You are on page 1of 5

სტუდენტი:ანანო აქუბარდია.

ფაკულტეტი:თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა.

საგანი:აკადემიური წერა.

ლექტორი:ქეთევან გოჩიტაშვილი.

სემინარის ხელმძღვანელი:ნინო პოპიაშვილი.

რეფერატი

ბილინგვური განათლების მნიშვნელობა,მისი დადებით-უარყოფოთი მხარეები.

თანამედროვე მსოფლიოში ბილინგვურ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.იგი


გულისხმობს ორენოვან სწავლებას.ეს საკითხი განსაკუთრებით ეხება ეთნიკურ
უმცირესობებს,რომლებიც ენის ბარიერს აწყდებიან.ბილინგვური განათლება კი ხელს
უწყობს სახელმწიფო და უმცირესობათა ენაზე სწავლებას,რაც ეხმარება საზოგადოებაში
ინტეგრირებისას.საკითხი ყველა დროში აქტუალურია.შესაბამისად,არსებობს უამრავი
შეხედულება აღნიშნულ თემაზე.რეფერატის მიზანია,ავტორთა შეხედულებათა მიხედვით
განხილულ იქნეს ბილინგვური განათლების არსი,მისი დადებითი თუ უარყოფითი
მხარეები.სწორედ ამ მიზნით,გამოიყოფა რამდენიმე ავტორის შეხედულება,რომელთა
შორისაა:შალვა ტაბატაძე,ირინა ბაგაური,კახა გაბუნია,ირინა შუბითიძე და სხვათა
მოსაზრებები.
შალვა ტაბატაძე წარმოგვიდნებს ბილინგვური განათლების მნიშვნელობას
საქართველოში,რომელიც შემუშავებულ იქნა ლატვიელთა ადგილობრივ საექსპერტო
ჯგუფთან ურთიერთობის შედეგად.იგი გამოყოფს რეალობაში მდგარი პრობლემატიკიდან
გამომდინარე სამომავლო გეგმებს,სადაც ეხება სამ ძირითად მიმართულებას.პირველ
მათგანში საუბარია სუბმერსიაზე,როდესაც ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლები
სწავლობენ ქართულ სკოლაში ორ ენაზე,მათი საერთო რიცხვი 6%ია.მე-2 და მე-3
მიმართულებაში გამოკვეთს ბილინგვური სწავლების 4 სუსტ და 2 ძლიერ
პროგრამას.ტაბატაძის აზრით,აღნიშნულ საკითხში აუცილებელია მშობელთათვის სწორი
ინფორმაციის მიწოდება სუბმერსიის დადებით და უარყოფით მხარეებზე,ვინაიდან ჩართვა
ამ პროგრამაში მათი ნებაა და შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება.აგრეთვე,აღნიშნავს,რომ
სუბმერსიის პრაქტიკა სრულიად ეფეტქური არაა და პრობლემის შესამცირებლად
მართებულად მიიჩნევს სკოლის მიერ ეროვნული უმცირესობისთვის ინდივიდუალური
გაკვეთილების ჩატარებას და ამ მიმართულებით სასწავლო პროგრამის შემუშავებას.
(ტაბატაძე, 2010, გვ. 8)

ტაბატაძის მოსაზრებით,ეფექტური პროგრამის შესამუშავებლად აუცილებელია სკოლის


ჩართულობა.შესაბამისად,იგი მიმოიხილავს რამდენიმე ძირითად ფაქტორს და
ამბობს,რომ,,სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა იცოდნენ სასწავლო
მიდგომები,სტრატეგიები.ისინი უნდა იყვნენ ამ მიმართულებით საკუთარ მასწავლებელზე
უკეთესად მომზადებული და უნდა შეეძლოთ ამ ცოდნის მასწავლებელთათვის
მიწოდება’’(შაუ,2003)მისი გადმოსახედიდან,ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს
ლიდერობა,სწავლების სწორი მოდელის არჩევა,მოსწავლეთა წახალისება და ფინანსური
სახსრების მოძიება,რათა აღნიშნული საკითხები დააორგანიზოს. (ტაბატაძე, 2010, გვ. 15)

კონკრეტული მიზნების შესასრულებლად აუცილებელია თანამშრომლობა


ადმინისტრაციასა და მასწავლებელთა შორის.სკოლას კი თავის მხრივ უნდა ჰქონდეს
ბილინგვური განათლების მყარი სისტემა,რადგანაც მუდმივად გადაამზადოს
მასწავლებლები,რათა მათი პროფესიული უნარ-ჩვევები განავითარონ,რაც ხელს შეუწყობს
მუდმივად კვალიფიკაციის ზრდას. (ლინდჰოლმ-რეალი, 2005)

