You are on page 1of 12

სოფელი „რიცხვთაგუნდა“

ანიტა

იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ლამაზი სოფელი,
უღრანი, თვალუწვდომელი ტყის განაპირას. ამ სოფელს რიცხვთაგუნდას ეძახდნენ,
იმიტომ, რომ სოფელში ბევრზე ბევრი, უთვალავი რიცხვი ცხოვრობდა.

მაქსიმე

სოფელ „რიცხვთაგუნდას“ ადვილად ვერ მიაგნებდით. ამისთვის 9 მთა და 9 ზღვა უნდა


გადაგელახათ. ჯერ მარჯვნივ უნდა გევლოთ, შემდეგ მარცხნივ. ცოტაც ზემოთ, მე-9
ცაზე უნდა ასულიყავით და ცოტაც ქვემოთ, 9 კლიტურის კარი უნდა გაგეღოთ.

ლიზა ფირცხალავა

ზამთრის ერთ სუსხიან, ღრუბლიან დღეს, ცაზე შვიდფეროვანი ცისარტყელა გადაიჭიმა


და ღრუბლებს გაეთამაშა. უცებ ღრუბელს ერთი ფრთილა გამოეყო და ძირს დაეშვა
გორვა- გორვით. სულ ყირამალები აკეთა. ცოტაც დამრგვალდა. გვერდებზე ცოტაც
შებრტყელდა და შვიდფერი ცისარტყელის პალიტრაზე, სანოტო სისტემის შვიდი
ნოტივით ამღერდა.

( სიმღერა დო ერთია დო პირველია...) ყველა

გაბრიელი

ასე, სიმღერ -სიმღერით და გორვა გორვით, მიგორდა სოფელ „რიცხვთაგუნდასთან“


სადაც ორი დიდი ქუჩა იყო გადაჭიმული: - კენტების და ლუწების ქუჩა. კენტების
ქუჩაზე ცხოვრობდა 1,3,5,7 და 9 -იანი. ხოლო ლუწების ქუჩაზე ცხოვრობდა 2,4,6 და 8 -ნი.
მათ ერთმანეთთან კეთილმეზობლური დამოიდებულება ჰქონდათ. უცხო სტუმარი
მათთან არასოდეს მისულა, ვიდრე ეს ღრუბლის ფრთილა არ მიგორდა.

სიმღერა გუდა გუდა. ( დასაწყისი)

ანიტა

ჩვენი თოვლის გუნდა გაგორდა და სოფლის შესასვლელთან, ყველაზე პატარა, ყველაზე


მცირე ზომის, პირველ სახლთან გაჩერდა კენტების ქუჩაზე. რადგან თამაში უნდოდა
მარტო ხომ არ ითამაშებდა და მეგობრებს ეძებდა. იფიქრა: - ნეტა ვინ ცხოვრობს ამ
სახლშიო და დააკაკუნა:

( 1-იანი) პაატა

- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია. შენ რა
გქვია?
- მე?
დათვლას ჩემით იწყებენ!
ლიდერი ვარ ძმებში,
ცხვირი აპრეხილი მაქვს,
მე ვარ რიცხვი ერთი.
- ლიდერო ერთიანო, შეიძლება შენს სახლში შემომიშვა? ერთად ვიცხოვრებთ და
ერთად ვითამაშებთ?
- არა, ვერ შემოგიშვებ. მე მხოლდ ერთი საწოლი, ერთი სკამი, ერთი კარადა მაქვს
და ისედაც, ერთი ერთეულიგან შევდგები. შენ სად დაგატევ? ვერ შემოგიშვებ!
წადი წინა ქუჩაზე გაგორდი. იქ ჩემი მეზობელი ორიანი ცხოვრობს და იქნებ იმან
შეგიფაროს.

