You are on page 1of 131

1.

გლობალიზაცია (თავი1)
გლობალიზაციის არსი და მნიშვნელობა
მსოფლიო ეკონომიკაში აღინიშნება ძირეული ცვლილებები. დროით, სარტყელით, ენით,
ეროვნებით, მთავრობის პოლიტიკით, კულტურით, ეკონომიკური საქმიანობით განსხვავებული
სახელმწიფოები უახლოვდებიან ერთმანეთს. მსოფლიოს მატერიალური კულტურული გარემო ხდება
ერთტიპიური. ეროვნული ეკონომიკა განიცდის ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოს ეკონომიკურ
სისტემაში ინტეგრაციას. მოვლენებს, რომლის მეშვეობითაც ეს პროცესები მიმდინარეობს
გლობალიზაცია ეწოდება.
გლობალიზაცია აძლევს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო კომპანიამ სრულიად გამოიყენოს
თავისი შესაძლებლობები. მსოფლიოში გაფართოების საფუძველზე გაზარდოს თავისი მოგება და
შეამციროს პროდუქციის წარმოების დანახარჯები, ქვეყნებში სადაც ყველაზე დიდ მოგებას მიიღებს.
ლინგვისტური თვალსაზრისით ტერმინი გლობალიზაცია წარმოსდგება ფრანგული სიტყვა global-
ისაგან, ასოცირდება ლათინურ globus-თან, ნიშნავს საყოველთაოს. ფრაგმენტაციის საწინააღმდეგო
მნიშვნელობით გამოიყენა მეცნიერმა ტ.ლევიტმა როდესაც ცალკეული ბაზრების შესწავლის პროცესის
ასახსნელად გამოიყენა. როგორც თავიდან ის წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინია. კრებულში „
გლობალიზაცია, შემეცნება და საზოგადოება“ ეს ტერმინი ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა მ. ელბროუმ
მსოფლიო ქვეყნების და ხალხების, სხვადასხვა კულტურისა და ცივილიზაციის ერთიანობის
გამოსახატად.
ე. გიდენსის აზრით - გლობალიზაცია უპირველესად არის სოციალური მოვლენა. სოციალური
ურთიერთობების ისეთი ინტენსიფიკაცია, რომელიც დაშორებულ ადგილებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ბჰაგვატი განმარტავს- გლობალიზაცია არის საგარეო ვაჭრობის, უცხოური პირდაპირი
ინვესტიციების, მოკლევადიანი კაპიტალის ნაკადების, სამუშაო ძალის და საერთოდ მოსახლეობის
გადაადგილების ასევე ტექნოლოგიების, საერთაშორისო გაცვლის საფუძველზე მსოფლიო სისტემაში
ეროვნული ეკონომიკის ინტეგრაციის პროცესი. ამავე აზრს იზიარებს ჯ. სტიგლიცი
მიუხედავად გლობალიზაციის მრავალი განმარტებისა, მნიშვნელოვანია გლობალიზაციის სამი
განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული ინტერპრეტაცია:
1. იმ ეკონომიკური მოვლენების განსაზღვრა, რომლებიც იწვევს ნაციონალური ბაზრების
ინტეგრაციის პროცესს;
2. იმ პოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, რომლებიც დაკავშირებეულია საქონლის,
მომსახურების და კაპიტალის მოძრაობის საერთაშორისო ბარიერების ლიკვიდაციასთან;
3. იმ უფრო ფართო პოლიტიკური მოვლენის განსაზღვრისთვის, რომლებიც ასახავს საბაზრო
პოლიტიკის გლობალურ გავრცელებას საშინაო და საერთაშორისო დონეებზე.
მე-20 საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში კაცობრიობა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა, ის
დაკავშირებულია გლობალიზაციასთან და გულისხმობს ერთიანი, გლობალური ეკონომიკური სისტემის
ფორმირებას, რომელიც ეფუძნება ღია, საბაზრო ეკონომიკისა და პოლიტიკური დემოკრატიის
პრინციპებს. ამასთან, თანამედროვე გლობალიზაციას ჰყავს წინამორბედი, ეს არის სამრეწველო
რევოლუცია, რომლის წამყვან ძალას ტექნოლოგია წარმოადგენდა. ამ ეპოქაში, პოლიტიკა უბიძგებდა
სახელმწიფოებს პროტექციონიზმის, იმპერიალიზმისა და მილიტარიზმისკენ, რისი ტრაგიკული
შედეგიც აღმოჩნდა პირველი მსოფლიო ომი. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მ, იაპონიამ და
დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დაიწყეს ლიბერალური ეკონომიკური წესრიგის რესტავრაციას.
კომუნისტური ანუ მესამე სამყაროს ქვეყნები კი კვლავ ახორციელებენ პროტექციონისტულ
ღონისძიებებს. გლობალიზაციის ხელმეორედ დაბადება კი მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის,
ჩინეთის ეკონომიკის გახსნისა და აღმ. ევროპის ქვეყნების მიერ ბაზრების ლიბერალიზაციის შემდეგ
გახდა შესაძლებელი.
ამრიგად, გლობალიზაცია ისტორიული თვალსაზრისით განიხილება როგორც პოლიტიკური
ინტეგრაციის პროცესი. ფართო გაგებით, გლობალიზაცია ეს არის ცენტრალიზებული დაგეგმვისგან
თავის დაღწევის შედეგი, ბრძოლის პროცესი „უხილავ ხელსა“ და ეკონომიკის ცენტრალიზებული
მართვის „მკვდარ ხელს“ შორის. გლობალიზაციის შედეგად მსოფლიო მეურნეობა სულ უფრო ღრმად
იჭრება ეროვნულ ეკონომიკაში, განსაზღვრავს მისი განვითარების პროპორციებს, ურთიერთქმედების
მექანიზმებს, ფუნქციონირების ნორმებს და სტანდარტებს, მაგრამ არ ცვლის ეროვნული სახელმწიფოს
მნიშვნელობას და ხასიათდება ტრანსეროვნული კორპორაციების(ტეკ) და ტებ(ბანკების), საერთაშორისო
და რეგიონული ორგანიზაციების მზარდი როლით.
გლობალიზაციის შედეგად ეროვნულ ეკონომიკებს შორის საზღვარი ხდება უფრო ლიბერალური
წარმოების ფაქტორების გადაადგილების კუთხით. რაც არ ნიშნავს სახელმწიფო საზღვრის, როგორც
პოლიტიკურ-გეოგრაფიული კატეგორიის გაქრობას.
გლობალიზაციის შედეგად, ეროვნული ეკონომიკების ურთიერთდამოკიდების ზრდის საფუძველს
წარმოადგენს წარმოებისა და კაპიტალის მოძრაობის ინტერნაციონალიზაცია.
ინტერნაციონალიზაცია და გლობალიზაცია მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული პროცესებია.
ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს ეროვნული ეკონომიკის შიგნით მიმდინარე პროცესების საზღვარს
გარეთ გასვლას, მსოფლიო ეკონომიკის რამდენიმე სუბიექტის გაერთიანებას საერთო ამოცანების,
მიზნების, საქმიანობის სახეების გარშემო, რომელიც არ იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ან
თითქმის ყველა წევრის თანამონაწილეობას, გლობალიზაცია კი გულისხმობს საქმიანობის წარმართვას
ქვეყნების ჯგუფის ან მსოფლიო დონეზე.
XX საუკუნეში სამყაროს პოლიტიკურ-ეკონომიკურმა წესრიგმა, ომის შემდგომი პერიოდიდან 80-იანი
წლების ჩათვლით მსოფლიო სამ ნაწილად დაჰყო: კაპიტალისტური, სოციალისტური და „მესამე სამყარო“.
ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეკონომიკური განვითარების დონით, პოლიტიკური
მდგომარეობით, მსოფლმხედველობით. ამ პერიოდში მსოფლიო წესრიგის ცვლილებების დინამიკა
წარმოგვიდგება 2 ეტაპად:
1. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაპიტალისტურ და სოციალისტურ სისტემებს შორის ურთიერთობა
„ ცივი ომის“ კონცეფციაზე იყო დაფუძნებული.
2. მეორე ეტაპი „ცივი ომის“ დამთავრებით, სოციალისტური სისტემის დაშლით, გერმანიის
გაერთიანებით და ორ ანტაგონისტურ ბლოკს შორის დაპირისპირების დამთავრებით ხასიათდება.
( აშშ და საბჭოთა კავშირი 1990 იანი წლები).
გლობალიზაციისკენ სწრაფვისკენ გზაზე განსაკუთრებული წვლილი საბჭოთა კავშირმა შეიტანა. ის
იყენებდა კომუნიზმის იდეებს, რომელიც შეიძლება დახასიათდეს, როგორც სოციალისტური
გლობალიზაცია აანუ გლობალიზაცია იდეოლოგიის მეშვეობით. ხოლო, აშშ გამოდიოდა დემოკრატიის,
სიტყვის თავისუფლების, კერძო საკუთრების და სხვა იდეებით, რასაც კაპიტალისტური გლობალიზაცია
ანუ ეკნომიკურ-პოლიტიკური გლობალიზაცია შეიძლება ვუწოდოთ. გლობალიზაციისაკენ სწრაფვა
კაცობრიობის განვითარების დამახასიათებელი თავისებურებაა, ყოველი ძლიერი სახელმწიფო
ანხორციელებს პოლიტიკას თავისი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის.
გლობალიზაციის პოლიტიკას ემსახურებოდა ნაცისტურ-ჰიტლერული რეჟიმი, რომელიც გერმანიის
ქვეშ მთელი მსოფლიოს გაერთიანებას ცდილობდა ანუ გერმანია გლობალიზაციისკენ ისწრაფვოდა
სამხედრო ძალის გამოყენებით. ამ გზაზე მან წარმატებას ვერ მიაღწია. კაპიტალისტურმა სისტემამ,
უპირველესად აშშ-მ შეარჩია ყველაზე ხელსაყრელი გზა- ეკონომიკური გლობალიზაცია დაწყებული
„მარშალის გეგმით“, რისი მეშვეობითაც სტრატეგიულ მოკავშირედ დასავლეთ ევროპის ქვეყნები
გაიხადა. იაპონიამაც აღნიშნული გზით დაიწყო სვლა გლობალიზაციისკენ „მაკარტურის პოლიტიკა“.
კაპიტალისტურ სისტემაშიც იყო პრობლემები (სავაჭრო-ეკონომიკური უთანხმოებები), მაგრამ ისინი
ზიანს ვერ აყენებდა მიზნის მიღწევას.
გლობალიზაცია, როგორც ერთიანი სისტემა, შეიძლება დაიყოს რამდენიმე სახედ: ფინანსური ანუ
ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაცია, პოლიტიკური, ინფორმაციული, ეკოლოგიური პრობლემების,
დამნაშავეობის, ტერორიზმის და მის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალიზაცია.
უფრო ფართოდ განასხვავებენ საბაზრო და პროდუქციის გლობალიზაციას. ყველაზე სწრაფი ტემპით
ვითარდება ფინანსური გლობალიზაცია, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს წარმოების და კაპიტალის
მოძრაობის ინტერნაციონალიზაცია. იგი წარმოადგენს გლობალიზაციის დანარჩენი სახეების საფუძველს.
გლობალიზაციის პირობებში იზრდება ქვეყნებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ ეს
ტენდენცია ნაწილობრივ ცალმხრივია. განვითარებადი ქვეყნები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი
განვითარებულ ქვეყნებზე, რომლებიც დაინტერესებულები არიან გავლენის სფეროს გაფართოებით.
გლობალიზაცია, ეს არის ადაპტაციის პროცესი განვითარებადი, ზოგიერთი განვითარებული თუ
გარდამავალი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის.
80-იან წლებში აშშ- მ ნეოკონსერვატიული რეფორმებით, გაზარდა ამ ქვეყნის ტეკ- ების მსოფლიო
მასშტაბით გავლენის გაფართოების შესაძლებლობა. ამან აიძულა სხვა განვითარებული ქვეყნები
მიემართა იგივე დერეგულირების მეთოდისთვის, რათა მათ ტეკ-ებს არ დაეკარგათ
კონკურენტუნარიანობა.
გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირების და მისი შემდგომი განვითარების საფუძველს
წარმოადგენს საბაზრო და ღია ეკონომიკა. საბაზრო ეკონომიკას არ შეუძლია სოციალურად
ორიენტირებული გლობალური სისტემის ჩამოყალიბება, რადგანაც ის დაფუძნებულია მოთხოვნისა და
მიწოდების კონცეფციაზე, რომელიც შორსაა სოციალური სამართლიანობისგან.
გლობალიზაციის პროცესების საფუძველს წარმოადგენს საერთაშორისო ეკონომიკური
ურთიერთობების ლიბერალიზაცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო საერთ.
ეკონომიკური ორგანიზაციების ჩარჩოებში.(GATT და WTO მეშვეობით) .გლობალიზაცია დაფუძნებულია
ღია ეკონომიკის კონცეფციაზე. ღია ტიპის ეკონომიკას მიაკუთვნებენ იმ ქვეყნების ეკონომიკებს,
რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საერთ. ეკ. ურთიერთობებში: საერთ. ვაჭრობა, კაპიტალის
საერთაშორისო მოძრაობა, სამუშაო ძალის მიგრაცია, სამეცნიერო-ტექნიკური ურთიერთობები და ა.შ.
ეკონომიკური საქმიანობის გლობალიზაციის შდეგად იზრდება ეროვნული ეკონომიკების გახსნილობის
ხარისხი.
ეკონომიკური საქმიანობის გენერატორად ტეკ-ები გვევლინება. ისინი აახლოებენ სხვადასხვა
ქვეყნების საწარმოებს, რითაც ხელს უწყობენე როვნული ეკონომიკების ურთიერთგადაჭდობის პროცესს.
გლობალიზაციის პროცესების გაძლიერების შედეგად მსოფლიო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად
არსებობს ეროვნული სახელმწიფოების დონეზე.
ტეკ-ები და სახელმწიფოები მსოფლიო ეკონომიკაში თითქმის ერთნაირი სიძლიერის პარტნიორები
არიან, რომლებიც თანამშრომლობენ და კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ამასთან, ტეკ-ების საქმიანობა
მოიცავს მხოლოდ გარკვეულ რეგიონებს და არა მთელ მსოფლიოს.
გლობალიზაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების
განვითარებასთან, რომლის ფარგლებშიც ყალიბდება „ნეო ეკონომიკა“, რომელიც დაკავშირებულია
სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან.
გლობალიზაციის შემდეგი დამახასიათებელი თვისებაა კონკურენციის გაძლიერება. კონკურენცია ეს
არის პროგრესის საფუძველი.გლობალიზაცია კიდევ უფრო ამწვავებს კონკურენციას. გლობალიზაციის
პირობებში სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის კონკურენციის სიმძიმის ცენტრი გადადის ეკონომიკურ-
ტექნოლოგიურ სფეროში, რაც პოლიტიკური კონკურენციის საფუძველს წარმოადგენს და იძენს სხვა
განზომილებას მსოფლიო ეკონომიკის რეგიონალიზაციის ფონზე.
რეგიონალიზაცია წარმოადგენს გარდამავალ ეტაპს გლობალიზაციისკენ, რამდენადაც ცალკეული
სახელმწიფოები შედიან რამდენიმე რეგიონულ დაჯგუფებებში, რაც უფრო მეტად აღრმავებს სხვადასხვა
ინტეგრაციულ დაჯგუფებებს შორის თანამშრომლობას. ყველა სახელმწიფოს წინაშე დგება ერთ ან მეტ
ეკონომიკურ ბლოკში ინტეგრირების აუცილებლობა, რადგანაც გლობალიზაცია და ინტეგრაცია
შეუქცევადი პროცესებია. საჭიროა ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა, რადგანაც მისგან გამიჯვნა
ეკონომიკური ზრდის მიღწევის ყველაზე საშიში გზაა. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები სხვა
ქვეყანაზეც ახდენს გავლენას, თუნდაც იზოლირებული იყოს.
გლობალიზაცია დამოკიდებულია ინტეგრირებული და ურთიერთდამოკიდებული მსოფლიო
ეკონომიკის ცვალებადობაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს გლობალიზაციის ორი სახე:
საბაზრო და წარმოების გლობალიზაცია.

გლობალიზაციის სახეები
საბაზრო გლობალიზაცია
საბაზრო გლობალიზაცია ემყარება ისტორიულად მრავალფეროვანი და განცალკევებული ეროვნული
ბაზრების შერწყმას ერთ უზარმაზარ გლობალურ საბაზრო სისტემაში. ვაჭრობის ბარიერების მოხსნა
ქვეყნის ეროვნულ საზღვრებს მიღმა ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობის პროცესს.
ეროვნული ბაზრები ადგილს უთმობენ გლობალურ ბაზარს. მათი მრავალი ნიშნით მსგავსების
მიუხედავად ეროვნულ ბაზრებს შორის არსებობს საკმაოდ დიდი განსხვავებები. ეს აისახება
მომხმარებელთა გემოვნებასა და არჩევანის თავისებურებებში, სადისტრიბუციო ქსელის ზომაში, ფასების
სისტემაში, ბიზნესგარემოსა და საკანონმდებლო რეგულაციის პრინციპებში. ეს განსხვავებები მოითხოვს
საბაზრო სტრატეგიის, პროდუქციის სახეობისა და მართვის პრაქტიკის მორგებას ქვეყნის
პირობებისადმი. გლობალური ბაზრების უმრავლესობა ამჟამად არა სამომხმარებლო ბაზრები არამედ,
ინდუსტრიული პროდუქტებისა და საქონლის ბაზრებია, რომლებიც უნივერსალურ საჭირობებებს
აწვდიან მთელს მსოფლიოს. ესენია: ალუმინის, ზეთის, მარცვლეულისა და სხვა ბაზრები, კომპიუტერის
მეხსიერების ბარათები, კომერციული ვერტმფრენები, კომპიუტერული პროგრამების და ფინანსური
აქტივების ბაზრები. გლობალურ ბაზრებზე ერთი და იგივე ფირმები, როგორც კონკურენტები
უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგ კოკა კოლა და პეპსი-კოლა, ფორდი და ტოიოტა. თუკი ერთ-ერთი
ფირმა შევა ქვეყანაში, რომელიც არ სარგებლობს მისი კონკურენტების მომსახურებით, მისი
კონკურენტები ამავეს იზამენ, რომ თავიდან აიცილონ მოწინააღმდების დაწინაურება. მიყვებიან ფირმები
ერთმანეთს მსოფლიოს გარშემო და მიაქვთ პროდუქცია, მარკეტინგის სტრატეგია, ბრენდის სახელი,
ყოვლივე ეს ქმნის ბაზრის მიღმა ჰომოგენურ გარემოს. ერთგვაროვნება ცვლის მრავალფეროვნებას და ამ
ფირმებისთვის აღარ არსებობს ეროვნული ბაზრები, მათთვის არსებობს ერთიანი გლობალური ბაზარი.
წარმოების გლობალიზაცია - ემყარება მომხმარებლის საქონლითა და მომსახურებით მომარაგებას
დედამიწის გარშემო არსებული იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც იძლევიან ფასისა და წარმოების
ფაქტორების(მიწა, შრომა , კაპიტალი) ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობას. ამით კომპანიები
ცდილობენ შეამცირონ მთლიანი დანახარჯების სტრუქტურა, გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი,
გაზარდონ მოგება და ეფექტიანობა.
კომპანიები სულ უფრო ინტექნსიურად იყენებენ თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს,
ინტერნეტს, რომ სამომსახურეო მოქმედებები გადააბარონ შედარებით დაბალ დანახარჯიან
მწარმოებლებს სხვადასხვა ქვეყნებში. სხვადასხვა კომპანიები იაფი მუშახელის გამო მომხმარებელთა
მომსახურების ფუნქციებს განვითარებად ქვეყნებში ანაწილებენ. პროდუქტიული საქმიანობის
გადანაწილება სხვადასხვა მომწოდებელზე გვაძლევს გლობალური საქონლის შექმნის შესაძლებლობას-
„გლობალური პროდუქტი“. ძლიერი შეზღუდვები ფირმებისთვის ჯერ კიდევ ართულებს პროდუქტიულ
საქმიანობას მსოფლიოს გარშემო- ქვეყანათაშორისი ვაჭრობის ფორმალური და არაფორმალური
შეზღუდვები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტრანსპორტირების ხარჯები, ეკ. თუ პოლიტიკურ
რისკებთან დაკავშირებული პროცედურები.
გლობალიზაციის საფუძვლები- გლობალიზაციის ზრდას ორი მაკრო ფაქტორი უდევს საფუძვლად. 1.
ბარიერების შერბილება, რომლებიც წარმოიშვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომლებიც ხელს
უშლიან საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას.2,ტექნიკური პროგრესი
განსაკუთრებით კომუნიკაციის სფეროში, ინფორმაციის დამუშავებასა და სატრანსპორტო
ტექნოლოგიებში.
ბაიერების შერბილება. 1920-1930 წლებში მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ დააწესა მკაცრი ბარიერები,
რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ვაჭრობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. მაღალი
ტარიფების იცავდა ადგილობრივ მწარმოებლებს უცხოელი კონკურენტებისგან და ამან გამოიწვია სხვა
ქვეყნებისგან იგივე ქმედება, შედეგად კი 1930 წელს მივიღეთ „დიდი დეპრესია“. შედეგად მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს ბარიებების შემცირება
საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამ შეთანხმებას ტარიფებისა და
ვაჭრობის ზოგადი შეთანხმება (GATT) ჰქვია. მის საფუძველზე წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს მუშაობა
არსებული ბარიერების გაუქმებაზე. ამ მიზნით ჩატარებული ბოლო მოლაპარაკება „დოჰას რაუნდი“
გაიმართა 2001 წელს და მასში მონაწილეობდა 149 ქვეყანა. სავაჭრო ბარიერების გაუქმებამ დააჩქარა
წარმოების გლობალიზაცია. ტარიფების შემცირების შედეგად, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის
მონაცემებით, მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა ორმოცდახუთჯერ გაიზარდა. ასეთი მკვეთრი ზრდა
მოწმობს, რომ
1. ფირმების უმეტესობა განათავსებს საკუთარ სამეწარმეო ობიექტებს მსოფლიოს გარშემო, რათა
ეფექტიანად დაეუფლონ მსოფლიო ბაზარს.
2. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური სისტემების ურთიერთდამოკიდებულება
აუცილებელი ხდება;
3. მსოფლიოს საერთო სიმდიდრის ზრდის მიზეზი მსოფლიო ვაჭრობის ინტენსიური ზრდაა.
1990-ინი წლების შუა პერიოდში საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაიზარდა
მომსახურების სფეროს საფუძველზე. ამჟამად მომსახურების წილი მსოფლიო ბაზარზე შეადგენს 20
პროცენტს. 2001 წელს WTO-მ დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიო ვაჭრობისა და ინვესტიციების უფრო
მაღალი თავისუფლების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ამისთვის მოლაპარაკებები გრძელდებოდა 3
წელი,ყატარში. სავაჭრო ბარიერების შემცირებასთან ერთად, მრავალმა ქვეყანამ პროგრესულად გააუქმა
ის ბარიერებიც, რომლებიც ხელს უშლიდნენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ამან გამოიწვია
ინვესტიციების გადინების მნიშვნელოვანი ზრდა, იმაზე მეტად ვიდრე მსოფლიო ვაჭრობა.
მსოფლიო ეკონომიკის ზრდადი ინტეგრაცია ერთი მთლიანი ბაზრის ჩამოსაყალიბებლად,
ინტენსიურად ზრდის კონკურენციას წარმოებისა და მომსახურების სფეროებში. მიუხედავად ამისა,
საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელისშემშლელი ბარიერების შესუსტება არ შეიძლება
ჩაითვალოს მუდმივად. პროტექციონიზმის მოთხოვნა ქვეყნის მიერ კონკურენტების წინააღმდეგ
მსოფლიოში ჯერ კიდევ ხშირია.
გლობალური ინსტიტუტების როლი მსოფლიო ეკონომიკის რეგულირებაში
როდესაც მიმდინარეობას ბაზრის გლობალიზაცია და ბიზნეს საქმიანობა სცილდება ეროვნულ
საზღვრებს, ჩნდება მისი რეგულირებისა და კონტროლისთვის აუცილებელი ინსტიტუტების არსებობის
საჭიროება და გლობალური ბიზნესის სახელმწიფოებრივი რეგულირების მიზნით მათი დახმარებით
მულტინაციონალური შეთანხმების დადების აუცილებლობა. ამ ფუნქციის შესასრულებლად
სახელმწიფოების ნებაყოფლობითი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა: ტარიფებისა და ვაჭრობის
ზოგადი შეთანხმება (GATT), მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია(WTO), საერთაშორისო სავალუტო
ფონდი(IMF), მსოფლიო ბანკი და გაერო(UN).
მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია, უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია დაიცვას მსოფლიო
ვაჭრობის სისტემა და სახელმწიფოები, რომლებიც არ არღვევევენ სავაჭრო ხელშეკრულებაში დადგენილ
ნორმებს. ორგანიზაციას ჰქონდა უზარმაზარი გავლენის სფერო, 152 წევრი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო
ბაზრის 98%ს შეადგენს. ასევე პასუხისმგებელია მასში შემავალი ქვეყნებს შორის დადებული
ხელშეკრულების გამარტივებაზე. თავისი არსებობის განმავლობაში მან შეამცირა საერთაშორისო
ვაჭრობისა და ინვესტიციების ბარიერები, არის სავაჭრო და საინვესტივიო რეგულირების ინსტუმენტი.
მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ბაზრებისა და წარმოების გლობალიზაცია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 1994 წელს 44 სახელმწიფოს მიერ დაარსდა
ბრეტონ ვუდში. სსფ-ს ძირითადი ფუნქცია მდგომარეობდა იმაში, რომ საერთაშორისო სავალუტო
სისტემაში შეენარჩუნებინა ფულზე მოთხოვნა და მსოფლიო ბანკის მეშვეობით დახმარება გაეწია
მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის. მსოფლიო ბანკი ნაკლებ პრობლემატური. იგი ეხმარება იმ
ღარიბ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ დახმარებები ინფრასტრუქტურაში დასაბანდებლად(გზები,
კაშხლების მშენებლობა და სხვა). კრიტიკულ სიტუაციებში საერთაშორისო სავალუტო ფონდი
უკანასკნელი კრედიტორის როლს თამაშობს. სსფ კრედიტის სახით ეხმარება ქვეყნებს, რომელთა
ფულადი ერთეულიც უფასურდება და იმყოფებიან მძიმე მდგომარეობაში. ამასთან ამ დახმარებასთან
ერთად ის მოითხოვს, რომ დაფინანსებულმა სახელმწიფომ გაატაროს ეკონომიკური პოლიტიკა
ეკონომიკის ნორმალიზაციის, ზრდისა და განვითარების მიზნით. ეს მოთხოვნები ხშირად ხდება კამათის
მიზეზი, რადგან ოპონენტებს მიაჩნიათ რომ სსფ-ს რეკომენდაციები ხშირად არასათანადოა ან ახდენს
ეთნიკური სახელმწიფოების უზურპაციას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 1945 წელს 51 სახელმწიფოს მიერ დაარსდა თანამშრომლობის
სურვილით. დღეს თითქმის ყველა ქვეყანა მისი წევრია. (191 ქვეყანა). როდესაც ქვეყანა გაეროს წევრი
ხდება, იგი თანხმდება მიიღოს ის ვალდებულებები, რომლებიც გათვალისწინებულია ორგანიზაციის
წესდებით. ამის მიხედვით, გაეროს აქვს 4 მიზანი:
1. შეინარჩუნოს მშვიდობა და უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში;
2. განავითაროს მეგობრული ურთიერთობა სხვა სახელმწიფოებთან;
3. საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობა;
4. უზრუნველყოს ადამიანის უფლებების პატივისცემა.
გაერო ემსახურება ცხოვრების დონის, ეკონომიკური და სოციალური პროგრესის წახალისებას.
საქმიანობის 70%-ს ანდომებს ამ მანდატის შესრულებას. ის თანამშრომლობს სხვადასხვა
ორგანიზაციებთან და ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სიღარიბის აღმოფხვრა და სოციალური
მდგომარეობის გამოსწორება არის აუცილებელი ნაბიჯი მშვიდობის შენარჩუნებისთვის.
ტექნოლოგიური ცვლილების როლი გლობალიზაციაში
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნოლოგიური თვალსაზრისით შეინიშნება მნიშვნელოვანი
მიღწევები კომუნიკაციის, ტრანსპორტირების ტექნოლოგიაში, ინფორმაციის გადამუშავების სფეროებში.
მიკროპროცესორები და ტელეკომუნიკაციები - ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციაა. მან მნიშვნელოვნად გაზარდა ინფორმაციის გადაცემის
სიმძლავრე და ინფორმაციის მოცულობა, რომელიც შეიძლება ინდივიდუალურმა მომხმარებელმა
დაამუშაოს. ტელეკომუნიკაციის ტექნოლოგიაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სატელიტის,
ინტენეტის, მსოფლიო ფართო ქსელისა და ტალღური ტექნოლოგიების განვითარებამ გლობალური
კომუნიკაციების რევოლუცია გამოიწვია. ეს ტექნოლოგიები ემყარება მიკროპროცესორებს, იმისთვის რომ
დაშიფროს, გადაცეს და გაშიფროს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც ელექტრონული გზით
გაიგზავნება. მიკროპროცესორების ფასი ეცემა, მაშინ როდესაც მათი სიმძლავრე თანდათან იზრდება. ეს
იწვევს გლობალური კომუნიკაცების ღირებულების შემცირებას.
ინტერნეტი და მსოფლიო კომუნიკაციური კავშირი- ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი
დღითიდღე იზრდება. ასევე, განუწყვეტლივ იზრდება პერსონალური კომპიუტერების რიცხვი.
შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ვაჭრობის პროცენტული ზრდა ელექტრონული ვაჭრობისა და
ინტერნეტბიზნესი გზით. WEB ამარტივებს მყიდველებისა და გამყიდველების ურთიერთობის
შესაძლებლობებს. იგი გვევლინება როგორც რამდენიმე საქმის ერთად შემსრულებელი, აფართოებს
ადგილმდებარეობებს, პარამეტრებს და დროის ზონებს.ქსელი, ამარტივებს მყიდველებისა და
გამყიდველების ურთიეთობებს მათი ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლად. იგი როგორც მსხვილ,
ისე მცირე ბიზნესს სთავაზობს უფრო დაბალი დანახარჯებით გაზარდოს მოგება.
ტრანსპორტირების ტექნოლოგიის განვითარება
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასევე მნიშვნელოვანი ინოვაციები დაინერგა ტრანსპორტირების
ტექნოლოგიაში.ეკონომიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი არის საჰაერო ტრანსპორტის,
კონტეინერიზაციის წინსვლა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტვირთების გადატანას ერთი სახის
ტრანსპორტიდან მეორეში. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა გადაზიდვების დრო.
კონტეინერიზაციის შედეგად შემცირდა დიდ მანძილზე საქონლის ტრანსპორტირების
დანახარჯები.აქამდე ის მოითხოვდა ძვირადღირებულ და დიდი ხნის ინტენსიურ შრომას. 1980 წლიდან
დღემდე მსოფლიოს კონტეინერის ერთობლიობა ოთხჯერ გაიზარდა, რაც ასახავს საერთაშორისო
ვაჭრობის ზრდის მაჩვენებელს. ამასთან დაეცა გადასახადები საზღვაო და სხვა სახის
ტრანსპორტირებაზე, რაც ეკონომიურს ხდის საქონლის გაგზავნას მთელი დედამიწის მასშტაბით,
ამასთან ხელს უწყობს ბაზრისა და პროდუქციის გლობალიზაციის გაფართოებას. გადასაზიდი საქონლის
მეტი წილი ახლა უკვე თვითმფრინავებით იგზავნება.
პროდუქციის გლობალიზაცია
პროდუქციის გავრცელება გეოგრაფიულად განცალკევებულ ტერიტორიაზე უფრო ეკონომიური
გახდა, რაც აისახა პროდუქციის გლობალიზაციაში. შემცირდა ტრანსპორტირების დანახარჯები. ბოლო
10 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური ინოვაციების, ინფორმაციის დამუშავებისა და კომუნიკაციის
დანახარჯები მკვეთრად დაეცა. ეს შესაძლებლობას აძლევს ფირმებს პროდუქციის გლობალიზაციის
მიზნით შექმნან გლობალური წარმოების სისტემა. ბიზნესისთვის საჭირო გახდა მსოფლიოს გარშემო
კომუნიკაციების ქსელი.
გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები
გლობალიზაციის პროცესის პარალელურად ბოლო 30 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკის
სტრუქტურამ ძირეული ცვლილებები განიცადა. 1960 იან წლებში დემოგრაფიულ მდგომარეობას 4
ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავდა:
1. აშშ-ს დომინანტური მდგომარეობა მსოფლიოს ეკონომიკასა და სავაჭრო სისტემაში;
2. აშშ-ს დომინანტური მდგომარეობა მსოფ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში;
3. აშშ-ს მულტიეროვნული კომპანიების ყველაზე დიდი წილი საერთ. ბიზნესში;
4. კომუნისტური სამყაროს გეგმიური ეკონომიკა, რომელიც მთლიანად იყო მოწყვეტილი დანარჩენი
სამყაროს ეკონომიკურ პროცესებს.;
დღეისათვის ამ 4 მიზეზიდან ზოგი შეიცვალა, ზოგი კი ახლა განიცდის ცვლილებებს.
მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის რაოდენობის ზრდა და სავაჭრო სფეროს განვითარება
1960-იან წლებში აშშ მსოფლიოს მთავარი ინდუსტრიული ძალაა. 1963 წელს მისი ხვედრითი წილი
მსოფლიოში წარმოებულ პროდუქციის რაოდენობაში შეადგენს 40.3%-ს. 2018 წელს-დაიკლო 25%-მდე,
მაგრამ მაინც რჩებოდა წამყვან ქვეყანად. ამ დროს დაეცა ასევე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი
ბრიტანეთის ხვედრითი წილი წარმოებაში. ამ ქვეყნების ხვედრითი წილის შემცირება უკავშირდებოდა
სამხრეთ აზიის სახელმწიფოების სწრაფ ეკ.ზრდასთან. (ჩინეთი, იაპონია, სინგაპური, სამხრეთ კორეა).
1980-იანი წლების ბოლოსთვის აშშ-ს, როგორც წამყვანი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსს საფრთხე
დაემუქრა. 1997-1998 წლებში აზია-წყნარი ოკეანის მაღალგანვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებს
ფინანსური კრიზისი დაატყდა თავს, რამაც ეკ. ზრდის შენელება გამოიწვია რამდენიმე წლით,
გრძელვადიან პერიოდში საფრთხე არ დაემუქრა. ამ დროს იზრდებოდა ლათინური ამერიკისა და აღმ.
ევროპის ეკ. განვითარების დონეები. აშშ-ს ხვედრითი წილის შემცირება სულაც არ შეიძლება, რომ
უარყოფით მოვლენად მივიღოთ, რადგანაც ეს მიმდინარეობდა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური
ზრდის პარალელურად. ამასთან, აშშ არ განიცდის დაცემას და მან დაიწყო ახალი ერა.
სპეციალისტების აზრით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში განვითარებადი ქვეყნების (სინგაპურის,
ჩინეღის, ინდოეთის, ტაილანდის, სამხრეთ კორეის) ხვედრითი წილი გაიზრდება განვითარებული
ქვეყნების წილის შემცირების ხარჯზე. მსოფლიო ბანკის ვარაუდით, თუკი ეს ტენდენცია შენარჩუნდება
ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ზე მეტად გაიზრდება, ინდოეთი კი მიაღწევს გერმანიის განვითარების დონეს.
მომავალში მოსალოდნელია გვითარებად ქვეყნებში ახალი ეკ. შესაძლებლობების გამოვლენა და ყველაზე
ძლიერი კონკურენტებიც ისინი იქნებიან.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლის ტენდენციები
1960-იან წლებში აშშ-ს ფირმებზე მოდიოდა პირდაპირი უცხ. ინვესტიციების 66.3%., მეორე ადგილზე
იყო დიდი ბრიტანეთი.იმდენად დიდი იყო ამერიკული კომპანიების გავლენა მსოფლიო ბაზარზე, რომ
იწერებოდა წიგნები, რომ ამერიკული კორპორაციები საფრთხეს უქმნიდნენ ევროპულ ფირმებს.
საფრანგეთი საუბრობდა ამერიკული ინვესტიციების შეზღუდვაზე ევროპაში. აშშ-ს წილის შემცირებაზე
კი რეალური გავლენა მოახდინა სხვა ქვეყნების მიერ უცხოური ინვესტიციების წილის ზრდამ. აშშ-ს
ფირმების ხვედრითი წილი უცხოური ინვესტიციების მარაგებში 1998-2018 წლებში 36% დან 20%-მდე
შემცირდა. პარალელურად ზოგიერთი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ხვედრითი წილი
გაიზარდა, ამ ზრდამ აზიის ქვეყნებისთვის გაზარდა ინვესტიციების საზღვარგარეთ გატანის როგორც კი
საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის ბარიერები მოისპო ქვეყნებმა
გაზარდეს თავიანთი წილი მსოფლიო წარმოებაში. პირდ. უცხ. ინვესტიციების სტიმული იყო
არაამერიკული ფირმების სურვილი გაევრცელებინათ საქმიანობა მსოფლიოს სხვადასხვა
ტერიტორიებზე. ამრიგად, 1970-იან წლებში ევროპულმა და იაპონურმა ფირმებმა დაიწყეს წარმოებების
გატანა განვითარებად ქვეყნებში იაფი მუშახელის და სავაჭრო გადასახადებისგან თავის დაზღვევის
მიზნით.
2000-იანი წლების პირველ ნახევარში გამოიკვეთა ორი ტენდენცია: 1. ქვეყანათა შორის პირდაპირი
უცხ. ინვესტიციების ზრდა და2, განვითარებადი ეების მნიშვნელობის ზრდა, უცხოური პირდაპირი
ინვესტიციების დაბანდებაში. 2000-იანი წლების პირველ ნახევარში განვითარებული და განვითარებადი
ქვეყნების პირდაპირი უცხ. ინვ. მნიშვნელოვნად გაიზარდა
მულტიეროვნული საწარმოების როლი გლობალურ ბიზნესში
მულტიეროვნული ეწოდება საწარმოს, რომელიც ეწევა ბიზნესს ორ ან მეტ ქვეყანაში. 1960 წლიდან
მუდმივად იზრდებოდა არაამერიკული მულტიეროვნული საწარმოები, განსაკუთრებით იაპონური.
თუმცა, მაინც ნარჩუნდებოდა ამერიკული საწარმოების დომინირება,რადგან ისინი აბანდებდნენ
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2/3-ს. მეორე ყველაზე მსხვილი ქვეყანა იყო დიდი ბრიტანეთი.
გაეროს მონაცემებით მსოფლიოს უმსხვილესი 100 მულტიეროვნული საწარმოების რეიტინგში კვლავ
დომინირებენ განვითარებული ქვეყნები. თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ განვითარებადი ქვეყნების
სწრაფ ზრდას მულტიეროვნული საწარმოების მხრივ. ისინი მოსალოდნელია, რომ გახდებიან
მნიშვნეოვანი კონკურენტები გლობალურ ბაზარზე., რაც მსოფლიო ეკონომიის საყრდენს ჩრდილოეთ
ამერიკიდან და დასავლეთ ევროპიდან გადაიტანს აზიაში.
კიდევ ერთი ტენდენცია იყო საშუალო და პატარა მულტიეროვნული კომპანიების ზრდა.
საერთაშორისო ბიზნესში ჯერ კიდევ დომინირებენ დიდი კომპანიები თუმცა სულ უფრო შეინიშნება
პატარა და საშუალო ფირმების მეტი ჩართულობა საერთაშორისო ვაჭრობაში.

მსოფლიო წესრიგში მომხდარი ცვლილებების ზეგავლენა გლობალურ ბიზნესზე


გლობალური ბიზნესი არის ფირმის მონაწილეობა საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტირებაში.
აუცილებელი არაა, რომ ფირმა გახდეს საერთაშორისო მეწარმე სხვა ქვეყანაში ინვესტირებით,
მონაწილეობდეს საერთაშორისო ბიზნესში, ის რაც ფირმამ უნდა გააკეთოს არის პროდუქციისა და
მომსახურების იმპორტი ან ექსპორტი. მრავალი ფირმა ხდება გლობალური ბიზანესის მონაწილე.
მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გლობალური ბიზნესი დიდად განსხვავდება შიდა
ბიზნესისგან. ქვეყნები განსხვავდებიან პოლიტიკით, კულტურით და ასევე ეკონომიკური განვითარების
დონით და ეს განსხვავება დიდ ზეგავლენად ახდენს გლობალიზაციაზე. ქვეყნებს შორის ეს განსხვავებები
მოითხოვს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობის მიმართ განსხვავებულ მიდგომას. ამასთან, საჭიროა ქვეყნის
პოლიტიკისადმი ფირმის სტრატეგიის ადაპტირება.
გლობალური ბიზნესი შიდა ბიზნესისგან ასევე განსხვავდება ამ სფეროში საქმიანობის სირთულით.
მენეჯერები საერთაშორისო ბიზნესში აწყდებიან ისეთ საკითხებს, რომელთანაც შეხება არ აქვთ შიდა
ბაზარზე ორიენტირებისას. გლობალურ ბაზარზე მენეჯერი ცდილობს როგორ შეამციროს დანახარჯები,
განათავსოს საწარმოო სიმძლავრეები და გაზარდოს მოგება ადგილობრივი ინტერესების
გათვალისწინებით. ისინი წყვეტენ რომელი ქვეყნის ბაზარზე შევიდნენ და რომელს აარიდონ თვი, როგორ
გაუწიონ კოორდინაცია, აკონტროლონ გლობალურ სივრცეში მიმდინარე საქმიანობა.
გლობალურ ბაზარზე მენეჯერებს მოეთხოვებათ გაუმკლავდნენ სამთავრობო შეზღუდვებს
საერთაშორისო ვაჭრობასა და ინვესტირებაზე და იმოქმედონ მათ პირობებში. ქვეყნის გარეთ
ოპერირებისას ხდება ფულის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა. ამის გამო მენეჯერებს მოეთხოვებათ
სხვადასხვა პოლიტიკის შემუშავება ცვალებად საპროცენტო განაკვეთებთან გასამკლავებლად, რათა არ
დაკარგოს თანხა. საბოლოოდ გლობალურ ბაზარზე ბიზნესის განხორციელება შიდასგან განსხვავდება
ოთხი მიზეზით:
1. ქვეყნები განსხვავებულია ეკონომიკური მდგომარეობით, პოლიტიკური სისტემებით,
კულტურით;
2. გლობალურ ბაზარზე პრობლემები აღემატება შიდა ბიზნესზე არსებულ პრობლემებს, როგორც
რაოდენობით, ისე სირთულით;
3. გლობალურ ბიზნესმა უნდა იმოქმედოს საუკეთესო გზა, რომ იმოქმედოს საერთაშორისო
ვაჭრობისა და ინვესტირების სისტემებში მთავრობის მიერ დაწესებული საზღვრების ფარგლებში;
4. გლობალური საქმიანობა მოითხოვს განსხვავებული ვალუტების გამოყენებას.
XXI საუკუნის გლობალური ეკონომიკა
გასული 25 წლის განმავლობაში გლობალურ ეკონომიკაში მოხდა სწრაფი ცვლილებები. საქონლის,
კაპიტალისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების ბარიერები მოიხსნა, საგარეო ვაჭრობისა და
ინვესტირების მოცულობა იზრდება გლობალურ წარმოების მოცულობაზე მეტად, ეროვნული
ეკონომიკები ხდება უფრო ინტეგრირებული და დამოკიდებული ერთმანეთზე, უფრო მეტი ქვეყნები
უერთდებიან განვითარებულ მსოფლიოს. გლობალურ ეკონომიკური წინსვლა უფრო გაძლიერდა მას
შემდეგ, რაც ზოგიერთი ქვეყანა დაადგა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გზას. სხვადასხვა
ქვეყნებში შეინიშნება პრივატიზაცია, ბაზრები მეტი კონკურენციით ხასიათდება, ბარიერების მოხსნაზე
ვალდებულებები გაიზარდა ინვესტიციებისა და საერთ. ვაჭრობის მხრივ, რაც მოსალოდნელს ხდის, რომ
ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა შექმნის ძლიერ ეკონომიკას.
ქვეყნებს შეუძლიათ, რომ უკან დაიხიონ, გლობალიზაცია არ არის გარდაუვალი.
ფართო გლობალიზაცია, თავის მხრივ, რისკებთანაც არის დაკავშირებული. მაგალითად, 2008 წელს
აშშ-ში დაწყებული იპოთეური ფინანსური კრიზისი მოედო მთელ მსოფლიოს და საფრთხეს უქმნიდა
განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. გლობალიზაია არ ნიშნავს ყველაფერ დადებითს.ბიზნესის
კეთება გლობალურ ეკონომიკაში ზრდის შესაძლებლობებს, მაგრამ როგორც 1997-1998 წლის(ტაილანდი)
და 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ცხადყო, რისკები ძალიან მაღალია.

გლობალიზაციის შესახებ მიმდინარე დისკუსია


ბევრი ცნობილი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ფიქრობს, რომ
ურთიერთდამოკიდებული, ყოვლისმომცველი გლობალური ეკონომიკა კარგია და საერთაშორისო
ვაჭრობა და ინვესტიციები განაპირობებენ გლობალიზაციის პროცესს. საერთაშორისო ბაზარზე ვაჭრობა
ამცირებს საქონლისა და მომსახურების ფასებს, ეს ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ცხოვრების დონის
გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების გადიდებას. ამის მიუხედავად,
გლობალიზაციას ჰყავს ბევრი კრიტიკოსი. ზოგიერთი მათგანი ორგანიზებას უწევს საპროტესტო
გამოსვლებსადა მანიფესტებს. პ. ბიუკენენი მიიჩნევს, რომ ბაზრების გაღმერთება ისეთივე
კერპთაყვანისმცემლობაა, როგორიც სახელმწიფოს გაღმერთება, ბაზარი უნდა ემსახურებოდეს ადამიანს,
და არა პირიქით. ამავე გზით წავიდა ჯ.სოროსი, რომელიც თვლის, რომ „საზოგადოებრივი ინტერესების
დაცვა კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებით არღვევს საბაზრო მექანიზმს“. ანტიგლობალისტები
მიიჩნევებ, რომ თავისუფალი ბაზარი არის სოციალური კატაკლიზმების, ტოტალიტარიზმის, ფაშიზმის
წყარო. გლობალიზაციის კრიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის აზრით, ამ ეპოქის
კატასტროფების მიზეზი არის „ ეკონომიკური ლიბერალიზმის უტოპიურ ცდაში შექმნას
თვითრეგულირებადი საბაზრო სისტემა“.
ანტიგლობალისტების პროტესტი
1991 წელს 40000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ის ეძღვნებოდა მსოფლიო სავაჭრო
ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის ჩაშლას. ისინი აპროტესტებდნენ სამუშაოს დაკარგვას,
იმ მიზნით რომ მათმა კომპანიებმა უცხოურ კონკურენტებს ვერ გაუძლეს, საშუალო ხელფასის
შემცირებას, გარემოს დაბინძურებას, კულტურის განადგურებას. მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის
შეხვედრა ბარიერების მოხსნას ეძღვნებოდა. ეს აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. ორგანიზაციამ ვერ
მიაღწია შეთანხმებას. თუმცა, აქციას არ უმოქმედია გადაწყვეტილების მიღებაზე, პროტესტანტებმა მაინც
თავიანთ მანიფესტს მიაწერეს მომხდარი. ანტიგლობალისტების აქციები იმართებოდა მსოფლიო
ორგანიზაციების ყველა შეხვედრების დროს. 2000 წელს ქალაქ დალაში, შვედეთში გაიმართა აქცია
„მაკდონალდსის“ , როგორც აშშ-ს იმპერიალიზმის სიმბოლოს გაქრობის პროტესტით. ამავე წლის
აპრილში მომიტინგეებმა ჩაშალეს შეხვედრა მსოფლიო ბანკსა და სსფ-ს შორის. 2016 წელს პოლიციამ
ცრემლსადენი გაზით დაშალა მომიტინგეები. ამავე წელს მათ გააპროტესტეს გაეროს სამიტი შვედეთში,
შემდეგ დიდი რვიანის შეხვედრა იტალიაში და სხვადასხვა ქვეყნებში. ცხადია, საპროტესტო აქციების
რაოდენობიდან გამომდინარე, რომ უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ გლობალიზაცია, მხოლოდ
უარყოფითი შედეგების მომტანია.
გლობალიზაცია, სამუშაო ძალა და შემოსავალი
საერთაშორისო ვაჭრობა ასტიმულირებს ფირმებს, რომ განვითარებულიდან გადაიტანონ საწარმოო
სიმძლავრეები განვითარებად ქვეყნებში. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ შემოღებულ იქნეს ის
რეგულირების საშუალებები, რომელთა დაწესება დაიცავს სამუშაო ძალას და ბუნებრივ გარემოს. ისეთი
ფირმები, რომლებიც ფუნქციონირებენ განვითარებულ ქვეყნებში არ ჩივიან გლობალიზაციის შედეგებზე,
სხვებს კი წარმოება გადააქვთ ისეთ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ძალის რეგულირების წესები არ ზღუდავს
მათ საქმიანობას. განვითარებული ქვეყნები იყენებენ სამუშაო ძალას დაბალგანვითარებული
ქვეყნებიდან. ანტიგლობალისტები აპროტესტებდნენ, რომ მოგების სანაცვლოდ კომპანიები
აბინძურებდნენ გარემოს და ყველაფერზე მიდიოდნე. თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერების აზრით
კი ეს იდეა საფუძვლად უდევს ეკონომიკურ ზრდას. უნდა იქნეს გარემოს და სამუშაო ძალის დაცვლის
კანონები, რათა ეკონომიკერი ზრდა ვაჭრობის ფონზე, ხდებოდეს უარყოფითი ექსცესიების გარეშე. იმის
გარდა, რომ თავისუფალი ბაზრის და საერთ. ვაჭრობის სისტემა ხელს უწყობს ტექნოლოგიების
განვითარებას, ის აადვილებს ქვეყნის ხელისუფლების გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას.
როცა ეკონომიკაში შემოსავალი იზრდება, იზრდება დაბინძურების დონეც. ამ პრობლემის მოგვარება
შეიძლება არა გლობალიზაციის შეწყვეტით, არამედ ნახშირორჟანგის წარმოების შემცირებით, რათა არ
მივიდეთ გლობალურ დათბობამდე. აშშ-მ ეს გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო რიო დე ჟანეიროს
სამიტის დროს. ასევე, შეიძლება ღარიბ ქვეყნებთან ხელშეკრულებების დადება სამუშაო ძალის და
გარემოს დაცვის კუთხით.მაგ. NAFTA-მ კანონიერი ინტერვენცია მოახდინა მქსიკაში, რათა ხელი შეეწყო
გარემოს დარეგულირების და მისთვის ზიანის მიყენების პროცესი.

გლობალიზაცია, სამუშაო ძალის პოლიტიკა და გარემო


გლობალურმა პროცესებმა ბიზნესის მოქმედების საზღვრები გააფართოვა, წარმოების მაღალი
დანახარჯების მქონე სახელმწიფოებიდან დაბალდანახარჯიან ქვეყნებში გადატანამ დასაქმებულების
რაოდენობას ზიანი მიაყენა, რაც ხელფასების შემცირებაში, უმუშევრობასა და ცხოვრების სტანდარტების
გაუარესებაში გამოიხატება. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა აშშ-ს სამუშაო ძალაზე, რის გამოც
კანონმდებლებმა მოითხოვეს სამუშაო ძალის ექსპორტზე ლეგალური ბარიერების დაწესება.
გლობალიზაციის მომხრეების აზრით, კრიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გლობალიზაცია
ქვეყნებს აიძულებს იმ პროდუქტის შექმნას, რომელიც ყველაზე ეფექტიანად შეუძლიათ აწარმოონ, ხოლო
რომელიც არაეფექტიანია- იმპორტის გზით მიიღონ. ჩინეთში იაფად წარმოებული ქსოვილის იმპორტი
აშშ-ში ტანსაცმელს აიაფებს და მომხმარებელს საშუალება აქვს მეტი ფული დახარჯონ სხვა
პროდუქტებზე. ჩინეთში კი იზრდება შემოსავლები და მსყიდველობითუნარიანობა. ამრიგად,
გლობალიზაცია ხელს უწყობს ყველა ქვეყანას და სარგებელს ყველა იღებს. ზოგიერთი თვლის, რომ
სამუშაო ადგილების შემცირება მოხდა არაპროფესიონალი მომუშავეების ხარჯზე და ამისთვის
გლობალიზაციას ხელი არ შეუწყვია.
გლობალიზაციის მოწინააღმდეგეები არაკვალიფიციური სამუშაო ძალისთვის ხელფასების
შემცირებას იაფი მუშახელის მიგრაციას უკავშირებენ, ფიქრობენ, რომ შრომის ბაზარზე მოთხოვნა
კლებულობს და ეს ყველაზე მეტად არაპროფესიონალებზე აისახება. გლობალიზაციის მომხრეები კი
სახელფასო განაკვეთების შემცირებას ტექნოლოგიურ ცვლილებებს უკავშირებენ. მრავალი სამუშაო,
რომელიც სპეციფიკურ მოთხოვნებს არ მოიცავდა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. ამის შედეგად გაიზარდა
ხელფასები კვალიფიციური კადრისთვის და არაკვალიციურისთვის შემცირდა. თავისუფალი ვაჭრობის
აკრძალვა კი ვერ უშველის ამ პრობლემას. ამისთვის საჭიროა განათლებაში მზარდი ინვესტირება და
შრომის ბაზარზე არაკვალიფიციური სამუშაო ძალის ჩანაცვლება კვალიფიციურით.
გლობალიზაცია და ეროვნული სუვერენიტეტი
გლობალიზაციის კიდევ ერთი კრიტიკული მხარე არის ის, რომ გლობალურ ეკონომიკას
ძალაუფლება გადააქვს ეროვნული ხელისუფლებიდან სუპერნაციონალურ ორგანიზაციებში: მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაცია, გაერო, ევროკავშირი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვა.
კრიტიკოსების აზრით ეს ორგანიზაციები იღებენ ისეთ წესებს, რომლებიც ძირს უთხრიან ეროვნულ
სუვერენიტეტს და ზღუდავს მათ შესაძლებლობას თავად განსაზღვროს ქვეყნის ბედი.
კრიტიკოსების მთავარი სამიზნე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაა, რომელის შეიქმნა ტარიფებისა
და ვაჭრობის ზოგადი შეთანხმების დაარსებით. მასში შემავალმა ქვეყანამ უნდა მიიღოს წესები და
განახორციელოს შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა და უარის შემთხვევაში სხვა წევრი ქვეყნები მის
მიმართ ორგანიზაციის წესდების შესაბამისად იქცევიან.
მომხრეების აზრით მვო და გაერო შექმნილია იმისთვის, რომ ემსახურონ კოლექტიურ ინტერესებს
და არა მსოფლიოს. ისინი ასევე აღნიშნავენ რომ, ამ ორგანიზაციების ძალაუფლება მდგომარეობს მათ
უნარში, დაარწმუნონ წევრი ქვეყნები, რომ მიიღონ კონკრეტული ზომები.თუ ორგანოები ვერ შეძლებენ
წევრი ქვეყნების საერთო ინტერესების დაკმაყოფილებას, მაშინ ქვეყენას უფლება აქვს დატოვოს
ორგანიზაცია. ა შეხედულების მიხედვით, რეალური ძალაუფლება არის ცალკეული სახელმწიფოების
ხელში.
გლობალიზაცია და სიღარიბე მსოფლიოში
უკანასკნელი ასი წლის განმავლობაში გაიზარდა ზღვარი ღარიბებსა და მდიდრებს შორის. 2018 წლის
მონაცემებით მსოფლიოს უდიდეს 17 ქვეყანაში საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 6.5 ჯერ მეტი
იყო ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. კრიტიკოსების აზრით, მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის ასეთი
გადახრა არ უნდა მომხდარიყო თუ გლობალიზაცია დადებითი მოვლენაა.
ეკონომიკური სტაგნაციის მიზეზებიდან არც ერთი არ უკავშირდება საერთაშორისო ვაჭრობასა და
ინვესტიციებს. მსოფლიოს მრავალმა ღარიბმა ქვეყანამ პოლიტიკით შეამცირეს არსებული რესურსები
ზრდის სანაცვლოდ, ეს ხსნის იმას თუ რატომ ვერ განიცადეს მათ ეკონომიკური ზრდა, ამ ქვეყნებში
ხელისშემშლელი ფაქტორი არის სწრაფად მაზრდი მოსახლეობა გლობალიზაციის მომხრეების აზრით ამ
ქვეყნებისთვის საუკეთესო გზა საერთაშორისო ვაჭრობაა.
მსოფლიოს მრავალი ღარიბი ქვეყანა მტკივნეულად განიცდის სახელმწიფო ვალის სიმძიმეს. ასეთ
ქვეყნებს აერთიანებს IPC (40-მდე ქვეყანა 700 მილიონი მოსახლეობით). ამ ქვეყნებს შორის სახელმწიფო
ვალი საშუალოდ მთლიანი ეკონომიკის ღირებულების 85%-ია(მშპ). თანხებს, რომელსაც ეს ქვეყნები
იღებენ, ინვესტიციების სახით ახორციელებენ განათლებაში, ჯანმრთელობის დაცვაში, გზებში და
ენერგეტიკაში. შედეგად, სიღარიბეში რჩებიან და განვითარების შესაძლებლობა არ აქვთ. ამ პრობლემის
დაძლევის გზა საერთაშორისო ვაჭრობაა. მათ დასახმარებლად საჭიროა ვალებისგან გათავისუფლება, რაც
მისცემს მათ ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის და სიღარიბის დაძლევი შანსს. მსოფლიოს მდიდარმა
ქვეყნებმა აღიარეს ვალების ჩამოწერის დადებითი მხარეები. ამ ფუნქციას დღეს ასრულებს
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი. ამ პროექტს რომ გრძელვადიანი ეფექტი ჰქონდეს
საჭიროა გონივრული ინვესტიციები და ეკონომიკური პოლიტიკა. მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ
დახმარება ასევე მათგან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადების შემცირებით.განსაკუთრებით
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე.
განვითარებული ქვეყნები თავიანთ ბაზარზე ღარიბი ქვეყნების პროდუქციის მიღებაზე უარს
ამბობენ.
გლობალიზაციის გავლენა საქართველოს ეროვნულ ეკონომიკაზე
ქვეყნის გლობალიზაციის დონე გვიჩვენებს, რამდენად არის ის ინტეგრირებული მსოფლიოში
ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით. გლობალიზაციის მაღალი დონე ქვეყნის
ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. ციურიხის ტექნ.
უნივერსიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს გლობალიზაციის ინდექსს, რომელიც 191 ქვეყანას მოიცავს.
ინდექსის მაჩვენებელი 3 ძირითად კატეგორიადაა დაყოფილი, რომელიც შეფასების სხვადასხვა
კრიტერიუმს ეფუძვნება. გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობისა და უცხოური კაპიტალის
მოძრაობის კრიტერიუმებით განისაზღვრება.
სოციალური გლობალიზაციის კრიტერიუმად მიჩნეულია უცხოელებთან კონტაქტის სხვადასხვა
მაჩვენებელი(ტურისტების რაოდენობა, საერთ. სატელეფონო ზარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილი
მოსახლეობაში, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, მაკდონალდსნის რესტორნების რაოდენობა
და სხვა).
პოლიტიკური გლობალიზაციის დონე განისაზღვრება- საელჩოების რაოდენობა, საერთ.
ორგანიზაციების წევრობა, საერთაშორისო ხელშეკრულებები და გაეროს უშიშროების საბჭოს მისიებში
მონაწილეობადა საერთაშორისო ხელშეკრულებები.
ეკონომიკური გლობალიზაციის დონით 2018 წელს პირველ ადგილზე სინგაპურია, მეორეზე
ირლანდია, მესამეზე ლუქსემურგი. საქართველოს მე-19 ადგილი(81 ქულა) უკავია. საქართველო
დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 50-ე ადგილის ქვემოთაა.
ტერიტორიიტა და მოსახლეობით მცირე ქვეყნისთვის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრირება
მნიშვნელოვანია. ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არ არიან
მაღალ პოზიციებზე თუმცა აქ მაღალია მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავალი. ეს იმით აიხსნება, რომ
მათი ეკონომიკური განვითარებისთვის არ არის აუცილებელი ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი
დონე, რადგან აქვთ დიდი შიდა ბაზარი და დიდი მოცულობის კაპიტალი. საერთაშორისო ვაჭრობა,
უცხოური კაპიტალი და სამუშაო ძალის მიგრაცია იქცა პატარა ღარიბი ქვეყნების განვითარების
აუცილებელ პირობად. საქართველოს მე-19 ადგილი საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალურმა
პოლიტიკამ და უცხოური კაპიტალის თავისუფალლად შემოსვლის შესაძლებლობამ განაპირობა. ეს
მაჩვენებელი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის ამსახველია და არა განვითარების დონის.
საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად ქვეყანას შემოაქვს ის პროდუქცია, რომლის წარმოებაც ძვირი
უჯდება და გააქვს ის, რომელსაც ეფექტიანად აწარმოებს(შეფარდებითი უპირატესობა). საბოლოოდ,
ქვეყანა იგებს როგორც ექსპორტიდან, ისე იმპორტიდან, ვყიდულობთ იაფას ვყიდით ძვირად. ეს ზრდის
დანაზოგებს რაც ეკ. განვითარების მთავარი პირობაა. ამ შედეგის მიღწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ
რამდენადთავისუფალია საერთაშორისო ვაჭრობა და აწესებს თუ არა ქვეყანა ბარიერებს იმპორტზე. რაც
მეტია შეზღუდვები,მით უფრო ძვირად უწევს მოსახლეობას საქონლისა და მომსახურებისშეძენა, მით
ნაკლებია დანაზოგები და ინვესტიციები, და შედეგად, ქვეყანა რჩება საზღვრებში ჩაკეტილი,
ნაკლებგლობალიზებული და განვითარების ნაკლები პერსპექტივით.
ინდექსის მეორე კრიტერიუმია უცხოური კაპიტალის შემოდინება. ქვეყნის ეკონომიკას ინვესტიცია
ავითარებს. ინვესტიცია შეიძლება იყოს შიდა(საკუთარი მოსახლეობის დანაზოგები) და უცხოური(სხვა
ქვენების მოსახლეობის დანაზოგები). ღარიბი ქვეყნები მხოლოდ შიდა დანაზოგებით ვერ მიაღწევენ
მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას, ამიტომ ისინი ცდილობენ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს
ფორმირებას ქვყანაშ უცხოური კაპიტალის მარაგის ზრდა ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას
გვიჩვენებს.
საქართველოს გლობალიზაციის ინდექსში სწრაფი აღმასვლა 2006 წლიდან დაიწყო, რაც გატარებული
რეფორმების შედეგი იყო. საქართველოს ბიზნესგარემომ გაუძლო 2008 წლის ომს, ეკონომიკურ-
პოლიტიკურ კრიზისებს, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და მაინც აღწევს 4%-იან
ეკონომიკურ ზრდას. ეს აიხსნება ქვეყნის ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონით, საგადასახადო
ლიბერალიზაციით, ლიბერალური საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკით, რეგულაციების შემცირებით,
კორუფციის დონის შემცირებით. გლობალიზაციის მაღალ დონეს აქვს ნაკლი- ასეთ ეკონომიკაზე
გავლენას ახდენს მსოფლიოეკონომიკური კრიზისები, რადგან ქვეყანა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული
სხვა ქვეყნებზე.თუმცა, კრიზისისგან მიყენებული ზიანი ნაკლებია, ვიდრე გლობალიზაციის მიერ
მოტანილი ეკონომიკური სარგებელი. ამის მაგალითია საქ ეკონომიკური სწრაფი ზრდის ტემპი.
საქართველოს ბიზნესგარემოში ჩადებულია ის საძირკველი, რამაც შეიძლება ქვეყანა სწრაფად აქციოს
განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნად. ამისთვის საჭიროა ახალი რეფორმების გატარება და
ხარვეზების გამოსწორება.
საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა 2016 წლის 1 ივლისს საქართველოს და
ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება. ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი,
თანამშრომლობის განმსაზღვრელი სამართლებრივი ჩარჩო. ოფიციალურად ამოქმედდა
ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრციის
პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი
სტანდარტების დანერგვას გულისხმობს.
„ასოცირების შესახებ შეთანხმება“ პირობითად შეიძლება 3 ნაწილად დავყოთ: პოლიტიკური,
დარგობრივი თანამშრომლობა და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის სივრცე.
ხელს შეუწობს:
• ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემის ფორმირებას;
• სტაბილური ბიზნეს გარემოს შექმნას;
• საინვესტიციო მიმზიდველობის და უცხოური ინვესტიციების ზრდას;
• მდგრად განვითარებას;
• ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;
• ექსპორტის ხარჯების შემცირებას;
• ქართველი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო პროდუქცის მიწოდებას;
• ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვას.
შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაერთიანებას, თუმცა ევროკავშირთან და მის
კანონმდებლობასთან იმდენად დააახლოებს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება შეუქცევადს გახდის
ამ პროცესს.
საქართველოსთვის დიდი მიღწევაა 2017 წლის 2 თებერვალს ევროპის პარლამენტის მიერ
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება. ეს საშუალებას აძლევს საქართველოს
მოქალაქეებს ევროპაში წავიდნენ არა მხოლოდ ტურისტული მიზნით, არამედ, ახალი
ბიზნესშესაძლებლობების, კონტრაქტების დამყარების დაგანათლების მიღებისთვის.

2. ეროვნული განსხვავებების ზეგავლენა ეკონომიკურ პოლიტიკაზე(2


თავი)
პილიტიკური სისტემები

ქვეყნების ეკონომიკური და საკანონმდებლო სისტემები ყალიბდება მისი პოლიტიკური სისტემის


ბაზაზე. პოლიტიკურ სისტემაში იგულისხმება სამთავრობო სისტემა. პოლიტიკური სისტემები შეიძლება
დავყოთ ორი ნიშნის მიხედვით : 1. იგება კოლექტივიზმზე, როგორც ინდივიდუალიზმის საწინააღმდეგო
მოვლენაზე, 2. აისახება ტოტალიტარიზმში. მაშინ, როდესაც ინდივიდუალიზმის მაღალი მაჩვენებელი
დემოკრატიის მაღალ დონეს გულისხმობს, კოლექტივიზმი მიისწრაფვის ტოტალიტარიზმისკენ. თუმცა
არსებობს ისეთი საზოგადოებაც, რომელიც კოლექტივიზმისა და ინდივიდუალიზმის სიმბიოზს
წარმოადგენს. ასევე შესაძლებელია არსებობდეს ტოტალიტარული სისტემა, რომელსაც არ ახასიათებს
კოლექტივიზმი.

კოლექტივიზმი და ინდივიდუალიზმი

კოლექტივიზმი არის ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც კოლექტიური მიზნები


ინდივიდუალურზე მაღლა დგას. კოლექტივიზმში აქცენტი გადატანილია საზოგადოებრივ
საჭიროებებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევა ვიდრე ინდივიდუალური თავისუფლება.
ასეთ საზოგადოებაში დომინირებს „საზოგადოებრივი სიკეთის“ ან „კლექტიური მოგების“ მიღების
პრინციპზე, ამის გამო ინდივიდის უფლებები შეზღუდულია. პლატონი ამტკიცებდა, რომ
საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის უმჯობესია შეიზღუდოს პიროვნული უფლებები. თუმცა ის არ
გულისხმობდა თანასწორობას, მას აუცილებლად მიაჩნდა საზოგადოების კლასობრივი დიფერენციაცია.
თანამედროვე პერიოდში კოლექტივიზმის პრინციპები გვხვდება სოციალისტურ ქვეყნებში.
სოციალიზმი. კარლ მარქსი მე-19 საუკუნის ყველაზე გავლენიანი სოციალისტი
მოაზროვნეა(ისევე როგორც, მარქს ვებეტი და ერიკ დერკჰაიმი). იგი აყალიბებდა პოსტულატებს, რომლის
მიხედვით, მუშახელის ხელფასები საარსებო მინიმუმადე ეცემოდა, მაშინ როცა წარმატებული
კაპიტალისტები აგროვებდნენ სოლიდურ სიმდიდრეს. მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალისტები
ექსპლუატაციას უწევენ მუშებiს მიერ შექმნილ ღირებულებას, რაც აისახება მათთვის საარსებო მინიმუმის
გადახდაში,ამდენად, ისინი უსამართლოდ ითვისებენ „ზედმეტ ღირებულებას“, რადგან მუშებს უხდიან
არა შრომის ფასს, არამედ „სამუშაო ძალის“ ფასს. სხვაობა მათ შორის არის ზედმეტი ღირებულება, რაც
ხდება კაპიტალის დაგროვების წყარო. მარქსი ემხრობოდა წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო
საკუთრებას, ხოლო სოცალური რევოლუციების ბუნებას ამართლებდა კაპიტალისტურ საზოგადოებაში
არსებული კლასობრივი წინააღმდეგობებით. მას სჯეროდა, რომ ისევე როგორც სოციალიზმმა ჩაანაცვლა
ფეოდალიზმი, ასე ჩაანაცვლებდა სოციალიზმი კაპიტალიზმს და კაცობრიობას მიიყვანდა უსახელმწიფო,
უკლასო საზოგადოებამდე სახელად კომუნიზმი. ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმს დაასრულებს
ინტერნაციონალური მუშათა კლასის ორგანიზებული აქცია.
მე-20 საუკუნის ადრეულ პერიოდში სოციალიზმის იდეოლოგია გაიყო 2 ნაწილად: კომუნისტებად და
სოციალისტებად.
კომუნისტებს სჯეროდათ, რომ სოციალიზმი მიიღწეოდა მხოლოდ ძალადობრივი გზით, როცა
სოციალისტები თვლიდნენ, რომ ეს შესაძლებელი იყო დემოკრატიული გარდაქმნებით.კომუნიზმმა
განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც მსოფლიოს
მოსახლეობის ნაწილი აღმოჩნდა კომუნისტური იდეოლოგიის მქონე ქვეყნებში. 1990 წლიდან დაიწყო
კომუნიზმის რღვევის პროცესი,რაც გამოიწვია საბოთა კავშირის დანგრევამ. ჩინეთი დღესაც წარმოადგენს
კომუნისტურ სახელმწიფოს, მაგრამ მან მნიშვნელოვნად გადაუხვია კომუნისტურ იდეოლოგიას.
კომუნისტური სისტემა გვხვდება ჩრდილოეთ კორეასა და კუბაში.
სოციალური დემოკრატია არის პოლიტიკურ სპექტრზე მემარცხენე- ცენტრისტული პოლიტიკური
იდეოლოგია. მისი თანამედროვე მიმდევრები ისწრაფვიან იმისკენ, რომ მოახდინონ კაპიტალიზმის
რეფორმირება და მისი სოციალური თანასწორობის ეთიკურ იდეალებთან თანხმობაში მოყვანა,
კაპიტალისტური წარმოების მეთოდს შენარჩუნების პირობებში, რაც მას განასხვავებს სხვა
სოციალისტური ეკონომიკური სისტემებისგან. სოციალ-დემოკრატიული პოლისები გულისხმობს
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს გავრცელებას და ეკონომიკური დემოკრატიის შექმნას, რაც
მშრომელთა უფლებების დაცვას გულისხმობს. ისტორიულად, სოციალური დემოკრატია ევოლუციორი
რეფორმისტური სოციალიზმის ფორმას წარმოადგენს. სოციალისტურ დემოკრატიას ყველაზე დიდი
გავლენა აქვს დასავლეთის განვითარებულ ერებზე: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია და სხვა. სოციალ-
დემოკრატისტულმა მთავრობებმა მოახდინეს სახელმწიფო საკუთრების კერძო კომპანიებისთვის
გდაცემა,პროვატიზაციის გზით. ევრპის ბევრ ქვეყნებში კომპანიების მხოლოს ნაწილია სახელმწიფო
საკუთრებაში. საზოგადოებას სახელმწიფო საკუთრებისთვის უწევს გადასახადების სახით ხარკის
გადახდა.
ინდივიდუალიზმი მორალური, პოლიტიკური, და სოციალური მსოფლმხედველობა, რომელივ
ხაზს უსვამს ინდივიდუალურ თავისუფლებას, პორად დამოუკიდებლობას, პიროვნების
პირველხარისხოვან მნიშვნელობას. არის ფილოსოფია, რომლის თანახმად ინდივიდი უნდა იყოს
ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი, აღიარებს“საკუთარი თავის იმედად ყოფნის“
პრინციპს. კოლექტივიზმისგან განსხვავებით, ინდივიდუალიზმი გულისხმობს, რომ ინდივიდუალური
მოგება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოებრივი. ინდივიდუალიზმის მომხრე იყო პლატონის
მოსწავლე არისტოტელე. იგი ამტკიცებდა ,რომ პირადი ქონებისფლობა არის უფრო პროდუქტიული,
ვიდრე საზოგადოებრივი საკუთრების ფორმირების პრინციპი. კომუნალური ქონების ფლობისას
ადამიანი ხარჯავს უფრო ნაკლებ ძალისხმევას, მაშინ როცა ინდივიდუალური მფლობელობა მისგან
გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს.
თავდაპირველად ინდივიდუალიზმი წარმოიშვა მე-16 საუკუნეში ინგლისსა და ნორვეგიაში, როგორც
საზოგადოებრივ მასებზე დიდი ზეგავლენის მქონე თეორია. ინდივიდუალიზმის ფილოსოფია
იდილიური იყო ბევრი ბრიტანელისთვის. მისი ზეგავლენა იგრძნობოდა ამერიკის კოლონიაზე მას
შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მიიღო.ინდივიდუალიზმის ძირითადი იდეები
აისახა აშშ-ს დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. როგორც ჯონ სტიუარტს მიაჩნდა, ინდივიდუალიზმი
აგებულია 2 ძირითად პრინციპზე: პირველი არის პირადი თავისუფლება, მეორე, ინდივიდუალური
მოგება.
კაცობრიობას ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც აქვთ საზრუნავი, თავდაცვა.
ინდივიდუალიზმის მთავარი პრინციპია სამართლიანობის დაცვა. კოლექტიურისგან განსხვავებით,
ინდივიდუალიზმი ამკვიდრებს პიროვნულ ფსიქოლოგიას, ორიენტირებულს პირად ინტერესებზე.
როგორც ადამ სმიტი ამბობდა, ერების სიმდიდრის დაგროვების სისტემიდან საუკეთესოა ის, რომელიც
ხასიათდება კერძო მოგებით. ინდივიდუალიზმი იმართება „უხილავი ხელით“, რომელიც აწინაურებს
ინდივიდს ისე, რომ მისი საქმიანობის შედეგს ამავდროულად სასარგებლოს ხდის საზოგადოებისთვის.
საკუთარი მიზნების რეალიზაციას მივყავართ საზოგადოებრივი მიზების მიღწევამდე.
ინდივიდუალიზმის მთავარი პრინციპებია: ინდივიდუალური ეკონომიკა და პოლიტიკური
თავისუფლება. ცივი ომი, ფაქტიურად იყო ომი კოლექტივიზმსა და ინდივიდუალიზმს შორის, ეს გახდა
თანამედროვე მსოფლიოს ისტორიის ცვლილების საფუძველი. ინდივიდუალიზმი აღმავლობის გზაზეა,
როგორც წამყვანი პოლიტიკური ფილოსფია. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა გლობალური ბიზნესისთვის,
რადგან კოლექტივიზმისგა განსხვავებით, თავისუფალი ვაჭრობის ინდივიდუალისტურმა
ღირებულებებმა შექმნა საუკეთესო გარემო, რომელმაც გლობალურ ბიზნესს წარმატების მიღწევის
შესაძლებლობა მისცა.
დემოკრატია და ტოტალიტარიზმი
დემოკრატია და ტოტალიტარიზმი პოლიტიკური იდეოლოგიების ორ საპირისპირო მხარეს
წარმოადგენს. დემოკრატია არის პოლიტიკური სისტემა, რომელშიც ხალხი იმართება მთავრობის მიერ,
პირდაპირ ან დელეგირებული უფლებების მქონე საარჩევნო ორგანოს მიერ. ტოტალიტარიზმი არის
მმართველობის ფორმა, რომელშიც ადამიანს ან პოლიტიკურ სისტემას აქვს აბსოლუტური კონტროლი
ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროზე და როგორც წესი, ის კრძალავს ოპოზიციური აზრისა და
პოლიტიკური ინსტიტუტების-პარტიების არსებობას. დემოკრატიული ტოტალიტარიზმი არის
პოლიტიკური სისტემა, რომელიც არ არის კოლექტიური, ინდივიდუალიზმისგან დამოუკიდებელია.
დემოკრატია და ინდივიდუალიზმი ერთმანეთს ენაცვლებიან
დემოკრატია. (ბერძნული სიტყვაა ნიშნავს ხალხს, ძალაუფლებას), ხშირად განსაძღვრავე როგორც
„ხალხის ბატონობას“. ეს არის სისტემა სადაც ხალხი აწესებს წესებს და შემდეგ ემორჩილება მათ.
დემოკრატია ეფუძვნება ორ ძირითად პრინციპს: 1. „ინდივიდუალური ავტონომიის პრინციპი, რომ
არავინ უნდა დაექვემდებაროს წესებს, რომლების სხვათა მიერარის დაწესებული 2.“თანასწორობი“
პრონციპი:ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე,
რომლებიც ეხება ადამიანებს საზოგადოებაში.
დემოკრატიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ლიბერალური ან წარმომადგენლობითი
დემოკრატია, სადაც მოქალაქეები ირჩევენ წარმომადგენლებს რომლებიც ქმნიან კანონებს და პოლიტიკას
და ნიშნავენ სახელმწიფო მოხელეებს. თეორიულად, წარმომადგენლობითი დემოკრატია გულისხმობს
ხელისუფლების თავისუფალ და სამართლიან არჩევას ხალხის ხმათა უმრავლესობით. ლიბერალური
დემოკრატიისთვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ძალაუფლების გაყოფა, ადამიანის
უფლებათა და უმცირესობათა დაცვა. კანონის უზენაესობა არის პრინციპი, როდესაც ხელისუფლება და
სასამართლო მხოლოდ დაწერილი კანონების შესაბამისად მოქმედებენ, ის მჭიდროდაა დაკავშირებული
ძალაუფლების გაყოფის პინციპთან, რომლის თანახმადაც ხელისუფლების საკანონმდებლო(პარლამენტი),
აღმასრულებელი (მთავრობა) და სასამართლო შტოები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ.
დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები საერთო ფასეულობების სისტემას
წარმოადგენს.
დემოკრატიული საზოგადოება წარმოადგენს მმართველობის ყველაზე სამართლიან მეთოდს
უმეტესი ხალხისთვის და მაქსიმალურ თანასწორობას, გაცილებთ მეტი ადამიანია აქტიური და არა
პასიური მონაწილე. დემოკრატია არსებობს როგორს ადგილობრივ ასევე სახელმწიფო დონეზე.
დემოკრატიის წმინდა ფორმა ორიგინალურად წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ქალაქ-
სახელმწიფოში, მაგ.: ძველ რომსა და საბერძნეთში, დაფუძნებულია რწმენაზე, რომ მოქალაქეები
პირდაპირ უნდა ჩაება სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღებაში. დემოკრატიული ქვეყნების
უმრავლესობა არსებობს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმით. წარმომადგენლობით
დემოკრატიაში მოსახელობა პერიოდულად ირჩევს ინდივიდებს, რათა მათ წარმოადგინონ ისინი
საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რითაც გარანტირებულია მათი კონსტიტუციური უფლებების დაცვა.
საზოგადოებრივ დონეზე ეს გამოიხატება:
 ინდივიდის პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლების უზრუნველყოფაში;
 თავისუფალ მასმედიაში;
 დემოკრატიულ არჩევნებში;
 უნივერსალურ საარჩევნო უფლებაში;
 პოლიტიკური სისტემისგან დამოუკიდებელ სამართლიან სასამართლო სისტემაში;
 აპოლიტიკურ სახელმწიფო ბიუროკრატიაში;
 დეპოლიტიზებულ პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში;
 სახელმწიფო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში.
ტოტალიტარიზმი ტერმინიდაამკვიდრა იტალიელი ფაშისტების ლიდერმა ბენიტო მუსოლინიმ. მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში „ტოტალიტრულად“ მიიჩნეოდა
ფაშისტურ გერმანიაში, საბჭოთა კავშირსა და „გამარჯვებული სოციალიზმის“ ქვეყნებში არსებული
რეჟიმები.ტოტალიტარიზმი არის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმჭიფო ესწრაფვის
მთლიან, ყოვლისმომცველ კონტროლს მთელი საზოგადოების ცხოვრებისა და ცალკე აღებულ თითოეულ
პიროვნებაზე. ასეთი ქვეყნების უმრავლესობაში ფართოდაა გავრცელებული პოლიტიკური რეპრესიები
და შესაბამისად იზღუდება მოქალაქეების პოლიტიკური გარანტიები. მსოფლიოში არსებობს
ტოტალიტარიზმის 4 ძირითადი ფორმა:

1) კომუნისტური;
2) თეოკრატიული;
3) ტომური;
4) მემარჯვენე.
ყველაზე ფართოდ გავრცელებული იყო კომუნისტური ტოტალიტარიზმი. „მემარცხენე“
ტოტალიტარიზმი ემყარება მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიას, რომელიც ამტკიცებს რომ
1.შესაძლებელია კომუნისტური საზოგადოების აშენება, რომელიც მთლიანად დააკმაყოფილებს თავისი
წევრების მოთხოვნილებებს, 2. აუცილებელია კერძო საკუთრების გაუქმება და გეგმიური,
რეგულირებადი ეკონომიკის შექმნა, 3. პროლეტარიატის დიქტატურის აუცილებლობა ახალ
საზოგადოებაზე გადასვლის დროს, 4. ყოველ ქვეყანაში კომუნიზმის აშენების შესაძლებლობა. კომუნიზმი
არის კოლექტივიზმის ვერსია, რომელიც ასაბუთებს, რომ კომუნიზმი მიიღწევა მხოლოდ ტოტალური
დიქტატურის გზით. დღემდე არის კომუნიზმი ჩინეთში, ვიეტნამში, ჩრდილოეთ კორეასა და კუბაში.
თეოკრატიული ტოტალიტარიზმი ფუნქიონირებს იმ ქვეყნებში სადაც პოლიტიკური ძალაუფლება
მონოპოლიზირებულია იმ პარტიის, ჯგუფის ან ინდივიდების მიერ რომლებიც ქვეყანას მართავენ
რელიგიური პრინციპებით. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა დაფუძნებულია ისლამზე და
დამახასიათებელია ირანისა და საუდის არაბეთისთვის. აქ არსებული წესები დაფუძნებულია ისლამური
ფინდამენტალიზმის პრინციპებზე, რაც ზღუდავს პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების
თავისუფლებას.
ტომური ძალაუფლება არსებობს აფრიკულ ქვეყნებში. ტიპური აფრიკული სახელმწიფო შედგება
სხვადასხვა ტომებისგან. ტომური ტოტალიტარიზმი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ტომის
წარმომადგენელი პარტია ხელში იგდებს სრულ ძალაუფლებას. ასეთი ერთპარტიული, ტომური ქვეყნები
აფრიკაში ჯერ კიდევ არსებობენ და აქტიურ ზეგავლენას ახდენენ იქ მიმდინარე ეკონომიკურ თუ
პოლიტიკურ პროცესებზე.
მემარჯვენე ტოტალიტარიზმი, ჩვეულებრივ უშვებს ინდივიდუალურ ეკონომიკურ თავისუფლებას,
მაგრამ კრძალავს ინდივიდის პოლიტიკურ ძალაუფლებას იმ საფუძველზე , რომ მას შეიძება მოყვეს
კომუნიზმის განვითარება. ხელისუფლება წარმოდგენილია სამხედრო დიქტატურის სახით. 19 საუკუნის
30-იან წლებში გერმანია და იტალია იყვნენ მემარჯვენე ტოტალიტარული ქვეყნები. იგი გერმანიაში
ემყარებოდა ნაციზმის იდეას გერმანული ერის რჩეულობის შესახებ და ესწრაფვოდა მსოფლიო
ბატონობას.
ეკონომიკური სისტემები

პოლიტიკური იდეოლოგია და ეკონომიკური სისტემები მჭიდრო კავშირში არიან. იმ ქვეყნებში,


სადაც კერძო მიზნები უფრო წინ დგას ვიდრე კოლექტიური, უფრო დიდი შანსია, რომ განვითარდეს
თავისუფალი ვაჭრობა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც კოლექტიურ მიზნები დომინირებს, სახელმწიფო
სრულად აკონტროლებს წარმოებას, რის გამოც , თავისუფალი ვაჭრობა იზღუდება. არსებობს
ეკონომიკური სისტემების 3 ტიპი: საბაზრო, მბრძანებლური, შერეული ეკონომიკა.
საბაზრო ეკონომიკა. ეკონომიკური სისტემა რომელშიც სახელმწიფო მონაწილეოა მინიმუმადეა
დაყვანილი. ეკონომიკაში მოთხოვნილება საქონელზე, ფასწარმოქმნა და სხვა, განპირობებულია საბაზრო
ძალებით. იგი უპირისპირდება სახელმწიფოს მიერ რეგულირებად, ცენტრალიზებულ დაგეგმარებაზე
დამყარებულ ეკონომიკურ სისტემებს მაგ: კომუნისტური ქვეყნები. საბაზრო ეკონომიკის პრინციპეპი
შეიმუშავა შოტლანდიელმა ეკონომისტმა ადამ სმითმა, ამგვარი ეკონომიკური სისტემის მთვარი
მექანიზმია“უჩინარი ხელი“.
წმინდა საბაზრო ეკონომიკაში ყველა აქტივი არის პირადი ქონება. სახელმწიფოს მხრიდან წარმოება
არ იგეგმება, ხოლო წარმოების მოცულობა განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების კანონის საფუძველზე.
ამ ტიპის ეკონომიკის ფუნქციონირების დროს არ არსებობს რაიმე შეზღუდვა მიწოდებაში. მიწოდების
შეზღუდვა არსებობს მაშინ, როდესაც ბაზარი მონოპოლისტურია. ასეთ ბაზრებზე, მონოპოლიებმა
შეიძლება შეზღუდონ პროდუქციის წარმოება და ამით შეუწყონ ხელი ფასების ზრდას. ეს მონოპოლისტს
აძლევს შესაძლებლობას, პროდუქციის გაყიდული თითოეული ერთეულიდან მიიღოს მოგება. ასეთ
პირობებში, მოთხოვნის ზრდის შედეგად, პროდუქციის წარმოების ზრდის ნაცვლად, მონოპოლისტმა,
შეიძლება შეზღუდოს ის და ამით გამოიწვიოს ფასების ხელოვნური ზრდა. ზემოგება იწვევს
მონოპოლისტის კაპიტალის ზრდას, ამასთან მას უარყოფითი ეფექტი მოაქვს მომხმარებლისთვის,
რომელიც იძულებულია გადაიხადოს მეტი საქონელსა და მომსახურებაში. ეს ასევე უარყოფით როლს
თამაშობს სოციალური კეთილდღეობის თვალსაზრისით. რადგან მონოპოლისტს არ ჰყავს კონკურენტები,
მას არ აქვს სტიმული მოძებნოს ხარჯების შემცირების გზები, რაც საბოლოო ჯამში, უფრო მაღალი ფასების
სახით აწვება მომხმარებელს. ამ პროცესის შედეგი არის ის რომ, აწარმოებს რა დაბალხარისხიან და მაღალ
ფასიან პროდუქციას, მონოპოლია უფრო და ურო არაეფექტური ხდება, და შედეგად, მოსახლეობა
განიცდის ზარალს. მონოპოლიისთვის დამახასიათებელი უარყოფითი თვისებების გამო, საბაზრო
ეკონომიკაში ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ხდება კერძო მწარმოებლებს შორის ძლიერი
კონკურენციის წახალისება. ხელისუფლება ამას ახერხებს მონოპოლიების ეკონომიკიდან განდევნის და
ბაზრის მონოპოლიზაციის მცდელობების შეზღუდვის გზით. კერძო საკუთრება ხელს უწყობს
კონკურენციის განვითარებასა და ეკონომიკის ეფექტიან ზრდას. იგი უზუნველყოფს საკუთარი
ძალისხმევის ხარჯზე მეწარმეების მოგების მიღების უფლებას, რაც მეწარმეებს აძლევს სტიმულს
მოძებნონ მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების უკეთესი გზები. ეს არის ახალი პროდუქტის
შექმნის, უფრო ეფექტური წარმოების პროცესის ორგანიზაციის, მარკეტინგისა და სერვისის
გაუმჯობესების ან უბრალოდ, ბიზნესის უფრო ეფექტიანად წარმოების, პროდუქციის მუდმივი
გაუმჯობესების პროცესი, რომელიც ასტიმულირებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ბიზნესის
განვითარებას.
საგეგმო ეკონომიკა - საგეგმო ეკონომიკის ქვეყნებში წარმოებული საქონლისა და მომსახურების
რაოდენობა და მათი ფასები სახელმწიფოს მიერ არის დაგეგმილი. კოლექტივიზმის იდეოლოგიის
მიხედვით, ასეთი ეკონომიკის ობიექტი არის სახელმწიფოსთვის რესურსების დაგროვების,
„საზოგადოებრივი ქონების“ შექმნის პროცესი. ასევე ამ ეკონომიკაში ყველა ბიზნესი (წარმოების
საშუალებები) სახელმწიფოს ხელშია, რაც ახშობს კერძო მეწარმეობრივ ინიციატივას. ისტორიულად,
ასეთი ეკონომიკა კომუნისტურ ქვეყნებში დაარსდა, სადაც კოლექტივიზმის მიზნებს პირად მიზნებთან
შედარებით უპირატესობა ენიჭებოდა. ობიექტი იყო ეკონომიკური რესურსების მობილიზება
სახელმწიფო ქონების ზრდისა და საზოგადოების განვითარების მიზნით, თუმცა მოხდა ტულიად
საწინაამდეგო მოვლენები. იმის გამო რომ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ქონება ზღუდავდა
ინდივიდების ეკონომიკურ აქტივობას, მნიშვნელოვნად დაეცა მისი განვითარების ტემპები, რამას
ბაბოლოოდ სისტემის ეკონომიკურ რღვევამდე მიგვიყვანა.
კერძო ბიზნესის არ არსებობა, ნიშნავს რომ არ არსებობს საზოგადოებრივი პროგრესის ძირითადი
მოტივატორები: კონკურენცია და შეჯიბრიანობა. ამ წყობილების ეკონომიკური რეგრესი
მოტივირებულია იმით, რომ მას არ გააჩნდა დინამიზმი და ინოვაციურობის უნარი.