რაც შეეხება,ირინა ბაგაურს იგი გამოკვეთს ბილინგვური განათლების სუსტსა და ძლიერ


მხარეებს.სუსტი მხარე მოიცავს ისეთ მეთოდს,სადაც ორენოვან გარემოში მცხოვრები
ბავშვების სწავლების შედეგი არის ერთენოვანი ან არასრულყოფილი
ორენოვანი.განსხვავებით ძლიერისგან,სადაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა საკუთარი ენა
შეინარჩუნოს,მეტიც შეისწავლოს მეორე ენა,რომელიც დაეხმარება საკუთარის
გამდიდრებაში,ანუ ბილინგვიზმში,ორი ენის სრულყოფილად შესწავლაში.

ბაგაურის აზრით,სუბმერსია ბილინგვურ განათლებაში სუსტი პროგრამაა. (ბაგაური, 2010,


გვ. 22-23-24).განსხვავებულად მიიჩნევდა შ.ტაბატაძე,რომელიც მიუხედავად იმისა,რომ
გამოკვეთდა სუბმერსიის უარყოფით მხარეებს,თვლიდა რომ იგი მაინც დადებითი
პროგრამაა.ი.ბაგაური საწინააღმდეგო ფიქრობს და ამბობს,რომ მოზარდებს ოჯახური
უმცირესობებიდან უწევთ სწავლება უმრავლესობის ენაზე,როცა ამ ენას არ ფლობენ
საკმარისად,რაც პრობლემურია.როგორც იგი აღნიშნავს,ყველა სკოლა ვერ იქნება
სუბმერსიული,ძირითადად ისეთი საგანმანათლებლო დაწესებულებები,სადაც
უმრავლესობასთან ერთად უმცირესობის წევრები იღებენ განათლებას იწოდება
სუბმერსიულად.ბილინგვიზმი კი თავის მხრივ იყოფა ტრანზიტულად და
გარდამავლად:ტრანზიტულის შემთხვევაში ბავშვები მონოლინგალები ხდებიან,რადგან
საოჯახო ენა ერწყმის სახელმწიფო ენას და ანაცლებს კიდეც. (ბაგაური, 2010, გვ. 25)

კახა გაბუნია კი გამოკვეთს სწორად და არასწორად შერჩეული პროგრამის


მნიშვნელობას.მიაჩნია,რომ საქართველოში ბილინგვური განათლების პროგრამა
სუსტია,როგორიცაა,იმერსია,მაგრამ ეფექტურად დუალური განათლების მოდელის მიღებას
მიიჩნევს.მისი აზრით,შედეგიანი იქნება სწორად შერჩეული სასწავლო გეგმა,სადაც ერთი ენა
შეისწავლება საგნის სწავლებისას.მაგალითად,პედაგოგი ერთ ენაზე ახსნის
გაკვეთილს,ხოლო მას შეაფასებს სხვა ენაზე,ეს მოსწავლეს დაეხმარება უცხო ენის
შესწავლაში.მართალია,შრომატევადი საქმეა,თუმცა მკვლევართა
შეხედულებით,ტრანსენოვანი მეთოდი ეფექტურია,გულისხმობს სწავლების ისეთ
მეთოდს,სადაც საგაკვეთილო პროცესი ორ ენაზეა,კითხვა და მოსმენა ერთზე,ხოლო
ლაპარაკი და წერა მეორეზე,ფუნქციურად კი ეს პროცესი ცვალებადია. (გაბუნია, 2010, გვ. 30)

სწავლის პროცესის წარმატებულად წარმართვისთვის მასწავლებელმა უნდა


ითანამშრომლოს სხვა ენის პედაგოგებთან,ვინაიდან ყველა საგანი შინაარსობრივად
განსხვავებულია და ენის ფლობაც მნიშვნელოვანია.ბილინგვურ მთავარ პრობლემად
სახელდება ის,რომ მოსწავლეებისთვის რთულია ისწავლონ საგანი ჯერ კიდევ აუთვისებელ
ენაზე,რასაც პედაგოგებიც ეთანხმებიან. (გაბუნია, 2010, გვ. 31)