მაქსიმე

გაგორდა ნულიანი წინა ქუჩაზე და პირველსავე სახლთან გაჩერდა. დააკაკუნა:

(2-იანი) მარიამი ენუქიძე

- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია. შენ რა
გქვია?
- მე?
მე გედივით მაქვს ყელი,
რუსავით მაქვს კუდი,
ლამაზი რიცხვი ვარ,
მაგრამ მაინც მქვია ცუდი.
- გედისყელა ორიანო, შენ რამდენი ერთეულისგან შედგები? იქნებ გქონეს
ჩემთვის ადგილი?
- მე ორი ერთეულიგან შევდგები. ორი საწოლი, ორი მაგიდა, ორი სკამი და ორი
შვილი მყავს. შენ იცი რისგან მიირება ორი?
- არა, მე არ ვიცი
- აი, ამ ბაჭიამაც კი იცის!
- ( შემოდის ბაჭია თომა)
ერთს, რომ ერთი მივუმატოთ, რამდენია ბაჭია?
არ დაიბნა ბაჭია , ორი ყური ასწია.
- აი, ხედავ, ბაწიამაც კი, შენზე მეტი იცის. სახლში ვერ შემოგიშვებ!
გაბრიელი
გამოგორდა ნული და თანაც ფიქრობდა ალბათ, ამიტომაც ქვია ცუდი, რადგან
სახლში არავის უშვებსო. ის კი არ იცოდა, რომ „2“ -იანი ცუდი ნიშანი იყო.
ისევ წინ გაგორდა და ახლა კენტების ქუჩაზე გაჩერდა. კარზე დააკაკუნა.
(3-იანი) ნოე
- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ. ცისარტყელის ბოლოზე ღრუბელს მოვწყდი. ბევრი
ვიგორე, მოვმრგვალდი და სახელად ნული მქვია. შენ რა გქვია?
- მე?
ორი რკალი შეაერთეს და მიირეს ჩემი ტანი,
აბა, კარგად დამაკვირდი! ვარ თუ არა რიცხვი სამი?
- დიახ, ლამაზო სამიანო, ნამდვილად 3 ხარ! მე გიცანი. ბალეტი გედების ტბა
მაქვს ნანახი. რა ლამაზები იყვნენ იქ ბალერინები....
(სამი ბალერინა შემოფარფატდება) მოძრაობები გედების ტბაზე.
(ნენე, ევა, ლიზი)
- რა ლამაზად ცეკვავდა სამი ბალერინა. სამიანთან ცხოვრება ძალიან სახალისო
იქნება. შენთან შემომიშვებ ძვირფასო სამიანო?
- მე, სამიანი ვარ და სულ სამი ოთახი მაქვს სახლში. გუშინ დილით ერთი ძმა
მესტუმრა, საღამოს კი ორი. ახლა უკვე სამ ძმას სამივე ოთახი შევსებული აქვს. შენ
როგორღა მიგიღებ? ჩემთან არ დაეტევი.
ანა
სამიანმაც უარით გამოისტუმრა საბრალო ნული. ნულმა კი იგორა,იგორა და
ლუწების ქუჩაზე გაჩერდა და კარზე დააკაკუნა.
(4- იანი) დანიელ შვანგირაძე
- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია. შენ რა
გქვია?
- მე?
მე დედას ხელი შევაშველე,
ცოტა საქმე როდია?
სკამი გადმოვაბრუნე და მივამსგავსე ოთხიანს.
- ააა, ოთხიანი ხარ! კი, კი ნამდვილად გავს გადმობრუნებული სკამი ოთხიანს.
ლამაზო ოთხიანო შეიძლება შენთან ვიცხოვრო?
- მე ოთხი ოთახი მაქვს და მინდა ყველა შევავსო. ამისთვის კი , ან სამი და ერთი
სტუმარი უნდა მივიღო ან ორი და ორი. აი, შენთან ერთად სამი ბალერინაც, რომ
მოსულიყო მიგიღებდი. ან ორი ჯუჯა და ორი მეგობარი. შენ ვერ მიგიღებ! წადი
ჩემს მეზობელ რიცხვებს მიმართე. ალბათ 3-იანთან უკვე იყავი. მაგას სამი ძმა
საზღაპრეთიდან ჩამოუვიდა და შენ ვეღარ მიგიღებდა, მაგრამ აბა, 5-იანს
ჰკითხე.
- კეთილო ოთხიანო, იქნებ ხუთიანის სახლიც მიმასწავლო.
- დიახ, 2 ნაბიჯი ზემოთ და 3 ნაბიჯი წინ, სულ 5 ნაბიჯში მიხვალ 5-იანის
სახლში. აკი გითხარი, აქვეა, ჩემს მეზობლად-მეთქი.
წამყვანი - ანა
ნულიანი მიჰყვა ინსტრუქციას. 2 ნაბიჯი ზემოთ გადადგა 3 იც წინ და კენტების
ქუჩაზე ხუთიანის სახლთან აღმოჩნდა. კარზე დააკაკუნა.
(5-იანი) მათე
- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია. ჩემს
დასაწერად წრიული ხაზები დაგჭირდება. შენს დასაწერად რა არის საჭირო?
- ციფრი ხუთი, რომ დაწერო ნამგალი უნდა გქონდეს ნანახი. თუ მუშაობა არ
გიყვარს ნამგალს ვერ ნახავდი. აი, იმ დღეს გია მესტუმრა.
თავთავების ასაკრეფად გია მისდევს ნამკალს,
თანაც ფიქრობს ხუთიანი, როგორა გავს ნამგალს.
გიამ მკაც იცის, ნამგლის ხმარებაც და მეც ამომიცნო. შენ მუშას არ გავხარ, ისე
ხარ დამრგვალებული. შეგიძლია მუშაობა?
- არა, მე მხოლოდ თამაში ვიცი.
- ჩემთან გია უკვე მოვიდა . ახლა კიდევ ოთხ მუშას ველოდები. გია პირველ
ოთახში მოვათავსე. დანარჩენებისთვის კი, ოთხი ოთახი მოვამზადე. შენ
არაფერი შეგიძლია! ამიტომაც სახლში ვერ შემოგიშვებ!
წამყვანი - ლუკა
როგორი შრომისმოყვარე ყოფილა ეს ხუთიანი. სულ ნამგლებზე, მუშაობაზე,
ყანის აღებაზე საუბრობდა. ეგ, ძველი ხუთოსნების ხუთიანია, რომელიც დიდი
ძალისხმევის შედეგად მიიღებოდა. ახლა, ბევრს არაფერს წარმოადგენს
გაიფიქრა ნულმა და წინ გაგორდა, იმ იმედით, რომ ამ სახლში მაინც
შეუშვებდნენ. სახლის წინ გაჩერდა თუ არა, დააკაკუნა
(6 - იანი) დემეტრე
- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია. შენ რა
გქვია?
- მე?
რა ლამაზი ტანი და რა ლამაზი თავი მაქვს.
მივამსგავსე ციფრი ექვსი პაპის ჩიბუხს ტარიანს.
- უი, სახლში პაპა გყავთ?
- დიახ, ჩემს სახლში დიდი ოჯახი ცხოვრობს. პირველ სართულზე პაპა და ბებო,
მეორეზე დედა და მამა, მესამეზე კი, მე და ჩემი და. აბა , მითხარი სულ რამდენი
ვართ?
წამყვანი - ანა

