You are on page 1of 16

V00რომის სამართლის

საფუძვლები(შუალედური)
1.რომის კერძო და საჯარო სამართალი,რას მოიცავდა
სამართალი იყოფა კერძო და საჯარო სამართლად.საჯაროა
სამართალი, რომელიც ეხება რომის სახელმწიფოს
მდგომარეობას,კერძო სამართალი კი-კერძო პირების სარგებელს.
საჯარო სამართალის რეგულირების სფეროში შედიოდა რელიგიური
წესების,ქურუმთა უფლება-მოვალეობის,მაგისტრების საქმიანობის
მოწესრიგებისა და სხვა საკითხები.
კერძო სამართალი კი შედგება სამი ნაწილისგან ბუნებითი,ხალხთა
და ცივილური სამართალი.
ბუნებითია(ius naturale) სამართალი,რომელიც ბუნებამ ყველა
ცხოველს ასწავლა და ეს სამართალი დამახასიათებელია არა მარტო
ადამინებისათვის არამედ ყველა ცოცხალისთვის.აქედან
მომდინარეობს ქორწინება,ბავშვის გაჩენა და აღზრდა.
ხალხთა(ius gentium) სამართალი არის ის სამართალი,რომელსაც
ადამიანთა მოდგმა იყენებს.ბუნებითისგან განსხვავებით,რომელიც
ყველა ცოცხალი არსებისთვისაა დამახასიათებელი,ხალხთა
სამართალს მხოლოდ ადამიანები იყენებენ.
ცივილური(ius civile) და ხალხა სამართალი შემდეგნაირად
იყოფა.ყოველი ხალხი რომელსაც კანონები ან ჩვეულებები მართავს
ნაწილობრივ საკუთარ სამართალ იყენებს ნაწილობრივ ყველა
ადამიანისთვის საერთო სამართალს.ის სამართალი,რომელიც
თითოეულმა ხალხმა საკუთარ სამართლად დაიდგინა,არის თავად ამ
სახელმწიფოს სამართალი და მას ცივილური სამართალი
ეწოდება.ხოლო სამართალს რომელიც ბუნების გონმა ყველა
ადამინის შორის დააწესა თანაბრად იცავს ყველა ადამიანი და მას
ხალხთა სამართალი ეწოდება.

2.რას გულისხმობს რომის კვირიტული და პრეტორული


სამართალი
ცივილური სამართალი თავის სახელწოდებას თითოეული
სახელმწიფოსგან იღებს,მაგალითად ათენის სამართალი.სამართალს,
რომლითაც რომაელი ხალხი სარგებლობს,ჩვენ ვუწოდებთ
რომაელთა ცივილურ სამართალს,რომელსაც კვირიტები
იყენებდნენ,ვინაიდან რომაელები კვირიტებად იწოდებიან .ამიტომ
რომის ცივილურ სამართალს კვირიტული სამართალი ეწოდება.
რომის დაწერილ სამართალს ეკუთვნის მაგისტრების
ედიქტებიც.მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია პრეტორთა
სამართალი.პრეტორების მიერ გამოცემულმა ედიქტებმა ცალკე
პრეტორული სამართალიც შეადგინა. მაგისტრების მიერ გამოცემული
ედიქტები მხოლოდ ერთი წლით მოქმედებდა,მაგრამ პრეტორთა
ედიქტები,რომლებმაც კანონის ძალა მიიღო,ხანგრძლივად
გამოიყნებოდა.პრეტორული სამართლის მნიშვნელობის ასეთ ზრდას
ხელი შეუწყო პრეტორთა ედიქტების სისტემატიზაციამ,რომელიც 131
წელს იმპერატოარ ადრიანეს დავალებით განახორციელა იურისტმა
იულიანემ.შემუშავებული კრებული სენატმა მუდმივ ედიქტად
გამოაცხადა.

3.რომის სახელმწიფოსა და სამართლის პერიოდიზაცია


რომის სახელმწიფოს და სამართლას ხანგრძლივი ისტორია
აქვს.რომის სამართლისა და სახელმწიფოს პერიოდიზაცია
ერთმანეტთს არ ემთხვევა. რომის სახელმწიფოს ისტორია იყოფა
შემდეგ პერიოდებად:
1)რექსების ხანა- ძვ.წ VIII-510 წელი
ამ პერიოდში რომის მართვაში მონაწილეობას იღებდა სახალხო
კრება- კურიის კრება,უხეუცესთა საბჭო-სენატი და ტომის არჩეული
წინამძღოლი- რექსი.
2)რესპუბლიკის ხანა-ძვ.წ V-I საუკუნეები
რომში მოქმდებდა შემდეგი სახელმწიფო ორგანოები:
სახალხო კრებები-კურიის,ცენტურიისა და ტრიბას.სენატი
წარმოადგენდა მუდმივმოქმედ კონსტიტუციურ ორგანოს.მაგისტრები-
უმაღლესი თანამდებობის პირები
3)იმპერიის ხანა-ახ.წ I-V საუკუნეები
ნელ-ნელა ქრება რესპუბლიკის ნიშენები და მყარდება იმპერატორთა
ერთპიროვნული მმართველობა.
რომის სამართლის ისტორია იყოფა შემდეგ პერიოდება:
1)არქაული-ძვ.წ 753-367
კვირიტული სამართლის ფორმირების პერიოდი.სამართალწარმობა
ქურუმთა ხელში იყო.მოქმედებდა XII ტაბულის კანონები.
2)წინა კლასიკური-ძვ.წ 367-27
იხვეწება სამართლის ინსტიტუტები,გამოიცემა ახალი კანონები და
პრეტორთა ედიქტები
3)კლასიკური-ძვ.წ27-ახ.წ284
საბოლოო სახეს იღებს სამართლის ინსტიტუტები.სამართლის
წყაროთა შორის ჩნდება პრინცეფსის კონსტიტუციები,იურისტთა
პასუხები.
4)პოსტკლასიკური-IV-V
ვითარდება საიმპერატორო კანონმდებლობა,ადგილი აქვს
კანონმდებლობათა კოდიფიკაციას,სამართალწარმეობა არის
სახელმწიფო მოხელეთა ფუნქცია.
5)იუსტინიანეს-527-565
აღსაღნიშნავია იუსტინიანეს საკოდიფიკაციო საქმიანობა .