შერეული ეკონომიკა - საბაზრო და საგეგმო ეკონომიკას შორის შუალედურად შესაძლოა


ჩაითვალოს შერეული ეკონომიკა. იგი მოიცავს სამოქალაქო და სამთავრობო კონტროლს. არ არსებობს
შერეული ეკონომიკის წრთიანი განსაზღვრება, მაგრამ ის მოიცავს: ეკონომიკური თავისუფლების მაღალ
ხარისხს(კერძო წარმოების ჩათვლით) შერეულ ცენტრალიზებულ ეკონომიკურ დაგეგმვასთან და
სამთავრობო რეგულირებასთნ. შერეულ ეკონომიკაში გარკვეული სექტორები დატოვებულია კერძო
საკუთრებისა და თავისუფალი ბაზრის მექანიზმებისთვის, მაშინ როდესაც სხვა სექტორები სახელმწიფო
საკუთრებაშია და მათი საქმიანობა მის მიერ იგეგმება.
არც ისე დიდი ხნის წინ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და შვედეთი ხასიათდებოდა შერეული
ეკონომიკით, მაგრამ ყველა ამ ქვეყანაში ჩატარებულმა ინტენსიურმა პრივატიზაციამ შეამცირა
სახელმწიფო საკუთრება. მსგავსი ტენდენცია ვლინდება ბრაზილიასა და ინდოეთში. (სადაც
კვლავინდებურად დიდია სახელმწიფო სექტორი).
შერეულ ეკონომიკაში მთავრობა ხშირად იქვემდებარებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ
კომპანიებს. მაგ.: ფრანგული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „რენაუტი“ სახელმწიფომ
დაიქვემდებარა მაშინ, როდესაც მას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. მიზეზად კი
ასახელებდა სოციალური დანახარჯებს, რასაც გამოიწვევდა „რენაუტის“ გაკოტრებით გამოწვეული
უმუშევრობა, მისთვის იუღებელი იყო.
საკანონმდებლო სისტემები
ყველა საკანონმდებლო სისტემა მოიცავს იმ წესებისა და ნორმების ერთობლიობას, რომელიც
არეგულირებს საზოგადოების ქცევას.გლობალური ბიზნესისთვის საკანონმდებო სისტემას არსებითი
მნისვნელობა გააჩნია. ქვეყნის კანონები არეგულირებს ბიზნესის პრაქტიკას, უწესებს ბიზნესში ჩართულ
ყველა სუბიექტსა და ობიექტს მოქმედების წესებს. ქვეყნების საკანონმდებლო სისტემები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან, მათზე ზეგავლენას ახდენს ქვეყნებს ისტორიული ტრადიციები და პოლიტიკური
სისტემები. აღმასრულებელი ხელისუფლება აწესებს იმ ჩარჩოებს რომელშიც ფირმები
ფუნქციონირებენ.ის კანონები რომლებიც არეგულირებენ ბიზნესს ასახავენ მოცემული ქვეყნის
კანონმდებელთა მოწინავე პოლიტიკურ იდეოლოგიას.
არსებობს 3 ძირითადი ტიპის საკანონმდებლო სისტემა:
1) საზოგადოებრივი; 2) სამოქალაქო კანონები; 3) რელიგიური ან თეოკრატიული.
საზოგადოებრივი საკანონმდებლო სისტემა არის დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების დიდ
ნაწილში, აშშ-ს ჩათვლით. ის დაფუძნებულია ამ ქვეყნების ტრადიციებზე და ჩვევებზე. ტრადიციული
მიდგომები დღესაც შენარჩუნებულია მთელ რიგ მუსლიმურ ქვეყნებში, მაგ.: „შარიათის კანონები“(9
კანონი). ის საზოგადოება, რომელიც იზიარებს შარიათს, ექვემდებარება საზოგადოებრივი და
ტრადიციული კანონების არსებობას, რაც დრომორჭმულიდა ანომალიურია. როდესაც საზოგადოების
პროგრესი უსწრებს საკანონმდებლო ბაზის განვითარების დონეს, ახალი რეალობის გათვალისწინებით
კანონები იცვლება. ეს ცვლა არის: ევოლუციური ან რევოლუციური.
სამოქალაქო კანონმდებლობა არის კანონების სისტემა, რომელიც ეყრდნობა საკანონმდებლო ორგანოს
მიერ შექმნილ კანონებს და კოდექსებს. სამოქალაქო კანონმდებლობა უფრო ზუსტია და მიუკერძოებელი,
რადგან მოსამართლე ეყრდნობა დეტალიზებულ სამოქალაქო კოდექს. სამოქალაქო კოდექსის მქონე
სასამართლო სისტემა არის ნაკლებ ელასტიკური ვიდრე საზოგადოებრივი საკანონმდებლო სისტემა.
სამოქალაქო კანონმდებლობის პირობებში სასამართლოს აქვს მხოლოდ იმის უფლება, რომ გამოიყენოს
კანონის ნორმა.
თეოკრატიული კანონმდებლობა. პირველად ტერმინი ძველი ებრაელების საზოგადოებრივ-
პოლიტიკური წყობის აღსანიშნავად გამოიყენა იოსებ ფლავიუსმა, მისი აზრით უმაღლესი მმართველი
არის ღმერთი, ხოლო უმნიშვნელოვანესი საქმეებით დაკავებულია სამღვდელოება, რმელსაც
ხელმძღვანელობს მღვდელმტავარი. ეს განსაზღვრება ამჟამად გამოიყენება სხვადასხვა მოდიფიკაციებით.
ხელისუფლების თეოკრატიული ფორმა წარმოდგენილია ისლამში, ტიბეტურ ბუდიზმში და
შუასაუკუნეების ქრისტიანობაშიც. თეოკრატიული არის კანონმდებლობა, რომელიც ეყრდნობა
რელიგიურ სწავლებას. ასეთი საკანონმდებლო სისტემებიდან ისლამური კანონები ყველაზე უფრო
გავრცელებულია. ეს კანონები უფრო რელიგიურია, ვიდრე კომერციული და შექმნილია ცხოვრების ყველა
ასპექტის სამართავად. ასეთი კანონმდებლობა კონსერვატიულია თუმცა ისლამის ქვეყნების იურისტები,
ხშირად კამათობენ ისლამური კანონმდებლობის თანამედროვე კანონებთან შესაბამისაობაში მოყვანის
აუცილებლობაზე. ისლამური კანონმდებლობა ეხება როგორც საზოგადოების მორალური ქცევის
ნორმებს, ასევე გარკვეულ კომერციულ საკითხებსაც. მაგ.: პროცენტის გადახდა, რომელიც უარყოფილია
ყურანის მიერ.

განსხვავებული სახელშეკრულებო კანონები


სახელშეკრულებო სამართალი წარმოადგენს გლობალური ბიზნესის მარეგულირებელი
უმნიშვნელოვანესი ნორმების ერთობლიობას. ხელშეკრულება არის დოკუმენტი, რომელიც ათანხმებს იმ
პირობებს, რომლითაც ხდება გაცვლა. ხელშეკრულების დადებით შესაძლებენი ხდება მხარეების
ვალდებულებების შესრულების კონტროლი. საერთაშორისო ბიზნესგარიგებები რეგულირდება
ხელშეკრულების სხვადასხვა ფორმით. სახელშეკრულებო სამართალი არის ხელშეკრულების
კონსტრუქციის მმართველი ძალა. საზოგადოებრივ კანონმდებლობაში ყველა ცალკე აღებული
შემთხვევისთვის ხელშეკრულების ჩარჩოები არის ძალიან დეტალური. სამოქალაქო კანონმდებლობის
სისტემაში კი ხელშეკრულებები ბევრად უფრო მოკლეა და ნაკლებ სპეციფიკური, რადგან
საზოგადოებრივი კანონმდებლობის შემავალი საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც ეხება
ხელშეკრულებებს სამოქალაქო კოდექსშია ასახული. ამდენად, ხელშეკრულების დადება
საზოგადოებრივი კანონმდებლობის პირობებში ძვირია, თუმცა ეს სისტემა უფრო მოხერხებულია.
გლობალური ბიზნესი ამ სხვაობის მიმართ მგძნობიარე უნდა იყოს. ხელშეკრულების დავის წარმოება
ქვეყანაში სამოქალაქო კანონმდებლობით იმ ქვეყნის წარმომადგენელ ფირმასთან, რომელსაც აქვს
საზოგადოებრივი კანონები შესაძლოა ბევრი გაუგებრობა მოყვეს. ამ დროს იბადება კითხვა თუ რომელი
ქვეყნის კანონი უნდა გამოვიყენოთ. ამის დასადგენად მრავალი ქვეყანა იყენებს გაერთიანებული ერების“
საერთაშორისო ვაჭრობის კონტრაქტების შესახებ“ კონვენციას. ამ სისტემაში ადაპტირებული ქვეყნები მას
იყენებენ, როგორც საკუთარი კანონმდებლობის ნაწილს. ამ კონვენციის პრობლემაა ის რომ მას შეუერთდა
მხოლოდ 61 ქვეყანა, მათ შორის იაპონია და აშშ.

საკუთრების უფლებები

საკანონმდებლო ენაზე, ცნება საკუთრება არის კაპიტალი(კერძო რესურსები), რომელსაც ინდივიდი


ან ბიზნესი ფლობს. რესურსებში შედის მიწა, შენობა, აღჭურვილობა, კაპიტალი, მინერალური
რესურსები, ინტელექტუალური ქონება და სხვა. საკუთრება მოიცავს სამ კომპონენტს: ფლობას,
სარგებლობას და განკარგვას. ფლობა უშუალოდ ნივთის პყრობას ნიშნავს, ხოლო პირს, რომელიც ფლობს
ნივთს, მფლობელი ეწოდება. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრედ მიიჩნევა პირი რმელიც კონკრეტულ
მომენტში ფლობს კონკრეტულ ნივთს, შესაძლოა არ იყოს მესაკუთრე და ამასთან შეილახოს მისი
ინტერესებიც. თუმცა, მფლობელიც სარგებლობს მთელი რიგი უფლებებით, ნივთის ფლობასთან ერთად
მესაკუთრეს აქვს ნივთით სარგებლობის უფლება. სარგებლის ცნება მოიცავს როგორც ნივთით უშუალოდ
სარგებლოგას, მიში მეშვეობით შემოსავლის მიღებას. თუმცა მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის
კომბინაცია სრულად არ გამოხატავს საკუთრების ცნებას. მესამე კომპონენტია განკარგვა გულისხმობს
ნივთის ბედის გადაწყვეტილების უფლებას ანუ გაყიდვა, გაჩუქება, განათხოვრება, განადგურებაც კი.
შესაბამისად საკუთრების უფლების არსებობისთვის საჭიროა სამივე კომპონენტი.
საკუთრების უფლება არის იმ კანონიერი უფლებების ერთობლიობა, რომლითაც ეს რესურსები
შესაძლებელია გამოვიყენთ სხვადასხვა ტიპის შემოსავლის მისაღებად. ციცერონს მიაჩნდა, რომ
სახელმწიფოს წარმოშობის საფუძველი კერძო საკუთრების დაცვის აუცილებლობაა. ჟან ჟაკ რუსო მიწაზე
საკუთრების უფლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ფიქრობდა რომ სამართლის წარმოშობა მიწაზე
საკუთრების უფლებასთან იყო დაკავშირებული. ქვეყნები განსხვავდებიან მათი საკანონმდებლო
სისტემების მიერ საკუთრების დაცის ხარისხით. ასევე ყველა ქვეყანას აქვს კანონები, რომელიც ქვეყანაში
საკუთრების უფლებას იცავს, თუმცა ზოგან ამ კანონების ცხოვრებაში რეალიზება არ ხდება, რის გამოც
საკუთრების უფლებები ირღვევა გარკვეული პირების ან საზოგადოების მიერ ჩადნილი კერძო ქმედების
გამო. ეს გულისხმობს: ქურდობას, შანტაჟს, გამოძალვას და სხვა. არასრულყოფილი საკანონმდებლო
სისტემაიძლევა კრიმინალური ქმედების განხორციელების უფრო მაღალ შესაძლებლობას. ამის კარგი
მაგალითია რუსეთი: სადაც რუსული მაფია აშანტაჟებს შიდა და უცხოურ ბიზნესს. აქ წარმატებულ
ფირმებს უწევთ გადაიხადონ „დაცვის ფული“. მრავალ ქვეყანას ჰქონდა მსგავსი პრობლემები.
ანტისაზოგადოებრივი ქმედება და კორუფცია. საზოგადოებრივი ქმედება არღვევს საკუთრების
უფლებას მაშინ, როცა ცალკეული ოფიციალური პირები, პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები,
ჩინოვნიკები ძალავენ საკუთრების მფლობელებს შემოსავალსა და ქონებას. ეს შესაძლებელია მოხდეს
ლეგალურადაც. მაგალითად სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა ყოველგვარი
კომპენსაციის გარეშე, ან არალეგალურად კორუფციის, გამოძალვის, წილის მოთხოვნის და სხვა გზებით.
არცერთი საზოგადოება არ არის დაცული კორუფციისგან და ისტორიულად თითქმის ყველა
საზოგადოებაში ვხვდებით მას. ზოგ ქვეყანაში კორუფცია ისჯება კანონით და ამიტომ ის მინიმიზებულია.
ასეთი კანონები მნიშვნელოვანი სტიმულებია ინოვაციებისა და კრეატიული საქმიანობისთვის. მაგ ახალი
წამლის გამოგონების პატენტი 20 წლიან მონოპოლიას ძლევს გამომგონებელს, რაც სერიოზული
სტიმულია ფარმაციული კომპანიებისთვის. ამის გარეშე კომპანიები ძვირადღირებულ გამოკვლევებს
აღარ აწარმოებდნენ. ინტელექტუალური ქონების დაცვის კანონები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
ზოგიერთ ქვეყანაში მათი რეგულირება ძალიან სუსტია. ამან გამოიწვია 1996 წელს 164 ქვეყნის მიერ
პარიზის ინდუსტრიული ქონების დაცვის კონვენციაზე ხელმოწერა. ეს იყო ინტელექტუალური ქონების
დაცვის მიზნით მიღწეული მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება. კანონის ცხოვრებაში ცუდად
გატარება ხელს უწყობს გაყალბებას. მაგ. ჩინეთში არის უამრავი პატენტი კომპიუტერი.
ფირმებს შეუძლიათ ლობირება გაუწიონ მათ მთავრობას და უბიძგონ საერთაშორისო შეთანხმებაში
მონაწილეობისკენ. ყველაზე დიდი ვიდეოთამაშების კომპანიები „სონი“ „მაიკროსოფტი“ , ცდილობენ
გადაჭრან პატენტების დამზადებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათი ტაქტიკაა, თამაშების
სპეციფიკის ხშირი ცვლა, თუმცა ეს მოკლევადიანი გამოსავალია. ასევე არსებობს შავი ბაზრის
იგნორირების და ინტელექტუალური ქონების კანონიერი დაცვის მექანიზმი. ამიტომ, ხელისუფლების
აქტიური მოქმედებით შეიძლება გამყალბებლების შეზღუდვა.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტი იძლევა შესაძლებლობად შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის
ცხოვრების დონეები. ეს ცვლადი გამოითვლება იმის მიხედვით აშშ-სთან შედარებით უფრო ძვირია თუ
არა იმ ქვეყანაში ცხოვრების დონე. მაგ საშუალოდ ინდოელს შეუძლია მოიხმაროს მხოლოდ7.2% იმ
საქონლისა და მომსახურების, რასაც ამერიკელი მოიხმარს. ამ მიდგომით ინდოეთი სულაც არ არინ
მომგებიანი საერთაშორისო ბიზნესისთვის, თუმცა ღარივი მოსახლეობის დიდი რაოდენობის
მიუხედავად ინდოეთი საშუალო დონის სიმდიდრის ქვეყანაა.მიუხედავად იმისა რომ ჩინეთი და
ინდოეთი ღარიბი ეკონომიკის ქვეყნებად ითვლება მათ ეკონომიკური ზედის ტემპები ძალიან მაღალია.
ამარტია სენი: განვითარების ზღვრული კოეფიციეტები. ამარტია სენი არის ნობელის პრემიის
ლაურეატი ეკონომიკაში(1998წ).მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჰუმანური განვითარების
თეორიის, კეთილდღეობის ეკონომიკის, სიღარიბის განმაპირობებელი მექანიზმების კვლევასა და
პოლიტიკურ თეორიებში. ამარტია სენს უკავშირდება „სოციალური არჩევნისშე საძლებლობის“ თეორიის
შექმნა. სენმა უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა „ადამიანური განვითარების ინდექსის“ შექმნაში.
ამარტიას მტკიცებიტ განვითარების დონე უნდა შეფასდეს, ნაკლებად მატერიალური წარმოებით,
როგორიცაა: მოსახლეობის ერთ სულზე მშპ და უფრო მეტად, იმ შესაძლებლობებითა და შანსებით,
რომლითაც ადამიანები სარგებლობენ. სენის მიხედვით, განვითარება უნდა დავინახოთ, როგორც
დინამიური პროცესი, რომელიც აფართოებს ხალხის თავისუფლებას. ამდენად, განვითარება მოითხოვს
თაავისუფლებისთვის ხელისშემშლელი ისეთი ფაქტრების აღმოფხვრას, როგორიცაა: სიღარიბე, ტირანია,
ეკ. განვითარების დაბალი დონე, უმუშევრობა, საზოგადოებრივი კომფორტის უარყოფა და რეპრესიული
რეჟიმის მქონე ქვეყნებში შეუწყნარებლობა. სენის თვალსაზრისით, განვითარება არა მხოლოდ
ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკური წარმატება მოითხოვს საზოგადოების
დემოკრატიზაციას, რათა მოქალაქეებს მიეცეთ ხმის უფლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ის ხაზს უსმევს ბავშვებისთვის ჯანდაცვას და ქალებისთვის
საბაზისო განათლების აუცილებლობას. მისი აზრით ეს ფაქტორები არაა საკმარისი მაღალი
შემოსავლების დონის მისაღწევად, მაგრამ ისინი სასარგებლოა საზოგადოებისთვის.
ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხალხი ვერ განავითარებს თავის უნარს, თუ ის ავადაა ან
გაუნათლებელია. გაერომ გამოიყენა სენის ეს მნიშვნელოვანი თეზისი, როდესაც დააწესა ახალი
მაჩვენებელი: ადამიანური განვითარების ინდექსი(აგი), რომლითაც შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყნებში
ხალხის ცხოვრების ხარისხის შეფასება.
ადამიანური განვითარების ინდექსი ეყრდნობა სამ განზომილებას: შობადობისას სიცოცხლის
ალბათობას(რომელიც ჯანდაცვის ერთ-ერთი ფუნქციაა). განათლების დონე (რომელიც იზომება
მოზარდების წიგნიერების ხარისხით და დაწყებითი, საუალო და უმაღლესი განათლების სისტემაში
მისაღები კონტიგენტის რაოდებობით), ადრეთვე საშუალო შემოსავლით. რამდენადაც აგი არის ახლოს
სენის კონცეფციასთან, ის უკეთ ასახავს ქვეყნების განვითარების დონეს, ვიდრე ისეთი ეკონომიკური
საზომები, როგორიცაა მშპ მოსახლეობის ერთეულზე. სენი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური თავისუფლების
ხარისხი უნდა შედიოდეს ამ ინდექსში, მაგრამ რეალურ პრაქტიკაში ეს ასე არ ხდება.
ადამიანური განვითარების ინდექსი ცვლება 0-დან 1 ქულამდე. ქვეყნებს რომლებსაც მინიჭებული
აქვთ 0,5 ქულაზე ნაკლები ხასიათდებიან დაბალი ადამიანური განვითარებით, ცხოვრების დონე
დაბალია. ქვეყნებს რომლებსაც აქვთ 0,5-დან 0,8 ქულამდე ხასიათდებიან, განვითარების საშუალო
დონით, ხოლო 0,8-ს ზემოთ ქულების მქონე ქვეყნებში არის ადამიანური განვითარების მაღალი დონე.
ადამიანური განვითარების ინდექსი არის გაეროს წამოწყება, რათა შეფასდეს ქვეყანაში ადამიანის
ცხოვრების ხარისხზე ზემოქმედი სხვადასხვა ფაქტორები.
ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური პროგრესი

ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არის მისი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ფუნქცია.


რა კავშირი არსებობს ეკონომიკურ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პროგრესს შორის? ეს კითხვა
ხანგრძლივი მსჯელობის საგანია, თუმცა მასზე არგუმენტირებული პასუხი დღესაც არ არსებობს
ინოვაცია და თავისუფალი ვაჭრობა ეკონომიკური ზრდის მექანიზმებია გრძელვადიან პერიოდში. ვინც
ამას ამტკიცებს ინოვაციად მიიჩნევს არა მხოლოდ ახალ პროდუქტს, არამეს ახალ პროცესს: ორგანიზების
ფორმას, მენეჯმენტს და ახალ სტრატეგიას. თუ ქვეყნის ეკონომიკა გათვლილია გრძელვადიან ზრდაზე,
ბიზნეს გარემო უნდა იყოს ორიენტირებული ინოვაციებზე და სავაჭრო საქმიანობის განვითარებაზე.
ბიზნეს გარემოსთვის საჭიროა წანყვანი ინოვაციებისა და საბაზრო საქმიანობის პირობების შექმნა. ისინი
ვინც აღიარებენ ამ მიდგონას ხაზს უსვამენ საბაზრო ეკონომიკის უპირატესობას. ამტკიცებენ, რომ
საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული ეკონმიკური თავისუფლება ქმნის უფრო დიდ სტიმულს
ინოვაციისა და თავისუფალი ვაჭრობისთვის, ვიდრე გეგმიური ან შერეული ეკონომიკა. საბაზრო
ეკონომიკაში ინდივიდი, რომელსაც აქვს ინოვაციური იდეა არის თავისუფალი და შეუძლია ამ იდეის
გამოყენებით მიიღოს მოგება. თუ ბიზნესი წარმატებულია როგორც ინდივიდებს ასევე ფირმებს შეძლიათ
მიიღონ ჯილდო დიდი მოგების სახით. ამდენად, საბაზრო ეკონომიკა შეიცავს ინოვაციების განვითარების
სტიმულებს. საგეგმო ეკონომიკაში სახელმწიფო ფლობს მთელ რესურსებს, ამ სისტემაში ინდივიდებს
აქვთ ცოტა ეკონომიკური სტიმული, რომ განავითარონ ნოვაციები, რადგან სახელმწიფო იღებს
სარგებლის უმეტეს ნაწილს. ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ინოვაციების სტიმულების ნაკლებობა
იყო ძირითადი ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოების ეკონომიკის
სტაგნაცია და ნგრევა. ეკონომიკურმა სტაგნაციამ ეს სახელმწიფოები მიიყვანა ფართო სახლმწიფო
პროვატიზაციის აუცილელობამდე. მეცნიერების მიერ 102 ქვეყნის 20 წლიანმა შესწავლამ გამოავლინა
ძლიერი კავშირი ეკონომიკური თავისუფლებასა და ზრდას შორის. რაც უფრო თავისუფალია ეკონომიკა,
მით მეტია ეკონომიკური ზრდა.
ინოვაციებსა და თავისუფალ ვაჭრობას სჭირდება საკუთრების უფლებების დაცვა. ეს არის მეორე
საჭიროებას ბიზნესის სფეროსთვის, რათა ის იყოს ინოვაციური, ვაჭრობისთვის აქტური და
ეკონომიკურად ზრდადი. ცალკეულ ბიზნესმენებს და ინდივიდებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა
ინოვაციური იდეების რეალიზაციის საფუძველზე მიიღონ მოგება. საკუთრების უფლების დაცვის გარეშე
ბიზნესმენები იმყოფებიან რისკის ქვეშ, რადგან მათი ინოვაციური მიღწევებიდან მიღებული მოგება
იქნება მითვისებული კრიმინალების ან სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს მოგების
წილი კანონიერი გზებით (გადასახადების დაწესება), ასევე არაკანონიერად კორუფციის, ჩრდილოვანი
ეკონომიკის განვითარებით. ეკონომისტი, დუგლას ნარსის აზრით, ისტორიულად ასეთი ქცევის
ტენდენცია გააჩნდა ისეთ მთავრობებს, რომელიც არღვევს საკუთრების უფლებას, ამცირებს ინოვაციების
სტიმულირებას და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას, ამ ქმედებით ისინი მოგებას საკუთარ ხალხს
„პარავენ“. ეკონომისტი ფერნანდო დე სოტა, ამტკიცებს რომ კაპიტალიზმისგან, განვითარებადი
მსოფლიოს დიდი ნაწილი ვერ მიიღებს მოგებას მანამ სანამ საკუთრებს უფლებები უკეთესად არ იქნება
დაცული. სოტა ამბობს ეომ ძირითადი პრობლემა მდგომარეობს არა ქონების ექსპროპტიაციის რისკში,
არამედ ქონების მფლობელების მიერ მისი ლეგალიზების უუნარობაში. ღარიბ ქვეყნებში ქონების დიდი
ნაწილი არის საკუთრებაში უკანონოდ მყოფი, არალეგალური საკუთრების ქონა კი ხელს უშლის
კაპიტალის დაბანდებას და ბიზნესის წამოწყებას, რადგან საკუთრების ამ ფორმის მფლობელები სესხით
ვერ სარგებლობენ. დე სოტას გამოთვლებიტ მთლიანი ქონება, რომელსაც არალეგალურად ფლობენ
„მესამე მსოფლიოში“ 9,3 ტრილიონის ტოლია. ეს თანხა რო ბიზნესში დაბანდებულიყო . შედეგად
მივიღებდით ეკონომიკურ რევოლუციას, რაც ღარიბებს სიღარიბისთვის თავის დაღწევაში
დაეხმარებოდა.
გეოგრაფიისა და განათლების ზეგავლენა ეკონომიკის განვითარებაზე. ბოლო პერიოდში ყურადღებას
იპყრობს გეოგრაფიული ფაქტორები. ეკონომისტი ჯეფრი საქსი გვარწმუნებს, ზღვისპირა ქვეყნები
გლობალურ ვაჭრობაში უფრო მეტად მხარს უჭერდნენ საერთო ბაზრის შექმნას, ვიდრე ყველა მხრიდან
ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნები, რმლებიც ცდილობდნენ ჩამოყალიბებულიყვნენ მაღალ
იერარქიულ საზოგადოებად. მთიანი რეგიონები , გეოგრაფიულ-ფიზიკური იზოლაციის გამო, ხშირად
უგულებელყოფდნენ ბაზრის შექმნას. ხოლო ზომიერ ქვეყნებს უფრო მეტი მოსახლეობის ხელშეწყობა და
უზრუნველყოფა უხდებოდათ, რის გამოც ისინი შრომას უფრო მეტად ანაწილებდნენ , ვიდრე
ტროპიკული რეგიონები. საქსის აზრით ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ცალკეული
სახელმწიფოები, სხვებისგან განსხვავებით, უფრო ავიტარებენ ვაჭრობას და ამგვარად მეტად
თავისუფლები იყვნენ. ამით, ამ ქვეყნბში უფრო ინტენსიურად ვითარდებოდა საბაზრო ეკონომიკური
სისტემა.ყოველივე ეს კი მათ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაპირობებდა. საქსი აგრეთვე გვარწმუნებს,
რომ გაუწონასწორებელი პოლიტიკისა და ეკონომიკის თანაფარდობამ, არახელსაყრელმა გეოგრაფიულმა
პირობებმა, შეიძლება ზიანი მიაყენოს ბევრ ტროპიკულ ქვეყანას და ნეგატიური გავლენა იქონიოს მათ
განვითარებაზე. 1965-1990 წლებში(ჰარვარდში, საერთაშორისო განვითარების ცენტრში) საქსი თავის
კოლეგებთან ერთად იკვლევდა გეოგრაფიის ზეგავლენას ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ნორმაზე. მან
შენიშნა, რომ ყველა მხრიდან ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყნები უფრო ნელა ვითარდებოდნენ,
ვიდრე ზღვისპირა სახელმწიფოები და მათი წინსვლა ყოველწლიურად 0,7 პროცენტით მცირდებოდა,
ვიდრე ეს ხდებოდა სარტყელის ქვეყნებში. ტროპიკულ ქვეყნებში ეს შემცირება შეადგენდა 1,3 პროცენტს
ყოველწლიურად.
განათლების როლი არის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ქვეყნები,
რომლებიც განათლების სისტემაში მეტ ინვესტირებას ახდენენ, გამოირჩებიან განვითარების მაღალი
ტემპით, რადგან ასეთი საზოგადოება უფრო შრომის უნარიანი და კვალიფიციურია. მაგალითად: 1960
წელს პაკისტანი და სამხრეთ კორეა ეკონომიკურად თანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ, მაგამ
აპაკისთანელი ბავშვების მხოლოდ 30% დადიოდა დაწყებით სკოლაში, ტოცა სამხრეთ კორეაში ეს
მაჩვენებლი 94% იო. 2000-იანი წლებში განათლების დონე სამხრეთ კორეაში 3-ჯერ მეტი იყო პაკისტანთან
შედარებით. საქსის გამოკვლევებმა შესაძლებელი გახადა, აგვეხსნა, როგორ გადალახეს გეოგრაფიული
წინააღმდეგობები და გაზარდეს განვითარების ტემპი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამ, ინდონეზიამ,
მალაიზიამ და სინაპურმა, განსხვავებით აფრიკისა და ლათინური ამერიკისგან.
გარდამავალი ქვეყნები
1990-იანი წლების დასაწყისში დემოკრატიული რევოლუციების ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა.
ტოტალიტარული მთავრობები დაემხო და მისი ადგილი დემოკრატიული არჩევნებით მოსულმა
ხელისუფლებებმა დაიკავეს, რომლებიც უფრო მეტად ემხრობოდნენ თავისუფალ ვაჭრობას. ასევე
ცენტრალიზებული, საგეგმო და შერეული ქკონომიკისგან განსხვავებით მნიშვნელოვანი ცვლილებები
განხორციელდა თავისუფალი ვაჭრობის მოდელის დაფუძნების მიზნით.

დემოკრატიის გავრცელება

უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დემოკრატიის


გავრცელება(მისი გაფართოება, აბსოლიტური მმართველობის უარყოფა). ქვეყნები იყოფა 3 ძირითად
კატეგორიად- თავისუფალ, ნაწილობრივ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
დამოუკიდებელ ქვეყნებში მოსახლეობას აქვს მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების
დონე, ნაკლებად დემოკრატიული სახელმიფოები ხასიათდებიან შეზღუდული პოლიტიკური და
მოქალაქეობრივი უფლებებით, სახელმწიფოს უარყოფითი სტრუქტურით, სისტი სასამართლო
სისტემით, ეთნიკური ან სამოქალაქო ომებით. დამოკიდებულ ქვეყნებში პოლიტიკური პროცესები
მკაცრად კონტროლდება ხელისუფლების მიერ და ადამიანების უფლებების დაცვა უარყოფილია.
2018 წლისთვის გამოვლინდა 181 თავისუფალი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 46%ს
შეადგენს. დანარჩენი 45 ქვეყანა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 29%-ია ნაწილობრივ თავისუფალ
სახელმწიფოში გაერთიანდა, ხოლო 41 ქვეყანა, დემოკრატიულ სახელმწიფოებს მიეკუთვნება. ყველა
დემოკრატიული ქვეყანა არ არის თავისუფალი, რადგან იქ კვლავ გარკვეულწილად შეზღუდულია
ადამიანების პოლტიკური და სამოქალაქო უფლებები. დემოკრატიულ ქვეყნებს მიეკუვნება: მექსიკა,
საქართველო, სენეგალი და სხვა.

გამოყოფენ დემოკრატიის გავრცელების 3 ძირითად მიზეზს:

1. პირველი, ბევრი ტოტალიტარული რეჟიმი დამარცხდა, რადგან მათ ეკონომიკური მონაპოვარი


მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გადააბარეს. მაგალითად: აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის კრახი
განპირობებული იყო წარმოქმნილი დიდი განსხვავებით, მდიდარი და პროგრესირებადი დასავლეთი და
აღმოსავლეთის უცვლელ კომუნისტურ ეკონომიკურ სისტემებს შორის.
2. მეორე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა, რადიოსადგურებმა, სატელიტურმა
ტელევიზიამ, ინტერნეტმა მოხსნა ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერი, რომელიც ზღუდავდა
ინფორმაციის გავრცელებას. ამ ტექნოლოგიებმა მოგვცა თავისუფალი საგოგადოებიდან დემოკრატიული
იდეალებისა და ინფორმაციის გავრცელების შესაძზლებლობა.
3. მესამე, ეკონომიკის წინსვლამ გამოავლინა მოსახლეობის მზარდი საშუალო და მდიდარი ფენა,
რომლებმაც ბიძგი მისცა დემოკრატიულ რეფორმებს. როგორც მოხდა სამხრეთ კორეაში. დამწყები
ბიზნესმენები და სხვა საწარმოთა ლიდერები რომელთაც სურთ საკუთარი უფლებების დაცვა და
გარიგებათა პირობების უზრუნველყოფა, აჩქარებენ პასუხისმგებლობით აღსავსე და სამართლიანი
მთავრობის ჩამოყალიბების პროცესებს.
მიუხედავად ამისა, ერთმნიშვნელოვნად ვერ დავასკვნით, რომ დემოკრატიის გავრცელება უწყვეტად
გრძელდება. ის ჯერ კიდევ შორს არის მსოფლიოს მრავალი ნაწილისგან მაგალითად არაბეთის
გაერთიანებულ რესპუბლიკაში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკის 16 სახელმწიფოში ადამიანების
დემოკრატიული უფლებები უგულებელყოფილია.

ახალი მსოფლიო წესრიგი და გლობალური ტერორიზმი.


ცივი ომის დასრულებამ ძირეულად შეცვალა საერთაშორისო ვითარება და ახალი რეალობის
გააზრების საჭიროება წარმოშვა. მაშინ გაჩნდა ერ-სახელმწიფოთა ეპოქის აღორძინებისა თუ, სხვადასხვა
ფაქტორთა ზეგავლენით(ტრაიბალიზმი-ტომობრივი დაპირისპირება, შუღლი), მისი საბოლოო
დასასრულის სხვადასხვა ვერსიები. ცივი ომის დასასრულმა და„ახალი მსოფლიოს წესრიგის“ კონცეფციამ
წარმოშვა მომავალი გლობალური გეოპოლიტიკის თეორია, რომლის ავტორი იაპონური წარმოშობის
ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამაა. მას მიაჩნია, რომ იდეოლოგიური
ევოლუციის ბოლო საფეხური, მმართველობის უკანასკნელი და უცვლელი ფორმა იქნება, რითაც
დასრულდება ისტორია. რაშიც იგულისხმება დასასრული იმ ისტორიისა, რომელიც გაიაზრება ერთიან
ევოლუციურ პროცესად ყველა ხალხისა და ყოველი დროის ერთობლიობაში. მისი აზრით,ლიბერალური
დემოკრატია ერთადერთი გააზრებული პოლიტიკური მიმართულებაა, რომელიც ერთმანეთთან
აკავშირებს დედამიწის სხვადასხვა რეგიონსა და კულრურას. ფუკუიმას მიაჩნია რომ, იდეოლოგიური ომი
მთავრდება და თავისუფალმა დემოკრატიამ გაიმარჯვა.უფრო ჰარმონიული სამყარო უნდა
ემორჩილებოდეს უნივერსალურ ცივილიზაციას და ხასიათდებოდეს დემოკრატიული რეჟიმითა და
თავისუფალი სავაჭრო კაპიტალიზმით. ფუკუიამას აზრით ლიბერალურ დემოკრატიას მომავალში
უთუოდ გამოუჩნდება მეტოქე, რომელიც სწრაფად იკრებს ძალას. ესაა პატერნალისტური აზიური
ავტორიტარიზმი. ამ მეტოქეობის სათავე კი კულტურის დონეზეა საძიებელი(ოჯახის სტრუქტურა,
რელიგია, მორალური ფასეულობები). აზიური საზოგადოება დაფუძნებულია არა ინდივიდის
უფლებებზე, არამედ ღრმად დამკვიდრებულ მორალურ კოდექსზე, რომელიც მყარ საძირკველს უქმნის
ძლიერ სოციალურ სტრუქტურებს და საზოგადოებრივ ცხოვრებას. მისთვის ნიშანდობლივია არა
ინსტიტუტები , არამედ სოციალური სტრუქტურები და მათი კულტურული შეთანხმებულობა. ამ
კულტურულ საზოგადოებებს აღმოაჩნდათ თანამედროვე ტექნიკურ სამყაროსთან ადაპტირებისა და
ისეთი საზოგადოების შექმნის უნარი, ხშირად აღემატეიან კიდეც დასავლთს. დემოკრატის იაპონუი
კორეული ვერსია საკმაოდ მიმზიდველია და კონკურენციასაც უწევს დასავლურ ლიბერალურ
დემოკრატიას.
ჰართინგტონის თეორისს თანახმად, ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ჩამოყალიბების პროცესში
მყოფი მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს 7-8 დიდი ცივილიზაციის ურთიერთობის პროცესი.
ცივილიზაციას ჰართინგტონი განსაზღვრავს როგორც უმაღლესი რანგის კულტურულ ერთობას,
ადამიანთა კულტურული იდენტობის ყველაზე ვრცელ დონეს. შემდეგ დონეზეა ის, რაც განასხვავებს
ადამიანს ცოცხალ არსებათა და სხვა სახეობებისგან. ცივილიზაციების იდენტობის როლის ზრდა
განაპირობა, უმთავრესად, ცივი ომის დასრულებასთან ერთად დასრულდა საერთაშორისო პლიტიკის
განვითარების დასავლური ფაზა, წინ წამოიწია ურთიერთობმ დასავლურ და არადასავლურ ქვეყნებს
შორის.(იდეოლოგიის“რკინის ფარდა“ კულტურის „ხავერდის ფარდამ“ შეცვალა). ჰართინგტონი მიიჩნევს
რომ მოდერნიზებას არდასავლურ ქვეყნებში შეუძლია გავლენა მოახდინოს ტრადიციულ ქვეყნებზე.
მაგალითად: მუსლიმანების კეთილდღეობის ორგანიზაციებმა, სოციალურმა, კულტურულმა და
ეკონომიკურმა საჭიროებებმა ისინი ჩაითრია მოდერნიზაციის პროცესში. ფუკუიამასგან განსხვავებით,
ჰანთინგტონი მსოფლიოს სხვადასხვა ცივილიზაციებად გახლეჩას ხედავს, რომლის თითოეულ ნაწილს აქვს
საკუთარი ღირებულებები და იდეოლოგია. დასავლური ცივილიზაციის გარდა ის
გვიწინასწარმეტყველებს ძლიერი ისლამისა ჩინური ცივილიზაციების გამოჩენას, იაპონიაში, აფრიკაში,
ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ მართლმადიდებელ საქრისტიანოში და ინდოეთში. ჰანთინგტონი
ასევე გვიწინასწარმეტყველებს კონფლიქტების წარმოშობას დასავლეთსა და ისლამს, დასავლეთსა და
ჩინეთს შორის. ასევე ეთნიკური კონფლიქტები მაგალითად: ბოსნიაში(მუსლიმანებსა და
მართმადიდებელ ქტისტიანებს შორის), სუდანში( სისხლიანი ომი მუსლიმანებსა და ქრისტიანებსშორის).
სანამ საზოგადოების ნაწილი უარყოფდა ჰანთინგტონის აზრს, ტერორისტებმა აშშ-ს შეუტიეს 2001 წლის
11 სექტემბერს. ამ ფაქტის შემდეგ ჰართინგტონის შეხედულებები აქტუალური გახდა.
ბევრ ქვეყანაში რთულია ბიზნესის განხორციელება, იქ არსებული კონფლიქტების გამო ან იმიტომ,
რომ ისინი არიან იმ ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც აქვთ კონფლიქტი ინდუსტრიულად
განვითარებულ ქვეყნებთან. ჰართინგტონის თეზისის მიხედვით გლობალური ტერორიზმი
ცივილიზაციებს შორის მიზიდულობის, იდეოლოგიებისა და ფასეულობათა შეჯახების შედეგია. კოლინ
პაუელის აზრით, ტერორიზმი არის მსოფლიოს 21 ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკის განვითარების
ხელისშემშლელი უპირველესი ფაქტორი.

საბაზრო სისტემის გავრცელება

დემოკრატიის გავრცელებასთან ერთად 1980-იანი წლებიდან დაიწყო ხელისუფლების მიერ


მართული ეკონომიკის შეცვლა საბაზრო ეკონომიკით. 30-ზე მეტმა კომუნისტური ბლოკის ქვეყანამ
შეცვალა თავისი ეკონომიკური სისტემა. მოიცავს როგორც აზიის ქვეყნებს(ჩინეთი , ვიეტნამი), ასევე
აფრიკის სახელმწიფოებს - ეთიოპია, მოზამბიკა, ანგოლა, სადაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები
განხორციელდა. აზიის, ლათინური ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ, სახელმწიფო
სექტორი ადგილობრივ ინვესტორებს მიჰყიდა და ამით კონკურენციია გაფართოებით დაარეგულირა
თავისი ეკონომიკა. ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი მსოფლიოში ერთნაირია. საგეგმო
ეკონომიკები დამარცხდნენ, რათა გზა დაეთმოთ ისეთი სისტემისთვის , რომელიც დაფიძნებულია აშშ-ს,
გერმანიის, იაპონიის, ინგლისის და სხვა განვითარებული ქვეყნების საბაზრო ეკონომიკის
პრინციპებისთვის. ამის შემდეგ უფრო მეტ სახელმწიფოს გაუჩნდა სურვილი, გადასულიყო საბაზრო
ეკონომიკაზე.
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰერითეიჯ ფაუნდეიშენი“ ეკონომიკურ თავისუფლებას 5
მახასიათებლით განსაზღვრავს(ანალიზი ჩაატარა 2018 წელს). ესენია:
 სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში;
 ვაჭრობის პოლიტიკა;
 საკუთრების უფლებების დაცვა;
 უცხოური ინვესტიციების რეგულაცია;
 საგადასახადო წესები.
სახელმწიფოს შეიძლება ჰქონდეს 1-დან 5 ქულამდე თითოეულ მახასიათებელში. რაც უფრო დაბალია
სახელმწიფპს ქულა, მით უფრო ცუდია მისი საბაზრო მოდელი. 2018 წლის მონაცემების საფუძველზე,
ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნებია: ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზეანდია, ლუქსემბურგი,
ესტომეთი, გაერთიანეული სამეფო, ირლანდია, დანია, შვეიცარია და სხვა. ბოლო პოზიციებზეა - კუბა,
ირანი და სამხრეთ კორეა.
ეკონომიკური თავისუფლება არ ნიშნავს პოლიტიკურ თავისუფლებას. მაგალითად, ჰონგ-კონგი,
სინგაპური.
ეკონომიკური ცვლილებების ხასიათი.
საბაზრო ეკონომიკისკენ მოძრაობა მოიცავს რამდენიმე საფეხურს: დერეგულაციას, პრივატიზაციასა
და საკანონმდებლო სისტემის შექმნას, რათა დაცული იყოს საკუთრების უფლება.
დერეგულაცია აისახა ლეგალური შეზღუდვების შემცირებასა და თავისუფალი ვაჭრობის
გაფართოებაში, კერძო საწარმოების დაარსებაში, რომლებიც საბაზრო პრინციპებით იმართებიან.
კომუნიზმის კრახამდე სახელმწიფო, ეკონომიკის მართვის პროცესში მკაცრად აკონტროლებდა ფასებსა
და პროდუქციას, გეგმის მიხედვიატ ახდენდა მათ წარმოებას. ამ სისტემაში აგრეთვე იკრძალება
ეკონომიკის უმრავლეს სექტორში კერძი საწარმოების არსებობა და იკრძალებოდა საერთაშორისო
ვაჭრობა. დერეგულაცია გულისხმობს ფასების სისტემის კონტროლის გაუქმებას , მათ რეგულირებას
მოთხოვნისა და მიწოდების შესაბამისად., ის გულისხმობდა სასამართლო რეგულატორებსა და უცხოური
წარმოების, საერთაშორისო ვაჭრობისადმი დაწესებული შეზღუდვების შესუსტებას.
დერეგულაცია თანმიმდევრულად გადაიზარდა პრივატიზაციაში. პრივატიზაციის შედეგად
სახელმწიფო საკუთრება გადაეცემა კერძო ინდივიდებს, ძირითადად სახელმწიფო აქტივების აუქციონზე
გაყიდვის გზით. პრივატიზაცია განიხილება, როგორც კერძო მესაკუთრეების მოგების ზრდის
სტიმულირეების საშუალება. პრივატიზაცია პირველად დაიწყო დიდ ბრიტანეთში 1980-იან წლებში.
როდესაც მარგარეტ ტეტჩერმა(პრემიერ მინისტრი) განახორციელა სახელმწიფო ქონების გაყიდვა. მაგ:
ინგლისის ტელეფონების კომპანია. დერეგულაციამ აჩვენა რომ პროვატიზაციამ ადვილად ვერ შეცვალა
სახელმწიფოს მონოპოლია კერძო მონოპოლიით. ყველაზე მშიშვლნელოვანი პრივატიზაცია
განახორციელა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა. მაგალითად: ჩეხეთის
რესპუბლიკაში 1989-96 წლებში 11-დან 60%მდე საწარმოების პრივატიზაცია მოხდა, რათა დახმარება
გაეწიათ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. რუსეთში 2018 წლისთვის საწარმოების 90% კერძო
მესაკუთრეებს ეკუთვნოდათ.
საქართველოში პრივატიზება 1993 წელს დაიწყო. თავდაპირველად განხორციელდა მცირე
პრივატიზება, მცირე საწარმოების 70% გაიყიდა აუქციონებსა და კონკურსებზე. „დიდი პრივატიზება“
საპრივატიზაციო ვაუჩერების მეშვეობით ჩატარდა უმეტესად უსასყიდლოდ. მსხვილი საწარმოები ჯერ
ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად და შემდეგ ვაუჩერებზე გაიყიდა. საწარმოთა მუშები
საეგებლობდნენ დიდი შეღავათებით, ისინი შეღავათებით დაეუფლნენ აქციონერული კაპიტალის 50%-ს.
1996 წლიდან ხორციელდებოდა პრივატზების მეორე ეტაპი. საწარმოთა აქვიების შეძენა ხდებდოდა
მხოლოდ ფულზე, თუმცა მოსახლეობის მცირე მსყიდველობთუნარანობის გამო, იგი მიმდინარეობდა
ნელი ტემპით. ამასთან „მცირე პრივატიზაციით“ ვერ იქნა მიღწეული მთავარი ეკონომიკურუ და
სოციალური მიზანი - ძლიერი საშუალო კლასის შექმნა. ამოტომ, საქართველოში კვლავ მწვავეა
უმუშევრობის პრობლემა. მისი გადაჭრა შეიძლება მხოლოდ მცირე საწარმოების ქსელის გაფართოებით.
მსხვილი პრივატიზაციის შედეგები კიდევ უფრო წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. საწარმოების გახიდვა
ხდებოდა მცირე ფასად, ამიტომ სახელმწიფო ბიუჯეტმა მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგა. ამრიგად,
პროვატიზება საქართველოში უპირატესად უსასყიდლოდ და შეღავათიან ფასად ხორციელდებოდა,
ამიტომ იგი რეალური კაპიტალის დაგროვებით არ ხასიათდებოდა და ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ
მნიშვნელოვან ფაქტორად ვერ ჩამოყალიბდა.
საინტერესოა ჩინეთის გამოცდილებაც, რომელიც გამოირჩევა ევოლუციური პრივატიზებით.
თავდაპირველად ხორციელდებოდა საწარმოების თვითდაფინანსება და თვითმმართველობაზე
გადასვლა, სახელმწიფო საკუთრების შენარჩუნებისთვის. საწარმოებს არ შეეძლოთ წარმოების
საშუალებებით, რესურსებით ვაჭრობა, მაგრამ ბოლო პერიოდში გაძლიერდა საკუთრების ახალი,
ალტერნატიული ფორმების დამკვისრება ( არა პრივატიზებით, არამედ ინვესტიციების ალტერნატიული
წყაროების საფუძველზე, ახალი საწარმოების შექმნით). ჩინეთის რეფორმისთვის დამახასიათებელი
აქცენტი საქონლისა და მომსახურების წაემოების გადიდებაზე, ინვესტიციების გაფართოებაზეა. ეს
მიზნები რეალიზებულია და რეფორმებმა გამოიწვია არა წარმოების დაცემა არამეს მისი მაღალი ტემპით
ზრდა. ჩინეთის გამოცდილება გარკვეუწილად პასუხობს რეფოემის ეკონომიკუე კრიტერიუმებს :
არმოების ეფექტიანობის ზრდა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქატება, ცხოვრების დონის
ამაღლება.
ევოლუციური ტიპი ითვალისწინებს საკუთრების უფლების გადანაწილებას სახელმწიფოსა და
საწარმოებს შორის, ხდება საწარმოების კომერციალიზაცია, თვითდაფინანსებასა და
თვითმმართველობაზე გადასვლა სახელმწიფო საკთრების შენარჩუნების პირობებში.
3. გლობალურ ბიზნესზე კულტურის ზეგავლენა (3 თავი)

კულტურის არსი
კულტურა ერთ-ერთი ყველაზე ფართდ გავრცელებული ტერმინია და არსებობს მისი მრავალი
დეფინიცია. ტერმინი კულტურა პირველად გამოიყენა გერმანელმა იურისტმა და ისტორიკოსმა სამუელ
პუფენდორფმა(მეჩვიდმეტე საუკუნეში). 1952 წელს ა. კრიობერისა და კ. კლაკჰოის მიერ ჩატარებული
გამოკვლევის თანახმად, 1871-1919 წლებში კულტურის სულ 7 დეფინიცია არსებობდა (პირველი
ეკუთვნის ე.ტეილორს), 1920-1950 წლამდე კი 157-მდე გაიზარდა. დროთა განმავლობაში, რაოდენობის
ზრდასთან ერთად ჩამოყალიბდა კულტურის: ისტორიული, ეკონომიკური, სტრუქტურულ-ფუნქციური,
სისტემური და სხვა ინტერპრეტაცია.
ზოგადად, კულტურის ცნება ხაზს უსვამს ადამიანის განსხვავებას სხვა ბიოლოგიური არსებისგან.
კულტურაში იგულისხმება ადამიანის უნივერსალური დამოკიდებულება სამყაროსადმი, რომლის
მეშვეობით იგი ქმნის საკუთარ თავს. კულტურის შიგნით არსებობს ადამიანის დამოკიდებულება
გარემომცველი სინამდვილისა და საკუთარი თავისადმი.
მულტიკულტურული ურთიერთობა ეწოდება კავშირურთიერთობის სახეს, რომელიც ყალიბდება,
სულ მცირე, ორ კულტურას შორის, ამ ურთიერთობათა შედეგად წარმოშობილ გავლენებსა და ორმხრივ
ცვლილებებს. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ფასეულობათა, მახასიათებელთა, კულტურული აქტივობის ფორმათა შეცვლას, ახალი ორიენტირის
გაჩენას, რაც გარე ფაქტორების გავლენით ხდება. კულტურათა ურთიერთქმედება ხანგრძლივი
პროცესია(არანაკლებ რამდენიმე ათეული წლისა).
გამოყოფენ კულტურათა ურთიერთქმედების სხვადასხვა დონეს:
1. ეთნიკური დონე-ურთიერთობა ეთნოსებს, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ჯგუფებს შორის;
2. ეროვნული დონე-რეგულაციურ ფუნქციას სახელმწიფო-პოლიტიკური სტრუქტურები
ასრულებენ;
3. ცივილიზაციური დონე-კულტურა აისახება სხვადასხვა ცივილიზაციაში.
ურთიერთქმედების პროცესში კულტურა-დონორი და კულტურა-რეციპიენტი გამოიყოფა. არსებობს,
როგორც მშვიდობიანი, ნებაყოფლობითი (თანასწორუფლებიანი თანამშრომლობა) , ისე არამშვიდობიანი,
ძალდატანებითი ფორმები (კოლონიური, სამხედრო დაპყრობები). ამ ურთიერთქმედების შედეგები
არაერთგვაროვანია, შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული. რთულია საუბარი შედეგი დადებითია
თუ უარყოფითი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც კულტურები ძირეულად არ განსხვავდებიან, გარდა
იმ შემთხვევისა, როდესაც ერთი კულტურა მეორე კულტურის დაქვეითებას იწყებს ან ასიმილაციას
მეორეში, ან უკვალოდ ქრება. ყველა კულტურას აქვს დაცვითი მექანიზმების მთელი სისტემა, რომელიც
იცავს მას სხვა კულტურის ზემოქმედებისგან. კულტურათა ურთიერთქმედების პროცესისა და მისი
შედეგების გადმოსაცემად გამოიყენება ტერმინები: კულტურული დიფუზია, კულტურული კონფლიქტი,
ასიმილაცია, კულტურული შოკი, აკულტურაცია, კულტურული ცვლილება.
კულტურათა დიფუზია გულისხმობს ორი ან მეტი საზოგადოების კულტურული მახასიათებლების
შეღწევა სხვა საზოგადოებაში.
კულტურათა კონფლიქტი არის ცალკეულ პიროვნებასა და ჯგუფს, ჯგუფსა და საზოგადოებას,
სხვადასხვა ერთობებს ან მათ კოალიციებს შორის ფასეულობრივ-ნორმატიული, ორიენტაციული,
პოზიციური დაპირისპირება. კონფლიქტი გამოწვეულია მსოფლმხედველობით, რელიგიური
შეხედულებით, შეფასებათა პოზიციების და სოციალური გამოცდილების განსხვავებულობით.
კულტურული კონფლიქტი დაკავშირებულია ტოლერანტობასა და სხვა კულტურის მიმართ ინტერესის
პრობლემასთან. მისი განსაკურებული ტიპია შემოქმედებითი კონფლიქტი სკოლებს, ჯგუფებს ან ამა თუ
იმ დარგის ცალკეულ წარმომადგენლებს შორის.
ასიმილაცია არის ურთიერთქმედების პროცესი, როდესაც ერთი კულტურა კარგავს საკუთარ
იდენტობას და შთაინთქმება მეორის მიერ. ის შეიძლება მიმდინარეობდეს, როგორც ბუნებრივი, ისე
ძალადობრივი გზით. ეს ტერმინი პირველად მე-19 საუკუნის ბოლოს ტერმინ „ამერიკანიზაციის“
სინონიმად გამოიყენებოდა. პირველი განმარტება რ.პარკსა და ე.ბერჯესს ეკუთვნის: „ასიმილაცია
ურთიერთშეღწევისა და შერევის პროცესია, რომლის განმავლობაში ინდივიდები ან ჯგუფები იძენენ სხვა
ინდივიდების ისტორიულ მეხსიერებას და იზიარებენ მათ გამოცდილებას, ჩართულნი აღმოჩნდებიან
საერთო კულტურულ ცხოვრებაში“.
მე-20 საუკუნის შუა წლებამდე ასიმილაცია გამოიყენებოდა აშშ-ს დომინირებად კულტურაში ინდიელთა
ტომების ინკორპორაციის მნიშვნელობით. ამერიკული საზოგადოება განიხილებოდა უზარმაზარ
„შემოქმედებით ლაბორატორიად“, სადაც სხვადასხვა კულტურული ტრადიცია ერთმანეთს ერევა და
სინთეზურ მთლიანობად იქცევა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ვან დერ ზანდენმა განასხვავა
ცალმხრივი ასიმილაცია, როდესაც უმცირესობის კულტურა მთლიანად გამოიდევნება დომინირებადი
კულტურის მიერ, და კულტურათა შერევა, როცა 2 კულტურის ელემენტები ერთმანეთს შეერევა და
იქმნება ახალი კულტურა. გორდონმა დაამკვიდრა ასიმილაციის ხარისხობრივი განხილვა. დღეს სრული
ასიმილაციის შემთხვევები იშვიათია, ძირითადად ხდება უმცირესობათა ჯგუფის კულტურის
ტრანსფორმაცია დომინირებადი ეთნიკური ჯგუფის მიერ. ზოგჯერ, უმცირესობის კულტურის
უკუზეგავლენაც ძლიერია.
კულტურული შოკი- მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან გვხვდება სამეცნიერო ლიტერატურაში ,
დაძაბულობის, დაურწმუნებლობის და შფოთვის შეგრძნების აღსანიშნავად, რომელსაც ადამიანი ან
ადამიანთა ჯგუფი განიცდის ახალ და უჩვეულო კულტურულ გარემოში აღმოჩენისას. ამ დროს
ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისთვის ჩვეული და უცხო კულტურის ფასეულობები, ნორმები, ენა
და ყოველდღიური ცხოვრება. შოკური რეაქციის სიძლიერე დამოკიდებულია კულტურათა შორის
განსხვავებაზე. მას განიცდის ყველა ვინც პირველად მოხვდება უცხო კულტურულ გარემოში. არსებობს 5
ტიპიური დონე, რომელსაც გაივლის ადამიანი უცხო კულტურულ გარემოში: თაფლობის დონე, დარდის,
მწუხარების, რეინტეგრაციის, ავტონომიის დონე და დამოუკიდებლობის დონე. კულტურული შოკის
დაძლევის 4 შესაძლებლობა:
1. გეტოიზაცია- მოსულები ერთმანეთს უკავშირდებიან და დამხვედრი კულტურის შიგნით
აყალიბებენ იზოლირებულ ანკლავებს(გეტო), რომლის შიგნითაც ინარჩუნებენ ტრადიციებს,
თავიანთი კულტურული ყოფაქცევის მოდელებს. ჩინური უბნები, თითქმის ყველა მსხვილ
ქალაქში;
2. ასიმილაცია- მოსულები ახალს მთლიანად ეგუებიან, ითვისებენ მის ნორმებს, ფასეულობებს,
ქცევის მოდელებს, მთლიანად უარყოფენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას რომელიც დატოვეს.
3. ურთიერთქმედება- საშუალო ხაზია, ახალი და ძველი კულტურის ელემენტების გაერთიანების
მცდელობა; მიისწრაფვიან შეითავსონ ორივე კულტურის ნორმები, გაამდიდრონ როგორც
თავიანთი კულტურა, ასევე ის რომლითაც ამჟამად სარგებლობენ.
4. კოლონიზაცია-ახალმოსულები იწყებენ საკუთარი ქცევის მოდელების დანერგვას, ცდილობენ
დაუპირისპირონ ისინი დამხვედრი კულტურის ტრადიციებს. ეს ხდება, როგორც საომარი, ასევე
მშვიდობიანი დაპყრობის დროს, ასევე მოდერნიზაციის პროცესში.
კულტურული შოკი, ფართო აზრით როგორც ფილოსოფიურ-კულტურული ან ფილოსოფიურ-
ისტორიული კატეგორია, კულტურის მეცნიერებათა ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. მე-12- მე-17
საუკუნეების მოგზაურთა გამოცემებმა, რომლებიც აღწერდნენ ახალი ქვეყნებისა და ხალხების
რაოდენობას, ევროპაში კულტურული შოკი გამოიწვია, რამაც კულტურის შესწავლას საფუძველი
დაუდო. მათი მხრიდან საკუთარი თავის განსაკუთრებულობა შეარყია, აღმოჩნდა რომ კაცობრიობა
შედგება მრავალი კულტურისგან. ზოგადად, კულტურული შოკი კულტურაში დადებით როლს
თამაშობს, რადგან ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებას და ურთიერთგამდიდრებას,
კულტურათა ღიაობის ზრდას.
აკულტურიზაცია- პირველად ამერიკულ კულტურანთროპოლოგიაში გაჩნდა და აღნიშნავდა
კულტურული ცვლილებების პროცესს, რომელიც მე-19 საუკუნეში ჩრდ. ამერიკულ ტომებში
მიმდინარეობდა. თავიდან ვიწრო გაგებით ის აღნიშნავდა თეთრკანიან ამერიკელებთან კონტაქტის
შედეგად ჩრდილოამერიკელი ამერიკელი ინდიელების ასიმილაციის პროცესს. 1935 წელს ჩამოყალიბდა
კომიტეტი, რომელსაც უნდა განესაზღვრა აკულტურაციის პროცესების ბუნება და შესაძლო შედეგები.
კულტურა მუდმივად იცვლება გულისხმობს იმას, რომ საზოგადოების კულტურული ნიმუშების
გარდაქმნა მიდმივი პროცესია. იგი ყოველთვის ხორციელდება განსაზღვრულ კონტექსტსა და გარკვეულ
პირობებში. გარდაქმნის ტიპი და ტემპი სხვადასხვაგვარია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
კულტურული ცვლილება განიცდის შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ზეგავლენას. შინაგანი
ფაქტორებია: დემოგრაფიული ცვლილებები, სოც-სტრუქტურული ცვლილებები, ეკონომიკური
ფაქტორები, აღმოჩენები, რელიგიური ფაქტორები. გარე ფაქტორები: კონტაქტი ჯგუფებთან, ბუნებრივ-
ეკოლოგიური ფაქტორები. შინაგანი და გარეგანი ფაქტორები ურთიერთქმედებენ და განსაზღვრავენ,
როგორც კულტურული ნიმუშების ცვლილებებს, ასევე ცვლილებათა ტემპს.
რადკლიფ-ბრაუნი აღნიშნავდა სოციოკულტურულ მთლიანობათა დამახასიათებელ ტენდენციას-
შეინარჩუნონ წონასწორობა, მეორე მხრივ- ცვლილებათა გარდუვალობა, რაც უზრუნველყოფს
წონასწორობის აღდგენას, რომელიც ირღვევა უკონტროლო სოციალური და ბუნებრივი ფაქტორების
ზეგავლენით
ჰერსკოვიცი, ელიჩი და სხვა აღნიშნავდნენ, რომ ყველა კულტურას ყოველთვის ახასიათებს ცვლილების
შინაგანი ტენდენცია. ლევი-სტროსი გამოყოფდა ცხელ და ცივ კულტურებს, რომელთაგან ცივი
ცვალებადია, მეორე მდგრადია.
კონტაქტები სხვადასხვა სახისაა: დაპყრობა, სამხედრო-პოლიტიკური ბატონობა, მშვიდობიანი
მეზობლობა, სავაჭრო კავშირები, ეკონომიკური ურთიერთობა და სხვა. კულტურული ცვლილებაც
სხვადასხვანაირია: კულტურის მიერ მეორეს ელემენტთა სესხება, საკუთარი კულტურის იძულებითი
დანერგვა, ელემენტების ურთიერთშერევა, ურთიერთგავლენა და ა.შ.
უ. ოგბორნის მიერ შემუშავებულია „კულტურული ჩამორჩენის“ კონცეფცია, რომელიც გულისხმობს, რომ
კულტურის ცალკეული ნაწილები არათანაბრად ვითარდება: მატერიალური კულტურა უფრო სწრაფად,
ვიდრე არამატერიალური. არამატერიალური არ არის უშუალოდ დამოკიდებული მატერიალურზე.
კულტურული ჩამორჩენა წარმოშობს შინაგან დისბალანსს და იქცევა განვითარების ფაქტორად.
ჰერკოვიცის „ფოკუსის“ კონცეფციის თანახმად, ყოველი კულტურა შედგება, ერთი მხრივ, ელემეტებისგან,
რომლებიც მიიღება უკრიტიკოდ, მეორე მხრივ, კი ელემენტებისგან, რომელთა შეთვისება ხდება
რაციონალურ საფუძველზე.
კულტურული ტრანსმისია- კულტურა გადადის მომდევნო თაობებზე არაგენეტიკური (სწავლების)
გზით, რაც დროში უწყვეტობას განაპირობებს.კულტურული ტრანზმისიის შედეგია კულტურული
მემკვიდრეობა. ეს პროცესი უნდა მიმდინარეობდეს კულტურის საბაზისო ელემენტების შენარჩუნებით.
კულტურული მემკვიდრეობა გადაიცემა კულტურის მატარებელი ორი სუბიექტის
კონტაქტით(მასწავლებლისა და მოსწავლის, გამცემისა და მიმღების). ხალხის, ერის, ფენების, ჯგუფების
არსებობით და თაობათაშორისი ელემენტარული ურთიერთობებით არის შესაძლებელი, ისტორიული
კატაკლიზმების(ომი, კონფლიქტები, რევოლუცია) მიუხედავად, კულტურის სიცოცხლისუნარიანობის
შენარჩუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება „კულტურული ჯაჭვის“ გაწყვეტა, რომლის დროსაც
იცვლება ხალხის ცხოვრების წესი. ტრასმისიის მეშვეობით ახალი თაობა იღებს დაგროვილ
გამოცდილებას და მიღწევებს და მის განვითარებას აგრძელებს იმ წერტილიდან,რომელზეც მისი
წინამორბედი თაობა შეჩერდა.
კულტურის ტიპებია: სუბკულტურა, კონრკულტურა, მარგინალური, სასაზღვრო, განაპირა,
ქალური/მამაკაცური კულტურა(ასევე:კულტურის ბირთვულობა და პერიფერიულობა).
კულტურული სხვაობის კვლევისას მნიშვნელოვანია არქეტიპების დადგენა, რაც პირველსახეს,
საწყისს ნიშნავს(ბერძნული წარმოშობისაა). ეს არის წარმოდგენათა სქემა, რომელიც უნივერსალურია
ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა,ენისა, კულტურული ტრადიციისა.
ტერმინი ლიტერატურაში შემოიტანა კარლ გუსტავ იუნგმა (ფსიქიატრი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის
სკოლის ფუძემდებელი). იგი განასხვავებდა „ინდივიდუალურ არაცნობიერს“ „კოლექტიური
არაცნობიერისგან“, რომელიც კაცობრიობის მეხსიერებას წარმოადგენს, საერთოა ყველა ადამიანისთვის,
გადაეცემა მემკვიდრეობით და ინდივიდუალური ფსიქიკის საფუძველია. კოლექტიური არაცნობიერი
არის შეხედულებათა და რეაქციათა სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას.
თანდაყოლილი პროგრამების და უნივერსალური ნიმუშების გავლენის ქვეშ ექცევა როგორც
ელემენტარული ქცევები, ასევე, აღქმა, აზროვნება და წარმოსახვა. ამ ნიმუშებს ეწოდება „კოლექტიური
არაცნობიერის არქეტიპები“. არქეტიპული სახეები წარმოადგენენ მითოლოგიის, რელიგიის, ხელოვნების
საწყისს. კულტურული არქეტიპებია კულტურის საბაზისო ელემენტებია,რომლებიც სულიერი
ცხოვრების მყარ მოდელებს აყალიბებენ. კულტურის არქეტიპებს შეადგენენ კულტურის ტიპიური
თვისებები. მათი ჩამოყალიბება კულტურული გამოცდილების სისტემატიზაციისა და სქემატიზაციის
პროცესში მიმდინარეობს, საკაცობრიო და დიდი ისტორიული ერთობების კულტურის დონეზე. ამიტომ,
ინდივიდის მათთან კავშირის გაცნობიერება არ ხდება.
ეთნოკულტურული არქეტიპები გამოხატავენ ეთნოსის, როგორც კულტურული მთლიანობის
ფუძემდებლურ თვისებებს და განაპირობებენ მსოფლმხედველობის, ხასიათის თავისებურებებს.
ეთნოკულტურული არქეტიპების აქტიური არსებობა მნიშვნელოვანი პირობაა კულტურის მთლიანობისა
და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. კულტურული არქეტიპები უცვლელია და გვხვდება
რელიგიურ მოძღვრებებში, რიტუალებში, ეროვნულ იდეალებში და ა.შ.
კულტურის განმარტების შესახებ მეცნიერთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. არსებობს
კულტურის ფართო და ვიწრო გაგება. ტეილორმა 1970-იან წლებში კულტურა ვიწრო გაგებით განსაზღვრა,
როგორც „მთლიანი კომპლექსი, რომელიც მოიცავს ცოდნას, კანონებს, ჩვეულებებს და სხვა უნარებს,
რომელსაც ადამიანი, როგორც საზოგადოების წევრი ეუფლება“.
ჰოპსტედი- „კულტურა არის გრძნობა, რომელიც მოიცავს ღირებულებებისა და ნორმების
ერთობლიობას, ღირებულებები არის ის აგურები, რომლითაც შენდება კულტურა“.
ზვი მენვერთი და რობერტ ვებერი- კულტურას ხედავდნენ, როგორც იდეების სისტემას და
ამტკიცებდნენ, რომ ეს იდეები ახდენდნენ ადამიანების ცხოვრების წესის ფორმირებას.
ბრიობერი და კლაკჰონი-„კულტურა ეს არის აღქმისა და რეაგირების სქემატიზებული და
ეტალონური წესი, რომელიც იქმნება და გადაეცემა, უმთავრესად, სიმბოლოების მეშვეობით. კულტურის
ბირთვს შეადგენს ტრადიციული იდეები და ამ იდეებთან დაკავშირებული ფასეულობანი.“
სმელზერი- „კულტურა არის რწმენათა, ფასეულობათა და გამომსახველობით საშუალებათა
ერთობლიობა, რომელიც საერთოა რომელიღაც ჯგუფისთვის და ემსახურება ამ ჯგუფის წევრთა
გამოცდილების მოწესრიგებასა და ქცევის რეგულირებას“.
ჩვენ ვიზიარებთ, ორივე ჰოპსტედის და ნემენვერთ-ვებერის შეხედულებებს, კულტურის, როგორც
ღირებულებებისა და ნორმების იმ ერთობლიობის შესახებ, რომელსაც იზიარებენ ადამიანები და ის
განსაზღვრავს მათი ცხოვრების წესს. ღირებულებები არის იმპერატივი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა
იყოს საზოგადოებრივი მოვლენა, რა არის კარგი, რა სწორი და სასურველი. ნორმები არის სოციალური
წესები და მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეულ სიტუაციაში შესაფერის ქცევას.
საზოგადოება-ხალხის ჯგუფი. საზოგადოება შეიძლება ქვეყნის ექვივალენტი იყოს, ზოგი ქვეყანა შედგება
რამდენიმე სხვადასხვა საზოგადოებისგან და ზოგი საზოგადოება მოიცავს რამდენიმე ქვეყანას.
ფართო გაგებით, კულტურა(ლათინურად: დამუშავება, აღზრდა, განვითარება) არის საზოგადოებისა
და ადამიანის ისტორიულად განსაზღვრული საფეხური, რომელიც გამოხატულია ადამიანის
მატერიალური და სულიერი საქმიანობის შედეგებში. „კულტურა“ ახასიათებს, როგორც გარვეული
ისტორიული ეპოქების განვითარების დონეს(მაგ. მაიას ტომის კულტურა), ასევე ადამიანის ცხოვრებისა
და საქმიანობის ხარისხს(მად.:შრომის კულტურა,ზნეობრივი, ბიზნეს კულტურა). ფართო გაგებით
ტერმინი „კულტურა“ მოიცავს ყოველივე იმას, რაც განსაზღვრავს სამყაროში ადამიანის არსებობის
სპეციფიკას. კულტურის კლასიფიკაცია მოიცავს მატერიალურ და სულიერ სფეროებს. მატერიალური
მოიცავს მატერიალურ წარმოებას, მოხმარებას, გაცვლას და განაწილებას. სულიერი: განათლებას,
აღზრდას და სხვა.

ღირებულებები და ნორმები
ღირებულებები არსებობს იმ გარემოში, რომელშიც საზოგადოებრივი ურთიერთობების გარკვეული
ნორმები არის დამკვიდრებული. იგი შეიძლება აერთიანებდეს საზოგადოების დამოკიდებულებას:
ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის სიმართლის, სამართლიანობი, პატიოსნების,
ერთგულების, სოციალური მოვალეობების, კოლექტიური პასუხისმგებლობების, ქალის როლის,
სიყვარულის, ქორწინების მიმართ. ღირებულებები საზოგადოებაში იძენენ კონკრეტულ მნიშვნელობას.
ისინი აისახება საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ სისტემებზე.
ნორმები არის ის სოციალური წესები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანების ერთმანეთის მიმართ
დამოკიდებულებას. ის შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად „ყოველდღიური“ და „უფრო მეტი“- ზნე-
ჩვეულებები. „ყოველდღიური“ნორმები არის მორალური მნიშვნელობის ქმედებები, ჩაცმულობა, ქცევები,
მანერები, ანუ რუტინული კონვენცია.განსაზღვრავს იმას თუ როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი თავის
ჩვეულებრივ ყოფაში, თუმცა მისი დარღვევა პიროვნებას არ აკისრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ის
ვინს ამ ნორმებს დაარღვევს ჩაითვლებიან ექსცენტრიკებად და ცუდი მანერების მქონე ადამიანებად. ბევრ
ქვეყანაში მოთმინებით ეკიდებიან უცხოელების მიერ მათ დარღვევას. აშშ და დასავლეთი ევროპა დროს
ძვირფას რესურსად თვლის , რომლის გაფლანგვა შეურაცხყოფად მიაჩნიათ. არაბეთში და ხმელთაშუა
ზღვისპირეთის ქვეყნებში კი დროს უფრო ელასტიური ხასიათი აქვს. ხალხთან ურთიერთობა უფრო
მნიშვნელოვანია ვიდრე დღის განრიგის დაცვა.
ყოველდღიური ნორმები არის რიტუალები და სიმბოლური ქცევები. კულტურის ყველაზე ცხად
გამოხატულებას სწორედ ისინი წარმოადგენენ და გადმოსცემენსხვადასხვა ერის ღრმა კულტურულ
ღირებულებებს.მაგალითად იაპონური ტრადიციით თავის დაკვრით ხდება სტუმრისადმი პატივისცემის
დემონსტრირება და რაც უფრო მეტად დაუკრავ თავს, მის მიმართ უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავ.
საზოგადოების არსებობისა და სოციალური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია „ზნე-ჩვეულებების“ დაცვა.
მათ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ ვიდრე „ყოველდღიურს“. მის დარღვევას მოჰყვება სასჯელი და
მოიცავს გარყვნილობას, ქურდობას, კანიბალიზმს. მათი დარღვევა ბევრ ქვეყანაში კანონებში აისახება.
მაგალითად: ყველა ქვეყანას აქვს კანონი ქურდობის, კანიბალიზნის წინააღმდეგ. თუმცა მაინც დიდია
განსხვავება კულტურებს შორის. მაგალითად: ამერიკაში ალკოჰოლის მოხმარება ფართოდ არის
გავრცელებული, ხოლო არაბეთში ნორმის დარღვევად ითვლება და ისჯება კანონით.

კულტურა, საზოგადოება და ეროვნული სახელმწიფო


საზოგადოება არის ხალხის ჯგუფი, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებსა და ნორმებს. ეს
არის ხალხი, რომელიც დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო კულტურით. საზოგადოებასა და ერს
შორის არ არის მკაცრი ურთიერთშეთავსებადობა. სახელმწიფო არის პოლიტიკური წარმონაქმნი,
რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე კულტურას. საფრანგეთი წარმოადგენს ფრანგული კულტურის
განსახიერებას, კანადელებს სამი კულტურა აქვთ,ინდოეთი-ათობით, ასევე არსებობს ორი არაბული
კულტურა: შიიტები სამხრეთით და სუნიტები, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნის ცენტრში. მეორე მხრივ,
არსებობს კულტურები, რომლებიც რამდენიმე ერს მოიცავს. მაგალითად, ისლამური კულტურა
გავრცელებულია შუა აღმოსავლეთში, აზიაში და აფრიკაში. სამუელ ჰანთინგტონმა სამყარო 3
ცივილიზაციად დაყო: დასავლურ, ისლამურ და ჩინურ. გლობალიზაციის ეპოქაში იშვიათია ქვეყანა,
რომელიც ერთი ჰომოგენური კულტურის მატარებელია. ეროვნული კულტურა არის სუბკულტურების
მოზაიკა.

კულტურის დეტერმინანტები
კულტურული ღირებულებები და ნორმები არ არის სრულიად ჩამოყალიბებული. მასში მოიაზრება
პოლიტიკური და ეკონომიკური ფილოსოფია, საზოგადოების სოც. სტრუქტურა, რელიგია, ენა და
განათლება. პოლიტიკური, ეკ. და სამართლებრივი ფილოსოფიები გავლენას ახდენენ საზოგადოების
ფასეულობათა სისტემაზე. მაგალითად: ჩრდილოეთ კორეაში ჩამოყალიბებული კომუნისტური რეჟიმის
ფასეულობები, მკვეთრად განსხვავდება ამერიკულისგან, იმის გამო რომ ორივე განსხვავებული
პოლიტიკური და ეკონომიკური ფილოსოფიით მოქმედებს.

საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ზეგავლენა გლობალურ ბიზნესზე


საზოგადოების სოციალური სტრუქტურის 2 მთავარი საზომი მნიშვნელოვანია კულტურებს შორის
განსხვავების ახსნის პროცესში. პირველია ძირითადი სოციალური ორგანიზაციის ინდივიდუალური ან
ჯგუფური წარმოების წესისადმი მიკუთვნება(დასავლური საზოგადოება მიისწრაფვის
ინდივიდუალიზმის პირველობისკენ). მეორე არის ხარისხი, რომლითაც საზოგადოება არის დაყოფილი
კლასებად და კასტებად. ზოგი საზოგადოება სოციალური დიფერენციაციის მაღალი დონით და კლასებს
შორის მობილობის დაბალი დონით ხასიათდება.
ჯგუფები და ინდივიდები
ინდივიდუალიზმი უფრო მეტია, ვიდრე პოლიტიკური ფილოსოფია. ბევრ დასავლურ
საზოგადოებაში ინდივიდი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ეს აისახება პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ორგანიზაციაზე და იმაზე, თუ როგორ ამყარებენ ადამიანები ერთმანეთთან კავშირს
სოციალურ თუ ბიზნეს საკითხებში. ინდივიდის სოციალური მდგომარეობა განისაზღვრება მის მიერ
არჩეულ საქმიანობაში ინდივიდუალური თავისებურებების წარმოჩენის უნარით. ინდივიდის
წარმოჩენის უნარზე აქცენტის გადატანა ზოგ საზოგადოებაში მიჩნეულია მომგებიანად, ზოგში
საზიანოდ. აშშ-ს ეკონომიკის დინამიკურობა ინდივიდუალიზმის ფილოსოფიაზეა აგებული.
ინდივიდუალიზმი აშშ-სა და სხვა დასავლურ ქვეყნებში მიიჩნევა ბიზნესის მაღალი დონის მთავარ
მიზეზად. ინდივიდუალური მეწარმეების მიერაა შექმნილი ახალი პროდუქტები და ბიზნესის კეთების
ახალი გზები.
ინდივიდუალიზმი აისახება მენეჯერული მობილობის მაღალ დონეზე და ეს ყოველთვის კარგი არ
არის. ინდივიდუალიზმზე ორიენტირებამ კოლექტიური მიზნის მიღწევა შეიძლება გაართულოს, რადგან
ისინი მუდმივად ერთმანეთს შეეჯიბრებიან, რაც თანამშრომლობას გაართულებს. მასაჩუსეტსის
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კვლევებმა უჩვენა, რომ აშშ-ს ფირმები გლობალურ ეკონომიკაში
ზარალდებიან , რადგან ვერ აღწევენ კომპანიის მუშაკებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მაღალ
დონეს.
ჯგუფი არის ორი ან მეტი ადამიანის ურთიერთკავშირი, რომელთაც აქვთ საერთო შეხედულებები
და ურთიერთკავშირი. ადამიანი არის სოციალური არსება და ჩართულია საოჯახო, შრომის და სხვა
პროცესებში, რაც მიიღწევა მისი ინდივიდუალური თვისებების ამ სოციალურ ჯგუფებში გამოვლენით.
ჯგუფები ყველა საზოგადოებაში განსხვავებულია. ზოგ საზოგადოებაში ინდივიდის თვისებები და
მიღწევები ითვლება უფრო მნიშვნელოვნად ვიდრე ჯგუფის წევრობა, სხვაგან პირიქით.
დასავლურ ინდივიდუალიზმზე აქცენტთან კონტრასტში, ჯგუფი არის სოციალური
ორგანიზაციების გაერთიანება. მაგალითად, იაპონიაში ინდივიდის სოციალური სტატუსი
განისაზღვრება იმ ჯგუფის მდგომარებით, რომელსაც ეკუთვნის და არა მისი ინდივიდუალური
თვისებების წარმოჩენის უნარით. ტრადიციულ იაპონურ საზოგადოებაში ჯგუფი იყო ოჯახი ან სოფელი,
რომელსაც ინდივიდი ეკუთვნოდა. დღეისათვის ჯგუფი ხშირად ასოცირდება სამუშაო გუნდთან ან
ბიზნეს ორგანიზაციასთან. ცენტრალური ფასეულობა იაპონურ კულტურაში დაკავშირებულია ჯგუფის
წევრობასთან, ამას შეიძლება მომგებიანი ეფექტი ქონდეს ბიზნეს ფირმებისთვის. როგორც იაპონელი
მეცნიერი ნაკანე აღნიშნავს, თუ ინდივიდის ღირებულებათა სისტემა ახლო კავშირშია ჯგუფის
მიზნებთან, იაპონელების შემთხვევაში, ეს ქმნის ჯგუფის წევრებისთვის მოტივაციას, რომ მათ იმუშაონ
ერთად საბოლოო მიზნის მიღწევისთვის. ჯგუფის მიღწევები არ ასტიმულირებს მენეჯერებს და მუშებს
რომ სხვა კომპანიაში გადავიდნენ. წლების განმავლობაში მენეჯერე, მუშაკები იძენენ ცოდნას, რომელიც
შემდგომ მატერიალიზდება კომპანიის წარმატებაში.
ჯგუფის პრივილეგირებულობა ყოველთვის მომგებიანი არ არის. აშშ-ს საზოგადოება ხასიათდება
დინამიზმის და მეწარმეობრივი აქტივობის დიდი დოზით, რაც ახალი პროდუქტის შექმნასა და ბიზნესის
კეთების ინოვაციური გზების ძიებაში გამოიხატება.

საზოგადოების სტრატიფიკაცია
ყველა საზოგადოება დაყოფილია სოციალურ ფენებად, რომლებიც განისაზღვრება ოჯახური
წარმოშობით, სოციალური მდგომარეობით, შემოსავლით და ა.შ. ინდივიდები იბადებიან გარკვეულ
ფენებში და ხდებიან იმ საზოგადოების წევრები, რომელსაც მათ მშობლები ეკუთვნიან. საზოგადოების
მაღალ ფენებში დაბადებულები მიისწრაფვიან ცხოვრების უკეთესი პირობებისკენ, ვიდრე დაბალ
საფეხურზე დაბადებულები. მოსალოდნელია, რომ მათ ექნებათ უკეთესი განათლება, ჯანმრთელობა,
ცხოვრების სტანდარტები და სამუშაო შესაძლებლობები. სოციალური ფენები განსხვავდებიან ორი
ძირითადი ნიშნით: სოციალურ ფენებს შორის მობილურობის ხარისხით და ბიზნესის კეთებაზე
განსხვავებული სოციალური ფენისადმი მიკუთვნების ზეგავლენით.
სოციალური მობილობა- ასახავს შესაძლებლობას გადაადგილდე იმ ფენიდან, რომელშიც დაიბადე
უფრო მაღალ სოციალურ ფენაში. ის განსხვავებულია სხვადასხვა საზოგადოებაში. მისი ყველაზე მკაცრი
სისტემა არის კასტური სისტემა. კასტა ჩაკეტილი სისტემაა, რომელშიც ადამიანის სოციალური პოზიცია
განისაზღვრება იმ ოჯახის სოციალური სტატუსით, რომელშიც დაიბადა, ამ სტატუსის შეცვლა
შეუძლებელია. ხშირად კასტებს ახასიათებთ კონკრეტული საქმიანობა, რომელიც გადადის თაობიდან
თაობაზე. მაგალითად: მეწაღეობა, ყასბები და სხვა. 21-ე საუკუნეში კასტური საზოგადოებები სწრაფად
შემცირდა, თუმცა არსებობს მისი კლასიკური მაგალითი: ინდოეთს აქვს 4 მთავარი კასტა და რამდენიმე
სუბკასტა. აქ კასტური სისტემა გაუქმდა მაგრამ, საზოგადოებაში მაინც მნიიშვნელოვან ძალას
წარმოადგენს. საქმიანობა და მატერიალური შესაძლებლობები კი ისევ ნაწილობრივ კასტებს უკავირდება.
სოციალური სტრატიფიკაციის კლასობრივი სისტემა სოციალური დიფერენციაციის ნაკლებად მკაცრი
ფორმაა. ამ სისტემაში ადამიანმა თავისი პოზიცია შეიძლება შეცვალოს საკუთარი მიღწევებისა და ბედის
წყალობით.იერარქიის ბოლო კლასში დაბადებულმა ადამიანმა შეიძლება წინ გადაინაცვლოს ან პირიქით.
ბრიტანეთს აქვს საკმაოდ მკაცრი კლასობრივი სტრუქტურა. აქ გამოიყოფილია 3 ძირითადი კლასი:
მაღალი, რომელთა წევრები და მათი ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში ფლობდნენ ქონებას, პრესტიჟს,
ძალაუფლებას ფლობდნენ; საშუალო- აქ გამოიყოფა 2 კლასი, ზედა საშუალო(ჩართული იყვნენ
მნიშვნელოვან მენეჯერულ საქმიანობაში: ბუღალტერი,მოსამართლე, ექიმი) და ქვედა-
საშუალო(ჩართული ივნენ საოჯახო და ნაკლებ პრესტიჟულ საქმიანობაში:მდივანი).ბოლოა მუშათა
კლასი-სულს შოულობდნენ ფიზიკური შრომით. ბრიტანულ კლასობრივ სისტემაში მნიშვნელოვანი
განსხვავება იყო სხვადასხვა კლასის ცხოვრების სტილში, რამდენადაც მაღალი და საშუალო კლასის
წარმომადგენლებს ბავშვები კერძო სკოლებში დაჰყავდათ, რომ არ ჰქონოდათ კონტაქტი დაბალი კლასის
წარმომადგენლებთან. ზოგ სკოლას კავშირი ჰქონდა პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან, საიდან მიღებული
ცოდნაც იძლეოდა მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს. საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები
სახელმწიფო სკოლებში დადიოდნენ, უმრავლესობა 16 წლის ასაკში ამთავრებდა და ვინც აგრძელებდა
სწავლას ვერ ხვდებოდა პრესტიჟულ უნივერსიტეტში, რაც შესაბამის სამუშაოში აისახებოდა.თუ ისინი
მაინც ახერხებდნენ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მოხვედრას მათი მანერები , სოციალური უნარების
ნაკლებობა განასხვავებდა მათ მდიდრებისგან, ამიტომ მაინც უჭირდათ პრესტიჟული სამუშაოს პვნა. ამის
გამო ამ სისტემაში იზღუდება მობილურობა. თანამედროვე ბრიტანული საზოგადოება ცდილობს
კლასობრივი სტრუქტურის დაშლას და მიისწრაფვის უკლასო საზოგადოებისკენ, თუმცა რეალურად არ
ხორციელდება.
კლასობრივი სისტემა ბრიტანეთთან შედარებით აშშ-ში ნაკლებად მკაცრია. აქ კლასის წევრობა
განისაზღვრება ეკონომიკური მიღწევებით, რაც მობილობის ხელმისაწვდომობას ასახავს.
ჩინეთში არსებითი მნიშვნელობა აქვს კლასობრივ დაყოფას. აქ სოფლის გლეხებისა და ქალაქის
მცხოვრებთან ცხოვრების დონეს და შანსებს შორის დიდი სხვაობაა. დაყოფა გაძლიერდა კომუნიზმის
დროს,რადგან არსებობდა საოჯახო მეურნეობების რეგისტრაციის მკაცრი წესები. კოლექტიურ
ფერმერობაში ჩართული გლეხები მოკლებულნი იყვნენ განათლებას, ხარისხიან სკოლებს,
ჯანმრთელობაზე ზრუნვას, საკვების მრავალფეროვნებას და სხვას. მათი უმეტესობა ცხოვრობდა
სიღარიბეში. მობილობა შეზღუდული იყო. სისტემა დაინგრა 1970-1980 წლებში, როდესაც გლეხებმა
ქალაქებში დაიწყეს სამუშაოს ძებნა. მეცნიერების ვარაუდით, ახალი კლასობრივი სისტემა ნაკლებადაა
დამყარებული სოფლისა და ქალაქის დაყოფაზე.
თანდათანობით იზღუდება ბიზნესზე კლასობრივი წარმოშობის გავლენა. ეს განსაკუთრებით
იგრძნობა იაპონიაში,სადაც მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ ეკუთვნის საშუალო კლასს. ისეთ
ქვეყნებში როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, მობილობის ნაკლებობამ მოიტანა კლასობრივი შეგნების
ემერჯენტულობა. ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობა და ანტაგონიზმი იწვევდა თანამშრომლობის
გართულებას ბრიტანულ კომპანიებში, რაც ინდუსტრიულ განვითარებას აფერხებდა. თუმცა, ბოლო
წლებში ეს შეფერხება შემცირდა, რაც უკლასო საზოგადოებისკენ სწრაფვას გულისხმობს. მენეჯერსა და
მუშებს შორის ანტაგონისტური დამოკიდებულება, თანამშრომლობის სურვილის ნაკლებობა ზრდის
პროდუქციის წარმოების დანახარჯებს იმ ქვეყნებში, რომლებიც კლასობრივი დიფერენციაციის მაღალი
ხარისხით ხასიათდებიან. ასეთ ქვეყნებში დაფუძნებული კომპანიების საქმიანობა, გართულებილია
გლობალურ ბიზნესში.