ნულიანმა არ იცოდა ანგარიში. პირდაპირ ზეპირად ვერ უპასუხა და ხელის


თითებზე დაიწყო თვლა, მაგრამ აქაც ყველაფერი აერია და ისევ სიმრერას მოჰყვა:

(დედათითო, მამათითო სადა ხარ....) h ps://youtu.be/oGkSuuZSIDQ

- სიმღერით კი კარგად მღერი, მაგრამ არ იცი, რომ ექვსი ექვსი ერთეულისგან


შედგება?! რადგან ჩემი სახლი სამ სართულიანია და თითოზე ორ-ორი
ადამიანი ცხოვრობს. მაგალითი ასე ჩაიწერება 2+2+2 =6. ჩვენს სახლში ,
მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრების დასატევი ოთახებია. ჩვენ ერთმანეთზე
ვზრუნავთ და პატივს ვცემთ. მათ უკითხავად კი, უცო ადამიანს სახლში
ვერ შემოგიშვებ. ისე, კი ძალიან მინდა შენთან თამაში. წადი იქნებ ჩემმა
მეზობელმა 7-იანმა შეგიფაროს.

- წამყვანი დანიელ გაბადაძე

უთხრა 6-იანმა და გამოემშვიდობა. ნულიანი წავიდა და თან გულში იმეორებდა.


