Professional Documents
Culture Documents
ბერი იაკობი მონაზვნად 1952 წლის ნოემბერში აღიკვეცა. როგორც მონაზონი, იგი
უსიტყვო მორჩილებას ეწეოდა და წინამძღვრის კურთხევის გარეშე არაფერს
აკეთებდა. ხანდახან ოთხ-ხუთ საათსაც კი უხდებოდა სიარული, რათა თავის
სულიერ მოძღვარს შეხვედროდა, რომელიც თავისი ღვაწლისა და მღვდლის
მოვალეობის შესასრულებლად ლიმნის კომოპოლისში იმყოფებოდა. ბერი
იაკობის უმთავრეს მახასიათებლად სწორედ ის ძალადობა იქცა, რომელსაც
თავისი თავის მიმართ ახორციელებდა. ადვილად არ იწყნარებდა საკუთარ თავს.
წარმოუდგენელ განსაცდელებსა და ცდუნებებში გაატარა მთელი თავისი
ცხოვრება. მონასტრის უკიდურესი სიღარიბე, მისი გაყინული კელია, რომელსაც
დაზიანებული საკეტები ჰქონდა და რომლის კედლებში გაჩენილი ბზარებიდან
ცივი ჰაერი და ხანდახან თოვლიც კი უბერავდა, სრულიად უბრალო ნივთების,
მაგალითად ზამთრის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის არქონა, იყო მიზეზი იმისა,
რომ ბერი მთელი სხეულით კანკალებდა და ხშირად ავადმყოფობდა. ეწეოდა
სულიერ, თუმცა უხილავ, მაგრამ აშკარა ბრძოლას სატანასთან, რომელსაც
სძლევდა თავისი მორჩილებით, ლოცვით, თვინიერებითა და თავმდაბლობით.
მტრებს ამარცხებდა იმ იარაღით შეიარაღებული, რომლითაც ჩვენ წმიდა ეკლესია
გვამკობს: მარხვით, ფხიზლად მყოფობითა და ლოცვით.
(გაგრძელდება)