You are on page 1of 3

სანივთო 2 ნაწილი

საკუთრების უფლების წარმოშობა

1)რომაელი იურისტები უფლების წარმოშობას განასხვავებდნენ:


ა)თავდაპირველი-საკუთრების უფლება წარმოიშობა ხელახლა, იმის მიუხედავად, თუ
მანამდე რა უფლება არსებობდა ნივთზე, ძირითადად ეხება უპატრონო ნივთებს.
ბ)ნაწარმოები- თუ საკუთრების უფლება ეფუძვნება წინა მესაკუთრის უფლებას მოცემულ
ნივთზე.

2)უფლების წარმოშობის თავდაპირველი გზებია:


ა)ოკუპაციო- ნიშნავს უპატრონოს და იმის საკუტრებაა ვინც მას პირველი დაეუფლება.
ასეთებია გარეული ცხოველები, ფრინველები, თევზები და ა.შ არ აქვს მნიშვნელობა
პირმა ეს ცხოველი საკუთარ მიწაზე დაიჭირა თუ სხვის, ის მისი საკუთრება ხდება, თუ
მიწის მეპატრონემ შეგამჩნია მას შეუძლია შესვლა აგიკრძალოს ნაკვეთში. მტრისათვის
წართმეული ან მიტოვებული ნივთი იმისია ვინც მას პირველი აიღებდა.

ბ)ნაპოვარი-ნაპოვარი ფასეულობას წარმოადგენდა და თუ პატრონის დადგენა


შესაძლებელი იყო, ასეთი ნივთის მიმთავისებელი ქურდად ჩაითვლებოდა

გ)განძი (Thesaurus) - ასევე წარმოადგენდა საკუთრების უფლების წარმოშობის


თავდაპირველ გზას. განძი დაფლული უნდა ყოფილიყო ხოლო მისი მესაკუთრის დადგენა
შეუძლებელი. სწორედ ეს განასხვავებს განძს ნაპოვარისაგან. თუ პირი განძს სხვის
მიწაში შემთხვევით აღმოაჩენს ისე, რომ იგი არც უძებნია, მისი ნახევარი ადრიანემ მიწის
მესაკუთრეს მიაკუთვნა. თუ განძს ცეზარის ეზოში იპოვის ვინმე, ნახევარი მისია ნახევარი
ცეზარის, ხოლო თუ საჯარო მიწაში იპოვის ნახევარი მისია ნახევარი სახელმწიფოსი.

დ)ნამატი (Accessio) - ასეთ შემთხვევად განიხილება ნაპირზე გამოტანილი ან ბუნებრივი


მოვლენების შედეგად შეერთებული მიწის ნაკვეთი, კუნძული მდინარეში, ნარგავები,
რომლებიც სხვის მიაწზე ფესვს გაიდფამენ, ასევე სხვის მიწაზე შენობა-ნაგებობების
აგება. თუ კუნძული მდინარის შუაში წარმოიშვა იგი პროპორციულად ეკუთვნით მხარეებს.
თუ სხვის მიწაზე საკუთარ ნერგებს დარგავ, მაშინ ნერგები სხვას ეკუთვნის, რადგან მის
მიწაში აქვს ფესვები გადგმული. თუ რაიმეს სხვის დაფაზე დახატავ, ნახატს ეკუთვნის
დაფა რადგან სისულელეა იაფასიან დაფას ეკუთვნოდეს გამოჩენილი მხატვრის ნახატი.
ყველაფერი რაც მიწაზე შენდეგბა ამ მიწის ნაკვეთს ეკუთვნის. 12 ტაბულის კანონებში
დადგენილია, რომ არ შეიძლება ვინმე ვაიძულოთ თავის შენობაში ჩაშენებული სხვისი
მორი გამოიღოს, მაგრამ მან მისი ორმაგი ღირებულება უნდა გადაიხდოს იმ სარჩელის
საფუძველზე, რომელსასც de tigno junctum-ჩაშენებული მორის შესახებ სარჩელი ქვია,
ხოლო tignum, მორი, აღნიშნავს ყველანაირ მასალას.

ე)გადამუშავება- ნივთზე საკუთრების უფლება წარმოიშობოდა ასევე ახალი ნივთის


შექმინსას. თუ მასალა იმ პირს ეკუთვნოდა ვინც ახალი ნივთი შექმნა მაშინ ახალი
ნივთის მესაკუთრეც იყო, მაგრამ თუ მასალა სხვისი იყო, არსებობდა პროკულუსიანელთა
და საბინუსიანელთა მიდგომა. პროკულუსის მიმდევრები თვლიდნენ, რომ მიუხედავად
მასალის დიდი მნიშვნელობისა, ახალი ნიცთის შექმნაში გადამწყვეტი იყო ფორმა და
მესაკუთრე იქნებოდა ის ვინც შექმნა.