რელიგია, როგორც ზნეობრიობის სუბსტანცია და გლობალური ბიზნესის ზრდის მოტივატორი


რელიგია შეიძლება განისაზღვროს ,როგორც საერთო რწმენის და რიტუალების სისტემა, რომელიც
დაკავშირებულია ღვთაებრივ სამყაროსთან. ქრისტიანობაში სიტყვა რელიგია ნიშნავს მოწიწებით
პატივისცემას, ჩინეთში მას უწოდებენ „ჩიაოს“ - ნიშნავს მოძღვრებას, ინდოეთში „დრაჰმა“ -ნიშნავს
წესრიგს, არაბულში „დინ“-ღვთაებრივი განგება.
რელიგიის ზნეობრივ ანუ ეთიკურ სისტემებსა და ბიზნესპრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირია.
მსოფლიოში ეს კავშირი გამოიხარება იმაში, რომ ერები, კათოლიკურ, პროტესტანტულ, მუსლიმანურ და
ბუდისტურ უმრავლესობასთან ერთად იღწვიან თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის.
ეკონომისტების რობერტ ბეროსა და რეიჩელ მაკკლეარის უკანასკნელი კვლევა(1980-90 წლებში
აკვირდებოდნენ 59 ქვეყანას) გვიჩვენებს, რომ ძლიერ რელიგიურ რწმენას აქვს პოზიტიური ზეგავლენა
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. გლობალიზაციის ეპოქაში ქრისტიანული შეხედულებების
გააზრება და შეფასება, რელიგიისა და შრომის კულტურის საკითხების კვლევა, ცივილიზებულ
მფოსლიოში დიდ ინტერესს იწვევს. რელიგია გახდა მძლავრი სულიერ ფაქტორი, რომელიც იწვევს
შრომის მოტივაციას, ამიტომაც არის, რომ ღრმა რელიგიური სეგმენტის მქონე ქვეყნები მძლავრი
ეკონომიკური ზრდით ხასიათდება. ამდენად, ყველა ქრისტიანული კონფესია ერთმნიშვნელოვანია იმ
საკითხთან მიმართებით, რომ რელიგია არის შრომის ეთიკის საფუძველი, თუმცა ის ახდენს
არაერთგვაროვან ზეგავლენას შრომის მორალზე.
რელიგიის დეფინიცია, თვითონ ამ სიტყვის ეტიმოლოგიური ახსნითა და ისტორიით იწყება. ძველ
ბერძნებს არ ჰქონდათ სიტყვა „რელიგია“. რომაელებს ეტიმოლოგიურად დადგენილი და ზუსტად
განსაზღვრული აქვთ „რელიგია’’. იგი რომაული იდენტობის განმსაზღვრელი იყო, სხვა ხალხების რწმენას
ისინი ამ სახელით არ მოიხსენიებდნენ. ციცერონის de natura deunom არის უძველესი წყარო სადაც ის წერს:
‘’ თუკი ღმერთები ადამიანების ძღვენს შესაბამისი წყალობით არ პასუხობენ, რა საჭირო ყოფილა „პიეტას“,
„სანკტიტას“, რელიგიოს?“. ძველრომაული „რელიგიო“ ნიშნავს განსაკუთრებულ, ზუსტ ანუ და
გულმოდგინე ყურადღებას, პატივისცემას იმისადმი, რასაც ღმერთები ადამიანებისგან მოითხოვდნენ.
რომში კანონით სავალდებულო ღვთის განდიდება-თაყვანისცემა უნდა გამოხატულიყო
კულტმსახურების უზადოდ აღსრულებაში. რომაული რელიგია იყო ორთოპრაქსულად და არა
ორთოდიქსულად ორიენტირებული, მისი მიზანი იყო არა სწორი რწმენა, არამედ სწორი მსახურება.
სახელმწიფოს ჭეშმარიტი პროგრესისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სოციალურ-
ეკონომიკური განვითარების ეროვნული საფუძვლების ჩამოყალიბებას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს შრომით კულტურისა და რელიგიის ურთიერთმიმართების საკითხს. სამეცნიერო და რელიგიურ
ხედვათა გაერთიანებას, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების
საქმეში. ეკლესია საუკუნეების მანძილზე უზრუნველყოფდა ერის სულიერ და მატერიალურ
განვითარებას, იგი ამკვიდრებდა ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებულ კულტურას, რომელიც
ასახავდა ქართულ ცნობიერებას. „ ნებისნიერი ადამიანური საქმიანობა-ფილოსოფია, მეცნიერება,
ხელოსნობა, ხელოვნება, განათლება, კულტურა- თავის წარუვალ ღირებულებას მხოლოდ მაშინ იძენს,
როცა განათლდება და გაიაზრება ღმერთკაცში- ჩვენს უფალსა და ღმერთში იესო ქრისტეში“.
იუდაიზმი პირველ მონოთეისტურ რელიგიად ითვლება აბრაამისტულ რელიგიებს შორის მას მოსეს
რჯულს უწოდებენ ებრაელთა სულიერი ლიდერის მიხედვით. აბრაამს, რომელმაც ებრაელ ერს დასაბამი
მისცა, ორი შვილი, ისააკი და ისმაელი ჰყავდა. ისააკი ებრაელთა წინაპარია, ისმაელი არაბების.
იუდაველებსა და ქრისტიანებს შორის წინააღმდეგაობა არის ის რომ, ქრისტიანობაში მესია გამოცხადდა,
იუდაველები კი მას ელიან. ქრისტიანობაში მესიის მოსვლას სულიერი გადარჩენა და თავისუფლება
მოაქვს, ებრაელებში ისრაელის სახელმწიფოს აღორძინება. ებრაელებმა არ აღიარეს მესია, რადგან მასში
ვერ დაინახეს „იუდეველთა მეფე“. „ქრისტე“ წარმოდგება ძველბერძნული“xristos”-ისგან , იგივეა რაც
ებრაულად „მესია“. ძველი და ახალი აღთქმა ერთად ქმნის ბიბლიას, რაც ბერძნულად ნიშნავს წიგნს.
ქრისტიანობა იყობა მართლმადიდებლობად, კათოლიციზმად, პროტესტანტიზმად.
არაბულად სიტყვა ისლამი უფლისადმი მორჩილებას ნიშნავს. ღმერთის არაბული აქვივალენტია
ალაჰი ანუ „Elohim”. მუჰამედი იყო წინასწარმეტყველი, რომელიც დაიბადა მექსიკაშ ღარიბ ოჯახში 570
წელს. მამა მის დაბადებამდა გარდაიცვალა, დედა - როცა 6 წელი შეუსრულდა. 25 წლის ასაკში
დაქორწინდა მდიდარ ქვრივ ჰადიჯაზე, 40 წლის ასაკში ქონდა მისტიკური ხილვა, როდესაც
გამოქვაბულში ეძინა ჩაესმა ხმა: მუჰამედ შენ უფლის მოციქული უნდა იყო. პირველი სიტყვა, რომელიც
ზეციდან ეუწყა იყო „წაიკითხე“ არაბულად „ალ ყურან“, საიდააც მომდინარეობს ყურანი. ღმერთი
მუჰამედს 22 წელი კარნახობდა ყურანს.
ეთიკური სისტემები ასახავს იმ მორალურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც გამოიყენება
ადამიანის ქცევის პრინციპების ჩამოყალიდების პროცესში. ქვეყნების უმეტესობის ეთიკური სისტემები
რელიგიის პროდუქტია. შეიძლება ვისაუბროთ ქრისტიანულ ეთიკაზე, ისლამურ ეთიკაზე, თუმცა არის
გამონაკლისები სადაც ეთიკური პრინციპები არ არის წარმოშობილი რელიგიიდან. კომფუციანიზმი და
კომფუციური ეთიკა გავლენას ახდენს აზიის სხვადასხვა ნაწილში კულტურის ჩამოყალიბებაზე, თუმცა
კონფუციანიზმს ვერ დავასახელებთ როგორც რელიგიას. რელიგიებს, ეთიკასა და საზოგადოებას შორის
ურთიერთობის თემა ფაქიზი და კომპლექსურია. ათასობით რელიგიას შორის, რომელიც მსოფლიოში
არსებობს, მიმდევართა რაოდენობის მიხედვით დომინირებს 4: ქრისტიანობა- 2,4 მილიარდი, ისლამი-1,6
მილიარდი, ინდუიზმი-970 მილიონი, ბუდიზმი- 380მილიონი მიმდევარი, თუმცა ბევრ სხვა რელიგიას
აქვს მნიშვნელოვანი გავლენა თანამედროვე მსოფლიოს გარკვეულ ნაწილზე(მაგ. იუდაიზმი -14 მლნ
მიმდევარი). მათუ რიცხვი რელიგიებთან შედარებით მკრთალია.(იუდაიზმს აქვს არაპირდაპირი გავლენა
რელიგიებზე).
ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესზე რელიგიის გავლენაში არის იმ
ხარისხის დადგენა, რომლითაც სხვადასხვა რელიგიები აყალიბებენ შრომას და ბიზნესს შორის
დამოკიდებულებას. კავშირი რელგიასა და ადამიანის ეკონომიკურ საქმიანობას შორის არსებობს
უძველესი დროიდან. რელიგია როგორც კულტურის უმნიშვნელოვანესი დეტერმინანტი ახდენს აქტიურ
ზემოქმედებას ეკონომიკისა და წარმოების სფეროსი მორწმუნეთა ქცევასა და შრომისადმი
დამოკიდებულებაზე. ამის შესაებ მოწმობს ყველა მსოფლიო რელიგიის გამოცდილება. არსებობს
მრავალი კვლევა, რომელიც მიეძღვნა რელიგიის ეკონომიკაზე ზეგავლენის საკითხს. ქვეყნებს შორისი
შედარებები გვიჩვენებენ, რომ, ჯერ ერთი, მოქალაქეთა რელიგიურობა სასიკეთო გავლენას ახდენს
ეკონომიკურ განვითარებაზე, მეორე, ის, რომ ეს ეფექტი სხვადასხვა რელიგიებში განსხვავებულად
ვლინდება. ამასთან, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ რელიგიური ფასეულობები, როგორც
რელიგიისადმი კუთვნილება, უცვლელია და ისინი ჩვენი იდენტურობის ერთ-ერთი საბაზისო
შემადგენელია. თუმცა, ისტორიაში იყო კონფესიური კუთვნილების მასობრივი შეცვლის შემთხვევები,
მაგალითად რეფორმაცია ევროპაში ან აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში ევროპელების მიერ
კოლონიზებული ტერიტორიების მაცხოვრებელთა მასობრივი გაქრისტიანება. მიუხედავად ამისა, თუ
ადამიანი დაიბადა და გაიზარდა მაგალითად კათოლიურ ოჯახში, მასინ რაც არ უნდა გააკეთოს მან- აღარ
იაროს ტაძარში, მიიღოს საერო განათლება, მისი ფასეულობათა სისტემა მაინც დარცება კათოლიკურად.
რელიგია - საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც განპირობებულია
ზებუნებრივი ძალისადმი ან პიროვნებისადმი რწმენის არსებობით. ეს რწმენა- არის ნებისმიერი
რელიგიის ძირითადი ნიშანი და ელემენტი, რომელსაც მისდევენ მორწმუნეები. იდეოლოგები ცდილობენ
დაამტკიცონ, რომ რელიგია მარადიულია და ადამიანისადმი რელიგიური გრძნობა მინიჭებულია
ბუნებისგან. სინამდვილეში, რელიგია წარმოიშვა მხოლოდ საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ
ისტორიულ ეტაპზე. ადამიანთა დაჩაგრულობა ბუნების სტიქიური ძალებით, სოციალური წნეხით,
ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების ჭეშმარიტი მიზეზების უცოდინრობა, რელიგიის
წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია. რელიგიის უმნიშვნელოვანეს ნიშანს წარმოადგენს ზებუნებრივი ძალის
მიმართ არსებული რწმენა. ადამიანები დამოკიედებილნი იყვნენ გაბატონებულ ბუნების ძალებზე, ამიტომ
ადამიანები მათ ანიჭებდნენ არამიწიერ თვისებებს. ასე წარმოიქმნა რელიგიური კულტი - რელიგიური
მოქმედებების: ლოცვეის, მსხვერპლად შეწირვის და სხვა რიტუალების ერთობა. რელიგიური კულტის
წარმოქმნასთან ერთად გაჩნდნენ მისი მსახურებიც - ქურუმები, შამანები, მოძღვრები, ასევე სხვადასხვა
სახეის რელიგიური ორგანიზაციები და დაწესებულებები.
დღეისთვის მსოფლიოში არსებობს უამრავი სხვადასხვა რელიგია. მათ შორის ყველაზე
გავრცელებულია, ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი. 2018 წლის მონაცემებით, დედამიწის მორწმუნეების
54%ზე მეტი ერთ-ერთი აბრაამისტული რელიგიის მიმდევარია, აქდან ქრისტიანები-34,5%, მაჰმადიანი-
23,3%, იუდეველი -0,2%. 15%ს სწამს ინდუიზმი, 6,7% ბუდიზმი, 5,6% ტრადიციული ჩინური რელიგიები,
0,37%-სიქხია, 7%- სხვა რელიგიის მიმდევრები არიან.
ქრისტიანობას გააჩნია სამი ძირითადი განშტოება: კათოლიციზმი, რომელიც ძირითადად
გავრცელებულია დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, პროტესტანტიზმი, ძირითადი კერებია დასავლეთ
ევროპის ჩრდილოეთში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკის
რესპუბლიკაში. მართლმადიდებლიბა, რომელსაც მისდევენ რუსები, უკრაინელები, მოლდაველები,
ქართველები, ბერძნები, რუმინელები, იუგოსლავიისა და ბულგარეთის ერები. ქრისტიანობა წარმოიშვა
პალესტინაში და ის დაკავშირებულია იესო ქრისტეს და მისი უახლოესი მომდევრების მოღვაწეობასთან.
ჩვ.წთ.აღ. 33 წელს-იესოს ჯვარცმას, მიაკუთვნებენ ამ რელიგიის ჩასახვის დროს. იესო ქრისტე დაიბადა
პალესტინაში, ქალაქ ბეთლემში. ქრისტიანებს სწამთ რომ იესო იშვა მარადქალწული მარიამისგან.
ქრისტიანობა სწრაფად გავრცელდა. ადამიანებს მასში ხიბლავთ მაღალი ჰუმანისტური პრინციპები,
ტოლერანტული მიდგომები, რომელიც თანაბრად დომინირებს ყველა რასობრივი, ეთნიკური და
სოციალური ჯგუფისადმი. რელიგიის ისტორია აღიარებს იმ მიდგომას, რომ ქრისტიანული რწმენის
მიმდევარი ქვეყნები უმეტეს შემთხვევაში აღწევდნენ ყელაზე დიდ წარმატებას ეკონომიკური,
სოციალური და კულტურული განვითარების სფეროებში. ამჟამას ქრისტიანების რიცხვი აღემატება 2.4
მილიარდს კათოლიკები- 1,2 მილიარდზე მეტი, პროტესტანტები- 600მლნ. მათ შორის
ორმოცდაათიანელები-100მლნ, მეთოდისტები-70მლნ, ბაპტისტები- 70მლნ, ლუთერანები-75მლნ,
ანგლიკანები-70მლნ.
რა აერთიანებს რელიგიებს? თეორიულ და ემპირიულ დონეზე დადგენილია, რომ ისისნი შიცავენ
პასუხს კითხვაზე სიცოცხლის საზრისის შესაზებ. ყველა რელიგიაში ირკვევა, რომ ადმიანის სიცოცხლე
შეიძლება განისაზღვროს არა მარტო ზებუნებრივი ძალების გამოვლინებით, არამედ საკუთარი
ძალისხმევითაც. ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანოს ყოფიერებაზეც და მისი ცნობიერების
ჩამოყალიბების პროცესზეც. ანუ ადამიანს არ შეუძლია სრულად დაემორჩილოს თავი ბედს, მაგრამ უნდა
გამოიყენოს ძალისხმევა საკუთარი ბედის სამართავად. ყველა რელიგია ადასტურებს, რომ ადამიანი უნდა
ცდილობდეს ყოველივე კარგის მიღწევას, თავი აარიდოს ყველაფერ ცუდს ცხოვრებაში, რათა მიიღოს
ღირსეული საზღაური მომავალში. ამრიგად, ადამიანის ცხოვრება განისაზღვრება ღმერთის ნებით,
ამიტომ ადმიანი უნდა ცდილობდეს იყოს ღმერთის მცნებების მიმდევარი, რათა მიაღწიოს ყველაფერ
იმას, რაც ასებობს ცხოვრებაში სასიამოვნო ან თავიდან აირიდოს ყველაფერი, რაც მასში არასასიამოვნოა.
სწორედ ეს აერთიანებს ყველა რელგიას. ბოროტისა და კეთილის პრობლემა რელიგიებისთვის
ცენტრალური, მაგრამ თავისი არსით ამ საკიტხის მიდგომებისადმი რელიგიაში მრავალი განსხვავება
ვლინდება, რაც სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ადამოანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. რელიგია
არსებობს საზოგადოებაში არა როგორც მისთვის უცხო სხეული, არამედ როგორც სოციალური
ორგანიზმი, ვცოვრების ერთ-ერთი გამოვლინება. რელიგია- საზოგადოებრიცი ვხოვრების ნაწილია,
რომლისგანაც ის შეიძლება იზოლირებული იყოს, რადგან მყარადაა ჩამჯდარი სოციალური
ურთიერთობების ქსოვილში. მიუხედავად ამისა, ამ კავშირის ხასიათი და ხარისხი ადმიანის მოღვაწეობის
სხვადასხვა სფეროში არაერთგვაროვანია.
იმისთვის, რომ დავადგინოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რელიგიის ზეგავლენის ხარისხი, საჭიროა
განვიხილოთ ეს საკითხი რამდენიმე პოზიციიდან გამომდინარე:

• რელიგია და მეცნიერება;
• რელიგია და საზოგადოება;
• რელიგია და ეკონომიკა.
„რელიგია და მეცნიერება“ - ურთიერთდამოკიდებულება შედგება ორი საკითხისგან: 1) როგორსა
რელიგიისა და მეცნიერების საგნის თანაფარდობა, 2) როგორ შეუძლია მეცნიერებას შეისწავლოს
რელიგია. პირველი საკითხი წარმოიშვა მაშინ, როცა მეცნიერებამ უეცრად გამოტქვა პრეტენზია
სხვადასხვა რელიგიების უარყოფის თვალსაზრისით ან მათი დოგმატების შესამოწმებლად. მე-19
საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა აზრი იმის შესახებ, რომ მოცელმულ მეცნიერებებს არანაირი საერთო არ
გააჩნდათ რელიგიურ ცოდნასთან. რელიგიურ მოძღვრებაში არსებული საკიტხები, არ შეიძლება
დადასტურებული ან უარყოფილი იყოს მეცნიერებით. ამრიგად, რელიგია და მეცნიერება აბსოლიტურად
განსხვავებულია თავიანთი მიდგომებით. მეცნიერული და რელიგიური ცოდნა არ კვეთენ ერთმანეთს,
მიეკუთვნებიან სხვადასხვა სფეროებს, აქვთ განსხვავებული დანიშნულება, წარმოიქმნებიან სხვადასხვა
მეთოდოლოგიური საწყისებით. თუმცა, მეცნიერები სულ ცდილობენ დაამტკიცონ რელიგიური
დოქტრინების ჭეშმარიტება. რელიგიის როლი ვლინდება იმაში რომ, რიგ შემთხვევაში ის არ იაზრებს
მეცნიერულ მიდგომებს, მის მსოფლმხედველობას. საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ებრძვოდა
მეცნიერებას, კრძალავდა მოწინავე იდეების გავრცელებას ანადგურებდა პროგრესული მოაზროვნეების
ნაშრომებს, იყენებდა ინკვიზიციას, მაგრამ ყველა მცდელობის მიუხედავად, ეკლესიამ ვერ შეძლო
მეცნიერების პროგრესის შეჩერება, რომელიც ადამიანის მატერიალური მოთხოვნილებებითაა
ნაკარნახევი. თანამედროვე პერიოდში, ეკლესია ცდილობს შეარიგოს რელიგია და მეცნიერება,
დაამტკიცოს რომ მეცნიერული მიღწევები არ ეწინააღმდეგება რწმენას, არამედ ეხმიანება მას. მეცნიერება
აძლევს ადამიანს უტყუარ ცოდნას სამყაროს, მისი განვითარების კანონების შესახებ, ხოლო რელიგია
იძლევა წარმოდგენას ადმიანის ცხოვრების საზრისის შესახებ. დღეს რელიგიას იკვლევს თითქმის ყველა
საზოგადოებრივი მეცნიერება.
„რელიგია და საზოგადოება“ , საკითხი მათი თანაფარდობის შესახებ, უპირველესად არის საკითხი
სოციალური ქცევის მოტივაციაში რელიგიის როლის შესახებ. რელიგია არის სოციოკულტურული
კავშირების რგოლი, რომლის ფუნქციონირება საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მათი სტრუქტურა და
წარმოქმნის მიზეზები: ის ერთის მხრივ გამოდის როგორც, სოციოკულტურული ურთიერთობების
წარმოქმნისა და ფორმირების, მეორე მხრივ, როგორც სოციალური მოქმედებების, ურთიერთობების ამა
თუ იმ ფოემის ლეგიტიმაციის ფაქტორი. რელიგია ხელს უწყობს საზოგადოების სტაბილურობის
შენარჩუნებას, ადგენს ისეთ ნორმებს რომლებიც სასარგებლოა მოცემული სოციალური
სტრუქტურისთვის და ქმნის იმის წინაპირობას, რომ ადმაიანმა შეასრულოს თავისი მორალური
ვალდებულებები. ამასთან სოციალური ცვლილებების სტიმულირებას ახდენს, ხოლო სოციალურმა
განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები რელიგიურ სფეროში. რელიგია ადამიანის ცხოვრებას
ანიჭებს მნიშვნელობას, ეხმარება იმის გაგებაში, თუ რა სოციალური დანიშნულება გააჩნია მას. რელიგია
ასევე იწვევს ისეთ კონფლიქტებს, რომლებიც დაკავშირებულია საერთო საზოგადოებაში მის
არსებობასთან. რელიგიისადმი მიმდევრობამ შეიძლება მიგვიყვანოს რწმენასა და კანონებს შორის
კონფლიქტამდე.
თანამედროვე საზოგადოებაში რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების ურთიერთობა ორი
ასპექტით განიხილება: პირველი, დაკავშირებლია მოცემული საზოგადოების ფასეულობათა
დასაბუთების და შენარჩუნების ფუნქციებთან, რომლებსაც ასრულებს რელიგია. ეს ფასეულობები
ჩართული არიან, ასევე პოლიტიკურ მოღვაწეობაშიც: მათი გავლენა და დამოკიდებულება კანონისა და
ძალაუფლებისადმი აისახება მხარდაჭერაას და წინააღმდეგობაში. მეორე, ეხება რელიგიის მიკუთვნებას
ინ პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, რომელიც წარმოადგენს ამათუ იმ სოციალური ჯგუფების
ინტერესს, დაკავშირებულს მათი გავლენის გაძლირებასთან.
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში რელიგიურ ჯგუფებს სურდათ გავლენა მოეხდინათ თავიანთი
მიმდევრების ეკონომიკურ შეხედულებებსა და ქცევაზე. ამ პროცესში აწყდებოდნენ დილემას:
რელიგიური თვალსაზრისით სიღარიბე ითვლებოდა სათნოებად, ხოლო „პანჩა შილა“(ჰინდი)
განადიდებს ღატაკ ბერს, რომელიც ადვილად მოგზაურობს, არ იზღუდავს თავს ეკონომიკური
მზრუნველობით, ამიტომ ადვილად შეიძლება ჩაეშვას დაკვირვებებითა და ფიქრებით აღსავსე
ცხოვრებაში. მაგრამ რელიგიური საქმიანობისთვის საჭიროა სახსრების მოძიება, ამიტომ რელიგიური
ჯგუფი ერთვება ეკონომიკურ საქმოანიბაში. ის მოითხოვს თავისი მიმდევრებისგან შესაწირს, რომლის
რთული ფორმაა ინდულგენცია.
რელიგია აქტიურ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკის სფეროზე:

• ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გახდა პიროვნებისა და ბიზნესის ისეთი თვისებების


ჩამოყალიბება, როგორებიცაა პატიოსნება, ღირსება, პატივისცემა ვალდებულებებისადმი. რელიგია
წარმატებით უნერგავს ამ თვისებებს თავის მიმდევრებს.
• მეორეც, რელიგია ზოგჯერ ახდენს მოხმარების წახალისებას – რელიგიური დღესასწაულები ახდენენ
გარკვეული მატერიალური საგნების გამოყენების წახალისებას მაშინაც კი, თუ მხოლოდ
განსაკუთრებული სანთლებია ან სპეციალური საკვებია.
• მესამე, ხაზი გაუსვა რა ადამიანის შრომას, როგორც `მოწოდებას”, რელიგიამ (განსაკუთრებით
პროტესტანტიზმმა) განადიდა შრომის, როგორც ღმერთისადმი მსახურების პროცესი, რაც უშუალო
კავშირშია შრომის ნაყოფიერებისა და შემოსავლების ზრდასთან.
• მეოთხე, რელიგიამ შეიძლება გაამართლოს კონკრეტული ეკონომიკური სისტემები და საქმიანობის
სახეები.
ქრისტიანული ქვეყნები ხუთჯერ უფრო მდიდრები არიან, ვიდრე მსოფლიოს ყველა დანარჩენი
ქვეყანები. სხვა რელიგიებთან და იდეოლოგიებთან შედარებით ქრისტიანობა ყველაზე დადებით
გავლენას ახდენს მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკაზე. განსხვავებული ქრისტიანული კონფეციები ამ მხრივ
სხვადასხვა როლს თამაშობენ. მაგალითად, პროტესტანტიზმის მიმდევარი ქვეყნები რვაჯერ უფრო
მდიდრები არიან, ვიდრე მსოფლიოს ყველა დანარჩენი სახელმწიფო. კათოლიკური ქვეყნები დანარჩენ
მსოფლიოსთან შედარებით 1,5 ჯერ უფრო მდიდარია, ხოლო მართლმადიდებლური ქვეყნები 1,24 ჯერ
ღარიბები არიან, მუსულმანური ქვეყნები 4,4 ჯერ უფრო ღარიბებია, ბუდისტური-6.7ჯერ ღარიბები,
ათეისტური 11,9ჯერ ღარიბები, ინდუისტური 11,6ჯერ უფრო ღარიბები. მსოფლიოს ყველა რელიგიიდან
ინდუიზმი ყველაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე. ყველაზე ცუდ გავლენას ახდენს
ასევე ათეიზმი. ამერიკელი მკვლევარები, მივიდნენ დასვნამდე, რომ რელიგია გავლენას ახდენს
ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ჯოჯოხეთის რწმენა აჭარბებს სამოთხის რწმენას.
ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკონომიკის დარგში, რობერტ ბერომ რიგ მეცნიერებთან
ერთად შეამოწმა მოსახლეობის რელიგიურობისა და სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის
კავშირის ციკლი. მთავარი დასკვნა, რომელიც გააკეთა მეცნიერმა არის ის, რომ ღმერთის რწმენას შეუძლია
გაზარდოს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მსოფლიოს 59 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით
ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ამ ფაქტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში ყოველთვის
დადებითია, თუმცა არა ტოლფასი. მაგალითად, სამოტხის რწმენა გაცილებით ნაკლებ ზემოქმედებას
ახდენს ეკონომიკის ზრდაზე, ვიდრე ჯოჯოხეთის რწმენა. შიში არის უძლიერესი სტიმული. მაქს ვებერი
მე-20 საუკუნის დასაწყისში საუბრობდა ეფექტიანი შრომის ეთიკურ-მორალური სტიმულების შექმნაში
რელიგიის, კერძოდ პროტესტანტიზმის როლის შესახებ. კანადელი მეცნიერები- ულრიხ ბლუმისა და
ლეონარდო დადლის აზრით, რელიგია გავლენას ახდენს ეკონომიკაზე სიცრუისა და მოტყუების
აკრძალვის დადებითი ეფექტის მეშვეობით.
ბანკები წარმოადგენენ ეკონომიკური სფეროს განუყოფელ ნაწილს. აქაც აღინიშნება რელიგიის
აქტიური ზეგავლენა. ჩატარებულმა კვლევებმა, გვიჩვენეს, რომ პროტესტანტებს, მართლაც, უფრო
მარალი პასუხიმგებლობის გრძნობა გააჩნიათ ბანკებთან ურთიერთობის პროცესში, რაც ადასტურებს,
რომ რელიგია პიროვნების განუყოფელი ნაწილია და ბევრად განსაზღვრავს ადამიანის ქცევას
საზოგადოებაში. დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერება და სახელმწიფო ინსტიტუტები მრავალ ქვეყანაში
რელიგიას მიაკუთვნებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ადმიანთა პირადი ცხოვრების სფეროს. ახლა ცხადია,
რომ ასეთი პოზიცია არ შეესაბამება ცხოვრებისეულ რეამობას. ევროპული ქვეყნების ისტორიიდან
აღინიშნება ისეთი სიტუაცია, როდესაცფინანსური სისტემის გარკვეული ნაწილი ყალიბდებოდა
რელიგიური რწმენის ზემოქმედებით და ეკლესიის უშუალო მონაწილეობით. როგ შემთხვევებში
მუშაობდა რელიგიური სოლიდარობის პრინციპი, კერძოდ დაკრედიტების საკითხები. რელიგიის
გავლენა ბანკზე მაგალიტად იტალიაში ძალიან დიდია. ამასთან „ეთიკური საბანკო ბიზნესი“ ანუ
ბიზნესი, რომელიც შეესაბამება საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ ეთიკურ ნორმებს, რომელთა
ფორმირებაზე გავლენას ახდენს ეკლესია, კლიენტებთან და სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან
ერთად. ბანკის სახეს, მნიშვნელოვანწილად აყალიბებენ კლიენტები.წარმატებისთვის აუცილებლად
გასატვალისწინებელია იმ რეგიონის კულტურის თავისებურებები, სადაც მუშაობს. ეს არის კლიენტების
ლიოალურობის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ამრიგად, რელიგია შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც საერთო რწმენის და რიტუალების სისტემა,
რომელიც დაკავშირებულია ღვთაებრივ სამყაროსთან. ეთიკური სისტემები ასახავს იმ მორალურ
ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანის ქცევის პრინციპების ჩამოყალიბების
პროცესში. ქვეყნების უმეტესობის ეთიკური სისტემები რელიგიის პროდუქტია. რელიგიებს, ეთიკასა და
საზოგადოებას შორის ურთიერთობის თემა ფაქიზი და კომპლექსურია.
ქრისტიანობა. ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიაა მსოფლიოში. მოსახლეობის თითქმის
34,5% ცნობს თავს ქრისტიანად. მაღი უმეტესობა ცხოვრობს ევროპასა და ამერიკაში, მათი რიცხვი
სწრაფად იზრდება აფრიკაში. ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმისგან. იუდაიზმის მსგავსად
მონოთეისტური რელიგიაა (მხოლოდ ერთი ღმერთს რწმენა). მე-11 საუკუნის რელიგიურმა დანაწილებამ
2 მთავარი მიმართულების დაფუძნება გამოიწვია: რომანული(კათოლიკური) და
ორთოდოქსული(მართლმადიდებლური) ეკლესიები. ქრისტიანების 52,6% რემაულ-კათოლიკური
ეკლესიის მომდევარია, პროტესტანტები-27%, მართლმადიდებლები- 3,9% ყველაზე ნაკლებგავლენიანია.
მე-16 საუკუნეში მომხდარმა რეფორმამ ხელი შეუწყო ეკლესიის რელიგიური ნაწილის რომთან
დაშორებას, რისი შედეგიც იყო რელიგიური პროტესტი და პროტესტანტული ეკლესიის წარმოქმნა.
რელიგიის ზნეობრივ ანუ ეთიკურ სისტემებსა და ბიზნესპრაქტიკას შორის არსებობს მჭიდრო
კავშირი. მსოფლიოში ეს კავშირი იმით გამოიხატება, რომ ერები სხვადასხვა რელიგიებით, ერთად
იღვწიან თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური ზრდისთვის. ასეთი რელიგიური ერთობა გლობალური
ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

ქრისტიანობის ეკონომიკური მნიშვნელობა: პროტესტანტული შრომითი ეთიკა


მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა მხოლოდ საეკლესიო ფასეულობა არ არის, არამედ ჩვენი
შრომითი კულტრის და ეკონომიკის წარმატებული განვითარების საწინდარია. ქრისტიანობის
ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ბევრი მეცნიერი ამახვილებდა ყურადღებას. 1904 წელს გერმანელმა
სოციოლოგმა მაქს ვებერმა თავის ერთ-ერთ წიგნში ერთმანეთთან დააკავშირა პროტესტანტული ეთიკა და
"კაპიტალიზმის სული". ჩამოაყალიბა მოსაზრება ქრისტიანობაზე, როგორც კაპიტალიზმის განვითარების
წყაროზე.
ქრისტიანული მორალის შეესაბამისად, პირველი ცოდვის ჩადენის შემდეგ ადამი განიდევნა ედემის
ბაღიდამმ და მისი სასჯელი იყო შრომა. მ. როზე აღნიშნავს, რომ იუდაიზმი შრომას განიხილავს როგორც
წყევლას, რომელიც ღმერთმა ადაიანების დასასჯელად გამოიგონა. ძველი აღთქმა ასაბუთებს შრომის
აუცილებლობას, ტუმცა მხოლოდ სიღატაკის დაძლევის საშუალებას და არა როგორც სიამოვნების წყაროს.
მეცნიერი ა. მაუვუდი წერს, რომ ბერძნები იუდეველების მსგავსად, შრომას განიხილავენ როგორც
წყევლას. ბერძნები შრომას გამოხატავენ სიტყვა“პონოს“-ით, რაც აღნიშნავს სევდას და დარდს. შრომა
მიიჩნეოდა მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალებად. პლატონის და
არისტოტელეს თანახმად, ადამიანისთვის შრომის მიზეზი და მიზანი იყო ის, რომ უმცირესობას, ელიტას,
გონების ვარჯიშის ანუ ფილოსოფიით, ხელოვნებთა და პოლიტიკით დაკავების შესაძლებლობა ჰქონოდა.
ბერძენთა რწმენის თანახმად, ადამიანის კეთილგონიერება, ზნეობა და სიბრძნე პირდაპირპროპორციული
იყო იმ თავისუფალი დროისა, რომელიც მის განკარგულებაში იყო. ის კი, ვინც შრომობდა მაშინ, როდესაც
ამის საჭიროება არ იყო, აფერმკრთალებდა განსხვავებას ბატონსა და მონას შორის. რომაელებმა ამ
თვალსაზრისით ბევრი რამ მიიღეს ბერძნული კულტურისგან. რომაელებმა მონისშრომა გამოიყენებს
გაცილებით ფართოდ. რომაელების აზრით, ფიზიკური შრომა ზუსტად მონების წილხვედრი უნდა
ყოფილიყო. თავისუფალი ადამიანისთვის მისაღები იყო ორი სახის საქმიანობა-სოფლის მეურნეობა და
კომერცია, სხვა დანაჩენი რომაელი მოქალაქისთვის დამამცირებელი და ღირსების შმლახავი იყო. შუა
საუკუნეებში, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, შრომის ქრისტიანული კონცეფლია მოიცავდა ბერძნულ-
რომაულ იდეებს. შრომა კვლავ განიხილებოდა ღვთიურ სასჯელად პირველი ცოდვის გამო, მაგრამ ამას
დაემატა სარგებლის მიღების პოზიტიური ასპექტი, რაც ადამიანის ცხოვრებისეული მოთხოვნების
დაკმაყოფილებისთვის სხვის წყალობაზე დამოკიდებულებისგან იცავდა. სიმდიდრე განიხილებოდა
როგორც შრომის შედეგი და სოციალური სტატუსის დამკვიდრების წყარო. პროფესიებისა და ხელობის
იერარქია განავითარა წმინდა თომა აქვინელმა. პირველ ადგილას სასოფლო სამეურნეო წარმოება იდგა,
მას სოდევდა ხელოსნობა და ბოლოს ვაჭრობა, ეკლესიური შრომა კი უმაღლესი კატეგორიის საქმიანობად
მიიჩნეოდა. სამონასტრო ცხოვრების იდეალური ფორმა იყო ლოცვა და ღვთის მსახურება. მშრომელის
მოვალეობა იყო შემდეგი თაობებისთვის გადაცა საოჯახო დაქმიანობის ტრადიციები. შუა საუკუნეების
კულტურაში შრომის დანიშნულება იყო დაეკმაყოფილებიდა ადამიანის,მისი ოჯახისა და საზოგადოების
მოთხოვნები და თავიდან აეცილებინა უსაქმურობა, როგორც ცოდვისაკენ მიმავალი გზა. შრომა გახდა
საზოგადოების სტრუქტურის ნაწილი, რომელიც მიიჩნეოდა ღვთის ნებით განსაზღვრულად.
მე-16 საუკუნის რეფორმაციასთან ერთად დასავლეთ ევროპაში შრომისადმი ახალი დამოკიდებულება
დამკვიდრდა. ამ პერიოდი მარტინ ლუთერმა და ჟან კალვინმა განსაზღვრეს დასავლური კულტურის
შრომისადმი მიდგომები. მარტინ ლუთერს სწამდა, რომ ადამიანს შეუძლია ემსახუროს ღმერთს თავისი
შრომით, რომ შრომა საზოგადოებისა და სხვადასხვა სოციალური კლასის უნივერსალური საფუძველია,
რომ ადამიანმა დაუღალავად უნდა იშრომოს იმ პროფესიის ფარგლებში, რომელსაც დაბადებიდან
განეკუთვნება და არ უნდა ეცადოს მის შეცვლას. ეს მცდელობა იქნება ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლის
ტოლფასი, რადგან სწორედ მან მიაკუთვნა თითოეულ ადამიანს ადგილი სოციალურ იერარქიაში.
ლუთერის აზრით, შუა საუკუნეებისთვის იდეალური სამონასტრო ცხოვრება, ბერთა ნაწილმა ეგოისტურ
საქმიანობად გადააქცია. ლუთერისთვის ადამიანის მიერ განსაზღვრული დანიშნულება გათანაბრებული
იყო მის პროფესიასა და საქმიანობასთან, მისი აზრით ნებისმიერი საქმიანობა თანაბარი სლიერი ღირსების
მქონე იყო. ეს იდეა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის ფიზიკურ შრომას ისევე მისაღებად მიიჩნევდა,
როგორც სხვა დანარჩენს. ლუთერს არ მიაჩნდა კომერცია საქმიანობის სფეროდ,რეალურ შრომად, ის ასევე
თვლიდა რომ თითოეული ადამიანის შემოსავალი უნდა აკმაყოფილებდეს მის საბაზრო
მოთხოვნილებებს, სიმდიდრის დაგროვებასა და მოხვეჭას კი ცოდვად მიიჩნევდა. ჟან კალვინის, ფრანგი
თეოლოგი, სწავლების თანახმად ყველა ადამიანი უნდა შრომობდეს, მდიდარიც კი, რადგან შრომა ღვთის
ნებაა, ადამიანის ვალია იყოს ღვთის ხატი დედამიწაზე და გარდასახოს სამყარი ღვთიური სამეფოს
მსგავსად, იყოს ნაწილი ღმერთის შემოქმედების უწყვეტი პროცესისა, ადამიანები არ უნდა ესწრაფოდნენ
სიმდიდრეს, ქონებას ან იოლ ცხოვრებას, არამედ ხელახლა უნდა ახდენდნენ შრომით მიღებული
სარგებლის რეინვესტირებას შემდგომ წამოწყებებში. რაც გაგრძელდება უსასრულობამდე.
სარგებლის გამოყენება სხვების დასახმარებლად, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,
განიხილებოდა როგორც ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედება, რადგან ადამიანებს მხოლოდ თავისი
შრომით შეეძლოთ დაემტკიცებინათ, რომ ისინი რჩეულნი იყვნენ.
პროტესტანტულმა რეფოემაციამ, კერძოდ ლუთერის და კალვინის თეოლოგიური სწავლების
საფუძველზე ჩამოყალიბებულმა ნორმებმა წაახალისა შრომა,როგორც ღვთის სამსახური. მე-16 საუკუნეში
დამკვიდრებული დამოკიდებულება შრომისადმი და ეკონომიკური ფასეულობები, რომლებსაც ეს
დამოკიდებულება ასაზრდოებდა, მნიშვნელოვნად გასხვავდებოდა ანტიკური და შუასაუკუნეებში
არსებული შრომის აღქმისაგან. ვებერმა შემოიტანა ტერმინი „პროტესტანტული ეთიკა“, მისი მთავარი
ელემენრები იუო სიბეჯითე, პუნქტუალურება, წესრიგი და შრომის უპირადესად აღიარება. ვებერი წერს,
რომ მაღალი დონის ბიზნესკულტურისა და უკეთ გაწვრთნილი მუშა კლასის მქონე ქვეყნებშუ უმეტესად
პროტესტანტიზმი წარმოადგენს ძირითად რელიგიას. პროტესტანტული რეფორმაციის მიზანი არ იყო
ქრისტიანობის ზეგავლენის დასუსტება, არამედ კათოლიკური ეკლესიის დოგმების ჩანაცვლება
ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტუალური რელიგიური სწავლებით. პროტესტანტებს კათოლიკებთან
შედარებით უფრო მატერიალისტური მიდგომა ჰქონდათ ეკონომიკურ აქტივობასთან. ვებერი
კათოლიკურ რწმენას ახასიათებს როგორც არაამქვეყნიურს და ესთეტიკურს. კათოლიციზმისგან
განსხვავებით პროტესტანტული ფილოსოფია ნაკლებად ეყრდნობა რელიგიის სულიერ და
არაამქვეყნიურ ასპექტებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავება პროტესტანტიზმის
მიმდევრობების სწავლებათა შორის მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად აღიარებენ ეს მიმდევრობები
პრედესტინაციას, ანუ უფლისგან დაწყებულ ბდიწერას. ვებერი ასევე საუბრობს პროტესტანტულ
რელიგიაში არსებულ დოგმაზე, რომელიც მოწოდებასთანაა დაკავშირებული. ეს დოგმა მხოლოდ
პროტესტანტული სწავლებისთვის არის დამახასიათებელი. პროტესტანტებისთვის მოწოდების სრულ
მნიშვნელობა არის უფლისგან დავალებული(მოწოდებული) იდეალი, რომლისკენაც სწრაფვა
წარმოადგენს მათი ცხოვრების უმთავრეს მიზანს, მარტინ ლუთერის სწავლების მიხედვით ყველა
მოწოდება თანაბარმნიშვნელოვანია უფლისთვის. ვებერი საუბრობს კალვინიზმზე, რომლის უმთავრესი
დამახასიათებელი ნიშანი არის ძლიერი რწმენა პრედესტანციანიზმში. კალვინისტებს სწამთ, რომ
თითოეული მათგანის ბედი წინასწარ არის „დაწერილი“ ღმერთის მიერ და ამქვეყნიური სტანდარტების
მიხედვით განსჯა უფლის სამართლისა არის უაზრობა, საკუთარ ბედისწერაზე წუწუნი კი ცხოველის მიერ
ადამიანად არ გაჩენაზე წუწუნის ტოლფასია. კალვინის სწავლების მიხედვით ადამიანს არ შეუძლია
ჩადენილი ცოდვის მონანიებით გამოსყიდვა და უფლის წყალობის მოპოვება თუკი უფალმა თვითონ არ
უბოძა წყალობა ადამიანს. ინდივიდუალისტური შრომითი პრაქტიკა ამ დოგმებში იყრის საფუძველს.
ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი პროტესტანტული რეფორმაციის წარმოშობისა იყო კათოლიკური
ეკლესიის მიერ დაწესებული ინდულგენციის შემოღება, რომლითაც ვატიკანმა უზარმაზარი ფინანსური
მოგება ნახა. ეკლესიის ამ ნორმა მ ბიძგი მისცა პროტესტის გრძნობას კათოლიკებში, განსაკუთრებით კი
დაბალი შემოსავლის მქონე ხალხში, რომელთაც ფული არ ჰყოფნიდათ ცოდვების გამოსასყიდად.
კალვინიზმმა კი სრულიად სხვა პერსპექტივა შესთავაზა მორწმუნეებს, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ
მიდამ კარგი საქმე ეკეთებინათ და ცოდვების გამოსყიდვის შანსი არ ქონდათ. აქედან წარმოიშვა უფრო
რაციონალური და სისტემური მიდცომა ცხოვრებისადმი, ხალხმა საკუთარი რწმენის განმტკიცება დაიწყო
ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმაებული საქმიანობით. პრედესტინაციის დოგმამ საფუძველი ჩაუყარა
პიეტიზმსაც, პიეტისტებს სწამდათ, რომ ადამიანის ბედი უფლის ხელში იყო, თუმცა ადამიანს მაინც
ჰქონდა შანსი ცხოვრებაშივე შეეცვალა მისი ბედი და მოეპოვებინა უფლის წყალობა. ვებერის აზრით
პიეტიზმის გავლენა კაპიტალიზმის განვითარებაზე ნაკლებია, ვიდრე კალვინიზმის. ის წერს, რომ
მეთოდიზმი კომბინაციაა კათოლიკური და კალვინისტური რწმების. კალვინისტების მსგავსად
მეთოდისტები არ აღიარებენ ცოდვების მონანიებით გამოსყიდვის შესაძლებლობას, თუმცა არც ათი
ბედის წინასწარ მომზადებულობის სჯეროდათ და გამოსავალს ხედავდნენ სისტემურ და ყოველდღიური
ცხოვრებისეული წარმატებებით გზის გაკვლევას უფლის წყალობის მოპოვებისკენ. მეთოდისტური
ეკლესია მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებში წარმოიშვა და არ აღიარებდა პედესტინაციის დოგმას რასაც
არსებითი მნიშვნელობა აქვს ვებერის თეორიაში. სისტემური შრომის აუცილებლობამ აღმოფხვრა ხალხში
სპონტანური ცხოვრების წესი და შესაძლებლობების ნაწილობრივი გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო
პროდუქციის სტანდარტიზაციას და ახალი შესაძლებლობების წარმოქმნას. ყოველდღიური შრომის
აუცილებლობამ და ფულის ხელგაშლილად ხარჯვის დაგმობამ ხელი შეუწყო ფულის დაგროვების
კულტურის განვითარებას. გადანახული ფულით და მაღალი შრომისუნარიანობიღ აღჭურვილ
ადამიანებს მიეცათ ეკონომიკური განვითარების ახალი გზები. დროთა განმავლობაში პროტესტანტულმა
ეთიკამ დაკარგა ძალა და ადამიანებისთვის მუშაობის მიზანი სიმდიდრე გახდა, მაგრამ ამან არ შეიცვალა
ის სანიმუშო მოდგომა შრომისადმი, რაც პროტესტანტიზმმა წარმოშვა და ტამაც ხელი შეუწყო
კაპიტალიზმის ზრდას ძალიან ჩქარი ტემპით. იდეალურ კათოლიციზმში უსამართლოდ ითვლება
სიმდიდრის არათანაბარი გადანაწილება, ვინაიდან ღარიბის დახმარება დამიანის მოვალეობად
მიიჩნეოდა. პროტესტანტებისთვის კი სიმდიდრის გადანაწილება ღმერთის ნებად ითვლება, რამაც ხელი
შეუწყო ინდივიდუალიზმს და ეგოიზმს, რაც კაპიტალიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია.
ერები, ძლიერი პროტესტანტული ტრადიციით (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, აშშ და სხვა), იყვნენ
ინდუსტრიული რევოლუციის ლიდერები, დღეს კი თანამედროვე მსოფლიოში ერები კათოლიკური,
მართლმადიდებლური, ბუდისტური, კონფუციური და ისლამური რწმენით აჩვენებენ მნიშვნელოვანი
ეკონომიკური აქტიურობისა და ზრდის მაგალითებს.

ისლამი

ისლამი ანუ მუსულმანობა სიდიდით მეორეა მსოფლიო რელიგიებს შორის. ,,ისლამი” არაბულად
ნიშნავს - ,,მორჩილებას”. ისლამი იყება ჩვ. წ620 წლიდან, როდესაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა დაიწყო
ქადაგებით თავისი სიტყვის გავრცელება, თუმცა მუსულმანური ეპოქა იწყება ჩვ.წ 622 წელს. ისლამის
მიმდევრები მოიხსენებიან როგორც მუსულმანები. ისლამი გავრცელდა 35-ზე მეტ ქვეყანაში, მოიცვა
ტერიტორია აფრიკის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროდან ჩინეთის და მალაიზიის შორეულ
აღმოსავლეთამდე, მთელი შუა აღმოსავლეთის ჩათვლით. ისლამს აქვს ფესვები იუდაიზმსა და
ქრისტიანობაში, ისლამი აღიარებს ქრისტეს, როგორც ღმერთის წინასწარმეტყველს.
ისლამი არის მონოთეისტური რელიგია. მისი მთავარი პრინციპია, რომ არის ერთი, მართალი ყოვლის
შემძლე ღერთი. ისლამი მოითხოვს, რომ მისი მიმდევრები აღიარებდნენ ღმერთის განსაკუთრებულობას,
ძალას და ავტორიტეტს. ისლამის მთავარი პრინციპებია:
• მშობლების პატივისცემა
• სხვებს უფლებების პატივისცემა
• იყო გულუხვი, მაგრამ არა გამფლანგველი,
• თავი აარიდო მკვლელობებს
• ნუ უღალატებთ მეუღლეს
• იყავი სამართლიანი და მიუკერძოებელი
• იმოქმედე გულით და გონებით
• იყავი თავმდაბალი და უპრეტენზიო.

თითქმის მსგავსი პრინციპები აქვს იუდაიზმსა და ქრისტიანობას. ისლამი არის ის ყოვლისმომცველი


გზა, რომელიც მთლიანად მართავს მუსლიმანურ ყოფას. მუსლიმანი არ არის სრულიად თავისუფალი,
მაგრამ არც შეზღუდულია რელიგიური პრინციპებით. რელიგია მისთვის არის უმნიშვნელოვანესი
ცხოვრების ყველა ეტაპზე. ისლამი არსებობს სოციალურ სტრუქტურაში, რომელიც არის შემოსაზღვრული
ისლამური ღირებულებებითა და ქცევის მორალური ნორმებით. მუსულმანური ქვეყნის ყოველდღიურ
ცხოვრებაში რიტუალების ბუნება ანცვიფრებს დასავლეთელ სყუმრებს. მუსლიმურ რიტუალებში შედის:
ლოცვა 5-ჯერ დღეში, ის მოითხოვს ქალისაგან განსაკუთრებულ მორჩილებას, ჭეშმარიტ და ტრადიციულ
მანერებს, უშვებს მონოგრამულ ოჯახს და კრძალავს ღორის ხორცისა და ალკოჰოლის მოხმარებას.
ისლამური ფუნდამენტალიზმი. უკანასკნელი 3 ათწმეულის მოწმობს დასავლეთში ისლამური
ფუნდამენტალიზმის ზრდას. იგი დაკავშირებულია ტერორიზმთან,ძალადობრივ ცვლილებებთან,
სისხლიან კონფლიქტებთან. ამაზე მეტყველებს უცხოური ტურისტების მკვლელობა ეგვიპტეში, 2001
წლის 11 სექტემბრის აშშ-ში განხორციელებული ტერორისტული აქტი. ეს პარადოქსულად ჩანს იმის
ფონზე რომ ისლამური პრონციპები მოტივირებულია გუმწრფელობიტ. მუსულმანთა უმეტესობა
აღნიშნავს, რომ ისლამი ასწავლის მშვიდობას, შემწყნარებლობას და არა ძლადობას და ეს მაშინ, როდესაც
მისი ყველაზე რადიკალური-ისლამური ფუნდამენტალისტების ფრთა მოუწოდებს მუსულმანებს წმინდა
ომის - ჯიხადისკენ.
ისლამის რელიგიური სწავლება გავრცელდა მუსულმანური ქვეყნების უნივერსიტეტებში, განახლდა
რელიგიური გამომცემლობა. ისლამი არ განასხვავებს ეკლესიას და სახელმწიფოს, ისლამი ასევე არის
სახელმწინო კანონების წყარო. ისლამის ეკონომიკური ზეგავლენა მკაცრად არის ჩამოყალიბებული
პირადი საკუთრების უფლებაში. ადამიანები ვისაც აქვთ შემოსავალი ქონებიდან, ვალდებულნი არიან
მთი შემოსავალი კარგ საქმეში, საზოგადოებისთვის მომგებიან ქმედებაში დახარჯონ. ამაში აისახება
ისლამის კავშირი სამეწარმეო სამართალთან. ისლამი კრიტიკულია იმათ მიმართ, ვინც ფულს შოულობს
სხვების ხარჯზე. ისლამისტური მსოფლმხედველობით ადაიანები ერთი კოლექტივის წევრები არიან
ამიტომ დაუშვებელია ერთი ადამიანის მიერ მეორის ექსპლუატაცია. ზოგიერთ ისლამურ
ქვეყანაში(ირანი, საუდის არაბეთი) იკრძალება ქალის დასაქმება. ეს მოტივირებულია იმით, რომ ისლამის
ნორმენის მიხედვით ქალის მამაკაცებთან ურთიერთობის წრე მაქსიმალურად უნდა იყოს შეზღუდული.
ისლამი და საერთაშორისო ვაჭრობა ერთმანეთთან ახლოს დგანან. საერთაშორისო ვაჭრობაში
ერთგვარად ხორციელდება ისლამური ეთიკის ნორმები. ამასთანავე, ისლამურ ქვეყნებში თანდათანობით
იზრდება სტუმართმოყვარეობა დასავლელი ბიზნესმენების მიმართ.

იდნუიზმი

ინდუიზმს ჰყავს დაახლოებით 750 მილიონი მიმდევარი, მათი უმეტესიბა ინდოეთის კონტინენტზე
ცხოვრობს. ინდუიზმი დაიწყო „ინდუას ვალეში“ ინდოეთში 4000-ზე მეტი წლის წინ. ის გახდა მსოფლიოს
უძველესი მნიშვნელოვანი რელიგია. მისი დაარსება არ არის დაკავშირებული ღვთით მოვლენილ
პიროვნებასთან. მასში იგრძნობა წმინდა წიგნების-ბიბლიის ან ყურანის ზეგავლენა. ინდუსებს სჯერათ,
რომ მორალის ძალა საზოგადოებისგან მოითხოვს განსახუთრებული პასუხისმგებლობის აღიარებას,
რომელსაც დჰარმა ჰქვია, მათ სჯერატ რეინკარნაციის ანუ სიკვდილის შემდეგ სხვა სხეულში
გარდასახვის, მათ ასევე სჯერათ კარმის. პიროვნების კარმა მას მიჰყვება, ახდენს აქტიურ ზეგავლენას
ცხოვრების მთელ გზაზე. ინდივიდის მორალური მდგომარეობა განსაზღვრავს მის კარმას, იმ გამოწვევას,
რომლითაც ის წარსდგება თავის შემდგომ ცხოვრებაში. ინდუსებს სჯერათ, რომ ინდივიდს შეუძლია
საბოლოოდ მიაღწიოს ნირვანას, სულიერ მდგომარეობას, როცა რეინკარნაცია აღარ არის საჭირო. ბევრ
ინდუსს სჯერა, რომ გზა, რომლითაც შეიძლება მიაღწიო ნირვანას არის ის, რომ გაჰყვე მკაცრ, განდეგილ,
თავშეკავებულ ცხოვრებას, მატერიალურ სიმდიდრეზე უარის თქმას.
ინდუიზმის ეკონომიკური მნიშვნელობა. მაქს ვებერი მიიჩნევს, რომ განდეგილი ცხოვრების პრინციპები
არ ასტიმულირებს მეწარმეობით აქტიურობას. ვებერის მიხედვით, ტრადიციული ინდუიზმი ფასდება იმ
გარემოების ხაზგასმით, რომ ინდივიდები არ უნდა იყვნენ განსჯილები მატერიალური ცხოვრებით,
არამედ მხოლოდ მათი სულიერი მიღწევებით. მაჰათმა განდი, ცნობილი ინდოელი ნაციონალისტი და
სულიერი ლიდერი, იყო ინდური განდეგილობის მაგალითი. თანამედროვე ინდოეთში საზოგადოება და
მილიონებით ადამიანი შრომობს ეკონომიკის ზრდისთვის, ამასთან, ეს ქვეყანა მეტად კონტრასტულია
ხალხის ცხოვრების დონის მიხედვით.
ისტორიულად, ინდუიზმს ასევე ეყრდნობოდა ინდოეთის სოციალური ჯგუფის სისტემა - კასტური
წყობა. კასტთა შორის მობილობის ხარისხს იმდუსებისთვის მნიშვნელობა არ აქვს,ინდივიდი შემდგომ
ცხოვრებაში შეიძლება დაიბადოს ახლიდან უფრო მაღალ სოციალურ ჯგუფში, თუ ის სულიერ
განვითარებას მიაღწევს ამ ცხოვრებაში. ამ რწმენის ეკონომიკური შედეგი ნაწილობრივ ნეგატიურია.
მაგალითად, ბიზნესის სწორი ორგანიზაციის პოტენციური შესაძლებლობების რეალიზაციის
შემთხვევაში, ყველაზე შემძლე ინდივიდებმა შესაძლოა მოახდინონ ბიზნესის უფრო მაღალ დონეზე
ორგანიზაცია, მაგრამ მათი დაბალი სოციალური წარმომავლობის გამო, ისინი კვლავინდებურად
დარჩებიან ამ სოციალურ ჯგუფში.
ბუდიზმი

ბუდიზმი რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ.
VI საუკუნეში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა. მის დაბადებას
შეეწირა დედის სიცოცხლე და წინასწარმეტყველის დარიგების მიხედვით მეფის მემკვიდრეს არ უნდა
ენახა ადამიანის ტანჯვის სამი ფენომენი: მიცვალებული, ავადმყოფი და მოხუცებული. უკვე
დაცოლშვილებულმა სიდჰარტიმ ეს სამივე მოვლენა ნახა, რის გამოც მიატოვა სამეფო კარი და განდეგილ
ცხოვრებას მიჰყო ხელი, რათა დაეწყო ადმიანის ტანჯვის მიზეზების კვლევა. მან ამისთვის მიმართა ბრძენ
ადამიანებს -ვედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა პასუხი ვერ მოიპოვა ადამიანის ტანჯვის მიზეზებზე.
უფლისწულმა უარი თქვა თავის სიმდიდრეზე, რადგან მას განდეგილი ცხოვრება და სულიერი
სრულყოფა სურდა. ერთ დღეს, განდეგილი სიდჰარტის ხის ქვეშ ჩაეძინა, მეოთხე დღეს მოხდა მისი
გონების სასწაულებრივი განათება, ის გახდა თავისი ცნობიერებით „განათებული“ ანუ „ბუდდჰა“. ასე
გადაიქცა ის ბუდა შაკიამუნად, ღვთაებრივ მოაზროვნედ, რომელსაც შეეძლო ამოეხსნა ცხოვრების
ტანჯვის მიზეზები. სიდჰარტიმ დაიწყო თავისი მოძღვრების გავრცელება, მიაღწია სულიერ
თავისუფლებას-ნირვანას, მაგრამ გადაწყვიტა, დარჩენილიყო დედამიწაზე და ესწავლებინა თავისი
მიმდევრებისთვის, როგორ უნდა შეძლონ მათ მიაღწიონ სულიერი განათლების მდგომარეობას. ნირვანა
ძველი ინდური სანსკრიტული წარმომავლობისაა და შედგება ორი ნაწილისგან „ნირ“-უარყოფითი
პრეფიქსია, „ვანა“- წვა, ეს ტემინი ითარგმნება, როგორც არა-წვა, რავ ბუდიზმში ადამიანური
სურვილებისა და ვნების ჩაქრობას, ლტოლვაზე კონტროლს ნიშნავს. ბუდიზმის მიხედვით, დაუოკებელი
სურვილები არის ადამიანის ამქვეყნიური ტანჯვის(ბოროტების)წყარო. ნირვანასკენ მიმსწრაფველი საერო
პირისთვის აუცილებეილია ხუთი მოთხოვნის დაცვა ე.წ. „პანჩა შილა“:

• არა კაც ჰკლა


• არა იქურდო
• არა იმრუშო
• არა იცრუო
• არა ილოთო

ბუდისტი ბერისტის ეს მოთხოვნები 277 აღწევს. დრეს ბუდიზმს 380 მილიონი მიმდევარი ჰყავს,
მათგან უმეტესობა ცხოვრობს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩინეთში, კორეასა და
იაპონიაში. ბუდისტური სწავლებიდა გამომდინარე, ტანჯვა არის ყველგან, ტანჯვის შეწყვეტა შეიძლება
იყოს მიღწეული შემდგონი ბილიკით ტრანსფორმაციისკენ. ინდუიზმისგან განხვავებით ბუდიზმი არ
განასხვავებს სოციალურ ჯგუფებს. მიუხედავად ამისა ინდუიზმის მსგავსად ბუდისტებს სჯერათ
შემდგომი სიცოცხლის.
ინდუიზმისგან განსხვავებით, სოციალური ჯგუფის მხარდაჭერის სისტემა და განდეგილის ქცევის
ნორმების წახალისება გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ბუდისტური საზოგადოება წარმოადგენს
მეტად ნაყოფიერ ნიადაგს მეწარმეობითი აქტიურობისთვის, ვიდრე ინდუსების კულტურა.
კონფუციონიზმი

კონფუციონიზმი დააარსა კუნგ-ფუ-იზუმ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში,ის ცნიბილია


როგორც კონფუციუსი (კონფუცი შეიძლება ითარგმნოს როგორც: „მასწავლებელი კუნი“). 2000 წელზე
მეტი კონფუციონიზმი იყო ჩინეთის ოფიციალური ეთიკური სისტემა. მისი ზეგავლენა საზოგადოებაზე
1949 წლიდან შესუსტდა ჩინეთში. 200 მილიონზე მეტი ადამიანი კვლავ მიყვება კონფუციუსის სწავლებას
ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. კონფუციონიზმი ქადაგებს რელიგიურ სწავლებებს, როგორიცაა:
საჭიროა მაღალი მორალი, ეთიკური ყოფა-ცხოვრება და ლოალურობა ყველას მიმართ, ვინც არის
კონფუციონიზმის მიმდევარი.
კონფუციონიზმი ეკონომიკური მნიშვნელობა. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კონფუციონიზმი აქვს
ეკონომიკური იმპლიკაციები, ისეთივე ბრძნული, როგორც ვებერის მიხედვით გააჩნია პროტესტანტიზმს,
თუმცა ისინი სხვადასხვა ბუნების არიან. ცენტრალურ კონფუციონიზმში ეთიკის პრინციპებია,
რომლებიც საქმიანი ურთიერთობებისთვის განსაკუთრებული ინტერესის მატარებელია. ეს პრინციპებია
- ლოიალურობა, საურთიერთობო ვალდებულებები, პატიოსნება. კონფუციონიზმი მიიჩნევს, რომ
ლოიალურობა, როგორც წმინდა მოვალეობა, პატივისცემის ღირსია. ლოიალურობა აერთიანებს
მოხელეებს ერთი ორგანიზაციისა და მიზნის გარშემო. თუმცა, კონფუციურ კულტურასა და მენეჯმენტში
ლოიალურობა არ არის ერთტიპიური შინაარსის. მაგალითად, ჩინეთში კონფუციურ ეთიკაში
ცენტრალური „გუანაქსის“ კონცეფცია. მობილურობის ნაკლებობა კომპანიებს შორის ამცირებს
ინტერპერსონალურ ბიზნეს კონტაქტებს. მობილურობას შეუძლია დაეხმაროს მენეჯერებს და მუშებს
შეასრულონ თავიანთი სამუშაო უფრო ეფექტურად და დაეხმარონ სხვებს ორგანიზაციაში. რაც აისახება
კომპანიის გაუმჯობესებულ ეკონომიკურ მდგონარეობაში.
შემდეგ ეთიკური ცნება კონფუციაში არის პატიოსნება. კონფუციანელები ხაზს უსვამენ, რომ
არაპატიოსანი ქცევის ნორმები დაუშვებელია და ამ გზით ფულის შოვნა დიდხანს არ გრძელდება.
პატიოსნებას აქვს მეტად მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენა. როდესაც კომპანიებს ერთმანეთის
მიმართ ნდობა აქვთ, ისინი არ არღვევენ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. როდესაც
კომპანიები ერთგული რჩებიან კონფუციური ეთიკისადმი, მათ შეუძლიათ ენდონ ერთმანეთს, არ
დაარღვიონ კორპორაციული შეთანხმების პირობები. კოოპერაციული ღირებულებები, მაგალითად,
იაპონურ კომპანიებში, ჩანს ისეთ საზოგადოებაში, როგორიცაა იაპონური ნათესაობა. მუშაკებს შორის
ახლო ნათესაური კავშირი ნებადართულია იაპონური ავტომწარმოებელი კომპანიების მიერ. „ტოიოტას“
შედარებითი უპირატესობა შეიძლება ამით იყოს განპირობებული. ბიზნესის საქმიანობაში ეს
ურთიერთოათა ქსელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩინური ლეგალური სისტემა.

გლობალურ ბიზნესში ენობრივი სხვაობის გათვალისწინების მნიშვნელობა


სალაპარაკო ენა, როგორც კულტურის დეტერმინანტი.
ნებისმიერი კულტურისა თუ ცივილიზაციის მთავარი ელემენტი რელიგიასთან ერთად არის ენა.
სამუელ ჰართინგტონის მიხედვით უნივერსალური ცივილიზაცია იქმნება, მაშინ უნდა შეიმჩნეოდეს
უნივერსალური ენის შექმნის ტენდენციები. ის რომ „მსოფლიო ენა ინგლისურია“, არავითარი
მტკიცებულება არ არსებობს ამ მოსაზრების სასარგებლოდ, მონაცემები კი სრულიად საწინააღმდეგოს
გვიჩვენებს. ხუთ ათწლეულზე უფრო ხანგრძლივი პერიოდის მონაცემები მეტყველებს, რომ მსოფლიოში
ენობრივი ჯგუფების განაწილების საერთო სურათი ბოლო წლებში კარდინალურად არ შეეცვლილა,
საგრძნობლად შემცირდა ინგლისურად ფრანგულად, გერმანულად, რუსულად და იაპონურად
მოლაპარაკე ხალხის წილი, თუმცა მოიმატა მადარინის დიალექტზე, ინდურად, მალაი-ინდონეზიურად,
არაბულად, ესპანურად, პორტუგალიურად და სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხის საერთო წილმა. ერთის
მხრივ, ენა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის 9%სთვის უცხოა, ვერ იქნება მსოფლიო ენა. თუმცა,
მეორეს მხრივ, შეიძლება მას ასე ვუწოდოთმ რადგან ეს არის ენა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა
ენობრივი ჯგუფისა და კულტურის ხალხი იყენებს ერთმანეთთან ურთიერთობის დასამყარებლად, ანუ
ის რეალურად წარმოადგენს მსოფლიოს lingua franka-ს. ისტორიის განმავლობაში ჩნდებოდა lingua franka
ები: ლათინური, ანტიკურ და შუასაუკუნეების სამყაროში, ზვაჰილური-აფრიკის მრავალ კუთხეში,
ფრანგული-დასავლეთში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ინგლისური- მსოფლიოს უმრავლეს
ადგილებში მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში. დიპლომატებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებს, ტურისტებს,
პილოტებსა და საჰაერო დისპეჩერებს სჭირდებატ მოსახერხებელი საშუალება ურთიერთობისთვის,
რომელიც ამჟამად ინგლისურის მეშვეობით ხორციელდება.
ინგლისური შეიძლება მივიჩნიოთ მსოფლიოს კულტურათაშორისი ურთიერთობების საშუალებად,
ისევე როგორც ქრისტიანული კალენდარი წარმოადგენს მსოფლიოსთვის დროის განსაზღვრის
საშუალებას, არაბული რიცხვები-თვლის საშუალებას, მეტრული სისტემა- გაზომვის საფუძველს
უმეტესი მსოფლიოსთვის. ამ მიდგომით, ინგლისური ენის გამოყენება ინტერკულტურული
ურთიერთობის სფეროს მოიცავს. იგი ითვალისინებს სხვადასხვა კულტურების არსებობას. ლინგუა
ფრანკა ენობრივი და კულტურული განსხვავებების დაძლევის და არა მათი მოსპობის საშუალებაა. იგი
არის ურთიერთობის ხერხი და არა საკუთარი მეობისა და დარკვეული საზოგადოებისადმი
კუთვნილების განსაზღვრის საშუალება.
ლინგუა ფრანკად ანუ ფართო საურთიერთობო ენად უმეტესად იქცევა ისეთი ენა, რომელიც
ნაკლებადაა გაიგივებული კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან, რელიგიასთან თუ იდეოლოგიასთან. ბოლო
დროს ინგლისური „დე-ენთუზებული“ გახდა, როგორც ეს წარსულში ბერძნული, ლათინური, აქადური
ენების შემთხვევაში მოხდა. ინგლისურს როგორც დამხმარე ენას, კარგი ბედი დაჰყვა, ამის დასტურია ის
ფაქტი, რომ არც ერთი მისი წყარო(ბრიტანული, ამერიკული) ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე, არ
განიხილება ფართოდ და აშკარად ეთნიკურ და იდეოლოგიუ კონტექსტში. ინგლისური ენის გამოყენება
კულტურათაშორის პროცესში ხელს უყობს და აძლიერებს ცალკეულ ხალხთა კულტურის
იდენტურობებს. იმის გამო რომ ხალხს სურს საკუთარი კულტურის შენარჩუნება, სხვა კულტურის
წარმომადგენლებთან ურთიერთობისას იყენებს ინგლისურ ენას. მთელ მსოფლიოში ინგლისურად
მოლაპარაკე ხალხი სხვადასხვანაირ ინგლისურზე საუბრობს. ინგლისური ავტოქტონიზებულია და იგი
იძენს ადგილობრივ შეფერილობას, რითაც შორდება ბრიტანულ და ამერიკულ ინგლისურს, უკიდურეს
შემთხვევაში იმდენად რომ მათ აღარ ესმით ერთმანეთის, ისევე როგორც ჩინური ენის დიალექტების
შემთხვევაში ხდება. მაგალითად, ნიგერიული ინგლისური პიჯინი, ინდური ინგლისური და
ინგლისურის სხვა ვარიანტები შერწყმული არიან თავიანთ მასპინძელ კულტურებს. სავარაუდოა რომ, ამ
დიფერენცირერბის პროცესი მომავალში უფრო გაღრმავდება ისე რომ ისინი გადაიქცევიან ინგლისურ
მონათესავე ენებად, მაგრამ სხვა ენებად, ისევე როგორც ლათინურიდან აღმოცენდნენ რომანული ენები.
ენის გადანაწილება ისტორულად ასახავდა ძალების გადანაწილებას. ცვლილებები ძალთა
თანაფარდობაში გავლენას ახდენდენს ენების გამოყენებაზე. ბრიტანეთის და ამერიკის კოლონიურმა,
სავაჭრო, ინდუსტრიულმა, სამეცნიერო და ფინანსურმა ძალაუფლებამ დაღი დაამჩნია უმაღლეს
საგანმანათლებლო სისტემას, სახელისუფლებო მმართველობას, ვაჭრობას და ტექნოლოგიას მსოფლიოს
სხვადასხვა კუთხეში. ბრიტანეთი და საფრანგეთი მათი ენების გამოყენებას მოითხოვდა კოლონიებში.
თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოფილ კოლონიათა აუმრაველსობა, შეეცადა იმპერიული
ენების შეცვლას ადგილობრივი ენით. საბჭოთა კავშირის ზენიტში ყოფლის დროს რუსული ენა
საეერთაშორისო ენა იყო პრაღიდან-ჰანოიმდე, ხოლო მისი დამხობის შემდეგ რუსული, როგორც მეორადი
ენის გამოყენება შემცირდა. იაპონიის ეკონომიკურმა გაძლიერებამ სტიმული მისცა იაპონურის სწავლას
არაიპონელთა მიერ, იგივენაირად მოხდა ჩინური ენის შემთხვევაში. ჩინური იქცა ენად, რომელზეც
იწარმოება რეგიონის უმრავლესი საერთაშორისო ბიზნეს-გარიგებები. სხვა ცივილიზაციენთან
შედარებით, დასავლენის ზეგავლენის დაკარგვასთან ერთად, ინგლისურიდ და სხვა დასავლური ენების
გამოყენება სხვა საზოგადოებებში ნელ-ნელა შესუსტდა.
კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და მისი მოპოვების შემდეგ, ამ საზოგადოებათა
ელიტებს სურდათ საკუთარი თავის განცალკევება საკუთარი საგოგადოებისგან.ამის საშუალებას
იძლეოდა ინგლისურის, ფრანგულის და სხვა დასავლური ენების სრულყოფილად ფლობა. ამის შედეგია
ის, რომ არადასავლურ საზოგადოებათა ელიტებს დასავლელებთან და ერთმანეთთან უფრო ეიოლებათ
ურთიერთობა, ვიდრე საკუთარ საზოგადოებასთან. არადასავლურ საზოგადოებაში შეიმჩნება ორი სახის
ტენდენცია. ერთის მხრივ, ინგლისური სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება საუნივერსიტეტო
დონეზე, რათა გამოუშვან მომზადებული კადრები, რომლებიც შეძლებენ სავაჭრო და სამომხმარებლო
(ბიზნესი) სფეროში საერთაშორისო კონკურენციის პირობებში ნაყოფიერი მოღვაწეობა. მეორე მხრივ,
სოციალურ და პოლიტიკურ ზეწოლას იწვევს ადგილობრივი ენების შემოსვლას საყოველთაო ხმარებაში.
ჩრდილოეთ აფრიკაში არაბული ენაცვლება ფრანგულ ენას, პაკისტანში ურდუს ენა უწევს კონკურენციას
ინგლისურს, ინდოეთში ადგილობრივი ენაცვლება ინგლისურენოვან მედია საშუალებებს.
არადასავლურ საზოგადოებაში დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისა და
ხელისუფლებაში იქაური ხალხის უფრო ფართოდ წაემოდგენის ფონზე, დასავლური ენების მოხმარება
იკლებს, ხოლო ადგილობრივი ენები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
საბჭოთა იმპერიისა და ცივი ომის დასასრულმა დაჩაგრული და დავიწყებული ენების საყოველთაო
გავრცელება და გამოცოცხლება გამოიწვია. საბჭოთა რესპუბლიკათა უმრავლესობაში ტრადიციული
ენების ასაღორძინებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნა გატარებული. ესტონური, ლიტვური,
ლატვიური, უკრაინული, ქართული და სომხური ამჟამად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ნაციონალურ
ენებს წარმოადგენს. მსგავსი ენობრივი გამოცოცხლება მუსლიმურ რესპუბლიკაშიც მოხდა: აზერბაიჯანმა,
ყირგიზეთმა, თურქმენეთმა და უზბეკეთმა ყოფილი რუსი მჩაგვრელის „კრილიცის“ შრიფტი თავიანთი
თურქი ნათესავების დასავლური შრიფტით შეცვალეს, ტაჯიკეთმა- არაბული ანბანი შემოიღო. მეორეს
მხრის, სერბები თავიანთ ენას უწოდებენ სერბულ უფრო მეტად, ვიდრე სერბულ-ხორვატიულს და
თავიანთი კათოლიკე მტრების დასავლური ანბანი შეცვალეს რუსი ნათესავების ანბანით. მათ მსგავსად
ხორვატებიც ცდილობენ გაწმინდონ თავიანთი ენა თურქული და სხვა უცხოენოვანი სიტყვებისგან. ენა
გადაეწყობა და გადასხვაფერდება იმის იხედვით თუ როგორ ითხოვს ამას იდენტურობის საკითხი,
ცივილიზაციური შეფერილობა. დიდი ძალების ნგრევის ნიადაგზე ღრმავდება ბაბილონიზაციის
პროცესი.
ეროვნული საზღვრების და გეოგრაფიული დაბრკოლებების მსგავსად, ენა ზღუდავს ხალხის
კონტაქტს სხვა კულტურებთან. როდესაც სხვადასხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი ერთ ენაზე
საუბრობს, კულტურა უფრო ადვილად ვრცელდება. ამით აიხსნება ინგლისურენოვან , ასევე
ესპანურენოვან ქვეყნებს შორის მეტი კულტურული ერთგვაროვნება, ვიდრე ცალკე აღებულ თითოეულ
მათგანში. როდესაც პატარა გეოგრაფიულ არეალში თავმოყრილმა ხალხმა იცის მხოლოდ ერთი ენა,
რომელიც ცოტა ადამიანს ესმის, ის სხვებთან მცირე კონტაქტის გამო ცდილობს, თავისი კულტურის
ერთგული დარჩეს. იგლისური, ფრანგული თუ ესპანური ენების მომხმარებლები საჭიროდ არ მიიჩნევენ
სხვა შეზღუდულ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე გავცელებული ენების შესწავლას. ერთი ენის
გავრცელების არეალში ქვეყნებს შორის ვაჭრობა უფრო იოლია, რადგან ყველაფრის თარგმნა აღარაა
სავალდებულო. ამგვარად, როდესაც ხალხი სწავლობს მეორე ენას, ამას, სხვა ქვეყნებთან ინტერაქციის
თვის აკეთებენ, მეტწილად კი ვაჭრობის სფეროში გამოსადეგ ენას ირჩევენ.
მსოფლიოს ხალხი ათასობით ენზე ლაპარაკობს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანს თუ აკისრებია
გარკვეული მისია კულტურის გავრცელებაში.
რეგიონალური კლასიფიკაცია მოიცავს ორ კატეგორიას: 1.ქვეყნებს, რომლის დომინანტური ენაც
არაა დომინანტი სხვა ქვეყნებში, 2. ქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. არაინგლისურენოვანი
ქვეყნების ბვრმა მულტინაციონალურმა საწარმომ თავის სამუშაო ენად ინგლისური აირჩია, როგორც
„ბიზნესის საერთაშორისო ენა“. თუმცა მხოლოდ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკენი მსოფლიოსთან
კომუნიკაციის დროს, გაცილებით მეტ სირთულეს აწყდებიან, რადგან ასეთი ადამიანების რაოდენობა
თანდათან მცირდება, ხოლო ჩინური და ინდურენოვანი საზოგადოება ისევე სრაფად იზრდება, როგორც
მათი ეკონომიკა.
ამრიგად ენა საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა.
სპეციალისტების დასკვნით მსოფლიოში არსებობს 3000 განსხვავებული ენა და 10000-მე დიალექტი.
ქვეყნები ერთანეთისგან განსხვავდებიან ენის მიხედვით, რომელშიც იგულისხმება სალაპარაკო და
არასალაპარაკო კომუნიკაციებიც. ენა გულისხმობს უფრო ეტს ვიდრე უბრალოდ ხალხის ერთმანეთთან
კონტაქტია. ენას აქვს ისეთი თვისება, რომ ერის ენაში ზოგჯერ არსებობს სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც
მეორე ქვეყანაში შეიძლება არ არსებობსდეს.
ქვეყნებში შეიძლება იყოს ერთ ენაზე მეტი. მაგალითად, კანადაში ვხვდებით ინგლისურად და
ფრანფულად მოლაპარაკე სოციალუ ჯგუფებს. ესპანეთში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ბასკების
უმცირესობა თავისი საკუთარი კულტურითა და ენით უპირისპირდება ესპანურად მოლაპარაკე
უმრავლესობას. ინდოეთში ოფიციალურად აღიარებულია 16 სახელმწიფ ენა და 3000მდე დიალექტი.
ჩინური არის მშობლიური ლოკალურად მცხოვრები ხალხის უმრავლესობისთვის. მსოფლიოში
ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენებია ინგლისური, ფრანგული, ესპანური და ჩინური. ინგლისური
მზარდი ტემპებით ხდება საერთაშორისო ბინესის ენა. როდესაც ორი სხვადასხვა ქვეყნის
წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს მათ ურჩევნიათ ისაუბრონ ინგლისურად.

კინესიკის როლი გლობალურ ბიზნესში


სხეულის ენა ანუ კინესიკა -ხალხის სიარულის, შეხების და სხეულის მოძრაობის მანერა ასევე
განსხვავდება კულტურებს შორის, მხოლოდ რამდენიმე ჟესტს აქვს უნივერსალური მნიშვნელობა.
მაგალითად ბერძენი, თურქი ან ბულგარელი შესაძლოა გამოთქვამდეს „დიახს“ თავის აქეთ-იქეთ
მოძრაობით, რაც აღიქმება როგორც „არა“ შეერთებულ შტატებში და ევრობის უმეტეს ნაწილში. ზოგიერთი
მათგანი სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში შეიძლება ერთმანეთის საპირისპირო რამესაც ნიშნავდეს.
კიდე ერთი ფაქტორი ჩუმ ენაში უკავშირდება ადამიანის სტატუსს, განსაკუთრებით, ორგანიაზციულ
გარემოში. მაგალითად ამერიკელი მენეჯერი, რომელსაც სწამს, რომ მატერიალური ნივთები პრესტიჟის
მაჩვენებელია, შესაძლოა, არ აფასებდეს იმ უცხოელი კოლეგების სტატუსს, რომლებსაც დიდი,
ხავერდოვანი კუთხის ოფისები ავთ მაღალ სართულზე. შესაძლოა უცხოელმა არც ისამერიკელი კოლეგა
დააფასოს, რომელიც თავად აღებს კარს, მოაქვს ყავა და პასუხობს სატელეფოი ზარებს.
არასალაპარაკო ენა მიუთითებსარავერბალურ კომუნიკაციებზე. ჩვენ ურთიერთობას ვამყარებთ
ერთმანეთთან მიმიკებით: წარბის აწევა , რაც გაანალიზების ნიშანია მრავალ კულტურაში, ღიმილი-
მხიარულების.მიმიკების გამოყენებას სხვადასხვა კულტურაში შეძლება მოჰყვეს კომუნიკაციის ჩაშლა.
მაგალითად, საჩვენებელი თითის აწევის ჟესტი ამერიკელისთვის იმის სანიშნებელია რომ ყველაფერი
კარგადაა, ხოლო საბერძნეთში ეს ჟესტი უზრდელურია. მიმიკები ზოგადად გამოიყენება მაშინ როცა
მანძილი შენსა და პარტნიორს შორის დიდია, არა ვერბალური ბიზნეს საუბარში მანძილი შტატებში
მიღებულია 5-8 ნაბიჯი, ლათინურ ამერიკაში 3-5 ნაბიჯი.

განათლების როლი გლობალურ ბიზნესში


კერძო და სახელმწიფო განათლების ოფიციალური სტრუქტურა ასახავს საზოგადოების კულტურულ
ღირებულებებს და წარმოადგენს ამ ღირებულებების გადაცემის მნიშვნელოვან წყაროს. ფორმალური
განათლება თამაშობს მთავარ როლს საზოგადოებაში. თანამედროვე საზოგადოებისათვის აუცილებელია
ენების მათემატიზირებული ცოდნა. საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ნორმების ათვისება
შეიძლება, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით. სკოლებში ასწავლიან საზოგადოებაში
მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ხასიათის მოვლენებს, კონცენტრირებას ახდენენ
მოქალაქეობის ფუნდამენტურ პრინციპებზე და კულტურულ ნორმებზე. საერთაშორისო ბიზნესის
პერსპექტივიდან გამომდინარე, განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მჟღავნდება
განათლების, როგორც შედარებითი უპირატესობის დეტერმინანტის როლში. პორტერის შეხედულებით
მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური წარმატების ასახსნელად არის იაპონიის
ბრწყინვალე განათლების სისტემა.
ქვეყანაში არსებული განატლების დონე არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმის დასადგენად, თუ
რა სახის საქონელი შეიძლება გაიყიდოს და რა სახის სარეკლამო მასალა შეიძლება იქნეს გამოყენებული.
მაგალითად, პაკისტანში, სადაც მოსახლეობის 70%ზე მეტმა არ იცის წერა-კითხვა, არ შეიძლება იყოს ამ
პროდუქციის მნიშვნელოვანი ბაზარი. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია სარეკლამოდ გამოვიყენოთ
პიქტოგრამები.
საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი შეიძლება წააწყდეს დაბრკოლებებს შესაფერისი სავაჭრო ან
დამხმარე პერსონალის დაქირავებისას. მაგალითად, იაპონური კულტურა ყველაზე მეტად აფასებს
ერთგულებას, ხოლო თანამშრომლები თვლიან თავიანთ თავს კორპორაციული ოჯახის წევრად. თუ
უცხოური ფირმა გადაწყვეტს გავიდეს იაპონიის ბაზრიდან, თანამშრომლეი შეიძლება გაკოტრდნენ
კარიერის დასაწყისში და აღმოჩნდნენ უძლურნი მოძებნონ ადგილი იაპონურ საქმიან სისტემაში. ამიტომ,
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები უხალისოდ მიდიან სამუშაოდ უცხოურ ფორმებში და მხოლოდ
ძალზედ ძლიერ და ცნობილ ფირმებში.
ტექნოლოგიის შეძენისას და მისი საშუალებით პროდუქციის წარმოებისას სირთულის დონე
დამოკიდებული იქნება მომავალ მომხმარებელთა განათლების დონეზე. პროდუქციის ადაპტაციის
შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ მიზნობრივ მომხმარებლებს
რამდენად შეუძლიათ გამოიყენონ პროდუქტი და მომსახურება სათანადოდ.
განათლების ერთ-ერთი ფუნქციაა არსებული კულტურის და ტრადიციის გადაცემა ახალი
თაობისთვის. თუმცა, განათლება ასევე შეიძლება გამოვიყებოთ კულტურის ცვლილებისათვის. მისი
ნათელი მაგალითია კომუნისტური კულტურის ფორმირება ჩინეთის სახალსო რესპუბლიკაში. თუმცა,
კულტურის განსაზღვრული ცვლილება განათლების ზემოქმედებით მიმდინარეობს მრავალ ქვეყანაში.
განათლების დონეს აქვს გავლენა ბიზნესის სხვადასხვა ფუნქციებზე. საწარმოს დანადგარების შესწავლის
პროგრამა უნდა შედგებოდეს მოსამზადებელი საგანმაათლებლო დონის გათვალისწინებით.

კულტურა და სამუშაო ადგილები

მენეჯმენტი შეიძლება შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რა კულტურული ფასეულობებია


დამკვიდრებული სამუშაო ადგილზე. მაგალითად, თუ ამერიკასა და საფრანგეთის ფირმებში სამუშაო
ადგილებზე განსხვავებული ღირებულებებია, საერთაშორისო ბიზნესს მოუწევს, ამ ფასეულობათა
მიხედვით არეგულიროს მენეჯმენტი.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კულტურა სამუშაო
ადგილზე არსებულ ფასეულობებზე, ეკუთვნის ცნობილ ჰოლანდიელ მეცნიერს - გერტ ჰოსფტიდს. მან
დაკვირვების მასალის საფუძველზე შეადარა ორმოც ქვეყანაში, სამუშაოზე კულტურის ზეგავლენის
სხვადასხვა ასპექტები (IBM-ში მუშაობისას 100 000მუშაკის შესახებ ფასეულობების შესახებ აგროვებდა
მონაცემებს) . მან საფუძველი ჩუყარა საქმიან ურთიერთობებზე ეთნო-კულტურული თავისებურებების
ზეგავლენის შესწავლას და ათეული წლების განმავლობაში აწარმოებდა კვლევას 1965 წლიდან. მან
შეამჩნია, , რომ საზოგადოების კულტურასა და ტრადიციებს დიდი ზეგავლენა აქვს ადამიანის
ცხოვრებაში ჩამოყალიბებულ ფასეულობებზე, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებათა
შორის ურთიერთობებსა და განსაკუთრებით, ბიზნეს ურთიერთობებზე.
ჰოფსტედი იკვლევდა ორგანიზაციის კულტურას, კულტურულ ეკონოიკას და მენეჯმენტს. მან
აჩვენა, რომ ნაციონალური და რეგიონალური კულტურული ჯგუფები გავლენას ახდენენ საზოგადოების
ქცევაზე. მან გამოყო 4 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც აქცია განზომილებებად და შემოიტანა მისი
შესაბამისი ინდექსები. ეს იყო პირველი რაოდენობრივ ანალიზზე დაყრდნობილი თეორია, რომლის
მიხედვითაც შეიძლებოდა ეთნო-კულტუტულ ურთიერთობებზე მსჯელობა.
ამ კვლევაში მან გამოყო რამოდენიმე განზომილება: 1. ძალაუფლების იერარქია- შესაბამისი ინდექსია
ძალაუფლების დისტანციის ინდექსი PDI, 2,ინდივიდუალიზი თუ კოლექტივიზმი - ინდექსი
ინდივიდუალიზმი IDV, 3. გაურკვევლობისგან თავის აცილება- UAI , 4. განსხვავებული
დამოკიდებულება მამრობითი და მდედრობიტი სქესის წარმომადგენლებს შორის,
ინდექსიმასკულიზიმი MAS. 1991 წელს ამ ფაქტორებს დაამატა მეხუთე ფაქტორი გრძელვადიანი თუ
მოკლევადიანი ორიენტაცია- LTO. ჰოფსტედი აღნიშნავს რომ, ეს განზომილებები მოიცავს 4
ანთროპოლოგიურ პრობლემურ არეს, რომელსაც სხვადასხვა ერები განსხვავებულად არეგულირებენ. მათ
განსხვავებული ადაპტაცია აქვთ უთანასწორობის, უსამართლობის, გაურკვევლობის მიმართ,
განსხვავებულია ურთიერთობა ინდივიდსა და ჯგუფს შორის.
1984 წელს ჰოფსტედმა გამოსცა წიგნი „კულტურის შედეგები“, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ
ანალიზსა და მისი დიდი პირადი გამოცდილების შედეგებს. 1991 წელს მაიკლ ჰარის ბონდმა ჩაატარა
გამოკვლევა 23 ქვეყნის სტუდენტებს შორის კითხვარით, რომელიც შემუშავებული იყო ჩინელი
თანამშრომლებისა და მენეჯერების მიერ. ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა მეხუთე ფაქტორი
გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი ორიენტაცია, რომელსაც თავიდან უწოდეს კონფუციური დინამიზმი.
ამტ დაემატა მაიკლ მინოვიის მიერ ჩატარებული გამოკვლევები მსოფლიო ღირებულებათა მკითხვარის
გამოყენებით.
ჰოფსტედის მიერ გამოყოფილი ხუთი ძირითადი ფაქტორი:

1. ძალაუფლების იერარქია. ძალაუფლების დისტანციის ინდექსი DI აჩვენებს თუ რა ხარისხით აქვს


ნაკლები ძალაუფლების მქონე ორგანიზაციებს, ინსტიტუციებს ან საზოგადოების წევრებს მოლოდინი
იმისა, რომ საზოგადოების უთანაბრობის დონეს მხარს უჭერს არა მხოლოდ ხელმძღვანელი, არამედ
ქვეშევრდომი პირებიც. ძალაუფლება და უთანაბრობა ნებისმიერი საზოგადოებისთვის
დამახასიათებელი ფუნდამენტური ფაქტორებია, მაგრამ ეს უთანასწორობა ზოგ საზოგადოებაში მეტად
არის გამოხატული, ზოგში ნაკლებად. ინდექსის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ იერარქია
მკვეთრად არის ჩამოყალიბებული საზოგადოებაში. დაბალი მაჩვენებლი კი მიუთითებს, რომ ხალხი
კითხვებს უსვამს ძალაუფლების, ხელისუფლების წარმომადგენლებს და ცდილობს ძალაუფლების
გადანაწილებას. ძალაუფლების დისტანციის ინდექსი მაღალია აღმოსავლეთ ევროპის, აზიისა და
აფრიკის ქვეყნებში, დაბალია გერმანიაში და ინგლისურად მოსაუბრე დასავლეთის ქვეყნებში. მსოფლიოს
ცალკეული კულტურები ახდენენ ძალაუფლებისადმი პატივისცემის დემონსტრირებას. ასეთი
კულტურის მიმდევრები აღიარებენ თანამდებობრივად უფრო მაღალი პირის "მაღალ სტატუსს"
გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთ კომპანიებში ქვეშევრდომები მხოლოდ შემსრულებლის
როლში გამოდიან. ეს მიდგომა, ჰოფსტედის აზრით, დომინირებს: საფრანგეთში, ესპანეთში, მექსიკაში და
სხვ. ამ მიდგომის საპირისპიროდ, ძალაუფლებისადმი ტოლერანტულ მიდგომაში ადამიანები ნაკლებს
ყურადღებას აქცევენ ადამიანის მდგომარეობას თანამდებობრივ იერარქიაში. ასეთი ადამიანები, ეჭვის
ქვეშ აყენებენ ხელმძღვანელის გადაწყვეტილებებს. ჰოფსტედ მიაჩნია, რომ აშშ, ისრაელი, ავსტრია, დანია,
ირლანდია, ნორვეგია, გერმანია, ახალი ზელანდია იზიარებენ ხელისუფლებისადმი ლიბერალური
დამოკიდებულების მიდგომას. ძალაუფლებისადმი მიდგომა არსებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის
მენეჯმენტზე. ძალაუფლებისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა კულტურებში ზოგჯერ
მოლაპარაკებათა პროცესში გაუგებრობას იწვევს.
2. ინდივიდუალიზმი კოლექტივიზმის ინდექსი - იკვლევს რომელი ადამიანები არიან
გაერთიანებული საზოგადოებაში ჯგუფებად. ინდივიდუალურმა საზოგადობებმა დაკარგეს კავშირები
და ხშირად ეს კავშირი განისაზღვრება მხოლოდ ადამიანის კავშირით საკუთარ ოჯახთან.
ინდივიდუალიზმი - ეს არის კულტურული მსოფლმხედველობა, რომლის შესაბამისად, ძირითადი როლი
ენიჭება ადამიანს. ინდივიდუალისტების ძირითადი ღირებულებებია: პირადი ღირსების გრძნობა,
მოქმედებისა და მსჯელობის დამოუკიდებლობა. ასეთი ადამიანები თავიანთ კარიერას კომპანიის
წარმატებაზე მაღლა აყენებენ.
კოლექტივიზმი - ასახავს რა ხარისხით არიან ადამიანები გაერთიანებული საზოგადოებაში
ჯგუფებად. ეს არის კულტურული მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც, ძირითადი როლი
ეკუთვნის ჯგუფს (კოლექტივს). ამ კონცეფციაში თავის ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა ადამიანი
აყენებს კოლექტიურ ინტერესებს. კოლექტიური საზოგადოების წევრები ლოიალურად არიან
ერთმანეთთან დაკავშირებული და მხარს უჭერენ ერთმანეთს. ინდივიდუალიზმი კოლექტივიზმის
ფაქტორი განიხლავს ურთიერთობას ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმს შორის. ჰოფსტედს მიაჩნია,
რომ მექსიკის, ჰონგკონგის, საბერძნეთის, პერუს მაცხოვრებლები არიან კოლექტივისტები.
საერთაშორისო კომპანიები კარგად უნდა იყვნენ გათვითცნობიერებულები იმაში, თუ რომელ სოციალურ
გარემოში მოუხდებათ მათ საქმიანობა. მაგალითად, ამერიკულ კომპანიებში მუშაკის პრემია და
წახალისების სხვა ფორმები მიბმულია მისი ინდივიდუალური შრომის შედეგებზე. იაპონიაში კი
პირიქით, შრომის შედეგების შეფასება ხდება ჯგუფური მუშაობის შედეგების მიხედვით.
3. გაურკვევლობის თავიდან არიდების ინდექსი UAI- გულისხმობს იმ გრძნობას, რომელიც ეუფლება
ადამიანს იმ სიტუაციებში, რომლებისთვისაც დამახასიათებელია გაურკვევლობა და ორაზროვნებაის არ
არის იგივე, რაც რისკების აცილება. ეს ინდექსი განსაზღვრავს საზოგადოების ტოლერანტობას
გაურკვევლობის მიმართ. გვიჩვენებს, ხალხი ეგუება თუ ცდილობს თავიდან აიცილოს მოულოდნელი
ვითარებები.იქ, სადაც ეს ინდექსი მაღალია, საზოგადოების წევრები მკაცრად იცავენ ქცევის ნორმებს,
კანონებს, ეყრდნობიან ერთ ჭეშმარიტ სიმართლეს და მათი აზრით სწორედ ეს სიმართლე განსაზღვრავს
სხვა დანარჩენს. ამ ინდექსის დაბალი მაჩვენებლი კი მიუთითებს, რომ საზოგადოება მეტად ღებულობს
განსხვავებულ აზრს თუ იდეას. საზოგადოება ადგენს ნაკლებ რეგულაციებს, მისთვის მისაღებია
სხვადასხვა შეხედულებები და გარემო უფრო თავისუფალია. ყველაზე მაღალია ლათინური ამერიკის
ქვეყნებში, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპაში და იაპონიაში. დაბალია, ინგლისურენოვან,
სკანდინავიურ, ჩინური კულტურის მქონე ქვეყნებში.
ადამიანები, რომლებიც იზიარებენ იმ კულტურას, რომლისთვისაც დამახასიათებელია
განუსაზღვრელობის ადეკვატური აღქმა, ასტიმულირებენ ცვლილებებს და ცდილობენ ახალი
შესაძლებლობების გამოყენებით მიაღწიონ წარმატებებს. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება აშშ, დანია,
ნორვეგია, შვედეთი, სინგაპური, ჰონგკონგი, ავსტრალია. ასეთი საზოგადოებები დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ სამუშაოს უსაფრთხოებას, კარიერისტულ ზრდას და ა.შ. მათ აგრეთვე ჰქონდათ წესებისა და
რეგულაციების ძლიერი მოთხოვნები. ის კულტურები კი, რომლებიც ხასიათდებიან გაურკვევლობის
მიუღებლობით, ცვლილებებს აღიქვამენ მიუღებლად. ასეთი კულტურების მატარებლები იხრებიან
სტრუქტურირებული და რუტინული სამუშაოსკენ. ჰოფსტედის აზრით, ასეთი ქვეყნებია: ისრაელი,
იტალია, პერუ, გერმანია და სხვ.
4. მეოთხე ფაქტორია მასკულინიზმი/ფემინიზმის ინდექსი MAI . გამოხატავს ღირებულებების
გადანაწილებას მდედრობით და მამრობით სქესებს შორის. განსხვავებული დამოკიდებულება
სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებ შორის დავალების შესრულებაზე ორიენტირებული თუ
პიროვნებაზე ორიენტირებული შეფასება. ამ კრიტერიუმის მიხედვით მამარობითი მიიჩნევა უპირატესად
საზოგადოებაში წარმატების მიღწევის, გმირობის გამოვლენის მიზნით. ამის საპირისპიროა
კოოპერაციული, მოკრძალებული დამოკიდებულება მდედრობითი სქესის მიმართ და ცხოვრების
ხარისხზე ორიენტირებული. ფემინისტურ საზოგადოებაში თანაბრად ნაწილდება შეხედულებები,
ძალაუფლება, მდგომარეობა მამაკაცთან ერთად. მასკულინურ საზოგადოებაში ქალები უნფრო
მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანები არიან, მაგრამ ნაკლებ გამოჩენილები ვიდრე მამაკაცები. აქ
კვლავ შესამჩნევია განსხვავება ქალისა და მამაკაცის მიმართ ღირებლეებს შორის.მკვეთრად მასკულინურ
საზოგადოებაში ამ განზომილებაზე საუბარი ზოგჯერ ტაბუდადებულია. მასკულიური ინდექსი მაღალია
იაპონიაში, გერმანულ ენაზე მოსაუბრე ქვეყნებში და ზოგიერთ ლათინურ ქვეყნებში. დაბალია ზოგიერთ
ლატინურ და აზიურ ქვეყბენში, როგორიცაა საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ჩილე, კორეა და
ტაილანდი.
5. მეხუთე ფაქტორი არის დროითი გრძელვადიანი/მოკლევადიანი ორიენტაცია LTI, როდესაც
სხვადასხვა კულტურების მატარებლ სოციალურ ჯგუფებს ახასიათებთ თანაცხოვრების, საქმიანობის,
შრომის ხანგრძლივ პერიოდზე ორიენტირებული გეგმები. ასახავს კავშირს წარსულს, აწმყოსა და მომავალ
ქმედებებს შორის. ამ მაჩვენებლის დაბალი ინდექსი - მოკლევადიანი ორიენტაცია, მიუთითებს, რომ
პატივს სცემენ და ინახავენ ტრადიციებს, მყარ ურთიერთობებს. მაღალი ინდექსი - გრძელვადიანი
ორიენტაციის მაჩვენებლი მიუთითებს, რომ ეს საზოგადოება ადაპტირებულია გარემოსთან,
პრობლემების გადაწყვეტის დროს მოქმედებს პრაგმატულად, გარემოებების მიხედვით. ქვეყნებს, სადაც
კონფუციანიზმია განვითერებული ახასიათებსთ შრომისმოყვარეობის კულტი, მაიკს ჰარის ბონდმა მას
უწოდა კონფუციური მუშაობის დინამიზმი. ეს განზომილება მკვეთრად იყო დაკავშირებული
ეკონომიკურ ზრდასთან. ჰოფსტედმა შექმნა ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0-100 ქულამდე. დიდი
ქულა ენიჭებოდათ მაღალ ინდივიდუალიზმს - საკუთარ თავში გაურკვევლობას. დასავლეთის ქვეყნები,
როგორიცაა: აშშ, კანადა და ბრიტანეთი ხასიათდება მაღალი ინდივიდუალიზმითა და საკუთარ თავში
გაურკვევლობით. მეორე ექსტრემალურ ჯგუფში კი შედის ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნები,
რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კოლექტივიზმს, ხასიათდებიან საკუთარ თავში ნაკლები
გაურკვევლობით.
ჰოფსტედის თეორია პირობითია მრავალი მიზეზის გამო: 1. ჰოფსტედი ამბობს, რომ არსბობს
პირდაპირი კავშირის კულტურასა და იმ ადამიანთა ჯგუფს შორის, რომელთაც ჩამოაყალიბეს
დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ეთ კულტურაზე მეტი. 2. გამოკვლევა,
კულტურულ ჩარჩოებშია მოთავსებული, ანუ გამოსაკითხ ადამიანთა ჯგუფი შედგებოდა ევროპელებისა
და ამერიკელებისგან. 3. ჰოფსტედის ინფორმაციის მომწოდებლები მუშაობენ არა მხოლოდ ერთ
ინდუსტრიაში, კომპიუტერების წარმოებაში, არამედ ერთ კომპანიაში -IBM-ში. რომელიც ცნობილი იყო
თავისი ძლიერი კორპორაციული კულტურითა და მომუშავეთა მრავალ ეროვნულობით, მათ შორის
კულტურები განსხვავებული იყო. ჰოფსტედის ნაშრომი აქტუალური იყო 60-70-იან წლებში, თანდათან
შეუსაბამო ხდება.
ჰოფსტედმა შემდგომ ნაშრომებში განავრცო თავისი ორიგინალური კვლევა და თავის ნაშრომს
დაუმატა ახალი ასპექტი რომელსაც უწოდა "კონფუციანისტური დინამიზმი". ჰოფსტედი და მისი
მოკავშირენი მიიჩნევდნენ, რომ იმ ქვეყნებს, რომელბიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით
ხასიათდებოდნენ, გააჩნდათ "კონფუციანისტური დინამიზმის" მაღალი, ხოლო ინდივიდუალიზმის
დაბალი დონე. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, ადამიანების მომავალზე
ორიენტაცია ხანგრძლივ პერიოდიანია, რომლის დროსაც ფასდება ერთგულება, შრომის ნაყოფიერება,
სიფრთხილე, მაღალი კონფუციონიზმით ხასითდებიან. სხვა კულტურებში, მაგალითად, აშშ და კანადა
ნაკლები კონფუციური დინამიზმი ახასითებთ.