4.რომის სახლმწიფოს მოწყობა რექსების ხანაში


რექსების ხანაში რომში საზოგადოებას მართავდა შემდეგი
ორგანოები თუ დაწესებულებები:
1.მთელი რომაელი ხალხი დაყოფილი იყო 300 გვარად,ანუ 30
კურიად,ანუ 3 ტრიბად.ერთ კურიაში 10 გვარი შედიოდა,ხოლო ერთ
ტრიბაში 100 გვარი ანუ 10 კურია.
2.კურიის კრება წარმოადგენდა სახალხო კრების უძველეს სახეს.
არსებობდა 30 კურია,შესაბამისად მოიწვეოდა 30 სახალხო
კრება.თითო კურიას თითო ხმა ჰქონდა,საკითხი კი გადაწყვეტილად
ითვლებოდა თუ მას 16 წევრი მაინც მისცემდა ხმას.კურიის კრება
განიხილავდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა:ომისა და ზავის,ტომის
წინამძღოლის ანუ რექსის არჩევა,სიკვდილმისჯილის განაჩენის
გადასინჯვის,შვილად აყვანის, ანდერძით მემკვიდრეობის საკითხები .
3.სენატი წარმოადგენდა უხუცესთა საბჭოსა და მმართველობის
უმაღლეს ორგანოს.თადაპირველად სენატი 100 წევრიგან
შედგებოდა.შემდგომში მისი შემადგენლობა გაიზარდა და გვარების
რაოდენობას გაუთანაბრდა. სენატი იხილავდა ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებს როგორებიცაა: დასკვნების მიცემა სახალხო კრებაზე
განსახილველ საკითხებზე, დადგენილებების დამტკიცება ან გაუქმება ,
სახალხო კრების მიერ არჩეული რექსის დამტკიცება,საგარეო
ურთიერთობების საკითხები.სენატს უფლება ჰქონდა
განეხორციელებინა რექსის ხელისუფლება უმეფობის პერიოდში.
4.რექსი-იგივე ტომის ბელადი.რექსი მთლიანად არ ემთხვევა მეფის
ცნება რადგანც იგი მემკვიდრეობით მიღებული ტიტული არაა.ის
ხალხის მიერ აირჩეოდა.რექსი იყო ჯარის წინამძღოლი,უმაღლესი
მსაჯული და ქურუმი.
რექსების ხანაში რომში მოსახლეობის სამი ძირითადი ფენა
არსებობდა: 1)პატრიციები-სრულუფლებიანი რომაელი მოქალაქეები.
2)კლიენტები-საშუალო ფენა,რომლებიც პატრიციების ქვეშევრდმონი
იყვნენ.
3)პლებეები-პირადად თავისუფალი ხალხი,წვრილი
მიწათმფლობელები. პლებეებს ასევე უერთდებოდა დაპყრობილი
ტერიტორიის მოსახლეობა. პლებეები თემის მართვაში არ
მონაწილეობდნენ.ისინი მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს

5.სერვიუს ტულიუსის რეფორმები


სერვიუს ტულიუსი რომის მეექვსე რექსია,რომელიც რომს მართავდა
ძვ.წVI საუკუნის შუა ხანებში.სერვიუს ტულიუსმა გაატარა შემდეგი
ღონისძიებები:
1)მთელი მოსახლეობა,რათა წაეშალა ზღვარი პატრიციებსა და
პლებეებს შორის,ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყო 6 ჯგუფად.თითო
ჯგუფს უნდა გამოეყვანა გარკვეული რაოდენობის ცენტურიები:
1)100 000 ასსის მქონენი-98 ცენტურია (18 ცხენოსანი 80 ქვეითი)
2)75 000 ასსის მქონენი-20 ცენტურია
3)50 000 ასსის მქონენი-20 ცენტურია
4)25 000 ასსის მქონენი-20 ცენტურია
5)12 500 ასსის მქონენი-30 ცენტურია
6)12 500-ზე ნაკლები-1 ცენტურია
გარდა ამისა არსებობდა 2ხელოსნების და 2მუსიკოსების ცენტურია
სულ 193 ცენტურია.
2)ცენტურია იმდენად იყო პოლიტიკური ერთეულ რამდენადაც
არსებობდა ცენტურიის სახალხო კრება.
3)რომში ასევე დამკვიდრდა ტერიტორიული დაყოფაც.რომის მთელი
ტერიტორია დაიყო 4 საქალაქო და 17 სასოფლო ტრიბად.ტრიბების
შემოღებასთან ერთად დაწესდა ტრიბის კრება.

