You are on page 1of 1

ᲞᲝᲔᲖᲘᲘᲡ ᲝᲠᲘ

ᲬᲣᲗᲘ
მუხრანის ბოლოს…

ᲛᲔᲜᲘᲣ

Category Archives:
გალაკტიონ ტაბიძე

24 მე და ღამე
ᲡᲔᲥ
2010 posted in გალაკტიონ ტაბიძე by Di@

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,


სიო, სარკმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს
მეუბნება.

მთვარით ნაფენს არემარე ვერ იცილებს ვერცხლის


საბანს,
სიო არხევს და ატოკებს ჩემს სარკმლის წინ იასამანს.

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,


ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,


ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში


დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.

რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,


ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.

ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიქრს წუთი წუთზე


უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი;

ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით


სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიღრმეში
მოვათავსე.

მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში


მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.

იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და


ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!

1913

Advertisements

REPORT THIS AD

გაუზიარე სხვებსაც:

Tweet Share გაზიარება 1

! მეტი

Like
One blogger likes this.

!გალაკტიონ ტაბიძე
! დატოვე კომენტარი

23 ცამეტი წლის ხარ


ᲡᲔᲥ
2010 posted in გალაკტიონ ტაბიძე by Di@

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა


ჭაღარა გულის ზმანება ავი, –
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,


მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა –


დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის.

გაუზიარე სხვებსაც:

Tweet Share გაზიარება 14

! მეტი

Like
2 bloggers like this.

!გალაკტიონ ტაბიძე ! 3 Comments

23 მთაწმინდის მთვარე
ᲡᲔᲥ
2010 posted in გალაკტიონ ტაბიძე by Di@

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს…

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,

და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,

მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე…

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!

აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,

აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,

ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,

ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული…

და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,

ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,

თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,

და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;

თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,

თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ


აღზარდა,

სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა;

რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,

რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე,

რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,

რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,

რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი…

ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

გაუზიარე სხვებსაც:

Tweet Share გაზიარება 0

! მეტი

Like
One blogger likes this.

!გალაკტიონ ტაბიძე
! დატოვე კომენტარი

22 მზეო თიბათვისა
ᲡᲔᲥ
2010 posted in გალაკტიონ ტაბიძე by Di@

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,


ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,


სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება,


უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

1915

გაუზიარე სხვებსაც:

Tweet Share გაზიარება 0

! მეტი

Like
One blogger likes this.

!გალაკტიონ ტაბიძე ! 3 Comments

18 ლურჯა ცხენები
ᲡᲔᲥ
2010 posted in გალაკტიონ ტაბიძე by Di@

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,


ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში


სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა!
ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში,
წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია.

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით


უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან!
სიზმარიან ჩვენებით – ჩემი ლურჯა ცხენებით
ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან!

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება:


ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში;
გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება,
ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში.

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,


ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია!
ახლა კი სამარეა შენი განსასვენები!

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს


სახელს?
ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს?
ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში,
სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს!

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა:


მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება!
შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით
უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.

მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში,


ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები,
როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი,
ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!

გაუზიარე სხვებსაც:

Tweet Share გაზიარება 0

! მეტი

Like
One blogger likes this.

!გალაკტიონ ტაბიძე
! დატოვე კომენტარი

17 თოვლი
ᲡᲔᲥ
2010 posted in გალაკტიონ ტაბიძე by Di@

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის


ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.

ძვირფასო! სული მევსება თოვლით:


დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:


იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.

ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,


უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…

ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის


ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი


და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

არის გზა, არის ნელი თამაში…


და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!

მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ


მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.

მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,


ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.

თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი


და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

გაუზიარე სხვებსაც:

Tweet Share გაზიარება 0

! მეტი

Like
One blogger likes this.

!გალაკტიონ ტაბიძე ! 4 Comments

ᲩᲝᲜᲩᲮᲘᲐᲜᲘ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ

მარტი 2021

ო ს ო ხ პ კ კ

1 2 3 4 5 6 7

8 9 10 11 12 13 14

15 16 17 18 19 20 21

22 23 24 25 26 27 28

29 30 31

« იან

ᲔᲫᲘᲔ:

ძებნა …

ᲒᲕᲔᲠᲓᲔᲑᲘ

ბლოგის შესახებ…

გაგვიზიარეთ…

ᲑᲚᲝᲒ-ᲙᲝᲚᲔᲥᲢᲘᲕᲘ:

დაჩი

Di@

ninisku

არამკითხე მოამბე

ᲛᲜᲐᲮᲕᲔᲚᲜᲘ

94,588 ვიზიტი

ᲛᲐᲠᲒᲐᲚᲘᲢᲔᲑᲘ

14 იანვარი

სხვადასხვა

შეფიცულებს

ბატონიშვილს

თეთრ გიორგნელთა სიმღერა

სიყვარული ჩრდილოეთში

***

თეთრი ხომალდი

***

სამშობლო უცხოეთში

ბრმა კაცი

წერილი საიდუმლო დედას

ქართული ენა

ზენ ბაცალიგოს

წუთისოფელი

ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲝ

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე

კრწანისის ყაყაჩოები

ცამეტი წლის ხარ

არ უკიჟინო, სატრფოო..

დუმილის პოეზია

ფეხები მიადგი ლამაზო ერთმანეთს

ნუ მწერ

მე და ღამე

წუთისოფელი

ᲙᲐᲢᲔᲑᲘ

აკაკი წერეთელი (6)

ალექსანდრე ლორთქიფანიძე (2)

ანა კალანდაძე (1)

გალაკტიონ ტაბიძე (6)

გიორგი ზანგური (1)

გიორგი ლეონიძე (4)

გიორგი საჯაია (5)

დათა გულუა (2)

ვაჟა–ფშაველა (3)

ვახტანგ ჯავახაძე (2)

ზვიად რატიანი (3)

თეა თოფურია (3)

იეთიმ გურჯი (1)

ილია ჭავჭავაძე (1)

ლადო ასათიანი (13)

მირზა გელოვანი (3)

მურმან ლებანიძე (2)

ნიკოლოზ ბარათაშვილი (1)

ოთარ ჭილაძე (1)

როინ აბუსელიძე (1)

სათქმელი (1)

სიმონ ბერეჟიანი (10)

სიმონ ჩიქოვანი (1)

ტერენტი გრანელი (5)

ტიციან ტაბიძე (1)

შოთა იათაშვილი (1)

შოთა ნიშნიანიძე (1)

შოთა რუსთაველი (1)

ხალხური (2)

ჯანსუღ ჩარკვიანი (1)

BLOGROLL

Blogroll.Ge

Documentation

Plugins

Suggest Ideas

Support Forum

Themes

WordPress Blog

WordPress Planet

ᲓᲐᲛᲢᲕᲔᲠᲘᲚᲘ

აირჩიეთ თვე

ᲭᲘᲙᲛᲔᲘᲡᲢᲔᲠᲘ DI@

ჩემი ყვავილები ♡
instagram.com/p/CMSGFuTh19M/… 2 weeks ago

ჩვენი ბაღი თოვლში ♡ @ Retro Construction -


რეტრო ქონსთრაქშენ
instagram.com/p/CLeYvUkBa_I/… 1 month ago

Likes the quote "Caring for myself is not self-


indulgence, it is self-preservation."
goodreads.com/quotes/10615451 via @goodreads
1 month ago

ᲒᲐᲛᲝᲘᲬᲔᲠᲔ ᲤᲝᲡᲢᲘᲗ

შეიყვანეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი:

Join 8 other followers

Enter your email address

გამოიწერეთ

Create a free website or blog at WordPress.com.

გამოწერა

You might also like