You are on page 1of 1

აბოს წამება

II ნაწილი
მაშინ მოითხოვა წყალი, დაიბანა პირი, იცხო ზეთი და თქვა რომ ის თავად იყო
მენელსაცხებლე, ნელსაცხებლის საუკეთესო დამამზადებელი, ხოლო ეს
საცხებელი მის დაკრძალვისთვის იყო. იგი იხსენებს „ქება ქებათს“ ავტორის,
ბრძენი სოლომონის, ნასწავლს: ”შენი ნელსაცხებლის სურნელებისკენ
მოვილტვოდე. ქრისტე, რომელმაც აღმავსე სარწმუნოების მარადიული სურნელებით
და შენი სიყვარულით, იცი, შენ უფალო, რატომ შეგიყვარე საკუთარ თავზე მეტად".
მას ეკლესიიდან მოართვეს წმინდა საიდუმლო, ქრისტეს სისხლი და ხორცი. და
როდესაც ეზიარა, მან მადლობა გადაუხადა უფალ იესო ქრისტეს, რომელმაც მას
საზრდოდ თავისი ხორცისთვის და პატიოსანი სისხლისთვის.
მასთან მოვიდნენ მსაჯულის მსახურები და აბომ უთხრა მასთან ერთად მყოფ
ქრისტიანებს, რომ ლოცვებში მოეხსენიებინათ ის, რადგან ამ ქვეყანზე ვეღარასდროს
იხილავდნენ. ამის შემდეგ კი გამოიყვანეს იგი ხელებზე და ფეხებზე ბორკილებით.
მათ ის ქალაქის გზით მიჰყავდათ და ყოველი ქრისტიანი და მისი ნაცნობი მის
დანახვაზე ტიროდნენ. წმინდა აბომ კი უთხრა, რომ მის გამო ნუ იტირებდნენ, არამედ
გაეხარათ, რადგან ის უფალთან მიდიოდა. მას სურდა, რომ ლოცვით გაეცილებინათ.
იგი მიდიოდა, როგორც მოგზაური რომელიც, მზად იყო სულით სამოგზაუროდ,
იგი თავისთვის კითხულობდა მეთვრამეტე ფსალმუნს .
აბო წარუდგინეს მსაჯულს, რომელსაც აინტერესებდა აბოს საბოლოო
გადაწყვეტილება. აბომ კი მიუგო, რომ ის იყო ქრისტიანი და ის მიდიოდა უფალთან.
მსაჯულმა ჰკითხა თუ რა სიკეთე ჰქონდა ქრისტეს მისთვის გაკეთებული, რომ მის
გამო სიკვდილისთვისაც იყო მზად. აბომ კი უთხრა, რომ ამის გასაგებად უნდა
ერწმუნა ქრისტე, მონათლულიყო და მაშინ შეიცნობდა მის სიტკბოებას.

კითხვები
5. გულშემატკივრები როგორც შუშანიკს, ასევე აბოსაც ტირილით მიაცილებენ, მაგრამ
წამებულები სთხოვენ, რომ ნუ იტირებენ მათთვის და ისინი ლოცვაში მოიხსენიონ.

გეგმა
1. აბოს ზიარება;
2. აბოს სამადლობელო უფლისთვის;
3. აბოსთვის დაღვრილი ცრემლი;
4. აბოს მსაჯულთან საუბარი;

You might also like