You are on page 1of 3

„მარტვილნი მხოლოდ ერთხელ ეწამებიან,

ბერმონაზონნი ყოველდღე“
(თხზულება)
მარტვილობასა და ბერობას ღვთის სიყვარული აერთიანებს, მაგრამ
მათ შორის სხვაობას უფლისათვის გაღებული ღვაწლი ჰქმნის. წმინდანი
წამებულები განისჯებიან ერთხელ და თავიანთი სიკვდილით
ამტკიცებენ ერთგულებას სარწმუნოებისადმი, ხოლო ბერებს განსჯასა და
განსაცდელში ყოფნა უწევთ მთელი ცხოვრება, ყოველი დღე და წამი,
გამომდინარე მათი ცხოვრების სტილისა და არჩეული გზისა. ბერები
ყოველდღიურ ცხოვრებას ატარებენ ეკლესიაში, სადაც მთელს დროს
ლოცვას უთმობენ, მათ წინააღმდეგ არამხოლოდ ხორცშესხმული
განსაცდელი ტრიალებს ადამიანების სახით, როგორც მარტვილების
შემთვევაში, არამედ ყველაზე მთავარი მტერი-ეშმაკი, რომელიც ყოველ
წამს უმზადებს მათ განსაცდელს .საბედნიეროდ ჩვენამდე შემორჩენილია
რამდენიმე ჰაგიოგრაფიული ან ბერთა ცხოვრების ამსახველი
ნაწარმოებები, საიდანაც მაგალითების მოყვანასა და შედარებების
გაკეთებას შევძლებთ. ერთია აირჩიო ის გზა, რომლითაც ცხოვრებას
მხოლოდ ღმერთს მიუძღვნი და მეორეა შეინარჩუნო იგი. ადამიანის
ბუნება სუსტია და არავინ იბადება თავიდანვე სულიერად ამაღლებული,
ამ სულიერ სიმაღლეს მიღწევა სჭირდება, შეიძლება ამ ყოველივეს
დღეები ან თუნდაც წლები დასჭირდეს, თუმცა სიმაღლიდან
სიმდაბლეზე დაცემას წამები უნდა, ზუსტად ისე, როგორც ეს იმ ბერს
დაემართა ილიას პოემა „განდეგილიდან“, წუთისოფლისგან
მოწყვეტილმა წლები გაატარა მონასტერში მარტო, ხედავდა ხილულ
სასწაულს, მაგრამ წამიერმა ცდუნებამ ის ისევ დასცა და სულიერად
მიწასთან გაასწორა. სულიერ სიმაღლის მისაღწევად კი აბოს სულ
ცოტახანი დასჭირდა. ანუ საბოლოოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს
დასჭირდება ადამიანი ღმერთთან დაახლოვებას, მთავარია
შეინარჩუნებს თუ არა ამ სიმტკიცეს.
გიორგი მერჩულეს ეკუთვნის ზუტად ის კონკრეტული ფრაზა, რომ
„მარტვილნი მხოლოდ ერთხელ ეწამებიან, ხოლო ბერმონაზონი
ყოველდღეო“. ჰაგიოგრაფი გვიყვება წმინდა გრიგოლ ხანცთელის
ცხოვრებას და სწორედ გრიგოლის ღვაწლის ხაზგასასვამად ადარებს
მარტვილებსა და ბერებს. მისი აზრით ბერების ღვაწლი შეუდარებელია,
ისინი გადიან ყველაზე მძიმე და რთულ გზას ღვთის სიყვარულისა და
ერთგულების დასამტკიცებლად. გრიგოლს ილიას განდეგილისგან
გასხვავებით არ გაეწყვიტა გარე სამყაროსთან კავშირი, პირიქით ამ
კავშირს ისევ ღმერთისათვის კარგ საქმეებში იყენებდა, მაგალითად
როგორიცაა ეკლესიის მშენებლობები. გრიგოლის სახით ჩვენ გავიცანით
პატიოსანი და ერთგული ბერი, რომლისთვისაც ეპისკოპოსობაც კი
ხორციელი სიამოვნება იყო და ცოდვას წარმოადგენდა . გრიგოლს
შეეძლო აერჩია უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ მან არჩია ღვთის
მსახურება და ამით მისადმი სიყვარული დაამტკიცა. როგორც გიორგი
მერჩულე წერს, ის იყო „ზეცისა კაცი და ქვეყნისა ანგელოზი“. იგივე
ნაწარმოებში წამოდგენილი გვყავს ბერების კიდევ ერთი სახე -
ხუედიუსი. ადამიანს ბერად აღკვეცის შემდგომ ეკისრება უდიდესი
მოვალეობა, როგორიცაა ხალხის დამოძღვრა, მათთვის ლოცვა და
ჭეშმარიტების ქადაგება, თუმცა არსებობს სამღვდელოების ორი ტიპი:
თეთრი და შავი სამღვდელოება. შავი სამღვდელოების წარმომადგენელი
ბერები ცხოვრობენ განცალკევებით და მათი ერთადერთი ახლო
ადამიანი არის ღმერთი. ისინი სამყაროსგან მოშორებით ცხოვრობენ და
მეტად შეზღუდულნი არიან ვიდრე თეთრი სამრდელოების ბერები,
სწორედ ასეთი იყო ხუედიუსიც- „იყო ვინმე ბერი მარტოფ მყოფი კაცი“.
ის არ იყო მარტვილი, თუმცა მისი ამგვარი ცხოვრება უკვე თავგანწირვას
ნიშნავდა.
გრიგოლი ჩვენ გვთავაზობს ერთგული, მდაბალი, მხოლოდ
სურიერ სიმაღლეზე კონცენტრირებული ბერის სტანდარტს და იდეალს ,
დღეს კი სამწუხაროდ სულ სხვანაირ სამღვდელოებას ვხედავთ, კარგი
მატერიალური შესაძლებლობებით, მათი უხამსი ქცევები მაგალითად
როგორიცაა ძალადობისაკენ მოწოდება საზოგადოებისთვის და სხვა
მრავალი, ამ ყველაფრის შემხედვარე ხალხს რწმენას აკაგინებს.
სასულიერო გზის არჩევა ნიშნავს იმას, რომ მომავალმა მღვდელმა უნდა
თქვას უარი ხორციელ-მატერიალურ სიამოვნებაზე, ფულზე და უნდა
კმაყოფილდებოდეს მხოლოდ იმით, რასაც უფალი მისცემს, რასაც
ახლანდელი სამღვდლოების წარმომადგენლებს სამწუხაროდ არ
ეტყობათ. რა თქმა უნდა გვყავს ისეთი ბერები, რომლებიც ცხოვრობენ
განდეგილად, მხოლოდ ღმერთთან ახლოს , ტყეებსა და კლდეებში და
პირნათლად ასრულებენ თავიანთ მისიას. სულიერი გამძლეობა და
სიმტკიცე ყველა დროსა და ეპოქაში ყველაზე მეტად დაფასებადი რამაა.
სწორედ ამიტომ ყველა იმ განსხვავების მიუხედავად რაც მარვილებსა და
ბერებს შორის ჩამოვთვალეთ, ჩვენი ვალდებულებაა პატივი მივაგოთ
ორივე მათგანს და დავაფასოთ მათ მიერ გაღებული ღვაწლი.

You might also like