6.რომი რესპუბლიკის ხანაში


ძვ.წ 509 წელს ჩამოაგდეს რომის უკანასკნელი მეფე ტარკვინიუს
ამაყი,რითაც დასრულდა რექსების ხანა და დაიწყო რესპუბლიკის
ხანა. რეპსპუბლიკის პერიოდი,რომელიც მოიცავს ძვ.წ 509-27
წლებს,თავის მხრივ იყოფა ორ ეტაპად:
1)ადრინდელი რესპუბლიკის ძვ.წ V-II საუკუნეები.
2)გვიანდელი ძვ.წ II-I საუკუნეები.
რესპუბლიკის პერიოდში რომში მოქმედებდა შემდეგი სახელმწიფო
ორგანოები:სახალხო კრებები,სენატი და მაგისტრატურა.
სახალხო კრებები იყო სამი სახის:ცენტურიის კრება წარმოადგენდა
სახალხო კრების ძირითად სახეს.ეს კრება ირჩევდა უმაღლესი
თანმდებობის პირებს,იღებდა კანონპროექტებს,ჰქონდა სასამართლო
ფუნქციები.
ტრიბას კრება საქალაქო დაწესებულების ანუ ტერიტორიული
ოლქების კრება იყო.არსებობდა ორი სახი ტრიბას
კრება:პირველი,რომელსაც ესწრებოდა პატრიციები და პლებეები და
მეორე,რომელსაც ესწრებოდა ხოლოდ პლებეები.ტრიბას კრება
ირჩევდა თანმდებობის პირებს, ამტკიცებდა პრეტორთა მიერ შეტანილ
კანონპროექტებს.
კურიის სახალხო კრება კარგავს ადრინდელ გავლენას და აღარ
ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს.
სენატი წარმოადგენდა უხუცესთა საბჭო.რესპუბლიკის პერიოდში
სენატი ერთადერთი მუდმივმოქმედი კონსტიტუციური ორგანო
გახდა.სენატორთა დანიშვნა ხდებოდა კონსულების მიერ,შემდეგ კი
ცენზორთა მიერ.ყოველ ხუთ წელიწადში სენატორთა სია
გადაისინჯებოდა.სენატის სხდომებს მაგისტრების
ხელმძღვანელობდნენ.სენატის უფლებამოსილებაში შედიოდა
ცენტურიებისა და ტრიბების კრებების მიერ მიღებული კანონების
დამტკიცება,სენატს ჰქონდა ვეტოს უფლება.ადგენდა ქვეყნის ბიუჯეტს
5წლით და სამხედრო ბიუჯეტს 1წლით.სენატი აწესებდა
გადასახადებს,აქტიურად მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკაში .მას
ასევე შეეძლო დაენიშნა დიქტატორი.
მაგისტრები უმაღლესი არჩევითი თანამდებობების პირები იყვენენ .
მაგისტრებს ახასიათებდა შემდეგი ნიშნები:ვადიანობა-ინიშნებოდნენ
გარკვეული ვადით,კოლეგიურობა-ერთ თანამდებობაზე ინიშნებოდა
რამდენიმე პირი,უსასყიდლობა-არ იღებდნენ გასამრჯელოს,
ანგარიშვალდებულება.
რანგის მიხედვით მაგისტრები იყვნენ ორი სახის:იმპერიუმებად -ანუ
უმაღლესი თანამდებობის პირები(კონსული,დიქტატორი,პრეტორი) და
პოტესტასებად-ანუ მაგისტრები რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი
ძალაუფლება.
კონსული-კონსულის თანამდებობა დაწესდა ძვ.წ 509 წელს,ძვ.წ 367
წლიდან ერთ-ერთი კონსული აუცილებლად პლებეები უნდა
ყოფილიყო. აირჩეეოდა ორი კონსული. კონსული ამზადებდა და
აწარმოებდა ომს,წყვეტდა ზავის საკითხებს, იწვევდა ცენტურიებისა და
ტრიბას კრებებს,ახორციელებდნენ მართლმსაჯულებასაც.
პრეტორი-დაარსდა ძვ.წ 367 წელს.იგი ცვლიდა კონსულს,
ხელმძღვანელობდა ჯარს კონსულის დავალებით,წყვეტდა დავებს
მოქალაქეებს შორის.არსებობდა რომაელების პრეტორი და
პერეგრინების პრეტორები,რომლებიც წყვეტდნენ რომაელებსა და
უცხოელებს შორის ან მხოლოდ უცხოელებს შორის
დავებს.პრეტორები გამოსცემდნენ ედიქტებს და თავიანთი ედიქტებით
იძლეოდნენ კანონის ახსნა-განმარტებას.რომში ასეთმა ედიქტებმა
ცალკე სამართალი შეადგინა და მათ პრეტორული სამართალი
ეწოდებოდა.
ცენზორი-ეს თანამდებობა წარმოიშვა ძვ.წ 443წელს.რომში აირჩეოდა
ორი ცენზორი 5 წლის ვადით.ცენზორები მოქალაქეებს ანაწილებდნენ
ცენტურიებში.ახორციელებდნენ მეთვალყურეობას საზოგადოებრივ
წესრიგზე,საოჯახო და მორალურ წესებზე.ანახლებდა და ამოწმებდა
სენატორთა სიას.მორალური წესების დარღვევის გამო ცენზორებს
შეეძლოთ მოქალაქეები ამოეღოთ სენატორთა სიიდან და
გადაეყვანათ დაბალ ცენტურიასა და ტრიბაში.
ედილები-არსებობდა სხვადახვა სახის ედილები:პლებსის ედილები-
იცავდნენ პლებეების ტაძრებს,კურულის ედილები-მოსავლის საკბები
პროდუქტების განაწილებაზე ზედამხედველობა და ქალაქში წესრიგის
დაცვა,სერეალის ედილები-თვალყურს ადევნებდნენ არცევნების
ჩატარებას.
კვესტორები-გაანგებდნენ ხაზინას
პლებსის ტრიბუნი-ძვ.წ V საუკუნიდან პლებეებმა განიმტკიცეს
მდგომარეობა და შეძლეს აერჩიათ თავიანთი წარმომადგენელი ე.წ
პლებსის ტრიბუნი.მათი მთავარი ამოცანა პლებებების ინტერესების
დაცვა იყო.
ზემოთ ჩამოთვლილი მაგისტრები იყვნენ ორდინარული მაგისტრები.
რომის რესპუბლიკაში ასევე არსებობდა ექსტრაორდინალური
მაგისტრებბი.ასეთი იყო დიქტატორი.
დიქტატორი აირჩეოდა სახელმწიფოში უკიდურესი საფრთხის ან
საომარი მოქმდებისას 6 თვის ვადით.ამ ხნის განმვალობაში
დიქტატორს ემორჩილებოდა ყველა მაგისტრი.მისი
უფლებამოსილება იმდენად ფართო იყო,რომ მის მიერ გამოტანილი
სასიკვდილო განაჩენი არ ექვემდებარებოდა აპელაციას.