კულტუტული ცვლილებების ზეგავლენა გლობალურ ბიზნესზე


კულტურა არ არის მუდმივი, ის დროთა განმავლობაში იცვლება. მაგალითად, ამერიკაში 1960იან
წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა სიყვარულთან, ქორწინებასთან, ქალის როლთან დაკავშირებული
ღირებულებები. ცვლილებები შეიძლება დიდი მასშტაბების იყოს. მაგალითად, 1960-იან წლებში
მოსაზრება, რომ ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი მენეჯერი, თითქმის მიუღებელი იყო.დღეს კი ეს
რეალობაა. ამ ცვლილებების მსგავსად, მრავალი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა კოლექტივიზმიდან
თანდათანობით მიისწრაფვის ინდივიდუალიზმისკენ, მაგალითად რუსეთი.
რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, ეკონომიკური წინსვლა და გლობალიზაცია შესაძლებელია
სოციალური ცვლილებების გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მაგალითად,ეონომიკურ პროცესს
თან ახლავს მოძრაობა კოლექტივიზმიდან ინდივიდუალიზმისკენ. როდესაც იაპონია ეკონომიკურად
საგრძნობლად განვითარდა , შემცირდა კოლექტივიზმი და გაიზადა ინდივიდუალიზმი. ამ ცვლილებების
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ს, რომ მდიდარი საზოგადოება ნაკლები მოთხოვნით ხასიათდება
კოლექტივიზმზე აგებული სოციალური და მატერიალური საფუძვლის მიმართ. საზოგადოებას უკეთ
შეუძლია მის საჭიროებებზე ზრუნვა. ამის შედეგად იკლებს კოლექტივიზაციის მნიშვნელობა.
საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების შედეგად კულტურა იცვლება, როდესაც
საზოგადოება მდიდრდება, ეკონომიკური პროგრესი ზეგავლენას ახდენს გარკვეულ ფაქტორებზე,
რომლებიც თავის მხრივ კულტურაზე ზემოქმედებენ.მაგალითად, გაზრდილი ურბანიზაციაც და
გაუმჯობესებული განათლებაც ეკონომიკური პროგრესის წყაროა, ამასთან იწვევენ ტრადიციული
ღირებულების შემცირებას.
მიჩიგანის უნივერსიტეტის კვლევა,რომელიც 25 წლის გმავლობაში 78 ქვეყანას შეისწავლიდა,
გვიჩვენებს როგორ იცვლება საზოგადოებრივი ღირებულებები და და რა ზეგავლენას ახდენს ეს
ცვლილება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. გამოკვლევის თანახმად, როცა ქვეყნები
მდიდრდებიან, ქვეყნისა და ოჯახის მიმართ მისი ტრადიციული ღირებულებები იცვლება.
ტრადიციონალისტები ამბობენ, რომ რელიგია მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია, მათ აქვთ ეროვნული
სიამაყის ძლიერი შეგრძნება, მიაჩნიათ რომ ბავშვებს უნდა ასწავლონ მორჩილბა და ის რომ გააბედნერონ
მშობლები. ისინი არ ამართლებენ განქორწინებას, ეუთანაზიას, აბორტს. მეორეს მხრივ არის
არარელიგიური ღირებულებებიც. მსოფლიო ღირებულებების დამკვიდრების ერთ-ერთი კატეგორიაა
„ფასეულობები ცხოვრების ატრიბუტის შესახებ“, რაშიც იგულისხმება „თვითგადარჩენის
ღირებულებები“, რომლებსაც ადამიანები უყენებენ, როდესაც უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის.
ადამიენები რომელთაც არ შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი ოჯახი და თავიანთი თავი საკვებითა და
უსაფრთხოებიტ, მიისწრაფიან ქსენოფობიისკენ, ისინი ფრთხილები არიან პოლიტიკურ აქტიურობაში.
აქვთ ავტორიტარული ტენდენციები და სჯერათ, რომ კაცები ქალებზე უკეთესი ლიდერები არიან.
ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესისთვის დამახასიათებელი „ტრადიციულიდან“ მატერიალურ
ღირებულებებზე გადასვლა. ცვლილებებს სჭირდება დრო, რადგან როდესაც ადამიანები ახალგაზრდები
არიან, ისინი ცვლილებებ ადვილად ეგუებიან, ხოლო მოხუცებისთვის ეს რთულია. ღირებულებებში
ძირეული ცვლილებები დაკავშირებულია თაობებთან.
გლობალიაციის გათვალისწიებით, ბევრი კვლევარი მიიჩნევს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეეგ
საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ტრანსპორტირებაშუ წინსვლა, ვაჭრობის მკვეთრი ზრდა და
კორპორაციების განვითარება ქმნიან პიროებს კულტურათა შერწყმისთვის. ამავე დროს რამდენიმე
ქვეყანაში, ხდება ცვლილებები ისლამისტურ ფუნდამენტალიზმში. თანამედროვე მატერიალისტურ
სამყაროში ზოგიერთი საზოგადოება ცდილობს საკუთარი უნიკალური კულტურის განმტკიცებას.
ამიტომ მაშინ, როცა კულტურის ზოგიერთი ელემენტი საკმაოდ სწრაფად იცვლება, პრაქტიკულად
მატერიალური სიმბოლოების გამოყენებით სხვა ელემენტები იცვლება ნელა. ამიტომ ხდება, რომ ზოგი
ადამიანი ლურჯ ჯინსს ატარებს და იკვებება : მაკდონალდსში“, ზოგს კი არ უნდა ამერიკულ კულტურულ
ღირებულებებთან შეგუება.

გობალურ ბიზნესში კულტურული განსხვავებების გათვალისწინება

გლობალური ბიზნესი განსხვავდება ეროვნული ბიზნესისგან, რადგან საზოგადოებები და ქვეყნები


ერთმანეთისგან განსხვავდებიან კულტურით. მათ შორის არსებული კულტურული სხვაობა
გამომდინარეობს სხვადასხვა სოციალური სტრუქტურებიდან, რელიგიიდან, ენიდან, განათლებიდან,
ეკონომიკური და პოლიტიკური ფილოსოფიიდან.
გლობალურ ბიზნესში სამი კულტურული თავისებურება გამომდინარეობს ამ განსხვავებებიდან:
1. პირველი, რისი განვითარებაც არის საჭირო, ეს არის საერთაშორისო წერა-კითხვის
კულტურის განვითარება. აქ საჭიროა არა მხოლოდ იმის გაანალიზება, რომ არსებობს
კულტურული განსხვავება, არამედ იმის განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს ამგვარი განსხვავება
საერთაშორისო ბიზნესისთვის.
2. მეორე - ეს არის კულტურულ დენაციონალური შედარებითი უპირატესობა.
3. მესამე კი არის კავშირი კულტურასა და გადაწყვეტილების მიღების ეთიკას შორის.
საერთაშორისო განათლება არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს
ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასულ კომპანიას. უმეტესწილად წარუმატებელია ის საერთაშორისო ბიზნესი,
რომელიც ცუდად არის ინფორმირებული სხვა ქვეყნის კულტურის შესახებ. უცხო ქვეყანაში ბიზნესი
მოთხოვს იმ ქვეყნის კულტურულ მოთხოვნილებებთან ადაპტირებას, რაშიც იგულისხმება
მოლაპარაკებების ფორმების, გადახდის სისტემის, ორგანიზაციული სტრუქტურის, პროდუქტის
სახელწოდების, მისი რეკლამირების მორგება ქვეყნის კულტურასთან. წარუმატებლობის საფრთხის
შესამცირებლად გლობალურ ბიზნესში სასურველია ადგილობრივი მაცხოვრებლების სამუშაოზე აყვანა,
მათ უკეთ იციან ქვეყნის კულტურული თავისებურებები.
გლობალურ ბიზნესში მოსალოდნელი საფრთხე გამომდინარეობს ეთნოცენტრისტული მიდგომიდან.
ეთნოცენტრიზმი მიუთითებს ერის კულტურულ უპირატესობაზე სხვა ერებთან შედარებით.
სამწუხაროდ, ეთნოცენტრიზმი თითქმის ყველა ერში არსებობს. ის უარყოფითი, მაგრამ ცხოვრებისეული
ფაქტია, რომელსაც უნდა ერიდებოდეს საერთაშორისო ბიზნესი.
ანთროპოლოგი ედუარდ ჰოლი აღნიშნავს, რომ კულტურულ განსხვავებებს შეუძლია უამრავი
პრობლემა გამოიწვიოს. მაგალითად, ამერიკელებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დათქმულ დროზე
შეხვედრებზე მისვლა. ვთქვათ, არაბსა და ამერიკელ ბიზნესმენებს შეხვედრა აქვთ დანიშნული. არაბი
იგვიანებს, ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ ის ქუჩაში ვიღაც ნაცნობს შეხვდა და მასთან საუბარი
დაიწყო. ეს ამერიკელებისთვის ცოტა გაუგებარია, არაბისთვის კი, რომელიც ცხოვრობს საზოგადოებაში,
სადაც სოციალური ურთიერთობანი მკაცრ განრიგზე მნიშვნელოვანია, ეს სრულებით ბუნებრივია.
კულტურა და შედარებითი უპირატესობა ქვეყანაში ბიზნესის წარმართვის დანახარჯები ზეგავლენას
ახდენს ფირმაზე, წარმოაჩინოს მისი შედარებითი უპირატესობა მსოფლიო ბაზარზე.
იაპონია წარმოადგენს იმის საინტერესო მაგალითს, თუ როგორი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს
კულტურამ შედარებით უპირატესობაზე. ზოგიერთს მიაჩნია, რომ თანამედროვე იაპონიის კულტურა
ამცირებს ბიზნესის დანახარჯებს დასავლურ ერებთან შედარებით. იაპონელები განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ანიჭებენ ლოიალობას, ჯგუფურ კავშირებს, დაკისრებულ მოვალეობებს, პატიოსნებასა და
განათლებას, რაც ზრდის იაპონური კომპანიების კონკურენტუნარიანობას. ამის მსგავსად, კომპანიებსა და
მათ მიმწოდებლებს შორის პატიოსნება ხელს უწყობს ნდობით აღსავსე ატმოსფეროს ჩამოყალიბებას.
შედეგად კი ვიღებთ ხანგრძლივ, სტაბილურ ურთიერთობებს. ასეთი სახის ურთიერთობები
მიმწოდებელსა და კომპანიას შორის ნაკლებად თუ არსებობს დასავლურ ქვეყნებში. ასე რომ,
შესაძლებელია, სწორედ კულტურული ფაქტორებით იყოს განპირობებული იაპონიის ეკონომიკური
ზრდა XX საუკუნის მეორე ნახევრის განმავლობაში.
არსებობს მოსაზრება, რომ იაპონური კულტურა ნაკლებ წამახალისებელია მცირე მეწარმეებისთვის,
ვიდრე ამერიკული საზოგადოება. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ იმყოფებიან ამერიკული
კომპიუტერული და ტექნოლოგიური საწარმოები უფრო მოწინავე პოზიციებზე, ვიდრე იაპონური.
გლობალურ ბიზნესში კულტურასა და შედარებით უპირატესობას შორის კავშირი ორი მიზეზის
გამოა მნიშვნელოვანი. პირველი - კავშირი კულტურასა და შედარებით უპირატესობას შორის გვიჩვენებს
იმას, თუ რომელ ქვეყანაში არსებობენ ყველაზე მეტად წარმატებული კონკურენტები. მეორე - კავშირს
კულტურასა და შედარებით უპირატესობას შორის დიდი მნიშვნელობა აქვს ფირმისთვის იმის
დადგენაში, თუ სად წარმართოს თავისი ბიზნესი.
4. გლობალური ბიზნესის ეთიკა და სოციალური
პასუხისმგებლობა(4თავი)
გლობალური ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა

მრავალი ეთიკური პრობლემა ჩნდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკის,


სამართლებრივი სისტემებისა და კულტურის განსხვავებების გამო. ტერმინი „ეთიკა“ წარმოდგება
ლათინური სისტყვისგან Ethica, ბერძნულად ethos და გულისხმობს ადამიანების საზოგადოებისა და
პროფესიული ჯგუფის ზნეობრივი ქცევის ნორმებს. ფილოსოფიური თვალსაზრისით ეს არის სწავლება
მორალისა და ზნეობრიობის შესახებ. ზნეობრივი ქცევის ნორმები აისახება საზოგადოებაში
დამკვიდრებულ იმ პრინციპებში, რომლებიც მართავენ ადამიანის ყოფაქცევას, განსაზღვრავენ სხვადასხვა
პროფესიების წარმომადგენლებისა თუ სოციალური ჯგუფების ქმედებებს. ბიზნეს ეთიკა არის საქმიანი
ადამიანების ქცევის სწორი ან არასწორი მართვის პრინციპების ერთობლიობა, ხოლო ეთიკური სტრატეგია
მოქმედების ის კურსია, რომელიც არ არღვევს ამ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
ჩვენს საზოგადოებაში, ეთიკური საკითხები კანონით არის რეგლამენტირებული. მაგალითად:
მკვლელობის, ქურდობის აკრძალვა, სისხლის სამართლის შესახებ სხვა კანონები, მაგრამ არის საკითხები,
რომლებიც არ არის დაკანონებული. მაგალითად პლაგიატი, რადან იგი ზუსტად არ იმეორებს ავტორის
სიტყვებს, ამდენად ის არ წარმოადგენს კანონის დამრღვევს, მაგრამ ასეთი ქმედება არაეთიკურია. ასევე
მეცნიერების ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათი იდეა
მოიპარეს კოლეგებმა პირადი მიზნებისთვის მანამ, სანამ ავტორი თავად მიიღებდა საავტორო უფლებას,
ან გამოსცემდა ნაშრომს. ასეთი საქციელი არ შეესაბამება ეთიკურ ნორმებს. („ნაიკის“ მაგალითი-ცუდი
სამუშაო პირობები აზიაში).

გლობალური ბიზნესის ეთიკის წარმოშობა და განვითარება


გლობალური ბიზნესის ეთიკა, როგორც მეცნიერული დისციპლინა 4 ათწლეულის წინ წარმოიშვა
აშშ-ში, მაგრამ მისი ზოგადი წესები რომლებიც ეხება ვაჭრობის ხელოსნობის, მიწათმოქმედების,
მეზღვაურების ქცევას, რომლებიც ამჟამად განისაზღვრება როგორც ბიზნესი - მიდის ღრმად
ათასწლეულებში დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სათავეებთან. დასავლეთში
„მეფე ჰამურაბის კოდექსი“ მოიცავდა მრავალრიცხოვან მითითებებს, რომლებიც ეხებოდა ეკონომიკური
ცხოვრების წესს, ასახავდა ბაბილონში ძვ.წ. მე-7 საუკუნეში გაბატონებულ ნორმებს და ახდენდა მათ
ფორმალიზაციას. ვრცელ ინფორმაციას ეკონომიკაში ეთიკური ნორმების შესახებ შეიცავს არისტოტელეს
„ნიკომაქეს ეთიკა“.
დასავლეთის სამივე მონოთეისტური რელიგია მოიცავს ისეთ მოძღვრებას, რომელიც ეხება
ეკონომიკური საქმიანობის ეთიკურ ასპექტებს. იუდაიზმში ეს, უპირვლეს ყოვლისა „გალაჰაა“(„გზა“ ან
„ბილიკი“), რომელიც საწყისს იღებს ძველებრაულ ბიბლიაში. აღნიშნული მოძღვრება შეიძლება
წარმოდგენილ იქნეს, როგორც თავისებური „კოდიფიცირებული ეთიკა“ ან „ლეგალიზებული მორალი“ ,
რომელიც მდიდარია მითითებებით „იუდეურ ეკონომიკურ ადამიანზე“.
მეცნიერების მეირ თმარისა და მოზეს პავას წყალობით მკითხველთა ფართო წრემ არა მარტო
აღმოაჩინა იუდეური წყაროების სიმდიდრე ბიზნესის ეთიკის სფეროში, არამედ გააცნობიერა მათი
გამოყენების დროულობა დღევანდელ ცხოვრებაში.
ქრისტიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეთიკური ეკონომიკის თანამედროვე გაგებაში.
სახარების ტექსტები, ეკლესიის მამებისა და შუასაუკუნოვანი სქოლასტების მოძღვრებები შეიცავენ
მცნებებს, რომლებიც ეხება იმ პრინციპებს, რომელთა დაცვა აუცილებელია საქმიანი ურთიერთობების
სფეროში. დანიელ ვრენმა სტატიაში შემოგვთავაზა ტრაქტატის De Contractibus Mercatorum განხილვა,
რომელიც დაწერილია დომინიკანელი ბერის იოჰანეს ნისლერის მიერ მე-15 საუკუნის შუა პერიოდში,
ბიზნესის ეთიკის დარგში პირველი შრომის - „ვაჭრების მორალური სახელმძღვანელოს“ სახით. ჩვენთვის
უფრო ახლო დროში რომის პაპაების ენციკლიკები (რომის პაპის ძირითადი დოკუმენტი,
ორიენტირებული სამღვდელოებაზე და მორწმუნეებზე), ეპისკოპოსების გზავნილები და კათოლიციზმის
სოციალური მოძღვრებების სხვა წყაროები, ხშირად მიმართავდნენ თანამედროვე ეკონომიკური
ცხოვრების ისეთ საკვანძო პრობლემებს, როგორიცაა შრომის როლი, წარმოება და სიმდიდრის განაწილება
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, გლობალური ეკონომიკური წესის მორალური ბუნება.
პროტესტანტული თეოლოგები დაინტერესდნენ კაპიტალიზმის ეთიკური ასპექტებით, ჯერ კიდევ
რეფორმაციის დაწყების დროიდან. მაქს ვებერმა თავის ნაშრომში „პროტესტანტული ეთიკა და
კაპიტალიზმის სული“ გვიჩვენა, პროტესტანტული ღვთისმსახურები, რომელთაც სული შთაბერეს
კაპიტალიზმის დაწყებას. პროტესტანტი თეოლოგები, ვალტერ რაუშენბახიდან დაწყებული და
რეინჰოლდ ნიბურით დამთავრებული, მუდმივად აკრიტიკებდნენ თავიანთ თანამედროვეებს,
მიმართავდნენ ეთიკურ პრობლემებს, რომლებიც წარმოქმნილი არიან კაპიტალიზმით.
შარიათი- ისლამის კანონების კრებული გმობს „რიბას“, დაუსაბუთებელ მოგებას, რომელიც
უპირატესად განიხილება როგორც მევახშური პროცენტის ექვივალენტი. ერთ-ერთი ექსპერტი მოცემულ
დარგში გვახსენებს, რომ, წინასწარმეტყველის სიტყვებით- „ყველაზე მართალი და პატიოსანი მოვაჭრე
დგას წინასწარმეტყველის, მართლებისა და წამებულების გვერდით“. მეორეს მხრივ ისლამით
ნებადართულია ნებისმიერი ვაჭრობა, თუ ის არ გულისხმობს უსამართლობა, არაპატიოსნებას,
არაეთიკურ მოქმედება. ძველებრაული ბიბლიისა და ქრისტიანული ქადაგებების მსგავსად, ყურანი
გაჯერებულია აკრძლავებით, რომლებიც ეკისრება უპატიოსნო ეკონომიკურ საქმიანობას.
აშშ-ში აკადემირური ინტერესი ბიზნესში ორგანიზაციებისა და მათი ლიდერების ეთიკისადმი
შეიმჩნევა მე-19 საუკუნის ბოლოდან, როდესაც ამერიკულმა ინდუსტრიულმა ეკონომიკამ დაიწყო თავისი
თანამედროვე კორპორაციული ფორმის მიღება. ამ პერიოდში აქცენტი კეთდებოდა ბიზნესის სოციალურ
პასუხისმდებლობაზე. დასმული იქნა საკითხი როგორც ცალკეული ფირმების, ისე ბიზნეს-
გაერთიანებების ამოცანებისა და ვალდებულებების შესახებ, რომელბიც სცილდებიან აქციონერების
შემოსავლის მაქსიმიზაციის ჩარჩოებს.
1895 წელს ალბიონ სმოლმა (სოციოლოგი) გამოაქვეყნა American Journal of Sociology-ში(ბიზნესის
საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ), რომ არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებები, არამედ
კერძო ბიზნესი იმყოფება საზოგადოების ნდობით მფლობელობაში. მისი თანამედროვეები,
განსაკუთრებით ბიზნესმენები, მზად იყო დათანხმებოდა ბიზნესის პასუხისმგებლობის
ყოვლისმომცველ და სადავო განმარტებას. ვინც აღზრდილი იყო თავისუფალი კონკურენციის
კაპიტალიზმის ატმოსფეროში -კლასიკური ეკონომიკური თეორიის, ნეოკალვინიზმის, სოციალრი
დარვინიზმის, ლოკის პოლიტიკური ფილოსოფიის და ანტიეტატიზმის დებულებებში - არ შეიძლებოდა
არ აღექვათ ახალი ურთიერთობები ბიზნესსა და საზოგადოებას შორის. სმოლის ნაშრომში
გამოიხატებოდა საზოგადოების წუხილი „მეგაკორპორაციის“ წარმოქმნის გამო.
სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ბიზნესის პირველი ამერიკული სკოლები. პირველი მსოფლიო ომის
დასრულებისთანავე კალიფორნიის უნივერსიტეტმა მიიღო ქ. ბერკლში შემოწირულობა ერთ-ერთი
უნივერსალური მაღაზიის მფლობელისგან, რომელიც მიმართული იყო ვაჭრობის მორალურ ასპექტებზე
ლექციების კითხვის მატერიალური მხარდაჭერით. ეს ლექციები კონცენტრირებული იყო მეტაეთიკის
პრობლემებზე, რომლებიც ეხებოდნენ ბიზნესის როლს საზოგადოებაში და მის სოციალურ
პასუხისმგებლობას. დროდადრო გამოჩნდა ამ საგნისადმი მიძღვნილი წიგნები. მათ შორის საინტერესოა
ედგარ ჰეერმანსის ნაშრომი, რომელიც მიეძღვნა ეთიკურ კოდექსს ბიზნესში.
ასევე აღსანიშნავია ადოლფ ბერლის ნაშრომი „თანამედროვე კორპორაცია და კერძო საკუთრება“,
რომელიც უშუალოდ არ მიეკუთვნება ბიზნესის ეთიკის დარგს. ნაშრომში დოკუმენტურადაა
დადასტურებული საკუთრების (აქციონერების) გამოყოფა კონტროლისგან (მენეჯმენტი) თანამედროვე
მსხვლი კორპორაციაში და ჩამოყალიბებულია თუ ვინ არის პასუხისმგებელი კორპორაციის
საქმიანობაზე, ლიდერობაზე და თუ რა სამართლებრივ და საზოგადოებრივ ნორმებს ეფუძვნება ეს
პასუხისმგებლობა. ეს საკითხი დღემდე უპასუხოდ რჩება და დისკუსიის საგანია.
1948 წელს ჩატარებულ ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულთა ასოციაციის
ყოველწლიურ კონფერენციაზე სცადეს განესაზღვრათ „ბიზნესმენის პასუხსმგებლობა მისი საქმიანობის
გავლენის ქვეშ მოქცეული მრავალრიცხოვანი ჯგუფიდან თითოეულის წინაშე“ ამ ჯგუფს მიეკუთვნება
„მოსახლეობა, დაქირავებული მუშები, მთავრობა, მომხმარებელი, აქციონერები“.
1950-იან წლებში აშშ-ში იყო „უძრაობის“ პეიოდი, მშვიდობისა და აყვავების ეპოქით ტკბობა,
რომელიც ასოცირდება ეიზენჰაუერის პრეზიდენტობასთან. რიჩარდ დეჯორჯმა დაახასიათა დაახასიათა
60-იანი წლების წინა პერიოდი, როგორც „ბიზნეს ეთიკის“ სტადია. განსაზღვრულია ძირითადი აქტივობა
როგორც რელიგიური და თეოლოგიური, რომელიც გამომდინარეობდა რომის პაპის სოციალური
ენციკლიკებიდან , დაქირავებული მუშების უფლებებსა და სამართლიან ხელფასზე.
1960-იანი წლების დასაწყისიდან მრავალი ფაქტორი აძლიერებდა საქმიანი, აკადემიური და
საზოგადოებრივი წრეების ინტერესს „ბიზნესისა და საზოგადოებისადმი“. ამ ფაქტორებს მიეკუთნებათ: 1.
საბაზრო კონკურენციის ეფექტიანობა, რომელისაც მივყავართ შერწყმისა და შთანთქმის შედეგად
წარმოქმნილ სულ უფრო მსხვილი კომპანიების სწრაფ ზრდამდე,
2. მოძრაობა სამოქალაქო უფლებებისთვის, რომელმაც შეცვალა ფერადკანიანი თუ თეთრკანიანი
ამერიკელების სოციალური როლები და მოლოდინები,
3. ცივი ომი და კოსმოსური შეიარაღება, რომელმაც მიგვიყვანეს სახელმწიფოს ბიზნესთან
შერწყმამდე,
4. ცვლილებები ინფორმაციულ საშუალებებში, ტრანსპორტსა და კავშირის ტექნოლოგიებში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომი ათი წლის განმავლობაში, ამ სფეროში მოხდა
ნამდვილი აფეთქბა, განსაკუთრებით მაგისტრების მომზადების დონეზე. ფორდისა და კანგერის
საქველმოქმედო ფონდებმა დახმარება გაუწია მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარებას აშშ-ში ბიზნესის
უმაღლესი განათლების დარგში. 1959 წელს რობერტ გორდონისა და ფრენსის პირსონის ნაშრომი
„ამერიკელი ბიზნესმენერის განათლება“, სადაც ხაზგასმულია რომ მომავალი „პროფესიონალები“
ბიზნესის სფეროში ინფორმირებულ უნდა იქნენ „არასაბაზრო“ ან „გარე“ გარემოს ბუნების შესახებ, მათ
მმართველობით ფუნქციებსა და პასუხისმგებლობაზე მისი ზემოქმედების შესახებ.
50-იანი წლების ბოლოს აშშ-ს წამყვანმა სკოლებმა, ჰარვარდი, კოლუმბია, კალუფორნია დაიწყეს
სავალდებულო კურსების შეთავაზება. მიუხედავად ასეთი კურსებისა და დაინტერესებული სკოლების
მცირერიცხოვნებისა, მაინც დაედო საფუძველი ბიზნესის არასაბაზრო გარემოს ანალიზის ჩართვას
მენეჯმენტის საგანმანათლებლო პრობლემატიკაში.
თავისებურ გარდამტეხ პერიოდად ბიზნესისი ეთიკისად და სოციალური პასუხისმგებლობის
სწავლების სფეროებში იქცნენ 1960-იანი წლები როდესაც ბიზნესის ეთიკისადმი უშუალოდ მიძღვნილი
ნაშრომები გამოდიოდა, მართალია მცირე რაოდენობით მაგრამ მათში განიხილებოდა მწვავე ეთიკური
საკითხები.
1970-იანი წლების ბიზნესის ეთიკამ, რომელიც მოიცავს ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესებს,
მართლაც მიაღწია თავის სრულფასოვნებას როგორც მეცნიერულმა დისციპლინამ. ბიზნესის ეთიკა იქცა
მეცნიერული კვლევების მნიშვნელოვან ობიექტად. ამ პერიოდში პირველად იყო გამოქვეყნებული
სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები(18 წიგნი50-60იან წლებში, 50 წიგნი 70-იანებში, იაპონელი
ნაკამურას ცნობით), რომლებიც მოწოდებული იყვნენ შეექმნათ ახალი პრობლემური დარგი. „ბიზნესი და
საზოგადოების“ კურსები აქტიურად შემოიღეს უნივერსიტეტებმა თავიანთ საბაკალვრო და სამაგისთრო
პროგრამებში, გაიზარდა პედაგოგების რიცხვიც. ამას ხელი შეუწყო ამერიკის ბიზნესის საუნივერსიტეტო
სკოლების ასამბლეის(AACSB) მიერ გამოცხადებულმა აკრედიტებულმა მოთხოვნებმა.
1971 წელს შეიქმნა მენეჯმენტის აკადემიაში მენეჯმენტის სოციალური პრობლემების განყოფილება,
ჯენერალ ელეკტრიკმა დაასპონსორა პედაგოგების საზაფხულო სემინარების ჩატარება.
1980-იანი წლების განმავლობაში ბიზნესის ეთიკა დამკვიდრდა როგორც სამეცნიერო(სასწავლო)
დისციპლინა. ეთიკისადმი გაზრდილ ინტერესს ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა: 1. აშშ
ტერიტორიაზე მოქმედი აკრედიტებული სტანდარტები AACS, 80-იანი წლებიდან დაწყებლი, უკვე
ერთმნიშვნელოვნად განმარტავდნენ „ეთიკური ხასიათის მოსაზრებებს“ როგორც ცნობის
ერთობლიობის“ ნაწილს. 2. ფართო საზოგადოების მიერ ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროს
ეთიკური საფუძვლების ეროზიის სერიოზულობის გაცნობიერება.
1990-იანი წლებს განმავლობაში მიმდინარეობდა ბიზნეს ეთიკის საკითხებისადმი მიძღვნილი
სამეცნიერო ორგანიზაციების, კონფერენციებისა და ჟურნალების სწრაფი ზრდა. ბიზნესის ეთიკის
დარგში მომუშავე მეცნიერთა საერთაშორისო გაერთიანებამ, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთ და
ლათინური ამერიკის, აზიის, დასავლეთ ევროპის ფილოსოფოსებს, მენეჯმენტის პედაგოგებს,
სამართალმცოდნეებსა და თეოლოგებს საფუძველი დაუდო ეთიკის სრულიად ახლებურ აღქმას.
XX საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში ბიზნესის ეთიკის პრობლემური ველი ხასიათდებოდა
ოთხი ძირითადი ცვლილებით:
1. მკვეთრად გამოხატული გლობალური ორიენტაცია - უმსხვილესი კორპორაციები მთელ
მსოფლიოში აწარმოებენ თავიანთ ოპერაციებს და ასეთი კორპორაციებისგან საზოგადოება მოითხოვს
ნორმებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვას. ეს მოლოდინი მენეჯერებისთვის ნამდვილ თავსატეხს
ქმნის, რადგან ნორმები და სტანდარტები მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ისინი
შეიძლება კონფლიქტში შევიდნენ იმ ნორმებთან და სტანდარტებთან, რომლებიც მიღებულია „შინ“.
პრობლემები, რომლებიც შეეხებიან ბიზნესის ზემოქმედებას ბუნებრივ გარემოზე, მექრთამეობასა და
კორუფციას, მუშების უფლებებს და ადგილობრივ გაეთიანებებისადმი ბიზნესის დამოკიდებულებას,
გახდა მეცნიერული შესწავლის მნიშვნელოვანი სფერო. ინტერნაციონალიზაციისგან მიღებული ეფექტი
ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებით გამოვლინდა. 90-იან წლებიდან დაწყებული,
ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად საერთაშორისო სამეცნიერო გაერთიანება, რომელიც ატარებდა კვლევებს
მთელ მსოფლიოში. შედეგად, „ბიზნეს ეთიკა“, როგორც მეცნიერული დისციპლინა კარგავს თავის
„ადგილობრივ“ ხასიათს. კიდევ ერთი გამოვლინება კვლევითი ჯგუფების ფორმირება ევროპაში, აზიასა
და ლათინურ ამერიკაში, რომლებიც აერთიანებდნენ კონკრეტული რეგიონის მეცნიერებას.
2. რელიგიური ტრადიციები - ჩვენს მიერ უკანასკნელ ათწლეულში გაცნობიერებულ მეორე
ცვლილებად იქცა როგორც მეცნიერების, ისე ბიზნესის პრაქტიკოსების მზარდი ინტერესი რელიგიური
ტრადიციის წვლილისადმი ბიზნესის ეთიკაში. მართალია, ორ უკანასკნელ ათწლეულში, რომელიც
გავიდა ბიზნესის ეთიკის განვითარების თანამედროვე ეტაპის დაწყებიდან, მეცნიერები რელიგიური
ინსტიტუტებიდან (როგორც წესი, კათოლიკურიდან) თამაშობდნენ მასში წამყვან როლს,
მასტიმულირებელი ფაქტორი რელიგიური წყაროებისადმი ინტერესის განახლებაში ითამაშა
კათოლიკური ეკლესიის ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის გამოქვეყნებამ, ესენია: 1986 წლის, აშშ-ს
კათოლიკური ეპისკოპოსების ეროვნული კონფერენციის გზავნილი „ეკონომიკური სამართლიანობა
ყველასთვის“, მეორეა 1991 წელს პაპი იოანე პავლე2-ის მიერ გამოქვეყნებული ენციკლიკი. ბიზნესის
ეთიკის დარგში ინტერნაციონალიზაციის შედეგი , ტრადიციული დასავლური შეგნების წინაშე დაიწყო
ბუდიზმთან, კონფუციანობასა და ისლამთან დაკავშირებული ახალი მიდგომების გამოვლენა.
3. ეთიკური თეორიებიდან პრაქტიკამდე - მესამე ცვლილება ბიზნესის თნამედროვე ეთიკაში ეხება
მის პრაქტიკულ გამოყენებას. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბიზნესის ეთიკის, როგორც
მეცნიერული დისციპლინის დაჩქარებული მომწიფების პირობებში გამოვლინდა მეცნიერთა ნაწილის
მწვავე სურვილი შეიმუშაონ დამაჯერებელი თეორიები და კონცეფციები, რომლებსაც შეეეძლოთ
მიეყვანათ პოზიტიურ ძვრებამდე რეალური ბიზნესის პრაქტიკაში. ბიზნესის ეთიკა წარმოადგენს
„ლაკმუსის ქაღალდს“, რომელიც განსაზღვრავს უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში შემუშავებული
ანალიტიკური კონსტრუქციებისა და კონცეპტუალური მიდგომების ვარგისიანობას, მათ უნარს
დაეხმაროს მენეჯერებს რეალური ეთიკური პრობლემების გადაჭრაში, რომლებსაც ისინი აწყდებიან
თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. მაგალითად, აპარტეიდის დროს სამხრეთ აფრიკაში ამერიკური
კონმპანიების ოპერირებისთვის შემუშავებული ე.წ. სალივანის პრინციპების „ტრიუმფისა და ტრაგედიის“
კვლევა, ს.სეტის მიერ ჩატარებული, ხელს უწყობს სართაშორისო ეთიკური კოდექსების შემუშავებას.
სპეციალისტების უმრავლესობა ბიზნესის ეთიკის დარგში ცდილობს გააუმჯობესოს ეთიკური კლიმატი
ბიზნესში ზემოქმედება მოახდინონ იმ ხერხებზე, რომლებითაც მენეჯერები და ორგანიაციები
ასრულებენ თვაინთ ფუნქციებს სწავლების, კვლევისა და კონსალტინგური სამუშაოების ჩატარების
გზით.
4. ტექნოლოგიების განვითარება და ბიზნესის ეთიკა - 1990-იან წლებში ინფორმატიკასა და
ბიოლოგიაში მომხდარმა რევოლუციამ ხელი შეუწყო ბიზნესის ეთიკის დარგში მეცნიერთა ყურადღების
მიპყრობას მაღალი ტექნოლოგიების შესაბამის სფეროებთან. დახვეწილი კომპიუტერული პროგრამების
საშუალებით ზუსტი პერსონალური ინფორმაციის ძიებისა და შეგროვების ახალი შესაძლებლობები,
რომლებთანაც წვდომა მიიღეს ბიზნესმენებმა და სახელმწიფო ჩინოვნიკებმა, არყევენ მოქალაქეთა
უფლებას პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობაზე. დაავადებათა რისკის შემცირების ან
მედიკამენტოზური მკურნალობის საოცარ შესაძლებლობებთან ერთად, რომლებსაც იძლევიან
აღმოჩენები ბიომედიცინაში, დგება საკითხები „გენური ინჟინერიის“ რისკის ეთიკური აპექტების შესახებ.
საერთაშორისო საზოგადოების დაფიქრებას იწვევს ახალი ტექნოლოგიების ზემოქმედება გლობალური
ეკოლოგიის მდგომარეობაზე, ამის ნათელ მაგალითს წაემოადგენს გლობალური დათბობა - ადამიანის
მხრიდან სულ უფრო მზარდი მოცულობებით ენერგეტიკული რესურსების წარმოებისა და გამოყენების
უნარის შედეგი. აღნიშნული ტექნოლოგიური განვითარება ასტიმულირებს ახალი ორგანიზაციის
შექმნას. ამ განვითარებამ ასევე უბიძგა მეცნიერებს გაეფართოებინათ ბიზნეს ეთიკის კვლევის სფერო
ტექნოლოგიების გამოყენებით. გააქტიურდა აკადემიური, საქმიანი და პოპულარული ჟურნალების
ინტერესი კიბერეთიკის, კომპიუტერული ეთიკისა და ბიოეთიკისადმი მიძღვნილი პუბლიკაციებისადმი.
ბიზნესის ეთიკა განიხილება როგორც ეთიკური პრინციპების გამოყენება კომპანიის საქმიანობაში.
ეთიკური ქცევის მაღალი სტანდარტები მოითხოვს რომ კომპანიამ პატიოსნება და მიუკერძოებლობა
გამოიჩინოს ყველასთან ვისთანაც კი ურთიერთობას ამყარებს. ბიზნესის ეთიკისადმი კომპანიის
ერთგულების საზომი შეიძლება იყოს ისეთი ფაქტორები როგორიცაა პროდუქციის უსაფრთხოება და
ხარისხი, პატიოსნება თანამშრომლებთან და კონტრაგენტებთან ურთიერთობაში , მარკეტინგისა და
სარეკლაო საქმიანობის კორექტული წარმართვა და ა.შ.
თანამედროვე კორპორაციებში ბიუროკრატიული ორგანიზაციული სტრუქტურების ზრდის
კვალობაზე იკვეთება მათთვის დამახასიათეელ ტენდენცია, ანუ იერარქიულად ზემდგომი პირისადმი
უსიტყვო მორჩილება. ეს ტენდენცია თრგუნავს პირად ინიციატივას, რაც ბევრ ეთიკურ პრობლემებს ქმნის
იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხიხმგებელი არიან გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს იწვევს ისეთ
ვითარებას, როდესაც კარგი დ ა პატიოსანი ადამიანებიც კი ცუდ და უღირს საქციელს ჩადიან, თუნდაც ეს
კეთდებოდეს კორპორაციის საკეთილდღეოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეთიკურ საქციელს თითოეული
ინდივიდისთვის თავისებური სპეციფიკა აქვს.
ცნება „ეთიკური საქციელი― გულისხმობს ისეთ საქციელს, რომელიც თანხმობაშია საზოგადოდ
აღიარებულ სოციალურ ნორმებთან. „არაეთიკური საქციელი― კი ეწინააღმდეგება საზოგადოდ
აღიარბულ სოციალურ ნორმებს.
ინდივიდების ყოფაქცევის ეთიკა განისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით (აღზრდა,
გარემო, რელიგია, ქვეყანა). ზოგიერთი ავტორი თვლის, რომ ბიზნესში ხელმძღვანელობენ საკუთარი
ეთიკური მოსაზრებებით „თამაშის წესი ბიზნესში“, სადაც ისევე როგორც ნებისმიერ შეჯიბრში, არსებობს
საკუთარი წესები. ე. კარის მოსაზრებით არავის აქვს უფლება შეაფასოს თამაშის წესები ბიზნესში
სამართლიანობის სტანდარტებით, რადგან ისინი არსებითად განსახვავდებიან საზოგადოებაში
დამკვიდრებული ტრადიციული მორალისგან. იგი თვლის, რომ ბიზნესში ცენტრალური ადგილი უკავია
ბლეფს (როგორც პოკერში) და ეს არცერთი მხარისთვის არაა საიდუმლო. მეცნიერების სხვა ჯგუფი
მიიჩნევს, რომ ბიზნესმენები , ისევე როგორც საზოგადოების დანარჩენი წევრები, კანონის ფარგლებში
უნდა მოქმედებდნენ. საქმიანი ეთიკა მოითხოვს, რომ ორგანიზაცია და ინდივიდი უნდა იქცეოდეს
მორალის ფილოსოფიის ზედმიწევნით გათვლილი წესების შესაბამისად.
ბიზნეს ისტორიაში ეთიკურ პრობლემებს შორეულ წარსულში აქვს ფესვები გადგმული. სამრეწველო
კომპანების ეთიკური ტრადიციები დაახლოებით ორ საუკუნეს ითვლის, ათვლის წერტილი კი
სამრეწველო რევოლუციის დასაწყისია.
ეთიკური პრობლემები მორალის ფილოსოფიის 4 ძირითადი სკოლის განხილვის საგანია. მათ მიერ
შემოთავაზებული პრინციპები მოკლედ შეიძლება შემდეგნაირად განზოგადდეს:
• დეონტოლოგია - „პრინციპის ეთიკა- როდესაც ნებისმიერი გადაწყვეტილების შეფასება ხდება
მორალური კანონებით, ე. ი. ქმედება მართლზომიერია, თუ იგი თანხმობაშია საზოგადოებისთვის
მისაღებ ეთიკურ პრინციპებთან ან კანონებთან.
• უტილიტარიზმი - „შედეგების ეთიკა- ნებისმიერი გადაწყვეტილების ან ქმედების სარგებელს
აფასებს და და სწორად მიიჩნევს, თუ ისინი დადებითი შედეგების მომტანია ინდივიდთა
უმრავლესობისათვის.
• ტელეოლოგია - „მიზნის ეთიკა“- მიღწეული შედეგების განხილვას და შეფასებას ახდენს საწყის
მიზნებთან მათი შესაბამისობის მიხედვით. ანუ გადაწყვეტილების შეფასება ეფუძნება შედეგების
შესაბამისობას საწყის მიზნებთან. იგულისხმება, რომ გონივრული ქმედებები, რომლებიც
უზრუნველყოფენ კორპორაციის ფუნქციონირების უწყვეტობას მართებულია და სწორი.
• ეგოიზმი - „საკუთარი ინტერესის ეთიკა“- ასაბუთებს რომ ეკონომიკურ ქმედებათა შეფასების
ერთადერთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს მხოლოდ პირადი ან კორპორატიული სარგებელი. ამ
პრინციპის მიმდევრობა, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, შეიძლება გამოიხატოს
საყოველთაო კეთილდღეობაში, ვინაიდან საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების
მაქსმიზაციას ადგილი ექნება მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანი აწარმოებს ისეთ რამეს, რის
შესაძენადაც სხვა ინდივიდები მზად იქნებიან გადაიხადონ შესაბამისი ფასი.
დღეს კომპანიებში ჩამოყალიბებულია ბიზნეს ეთიკის საკუთარი კოდექსი, ამასთან ისისნი ატარებენ
სწაველბის პროგრამებს, რათა ეთიკის მოთხოვნათა სწორი აღქმა მოხდეს.
ეთიკური რელატივიზმის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ მორალის პრინციპები განისაზღვრება
უპირველეს ყოვლისა იმ საზოგადოების მიერ, რომელშიც მათი ფორმირება მოხდა. არ არსებობს
აბსოლუტური ეთიკური სტანდარტები, კულტურული კონტექსტის გარეშე. ქმედება, რომელიც ევროპულ
ქვეყნებში მისაღებია შეიძლება ახლო აღმოსავლეთში მიუღებელი აღმოჩნდეს. საერთაშორისო
კომპანიებისთვის ეთიკური რელატივიზმი პრაქტიკული ფილოსოფიაა, განსაკუთრებით იმ
შემთხვევებში, როდესც ისინი მსოფლიო დონეზე კურისებენ კომპანიებთან, რომელთა ქვეყნის
მორალური კოდექსები არსებითად ზემოქმედებენ ადამიანის ქცევით ნორმებზე.

ეთიკისა და მორალის წამოშობის ფილოსოფიური საფუძვლები

ეთიკის, როგორც ტერმინისა და განსაკუთრებული სისტემატიზირებული დისციპლინის წარმოქმნა


არისტოტელეს სახელს უკავშირდება. ტერმინი „ეთიკა“ არისტოტელეს სამივე თხზულების
სახელწოდებაში შედის, რომელიც ზნეობრიობას ეძღვნება და მათში შეაქვს ძირითადი შინაარსობრივი
დატვირთვა.ამ თხზულებებს ეწოდება „ნიკომაქეს ეთიკა“, „ევდემოსის ეთიკა“, „დიდი ეთიკა“.
არისტოტელე ეთიკის შესახებ საუბრობს მინიმუმ სამი გაგებით: როგორც,ეთიკურ თეორიაზე, ეთიკურ
წწიგნებზე, ეთიკურ პრაქტიკაზე.
ცნება „ეთიკური“, რომლისგანაც მომდინრეობს ეთიკა, არიტოტელეს მიერ სიტყვა „ეთოსი“-დან
წარმოიქმნა, რომელიც ოდესღაც ჩვეულ სამკვდირო ადგილს ნიშნავდა, შემდეგ კი უბრალოდ ჩვევებს,
ზნეს, ხასიათს, ტემპერამენტს, ადათს. ფილოსოფოსმა ის უწოდა ადამიანური რეალობის განსაკუთრებულ
ანათალს- ინდივიდუალური თვისებების გარკვეულ კლასს, რომელიც განეკუთვნება საზოგადოების
ქცევის გარკვეულ ჩვეულ ფორმებს.
ციცერონისეული გაგებით ტერმინი „ეთიკური“ (არისტოტელეც იგივეს იზიარებს), შეესატყვისება
სიტყვა „მორალურს“. მოგვიანებით ზედსართავი „მორალურის“-გან წარმოიქმნა არსებითი სახელი-
„მორალი“, რომელიც ლაინური „ეთიკის“ ექვივალენტურია.
ტერმინი „მორალი“ და „ზნეობრიობა“ ხშირად შედის შესაბამისი ფილოსოფიური ნაწარმოებების
სახელწოდებებში(მაგ, კანტის“ზნეობრიობის მეტაფიზიკა“). ორი ან სამი სიტყვის გამოყენება
ერთიდაიმავე ფენომნის აღსანიშნავად აზრობრივ სირთულეებს ქმნის. ტერმინოლოგიური გამიჯვნისას
ეთკის ქვეშ მოისაზრება ცოდნის დარგი, ხოლო მორალის ქვეშ- მისი საგანი.
ეთიკის, როგორც ფილოსოფიის განსაკუთრებული ასპექტის გამოყოფა უკავშირდება სოფისტების
აღმოჩენას (ჩვ.წ.აღ. მე-5 ს), რომელის თანახმად კულტურის დეტერმინანტები არსებითან განსხვავდება
ბუნების კანონებისგან(პირველად ჩამოაყალიბა ჰიპიუსმა, დაიცვა ანტიფონტემ). სოფისტებმა აღმოაჩინეს,
რომ ადამიანების კანონები, ადათები, ზნე-ჩვეულებები ცვლადი და მრავალფეროვანია. ბუნების
აუცილებლობისგან განსხვავებით, ის შემთხვევითი და თვითნებურია. აუცილებელი იყო იმის ჩვენება,
რომ საზოგადოებრივი ზნე-ჩვეულებები არა მხოლოდ ტრადიციის მიხედვით, არამედ არსებითადაც
იცვლება შესანიშნავად და სამართლიანად. მათი ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს გონება.
სოკრატემ, ტოლობის ნიშანი დასვა ადამიანის სრულყოფას , მის ზნეობრიობასა და ცოდნას შორის.
პლატონის აზრით, იმისათვის, რომ ზნე-ჩვეულებების ინსტიტუტების ქვეშ მოაქციო ლეგიტიმაციის
საფუძველი, აუცილებელია შეიცნო კეთილდღეობის იდეა, იხელმძღვანელო ამ ცოდნით, ანდო
საზოგადოების მართვა ბრძენ ფილოსოფოსებს.
ეთიკის მიზანს წარმოადგენს არა ცოდნა, არამედ საქციელი, მას საქმე აქვს არა კეთილდრეობასთან,
არამეს ხორცშესხმად სიკეთესთან. ეთიკის ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს, არა პრინციპები, არამედ
საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცდილება, ამიტომ მასში სიზუზტის მიღწევა არ შეიძლება. მასში
ჭეშმარიტება დგინდება „დაახლოებით და ზოგად შტრიხებში“.
არისტოტრელესთან ეთიკას ორი მნიშვნელობა გააჩნია. ვიწრო მნიშვნელობით ის წარმოადგენს
მეცნიერებას ეთიკური სათნოების, სულის სრულყოფილი მდგმარეობისა და ქცევის, როგორც
ადამიანური ევდემონიის არსებითი შინაარსის შესახებ. უფრო ფართო გაგებით, ის განიხილავს
ადამიანური მოქმედების უმაღლეს მიზანს, ის ქმნის საფუძველს პოლიტიკისთვისაც, რომლის შინაარსსაც
წარმოადგენს სახელმწიფოს მოწყობა და ეკონომიკისთვისაც, რომლის შემადგენელიცაა საოჯახო
მეურნეობა.
ელინიზმის ეპოქის ეთიკა - ზენონი ფილოსოფიას ყოფდა ლოგიკად, ფიზიკად და ეთიკად და ამ
ტრადიციაში პლატონის აკადემიას უახლოვდებოდა. კანტი თვლის, რომ ეს დაყოფა მთელი სისრულით
მოიცავს ფილოსოფიის საგანს. ფიზიკა და ეთიკა წარმოადგენს ფილოსოფიურ მეცნიერებებს მათ
ირაციონალურ ნაწილში, ამიტომაც, კანტის მიხედვით, უფრო ზუსტი იქნებოდა შესაბამისად მათთვის
ბუნებისა და ზნეობრიობის მეტაფიზიკის წოდება.
სეკსტ ემპიტიკის მოჰყავს 3 ანალოგია, რომელიც წარმოგვიდგენს ფილოსოფიის აგებულებას. ფიზიკა-
ბაღი რომელშიც მცენარეებია, ეთიკა- ნაყოფი, ლოგიკა- მყარი გალავანი. ზოგიერთის აზრით ფილოსოფია
გდავს კვერცხს, სადაც გულია-ეთიკა, ცილა- ფიზიკა, ნაჭუჭი- ლოგიკა. მას ასევე ადარებენ ცოცხალ
არსებას, სადაც ეთიკური ნაწილი სული სიმბოლოა, ფიზიკური-სისხლისა და ქსოვილის, ლოგიკური-
ძვლებისა და კუნთების.
შუა საუკუნეების ეთიკა -(თეოლოგიური). შუა საუკუნეების სულიერი ცხოვრება ხასიათდება
ქრისტიანული რელიგიის უპირობო ბატონობით. ამ ფუნდამენტურმა ფაქტმა ასევე არსებითი ზეგავლენა
იქონია ეთიკაზე. ათენისა და იერუსალიმის შეხვედრა, პირველის ხილული დაქვემდებარება მეორესადმი
და მისი ფაქტიური ზეიმი შეადგენს შუა საუკუნეების დრამის სიუჟეტურ საფუძველს. შუა საუკუნეების
ქრისტიანი ფილოსოფოსების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იმაზე, რომ მოხდეს წარმართული
ეთიკის ქრისტიანული ფასეულობების სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობის დასაბუთება. ამ
ამოცანის გადაწყვეტაში უპირატესი საყრდენი წერტილი ხდება პლატონის ტრადიცია. ავგუსტინე დიდად
აფასებს პლატონის აკადემიაში ჩამოყალიბებულ ფილოსოფიის დაყოფას ფიზიკად, ლოგიკად და ეთიკად,
იმ ვარაუდით, რომ პლატონმა მხოლოდ აღმოაჩინა საგნების ობიექტურად მოცემული წესი. არსებითად
ითვლებოდა ფილოსოფიის ყველა ნაწილის შინაგანი ერთიანობა, რომელიც მოიაზრებოდა, როგორც
ღმერთის მიერ მოცემული ერთობა. ავგუსტინე თვლის რომ ღმერთი სამყაროს შემქმნელი, ასევე მისი
მასწავლებელიცაა. წარმართ ავტორებს სურდათ ეპოვათ საკუთარ თავში და თავიანთი გონებით
დაესაბუთებინათ ის, რაც ღვთის მიერაა მოცემული და მხოლოდ მასში პოულობს თავის გამართლებას.
ისინი ფაქტიურად ღვთიურ წესრიგს აღწევდნენ და ვერ ხვდებოდნენიმას, რომ ის ღვთიურია.
აბელარისთვის სახარება წარმოადგენს ფილოსოფოსების ბუნებრივი კანონის გაუმჯობესებასა და
რეფორმირებას. ამიტომ, აუცილებელია ეთიკა ჩაიწეროს ადამიანის დამოკიდებულებაში ღმერთთან
მიმართებაში და გავიგოთ, რომ მას არ შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს პირველი დისციპლინის როლზე.
პირველია თეოლოგია. მხოლოდ ღმერთია უმაღლესი კეთილდღეობა და მის მიმართ დამოკიდებულებით
საბოლოო ჯამში განისაზღვრება ზნე-ჩვეულება, სათნოება და სულის მანკიერება, ადამიანის კეთილი და
ბოროტი საქმეები.
შუა საუკუნეების ქრისტიანული აზრი ამოდის შეხდულებიდან, რომ ეთიკა ან მორალი არ შეიცავს
თავის საფუძვლებს საკუთარ თავში. მხოლოდ თეოლოგიასთან თანაფარდობისას შეუძლია მას ზღვარის
გავლება კარგსა და ცუდს შორის.
ახალი დროის ეთიკა - უარს ამბობს ტრანსცენდენტურ მორალურ არსზე და აპელირებს ემპირიით,
ცდილობს რა გაიგოს, რამდენად არის მორალი, წარმოადგენს რა ცალკეული ინდივიდის თვისებას,
ამავდროულად ზოგადსავალდებულო, სოციალურად მაორგანიზებელი ძალა. ფუძემდებლები ფ. ბეკონი,
დეკატი და ჰობსი შემოიფარგლნენ მხოლოდ ესკიზებით, თუმცა მეთოდოლოგიურად და
შინაარსობრივად წინასწარ განსაზღვრეს ეთიკის განვიტარების ახალი ეტაპი.
ბეკონის მიხედვით ეთიკის მიზანია არა საგნების შეფერადება არამედ მათში სასარგებლოდსა და
ჭეშმარიტის გამოვლენა. ის ეთიკას უწოდებს“სულის გეორგიკას“, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის
ნაწილს, რომელიც სწავლობს ადამიანის ნებას და საქმე აქვს მზოლოდ განხორციელებად მიზნებთან.
დეკარტმა ფილოსოფია ხეს მიამსგავსა, რომლის ფესვია მეტამორფოზა, ღერო- ფიზიკა, ტოტები-
პრაქტიკული მეცნიერებები, რომელიც მედიცინამდე, მექანიკამდე და ეთიკამდე დაიყვანება.
ჰობსი თვლის, რომ ეთიკა უნდამისდევდეს გეომეტრიასა და ფიზიკას, ეყრდნობოდეს მათ. ისინი
ერწყმიან მორალის გაგებას, რომელიც პირდაპირ არ გამომდინარეობს მათგან, თუმცა ძალიან
მნიშვნელოვანია და ავლენს ეთიკის პრინციპულად ახალ კვლევით პერსპექტივას. ჰობსი სადაოს ხდის
წარმოდგენას დამიანის, როგორც საზოგადოებრივი ცხოველის შესახებ, საიდანაც ცხადად თუ ფარულად
ამოდიოდა მისი წინამორბედი ეთიკა.
სპინოზა ცდილობს ეთიკაში „გეომეტრიული გზით“ იაროს და ადამიანური მოქმედებები
გამოიკვლიოს ზუსტად ისე, როგორც იქნებოდა საკითხი ხაზების, ზედაპირებისა და სხეულების შესახებ.
ეთიკის საგანი და ამოცანაა ადამიანის თავისუფლება აფექტების ძალაუფლებისგან, პასიურ-ტანჯვითი
მდგომარეობისგან და უნარი იყოს საკუთარი თავის მიზეზი. ეს მიიღწევა შემეცნების გზით, რომელიც
შეადგენს ადამიანის სულის არსსა და სიძლიერეს. სპინოზას ძირითადი ნაშრომია „ეთიკა“, რომელიც
წარმოადგენს შემთხვევითს, როგორც ის,რომ, ბუნება ან ერთიანი უსასრულო სუბსტანცია მის მიერ
ღმერთად იწოდება.
ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილეას კანტის ეთიკა წარმოადგენს, რომელმაც პირველად დაადგინა,
რომ მორალში ადამიანი „ექვემდებარება მხოლოდ თავის სუბიექტურს და მიუხედავას ამისა საერთო
კანონმდებლობას“. მორალური კანონის, როგორც კანონის საყოველთაოდ აღიარებული
წარმოდგენებიდან გამომდინარე, რომელსაც აბსოლიტური აუცილებლობა გააჩნია, კანტი ღრმა
ანალიტიკური გზით მიდის დასკვნებამდე, რომელთა თანახმად მორალური კანონი გაიგივებულია
სუფთა ნებასთან, ის გამოდის როგორც მოვალეობა, ემთხვევა კანნმდებლობის საყოველთაო ფორმას,
რომელიც ზღუდავს ქცევის მაქსიმებს მათი ზოგადი მნიშვნელობის პირობით, კაცობრიობის
თვითმიზნობრიობას თითოეული ინდივიდის სახით და ნების ავტონომიურობას. თაისუფლების შერწყმა
აუცილებლობასთან, მოვალეობის- მიდრეკილებასთან, გადასვლა ზნეობრივი კანონიდან კონკრეტულ
ზნეობრივ ვალდებულებებზე ყველაზე დაძაბული და შესაძლოა ყველაზე სუსტი პუნქტია კანტის ეთკაში.
კანტს შემოაქვს სულის უკვდავებისა და ღმერთის არსებობის პოსტულატები.
ჰეგელი ცდილობს მოხსნას დუალიზმი (თავისუფლების და აუცილებლობის, სათნოებისა და
ბედნიერების, და ა.შ იმპერატივები), რომლითაცაა გამსჭვალული კანტის ეთიკა. ის ცდილობს
დაასაბუთოს მორალი როგორც ობიექტური მდგომარეობა, გამოდის იქედან რომ ინდივიდი
განცალკევდება პიროვნების სახით, ამტკიცებს თავის სუბიექტურობას მხოლოდ საზოგადოებაში,
სახელმწიფოში. იგი თვლის, რომ სასამართლოზე დაფუძნბული თანამედროვე სახელმწიფო, ხასიათდება
იმით, რომ მასში სუბიექტურობის პრონციპი დასრულებულობას იძენს. მასში საყოველთაო უკავშირდება
ინდივიდების თავისებურების სრულ თავისუფლებასა და კეთილდღეობას.
ნიცშე განმარტავს ყოფას როგორც ქმედითობას, თვლის რომ არ არსებობს არანაირი მორალური
ფაქტები, არანაირი „ყოფა“, რომელიც საქციელის მიღმა იმალება. იგი გამოდის ევროპული მორალის
წინააღმდეგ მისი ქრისტიანული და სოციალისტური ფორმებით, რომლებიც მისთვის იდენტურია.
მორალი ისტორიულად ჩამოყალიბებული სახით კლავს განვითარების, შემოქმედების, სრულყოფის
ნებას, ის გახდა მხოლოდ ნიღაბი, სისუსტისა და ნახირის ინსტიქტების ფარისევლური აპოლოგია.ის
აკნინებს ადამიანს. ნიცშეს აზრით, თავად სიკეთისა და ბოროტების ცნებები მდაბიოობის, მონური შურის
მომაკვდავი გონის წარმონაქმნია, რომლის აღსანიშნავად და სამხილებლადაც მას შემოაქვს
რესანტიმენტის ცნება. სოკრატეს მსგავსად, მანაც საკუთარ თავზე აიღო ბორას როლი, რომელიც არ აცლის
გასუქებას ევოპულ ცხენს, მაგრამ ცნობილი ათენელსგან განსცვავებით, გაცილები მტკივნეულად
იკბინება. ნიცშე პოზიციას ვერ დავასაბუთებთ როგორც მორალურ ნიჰილიზმს, ის არ უარყოფს ზოგადად
მორალს, არამედ „მხოლოდ ადამიანური მორალის ერთ სახის , რომელამდეც და რომლის შემდეგაც
შესაძლებელია ან უნდა იყოს შესაძლებელი ბევრი სხვა, უპირველეს ყოვლისა, უმაღლესი მორალი“.
გ. სპენსერის სახელთანაა დაკავშირებული ევოლუციური ეთიკა, მან დაწერა წიგნი „ეთიკის
საფუძვლები, ზნეობრიობას განიხილავს როგორც უნივერსალური ევოლუციური პროცესის სტადიას.
ზნეობრიობა ემთხვევა ეგოიზმის და ალტრუიზმის გათანაბრებისკენ მიმართულ სოციალურ
მოქმედებებს. სპენსერის აზრით, საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებისადმი ადამიანის
ბუნების თანდათან მიმდინარე შეგუება შეიძლება იმდენად სრული იყოს, რომ საზოგადოებრივად
სასარგებლო საქმიანობა ყოველთვის გამოიწვევს სიხარულს, ხოლო მავნე- არასასიამოვნო გრძნობას.
განსხვავება სიამოვნებასა და ტანჯვას შორის ინტერპრეტირებულია როგორც ქცევის კეთილშობილების
უშუალო საზომი.
მე-20 საუკუნის ბოლოს ევროპულ ეთიკაში ორი ტენდენცია აღინიშნა - გადასვლა გამოყენებით
ეთიკაზე და ეთიკის საგნის ახლებურად გაზიარება პოსტმოდერნისტული ფილოსოფიის პოზიციებიდან.
გამოყენებითი ეთიკა დაკავებულია მორალური კოლიზიებით საზოგადოებრივი პრაქტიკის კონკრეტულ
სფეროში და არსებობს როგორც დისციპლინათა ერთობლიობა -ბიოეთიკა, ბიზნესის ეთიკა, მეცნიერების,
პოლიტიკური ეთიკა და სხვა. სადისკუსიო საკიტხია, გამოყენებითი ეთიკები დარჩებიან ფილოსოფიური
ეთიკის შემადგენელ ნაწილად თუ იქცნენ კერძო დისციპლინებად.
თანამედროვე დისკუსიები ეთიკის თავისებურებები, ცოდნის სისტემაში მისი ადგილის შესახებ
გამომდინარეობენ მე-18 საუკუნიდან. ზოგადი თეორიულ-მეთოდოლოგიური კონსტრუქციები
ცვლიდნენ და ავსებდნენ ერთმანეთს, ითვლებოდნენ საკმარისად ზნეობრივი პრობლემების
გადასაჭრელად. ახალ დროში სიტუაცია შეიცვალა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მეცნიერება
უფრო ზუსტი გახდა, ამასთან რელიგიურმა-მსოფლმხედველობითმა პრინციპებმა დაკარგეს სიცხადე.
ეთიკის სტატუსის ახლებურად გააზრების წყაროდ იქცა დ. იუმას შენიშვნა „ტრაქტატში ადამიანის
შესახებ“. მან ეჭვის ქვეშ დააყენა პროცედურის კანონიერება.
ეთიკის საგნის ახლებურად გააზრება ხდებოდა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების
ჩამოყალიბების კონტექსტში. შეიძლება მისი როგორც ორი პროცესის - მორალური ზნეობისა და ქცევის
ნორმების რელიგიურ-მსოფლმხედველური დასაბუთებისგან გამოყოფის - თავისებური განზოგადებისა
და თეორიული სანქციის იტერპრეტირება, რის შედეგადაც იქმნდება სხვადასხვა რწმენისა და მრწამსის
ადამიანთა პროდუქტიული თანამშრომლობის, მორალის მკაცრი დიქტატისგან საზოგადოებრივი
ცხოვრების სხვადასხვა სფეროების გათავისუფლების სივრცე.

ეთიკა და ეთიკური პრობლემები გლობალურ ბიზნესში


გლობალურ ბიზნესში სხვადასვა ქვეყნის პოლიტიკური სასამართლო სისტემების ეკონომიკური
განვითარების დონისა და კულტურის სხვაობის გამო მრავალი ეთიკური საკითხი და პრობლემა ჩნდება.
რაც ერთ ქვეყანაში მიღებულია ჩვეულებრივ ქმედებად, მეორეში არაეთიკურია. იმ ორგანიზაციაში
საქმიანობით, რომელიც ცდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ საზღვრებსა და კულტურას, ფირმების
მენეჯერები უნდა გრძნობდნენ ამ განსხვავებას და მოცემულ საზოგადოებაში სწორი ეთიკური
გადაწყვეტლებების მიღება უნდა შეეძლოთ.
გლობალური ბიზნესის რეგულირებაში ყველაზე ძირითადი ეთიკური პრობლემები თავს იჩენს
მულტიეროვნულ კორპორაციებში: დასაქმების, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკოლოგიური
წესრრიგის, კორუფციის მორალის სფეროებში. ამ საკითხების ერთიან სტანდარტებში მოქცევა ვერ
მოხერხდა. მაგალითად, 12 საათიანი სამუშაო დღე, დაბალი ხელფასი, მომწამვლელი ნივთიერებებისგან
მომუშავეთა დაცვა., განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი ეთიკური პრობლემებია.(„ნაიკის
მაგალითი“).
კომპანიის სახელით მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიზანი მდგომარეობს ამ კომპანიის
შემოსავლების დონის ამაღლებისა და დანახარჯების შემცირებაში. ზოგიერთ შემთხვევაში ცალკეულ
მუშაკთა და კომპანიის ქმედებები არსებითად სცილდება მისაღებ სოციალურ ნორმებს.
მთელ მსოფლიოში საზოგადოებისა და საკანონმდებლო ორგანოების ყურადღება მიიპყრო ცნობილი
კომპანიების არაეთიკურმა ქმედებებმა. ვოლსტრიტზე რამდენიმე ცნობლი საინვესტიციო ბანკის
თანაშრომელი გაასამართლეს კომპანია-კლიენტების მოსალოდნელი შერწყმის შესახებ ინფორმაციის
პირადი მიზნების გამოყენებისთვის. Hutton, „დრექსელ ბარნჰემ ლამბერტი“, „სოლომონ ბრაზერსი“, ეს
საინვესტიციო ბანკები არაეთიკურად და უკანონოდ ითვისებდნენ ფულს. ამრიგად, საქმიანი სამყაროს
ინტერნაციონალიზაციის კვალობაზე სულ უფრო შეიმჩნევა კომპანიებისა და მენეჯერების მზარდი
ინტერესი ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებისადმი.

დასაქმების მეთოდები
ეთიკური პრობლემები დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყნებში დასაქმების განსხვავებულ
მეთოდებთან. როდესაც მასპინძელ ქვეყანაში ანაზღაურებისა და სამუშაოს პირობები განსხვავდება იმ
ქვეყნის პირობებისგან, სადაც მულტიეროვნული კომპანიები საქმიანობენ, რა სტანდარტები უნდა იქნას
მიღებული? ხშირ შემთხვევაში მულტიეროვნული კომპანიები ამოწმებენ უცხოურ ფილიალებს თუ
რამდენად შეესაბამებიან ისინი სტანდარტებს და იმ შემთხვევაში თუ ისინი არ შეესაბამება მათ
მოთხოვნას, ახდენენ მათ კორექტირებას. ასეთი მიდგომა, გლობალურ ბიზნესში კარგი საშუალებაა
ეთიკური სტანდარტების დასაცავად. მაგალითად, კომპანია „ლევი სტრაუსი“ – 90 წელს გაწყვიტა
კონტრაქტი ერთ-ერთ დიდ მიმწოდებელთან „თან ფემილისთან“, რომელიც აძალებდა 1200 ჩინელ და
ფინიპინელ ქალს ემუშავათ 74 საათი კვირაში, კომპანიამ ეთიკური სტანდარტების აუცილებლობის
დაცვის მოთხოვნით უპასუხა.

ადამიანის უფლებები
დასაქმების გარდა გლობალური ბიზნესი შეიძლება გაჩნდეს უამრავი კითხვა ადმიანის უფლებების
შესახებ. ძირითადად ადამიანის უფლებებს კვლავ არ სცემენ პატივს მრავალ სახელმწიფოში. (უფლებები,
რომელიც აღიარებულია განვითარებულ ქვეყნებში მაგ. დამოუკიდებლობა, სიტყვის, პოლიტიკური
თავისფულება და სხვა არ არის საყოველთაოდ მიღებული).
80-იანი წლების დასაწყისში რამოდენიმე დასავლურმა კომპანიამ დაიწყო საკუთარი პოლიტიკის
ძირეული გადასინჯვა. „ჯენერალ მოტორსმა“ გაიზიარა ე.წ. „სალივანს პრინციპები“ . სალივანმა
დაამტკიცა „ჯენერალ მოტორსისთვის“ ეთიკურად გამართლებული იყო სამხრეთ აფრიკაში ემუშავა ორი
პირობით: 1. კომპანას არ უნდა საეზიარებინა აპარდეიტის კანონები სამხრეთ აფიკის საწარმოებში, 2. მას
უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რომ აქტიურად შეეწყო ხელი ამ კანონის გაუქმებისთვის.
„სალივანის პრინციპები“ ფართოდ იქნა მიღებული აშშ-ის კომპანიების მიერ, რომლებიც სამხრეთ
აფრიკაში მუშაობდნენ. ამის შემდეგ აპარდეიტის კანონში განხორციელდა ცვლილებები.
რამოდენიმე წლის წინ, ისეთმა კომპანიებმა როგორიცაა კოდაკი, IBM, ჯენერალ მოტორსი და სხვა,
შეწყვიტა ინვესტირება სამხრეთ აფრიკაში. საპენსიო ფონდებმა კი უარი განაცხადეს იმ აქციების შეძენაზე,
რომლის კომპანიებიც ახორციელებდნენ ბიზნესს სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ რეჟიმთან. ბევრმა
ქვეყანამ ეკონომიკური სანქციებით მოითხოვა აფრიკაში აპარდეიტის გაუქმება. შედეგად 1994 წელს
ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები.
მიუხედავად მრავალი ცვლილებებისა, სამხრეთ აფრიკაში მრავალი რეპრესიული რეჟიმი დღესაც
არსებობს მსოფლიოში. არსებობს მოსაზრება, რომ მულტინაციონალური კომპანიების მიერ გაწეულმა
შიდა ინვესტიციებმა შეიძლება გააძლიერონ ადგილობრივი ეკონომიკა, პოლიტიკა და გამოიწვიონ
საზოგადოებრიი პროგრესი. მაგ ჩინეტში ინვესტიიები გამართლებულია მიუხედავად იმისა, რომ ხშირად
ირღვევა ადამიანის უფლებები, შიდა ინვესტიციები დაეხმარება გააუმჯობესოს ცხოვრების
სტანდარტები. ზოგი რეჟიმი იმდენად რეპრესიულია, რომ ინვესტიციები არ შეიძლება ეთიკური
თვალსაზრისით გამართლებული იქნეს, რადგან აქ შედეგს მხოლოდ მკაცრი ეონომიკური სანქციები
იძლევა.(მაგ. სამხრეთ აფრიკა, მიანმარი). ნიგერია არის კიდევ ერთი ქვეყანა, ის ქვეყანა, სადაც უცხოური
მულტიეროვნული კომპანიების ბიზნეს-საქმიანობა ხელს უწყობდა ადამიანური უფლებების დარღვევას.
იმართებოდა სამხედრო დიქტატურის მიერ. „როიალ დაჩშელი“ ზეთის მწარმოებელი კომპანია რომელიც
ოპერირებდა ნიაგარაში, ბევრჯერ იქნა გაკრიტიკებული ამ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის. ამ
კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა პროტესტები, რომელთა ჩახშობას დიდი მსხვერპლი მოჰყვა.
ამაში „როიალ დაჩშელს“ ადანაშაულებდნენ, რადგან მათ მიმართეს პოლიციას თხოვნით, რომ ჩაეხშოთ
დემონსტრაციები. თუმცა კომპანია ამას არასდროს აღიერებდა. ამ ყველაფერმა უბიძგა კომპანიას მოეხედა
ეთიკური მხარისთვის და შეექმნა შიდა მექანიზმები, რომელიც გარანტია იქნებოდა, რომ ისინი ადამიანის
უფლებების დაცვით იმოქმედებდნენ.
საერთაშორისო კომპანიების მორალური პასუხისმგელობა ცალკეულ არადემოკრატიულ ქვეყნებში
მიმდინარე პროცესებზე, რომლების არღვევენ ადამიანის უფლებებს, საკმაოდ მაღალია. (მაგალითია
კომპანია „ანოქალი“-ზე; გვ 230).

გარემოს დაბინძურება
ეთიკური საკითხები თავს იჩენს, როდესაც ქვეყნებს შორის გარემოს დაცვის რეგულირების ნორმები
განსხვავებულია. განვითარებული ქვეყანა არეგულირებს გარემოს დაბინძურებას ქიმიური ნარჩენების
გადამუშავებას, სამუშაოზე ქიმიური მასალების გამოყენებას სპეციალური საკანონმდებლო აქტებით. ეს
კანონები არ გააჩნია ზოგიერთ განვითარებად ქვეყანას, რაც მულტიეროვნულ კომპანიებს აძლევს
შესაძლებლობას იმაზე უფრო მაღალი დონით დააბინძურონ გარემო, ვიდრე დასაშვები იქნებოდა მათ
ქვეყნებში. სადაც არ ხდება გაემოს დაბინძურების კონტროლი, რაც არ შეიძლება მოხდეს განვითარებულ
ქვეყნებში იქ არსებული საკანონმდებლო ბაზის, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო კონტროლის გამო.
რამდენადაც საერთაშორისო კომპანიებს ზოგიერთ განვითარებად ქვეყანაში არ მოეთხოვებათ
გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება, რაც საკმაოდ დანახარჯიანია, ისინი წარმოების დანახარჯების
შემცირების მიზნით იყენებენ ამ შესაძლებლობას და ამით რეალურ საფრთხეში აგდებენ ადგილობრივ
მოსახლეობას. ასეთ კომპანიებს ურჩევნიათ დაბალი დანახარჯებით აწარმოონ პროდუქცია და ამით
მოიპოვონ შედარებითი უპირატესობა.
ბუნებრივი გაერმო არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულების ნაწილი, რომელიც საერთო საკუთრებაა
და დაუშვებელია მისი განადგურება. „საერთო საკუთრების ტრაგედიას“(ტერმინი -გარეტ ჰარდინი, მე-16
ს.) ადგილი აქვს მაშინ, როცა ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ხელთ უპყრია ყველას, მაგრამ არავინ
ფლობს მას, გამოიყენება გარკვეული ინდივიდების მიერ, რაც საბოლოოდ იწვევს მათ მნიშვნელოვან
შემცირებას.
თანამედროვე მსოფლიოში კორპორაციებმა შეიძლება ხელი შეუწონ „საერთო საკუთრების“
გლობალურ ტრაგედიას, ნარჩენების გადატანით იმ მიდამოში, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ
ატმოსფეროს დაბინძურება. ასეთი ქმედება არის ეთიკური? პასუხი ცალსახაა, ასეთი ქმედებებით
კომპანიები არღვევენ ეთიკურ ნორმებს და თავიდან იხსნიან სოციალურ პასუხისმგებლობას

კორუფციის ანატომია
კორუფცია აქტიურ ზეგავლენას ახდენს მსოფლიო ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ
სტაბილურობაზე.
კორუფცია(ლათ corrumpere - ვაფუჭებ)- ვრცელი გაგებით სახელმწიფო ძალაუფლების
არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა, არალეგიტიმური, როგორც წესი საიდუმლო, პირადი
კეთილდღეობისთვის. გაეროს გენერალური ანსამბლეის 34-ე სესიაზე, კორუფცია განმარტეს,როგორც
თანამდებობრივი უფლებამოსილების დარღვევით, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, თანამდებობის
პირის მიერ ჩადენილი ქმედება ან უმოქმედობა. ვიწრო გაგებით კი, განისაზღვრება როგორც
ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირადი კეთილდრეობისთვის. მმართველობის ყველა ფორმა
შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. კანონსაწინააღმდეგო დაფინანსების პრაქტიკა, გარკვეული სახის
პოლიტიკური პრაქტიკა, რომელიც ლეგალურია ერთ ქვეყანაში, შესაძლებელია არალეგალური იყო
მეორეში. ზღვარი სამართლიანობასა და კორუფციას შორის შეიძლება საკმაოდ ძნელი გადავლები იყოს.
მაგ. აფრიკის ქვეყნებშიკორუფცია, როგორც ბიზნესის ლეგალიზების ფაქტორი აღიარებულია. აშშ-ში
ლეგალიზებულია „ჩქარი ფულის“ პრაქტიკა, რომელიც უშვებს ტრანსეროვნული კორპორაციების მიერ
მეორე სამყაროს ქვეყნებში ბიზნესის დაწყების დაჩქარების მიზნით ფინანსების გადაცემის
შესაძლებლობას.
კორუფცია ისტორიული მოვლენაა, პირველად გვხვდება შუმერული ცივილიზაციის ქალაქ-
სახელმწიფო ლაგგასში ძვ.წ. მე-4 საუკუნეში. ჰეროდოტეს ცნობით მე-6 საუკუნეში სპარსეთის მეფე
კამბისმა ქრთამის აღებისთვის ცოცხლად გააძრო ტყავი მოსამართლეს და მის ადგილას დანიშნა მისი
შვილი, რათა მას არ გაებედა ქრთამის აღება. კორუფცია ყვაოდა რუსეთში ნიკოლოზ 1 ის დროს.
მაკიაველმა კორუფცია შეადარა ავადმყოფობას რომლის განკურნებაც შეუძლებელია.
კორუფციის პრობლემას ფართო ადგილი ეთმობა ბიბლიაშიც, სადაც წერია რომ კორუმპირებული
ადამიანი უნდა დაისაჯოს. „სატანა“ აქტიურად უწყობს ხელს კორუფციას.
კორუფცია საზოგადოების ევოლუციის პერიოდში მეტად იჩენს თავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს.
ჰართინგტონი კორუფციის პრობლემას აანალიზებს თავის ნაშრომში „მოდერნიზაცია და კორუფცია“. იგი
მიიჩნევს, რომ კორუფციის მასშტაბი უერთიერთკავშირშია სწრაფ სოციალურ და ეკონომიკურ
მოდერნიზაციასთან. კორუფცია არის ეფექტიანი პოლიტიკური ინსტიტუციონალიზმის დეფიციტის
შედეგი.
ს. ჰანტინგტონი გამოყოფს კორუფციის 2 სახეს: ღარიბთა და მდიდართა კორუფციას. ერთი
პოლიტიკურ ძალაუფლებას ფულისათვის ცვლის, ხოლო მეორე ფულს _ პოლიტიკური
ძალაუფლებისათვის. ორივე შემთხვევაში რაღაც საზოგადო იყიდება პირადი სარგებლისთვის.
მოდერნიზაციის ფაზაში მყოფი ელიტები გამოირჩევიან ნაციონალიზმით და კონცენტრირებას ახდენენ
მთლიანობაში საზოგადოების საერთო კეთილდღეობის სასიცოცხლო უპირატეოსბაზე.
ჰანთინგტონი მიუთითებს, რომ ძლიერი პარტიული ორგანიზაცია იქმნება ან ქვემოდან რევოლუციის
გზით ან ზემოდან ფინანსური მფარველობით. ყველაზე აშკარა და თვალშისაცემი კომუნისტური
პარტიებია, რომელთაც ძალაუფლება სამთავრობო ბიუროკრატიისა და სამთავრობო რესურსების
საკუთარი მიზნებისთვის დაქვემდებარების გზით მოიპოვეს.
მეცნიერების დასკვნის,მიხედვით კორუფციის სიხშირე მთლიანობაში ნაკლებია იმ ქვეყნებში, სადაც
სამთავრობო რესურსები მოხმარდა პარტიის მშენებლობას, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც პარტიები
სუსტები დარჩნენ.
მიჩნეულია, რომ კორუფცია მხოლოდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნებისმიერ სიტუაციაში ყველა
ქვეყნის ეკონომიკაზე. ამასთან, ცნობილი მეცნიერის დუგლას ჰიუსტონის გამოკვლევით “კორუფცია და
ადამიანური განვითარება” დასტურდება, რომ ეს კანონზომიერება ყველა შემთხვევაში როდი მუშაობს. იმ
ქვეყნებში, სადაც დომინირებს მართვის არაეფექტიანი სისტემა, კორუფცია შეიძლება კანონის
უზენაესობას ჩაენაცვლოს, ეკონომიკის სტიმულიზატორად მოგვევლინოს და ამის შედეგად,
მოკლევადიან პერიოდში პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე.
მიუხედავად ამისა, მეცნიერების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, რომ კორუფცია მოქმედებს კანონის
საწინააღმდეგოდ, პირადი სარგებლის არაკანონიერი მიღების მიზნით და ამით ნეგატიურად
ზემოქმედებს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაზე. ამიტომ არის, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია
Transparency International მის დამარცხებას მიიჩნევს თავისი საქმიანობის ძირითად მიზნად. მსხვილი
ტარანსეროვნული კორპორაციები ამავე მიზნით ამუშავებენ ეთიკის კოდექსებს, ხოლო მსოფლიო ბანკმა
კორუფციის დამარცხება გახადა მისი პროგრამების ძირითად საგნად. კორუფციისადმი ნეგატიური
დამოკიდებულება გამომდინარეობს უტილიტარული მოსაზრებიდან, ის როგორც კანონის
საწინააღმდეგო მოვლენა ზრდის ეკონომიკურ დანახარჯებს,ზღუდავს ინვესტიციების
პროდუქტიულობას და უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
ს. ჰანტინგტონი და ნ. ლეითი მიიჩნევენ, რომ კორუფცია არის კანონიერების შემცვლელი იმ ქვეყნებში,
სადაც საკანონმდებლო ბაზა მოისუსტებს. უფრო ზუსტად, კორუფციის სარგებელი გამოიხატება იმაში,
რომ მის მიერ შექმნილი ღირებულება შეიძლება აღემატებოდეს დანახარჯებს. ეს შესაძლებელია მხოლოდ
მაშინ, როდესაც ბიზნესის წარმართვის კანონიერი შესაძლებლობანი შეზღუდულია. დ. ოსტერფილდი
გამოყოფს კორუფციის ორ სახეს: რომელიც ზღუდავს ეკონომიკურ განვიტარებას და აფართოებს მას.
ხშირად კორუფცია გვევლინება „რენტის მითვისების“ ფორმად. მაგ, როდესაც კერძო კომპანიები იცავენ
საკუთარ შემოსავლებს კონკურენტებისგან სახელმწიფოს მეშვეობით. კორუფციას ასევე შეუძლია
მიგვიყვანოს ეკონომიკური საქმიანობის მასშტაბების ზრდამდე მაშინ, როცა ჩინოვნიკების მოსყიდვით
კომპანიბი თავს არიდებენ უგუნურ კანონებს. კორუფციას ზოგჯერ ირიბი უპირატესობებიც ახლავს, მაგ,
მარფი, შლეიგერი, ვინში მიიჩნევენ, რომ ეს აისახება ამ გზით არაეფექტიენი მწარმოებლების
მხარდაჭერაში. ცხადია, სტაბილური ეკონომიკის ქვეყნებში კორუფციის ნეგატიური შედეგები არემატება
პოზიტიურს, ხოლო არაეფექტიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ჩანს კორუფციის ზოგიერთი
პოზიტიური ეფექტები. ამ კონცეფციის დასაბუტებას მიეძღვნა მაუროს „კორუფციის ეკონომიკაზე
ზემოქმედების მოდელი“.
უკანასკნელ წლებში კორუფციამ ახალი თვისებები და ფორმები შეიძინა და სხვადასხვა
მიმართულებებიც გამოავლინა. კორუფცია გლობალიზაციის პარალელურად განვითარდა და უფრო
მრავალფეროვანიც გახდა. გლობალური ეწოდება კორუფციას, რომელიც ექსპორტირდება საერთაშორისო
საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და სხვა
საერთაშორისო სტრუქტურების საქმიანობის შედეგად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საერთაშორისო
ვაჭრობაში მონაწილე არცერთი ქვეყანა და საქმიანობის სფერო არ არის დაცული გლობალური
კორუფციისგან. მაგ. კორუფციი პრობლემა შეიძლებ არსებობდეს ტრანსეროვნულ კომპანიებში,
საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებში, პოლიტიზებულ ბიზნესში და სხვა.
ხშირ შემთხვევაში სწორედ კორუფციაა მრავალი ქვეყნის ჩამორჩენილობისა და სიღარიბის მიზეზი.
მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ლიდერების შესახებ უახლესი მონაცემები ეკუთვნის
მონიტორინგის ჯგუფს transparency international .ამ ორგანიზაციამ 2018 წლის ყველაზე კორუმპირებული
მეთაურები გამოავლინა სადაც საწყის პოზიციებზე ჰაიტის, პერუს, ნიკარაგუას პირველი პირები
იმყოფებიან.(მოც. ცხრილი, გვ 240).
მსოფლიოში თითქმის არ არსებობს ქვეყანა, რომელიც კორუფციისაგან სრულიად თავისუფალია.
ამაზე მეტყველებს „კორუფციის აღქმის ინდექსი“, რომლითაც ხდება ქვეყნებისა ტერიტორიების შეფასება
იმის მიხედვით, თუ რამდენად კორუმპირებულად განიხილება მათი საჯარო სექტორები. ამ ინდექსის
გამოსავლენად, კვლევაში ჩართულ ქვეყნებს მოეთხოვებათ კორუფციის მონაცემების ამსახველი მინიმუმ
სამი სანდო წყაროს წარმოდგენა. ეს მონაცემები ეყრდნობა სხვადასხვა ატორიტეტული ინსტიტუტების
მიერ ჩატარებულ კვლევებსა და შეფასებებს. ჩვენ ვერ გავზომავთ კორუფციებს ამიტომ ვზოავთ მის
აღქმებს. ეს მონაცემები ეფუძვნება 12 დამოუკიდებელ წყაროს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის, ჟურნალ
ეკონომისტის, სხვა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მონაცმები. ისინი ატარებენ
გამოკითხვებს, ესაუბრებიან ექსპერტებს, ბზნეს წარმომადგენლებს, ადგილობრივებს. 2018 ლის
მონაცმებით კორუფციის ყველაზე დაბალი მჩვენებელია დანიაში, პირველ ათეულშია: ახალი ზელანდია,
ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, შვეიცარია, სინგაპური, ნიდერლანდები. ლუქსემბურგი და კანადა. თუ
ქვეყანა აღქმულია როგორც მაღალი კორუფციის მქონე, მაშინ ამ ქვეყანაში ინვესირებისგან თავს
შეიკავებენ. სიის ბოლოს არიან: სომალი, ჩრდ კორეა, სუდანი, ავღანეთი და ერაყი. ყოფილი საბჭოთა
კავშირის ორ რესპუბლიკას აქვს კორუფციის მაღალი მაჩვენებელი- თურქმენეტი და
უზბეკეთი.საქართველოს უკეთესი შედეგი აქვს ვისრე ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოს: ხორვატია,
ბულგარეთი, საბერძნეთი და რუმინეთი.
საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის მხრივ მთავარ გამოწვევად რჩება: 1. ანტიკორუფციული
კანონმდებლობის პრაქტიკაში შესრულების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, 2. დამოუკიდებელი და
პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება, 3.გამარტივებული შესყიდვების წილის შემცირება
სახელმწიფო შესყიდვებში.
ამ ინდექსში საქართველოს პოზიციის დაწინაურება განაპირობა რეფორმამ რომელიც შეეხებოდა
ელექტრონული მმართველობის გამჭირვალე სისტემის დანერგვას. მაგ, სახელმწიფო შესყიდვების
ელექტრონულ სისტემაზე, რაც დაინერგა საქართველოში. კორუფციაზე უარყოფითად მოქმედებს ერთ
პირზე კონკურსგარეშე სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკა, რომელიც 2014 წელს „შესყიდვების შესახებ“
მიღებული კანონით განისაზღვრა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია დაბალანსდეს ხელისუფლების
აღმასრულებელი შტოს ამჟამინდელი სიძლიერე და გაძლიერდეს მაკონტროლებელი ინსტიტუტები. 2018
წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით საქართველოს შემდეგ მოდის თურქეთი, რუსეთი,
აზერბაიჯანი. რეგიონების საშუალო ქულის მიხედვით აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის რეგიონები
ერთმანეთთან ახლოს დგანან.
კორუფციის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები საქართველოში
კიდევ უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან, როდესაც საქმე ეხება ელიტური კორუფციის, ანუ
ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებული კორუფციის კვლევას. არც ერთი ხელისუფლება არ
აღიარებს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია არსებობს. რასაც მარტივი მიზეზი აქვს - სიტყვა
„ელიტური“ თავისთავად გულისხმობს, რომ მასში პოლიტიკური ელიტაა ჩართული. ელიტური
კორუფცია პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მაგ. არასამთავრობო
ორგანიზაცია Betselman Foundation მიუთითებს, რომ ელიტური კორუფციის ძირითადი გამოხატულება
არის საჯარო სახსრების გაფლანგვისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მხრიდან
სამსახურეობრივი უფლებამოსილეის ბოროტად გამოყენების ტენდენციები. Freedom House-ს მიაჩნია,რომ
ელიტური კორუფციის მსგავსი მაგალითები იწვევს სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმს და შიდა
გარიგებებს ბიზნესის ცალკეულ წარმომადგენლებთან. გარიგებების ნიშანია მონოპოლიები და
არათანაბარი დამოკიდებულება ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე არათანაბარი მიდგომა საჯარიმო
სანქციების დაკისრებისა თი სასამართლოში საქმეების წარმოების დროს. კორუფციის ნიშანია ასევე
პროტექციონიზმის დასაქმებისა და ტენდერების ჩატარების დროს.
კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მიმართულებით საქართველოშ უნდა გადაიჭრას
რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი:
1. ძლიერი და დამოუკიდებელი პარლამენტი და სასამართლო
2. ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება
3. ანტიკორუფციული უწყების გაძლიერება
4. კონკურენციის სააგენტოს ამოქმედება
5. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება
6. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გაძლიერება
7. საჯარო სამსახურის რეფორმა
8. ელიტურ კორუფციის, როგორც გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლა
9.ქონებრივი დეკლარაციების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება
10. საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობისას წარმოქმნილი
კორუფციული რისკების შემცირება
11. ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება ადგილობრივ თვითმმართველობაში
12. გამჭვირვალე პრივატიზაციის პროცესი
13. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება
საერთაშორიოს ფირმებს შეუძლიათ მიაღწიონ ეკონომიკურ უპირატესობას კორუმპირებული
თანამდებობის პირების მოსყიდვით. აშშ-ში შემოიღეს „მექრთამეობის წინააღმდეგ აქტი“. კანონგარეშედ
გამოცხადდა ბიზნესის გაფართოების მიზნით უცხოელი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემა.
ზოგიერთმა ამერიკულმა ფირმამ პროტეტი გამოთქვა აქტის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან
არხელსაყრელად ჩათვალეს კონკურენციაში უპირატესობის მოპოვებისთვის. შემდეგ აქტი შესწორებული
იქნა „შემამასუბუქებელი გადასახადების“ შემოღებით, რომელიც ცნობილია როგორც „ჩქარი ფული“.
1997 წელს ეკონომიკური თანამეგობრობისა და განვითარების ორგანიზაციის ვაჭრობისა და
ფინანსების მინისტრებმა, აშშ-ს წარმომადგენლობის ზეგავლენით მიიღეს „საერთაშორისო ბიზნეს
საქმიანობაში საზოგადოებრივი მოხელეებისთვის ქრთამის მიცემის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმება“
(OECD). ეს შეთანხმება გამორიცხავს „შემამსუბუქებელ გადასახადებს“, ავალდებულებს მთავრობის
წევრებს, რომ მექრთამეობა მიიჩნიონ სისხლის სამართლის დანაშაულად. ამ შეთანხმების
ეფექტურობითვის აუცილებელია, რომ მას პასუხობდნენ ხელმომწერი ქვეყნების შიდა სახელმწიფო
კანონები.
ბევრ ქვეყანაში თანამდებობის პირებზე ხელფასი გაიცემა „ჩქარი ფულის“ ფორმით, რაც ჩვეულებრივ
მოვლენად ითვლება. OECD შეტანხმების ეთიკური შეხედულება ასეთ გადასახადებზე არ არის ნათელი.
ეკონომისტთა ნაწილი ამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ ქრთამის მიცემა დანაშაულია, ბევრ ქვეყანაში
შეიძლება იყოს პროცედურის შექმნისა და ეკონომიკური ზრდის წაახლისების სტიმული. აქედან
გამომდინარე მათ მიაჩნიათ, რომ ამ კონტექსტში განხილულმა კორუფციამ განვითარებად ქვეყნებში,
შეიძლება გააუმჯობესოს პროდუქციის გამოშვების ეფექტიანობა და დაეხმაროს მათ ეკონომიკურ
ზრდაში. ეს ეკონომისტები აყალიბებენ თეორიას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სადაც არსებობს
ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური სისტემები, იზღუდება ბაზრის მექანიზმები კორუფციით,
კონტრაბანდითა და მმართველი ბიუროკრატიის მოქრთამვით, შესაძლებელია გაიზარდოს ბიზნესის
ინვესტირება, რაც აისახება ამ ქვეყნის კეთილდღეობაში. ამის საპირისპიროდ, ეკონომისტების მეორე
ნაწილი ამტკიცებს, რომ კორუფცია ამცირებს საქმიანი ინვესტიციების ამონაგებს და ქვეყანა მიჰყავს
დაბალ ეკონომიკურ ზრდამდე.
შეიძლება დავასკვნათ, რომ „ჩქარი ფული“ ქმნის სერიოზულ ეთიკურ პრობლემას. კორუფცია არის
უარყოფითი მოვლენა და მან შეიძლება ავნოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ მასთან არის
შემთხვევევბი, როცა სახელმწიფო მოხელეებისთვის მიცემული ქრთამი, ინვესტორებს ბიუროკრატიული
ბარიერების თავიდან აცილების შესაძლებლობას აძლევს, რაც ამარტივებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას
და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესალებლობას იძლევა. ის არგუმენტი, რომ კორუფციას
ორმხრივი ტენდენცია აქვს ქრთამის მიმცემი და ამღები, აძლიერებს ეთიკურ ნორმას, რომლის
მიხედვითაც არ უნდა მივიღოთ მონაწიეობა კორუფციაში, რაც არ უნდა მიმზიდველი იყოს შემოსავალი.
ბევრმა მულტინაციონალურმა კომპანიამ გაიაზრა ეს არგუმენტი. „შემსუბუქებული გადასახადები“
უარყოფითად მოქმედებს ბიზნესის საქმიანობის დაჩქარებაზე, ისინი მინიმუმამდე უნდა იყვნენ
დაყვანილი და ზუსტად დასაბუთებული მათი მიცემა. ნებადართულია მათი გამოყენება მაშინ, როდესაც
არ არის სხვა გამოსავალი, მიუხედავად მათი არაეთიკურობისა.