ესეიგი, რიცხვები შეიძლება სამი შესაკრებითაც მივიღოთო. მართალია 6-იანმა
სახლში არ შეუშვა, მაგრამ ასწავლა მიმატების მაგალითი. პირველი შესაკრები,
მეორე შესაკრები, მესამე შესაკრები და მათი გაერთიანებით მირებული შედეგი
ანუ ჯამი. ოჯახიც ხომ სწორედ გაერთიანებაა, მატებაა ფიქრობდა ნული და
მიგორავდა. ახლა ლუწების ქუჩას გასცდა და კენტების ქუჩაზე 7-იანის სახლის
წინ გაჩერდა.

(7-იანი) დაჩი

- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია.
შვიდფერი ცისარტყელიდან წამოვედი. გამის შვიდივე ნოტზე ვიმღერე და აქ
მოვედი. შენ რა გქვია?
- მე?
მე - მებრძოლს ვგავარ ხანჯლით,
მამაცი ვარ და მშვიდი.
ექვსზე ერთის მიმატებით მიიღება?
- არ ვიცი რა მიიღება... არ ვიცი ანგარიში...
- მიიღება შვიდი, შვიდი!
- არ გამიბრაზდეთ ბატონო შვიდიანო. თქვენ არ ბრძანეთ მშვიდი ვარო?
- მშვიდი მაშინ ვარ, როცა ბავშვმა ანგარიში კარგად იცის, მაგრამ მებრძოლს
ვემსგავსები, როცა უცოდინარ ხალხს ვხედავ. როგორ შეიძლება ვინმემ 7-ის
შედგენილობა არ იცოდეს. შვიდი შედგება: 1 და 6, 2 და 5, 3 და 4, 4 და 3, 5 და 2, 6
და 1, და შვიდი ერთეულისგან. ამის ცოდნა ასე რთულია? შვიდი ჯუჯა მაინც
არ გაგიგია? ფიფქია მათ სწორედ შედგენილობის მიხედვით აწყობდა. წესრიგს
ასწავლიდა.
(სიმრერა ფიფქია და 7 ჯუჯა)
- რთულია ჩემო ბატონო, რთული.... როცა არაფერი იცი ძნელია შვიდის
შედგენილობა ისწავლო. მუდამ მოწესრიგებული, სუფთა იყო... ძალიან ძნელია!

წამყვანი მარიამ შალიკიანი

ნულს შეეშინდა მებრძოლი შვიდიანის განრისხების და არც კი უთქვამს სახლში


შემიფარეო. იფიქრა ამასთან, რომ დავრჩე, მანამ არ მომეშვება სანამ ყველა რიცხვის
შედგენილობას და მის შესაბამის მაგალითებს არ დამაწერინებსო. როგორც ფიფქიამ
გამოასწორა შვიდი ჯუჯა. ზუსტად ისე შეეცდება ჩემს გამოსწორებასო. არადა ნულს
მეცადინეობა კი არა, თამაში უნდოდა. ამიტომაც წინა ქუჩაზე გადაგორდა და 8-იანის
სახლის წინ გაიჭიმა. კარზე დააკაკუნა.