7.რომი იმპერიის ხანაში


რომის იმპერიის ხანა მოიცავს პერიოდს I-IV საუკუნეებს და იყოფა ორ
ეტაპად:პრინციპატი-I-III საუკუნეები და დომინატი-III-V საუკუნეები.
პრინციპატი არის რესპუბლუკის ფორმით შენიღბული მონარქია ანუ
იმპერია,სადაც ფორმალურად შენარჩუნებულია რესპუბლიკის
ნიშნები. სახელწოდება პრინციპატი წარმოდგება
პრინცეპსისგან.პრინცეპსი იყო რომში პირველი პირი,სენატორის სიის
სათავშე.პირველი პრინცეპსი იყო ოქტავიანე.პრინცეპსი იყო ქვეყნის
მხედართმთავარი,წყვეტდა ომისა და ზავის
საკითხებს,თავჯდომარეობდა სენატს,მანვე მიისაკუთრა ცენზორის
ფუნქციები,ასევე ჰქონდა ვეტოს უფლება.დებდა ხელშეკრულებებს
უცხო სახელმწიფოებთან.მისი ძალაუფლება ფაქტობრივად
შეუზღუდავი იყო და მის მიერ გამოცემულ განკარგულებებს ჰქონდა
კანონის ძალა.
ამ პერიოდში სახალხო კრებები მხოლოდ ფორმალურად მოიწვეოდა.
მათ აღარ გააჩნდათ საკანონმდებლო ხელისიფლება.
სენატი თავდაპირველად ინარჩუნებდა ძალაუფლებას,თუმცა მალე
სენატის დაკონფლექტების საკითხი პრინცეპსის ხელში
გადავიდა.სენატს მიეცა საკანონმდებლო ფუნქცია,მაგრამ სენატი აქაც
პრინცეპსის ნებას ასრულებდა,ეადგან სწორედ პრინცეპსი ამტკიცებდა
კანონებს.
ასევე ძალიან დაეცა მაგისტრების როლიც.მაგისტრების არჩევა
სენატის ხელში გადავიდა.მათ ჩამოერთვათ ჯარის
სარდლობა,ადმინისტრაციული ძალაუფლება.მხოლოდ პრეტორებმა
მოახერხეს ძალაუფლების არა თუ შენარჩუნება არამედ გაფართოებაც
კი.
დომინატის პერიოდში იმპერატორის ძალაუფლება შეუზღუდავი იყო
როგორც ფაქტობრივად ისე იურიდიულად.დომინატი დამყარდა
იმპერატორ დიოკლეტაინეს რეფორმების შედეგად.მან გაატარა
სამხედრო,ადმინისტრაციული და საგადასახადო რეფორმები.ამ
რეფორმებით შეიქმნა ბიუროკრატიული აპარატი,ძლიერი
არმია.ქვეყანა დაიყო დიოციზებად.
395 წელს იმპერია თეოდოსიუს I-მა გაყო ორ დასავლეთ და
აღმოსავლეთ ნაწილად.თითოეულს სათავეში ედგა ავგუსტუსი.ეს
იმპერიები იყოფოდა ორ პრეფექტირად.პრეფექტურები
დიოციზებად.დიოციზებს ვიკარიუსები მართავდა.დიოციზები
იყოფოდა პროვინციებად მათ რექტორები მმართავდა.პროვინციები
კი იყოფოდა ოლქებად.

8.ჩვეულებითი სამართალი და კანონი,როგორც


სამართლის წყარო
ადათი ანუ ჩვეულებითი სამართალი,რომის სამართლის უძველესი
წყაროა.ადათები შერწყმული იყო რელიგიურ და მორალურ
ნორმებთან. გაბატონებული კლასი მისთვის სასურველ ადათებს
სანქციას აძლევდა და მათი შეუსრულებლობის გამო
პასუხისმგებლობას აწესებდა.ადათობრივი სამართლის ნორმებს
წინაპართა ადათებს უწოდებენ.რომის სახელმწიფოს გაფართოების
შემდეგ ადათობრივი სამართალი ვეღარ არეგულირებდა ადამინათა
ურთიერთობებს,ამიტომაც ადათობრივი სამართალი ადგილს უთმობს
კანონს.
კანონი რომის სამართლის ძირითადი წყაროა.პირველი კანონები
სათავეს იღებს ძვ.წ VI საუკუნიდან.კანონებს იღებდა:სახალხო კრებები
მაგალითად კურიის,ცენტურიისა და ტრიბას.იმპერიის პერიოდში
კანონის ძალა ჰქონდა იმპერატორის განკარგულებებს მათ
კონსტიტუციები ეწოდებოდა და ის ოთხი სახის იყო:
1)ედიქტები-მთელი მოსახლეობისთვის საერთო სავალდებულო
განკარგულებები.
2)რესკრიპტები-ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები.
3)მანდატები-მოხელეთათვის მიცემული დავალებები.
4)დეკრეტები-იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ
სადავო საქმეებზე.
რესპუბლიკის პერიოდში კანონის ძალა ჰქონდა მაგისტრების მიერ
გამოცემულ ედიქტებსაც.