მორალური გალდებულებები
მულტიეროვნულ კომპანიებს აქვთ დიდი ძალაუფლება, რომელიც მათ აძლევთ შესაძლებლობას
აკონტროლონ დიდძალი რესურსები, საჭიროების შემთხვევაში გადაიტანონ ისინი სხვა ქვეყნებში.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალაუფლება შეზღუდულია როგორც კანონებით და წესდებებით, ასევე
საბაზრო წესრიგით და კონკურენციით, ის მაინც არსებითია. ზოგიერთი ეონომისტი ამტკიცებს, რომ ამ
ძალაუფლებიდან გამომდინარეობს მულტინაციონალური კორპორაციების სოციალური
პასუხისმგებლობა, რომლის შესაბამისად მათ ნაწილობრივ უნდა დაუბრუნონ საზოგადოებას ის
სარგებელი, რომელიც გამოიწვევს მისი განვითარების შემდგომ ზრდას.
სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ ბიზნესმენებმა მხედველობაში უნდა მიიღონ
ეკონომიკური საქმიანობის სოციალური შედეგები, მათი გადაწყვეტილებები პოზიტიურად უნდა აისახოს
საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგებზე. ყველაზე მარტივი ფორმით,
სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების რეალიზაცია შესაძლებებლია მოახდინონ საკუთრივ
კომპანიებმა საზოგადოებაზე ყოველდღიური ზეწოლის გარეშე. მსხვილმა ფირმებმა უნდა აიღონ
თავიანთი კეთილშობილური ვალდებულება და დაუბრუნონ საზოგადოებას ის, რაც გახდება მათი
შემდგომი წარმატების საწინდარი. "Noblesse oblige" არის ფრანგული ტერმინი, რომელიც ნიშნავს
კეთილშობილურ და საქველმოქმედო საქმიანობას, რომელიც მიჩნეულია მაღალ საზოგადოებრივ
პასუხისმგებლობად. საქმიან გარემოში მიღებულია, რომ ქველმოქმედება არის წარმატებუი საწარმოების
პასუხიმგებლობა. ეს დიდი ხანია გააცნობიერა მრავალმა ბიზნესმმენმა, რაც კორპორაციის მხრიდან
საზოგადოების დასაჩუქრების დიდი და მნიშვნელოვანი ისტორიული პრაქტიკის შედეგია, რასაც თან
სდევს ინვესტირება, რომელიც ზრდის საზოგადოების კეთილდღეობას. თუმცა არის მაგალითები,
როდესაც მულტიეროვნული კორპორაციაები პირადი სარგებლისთვის ბოროტად იყენებენ
ძალაუფლებას.
ძალაუფლება მორალურად ნეიტრალურია, გააჩნია როგორ გამოიყენებენ მას. შეიძლება გამოყენებულ
იქნას დადებითად- საზოგადოებრივი კეთილდღეობის გასაზრდელად, რაც ეთიკურია. ასევე შეიძლება
გამოყენებულ იქნას არაეთიკურად და ამორალურად.
მსოფლიოში ცნობილ მულტინაციონალურ კომპანიებს მიაჩნიათ, რომ მათ მორალური
ვალდებულება გააჩნიათ იმ საზოგადოების წინაშე, სადაც აწარმოებენ თავიანთ ბიზნესს, ამიტომ, მათ
ხელთ არსებული ძლაუფლება შეიძლება გამოყენებულ იქნას სოციალური კეთილდღეობისთვის.

გლობალური ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც მოვლენა


ბიზნესი იქმნება მოგების მიღების მიზნით. ამასთან, მას ფუნქციონირება უწევს გარკვეულ სოციალურ
და პოლიტიკურ-კულტურულ გარემოში და ცხადია არ შეუძლია საზოგადოების ინტერესების
უგულებელყოფა, მეტიც კომპანიების ეფექტიანი ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა საზოგადოების
სტაბილურობა. ამდენად, ისინი იძულებული არიან შეიმუშაონ და განხორციელონ ღონისძიებები,
რომლებიც სტაბილურობას უზრუნველყოფენ. ბიზნესი რეალიზდება გარკვეულ გარემოში და გარკვეულ
ვითარებაში და წარმატებული იქნება მხოლოდ თამაშის მკაფიოდ გათვლილი წესების პირობებში.
თამაშის წესების დადგენა სახელმწიფოს პირველხარისხოვანი ამოცანაა, მაგრამ სახელმწიფო
ყოვლისშემძლე არ არის. ფლობს იმ რესურსებს, რომლესაც მას ბიზნესი და საზოგადოება წარუდგენს.
საზოგადოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამუშაო ადგილებით, პროფესიული კვალიფიკაციის
შეძენის, ჯანმრთელი ბავშვების აღზრდის, მოხუცებსა და უმწეოებზე ზრუნვის შესაძლებლობით.
ურთიერთვალდებულების ეს ჩაკეტილი წრე გვაიძულებს პარტნიორული ურთიერთობების ფორმირებას
და ვალდებულებების თანაბარ განაწილებას. (სქემატურად, გვ. 250, ნახაზი 4,2).
პოლიტიკურ და სოციალურ პრობლემებად დაყოფა პირობითია, ისევე როგორც მონაწილეებისა და
სფეროების, სადაც კონცენტრურდება პრობლემები, რამდენადაც უამრავი სოციალური პრობლემის
გადაჭრა პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა სფეროში შედის(კანონმდებლობა, სახელმწიფოებრივი
სიციალური პროგრამები). საზოგადოების ზეგავლენა სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე
რეალიზდება პარლამენტში დეპუტატთა საქმიანობის არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების
გზით(ეკოლოგიური, სამართალდამცავი, სხვა). საქმიანო საზოგადოების წარმომადგენლები
მონაწილეობენ პროფესიონალური ასოციაციებისა და კავშირების შქმნაში სახელმწიფოსთან დიალოგისა
და საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებისთვის ძალისხმევის გაერთიანების მიზნით. ამ
პროფესიონალურ სფეროში უკვე დგინდება კორპორაციული ქცევის საკუთარი წესები, რომელიც
ყალიბდება კორპორაციული ქცევის კოდექსისა და საქმიანი ეთიკის კოდექსის სახით, ისისნი
განსხვავდებიან ფორმითა და შინაარსით, მაგრამ ამათუ იმ ხარისხით მოიცავენ ბიზნესის სოციალური
პასუხისმგებლობის პოზიციებს.
ბიზნესის როლი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაწყვეტაში
უზრუნველყოფს საზოგადოებაში სტაბილურობას და მდგრადობას, თვით ბიზნესს ხდის სტაბილურს.
ძირითადი კითხვაა: რას აძლევს ეს საკუთრივ ბიზნესს? ლოგიკა მარტივია კომპანიის სოციალურ
პროგრამებში სახსრების დაბანდების უშუალო და პირდაპირი შედეგი ხარჯების ზრდაა. შევეცდებით
წარმოვაჩინოთ არა მარტო მატერიალური ეფექტიანობა, არამედ სხვა მისი თვისებრივი ფორმები, რომლის
კვალობაზე იზრდება რეალური ეკონომიკური ეფექტიანობა.
განვიხილოთ ბიზნესისა და სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების სტეიკჰოლდერებთან(ჯგუფი,
რომელთა ხელშეწყობის გარეშე ორგანიზაცია არსებობას წყვეტს: აქციონერი,მუშები, მყიდველები,
მომწოდებლები) და საზოგადოების სეგმენტებს შორის ურთიერთკავშირისა და ქმედების სქემა.
მოვიყვანოთ კომპანიის საქმიანობაში მოსალოდნელი ცვლლილებების მაგალითები:
• მომხმარებელთა ბაზარზე პოზიციური ზეგავლენა.
• აქციონერულ კაპიტალზე პოზიტიური ზეგავლენა.
• მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა
• კომპანიის დადებითი მდგრადი რეპუტაციის შექმნა საზოგადოებაში-,განსაკუთრებით
ადგილობრივი საზოგადოების დონეზე ხოლო მასშტაბური სოციალურიპროგრამების
შემთხვევაში ეროვნულ და საერთასორისო დონეებზე.
პოტენციური ინვესტორების მხრიდან ინტერესის გაღვივება, განსაკუთრებით თუ სოციალური
პროგრამების განხორციელებას თან ახლავს კომპანიის საქმიანობაში გამჭვირვალობის ზრდა სოციალური
ანგარიშგების ფორმების გამოყენებით.

გლობალური კომპანიები მსოფლიო არენაზე


უკანასკნელ პერიოდში მძლავრი გლობალური კომპანიების საქმიანობა, რომელთა ეკონომიკური
ძალაუფლება ბევრად აჭარბებს მრავალი ქვეყნის პოტენციალს, თავისებურად ცვლის თვით მსოფლიო
მეურნეობის მართვის სისტემას. ამჯამად მსოფლიოში ნებისმიერ მსხვილ კორპორაციას მრავალი ქვეყნის
ყოველწლიურ შემოსავალზე მეტი მშპ გააჩნია. მაგ. 80-იანი წლების ბოლოს „Exxon Corporation”-ს
ყოველწლიური შემოსავალი აღემატებოდა კორეის ან ინდონეზიის მშპ-ს, “Royal Dutch Shell” -ის წლიური
შემოსავალი უფრო მაღალია ვიდრე ბელგიის, ჩეხეთის ან არგენტინის მშპ. „General Motors”-ის
ყოველწლიური შემოსავლები აღემატება ავსტრიის მშპ-ს. და სხვა. მე-20 საუკუნის ნახევარში მსოფლიო
ეკონომიკური წესრიგის მთავარ რეგულატორებად ძლიერიქვეყნის მთავრობები გვევლინებოდნენ,
საუკუნის ბოლოს ჩამოყალიბდა თავისებური „სამხელისუფლებიანობა“. ნაციონალური მთავრობების
გარდა მსოფლიო-სამეურნეო ურთიერტობებზე ზეგავლენას ტრანსნაციონალური კომპანიები და
ზეახელმწიფო ორგანიზაციები ახდენენ. სუვერენულ სახელმწიფოებს(საქართველოც) სულ უფრო
უხდებათ ანგარიშის გაწევა მსოფლიო სამეურნეო ურთიერთობათა ამ ახალ სუბიექტებთან ეკონომიკურ
თუ პოლიტიკურ სფეროში. ზოგიერთი ეკონომიკსტი მიიჩნევს რომ სახელმწიფოების ზეგავლენა
სუსტდება, რეალური ძალაუფლება სულ უფრო გადადის ტრანსნაციონალურ კომპანიებზე და მათ მიერ
კონტროლირებად ინსტიტუტებზე.
თუ ეროვნული ხელისუფლება თავისი მოქალაქეების, ხოლო ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციები
- თანადამფუძნებლების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ტრანსნაციონალური ბიზნესის ლიდერებს არვინ
ირჩევს და არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. მოგბის გამო საერთაშორისო ოლიგარქებს
შეუძლიათ სერიოზული ზიანი მიაყენონ მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკასაც კი, ამასტან
თავი აარიდონ ყოველგვარ პასიცუსმგებლობას. აქედან გამომდინარე ტნკ-ების საქმიანობის შედეგები
ბევრადაა დამოკიდებული მთავრობების, საზოგადოებრივი და ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციების
მხიდან მათ საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებაზე. მცირე კომპანიებიც სულ უფრო ერთვებიან
საერთაშორისო ბიზნესის სფეროში. ვაჭრობის ფართო განვითარებამ კომუნიკაციის ელექტრონული
საშუალებების განვითარებით სრულიად ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა მცირე კომპანიებისთვის.
თანამედროვე პირობებში კარგად შემუშავებული ვებ-გვერდი ნებისმიერ კომპანიას საშუალებას აძლევს
გააფართოვოს თავისი ბიზნესი ბაზრის სეგმენტით, რომელიც მოიცავს მომხმარებლებს მთელ
მსოფლიოში,ცალკეულ ქვეყანაში ფიზიკური ყოფნის აუცილებლობის გარეშე. ეს აიოლებს მსოფლიო
ბაზარზე მცირე საწარმოთა გასვლის პროცესს. გარდა ამისა, ინფორმაციული ტექნოლოგიების,
გამოყენებით მცირე საწარმოებს დანახარჯთა შემცირების შესაძლებლობები ეძლევათ. ამრიგად,
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური სისტემები და კულტურული ცხოვრება სულ უფრო
ურთიერთდაკავშირებული ხდება. შესაბამისად, ბიზნესის წარმართვა გლობალიზაციის პირობებში
სრულიად ახლებურ მოდგომას მოითხოვს მეწარმეებისა და მენეჯერების მხრიდან.
საერთაშორისო ინიციატივები ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბების პრობლემები მნიშვნელოვან ადგილს
იკავებენ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში, აერთიანებენ საქმიან წრეებს,
სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ძალისხმევას.
ძირიტადი მიზეზები, რომლებმაც დღის წესრიგში დააყენა სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების
შემუშავება არის: გლობალიზაცია, სახელმწიფო სექტორის შემცირების სოციალურ სფეროში, კერძო
კაპიტალის გადაადგილება ეროვნულ საზღვრებს გარეთ, კერძო აქტივების და მოგების მნიშვნელოვანი
ზრდა.
ევროპაში რეგულარულად ტარდება ანალიტიკური გამოკვლევები ბსპ-ს სფეროში. რუსეთში
ბიზნესის სოციალურ როლზე და ბსპ-ს ძირითად თავისებურებებზე ნათელ წარმოდგენას იძლევა
2003წელს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მენეჯერთა ასოციაციის მიერ ჩატარებული
გამოკვლევა: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა „საზოგადოებრივი მოლოდინი“.
2000 წელს უმაღლესი დონის მსოფლიო შეხვედრაზე „სოციალური განვითარების უზრუნველყოფა
ყველასთვის“ წარმოდგენილ იქნა მოხსენება კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის როლის
შესახებ ხელმძღვანელი პრინციპების შემუშავება. ამ დოკუმენტში მოცემულია: ცნებები და განარტებები,
რომლებიც ბიზნესის სოც. პასუხისმგებლობის ელემენტების ფორმირების საშუალებას იძლევა.
მოცემულია ასევე მიღებული ინიციატივების ზოგადი მიმოხილვა, ჩამოყალიბებულია
სამთავრობოთაშორისო მიდგომები ბსპ-ს მიმართ, მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები.
დავოსის ყოველწლიური შეხვედრები ეძღვნება სავაჭრო, საფინანსო, ეკონომიკურ პრობლემებს,
მაგრამ გამომდინარეობს მსოფლიო განვითარების პოლიტიკური ტენდენციებიდან. 1999 წელს გაჟღერდა
ინიციატივა ბიზნეს-საზოგადოებასთან გლობალური პაქტის დადების თაობაზე.
გლობალური პაქტის ინიციატივის წარმოშობის მიზეზები შემდეგია:
გლობალიზაციის მზარდი ტემპის გამო სოციალური დაძაბულობის ზრდაა. 500 უმსხვილესი
საერთაშორისო სამრეწველო კომპანია აკონტროლებს წარმოების მსოფლიო მოცულობის 25%-ს; ამასთან
მსოფლიო ბიზნესი უზარმზარ რესურსებს ფლობს და უკვე გამოავლინა კეთილი ნება სოციალური
პასუხისმგებლობის ამაღლების შესახებ.
გლობალური პაკეტი მოიცავს 9 პრინციპს ადამიანის უფლებათა, შრომითი ურთიერთობებისა და
გარემოს დაცვის სფეროში. ამჟამად მას შეუერთდა ასეულობით უმსხვილესი კომპანია სხვადასხვა
ქვეყნიდან, მათ შორის აშშ, ნორვეგია.
ბიზნესის პასუხისმგებლობის კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს კორპორაციული ქცევის წესები
წარმოადგენენ. ისინი ჩვეულებრივ მუშავდება ქცევის კოდექსისა და საქმიანი ეთიკის სახით. 2010-2015
წლებში გაერომ სცადა ტნკ-ების ქცევის კოდექსის შემუშავება, რომელიც ამთ საქმიანობას გარკვეულ
ჩარჩოებში მოათავსებდა.თუმცა წინააღმდეგობას წააწყდნენ. 2017 წელს 36-მა უმსხვილესმა ტნკ-მა ხელი
მოაწერეს „კორპორაციულ მოქალაქეობაზე“, რომელშიც აღიარებულია ბსპ-ს აუცილებლობა. შრომის
სართაშორისო ორგანიზაციის (შსო) მონაცმეებით ამჟამად შემუშავებულია 215 საერთაშორისო
კორპორაციული ქცევის კოდექსი, რომლის 80% ტრანსნაციონალური კორპორაციების. ამრიგად,
კონკრეტულ კომპანიაზე პროფესიული საზოგადოებაც ზეგავლენას ახდენს კორპორაციული
პროცედურების მეშვეობით. ქცევის კოდექსი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი
მექანიზმია, მაგრამ თუ არ იარსებებს მათ დაცვაზე გარე და შიგა კონტროლი, მათ საგრძნობი შედეგი არ
ექნებათ. კონტროლის მექანიზმები დაწესებულ სტანდრტებს წარმოადგენენ, რომლებიც მუშავდება
სხვადასხვა საერტაშორისო ორგანიზაციების მიერ. კომპანიები რომლებიც ახორციელებენ ამგვარი
სტანდარტების შემუშავებას:
1. ანგარიშგების წარდგენის გლობალური ინიციატივა (GRI)- დაწესებულია ეკოლოგიურად სუფთა
ეკონომიკის კოალიციის ინიციატივით 1997წელს, აერთიანებს კომპანიებს, ბიზნეს ასოციაციებს,
არასამთავრობო ორგანიზაციებს, გაეროს სისტემის ორგანიზაციებს, ექსპერტებს. შეიმუშავებენ
ანგარიშგებას კომპანიის მდგრადობის შესახებ, სოციალური საქმიანობის მაჩვენებლების ჩათვლით;
2. ეკონომიკური პრიორიტეტების საბჭოს აკრედიტაციული სააგენტო(SEPAA) - დაფუძნებულია კერძო და
სახელმწიფო სექტორების წარმომადგენლების მიერ. მათ მიერ შემუშავებული და დანერგილია
სოციალური ანგარიშის სტანდარტი „სოციალური პასუხისმგებლობა SA 8000;
3. სოციალური და ეთიკური პასუხისმგებლობის ინსტიტუტი- შეიმუშავა საერთაშორისო სტანდარტი
AA1000. სტანდარტის შემადგენლობაშია ინდიკატორები, რომლის მიხედვით შეიძლება ჩატარდეს
სოციალური და ეთიკური აუდიტი.

სოციალური საქმიანობის სტანდარტიზაციას შეუდგა ბევრი კომპანია, რომლებიც დაინტერესებული


არიან თავიანთი საქმიანი რეპიტაციის განმტკიცებაში, კლიენტურის ბაზის, ინვესტიციის მოზიდვაში,
სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის დიალოგის გაღრმავებაში.

გლობალური კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის უპირატესობები და პოზიციები

გლობალური კომპანიის სოციალურად პასუხილსმგებლური (CSR) პოლიტიკის უპირატესობებს


განეკუთვნება შემდეგი სამი უმნიშვნელოვანესი ნიშან თვისება:
• გლობალური კომპანიის კარგი რეპუტაციისა და იმიჯის განმტკიცება- დამოკიდებულია მის მიერ
კორპორაციული ქცევის კოდექსის და საქმიანი ეთიკის დაცვაზე.
• ბიზნესისი მართვის ხარისხის ამაღლება- ასახვას პოულობს, როცა ბიზნესი წარმართავს სოციალურ
პასუხისმგებლობას. კომპანიები რომლებიც მისდევენ ბიზნესის წარმართვის სოციალურად
პასუხისმგებლურ პრაქტიკას, ისეთი უპირატესობები ენიჭებათ, როგორიცაა პერსონალის შრომის
ნაყოფიერების ამაღლება, ოპერაციული ხარჯების შემცირება, აგრეთვე გაყიდვების გაზრდა და
კლიენტების ლოიალურობის ამაღლება.
• ინვესტიციური მიმზიდველობის ამაღლება- გულისხმობს კომპანიის ჩართვას საერთაშორისო
ანგარიშგების სისტემაში, საერთო ბიზნესში მონაწილეობის გაფართოებას და ინვესტორების მოზიდვის
შესაძლებლობებს, რაც იწვევს კაპიტალიზაციის გაზრდას.
აქედან გამომდინარე ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა კომპანიისთვის როგორც შიდა ისე გარე
ხასიათის სარგებელი მოაქვს, კერძოდ: თანამშრომელთა ლოიალურობა იზრდება; იმიჯი და რეპოტაცია
მყარდება; ბაზარზე სამუშაო ძალის შეღწევა მატულობს; ვითარდება თანამშრომლის უნარ-ჩვევები;
კლიენტთან მყარი ურთიერთობები მყარდება; კომპანია იძენს ახალ პარტნიორებს, ინოვაციურ იდეებს,
პროდუქტს და მომსახურებას აუმჯობესებს, მდგრადობას ზრდის კრიზისის დროს და აფართოვებს ახალ
ბაზარზე შეღწევის შესაძლებლობას, რაც საბოლოოდ ზრდის მის ფინანსურ მაჩვენებელს.
გლობალურ კომპანიებს პასტეის და გრიფინის „საერთაშორისო ბიზნესისის“ მიხედვით
განსხვავებული პოზიციები უკავიათ სოციალურ პასუხისმგებლობასთან მიართებით:
1)ობსტრუქციონიონისტური პოზიციის დროს კომპანიები მინიმალურ ძალისხმევას მიმართავენ
სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაზე. ესეთი კომპანიები აიგნორებენ ეთიკურ
და სამართლებრივ ნორმებს.
2)თავდაცვის პოზიცია- ობსტრუქციონისტულ პოზიციასთან შედარებით უფრო ექცევა ყურადღება
სოციალური პასუხისმგებლობის საკითხს. ამ შემთხვევაში კომპანია ყველაფერს აკეთებს რაც მას კანონით
მოეთხოვება, მაგრამ არანაირ დამატებით ქმედებებს არ ახორციელებს. მაგალითად ასეთ კომპანიებს
შეუძლიათ თავიანთ კომპანიებში დაიცვან გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის მოწყობილობა, მაგრამ
შეუძლია უარი თქვას უფრო მაღალი ხარისხის გამწმენდ მოწყობილობაზე, იმ შემთხვევაშიც თუკი ეს
უფრო მეტად შეამცირებს დაბინძურების დონეს. კომპანიები კანონმორჩილნი არიან თავიანთ ქვეყანაში,
მაგრამ ისეთ ქვეყნებში სადაც მსგავსი შეზღუდვები არაა მარკეტინგის უფრო მძლავრ მეთოდებს
მიმართავენ. კომპანიებს რომელთც უკავიათ ასეთი პოზიცია, ნაკლებად არიან მიმართული
სამართალდარღვევათა დაფარვისკენ, ვიდრე ობსტრუქციონისტული პოზიციის მქონე კომპანიები.
3)შემგუებლური პოზიცია- სოციალურ პასუხისმგებლობასთან მიმართებით, მისდევენ ეთიკურ და
სამართლებრივ მოთხოვნებს და ზოგ შემთხვევაში დამატებით ქმედებებსაც მიმართავენ. ასეთი
კომპანიები ნებაყოფლობით თანხმდებიან ისეთ პროექტებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს
ყურადღებას. კომპანიები რომლებსაც უკავიათ ასეთი პოზიცია, საქველმოქმედო თანხებს მოზნობრივად
გამოყოფენ, თანხმდებიან შემოწირულობებზე, თუმცა ისინი განსაკუთრებულ აქტიურობას არ იჩენენ
საქველმოქმედო ობიექტის საძიებლად.
4)აქტიური პოზიცია- ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. კომპანიები
სერიოზულად ეკიდებიან სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს, და ყოველთვის შეაქვთ თავიანთი
წვლილი საზოგადოებრივი კეთილდღეობის საქმეში. ამის ერთ-ერთი მაგალითია მაკდონალდსის
პროგრამა სახელით „რონალდ მაკდონალსის სახლი“, სადაც ავადმყოფ ბავშვთა ოჯახისწევრებს
მინიმალურ ფასად შეუძლიათ იცხოვრონ იქ. ამგვარი და სხვა სახის პროგრამები სცილდება
აკომოდაციურ პოზიციას -ისინი მეტყველებსნ გულწრფელ და ქმედით მზრუნველობაზე მთლიანად
საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლების მიზნით.
კომპანიები ყოველთვის, ერთი კონკრეტული პოზიცია არ უკავიათ. ისინი ყოველთვის იცვლება
როგორც მათივე ქმედებების შედეგად ასევე მათ მიერ წაყენებული ბრალდებების შესაბამისად.

გლობალური ბიზნესიის სოციალური პასუხისმგებლობა და ეთიკა პრაქტიკაში:


მე-19 საუკუნეში აქტიური იყო საქველმოქმედო ნაბიჯები კორპორაციების მიერ. ამ შემთხვევაში
კომპანიები ხარჯებს სწევდნენ და გარკვეულ ინდივიდებს თუ საზოგადოებათა ჯგუფს ქველმოქმედების
სახით ეხმარებოდნენ და ეს ყოველივე სოციალურ პასუხისმგებლობაში ითვლებოდა. დროთა
განმავლობაში ასეთ კერძო პირებს ენაცვლებოდა ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა სადაზღვევო
კომპანიები, საპენსიო ფონდები , ამასთანავე მენეჯერები ემიჯნებოდნენე მესაკუთრეებს, რაც
ნეგატიურად ისახებოდა ფილანტროპიის შესაძლებლობაზე. ამრიგად ქველმოქმედება გაიმიჯნა
სოციალური პასუხისმგებლობისგან და ის ეკუთვნის საქველმოქმედო საზოგადოებას, რადგან როგორც
იტყვიან ბიზნესის საქმე ბიზნესია. ბიზნესი თვლის რომ საქველმოქმედო ქმედება არ ღირს, რადგან იგი
მხოლოდ მოკლევადიან დადებით ეფექტებს ახდენს. დროთა განმავლობაში სოციალური
პასუხისმგებლობის ფორმები იხვეწეაბა და უკვე მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან 500-ზე მეტმა ფირმამ
შეიმუშავა სოციალური პროგრამები(კორპორაციის მიერ ნებაყოფლობით განხორციელებული
საქმიანობაა გარემოს დაცვის, პერსონალის განვითარების, შრომის ხელსაყრები პირობების შექმნის და
სხვა. მთავარი კრიტერიუმია პროგრამების შესაბამისობა ბიზნესის განვიტარების მიზნებსა და
სტრატეგიასთან), რომლებიც უკვე თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ
საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტებში. აქედან გამომდინარე კორპორაციები ახორციელებენ:
• საკუთარ პროგრამებს
• სახელმწიფოებრივი მართვის ადგილობრივ, რეგიონალურ და ფედერალურ ორგანოებთან
პარტნიეორობის პროგრამებს;
• არაკომერციულ ორგანიზაციებთან პარტნიორობის პროგრამებს;
• საზოგადოებრივ ორგანოებთან და პროფესიონალურ გაერთიანებებთან თანამშრომლობის
პროგრამებს;
ამჟამად თანამედროვე კომპანიების მიერ განხორციელებული სოციალური პროგრამების ძირითადი
მიმართულებებია:
კეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკა- რომლის მიზანია ბიზნეს-პარტნიორებს და კორპორაციის
კლიენტებს შორის კეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკის მიღება და გავრცელების ხელშეწყობა.
ბუნებისდამცავი საქმიანობა და რესურსის დაზოგვა- ხორციელდება კომპანიის ინიციატივით
გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით.
ადგილობრივი საზოგადოების განვითარება- ხორციელდება ასევე ნებაყოფლობით და რომლის
მიზანია ადგილობრივი საზოგადოებისთვის განვითარებაში წვლილის შეტანა.
პერსონალის განვითარება- კორპორაციების სოციალური პროგრამების მიმართულებაა, რომელიც
ტარდება ნიჭიერი თანამშრომლების მოზიდვის და შენარჩუნების მიზნით.
სოციალურად პასუხისმგებელი რესტრუქტურიზაცია- სოციალური პროგრამის მიმართულებაა,
რომელიც უზრუნველყოფს რესტრუქტურიზაციის ჩატარებას სოციალური პასუხისმგებლობის
პრინციპებიდან გამომდინარე.
სოციალურად პასუხისმგებელი ინვეტირება- კი გულისხმობს ისეთ ინვესტირებას, რომელიც
მდგომარეობს არა მარტო ფინანსური შემოსავლების გაზრდაში, ასევე სოციალური მიზნების
რეალიზაციაში.
სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში მდიდარი ტრადიცია გააჩნია აშშ-ს ბიზნესს. ბოლო
პერიოდში უფრო მკაფიოთ ხდება ბიზნესისი მიერ საზოგადოებრივი მოთხოვნილებეის გამოვლენა და
დაკმაყოფილება. სოციალური პასუხისმგებლობის საღვრები მით უფრო ფართოა, რაც უფრო დიდია
კორპორაციების მისწრაფება საზოგადოების წინაშე თავისი ლეგიტიმურობის დამკვიდრებაში. ამ
ასპექტში კორპორაციების წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმ პროგრამების ეკონომიკური
დასაბუტება, რომლებიც სოციალურ სფეროში უნდა გაატარონ.
მრავლადაა კორპორაციებში მაგალითები, რომლებიც სოციალურ პასუხისმგებლობას არ ივიწყებენ
და ამით კიდევ უფრო დიდ ადგილს იკავებენ საზოგადოებაში. თუმცა არ შეიძლება იმ ფაქტის დავიწყება,
რომ კონკურენცია კომპანიებს ყოველთვის აიძულებს მათ უპირატესობების ძიებას. ყველაზე აგრესიული
კომპანიებიც კი ზეწოლას განიცდიან : ხელისუფლება და არასამთავრობო, არაკომერციული
ორგანიზაციები მოითხოვენ ზრუნვას არა მარტო ფინანსურ, არამედ სოციალურ საკითხებზეც.

გლობალური ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მოდელები.


კორპორატიულ სოციალურმა პასუხისმგებლობამ ბევრი სახეცვლილება განიცადა და საბოლოოდ
მისი ორი გაგება ჩამოყალიბდა: ამერიკული(სოციალური ფუნქციების უმეტესობას კორპორაციები
საკუთარ თავზე იღებენ) და ევროპული (სადაც სახელმწიფოს დომინირებული როლი ფიქსირდება.).
აქედან გამომდინარე გამოყოფენ ამერიკულ და ევროპულ მოდელებს.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა დიდი ხნის განმავლობაში წმინდა ამერიკულ მოვლენად
ითვლებოდა, აშშ-ში ფილანტროპიისა და საზოგადოების სხვა ფენებისათვის ბიზნესის ნებაყოფლობითი
დახმარების ტრადიციები ფართოდ იყო გავრცელებული ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში. მაგალითად,
როკფელერის საჯარო ბიბლიოთეკები. სახელმწიფო რეგულირება ამ სფეროებში საზოგადოების წევრთა
მხოლოდ საბაზისო უფლებებს შეეხება, შესაბამისად კორპორაციების ყველა ინიციატივა ბიზნესის
სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ნებაყოფლობითია. აქ კორპორაციების პასუხისმგებლობა
საზოგადოების წინაშე წახალისებულია სახელმწიფოს მიერ გადასახადებზე შეღავათების დაწესებით.
აშშ-სთვის დამახასიათებელია მინიმალური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორში. ცნობილია
რომ ამერიკული მოდელი ყველაზე მდიდარი ტრადიციების მატარებელია.
ევროპულმი სისტემა მძლავრად განვითარდა ბოლო 20-25 წლის მანძილზე. ამერიკული კი ბოლო 100
წლის მანძილზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ევროპული კორპორაციების პასუხისმგებლობა
საზოგადოების წინაშე ამერიკელებთან შედარებით გაცილებით შეზღუდულია. ევროპაში ეს ყველაფერი
სახელმწიფოებრივი ნორმებით, სტანდარტებით და კანონებით რეგულირდება.
ბ.ს.პ-ს მოდელის მიხედვით, რომელიც კომპანიების ეკონომიკურ, იურიდიულ ეთიკურ
პასუხისმგებლობას და მათ საქველმოქმედო საქმიანობას განიხილავს, შესაძლებელია ევროპული
მოდელის ამერიკულისაგან შემდეგი განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფა:
ეკონომიკური პასუხისმგებლობა ძირითადად ბიზნესის მომგებიანობის ასპექტზე და აქციონერების
წინაშე კომპანიის პასუხისმგებლობაზეა აქცენტირებული (ტიპიური ამერიკული მიდგომა). ევროპელები
ურთიერთობათა აღნიშნულ ჯგუფს აგრეთვე საწარმოთა მუშაკებსა და ადგილობრივი საზოგადოებრივი
დაჯგუფებების წინაშე პასუხისმგებლობას მიაკუთვნებენ.
იურიდიული პასუხისმგებლობა ევროპაში ნებისმიერი ფორმის სოციალური პასუხისმგებლობის
ბაზას წარმოადგენს. ევროპულ ბიზნესს სახელმწიფო მოიაზრებს, როგორც ინსტიტუტს, რომელსაც
სისრულეში მოჰყავს მოქმედების მიღებული წესები, მაშინ როცა აშშ-ში მსგავსი სახელმწიფოებრივი
რეგულირება აღიქმება როგორც პირადი თავისუფლების ხელყოფა.
სოციალური პრობლემათა უმეტესობა ევროპული კომპანიების მიერ ეთიკური პასუხისმგებლობის
სფეროს განეკუთვნება. ევროპელები კერძო სექტორის მიმართ უნდობლობით გამოირჩევიან და სწორედ
ამ მიზეზით აიხსნება ბიზნესის მიმართ საზოგადოების მხრიდან გაცილებით მეტი ყურადღება, ვიდრე
სხვა რომელიმე ქვეყანაში.
ქველმოქმედება არც თუ ისე პოპულარულია ევროპაში, როგორც აშშ-ში. ეს საგადასახადო ტვირთის
სიმძიმით აიხსნება, რომელნიც ამერიკულ ანალოგებს ბევრად აღემატება .
უკანასკნელ პერიოდში ბ.ს.პ-ს ევროპული ვარიანტის აღსანიშნავად ახალი ტერმინიც კი გაჩნდა-
სოციალური ღირებულების კორპორაციული უნარი. ევროპული მოდელის ერთ-ერთ ძირითად
თავისებურებას მისი სახელმწიფოებრივი რეგულირება წარმოადგენს. ევროპის მრავალ ქვეყანაში
სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, მუშაკთა ჯანდაცვა და მთელი რიგი სოციალურად
მნიშვნელოვანი საკითხი კანონმდებლობითაა განმტკიცებული.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ევროპულ მოდელში გამოყოფენ ბრიტანულ მოდელს ,
რომელიც როგორც ამერიკულის ასევე ევროპული მოდელის ელემენტებს მოიცავს. ბრიტანეთი
განთქმულია კარგად შემუშავებული სოცუზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემით,
რომელიც ტეტჩერის რეფორმის შემდეგ გამოვლინდა. მთლიანობაში ბრიტანული მოდელის
განვითარების პროცესი ნელნელა მიმდინარეობს.
მთლიანობაში ბრიტანულ მოდელს შემდეგი ნიშნები ახასიათებს:
• ბ.ს.პ-ს სფეროში დამოუკიდებელი კონსალტინგის სექტორის ფართო განვითარება.
• საფინანსო სექტორის გამახვილებული ყურადღება ბ.ს.პ- სფეროში პროექტების მიმართ.
• დ/ბრიტანეთის ბიზნესგანათლების სისტემა ევროპასთან შედარებით უპირატესობით
სარგებლობს ბ.ს.პ- ს სფეროში სასწავლო კურსების რაოდენობისა და მრავალფეროვნების
მიხედვით.
• ხელისუფლების მონაწილეობა ბ.ს.პ-ს განვითარებაში. ეს ვლინდება საგანმანათლებლო
სექტორში კერძო საწარმოებთან პარტნიორობის შექმნაში, საგადასახადო შეღავათებში და ა.შ.
არსებობს ბ.სპ-ს მინისტრის თანამდებობა.
80-იან წლებში განვითარება ძირითადად ფილანტროპიის ფორმით მიმდინარეობდა. შემდგომ
ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ფიქსირდება. ბიზნესი ხვდება რომ ხელისუფლებას
არც ფინანსურად და არც ფიზიკურად არ შეუძლია შექმნილი ვითარებასთან გამკლავება.
თავდაპირველად იქმნებოდა სპეციალური პროგრამები რომელთა აქტიური მონაწილეობით
კორპორაციები ახალგაზრდების პროფესიული სწავლების შესაძლებლობას ქმნიდა.
90-იანი წლებიდან უკვე ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ორი მომდევნო ტალღა მოდის:
საქონლის სოციალურად პასუხისმგებელი წარმოების სახით და პერსონალის მიმართ პასუხისმგებელი
დამოკიდებულებით. დღეს უკვე კორპორაციების უმეტესობას ბრიტანეთში, თავიანთი ბიუჯეტიდან
აქვთ განსაზღვრული ბსპ-ისთვის საჭირო ქმედებების განხორციელება. ბრიტანული მთავრობის აქტიური
როლი კომპანიების ხელშეწყობის პოლიტიკაში გამოიხატება, რომლებიც სოციალური ბუნების დაცვის
სფეროში თავიანთ საქმიანობას აშუქებენ. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით დაწესებულია
კომპანიებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი, რომლებიც თავიანთ ბიზნესს სოციალური
პასუხისმგებლობის და საქმიანი ეთიკის პოზიციიდან გამომდინარე წარმართავენ. განსაკუთრებით,
ენერგიის ეფექტიანი გამოყენების, წარმოების ნარჩენების მეორადი გადამუშავების და ა.შ. საკითხებში.

ეთიკური დილემა
საერთაშორისო ფირმების ეთიკური ვალდებულებები მიმართული სამუშაო პირობების
გაუმჯობესების, ჰუმანური წესების დაცვის, კორუფციის შეზღუდვის, ბუნების დაბინძურების
დაუშვებლობისაკენ ყოველთვის არ ამართლებს. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეთიკურობა
დამოკიდებულია სხვადასხვა ერთი არსებული კულტურის განვითარების დონეზე. აშშ-ში მიღებულია
მკვლელების სიკვდილით დასჯა. მაგრამ ბევრ კულტურაში ეს მიუღებელია. ის ითვლება ადამიანის
ღირსების შელახვად და ამიტომ სასიკვდილო განაჩენის გამოტანა კანონიდან ამოღებულია. ბევრი
ამერიკელი ამ პოზიციას უცნაურად მიიჩნევსმაგრამ ევროპელებს კი პირიქით სიკვდილით დასჯა
მიაჩნიათ ბარბაროსობად. ან თუნდაც განვიხილოთ მხარეებს შორის ბიზნეს მოლაპარაკების დროს
"საჩუქრის მიცემის― მეთოდი. ბევრ აზიურ ქვეყანაში ეს მიჩნეულია სწორ და ჩვეულებრივ საქციელად.
დასავლეთში ურთიერთობის ამ ფორმას მექრთამეობად მიიჩნევენ, ის არაეთიკურია, განსაკუთრებით თუ
საჩუქრები არსებითი ღირებულებისაა.
ზოგჯერ კომპანიის მიერ ეთიკური ნორმების დაცვა გვევლინება ანტისაზოგადოებრივ მოვლენად. ეს
კარგად ჩანს მაგალითიდან: წარმოვიდგინოთ ამერიკელმა ადმინისტრატორმა, რომელიც სტუმრობდა
ღარიბ ქვეყანას, დაადგინა,რომ მისი კომპანიის უცხოურმა ფილიალმა დაიქირავა 12 წლის გოგონა
ქარხანაში სამუშაოდ. საგანგაშოდ იყო მიჩნეული ის, რომ ფილიალი ბავშვის შრომის გამოყენებით
პირდაპირ არღვევდა კომპანიის ეთიკურ ნორმებს. სრულიად ლოგიკურია, რომ ამერიკელმა გასცა
განკარგულება ბავშვის მოზრდილი ადამიანის ჩანაცვლების შესახებ. ობოლ გოგონას, რომელიც არის
თავისი და მისი 6 წლის ძმის ერთადერთი მარჩენალი, არ შეუძლია იპოვოს სხვა სამუშაო, რის გამოც ის
პროსტიტუციას უბრუნდება. 2 წლის შემდეგ კი კვდება შიდსით. ამასობაში მისი ძმა მათხოვრობას იწყებს
და ბიჭი ტუბერკულიოზით კვდება.
იბადება კითხვა: გაიგო რა ამერიკელმა გოგონას მდგომარეობა, მოთხოვს თუ არა ის კიდევ მის
ჩანაცვლებას?- ალბათ არა. სუკეთესო გამოსავალი ამ სიტუციაში იქნებოდა ის, რომ მას აღედგინა სტატუ
კვო და გოგონა სამსახურში დაეშვა. მაგრამ, ეს ეწინააღმდეგებოდა კომპანიის ეთიკის კოდექსს, რომელიც
კრძალავდა ბავშვის ფიზიკურ მუშაობას. ამ ეთიკური დილემის გადასაწყვეტად რა ვალდებულებები
უნდა აეღო კომპანიას? არ არსებობს მარტივი პასუხი ამ კითხვაზე. ასეთია ეთიკური დილემის ბუნება.
არის სიტუაციები, როდესაც არცერთი ალტერნატიული გზა არ არის მისაღები. ამ შემთხვევაში ბავშვის
ფიზიკური შრომა არ იყო მისაღები კომპანიისთვის. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გოგონა
იყო დასაქმებული და ის იყო მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო. რაც ყველა მენეჯერს ამ და სხვა
სიტუაციებში სჭირდება, არის მორალური კომპასი ან ეთიკის ალგორითმი, რომლითაც შეიძლება
ვიპოვოთ ამ ეთიკური დილემის გადაჭრის მისაღები გზა.

არაეთიკური ქცევის საფუძვლები


ხშირად რთულია გააკეთო კარგი საქმე მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ რომ ის დადებით
შედეგს არ იძლევა. არაეთიკური ქცევის საფუძვლები მენეჯერების ქცევაში ხშრია ისეთი მაგალითები,
რომლებიც შეიძლება გლობალურ ბიზნესში შეფასდეს არაეთიკურად. რატომ იქცევიან მენეჯერები
არაეთიკურად? რთულია პასუხის გაცემა ამ კითხვაზე. მიზეზები არის ტიპური, მაგრამ შესაძლოა მათი
მცირედი განზოგადება.(ნახაზი 4,4, გვ 273). უპირველეს ყოვლისა, ბიზნესის ეთიკა არ გამოიყოფა
პიროვნული ეთიკისგან. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პიროვნული ეთიკა განსაზღვრავს
საზოგადოებაში ადამიანის სწორი და არასწორი ქცევის პრინციპებს. როგორც ინდივიდებმა, კარგად
ვიცით, რომ ტყუილი არაეთიკურია და სწორია საზოგადოებაში პატიოსანი და ღირსეული ქცევა. ის
პიროვნული ეთიკის კანონები, რომლებიც მართავენ ჩვენი ქცევის ნორმებს საზოგადოებაში,
გამომდინარეობს ოჯახში აღზრდიდან, სკოლიდან, რელიგიიდან. პიროვნული ეთიკის კანონები ძლიერ
ზეგავლენას ახდენს ბიზნესმენის ქცევაზე. ბიზნესგარემოში ნაკლებად მოსალოდნელია რომ ინდივიდი,
რომელსაც გააჩნია პიროვნული ეთიკის ძლიერი ეთიკა, მოიქცეს არაეთიკურად. ქვეყნის მენეჯერებმა,
რომლებიც მუშაობენ საზრვარგარეთ საერთაშორისო ფირმებში (ემიგრანტი მენეჯერები), შეიძლება
გამოსცადონ პიროვნული ეთიკის ფაქტორის ზეგავლენა იმაზე მეტად, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში.
მშობლიურ კომპანიას შეუძლია ზეწოლა მოახდინოს ემიგრანტ მენეჯერებზე, რომ მათ არ დაისახონ ის
საზოგადოებრივად გაუმართლებელი მიზნები, რომელთა შესრულება მხოლოდ არაეთიკური ქცევის
შედეგადაა შესაძლებელი. მაგალითად ემიგრანტმა მენეჯერებმა შესაძლოა ქრთამი მისცენ კონტრაქტის
მოსაპოვებლად. სწორედ გეოგრაფიული სიშორის გამო მშობლიური კომპანიები უძლურნი არიან, რომ
გააკონტროლონ ემიგრანტი მენეჯერების ეთიკური ნორმების შესაბამისობა მოცემულ ქვეყანაში
დადგენილ სტანდარტებთან.
ფსიქოლოგები არაეთიკური საქციელის შესწავლის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე. რომ
ბიზნესმენები ვერ აცნობიერებენ, რომ მათი საქციელი არაეთიკურია. ვერ აფასებენ მათი
გადაწყვეტილებების ეთიკური ნორმებისადმი შეუსაბამობას, მათი ბიზნესგადაწყვეტილებების
შესაფასებლად გამოიყენება ერთი კრიტერიუმი-მიღებული მოგება. ბიზნესგადაწყვეტილების მიღების
პროცესს, რომელიც არ შეესაბამება ეთიკურ ნორმებს, სავარაუდოდ წარუმატებლობა ელოდება.
მაგალითად ნაიკის სიტუაცია. როდესაც კომპანიის საზღვარგარეთის საწარმოში მუდმივად ირღვეოდა
შრომის პირობები, რაც საზოგადოებისა და პროფკავშირების სერიოზული განსჯის საგანი გახდა, და
საბოლოოდ აისახა კომპანიის ეკონომიკურ შედეგებე. არაეთიკური ქცევის მაგალითია ნიგერიის
შემთხვევა, როდესაც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გამოეცადა ექსპერიმენტული წამალი
მენინგიტით დაავადებულ ბავშვებზე(მაგალითი ვრცლად გვ 275).
სამწუხაროდ, ბიზნესის კლიმატი ხშირად არ ასტიმულირებს ადამიანებს, რომ მათ იფიქრონ ბიზნეს
გადაწყვეტილების ეთიკურ მხარეებე. ამას მივყავართ არაეთიკური საქციელის მესამე მიზეზამდე -
ორგანიზაციის კულტურამდე, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ბიზნესის ეთიკას.
რობერტ ბრაიკმა ახსნა ორგანიზაციული კუმტურა უკვე გაკოტრებულ ენერგო კომპანიაში „ენრონში“.
არაეთიკური საქციელის მეოთხე მიზეზი - ეს არის არარეალისტური მიზნის შესასრულებლად
მშობლიური კომპანიის ზეწოლა. მაგალითად „ჰევლეტ-პაკარდის― შემთხვევაში, როდესაც ბილ
ჰევლედმა და დევიდ პაკარდმა, რომლებმაც დააარსეს კომპანია, პროპაგანდა გაუწიეს იმ ფაეულობებს,
რომელთა ხაზი ცნობილია, როგორც „THE HP WAY―. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ნდობის,
ურთიერთპატივისცემის კომუნიკაციის საჭიროებაზე კომპანიაში. ყურადრებას აქცევენ დასაქმებულის
სოციალურ მდგომარეობას.

გლობალური კომპანიის ეთიკური დონის ამაღლების ღონისძიებები.

კომპანიები მუშაკების ქცევის ეთიკურობის ასამაღლებლად იყენებენ შემდეგ ღონისძიებებს,


როგორიცაა ეთიკური ნორმატივების, ეთიკის რუქების შემუშავება, ეთიკის კომიტეტების შექმნა,
სოციალური რეზერვების ჩატარება და ეთიკური ქცევების შესწავლა.
ეთიკური ნორმატივები აღწერენ ეთიკის ფასეულობათა და ეთიკის წესების სისტემას, რომლებიც,
კომპანიის აზრით უნდა დაიცვან მისმა მუშაკებმა. ეთიკური ნორმატივები მუშავდება კომპანიის
მიზნებიდან გამომდინარე, ნორმალური ეთიკური ატმოსფეროს შექმნისა და ეთიკური რეკომენდაციების
განსაზღვრისათვის გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ეთიკური ნორმატოვებით ჩვეულებრივ
იკრძალება ქრთამი, გამოძალვა, საჩუქრები, კომპანიის საიდუმლოებების გაცემა, ფირმის
ინტერესებისათვის საზიანო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ჩვეულებრივ, კომპნიები ეთიკურ ნორმებს
მუშაკებს აწვდიან ნაბეჭდი მასალიებით, თუმცა ზოგან იქმნება ეთიკური ნორმატივების დასაცავად
სპეციალური კოდექსები.
ეთიკის კომიტეტი ამჟამად კომპანიებში, როგორც წესი, იქმნება ეთიკის მუდმივი კომიტეტები.
კომიტეტის თითქმის ყველა წევრი უმაღლესი დონის ხელმძღვანელია. ზოგიერთ კომპნიაში არ იქმნება
ასეთი კომიტეტი, მაგრამ ქირაობენ ბიზნესის ეთიკის სპეციალისტს, რომელსაც ეთიკის ადვოკატს
უწოდებენ. ასეთი ადვოკატის ფუნქციაა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ეთიკური ნორმების
შემუშავება, აგრეთვე ორგანიზაციის „სოციალური სინდისის― ფუნქციის შესრულება.
ეთიკის რუქები-ეთიკური წესებისა და რეკომენდაციების ერთობლიობაა, რომელიც აკონკრეტებს
ეთიკის კოდექს მომუშავეთათვის.იგი მოიცავს აგრეთვე ეთიკურ საკითხებზე კომპანიის კონსულტანტთა
ვინაობასა და მისამართს. იგი აქტიურად გამოიყენება იაპონურკომპანიებში.
სოციალური რევიზიები-მოწოდებულია კომპანიის საქმიანობისა და პროგრამების რეალური
ზეგავლენის შესახებ ანგარიშების შესადგენად. სოციალური რევიზიის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ
ამგვარი ტიპის ანგარიშები მეტყველებს კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის დონეზე
ეთიკური ნორმების სწავლება- ამ დროს მუშაკებს აცნობენ ბიზნესის ეთიკას. ეთიკის სწავლების კიდევ
ერთი ფორმაა აგრეთვე ეთიკა, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა უნივერსიტეტებში. ზოგადად
ეთიკის მორალური ნორმები ბიზნესშისაუკუნეების მანძილზე მუშავდებოდა, მაგრამ საბოლოო სახით ის
უკანასკნელი ასი წლის მანძილზე არსებობს.
ცივილიზებული ბიზნესის ეთიკური კოდექსი და ბიზნესმენთა მორალური სახე ზოგადად შეიძლება
შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: რწმენა, რომ მათი შრომა სასარგებლოა როგორც ცალკეული პიროვნების,
ისე საზოგადოებისთვის. სხვების ნდობა, სხვა ადამიანების პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის
პატივისცემა. განათლების, მეცნიერების, კულტურის ფასეულობათა აღიარება, ზრუნვა ეკოლოგიაზე,
სიახლეებისაკენ სწრაფვა, ჰუმანიზმი.

კომპანია მაკდონალდსის სოციალური პროგრამები და ეთიკის კოდექსი.


კომპანია მაკდონალდსი მკაცრად იცავსიმ ქვეყნის შრომით კანონმდებლობას და აგებს საკუთარ
საკადრო პოლიტიკას, რომელ ქვეყანაშიც არის განთავსებული მისი ფილიალი. იგი თანაბარ
შესაძლებლობას სთავაზობს თავის თანამშრომლებს კარიერული ზრდის, ხელფასის მომატების და ასაკის
მიუხედავად. მაკდონალდში კადრის აყვანისას მთავარი პირობაა ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა.
რესტორნის თანამშრომელთა საშუალო ასაკია 23 წელი.იგი სთავაზობს სამუსაოს მოქნილ გრაფიკს და
ითვალისწინებს როგორც დილის ასევე სამუშაოს საღამო საათებს. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ
უმაღლესი განათლების არმქონე ადამიანებსაც აქვთ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა კომპანიაში.
კომპანიაში მკაცრადაა დაცული შრომის უსაფრთხოება. მაკდონალდსში წელიწადში ორჯერ ტარდება
მომუშავეთა გამოკითხვ, რის შედეგადაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას შრომის პირობების შემდგომი
გაუმჯობესებისთვის.
მაკდონალდსთანამშრომლების სწავლების პროგრამებიც აქვთ. სწავლება კადრებს საშუალებას
აძლევს შეიძინონ პროფესიული ჩვევები. რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, კომპანიაში იგი საათობრივი
და სატარიფოა. თანამშრომლები ასევე სარგებლობენ რიგი შეღავათებით: სადილი ფასდაკლებით,
დასასვენებელი ოთახი, ღონისძიებები მუშაკთათვის, მაგ: პიკნიკები, პროგრამა თვის საუკეთესო მუშაკი
და სხვა მრავალი ბენეფიტები.

5. საერთაშორისო ვაჭრობის თეორიები (თავი5)


ვაჭრობის თეორიების მიმოხილვა

მერკანტელიზმი-გავრცელდა მე-16 მე-17 საუკუნეებში და ამტკიცებს, რომ ქვეყანამ უნდა გაზარდოს


ექსპორტი და შეამციროს იმპორტი. მიუხედავა იმისა, რომ იგი ძველი ეკონომიკური დოქტრინაა, მისი
გადმონაშთები მაინც გვხვდება თანამედროვე პოლიტიკურ შეხედულებებსა და მრავალი ქვეყნის სავაჭრო
პრაქტიკაში.
ადამ სმითის აბსოლიტური უპირატესობის თეორია შეიქმნა 1776 წელს, რომელიც ხსნის თუ რატომ
არის ქვეყნებისათვის მომგებიანი შეუზღუდავი თავისუფალი ვაჭრობა. თავისუფალი ვაჭრობა
გულისხმობს მოქალაქის თავისუფალ ნებას, რა იყიდოს ან გაყიდოს საზღვარგარეთ და მთავრობა არ
ცდილობს მათზე გავლენა მოახდინოს კვოტებითა და შეზღუდვებით. ადამ სმიტი ამტკიცებდა რომ
ბაზრის მექანიზმის „უხილავი ხელი“, სახელმწიფო პოლიტიკაზე უკეთ განსაზღვრავდა ქვეყნის
ექსპორტის და იმპორტის თანაფარდობას. სმიტის მიხედვით ჩაურევლობა ვაჭრობაში, ქვეყანისათვის
საუკეთესო გამოსავალია. სმიტს მოჰყავს მაგალი შოტლანდიელი ღვინის მწარმოებლებზე, რომლებსაც 30-
ჯერ ძვირი უჯდებათ მისი წარმოება საზღვარგარეთის ღვინის მწარმოებლებთან შედარებით. ნათლად
ჩანს ის ფაქტი, რომ ღვინის იმპორტის აკრძალვა შიდა ბაზრის წახალისების მიზნით არასწორი საქციელი
იქნება. თუ სხვა სახელმწიფოს იმაზე იაფი საქონლის უზრუნველყოფა შეუძლია, ვიდრე ჩვენ მისი
წარმოება დაგვიჯდებოდა, უმჯობესია ის ვიყიდოთ და ჩვენს ქვეყანაში ის ვაწარმოოთ, რაშიც
უპირატესობა გვაქვს. სმიტის ნაშრომზე აგებულია ორი თეორია: 1)შეფარდებითი უპირატესობის
თეორია-ეკონომისტი დევიდ რიკარდოს(მე-19 ს) მიერ, რომელმაც წარმოგვიდგინა თავისუფალი
ვაჭრობის თანამედროვე არგუმენტაციის ინტელექტუალური საფუძველი. 2)ხოლო შემდგომ რიკარდოს
მოსაზრება სრულყოფილი იქნა შვედი ეკონომისტების ჰეკშერისა და ბერტილ ოლინის მიერ :ჰეკშერ-
ოლინის თეორია.

საერთაშორისო ვაჭრობის შემოსავალი:

სმიტი, ჰეკშერ-ოლინი და რიკარდოს თეორიები ზუსტად განსაზღვრავენ საერთაშორისო


ვაჭრობისგან მიღებულ სპეციფიკურ შემოსავალს. ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ რატომ
შეიძლება იყოს საერთაშორისო ვაჭრობა მომგებიანი ქვეყვენისთვი მაშინაც კი, როცა მათ თვითონაც
შეუძლიათ აწარმოონ ნებისმიერი საქონელი. მაგალითად აშშ-ში ადამიანებს სჯერათ, რომ უნდა
შეიძინონ ადგილობრივი კომპანიების წარმოებული პროდუქცია, რათა დაიცვან ისინი უცხოური
კონკურენტებისგან. ასეთი შეხედულება ედო საფუძვლად პრეზიდენტ ბუშის მიერ მიღებული 2002 წელს
მიღებული გადაწყვეტილება,დაბალი დანახარჯების მქონე უცხოელი კონკურენტებისგან ამერიკელი
ფოლადის მწარმოებლების დაცვის შესახებ. (გაუქმდა 1 წლის შემდეგ)
სმიტის რიკარდოსა და ჰაკშერ-ოლინის თეორიები გვეუბნებიან, რომ ქვეყნის ეკონომიკამ შეიძლება
მოგება მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქალაქეები შეიძენენ იმპორტირებულ პროდუქციას
მიუხედავად იმისა, რომ მსი წარმოება თავადაც შეეძლოთ. ჯამური მოგება მიიღება იმდენად, რამდენადაც
საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალიზაცია მოცემულ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, ექსპორტირება
გაუკეთოს იმ პროდუქციას, რომლის წარმოება მას ყველაზე ეფექტურად შეუძლია, ხოლო იმპორტირება
გაუკეთოს იმ პროდუქციის, რომლის წარმოება ყველაზე ეფექტიანად შეუძლია სხვა ქვეყანას.
მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ეს ეკონომიკური არგუმენტები რთული მისაღებია.
იმპორტის გამო მომავალი საფრთხის მოლოდინით, მთავრობაზე ზეწოლა მოახდინეს აშშ-ს ქსოვილის
მწარმოებელმა კომპანიებმა კვოტები და ტარიფების დაწესების მიზნით, იმპორტის მოცულობის
შესამცირებლად. ასევე მოიქცნენ ლუიზიანას შტატში კიბორჩხალების მწარმოებელი კომპანიები და აშშ-
ს მთავრობას სთხოვეს ტარიფების გაზრდა კიბორჩხალების მწარმოებლებზე(ჩინურ კომპანიებზე), რათა
იმპორტირებული საქონლის ფასი გაზრდილიყო. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის კონტროლმა
შეიძლება მისცეს მოგება ბიზნესმენთა გარკვეულ ჯგუფს, სმიტის, რიკარდოსა და აჰაკშერ-ოლინის
თეორიების თანახმად, მთლიანად ეკონომიკას ასეთ გადაწყვეტილებებით ზიანი მიადგება. აქედან
გამომდინარე, იმპორტზე ლიმიტის დაწესება კომპანიებისთვისაა მხოლოდ სასარგებლო და არა
უშუალოდ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის. კიბორჩხალების მწარმოებელი კომპანიის მაგალითი:
„კიბორჩხალების ომი“.( გვ. 289)

საერთაშორისო ვაჭრობის მოდელები:

სმიტი, ჰეკშერ-ოლინი და რიკარდოს თეორიები გვეხმარება იმ საერთაშორისო ვაჭრობის მოდელების


ახსნაში, რომელსაც ვხვდებით მსოფლიო ეკონომიკაში. საერთაშორისო მოდელის ზოგიერთი ასპექტი
მარტივი გასაგებია, კლიმატი და ბუნებრივი რესურსები ხსნიან, მაგალითად რატომ არის ბრაზილია ყავის
მწარმოებელი, საუდის არაბეთი-ნავთობის, ჩინეთი-კიბორჩხალების ექსპორტის, მაგრამ მაინც
საერთაშორისო ვაჭრობის მოდელი რთული ასახსნელია, მაგალითად იმის ახსნა თუ იაპონია რატომაა
ავტომობილების, ელექტრომოწყობილობების ექსპორტიორი რთული ასახსნელია. რიკარდოს
შეფარდებითი უპირატესობის თეორია, ხსნის გარკვეულ პერიოდში საერთაშორისო განსხვავებას შრომის
ნაყოფიერებაში. მოგვიანებით ჰაკშერ-ოლინის თეორია ხაზს უსვამს ურთიერთკავშირს, რომელიც
არსებობს სხვადასხვა ქვეყნების რეალურად არსებულ წარმოების ფაქტორებსა და პროდუქციის
წარმოებისთვის მათში მოთხოვნას შორის.(სრულყოფილად ვერ ხსნის რეალურ მსოფლიო ვაჭრობის
მოდელს).
პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის თეორია ეკუთვნის რეიმონდ ვერნონს. მის მიხედვით
სასიცოცხლო ციკლის დასაწყისში ახალი პროდუქტის უმეტესობა იწარმოება სამშობლოში და
მკვიდრდება შიდა ბაზარზე. ხოლო სასიცოცხლო ციკლის უფრო მაღალ საფეხურზე მათი იმპორტი ხდება
ისეთ ქვეყნებში, სადაც მისი წარმოება დამკვიდრდა. როცა ახალი პროდუქტი ფართოდ ვრცელდება
საზოგადოებაში, მის წარმოებას იწყებენ სხვა ქვეყნებიც. ამ თეორიის თანახმად ეს პროდუქტი შეიძლება
იმპორტით დაბრუნდეს იმ ქვეყანაში რომელშიც ის შეიქმნა.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორმა პოლ კრუგმანმა 80-იან წლებში
განავითარა თეორია სახელწოდებით ახალი ვაჭრობის თეორია. თეორიის თანახმად ზოგ შემთხვევაში
ქვეყნები სპეციალიზდებიან გარკვეული პროდუქტის წარმოებაში და შემდგომ ექსპორტშიც. ფირმები
რომლებიც პირველი შედიან ბაზარზე ცდილობენ ისეთი კონკურენტული უპირატესობა მოიპოვონ,
რომელთა დაძლევა მომავალში რთული იქნება. სხვადასხვა მეცნიერებს ამ საკითხის მიმართ
განსხვავებული მიდგომები აქვთ. აშშ არის რეაქტიული თვითმფრინავების ძირითადი ექსპორტიორი,
რადგან ამერიკული კომპანიები, როგორიცა: ბოინგი, ეარბასი, არიან მსოფლიო ბაზრის პირველი
მამოძრავებლები და უჭირავთ ძლიერი კონკურენტული უპირატესობა, რომლის დაძლევა სხვა ქვეყნებისს
კომპანიებს არ შეუძლიათ.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა პორტერმა თავის ნაშრომებში განავითარა ეროვნული
კონკურენციული უპირატესობის თეორია. პორტერი მსოფლიოში პროდუქციის წარმოებისა და
ექსპორტის დარგში ზოგიერთი ქვეყნის უპირატესობის აღსაწერად იყენებს ისეთ ფაქტორს, როგორიცაა:
შიდა მოთხოვნა და კონკურენცია.
საერთაშორისო ვაჭრობის თეორია და მთავრობის პოლიტიკა.
როგორც ჩანს, ყველა ჩვენს მიერ განილული თეორია ეთანხმება, რომ საერთაშორისო ვაჭრობა
მომგებიანია ქვეყნებისათვის და განსხვავებულია მათი რეკომენდაციები მთავრობის პოლიტიკასთან
დაკავშირებით. მერკანტილისტები შეზღუდულად წარმოგვიდგენენ მტავრობის მიერ ექსპორტის
ხელშეწყობისა და იმპორტის განვითარების პოლიტიკას. სმიტი, ჰეკშერ-ოლინი და რიკარდოს თეორიები
ავითარებენ შეუზღუდავი თავისუფალი ვაჭრობის კონცეფციას. მათ მიერ წარმოდგენილი თავისუფალი
ვაჭრობის განვითარების ძირითადი არგუმენტები დაიყვანება იმპორტისა და ექსპორტის კონტროლის
გაუქმებაზე. ახალი ვაჭრობის და პორტერის თეორიებს კი ყურადღება გადააქვთ კონკურენციის
გაღვივებაზე და სამთავრობო ინტერვენციების როლზე.

მერკანტილიზმი
საერთაშორისო ვაჭრობის პირველი სწავლება გამოჩნდა ინგლისში მე-16 საუკუნეში
მერკანტილიზმის სახელით. იგი წარმოსდგება იტალიური სიტყვა Merkante-სგან, რაც ვაჭარს, მოვაჭრეს
ნიშნავს. მერკანტალიზმი ევროპაში გავრცელებული ეკონომიკური თეორიაა, რომელიც საზოგადოების
კეთილდღეობის საფუძვლად არა მრეწველობას, არამედ საქონლის და ფულის ბრუნვას თვლიდა.
მერკანტილისტური დოქტრინა მიიჩნევდა, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის დიდი
მნიშვნელობა აქვს საგარეო ვაჭორბის რეგულირებას, როდესაც საქონლის გატანა სჭარბობს მის შემოტანას,
ხოლო ქვეყანაში შემოტანილი დოვლათი გროვდება ფულადი კაპიტალის სახით. ტერმინის ამგვარი
გაგება საფუძვლად დაედო მის უფრო ფართო მნიშვნელობას,როდესაც მერკანტილურად ითვლება
ანგარიშიანობასა და სარგებლიანობაზე დამყარებული ქცევა. ის ამტკიცებს რომ, ფულის საზღვარგარეთ
გატანა ამცირებს ქვეყნის სიმდიდრეს, შემოტანა კი ზრდის მას. ამ თეორიის მთავარი პრინციპის თანახმად
ოქრო და ვერცხლი მიჩნეულია ქვეყნის სიმდიდრის საფუძველად, რადგან იმ დროისთვის სწორედ ოქრო
და ვერცხლი იყო ქვეყნებს შორის ვაჭრობის ძირითადი ვალუტა. საკუთარი ქვეყნის სიმდიდრის
ზრდისთვის მთავარი წესი, მერკანტილიზმის ძირითადი იდეის მიხედვით ქვეყნის ინტერესებიდან
გამომდინარე მას მხარი უნდა დაეჭირა ვაჭრობის ისეთი პოლიტიკისთვის, რომელიც იძლეოდა
ექსპორტის ზრდის საშუალებას იმპორტთან შედარებით.ამ გზით ქვეყანა შეძლებდა ოქროს დაგროვებას,
რაც მის სიმდიდრეს გაზრდიდა. ინგლისელი მერკანტილისტი თომას მანი წერდა: „უნდა შევეცადოთ,
რომ მივყიდოთ იმაზე მეტი სხვებს, ვიდრე ჩვენ მათ მიერ წარმოებულს მოვიხმართ, რათა გავზარდოთ
საკუთარი ქვეყნის სიმდიდრე“.
მერკანტილიზმის დოქტრინა იცავდა მთავრობის ინტერვენციას, იმ მიზნით, რომ მიეღწია ვაჭრობის
ბალანსის დადებითი სალდოს ზრდისთვის. ამისთვის, მთავრობას ურჩევდნენ ექსპორტის მაქსიმიზაციას
სუბსიდიების გზით და იმპორტის მინიმუმამდე დაყვანა ტარიფებისა და კვოტების საშუალებით.
ეკონომისტმა დევიდ იუმმა 1752 წელს მერკანტილიზმის ფილოსოფიაში გამოამჟღავნა
შეუთავსებლობა. მაგალითად თუ ინგლისს სავაჭრო ბალანსში საფრანგეთთან შედარებით ექნება ნამატი,
ოქროს და ვერცხლის შემოდინება ქვეყანაში გამოიწვევს ფულის მიწოდების ზრდას და ინგლისში
ინფლაცია განვითარდება, ხოლო საფრანგეთში განვითარდება საპირისპირო მოვლენა ფულის მიწოდება
შმცირდება და პროდუქციის ფასები მოიმატებს. შესაბამისად გრძელვადიან პერიოდში ვერც ერთი
ქვეყანა ვერ შეძლებს სავაჭრო ბალანსიდან სარგებლის მიღებას, ოქროს და ვერცხლის რაოდენობის
ზრდას, რასაც მერკანტილისტები ამტკიცებდნენ.
ადრეულ პერიოდში მერკანტილიზმის თეორიას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რადგანოქოსა და
ვერცხლის სიჭარბის შემთხვევაში მონარქები დაიქირავებდნენ ჯარს, რათა ეწარმოებინათ
დამპყრობლური ომები. იმპერიალიზმის ეპოქაში ხელისუფლებას მერკანტილიზმის ტვირთი ხშირად
გადაქონდა მის კოლონიებზე.
მერკანტილიზმის თეორიის ჩავარდნის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ის ვაჭრობას განიხილავს
როგორც „ნულოვანი ჯამის მქონე თამაშს“(ერთი ქვეყნის მიერ მიღებული მოგება გამოიწვევს მეორს
წაგებას). ეს ფილოსოფია მოგვიანებით უარყვეს სმიტმა და რიკარდომ, რომლებმაც წარმოადგინეს, რომ
ვაჭრობა „დადებითი ჯამის მქონე თამაშია“ ანუ სიტუაცია, რომელიც ყველა ქვეყანას აძლევს მოგების
მიღების შესაძლებლობას.
ჯერალ ჰეგისტამის (აშშ-ს ყოფილი ფინანსთა მინისტრი) დაკვირვებით, ქვეყნებს შორის
მოლაპარაკებამ სამრეწველო და განვითარების საკითხებში, ხელი უნდა შეუწყოს ვაჭრობის
ლიბერალიზაციას იმ ნაწილში, სადაც მისი შედარებითი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით
უფრო ძლიერია და წინ აღუდგეს ლიბერალიზაციას იმ ნაწილში, სადაც ის ნაკლებად
კონკურენტუნარიანია და არის საშიშროება, რომ იმპორტი ჩაანაცვლებს ადგილობრივ პროდუქციას.-
ნომერკანტალიზმი
მერკანტილიზმს დღესაც მოაქვს მოგება საზოგადოების ზოგიერთი წევრისთვის, ამიტომაც არის, რომ
ეს პოლიტიკა გარკვეულწილად მიმზიდველია. თანამედროვე ნომერკანტალისტები, უპირატესობას
ანიჭებენ პროტექციონიზმს.

აბსოლუტური უპირატესობის თეორია:

ადამ სმიტმა თავის წიგნში „ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ გააკრიტიკა
მერკანტილისტების დაშვება, რომ ვაჭრობა არის „ნულოვანი ჯამის მქონე თამაში“. იგი ამტკიცებს, რომ
ქვეყნები განსხვავდებიან სხვადასხვა საქონლის ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობების მიხედვით.
მაგალითად ინგლისი ქსოვილის, ხოლო საფრანგეთს ღვინის წარმოებაში ჰქონდათ აბსოლუტური
უპირატესობა სწორეთ მათი ამ დარგში ეფექტიანი წარმოების შესაძლებლობების გამო. სმიტის აზრით
ქვეყანა უნდა დასპეციალიზდეს იმ პროდუქციის წარმოებაზე, რომელშიც მას აქვს აბსოლუტური
უპირატესობა და შემდგომ კი უნდა მოახდინონ სწორედ მათი გაცვლა სხვა ქვეყნის მირ წარმოებულ
პროდუქციაზე. მაგალითის საფუძველზე თუ წარმოვიდგენთ, სმიტის მიხედვით ინგლისს უნდა მიეღო
საფრანგეთის ღვინო მისი ქსოვილის სანაცვლოდ. სმიტის მიხედვით ქვეყანამ არ უნდა აწარმოოს ისეთი
პროდუქტი, რომლის შეძენაც უფრო ნაკლებ ფასად შეუძლაი სხვა ქვეყნისაგან. სწორედ აბსოლუტური
უპირატესობის თეორიის თანახმად ქვეყანამ უნდა მოახდინოს იმ საქონლის ექსპორტი, რომლის
წარმოების პირობებისც მას გააჩნია. მაგალითი. კაკაოსა და ბრინჯის წარმოებაზე. ნახაზის ანალიზია
მოცემული. გვ 296-298

შეფარდებითი უპირატესობის თეორია:

1817 წელს რიკარდომ თავის წიგნში „ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები“, დაასაბუთა რომ ეს ასე
არ არის. გვიჩვენა, რომ ვაჭრობის საფუძველი არის არა ქვეყნებს შორის საქონლის წარმოებაში გაწეულ
აბსოლუტურ დანახარჯები, არამედ შეფართებითი დანახარჯები. შეფარდებითი უპირატესობის თეორიის
თანახმად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ურთიერთმომგებიანია იმ შემთხვევაშივ კი, როდეასც რომელიმე
ერთი მოვაჭრე ქვეყანა არ ფლობს აბსოლიტურ უპირატესობას არცერთი საქონლის წარმოებაში.თუ
ქვეყანა სპეციალიზდება იმ საქონლის წარმოებაზე, რომლის საწარმოებლად მას გააჩნია შეფარდებითი
უპირატესობა დანახარჯების მიხედვით სხვა ქვეყანასთან შედარებით, მაშინ ვაჭრობა იქნება
ურთიერთმომგებიანი ორივე ქვეყნისთვის მიუხედავად იმისა, რომ წარმოება ერთ ქვეყანაში მეორე
ქვეყანასთან შედარებით შეიძლება იყოს აბსოლიტურად შედარებით ეფექტიანი. ქვეყანა ფლობს
შეფარდებით უპირატესობას საქონლის წარმოებაში, თუ მოცემული საქონლის წარმოების
ალტერნატიული დანახარჯი გამოხატული სხვა საქონლით ამ ქვეყანაში უფრო საბალია ვიდრე სხვა
ქვეყანაში.
რიკარდოს მიხედვით ქვეყნის მიერ უნდა ხდებოდეს იმ პროდუქციაზე დასპეციალიზება და მისი
ექსპორტირება, რომლის წარმოებაშიც აბსოლუტური უპირატესობა აქვს და იმ პროდუქციის
იმპორტირება სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც გააჩნიათ შეფარდებითი უპირატესობა მათ წარმოებაში. ამ
ქვეყნისთვის ეს იმ შემთხვევაშიც კი მომგებიანია თუ ის მოახდენს იმ პროდუქტების ყიდვას სხვა
ქვეყნისგან, რომლის წარმოება თავად უფროეფექტინად შეეძლო. აბსოლიტური და შეფარდებითი
უპირატესობების თეორიებს შორის თითქოს არის დიდი სხვაობა, ამგრამ ის მაინც არსებითია, რაც
მჟღავნდება ალტერნატიული დანახარჯების ცნებაში, რაშიც რიკარდო გულისხმობს დაკარგულ მოგებას
ანუ ეს არის დანახარჯები, რომლებიც იქმნება პროდუქციის წარმოების ხელსაყრელი პირობების
გამოუყენებლობის გამო.
შეფარდებითი უპირატესობის თეორიის მთავარი გზავნილი არის ის, რომ მსოფლიოში წარმოებული
პროდუქციის რაოდენობა თავისუფალი ვაჭრობისას არის უფრო მეტი ვიდერე შეზღუდული ვაჭრობისას.
რიკარდოს თეორია ამტკიცებს, ყველა ერი შეძლებს მოიხმაროს უფრო მეტი პროდუქცია, თუ არ იქნება
შეზღუდვები ვაჭრობაზე. აბსოლიტურთან შედარებით შეფარდებითი უპირატესობის თეორია უკეთ
ამტკიცებს, რომ ვაჭრობა არის „დადებითი ჯამის მქონე თამაში“, რომელშიც ყველა მონაწილე იღებს
ეკონომიკურ მოგებას. ამრიგად, მოცემული თეორია ხსნის თუ რატომ უნდა იქნეს თავისუფალი ვაჭრობა
წახალისებული. რიკარდოს ტეორია იმდენად ძლიერია თავისი მნიშვნელობით, რომ დღესაც რჩება
მთავარ ინტელექტუალურ იარაღად იმათ წინააღმდეგ ვინც თავისუფალ ვაჭრობას არ უჭერს მხარს.
პირობითი დაშვებები. იმ დასკვნის გამოტანა, რომ თავისუფალი ვაჭრობა არის უნივერსალურად
მომგებიანი შეიძლება ერთი შეხედვით არ იყოს სწორი, რადგან ეს მოდელი ბევრ არარეალურ დაშვებებს
მოიცავს:
1) ჩვენ განვიხილეთ მარტივი მსოფლიოს მაგალითი, სადაც ორი ქვეყანაა მხოლოდ და მხოლოდ ორი
სახის საქონელს აწარმოებენ. რეალურ სამყაროში კი ბევრი ქვეყანაა და ბევრ პროდუქტს აწარმოებენ.
2) უგულებელყოფილია ქვეყნებს შორის ტრანსპორტის ხარჯები.
3) არ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ქვეყნების რესურსების ფასებს შორის განსხვავება. არაფერი
გვითქვამს გაცვლით კურსზე და დავუშით რომ კაკაო და ბრინჯი იცვლებოდა ერი0ერთზე პროპორციით.
4) ჩავთვალეთ რომ ქვეყნის შიგნით თავისუფლად შეიძლებოდა რესურსების ადართვა ერთი
პროდუქციის წარმოებიდან მეორეზე. რაც სინამდვილეში ყოველთვის არ ხდება.
5) ჩავთვალეთ რომ რესურსების რაოდენობა ფიქსირებულია ორივე ქვეყნისთვის და თავისუფალი ვარობა
არ ცვლის მათ მიერ რესურსების ეფექტიანად გამოყენების დონეს.
6) უგულებელვყავით თავისუფალი ვაჭრობის ზეგავლენა ქვეყნის შიგნით შემოსავლის განაწილებაზე.
ეკონომისტებმა დაასაბუტეს, რომ ჩვენს მიერ განხილული მარტივი მოდელიდან გამოტანილი
ძირითადი დასკვნები, შეიძლება განვავრცოთ რეალურ მსოფლიოზე, რომელიც მრავალ ქვეყანას მოიცავს,
რომლებიც უამრავ პროდუქციას აწარმოებენ.
რიკარდოს თეორიის მარტივი განზოგადება

ორი დაშვება ზემოქმედებს შეფარდებითი უპირატესობის მარტივ მოდელზე: 1)რესურსები


თავისუფლად შეგვიძლია გადავიტანოთ ერთი პროდუქციის წარმოებიდან მეორეზე და 2)თავისუფალი
ვაჭრობა არ ცვლის ქვეყნის ხელთ არსებული რესურსების მარაგს და მათი გამოყენების ეფექტიანობას.
“უძრავი” რესურსები: ზოგადად რესურსების გადატანა ერთი სახის პროდუქციის წარმოებიდან
მეორეზე ყოველთვის ადვილად ვერ ხერხდება. ამ დროს უსიამოვნო ფაქტებია მოსალოდნელი.
მაგალითად აშშ-ში მიიჩნევა რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ქვეყანა აწარმოებს შედარებით ნაკლებ
ისეთ პროდუქტს რომელიც მეტ „ხელით მუშოაბას“ მოითხოვს, მაგ ქსოვილებ ან გონებრივ შრომაზე
დამყარებულ საქონელს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მოგებული რჩება რესურსების ასეთი
გადანაწილებით, ქსოვილის მწარმოებლები წაგებული რჩებიან. რომ წარმოვიდგინოთ, სამხრეთ
კაროლინას ქსოვილის მწარმოებელ მუშებს არ გააჩნიათ კვალიფიკაცია იმისათვის, რომ შექმნან
კომპიუტერული პროგრამები მაიკროსოფტისთვის. ამდენად, რესურსების ასეთი გადანაწილება
თავისუფალი ვაჭრობისთვის ნიშნავს, რომ ეს მუშები დარჩებიან სამუშაო ადგილების გარეშე და
იძულებულები იქნებიან მიიღონ მათთვის ნაკლებად მისაღები სამუშაო, მაგალითად სწრაფი კვების
ობიექტებზე საქმიანობა. იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ასეთმა ცვლილებებმა
ინდივიდუალურ მწარმოებლებზე და დასაქმებაზე, განვიხილოთ რესურსების გადატანა ერთი
ეკონომიკური საქმიანობიდან მეორეზე. ეს პროცესი დიდ დანაკარგებს და ადამიანებს ტანჯვასაც კი. ის,
რომ თეორიის თანახმად თავისუფალი ვაჭრობის მოგებამ უნდა გადაწონოს ეს ზედმეტი ხარჯებ,
ნაკლებად დამამშვიდებელია იმათთვის ვინც ასეტი სახის დანაკარგებს აწყდებიან. შესაბამისად
პოლიტიკური წინააღმდეგობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით, სწორედ
იმ ადამიანებისგან გამომდინარეობს, რომელთა სამუშაო ადგილებიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგანან.
სწორედ ამიტომაც იყო რომ აშშ-ს ქსოვილის მწარმოებელთა ჯგუფი ყველაზე დიდ წინააღმდეგობას
უწევდნენ თავისუფალი ვაჭრობისკენ სწრაფვას. მთავრობა ცდილობს შეამსუბუქოს ეს გარდამავალი
პერიოდი, ამ შემთხვევაში ისეთი ადამიანების გადამზადებას ახდენს, რომელთაც ყველაზე მეტად
ემუქრებათ სამუშაოს დაკარგვა. ეს წინაღობები ვრცელდება მხოლოდ მოკლევადიან პერიოდზე, მაშინ
როდესაც აღნიშნული გადასვლის შედეგად მიღებული მოგებ გრძელბადიანი დამყარია.
დინამიკურობის ეფექტი და ეკონომიკური ზრდა. შედარებითი უპირატესობის მარტივ მოდელში
გავაკეთეთ დაშვება, რომ თავისუფალი ვაჭრობა არ ცვლის ქვეყნის ხელთ არსებული რესურსების მარაგს
და მათი გამოყენების ეფექტიანობას. ეს სტატისტიკური დაშვება არ გვაძლევს შესაძლებლობას
განვიხილოთ დინამიკური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორიო ვაჭრობამ. ამ
დაშვებას ვაჭრობის ეკონომიკისათვის მოაქვს ორი ძირითადი ტიპის დინამიკური სარგებელი: პირველი,
მას შეუძლია გაზარდოს ქვეყნის ხელთ არსებული რესურსების რეზერვები, რამდენადაც
საზღვარგარეთიდან შრომისა და კაპიტალის მიწოდების ზრდა ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი ხდება
(აღმოსავლეთ ევროპა). მეორე, საერთაშორისო ვაჭრობას შეუძლია გაზარდოს ქვეყნის მიერ მისი
რესურსების გამოყენების ეფექტიანობა, რაც გაზრდის მისაღებ მოგებასაც. ვაჭრობას შეუძლია
ადგილობრივ ფირმებს მისცეს გაუმჯობესებული უცხოური ტექნოლოგიებით სარგებლობის
შესაძლებობა, რომელიც გაზრდის თავის მხრივ სამუშა ძალის ან მიწის პროდუქტიულობას(მწვანე
რევოლუცია). ასევე უცხოელი კონკურენტებისთვის ღია ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეიძლება
ასტიმულიროს ადგილობრივი მწარმოებლები, რათა მთ დაიწყონ თავიანთი პროდუქტიულობის ზრდის
გზების ძიება.
ეკონომიკის ზრდასა და ვაჭრობას შორის არსებული კავშირის შესწავლას მიეძღვნა უამრავი ნაშრომი,
რომლებიც დასკვნის სახით გვაუწყებენ, რომ ქვეყნები, რომლებიც მიისწრაფვიან საერთაშორისო
ვაჭრობისკენ, ხასიათდებიან უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიდრე ის ქვეყნები,
რომლებიც ხურავენ თავიანთ ბაზარს ვაჭრობისათვის.ჯეფრი საქსმა და ანდრე ვერნერმა გაანალიზეს
დამოკიდებულება საერთაშორისო ვაჭრობის გახსნილობასა და ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის 100
ქვეყნის მაგალითზე(1970-90წ). ისინი აღნიშნავდნენ: მჭიდრო კავშირის გახსნილობა და ზრდა შორის,
როგორც განვითარებად ისე განვითარებული ქვეყნებისთვის. ღია ეკონომიკის განვითარებულ ქვეყნებში
წელიწადში ზრდა წარმოადგენ 4,49%, ხოლო ჩაკეტილ ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის 0,69%. რაც
შეეხება განვითარებად ქვეყნებს ეს მაჩვენებლები შეადგენს 2,29%-ს და 0,74%-ს. ვეცზიარგმა და ველჩმა
თავის ნაშრომებში განაახლა ეს მონაცემები და აღმოაცჩინა რომ 1950-1998 წლებში იმ ქვეყნებში,
რომლებიც ახდენდნენ თავიანთი სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაციას, საშუალოდ წლიური ზრდის დონე
შეადგენდა 1,5%-ით მეტს ლიბერალიზაციამდე მონაცემთა შედარებით. ამ ნაშრომის შედეგი ნათელია:
ღია ეკონომიკური პოლიტიკისა და თავისუფალი ვაჭრობის შედეგად, გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანა
მიიღებს მაღალ ეკონომიკურ სარგებელს, შემოსავლის ზრდას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესების
საშუალებას. ქვეყნის ერთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იწვევს ერთ ადამიანზე შემოსავლების
მინიმუმ 0,5%ით გადიდებას.
ჰეკშერ-ოლინ-ის თეორია

რიკარდოს თეორია ხაზს უსვამს იმას, რომ შეფარდებითი უპირატესობა წარმოიშობა ქვეყნების
პროდუქტიულობებს შორის განსხვავების გამო. აღნიშნული თეორიის მიხედვით სწორედ ქვეყნების
შრომის პროდუქტიულობებს შორის განსხვავება უდევს საფუძვლად შეფარდებითი უპირატესობის
გაგებას. შვედი ეკონომისტები ელი ჰეკშერი და ბერტლი ოლინი გვთავაზობენ შეფარდებითი
უპირატესობის განსხვავებულ ახსნას თავიანთ „ფაქტორების თანაფარდობის თეორიაში“. მათი მიხედვით
შეფარდებითი უპირატესობა წარმოიშობა ქვეყნების წარმოების ფაქტორებში განსხვავებების გამო,
რომლშიც იგულისხმება რესურსები რომელთაც ქვეყანა ფლობს: მიწა, შრომა, კაპიტალი(სოლოუს
ეკ.ზრდის მოდელი) და მეწარმეობითი უნარი(ჯ. შუმპეტერის მიხედვით). ქვეყნები განსხვავებულ
რესურსებს ფლობენ და სწორედ ამით აიხსნება მათ შორის ფასების სხვაობა, რაც უფროუხვია ფაქტორები
მით ნაკლებია მათი ფასი. ჰეშკერ-ოლინის თეორია ხაზს უსვამ იმას რომ ქვეყნები ექსპორტს უკეთებენ იმ
პროდუქტებს, რომელთა წწარმოებაშიც ძირითადად გამოიყენება უხვად მოპოვებული ფაქტორები,ხოლო
იმპორტს კი პირიქით, დეფიციტურ პროდუქტებს. ჰეკშერ-ოლინის მიხედვით(მსგავსად რიკარდოსი)
თავისუფალი ვაჭრობა მომგებიანია, რიკარდოს თეორიისგან განსხვავებით ისინი საერთაშორისო
ვაჭრობის მოდელს ხსნიან ფაქტორების რაოდენობით და არა პრდუქტიულობებს შორის სხვაობით.
ჰეკშერ-ოლინის თეორიას შეიძლება კიდევ ერთი ახსნა ჰქონდეს. ქვეყანა მეორესთან შედარებით
შეიძლება ფლობდეს როგორც მიწას, ასევე სამუშაო ძალას, მაგრამ შედარებით დიდი ოდენობით მხოლოდ
ერთ-ერთ მათგანს, რაც განსაზღვრავს მის სპეციალიზაციას. მაგ, ამერიკა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციის ძირითადი ექსპორტიორია, სახნავი მიწების სიუხვის გამო, ჩინეთი მას სჯობდა
ქსოვილებისა და ფეხსაცმლის ექსპორტში, იაფი მუშახელის სიუხვის გამო. აშშ კი იაფი მუშახელის
ნაკლებობის გამო ჩინური პროდუქტების იმპორტირი გახდა.
ჰაკშერ-ოლინის თეორია წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო, მისი ნაკლებ
არაზუსტი დაშვებების გამო, ბევრი ეკონომისტი მას ანიჭებდა უპირატესობას რიკარდოს თეორიასთან
შედარების.

