერჰოლცერი შეაცდინა და გააუპატიურა .
Gგაოგნებულმა ქალმა თავი მოიწამლა. შეშინებული ,,დრაკონი” მას ფულს და ქმრობასაც
პირდებოდა, მაგრამ უარი მიიღო, მაშინ მან ობერჰოლცერი შინ მიიყვანა და უპატრონოდ
მიაგდო. სასამართლომ სტეფენსონს მეორე ხარისხის მკვლელობაში დასდო ბრალი და ,
მიუხედავდ მისი დიდი გავლენისა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა . ამ სკანდალმა უდიდესი
გავლენა მოახდინა კლანელებსა და მთელს ამერიკაზე. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც
ამბობდა, რომ ამ მოვლენამ საერთოდ მოსპო კლანი. საზოგადოების აღშფოთება იმან
გამოიწვია რომ, როგორც აღვნიშნეთ, კლანი მარტო რასიზმს კი არ ქადაგებდა, არამედ
მაღალი მორალურ- ეთიკური ნორმების დამცველადაც აცხადებდა თავს და Bბევრი
ამერიკელი სწორედ ამიტომაც ემხრობოდა მას. შინაბერა ქალის შეცდენა , მოტყუება , და
ღირსებააყრილი თეთრი ქალის მკვლელობა, ეს უკვე მეტისმეტი იყო პურიტანელი
ამერიკელებისათვის. ამ შემაძრწუნებელ ისტორიას, კლანის სხვა , ცნობილი ლიდერების
ფინანსური სკანდალებიც მოჰყვა, რომელთა გამოძიებაც საბოლოოდ კონგრესმაც
დაიწყო. თანაც, ამერიკელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სულ უფრო უარყოფითად
ეკიდებოდა კლანის კაცთმოძულე იდეოლოგიას და მის, ხშირ შემთხვევაში, კრიმინალურ
მეთოდებს. ალბათ, პროსპერიტიმაც დაავიწყა ბევრს არსებული პრობლემები და მათ
კლანის მხარდაჭერაც ნაკლებად სჭირდებოდათ. 1930 წლისათვის კლანი უკვე სულ რაღაც
30 ათას წევრს მოითვლიდა.

You might also like