9.პრეტორთა ედიქტები და იურისტთა სამართალი


რომში თანამდებობის პირთა შორის ყევლაზე მნიშვნელოვანი იყო
პრეტორის ედიქტები.პრეტორთა მიერ გამოცემულმა ედიქტებმა
სამართლის ცალკე სახე-პრეტორული სამართალი შეადგინა.
მაგისტრების მიერ გამოცემული ედიქტები ერთი წლით
მოქმედებდა,მაგრამ ამ წესს არ დაემორჩილა პრეტორის
ედიქტები,რომლებმაც კანონის ძალა მიიღო და გამოიყენებოდა
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.აღნიშნულს დიდად შეუწყო
ხელი პრეტორთა ედიქტების სისტემატიზაციამ,რაც განხორციელდა
იმპერატორ ადრიეანეს ინიციატივით ძვ.წ 131 წელს. იურისტმა
იულიანემ მოახდინა პრეტორთა ედიქტებში მოცემული
მნიშვნელოვანი დადგენილებების საერთო რედაქტირება .მის მიერ
შემუშავებული კრებული სენატმა უცვლელად გამოაცხადა და „მუდმივი
ედიქტი“ უწოდა.
რომაელმა იურისტებმა სამართლის განვითარებაში დიდი როლი
შეასრულეს.იურიდულ მოღვაწეობას რომში საფუძველი ჩაეყარა ძვ.წ III
საუკუნეში.რომაელი იურისტების მოღვაწეობა შემდეგი
მიმართულებით ხორციელდებოდა:
1)კავერე-იურიდულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულების
ჩამოყალიბება.
2)რესპონდე-იურიდიულ საკითხებზე მოქალაქეებითვის,ასევე
სახელმწიფო მოღვაწეთათვის რჩვების მიცემა.
3)აგერე-სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე
გამოსვლა და მათი ინტერესების დაცვა.
პრინცეპსის პერიოდში იურისტთა საქმიანობის
სამართალშემოქმედებითმა ხასითმა ფორმალური აღიარებაც
მიიღო.IV საუკუნიდან იურისტთა საქმიანობამ
სამართალშემოქმედებითი ხასიათი დაკარგა.426 წელს იმპერატორმა
ვალენტინიანე II-მ გამოსცა კანონი ციტირების შესახებ,რომლის
მიხედვითაც,ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას უნდა
ეხელმძღვანელათ ხუთი იურისტის-პავლუსი, გაიუსი,
პაპინიანუსი,ულპიანუსისა და მოდესტინუსის შრომებით.საკითხი
წყდებოდა ხმათა უმრავლესობით.თუ ხმები გაიყოფოდა
ეყრდნობოდნენ იმ შეხედულებას,რომელსაც პაპინიუსი იზიარებდა .

10.XII ტაბულის კანონები და CORPUS IURIUS CIVILIS


XII ტაბულის კანონები შედგენილია ძვ.წ V საუკუნის შუა ხანებში.იგი
შეადგინა დეცემვორთა,ანუ 10-კაციან კომისიამ.რომიდან ათი
კაცისაგან შემდგარი კომისია გაიგზავნა საბერძენთში,ათენში,რათა
სოლონის კანონმდებლობა შეესწავლათ.რომში დაბრუნების შემდეგ
მათ კანონთა 10 ტაბულა წარმოადგინეს.კანონთა ტექსტის გაცნობისას
აღმოჩნდა რომ ის არ იყო სრულყოფილი ამიტომ კომიასამ კიდევ ორი
დაფა შეადგინა.XII ტაბულის კანონების სისტემა ასეთი იყო:
I II III ტაბულები-სამოქალაქო პროცესის საკითხები.
IV V საოკახო და სამემკვიდრეო სამართალი.
VI VII სანივთო და ვალდებულებითი.
VIII IX სისხლის სამართალი.
X საკრალული სამართალი.
XI XII წინა ათი ტაბულის დამატებები.
CORPUS IURIUS CIVILIS შედგენილია იმპერატორ იუსტინიანეს
მიერ.რომის სამართლის კოდიფიკაციის უზარმაზარი ამოცანის
შესრულება დაევალა იმპერატორის მოხელეს ტრიბონიანს,რომელიც
530 წლიდან საკოდიფიკაციო კომისიის ხელმძღვანელად
დაინიშნა.529-534 წლებში შეადგინეს სამი დიდი კრებული:
1)ინსტიტუციები-სამართლის ელემენტარული სახელმძღვანელო.
ამოკრეფილია სხვადასხვა რომაელ იურისტთა შრომებიდან.
ინსტიტუციები ოთხი წიგნისგან შედგება:სამართლის
სუბიექტები,სანივთო სამართალი,ვალდებულებითი სამართალი და
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.
2)დიგესტები-მასში შეტანილია 40 რომაელი იურისტის შრომებიდან
ამოკრეფილი ცალკეული გამონათქვამები,რამაც 50 წიგნი შეადგინა.
3)იუსტინიანეს კოდექსი-იუსტინიანეს განკარულებები ანუ
იმპერატორის მიერ გამოცემული აქტების ერთობლიობაა.პირველად
იუსტინინანეს კოდექსი 529 წელს გამოიცა,შემდეგ 530 წელს დაემატა 50
განკარგულება. 534 წელს გამოიცა ახალი რედაქცია,რომელიც 12
წიგნისგან შედგებოდა.
535-542 წლებში გამოიცა ნოვეელბი,რომელიც ახალი
გადამუშავებული მასალაა.ნოველებით მოხდა სხვადასხვა დარგების
მოდერნიზაცია.
იუსტინიანეს კრებულის გადამუშავების შედეგად მიღებული
იქნა:ეკლოგა, ბაზილიკა,პროხეირონი,კონსტანტინე არმენოპულოს
ექვსწიგნეული.