უნდა იყოს თუ არა სავალდებულო განათლების მიღება მშობლიულ ენაზე ჯერ კიდევ
სადავო საკითხია.მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს,რომ საჭიროა,რადგან არ დაიკარგოს
ენა,კულტურა,იდენტობა.თუმცა ზოგიერთი მკვლევარი და მათ შორის,ირინე
შუბითიძე,სრულიად ეწინააღმდეგებიან და მათი შეხედულებით შეილახება
მონოლინგვანების ღირსება ენის არ ცოდნის გამო,დაკარგავენ თვითრწმენას,მუდმივი
პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან,ვერ რეალიზდებიან და შეელახებათ ღირსების
გრძნობა.არსებული პრობლემების აღმოსაფქვრელად შუბითიძე მართებულად მიიჩნევს რომ
სწორი გზით ისწავლებოდეს ენა,კულტურასთან ერთად,რათა თავიდან იქნეს
გაუცხოვების,შეუთავსებლობის გრძნობა აცილებული.უცხო ენათა ცოდნა ადამიანს ეხმარება
საკუთარი თვალით განჭვრიტოს განსხვავებული კულტურა,შეაფასოს და გამოიტანოს
დასკვნები.სწორედ ბილინგვიზმი ეხმარება ემიგრანტებს უცხო გარემოში ადაპტაციასა და
სრულფასოვანი მოქალაქეობის შეგრძნებაში. (შუბითიძე, 2010, გვ. 41-42)

ჰოლბერგერი აღნიშნავს,რომ,,ბილინგვური განათლება არის რესურსი და არა პრობლემა’’


(ჰორბერგერი, n.d.)ვარგესი ბილინგვური განათლების ორ მიზანს
გამოყოფს.ესენია:1.მკვიდრი ენიდან განსხვავებულ ენაზე გადასვლას.2.ორი ენის
ერთდროულად ფლობას.ტრილოსი გამოყოფს რამდენიმე მიზეზს ბილინგური განათლების
განვითრებისთვის.ამრიგად,მნიშვნელოვანი საკითხები,რაც საჭირო განათლების
ეფექტურობისთვის გახლავთ სამივე ავტორის განმარტებით,არის ოჯახის,სასწავლო
დაწესებულების და თემის ჩართულობა.

თ.ჯაყელი,მ.წერეთელი,ი.ავთარიშვილი განიხილავენ საზიანოა თუ არა ბილინგვური


განათლება.სამივე თანხმდება,რომ ადრეული ასაკიდან ბავშვმა უნდა განავითაროს
მსობლიური ენა,წინააღმდეგ შენთხვევაში შეექმნება პრობლემები,როგორიცაა:აზროვნების
დაქვეითება,ვერ შეძლებს წიგნიერი მასალის ათვისებას,რაც უზღუდავს სასკოლო ეტაპის
წარმატებით გავლაში.შედეგად კი ხდება სტიგმატიზება,რაც მთავარი გამოწვევაა.თუმცა
არსებობს გამოსწორების გზა,ესაა ადრეული ასაკიდან პირველი ენის განვითარება წიგნის
დახმარებით,რაც შემდგომში გაამდიდრებს ბილინგვურ განათლების უნარს,აზროვნებას,
გაზრდის განათლების დონესა და წარმატების შესაძლებლობას. (თამარ ჯაყელი, 2017, გვ. 36)
ამრიგად,ბილინგვური განათლება საკმაოდ საჭირო და აქტუალური საკითხია,რომელიც
ეხმარება განათლების დონის გაზრდას და ენობრივი ბარიერის პრობლემას გადაჭრას,რასაც
გვიდასტურებენ ავტორები თ.ჯაყელი,მ.წერეთელი,ი.ავთარიშვილი,ი.შუბითიძე.ხოლო
სასწავლო პროგრამების დახვეწასა და პედაგოგთა ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევენ
ეფექტური შედეგის მისაღებად შ.ტაბატაძე,ლინდჰოლმ-რეალი,კ.გაბუნია.

ბიბლიოგრაფია
ბაგაური, ი. (2010). სუბმერსია-ბილინგვური განათლების სუსტი პროგრამა. ბილინგვური
განათლება, 22-23-24-25.

გაბუნია, კ. (2010). ენისა და საგნობრივი შინაარსის ინტეგრირებული თავისებურებები


ბილინგვურ კლასში. ბილინგვური განათლება, 30-31.

თამარ ჯაყელი, მ. წ. (2017). ბილინგვური განათლება სკოლამდელ საფეხურზე-ზიანი თუ


სარგებელი? GESJ:Education Science and Psychology, 36.

ლინდჰოლმ-რეალი. (2005). http://www.lindholmleary.com/resources/review_research.pdf.


Retrieved from review od reasearch and best practicesion effectivefe features of dual language
education programs.

ტაბატაძე, შ. (2010). ბილინგვური განათლების პრობლემები; რა არჩევანი აქვთ


საქართველოში საჯარო სკოლებს. ბილინგვური განათლება, 8-15.

შუბითიძე, ი. (2010). ხშირად დასმული შეკითხვები ბილინგვიზმის ირგვლივ. ბილინგვური


განათლება, 41-42.

ჰორბერგერი, ვ. (n.d.). http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=12561.

You might also like