You are on page 1of 21

მომსახურების

GE

Условия использования

Условия использования
პირობები
платного сервиса
რა არის ამ პირობებში?
Правила пользования
платными сервисами ეს ინდექსი შექმნილია იმისთვის, რომ
დაგეხმაროთ ჩვენს მომსახურების პირობებში
Уведомления от сообществ по
(პირობებში) ნავიგაციაში. ვიმედოვნებთ, რომ
сбору авторских отчислений
ეს სასარგებლო სახელმძღვანელო იქნება და
Авторские права ამასთან, გთხოვთ, სრულად წაიკითხოთ
პირობები.
Правила сообщества

მოგესალმებათ YouTube!

ეს ნაწილი თქვენთან ჩვენს ურთიერთობას


ეხება. მოიცავს სერვისის აღწერილობას,
განსაზღვრავს ჩვენს ხელშეკრულებას და
ასახელებს თქვენს სერვისის პროვაიდერს.

ვის აქვს ამ სერვისით სარგებლობის უფლება?

ეს ნაწილი აწესებს გარკვეულ მოთხოვნებს


სერვისის გამოყენებისთვის და განსაზღვრავს
მომხმარებლების კატეგორიებს.

თქვენ მიერ სერვისის გამოყენება

ეს ნაწილი განგიმარტავთ სერვისის


გამოყენების თქვენს უფლებებს და პირობებს,
რომლებიც თქვენ მიერ სერვისის
გამოყენებაზე ვრცელდება. ის ასევე ხსნის,
როგორ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა
სერვისში.

თქვენი კონტენტი და ქცევა

ეს ნაწილი ეხება მომხმარებლებს, რომლებიც


კონტენტს გვაწვდიან სერვისისთვის. ის
განსაზღვრავს იმ ნებართვების ფარგლებს,
რომლებსაც თქვენ ანიჭებთ თქვენი
კონტენტის ატვირთვით და შეიცავს თქვენს
თანხმობს, არ ატვირთოთ რაიმე ისეთი, რაც
სხვის უფლებებს არღვევს.

ანგარიშის შეჩერება და შეწყვეტა

ეს ნაწილი განმარტავს, თქვენ და YouTube-ს


როგორ შეგიძლიათ ამ ურთიერთობის
შეწყვეტა.

პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ ჩვენს


სერვისში

ეს ნაწილი მოიცავს დეტალებს სერვისში


პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ.

სხვა სამართლებრივი პირობები

ეს ნაწილი შეიცავს მხარეთა სამართლებრივ


ვალდებულებებს. ის ასევე განმარტავს, რომ
არსებობს რამდენიმე საკითხი, რაზეც
პასუხისმგებლები არ ვართ.

ამ ხელშეკრულების შესახებ

ეს ნაწილი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან


დეტალს მოიცავს ჩვენი კონტრაქტის შესახებ,
მათ შორის იმას, თუ რას უნდა ელოდეთ, თუ ამ
პირობებში ცვლილებების შეტანა
დაგვჭირდება; ან რომელი კანონები ეხება მათ.

მომსახურების პირობები
თარიღით: 5 იანვარი, 2022

მომსახურების პირობები

მოგესალმებათ YouTube!
შესავალი
გმადლობთ, რომ იყენებთ YouTube პლატფორმას
და იმ პროდუქტებს, მომსახურებას და ფუნქციებს
(შემდგომში ერთად „სერვისი“), რომლებსაც
თქვენთვის ხელმისაწვდომს ვხდით ჩვენი
პლატფორმის ფარგლებში.

ჩვენი სერვისი

სერვისი საშუალებას გაძლევთ აღმოაჩინოთ,


უყუროთ და გააზიაროთ ვიდეოები და სხვა
კონტენტი, უზრუნველყოფს ადამიანებისთვის
ფორუმს, რომ დაუკავშირდნენ, ინფორმაცია
მიაწოდონ და შთააგონონ ერთმანეთი მთელი
მსოფლიოს მასშტაბით და მოქმედებს, როგორც
სადისტრიბუციო პლატფორმა ორიგინალური
კონტენტის შემქმნელებისთვის და დიდი თუ
მცირე რეკლამის განმთავსებლებისთვის. ჩვენ
გთავაზობთ უამრავ ინფორმაციას ჩვენი
პროდუქტებისა და მათი გამოყენების შესახებ
ჩვენს დახმარების ცენტრში. სხვა საკითხებთან
ერთად, შეგიძლიათ შეიტყოთ მეტი YouTube Kids-
ის, YouTube პარტნიორთა პროგრამისა დაYouTube-
ის ფასიანი წევრობისა და შესყიდვების შესახებ.
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ყველაფერი იმის
შესახებ, თუ როგორ ისიამოვნოთ კონტენტით სხვა
მოწყობილობებზე, როგორიცა არის თქვენი
ტელევიზორი, სათამაშო კონსოლი ან
სულაც Google Home.

თქვენი სერვისის პროვაიდერი

იურიდიული პირი, რომელიც სერვისს გაწვდით


არის Google LLC, კომპანია, რომელიც მოქმედებს
დელავერის კანონების შესაბამისად და
მდებარეობს შემდეგ მისამართზე: 1600
Amphitheatre Parkway, Mountain View, CA 94043
(შემდგომში მოიხსენიება, როგორც „YouTube“,
„ჩვენ“ ან „ჩვენი“).
ამ პირობებში მითითება
YouTube-ის „აფილირებულ პირებზე “ ნიშნავს სხვა
კომპანიებს Alphabet Inc.-ის კორპორატიული
ჯგუფიდან.