11.რომის მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა


პირის სრული უფლებაუნარიანობას რომში სატატუსი ეწოდებოდა და
შედგებოდა სამი ელემენტისგან:თავისუფლების
სტატუსი,მოქალაქეობის სტატუსი და საოჯახო სტატუსი.თავისუფლების
სტატუსის მიხედვით განასხვავებენ თავისუფლებს და
არათავისუფლებს,მოქალაქეობის მიხედვით რომაელებს და
არარომაელებს,საოჯახოს მიხედვით ოჯახის სრულუფლებიანი
უფროსი და მასზე დაქვემდებარებული.
რომის მოქალაქეობა მიიღებოდა დაბადებით,ამისთვის საჭირო იყო
რომ დედაც და მამაც თავისუფალი რომაელები ყოფილიყვნენ.რომის
მოქალაქეობა ასევე მიღებოდა მონობიდან გათავისუფლებით,ანდა
უცხოელისათვის რომის მოქალაქეობის ჩუქებით.
მოქალაქეობას კარგავდნენ:შემდეგ შემთხვევებში:გარდაცვალებით ,
ტყვედ ჩავარდნით,დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში თუ
გაიდევნებოდა რომიდან.
რომის მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო
სამართალში მოიცავდა ორ ძირითად ელემენტს:ქორწინების უფლება
და კომერციის უფლება.რომის სამოქალაქო სამართალში დიდი
მნიშვნელობა ენიჭებოდა ქმედუნარიანობას.რომის სამაართლის
მიხედვით არაქმედუნარიანი იყო 7 წლამდე პირი,7-14 წლის ყიდვა-
გაყიდვის და ქონების შეძენის უფლება ჰქონდათ,14-25 წლის
ითვლებოდა სრულქმედუნარიანად,თუმცა მამის ხელისუფლებაში
მყოფი პირების მიერ დადებული გარიგება შესაძლებელი იყო მამის
საჩივრის გამო ბათილად გამოცხადებულიყო.სულით ავადმოყოფები
და ჭკუასუსტები რომში ქმედუნარიანად ითვლებოდნენ. რომში
ქმედუნარიანობის შეზღუდვა ხდებოდა პირის უსირცხვილოდ ან
უპატიოსნოდ აღიარებით.მაგალითად პირი რომელიც მონაწილეობდა
გარიგებაში როგორც მოქმე და შემდეგ უარს იტყოდა ჩვენება მიეცა ამ
ფაქტზე უღირს მოქმედ ცხადდებოდა.ის გარიგების დადებისას
ვერღარ იქნებოსა მოწმე და ვერც თავად მოიწვევდა მოწმეს .

12.ლათინები და პერეგრინები
ძველ რომში უცხოელი მტრად იყო გამოცხადებული და მისი მოკვლა
ან მონად გადაქცევა დაშვებული იყო.თუმცა უცხოელ მოქალაქეთა
გარკვეული კატეგორიების უფლებები აღიარებული იქნა.ამ მხრივ
საინტერესოა ლათინები და პერეგრინები.
ლათინები ლაციუმში მცხოვრები ხალხი იყო,მიუხედავად იმისა,რომ
ისინი უფლებრივად რომაელებს არ უთანაბრდებოდნენ,მათ ჰქონდათ
უფლება კომერცია ეწარმოებინათ,სასამართლოში თავიანთი
სახელით გამოსულიყვნენ და შეეძლოთ რომაელ მოქალაქეებზე
დაქორწინება. ლათინების ეს კატგორია გაქრა I საუკუნეში.მეორე
კატეგორიის ლათინები იყვენენ კოლონიებისა და პროვინციების
მცხოვრებნი.მათ მიენიჭათ რომაელი მოქალაქეების უფლებები,თუმცა
არ შეეძლოთ რომალებზე ქორწინება.მესამე კატეგორიის ლათინები
იყვნენე გააზატებულები.მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები და
მათი გარდაცვალების შემდგე მათი ქონება ყოფილი პატრონის ხელში
გადადიოდა.
პერეგრინებს მიეკუთვნებოდა რომის სახელმწიფოს ტერიტორიაზე
შემავალი პროვინციების მცხოვრებნი,რომლებსაც არც რომაელი
მოქალქეების და არც ლათინთა უფლებები არ ჰქონდათ.ისინი რომში
ითვლებოდნენ უცხოებად და უუფლებოებად.მათთვის მოქმდებდა
ცალკე სამართალი იუს გენციუმი.

