You are on page 1of 2

ყველა ადამიანი საკუთარ ცხოვრებისეულ

ღირებულებებში უნდა ერკვეოდეს.


მოცემულ საანალიძო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. მწყემსი ქალი გაოცებულია განდეგილის
არჩევანით, რომ მან მიატოვა ოჯახის წევრები და დატოვა
კომფორტის ზონა. ქალისთვის იმდენად წარმოუდგენელია
ასეთი ცხოვრება, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მწირის
მთელ მოღვაწეობას: „გამკვირვებია მე ეს ამბავი!..
მითქვამს: იქ ყოფნა რას არგებს სულსა? განა სწყინს
ღმერთს, რომ კაცი შეჰხარის ქვეყანას, ღვთითვე
დაბადებულსა?”. უცხო ქალი ვერ აცნობიერებს
განდეგილის არჩეულ გზას და მხოლოდ „ტკბილი
წუთისოფლისგან“ განრიდებით გამოწვეულ ტაბჯვას
ხედავს. შემდეგ კი ამ ყველაფერს სიკვდილთანაც აიგივებს:
„აქ სიკვდილია, იქ კი სიცოცლე,
აქ ჭირია და იქ კი ლხინია.“
განდეგილი შესანიშნავად გამოხატავს თავის სათქმელს. ის
ყველა წუთისოფლისეულ ლხინს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე
მიმაჯაჭვებელობად აღიქვამს. ის კი სულიერებისკენ
მიისწრაფის. ბერი თავის დაყუდებულ ცხოვრებას ღვთის
ნებად რაცხავს: „ასეთი არის ჩანს ნება ღვთისა“- ამ
სიტყვებში ჩანს მწირის არჩევნის არამდგრადობა. ის
თავისი გადაწყვეტილების პასუხისმგებლოსბას ღმერთს
აკისრებს და უდიდეს შინაგან მღელვარებსას შემდეგი
სიტყვებით აცნობიერებს:
-ხსნა ყველგან არის... ხოლო გზა ხსნისა
ესეთი მერგო მე ...უბედურსა...“
მწყემს ქალთან შეხვედრა აღმოჩნდა განდეგილისთვის
საკუთარი ცხოვრების დაფასების საწყისი. ის თვითონვე
აღიარებს, რომ სასუფეველში ადგილის დამკვიდრება
ხალხში ცხოვრებითაც არის შესაძლებელი
დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია. 21-ე
საუკუნეში ღირებულებები განსაზღვრავენ ადამიანის ქცევას
სხვადასხვა სიტუაციაში და ახდენენ გავლენას მის
გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ადამიანები ვერ აანალიზებენ
საკუთარ ღირებულებებს და სწორედ ეს იწვევს ამდენ
პრობლემას.
ჩვენ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ბერ
ხვედიოსთან, რომელიც განდეგილობის გზას დაადგება და
ნაკისრ ვალდებულებას ბოლომდე ღირსეულად ატარებს,
განსხვავებით ჩვენი მწირისგან.
ასევე ღირებულებებისა და სულიერი ამაღლებისთვის
ეწამა წმინდა შუშანიკი. მას გაუძლო ქმრის მიერ წამებას, და
განსხვავებით განდეგილისა მან იცოდა რა მოელოდა წინ
და ამისთვის მზად იყო.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ საკუთარ ღირებულებებში
გარკვევა ადამიანს ცხოვრებას გაუადვილებს.

You might also like