მოქმედი პირობები
სერვისის გამოყენება ექვემდებარება ამ
პირობებს,YouTube-ის საზოგადოების
გაიდლაინებს და წესებს, უსაფრთხოებისა და
საავტორო უფლებების წესებს (შემდგომში ერთად
„ხელშეკრულება“). ჩვენს შორის ხელშეკრულება
ასევე მოიცავს YouTube-ზე რეკლამის განთავსების
წესებს, თუ თქვენ რეკლამას უწევთ ან
ასპონსორებთ სერვისს ან ფასიანი აქციები
შეგაქვთ თქვენს კონტენტში.

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს


ხელშეკრულება და დარწმუნდით, რომ გესმით ის.
თუ ხელშეკრულება თქვენთვის გაუგებარია ან არ
ეთანხმებით მის რომელიმე ნაწილს, მაშინ თქვენ
უფლება არ გაქვთ გამოიყენოთ სერვისი.

ვის აქვს ამ სერვისით


სარგებლობის უფლება?
ასაკობრივი მოთხოვნები

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი, თუ ხართ


მინიმუმ 13 წლის; თუმცა, ყველა ასაკის ბავშვმა
შეიძლება გამოიყენოს YouTube Kids (სადაც
ხელმისაწვდომია), თუ ის ჩართულია მშობლის ან
კანონიერი მეურვის მიერ.

მშობლის ან მეურვის ნებართვა

თუ 18 წლამდე ასაკის ხართ, უნდა გქონდეთ


თქვენი მშობლის ან კანონიერი მეურვის
ნებართვა სერვისის გამოყენებაზე. გთხოვთ,
მათთან ერთად წაიკითხოთ ეს ხელშეკრულება.

თუ თქვენ ხართ 18 წლამდე მომხმარებლის


მშობელი ან კანონიერი მეურვე, თქვენი
ბავშვისთვის სერვისის გამოყენების უფლების
მიცემით, თქვენ ექვემდებარებით ამ
ხელშეკრულების პირობებს და პასუხს აგებთ
სერვისის ფარგლებში თქვენი ბავშვის
აქტივობაზე. ფუნქციები და რესურსები, რომლებიც
YouTube-ზე თქვენი ოჯახის გამოცდილების
მართვაში დაგეხმარებათ (მათ შორის როგორ
მისცეთ საშუალება 13 წლამდე ბავშვებს, რომ
ისარგებლონ სერვისით და YouTube Kids-ით),
შეგიძლიათ იპოვოთ ჩვენს დახმარების
ცენტრშიდა Google-ის Family Link-ის საშუალებით.

ბიზნესი

თუ სერვისს იყენებთ კომპანიის ან ორგანიზაციის


სახელით, თქვენ გვიდასტურებთ, რომ გაქვთ
უფლებამოსილება, იმოქმედოთ ამ იურიდიული
პირის სახელით და რომ ეს იურიდიული პირი
ეთანხმება ამ ხელშეკრულებას.

თქვენ მიერ სერვისის


გამოყენება
სერვისში არსებული კონტენტი

სერვისში განთავსებული კონტენტი მოიცავს


ვიდეოებს, აუდიო ჩანაწერებს (მაგალითად,
მუსიკას ან სხვა ხმებს), გრაფიკულ
გამოსახულებებს, ფოტოებს, ტექსტს (როგორიცაა
კომენტარები და სკრიპტები), ბრენდინგის
მასალას (მათ შორის, სავაჭრო სახელებს, სავაჭრო
ნიშნებს, სერვისის ნიშნებს ან ლოგოებს),
ინტერაქტიულ ფუნქციებს, პროგრამულ
უზრუნველყოფას, მეტრიკასა და სხვა მასალას,
რომელიც მოწოდებულია თქვენს, YouTube-ის ან
მესამე მხარის მიერ (შემდგომში ერთად
„კონტენტი“). სერვისისთვის კონტენტის
მიწოდება და მისი გავრცელება შეიძლება მოხდეს
ჩვენი მომხმარებლების მიერ და YouTube არის
ასეთი კონტენტისთვის ჰოსტინგის მომსახურების
პროვაიდერი. კონტენტზე პასუხისმგებელია
პიროვნება ან იურიდიული პირი, რომელიც
სერვისს აწვდის კონტენტს. თუ ნახავთ რაიმე
კონტენტს, რომელიც, თქვენი აზრით არ
შეესაბამება ამ ხელშეკრულებას, მაგალითად,
არღვევს საზოგადოების გაიდლაინებს ან კანონს,
შეგიძლიათ მის შესახებ შეგვატყობინოთ.

Google ანგარიშები და YouTube არხები


თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისის ისეთი
ნაწილები, როგორიცაა კონტენტის
დათვალიერება და ძიება, Google
ანგარიშის გარეშე. თუმცა, Google ანგარიში
გჭირდებათ ზოგიერთი ფუნქციის
გამოსაყენებლად. Google ანგარიშით თქვენ
შეგეძლებათ მოიწონოთ ვიდეოები, გამოიწეროთ
არხები, შექმნათ თქვენი საკუთარი YouTube არხი
და სხვა. Google ანგარიშის
შესაქმნელად შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ
ინსტრუქციას.

YouTube არხის შექმნა დამატებით ფუნქციებზე


მოგცემთ წვდომას, როგორიცაა ვიდეოების
ატვირთვა, კომენტარების დატოვება ან
დასაკრავი სიების შექმნა. აქ მოცემულია
ზოგიერთი დეტალი იმის შესახებ, თუ
როგორ შექმნათ თქვენი საკუთარი YouTube არხი.

თქვენი Google ანგარიშის უსაფრთხოებისთვის,


დაიცავით თქვენი პაროლის კონფიდენციალობა.
თქვენი Google ანგარიშის პაროლი არ გამოიყენოთ
მესამე მხარის აპლიკაციებში. გაიგეთ მეტი
თქვენი Google ანგარიშის უსაფრთხოების შესახებ,
მათ შორის, რა უნდა გააკეთოთ, თუ შეიტყობთ
თქვენი პაროლის ან Google ანგარიშის
არაავტორიზებული გამოყენების შესახებ.