ლეონტიევის პარადოქსი

რუსმა ემიგრანტმა, ამერიკელმა ეკონომისტმა ვასილი ლეონტიევმა წამოჭრა საკითხი ჰეკშერ-ოლინის


თეორიის საიმედოობის შეახებ და მოახდინა მისი ემპირიული შემოწმება, რისთვისაც გამოიყენა
„დანახარჯები-გამოშვების“ მათემატიკური მოდელი, რომელიც აღწერდა ეკონომიკის სხვადასხვა
სექტორებს შორის ურთიერთკავშირს. ამ თეორიის გამოყენებით ლეონტიევმა დაადგინა, რომ აშშ
ხასიათდება კაპიტალის სიჭარბით და სამუშაო ძალის დეფიციტით და ამერიკა სხვა ერებთან შედარებით
მდიდარი კაპიტალით გამოირჩეოდა, ამიტომ იგი უნდა ყოფილიყო იმ საქონლის ექსპორტიორი,
რომელსაც მეტი კაპიტალი სჭირდება. მან ასევე დაადგინა, რომ ამერიკის ექსპორტი იყო ნაკლებად
კაპიტალინტენსიური ვიდრე იმპორტი. ამ მოდელს ეწოდება „ლეონტიევის პარადოქსი“.
ბოლომდე არავინ,მეცნიერული თვალსაზრისით, იცის რატომ არის გაზიარებული ლეონტიევის
პარადოქსი. ამის შსაძლო ახსნა შეიძლება იმით, რომ ამერიკას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა
ინოვაციური ტექნოლოგიებით ახალი საქონლის წარმოებაში. ასეთი პროდუქციის წარმოება უფრო
ნაკლებ კაპიტალს მოითხოვს, ვიდრე ის რომლის ტექნოლოგიასაც სრულყოფისთვის ჰქონდა დრო.
ჰეკშერ-ოლინის თეორიის გამოკვლევებმა მრავალი ქვეყნის მონაცემების საფუძველზე დაადასტურა
ლეონტიევის პარადოქსი.
ჰაკშერ-ოლინის თანახმად, ტექნოლოგიები სხვადასხვა ქვეყნებში არაერთიანია, ტექნოლოგიური
განსხვავება იწვევს პროდუქტიულობის განსხვავებას რაც მართავს საერთაშორისო ვაჭრობის მოდელს.
ამრიგად, იაპონიის წარმატება ავტომობილების ექსპორტში ეფუძვნებოდა არა მდიდარ კაპიტალს,
არამედ, ინოვაციური წარმოების ტექნოლოგიურ განვითარებას. უახლესი ემპირიული გამოკვლევები
გვიჩვენებს, რომ ეს ტეორიული ახსნა მართებულია და რომ ქვეყნებს შორის ტექნოლოგიური
განსხვავებების გამო, ისინი ახდენენ იმ საქონლის ექსპორტირებას, რომელიც წარმოებულია
ადგილობრივი ფაქტორებით და იმ საქონლის იმპორტირებას, რომელთთვისაც საჭირო ტექნოლოგიური
ფაქტორები ნაკლებად ხელმისაწვდომია.
მეცნიერების აზრით ლეონტიევის დებულებებში უზუსტობებიც ფიქსირდება: მის გაანგარიშებაში
გამოყენებულია მხოლოდ ორი წარმოების ფაქტორი: კაპიტალი და შრომა, მაგრამ კიდევ ბევრი
მნიშვნელოვანი ფაქტორიც არსებობს: მიწა, ადამიანური კაპიტალი და ინოვაციები.

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია

1960-იან წლებში ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორმა რეიმონდ ვერნონმა პირველად


შემოგვთავაზა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია. ეს თეორია ეფუძნება ვერნონის კვლევას,
რომლის შესაბამისად მე-20 საუკუნიში ახალი პროდუქციი ყველაზე დიდი წილი მოდიოდა აშშ-ს
ფირმებზე და პირველად ისინი ამ ქვეყნის ბაზარზე გაიყიდა. ამ მოვლენის ასახსნელად, ვერნონი
ამტკიცებდა, რომ სიმდიდრემ და აშშ-ს ბაზრის სიდიდემ ამავე ქვეყნის ფირმებს მისცა ბიძგი ახალი
სამომხმარებლო პროდუქციის გამოშვებისა და მათი ექსპორტის განვითარებისაკენ. ამასთან, შრომის
მაღალი ფასის გამო, წარმოების გადატანა საზღვარგარეთ შრომის დაბალი ფასის ქვეყნებში მოხდა და
შემდგომ მათი იმპორტი აშშ-ში
ვერნონის თეორიის შესაბამისაბამისად, პროდუქტის საერთაშორისო სიცოცხლის ციკლი შედგება
სამი სტადიისაგან: ახალი პროდუქციის ათვისების, მისი სიმწიფის და სტანდარტიზაციის სტადიებისგან.
პირველ სტადიაზე ხდება ახალი ნაწარმის შემუშავება და დანერგვა იმ ქვეყანაში სადაც შეიქმნა.
მაგალითად სტივ ჯობსის მიერ Apple-ის წარმოება თავიდან ავტოფარეხში მოხდა მოკრძალებული
რაოდენობით და შესაბამისად მისი რეალიზაცია იქვე მოხდა სადაც აჭარმოეს. მეორე ეტაპზე კი როცა,
მომხმარებლებმა შეიცნეს პროდუქტი და მოთხოვნა გაიზარდა, რის საფუძველზეც კომპანიამ უკვე
საზღვარგარეთაც დაიწყო მისი გატანა. მესამე ეტაპზე ხდება უკვე მოთხოვნის სტაბილიზაცია, რაც
მიიღება იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში წარმოების გადატანით და რაც იწვევს პროდუქციის იმპორტს
იმ ქვეყანაში, სადაც ის თავდაპირველად აწარმოეს. ამდენად პროდუქციის სამამულო წარმოება იწყება
პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის პირველ სტადიაზე, მაქსიმალურ მაჩვენებლს აღწევს მეორე
სტადიაზე და ეცემა მესამე სტადიაზე. ექსპორტი იწყება პირველზე, გრძელდება მეორე სტადიაზე და
ხოლო ხდება იმპორტირება მესამე სტადიაზე.
მაგრამ ის რომ პროდუქტი იყიდება პრველად აშშ-ს ბაზარზე არ ნიშნავს იმას რომ იგი წარმოებულია
ამავე ქვეყანაში, იგი შესაძლოოა უფრო ნაკლები დანახარჯით დამზადდეს სხვა ქვეყანაში და შემდგომ
იმპორტირტირდეს. თუმცა ვერნონის მიხედვით პროდუქცია აშშ-ში იწარმოებოდა. პიონერულ ფირმებს
სჯეროდათ, რომ ახალი პროდუქციის წარმოების რისკების შესამცირებლად, უკეთესი იყო წარმოების
საშუალებები ახლოს ყოფილიყო ბაზართან. ამასთან, ახალ საქონელზე მოთხოვნა ძირითადად არა
ფასისმიერ ფაქტორებზეა დამყარებული. შესაბამისად, ახალი პოდუქციის წარმოება ფირმებს საკმაოდ
ძვირი უჯდებათ. აქედან გამომდინარე, აშკარაა რომ ფირმა მოძებნოს ნაკლებ დანახარჯიანი საწარმოო
შესაძლებლობები სხვა ქვეყნებში. დროთა განმავლობაში ახალ პროდუქტზე მოთხოვნა იზრდება სხვა
ქვეყნებშიც, ამიტომ უცხოელი მწარმოებლებისთვის ღირებული ხდება სხვა ქვეყნის ბაზრებზე წარმოების
დაწყება.
აშშ-ს ფირმები აწარმოებენ პროდუქციას იმ ქვეყნებში სადაც მოთხოვნა იზრდება. ამდენად, სხვა
წამყვან ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია ზღუდავს ამერიკიდან ექსპორტის პოტენციალს. შემდეგ
პროდუქცია ხდება სტანდარტიზებული, ამიტომ ღირებულება დიდ როლს თამაშობს კონკურენციაში.
მწარმოებლები არჩევენ ისეთ ქვეყნებში წარმოებას საადც ნაკლებია შრომის ღირებულება აშშ-სთან
შედარებით. შედეგად დროთა განმავლობაში აშშ ექსპორტიორიდან ხდება იმპორტიორი.
პროდუქციის სასიცოცხლო ციკლმა განიცადა ევოლუცია. ისტორიულად, პროდუქტის სასიცოცხლის
თეორია არის საერთაშორისო ვაჭრობის მოდელის ზუსტი ახსნა. ვერნონის მოდელი შეიძლება
გამოგვადგეს. იმისთვის, რომ ავხსნათ საერთაშორისო ვაჭრობის მოდელი ამერიკის ბატონობის
პერიოდში, რაც ნაკლებად შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოს.
ვაჭრობის ახალი თეორია
ვაჭრობის ახალი თეორია გაჩნდა 1970-იან წლებში, როდესაც რამოდენიმე ეკონომისტმა გვიჩვენა, რომ
ფირმების უნარი, მიეღწიათ მასშტაბის ეფექტისათვის მეტად მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო
ვაჭრობის მოდელისთვის. მაშტაბის ეფექტისთვის მნიშვნელოვანი არის პროდუქციის საერთო
ღირებულების შემცირება, რაც დაკავშირებულია მის მასობრივ გამოშვებასთან. მაშტაბის ეფექტს
რამოდენიმე წყარო აქვს: მუდმივი ფასების გავრცელების უნარი პროდუქციის დიდ რაოდენობაზე და
მწარმოებლის უნარი გამოიყენოს დასპეციალიზირებული მომსახურე პერსონალი დდა მოწყობილობები.
მაშტაბის ეფექტი არის ფასების შემცირების მთავარი წყარო ბევრ დარგში.
ახალ თეორიას აქვს ორი მხარე: პირველი-მასშტაბის ეკონომიურობა, პროდუქტის
მრავალფეროვენბამ შეიძლება შეამციროს პროდუქტის საშუალო ღირებულება; მეორე-ის დარგები სადაც
პროდუქციის გამოშვება ითხოვს მასშტაბის ეფექტის მიღწევას, წარმოადგენენ მსოფლიო საერთო
მოთხოვნის მნიშვნელოვან ნაწილს.
პროდუქციის მრავალფეროვნების ზრდა და ღირებულების შემცირება. წარმოვიდგინოთ სიტუაცია
მსოფლიო ვაჭრობის გარეშე სადაც მაშტაბის ეფექტი მნიშვნელოვანია, იქ ბაზარი ზღუდავს, როგორც
საქონლის ნაირსახეობას ასევე პროდუქტის რაოდენობასაც. ნაციონალური ბაზარი თუ მცირე იქნება,
მოთხოვნა არასაკმარისი გვექნება მაშტაბის ეფექტის რეალიზებისთვის, რომლის შედეგადაც წარმოება
შეიძლება შეიზღუდოს და მომხმარებლებს პროდუქციის ნაკლები ნაირსახეობა მიეწოდება. ამ
პროდუქციის წარმოება შესაძლებელია, მაგრამ მცირე რაოდენობით, ამიტომ წარმოების საერთო
ღიებულება და პროდუქციის ფასი იქნება მაღალი, ვიდრე იქნებოდა მასშტაბის ეფექტის რეალიზებისას.
მაგრამ როცა საქმე საერთაშორისო ვაჭრობასთან გვაქვს. ინდივიდუალური ნაციონალური ბაზრები
ერთიანდებიან დიდ მსოფლიო ბაზარში. ვაჭრობა აფართოებს ბაზრის საზღვრებს, მაშტაბის
ეკონომიურობა შესაძლებელია უკეთ მიღწევადი იყოს. ამის შემდეგ ვაჭრობის თორიის თანახმად
თითოეული ქვეყანა სპეციალიზდება შედარებით ვიწრო სახეობის იმ პროდუქციის წარმოებაზე,
რომელიც არ არის ბაზარზე. ქვეყნებს შორის ყიდვის პროცესით კი გაიზრდება პროდუქციის
მრევალფეროვნება,რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის და შეამცირებს ფასებს
საქონელზე. ამრიგად ვაჭრობა იძლევა ორმხრივ მოგებას, მაშინაც კი თუ ქვეყნები არ განსხვავდებიან
რესურსებითა და ტექნოლოგიებით.

მასშტაბის ეკონომიურობა, ბაზარზე პირველი მწარმოებლის უპირატესობა და ვაჭრობის მოდელი

ვაჭრობის ახალ თეორიაში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მასშტაბის ეკონომიურობასა და


ბაზარზე პირველი მწარმოებლის უპირატესობის ურთიერთ დამოკიდებულების საკითხი. პირველი
მწარმოებლის უპირატესობა მჟღავნდება მასშტაბის ეკონომიურობისა და დაბალი სტრუქტურული
დანახარჯებით ბაზარზე მოგების მიღების უნარში. პირველ შესულს ბაზარზე თითქმის მუდამ
უპირატესი პოზიცია უკავია,რაც თითქმის შეუძლებელია გვიან შესულებისთვის. ამდენად, ვაჭრობის
მოდელის თანახმად პირველად შესვლის უპირატესობები შეიძლება გადაწონილი იქნეს, ქვეყნებმა
შეიძლება აკონტროლონ გარკვეული საქონლის ექსპორტი, რადგან მასშტაბის ეკონომიურობა მეტად
აქტუალურია მათ წარმოებასა და რეალიზაციაში და რადგან ფირმების ადგილმდებარეობა იმ ქვეყნებში,
რომლებიც პირველად მართაენ მაშტაბის ეკონომიურობას, აძლევს მათ ბაზარზე პირველად შესვლის
უპირატესობას.

ვაჭრობის ახალი თეორიის მნიშვნელობა

ეს თეორია გვეუბნება, რომ ქვეყნები ვაჭრობისაგან სარგებელს იღებენ მაშინაც კი, თუ მათ სხვა
ქვეყნების მსგავსი წარმოების ფაქტორები და ტექნოლოგიები არ გააჩნიათ. ვაჭრობა აძლევს ქვეყნებს
შესაძლებლობას დასპეციალიზდნენ გარკვეული პროდუქტის წარმოებაში, მიაღწიონ მაშტაბის
ეკონომიურობას და პროდუქტზე ფასების შემცირებას.შედაგათ თითოეულ ქვეყანაში პროდუქციის
ნაირსახეობის მისაწვდომობა მომხმარებლისთვის იზრდება მაშინ, როცა მისი საშუალო ღირებულება სა
ფასები შეიძლება დაეცეს, გამონთავისუფლდეს რესურსები სხვა საქონლისა და მომსახურების
წარმოებისთვის.
ამ თეორიის მიხედვით, ქვეყანამ გარკვეული სახეობის საქონლის ექსპორტირებაში შეიძლება
დომინანტი პოზიცია დაიკავოს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ფარგლებში ფუნქციონირებს ერთი ან
რამოდენიმე ფირმა, რომლებმაც პირველებმა აწარმოეს ეს საქონელი. ამ ფირმებს ექნებათ მასშტაბის
ეკონომია, სხვა დამწყებ კომპანიებს ხელი შეეშლებათ ბაზარზე შეღწევაში და არ ექნებათ ამის
სტიმული.მაგ. ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს, ბოინგს და აირბასს უკვე აქვთ ამ ინდუსტრიაში
დაკავებული ბაზრის სეგმენტი და მიაღწიეს მასშტაბის ეკონომიურობას, ბაზარზე შესვლის სხვა
მსურველებს სტიმული დაეკარგებათ, რაც დომინანტურ მდგომარეობაში აყენებს ამ კომპანიებს. ესეთი
მდგომარეობა დამოკიდებულია ასევე გლობალურ ბაზარზე მოთხოვნის ნაკლებობით.
ვაჭრობის ახალი თეორია არ ეთანხმება ჰეკშერ-ოლინის თეორიას, რომლის თანახმადაც ქვეყანა
მოიპოვებს უპირატესობას იმ პროდუქციის ექსპორტით, რომლის წარმოების ფაქტორები მას უკეთესი
გააჩნია. მაგალითად აშშ რეაქტიული თვითმფრინავების მთავარი ეგქპორტიორი იმიტომ არ არის, რომ
მას აქვს დიდი რაოდენობის ამ პროდუქტის წარმოების ფაქტორები, არამედ იმიტომ, რომ ბოინგი ერთ-
ერთი პირველი კომპანია იყო ამერიკის თვითმფრინავების წარმოებაში. ახალი თეორია შედარებით
უპირატესობის თორიაში წინააღმდეგობაში არ მოდის. მასშტაბის ეკონომიურობა ზრდის
პროდუქტიულობას და შესაბამისად ეს თეორია განიხილავს შედარებით უპირატესობას საერთაშორისო
ვაჭრობის მნიშვნელოვან წყაროდ.

კონკურენციული უპირატესობის თეორია: პორტერის დიაგრამა.

ჰარვარდის პიზნესის სკოლის პროფესორმა მაიკლ პორტერმა გამოაქვეყნა თავის გამოკვლევის


შედეგებ. ეს კვლევები ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რატომ აღწევს ზოგიერთი ქვეყანა წარმატებას,
ხოლო დანარჩენები კი განიცდიან მარცხს საერთაშორისო ვაჭრობაში. პორტერმა შისწავლა 10 ქვეყნის 100
მრეწველობა. წინა თეორიებს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ისინი არ სცემენ პასუხს იმაზე თუ
მაგალითად რატომ არის შვეიცარია უფრო პროდუქტიული კონკრეტულ მრეწველობაში ვიდრე სხვა
ქვეყნები. პორტერი სწორედ ამ თავსატეხის ამოხსნას ცდილობს. მისი თეორიის თანახმად ოთხი
ძირითადი ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს ქვეყნის შიგნით იმ გარემოს ფორმირებაში, რომელშიც
ადგილობრივი ფირმები ვითარდებიან. სწორედ ეს ფაქტორები აფერხებენ ან ხელს უწყობენ
კონკურენტული უპირატესობის ჩამოყალიბებას საერთაშორისო ბაზარზე, ესენია:

1)არსებული წარმოების ფაქტორები-ქვეყნის ხელთ არსებული რესურსები.


2)სამომხმარებლო მოთხოვნის დონე- ქვეყნის შიგნით არსებული საქონლის და მომსახურების მოთხოვნის
დონე.
3)ურთიერთდაკავშირებული და დამხმარე დარგები.
4)ფირმის სტრატეგია, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და კონკურენციის დონე.
პორტერის აზრით ოთხივე ფაქტორი ერთმანეთზეა დამოკიდებული და ერთ-ერთიმათგანის
ცვლილება გავლენას ახდენს ყველა დანარჩენზე, ფირმა წარმატებას აღწევს იმ სეგმენტში, სადაც მას უფრო
ხელსაყრელი პირობები გააჩნია. ამ დიაგრამაზე ორი რამ ახდენს გავლენას: შემთხვევითობა და მთავრობის
პოლიტიკა. შემთხვევითი მოვლენები, მაგ. ინოვაცია შესაძლებელს ხდის წარმოების სტრუქტურის ცვლას,
რაც ერთი ქვეყნის ფირმას შესაძლებლობას აძლევს ჩაანაცვლოს მეორე. ასევე მთავრობასაც შეუძლია
გააძლიეროს ან პირიქით შეასუსტოს ქვეყნის უპირატესობა, იმის მიხედვით თუ როგორ პოლიტიკას
აირჩევს ის.
რაც შეეხება წარმოების ფაქტორებს, პრტერი აღიარებს ფაქტორებს შორის იერარქიას, განასხვავებს
ძირითად ფაქტორებს(ბუნებრივი რესურსები, კლიმატი) და მოწინავე ფაქტორებს(კომუნიკციური
ინფრასტრუქტურა). მისი თქმით მოწინავე ფაქტორები ყველაზე მნიშვნელოვანია შედარებითი
უპირატესობის მისაღწევად. მოწინავე ფაქტორებზე აქტიურ ზეგავლენას ახდენს: ინვესტიციები,
კომპანიები და მთავრობა. ძირითად ფაქტორებს შეუძლია უზრუნველყოს ძირითადი უპირატესობა, რაც
შემდეგში ძლიერდება ფაქტორებით.
სამომხმარებლო მოთხოვნის დონე. პორტერი ხაზს უსვამს შიგა მოთხოვნის როლს კონკურენციული
უპირატესობის მოპოვებაში. ფირმები ყველაზე მეტად მგრძნობიარე არიან თავიანთი მომხმარებლის
საჭიროების მიმართ.ამდენად, ადგილობრივი მოთხოვნა მნიშვნელოვანია ქვეყანაში წარმოებული
პროდუქციის წარმოებისთვის და გავლენას ახდენს ინოვაციებსა და ხარისხზე. ფირმა აღწევს
კონკურენტულ უპირატესობას, თუ მისი შიგა მომხმარებლები არიან გამოცდილი და მომთხოვნები.
ასეთი ფირმები გავლენას ახდენენ ადგილობრივ ფირმებზე, რათა ისინი გაეცნონ პროდუქციის ხარისხის
მაღალ სტანდარტებს და აწარმოონ ინოვაციური პროდუქცია. ამის მაგალითია უკაბელო ინდუსტრიაში
მომხდარი ბიძგი. გამოცდილმა და მომთხოვნმა ადგილობრივმა მომხმარებლებმა სკანდინავიაში ბიძგი
მისცეს ნოკიას შექმნას ფინეთში, ხოლო ერიქსონის შვედეთში.ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნის
დაკმაყოფილება იძლევა ახალი ინოვაციური პროდუქტების შექმნისა და საერთაშორისო ბაზარზე
გასვლის შესაძლებლობას.
ურთიერთდაკავშირებული და დამხმარე დარგები. - მესამე კომპონენტი ნაციონალური წარმოების
უპირატესობაში. წარმოებაში ურთიერთდაკავშირში მყოფი დარგების წარმატებას განსაზღვრავს
დარგები. მაგალითად ახალი მანქანათმშენებელი კომპანიის შექმნა იწვევს მიმწოდებლების,
დისტრიბუტორების სტიმულირებას.
კომპანიის სტრატეგია, მისი ორგანიზაციული სტრუქტურა და კონკურენციის დონე. მეოთხე
კომპონენტი საერთაშორისო უპირატესობისა პორტერის მოდელში. ადგილობრივ ბაზარზე მკაცრი
კონკურენცია განსაზღვრავს კომპანიის ქცევის წესებს საერთაშორისო დონეზე. პორტერის მიხედვით
მკაცრი კონკურენცია ავტომობილების წარმოების იაპონურ ბაზარზე, განსაზღვრავდა იაპონური
ავტომშენებლების წარმატებას საზღვარგარეთ.
პორტერის მიხედვით, ძლიერი ადგილობრივი კონკურენცია აიძულებს ფირმებს, სხვადასხვა გზები
მონახონ პროდუქტიულობის ამაღლებისთვის, რაც მათ თავისთავად საერთაშორისო კონკურენციაში
უკეთეს პოზიციებზე გაიყვანს. შიდა კონკურენცია ხელს უწყობსინოვაციებს, აუმჯობესებს ხარისხს,
ამცირებს ხარჯებსა და ინვესტირებას ახდენს წარმოების გაუმჯობესებულ ფაქტორებში. ყოველივე ეს
ხელს უწყობს მსოფლიო დონის კონკურენტების ჩამოყალიბებას.

პორტერის თეორიის განვითარება

პორტერი ავითარებს აზრს, რომ ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას საერთაშორისო ვაჭრობაში,
რაც არის არსებული ფაქტორების: სამომხმარებლო მოთხოვნის, ურთიერთდაკავშირებული და დამხმარე
დარგების, შიდა კონკურენციის, კომპანიის სტრატეგიისა და ორგანიზაციული სტრუქტურის საერთო
გავლენის შედეგი.ის ამბობს, რომ მთავრობას შეუძლია, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა
მოახდინოს დიაგრამის თითოეულ კომპონენტზე. ცალკეული დარგის სუბსიდირებით, კაპიტალური
ბაზრის, განათლების პოლიტიკით და სხვა. მთავრობას შეუძლია შიგა მოთხოვნის ფორმირება
ადგილობრივი პროდუქციის სტანდარტების დადგენით, ფირმების კონკურენტუნარიანობაზე
სხვადასხვა მეთოდებით: რეგულირებით, გადასახადების პოლიტიკით და ანტისტრესული კანონებით.

6. გლობალური ვაჭრობის ეკონომიკური პოლიტიკა (თავი6)


სავაჭრო პოლიტიკის ინსტრუმენრები

სავაჭრო პოლიტის სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტებია: ტარიფები, სუბსიდიები, კვოტები,


ადმინისტრაციული რეგულირების პოლიტიკა, ნებაყოფლობითი საექსპორტო შეზღუდვები,
ადგილობრივი შემცველობის მოთხოვნა და ანტიდემპინგური პოლიტიკა.
ტარიფები ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების ყველაზე ძველი და მარტივი საშიალებაა. მაღ
შეზღუდვაში იყო მვო-სა და ტვზშ-ს საქმიანობა პოზიტიური. ტარიფების დაწესების შემცირებამ ბოლო
ათწლეულებში გამოიწვია სხვა საშუალებების მომძლავრება.
ტარიფები - იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული გადასახადებია. არსებობს ორი სახის ტარიფი:
სპეციფიკური და ადვალური, რომლის დაწესება იმპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით
ხდება. უმეტეს შემთხვევაში ტარიფები წესდება იმპორტირებულ საქონელზე, რათა დაიცვან
ადგილობრივი წარმოება.
მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ ვინ იგებს და ვინ აგებს საერთაშორისო ვაჭრობაში სახელმწიფო
რეგულირების შედეგად. სახელმწიფო იგებს იმიტომ, რომ იზრდება მისი შემოსავალი. ადგილობრივი
მწარმოებლებიც იგებენ რადგან ტარიფი უზრუნველყოფს მათ დაცვას უცხოელი კონკურენტებისაგან.
მაგრამ მომხმარებლისათვის ეს მექანიზმი საზიანოა იმიტომ, რომ იმპორტირებულ საქონელზე მეტის
გადახდა უწევს. აჭარბებს თუ არა მომხმარებლის დანაკარგი სახელმწიფოსა და ადგილობრივი
მწარმოებლების მოგებას, დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
1) ტარიფის მოცულობა;
2) იმპ. საქონლის მნიშვნელობა ადგილობრივი მომხმარებლისათვის;
3) დაცულ დარგებში სამუშაო ადგილების რიცხვი.
ხშირ შემთხვევაში მომხმარებლის დანაკარგი აჭარბებს მწარმოებელთა მოგებას და წარმოიქმნება
საზოგადოებრივი დანაკარგი.
სუბსიდია - სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი მეწარმეებისათვის გაცემული დახმარებაა, რომელიც
მოიცავს: სახელმწიფო გრანტებს, დაბალგანაკვეთიან სესხებს, გადასახადებისაგან გათავისუფლებას,
სახელმწიფის მიუკერძოებელ მონაწილეობას საწარმოთა მართვაში. საწარმოო ხარჯების შემცირებით
სუბსიდიები მეწარმეებს ეხმარება თავიანთი საექსპორტო ბაზრის გაფართოებასა და უცხოურ იმპორტთან
კონკურენციაში.
განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა ნახულობს მოგებას სუბსიდიებში. სუბსიდიების მნიშვნელოვან
დადებით ასპექტს ადგილობრივი მეწარმეების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ამაღლება
წარმოადგენს.
სტრატეგიული ვაჭრობის პოლიტიკის დამცველები უპირატესობას ანიჭებენ სუბსიდიებს, რათა
დაეხმარონ ადგილობრივ მეწარმეებს ინდუსტრიულ სფეროში დომინანტური პოზიციის დაკავებაში.
წარმატების შემთხვევაში, ადგილობრივი ეკონომიკა სარგებელს ნახულობს დასაქმების ზრდასა და
საშემოსავლო გადასახადებში. საშემოსავლო გადასახადების წყარო დიდი კომპანიების. სახელმწუიფო
კრეფს გადასახადს, რათა შემდეგში მისი ნაწილი გამოიყენოს სუბსიდიებში.
პრაქტიკაში სუბსიდიების გამოყენება არ იწვევს ადგილობრივი კომპანიების
კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, იგი ხელს უწყობს არაეფექტიანი კომპანიის განვითარებას და ჭარბი
პროდუქციის წარმოქმნას. ბაზრის რედულირების ეს მეთოდი ხშირად არაეფექტიანია, იმიტომ რომ
ქვეყანა აწარმოებს იმ პროდუქტს, რომლის წარმოებაშიც შედარებით ნაკლები უპიატესობა აქვს სხვა
ქვეყნებისგან განსხვავებით, რაც თავის მხრივ ხელს უშლის ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.
საიმპორტო კვოტა - კვოტები ზღუდავს ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის მოცულობას. იმ
ქვეყბეის ლიმიტირებს, საიდანაც უნდა მოხდეს პროდუქციის იმპორტირება საიმპორტო შეზღუდვად
ითვლება. მაგ. აშშ-ს მხოლოდ რამოდენიმე უცხოურ ფირმაზე აქვს გაცემული ლიცენზია ყვავილების
იმპორტზე. ხშირად ხელისუფლება საიმპორტო საქონელზე შეზღუდვებს ნებაყოფლობით აწესებს, რასაც
ნებაყოფლობითი საიმპორტო კვოტები ჰქვია. უცხოელი მეწარმეები ხშირად შეზღუდვებს ეტანხმებიან,
რადგან ფიქრობენ, რომ თუ თვითონ არ შეზღუდავენ ექსპორტს, საიმპორტო კვოტებმა და ტარიფებმა
შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენონ მათ.
ტარიფებისა და სუბსიდიების მსგავსად, საიმპორტო კვოტები სა ნებაყოფლობითი საიმპორტო
შეზღუდვები ასტიმულირებენ ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას და მათ უფრო ნაკლები
ძალისხმევა სჭირდებათ, რათა კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს. მეორეს მხრივ ეს
შეზღუდვები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მომხმარებელზე, რადგან იზრდება ადგილობრივი ფასები
იმპორტირებულ საქონელზე.
როდესაც იმპორტი ლიმიტირებულია მხოლოდ ბაზრის მცირე სეგმენტზე, შეინიშნება ფასის მკვეთრი
აწევა. თუ ადგილოლობრივი ინდუსტრია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას, საიმპორტო კვოტა ზრდის
ფასებს როგორც იმპორტირებულს, ასევე ადგილობრივ პროდუქციაზე.
ადგილობრივი შემცველობის მოთხოვნა - გულისხმობს იმას, რომ წარმოებული საქონლის წარმოების
საშუალებები ადგილზე იყოს გამოშვებული. ეს მეთოდი აუმჯობესებს ადგილობრივი მუშახელის
სამუშაო პირობებს და ადგილობრივ ინდუსტრიას იცავს უცხოელი კონკურენტებისაგან. მაგ. აშშ-ს
ცნობლი კანონის თანახმად საპარმალენტო სააგენტოებმა კონტრაქტი უნდა დადონ იმ ამერიკულ
საწარმოებთან, რომლებიც ინვენტარით მოამარაგებს მათ, მიუხედავად უცხოური პროდუქციის შესაძლო
უპირატესობისა. ეს კანონი პროდუქციას ცნობს ამერიკულად თუ ღირებულების 51% არის ადგილობრივი
მეწარმეების მიერ წარმოებული.
ადგილბრივი შემცველობის რეგულირება უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმოების
სტიმულირებას იმავე გზით, როგორც საიმპორტო კვოტა. ისიც ზღუდავს უცხოურ კონკურენციას.
ადგილობრივი მეწარმეები იღებენ სარგებელს, მაგრამ იმპორტზე დაწესებული შეზღუდვა ზრდის ფასს
უცხოურ წარმოების საშუალებებზე, რაც ფინანსურად ადგილობრივი პროდუქციის ფასზეც მოქმედებს.
შეიძლება დავასკვნათ რომ, ადგილობრივი შემცველობის მოთხოვნა, როგორც სახელმწიფოს მიერ
ბიზნესის რეგულირების სხა მეთოდები, ვნებს მომხმარებელს.
ადმინისტრაციული სავაჭრო რეგულირება - ბიზნესის ფორმალური სახელმწიფო რეგულირების
მეთოდების გარდა, შეზღუდვისა და ექსპორტის სტიმულირებისათვის გამოიყენება იმპორტის
არაფორმალური ან ადმინისტრაციული რეგულირება. ადმინინისტრაციული სავაჭრო რეგულირება
მოიცავს ბიუროკრატიულ წესებს, რომელთა მიზანია, იმპორტირებულ საქონელს ქვეყანაში შესვლისას
შეუქმნას სიძნელეები. იაპონიის ფორმალური ბარიერები ნაკლებად შეინიშნება მსოფლიოში, თუმცა
კრიტიკოსები მათ ბრალს სდებენ არაფორმალურ შეზღუდვებში. იაპონია არაა ერთადერთი ქვეყანა
მსგავსი შეზღუდვებით. მაგალითად, საფრანგეთმა მოითხოვა, რომ ხმის ჩამწერ აპარატურას გაევლო
საბაჟო კონტროლი, რომლის ხელოვნურმა მოუწესრიგებლობამ დააყოვნა ეს პროცესი, რამაც ამ კასეტების
იმპორტიორ იაპონურ კომპანიასა და საფრანგეთს შორის კონტრაქტის დროებითი გაწყვეტა გამოიწვია.
როგორც ყველა სახელმწიფო რეგულირების მეთოდი, ადმინისტრაციული რეგულირებაც
ასტიმულირებს ადგილობრივ წარმოებას და ზიანს აყენებს მომხმარებლებს, რომელთათვისაც
გართულებულია უკეთესი პროდუქციის ხელმისაწვდომობა.
ანტიდემპინგური პოლიტიკა - საერთაშორისო ვაჭრობის კონტექსტში ე.წ. დემპინგი
სხვადასხვანაირად არის განმარტებული. პირველი განმარტების თანახმად, დემპინგი არის პროდუქციის
გაყიდვა უცხოურ ბაზარზე იდენტურ საქონელთან შედარებით დაბალ ფასად და მეორე ასპექტით, ის არის
პროდუქციის გაყიდვა უცხოურ ბაზარზე, მის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასებში.
მოგების მისაღებად პროდუქციის საბაზრო ღირებულება ბევრად უნდა აღემატებოდეს მის
თვითღირებულებას. დემპინგი ის მეთოდია, რომელიც ხელს უშლის უცხოური პროდუქციის ბაზარზე
შეღწევას. ხშირად დემპინგი მწარმოებლის უპატიოსნო საქციელს უსვამს ხაზს. ისინი ადგილობრივ
ბაზარზე გამოიმუშავებენ მოგებას და უცხოურ ბაზრებზე თავიანთ ჭარბ პროდუქციას დაბალ ფასებში
ყიდიან. ამით იზიდავენ მომხმარებელს და უამრავ კონკურენტს უხშობენ გზას ბაზრისაკენ. თუ ეს
ერთხელ იქნა მიღწეული „მტაცებელ“ ფიემას შეუძლია აწიოს ფასები და მიიღოს მნიშვნელოვანი მოგება.
ანტიდემპინგური პოლიტიკის მიზანია იმ უცხოური ფირმების დასჯა, რომლებიც ეწევიან
დემპინგურ საქმიანობას. ანტიდემპინგური პოლიტიკის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი
მეწარმეების დაცვა უსამართლო კონკურენციისაგან. მიუხედავად იმისა, რომ ანტიდემპინგური
პოლიტიკა და მისი მეთოდები სხვადასხვანაირია ქვეყნებში, მათი ძირითადი ნაწილი ამერიკის
შეერთებულ შტატებში გამოყენებული პოლიტიკის მსგავსია.

სახელმწიფო სავაჭრო ინტერვენცია

არსებობს ორი არგუმენტი თუ რატომ არის საჭირო სახელმწიფო ინტერვენცია. პირველი -


პოლიტიკური არგუმენტის მიხედვით, სახელმწიფო ინტერვენცია გამოიყენება ადგილობრივი
მეწარმეების ინტერესების დაცვის მიზნით, რომელიც თავის მხრივ მწარმოებლებს ვნებს. მეორე-
ეკონომიკური არგუმენტია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინტერვენცია საერთო ეკონომიკური
კეთილდღეობის ზრდას უწყობს ხელს.
სახელმწეიფო ინტერვენციის პოლიტიკური არგუმენტები
მოიცავს:
• ადგილობრივი სამუშაოებისა და ინდუსტრიების პროტექციონიზმი
• ეროვნული უსაფრთხოება
• რეპრესალიების გამოყენება
• მომხმარებლის პროტექციონიზმი.
ადგილობრივი სამუშაოებისა და ინდუსტრიების პროტექციონიზმი სახელმწიფო ინტერვენციის
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტია, რომელიც საჭიროა ადგილობრივი სამუშაოებისა და
ინდუსტრიების დაცვისათვის უცხოური კონკურენციისაგან. 2002 წელს ჯორჯ ბუშის მიერ უცხოურ
ფოლადზე დაწესებული ტარიფები სწორედ ამას ემსახურებოდა. პოლიტიკურმა მოტივმა საფუძველი
ჩაუყარა ევროსაბჭოს მიერ ერთობლივი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის (CAP) დაარსებას. იმისათვის
შეიქმნა, რომ ევროპის პოლიტიკურად ძლიერი ფერმერები დაცულნი ყოფილიყვნენ იმპორტის
შეძღუდვით და მათ საქონელზე ფასების გამყარებით. თუმცა მაღალი ფასები მომხმარებლებს ძვირად
დაუჯდათ. იგივე ხდება სახელმწიფო რეგულირების სხვა დარგებში გამოყენების შემთხვევაშიც.
ეროვნული უსაფრთხოება -ზოგჯერ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა განსაკუთრებით დაცული იყოს
ის ინდუსტრიული კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ ეროვნულ
უსაფრთხოებაზე.
რეპრესალიები - მიიჩნევენ, რომ მთავრობამ სახელმწიფო რეგულირების დროს უნდა გამოიყენოს
მუქარა, როგორც მოლაპარაკების საშუალება. ამით ის ადგილობრივ კომპანიებს ეხმარება საერთაშორისო
ბაზრებისაკენ მოძრაობაში და უცხოელი პარტნიორები იძულებული იქნებიან დაემორჩილონ თამაშის
წესებს. სახელმწიფო ინტერვენციის პოლიტიკურად მოტივირებული რაციონალიზმი ვაჭრობას უფრო
ლიბერალურს ხდის და შედეგად ეკონომიკური სარგებელიც მიიღება, თუმცა ეს არის რისკიანი
სტრატეგია. იმ მთავრობამ, რომელიც განიცდის ზემოქმედებას, მის ქვეყანაში მოსალოდნელი ტარიფების
ზრდის საპასუხოდ შეიძლება გაზარდოს სავაჭრო ბარიერები. ასე მოიქცა ჩინეთის მთავრობა, რომელმაც
მიიღო აშშ-სგან მუქარა(რათა გაეძლიერებინა კანონების ზემოქმედება წარმოებაზე), მაგრამ მან უკან არ
დაიხია და გაზარდა სავაჭრო ბარიერები.
მომხმარებლების პროტექციონიზმი -აღნიშნული იმით გამოიხატება, რომ ის უზრუნველყოფს
მომხმარებლებს უსაფრთხო პროდუქციით. ასეთი რეგულირების არაპირდაპირი ეფექტი სახიფათოა. მას
მოჰყვება იმპორტირებული პროდუქციის ლიმიტირება ან აკრძალვა. მაგ. ევროსაბჭომ აკრძალა
გენმოდიფიცირებული ხორცით ვაჭრობა და მისი იმპორტირება, რაც მოტივირებული უყო ევროპელი
მომხმარებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის ზრუნვით.
მთავრობა ზოგჯერ იყენებს რეგულირების მეთოდებს, რომ ხელი შეუწყოს მათთვის პოლიტიკურად
საინტერესო უცხოურ საწარმოო ობიექტებს. მთავრობამ, რომელსაც სურს რომელიმე ქვეყანასთან მჭიდრო
კავშირი დაამყაროს, შეიძლება უპირატესი პოლიტიკა გაატაროს ამ ქვეყნის წარმომადგენელი კომპანიების
მიმართ.
ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების პოლიტიკა იმაში აისახება, რომ საერთაშორისო
ორგანიზაციები ხშირად იმ კომპანიებისათვის, რომლებიც არ ემორჩილებიან საერთაშორისო ნორმებსა და
კანონებს, სადამსჯელო ოპერაციებს მიმართავენ. მაგ 1991 წლიდან ერყი იმყოფებოდა გაეროს კოალიციის
ზემოქმედების ქვეშ და მის მიმართ დაწესებული იყო სავაჭრო სანქციები 2003 წლამდე, სანამ აშშ-ს
სამხედრო ძანა შევიდოდა ერაყში. ეს თეორია მიგვანიშნებს იმაზე, რომ ამგვარი ზეწოლა აიძულებს
დაუმორჩილებელ ქვეყანას, შეცვალოს სავაჭრო პოლიტიკა ან დააჩქაროს მთავრობის გადადგომა. მაგ. აშშ-
მ გრძელვადიანი სანქციები დაუწესა კუბას, რათა შეესუსტებინა მისი კომუნისტური ხელისუფლება და
შეეცვალა იგი დემოკრატიული მთავრობით.
ადამიანთა უფლებების დაცვა - საერთაშორისო ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირების მუდმივად
მნიშვნელოვანი ელემენტია. საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, სავაჭრო რეგულირების
პოლიტიკით გააუმჯობესონ პარტნიორ ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დაცვა.
ამის ერთ-ერთი მეთოდია MNF-სტატუსის მინიჭება პარტნიორი ქვეყნებისთის. მაგ. ჩინეთში
უკიდურესად ირღვეოდა ადამაინთა უფლებები და 2016 წელს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია
ფიქტობდა მიენიჭებინა თუ არა ჩინეთისთვის MNF-სტატუსი, რატა შეეცვალა შიდა პოლიტიკა
ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით. იქ, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა, საჭიროა
უფრო განვითარდეს საერთაშორისო ვაჭრობა, რათა მივაღწიოთ ასეთი ქვეყნების ეკონომიკურ
აღმავლობას და შესაბამისად კეთილდღეობის ზრდას, რომელსაც, როგორც შედეგი, ადამიანის
უფლებების დაცვის გაუმჯობესება მოჰყვება. ამ არგუმენტს 1999 წელს უპირატესობა მიანიჭა კლინტონის
ადმინისტრაციამ და ჩინეთი მიიღეს საერთაშორისო ვაჭრობის ორგანიზაციაში.

ინტერვენციის ეკონომიკური არგუმენტები


2000 წლამდე ეკონომისტების დიდი ნაწილი ვერ ხედავდა სახემწიფო ინტერვენციის დარგებელს და
უპირატესობას ანიჭებდა თავისუფალ ვაჭრობას. სტრატეგიული ვაჭრობის პოლიტიკის განვითარებასთან
ერთად მათი პოზიცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის სასარგებლოდ მაინც
არსებობს მყარი ეკონომიკური არგუმენტები.
დამწყები ინდუსტრიის სახელმწიფო რეგულირების ეკონომიკური არგუმენტი 1972 წელს ჩამოაყალიბა
ალექსანდრ ჰამილტონმა. განვითარებულ ქვეყნებს აქვთ პოტენციური შედარებითი უპირატესობა
განვითარებად ქვეყნებში ახლად დაფუძნებულ ინდუსტრიებთან შედარებით. ამ არგუმენტის მიხედვით,
მთავრობებმა დროებით ხელი უნდა შეუწყონ ახალგაზრდა ინდუსტრიებს, რათა ისინი გაუმკლავდნენ
საერთაშორისო კონკურენციას.
ეს არგუმენტი ლეგიტიმურად ითვლება ბოლო 50 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ მას
მრავალი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე ჰყავს. ეკონომისტები ამ არგუმენტის ორ მთავარ უარყოფით
ასპექტს განიხლავენ. პირველი, უცხოური კონკურენციისაგან პროტექცია ადგილობრივი წამოების
მხოლოდ დროებით ეფექტიანობას იწვევს და მეორე, ის ამცირებს ამ წარმოების საერთაშორისო ბაზარზე
კონკურენტუნარიანობას.
დამწყები ინდუსტრიის არგუმენტი ასევე ეყრდნობა იმ ვარაუდს, რომ ფირმებს არ შეუძლიათ
განახორიელნ გრძელვადიანი ინვესტიციები ადგილობრიი თუ საერთაშორისო ბაზრიდან ფულის
სესხებით. მაშასადამე, მთავრობებმა უნდა განახორციელონ მათი სუბსიდირება გრძელვადიანი
ინვესტიციების მიზნით. ამ პოლიტიკის 20 წლიანი პრაქტიკის რეალიზაციის შემდეგ ეს ვარაუდი აღარ
არის ისეთივე მართებული როგორც ადრე. დღეს თუ განვითარებად ქვეყანას აქვს პოტენციური
შედარებითი უპირატესობა ინდუსტრიაში, ამ ქვეყნის ფირმებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ისესონ
ფული ბაზრებისგან და დააფინანსონ მიმდინარე ინვესტიციები.
სტრატეგიული ვაჭრობის პოლიტიკა - მიიჩნევა სახელმწიფო ინტერვენციის ერთ-ერთ ეკონომიკურ
მოტივატორად. ის შეიცავს ორ კომპონენტს: 1. მთავრობას შეუძლია თავისი ქმედებებით დაარწმუნოს
კომპანია, რომ დასაქმდეს ისეთ დარგში, რომელსაც გააჩნია შედარებითი უპირატესობა უცხოურ
საწარმოებთან შედარებით.ამ სტრატეგიის მიხედვით მთავრობამ უნდა გასცეს სუბსიდიები, რათა ახალ
ინდუსტრიულ საქმიანობაში ჩართულ კომპანიებს დაეხმაროს. 2. მთავრობამ უნდა გამოიყენოს
სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტი, თუ ისინი დაეხმარება ადგილობრივ ფირმას გადალახოს ის
ბარიერები, რომლებიც უკვე წარმოქმნეს მოწინავე ფირმებმა.
თუ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მართებულია,მთავრობის ინტერვენციის რაციონალიზმზე
მეტყველებს შემდეგი: მან ყურადღება უნდა გაამახვილოს სახელმწიფოში ტექნოლოგიების
განვითარებაზე და გამოიყენოს სუბსიდიები, რათა განავითაროს ამ ტექნოლოგიებით ვაჭრობა.
მთავრობამ უნდა შექმნას იმის წინაპირობა, რომ ფირმებმა გადალახონ სავაჭრო ბარიერები და ღირსეული
კონკურენცია გაუწიონ მოწინავე კომპანიებს. ამ შემთხვევაში საჭიროა როგორც ადგილობრივი ბაზრის
პროტექციონიზმი, ასევე საექსპორტო სუბსიდიების გამოყენება.

თავისუფალი ვაჭრობის გადამუშავებული კანონები


სტრატეგიული სავარო პოლიტიკა მხარს უჭრდა სახელმწიფოს ჩარევით საერთაშორისო ვაჭრობაში
ეკონომიკური სამართლიანობის პრინციპების დანერგვას. ასეთი სამართლიანობა კი ეწინააღმდეგებოდა
შეუზღუდავი თავისუფალი ვაჭრობის თეორიას, რომელიც წარმოდგენილია ადამ სმიტისა და დავით
რიკარდოს შრომებში. ეკონომისტებმა, მათ შორის პოლ კრუგმანმა, ყურადღება გადაიტანეს იმ ფაქტზე,
რომ სტრატეგიული ვაჭრობის პოლიტიკა თეორიულად მიმზიდველად გამოიყურებოდა, მაგრამ ის
თითქმის არ მოქმედებდა პრაქტიკაში. ამან საფუძველი ჩაუყარა საერთაშორისო ვაჭრობის
გადამუშავებულ კანონებს.
საპასუხო დარტყმები და სავაჭრო ომი. პოლ კრუგმანის აზრით, სტრატეგიული სავაჭრო პოლიტიკა,
რომელიც გამიზნულია სამამულო ფირმების პრივილეგირებულ მიდგომაზე, ზრდის ეროვნულ
შემოსავალს სხვა ქვეყნების ხარჯზე. იგი ვარაუდობდა, რომ ამ პოლიტიკის გამტარებელი ქვაყნები, კიდევ
უფრო გაამწვავებდნენ სიტუაციას, ამ მიზეზით მოსალოდნელი სავაჭრო ომი კი, ყველა ქვეყნის
ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებდა. კრუგმანის აზრით, უმჯობესია ვიზრუნოთ თამაშის ახალ
წესებზე, რომლებიც მინიმუმადე დაიყვანს თავისუფალი ვაჭრობის დამამახინჯებელი სუბსიდიების
რაოდენობას. ამ მიზნის განხორციელებისკენ ისწრაფვოდა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია.
საშინაო პოლიტიკა. ეკონომიკაში ჩარევისას მთავრობას მხოლოდ ეროვნული ინტერესები არ
ამოძრავებს, ხშირად მიზეზი პოლიტიკური მოტივებია. ევროკავშირი მხარს უჭერს ერთიან სოფლის
მეურნეობის პოლიტიკას(CAP), რომელიც წარმოიშვა მაგ, ფრანგული და გერმანული ფერმერების
პოლიტიკური ზეწოლის გამო. ეს პოლიტიკა სასარგებლო იყო სუსტი ფერმერებისთვის, თუმცა
არახელსაყრელი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უწევდათ მეტის დახარჯვა. ამდენად, კრუგმანის
მიხედვით სტრატეგიული სავაჭრო პოლიტიკის საწინააღმდეგო კიდევ ერთი არგუმენტი არის შემდეგი:
ეკონომიკის შიგნით ის შეიძლება დაეფუძნოს გარკვეული ჯგუფების ინტერესებს.
მსოფლიო ვაჭრობის სისტემის განვითარება
შეუზღუდავი თავისუფალი ვაჭრობის სასარგბლოდ მრავალი არგუმენტი არსებობს, თუმცა ბევრი
ქვეყანა მათი მნიშვნელობის გაცნობიერებამდე, უარყოფითად იყვნენ განწყობილიამ პოლიტიკის მიმართ,
რადგან არ იყვნენ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნები იმავე წესებით იმოქმედებდნენ. არსებოს ერთი
გამოსავალი: მოლაპარაკების წარმართვა სავაჭრო წესების დასადგენად და პოლიტიკის
მოსაწესრიგებლად. ამასთან, საჭრიროა მსაჯი, რომელიც გააკონტროლებს ქვეყნებს შორის ვაჭრობის
წესებს, გამოავლენს დამრღვევბს და დააწესებს სანქციებს თამაშის წესების დამრღვევი ქვეყნებისთვის. ამ
მსაჯის როლს 50 წელი ასრულებდა ტარიფებისა და ვაჭრობის ზოგადი შეთანხმება(GATT), 1995 წლიდან
ცნობილია როგორც მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია (WTO-მვო).
სმიტიდან დიდ დეპრესიამდე. მე-18 საუკუნის ბოლოს თავისუფალი ვაჭრობის თეორიები პირველად
სმითმა და რიკარდომ შეიმუშავეს. თავისუფალი ვაჭრობა პირველად მირებული იქნა დიდ ბრიტანეთში
1846 წელს, როვა ბრიტანეთის პარლამენტმა გააუქმა მარცვლეულის კანონი, რომლის შესაბამისად
უცხოურ მარცვლეულზე არსებობდა მაღალი ტარიფები. ამ გადაწყვეტილების მიზანი იყო სამთავრობო
შემოსავლების ზრდა და ადგილობრივი ფერმერების დაცვა. ბრიტანეთი 80 წლის მანძილზე ცდილობდა
ვაჭრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის გატარებას, თუმცა სხვა ქვეყნებმა ეს პოლიტიკა არ გაიზიარეს.
ისისნი არ ეთანხმებოდნენ მრავალმხრივ თავისუფალ ვაჭრობას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც
შეინარჩუნა ბრიტანეთმა ეს პოლიტიკა არის ის, რომ ის, როგორც მსოფლიოს უდიდესი საექსპორტო
ქვეყანა, მეტ დანაგარგებს ღებულობდა სავაჭრო ომებიდან, ვიდრე სხვა ქვეყნები.
დიდი დეპრესიის და არსებული ეკონომიკური პრობლემების გამო 1930 წელს შეერთებული
შტატების კონგრესმა მიიღო სმუტ-ჰავლეის კანონი, რომელმაც დააწესა იმპორტის წინააღმდეგ ტარიფების
ბარიერები. ამის საპასუხოდ, სხვაქვეყნებმა გაზარდეს თავიანთი ტარიფები.
1947-1979 წლები: ტარიფებისა და ვაჭრობის ზოგადი შეთანხმება, სავაჭრო ლიბერალიზმი და
ეკონომიკური ზრდა. მეორე მსოფლიო ომმა აშშ-ს ეკონომიკურ განვითარებაში წამყვანი ადგილი
დაუმკვიდრა. დიდი დეპრესიის შემდეგ აშშ-ს კონგრესში თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად თანდათან
მყარდებოდა აზრი. 1947 წელს დაარსდა ტარიფებისა და ვაჭრობის ზოგადი შეთანხმება, რომლის მიზანი
წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა იყო, რაც ტარიფების რეგულირებასა და
შემცირების შესახებ მოლაპარაკებების წარმობაში გამოიხატა. 1947-1995 წლამდე ტვზშ-ის წევრ ქვეყანათა
რაოდენობა 19-დან 120-მდე გაიზარდა. ტარიფების შემცირება ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდინარეობდა, 8 რაუნდად.
ამ მიზნით გამართული უკანასკნელი რაუნდი იყო ურუგვაის რაუნდი, რომელიც დაიწყო 1986 და
დასრულდა 1993 წლის დეკემბერში. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა წევრ ქვეყნებს შორის. ტვგშ-ს
გადაწყვეტილებთა რეალიზაცია უზრუნველყოფილი იყო ორმხრივი მონიტორინგის მექანიზმით. თუ
ქვეყანა დარწმუნდებოდა, რომ მისი სავარო პარტნიორი არღვევდა ტვზშ-ს წესებს, მას შეეძლო მიემართა
დავების გადამწყვეტი ორგანოსთვის, რომელიც ჟენევაში მდებარეობდა.
არსებოვის პირველ წლებში ტვზშ-ის საქმიანობა წარმატებული იყო. მაგ. საშუალო ტარიფმა ჟენევის
შეხვედრიდან ტოკიოს რაუნდამდე(1947-1979წ) აშშ-ში 92%-ით დაიწია.
დავით რიკარდოს მიერ შემუშავებული თეორიული არგუმენტებიდან გამომდინარე, ტვზშ-ის
წესებით თავისუფალი ვაჭრობისაკენ სრაფვა სასიკეთო აღმოჩნდა მსოფლიოს ეკონომიკური ზრდისთვის.
1980-1993 წლების მსოფლიოს პროტექციული ტენდენციები. მეოცე საუკუნის 80-იანიდან 90-იანი
წმების დასაწყისამდე ტვზშ-ზე აგებული მსოფლიო სავაჭრო სისტემა იმყოფებოდა გაზრდილი
პროტექციონიზმის წნეხის ქვეშ. ამას 3 მიმზეზი ჰქონდა:
1. იაპონიის ეკონომიკის წარმატება-
2. ხანგრძლივი სავაჭრო დეფიციტი შეერთებულ შტატებში
3. ბევრმა ქვეყანამ გამონახა გზა თუ როგორ აევლო გვერდი ტვზშ-ის წესებისთვის
ურუგვაის რაუნდი და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია
1986 წელს ტვზშ ევრი ქვეყნები შეიკრიბნენ ურუგვაიში, სადაც ტარიფების შესამცირებლად გაიმარტა
მოლაპარაკების მერვე რაუნდი. ეს იყო ყველაზე რთული და მიზანსწრაფული რაუნდი. ამ დრომდე
ტვგში-ს წესები მხოლოდ წარმოებულ საქონელს ეხებოდა. ურუგვაის წესები მიზნად ისახავდა ტვგშ-
ს წესების მომსახურებაზე გავრცელებას, ასევე ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად, სასოფლო
სამეურნე სუბსიდირების შესამცირებლად და ტვგშ-ს მონიტორინგის გასაძლიერებლად ახალი
წესების შემნას. ურუგვაის რაუნდი 7 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და შეთანხმება მიღწეულ იქნა
1993 წლის 15 დეკემბერს. ამ შეთანხმებას წევრი ქვეყნების მიერ ოფიციალურად მოეწერა ხელი
მაროკოში 1995 წლის 1 ივნისს.
ურუგვაის შეთანხმება მოიცავდა შემდეგ გადაწყვეტილებებს:
1) ინდუსტრიული და მანუფაქტურული წარმოების საქონელზე ტარიფების შემცირებას.
2) განვითარებული ქვეყნების მანუფაქტურული წარმოების საქონელზე საშუალო ტარიფის 4%-
იტ შემცირებას.
3) სასოფლო-სამეურნეო სუბსიდირების მნიშვნელოვნად შემცირებას.
4) ტვგშ-ის წესების გავრცელებას მომსახურებაზე.
5) ტვგშ-ს წესების გავრცელებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე (პატენტები, საავტორო
უფლებები, სავაჭრო ნიშნების დაცვა)
6) ტვგშ-ს წესების შესასრულებლად ვაჭრობას მსოფლიო ორგანიზაციის შექმნას.
მომსახურება და ინტელექტუალური საკუთრება. გრძელვადიან პერიოდში ტვგშ-ის წესების
მომსახურებასა და ინტელექტუალურ საკუთრებაზე გავრცელება შესამჩნევი გახდა. 1995 წლამდე ეს
წესები მხოლოდ წარმოებულ საქონელს ეხებოდა. 2015 წელს მსოფლიო ვაჭრობამ შედგინა 1570
მილიარდ დოლარს. ტვგშ-ის წესების გაფართოებამ ვაჭრობის ამ მნიშვნელოვან სფეროში
მნიშვნელოვნად გაზარდა როგორც მომსახურებით მსოფლიო ვაჭრობის წილი, ისე მსოფლიო
ვაჭრობის ზღვრული ნორმა. გატის წესების გავრცელებამ ინელექტუალურ საკუთრებაზე გაადვილა
მაღალტქნოლოგიური კომპანიების საქმიანობა განვითარებულ ქვეყნებში.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია. ტვგშ-ის წესების გაძლიერება და მვო-ს შექმნა უფრო


ეფექტური პოლიტიკის გატარების იმედს იძლეოდა. მვო მოქმედებს, როგორც ყოვლისმომცველი
ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ტვგშ-ის და მისი ტიპის კიდევ ორ ორგანოს (მომსახურებასა და
ინტელექტუალურ საკუთრებებზე). მვო-ს გენერალურმა შეთ ანხმებამ მომსახურეობის ვაჭრობაში
აიღო ინოვაცია,რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გავრცელებულიყო მომსახურებაზე. მვო-ს
შეთანხმება ვაჭრობასთან დაკავშირებული ინტელექტუალურ საკუთრებთა უფლებებზე არის ცდაიმისა,
რომ აღმოიფხვრას დარღვევები ინტელექტუალურ საკუთრებათა უფლებების დაცვის სფეროშ და მოექცეს
საერთაშორისო ესების ქვეშ.
მვო-მ თავის თავზე აიღო სავაჭრო დაპირისპირებების გაკონტროლება და სავაჭრო
პოლიტიკისათვის თვალყურის დევნება. იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ ტგვშ-ის
წესებს. გატარდება სადამსჯელო ღონისძიებები, რაც შეიძლება იყოს კომპენსაცია სავაჭრო
პარტნიორების მიმართ ან უკიდურეს შემთხვევაში, იძულებითი სავაჭრო სანქციები.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის გამოცდილება


2004 წლისთვის მვოში გაერთიანებული იყო 146 ქვეყანა, ჩინეთის ჩათვლით, რომელიც ორგანიზაციას
შეუერთდა 2001 წლის ბოლოს. მვო დღემდე რჩება გლობალური თავისუფალი ვაჭრობის ხელისშემწყობი
საქმიანობების ცენტრად. ორგანიზაციის დამაარსებლები იმედს გამოთქვამდნენ, რომ მვო-ს პოლიტიკა
ტვზშ-ის წევრებზრ ეფექტიანად იმოქმედებდა და ხელს შეუწყობდა მომავალ სავაჭრო მოლაპარაკებებს,
განსაკუთრებით მომსახურებით ვაჭრობის სფეროში. მვო-ს ისტორია დამაიმედებელია, გარდა ერთი
შემთხვევისა, როდესაც მოლაპარაკება მარცხით დასრულდა (სიეტლი 1999წ. მიზანი-სასოფლო-
სამეურნეო ბარიერების შემცირება.) და წინწამოიწია უამრავი შეკითხვა მვო-ს მომავალი დირექტივების
შესახებ.
მვო-ს არსებობის პირველ წლებში ორგანიზაციისმოქმედებას პოზიტიური ეფექტი ჰქონდა. 2014-2018
წლებშ მან 296-ზე მეტი სავაჭრო დაპირისპირება განიხილა,რომელთა ¾ გადაწყდა 2018 წლის ბოლოს
არაოფიციალური კონსულტაციების წარმოების შედეგად. დარჩენილი დავები კი უფრო ფორმალურად
და წარმატებით გადაიჭრა.
მვო ცდილობდა თავისი წესების ქვეშ მოექცია უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რაც არასოდეს
გაუკეთებია ტვზშ-ს. თავდაპირველად ეს რეფორმები შეეხო ტელეკომუნიკაციებსა და ფინანსურ
სერვისებს. 1997 წელს 68 ქვეყანამ, რომლებსაც ტელეკომუნიკაციების შემოსაცლის 90% გააჩნდათ, დადეს
პირობა, რომ მათი ბაზარი ღია იქნებიდა უცხოური კონკურენციისთვის და ერთდულად შეასრულებდნენ
დადგენილ წესებს. შეთანხმების თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს, 120 ქვეყანა დებდა
უცხოეთის კონკურებტ საბანკო, სადაზღვევო და საცვის სექტორებთან ურთიერთობის პირობას. ეს
ვრცელდებოდა აა მარტო გარე ვაჭრობაზე, არამედ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. 70 წვეყანა
დათანხმდა უკიდურესად დაბალ ბარიერებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. აზიის მრავალი ქვეყანა
წავიდა დათმობაზე, რათა მიეღია სხვა ქვეყნების მონაწილეობისთვის თავიანთ საფინანსო სექტორში.
მსო-ს მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის
გარემოს დაცვისა და ადამიანთა უფლებების დამცველთა ორგანიზაციები. ისინი არ ემხრობოდნენ
თავისუფალ ვაჭრობას, მვო-ს კი ანტიდემოკრატიულ ინსტიტუტად მიიჩნევდნენ, რომელიც უკანონოდ
იპყრობდა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტს და იღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დახურულ
კარს მიღმა. ამ ორგანიზაციებმა ისარგებლეს 1999 წელს სიეტლის შეხვედრით და ღიად გამოთქვეს
თავიანთი მოსაზრება. გარემოს დამცველების აზრით სოფლის მეურნეობის სფეროში თავისუფალი
ვაჭრობა გამოიწვევდა მსოფლიო მასშტაბით ტყეების განადგურებას. ხე-ტყის მასალაზე დაბალი
ტარიფები გაზრდიდა მიწოდებას და შედეგად გაიჩეხებოდა ტყეები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ მვო ერევა
გარემოს დაცვით პოლიტიკაში.
ადამიანის უფლებათა დამცველები მვო-ს კანონებში ხედავდნენ კანონგარეშე ქმედებას, იმ
ქვეყნებიდან იმპორტის შესაწყვეტად, სადაც გამოიყენებოდა ბავშვების შრომა და სადაც მუშებს
უხდებოდათ რისკის პირობებში მუშაობა. ამასტნ მშრომელთა გაერთიანებები აკრიტიკებდნენ სავაჭრო
კანონებს, რომლებიც უსვებდნენ იმპორტს დაბალ-ანაზღაურებად ქვეყნებში , რის შედეგადაც
იზრდებოდა უმუშევრობა მაღალანაზღაურებად ქვეყნებში. ამ საჩივრებს უარყოფდნენ მვო და
თავისუფალი ვაჭრობის დამცველები. მვო-ს კანონის თანახმად წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება დაუწესონ
ტარიფები წესების დამრღვევ ქვეყნებს, მაგრამ აქ მთავრდება ორგანიზაციის შესაძლებლობები.
სიეტლში გაიმართა საპროტესტო აქციები, მათში გარემოს დამცველებთან ერთად
ანტიგლობალისტებიც მონაწილეობდნენ. ამ მოვლენებმა ჩაშალა მვო-ს მოლაპარაკებები სიეტლში და
მნიშვნელოვნად შელახა მისი ღირსება. 2001 წელს გამართულ მსოფლიო სავაჭრო მოლაპარაკებების
რაუნდში დიდი როლი ითამაშეს გარემოსა და მშრომელთა უფლებების დაცველებმა.

მვო-ს მომავალი: მოუგვარებელი საკითხები და დოჰას რაუნდი.


საერთაშორისო ვაჭრობის ფრონტზე კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი. მვო-ს დღის წესრიგში
დადგა საკითხი: ანტიდემპინგური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობაში პროტქციონალიზმი,
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
ანტიდემპინგური პოლიტიკა. მვო-ს წესების თანახმად, ქვეყნებს შეუძლიათ დააწესონ
ანტიდემპიგური გადასახადები უცხოურ საქონელზე, თუ ამ საქონელს აქვს ადგილობრივზე დაბალი
ფასი ან თუ ადგილობრივ მწარმოებლებს შეუძლიათ იმის დამტკიცება, რომ ზიანდებიან. „დემპინგის“
უფრო შენიღბული განსაზღვრება მდგომარეობს იმაში, რომ ის არის თავის დასაძვრენი საშუალება,
რომელსაც ბევრი ქვეყანა იყენებს პროტექციონისმის მიზნით. 2008 2018 წლებში მვო-მ მიიღო 2416
ინიციატივა ანტიდემპინგური ქმედების შესასრულებლად. როგორც ჩანს, ანტიდემპინგური ქმედებები
კონცენტრირებული იყო ეკონომიკის გარკვეულ სექტორებზე. 1995-2003 წლებშიინიციატივა შეეხო
ქიმიურ, პლასმასისა და მანქანის ნაწილებს, ასევე ელექტრონული მოწყობილობებს. მაღალი
კონკურენციის გამო მათი ფასი დაბალი იყო სა მწარმოებელი ფირმაბი ნაკლებ სარგებელს ნახულობდნენ.
აქედან გამომდინარე, ანტიდემპინგური ქმედებების მაღალი დონე ამ წარმოებებში, არის
მწარმოებლების ცდა, გამოიყენონ პოლიტიკური პროცესები თავიანთ ქვეყნებში უცხოელი
კონკურენტებისგან თავის დასაცავად. პროცესი მეტად პოლიტიზებული ხდება. ბიზნესმენები და
მათი მომუშავე პერსონალი გავლენას ახდენენ ანტიდემპინგურურ პროცესებზე.
პროტექციონიზმი სოფლის მეურნეობაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ყურადღებას
ამახვილებს მვო, არის ტარიფები და სუფსიდიების მაღალი დონე სოფლის მეურნეობის სექტორში.
ტარიფის მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის პროდუქტზე ყოველთვის მაღალია, ვიდრე
მანუფაქტურული წარმოების პროდუქტებსა და მომსახურეობაზე. მაღალი ტარიფები და სუბსიდიები
კი მნშვნელოვნად ამახინჯებს ვაჭრობას. მვო აცხადებს რომ სუბსიდირებისა და ტარიფების გაუქმება
მნიშვნელოვნად ზრდის ვაჭრობის საერთაშორისო დონეს, დაბლა სწევს სამომხმარებლო ფასებს და
მატულობს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცმებით,
ტარიფებისა და სუბსიდიების გაუქმება, გაზრდის გლობალურ ეკონომიკურ კეთილდღეობას 128
მილიარდი დოლარით წლიურად.
ამ სისტემის უპირველესი დამცველები განვითარებული ქვეყნები არიან, განვითარებადი ქვეყნების
მწარმოებლები კი ყველა ღონეს ხმარობენ, რომ შეძლონ განვითარებული ქვეყნების დაცულ ბაზრებზე
ადგილის დაიმკვიდრება რეფორმების საშუალებით შეძლონ. სოფლის მეურნეობის სექტორში
თავისუალი ვაჭრობა ეკონომიკის განვითარებაში ეხმარება მსოფლიოს შედარებით ღარიბ ქვეყნებს.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ეს კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც უდიდეს ყურადღებას
უთმობს მვო. ინოვაციური საკუთრების დაცვის დაბალი დონე ამცირებს ინოვაციის სტიმულებს. 1995
წლწის ურუგვაის შეთანხმება მოიცავდა შეთანხმებას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ,
ითვალისწინებს პატენტების სულ მცირე 20 წლიანი და საავტორო უფლების 50 წლიანი ვადით გაცემას.
მდიდარ ქვეყნებს ამ წესის შესასრულებლად მიეცათ 1 წლის ვადა, ღარიბ ქვეყნებს-5 წლის, უღარიბეს
ქვეყნებს-10 წელი. მსგავსი შეთანხმების გარეშე, ინოვაციების სხვა ქვეყნებში იმიტირების მეტი
საშიშროება იქმნებოდა. შეთანხმების გარეშე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევა
სხვადასხვა წარმოებაში პრობლემას წარმოადგენს, უმეტესად კი კომპიუტერული პროგრამების და
მუსიკის ჩანაწერების სფეროში. მვო-ს რწმენით, ამ უფლებების დაცვა მნიშვნელოვან ზემოქმედებას
მოახდენს მსოფლიო ვაჭრობის სრულ ინტელექტუალური საკუთრების შექმნაში. შედეგად მსოფლიოში
შეიქმნება უფრო მეტი ახალი წამალი, კომპიუტერული პროგრამა, მუსიკალური ჩანაწერი, გაიზრდება
სოციალური კეთილდღეობა და მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი .ამიტომაც არის მვო
დაინტერესებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვაში.
დოჰას რაუნდი. ანტიდემპინგური პროცესები, ვაჭრობა სოფლის მეურნეობის ბაზარზე და
საკუთერბის უფლებათა კანონების გამკაცრება წარმოადგენდა 1999 წელს სიეტლში შეხვედრის სამ
გამომწვევ მიზეზს, მაგრამ ეს შეხვედრა ჩაიშალა. 2001 წელს კი ჩატარდა ახალი რაუნდი, ორგანიზაციამ
ამოირჩია დოჰა რადგან პროტესტანტებს ჰქოოდათ აქ მოხვედრის ნაკლები შანსი. სიეტლისგან
განხსვავებით დოჰაში წევრები წინასწარ შეთანხმდნენ მოლაპარაკებათა ახალი რაუნდის ჩატარებასა და
დღის წესრიგზე.
დოჰას დღის წესრიგი ითვალისწინებდა საქონელსა საქონელსა და მომსახურებაზე ტარიფების
შემცირებას, ბარიერების შემცირებას ინვესტიციებში და ანტიდენპინგური კანონების შეზღუდულ
გამოყენებას. სუბსიდიები უნდა შეემცირებინათ იაპონიას, აშშ-ს და ევროგაერთიანების ქვეყნებს. ასევე
ევროპას უნდა გაეთვალისწინებია გარემოს დაცვის პოლიტიკა სავაჭრო მოლაპარაკებებში, რადგან
განვითარებადი ქვეყნები გარემოს დაცვის პოლიტიკას მიიჩნევენ შენუღბულ სავაჭრო ბარიერებად.
დიდი ფარმაცევტული სექტორების ქვეყნები უხმოდ დაითანხმეს აფრიკელების, აზიელების და
ლათინოამერიკული ქვეყნების მოთხოვნებს წამლის პატენტირების საკითხებში. ამის გარდა მვო
აცხადებდა, რომ ინტელექტუალური საკუთრება არ შეუშლიდა წევრ ქვეყნებს ხელს საზოგადოების
ჯანმრთელობის დაცვაში. ეს შეთანხმება განსაკუთრებით ხელსაყრელი იყო განვითარებული
ქვეყნების მწარმოებლებისათვის. თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდებოდა, სოფლის
მეურნეობის მწარმოებლები სამუდამოდ შეაღწევდნენ ამ ქვეყნებში.ასევე განვითარებადი ქვეყნები
ისარგებლებდნენ სამუშაო სტანდარტების ნაკლებად გათვალისწინებით. ისინი ისარგებლებდნენ
გარანტირებული ხელმისაწვდომობით იაფ მედიკამენტებზე. თუმცა, ამავე დროს არსებოდა
დაზარალებული მხარეც, ევროგაერთიანებისა და იაპონიის ფერმერები, აშშ-ს ფოლადის მწარმოებლები,
გარემოს დამცველები და განვითარებული ქვეყნების ფარმაცევტული ფირმები. საერთო ჯამში დოჰას
რაუნდის წარმატების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აიწეოდა გლობალური ეკონომიკური
კეთილდღეობა. მსოფლიო ბანკის შეფასებით 2015 წლისთვის მსოფლიო შემოსავალი 500 მილიარდი
დოლარით აიწევდა, რაც დაეხმარებოდა 144 მილიონ ღარიბ ადამიანს სიღარიბიდან გამოსვლაშ.. 2003
წელს კი კანკუნის შეხვედრა ჩაიშალა იმიტომ, რომ არ არსებობდა შეთანხმება, თუ როგრო
გაგრძელდებოდა სოფლის მეურნეობაში სუბსიდირებისა და ტარიფების გაერთიანება. 2004 წელს
ამერიკამ და ევროკავშირმა თავიდან გადაწყვიტეს მოლაპარაკების დაწყება და ორივე მხარემ აიღო
სოფლის მეურნეობის სუფსიდირებისა და ტარიფების რადიკალურად შემცირების ვალდებულება.

მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია და საქართველო

1994 წ წელს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ტარიფების
და ვაჭრობის ზოგად შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების მიზნით. იმავე წელს საქართველომ მიიღო
დამკვირვებლის სტატუსი ამ ორგანიზაციაში, მაგრამ 1995 წელს მვო-დ გარდაქმნის გამო, საჭირო იყო
მოლაპარაკებების თავიდან დაწყება. საქართველომ 1996 წელს მიიღო მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის
გენერეალური საბჭოს სხდომაზე დამკვირვებლის სტატუსი ამ ორგანიზაციაში. იმავე წელს ქვეყანამ
ოფიციალურად განაცხადა ორგანიზაციაშის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭების სურვილი,
რის შედეგადაც საბჭომ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი. 1997 წელს მვო-ს სამდივნოს ოფიციალურად
გადაეგზავნა მემორანდუმი საქართველოს საგარეო ვაჭრობის რეჟიმის შესახებ. გაწევრიანების პროსესში 3
წლის ვადაში გაიმართა 5 ოფიციალური მრავალმხრივი ასევე ორმხირივი მოლაპარაკებათა რაუნდი 30მდე
წევრ ქვეყანასთან, სულ 120მე შეხვედრა. ამ შეხვედრებზე განხილულ იქნა ბმული სატარიფო განაკვეთები
სასაქონლო იმპორტზე, საქონლით ვაჭრობის ბაზარზე დაშვების პირობები და ვალდებულებები
მომსახურებით ვაჭრობის სფეროში. გაწევრიანების ჯგუფის ანგარიშში ასევე დაფიქსირდა ის
ვალდებულებები, რომლებსაც საქართველი შეასრულებდა 5 წლიანი გარდამავალი პერიოდის
განმავლობაში საკანონმდებლო-ნორმატიულ ბაზაში სათანადო ცვლილებათა გზით. პროცესს
ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილი კომისია,რომლის
მუშაობაშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო კანცელარიის,
პრაქტიკულად ყველა სამინისტროს და ეკონომიკურ საკითხებთან შეხებაში მყოფი უწყების
წარმოამდგენლები, აგრეთვე საერთშორისო რგანიზაციები რომელიც დახმარებას უწევდნენ ტექნიკურ
საკითხებში.
1999 წლის 6 ოქტომბერ გენერალურმა საბჭომ ხელი მოაწერა მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს
მთავრობის ოქმს. 2000 წელს საქართველოს პარლამენტმა რატიფიციება გაუკეთა საქართველოს
გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა მვო-ს 137-ე წევრი. საქართველოს
პრეზიდენტის ბრძანებუებით ჩამოყალიბდა მვო-სთან თანამშრომლობის კომისია, საგარეო საქმეთა
მინისტრის თავმჯდომარეობით. რომელიც კოორდინაციას უწევდა მვო-სთან ურთიერთობებს.
საქართველომ იკისრა ორგანიზაციის შეთანხმებათა მთლიანი ვალდებულებების პაკეტი, აგრეთვე
ვალდებულებები, რომლებიც დაფიქსირებულია ოქმის დანართ დოკუმენტში. ესენია: საქართველოს
ბმული ტარიფების ცხრილები, მომსახურებით ვაჭრობის სფეროში სპეციფიკურ ვალდებულებათა
ცხრილები, მუშათა ჯგუფის ანგარიში.
ბმული ტარიფების ცხრილები წარმოადგენდენ საქონლის იმპორტზე საბაჟო ტარიფის მაქსიმალური
განაკვეთის ჩამონათვალს, რომელთა გამოყენების უფლება გააჩნია საქართველოს, მვო-ს წევრების
დამატებითი თანხმობის გარეშე. იმ სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფები დაფიქსირდა
უფრო დაბალ დონეზე, ვიდრე მოქმედი ტარიფები(საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფარმაცევტული
პროდუქცია), საქართველო გაწევრიანების დღიდან ვალდებული იყო მოქმედი ტარიფერი მოეყვანა
„ბმულის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაში ანუ დაეწესებინა მის დონეზე უფრო დაბალი ტარიფები. იმ
სასაქონლო პოზიციებზე, სადაც ბმული ტარიფების დომე მოქმედზე მაღალია, საქართველოს აქვს
უფლება აწიოს საიმპორტო ტარიფი ბმულის დონემდე, თუ ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს. მაღალი
დონეები შეთანხმდა ძირითადად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე,ასევე მცირე რაოდენობის
სამრეწველო პროდუქციაზე, ზოგიერთი პროდუქციაზე ბმული ტარიფი გარდამავალი პერიოდის(5-6
წელი) განმავლობაში განიცდიან თანდათან დაკლებას. სატარიფო დაცვლის დონის დახასიათებისას
ჩვეულებრივ იყენებენ საშუალო შეწონილი ტარიფირს მაჩვენებელს, რომელიც ცალკეული სატარიფო
დონის სიდიდესთან ერთად ითვალისწინებს, შესაბამისი სასაქონლო პოზიციის იმპორტის მოცულობას
ქვეყნის საერთო იმპორტში.
გაწევრიანების შემდეგ გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა მოქმედ ტარიფებში შესატან ცვლილებათა
თაობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევდა, რომ სუსტი საბაჟო ადმინისტრაციის პირობებში
საქართველოს მთავრობას თავი უნდა შეეკავებინა საბაჟო ტარიფების განაკვეთების მომატებისგან.
დღეისთვის, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი
„საბაჟო ტარიფებისა და გადასახადის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის თაობაზე“, რომლის ამოქმედებით შესრულდება საქართველოს ვალდებულებები სატარიფო
სფეროში.
მომსახურებით ვაჭრობაში სპეციფიკურ ვალდებულებათა ცხრილებით განსაზღვრულია ის
შეზღუდვები, რომლებიც ეხება მომსახურების ადგილობრივ და უცხოურ მომწოდებლებს. ეს
შზღუდვებია 2 ტიპისაა: „ჰორიზონტალური“- ეხება მომსახურების ყველა სფეროს . და „ვერტიკალურ”-
რომელიც სპეციფიკურია კონკრეტული სექტორის მიმართ. მომსახურებით ვაჭრობა საქარტველოს
სრულად ლიბერალიზებული აქვს, უცხოელ მომწოდებლებს ადგილობრივებთან შედარებით
დაუწესდათ უფრო მცირერიცხოვანი შეზღუდვებუ(სადაზღვევო, საბანკო საფინანსო).
გაწევრიანების პროსეცში გატარდა მრავალი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მომხდარიყო
საქართველოს კანონმდებლობის რაც შეიძლება სრული ჰარმონიზაცია მვო-ს მოთხოვნებთა. სამომავლო
ცვლილებები, კი დაფიქსირდა გაწევრისნების მუშა ჯგუფის ანგარიშში ვალდებულებათა სახით,
რომლებიც შეეხება ფართო სპექტრის საკითხებს როგორიცაა სამეწარმეო საქმიანობის ექსპორტის
ლიცენზირება, საგადასახალო სისტემა, სხტანდარტიზაცია, სერთიფიკაცია და სხვა.

საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელობა

რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვაჭრობის ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებას


გლობალურ ბიზნესსაქმიანობაში? რატომ უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო მენეჯერი
თავისუფალი ვაჭრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, თავისუფალ ვაჭრობასა და პროტექციონიზმის
არგუმენტებს? ამ კითხებზე მოიძებნება ორი პასუხი: პირველი უკავშირდება სავაჭრო ბარიერების ფირმის
სტრატეგიაზე გავლენას, მეორე კი - ბიზნესკომპანიების როლს თავისუფალი ვაჭრობის
განვითარებაში.
სავაჭრო ბარიერები და ფირმის სტრატეგია. ფირმებმა შესაძლოა, დააპროექტონ პროდუქციის
დიზაინი და აგებულება ერთ ქვეყანაში, დაამზადონ ის სხვა ქვეყანაში, საბოლოოდ ააწყონ კიდევ სხვაგან
და შემდეგ განახორციელოს ამ პროდუქტის ექსპორტი დანარჩენ ქვეყნებში. ფირმის შესაძლებლობა
აწრამოოს საქონელი ამ წესით, დამოკიდებულია სავაჭრო ბარიერებზე. სავაჭრო ბარიერები ზრდის
ექსპორტის ღირებულებას და ფირმას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
ქვოტები და ნებაყოფლობითი საექსპორტო შეზღუდვები ამცირებს ფირმის შესაძლებლობას აწარმოოს
საქონელი სხვადასხვა ქვეყნებში, რის პასუხადაც ისინი ამეწარმეო აღჭურვილობას ერთ ქვეყანაში
განალაგებენ, თუმცა ამის შედეგად იზრდება სამეწარმეო დანახარჯები; ფირმები თავიანთი საქმიანობის
ყველაზე დიდ სეგმენტს ერთ ბაზარზე ახორციელებენ. ამის შედეგად იზრდება სამეწარმეო დანახარჯების
დონე, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი ის გადანაწილდება სხვადასხვა ქვეყანაში. მაშინაც კი, როცა არ
არსებობს სავაჭრო ბარიერები ფირმისთვის უპრიანია საწარმოო საქმიანობის მოცემულ ქვეყანაში
განხორციელება, რათა მომავალში ის დაზღვეული იყოს სავაჭრო ბარიერებისგან.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის შედეგი არის საწარმოო დანახარჯების იმაზე მაღალი
დონე, ვიდრე ის მიიღწეოდა თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში.
პოლიტიკური მნიშვნელობა. ფირმები ძირითადი მოთამაშეები არიან საერთაშორისო ვაჭრობის
სცენაზე. ცენტრალური რგოლის გამო, ფირმებს შეუძლიათ და ახდენენ კიდეც გავლენას მთავრობის
პოლიტიკაზე. ეს გავლენა შესაძლოა პროტექციონიზმის გამამრთლებელი იყოს ან უბიძგოს მთავრობას
მვო-ს მხარდაჭერისა და თავისუფალი ვაჭრობისკენ. საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სამთავრობო
პოლიტიკა პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ბიზნესზე.
კონკურენტული უპირატესობების მოპოვებაში ფირმებს ეხმარება ვაჭრობის სტატეგიული
პოლიტიკით გათვალისწინებული სახელმწიფოს ჩარევა (კვოტები, ანტიდემპინგური ქმედებები,
სუბსიდიები). თუმცა ამ დარგში არსებობს ხარვეზებიც: ინტერვენცია არის სახიფათო, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს სავაჭრო ომები და საპასუხო მოქმედბები, გარდა ამისა, ასეთი პოლიტიკა შესაძლოა,
გამოიყენონ იმ ჯგუფებმა, რომლებსაც გარკვეული ინტერესები ამოძრავებთ.
მოკლევადიან პერიოდში შესაძლოა სასარგებლო იყოს საელმწიფოს ჩარევა საეთაშორისო ვაჭრობაში,
მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მოჰყვება უკუეფექტი და სხვა მთავრობების საპასუხო ქმედებები. ეს არ
ნიშნავს იმას, რომ ფირმამ ყოველთვის უარი უნდა თქვას პროტექციაზე, მაგრამ მენეჯერმა დიდი
ყურადღებით უნდა გაანალიზოს ყველა შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს პროტექციონიზმს.

7. რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია (თავი8)


ეკონომიკური ინტეგრაცია წარმოადენს იმ ქვეყნებს შორის ურთიერთ შეთანხმების ფორმას,
რომლებიც ერთიანდებიან გეოგრაფიულ რეგიონში ,რათა შეამცირონ და შემდეგ საბოლოოდ გააუქმონ,
ქვეყნებს შორის არსებული საქონლის, მომსახურებისა და წარმოების ფაქტორების თავისუფალი
მოძრაობის სატარიფო ბარიერები. მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის (მვო) წევრები ვალდებულნი
არიან, რომ შეატყობინონ მას ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმების შესახებ, რომელშიც ისინი ღებულობენ
მონაწილეობას. 2018 წლის დასაწყისში რეგიონალური სავაჭრო შეთანხმებების სრულმა რიცხვმა მიაღწია
300-ს.
ეკონომიკური ინტეგრაციის საფეხურები

თეორიულად ეკონომიკური ინტეგრაციის რამდენიმე საფეხური არსებობს, ესენია: თავისუფალი


ვაჭრობის ზონები, საბაჟო კავშირი, საერთო ბაზარი და სრული ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირი.
თავისუფალი ვაჭრობის ზონაში საქონელ-მომსახურებით ვაჭრობის ყველა დაბრკოლება წევრ
ქვეყნებს შორის გაუქმებულია, თეორიულად ამ ტიპის თავისუფალი ვაჭრობის იდეალურ არეალში
არავითარი დისკრიმინაციული ტარიფები, კვოტები, სუბსიდიები ან ადმინისატრციული დაბრკოლებები
არ არის ნებადართული. წევრი ქვეყნებისთვის მიღებულია ვაჭრობის ერთიანი წესები, ყველას აქვს
უფლება განსაზღვროს ვაჭრობის წესები არაწევრ ქვეყნებთან. ეკონომიკის რეგიონალურ ინტეგრაციაში
ყველაზე პოპულარულია თავისუფალი ვაჭრობის ზონები(რეგიონალური შეთანხმებების 90%).
მსოფლიოში თავისუფალი ვაჭრობის ყველაზე ათვისებული არეალი არის ევროპის თავისუფალი
ვაჭრობის ასოციაცია (EFTA), რომელიც დაარსდა 1960 წელს იმ ქვეყნების მიერ რომელთც უარი თქვეს
შეერთებოდნენ ევროსაზოგადოებას(ევროკავშირის წინამორბედი)- ავსტრია, დიდი ბრიტანეთი,
შვედეთი, ფინეთი, დანია. ამჟამად ევროკავშირის წევრები. წევრების აქცენტი გადატანილია სამრეწველო
საქონლის თავისუფალ ვაჭრობაზე, ხოლო სოფლის მეურნეობა შეთანხმების გარეთაა. ამ ორგანიზაციის
წევრები თავისუფალი არიან EFTA-ს არაწევრი ქვეყნების მიერ შემოტანილი საქონლის ტარიფების
დადგენაში.
საბაჟო კავშირი- არის ეკონომიკისა და პოლიტიკის სრული ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა. საბაჟო
კავშირი ახდენს წევრი ქვეყნების სავაჭრო ბარიერების ლიკვიდაციას და ადგენს საერთო საგარეო
ვაჭრობის კანონებსა და წესებს. ევროკავშირი თავდაპირველად შეიქმნა როგორც საბაჟო კავშირი,
განვითარების ფონზე კი გადაინაცვლა შემდეგ ინტეგრაციულ საფეხურზე. საბაჟო კავშირის მსოფლიოს
უახლესი ვერსია ცნობილია ანდების პაქტის სახელით, ის აერთიანებს ბოლივიას, კოლუმბიას, ეკვადორს
და პერუს. წევრ ქვეყნებს შორის იმპორტირებულ საქონელზე სავალდებულო საერთო ტარიფების
განაკვეთი შეიძლება დადგინდეს მხოლოდ 20%-ის ფარგლებში.
საერთო ბაზარი- არ გააჩნია წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის არანაირი ბარიერი, მოიცავს საგარეო
ვაჭრობის საერთო წესებს და უზრუნველყოფს წევრ ქვეყნებს შორის ზოგიერთი წარმოების ფაქტორის
თავისუფალ გადაადგილებას. შრომა და კაპიტალი მოძრაობს თავისუფლად, რადგან წევრ ქვეყნებს შორის
არ არსებობს შეზღუდვა კაპიტალის მოძრაობაზე, იმიგრაცეაზე, ემიგრაციეზე. საერთო ბაზრის
ჩამოყალიბება მოითხოვს ფისკალური, მონეტარული და პერსონალის დაქირავების პოლიტიკის
ჰარმონიზაციას. ევროკავშირი დღეს ფუნქციონირებს როგორც ევროპის ეკონომიკური ზონა, რომელიც
წარმოადგენს საერთო ბაზარს. სამხრეთ ამერიკის გაერთიანება - MERCOSUR(წევრები:არგენტინა,
ბრაზილია, პორტუგალია და ურუგვაი), ცდილობს საბოლოოდ ჩამოყალიბდეს როგორც საერთო ბაზარი.
ეკონომიკური კავშირი საერთო ბაზართან შედარებით იწვევს სრულ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და
კოოპერაციას. როგორც საერთო ბაზარი, ეკონომიკური კავშირი უზრუნველყოფს პროდუქციისა და
წარმოების ფაქტორების წევრ წვეყნებს შორის თავისუფალ მოძრაობას. საერთო საგარეო სავაჭრო
პოლიტიკასთან ერთდ, მოითხოვს მონეტარული და ფისკალური, საბაჟო და საგაასახადო პოლიტიკის
ჰარმონიზაციას. ასეთი მაღალი ხარისხის ინტეგრაცია მოითხოვს მარეგულირებელი ორგანოების
არსებობას.
ეკონომიკური კავშირის წარმატებული საქმიანობა ბევრად არის დამოკიდებული იმ
ბიუროკრატიაზე, რომელიც განსაზღვრავს ამ კავშირის კოორდინაციას. კავშირში ცენტრალური აპარატი
განსაზღვრავს წევრი ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და საერთშორისო პოლიტიკას. ევროკავშირი
პოლიტიკურ კავშირსაც წარმოადგენს, 1970 წლიდან ევროპარლამენტის არჩევნები ამ ორგანიზაციაში
ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომელიც აირჩევა მასში შემავალი ქვეყნების მოქალაქეების
მიერ. კავშირის მინისტრთა საბჭო შექმნილია პარლამენტის მიერდა ის არის ყველა წევრი ქვეყნის
წარმომადგენლობითი ორგანო. პოლიტიკური კავშირის შექმნა შესაძლებელია ახალი ქვეყნის წარმოქმნის
საფუძველზე. (მაგ. აშშ- 13 კოლოონიიდან შტატების ფედერალური კავშირი წარმოიქმნა).

რეგიოლანურ ინტეგრაციის ფუნქციები


რეგიონალურ ინტეგრაციას 2 ფუნქცია გააჩნია: ეკონომიკური და პოლიტიკური. რეგიოლნალურ
ინტეგრაციას ახდენს ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ერთიანდებიან ერთ რეგიონში.
ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტები: რეგიონალური ინტეგრაციის ეკონომიკური ასპექტი არის
პირდაპირი. ქვეყნების თავისუფალი ვაჭრობის სიტემასთან მიერთება ასტიმულირებს ეკონომიკურ
ზრდას, რადგან შეზღუდვების არ არსებობის პირობებში ქვეყნები სპეციალიზდებიან იმ
საქონელმომსახურების წარმოებაზე, რომელიც ყველაზე ეფექტიანად გამოსდით. ეკონომიკურ ზრდას
უწყობს ხელს ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რადგან იგი ცოდნის გადაცემის და ეკონომიკის
სტიმულირების საკითხში ცენტრალურ როლს თამაშობს- გადასცემს ერთიდან მეორე ქვეყანას
ტექნოლოგიურ, მარკეტინგულ და მენეჯერულ „ნოუ-ჰაუს“. შესაბამისად, პროდუქციის, მომსახურებისა
და წარმოების ფაქტორების თავისუფალი გადაადგილების თვალსაზრისით ქვეყნებს შორის არ არსებობს
წინააღმდეგობები. ქვეყნები ცდილობენ საერთაშორისო სავაჭრო და ინვესტიციების შეთანხმებაში
მონაწილეობას დამატები სარგებლის მიღების მიზნით, თუმცა რაც მეტი ქვეყანაა ჩართული ამ
პროცესებში მით მეტადაა გართულებული საერთო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მეტია მასში
ინტეგრაციის პერსპექტივა. ამრიგად, ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა ცდა მოტივირებულია ქვეყნების
სურვილით, რომ გამოიყენონ თავისუფალი ვაჭრობისა და პირდაპირი ინვესტიციების უპირატესობები
დამატებითი სარგებლის მისაღებად.
ინტეგრაციის პოლიტიკური ასპექტი: ეკონომიკური სისტემების ურთიერთკავშირი, სამეზობლო
პოლიტიკა და მათ შორის მჭირდო ურთიერთდამოკიდებულება ქმნის მეზობელ სახელმწიფოებს შორის
პოლიტიკური გაერთიანებების შესაძლებლობას და ამცირებს ძალადობრივი კონფლიქტის პოტენციალს.
ეკონომიკური სისტემების გაერთიანებით, ქვეყნებს შეუძლიათ გაზარდონ თავიანთი პოლიტიკური წონა.
მე-20 საუკუნეში ევროპამ ძლიერ იზარალა ორი გამანადგურებელი ომით, რომლებიც წარმოიშვა
ამბიციური ერების მიერ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრ ევროპელს სჯეროდა ,რომ ევროპული
სახელმწიფოები აღარ იყვნენ იმდენად დიდი, რომ შესულიყვნენ მსოფლიო ბაზარზე და მსოფლიო
პოლიტიკაში. ბევრი პოლიტიკური ლიდერისთვის მიუღებელი იყო ერთის მხრივ, აშშ-ს პოლიტიკა,
მეორეს მხრივ საბჭოთა იმპერიისადმი შეგუება.
დაბრკოლებები ინტეგრაციის გზაზე: ყოველთვის არ არის ადვილი ეკონომიკური და პოლიტიკური
ინტეგრაცის მიღწევა. ეკონომიკურ ინტეგრაციას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ორი დაბრკოლება
ინტეგრაციის გზაზე:
1. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად შეიძლება ერთმა ქვეყანამ მიიღოს სარგებელი სხვა
წევრებმა კი იზარალონ, თავისუფალი ვარობის რეჟიმისკემ მოძრაობა იწვევს მტკივნეულ შედეგებს.მაგ,
წარმოების სხვა ქნებშ გადატანით ადგილობრიცი მუშების დაზარალება.
2. მეორე დაბრკოლება ჩნდება ეროვნულ სუვერენიტეტთან მიმართებით. მაგ, ევროკავშირმა
მიმოქცევაში შეიყვანა კავშირის ცენტრალური ბანკის მიერ კონტროლირებადი საერთო ვალუტა - ევრო.
თუმცა, ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება ამას და მოითხოვს ევროკავშირისგან დამოუკიდებელ
მონეტარულ პოლიტიკას.

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საწინააღმდეგო არგუმენტი


მიუხედავად რეგიონალური ინტეგრაციის უპირატესობებისა, ზოგიერთი ეკონომისტი მიიჩნევს რომ
იგი უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ფასისმიერ პოლიტიკაზე. სავაჭრო პრობლემები ჩნდება, როცა
თავისუფალი ვაჭრობის ტერიტორიაზე ძვირადღირებული საქონელ-მომსახურების შიდა მწარმოებელს
ენაცვლება იაფფასიანი საზღვარგარეთის მწარმოებელი. ასე რომ, რეგიონული თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებები მსოფიოსთვის სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როცა მასში შემავალი ქვეყნები არ ეწევიან სხვა
ქვეყნის სავაჭრო დისკრიმინაციას.
ვთქვათ, აშშ-მ და მექსიკამ დააწესა ტარიფები ყველა ქვეყნიდან იმპორტირებული გარკვეული
სახეობის საქონელზე. მათ დაადგინეს თავისუფალი ვაჭრობის ტერიტორია, ერთმანეთს შორის გააუქმეს
ყველა სავაჭრო ბარიერი, მაგრამ იცავენ ტარიფებს ასეთი საქონლის იმპორტზე. თუ აშშ ტექსტილის
იმპორტს აკეთებს მექსიკიდან უკუსვლა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით არ შეიმჩნევა, რადგან
შედარებითი უპირატესობის თეორიიდან დაყრდნობით ვაჭრობა შეიძლება მიმდინარეობდეს რეგიონულ
ჯგუფებს შორის. მაგრამ თუ აშშ მიიღებს იმპორტირებულ ტექსტილს კოსტა რიკიდან, რომელიც ამ
სავაჭრო შეთანხმებაში არ შედის, თუმცა მან ტექსტილი აწარმოა უფრო ნაკლებ ფასად ვიდრე მექსიკამ -ეს
იქნება ცვლილება უარესისაკენ.
თეორიულად მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მიერ დადგენილმა წესებმა უნდა უზრუნველყოს
გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების მიერ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესრულება და არ
დაუშვან ამ წესებისგან სავაჭრო გადახრა. ეს წესები უფლებას იძლევა თავისუფალი ვაჭრობის
ტერიტორიები იქნას ჩამოყალიბებული მხლოდ მაშინ, თუ წევრები განსაზღვრავენ ისეთ ტარიფს,
რომელიც არ იქნება მაღალი ან შემზღუდველი არაწევრებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ
მიმართულებით უნდა გაიზარდოს ვმო-ს უფლებამოსილება, რათა მან არ დაუშვას ვაჭრობის
არასატარიფო ბარიერები.
რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია ევროპაში:
ევროპას აქვს ორი სავაჭრო ჯგუფი- ევროკავშირი და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია(4
წევრი). თავისი გავლენით და წევრი ქვეყნების რაოდენობით აქედან მნიშვნელოვანია ევროკავშირი(25
წევრი).
ევროკავშირის განვითარება. მისი შექმნა დაკავშირებულია ორ პოლიტიკურ ფაქტორთან: 1. მეორე
მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეული დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკის აღდგენის
აუცილებლობა, 2. ამ ომის შემდეგ ევროპული ერების მშვიდობიანი თანაარსებობის სურვილი.
ევროკავშირის წინამორბედი იყო ევროპის ფოლადის და ქვანახშირის საზოგადოება (1951წ). ჩამოყალიბდა
ბელგიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, გერმანიის და ნიდერლანდების მიერ. მისი მიზანი იყო გაექრო
ბარიერები ქვანახშირის, რკინის, ფოლადის გადაზიდვებში. რომის ხელშეკრულების(1957წ) საფუძველზე
1994 წელს შეეცვალა სახელი და გარდაიქმნა ევროკავშირად. 1973 წელს მას შუერთდა დიდი ბრიტანეთი,
ირლანდია და დანია, 1981- დაემატა საბერძნეთი, 1986 წელს- ესპანეთი და პირტუგალია, 1996 წელს-
ავსტრია, ფინეთი და შვედეთი. 2004 წელს შეუერთდა დანარჩენი 10 ქვეყანა. 450 მილიონი მოსახლეობით
და 9,3 ტრილიონი $ მშპ-თი ევროკავშირი გადაიქცა გლობალურ სუპერ ძალად.
ევროკავშირის პოლიტიკური სტრუქტურა არის რთული. ამ სტრუქტურაში 4 მთავარი
აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ინსტიტუტია:
• ევროპის კავშირის საბჭო
• ევროკომისია
• ევროპარლამაენტი
• ევროსასამართლო

ევროპის კავშირის საბჭოს უწოდებენ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, შედგება წევრი ქვეყნების 15
წარმომადგენლითა და თავმჯდომარით. იკრიბებბა წელიწადში 2-ჯერ მაინც და განიხილავს პოლიტიკურ
პრობლემებს,სახავს პოლიტიკურ მიზნებს და მიმართულებებს. ევროკავშირის საბჭო წარმოადგენს მასში
გაერთიანებული სახელმწიფოების ინტერესებს. ის არის ევროკავშირის ძირითადი მაკონტროლებელი
ორგანო. კომიტეტზე განხილული პროექტი გახდება ევროკავშირის კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
მას დაეთანხმება საბჭო. ევროსაბჭოს წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია განსახილველ თემაზე.
მაგალითად: სოფლის მეურნეობას თუ ეხება საკითხი, საბჭოს ესწრება ქვეყნების სოფლის მეურნეობის
მინისტრები. 1993 წლამდე ყველა სადავო საკითხი წყდებოდა წევრი ქვეყნების ანონიმური შეთანხმებით,
ამ მეთოდის წარუმატებლობის გამო ევორპის პაქტმა დაარეგულირა კენჭისყრის წესები ისეთ საკითხებზე
როგორიცაა: გადასახადების რეგულირება და იმიგრაციის პოლიტიკა,რომლებიც მოითხოვდნენ საბჭოს
წევრების ანონიმურ გამოკითხვას.
ევროკომისია შედგება 20 წევრისგან რომელიც აირჩევა 15 წლის ვადით, იგი უფლებამოსილია
ევროკავშირს შესთავაზოს საკანონმდებლო ბაზის ცვლილებები. სათაო ოფისი ბრიუსელში(ბელგია)
მდებარეობს. 24000 მეტი თანამშრომელი ჰყავს, ბიუჯეტი აღემატება 100მნლ დოლარს. ცალკეული ქვეყნის
წარმომადგენელი ინიშნება 5 წლის ვადით. ჩვეულებრივ ქვეყნები ირჩევენ 1 წარმომადგენელს, დიდი
ქვეყნები 2-ს. ამ წევრებისგან აირჩევა პრეზიდენტი და 6 ვიცე-პრეზიდენტი 2 წლის ვადით. კომისიის მიერ
განხილული საითხები გადაეცემა ჯერ ევროსაბჭოს, შემდეგ ევრო პარლამენტს. ევროსაბჭოს არ შეუძლია
კანონი გამოსცეს კომისიის განხილვის გარეშე. კომისიის კიდევ ერთი პრიორიტეტია, მეთვალყურეობა
გაუწიოს წევრ ქვეყნებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ასრულებენ ევროკავშირის კანონებს.
ევროკომისიის წევრი ვალდებულია დაარწმუნოს მისი ქვეყნის ნებისმიერი საწარმო, რათა მან არ
გამოიყენოს საბაზრო ძალაუფლება და საბაზრო მონოპოლიის მოპოვების მიზნით არ მოახდინოს გავლენა
კონკურენტებზე. 2008-2018 წლებში კომისიის წევრებმა განიხილეს 3181 გაერთიანებული საქმე,
რომლებიც ანტიმონოპოლიურ პოლიტიკას ეხებოდა. მაგალითად: 2009 წელს მუსიკალური კომპანიების
„Time Warner of the United States“სა და „EMI“-ს შორის გაერთიანება კომისიის მიერ უარყოფითად იქნა
მიჩნეული, რადგან იგი მუსიკალური კომპანიების რიცხვს ამცირებდა 5დან 4მდე და მსოფლიო
მუსიკალურ ინდუსტრიაში შექმნიდა 40 მილიარდიანი მოგების მქონე დომინანტ მოთამაშეს. ასევე
კომისიამ შეაჩერა აშშ-ს ტელეკომუნიკაციის ორი კომპანია, რადგან ისინიც ხასიათდებოდნენ
მონოპოლიის ნიშნებით.
ევროკავშირის პარლამენტი. დღეისთვის ჰყავს დაახლოებით 732 წევრი, რომლებიც ირჩევა წევრი
სახელმწიფოს მოსახლეობის მიერ 5წლის ვადით პირდაპირი გზით. პარლამენტი არის უფრო მეტად
სათათბირო, ვიდრე საკანონმდებლო ორგანო. პარლამენტი იკრიბება სტრასბურგში(საფრანგეთი). ის
გაინიხლიავს კომიტეტის მიერ შემოთავაზებულ კანონმდებლობას უგაზვნის მას საბჭოს, პარლამენტს არ
შეუძლია შეიტანოს ცვლილება კანონმდებლობაში. კორექტირება არ ევალება კომისიას და
განსაკუთრებით საბჭოს. ევროპარლამენტს აქვს უფლება ხმა მისცეს კომიტეტის წევრების დანიშვნას ასევე
გამოიყენოს ვეტოს უფლება ზოგიერთ კანონებზე. ევროპაში გაიმართა დისკუსია იმის შესახებ თუ
რომელი ორგანო, პარლამენტი თუ საბჭო ფლობს ევროკავშირში უფრო მეტ ძალაუფლებას. ერთი ნაწილი
ამ საკითხის ირგვლივ ფიქრობს, რომ შექმნილი დემოკრატიული დეფიციტის შევსების მიზნით
აუცილებელია პარლამენტის ძალაუფლების ზრდა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნამდვილი
დემოკრატიული კანონიერება დევს იმ არჩეულ ხელისუფლებაში, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის
საბჭოს მეშვეობით.
ევრო სასამართლო, მასში შედის წევრი ქვეყნებიდან თითო მოსამართლე, წარმოადგენს ევროკავშირის
მიერ მიღებული კანონების აღსრულების უმაღლეს ორგანოს,მოსამართლეები ინიშნებიან 6 წლის
ვადით.კომიტეტს წევრებსაც და მოსამართლეებსაც მოეთხოვებად დამოუკიდებლად მოქმედება.
კომისიას ან წევრ ქყვენებს შეუძლია სარჩელი შეიტანოს სხვა წევრზე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისთვის. ევროკავშირის ხელშეკრულებიდან
გამომდინარე წევრ ქვეყნებს, კომპანიებს ან ინსტიტუტებს შეუძლიათ იჩივლონ კომისიას ან საბჭოს
საკანონმდებლო ნორმის დარღვევისთვის.

ერთიანი ევროპის აქტი:


1980 წლის ბოლოს ევროპაში ადგილი ჰქონდა ორ რევოლუციას: პირველი კომუნიზმის ნგრევაა
აღმოს. ევროპაში, ხოლო მეორე 1987 წელს ევროკავშირის წევრების მიერთებას ―The Single European Act“
უკავშირდება,რომელიც პირველთან შედარებით წყნარი იყო, თუმცა ისეთიცვე ძლიერი ზემოქმედება
მოახდინა მსოფლიოზე. ამ აქტმა უბიძგა წევრ ქვეყნებს განეხორციელებინათ სამუშაოები ბაზრის
ცალკეული მიმართულებების შექმისთვის(1992 წ). ეხ ხელშეკრულება ხელმოწერილია ყველა წევრი
ქვეყნის პარლამენის მიერ და 1987 წლიდან გახდა ევროსაბჭოს ძირითადი კანონი. აქტის მიზანი იყო 1992წ
31 დეკემბრისთვის ევროპის ერთიანი ბაზრის შექმნა. იგი გულისხმობს შემდეგ ცვლილეებს:
• წევრ ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონტროლის მოხსნას, რაც შეამცირებდა ამ სფეროში არსებულ
დაბრკოლებებს.
• „ორმხირივი აღიარების“ პრინციპი - გულისხმობს შემდეგს: ის სტანდარტი, რაც დადგენილია ერთ
წევრ ქვეყანაში მითებული უნდა იყოს მეორეშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვასა
და უსაფრთხოებაში.
• წევრ ქვეყნებს შორის 1992 წლის ბოლოსთვის უცხოური პროდუქციისა და მომსახურების, სამუშაო
ძალის და სხვა წარმოების ფაქტორების გაცვლაზე შეზღუდვების მოხსნა.
• კაპოტაჟზე შეზღუდვების მოხსნა,რაც შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს 10-15%-ით

წინასწარი პროგნოზით ყველა ეს ცვლილება ევროსაბჭოს ქვეყნებისათვის შეამცირებდა ბიზნესის


კეთების დანახარჯებს, გარდა ამისა ამ აქტს ასევე სხვა მნიშვბელოვანი შედეგი აქვს, მაგ: გაფართოებული
ბაზარი მისცემდა ფირმებს ეკონომიკის მასშტაბების გადიდების შესაძლებლობას.
„The Single European Act“-ს ჰქონდა დიდი ზეგავლენა ევროპის ეკონომიკაზე. იგი უზრუნველყოფდა
ევროპული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი დარგების რესტრუქტურიზაციის სტიმულირებას. ბევრი
ფირმა ადგილობრივიდან გადაერთო ეცროპული მასშტაბის პროდუქციის წარმოება-დისტრიბუციაზე,
რომლებიც ევროპული სტანდარტების საქონლისა და მომსახურების შექმნას მოითხოვდა. ამან გამოიწვია
ეკონომიკის სწრაფი ზრდა.
საერთო ბაზრის ჩმოყალიბებიდან 12 წლის შემდეგ რეალობა კვლავ მცირედით განსხვავდება
იდეალისგან. ეკონომისტების აზრით, თუ ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის არსებული ბარიერები
მოიხსნება და ფინანსური მომსახურებისთვის შეიქმნება ევროკავშირის ინტეგრირებული ბაზარი, მაშინ
შემავალი ქვეყნების მწარმოებლურობა 0,5-0,7%-ით გაიზრდება.

ევროს ჩამოყალიბება:

1991 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრებმა შემოიღეს საერთო ვალუტა ევრო, დღეს იგი წევრი 25
ქვეყნიდან 12-ში გამოიყენება, რომელიც წარმოადგენს ევრო ზონას. ის 10 ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს
შეუერთდა 2006 წელის მაისში, ევროს მიიღებს მაშინ, როდესაც დააკმაყოფილებს ეკონომიკურ
კრიტერიუმებს, ფასების სტაბილურობის მაღალ მაჩვენებელს, საერთაშორისო ვაჭრობის დონეს, მყარ
ფისკალურ მდგომარეობას და სტაბილური გრძელვადიანი სარგებლის განაკვეთს.
ევროს ჩამოყალიბება მოითხოვდა ადგილობრივი მთავრობების მონაწილეობას არა მხოლოდ იმიტომ,
რომ უარი ეთქვათ საკუთარ ვალუტაზე, არამედ თავი დაენებებინათ მონეტარული პოლიტიკის
კონტროლისათვის, რა ფუნქციაც ცენტრალურ ბანკს დაეკისრა. ევროს შემოღებით ევროკავშირმა შექმნა
მსოფლიოში მეორე სიდიდის სავალუტო ზონა აშშ-ს დოლარის შემდეგ. ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ
ევრო შესაძლოა დოლარის კონკურენტი გახდეს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტა მსოფლიოში.
2002 წლიდან ევროს ბანკნოტებია აქტიური გამშვება მიმდინარეობს.
ევროს დადებითი მხარეები: ევროპელებმა გადაწყვიტეს ერთიანი ვალუტის შემოღება რამოდენიმე
მიზეზით:
1. პირველი, ბიზნესი და ინდივიდები ერთი ვალუტის ფლობის შემხვევაში მიიღებდნენ დანაზოგებს-
კონვერტაცია აღარ მოუწვეთ,გამოიყენებენ ევროვალუტას.
2.მეორე -საერთაშორისო ვალუტის მიღება აადვილებს ფასების შედარებითობას. ეს ზრდის
კონკურენციას რადგან მომხმარებელს აქვს ყველგან ვაჭრობის შესაძლებლობა. საერთო ვალუტის
შემოღება მოახდენს ფასების შემცირებას.
3. მესამე მიზეზი საერთო ვალუტის შემოღბისა- ფასების შემცირების გამო ევროპელი მწარმოებლები
იძულებული იქნებიან მოძებნონ პროდუქციის წარმოების დანახარჯების შემცირების გზები, საბოლოოდ
საერთო ვალუტის შემოღება გრძელვადიან პერიოდში შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
4. მეოთხე მიზეზი- ეხმარება მაღალლიკვიდური ევროპული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში- რაც
შეამცირებს დანახარჯებს და გაზარდოს ინვესტიციების დონე და ეფექტიანობა. ეს განსაკუთრებით
პატარა კომპანიებს დაეხმარება., რადგან მათ ისტორიულად ქონდათ პრობლემები ადგილობრივი
ბანკებიდან სესხია აღებაში. ამჟამად ევროპას არ აქვს ისეთი კონტინენტური სიდიდის კაპიტალის ბაზარი,
როგორიცაა NASDAQ შეერთებულ შტატებში.
საბოლოოდ ევროპის კაპიტალის ბაზრის განვითარება ზრდის კაპიტალდაბანდების შესაძლებლობას
როგორც ინდივიდების ასევე სხვადასხვა ინსტიტუტებისთვის.ეს მისცემს ევროპელ ინვესტორებს
თავიანთი რისკების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც შეამცირებს კაპიტალის დანახარჯებს და
გაზრდის მათ მწარმოებლურობას.
ევროს უარყოფითი მხარეები: ევროკავშირის ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა დაკარგეს
მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლი. მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად ჩამოყალიბდა ევროპის
დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი (ECB)(წააგავს აშშ-ს ფედერალურ სარეზერვო სისტემას), მას უნდა
მოეხდინა მონეტარული პოლიტიკის ცენტრალიზაცია, ასევე დაერეგულირებინა ფასები და ინფლაცია.
ECB დაფუძნებულია ფრანკფურტში და განიხილება როგორც პოლიტიკური ზეწოლისგან
დამოუკიდებელი ორგანო, აწესებს ევროზონაში საპროცენტო განაკვეთებს და განსაზღვრავს
მონეტარული პოლიტიკის მიმართულებებს. ECB აგებულის გერმანული „bundesbankis”მიხედვით,
რომელიც ყველაზე დამოუკიდებელი და წარმატებული ცენტრალური ბანკია ევროპაში. მაასტრიხტის
ხელშეკრულება უკრძალავს ECB ბანკს პოლიტიკოსებისგან განკარგულებების, ბრძანებების მიღებას, მან
უნდა დაგვარწმუნოს რომ პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალია.
ევროპის ცენტრალური ბანკი შედგება პრეზიდენტის, ვიცე პრეზიდენდტის და 4 სხვა წევრის
წარმომადგენლობისგან. იგი თავისი პოლიტიკის განსახორციელებლად შეიმუშავებს დირექტივებს
ადგილობრივი ბანკებისათვის. თავად პოლიტიკა განსაზღვრულია მმართველი საბჭოს მიერ, რომელიც
შედგება ევროზონის 12 ქვეყნიდან წარმოდგენილი აღმასრულებელი საბჭოსა და ცენტრალური ბანკის
წარმომადგენლებისგან. აღმასრულებელი საბჭოს წევრები ინიშნებიან 8 წლის ვადით და პოლიტიკური
ზეწოლისგან იზოლაციის მიზნით მათი გადაყენება შეუძლებელია,
ევროს სხვა უარყოფითი მხარეა ის, რომ იგი არ ქმნის ოპტიმალურ სავალუტო ზონას. ოპტიმალურ
სავალუტო ზონაში შესაძლებელია ერთიანი ვალუტის და ერთნაირი გაცვლითი განაკვეთის გამოყენება.
ევროპული ქვეყნების ეკონომიკა კი საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. კრიტიკოსების აზრით
ვალუტა უნდა მიყვებოდეს და არა უძღვებოდეს პოლიტიკურ კავშირს. ამასთან, ევრო ამცირებს
ეკონომიკურ ზრდას და შიგნიდან აღრმავებს ინფლაციურ პროცესებს.
ევროს დოლართან მიმართებით ცვალებადი კურსი ჰქონდა დაარსების დღიდან. 1999 წელს მისი
კურსი დოლართან შეადგენდა 1,17-ს, შემდეგ დაეცა და 0,83 დოლარს. ამ ჩავარდნის მთავარი მიზეზი იყო
ის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ფულს აბანდებდნენ შეერთებული შტატების ძლიერი კომპანიების
აქციებსა და ობლიგაციებში, ხოლო ფულს იღებდნენ ევროპიდან, რათა დაეფინანსებინათ ეს
ინვესტიციები. ანუ ისინი ყიდდნენ ევროს და ყიდულობდნენ დოლარს. ქს ამცირებდა მოთხოვნას
ევროზე და ზრდიდა დოლარზე, რაც ამცირებდა ევროს ღირებულებას.
ევროს ჰქონდა როგორც ჩავარდნები ასევე წარმატება, მისი წარმატება დაიწყო 2001 წლიდან როცა
შეჩერდა კაპიტალის გადინება აშშ-ში, რაც გამოწვეული იყო აშშ-ის ფინანსური ბაზრის ჩავარდნით.
2006წელს გლობალურმა რეზერვმა 15%-ს მიაღწია.
ევროკავშირის გაფართოება: კომუნიზმის დანგრევის შემდეგ სულ უფრო აქტუალური გახდა
ევროკავშირის გაფართოება, კანდიდატებს უნდა მოეხდინათ სახელმწიფო აქტივების პრივატიზება,
დაერეგულირებინათ ბაზარი და განეხორციელებინათ დარგობრივი სტრუქტურის გარდაქმნა. ასევე,
დაეცვათ ევროკავშირის კანონები, ჩამოეყალიბებინათ დემოკრატიული და სტაბილური მთავრობა და
პატივი ეცათ ადამიანის უფლებებისთვის. 2004 წელს მას 10 წევრი დაემატა,ესენია: ბალტიის ქვეყნები,
ჩეხეთი, პოლონეთი და უნგრეთი. ამით წევრი ქვეყნების რაოდენობა გახდა 25, შექმნა ერთიანი
კონტინენტური ეკონომიკა 9,3 ტრილიონი დოლარის მშპ. თუმცა ახალ წევრებს ევროს მიღება 2007
წლამდე არ შეეძლოთ, თუმცა ამ წლიდან ისინი გახდნენ სრულეფლებიანი წევრები. თავისუფალი
ვაჭრობის თეორიის თანახმად გაფართოებამ უნდა შექმნას დამატებითი სარგებელი ყველა
სახელმწიფოსთვის.
თურქეთი დიდხანს ცდილობდა ევროკავშირში შესვლას,95 წლიდან ჰქონდა ევროკავშირის
სამომხმარებლო კავშირი, რაზეც სართაშორისო ვაჭრობის ნახევარი მოდის. თუმცა, მისი მოთხოვნა
უარყო ევროკავშირმა, თურქეთის ადამიანის უფლებების საკითხთან დამოკიდებულების გამო, ასევე
არსებობს ეჭვი, რომ ევროპას არ სურს მუსლიმანური სახელმწიფო გახდეს ევროკავშირის წევრი. თუმცა,
ევროკავშირმა თურქეთს მიუთითა, რომ 2017 წლიდან მიიღებდნენ მის განცხადებას თუ მოაგვარებდა
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. ბრითანეთმა თავდაპირველად ორჯერ მოითხოვა
ევროკავშირის წევრობა, თუმცა ორივეჯერ შარლ დე გოლმა(საფრანგეთის პრეზიდენტი) უარყო, რადგან
თვლიდა რომ ბრიტანეთი შეუთავსებელი იყო ევროპის კავშირთან გარკვეული ეკონომიკური ასპექტების
გამო. დე გოლის გდადგომის შემდეგ ბრიტანეთმა ისევ გაგზავნა წევრობის მოთხოვნა, რომელიც
დაუდასტურდა და 1973 წელს გაწევრიანდა ევროკავშირში(ევროპის ეკონომიკურ კავშირში). 2016 წელს
ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც იყო პარლამენტის მიერ ორგანიზებული. შედეგების თანახმად
ბრიტანეთს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი. გადაწწყვეტილების რატიფიცირება პარლამენტმა
მოახდინა. ევროკავშირიდან გასვლის უფლება აქვს თითოეულ წევრ ქვეყანას.

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია ამერიკაში:

ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (NAFTA) არის რეგიონალური ინტეგრაციის


მაგალითი, შეთანხმაება ძალაში შევიდა 1994 წელს და მისი მიზანი იყო აშშ-ს და კანადას შორის მჭირდო
კავშირის დამყარება. 2004 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის შეადგენდა 520 მილიარდ
დოლარს. მექსიკა არის აშშ-ის მეორე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა
იზრდება მაგრამ არასასურველი ტემპებით.
პირველი დასკვნა NAFTA-ს საქმიანობის შესახებ გააკეთეს კალიფორნიის უნივერსიტეტის
პროფესორებმა, მათ გაანალიზეს ორგაიზაციის საქმიანობის პირველი სამი წელი. ამ გამოკვლევებმა
დაადგინეს რომ ვაჭრობა გაიზარდა მექსიკასა და ამერიკას შორის, თუმცა, ვაჭრობის ზრდა საფრთხეს
უქმნიდა ტარიფის ლიბერალიზაციას.
სხვადასხვა კვლევებით დამტკიცდა რომ ამ კავშირს დადებითი გავლენა ჰქონდა ამერიკაში სამუშაო
ადგილებზე, თუმცა არც ისე დიდი. 1995-96 წლებში ეკონომიკურმა კრიზისმა შესამჩნევი გავლენა
მოახდინა, ვარობასა და დასაქმებაზე.
ასევე სუსტი მაგრამ პოზიტიური გავლენა ჰქონდა ამ კავშირს საერთაშორისო თავისუფალ
ვაჭრობაზე. 2010 წლიდან 2018 წლამდე NAFTA-ს პარტნიორ ქვეყნებს შროსი ვაჭრობა 132% გაიზარდა.
ამჟმად აშშ-ს 1 და 2 პარტნიორები კანადა და მექსიკა არიან. 2018 წელს კავშირთან ვაჭრობა კანადის
მხირდან გაიზარდა 70-80%მდე, მექსიკის 66-78%მდე. პარტნიორობის განმავლობაში გაიზარდა ქვეყნებს
შორის შრომის ნაყოფიერებაც. ყველაზე პესიმისტური შეფასებით აშშ NAFTA-ში გაწევრიანების გამო
ყოველწლიურად კარგავდა 112 000 სამუშაო ადგილს (2010-18 წ)
კავშირის კონფრონტაციის დაძლევის საშუალებაა მისი გაფართოება. ბევრმა ლათუნური ამერიკის
ქვეყნებმა გამოტქვეს სურვილი გამხდარიყვნენ NAFTA-ს წევრები. ყველაზე ახლოს ამასთან იყო 2004 წელს
ჩილე თუმცა აშშ-ს კონგრესში ოპოზიციის დამოკიდებულების გამო ეს საკითხი ჩაიშალა.თუმცა 2008
წელს აშშ-მ და ჩილემ ხელი მოაწერეს პაქტს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ანდების პაქტი
1969 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ „ანდების პაქტს“ ხელი მოაწერა სამხრეთ ამერიკის 5-მა
ქვეყანამ: ჩილემ, ეკვადორმა, კოლუმბიამ, ბოლივიამ და პერუმ. მიზანი იყო კონტინენტის სხვა
სახელმწიფოებთან კონკურენტუნარიანობია ამაღლება. დაარსებიდან 20წლის განმავლობაში მათი
სავაჭრო ბრუჯნვა შეადგენდა საერთო ვაჭრობის 5%. ასეთი წარუმატებლლბის მიზეზი გეოგრაფიული
მდებარეობაცაა, მათ ყოფს ანდების მთები, სადაც გადაადგილება ძვირია. ეს პაქტი დაფუძნებული იყო
ევროპის კავშირის მოდელზე. ინტეგრაციის ნაბიჯები დაიწყო 1969 წლიდან, ყველაზე მცირე
წევრებისტვის ბოლივიასა და ეკვადორისთვის მოიცავდა: საშინაო ტარიფების შემცირების პროგრამას,
საყოველთაო საგარეო ტარიფს, ტრანსპორტირების, საერთო დარგობრივ პოლიტიკას და სპეციალურ
დათმობებს.
პაქტმა ვერ მიაღწია თავის ძირითად მიზნებს რადგან წევრქვეყნებს შორის არ იყო თავისუფალი
სავაჭრო ტარიფები და ეკონომიკური პოლიტიკის ჰარმონიზაცია, შემავალ ქვეყნებს გადასაწყვეტი
ჰქონდათ დაბალი ეკონომიკური ზრდის, ჰიპერიმფლაციის, მაღალი უმუშევრობის პოლიტიკური
არასტაბილურიბის და ვალების სიმძიმის პრობლემები. დომინანტი პოლიტიკური იდეოლოგია ამ
ქვეყნებში მიმართული იყო პოლიტიკური სპექტრის რადიკალურ ან სოციალურ მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილებისკენ, ეს იდეოლოგია მტერია თავისუაფალი ბაზრის პრინციპების, შესაბამისად არ იყო
მოსალოდნელი ამ ქვეყნების მჭიდრო ინტეგრაცია. 1990 წელს ანების პაქტი განახლდა გალაპაგოსის
ხელშეკრულებით, 1997 წელს მას შეეცვლა სახელი და გახდა „ანდინ პაქტის დეკლარაცია“, რომლის მიზანი
იყო თავისუფალი ბაზრის შექმნა, ასევე სასაზღვრო კავშირის და საერთო ბაზრის შექმნა შემდგომი
წლებისთვის, უკანასკნელი ვერ იქნა მიღწეული. ქვეყნებს შორის სასაზღვრო კავშირი გაფორმდა 1995-2003
წლებში, სანამ პერუ და ბოლივია მიიღებდა შეღავათიანი ვაჭრობის რეჟიმს. დღეს ანდების პაქტი
ფაქტობრივად სასაზღვრო კავშირს წარმოადგენს.

MERCOSUR-ის წარმოშობა.

MERCOSUR წარმოიშვა 1988 წელს როგორც თავისუფალი ვაჭრობის პატქი ბრაზილიასა და


არგენტინას შორის, ტარიფებისა და კვოტების სამართლიანმა შემცირებამ ამ პაქტის მონაწილე ქვეყნებს
80იან წლებში მისცა საშუალება მიეღწიათ 80% ინაი ეკონომიკური ზრდისთვის,ამან ხელი შეუწყო პაქტის
გაფართოებას და დაემატა პარაგვაი და ურუგვაი. პაქტის უპირველესი მიზანი იყო მის წევრ
სახელმწიფოებს 1994 წლის ბოლოსთვის დაეფუძნებინათ თავისუფალი ვაჭრობის ზონა და საერთო
ბაზარი. MERCOSUR-ის 4 ქვეყანა მოიცავდა 200მლნ მოსახლეობას, 1995 წელს მისი წევრები შეთანხმდნენ
5 წლიან პროგრამაზე, რომლითაც გეგმავდნენ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასა და სასაზღვრო
კავშირზე გადასვლას.
პაქტის ამოქმედებიდან 8 წლის შემდეგ გამოჩნდა რომ კავშირი წევრ ქვეყნებს შეუქმნიდა
ეკონომიკური ზრდის გარემოს, შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებს შორის ვაჭრობა 90-98 წლებში
გაოთხმაგდა. თუმცა ამ კავშირს ჰყავდა კრიტიკოსებიც, რომელებიც მიიჩნევდნენ რომ კავშირის ქვეყნები
იზოლირებულნი იყვნენ გარე კონკურენციის ტარიფებისგან, ფული ინვესტირებულია ისეთ ქარხნებში,
რომლებიც ქმნიან ძვირადღირებულ პროდუქტს. მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი ალექსანდერ
იეტსი თვლიდა რომ MERCOSUR-ის ქვეყნებს არ შეეძლოთ საერთაშორისო კონკურენციის გაწევა რადგან
მათი საგარეო სავაჭრო ბარიერები ხელოვნურად იყო აწეული. რის გამოც მათი კაპიტალი იკარგებოდა,
ახლო ვადებში ქვეყნები ახალი წარმოების შექმნის სურვილს კარგავენ რადგან კავშირის საგარეო სავაჭრო
ბარიერები მათ საერთაშორისო ბაზარს გარეთ ტოვებენ.
ამ კრიტიკამ მსოფლიო ბანკში გამოიწვია გაუგებრობა. თუმცა , მსოფლიო ბანკი არ ათავისუფლებს
მის კრიტიკულად განწწყობილ თანამშრომლებს, მაგრამ ითვალისწინებს იმასაც, რომ MERCOSUR-ის
წევრი ქვეყნები მსოფლიო ბანკის წევრები არიან, რის გამოც მათი ინტერესები მისთვის მნიშვნელოვანია.
იეტსის გამოკვლევა გამოიწვია ბრაზილიის პროტესტი. საბოლოოდ კავშირის მონაწილეებს რამდენიმე
საგარეო ტარიფის დაწევა მოუხდათ 14%ით.
1999 წელს ბრაზილია მოიცვა ფინანსურმა კრიზისმა, 2001 წელს კი არგენტინა, 2003 წელს ბრაზილიის
პრეზიდენტმა ლულა და სილვამ გამოაცხადა მზადყოფნა ევროპის გაერთიანების მოდელით MERCOSUR-
ის გაფართოების შესახებ, რაც მიიღწეოდა წევრთა რაოდენობის ზრდით, საერთო ვალუტი და
MERCOSUR-ის პარლამენტის არჩევით.

ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზარი და CARRICOM

60იანი წლების დასაწყისში კოსტა-რიკა, ელ-სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი და ნიკარაგუა


შეეცანენ დაეფუძვნებინათ ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზარი, თუმცა წინადადება ჩაიშალა
საბრძოლო მოქმედებების გამო(ჰონდურასა დაელ სალვადორს შორის ომი გაჩაღდა). პროგრესი დაიწყო
2003 წელს როცა ამერიკამას გამოთქვა სურვილი შესულიყო სავაჭრო მოლაპარაკებებში. 1991 წელს
ინგლისურად მოლაპარაკე კარიბის ზღვის აუზის ქეყნებს შორის უნდა შექმნილიყო სასაზღვრო კავშირი,
1973 წელს დაფუძნებული კარიბის საზოგადოების „CARRICOM 1973“-ის მფარველობის ქვეშ. რამაც ისევ
წარუმატებლობა განიცადა. ეკონომიკური და ფულადი კავშირის ფორმალური გაერთიანება მხოლოდ
1984 წელს განხორციელდა. 2006 წლიდან CARRICOM -ის მთავრობბემა ზედიზე 3 ჯერ განიცადეს
წარუმატებლობა, როცა არ დაეთანხმნენ ამ ორგანიზაციის დასკვნას, სადაც მითითებული იყო საერთო
საგარეო ტარიფის განსაზღვრის აუცილებლობაზე.

ამერიკის კონტინენტის თავისუფალი ვაჭრობის ზონა:

1994 წ დეკემბერში, ამერიკის სამიტზე დაიწყო ოთხ წლიანი მოაპარაკებები კონტინენტის


თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ. 1998წელს აპრილში 34 ქვეყნის მეთაურმა ჩილეში მეორე
ამერკული სამიტზე, ფორმალური ზეიმით დაასრულა 2005 წლისთვის FTAA დაფუძნების შესახებ
მოლაპარაკებები. იგი მოიცავდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის საკითხებს,
დაკავშირებული საგარეო ვაჭრობასთან და ინვესტიცეიბთან. ამერიკა და ბრაზილია თავიდანვე იყვნენ
FTAA მომხრენი. ეს მხარდაჭერა გახდა ტავისუფალი ვარობის ზონის შექმნის საფუძველი.
FTAA გახსნა წარმოადგენს თავისუფალ ვაჭრობის წინსვლის მნიშვნელოვან ნაბიჯს. ის მოიცავს 800
მილიონზე მეტ ადამიანს და 12 ტრილიონი ღირებულების მშპ-ს. 2004 წელს სავარო მოლაპარაკებების
შედეგად 34 ქვეყნის მიერ საბოლოოდ ხელმოწერილ იქნა შეთანხმება. FTAA-ს შექმნის შედეგები,
აღმოჩნდა ნაკლებად ამბიციური, ამის მთავარი ნიშანი არის ის, რომ ის სავაჭრო სექტორი რომელიც
ბრაზილიამ შექმნა არ იყო ღია უცხოელი ინვესტორებისთვის. ბრაზილია ეთანხმება აშშ-ს
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მოთხოვნებს. ამ საკითხის გადაუჭრელობის გამო აშშ იმუქრება
სასოფლო-სამეურნეო სუბსიდირების ჩამორთმევით, ასევე ითხოვს, რომ ბრაზილიამ დათმოს პოზიციები
ევროპისა და იაპონიასთან, რომლებიც მსოფლიოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უდიდესი
მომხმარებლები არიან. FTAA თუ ძლიერი იქნება ეს წინააღმდეგობები გადაწყდებოდა, თუმცა, ნატელია,
რომ FTAA თავისი მოქმდებების სფეროშ სუსტი ინტიტუტია და მაშინ იქნებოდა ძლიერი რომ შეეძ₾ოს
გავლენის მოხდენა რეგიონულ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე.

რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია აზიასა და აფრიკაში:

რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის უამრავი მცდელობა იყო აზიასა და აფრიკაში. აქედან


ყველაზე ცნობილია სამხ-აღმოს. აზიის ქვეყნების ასოციაცია ASEAN და აზია-წყნარი ოკიანის
ეკონომიკური კორპორაციის ფორუმი APEC.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნების ასოციაცია ASEAN ჩამოყალიბდა 1967წ, მოიცავს: ბრუნეას,
კამბოჯას, ინდონეზიას, ლაოსს, მალაიზიას, მიანმარს, ფილიპინებს, სინგაპურს, ტაილანდს, ვიეტნამსა და
კოლუმბია. ლაოსი, მიანმარი, ვიეტნამი და კოლუმბია ახლახან შეუართდნენ ამ ჯგუფს. იგი მოიცავს 500
მილიონ ადამიანს, 740 მილიარდ დოლარის მშპ-ს. ASEAN-ის მიზანი არის წევრ ქვეყნებს შორის
თავისუფალ ვაჭრობის ხელშეწყობა და დარგობრივ პოლიტიკაში თანამშრომლობის მიღწევა. ASEAN-ის
ქვეყნების საქონლის 5%-ზე დაწესდა შეღავათიანი ტარიფები. AFTA-მ შეამცირა ტარიფები 5%-ზე
ნაკლებად, თუმცა გამონაკლისებით. ASEAN-ი და AFTA თავისუფალი ვაჭრობის შექმნის თვალსაზრისით
მაინც მიდიან პროგრესისკენ. AFTA-ს შეუერთდა ვიეტნამი 2006 წელს, 2008- მიანმარი და ლაოსი, 2010-
კამბოჯა. ASEAN-ი ასევე ხელს უწყობს მოლაპარაკებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან,
იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან.

აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (APEC)


APEC დაფუძვნდა 1989წელს წყნარი ოკეანის ორივე მხარეს განლაგებული ქვეყნების ეკონომიკური
თანამშრომლობის მიზნით. მასში შევიდა 21 ქვეყანა, რომლებიც მოიცანენ ისეთ ეკონომიკურად
მნიშვნელოვან ქვეყნებს როგორიცაა აშს იაპონია და ჩინეთი. ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის
41%, ორგანიზაციის მიზანია რეგიონის შიგნით წყნარი ოკეანის ქვეყნებში გააფართოვოს
მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობა და ამით რეგიონის შიგნით მიაღწიოს ეკონომიკურ
ზრდას.

1993 წელს APEC-ის წევრი ქვეყნების მეთაურები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ორდღიან
კონფერენციაზე სიეტლში. ერთ-ერთი მოსაზრების შესაბამისად APEC შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის
ზონის ჩამოყალიბებას,რაც წყნარი ოკეანის რეგიონს გადააქცევს გეოგრაფიულად მნიშვნელოვან,
მსოფლიოს უდიდეს თავისუფალი ვაჭრობის ზონად. 1996 წელს მანილაში გამართულს შეხვედრაზე
ორგანიზაციის წევრებმა დაადასტურეს მზადყოფნა გაეუქმებინათ ბარიერები ეკონომიკის 15 სექტორში,
დაწყებული თევზის მრეწველობდან დამთავრებული სათამაშოების წარმოებით. თუმცა ეს გეგმა იყო
ბუნდოვანი, შეთანხმებები ვერ გასცდა მოლაპარაკებებს. მიუხედავად მისი ნელი პროგრესისა ამ
ორგანიზაციის უყურადღებოდ დატოვებ არ შეიძლება, თუკი მოხდა მისი ტრანსფორმაცია თავისუფალი
ვაჭრობის ზონად, ის გახდება მსოფლიოში უდიდესი გაერთიანება.

რეგიონული სავაჭრო ბლოკები აფრიკაში:


აფრიკული ქვეყნები ნახევარი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ სავაჭრო ბლოკების შექმნას,
ამჟმად აქ არის 9 სავაჭრო ბლოკი, კონტინენტის მრავალი ქვეყანა გაწევრიანებულია 1ზე მეტ ბლოკში.
ამბლოკებიდან ზოგიერთი უმოქმედო იყო წლების განმავლობაში.აფრიკაში არსებობს ეჭვი თავისუფალი
ვაჭრობის სარგებლიანობის შსახებ, რადგან ქვეყნებს აქვთ ნაკლებად განვითარებული და განსხვავებული
ეკონომიკა. ამიტომ საჭირო იყო მათი დაცვა სატარიფო ბარირებით უსამართლო საგარეო
კონკურენციისგან.
ყველაზე მნიშვნელოვანი მცდელობა გამოცეცოცხლებინათ თავისუფალი ვაჭრობის ზონა იყო 2001
წელს სამიტზე, როცა კენიამ უგანდამ და ტანზანიამ შექმნეს ახალი ბლოკი. თუმცა 4წლის შემდგე ამ
შეთანხმებამაც კრახი განიცადა. სამმა ქვეყანამ განიზრახა 80მლნ მაცხონვრებლით დაეარსებინა საბაჟო
კავშირი, რეგიონული სასამართლო და პოლიტიკური ფედერაცია. მოიცავდა შეთანხმებას: იმიგრაციაზე,
სატრანსპორტო მიმოსვლაზე, საკომუნიკაციო ქსელზე, ინვესტიციებსა და კაპიტალის ბაზარზე.
ადგილობრივი ლიდერები პოზიტიურად შეხვდნენ ამ იდეას, თუმცა მაინც კრიტიკულად იყვნენ
განწყობილი. საბოლოოდ ამ იდეამაც კრახი განიხადა. EAC -ის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1999 წელს,
რომლის თანახმადაც 2002 წლისთვის წევრ ქვეყნებს ნდა მოეხდინათ შეთანხმებული სავაჭრო კავშირის
პროექტის რეალიზაცია. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან დაკავშირებული გეგემბი ვერ
გამართლდა, გადაიდო ტანზანიისა და უგანდას პოზიციის გამო, მატ აშინებდათ უგანდასთან შეჯიბრი.

საქართველოს რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია:

საქართველოს ინტეგრაცია სუამ-ში.

1996 წელს მაისში ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ჩატარებულ კონფერენციაზე „ევროპაში


ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების თაობაზე“, გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის,
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგავციებს შორის, რომელიც საფუძვლად დაედო ამ
ქვეყნების სუამის ფარგლებში გაერთიანებასა და შემდგომ თანამშრომლობას. ოთხივე ქვეყნის
მონაწილეობით 1997წ სტრასბურგში დაარსდა სუამ-ის საკონსულტაციო ფორუმი. 1999წ. კი ვაშინგტონში
ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, შედგა სუამ-ის წევრი
სახელმწიფოთა უზბეკეთის მეთაურთა შეხვედრა, სწორედ აქ ვაშინგტონის განაცხადით ფორუმის
ფორმატი ტრანფორმირდა სუამ-ით.
სუამ-ის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს სახელმწიფოების მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრა;
აღმასრულებელი ორგანო - წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო. სამუშაო ორგანო -
ეროვნულ კორდინატორთა კომიტეტია და მის შემადგენლობაში შედის წევრი ქვეყანათა
კოორდინატორები. საინფორმაციო ფუნქციების შესრულება ევალება სუამის საინფორმაციო ოფისს ქ.
კიევში.
უწყებათაშორის დონეზე თანამშრომლობის კორდინაცია ევალება შიდა სამუშაო ჯგუფს: 1.
ენერგეტიკის საკითხებში-უკრაინა; 2.ტრანსპორტის საკითხებში-საქართველო; 3.სავაჭრო-ეკონომიკურ
საკითხებში-უკრაინა; 4.საინფორ. ტექნოლოგიებში-მოლდოვა; 5.კულტურა, მეცნიერება და განათლების
საკითხში-საქართველო; 6. ტურიზმში-მოლდოვა; 7.ტერორიზმის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში
კი- აზერბაიჯანი.
2005წ კიშინევის სამიტზე პრზიდენტებმა გადაწყვიტეს სუამ-სი გაერთიანების ბაზარზე ახალი
საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაციის შექმნის შესახებ, რომელიც დაეფუძნებოდა 2001წ.
ხელმოწერილ იალტის ქარტიას და 2005წ მიღებულ კიშინევის დეკლარაციას. 2006წ კიევში სუამის მორიგ
სამიტზე შეიქმნა ახალი ორგანიზაცია- დემოკრატიისა და ეკონოიკური განვითარების ორგანიზაცია- სუამ-
ი. იგი ოფიციალურად გაფორმდა სახელწიფო მეთაურთა მიერ კიევის შესაბამისი დეკლარაციის ,
ორგანზაციის წესდებისა და სხვა დამფუძნებელი დოკუმენტების ხელმოწერით.
ახალი ორგანიზაციი გაფართოების შემტხვევაში მას არ ჩამოშორდება ორგანიზაციის დამფუძნებელი
ქვეყნების შემადგენლობის ამსახველი აბრევიატურა სუამ-ი, რომლის შენარჩუნება განპირობებულია ამ
გაერთიანების ყოფილი სახელწოდების პოპულარობით საერთაშორისო არენაზე.
დემოკრატიისა და ეკონოიკური განვიტარების ორგანიზაცია- სუამ-ის ძირითადი მიზნები
ორგანიზაციის წესდების შესაბამისად არის:
• დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება, სამართლისა და ადამიანის უფლებების
პატივისცემის უზრუნველყოფა;
• სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა;
• საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცება;
• ევროპის ინტეგრაციის გაღრმავება საერთო უსაფრთხოების სივრცის შესაბამისად, ასევე
ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაფართოება;
• მხარეთა სოციალურ-ეკონომიკური, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სავაჭრო-ეკონომიკურის
საინფორ. ტექნოლოგიების; კულტურა, მეცნიერება და განათლების, ტურიზმის, ტერორიზმის,
ნარკოტიკების სფეროებში ურთიერთქმედებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გააქტიურება.

ორგანიზაციის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით:

1. საბჭო - ძირითადი ორგანო, თავის მუშაობას წარმართავს სახელმწიფოთა მეთაურების(სამიტის),


საგარეო საქმეთა მინისტრების, ეროვნული კორდინაროებისადა მუდმივი წარმომადგენლების
დონეზე.
2. სამდივნო - ახორციელებს სუამის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. იგი
ფუნქციონირებს გენერალური მდივნის ხელმძღვვანელობით.

სუამ-ში გადაწყვეტილებები ყველა მხარის მონაწილეობით კონსესუსის საშუალებით მიიღება,


კენჭისყრის გარეშე. ისი საერთაშორისო სამართლის სუბიექტია. თავმჯდომარეობა ერთ-ერთი მხარის
მიერ ხდება ერთი წლის ვადით. მათი ცვლა ხდება ინგლისური ალფაბეტის მიხედვით. სუამი ღიაა სხვა
სახელმწიფოებისთვის, რა თქმა უნდა წინამდებარე წესების დაცვის შემთხვევაში.
ორგანიზაციაში თანამშრომლების პრიორიტეტული მიმართულებები: ეკონომიკა, უსაფრთხოება და
დემოკრატია. ამიტომაც სუამის ძირითადი მიზანია თანამშრომლება გააღრმავონ ამ მიმართულებებით.
რაც ემსახურება წევრი ქვეყნების ინტერგაციას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში.
დემოკრატიისა და ეკონოიკური განვითარების ორგანიზაცია- სუამ-მა უკვე გადადგა პირველი
წარმატებული ნაბიჯი როცა 2006წ. ხელი მოეწერა ოქმს, მონაწილე სახელმწიფოების საქონლის წარმოების
დროებითი წესების შესახებ, რომელიც მოიაზრებდა წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის ზონის
შექმნას. ეს ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასაც. ახალ ორგანიზაციაში ახალი
ინიციატივების დანერგვის მიზნით, მნიშვნელოვანია უშიშროების საბჭოს მდივნების შეხვედრები.
სუამის ფარგლებში არსებული პროექტებია:

1.ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის პროექტი- ხელს უწყობს თანამშრომლების


განვითარებას შემდეგი მიმართულებებით: ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელშემწწყობი
ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების ინფრასტრუქტურის
განვითარება, ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა და
სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
2. სუამის ვირტუალური ცენტრი წარმოადგენს თითოეულ ქვეყანაში შექმნილი
ანტიტერორისტული ჯგუფის ან ცენტრის ერთობლივ და კოორდინირებულ საქმიანობას და
პირველ ეტაპზე არ გულისხმობს ერთიანი საერთაშორისო მუდმივმოქმედი ცენტრის დაფუძნებას
სუამის რომელიმე დედაქალაქში.
3. პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფი -ამ პროგრამის მიზანია საუმის ფარგლებში
პროკურატურებს შორის თანამშრომლის მექანიზმების შექმნა. თავიდან ის ითვალისწინებდა
რჩევებს, კორუფციაზე, ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელებაზე და სხვა. Aat-ის ექსპერტებმა
შეისწავლეს სუამ-ის ქვეყნებში არსებული ვითარება. საქართველოს გენერალური პროკურატურა
მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში.
4. ანტიკორუფციული პროექტის მიზანია სუამის ქვეყნების საქმიანობის კოორდინაციასა და
ჰარმონიზაციას ანტიკორუფციულ სფეროში. საქართველომ უკვე დაამტკიცა ეროვნული ანტი-
კორუფციული სტრატეგია. კიშინევში სუამის ფარგლებში ტერორიზმის ორგანიზებული
დანაშაულის და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძლის სამუშაო ჯგუფის
საქმიანობის კონცეფცია წარადგინეს.
სუამის ქვეყნის ვალდებულებები პროექტების განხორციელებაზე AAT-ის წარმომადგენლები
მუშაობენ სუამის ყველა ქვეყანაში და ეხმარებიან სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა 19 აპრილს #50 ბრძანება გამოსცა, ეროვნულ კოორდინატორთან სუამ-
ის ეროვნული უწყებათაშორისი ჯგუფის შექმნის შესახებ, ძირითადი მიზნით- ქვეყნის შიგნით სუამ-ის
საკითხებზე უწყებატაშორისი ტანამშრომლობის კოორდინაცია, განახორციელებს საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ევროკავშირში გაერთიაების პრობლემები და პერსპექტივები:

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად ეწოდება „ასოცირების


შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის.“ „ასოცირების შესახებ შეთანხმება“
ფორმდება ევროკავშირსა და მის არაწევრ ქვეყანას შორის და მიზნად ისახავს მხარეთა შორის
თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოსთან იგივე ახალი
თაობის შეთანხმებაა, რადგან მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს და ითვალისწინებს
ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკურენტულ მექანიზმებს. 1996წ. ამ შეთანხმებამ
ჩაანაცვლა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება-PCA. PCA-სთან შედარებით
ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლების უფრო გაღრმავებას საქართველოსა და
ევროკავშირს შორის თანამშრომლების ყველა პრიორეიტეტი მიმართულებით.
ასოცირების შესახებ მოლააპარაკება ოფიციალურად 2010წ დაიწყო, გაიმართა 15პლენარული სესია,
საპოლოოდ მოლაპარაკებები დასრულდა 2013წ. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის ფარგლებში.
ასოცირების შესახებ შეთანხმება შეგვიძლია სამ ნაწილად დავყოთ: პოლიტიკური თანამშრომლობა;
დარგობრივი თანამშრომლობა და ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე.
აღმოსავლეთ პარტნიორობა- თანამშრომლობის ფორმატი წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის
ინიციატივას, რომლის მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და
მისი აღ. განზომილების გაძლიერება. ეს პარტნიორობა 2009 წ. ამოქმედდა. შეთანხმება თანამშრომლობის
გაღრმავების შესაძლებლობლობებს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
• საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცება და დაცვა. მასში შედის: დემოკრატიის,
კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის პრინციპების,
სუვერენიტეტისა, საერთაშორისო აღრიცხვის და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების
ხელშეწყობა.
• საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის
გაღრმავება შესაბამის სფეროში, მათ შორის შიდასახელწიფოებრივი რეფორმა, საერთაშორისო
მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, რეგიონალური სტაბილურობა და სხვა.
• მართმსაჯულება, თავისუფლება, უსაფრთხოება, ფულის გათეთრების, ტერორიზმის,
ნარკოტიკების უკანონო ვათრობის, დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა,
პერსონალის მონაცემთა დაცვა და სხვა.
• დარგობრივი პოლიტიკის ყველა სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების
დანერგვა შემდეგ სფეროებში: ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები,
დასაქმება, განათლება კულტურა და სხვა.
• ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა
და ევროკავშირს შორის ღრმა თავისუფალი ვაჭრობის ჩამოყალიბებას. ასოცირების შესახებ
შეთანხმება ვაჭრობის საკითხში საქართველოსთან ქმნის ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის
მექანიზმს. FTA თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან განსხვავებით, გულისხმობს სატარიფო
და არასატარიფო ბარიერების აღმოფხვრას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო
სპექტრს. FTA გულისხმობს ვაჭრობის სფეროს მარეგულირებელი კანონებისა და ინსტიტუტების
ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის რეგულაციებთან.
საქართველოს-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცელი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის
ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს: ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი სავაჭრო სისტემების
ფორმირებას; სტაბილური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას; საქართველოს საინვესტიციო
მიმზიდველობის ზრდას; მდგრად განვითარებას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად
გამოყენებას; ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის შექმნას; წარმოების ზრდა და ექსპორტის
ხარჯების ცვლას.
FTA ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ
დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან შემდეგ სფეროებში: სანიტარული, ტექნიკური
ბარიერების, შეყიდვების, საბაჟო და მომსახურების ვაჭრობაში. ამ მიზნით საქართველოში შეიქმნა
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის სისტემები. ასევე ქართული
წარმოების პროდუქტი გათავისუფლდა საბაჟო ტარიფებისგან ევროკავშირის ბაზარზე იმპორტისას. FTA-
თი გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოვება გულისხმობს შესაბამის სფეროებში ევროპული
სტანდარტებისა და პრაქტიკის დანერგვას. სანიტარული და ფიტოსანიტარული სისტემის გაუმჯობესება
გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და სანდოობას. ასოცირების შესახებ შეთანხმების
იმპლემენტაციი შედეგად საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ მიიღებენ. მაგალითად,
ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ჯანდაცვა და სხვა.
ასოცირების შესახებ შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაერთიანებას, თუმცა მოიცავს
მაღალ დონეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების. შეთანხმება ასევე მოიაზრებს
საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო თანამშრმლობას მართმსაჯულების, თავისუფლებისა და
უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმის კუთხით. საქართველომ ევროკავშირის ხელშეწყობით
უნდა გაატაროს პროგრესული რეფორმები, ესენია: სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდა,
სამართლიანი სასამართლო და მართმსაჯულების უზრუნველყოფა, მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის
წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა.
ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების სამოქმედო გეგმაა,
რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს
მოიცავს. შეთანხმება ითვალისწინებს თითოეულ სფეროში თანამშრომლების გაღრმავებას,
გამოცდილების გაზიარებასა და ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი რეფორმების მხარდაჭერას.
ითვალისწინებს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირის პოლიტიკასთან და განათლების
პრაქტიკასთან. განათლების ხარისხის ამაღლება უნდა მოვიდეს ევროკავშირის „უმაღლესი განათლების
მოდერნიზაციის დღის წესრიგისა“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქართველი სტუდენტებისთვის
გაიზრდება ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობები. დიდი შესაძლებლობა იქნება ქართული
მეცნიერებებისთვისაც, რომლებსაც გაეზრდებათ სხვადასხვა კვლევებში მონაწილეობის მიღების
შესაძლებლობა.
ასოცირების შესახებ შეთანხმება გავრცელდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, თუ ის
თავის მხრივ შეთანხმებით გათვალალისტინებული ვალდებულებების ყველა პუნქტის შესრულებას
შეძლებს ამ ტერიტორიებზეც. ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდა 2013 წელს. ტექსტის
პარაფირებით მხარეები ცნობენ რომ ტექსტი მათთვის მისაღებია რის შემდეგაც ტექსტმა შინაარსობრივი
ცვლილება არ უნდა განიცადოს. ამის შემდეგ შიდა პროცედურების გათვალისწინებით ევროკავშირის
მხარეს კიდევ 9-10 თვე ესაჭიროება. ამის გამო შეთანხმება ხელმოწერილი იქნა 2014 წელს.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა დემოგრაფიულად მობერებული და საკუთარი სოციალური
სისტემების შესანაჩუნებლად აუცილებლად ესაჭიროებათ იმიგრაციის გარკვეული დონე. აღმო.
პარტნიორ ქვეყნებს კი შეუძლიათ ევროკავშირს შესთავაზონ შედარებით დაბალანაზღაურებადი
მუშახელი. ევროკავშირის ბაზარზე წვდომა კი მომგებიანი იქნება ამ ქვეყნებისთვის.

ევროპის ეკონომიკური ზრდა:

ევროპის ეკონომიკური ზონა 1994 წ დაარსდა იმ მიზნით, რომ ევროკავშირის შიდა ბაზარი
ხელმისაწვდომი ყოფილიყო ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის 11ქვეყნისათვის. ევროპის
ეკონომიკური ზონის წევრობა დამოკიდებულია ევროპის ერთიან ბაზართან დაკავშირებული სრული
კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან, რომელის ძირითადი ნაწილი უკვე მოიცავს თავისუფალი
ვაჭრობის ხელშეკრულებას. ევროპის ეკონომიკური ზონის და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი
ვაჭრობის ზონას შორის ძირითადი განსხვავება ისაა, რომ ეს უკანასკნელი ევროკავშირის შიდა ბაზრის
ოთხივე თავისუფლებას -საქონლის, ადამიანების, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალ
გადაადგილებას მოიცავს. ასევე ევროპული ზონა არ ითხოვს არც საბაჟო კავშირის წევრობას და არც
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მესამე ქვეყანასთან მოლაპარაკებას ზღუდავს.
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია EFTA 1960წ სტოქჰოლმში შეიქმნა.იგი დამოუკიდებელი
მტავრობატაშორისი ორგანიზაციაა,რომლის მიზანია წევრ-სახელწიფოების ეკონომიკური ინტეგრაცია
და თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ამჯამად იგი აერთიანებს: ნორვეგიას, ისლანდიას,
ლიხტენშტეინს და შვეიცარიას.ევროპის ეკონომიკურ ზონაში გაწევრიანების ნაცადი ხერხია ევროპის
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრობა. აქ გაწევრიანებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პალატა
იღებს, გადაწყვეტილებაში ასახული წესებითა და პირობებით.
თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის პალატის გადაწყვეტილებაზე დიდ გავლენას ახდენს
პოლიტიკური პრიორიტეტები. მაგალითად ბრიტანეთის გასვლის შემდეგ ევროკავშირიდან, ნორვეგია
წინააღმდეგი იყო მისი ხელახალი გაწევრიანების, რადგან ძალათა წონასწორობა ნორვეგიის
საწინააღმდეგოდ შეიცვლებოდა. შესაბამისად საქართველოს გაწევრიანება კიდევ უფრო ნაკლებადაა
შესაძლებელი, რადგან ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნის საკუთარ გუნდში მიღება
ნაკლებად მოუნდებათ წევრ ქვეყნებს.
ევროპის ასოციაციასთან გრძელვადიანი მოლაპარაკებების დაწყების ნაცვლად, პროევროპული
ქვეყნებისთვის უმჯობესი იქნებოდა ასოციაციის მსგავსი მოდელის შემუშავებაზე ჯერ ერთმანეთთან,
შემდეგ კი ევროკავშირთანმოლაპარაკებების დაწყება. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას უკვე აქვს
ვიზალიბერალიზაციის და თავისუფალი ვაჭრობის ურთიერთობები. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა
გაწევრიანების წინაპირობას ქმნის.
საბაჟო კავშირი:

საბაჟო კავშირში გაერთიანება შეიძლება ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთ მოდელად


მოვიაზროთ. მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის საბაჟო კავშირის მუშაობის საუკეთესო
მაგალითია,თურქეთის ევროკავშირთან საბაჟო კავშირი, რამაც განაპირობა მისი ეკონომიკური და
სავაჭრო წინსვლა(“სავაჭრო სახელმწიფოდ“ იქცა). ვაჭრობა 20 წლის განმავლობაში მათ შორის 6-ჯერ
გაიზარდა. საქართველოსთვის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.
ევროპულ ბაზარზე საქართველოს პოზიციებს გაამყარებს და, ამათან, რუსეთს საქართველოს
ეკონომიკაზე ზეწოლის ბერკეტებს გამოაცლის.
მის წევრობას შეიძლება უარყოფითი მხარეებიც ჰქონდეს. საბაჟო ჯავშირის ძირითადი
მახასიათებელია :საერთო საგარეო ტარიფი“, წარმოაგენს საერთო სატარიფო და იმპორტის ქვოტირების
სისტემას, გამოიყენება მესამე ქვეყნებთან მიმართებაში. შესაბამისად საბაჟო კავშირში გაწევრიანება,
აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მესამე ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულებლების გაფორმების
თავისუფლებას ზღუდავს. საქართველოს შემთხვევაში, ეს ეხება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2017წ ბოლოს შევიდა. საქართველოს საბაჟო კავშირში გაწევრიანება
მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებას შეუძლებელს გახდის. თუმცა მისი არ დადებაც ევროკავშირთან
თავისუფალ ვაჭრობის თანამდევი მთელი რიგი შეზღუდვები არსებობს. „წამროშობის წესების“
გამოყენებამ , შესაძლოა უცხოელი მწარმოებლები დააინტერესოს და საკუტარი წარმოების საქართველოშ
გადმოტანა გადაწყვიტოს, რადგან თავიანთი პროდუქციის ევროკავშირშ იმპორტი საქართველოსთვის
დაწესებული დაბალი ტარიფებით ან სულაც უტარიფოდ შეეძლებათ. ამას საქარტველოშ არსებული იაფი
მუშახელიც უწყობს ხელს. საბაჟო კავშირის მთავარ სისუსტედ რჩება სამუშაო ძალის მობილობის
არარსებობა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

8. უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზარი (თავი9)


უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზარი წარმოადგენს ერთი ქვეყნის ვალუტის, მეორე ქვეყნის
ვალუტაში კონვერტაციის ბაზარს. გაცვლითი არის ის კურსი, რომელშიც ერთი ვალუტა კონვერტირდება
მეორეში. უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის გარეშე საერთაშორისო ვაჭრობა და ინვესტიციები იმ
მასშტაბით, რომელიც დღეისთვის გვაქვს არ იარსებებდა. კომპანიები იძულებულები იქნებიან მიმართონ
ბარტერს (საქონელგაცვლას). უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრი შესაძლებლობას ხდის სხვადასხვა
ქვეყნებში კომპნიებს შორის ვაჭრობას განსხვავებული ვალუტის პირობებში.
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზარის ერთ-ერთი ფუნქცია სავალუტო კურსის მსგავსი
ცვლილებებისგან გამოწვეული რისკისგან თავის დასაცავად გარკვეული გარანტიების შემოთავაზებაა,
რომელსაც სავალუტო რისკის დაზღვევას უწოდებენ.
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის ფუნქციები:

უცხოური ვალუტის გაცვლის 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია:

I. გადავცვალოს ერთი ქვვეყნის ვალუტა მეორეში


II. სავალუტო რისკისგან დაზღვევა (გაუთვალისწინებული ცვლილებებისგან გამოწვეული
შედეგები)
ვალუტის გადაცვლა
ყველა ქვეყანას გააჩნია თავისი ფულის ერთეული (ვალუტა), რომლითაც ხდება საქონლისა და
მომსახურებისათვის ფასის განსაზღვრა. მაგალითად აშშ-ში არის დოლარი, ბრიტანეთში-ფუნტი და ა.შ.
აქედან ჩანს, რომ ზოგადად ცალკეული ქვეყნის ფარგლებში უნდა გამოვიყენოთ ეროვნული ვალუტა.
(დამატებით მაგალითია მოყვანილი , რომ შოტლანდიაში მაერიკელი ტურისტივერ იყიდის ამერიკული
დოლარით, რადგან დოლარი ამ ქვეყნის ვალუტას არ წარმოადგენს. შოტლანდიაში , ტურისტმა რომ
მოახერხოს ვისკის ყიდვა , უნდა წავიდეს ბანკში და კონვერტაცია გააკეთოს ფუნტი სტერლინგზე, რათა
შეიძინოს ს ასურველი ნივთი). ამ პროცესში მონაწილეობის მიღებით ტურისტი ახდენს ერთი ვალუტის
მეორეში გაცვლას, შესაბამისად ის ხდება უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის მონაწილე. სავალუტო
კურსი არის ვალუტის ის ღირებულება, რომლითაც ხდება ფულის ერთეულის მეორეში კონვერტირება.
სავალუტო კურსი შესაძლებლობას გვაძლებს ქვეყნების მიხედვით შევადაროთ ფასები.
ტურისტის წვლილიუცხოური ვალუტის გაცვლით ბაზარზე მცირეა, ამ პროცესში დიდი
მონაწილეები არიან გლობალურ ვაჭრობასა და ინვესტირებაში ჩართულ კომპანიები. არსებობს
გლობალური ბიზნესკომპანიების მიერ უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის გამოყენების 4 ძირითადი
სფეროა:
1. პირველი- გადასახადები, რომლებიც ფირმას ეკისრება ექსპორტიდან, შემოსავალი, რომელისაც ის
იღებს საგარეო ინვესტორებიდან ან შემოსავალი იმ კანონიერი შეთანხმებებიდან , რომლებსაც
დებს უცხოურ ფირმებთან, მან შეიძლება უცხოურ ვალუტაში მიიღოს. ამ დანაზოგის საკუთარ
ქვეყანასში გამოსაყენებლად კომპანიამ იგი უნდა გადაცვალოს ეროვნულ ვალუტაზე.
განვიხილოთ შოტლანდიელი დისტრიბუტორი, რომელიც ექსპორტირებას უწევს ვისკის
ამერიკაში. დისტრიბუტორის ანაზრაურება დოლარშია, მაგრამ მის ქვეყანაში რადგან დოლარს ვერ
იყენებს იგი გადაცვლის მას ფუნტ სტერლინგზე.
2. მეორე - საერთაშორისო ბიზნესკომპანიები იყენებენ უცხოურვალუტის გაცვლით ბაზარს,
როდესაც უცხოური კომპანიებს გაწეულ მომსახურების ან საქონლისთვის უნდა მისცენ
გასამჯელო ადგილობრივ ვალუტაში (მაგალითი იყო მოყვანილი: კომპანია DELL-ი თავის
კომპიუტერებისთვის უამრავ ნაწილებს მალაიზიურ ფირმებისგან ყიდულობს, რომელთაც ის
მალაიზიური ვალუტიტ „რიგიტით“ უნდა გაუსწორდეს, ასე რომ DELL-მა დოლარი რიგიტში
უნდა გაცვალოს , აღნიშნულ ფირმებს თანხები რომ გადაუხადოს).
3. მესამე - საერთაშორისო ბიზნეს კომპანიები იყენებენ უცხოურ ვალუტის გაცვლითი ბაზარს, როცა
ზედმეტი ნაღდი ფული აქვთ და სურთ განახორციელონ მოკლევადიანი ინვესტირება ფულის
ბაზარზე.
4. მეოთხე - სავალუტო სპეკულაციები წარმოადგენს უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის
გამოყენების ერთ-ერთ სფეროს. ის გულისხმობს გარკვეული ფულადი დანაზოგის ერთი
ვალუტიდან მეორეში კონვერტაციას იმის მოლოდინით, რომ გაცვლით კურსში ცვლილებები
გარკვეულ მოგებას მოიტანს.
ერთ-ერთი გამორჩეული სავალუტო „სპეკულიანტი“ იყო ჯორჯ სოროსი, მისი ასეთი მოხერხებულობა
ამ საქმეში მისი მენეჯერული ალღოთი იყო განპირობებული. ზოგადად, კომპანიებმა უნდა იცოდნენ რომ
სავალუტო სპეკულაციები სარისკოა, რადგან არ შეუძლიათ ზუსტად გათვალონ თუ რა ცვლილებები
მოხდება გაცვლით კურსში. სპეკულაციიდან მიღებული მოგება მეტად მიმზიდველია თუ სწორად
გავთვლით მიმოქცევის კურსის ცვლილებას, თუმცა ბიზნესმენმა შეიძლება პირიქით დიდი დანაკარგი
განიცადოს მსგავსი ქმედებით, თუ მათი პროგნოზი არაზუსტი აღმოჩნდება.
სავალუტო რისკის დაზღვევა:
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის მეორე ფუნქციაა სავალუტო რისკებისაგან დაზღვევა,
რომელსაც გაცვლით კურსში გაუთვალისწინებელი ცვლილებები იწვევს. იმისათვის, რომ გავიგოთ თუ
რა როლს ასრულებს უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზარი ამ ფუნქციის რეალიზაციის პროცესში,
აუცილოებელია გავერკვეთ მყისიერ (spot), წინასწარი (forward) გაცვლის კურსებში და გაცვლა-
გამოცვლის (currency swaps) პროცესში.