(8-იანი) ევა

- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, ჩამრგვალებული ნული. შენთან მოვედი
- ორი წრე, რომ შეაერთეს გამოვიდა იცით რა?
აბა, კარგად დააკვირდი
შენს წინ არის, ციფრი- 8
- რა ლამაზი ხარ რვიანო. მე ძალიან მგავხარ. ასე მგონია ორი ჩემნაირი ხარ
გაერთიანებული.
- მართალია! მე რვიანი ვარ. დიდი რიცხვი, ჩემს სახლში რვა ოთახია. რვა შვილი
მყავს და რვავე ჭკვიანია. ახლა, ახალი წლისთვის ემზადებიან და ლექსებს
სწავლობენ. გინდა მოგასმენინო?აბა, ჯერ ორი გამოვიდეს:
- ლექსი 1 ნიკოლოზი
- ნაძვის ხეზე ჩიტი ჯდება,
ოქროს ნისკარტს მაღლა სწევს,
საქართველოს სადიდებლად
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
- ლექსი 2 გიგა
ჩემი გული სიხარულით,
რა თქმა უნდა, ახლაც ძგერს,
მშვიდობა და სიყვარული,
მრავალ, მრავალ ახალ წელს!
- რივიანო ამ ორის გარდა კიდევ გყავს შვილები?
- რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ ორი გაგაცანი, კიდევ ექვსი შვილი მყავს.
2-ს, რომ 6 მივუმატოთ რამდენია? რა თქმა უნდა 8. აბა, დანარჩენებო,
გამოდით და აჩვენეთ ნულს რა გონიერები ხართ.
- ლექსი 3 - დათა
- ჩირი, ვაშლი, ჩურჩხელა,
შოკოლადის ფილა,
მოგილოცავთ სუყველას
ახალი წლის დილას!
ოქრო გოგო-ბიჭებო,
დამიბერდით ტკბილად!
-
- ლექსი 4 მელიტა
- თოვლმა უცებ დაბურა
მინდორი თუ კორდი,
თოვლის თეთრი ბაბუა
საჩუქრებით მოდის.
ათასფერად ბრიალებს
ჩვენი ნაძვის ხეო.
დადგა მღერა-სიცილით
ახალი წლის დღეო.
- ლექსი 5 ნიკოლოზი
- ახალო წელო, იმედით გიცქერ
და მეც მაქვს შენთან თხოვნა-სათქმელი,
მიბედნიერე ჩემი სამშობლო,
ამ ქვეყნად ყველა, ყველა ქართველი.
-
- ლექსი 6 ლაზარე
- ახალი წლის საღამოა
- ქარი ქრის და ფიფქი ცვივა
- თოვლის საბანს რომ იხურავ
- ნაძვის ხეო არა გცივა?
- არა მცივა პატარებო
- მე ღიმილი თქვენი მათბობს
- და გისურვებთ რომ თქვენს გულში
- არასდროს არ დაიზამთროს.
- ზამთარია მაგრამ გული
- არ გითბებათ ყველას განა?
- ხედავთ? თოვლის ბაბუამაც
- საჩუქრები მოგიტანათ.
- უღრან ტყიდან მოვიჩქარი
- ისე ძლიერ შემიყვარდით
- მე მოვედი რომ ახალი
- მოგილოცოთ წელიდადი.
-
- ლექსი 7 დანიელი
- გადმოლახა ზღვები და
- გადმოლახა მთები
- მოდის თოვლის ბაბუა
- დათოვლილი მხრებით,
- დათოვლილი წარბებით
- დათოვლილი თმებით.
- მოჰყავს დათუნიები
- მოაქვს საჩუქრები.
- გარეთ ცივი ქარია
- ათოვს მთებს და ველებს,
- ალბათ სცივა ბაბუას
- ვინ გაუთბობს ხელებს?
- როცა მოვა ვიცეკვებთ
- და გულს გავიხარებთ,
- გაზაფხულის მოსვლამდე
- არ გავუშვებთ გარეთ.
-
- ლექსი 8 ლიზი
- მოვალ, როცა მთა და ბარი
- თეთრ ნაბადში გაეხვევა.
- პატარების საოცნებო
- საახალწლო ნაძვის ხე ვარ!
- ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
- მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
- ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
- ჩურჩხელას და შაქარყინულს.
- მალხაზებო, მანანებო,
- ვარსკვლავების სადარებო,
- მოდით ჩემთან, საჩუქრები
- დაგირიგოთ, პატარებო!
- სიმღერებით ცა მთოვარი
- გაათბეთ და გაადარეთ,
- ეს ახალი წელიწადიც
- ბედნიერად გაატარეთ!

წამყვანი
- რვიანი მიუბრუნდა თავის ბავშვებს და უთხრა:
ევა
- მაშინ, როცა დეკემბერი წავა,
გზას დაუთმობს იანვარს და თოვას,
პატარებო, ახალი წლის ღამეს,
თოვლის პაპა საჩუქრებით მოვა.

ყველაფერი დაუჯერეთ მშობლებს,


სწავლით გული გაუხარეთ, თორემ,
თოვლის პაპა ურჩ და ზარმაც ბავშვებს,
დამიჯერეთ, უსაჩუქროდ ტოვებს.