თქვენი ინფორმაცია

ჩვენი კონფიდენციალობის
პოლიტიკა განმარტავს, როგორ ვამუშავებთ
თქვენს პირად მონაცემებს და ვიცავთ თქვენს
კონფიდენციალობას როდესაც სარგებლობთ
სერვისით. YouTube Kids-ის შეტყობინება
მონაცემთა კონფიდენციალობის
თაობაზე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას
კონკრეტულად YouTube Kids-ის ფარგლებში
კონფიდენციალობის დაცვის პრაქტიკის შესახებ.

ჩვენ დავამუშავებთ თქვენ მიერ სერვისში


ატვირთულ ნებისმიერ აუდიო ან აუდიოვიზუალურ
კონტენტს YouTube-ის მონაცემთა დამუშავების
პირობების შესაბამისად, გარდა იმ
შემთხვევებისა, როდესაც თქვენ ატვირთეთ ასეთი
კონტენტი პირადი მიზნებისათვის ან საოჯახო
აქტივობებისთვის. შეიტყვეთ მეტი.

ნებართვები და შეზღუდვები

თქვენ შეგიძლიათ წვდომა იქონიოთ და


გამოიყენოთ სერვისი თქვენთვის ხელმისაწვდომ
ფარგლებში, თუკი დაიცავთ ამ ხელშეკრულებასა
და კანონს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ან
მოუსმინოთ კონტენტს თქვენი პირადი,
არაკომერციული გამოყენებისთვის. ასევე
შეგიძლიათ YouTube ვიდეოების ჩვენება
ინტეგრირებადი YouTube დამკვრელის
საშუალებით.

თქვენ მიერ სერვისის გამოყენებაზე მოქმედებს


შემდეგი შეზღუდვები. თქვენ არ გაქვთ უფლება:

1. წვდომა იქონიოთ, რეპროდუცირება


გააკეთოთ, ჩამოტვირთოთ, გაავრცელოთ,
გადასცეთ, ტრანსლაცია მოახდინოთ,
აჩვენოთ, გაყიდოთ, ლიცენზია გასცეთ,
შეცვალოთ, მოდიფიკაცია გაუკეთოთ ან
სხვაგვარად გამოიყენოთ სერვისის
ნებისმიერი ნაწილი ან ნებისმიერი კონტენტი,
გარდა იმისა: (ა) რომელიც სპეციალურად
დაშვებულია სერვისის მიერ; (ბ) რომელზეც
წინასწარი წერილობითი ნებართვა გაქვთ
YouTube-ისგან და, საჭიროების შემთხვევაში,
შესაბამისი უფლებების მფლობელებისგან; ან
(გ) როგორც ნებადართულია მოქმედი
კანონით;
2. გვერდი აუაროთ, გათიშოთ, თაღლითური გზით
ჩაერთოთ ან სხვაგვარად იმოქმედოთ
სერვისზე (ან სცადოთ აქედან რომელიმე),
მათ შორის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული ფუნქციები ან ფუნქციები,
რომლებიც: (ა) ხელს უშლის ან ზღუდავს
კონტენტის კოპირებას თუ სხვა გამოყენებას;
ან (ბ) ზღუდავს სერვისის ან კონტენტის
გამოყენებას;
3. წვდომა იქონიოთ სერვისზე ნებისმიერი
ავტომატიზებული საშუალებით (როგორიცაა,
რობოტები, ბოტნეტები ან სკრეპერები),
გარდა: (ა) საჯარო საძიებო სისტემების
შემთხვევაში, YouTube-ის robots.txt ფაილის
შესაბამისად; (ბ) YouTube-ისგან მიღებული
წინასწარი წერილობითი ნებართვის
შემთხვევაში; ან (გ) როგორც ნებადართულია
მოქმედი კანონით;
4. შეაგროვოთ ან გამოიყენოთ ნებისმიერი
ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება
პიროვნების იდენტიფიცირება (მაგალითად,
მომხმარებლის სახელების ან სახეების
მოგროვება), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს
ნებადართულია ამ პიროვნების მიერ ან
დაშვებულია ზემოთ მოცემული მე-3 პუნქტის
შესაბამისად;
5. გამოიყენოთ სერვისი არასანქცირებული
სარეკლამო ან კომერციული კონტენტის ან
სხვა არასასურველი თუ მასობრივი
გზავნილების (სპამის) გასავრცელებლად;
6. გამოიწვიოთ ან წაახალისოთ სერვისში
მომხმარებელთა ნამდვილი ჩართულობის
არასწორი შეფასება, მათ შორის
ადამიანებისთვის გადახდა ან სხვა სახის
სტიმულის მიცემა ვიდეოს ნახვების,
მოწონებებისა თუ დაწუნებების გაზრდის
მიზნით ან არხის გამომწერების რაოდენობის
გაზრდის თუ მეტრიკით სხვაგვარი
მანიპულირების მიზნით;
7. არასათანადოდ გამოიყენოთ შეტყობინების,
ალმით მონიშვნის, საჩივრის, დავის ან
აპელაციის პროცესები, მათ შორის
უსაფუძვლო, გამაღიზიანებელი თუ
დაუფიქრებელი განაცხადების წარდგენით;
8. ჩაატაროთ კონკურსები სერვისში ან მისი
მეშვეობით, რომლებიც არ
შეესაბამება კონკურსთან დაკავშირებულ
YouTube-ის წესებსა და გაიდლაინებს;
9. გამოიყენოთ სერვისი კონტენტის სანახავად
ან მოსასმენად რაიმე სხვა მიზნით, გარდა
პირადი, არაკომერციული გამოყენებისა
(მაგალითად, თქვენ არ გაქვთ ვიდეოების
საჯაროდ ჩვენების ან მუსიკის სტრიმინგის
უფლება სერვისიდან); ან
10. გამოიყენოთ სერვისი შემდეგისთვის: (ა)
რეკლამების, სპონსორობის თუ აქციების
გასაყიდად, რომლებიც განთავსებულია
სერვისში ან მის გარშემო, გარდა იმ
შემთხვევებისა, რომელბიც
დაშვებულია YouTube-ზე რეკლამის
განთავსების წესებში (მაგალითად,
შესაბამისი პროდუქტის განთავსება); ან (ბ)
რეკლამების, სპონსორობის თუ აქციების
გასაყიდად ნებისმიერი ვებსაიტის ან
აპლიკაციის ნებისმიერ გვერდზე, რომლებიც
შეიცავს კონტენტს მხოლოდ სერვისიდან ან
სადაც სერვისის კონტენტი არის ძირითადი
საფუძველი ასეთი გაყიდვებისთვის
(მაგალითად, რეკლამების გაყიდვა ისეთ
ვებგვერდზე, სადაც მხოლოდ YouTube
ვიდეოებია ღირებულების მქონე კონტენტი).