13.მონები
მონა არ წარმოადგენდა სამართლის სუბიექტს.იგი სამართლის
ობიექტი იყო,რადგან ნივთთან იყო გათანაბრებული.მონათმფოლებს
შეეძლო მონის გაყიდვა,გაცვალა,გაჩუქება,გაქირავება და მისი
ფიზიკურად განადგურებაც კი.ცნობილია მონობის დამყარების
შემდეგი გზები: დაბადებით მონობა,სამხედრო ტყვეობა ან ტყვედ
ჩავარდა,მონად გაყიდვა,მონად დასჯა.
მონობის შეწყვეტა ხდებოდა გააზატებით.არსებობდა გააზატების
გარკვეული საფუძვლები:მონათმფლობელის საჯარო განცხადება
მაგისტრის წინაშე,თავისუფალ მოქალაქეთა სიაში შეყვანა და
ანდერძით გათავისუფლება.
მიუხედავად იმისა,რომ რომში მონას არანაირი უფლება არ ჰქონდა
რომაულმა სამართალმა ყურადღების გარეშე არ დატოვა ის
ფააქტი,რომ მონას შეეძლო სარგებლის მოტანა.სწორედ მონის
ექსპლუატაციის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა პეკული.პეკული
არის მონათმფლოებლის ის ქონება,რომელიც სამართავად და
სარგებლობის მოსატანად ჩაბარებული აქვს მონას.პეკული შეიძლება
ყოფილიყო მიწის ნაკვეთი,ფული,სავაჭრო ან საწარმო ხომალდი.ასეთ
ვითარებაში მონა დებდა გარიგებას,მაგრამ პასუხისმგებლობას
კისრულობდა მისი პატრონი.პატრონი არ იყო პასუხისმგებელი მონის
მიერ უფლების გადამეტებაზე.პეკული მონის ექსპლუატაციის გზით
მონათმფლობლის გამდიდრების საშუალება იყო, ამ გზით მონასაც
უუმჯობესდებოდა პირობები და ზოგჯერ მონობიდან
თავისუფლდებოდა კიდეც.
14.იურიდიული პირები
რომაული სამართლისთვის უცნობია იურიდიული პირის ცნება,მაგრამ
რომის სამართალში ყურადღება ექცეოდა იმას,რომ ზოგიერთ
შემთხვევაში ქონება არა ერთ პირს არამედ პირთა ჯგუფს
ეკუთვნოდა.ადამიანთა გაერთიანება ანუ კორპორაცია
სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდიოდა,როგორც ერთი
მთლიანი იურიდიული პირი.ასეთი შესაძლოა ყოფილიყო
თემი,ხელოსანთა გაერთიანებები,მუნიციპალიტეტი და სხვა.
ძველ რომში კორპორაციების წარმოშობას სახელმწიფო არ
კრძალავდა თუმცა ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე კორპორაციის
დარსებისათვის საჭირო გახდა სენატისა და იმპერატორის
ნებართვა.ცალკეულ პირთა გამოსვალა არ იწვევდა კორპორაციის
დაშლას,კორპორაციის ქონება არ წარმოადგენდა მისი წევრების
ქონებას.იურიდიული პირის საქმიანობა შეწყდებოდა თუ:დასახულ
მიზანს მიაღწევდა,მისი საქმიანობა იქნებოდა
კანონსაწინააღმდეგო,მისი წევრთა რაოდენობა იქნებოდა სამზე
ნაკლები.

15.აგნატური და კოგნატური ნათესაობა,ნიშნობისთვის


აუცილებელი პირობები
მამის ძალაუფლებისადმი დაქვემდებარებით განისაზღვრებოდა
თავდაპირველი ე.წ აგნატური ნათესაობა.ამგვარი ნათესაობის
შემთხვევაში ქალიშვილი,რომელიც გათხოვდებოდა ხდებოდა ახალი
ოჯახის წევრი,აღარ ითვლებოდა მამისა და ძმის ნათესავად და რაიმე
მემკვდირეობას მათგან აღარ მიიღებდა.
სისხლით ანუ კოგნატური ნათესაობის შემთხვევაში ქალიშვილი აღარ
კარგავდა თავის ოჯახთან ნათესაურ კავშირს და ინარჩუენბდა
მემკვიდრეობის უფლებას.
ნიშნობა არის მომავალი ქორწინების დათქმა და
წინაპირობა,ორმხირვი დაპირება.ნიშნობისთვის აუცილებელი იყო
გარკვეული პირობების არსებობა.საქმროც და საცოლეც უნდა
ყოფილიყო სულიერად ჯანმრთელი. შეშლილობა იყო ნიშნობის
ხელისშემშლელი ფაქტორი თუმცა ნიშნობის შემდეგ დამდგარი
შეშლილობა არ იწვევდა მის გაუქმებას.ნიშნობა უნდა
შესრულებულიყო გარკვეული წესების დაცვით შუამავლებთან ერთად.
ასევე გასათვალიწინებელი იყო ასაკი.დანიშვნა ადრეულ ასაკში
დასაშვებია თუ მხარეებს ესმით რასაც აკეთებენ და არ არიან 7
წლამდე პირები.