- ვაი, მე ხომ ურჩი ვარ! სახლიდან ისე გამოვიქეცი მშობლებისთვის


არაფერი მითქვამს. რვიანის შვილები როგორი გონიერები არიან მეკი, მე
არაფერს წარმოვადგენ არაფერი ვიცი, არაფერი გამაჩნია...
წამყვანი ნენე ჭიქაბერიძე
ფიქრობდა ნული და გული ძალიან სტკიოდა. ის ხომ სოფელ
„რიცხვთაგუნდაში“ სამეგობროდ, სათამაშოდ , სამხიარულოდ ჩამოვიდა.
რამდენი იარა. ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარა. უი, ცხრა! მართალია, ჯერ
კიდევ არის იმედი! იქნებ ცხრიანმა მაინც გაუღოს თავისი სახლის კარი.
კენტების ქუჩაზე ბოლო სახლი ხომ ცხრიანს ეკუთვნის. ვნახოთ, რას ეტყვის
ცხრიანი.

( 9-იანი) თორნიკე
- კაკუ, კაკუ,
- რომელი ხარ?
- მე? მე თოვლის გუნდა ვარ, მომრგვარებული და სახელად ნული მქვია. თქვენ
ვინ ბრძანდებით?
- მე?
გამოიცნობს ვინც არის
საზრიანი ჭკვიანი,
თავდაყირა 6-იანი
არის რიცხვი?
- არ ვიცი ბატონო, რა რიცხვია თავდაყირა ექვსიანი.
- თავდაყირა ექვსიანი არის რიცხვი ცხრიანი!
- ცხრიანო, შეიძლება შენთან ვიცხოვრო?
- ჩემთან, რომ იცხოვრო ჯერ ცხრაკლიტურის კარი უნდა გააღო. რადგან ცხრიანი
ვარ, ცხრა ოთახი მაქვს. თითოეულ ოთახს ცხრათავიანი ბაყბაყდევი იცავს
ცხრაკლიტურით. ამ ოთახების გაღება, რომ შეძლო ყველა ოთახთან დაყენებულ
გამოცანას უნდა უპასუხო და გასაღები მოიპოვო, შენი ცოდნით - ცოდნის
გასაღები!
- ცოდნით გასარების მოპოვება მარტივი არ არის, მაგრამ მაინც შევეცდები. აბა,
მითხარით პირველი გამოცანა:

- გამოცანა 1 ნიკოლოზი
- როცა თოვს ციდან რა ცვივა?
- არ უნდა ბევრი ფიქრი,
- ბამბის პატარა ფთილას ჰგავს,
- გამოიცანით ……. (ფიფქი)
-
- გამოცანა 2 გიგა
- აღმართ-აღმართ დავატარებთ,
- როცა ფიფქი ცვივა ციდან,
- დაღმართებში არხეინად
- დაგვაქროლებს. რაა? (ციგა)
-
- გამოცანა 3 ნიკოლოზი
- თოვლისაგან გავაკეთე,
- რა ახურავს თავზე? -ტაფა!
- ცხვირი კურდღელს მოუპარავს,
- თქვით რა არის? (თოვლის პაპა)
-
- გამოცანა 4 დათა
- ყინვისგან როცა წვეთებს
- ეყინება ბოლოები,
- საწვეურებს რა ჰკიდია?
- გამჭირვალე …

- გამჭირველე რა არის? არ ვიცი, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცი...


- რა არის და ლოლოები!
9 -იანი
- ნულიანო, რა ვქნა ? შენ მხოლოდ 3 კარის გასაღები მოიპოვე, შენი ცოდნით.
მეოთხე გამოცანა ვერ გამოიცანი. არადა, კიდევ ბევრი კარი დაგრჩა გასაღები.
თუ მიპასუხებ კიდევ რამდენი კარი დაგრჩა გასაღები შემოგიშვებ.