უფლების შენარჩუნება

ნებისმიერი უფლება, რომელიც ცალსახად არ


მიგიღიათ ამ ხელშეკრულებით, რჩება YouTube-ის
ან შესაბამისი უფლებების მფლობელების
უფლებად. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, სერვისის
გამოყენება არ განიჭებთ საკუთრების უფლებას იმ
კონტენტში არსებულ ნებისმიერ
ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე,
რომელზეც წვდომა გაქვთ (მათ შორის,
ნებისმიერი ბრენდინგის, რომელიც გამოიყენება
ან ნაჩვენებია სერვისში).

სერვისის განვითარება, გაუმჯობესება და


განახლება

YouTube მუდმივად ცვლის და აუმჯობესებს


სერვისს. ამ უწყვეტი განვითარების ფარგლებში,
ჩვენ შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები (მთელ
სერვისში ან მის ნაწილში), როგორიცაა
ფუნქციებისა და ფუნქციონალობების დამატება
ან წაშლა, ახალი ციფრული კონტენტის ან
სერვისების შეთავაზება ან ძველის შეწყვეტა.
შეიძლება ასევე დაგვჭირდეს სერვისის ან მისი
რომელიმე ნაწილის შეცვლა ან შეწყვეტა,
შესრულების ან უსაფრთხოების
გასაუმჯობესებლად, ფუნქციონალობის და
ფუნქციების შესაცვლელად, კანონის დასაცავად
ცვლილებების შესატანად ან უკანონო ქმედებების
თუ ჩვენი სისტემების ბოროტად გამოყენების
თავიდან ასარიდებლად. ეს ცვლილებები
შეიძლება შეეხოს ყველა მომხმარებელს,
ზოგიერთ მომხმარებელს ან თუნდაც
ინდივიდუალურ მომხმარებელს. როდესაც
სერვისი მოითხოვს ან მოიცავს ჩამოტვირთვად
პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგალითად,
YouTube Studio-ს აპლიკაციას), ეს პროგრამული
უზრუნველყოფა შესაძლოა ავტომატურად
განახლდეს თქვენს მოწყობილობაზე, როდესაც
ახალი ვერსია ან ფუნქცია გახდება
ხელმისაწვდომი, თქვენი მოწყობილობის
პარამეტრების შესაბამისად. თუ ჩვენ არსებით
ცვლილებებს შევიტანთ, რომლებიც უარყოფითად
აისახება თქვენ მიერ სერვისის გამოყენებაზე,
ჩვენ მოგაწვდით გონივრულ წინასწარ
შეტყობინებას, გარდა გადაუდებელი
სიტუაციებისა, როგორიცაა ბოროტად
გამოყენების პრევენცია, სამართლებრივ
მოთხოვნებზე რეაგირება ან უსაფრთხოების და
ფუნქციონირების საკითხების მოგვარება. ჩვენ
ასევე მოგაწვდით თქვენი კონტენტის თქვენი
Google ანგარიშიდან ექსპორტის შესაძლებლობას
Google Takeout-ის მეშვეობით, მოქმედი კანონისა
და წესების თანახმად.

თქვენი კონტენტი და ქცევა

კონტენტის ატვირთვა

თუ YouTube არხი გაქვთ, თქვენ შეგეძლებათ


სერვისში ატვირთოთ კონტენტი. შეგიძლიათ
თქვენი კონტენტი გამოიყენოთ საკუთარი
ბიზნესის ან სახელოვნებო საწარმოს
რეკლამირებისთვის. თუ კონტენტის ატვირთვას
გადაწყვეტთ, სერვისს არ უნდა მიაწოდოთ
კონტენტი, რომელიც არ შეესაბამება ამ
ხელშეკრულებას ან კანონს. მაგალითად, თქვენს
მიერ წარდგენილი კონტენტი არ უნდა შეიცავდეს
მესამე მხარის ინტელექტუალურ საკუთრებას
(მაგალითად, საავტორო უფლებებით დაცულ
მასალას), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მხარის
ნებართვა გაქვთ ან სხვაგვარად გაქვთ ამის
გაკეთების სამართლებრივი უფლება. თქვენ
იურიდიულად პასუხს აგებთ სერვისისთვის
მიწოდებულ კონტენტზე. ჩვენ შესაძლოა
გამოვიყენოთ ავტომატიზებული სისტემები,
რომლებიც გაანალიზებს თქვენს კონტენტს და
დაგვეხმარება ისეთი დარღვებების და
არასათანადო მოპყრობის აღმოჩენაში,
როგორიცაა სპამი, მავნე პროგრამები და
არაკანონიერი კონტენტი.