ვ)ხანდაზმულობა- უკანონო, მაგრამ კეთილსინდისიერი მფლობელი შეიძლებოდა


გამხდარიყო ნივთის მესაკუთრე, თუ ნივთის უწინდელი მესაკუთრე განსაზღვრული ვადის
განმავლობაში არ წარადგენდა სარჩელს მისი ნივთის უკანონო მფლობელისაგან
გამოთხოვის თაობაზე. მფლობელობითი ხანდაზმულობით პირი ხდება იმ ნივთის
მესაკუთრე, რომელსაც ფაქტიურად ფლობდა კანონით განსაზღვრული ვადის
განმავლობაში. ამასთანავე სახეზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო განუწყვეტელი
კეთილსინდისიერი მფლობელობა გარკვეული დროის განმავლობაში. მიტაცებული ნივთი
არ შეიძლებოდა მიმტაცებლის საკუთრება გამხდარიყო. ხანდაზმულობის ვადები დროთა
განმავლობაში იცვლებოდა. თუ პირი მეორე პირისგან რომელიც მესაკუთრე არ იყო
მაგრამ თავს მესაკუთრედ თვლიდა ნივთს იყიდდა ან სხვამხრივ შეიძენდა, იგი
მფლობელობის ხანდაზმულობით საკუთრების უფლებას ამ ნივთზე იძენდა, თუ მოძრავი
იყო 1 წელში, თუ უძრავი 2 წელში, ისიც იტალიის მიწაზე. იუსტინიანემ ეს ვადა გაზარდა
ქონებაზე 10-20 წელი, ხოლო ნივთებზე 3 წელი. §თუმცა ზოგჯერ თუნდაც პირი ნივთს
მთელი კეთილსინდისიერებით ფლობდეს მფლობელობის ხანდაზმულობით საკუთრების
უფლებას ვერ მოიპოვებს, მაგალითად , თუ პირი თავისუფალ ადამიანს, საღმრთო ან
რელიგიურ ნივთს ან გაქცეულ მონას ფლობს. ნაქურდალ და ძალადობით მიტაცებულ
ნივთებზე მფლობელობის ხანდაზმულობით საკუთრების უფლებას ვერ შეიძენენ თუნდაც
მათ ზემოთ აღნიშნული ხანგძლივი დროის განმავლობაში კეთილსინდისიერად
ფლობდნენ.

3)საკუთრების უფლების წარმოშობის ნაწარმოები გზებია:

ა)მანტიპაცია (mantipatio)- მანტიპაცია გათვალისწინებული იყო მხოლოდ რომის


მოქალაქეებისთვის და მარტო მანციპირებადი ნივთების შესაძენად. მანტიპაციის
რიტუალის ჩასატარებლად გამყიდველი წარმოადგენდა გასაყიდ, მანციპირებად ნივთს.
გარიგებას ესწრებოდა ხუთი მოწმე, გამყიდველის ახლო ნათესავებიდან, რათა
მომავალში დაედასტურებინათ გარიგება და ამასთან მათი მხრიდან არ წარმოშობილიყო
შემდგომში პრეტენზიები. სპილენძი და სასწორი…

ბ)უფლების დათმობა (in iure cesio)- უფლების დათმობისთვის გამოყენებული იყო


მოჩვენებითი სასამართლო პაექრობის ფორმა. მხარეები ვითომ სასამართლოს წინაშე
ცდილობდნენ ნივთზე თავიანთი უფლების დამტკიცებას. მყიდველი გამოდიოდა
მოსარჩელის როლში და მოითხოვდა თავისი კუთვნილი ნივთის უკან დაბრუნებას.
გამყიდველი განგებ არ სცემდა პასუხს მოსარჩელეს და ჩუმად იყო. ეს კი ითვლებოდა
მოსარჩელის პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად საკმარის საფუძვლად.

გ)გადაცემა (traditio)- ამ გზით საკუთრების უფლების შესაძენად საჭირო იყო ნივთის


ფაქტობრივი გადაცემა და სამართლებრივი საფუძველი. ფაქტობრივ გადაცემასთან
ერთად საკმარის საფუძვლად შეიძლებოდა სიმბოლური გადაცემაც ჩათვლილიყო.
სამართლებრივი საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო ხელშეკრულება. ახალ მესაკუთრეს
არ შეიძლებოდა იმაზე მეტი უფლებები ქონოდა, რაც ძველ მესაკუთრეს გააჩნდა.

*საკუთრების უფლება წყდებოდა:


ა) ნივთის განადგურებისას
ბ)ნივთის სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებით
გ)ქონების კონფისკაციით
დ) ნივთზე უარის თქმით
ე) ხანდაზმულობით

4) საერთო საკუთრება (communio) - თანასაკუთრებას ადგილი ქონდა იმ შემთხვევაში


როდესაც რამდენიმე პირს საკუთრების უფლება ერთ ნივთზე გააჩნდა. ასეთ შემთვევაში
თითოეულ მესაკუთრეს ეკუთვნოდა არა ნივთის ნაწილი, არამედ საკუთრების უფლების
ნაწილი. საკუთრების უფლების დაცვა:

ა)ვინდიკაცია (vindicatio)- ამ გზით არამფლობელი მესაკუთრე გამოთხოვდა ნივთს


უკანონო მფლობელისაგან. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მთლიანად
მესაკუთრეზე იყო. მფლობელის სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებდა რომ ნივთი მის
მფლობელობაში იყო. ტერმინი ვინდიკაცია მოდის სიტყვა vindicta, რაც ჯოხს ნიშნავს.

