You are on page 1of 4

თერძი (?

- დაახლოებით 1250)

თერძის ზუსტი სახელი და გვარი დაბადების თარიღი უცნობია. ფიქრობენ რომ დაიბადა
ავსტრიაში. თერძს ეკუთვნის ეპოსი კარლ დიდი. თერძი თავის იგავებში ამორალურობაზე და
გარყვნილებაზე წერდა.

კურდღელი

მე მოვისმინე ნამდვილად მომხდარი:

კურდღელი, რომელიც ბაწარით დაბმული არის,

შეიძლება ისევ ველური გახდეს,

როდესაც ბაწარს მოხსნიან.

ჩვენთანაც ასე არის: ადამიანი,

რომელიც პატიოსნად ცხოვრობდა და

ამ პატიოსნებას დაკარგავს,

უფრო მეტად ველური ხდება, ვიდრე ბალახში მორბენალი კურდღელი.

კატა

ყველა კატის თვისება

რომ დაინახავს უამრავ უყურადღებოდ დაგდებულ საჭმელს,

იმისკენ ისწრაფვის, რისი ჭამაც არ შეუძლია.

ასე ყველაფერს აბინძურებს, ყველასთვის არა სასიამოვნო,

ზიზღისმომგვრელი ხდება.

ასე იქცევა ყველა გარყვნილი მამაკაცი

რომელსაც ბევრი ქალის გამიჯნურება არ შეუძლია,

როგორც მის გულს სურს.


უამრავიდან მაინცდამაინც იმას ირჩევს,

ვისაც ის საერთოდ არ აინტერესებს.

მიუხედავად ამისა ვერ ანებებს თავს და

და თავისზე გარყვნილებთან ატარებს დროს,

ის რომ ასე იქცევა, ეს არ არის უგუნურება,

რადგან იცის რომ ასე

მის სიკერპეს შეასუსტებს და თავის

სურვილზე დაიმორჩილებს.

ასე ცდილობს კაცი ქალის გულის მოგებას და

ის ისე იქცევა, როგორც კატა და კატის მსგავს ქებას იმსახურებს.

ქაჩალი და კოღო

კოღომ ძალიან მწარედ უჩხვლიტა ქაჩალს თავზე

როდესაც თავი მოშიშვლებული შენიშნა.

კაცმა მოუქნია ხელი, მაგრამ ის ამ დროს უკვე გაფრენილი იყო.

ცოტახანში კოღო ისევ მიფრინდა,

კაცმა მოიქნია ხელი,

მაგრამ კვლავ ნაკბენი და ხელმოცარული დარჩა.

ასე გააგრძელდა,

მანამ სანამ კაცმა დაიჭირა და მოკლა.

კოღოს მე ვადარებ ღატაკ ხალხს,

რომელიც ძლევამოსილს მუდამ თხოვს რაღაცას


და არ ზრუნავს, რაც ჭირდება თავად იშოვნოს

ასე ის შემაწუხებელი ხდება და ბოლოსდაბოლოს

მდიდარი წყვეტს ღატაკთან ურთიერთობას,

შემდეგ ღატაკი ნელ-ნელა უფრო და უფრო პატივმოყვარე ხდება და

ტანჯვით იქამდე მიიყვანს ბატონს, რომ ერთხელაც ნაბრძანები იქნება

ღატაკის სახრჩობელაზე დაკიდება,

ანუ მას ისეთივე აღსასრული ექნება, როგორც კოღოს.

ჩიტი და მიმინო

დილაადრიან მწვანე ტოტზე

ერთი ჩიტი გალობდა.

ის სიმღერაში ისე გართული იყო,

რომ სულ დაავიწყდა ირგვლივ ყველაფერი.

ჩიტი ასე იჯდა და მღეროდა,

მანამ სანამ მიმინო არ დააცხრა

და ბრჭყალებში არ მოიგდო.

ჩიტს ხმა ჩაუწყდა და სააბოლოდ როდესაც

მოკვდა, სააბოლოდ დადუმდა.

ასე განცხრომით ცხოვრობენ მიწიერი ადამიანები,

რომელთაც ღმერთი დავიწყებული ჰყავთ

და იმას აკეთებენ, რაც გაუხარდებათ,

მანამ სანამ ყველანაირი შველა უკვე გვიანი იქნება,

სიკვდილი მოაწევს და მოახრჩობს.

ადამიანების განცხრომით ცხოვრებას უფრო ცუდი ბოლო აქვს, ვიდრე

ჩიტს, რომელიც თავისთვის მღეროდა.

ჩიტი რომელიც გალობდა და საკუთარი თავი დაკარგა,


ის ამ დროს თავის ჭმუნვას იქარვებდა,

მაგრამ მიწიერს, რომელიც განცხრომაში ცხოვრობდა,

სიკვდილის დროს ადამიანთათვის წარმოუდგენელი

და მრავალმხრივი სადარდებელი უჩნდება.

კურდღელი და ლომი

კურდღელს, რომელსაც ლომის წინააღმდეგ

ბრძოლა სურს -

მე ვერ ვუწოდებ გმირს,

ის შეშლილია.

ვინც ისეთ ძალის წინააღმდეგ იბრძვის,

ვისაც ვერასდროს დაამარცხებს,

და უცილობლად მოკლული იქნება,

ამტკიცებს რომ ეშმაკით შეპყრობილია.

ვინც პატიოსნად არ ცხოვრობს,

ის ღმერთის წინააღმდეგ იბრძვის

და შემდეგ მისი სული გადარჩენის უფრო შეუძლებელია,

ვიდრე ლომთან მებრძოლი კურდღელის.

You might also like