თქვენ მიერ მინიჭებული უფლებები

თქვენ ინარჩუნებთ საკუთრების ყველა უფლებას


თქვენს კონტენტზე. მოკლედ რომ ვთქვათ, რაც
თქვენ გეკუთვნით, თქვენი დარჩება. თუმცა,
თქვენგან მოვითხოვთ, გარკვეული უფლებები
მიანიჭოთ YouTube-ს და სერვისის სხვა
მომხმარებლებს, როგორც ეს ქვემოთ არის
აღწერილი.

ლიცენზია YouTube-ს

სერვისისთვის კონტენტის მიწოდებით YouTube-ს


ანიჭებთ მსოფლიო მასშტაბის, არაექსკლუზიურ,
უფასო, გადაცემად, ქველიცენზირებას
დაქვემდებარეულ ლიცენზიას, გამოიყენოს ეს
კონტენტი (მათ შორის, მოახდინოს მისი
რეპროდუცირება, გავრცელება, შეცვლა, ჩვენება
და შესრულება) სერვისის მუშაობის,
რეკლამირებისა და გაუმჯობესების მიზნით.

ლიცენზია სხვა მომხმარებლებს


თქვენ ასევე ანიჭებთ სერვისის თითოეულ სხვა
მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბის,
არაექსკლუზიურ, უფასო ლიცენზიას, წვდომა
იქონიოს თქვენს კონტენტზე სერვისის
საშუალებით და გამოიყენოს ეს კონტენტი (მათ
შორის, მოახდინოს მისი რეპროდუცირება,
გავრცელება, შეცვლა, ჩვენება და შესრულება),
მხოლოდ სერვისის ფუნქციის მიერ დაშვებულ
ფარგლებში.

ლიცენზიის ვადა

თქვენ მიერ მინიჭებული ლიცენზიები ძალაშია


კონტენტის წაშლამდე, ქვემოთ აღწერილის
შესაბამისად. წაშლის შემდეგ ლიცენზიები
წყდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
სერვისის მუშაობა, კონტენტის წაშლამდე მისი
დაშვებული გამოყენების პირობები ან კანონი
სხვაგვარად მოითხოვს. მაგალითად, თქვენ მიერ
კონტენტის წაშლა არ მოითხოვს YouTube-ისგან: (ა)
გამოიხმოს კონტენტი, რომლებსაც სხვა
მომხმარებლები იყენებენ სერვისის შეზღუდულ
ოფლაინ ნახვის ფუნქციებში; ან (ბ) წაშალოს
ასლები, რომლებიც გონივრულად გვჭირდება
სამართლებრივი მიზნებისათვის.

მონეტიზაციის უფლება

თქვენ YouTube-ს ანიჭებთ სერვისში განთავსებული


თქვენი კონტენტის მონეტიზაციის უფლებას (და
ასეთი მონეტიზაცია შეიძლება მოიცავდეს
რეკლამების ჩვენებას კონტენტზე ან კონტენტში
ან მომხმარებლებისთვის წვდომის საკომისიოს
ჩამოჭრას). ეს ხელშეკრულება არ განიჭებთ რაიმე
უფლებას თანხების გადახდაზე. 2021 წლის 1
ივნისიდან ნებისმიერი გადახდა, რომლის
მიღების უფლებაც გექნებათ YouTube-გან თქვენსა
და YouTube-ს შორის გაფორმებული ნებისმიერი
სხვა ხელშეკრულების საფუძველზე (მათ შორის,
მაგალითად, YouTube პარტნიორთა პროგრამის,
არხის წევრობების ან Super Chat-ის ფარგლებში),
განიხილება, როგორც ჰონორარი. Google
დააკავებს გადასახადებს ამგვარი გადახდებიდან
კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენი კონტენტის წაშლა

თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ თქვენი


კონტენტი სერვისიდან ნებისმიერ დროს. თქვენ
ასევე გაქვთ შესაძლებლობა, თქვენი კონტენტის
ასლი გააკეთოთ მის წაშლამდე. თქვენ
ვალდებული ხართ წაშალოთ კონტენტი, თუ აღარ
გაქვთ ამ პირობებით მოთხოვნილი უფლებები.

კონტენტის წაშლა YouTube-ის მიერ

თუ გონივრულად გვჯერა, რომ თქვენი კონტენტი


არღვევს (1) ამ ხელშეკრულებას ან (2)შეიძლება
ზიანი მიაყენოს YouTube-ს, ჩვენს მომხმარებლებს
ან მესამე მხარეებს, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ,
წავშალოთ ან ამოვიღოთ ასეთი კონტენტი
მთლიანად ან ნაწილობრივ. ჩვენ შეგატყობინებთ
ჩვენი მოქმედების მიზეზს გარდა იმ შემთხვევისა,
თუ გონივრულად გვჯერა, რომ ამის გაკეთებით: (ა)
დაირღვევა კანონი ან სამართალდამცავი
ორგანოს მითითება, ან სხვაგვარად შეიძლება
გამოიწვიოს YouTube-ის ან ჩვენი აფილირებული
პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობა; (ბ)
ხელი შეეშლება გამოძიებას ან სერვისის
მუშაობასა თუ ერთიანობას; ან (გ) ზიანი მიადგება
რომელიმე მომხმარებელს, მესამე მხარეს,
YouTube-ს ან ჩვენს აფილირებულ პირებს.
ანგარიშგებისა და აღსრულების შესახებ მეტი
ინფორმაცია, მათ შორის, როგორ გაასაჩივროთ
ჩვენი ქმედებები შეგიძლიათ ნახოთ დეფექტების
აღმოფხვრის გვერდზე, ჩვენი დახმარების
ცენტრში.