ბ)ნეგატორული სარჩელი (actio negatoria)- აღიძვრებოდა მფლობელი მესაკუთრის მიერ, იმ


შემთხვევაში, როდესაც გარეშე პირი ავიწროებდა მას და არ აძლევდა საშუალებას
სურვილისამებრ გამოეყენებინა ნივთი.

გ)პროჰიბიტორიული სარჩელი (actio prohibitoria) - აღიძვრებოდა იმ შემთვევაში თუ ვინმე


თავის ეზოში ისეთ ნაგებობას ააშენებდა რომელიც მეზობელს ფანჯრებს უბნელებდა ან
სხვაგვარად აწუხებდა.

5)უფლება სხვის ნივთზე (iure in re aliena) - საკუთრების უფლების გარდა სანივთო


უფლებებს მიეკუთვნებოდა ასევე უფლებები სხვის ნივთზე. ამ უფლებების ყველაზე
მნიშვნელოვან კატეგორიას სერვიტუტები წარმოადგენდა, ამას გარდა აღსანიშნავია
ასევე ემფითევზისი და სუპერფიცია, გირავნობის სამართალი. სერვიტუტების წარმოშობა
განპიროვნებული იყო მიწაზე კერძო საკუთრების ჩამოყალიბებით.
6)სერვიტუტები იყოფოდა სანივთo:
ა)საადგილმამულო სერვიტუტებად (servitutes praediorum)- ქალაქის მიწის ნაკვეთების
სერვიტუტებს მიეკუთვნებიან სერვიტუტები, რომელიც არი შენობებთან დაკავშირებული
და იწოდებიან ადგილ-მამულების სერვიტუტებად იმის გამო, რომ ქალაქის ყოველი
შენობა ადგილ-მამულად იწოდება თუნდაც იგი ქალაქგარეთ იყოს აშენებული. სოფლის
ადგილმამულების სერვიტუტებს ზოგი სწორად მიაკუთვნებს წტლით სარგებლობის
უფლებას, პირუტყვის წყალსასმელად გადენის უფლებას პირუტყვის ძოვის უფლებას,
კირის მოხარშვის უფლებას. ხოლო ამ სერვიტუტებს საადგილმამულო სერვიტუტებს
იმიტომ უწოდებენ რომ მათი დადგენა ადგილმამულების გარეშე შეუძლებელია.
მართლაც, არავის შეუძლია ქალაქის ან სოფლის სერვიტუტი შეიძინოს, თუ მას ადგილ-
მამული არ აქვს და ვსიაც ადგილ მამული არ აქვს, მას ამ მხრივ არც რაიმე მოვალეობა
გააჩნია

ბ)პირად სერვიტუტებად (servitutes praediorum urbanorum)- პირადი სერვიტუტის მაგალითია


უზურფრუქტი, ეს არის სხვისი ნივთებით სარგებლობისა და მათგან შემოსავლის მიღების
უფლება ამ ნივთების არსის სრული დაცვით. სინამდვილეში იგი არის ნივთზე უფლება,
რომლის მოსპობის შემთხვევაშ უნდა მოისპოს თავად უფლებაც.

7)სერვიტუტის უფლება შეიძლებოდა წარმოშობილიყო:


ა)ხანდაზმულობით
ბ)მესაკუთრის სურვილით
დ) სასამართლო გადაწყვეტილებით

8)სერვიტუტის უფლება შეიძებოდა შეწყვეტილიყო:


ა) ნივთის განადგურებით
ბ)სერვიტუტის უფლების მქონე პირის გარდაცვალებით
გ)სტატუსში ცვლილებისას
დ)სერვიტუტის უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში
ე)ნივთისა და საკუთრების უფლების გაერთიანებით

9)სხვის ნივთზე უფლებათა რიცხვს მიეკუთვნება სხვისი მიწით ხანგძლივი დროით


სარგებლობის უფლება, ამ უფლების მემკვიდრეობით გაცემისას და გასხვისების
უფლებით:
ა)სასოფლო სამეურნეო მიწის დამუშავებისთვის- ემფითევზისი
ბ)საქალაქო- ამ მიწაზე შენობის აგებისთვის (super cies)

10)ემფითევზისი გულისხმობდა:
ა)მიწის ნაკვეთით სარგებლობას
ბ)ნაყოფის მიღების უფლებას
გ)დაგირავების, მემკვიდრეობით გადაცემის ან გასხვისების უფლებას.
fi

You might also like