- სამ კართან უკვე ვიყავი, ეს სამი! ერთს ვერ ვუპასუხე ეს -ერთი. კიდევ რამდენი
კარია ნეტა? სულ ცხრა არისო და...
- ე.ი. 3+1+ ?=9 რა არის მესამე შესაკრები?
- არ ვიცი, არააააა, ვერაფრით ვხვდები.
- ხუთია , ხუთი. შენ მართლაც არაფერი იცი! თავი ცარიელი გაქვს! აქედან წადი!
ახალმა წელმა არ მოგვისწროს! შენისთანა ცარიელი მეკვლე ვის რად უნდა!?
ჩქარა დაიკარგე აქედან!
წამყვანი ნენე ჭიქაბერიძე
შერცხვენილი, შეშინებული, დათრგუნული ნული იქვე ჯირკზე ჩამოჯდა. მიიხედ-
მოიხედა და ნახა, რომ სოფლის ბოლოში იჯდა და წინ უღრანი, თვალუწვდომელი ტყე
იყო. თანაც დაღამებულა. თავშესაფარი კი არსად სჩანდა. რა საცოდავი ვარ! უჭკუო,
უნიათო, არაფრის მცოდნე და არაფრის მქონე. ერთიანიც კი ამაყია, რადგან ერთი
ერთეული მაინც აქვს და ლიდერად გრძნობს თავს.
- მეკი, მე ვინ ვარ?! ცარიელი სიმრავლე, ნამდვილი არარაობაააა....
(ალექსანდრას ვიოლინო)
წამყვანი ელენე ზოსიაშვილი.
თქვა ნულმა და მწარედ ატირდა. ატირდა, რადგან ახალი წლის ღამეს სრულიად
მარტო დარჩა. უცხო სოფელში, თვალუწვდომელი, უღრანი ტყის პირას, ჯირკზე
ჩამომჯდარი. ნეტა ტყის ბინადრებიც ასე გულცივები არიან, როგორც ეს რიცხვები?
ფიქრობდა ნული და
უცებ სად იყო და სად არა, უღრანი ტყე განათდა. ტყეში ტყის ბინადრები გამოჩნდნენ.
ისინიც კი ახალი წლის ღამისთვის ემზადებოდნენ.
გიორგი მირცხულაძე.
- ახალი წლის ღამეა,
ციმციმებენ სანთლები,
მგელთან სტუმრად მიდიან,
ჟირაფი და დათვები.

მგელმა თავი გამოყო,


მომივიდნენ სტუმრები,
კორდზე დავლურს უვლიან,
მაჩვები და ტურები.

ციყვი გირჩს ახრამუნებს,


ნაზუქს აცხობს მელია,
ტურა შვილებს უმღერის,
ოდელია, დელია.

მხიარულობს მთელი ტყე,


ცეკვავენ და მღერიან,
ულოცავენ ერთმანეთს,
ყველა ბედნიერია.

წამყვანი ლიზა ფირცხალავა


ამ ბედნიერების ნათებიდან ულამაზესი ფერია გამოვიდა. ეს, ახალი წლის ღამის
სასწაულს გავდა. ნულს ეგონა მელანდებაო. თვალები მოიფშვნიტა და შეხედა. არა, მის
წინ მართლაც ულამაზესი ფერია იდგა, ბედნიერი ცხოველებით გარშემორტყმული.

-
- კეთილი ფერია - ალექსანდრა
- გილოცავ! გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ – ვისაც სამშობლო გიყვარს…
გელა ხარ!
თინა ხარ!
შოთა ხარ!
ცირა ხარ!
ეს სულერთია – ვინ ხარ.
ახალი წელია…
თოვლიც გვესალმება…
თოვლიც გვესალმება ციდან…
– ცრემლები?!
– ცრემლებზე – ბოდიში!
– ღიმილი?!
– ღიმილი – რამდენიც გინდა…
პატარავ, შენსავით
მეც ვიყავ მოსწავლე…
მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!
ამიტომ ერთმანეთს,
ამიტომ ერთმანეთს
ვუსურვოთ ბეჯითად სწავლა…
გვიყვარდეს სამშობლო,
სიმართლე გვიყვარდეს,
გვიყვარდეს, გვიყვარდეს წიგნი…
რაც უნდა ისურვო,
რაც უნდა ინატრო, –
ესაა ყველაზე დიდი.
გილოცავ! გილოცავ!
ახალ წელს გილოცავ.
შენ – ვისაც სამშობლო გიყვარს…
ზაზა ხარ!
ლაშა ხარ!
ვაჟა ხარ!
ნინო ხარ!
ეს სულერთია – ვინ ხარ!

