You are on page 1of 2

თავისუფლება არა არჩევანი, არამედ აუცილებელი

განვითარების პირობაა.
არ არის საჭირო, რაღაც შესანიშნავისთვის ვიბრძოლოთ,
ყველა ცოცხალი არსებისთვის თავისუფლებაა
მნიშვნელოვანი.
მოცემულ საანალიზო მონაკვეთში სწორედ ამ თემაზეა
საუბარი. მყინვარზე მდგომი აჩრდილის სახით პოეტს
მოევლინა ერის სული უკვდავი და მარად თანმდევი. ერის
სული იტანჯება ქართველთა ტანჯვით: „მეცა ვტანჯულვარ,
ჰე ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ქართველთა სისხლში
იბანება მისი გული. მას მარადიულად ახსოვს
საქართველოს წარსული, დიდებული და თავისუფალი,
ამიტომ შენატრის მას. აწმყო კი აწყლულებს, რადგან
ყოველი კეთილი, რაც წარსულში იყო, მტვრად აღგვილა:
“ეხლა აღგვილა ყველა ესე, ვითარცა მტვერი...”. აწმყოს
ყველაზე დიდი უბედურება ქართველის გულში უსასოობის,
უიმედობისა და ურწმუნოების შთანერგვაა. ეს ყოველივე
ტანჯვა-წამების შედეგია. ქართველს დაუკარგავს
საზოგადო ცხოვრების კვალი. ვიდრე ეს არ გამოსწორდება,
ვიდრე ქართველი არ ჩასწვდება „საზოგადო ცხოვრების
დენას“ და სანამ დროის მოთხოვნას ფეხს ვერ აუწყობს,
მანამდე დაღვრის ურწმუნოებისა და ეჭვის ცრემლს. ეს
ცრემლი კი იქნება უქმი და მხოლოდ ქართველის
უსუსურობის მღაღადებელი. ქართველებს კი მამულის
აღდგენის რწმენა არ ექნება: „მაგრამ არ ირწმენს,
წამებულო, შენს აღდგენასა“.
დღესდღეისობით ეს თემა ძალიან აქტუალურია.
საქართველოში დღესაც უდიდესი პრობლემაა ქვეყნის
აბსოლუტური თავისუფლება. ილიას ლექსში აღწერილი
საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა
პრობლემურია დღევანდელ საქართველოში. ქართველი
ხალხი ვერ აანალიზებს თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი.
მიზეზი ვართ ჩვენ. ჩვენ ხშირად ვაბრალით ჩვენს
მდგომარეობას სხვებს. მთავარია მონდომება და რწმენა
იმისა რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საკუთარი თავისუფლება
მოვიპოვოთ, ნაცვლად ამისა მხოლოდ მოვთქვამთ და
ვწუწუნებთ ჩვენი ბედის უკუღმართობაზე.
გავიხსენებდი დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობას“,
სადაც ასახულია თავისუფლებისთვის მებრძოლი
ახალგაზრდა მეგობრების ისტორია. ისინი კომუნისტურ
საქართველოში ცხოვრობენ, სადაც თავისუფლება
მხოლოდ ოცნება იყო. მიუხედავად ამისა, ისინი არ შეეგუენ
ამ ბედს და გადაწყვიტეს თავისუფლების მოპოვება,
თუნდაც მომკვდარიყვნენ თავისუფლებისთვის. სწორედ ეს
განგვასხვავებს ჩვენ მათგან, მცდელობა, თუნდაც უშედეგო,
რომელსაც ნანატრ თავისუფლებამდე მივყავართ. როგორც
ალექსის დე ტოკვილი იტყოდა -- „ თავისულებაში
ცხოვრობს ის, ვისაც წინააღმდეგობათა მიუხედავად
ქმედება მაინც შეუძლია“.
საბოლოოდ ვიტყვი, რომ სანამ ვერ დავინახავთ
რეალობას და ვერ გავიგებთ ჩენს თავს, ჩვენ ვერ
მივაღწევთ თავისუფლებას.

You might also like