საზოგადოების წესდების
დარღვევის გაფრთხილებები
YouTube მოქმედებს „გაფრთხილებების“ სისტემით
კონტენტის მიმართ, რომელიც არღვევს YouTube-ის
საზოგადოების წესდებას. თითოეულ
გაფრთხილებას სხვადასხვა შეზღუდვები აქვს და
შეიძლება თქვენი არხის YouTube-დან სამუდამოდ
წაშლა გამოიწვიოს. სრული აღწერა იმის შესახებ,
თუ როგორ მოქმედებს გაფრთხილება თქვენს
არხზე, ხელმისაწვდომია გვერდზე„ძირითადი
ინფორმაცია საზოგადოების წესდების დარღვევის
გაფრთხილების შესახებ“. თუ თვლით, რომ
გაფრთხილება შეცდომით გაიცა, აპელაცია
შეგიძლიათ აქ.

თუ თქვენი არხი შეზღუდულია გაფრთხილების


გამო, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სხვა არხი ამ
შეზღუდვების გვერდის ავლით. ამ აკრძალვის
დარღვევა წინამდებარე ხელშეკრულების
არსებითი დარღვევაა და Google იტოვებს
უფლებას, შეწყვიტოს თქვენი Google ანგარიში ან
წვდომა მთელ სერვისზე ან მის ნაწილზე.

საავტორო უფლებების დაცვა

ჩვენ გაწვდით ინფორმაციას, რათა დავეხმაროთ


საავტორო უფლებების მფლობელებს, მართონ
საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება ონლაინ
ჩვენს YouTube საავტორო უფლებათა ცენტრში. თუ
თვლით, რომ თქვენი საავტორო უფლებები
დაირღვა სერვისის ფარგლებში,
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შეტყობინება.

საავტორო უფლებების სავარაუდო დარღვევის


შესახებ შეტყობინებებს ვპასუხობთ YouTube
საავტორო უფლებათა ცენტრში აღწერილი
პროცესის შესაბამისად, სადაც ასევე შეგიძლიათ
იპოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ
ხდება საავტორო უფლებების დარღვევასთან
დაკავშირებული გაფრთხილების მოგვარება.
YouTube-ის წესები ითვალისწინებს განმეორებით
დამრღვევებისთვის სერვისზე წვდომის
შეწყვეტას, შესაბამის გარემოებებში.

ანგარიშის შეჩერება და
შეწყვეტა
თქვენ მიერ შეწყვეტა
სერვისის გამოყენების შეწყვეტა ნებისმიერ დროს
შეგიძლიათ. ასევე შეგიძლიათ წაშალოთ
სერვისი თქვენი Google ანგარიშიდან, რაც
გულისხმობს თქვენი YouTube არხის დახურვას და
თქვენი მონაცემების წაშლას, ჯერ თქვენი
მონაცემების ასლის ჩამოტვირთვის
შესაძლებლობით.

შეწყვეტა და შეჩერება YouTube-ის მიერ მიზეზების


გამო

YouTube იტოვებს უფლებას, შეაჩეროს ან


შეწყვიტოს თქვენი წვდომა, თქვენი Google
ანგარიში ან თქვენი Google ანგარიშის წვდომა
მთელ სერვისზე ან მის ნაწილზე, თუ: (ა) თქვენ
მნიშვნელოვნად ან განმეორებით არღვევთ ამ
ხელშეკრულებას; (ბ) ჩვენ მოგვეთხოვება ამის
გაკეთება სამართლებრივი მოთხოვნის ან
სასამართლოს ბრძანების შესასრულებლად; ან (გ)
გონივრულად მიგვაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა
ქცევას, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას ან
ზიანს აყენებს ნებისმიერ მომხმარებელს, სხვა
მესამე მხარეს, YouTube-ს ან ჩვენს აფილირებულ
პირებს.

შეტყობინება შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ

ჩვენ შეგატყობინებთ YouTube-ის მიერ შეწყვეტის


ან შეჩერების მიზეზს გარდა იმ შემთხვევისა, თუ
გონივრულად გვჯერა, რომ ამის გაკეთებით: (ა)
დაირღვევა კანონი ან სამართალდამცავი
ორგანოს მითითება, ან ეს სხვაგვარად გამოიწვევს
YouTube-ის ან ჩვენი აფილირებული პირების
სამართლებრივ პასუხისმგებლობას; (b) ხელი
შეეშლება გამოძიებას, (c) ხელი
შეეშლება სერვისისერთგვაროვნებას,
მუშაობასა და უსფრთხოებას (d) ზიანი მიადგება
რომელიმე მომხმარებელს, მესამე მხარეს,
YouTube-ს ან ჩვენთან აფილირებულ სუბიექტებს..
როდესაც YouTube შეწყვეტს თქვენს წვდომას
სერვისის ცვლილებების გამო, გონივრული
შესაძლებლობის ფარგლებში, თქვენ მოგეცემათ
საკმარისი დრო სერვისიდან თქვენი კონტენტის
გამოტანისთვის.

ანგარიშის შეჩერების ან შეწყვეტის შედეგი

თუ თქვენი Google ანგარიში გაუქმდება ან


სერვისზე თქვენი Google ანგარიშის წვდომა
შეიზღუდება, შეგიძლიათ გააგრძელოთ სერვისის
გარკვეული ნაწილის გამოყენება (მაგალითად,
მხოლოდ ნახვა) ანგარიშის გარეშე და ეს
ხელშეკრულება კვლავ გავრცელდება ასეთ
გამოყენებაზე. რომ შეწყვეტა ან მოქმედების
შეჩერება შეცდომით მოხდა,
შეგიძლიათ გაასაჩივროთ ამ ფორმის
გამოყენებით.