ნული
- არა, არ არის სულ ერთი, მე არც გელა ვარ, არც ვაჟა, არც ნინო! მე ნული
ვარ! გესმის ნული. ცარიელი სიმრავლე ! არაფრის მქონე. არავის
ვჭირდები არავის ვუნდივარ!
- ელენე ზოსიაშვილი
თქვა ნულმა და ისევ მწარედ აქვითინდა. ფერიას ძალიან შეეცოდა ნული.
ფერია ალექსანდრა
- მაშ არავის უნდიხარ? ისე მოვაწყობ ამ ჩემი ჯადოსნური ჯოხით, რომ
ყველა გნატრულობდეს. მარტო არაფერს წარმოადგენ, მაგრამ, როგორც კი
ვინმე დაგიმეგობრებს და გვერდში ამოგიდგება, მაშინვე მასზე
ათჯერმეტი გახდები. ყველასთვის სანატრელი და სასურველი იქნები.
-
წამყვანი ლუკა
ფერიამ ჯოხი ათჯერ დააქნია ნულის თავზე. თან ბუტბუტებდა:
- ათი, ასი, ათასი! ათი ,ასი , ასლამაზი! ყველაზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი
უცებ, ნულმა თავისი ძალა იგრძნო! ფეხზე წამოხტა და დაიყვირა:
-მე ნული ვარ! ნული! ყველა რიცხვის მეგობარი! ყველას მეკვლე!
ვისთანაც მივალ, ამ ახალი წლის ღამეს, ყველას 10-ჯერ გავამდიდრებ!
10-ჯერ უფრო მეტი გახდება ვინც მე მიმასპინძლებს!
მაქსიმე
ექოსავით გაისმა ღამის წყვდიადში ნულის წკრიალა ხმა!
ჯერ ლიდერმა ერთიანმა დაასწრო ყველას:
პაატა
- გთხოვ, ჩემთან მოდი ლამაზო ნულო! ჩემთან მოდი!
ნულიც გაიქცა და ერთიან ჩაეხუტა.
- რა მაგარია! უკვე ათიანი ვარ და არა ერთიანი! ერთი და ნული ერთად
ათია. ერთიანზე ათჯერ უფრო დიდი! ათჯერ უფრო მეტი. გავიზარდეეე,
გავიზარდეეე!
- გედისყელა ორიანო მოდი შენც გაკოცო!
მარი ენუქიძე
- უი, უკვე ოცი ვარ და არა ცუდი ორიანი. 2 და 0 უკვე ოცია. რა კარგი
ყოფილხარ ნულიანო! გმადლობ, გმადლობ!
-
მარიამ შალიკიანი

რიცხვები ერთიმეორეს მიყოლებით გამორბოდნენ ნულთან ჩასახუტებლად.


ხარობდნენ , რომ ნულმა თითოეულს, დიდი სიმდიდრე მოუტანა. რაც უფო
მეტი რიცხვი იყრიდა ერთად თავს და გვერდით ნულს ამოიყენებდა, მით
უფრო დიდი და მდიდარი ხდებოდა. საბოლოოდ მიხვდნენ რიცხვები, თუ
რა დიდი მნიშვნელობა აქვს გაერთიანებას და ყველამ ერთხმად შესძახა:
„ ძალა ერთობაშია“ ჩვენ უკვე უამრავი ვართ, უთვალავი! ჩვენს
სოფელს:“რიცხვთაგუნდას“ ვერავინ დაამარცხებს! ნულიანმა დიდი
სიძლიერე და ბედნიერება მოგვიტანა!
- ცეკვა!
ლაზარე
მაშ, გაუმარჯოს ახალი წლის ღამის სასწაულ! მაშ, გაუმარჯოს ახალი წლის
სტუმარს! ჩვენს მეკვლეს! ნულს გაუმარჯოს!

გიგა
-მეგობრებო! ახალი წლის ღამეს ვინ უხდება ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა თოვლის ბაბუა! მოდი ერთად დავუძახოთ ყველა მოსწავლისთვის


საყვარელ, მხარულ, გულკეთილ თოვლის ბაბუს:

თოვლის ბაბუ.... თოვლის ბაბუ...... ( თოვლის ბაბუს შემოსვლა)

You might also like