You are on page 1of 3

როგორია სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული

ადამიანის დამოკიდებულება ქვეყნის გადაგვარების


საფრთხის მიმართ
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც საკუთარი ქვეყნის
პატრიოტია, ადარდებს სამშობლოს ბედი და მის
გაუმჯობესებას ცდოლობს.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. ლექსში „ თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“
ავტორი თაყვანს სცემს ქალბატონს, უდიდესი ეპოქის, "ოქროს
ხანის", მეფეს, რომელმაც საქართველოს ისტორია
გაალამაზა. ავტორი წუხს იმ დროზე, ენატრება ის სიძლიერე,
თავისუფლება და დამოუკიდებლობა. გრიგოლ ორბელიანი
უმზერს ფრესკას, რომელიც მას თვალწინ წარმოუდგენს
წალკოტს, სამოთხეს, იმ მშვენიერსა და უდარდელ დროს,
რომელიც დამთავრდა, რადგან სამუდამო არაფერია.
გრიგოლ ორბელიანი სთხოვს თამარს, გაიხსენოს სამშობლო,
გადმოხედოს მას, თავისი ჯვრით აკურთხოს ერი, როგორც
აკეთებდა ამას ყოველი ლაშქრობის წინ.
პოეტს სურს, რომ საქართველო ისევ ძლიერი, წმინდა და
განათლებული გახდეს. გრიგოლ ორბელიანი მეტაფორულ
შედარებას იყენებს: "და რაც დაეცა, ის წარიტაცა შავმან
ყორანმა ვით უმწე მსხვერპლი!" ზუსტად ასე მოუვიდა პოეტის
სამშობლოსაც, რომლის დიდება და სიძლიერე ცრუ და
დაუნდობელმა წუთისოფელმა მტრების სახით წარიტაცა. და
ერთადერთი, რაც მას დარჩენია, არის მიყრუებულ ტყეში
დანგრეული ეკლესია უძლიერესი მეფის ფრესკით.
საქართველოს მხოლოდ ისტორია და მოგონება შემორჩა იმ
ოქრის ხანის, რომლის დასტურია ამ კედელზე არსებული
ფრესკა. ავტორი წუხს, ჩივის, თუმცა გამოსავალს ვერ ხედავს
და მკითხველს მას ვერ უზიარებს. მას სურს, იყოს
თავისუფალი და დიდებული ქვეყნის მოქალაქე.

დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია, მითუმეტეს


მაშინ, როდესაც ჩვენი სამშობლოს, საქართველოს
გადაგვარების საფრთხე ძალიან მაღალია. საქართველოს
მეზობელი, ერთ დროს მოძმე და ამჟამად მოძულე ქვეყანა,
რუსეთი ესაზღვრება. რუსეთი დღითიდღე ჩვენს უფრო და
უფრო მეტ ტერიროტიას გვართმევს და ითვისებს.
ეგრედწოდებული „მცოცავი ოკუპაცია“ 2008 წლის აგვისტოს
ომის შემდეგ მიმდინარეობს. ჩემი აზრით, თუ ჩვენ,
ქართველებმა არ ვიფიქრებთ გამოსავალზე ამ სიტუაციიდან,
სხვა არავინ დაგვეხმარება. როგორც ილია ჭავჭავაძე იტყოდა
„რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვისგან ბევრს ნურას
ველოდებით“.
ასევე არ შეიძლება არ ვისაუბროთ ამდროისთვის ერთ-ერთ
აქტუალურ თემაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე. რუსეთის
გაერთიანებული ძალები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე
და 24 თებერვალს დაიწყეს შეტევა. მას შემდეგ უკრაინის
ტერიტორიები გამუდმებით იბომბება და დღეს ომის 289-ე
დღეა.
ჩვენ უნდა მოუფრთხილდეთ ჩვენს სამშობლოს და, თუ მას
რაიმე საფრთხე ემუქრება, მაშინ ყველანი ერთად უნდა
დავდგეთ და დავიცვატ ის. „იყო შეყვარებული სამშობლოზე
ნიშნავს მხურვალე სურვილს, დაინახოს მასში კაცობრიობის
იდეალის რეალიზება და, შესაძლებლობის ფარგლებში,
ხელი შეუწყოს მას.“ ვ.გ. ბელინსკი
საბოლოოდ ისევ გავიმეორებ, რომ სამშობლოს საფრთხეში
ყოფნის დროს ადამიანის მთავარი საზრუნავი ამ
მდგომარეობის გამოსწორებაა.

You might also like