პროგრამული უზრუნველყოფის
შესახებ ჩვენს სერვისში
ჩამოტვირთვადი პროგრამული უზრუნველყოფა

როდესაც სერვისი მოითხოვს ან მოიცავს


ჩამოტვირთვად პროგრამულ უზრუნველყოფას
(მაგალითად, YouTube Studio-ს აპლიკაცია), თქვენ
იძლევით ნებართვას, რომ ეს პროგრამული
უზრუნველყოფა ავტომატურად განახლდეს
თქვენს მოწყობილობაზე, როდესაც ახალი ვერსია
ან ფუნქცია გახდება ხელმისაწვდომი, თქვენი
მოწყობილობის პარამეტრების
გათვალისწინებით. იმ შემთხვევების გარდა,
როდესაც ეს პროგრამული უზრუნველყოფა
რეგულირდება დამატებითი პირობებით,
რომელიც ლიცენზიას იძლევა, YouTube გაძლევთ
პირად, მსოფლიო მასშტაბის, უფასო,
არაგადაცემად და არაექსკლუზიურ ლიცენზიას,
გამოიყენოთ პროგრამული უზრუნველყოფა,
რომელსაც YouTube გაწვდით სერვისის
ფარგლებში. ამ ლიცენზიის ერთადერთი მიზანია,
საშუალება მოგცეთ გამოიყენოთ და ისიამოვნოთ
სერვისის უპირატესობებით, რომელსაც
მოგაწოდებთ YouTube, ამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობებით. თქვენ არ გაქვთ
უფლება, დააკოპიროთ, შეცვალოთ, გაავრცელოთ,
გაყიდოთ ან გააქირაოთ პროგრამული
უზრუნველყოფის ნებისმიერი ნაწილი,
განახორციელოთ ამ პროგრამული
უზრუნველყოფის საინჟინრო ანალიზი ან სცადოთ
მისი საწყისი კოდის ამოღება გარდა იმ
შემთხვევებისა, თუ კანონი კრძალავს ამ
შეზღუდვებს ან თქვენ გაქვთ YouTube-ის
წერილობითი ნებართვა.

ღია წყარო

ჩვენს სერვისში გამოყენებული ზოგიერთი


პროგრამული უზრუნველყოფის შემოთავაზება
შეიძლება მოხდეს ღია წყაროს ლიცენზიებით,
რომლებსაც ხელმისაწვდომს ვხდით თქვენთვის.
ღია წყაროს ლიცენზიაში შეიძლება არსებობდეს
დებულებები, რომლებიც ცალსახად აუქმებს
ზოგიერთ ამ პირობას. ამდენად, გთხოვთ,
წაიკითხოთ ეს ლიცენზიები.

სხვა სამართლებრივი პირობები


გარანტია

ჩვენ გაწოდებთ სერვისს გონივრული ზრუნვის და


უნარების სტანდარტის შესაბამისად.

პასუხისმგებლობის მოხსნა

კანონით, მომხმარებელს აქვს გარკვეული


უფლებები, რომელთა გამორიცხვა ან შეცვლა
შეუძლებელია ხელშეკრულებით. ამ
ხელშეკრულებაში არაფერი ახდენს გავლენას იმ
უფლებებზე, რომელიც შეიძლება გქონდეთ,
როგორც მომხმარებელს. ამ ხელშეკრულებაში
ცალსახად მოცემული ან კანონით მოთხოვნილი
შემთხვევების გარდა, YouTube არ იძლევა რაიმე
კონკრეტულ დაპირებებს სერვისის შესახებ.
მაგალითად, ჩვენ არ ვიძლევით რაიმე
დაპირებებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
სერვისის საშუალებით მოწოდებული კონტენტი;
სერვისის კონკრეტული ფუნქციები ან მისი
სიზუსტე, საიმედოობა, ხელმისაწვდომობა და მისი
უნარი, დააკმაყოფილოს თქვენი საჭიროებები;
რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი
კონტენტი ხელმისაწვდომი იქნება და შეინახება
სერვისში.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ყველა მომხმარებელს: ამ ხელშეკრულებაში


არაფერი არ გამორიცხავს ან ზღუდავს რომელიმე
მხარის პასუხისმგებლობას სიკვდილის ან
ჯანმრთელობის დაზიანების გამო; თაღლითობის
გამო; თაღლითურად შეცდომაში შეყვანის გამო ან
ნებისმიერი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც
არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს
კანონით.

მოქმედი კანონით ნებადართულ ფარგლებში,


YouTube და მისი აფილირებული პირები არ
იქნებიან პასუხისმგებელი:

1. ზარალზე, რომელიც არ იყო გამოწვეული


YouTube-ის ან მისი აფილირებული პირების
მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევით;
2. ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც
თქვენსა და YouTube-ს შორის ამ
ხელშეკრულების გაფორმების დროს, არ იყო
YouTube-ის ან მისი აფილირებული პირების
მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის
წინასწარ განჭვრეტადი შედეგი; ან
3. ნებისმიერი მომხმარებლის მიერ ატვირთულ
კონტენტზე ან ნებისმიერი მომხმარებლის
ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან
არალეგალურ ქცევაზე.