16.ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ ქორწინებისთვის


აუცილებელი პირობები
ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი.რომაული სამართალი
იცნობდა კონკუბინატს,ეს არის ქალისა და მამააცის ერთად ცხოვრება
ხანგრძლივი დროით,რომელთა იურიდულად ქორწინება არ
შეიძლებოდა მხარეთა სოციალური განსხვავებების გამო.რომის
სამართალი იცნობდა ქორწინებას,რომლის დროსაც ქალი ქმრის
ძალაუფლებას ექვემდებარებოდა -CUM MANU და
ქორწინებას,როდესაც ქალი რჩებოდა წინანდელი ოჯახის
ძალაუფლებაში ანუ მამის ხელისუფლების ქვეშ-SINE MANU.
ქორწინებისთვის აუცილებელი იყო შემდეგი პირობების არსებობა :
1)საქმროსა და საცოლის თანხმობა.საჭირო იყო იმ პირების
თანხმობაც, რომელთა ხელისუფლების ქვეშ იყვნენ მექორწინეები.
2)საქორწინო ასაკი-ქალებისთვის 12,ვაჟებისთვის 14.
3)მექორწინეები არ უნდა ყოფილიყვნენ ქორწინებაში.
4)უნდა ჰქონოდათ IUS CONUBI-ის უფლება.
5)მექორწინეთა შორის არ უნდა ყოფილიყო ნათესაური კავშირი
აღმავალი და დაღმავალი ხაზით.
6)არ უნდა ყოფილიყვნენ სულით ავადმყოფები.
7)სენატორს ან მის შვილს არ შეეძლო გააზატებულზე ან თეატრის
მსახიობზე დაქორწინება.
8)პროვინციის მაგისტრის წარმომადგენელს არ შეეძლო პროვინციის
მცხოვრებზე დაქორწინება.
9)უნდა შესრულებულიყო გარკვეული რიტუალები.
17.მამის ხელისუფლება
რომაულ ოჯახში შვილზე,იქნებოდა ის ცოლშვიალიანი თუ
უცოლშვილო, ვრცელდებოდა მხოლოდ მამის და არა დედის
ხელისუფლება.
მამის ხელისუფლების ქვეშ მყოფ ვაჟს ჰქონდა კომერციის
უფლება,მაგრამ ყველა სახის შემოსავალი მამის ქონებაში
გადადიოდა.
მამის ხელისუფლება წარმოიშვებოდა:კანონიერ ქორწინებაში ბავშვის
დაბადებით,დაკანონებით და შვილად აყვანით.
დაკანონება არის უკანონო ქორწინების შედეგად დაბადებული
ბავშვის კანონიერად ცნობა. დაკანონება შეიძლებოდა მშობლების
ქორწინებით, იმპერატორის რესკრიპტით.
რაც შეეხება შვილად აყვანას არსებობდა მისი ორი სახე: თავისუფალი
პირების შვილად აყვანა-ADROGATIO და არათავისუფალი პირის
შვილად აყვანა-ADOPTIO.შვილად აყვანისთვის აუცილებელი იყო
შემდეგი პირობები:შვილად აყვანა შეეძლო მხოლოდ
მამაკაცს,შვილად ამყვანი შვილად ასაყვანზე 18 წლით უფროსი მაინც
უნდა ყოფილიყო, შვილად ამყვანი არ შეიძლებოდა ყოფილყო სხვის
ხელისუფლებას დაქვემდებარებული.
მამის ხელისუფლება წყდებოდა:მამის გარდაცვალებით,შვილის
გარდაცვალებით,შვილის მიერ საპატიო თანმდებობის
დაკავებით,მამის მიერ თავისუფლების ან მოქალაქეობის
დაკარგვით,ემანსიპაციით.
18.მეურვეობა და მზრუნველობა
რომში მშობლებს შეეძლოთ თავიანთი არასრულწლოვანი
შვილებისათვის ანედრძით დაენიშნათ მეურვეები, ეს წესი ეხებოდა
მამის გარდაცვალების შემდეგ დაბადებულ ბავშვებსაც.ანდერძით
მეურვედ შეიძლებოდა დანიშნულიყო არამარტო ოჯახის მამა, არამედ
შვილიც, ასევე საკუთარი მონაც, გააზატების შემდგომ. შეშლილი და
25 წელს მიუღწეველიპირი - გამოჯამრთელების ან 25 წლის
შესრულების შემდგომ. მეურვის დანიშვნა შეიძლებოდა გარკვეული
დროით ან პირობით. 12 ტაბულის კანონების თანახმად, თუპირს
მეურვე ანდერძითარ დაენიშნებოდა, მის მეურვეებად აგნატები
გამოდიოდნენ. იგივე მოხდებოდა მაშინაც, თუმეურვედ დანიშნული
პირი მოანდერძის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა. მამები, თავისი
ხელისუფლებისაგან განთავისუფლებულიბავშვების მეურვეებად
განიხილებოდნენ. თუკი ვინმეს მეურვე საერთოდ არ ყავდა, მას
კონსული,პრეტორიან პლებსის ტრიბუნიუნიშნავდა. ობოლს
(არასრულწლოვანს) მეურვის თანხმობა სჭირდება ზოგ საქმეში,
ზოგში კი-არა. თუობოლს ვინმერამეს აჩუქებს ან მიცემას
დაჰპირდება თანხმობა არ არის საჭირო. თუობოლი სვას დაჰპირდება
რამეს მაშინ საჭიროა, რადგან ობოლს თავისი მდგომარეობის
გაუარესება მხოლოდ მეურვის თანხმობითშეუძლია. ობოლსა და
მეურვეს შორის სასამართლო დავისას ინიშნებოდა მზრუნველი
პროცესის დასრულებამდე. მეურვეობაწყდებოდა: სრულწლოვანების
მიღწევისას, თუარასრულწლოვანს შვილად აიყვანდნენ, პირობით
დანიშნულიმეურვის ვადის გასვლით, მეურვის ან ობოლის
გარდაცვალებისას, მეურვის მოქალაქეობის ან თავისუფლების
დაკარგვისას, თუმეურვე არასანდოპირად იქნებოდა მიჩნეული.
მზრუნველებს იგივე მაგისტრატები ნიშნავდნენ, რომლებიც
მეურვეებს. ანდერძით მზრუნველიარ ინიშნებოდა, ხოლო ასეთი
ანდერძის არსებობისას ის პრეტორს უნდა დეკრეტითდაემტკიცებინა .
მზრუნველიენიშნებოდათშეშლილებს,მფლანგველებს,(თუნდაც 25
წელ გადაცილებულები
ყოფილიყვნენ),გონებასუსტებს,ყრუებს,მუნჯებსდა ქრონიკული
სენით დაავადებულებს. მზრუნველიარასრულწლოვანს ენიშნებოდა
იმ შემთხვევაში, თუმეურვე მოვალეობას ვერ ასრულებდა, რადგან
მეორე მეურვის დანიშვნა არ შეიძლებოდა.

You might also like