მხოლოდ ბიზნეს მომხმარებლებს: თუ სერვისს


თქვენი სავაჭრო, ბიზნეს, რეწვის ან პროფესიული
მიზნებისათვის იყენებთ („ბიზნეს
მომხმარებელი“), მოქმედი კანონით ნებადართულ
ფარგლებში, ასევე გავრცელდება
პასუხისმგებლობის შემდეგი შეზღუდვები:
1. YouTube და მისი აფილირებული პირები არ
იქნებიან პასუხისმგებელი დაკარგულ
მოგებაზე, შემოსავალსა თუ მონაცემებზე;
შესაძლებლობის ან მოსალოდნელი
დანაზოგის დაკარგვაზე; არაპირდაპირ ან
მიზეზობლივ დანაკარგებზე თუ „პუნიტიურ“
ზიანზე (ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად
დანაკარგების განჭვრეტა შესაძლებელი იყო,
თუ არა);
2. YouTube-ისა და მისი აფილირებული პირების
მთლიანი პასუხისმგებლობა ნებისმიერ
პრეტენზიაზე, რომელიც გამომდინარეობს ან
დაკავშირებულია სერვისთან,
შემოიფარგლება: (ა) შემოსავლის ოდენობით,
რომელიც YouTube-მა გადაგიხადათ თქვენ
მიერ სერვისის გამოყენებიდან 12 თვის
განმავლობაში, YouTube-ისთვის წერილობითი
პრეტენზიის წარდგენის თარიღამდე და (ბ) 500
ევროთი, რომელიც უფრო მეტია.

მესამე მხარის ბმულები

სერვისი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე


მხარის ვებსაიტებზე და ონლაინ სერვისებზე
გადასასვლელად, რომლებსაც არ ფლობს და არ
აკონტროლებს YouTube. YouTube არ აკონტროლებს
და არ იღებს პასუხისმგებლობას ასეთ
ვებსაიტებსა და ონლაინ სერვისებზე.
გაითვალისწინეთ, რომ სერვისიდან გასვლისას
ჩვენ გირჩევთ, წაიკითხოთ იმ თითოეული მესამე
მხარის ვებსაიტისა და ონლაინ სერვისის წესები
და კონფიდენციალობის დებულება, რომელსაც
მოინახულებთ.

ამ ხელშეკრულების შესახებ
ამ ხელშეკრულების ცვლილება

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ ეს ხელშეკრულება,


მაგალითად, რომ ავსახოთ ჩვენს სერვისში ან ჩვენ
მიერ ბიზნესის კეთების პროცესში მომხდარი
ცვლილებები - მაგალითად, როდესაც ახალ
პროდუქტებს ან ფუნქციებს ვამატებთ ან ვშლით
ძველებს, (2) სამართლებრივი, მარეგულირებელი
ან უსაფრთხოების მიზეზების გამო ან (3)
არასათანადო მოპყრობის ან ზიანის
პრევენციისთვის.

თუ ჩვენ არსებითად შევცვლით წინამდებარე


ხელშეკრულებას, გამოგიგზავნით გონივრულ
წინასწარ შეტყობინებას და მოგცემთ
შესაძლებლობას, გადახედოთ ცვლილებებს,
გარდა (1) ახალი პროდუქტის ან ფუნქციის
გამოშვების შემთხვევის დროს ან (2) გადაუდებელ
სიტუაციებში, როგორიცაა მიმდინარე
არასათანადო მოპყრობის პრევენცია ან
სამართლებრივ მოთხოვნებზე რეაგირება. თუ არ
ეთანხმებით ახალ პირობებს, თქვენ უნდა
წაშალოთ ნებისმიერი ატვირთული კონტენტი და
შეწყვიტოთ სერვისის გამოყენება.

ამ ხელშეკრულების გაგრძელება

თუ თქვენ დაასრულებთ სერვისის გამოყენებას,


ამ ხელშეკრულების შემდეგი პირობები მაინც
გავრცელდება თქვენზე: „სხვა იურიდიული
პირობები“, „ამ ხელშეკრულების შესახებ“, ხოლო
თქვენ მიერ გაცემული ლიცენზიების მოქმედება
გაგრძელდება შეზღუდულ შემთხვევებში, როგორც
ეს აღწერილია პუნქტში „ლიცენზიის ვადა“.

განცალკევებულობა

თუ აღმოჩნდება, რომ წინამდებარე


ხელშეკრულების კონკრეტული პირობა
აღსრულებადი არ არის რაიმე მიზეზით, ეს არ
იმოქმედებს სხვა პირობებზე.

გადაცემა

YouTube-მა შესაძლოა გადასცეს ეს ხელშეკრულება


სრულად ან ნაწილობრივ მის აფილირებულ პირს,
ან YouTube-ის გაყიდვის შემთხვევაში, მესამე
მხარეს.
უარი უფლებებზე

თუ არ დაიცავთ ამ ხელშეკრულების პირობებს და


ჩვენ დაუყოვნებლივ არ მივიღებთ ზომებს, ეს არ
ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ რაიმე უფლებაზე,
რომელიც შეიძლება გვქონდეს (მაგალითად,
მომავალში ზომების მიღების უფლებაზე).

მარეგულირებელი კანონი

ეს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული თქვენი ურთიერთობა
YouTube-თან რეგულირდება ინგლისის კანონით,
ხოლო სამართლებრივი დავები შეიძლება
გადაწყდეს ინგლისისა და უელსის
სასამართლოებში.

თუ იმპერატიული ადგილობრივი კანონი


კრძალავს ამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებული დავის გადაწყვეტას
ინგლისისა და უელსის სასამართლოების მიერ,
დავების განხილვა შეიძლება მოხდეს თქვენს
ადგილობრივ სასამართლოებში. თუ
იმპერატიული ადგილობრივი კანონი უკრძალავს
ადგილობრივ სასამართლოს, გამოიყენოს
ინგლისის კანონი ამ ხელშეკრულებით
გათვალისწინებულ დავასთან დაკავშირებით, ეს
დავა გადაიჭრება იმ ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად, რომელშიც ცხოვრობთ.

ძალაშია 5 იანვარი, 2022-დან (წინა ვერსიის ნახვა)

You might also like