• მყისიერი გაცვლის კურსი- როდესაც ორი მხარე თანხმდება ვალუტის გადაცვლაზე და ამ


შეთანხმებას დაუყოვნებლივ ასრულებენ. მყისიერი გაცვლის არის ის კურსი, რომლითაც საგარეო
მიმოცვლის დილერი ახდენს ვალუტის კონვერტაციას ამ კონკრეტულ დღეს. ასე რომ როდესაც
უცხოელი სხვა ქვეყანაში ახდენს მაგალითად დოლარის კონვერტაციას ბანკში, იგი იყენებს
იმჟამინდელ კურსს, რომელიც იმ კონკრეტულ დღეს არსებობდა. მყისიერი გაცვლის კურსი
ყოველდღე ქვეყნდეა გაზეთების ფინანსურ გვერდებზე. გაცვლის კურსი შეიძლება ორნაირად
გავიგოთ, როგორც უცხოური ვალუტის ერთი ერთეულის ფასი გამოხატული ამერიკულ
დოლარებში(ანუ პირდაპირი) ან ამერიკული დოლარის ერთი ერთეულის ფასი გამოხატული
უცხოურ ვალუტაში(ანუ ირიბი). მყისიერი კურსები განუწყვეტლივ იცვლება, ხშირ შემთხვევაში
ყოველდღიურად ვალუტის ღირებულება განისაზღვრება მასზე მოთხოვნა-მიწოდების
ურთიერთქმედებით სხვა ქვეყნის ვალუტების მოთხოვნა-მიწოდებასთან. მაგალითად: თუ აშშ-ს
დოლარზე მოთხოვნა ბევრია და მიწოდება მცირე, ხოლო ფუნტზე მოთხოვნა მცირე და მიწოდება
ბევრი, დოლარსა და ფუნტს შორის მყისიერი გაცვლის კურსი შეიცვლება, დოლარის ღირებულება
ფუნტთან შედარებით გაიზრდება.
• წინასწარი გაცვლის კურსი. ვთქვათ ამერიკული კომპანია იმპორტირებას უწევს იაპონურ
კომპიუტერებს და იცის, რომ ტვირთის ჩამოსვლიდან 30 დღეში გასამრჯელო უნდა გადაუხადოს
იაპონელ მიმწოდებელს. თუ მომავალი 30 დღის განმავლობაში დოლარის ღირებულება
მოულოდნელად შემცირდა იენთან მიმართებაში, მომგებიანი გარიგება შესაზლოა გადაიქცეს
წამგებიანად და კომპანიამ ვეღარ მიიღოს ის თანხა რომელსაც ელოდა რომ მიღებდა ამ
გარიგებიდან. ამ რისკის თავიდან ასაცილებლად ამერიკულმა კომპანიამ შეიძლება დაგეგმოს
წინასწარი გაცვლა. წინასწარი გაცვლა ხდება მაშინ, როდესაც ორი მხარე თანხმდება ვალუტის
გაცვლაზე მომავალში წინასწარ შეთანხმებული მიმოცვლის კურსით. 30,90,180 დღით ადრე,
ზოგჯერ რამდენიმე წლით ადრეც ხდება შეთანხმება. თუ მოსალოდნელია დოლარის
ღირებულების შემცირება, ვამბობთ, რომ დოლარი წინასწარი გაცვლის ბაზარზე ყიდულობს
ფასდაკლებით, ხოლო წინაააღმდეგ შემთხვევაში როცა დოლარი მეტ უცხოურ ვალუტას
ყიდულობს წინასწარი გაცვლითთ კურსით ვიდრე მყისიერით, ვამბობთ რომ დოლარი ყიდულობს
პრემიით წინასწარი გაცვლის ბაზარზე. განხილული მაგალითებიდან ცალსახად შეგვიძლია
ვთქვათ, რომ წინასწარი გაცვლის კურსის დადგენა და წინასწარი შესყიდვა ძალიან
მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმული კომპანიებისთვის.
• სავალუტო გაცვლა-გამოცვლა. არის ვალუტის სხვადასხვა კურსებში ერთდროულად
ყიდვაგაყიდვა. გაცვლა-გამოცვლა ხდება გლობალურ ბიზნეს კომპანიებსა და მათ მომსახურე
ბანკებს, ცალკეულ ბანკებსა და სახელმწიფოებს შორის მაშინ, როდესაც სასურველია დროის
გარკვეულ პრიოდში ერთი ვალუტიდან მეორეზე გადასვლა. გავრცელებული გაცვლა-გამოცვლა
ხდება მყისიერ და წინასწარ კურსებს შორის.
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის ბუნება

უცხოურ ვალუტის გაცვლითი ბაზარი არსად არ არის განავსებული, ეს არის ბანკების, ბროკერებისა
და საგარეო მიმოცვლის ლიდერების გლობალური ქსელი, რომლებიც ერთმანეთის ელექტრონულ
საკომუნიკაციო სისტემით უკვავშირდებიან. როდესაც კომპანიებს სურთ ვალუტის კონვერტაცია, ისინი
უბრალოდ მიდიან საკუთარ ბანკებში ნაცვლად იმისა, რომ უშუალოდ შეაღწიონ ბაზარზე. უცხოური
ვალუტის ბაზარი, ასახავდა რა გლობალური ვაჭრობის განვითარების დონეს, სწრაფი ტემპით
ვითარდებოდა. პირველადი მნიშვნელობის სავაჭრო ცენტრები განთავსებულია: ლონდონში(აქტივობის
33%), ნიუ-იურკში (აქტივობა 14%), ტოკიში(10%) და სინგაპურში(6%). მეორადი მნიშვნელობის ცენტრები
გვხვდება ფრანკპურტში, პარიზში, ჰონგ-კონგში, სან-ფრანცისკოსა და სიდნეიში.
ლონდონის გამორჩეული მნიშვნელობა, უცხოურ ვალუტის გაცვლით ბაზარზე, განპირობებულია
როგორც ისტორიული, ასევე გეოგრაფიული ფაქტორებით. როგორც მსოფლიო ინდუსტრიული ვაჭრობის
მარმოებელი პირველი ქვეყნის დედაქალაქი, ლონდონი მე-19 საუკუნის ბოლოს გახდა საერთაშორისო
ბანკების მსოფლიოს უდიდესი ცენტრი და ამ პოზიციას ის დღემდე ინარჩუნებს. დღეისათვის ლონდონის
ცენტრალური პოზიცია აღმო. ტოკიოს, სინგაპურსა და დას. ნიუ-იორკს შორის განპირობა იმან, რომ
სწორედ ლონდონი არის აღმ. აზიასა და ნიუ-იორკს ბაზრების შემაკავშირებელი. გამომდინარე
განსხვავებული დროითი სარტყელებიდან, ინგლისის ბირჟა იხსნება შუაღამისას ტოკიოს ბირჟის
დახურვის შემდეგ და ღიაა ნიუ-იორკში ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში.
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის თვისებებიდან პირველი არის ის, რომ ბაზარს არასდროს
სძინავს. ტოკიოს , ლონდონის და ნიუ-იორკის ბირჟების დღე ღამის განმავლოაში მხოლოდ 3 საათით
იხურება. ამ დროის განავლობაში ვაჭრობა მაინც გრძელდება ისეთ მეორედი მნიშვნელობის ცენტრებში,
როგორიცაა სანფრანცისკო და სიდნეი. მეორე თვისება არის სხვადასხვა სავაჭრო ცენტრების გაერთიანება.
მაღალი სიჩქარის კომპიუტერებით დაკავშირებულმა სავაჭრო ცენტრების ჩამოყალიბებამ წარმოქმნა
ერთიანი ფინანსური ბაზარი. სხვადასხვა ფინანსური ცენტრების გაერთიანება უშვებს, რომ სხვადასხვა
ცენტრის მიმოქცევის კურსებს შორის არ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი განსხვავება. მაგალითად, თუ
დღის 3 საათზე ლონდონში იენი/დოლარის კურსი იყო 120 იენი = 1 დოლარს, მაშინ ამავე დროს, კურსი
იდენტური იქნება ნიუ-იორკში. იმ შემთხვევაში, თუ ნიუ-იორკში იენი/დოლარის კურსს მსგავსი სახე
ექნებოდა 120 იენი=1 დოლარი, დილერი არბიტრაჟის (ვალუტის იაფად ყიდვა და ძვირად გაყიდვა)
მეშვეობით მიიღებდა მოგებას. ვინაიდან საგარეო მიმოცვლის დილერები მუდმივად აკონტროლებენ
კურსებს არბიტრაჟის შესაძლებლობის მოლოდინში, ის მცირე განსხვავებები, რომელიც წარმოიშობა
ხოლმე გაცვლის კურსებს შორის მალევე ქრება.
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზრის მესამე თვისება ვლინდება ამერიკული დოლარის
გამორჩეულ მნიშვნელობაში. მართალია, თეორიულად, სავალუტო გაცვლა შეიძლება ნებისმიერ ორ
ვალუტას შორის მოხდეს, უმეტეს შემთხვევაში გაცვლის ერთ-ერთი მხარე დოლარია. ეს ხდება მაშინაც,
როდესაც დილერს სურს გაყიდოს დოლარისგან განსხვავებული ვალუტა და იყიდოს სხვა. მაგალითად:
კორეული ვონის გაცვლას ბრაზილიურ რეალზე, ჯერ ჩვეულებრივ ახდენენ ვონის დოლარში და შემდგომ
დოლარის რეალად გადაქცევას. ეს გზა შეიძლება შემოვლითი ჩანდეს, მაგრამ იგი უფრო მეტად იაფი
ჯდება, რადგან გაცვლის რაოდენობა რომელიც დოლარს მოიცავს იმდენად დიდია, რომ ადვილია
დილერების მოძებნა, რომლებსაც სურთ ივაჭრონ დოლარი-იენით ან დოლარი-რეალით.
მისი დიდი როლიდან გამომდინარე, ამერიკული დოლარი ვალუტის გაცვლითი ბაზრის წამყვანი
ვალუტაა. დოლარის შემდეგ მნიშვნელოვანი ვალუტებია ევრო და ბრიტანული ფუნტი. ევრომ ჩაანცავლა
გერმანული მარკა, რომელსაც მსოფლიოში მეორე წამყვანი პოზიცია ეკავა. ბრიტანული ფუნტი იყო
დოლარის შემდეგ მნიშვნელოვანი ვალუტა, თუმცა მისი მნიშვნელობა ბოლო წლებში შემცირდა.
მიუხედავად ამისა, ლონდონმა შეინარჩუნა მისი წამყავნი პოზიცია საგარეო გაცვლით ბაზარზე.
გაცვლითი კურსის ნორმის განსაზღვრის ეკონომიკური თეორიები:
საწყის დონეზე გაცვლითი კურსები განისაზღვრება სხვადასხვა კურსების მოთხოვნისა და
მიწოდების საფუძველზე. მაგალითად, თუ დოლარზე მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, ხოლო იაპონურ
იენზე მოთხოვნა უფრო მცირეა ვიდრე მიწოდება, დოლარი/იენის გაცვლის კურსი შეიცვლება. დოლარი
იენთან მიმართებაში გაიზრდება. ეს მაგალითი ვერ ხსნის თუ რა ფაქტორები დგას ვალუტაზე
მოთხოვნა/მიწოდების უკან,ვერ ხსნის თუ როდის გადააჭარბებს დოლარზე მოთხოვნა მიწოდებას ან
პირიქით(იგივე იენზე). აქ არ არის ცხადად წარმოდგენილი როდის იზრდება ან მცირდება ვალუტაზე
მოთხოვნა/მიწოდება. ამისათის აუცილებელია ის ეკონომიკური თეორიები განვიხილოთ, რომლებიც
ხსნის ამ ფაქტორებს.
თუ გავიგებთ, რა განსაზღვრავს გაცვლის კურსს, მისი ცვლილებების პროგნოზირებასაც შევძვლებთ.
გაცვლის კურსის განმსაზღვრელი ძალები კომპლექსურია და იმ ეკონომისტებს შორის, რომლებიც ამ
საკითხს შეისწავლიან, კონსესუსი ჯერაც არ არის მიღწეული. ეკონომიკური თეორიების უმრავლესობა
თანხმდება, რომ ქვეყნის კურსის დადგენაზე დიდი გავლენა აქვს შემდეგ ფაქტორებს: ინფლაცია,
საპროცენტო განაკვეთი და ბაზრის ფსიქოლოგია.
ფასები და ვალუტის გაცვლითი კურსი:
ფასებისა და ვალუტის გაცვლის კურსის ურთიერთკავშირის უკეთ გასაგებად უნდა გავერკვათ
ერთიანი ფასისი კანონში, შემდეგ განვიხილავთ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორიას,
რომელიც აკავშირებს ორი ქვეყნის ვალუტის გაცვლის კურსში ცვლილებებს ამ ქვეყნებში ფასების
დონესთან.
ერთიანი ფასის კანონი - ერთიანი ფასის კანონი გვეუბნება, რომ კონკურენტული ბაზრის პირობებში,
რომელიც თავისუფალია ტრანსპორტირების გადასახადისა და სავაჭრო ბარიერებისაგან (როგორიცაა
ტარიფები) იდენტურ საქონელს სხვადასხვა ქვეყანაში ერთნაირი ფასი უნდა ჰქონდეს, როდესაც ისინი
გამოხატულნი არიან ერთსა და იმავე ვალუტაში.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორია. თუ ერთიანი ფასის კანონი მართებული იქნებოდა
ნებისმიერი საქონლისა და მომსახურებისთვის, მაშინ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გამოყენებით
შესაძლებელი იქნებოდა გაცვლითი კურსის დადგენა ნებისმიერი ფასების სიტემისთვის. განსხვავებულ
ვალუტებში იდენტური საქონლის ფასების შედარებით შესაძლებელი გახდებოდა განგვესაზღვრა
,,რეალური“, ანუ მსყიდველობითი უნარის პარიტეტის PPP (purchasing power parity) სავალუტო კურსი,
რომელიც იარსებებდა ეფექტიანი ბაზრის პირობებში. ეფექტიანი ბაზარი არ ქმნის დაბრკოლებას
საქონლის გადაადგილებას, სხვადასხვა სავაჭრო ბარიერებით.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორია გვეუბნება, რომ ეფექტიანი ბაზრების მსგავს ბაზრებზე
სამომხმარებლო კალათის ფასი სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე უნდა იყოს. ამის თანახმად,
ვალუტის გაცვლითი კურსი დოლარსა და იენს შორის მაგალითად, უნდა მივიღოთ ამ ტოლობიდან: E $/¥ =
P $ /P ¥ სადაც P $ - ამერიკულ დოლარებში გამოხატული გარკვეული სამომხმარებლო კალათა და P ¥ - იმავე
სამომხმარებლო კალათის ფასი იენებში.
ყოველწლიურად, ჟურნალი ,,ეკონომისტი― აქვეყნებს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის
თეორიის საკუთად ვერსიას ე.წ ,,ბიგმაკის ინდექსს“. ეკონომისტებმა მაკდონალდსის ბიგმაკი აირჩიეს
სამომხმარებლო კალათად, ვინაიდან ის დაახლოებით 120 ქვეყანაში ერთი და იგივე რეცეპტით
მზადდება, ანუ ბიგმაკის PPP არის გაცვლითი კურსი რომელიც უზრუნველყოფს ბიგმაკზე ყველა
ქვეყანაში ერთი და იგივე ფასის არსებობას.“ეკონომისტზე“ დაყრდნობით ქვეყნის რეალური და
მსყიდველობითი უნდარის პარიტეტით განსაზღვრული ვალუტის გაცვლის კურსის შესარება
საშუალებას გვაძლევს განვსაჯოთ თუ რამდენად სორადაა შეფასებული ვალუტის კურსი.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორიის შემდეგი ეტაპი იმის დამტკიცებაა, რომ თუ შესაბამისი
ფასები შეიცვლება, ეს გამოიწვევს ცვლილებებს ვალუტის კურსშიც.
ფულის მიწდოება და ინფლაცია - ჩვენ ასევე გვაქვს დამოკიდებულება ფულის მიწოდებას, ფასების
დონესა და ვალუტის გაცვლით კურსს შორის. ქვეყნები ინფლაციის მაღალი დონით, ვალუტის
ღირებულების შემცირებას განიცდიან იმ ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, რომლებშიც ინფლაციის
დაბალი დონეა. თუ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ქვეყანაში ინფლაციის მოსალოდნელი დონე,
შესაბამისად შეგვიძლია დავადგინოთ როგორ შეიცვლება ვალუტის გაცვლის კურსი სხვა ქვეყნებთან
მიმართებაში. გაზრდილი ფულის მიწოდება მიახლოებით განსაზღვრავს ქვეყანაში მოსალოდნელი
ინფლაციის დონეს. ფულის მიწოდების ზრდის შესახებ ინფორმაცია შეგვიძლია გამოვიყენოთ ვალუტის
გაცვლის კურსში ცვლილებების პროგნოზირებისთვის.
ინფლაცია მონეტარული მოვლენაა, ის თავს იჩენს, როცა ეკონომიკაში ფულის რაოდენობა უფრო
მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე საქონლისა და მომსახურების მარაგი. ეს ნიშნავს, რომ ფულის
მიწოდება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე პროდუქტიულობა. მაგალითად თუ ყველა მოქალაქეს
მთავრობა 10 000 დოლარს გადასცემს, ისინი წავლენ და საქონელს შეიძენენ,რომელიც ყოველთვის
სურდათ მაგ. ავტომობილი. გაზრდილი მოთხოვნა გამოიწვევს გამყიდველების მიერ ფასების გაზრდას
საქონელზე, სწორედ ეს პროცესია ფასების ინფლაცია.
ფულის მიწოდების ზრდა აადვილებს ფულის სესხების შესაძლებლობას მთავრობისგან
ბანკებისათვის და მოსახლეობისთვის- ფულის სესხებას ბანკებიდან. კრედიტის ზრდა გამოიწვევს
საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას. ფულის მიწოდებასთან ერთად თუ არ იზრდება
მწარმოებლურობა შედეგად ვიღებთ ინფლაციას. როდესაც ფულის მიწოდების ზრდის ტემპი აჭარბებს
გამოშვებული საქონლისა და მომსახურების ზრდას, ადგილი აქვს ინფლაციას. მსყიდეველობითი უნარის
პარიტეტის თეორია ამტკიცებს, რომ ქვეყნები ინფლაციის მაღალი დონით ვალუტის ღირებულების
შემცირებას განიცდიან მიმდინარე ვალუტის კურსში.ქვეყანაში ფულის მიწოდების ზრდა, ანუ
მიმოქცევაში მყისიერი ვალურის ზრდა, ცვლის შესაბამისი მოთხოვნისა და მიწოდების მდგომარეობას
უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარზე. თუ ამერიკის შეერთებული შტატების ფულის მიწოდება უფრო
მეტად იზრდება, ვიდრე მისი მწარმოებლურობა, დოლარების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება
ვიდრე იმ ქვეყნის ვალუტების, რომლებშიც მონეტარული ზრდა ახლოსაა გამოშვებული პროდუქციის
მატებასთან. დოლარის მიწოდების მატების შედეგად, დოლარის ღირებულება დაეცემა უცხოური
ვალუტის გაცვლით ბაზარზე იმ ქვეყნების ვალუტებთან მიმართებაში, სადაც ნელი მონეტარული ზრდაა.
სახელმწიფო პოლიტიკა განსაზღვრავს შესაბამისობას ფულის მიწოდებასა და გამოშვებული
პროდუქციის რაოდენობას შორის. სახელმწიფოს შეუძლია ფულის მიწოდების ზრდა ცენტრალური
ბანკისთვის უფრო მეტი ფულის ბეჭვდვის დავალების მიცემით გამოიწვიოს. ამას სახელმწიფო ზოგჯერ
საზოგადოებრივი დანახარჯების (გზების გაყვანა, თავდაცვის დაფინანსება და სხვა) დასაფარად აკეთებს.
სახელმწიფოს საზოგადოებრივი დანახარჯების დასაფინანსებლად გადასახადების გაზრდაც შეუძლია,
თუმცა ვინაიდან არავის მოსწონს გაზრდილი გადასახადების გადახდა და არც ხელისუფლებას უნდა
არაპოპულარულობა ის ბუნებრივად ირჩევს ფულის მიწოდების ზრდას. შესაბამისად ფულის მიწოდების
გადაჭარბებული ზრდის გარდაუვალი შედეგი ფასების ინფლაცია არის. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში
ეს მთავრობებს ხელს არ უშლის ფულის მიწოდების ზრდაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ იციან
მოსალოდნელი შედეგი. თუ საეთაშორისო კომპანიას სურს დაადგინოს ამა თუ იმ ქვეყნის ვალუტის
ცვალებადობა უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარზე, მან უნდა შეისწავლოს ამ ქვეყნის მონეტარული
პოლიტიკა. თუ ქვეყანა მართავს ფულის მიწოდების ზრდის დონეს მაშინ აქ ინფლაციის დონე დაბალია
და მისი ვალუტის ღირებულება არ დაეცემა უცხოური ვალუტის გაცვლის ბაზარზე. მეორეს მხრივ, თუ
ხელისუფლება არ აკონტროლებს ფულის მიწოდების ზრდის ტემპს, მომავალში სავარაუდოდ ინფლაციის
დონე ამ ქვეყანაში მაღალი იქნება და მისი ვალუტის ღირებულება უცხოური ვალუტის გაცვლით ბაზარზე
დაეცემა.
მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორიის ემპირიული კვლევა -თეორია ამტკიცებს, რომ
ვალუტის გაცვლის კურსები განისაზღვრება შესაბამისი ფასებით, და მათში ცვლილებები გამოიწვევს
ვალუტის კურსის ცვლილებას. მაშინ, როდესაც გრძელვადიან პერიოდში მსყიდველობითი უნარის
პარიტეტის თეორია შედარებით ზუსტ სურათს ასახავს, აღმოჩნდა, რომ მოკლევადიან პერიოდში (5
წლამდე) ეს თეორია არ ახდენს ვალუტის კურსის ზუსტ პროგნოზირებას. ეს თეორია კარგად ასახავს
ვალუტის კურსების ცვლილებას იმ ქვეყნებში სადაც მაღალია ინფლაციის დონე და განუვითარებელი
ბაზრებია. მაგრამ იმ ქვეყნების ვალუტის კურსის ცვლილებების ანალიზისთვის, რომლებშიც წარმოება
განვითარებულია და ინფლაციის დონე დაბალია ეს ტეორია ნაკლებად გამოსადეგია.
იმის გამო, რომ ვერ ხერხდება ინფლაციის დონეებსა და ვალუტის შესაბამის გაცვლით კურსს შორის
მყარი კავშირის პოვნა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თავსატეხს ვუწოდებთ, თუმაცა არსებობს
რამდენიმე ფაქტორი რომელსაც ამის ამოხსნა შეუძლია. პარიტეტის თეორია არ ითვალისწინებს
სატრანსპორტო ხარჯებსა და ვაჭრობის სხვა ბარიერებს. პრაქტიკაში ეს ფაქტორები მნიშვნელოვანია და
უზრუნველყოფენ სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ფასების დაწესებას. სახელმწიფოს ჩარევა
საერთაშორისო ვაჭწრობაში ასუსტებს მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თეორისს შესაძლებლობას,
დაადგინოს კავშირი შესაბამის ფასებსა და ვალუტის კურსის ცვლილებას შორის.
ამასთანავე პარიტეტის თეორიამ შესაძლოა ვერ იმუშაოს თუ მრავალი ქვეყნის ეროვნულ ბაზარზე
დომინირებს ერთი მულტინაციონალური საწარმო, რომელსაც არსებითი გავლენა აქვს ფასებზე,
აკონტროლებს სადისტრიბუციო არხებს და სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პროდუქტს წარადგენს.
მოთხოვნის რაოდენობის მიხედვით სხვადასხვა ბაზრებზე განსხვავებული ფასების დაწესებით
დომინანტ საწარმოებს შეუძლიათ გარკვეული გავლენა იქონიონ ფასებზე. მსგავს ქმედებას ფასების
დისკრიმინაციას ვუწოდებთ. ფასების დისკრიმინაციისთვის, არბიტრაჟის შესაძლებლობა
ლიმიტირებული უნდა იყოს. ამიტომაც საწარმოებს შეუძლიათ აკონტროლონ სადისტრიბუციო არხები
და შეზღუდონ არბიტრაჟის შესაძლებლობა, მათ ამის მიღწევა ქვეყნების მიხედვით პროდუქციისთვის
გარკვეული თავისებურების მინიჭებითაც შეუძლიათ(მაგ დიზაინი).
საპროცენტო განაკვეთი და ვალუტის გაცვლითი კურსი
ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ საპროცენტო განაკვეთი გამოხატავს ინფლაციის
მოსალოდნელ დონეს. ქვეყნებში, სადაც ინფლაციის მაღალი დონეა მოსალოდნელი, საპროცენტო
განაკვეთიც მაღალი იქნება. ეს დამოკიდებულება ცნობილია ირვინგ ფიშერის ეფექტის სახელით. ფიშერის
ეფექტი ამტკიცებს, რომ ნომინალური სარგებლის განაკვეთი-(i) უდრის რეალურ სარგებლის განაკვეთს
(r) დამატებული მოსალოდნელი ინფლაციის დონე იმ პერიოდში, რომლის განმავლობაშიც მოხდება
თანხების სესხება(I): i=r+I
როცა ინვესტორებს თავისუფლად შეუძლიათ კაპიტალის ქვეყნებს შორის გადაადგილება, რეალური
საპროცენტო განაკვეთი ყველგან თანაბარი იქნება. თუ განსხვავება წარმოიშობა, არბიტრაჟი მას უმალვე
დაარეგულირებს. ლოგიკურად, უნდა არსებობდეს კავშირი ვალუტის გაცვლით კურსაა და საპროცენტო
განაკვეთს შორის. ეს კავშირი ცნობილია, როგორც ფიშერის საერთაშორისო ეფექტი. ეს ეფექტი გვეუბნება,
რომ ნებისმიერი ორი ქვეყნისთვის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა ტოლი უნდა
იყოს მყისიერი გაცვლითი კურსის ცვლილებისა, მხოლოდ საწინააღმდეგო მიმართულებით. ფიშერის
ეფექტიც გრძელვადიან პერიოდს ეხება და ამტკიცებს, რომ საპროცენტო განაკვეთების სხვაობასა და
ვალუტის მყისიერ კურსში შესაბამის ცვლილებებს შორის გარკვეული სხვაობა არსებობს. თუმცა
მნიშვნელოვანი გადახრებია მოკლევადიან პერიოდში.
ინვესტორების ფსიქოლოგია და ბენდვაგონის ეფექტი. რაც დრო გადის უფრო აშკარაა, როგორ
განსაზღვრავს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ფაქტორი ბაზარზე მოვაჭრეების მოლოდინს კურსთან
დაკავშირებით. დაკვირვებიდან გამომდინარე, მოკლევადიან პერიოდში ინვესტორების ფსიქოლოგია და
ბენდვაგონის ეფექტი კურსის დადგენის განმსაზღვრელი ფაქტორებია. თუმცა მათი გავლენის
პროგნოზირება რთულია. ინვესტორის ფსიქლოგიაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს პოლიტიურთან
ერთად მაკროეკონომიკურმა მოვლენებმა. საერთაშორისო კომპანიებმა თვალყური უნდა ადევნონ
ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციასა და საპროცენტო განაკვეთებს.

ვალუტის გაცვლითი კურსის პროგნოზირება

კომპანიები ცდილობენ გაარკვიონ დაეხმარებათ, თუ არა ვალუტის კურსის პროგნოზირების


სერვისში ფულის დაბანდება რეალურად. ამ საკითხთან დაკავშირებით 2 მოსაზრებაა გავრცელებული:
1. ეფექტიანი ბაზრის სკოლა ამტკიცებს, რომ მომავალი მყისიერი ვალუტის კურსის პროგნოზირება
საუკეთესოდ შეუძლია წინასწარი ვალუტის გაცვლით კურსს, ანუ პროგნოზირებაში ინვესტირება
ფულის ფლანგვაა.
2. არაეფექტიანი ბაზრის სკოლა ამტკიცებს, რომ წინასწარი ვალუტის გაცვლის კურსი არაა ზუსტი
ინდიკატორი და კომპანიებისთვის უკეთესია, დააბანდონ ფული ვალუტის პროგნოზირების
სერვისში.
ეფექტიანი ბაზრის სკოლა. წინასწარი ვალუტის კურსი წარმოადგენს ბაზრის მესვეურების ერთობლივ
მოლოდინს იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მყისიერი გაცვლის კურსი მომავლის კონკრეტული
თარიღისთვის. თუ წინასწარი ვალუტის კურსი მომავლის გავლენის საუკეთესო პროგნოზს იძლევა,
ფირმებისთვის ტყუილი დანახარჯია ვალუტის კურსისდადგენის სერვისში ფულის დაბანდება. თუ
უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზარი ეფექტიანია, ვალუტის წინასწარი კურსი მომავალი ვალუტის
კურსის ობიექტური ინდიკატორია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროგნოზირება ზუსტი იქნება ნებისმიერ
კონკრეტულ შემთხვევაში. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უზუსტობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში
გამოვლინდება. ემპირიული კვლევები ამტკიცებს ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზას. თუმცა ბოლო წლებში
განხორციელებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ წინასწარი ვალუტის კურსი იდეალური ინდიკატორი არ
არის.
არაეფექტიანი ბაზრის სკოლა. ეფექტიანი ბაზრის ჰიპოთეზის საპირისპიროდ, ეკონომისტები,
რომლებიც ფიქრობენ, რომ უცხოური ვალუტის გაცვლითი ბაზარი არაეფექტიანია, ფასები არ ასახავენ
ყველა შესაძლო ინფორმაციას, თვლიან, რომ არაეფექტიანი ბაზრის შემთხვევაში, წინასწარი ვალუტის
კურსი ვერ იქნება უცხოური ვალუტის პროგნოზირების საუკეთესო გზა და ბიზნესკომპანიებისთვის
უპრიანი იქნება დააბანდონ ფული ვალუტის კურსის პროგნოზირების სერვისში. სარგებელი იმაშია, რომ
პროფესიონალურ პროგნოზს მეტი სიზუსტის შეთავაზება შეუძლია ვიდრე წინასწარი ვალუტის კურსს.

პროგნოზირების სხვადასხვა მიდგომები. თუ ბაზარი არაეფექტურია, პროგნოზირება ხდება 2 მიდგომით:


პირველი ეფუძნება ფუნდამენტურ, ხოლო მეორე ტექნიკურ ანალიზს.
1. ფუნდამენტური ანალიზი - იყენებს ეკონომიკურ თეორიებს და ისეთ ცვლადებს, როგორიცაა:
ფულის მიწოდების ზრდა, ინფლაციის დონე, საპროცენტო განაკვეთი. დამატებით მათ შეიძლება
სავაჭრო ბალანსის მონაცემებიც მოიცვან.
დეფიციტი სავაჭრო ბალანსში იწვევს ამ ქვეყნის ვალუტის ღირებულების დაცემას სხვა ქვეყნის
ვალუტებთან მიმართებაში. თუ ამერიკას ექნებოდა მეტი იმპორტი ვიდრე ექსპორტი, ადამიანები სხვა
ქვეყნებში უფრო მეტ დოლარს დააგროვებდნენ, და თუ ისინი ამ დოლარს სხვა ვალუტაზე გადაცვლიდნენ
ბაზარზე დოლარის მიწოდება გაიზრდებოდა,რაც საბოლოოდ დოლარის ღირებულებას შეამცირებდა.
ეს არგუმენტი დამოკიდებულია სხვა ქვეყნის მოქალაქეების სურვილზე შეინახონ დოლარი თუ
გადაცვალონ ის სხვა ვალუტაზე. ამიტომ სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა არ არის ვალუტის გაცვლითი
კურსის ცვლილების ფუნდამენტური ინდიკატორი. სავაჭრო ბალანსზე გავლენას ახდენს მონეტარული
ზრდა, ინფლაციის დონე და საპროცენტო განაკვეთი, ამიტომ პირველ რიგში სწორედ მათზე უნდა
გაკეთდეს აქცენტი.
2. ტექნიკური ანალიზი- სარგებლობს დაშვებით, რომ წარსულში განხორციელებული რხევებისა და
მიმართულებების საფუძველზე უნდა ვიმსჯელოთ მომავალი ვალუტის გაცვლით კურსზე.
ვინაიდან ეს დაშვება არ არის მყარ თეორიულ საფუძველზე დაფუძნებული, ეკონომისტები მას
ხშირად მკითხაობას ადარებენ, თუმცა ბოლო პერიოდში ტექნიკური ანალიზი სულ უფრო
პოპულარული ხდება.

ვალუტის კონვერტაბელურობა:

სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალუტების საკმაო რიცხვი თავისუფლად ვერ


გადაიცვლება სხვა ვალუტებზე. ამბობენ, რომ ქვეყნის ვალუტა თავისუფლად კონვერტირებადია, თუ
ხელისუფლება რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს აძლევს უფლებას შეუზღუდავად იქონიონ
უცხოური ვალუტა. ვალუტას ეწოდება მართულად კონვერტირებადი, თუ მხოლოდ არარეზიდენტებს
აქვთ მისი უცხოურ ვალუტაზე გადაცვლის უფლება. ვალუტა არაკონვერტირებადია, თუ არც
რეზიდენტებს და არც არარეზიდენტებს არ აქვს სხვა ვალუტაზე კონვერტირების უფლება.
თავისუფლად კონვერტირებადობა იდეალურისგან შორს დგას. ბევრი ქვეყანა ზღუდავს მისი
მოქალაქეების უფლებებს მცირე ან დიდი მასშტაბით, გადაცვალონ ადგილობრივი ვალუტა უცხოურზე
(მართვადი კონვერტაციის პოლიტიკა). მართვადი კონვერტირებადობა შეიძლება ადგილობრივი
კომპანიებისათვის უცხოეთში ინვესტირებისათვის პრობლემა გახდეს, მაგრამ ის ხელს არ უშლის
უცხოურ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიცია მოცემულ ქვეყანაში. მაგალითად ამერიკულ
კომპანიებს აქვთ გარანტია, რომ ისინი იაპონიაში მიღებულ იენებს გადაცვლიან დოლარებზე.
განსხვავებით ამ პოლიტიკისგან, სერიოზული პრობლემები წამოიჭრება მაშინ, როდესაც ვალუტების
გადაცვლა შეუძლებელია. ამის მაგალითი იყო საბჭოთა კავშირი და დღეს რუსეთია. ვალუტის
კონვერტირება ამ ქვეყანაში აკრძალულია და რუსეთში მოღვაწე ამერიკული კომპანია რუბლში მიღებულ
შემოსავალს ვერ ცვლის დოლარზე და მას ქვეყნიდან ვერ გაიტანს, რაც თავისთავად სერიოზული
ბარიერია გლობალური ბიზნესისათვის.
სახელმწიფო ზღუდავს ვალუტის კონვერტირებას, რათა დაიცვას მისი უცხოური ვალუტის
რეზერვები, რომლებიც საერთაშორისო ვალების დასაფარად ან სხვა ქვეყნიდან იმპორტირებისათვის
სჭირდება. შეზღუდვები ძირითადად მაშინ წესდება, როდესაც უცხოური კომპანიები ჩქარობენ
ადგილობრივი ვალუტის უცხოურზე გადაცვლას, ამ ფენომენს კაპიტალის გადინებას ეძახიან. კაპიტალის
გადინება ხდება ჰიპერინფლაციის ან სხვა ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების დროს, როცა
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები მერყევია. ასეთ დროს რეზიდენტები და
არარეზიდენტები ინვესტირებას იწყებენ სხვა ქვეყნებში. ეს ყველაფერი კი სახელმწწიფოს არა მარტო
იმპორტირებასა და ვალების დაფარვაში უშლის ხელს, არამედ ლოგიკურად იწვევს ეროვნული ვალუტის
ღირებულების დაცემას და გრძელვადიან პერიოდში ფასების ზრდას.
კომპანიებს შეუძლიათ ვალუტის კონვერტირების აკრძალვის შემთხვევაში მიმართონ ბარტერს-
საქონლისა და მომსახურების გადაცვლა სხვა საქონელში ან მომსახურებაში. ამის მაგალითია რუმინეთის
ხელისუფლებისა და „General Electric“-ის გარიგება 1984 წელს, როდესაც „General Electric“-მა მიიღო 150
მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი, რომლესაც საერთაშორისო ბაზარზე გაყიდდა. რამდენად
მნიშვნელოვანია საქონელცვლა? 20 წლის წინ ვალუტების დიდი ნაწილი არ განიცდიდა კონვერტაციას,
ამიტომ ბარტერს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა ბოლო წლებში ბევრმა ქვეყანამ დაუშვა ვალუტების
თავისუფალი კონვერტირების რეჟიმი და ამიტომ, დღეს გარიგებების მხოლოდ 10% მოიცავს
საქონელგაცვლას.

9. საერთაშორისო სავალუტო სისტემა (თავი10)


საერთაშორისო სავალუტო სისტემა არსებობს იმიტომ, რომ ქვეყნების უმეტესობას გააჩნია საკუთარი
ეროვნული ვალუტა. საერთაშორისო ბიზნესისთვის, აუცილებელია ბიზნესმა ეროვნული ვალუტა
გაცვალოს სხვა ქვეყნის ვალუტაზე, სადაც ბიზნეს ახორციელებს. საერთაშორისო სავალუტო სისტემა არის
ის ინსტიტუციონალური შეთანხმებები, რომლებსაც ქვეყნები დებენ სავალუტო კურსების სამართავად.
მოთხოვნა/მიწოდების საბაზრო ძალები განსაზრვრავენ ნებისმიერი ორი ვალუტის შედარებით ფასს და
ისინი გავლენას ახდენენ ქვეყნების შედარებითი ინფლაციისა და სარგებლის განაკვეთის დონეებზე.
როდესაც საგარეო სავალუტო ბაზარი განსაზღვრავს რომელიმე ვალუტის შედარებით ფასს, ვამბობთ, რომ
ქვეყანა თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმშია. მსოფლიოში ოთხი უდიდესი ვალუტაა: აშშ-
დოლარი, ევროკავშირის-ევრო, იაპონური-იენი და ბრიტანული -სტერლინგი, რომლებიც თავისუფლად
ცურავენ ერთმანეთთან მიმართებაში. მათი კურსი საბაზრო ძალებიდან გამომდინარე ყოველდღიურად
იცვლება. თუმცა ბევრი ვალუტის კურსი საბაზრო ძალით არ განისაზღვრება, მათთვის სხვა
ინსტიტუციური შეთანხმებებია. მაგ: ჩინური იენი მიმაგრებულია აშშ დოლარზე.
ნაკლებადგანვითარებული ქვეყნები, თავიანთ ვალუტას აფიქსირებს დოლარის და ევროს მიმართებით.
ფიქსირებული სავალუტო კურსი ნიშნავს, რომ ვალუტის ფასი განისაზღვრება მოცემულ ვალუტასთან,
ზუსტი შეფარდებით. მაგალითად: ჩინეთის ვალუტა მიმაგრებულია დოლარზე, იენისა და ევროს
კურსების მიმართება განისაზღვრება ამერიკული დოლარის ევროსთან მიმართებითი კურსით.
ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც არ იყენებს ვალუტის ფიქსირებულ კურსს, ცდილობს თავისი ვალუტის
ფასი გარკვეულ დისტანციაზე შეაკავოს რომელიმე მნიშვნელოვან ვალუტასთან მიმართებაში, რომელსაც
ზოგჯერ ბინძურ მცურავ სავალუტო სისტემასაც უწოდებენ. ის მცურავია, რადგან თეორიულად ვალუტის
ფასი საბაზრო ძალით განისაზღვრება, მაგრამ ბინძურია, რადგან თუ ქვეყნის ვალუტა დიდი სიჩქარით
უფასურდება რომელიმე მნიშვნელოვან ვალუტასთან მიმართებაში, მისი განმტკიცების მიზნით, ქვეყნის
ცენტრალური ბანკი საგარეო სავალუტო ბაზარში ერევა.
ზოგი ქვეყანა მოქმედებს უძრავი სავალუტო კურსით, სადაც ქვეყნების ვალუტები ერთმანეთთან
მიმართებაში მუდმივია, ეს განსაზღვრულია ერთობლივი შეთანხმების სავალუტო კურსით. მეორე
მსოვლიო ომის შემდეგ ,დიდი ინდუსტრიის ქვეყნები იყენებდნენ ამ მეთოდს, თუმცა იგი 1973წ გაუქმდა,
მაგრამ ზოგი ეკონომისტი მიიჩნევს რომ მსოფლიომ უნდა სცადოს უძრავი სავალუტო კურსის აღდგენა.

ოქროს სტანდარტი:
თავისი ფესვებით თანამედროვე სავალუტო სისტემა მიდის უძველეს დროში, როდესაც ოქრო და
ვერცხლი წარმოადგენდა სახელმწიფოებს შორის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებას. ძვ.წ. მე-7
საუკუნეში ინდოეთში, ბაბილონში, ფინიკიელთა სამეფოში ერთადერთი გადახდის საშუალება ვერცხლი
იყო, ხოლო მოგვიანებით ოქროს მონეტები. სანამ საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა შეზღუდული
იყო, უცხოური საქონლით ვაჭრობის დროს გადახდა ოქროთი ან ვერცხლით ხდებოდა. თუმცა
სამრეწველო რევოლუციის პერიოდში, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა,
არაპრაქტიკული გახდა მსოფლიოს გარშემო ოქროს და ვერცხლის დიდი რაოდენობით გადატანა.
გამოსავალი იყო ქარალდის ფულით ცანაცვლება, რომელიც ოქროსთან მიმართებაში უძრავი იყო. 16-17
საუკუნეში ევროპაში, ეროვნული სახელმწიფოების წარმოქმნასთან ერთად, ფულის გაცვლა ხდებოდა
ოქროსა და ვერცხლის მონეტაში მათი შემცველობის მიხედვით.
ოქროს სტანდარტის მექანიზმი: ოქროს სტანდარტი არის ვალუტების ოქროზე მიმაგრება და
კონვერტულობის გარანტია. 1821წ ბრიტანეთმა პირველმა აღიარა ოქროს სტანდარტი, ხოლო 1880წ კი
უდიდესი სავაჭრო ქვეყნებიც შეუერთდნენ. ერთიანი ოქროს სტანდარტის პირობებში ადვილი გახდა
ერთი ვალუტის მეორე ერთეულში გამოსახვა და ფიქსირებული ვალუტის კურსის ფორმირება.
სავალუტო კურსი იყო ერთი ქვეყნის ვალუტის ფასი გამოხატული მეორე ქვეყნის ვალუტაში. ამ
პრინციპიდან გამომდინარე, მოცემული ვალუტის კურსი არ რეაგირებს ყველა სხვა ქვეყნის ვალუტის
კურსის ცვლილებაზე. ამან განაპირობა ქვეყნებში ფიქსირებული სავალუტო კურსის წარმოქმნა, რადგან
ყველა ქვეყანაში ფულის ღირებულება მიმაგრებული იყო ოქროს ერთეულზე.
მაგ: აშშ-ს ერთ დოლარი განისაზღვრა 23,22 გრამი ოქრო. ერთ უნციაში 480 გრამი ოქრო შედის,
შესაბამისად ერთი უნცია ოქრო ჯდება 20,67 დოლარი(480/23,22). ვალუტის იმ რაოდენობას, რომელიც
საჭიროა ერთი უნცია ოქროსათვის, ეწოდება ოქროს ნომინალური ფასი. ბრიტანეთში მაგალითად ფუნტი
როგრც 113 გ ოქროს ექვივალენტი იყო, შესაბამისად ერთი უნცია ღირდა 4,24 ფუნტი სტერლინგი
(480/113). ოქროს ნომინალური ფასების მეშვეობით შესაძლებელია დავთვალოთ ფუნტისა და დოლარის
კურსების მიმართება: ფუნტი=4,87დოლარს (4,24/2067).
ოქროს სტანდარტის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცავდა იმ პოზიტიურ მექანიზმს,
რომლითაც მიიღწეოდა ყველა ქვეყანაში სავაჭრო წონასწორობა. ამბობენ, რომ სავაჭრო ბალანსი
წონასწორობაშია, როდესაც რეზიდენტების მიერ მიღებული შემოსავალი ექსპორტიდან ტოლია იმ
ფულისა, რომელსაც რეზიდენტები სხვა ქვეყნის იმპორტისთვის იხდიან. წარმოვიდგინოთ მხოლოდ ორი
ქვეყანა აშშ და იაპონია. იაპონიის სავაჭრო ბალანსი დადებითია, რადგან ის მეტ ექსპორტირებას ეწევა აშშ-
ივიდრე იმპორტირებას. იაპონელ ექსპორტიორებს უხდიან ამერიკულ დოლარებს, დოლარი იაპონურ
ბანკში იცვლება იენზე. იაპონური ბანკი აშშ-ს მთავრობას აძლევს დოლარებს და სანაცვლოდ ითხოვს
ოქროს. ოქროს სტანდარტის პირობებში, როცა იაპონიას აქვს ვაჭრობის დადებითი სალდო, ოქრო
გადაინაცვლებს შეერთებული შტატებიდან იაპონიაში. ოქროს გადაადგილება ავტომატურად ამცირებს
აშშ-ს ფულის მიწოდებას და ადიდებს იაპონიის ფულის მიწოდებას. შესაბამისად იაპონურ საქონელზე
ფასების ზრდა გამოიწვევს მათზე მოთხოვნის შემცირებას, აშშ-ში კი ფასების დაწევა გაზრდის მათზე
მოთხოვნას. იაპონია დაიწყებს აშშ-სგან მეტის ყიდვას და აშშ კი იაპონიისგან ნაკლების. ამ მექანიზმის
სიმარტივის გამო ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ მსოფლიო ისევ უნდა დაბრუბრუნდეს მას.
1918-1939 წელს ომებს შორის პერიოდი. 1870წელს დაიწყო და 1914 წელს გაუქმდა ოპროს სტანდარტი.
თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს მთავრობა ბევრი ფულის ბეჭდვით აფინანსებდა სამხედრო
მოქმედებებს, ამან გამოიწვია ინფლაცია. ამიტომაც აშშ ოქროს სტანდარტს 1918 წელს დაუბრუნდა,
ბრიტანეთი 1925წ, საფრანგეთი კი 1928 წელს. ბრიტანეთი დაუბრუნდა იმ პერიოდიდან როდესაც ერთი
უნცია ოქრო 4,24 ფუნტი ღირდა, მიუხედავად იმისა, რომ ის განიცდიდა ძლიერ ინფალციას. როდესაც
ფუნტის უცხოელმა შემნახველებმა დაკარგეს იმის რწმენა, რომ დიდი ბრიტანეთი თავისი ვალუტის ფასის
შენარჩუნებას მოახერხებდა, დაიწყეს ფუნტის ოქროზე გაცვლა. ოქროს მარაგების მნიშვნელოვნად
შემცირების გამო, ბრიტანეთის მთავრობა მიხვდა რომ ვერ აკმაყოფილებდა ოქროზე მოთხოვნას და
საბალოოდ წელს შეაჩერა ოქროზე გაცვლები. და ბრიტანეთში მცურავი სავალუტო კურსი შემოვიდა, რაც
გულისხმობდა ფუნტი-სტერლინგის კურსის გასაზღვრას მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორებით.
აშშ-მ ოქროს სტანდარტზე უარი თქვა 1933წ მაგრამ დაუბრუნდა 1934 წელს. უნცია 20,67 დოლარიდან
35 დოლარამედე გაიზარდა, რადგან მეტი დოლარი გახდა საჭირო ერთი უნცია ოქროს შესაძენად,
დოლარი გახდა გაცილებით იაფი და სხვა ვალუტებთან მიმართებაში იგი გაუფასურდა. ფუნტთან
მიმართებაში იყო 3,87, ხოლო გაუფასურების პერიოდში 8,24 გახდა. აშშ-მ ექსპორტის გაიაფებით და
იმპორტის გაძვირებით ცდილობდა გაეზარდა დასაქმება. მას სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს, დაიწყო
ვალუტების კონკურენციულიგაუფასურებების ციკლი და საბოლოოდ ამ პროცესისგან ვერც ერთმა
ქვეყანამ ვერ მოიგო. ოქროს სისტემისადმი რწმენა დაიმსხვრა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 1939
წელს ოქროს სტანდარტი გაუქმდა.

ბრეტონ-ვუდსის სისტემა:
ოქროს სტანდარტის კრახმა, საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობის შეზღუდვა, ინფლაცია, მაღალი
უმუშევრობა, ეკონომიკური სტაგნაცია არის ის მიზეზები რომელმაც მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა
ქვეყნები. ეს შეცდომები რომ არ გამეორებულიყო, მეორე მსოფლიო ომის მიწურულს 1944წ 44 ქვეყნის
წარმომადგენლები შეიკრიბნენ ბრეტონ-ვუდსში, აშშ, რომ შეექმნათ ახალი საერთაშორისო სავალუტო
სისტემა. ამ შეხვედრის ყველა მონაწილე სახელმწიფო შეთანხმდა, რომ სასურველი იქნებოდა
ფიქსირებული სავალუტო კურსის შემოღება. ასევე მათ სურდათ 1930იანი წლების ვალუტების
გაუფასურება. ოქროს სტანდარტის პრობლემებმა ის იყო, რომ არცერთ საერთაშორისო ინსტიტუტს არ
შეეძლო შეეწყვიტა ქვეყნების მიერ ვალუტების კონკურენციული გაუფასურება.

ბრეტონ-ვუდსის სისტემაში შემდეგი მათავრი პუნქტები იყო ჩამოყალიბებული:


1. ომებს შორის პერიოდმა ცხადყო, რომ თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსები არახელსაყრელია
საერთაშორისო ეკონომიკის განვითარებისთვის, მონაწილე ქვეყნებმა იკისრეს ვალდებულება
გამოაცხადონ თავიანთი ვალუტების „პარ ვალუ“, როგორც დადგენილი გაცვლის კურსი ორ ვალუტას ან
ვალუტასა და ოქროს შორის დადგენილი გარკვეული წონის და ვალუტასა და ვალუტების კალათას
შორის. ფონდის ძირიტადი მიზანი იყო გაცვლით კურსებში სტაბილურობის დამყარება. შემუსავებულ
სისტემას პარვალუ ერქვა. აშშ-მ განსაზღვრა დოლარი, როგორც ერთი უნცია ოქრო, რომელიც შეადგენდა
35 დოლარს და სხვა ქვეყნებმა კი დოლართან მიმართებით განსაზღვრეს თავიანთი ვალუტები, მაგრამ მათ
ჩარევის უფლება დაიტოვეს, რათა სავალუტო რხევები მინიმუმამდე დაეყვანათ +1დან -1მდე.

2. ქვეყნები შეთანხმდნენ თავი აერიდებინათ ნებისმიერი ეკონომიკური ომისგან. ამისათვის შეიქმნა


მონაწილეთა ქცევის კოდექსი, რომელიც ჩაიწერაფონდის წესდებაში.

3. ქვეყნები შეთანხმდნენ სავალუტო პრობლემების გადასაწყვეტად შეექმნათ ერთგვარი სავალუტო


ინსტიტუტი. შეიქმნა საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავისი წესებით და კვოტებით, რომელიც
გასცემდა სესხებს. მას სამი ძირითადი ფუნქცია დაეკისრა: ვალუტის გაცვლითი კურსების და
კონვერტაბელურობის რეგულირება; დამატებითი ვვალუტით ოქროთი უზრუნველყოფა;
საკონსულტაციო ფუნქცია.

ბრეტონ-ვუდსის სისტემას არ შეუცვლია ოქროზე გაცვლის სტანდარტი. თავდაპირველად სავალუტო


ფონდში 8,8 მილიონი დოლარი ჩაიდო, რომელიც შედგებოდა წევრი სახელმწიფოების შენატანებისგან
ოქროში და მათ ეროვნულ ვალუტაში.
ომის შემდგომი სავალუტო ურთიერთობები ვერ გახდა სტაბილური. მხოლოდ აშშ-მ, კანადამ და
ცენტრალური ამერიკის რამოდენიმე ქვეყანამ შეძლეს დადგენილი წესების შესრულება.დანარჩენები
ძალიან დასუსტებულები იყვნენ, თავიანთი ვალუტის კონვერტაციასაც ვერ ახერხებდნენ. ამიტომ
ევროპის და იაპონიის საგადამხდელო საშუალებები ნოლზე იყო. აშშ მოითხოვდა ბრეტონ-ვუდის წევრი
ქვეყნებისგან შეთანხმების პირობების შესრულებას. ამისათვის ამერიკამ დიდ ბრიტანეთს 3,75 მილიარდი
სესხი მისცა, რათა ბრიტანეთს ფუნტი ისევ კონვერტაბელური გაეხადა. მიუხედავად ამდენი
ზალისხმევისა 1947წ. ამერიკა დარწმუნდა, რომ ბრეტონ-ვუდსის სისტემა არ მუშაობს. საერთაშორისო
სავალუტო ფონდის რეზერვები ამოიწურა და დაარსებიდან ორი წლის შემდეგ, 1947წელს სესხების გაცემა
შეჩერდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით 1947 წლის ეკონომიკური კრიზისი პირდაპირ იყო დაკავშირებული
პოლიტიკურ პრობლემებთან. გერმანია, იტალია და ბრიტანეთი განიცდიდნენ ომისშემდგომ
მდგომარეობას. საბჭოთა კავშირი ინტენსიურად მუშაობდა ევროპაში და თანმიმდევრულად
ასოციალისტებდა სახელმწიფოებს. კომუნისტი პარტიზანები წარმატებით იბრძოდნენ საბერძნეთში და
კომუნისტური პარტიები გარკვეულ ნდობას იხვეჭდნენ ევროპის სახელმწიფოებში. შესაბამისად ბრეტონ-
ვუდსის მართული სისტემა გახდა აშშ, ნაცვლად საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტებისა. მთელი
სიმძლავრე დააწვა აშშ-ს რომელიც ცდილობდა ქვეყნები კომუნისტური იდეოლოგიისგან დაეცვა.
1960წლამდე ამერიკამ იკისრა ეს ფუნქცია. აშშ-ს ეკონომიკურმა სიძლიერემ და ომებს შორის პერიოდში
მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ლიდერობა. 1947 წელს
ოქროს წარმოება არ იყო საკმარისი, რათა დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო ვაჭრობისა და
ინვესტიციების მზარდი მოთხოვნილებები. ბრიტანეტის სისუსტის გამო ფუნტი ვეღარ იყო მსოფლიო
ვალუტა. ერთადერთი ძლიერი ვალუტა აშშ დოლარი იყო. გარდა ამისა აშშ თანახმა იყო დოლარი
გაეცვალა ოქროზე, რაც კიდევ აძლიერებდა დოლარს. ომის შემდეგ ამერიკა ფლობდა მსოფლიოს ოქროს
ვალუტის 3/4ს. ამრიგად ბრეტონვუდის სისტემა გახდა ჰეგემონური სავალუტო წესრიგი აგებული
დოლარზე. საერთაშორისო ვაჭრობა, ინვესტიცია- ყველაფერი დოლარზე ხორციელდებოდა. ცივი ომის
პირობებში აშშ ლიდერი გახდა და ხელში ჩაიგდო დასავ. სამყაროს მართვა. აშშ-ს ჰეგემონიზმს სხვა
მოკავშირეები საკუთარი ეკონომიკების გაუმჯობესების სანაცვლოდ დათანხმდნენ. თუმცა შემდგომ
დოლარზე მზარდმა მოთხოვნილებამ აშშ-ს უზარმაზარი დეფიციტი გაუჩინა.
ბრეტონ-ვუდსის სისტემის ისტორია იყოფა ორ პერიოდად: დოლარის ნაკლებობის და სიჭარბის
პერიოდებად.
პირველ პერიოდში, აღინშნებოდა დოლარის ნაკლებობა. თავად აშშ-ი ვაჭრობა იზრდებოდა და
სერიოზული ეკონომიკური აღმავლობა იწყებოდა. ამ პროცესისიმუშაობისთვის აუცილებელი იყო
ევროპაშიც დაწყებულიყო დოლარის გადინება. ეს მოხდა აშშს დამხმარე პროგრამებით: ტრუმენის გეგმა
საბერძნეთის და თურქეთის დასახმარებლად, განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად, ასევე
მარშალის გეგმა, რომლის ფარგლებშიც 16 ევროპულმა სახელმწიფომ დახმარება მიიღო 17 მილიარდი
დოლარის ოდენობით. სისტემამ იმუშავა, იაპონიის და ევროპის ეკონომიკა აღორძინდა. სს ფონდმაც
დაიწყო აქტიური მოქმედება.
მეორე პერიოდი დოლარის სიჭარბე 1958 წლიდან იწყება. ევროპა და იაპონია ვითარდებოდა და მათი
რეზერვები აშშ-ს უახლოვდებოდა. აშშ-ს ოქროს მარაგმა დაიკლო, უცხოეთში კი აკუმულირებული
დოლარის რაოდენობა იზრდებოდა. 1960 წელს აღინიშნა დოლარის ოქროში გაცვლის სპეკულაციები. აშშ-
ს ეკონომიკა კვლავინდებურად ძლიერი იყო, მაგრამ ეს ვითარება იმაზე მიანიშნებდა, რომ ამერიკას აღარ
შეეძლო ერთპიროვნულად ემართა საფინანსო სისტემა და საჭირო გახდა სხვა წევრების აქტიური ჩაბმა.
ევროპის და იაპონიის ვალუტის გამყარებამ მათ სურვილი გაუჩინა დოლარისგან
გათავისუფლებულიყვნენ. 1968-1971 წლებში საერთაშორისო სავალუტო სისტემა და მისი მენეჯმენტი
პარალიზებული იყო. 1971წ აშშ-ს პეზიდენტმა ნიქსონმა, საერთაშორისო სავალუტო სისტემის სხვა
წევრებთან შეთანხმების გარეშე, ცალმხრივად გამოაცხადა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა: შეჩერდა
დოლარის კონვერტაცია ოქროსთან მიმართებაში. ეს ფაქტობრივად ბრეტონ-ვუდსის დასასრული იყო.
ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებით ორი ინსტიტუტი იყო ჩამოყალიბებული სსფ და მსოფლიო ბანკი. აქ
ასევე შეთანხმდნენ მუდმივ ვალუტაზე, რომელსაც სსფ-მ დაადგინა. სისტემის თანახმად ყველა ქვეყანას
უნდა გაეწონასწორებინა თავისი ვალუტა ოქროსთან მიმართებაში, მაგრამ არ იყო ვალდებული ვალუტა
ოქროზე გადაეცვალა. ბრეტონ ვუდსის შეთანხმების კიდევ ერთი ასპექტი იმაში მდგომარეობდა, რომ
ქვეყნებს ვალუტის გაუფასურება არ უნდა გამოეყენებინათ კონკურენციული ვაჭრობის იარაღად. 10%ზე
მეტად გაუფასურება მოითხოვდა სსფ-ს ნებართვას.
სერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი: ბრეტონ-ვუდსისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო
სსფ-ს დაფუძნება. სსფ გაეროს სპეციალიზებული დაწესებულიება, რომელიც 1944წელს ბრეტონ-ვუდსისი
კომფერენციის საფუძველზე დაარსდა, რომელიც სრული ავტონომიით სარგებლობდა. ფონდის წევრია
180-მდე ქვეყანა. სსფ-მ ხელი უნდა შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო თანამშრომლობას,
საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, ვალუტის სტაბილურობას და კრედიტების გაცემას წევრ
სახელმწიფოებზე საგადასახადო ბალანსების გასაწონასწორებლად. ფონდის კაპიტალი წევრი
სახელმწიფოების კვოტური შენატანი განსაზღვრავს. 25% გადახდილია ოქროსა და დოლარის სახით, 75%
ეროვნულ ვალუტებში. კრედიტების რაოდენობას თითოეული ქვეყანა იღებს შეფარდებით მის ოქროს
წილზე, მეტის მიღება შეზღუდულია. 1970წლიდან ფონი უშვებს საკრედიტო საშუალებებს ე.წ „სასესხო
სპეციალურ უფლებს“, რომლებიც ითვალისწინებს ქვეყნის კვოტების პროპორციულად ნაწილდება
სესხები. ფონდის უმაღლესი ორგანოა მმართველთა საბჭო, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება.
მასში შედის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ფონდის შტაბ-ბინა მდებარეობს ვაშინგტონში.
საქართველო ფონდის წევრი გახდა 1992 წლიდან. ფონდის ძირითადი ამოცანებია:
• სავალუტო ურთიერთობათა დარგში საერთაშორისო თანამშრომლობა ;
• საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერა;
• ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფა;
• საგადასახადო ბალანსის დისპროპორციების აღმოფხვრის მიზნით ქვეყნებისთვის ფინანსური
დახმარების გაწევა;
• მრავალმხრივი გადახდის სისტემის შექმნა.

სსფ-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც იზიარებს სსფ-ს ნორმებსა და
დებულებებს. ასევე კვოტის გადასახადის მოცულობასაც აქვს მნიშვნელობა, შემდეგი მიზეზის გამო:

1. კვოტის მოცულობა განსაზღვრავს ქვეყნის ხმათა ოდენობას კენჭისყრის პროცესში;


2. ქვეყნის კვოტა წარმოქმნის მისი რეზერვების ნაწილს მყარ ვალუტაში;
3. ყველა ქვეყანას აქვს უფლება აიღოს თავისი კვოტის 25% კრედიტის სახით.

ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების მიზანი იყო დისციპლინის და მოქნილობის კომბინაციის გზით


თავიდან აეცილებინა ფინანსური ქაოსის გამეორება მსოფლიოში.
დისციპლინა. ფიქსირებული სავალუტო კურსის რეჟიმი მიზნად ისახავს ორ დისციპლინას. პირველი,
ფიქს. სავალუტო კურსი აჩერებს კონკურენციულ გაუფასურებას და მოაქვს მსოფლიო სავაჭრო გარემოს
სტაბილურობა. მეორე, ფიქს. სავალუტო კურსის რეჟიმი ხელს უწყობს ქვეყნებში მონეტარულ
დისციპლინას, რითაც ამცირებს ფასების ინფლაციას. მაგალითად: თუ ბრიტანეთი ფულის მიწოდების
სწრაფად გაზრდის მიზნით ფუნტს დაბეჭდავს, ეს გამოიწვევს ინფლაციას. ამის შემდეგ შეიქმნებოდა
სავაჭრო ბალანსის დეფიციტი ბრიტანეთში- ესპორტის სიჭარბე იმპორტზე. ფიქს. სავალუტო კურსის
რეჟიმში, ბრიტანეთი იქნებოდა ვალდებული მეტი ყურადღება მიექცია ფულის ბეჭდვისთვის და
შეზღუდა ინფლაცია. ამდენად ფიქსირებული სავალუტო კურსები არის ინფლაციის კონტროლისა და
ქვეყნებში ეკონომიკური დისციპლინის გამოყენების მექანიზმი.
მოქნილობა: ბრეტონ-ვუდსის შეთანხმების მონაწილეებს უნდოდათ თავიდან აეცილებინათ მაღალი
უმუშევრობა, ამიტომ მათ ამ სისტემაში ჩადეს შეზღუდული მოქნილობა. რაც მდგომარეობდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან სესხების გამარტივებასა და პარიტეტების რეგულირებაში.
პარიტეტების რეგულირების სისტემა ქვეყანას აძლევდა ვალუტის 10%-ით გაუფასურების უფლებას, თუ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაადგენდა, რომ ქვეყნის საგადასახადო ბალანსიფუნდამენტური
უწონასწორობის მდგომარეობაში იყო.
მსოფლიო ბანკის როლი: მსოფლიო ბანკის ოფიციალური დასახელებაა რეკონსტრუქციისა და
განვითარების საერთაშორისო ბანკი. IBRD-ს შექმნა გადაწყდა ბრეტონ-ვუდსში 1944წელს. იგი გაეროს
სპეციალიზებული დაწესებულებაა, მაგრამ მაგრამ მის წევრად მიიღებიან მხოლოდ საერთაშორისო
სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოები. შტაბ ბინა ვაშინგტონშია. უმაღლესი ორგანო მმართველთა
საბჭოა, ოპერატიულ საქმიანობას კი დირექტორატი ახორციელებს. ბანკს ჰყავს პრეზიდენტი. პირველი
სესხი ბანკმა საფრანგეთს მისცა 1947წ. ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. მისი ერთ-ერთი
ძირითადი მიზანია სიღარიბესთან ბრძოლა მთელს მსოფლიოში. საქართველო მისი წევრი გახდა 1992წ.
ამჟამად ბანკში გაერთიანებულია ხუთი ინსტიტუტი:

1) რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი: შეიქმნა 1945წ. აერთიანებს 184 ქვეყანას.


მიზანია შეამციროს სიღარიბის დონე ქვეყნებში მდგრადი განვითარების ხელშეწყობით. ეხმარება
ქვეყნებს ანალიტიკური და საკონსულტაციო სამსახურის მეშვეობით.

2) საერთაშორისო განვითარების ასოციაცია: დაარსდა 1960წელს. აერთიანებს 162 წევრს. ხელს უწყობს
რეფორმებს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში და წყალმომარაგების საკითხებში. ასევე მუშაობს
უმუშევრობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისკენ.

3)საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია: დაარსდა 1956 წელს. აერთიანებს 175 წევრ ქვეყანას. მიზანია
ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა კერძო სექტორის გაძლიერების გზით. მუშაობს
ბიზნესპარტნიორებთან, ინვესტირებას ახდენს განვითარებად სახელმწიფოების კერძო სექტორში და
აძლევს მათ გრძელვადიან სესხებს, ეხმარება კონსულტაციებით.

4)მრავალმხრივი ინვესტიციების გარანტიის სააგენტო: დაარსდა 1988 წელს და აერთიანებს 157 წევრს.
მოუწოდებს უცხოელ ინვესტორებს მოახდინონ კაპიტალდაბანდებები განვითარებად ქვეყნებში.
ტექნიკურ დახმარებას უწევს ქვეყნებს შესაძლო უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის
გავრცელებაში.

5)ინვესტიციების სფეროში დავების მოსაგვარებელი საერთაშორისო ცენტრი: დაარსდა 1966 წელს და


აერთიანებს 134 წევრ სახელმწიფოს. ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას სხვადასხვა ქვეყნებში,
რისთვისაც შეიმუშავებს საერთაშორისო ინვესტირების წესებს, დავების მოგვარების კანონებს.
გუგებრობებისა და კონფლიქტური სიტუაციების შემთხვევაში იძლევა რჩევებს საერთაშორისო
ინვესტირების კანონის შესაბამისად.

2018წ. მსოფლიო ბანკმა გასცა 20,1 მილიარდი აშშ დოლარი 245 პროექტის განსახორციელებლად,
რომლებიც მიმართული იყო მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბესთან საბრძოლველად. ბანკი
ძირითადად კონტროლდება განვითარებული სახელმწიფოების მიერ. ბანკის საწყისი მისია იყო დაბალი
განაკვეთების სესხების გაცემის გზით, ევროპის ეკონომიკის აღდგენის ფინანსური დახმარება, თუმცა
მსოფლიოს ბანკის ეს როლი დაჩრდილა მარშალის გეგმამ, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები
პირდაპირ აძლევდა სესხს ევროპულ ქვეყნებს. 1950-იანი წლებიდან ბანკი კონცენტრაციას
საზოგადოებრივი სექტორის პროექტებზე ახდენდა. 1960-დან ბანკმა დაიწყო მსხვილი სესხების გაცემა
სოფლის მეურნეობაში, განათლებასა და ურბანულ განვითარებაში.
ბანკი სესხებს ორი სქემის მიხედვით გასცემს. IBRD სქემის მიხედვით ფულს იღებენ საერთაშორისო
კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების გაყიდვით. სქემის მიხედვით, ბანკი დაბალგანაკვეთიან სესხებს
სარისკო კლიენტებსაც სთავაზობს. მეორე სქემას განაგებს საერთაშორისო განვითარების სააგენტო. IDA-ს
სესხები მხოლოდ უღარიბეს ქვეყნებში მიდის. მათ ვალის დასაბრუნებლად ეძლევათ 50 წელი, სარგებლის
განაკვეთი კი 1%-ია წელიწადში.

ფიქსირებული სავალუტო კურსების სისტემის გაუქმება:


ბრეტონ-ვუდსის ფიქსირებული სავალუტო სისტემა 1973წ გაუქმდა. ამის მიზეზეგი გასაგებია,
დოლარი იკავებდა ცენტრალურ ადგილს, რადგან მხოლოდ მისი გაცვლა შეიძლებოდა ოქროზე.
დოლარის გაუფასურებაზე პატარა ზეწოლაც კი სისტემას გაანადგურებდა და ასეც მოხდა.
ეკონომისტები ამ სისტემის გაუქმებას ამერიკის მაკროეკონომიკის პოლიტიკას აბრალებს. ვიეტნამის
ომის დასაფინანსებლად, პრეზიდენტმა ჯონსონმა მხარი დაუჭირა სახელმწიფო ხარჯების ზრდას ,
რომელიც არ ფინანსდებოდა გაზრდილი გადასახადებით. ამის მაგივრად ის დაფინანსდა ფულის
გაზრდილი მიწოდებით, რამაც ინფლაცია გამოიწვია ჯერ 4%-ით შემდეგ კი 9-ით. ინფლაციის ზრდამ და
აშშ-ს საგარეო ვაჭრობის პოზიციის გაუარესებამ გამოიწვია უცხოურ სავალუტო ბაზრებზე სპეკულაცია,
რამაც გააღრმავა დოლარის გაუფასურება. აშშ-ს მიერ გამოცხადებულმა მონაცემებმა, რომელშიც
ამბობდნენ რომ იმპორტი აჭარბებდა ექსპორტს, გამოიწვია სპეკულიანტების მიერ გერმანული დოიჩე
მარკების შეძენა, რადგან ისინი მიხვდნენ, რომ მარკის დოლართან წონასწორობა აღდგებოდა. ამ დროს
მხოლოდ ერთ დღეში ბუნდესბანკს მოუწია მილიარდი დოლარის ყიდვა, რათა დოლარისა და დოიჩე
მარკების მიმართება შეენარჩუნებინა უძრავი სავალუტო კურსების მოცემულ დონეზე. ამ დროს
ბუნდესბანკმა თავის ვალუტას ცურვის უფლება მისცა. ამ ვითარებაში უფრო მეტად დარწმუნდნენ რომ
დოლარი უნდა გაუფასურებულიყო მაგრამ ეს ადვილი პროცესი არ აღმოჩნდა. დოლარის გაუფასურება
მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ ქვეყნები შეთანხმებულად აწევდნენ დოლართან
მიმართებით თავიანთი ვალუტის დონე, მაგრამ ბევრ ქვეყანას ეს არ უნდოდა, რადგან ეს მათ პროდუქციას
ამერიკულთან შედარებით გააძვირებდა. პეზიდენტმა ნიქსონმა სცადა საკითხის მოგვარება, როცა
განაცხადა 1971წ დოლარი აღარ გადაიცვლებოდა ოქროზე. ამან განაპირობა სავაჭრო პარტნიორების
შეთანხმება დოლარის უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში 8%-ით გაუფასურებაზე. იმპორტზე ბეგარაც
მოიხსნა. მაგრამ ამ ღონისძიებებმა პრობლემა ვერ გადაჭრა. 1972წ. აშშ-ს საგადასახადო ბალანსი
გაუარესდა და ფულის მიწოდება ისევ გაიზარდა. სპეკულანტებმა ისევ დაწყეს დოლარის გადაცვლა. ამის
გამო უცხოური სავალუტო ბაზარი დაიხურა. იმ დროს მცურავ სისტემაზე გადასვლა წარმოადგენდა
უცხოურ სავალუტო ბაზარზე მოუგვარებელი სპეკულაციის დროებით პასუხს.
ბრეტონ-ვუდსის სისტემა ვერ იმუშავებდა თუ განხორციელდებოდა მის მთავარ ვალუტაზე
სპეკულაციური შეტევები. ბრეტონ-ვუდსის სისტემა ფუნქციონირებდა მანამ, სანამ აშშ-ში ინფლაციის
დონე რჩებოდა დაბალი და ამ ქვეყანას არ გააჩნდა საგადასახადო ბალანსის დეფიციტი. ვინაიდან ეს
პირობა ვერ შესრულდა სისტემა დაინგრა.

მცურავი სავალუტო კურსების რეჟიმი:

მცურავი სავალუტო კურსების რეჟიმი, რომელიც უძრავ სავალუტო კურსების ლიკვიდაციას მოჰყვა,
ლეგალიზება გაუკეთა 1976 წლის იანვარში, როდესაც სსფ-ს წევრები შეხვდნენ იამაიკაში და შეთანხმდნენ
საერთაშორისო სავალუტო სისტემის იმ წესებზე, რომლებიც დღესაც გაგვაჩნია.

იამაიკის შეთანხმება:

1976წ კინგსტონში (იამაიკაში) შედგა სსფ-ს წამყვანი სახელმწიფოების შეხვედრა, სადაც საბოლოოდ
გაცხადდა ბრეტონ-ვუდსის სისტემის დასასრული. იამაიკას კომფერენციაზე დეფაქტო დამთავრება
დეიურე გახდა. კონფერენციაზე ქვეყნები შეთანხმდნენ: მცურავი გაცვლითი კურსის ლეგელიზაციასა და
ოქროს, როგორც რეზერვის როლის შემცირებაზე. სსფ-ს ოქროს რეზერვის მეექვსედი ნაწილი განაწილდა
სახელმწიფოებზე მათი კვოტების მიხედვით ყოფილ ოფიციალურ ფასში. შემდეგი მეექვსედი კი გაიყიდა
ღია ბაზარზე და მიღებული თანხა სესხად გაიცა განვითარებად ქვეყნებზე. სსფ-ს კვოტები გაიზარდა
განსაკუთრებით ოპეკის ქვეყნებზე. განვითარებადი სახელმწიფოების უფრო მეტად დაფინანსებაც
დაიწყო. ასევე ეროვნულ სახელმწიფოებს დაევალათ საკუთარი ძალებით ვალუტის ღირებულების
განსაზღვრა და საფინანსო სავალუტო სისტემის მოწესრიგება.

კონფერენციაზე ოფიციალურად დადასტურდა არსებული სისტემის დაშლა, მაგრა ახალი არ


შექმნილა. მხოლოდ შესწორებების შეტანა მოხდა სსფ-ში. ბრეტონ-ვუდსის სისტემა ბოლომდე
დასრულებულად შეგვიძლია არ ჩავთვალოთ, რადგან სსფ და მბ კვლავ ფუნქციონირებენ, რომლებიც
დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მსოფლიო ეკონომიკისთვის. იამაიკას შეთანხმების შემდეგ,
სსფ ახორციელებს, ქვეყნების მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და ვალუტის კურსების
რეგულირების პოლიტიკას.

ვალუტის კურსები 1973 წლიდან:

1973წლის მარტიდან ვალუტის კურსები გახდა უფრო მეტად ცვალებადი., რომლებიც რამოდენიმე
არაპროგნოზირებადი მოვლენით იყო გამოწვეული, ესენია: ნავთობის ფასის გაორმაგება, აშშ-ს
ინფლაცია, დოლარის უეცარი აღმავლობა,აზიური სავალუტო ბაზრების კრიზისი.
1980-85წ. დოლარის აღმავლობა გამოწვეული იყო აშშ-ში მზარდი სავაჭრო დეფიციტით, ექსპორტზე
გაცილებით მეტი იმპორტის გამო. უცხოურ სავალუტო ბაზარზე დოლარის გაზრდილ მიწოდებას წესით
უნდა შეემცირებინა ფასებ, მაგრამ ფასები გაიზარდა. აშშ-ს ძლიერმა ეკონომიკურმა ზრდამ, მისმა
მიმზიდველობამ, საფინანსო აქტივების მაღალი უკუგების გამო მიიზიდა ინვესტორები. კაპიტალის ამ
შედინებამ უცხოეთის სავალუტო ბაზარზე გაზარდა დოლარზე მოთხოვნა, რამაც დოლარის ფასი
დანარჩენ ვალუტებთან მიმართებისთ მაღლა ასწია.
1985-88 წლებში დოლარის ფასის დაწევა გამოწვეული იყო ორი მიზეზით: სახელმწიფოს ჩარევით და
საბაზრო ძალებით. დოლარის ფასის მატებამ გამოიწვია აშშ-ს საქონლის უცხოური ბაზრებიდან
გამოდევნა და იმპორტი გახდა შედარებით იაფი. 85წ. აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი იყო რეკორდული 160
მილიარდი დოლარი, ამან პროტექციონიზმზე მოთხოვნა გაზარდა. 1985წ. დიდი ბრიტანეთი,
საფრანგეთი, იაპონია, გერმანია და აშშ, შეხვდნენ ერთმანეთს ნიუ-იორკში, რომელსაც მოგვიანებით
ეწოდა პლაზას შეთანხმება. ამ შეთანხმებით, უდიდესი ვალუტები უნდა დახმარებოდნენ აშშ დოლარს,
უცხოურ სავალუტო ბაზარზე ჩარევით და დოლარსი გაყიდვის გზით. ცოტა მოგვიანებით დოლარი
უფრო დასუსტდა და ამ მოვლენამ კიდევ უფრო დააჩქარა მისი გაუფასურება. დიდი ხუთეულის
მთავრობებმა იფიქრეს, რომ დოლარი შეიძლებოდა ძალიან გაუფასურებულიყო, ამიტომ 1987წ.
თებერვალში მისი წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები პარიზში შეიკრიბნენ და მიიღეს ახალი
გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილია ლუვრის შეთანხმების სახელით. ისინი შეთანხმდნენ, რომ
ვალუტის კურსი ეფექტურად იყო განაწილებული და საჭიროების შემთხვევაში ისინი ამ დონის
შესანარჩუნებლად ჩაერეოდნენ უცხოურ სავალუტო ბაზარზე, იმ მიზნით რომ გაეყიდათ და ეყიდათ
ვალუტები. ლუვრის შეთანხმებით აგრძელებდა გაუფასურებას, მაგრამ თანდათან ის შენელდა და 1988წ.
დასაწყისისთვის ეს პროცესი შეწყდა. თუ არ ჩავთვლით 1991წ. სპარსეთის ყურის ომს, დოლარი 1990-
წლებში შედარებით სტაბილური იყო დიდ ვალუტებთან მიმართებაში, გარდა იაპონური იენისა. 2000-
2001 წლებში კიდევ ერთხელ განიცდიდა საგადასახადო ბალანსის დეფიციტი აშშ-მ, დოლარმა დაიწყო
გაძვირება, და მთავრობამ 2003წ. დაიწყო მისი გაუფასურება. აქედან გამომდინარე დოლარის ფასი
განისაზღვრება როგორც საბაზრო ძალებით, ასევე სახელმწიფოს ჩარევით. უცხოურ სავალუტო ბაზრებში
მთავრობათა ჩარევის სიხშირე ხსნის, იმას თუ რატომ ეძახიან ამჟამინდელ სისტემას თავისუფლად
მცურავ სისტემას ან ბინძურ მცურავ სისტემას.
მცურავ სავალუტო კურსებს აქვთ ორი მთავარი თვისება: მონეტარული პოლიტიკის და სავაჭრო
ბალანსის მოწესრიგების ავტომატურობის უზრუნველყოფა.
მონეტარული პოლიტიკის ავტონომიურობა. უძრავ სუსტემაში, ვალუტის კურსის წონასაწორობის
შესანარჩუნებლად, ქვეყნები შეზღუდულნი არიან მონეტარული პოლიტიკის გამოყენებით, ეკონომიკის
გაფართოების ანშეკუმშვის თვალსაზრისით. მცურავი სავალუტო რეჟიმის მომხრეები ამბობენ, რომ
ვალუტის კურსის წონასწორობითი მდგომარეობის გაუქმებ მთავრობებს აძლევს მონეტარული
კონტროლის საშუალებას. თუ PPPთეორია სწორია, ვალუტის გაუფასურებამ უცხოურ სავალუტო
ბაზრებზე უნდა დააბალანსოს ინფლაციის ეფექტი. მართალია მცურავი სავალუტო კურსების რეჟიმში,
საშინაო ინფლაცია გავლენას მოახდენდა ვალუტის კურსზე, მაგრამ ზეგავლენას ვერ მოახდენდა
ბიზნესის დანახარჯების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობაზე. ვალუტის კურსის დაწევის გამო,
საშინაო დანახარჯების მატება დაბალანსდება უცხოურ სავალუტო ბაზრებზე ქვეყნის ვალუტის ფასის
ვარდნით.
სავაჭრო ბალანსის მოწესრიგება. ბრეტონ-ვუდსის სისტემაში, თუ ქვეყანას მუდმივად ექნებოდა
სავაჭრო ბალანსის დეფიციტი და საშინაო პოლიტიკით ამის გამოსწორებას ვერ შეძლებდა, მას სსფ-სგან
უნდა მიეღო ნებართვა ვალუტის გაუფასურებაზე. მცურავი ვალუტის კურსების რეჟიმში,
მოწესრიგებული მექანიზმი უკეთესად მუშაობს. ისინი ამტკიცებენ, რომ თუ ქვეყანას სავაჭრო ბალანსის
დეფიციტი აქვს, უცხოურ სავალუტო ბაზრებზე ამ ქვეყნის ვალუტის უწონასწორობა, მოთხოვნაზე მეტი
მიწოდება, გამოიწვევს ამ ვალუტის გაუფასურებას. ექსპორტის გაიაფება და იმპორტის გაძვირება,
ვალუტის კურსის დაცემა, გამოასწორებს სავაჭრო დეფიციტს.

ფიქსირებული სავალუტო კურსები:


ფიქსირებული სავალუტო კურსების არგუმენტები ეხება მონეტარულ დისციპლინას, სპეკულაციას,
დაურწმუნებლობას და სავაჭრო ბალანსსა და ვალუტის კურსებს შორის კავშირის ნაკლებობას.
მონეტარული დისციპლინა: ბრეტონ-ვუდსის სისტემისას მონეტარული დისციპლინა იყო უძრავი
სავალუტო კურსების სისტემისგან განუყოფელი. მოტივტივე კურსების დამცველები ამბობენ, რომ
ყოველმა ქვეყანამ თავისით უნდა აირჩიოს ინფლაციის ტემპი, ფიქსირებული კურსების დამცველები კი
ამბობენ, რომ მთავრობები ძალიან ხშირად იმდენად ზრდიან ფულის მიწოდებას, რომ მიდიან მის
მიუღებელ დონემდე. ფიქს. კურსების რეჟიმი კი იძლევა იმის გარანტიას რომ ეს არ მოხდეს.
სპეკულაცია: მცურავი რეჟიმის კრიტიკოსები ამბობენ, რომ სპეკულაციამ შეიძლება გამოიწვიოს
სავალუტო კურსების მერყეობა. ისინი ამბობენ რომ დოლარის აღმავლობა და დაღმავლობა არ იყო
გამოწვეული ინფლაციით და აშშ-ს სავაჭრო დეფიციტით, არამედ სპეკულაცით.ვალუტის ყიდვა
გაყიდვის სპეკულაციებით გრძელვადიან პერიოდში ვალუტის ფასი მერყევი ხდება, რომელიც აზიანებს
ქვეყნის ეკონომიკას. ფიქს. სავალუტო კურსების რეჟიმის დამცველები ამბობენ, რომ ასეთი სისტემა
სპეკულაციის ეფექტს ჩარჩოებში მოაქცევს.
დაურწმუნებლობა: ბრეტონ-ვუდსის შემდეგ ეპოქაში ვალუტის განუსაზღვრელობა სარისკოს ხდის
უცხოურ დაბანდებებს, იმპორტს და ექსპორტს. ცვალებადი სავალუტო კურსების პირობებში,
საერთაშორისო ბიზნესმა არ იცის როგორ იმოქმედოს ცვლილებებზე და უმრავლეს შემთხვევაში არ
მოქმედებს. კრიტიკოსების აზრით, ეს დაურწმუნებლობა ასუსტებს საერთაშორისო ვაჭრობის და
ინვესტიციების ზრდას. მათი აზრით ფიქს. სავალუტო კურსები უწყობს ხელს ვაჭრობას და
ინვესტიციებს. მცურავი სისტემის დამცველები კი ამბობენ, რომ სავალუტო ბაზარი გარანტიას იძლევა
სავალუტო კურსების მერყეობის რისკის თავიდან ასაცილებლად, ასე რომ საერთაშორისო ვაჭრობასა და
ინვესტიციებზე დაურწმუნებლობის უარყოფითი გავლენა იყო უარყოფილი.
სავაჭრო ბალანსის მოწესრიგება: მცურავი კურსის მხარდამჭერები ამბობენ, რომ იგი ხელს უწყობს
სავაჭრო ბალანსის მოწესრიგებას, კრიტიკოსები კი ასე არ თვლიან, რადგან სავაჭრო ბალანსსა და
ვალუტის კურსებს შორის კავშირი მჭიდროა. მათი თქმით ვაუტის გაუფასურება გამოიწვევს ინფლაციას,
შედეგად შეამცირებს ფასების კონკურენუნარიანობას, რომელიც ვალუტის გაუფასურებით გაჩნდა. სხვა
სიტყვებით, რომ ვთქვათ, გაუფასურება არ ზრდის ექსპორტს და არ ამცირებს იმპორტს, რასაც მცურავი
კურსების დამცველები ამტკიცებენ, ის უბრალოდ ფასების ინფლაციის ზრდას იწვევს. მცურავი კურსის
მომხრეეს მოჰყავთ მაგალითი 85-88 წლების როცა დოლარის 40%იანმა გაუფასრებამ აშშ-ს სავაჭრო
ბალანსის დეფიციტი არ გამოასწორა. ამის საპასუხოდ, მცურავის დამცველები ამბობენ, რომ 85-92 წლებში
აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის 160 მილიარი დოლარიდან 70 მილიარდამდე დაცემა დოლარის გაუფასურების
გამო მოხდა. რომელი მხარეა მართალი, ამაზე ეკონომისტები ვერ თანხმდებიან.
გაცვლითი კურსის რეჟიმი პრაქტიკაში: მსოფლიოს მასშტაბით მთავვრობები გაცვლითი კურსის
განსხვავებულ პოლიტიკას აწარმოებენ. 2018წ. სსფ-ს წევრი ქვეყნები იყენებდნენ სავალუტო კურსების
შემდეგ პოლიტიკას: წევრბის 21% თავის ვალუტას თავისუფლად ცურვის ნებას აძლევს,
27%შეზღუდულად ერეოდა მის მართვაში, 21% არ ჰქონდა დადგენილი მოქმედების ტიპი კანონით, მათში
შედის ევროკავშირის 12 ქვეყანა, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ ვალუტებზე და შემოიღეს ევრო, ასევე
28 პატარა ქვეყანა აფრიკისა და კარიბის ზღვაში, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვალურა და იყენებენ
უცხოურ ვალუტას. სხვა ქვეყნები იყენებენ უფრო არაელასტიურ სისტემებს ფიქს. კურსების ჩათვლით,
სადაც ისინი თავიათ ვალუტას ამაგრებდნენ ევროზე ან დოლარზე. სხვა ქვეყნებმა უფრო მეტად
ელასტიური სისტემა ირჩევს, სადაც მათი სავალუტო კურსი გარკვეულ ინტერვალშიმერყეობს სხვა
ვალუტებთან მიმართებით.
ფიქსირებული სავალუტო კურსის რეჟიმი:

ფიქს. სავალუტო კურსების რეჟიმში სახელმწიფო ამარაგებს საკუთარ ვალუტას უფრო დიდ
ვალუტას, მაგალითად როდესაც აშშ დოლარის ფასი იზრდება, მისი საკუთარი ვალუტის კურსიც
იზრდება. ფიქს. კურსის ხელოვნურად შენარჩუნება პოპულარული მეთოდია მსოფლიოს ბევრ პატარა
ქვეყანაში. ეს ხელს უწყობს ქვეყანაში მონეტარულ დისციპლინას და ამცირებს ინფლაციის დონეს. თუ
ქვეყანა რომლის ვალუტა მიმაგრებული იქნება დოლართან, და დაფიქსირდება ინფლაციის დონე, იგი
გაუფასურდება. მდგომარეობის ხელოვნურად შენარჩუნებისთვის მთავრობა იძულებულია
დაარეგულიროს ინლფაციის დონე.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფიქს. რეჯიმი ამცირებს ინფლაციის ზეგავლენას ეკონომიკაზე. სსფ-
ს დაკვირვების მიხედვით, ქვეყნებში რომლებსაც აქვთ ფიქს. კურსი, საშუალო წლიური ინფლაციის დონე
არის 8%, 14% შუალედურ რეჟიმებში და 16% მცურავ რეჟიმებში. ბევრი ქვეყანა მოქმედებს ნომინალური
მიმაგრებით და პრაქტიკულად მზად არის შეამციროს საკუთარი ვალუტის ღირებულება უფრო მეტად,
ვიდრე განახორციელოს მიზანმიმართული პოლიტიკა. პატარა ქვეყნებს ხშირ შემთხვევაში უჭირთ ფიქს.
კურსის ხელოვნური შენარჩუნება. მაგალითად: 1997წ. კაპიტალის კომბინირებულმა გადინებამ და
სავალუტო სპეკულაციებმა, რამოდენიმე აზიური ქვეყანა აიძულა უარი ეთქვა აშშ დოლარზე
ფიქსირებულ კურსზე და მიეცათ ვალუტისთვის თავისუფალი ცურვის უფლება.

ჰონგ-კონგის გამოცდილება გვიხატავს სურათს, თუ როგორ უნდა ვმართოთ ფიქს. სავალუტო


კურსები. 1997წ. როცა აზიის ვალუტები ეცემოდა, მიუხედავად სპეკულაციისა ჰონგ-კონგი ინარჩუნებდა
აშშ დოლართან მიმართ ფასს. ეს ქვეყანა ვალუტას წარმატებით მართავს, მოთხოვნის შემთხვევაში ცვლის
თავის ვალუტას სხვა მუდმივი ვალუტის კურსით. ამ სისტემაში ჰონგ კონგის ვალუტა მთლიანად
დაცული იყო აშშ დოლარით. ამ სისტემაში ჰონგ კონგის ცენტრალური ბანკი უშვებს საშინაო ვალუტის
დამატებით რაოდენობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის გასამაგრებლად არსებობს საკმარისი
უცხოური ვალუტის რეზერვი. სარგებლის განაკვეთებიც ავტომატურად წესრიგდება. მაგალითად თუ
ინვესტორი საშინაო ვალუტას ცვლის დოლარზე, სარგებლის განაკვეთი იზრდება, სანამ ადგილობრივი
ვალუტა ისევ მიმზიდველი არ გახდება. არგენტინა 1991წ. გადავიდა ვალუტის მართვაზე და უკანასკნელ
წლებში ბულგარეთმა, ესტონეთმა და ლიტვამაც იგივე გზა გაიარეს.
ამ სისტემის მიმართ მზარდი ინტერესის მიუხედავად მისი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ვალუტის
მართვას აქვს ნაკოლოვანებებიც. თუ ადგილობრივი ინფლაციის დონე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე იმ
ქვეყნის ინფლაცია რომელზეც ეს ვალუტაა ფიქსირებული, ამ რეჟიმში მოქმედი ქვეყნის ვალუტა
შეიძლება არაკონკურენტუნარიანი გახდეს. ასევე მთავრობა ვერ აწესებს სარგებლის განაკვეთებს. მაგ:
ჰონგ-კონგში სარგებლის განაკვეთები აშშ-ს ფედერალური რეზერვის მიერ დგინდება.

სსფ-ს მიერ კრიზისის მოგვარება:


სსფ-ს თავდაპირველი ფუნქცია იყო საგადასახადო ბალანსის მოწესრიგება და სავალუტო კურსების
შესანარჩუნებლად წევრებისთვის ფულის მოკლევადიანი სესხება, მაგრამ ბევრი ფიქრობდა, რომ
მოტივტივე კურსების რეჟიმში მოკლევადიან სესხებზე მოთხოვნა შემცირდებოდა, რადგან სავაჭრო
დეფიციტი ვალუტის კურსს დაწევდა, რაც ხელს შეუწყობდა იმპორტის შემცირებას და ექსპორტის
ზრდას. მართლაც, 1973 წლის შემდეგ სსფ-სგან არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა ფული ნასესხები, როდესაც
ეს დიდმა ბრიტანეთმა და იტალიამ გააკეთეს, რომლებიც ფულის სესხებით დეფიციტს აფინანსებდნენ.
ამის შემდეგ სსფ-ს პოგრამები და მოქმედება გაფართოვდა, რადგან განვითარებად ქვეყნებში პერიოდული
ფინანსური კრიზისი აგრძელებდა ბრეტონ-ვუდსის მომდევნო ეპოქის ეკონომიკაზე დარტყმებს. სსფ-ს
კრიტიკოსები ამბობენ, რომ მისი პოლიტიკა ყოველთვის არ ყოფილა იმ მაშტაბის სარგებლის მომტანი,
როგორსაც ის გეგმავდა და ზოგ შემთხვევაშ საქმე გაუარესდა კიდეც. როდესაც სსფ-მ რამოდენიმე აზიურ
ქვეყანას ფული ასესხა, რის შედეგადაც მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა.

ფინანსური კრიზისი ბრეტონ-ვუდსის მომდევნო ეპოქაში.

სსფ-ს 25 წელიზადში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური კრიზისის მოგვარება მოუხდა.


სავალუტო კრიზისი მაშინ ხდება, როცა ვალუტის ფასზე სპეკულაციური შეტევა მთავდება ამ ვალუტის
სწრაფი გაუფასურებით, რაც ცენტრალურ ბანკებს აიძულებდა სავალუტო კურსების დაცვის მიზნით
აიძულებს გამოიყენოს საერთაშორისო რეზერვების დიდი რაოდენობა და მკვეთრად გაზარდოს
სარგებლის განაკვეთები. საბანკო კრიზისი გულისხმობს მისი სისტემისადმ ნდობის დაკარგვით, რაც
დეპზიტების მოხსნით აისახება. უცხოეთის ვალების კრიზისი ასახავს ისეთ სიტუაციას, როდესაც ქვეყანა
ვერ ისტუმრებს უცხოეთის კერძო სექტორის ან სამთავრობო ვალებს. ამ კრიზის იწვევს
მაკროეკონომიკური მიზეზები: ინფლაციის მაღალი დონე, სავაჭრო დეფიციტი, საშინაო სესხების
გადაჭარბებულად ზრდა. სავალუტო, საბანკო და ვალების კრიზისი შეიძლება ერთდროულად მოხდეს,
მაგალითად: 1997წ. აზიის კრიზისი, 2008წ. გლობალური ფინანსური კრიზისი. სსფ-ს 53 ქვეყანაზე
დაკვირვებით 158-ჯერ მოხდა სავალუტო კრიზისი, მათგან 55 შემთხვევაში ვალუტაც 25%-ით
გაუფასურდა. განვითარებადმა ქვეყნებმა ორჯერ მეტად განიცადეს სავალუტო და საბანკო კრიზისი,
ამიტომაც სსფ-ს სესხების უმრავლესობა მათზე განაწილდა.

1995 წლის მექსიკის სავალუტო კრიზისი:

80-იანებში მექსიკური პესო მიამაგრეს დოლარზე, რაც იყო 1982წ. კრიზისიდან თავის დასაღწევად
სსფ-ს მექსიკისათვის ფულის სესხების ერთ-ერთი პირობა. სსფ-ს მიხედვით პესოთი ვაჭრობა დასაშვები
იყო გარკვვეულ ჯგუფებში პლუს მინუს 3% დოლართან მიმართებაში. სსფ-ს სჯეროდა, რომ ვიწრო
სავაჭრო ჯგუფში გაცვლითი კურსის შენარჩუნების აუცილებლობა მექსიკის მთავრობას აიძულებდა
გაეტარებინა მკაცრი ფინანსური პოლიტიკა, რათა შეეზღუდა ფულის მიწოდების ზრდა და შეეჩერებინა
ინფლაცია. მაგრამ სსფ-ს ხარვეზები 1994 წლისთვის მისი ხარვეზები გამოჩნდა. ოთხმოციანი წლების
შემდეგ მექსიკაში აშშსთან შედარებით წარმოების ფასი 45%-ით გაიზარდა. ამ წლისთვის კი მექსიკას
ჰქონდა 17 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტი, რაც ქვეყნის მშპ-ს 6%-ს წარმოადგენს. ამ ხარვეზის
მიუხედავად მექსიკის მთავრობა მოუწოდებდა ხალხს, მონეტარული პოლიტიკის და ფულის მიწოდების
ბაზარზე ჩარევას, რითაც ხელს შეუწყობდნენ პესოს დოლართან გამყარებას. ამმ განაცხადის შემდეგ
64მილიონი ინვესტიცია ჩაიდო მექსიკაში. მიუხედავად ამ პროცესისა, ვალუტით მოვაჭრეები
მიიჩნევდნენ რომ პესო გაუფასურდებოდა და მათ დაიწყეს პესოს გაუფასურება უცხოურ გაცვლით
ბაზარზე. მთავრობა ცდილობდა დასახული გეგმის შესრულებას პესოს შესყიდვიტა და დოლარის
გაყიდვით, მაგრამ ეს ამცირებდა უცხოურ ვალუტის მარაგებს, რომელიც საჭირო იყო სპეკულაციური
ოპერაციების შესანარჩუნებლად. 1994 წელს მექსიკის ხელისუფლებამ გამოაცხადა პესოს გაუფასურებაზე.
მოკლევადიანი ინვესტიციიების უდიდეს ნაწილს სურდათ თავი დაეღწიათ პესოს ფინანსური
აქტივებისგან. ამან გაართულა პესოს გაყიდვა და ხელი შეუწყო მისი ფასის 40%-ით ვარდნას.

აზიის კრიზისი:

1997წ. სამხ. აზიაში წარმოიქმნილი ფინანსური კრიზისი სსფ-ს წინაშე მდგომი ყველაზე დიდი
გამოწვევა იყო. ინდონეზიამ, ტაილანდმა და სამხ. კორეამ სსფ-ს სესხები გამოიყენეს ვალუტის
სტაბილიზაციისა და ეკონომიკის დასახმარებლად. მართალია იაპონიას, მალაიზიას სინგაპურს და
ფილიპინებს არ უთხოვიათ სსფ-ს სესხი, მაგრამ კრიზისი შეეხო მათ ეკონომიკასაც. მიუხედავად იმისა,
რომ ქვეყნები ეკონომიკის დონის მიხედვით განსხვავდებოდნენ, მათი ცალკეული ეკონომიკური
მაჩვენებლის დინამიკა საერთო ჰქონდათ. ექსპორტი იყო მათი აღმავლობის მამოძრავებელი ძალა. 1990-
96 წლებში მალაიზიაში ექსპორტი ყოველწლიურად იზრდებოდა 18%-ით, ტაილანდში-16%, სინგაპურში-
15%, ჰონგ-კონგში-14%, სამხ. კორეასა და ინდონეზიაში-12%-ით. ექსპორტის სტრუქტურაც შეეცვალათ
მათ: ქსოვილიდან ავტომობილებამდე და შემდგომ ელექტრონულ ტექნოლოგიებამდე.
ინვესტიციების ბუმი: ექსპორტის ზრდით მიღებულმა მოგებამ ხელი შეუწყო ინვესტიციურ ბუმს
კომერციულ და საცხოვრებელი საკუთრების, ინდუსტრიული აქტივებისა დაინფრასტრუქტურის
სფეროებში. ჰონგ-კონგში საცხოვრებელი ფართების ფასის ზრდამ გამოიწვია სამშენებლო ბიზნესის
აყვავება. ბანკების სესხების ზრდა კი ამარტივებდა ასეთი პროექტების დაფინანსებას. ასეთი აღმავლობა
ეკონომიკაში ინვესტორებს კიდევ ურო მეტ სტიმულს აძლევდა ინვესტირება ჩაედოთ ამ ინდუსტრიაში.
ამის მაგალითია სამხ. კორეული გიგანტური კონგლომერატების სქემა, რომლებსაც გააჩნდათ ამბიცია
დაეკავებინათ მთავარი პოზიცია ავტომობილებისა და ნახევარგამტარების მსოფლიო გიგანტურ
ინდუსტრიაში. ინვესტირების ბუმის დამატებითი ფაქტორი იყო მთავრობა, რომელიც უკვეთავდა
უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პოექტებს. მაგალითად: მალაიზიის მთავრობამ განავითარა
მასირებული მაღალტექნოლოგიური საკომუნიკაციო კორიდორი და ააშენა უზარმაზარი ბაკუნის
ჯებირი, რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 13,6 მლრდ. მალაიზიურ დოლარს. მთავრობამ ასევე
შეძლო კერძო ბიზნესის ინვესტირება, მაგალითად სამხ. კორეაში პრეზიდენტმა კიმ იანგ-სამმა განიზრახა
„ჩეიბოლი“ ქარხნების ეკონომიკური ზრდის დასაფინანსებლად. ინდონეზიაში პრეზიდენტმა სუჰარტომ
ხელი შეუწყო 300 ბიზნესპრეოექტის დაფინანსებას, რომლებიც მის ოჯახის წევრებს და მეგობრებს
ეკუთვნოდნენ. ბევრი ამ ბიზნესთაგან ფინანსდებოდა პრეზიდენტის კერძო მონოპოლიების მიერ. მაგ:
1995წ. სუჰარტომ გამოაცხადა ნაციონალური ავტომობილის აგებაზე, რომელიცუნდა აეგოთ შვილის
მფლობელობაში არსებულ კომპანიაში. ბანკს მთავრობისგან მიეცა მითითება, რომ 700მლნ დოლარის
სესხი მიეცათ კომპანიისთვის.
1990წ. აზია მიხვდა ინვესტიციების უპრეცენდენტო ბუმის მიზეზებს, რადგან მათი უმრავლესობა
ფინანსდებოდა ნასესხები კაპიტალით. მაშინ როცა სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინვესტიციის
დონე იზრდებოდა 0,8%-ით, ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში სრული მასა იზრდებოდა 16,3%-ით. 1996წ
მალაიზიაში ნივესტიციების წილი მშპ-ში შეადგენდა უპრეცენდენტო 43%-ს.
გადაჭარბებული სიმძლავრე. ინვესტიციის რაოდენობასთან ერთად მცირდებოდა ინვესტიციების
ხარისხი, რომელიც კეთდებოდა არარეალურ მოთხოვნაზე დაყრდნობით. შედეგი იყო მნიშვნელოვნად
გადაჭარბებული სიმძლავრე. მაგ: სამხ. კორეაში 1994წ. ნახევარგამტარებზე დროებითმა გლობალურმა
უკმარისობამ გამოიწვია ფასების მკვეთრი აწევა, რამაც გაზარდა ამ პროდუქტის მწარმოებელ ქარხნებში
ინვესტიცია, თუმცა 1996წ. ეს ამ პროდუქციის დეფიციტი გაქრა, რის გამოც წარმოიქმნა გადაჭარბებული
სიმძლავრე, რამაც პროდუქტზე ფასები დაწია, მწარმოებლების შემოსავალი კი 90%-ით დაეცა, ეს კი
ვალების გადახდის შესაძლებლობას უკარგავდა მათ. ტაილანდის სამშენებლო ბიზნესიც იგივე
მდგომარეობით დასრულდა. ქონების ბაზარზე წლების განმავლობაში გადაჭარბებულმა მოთხოვნამ
გადაჭარბებული მიწოდებით შეიცვალა. 1997 წელს აშენდა იმდენი სახლი რაც ქვეყანას მომდევნო 5 წლის
განმავლობაში ეყოფოდა.
ვალების ნაღმი. სამხ.კორეის ინდუსტრიასა და ბანკონგის კერძო ქონების ბაზარზე მიმდინარე
პროცესი გავრცელდა მთელს რეგიონზე. ინვესტიციების, ინდუსტრიული ობლიგაციების და ქონებას
სიჭარბემ ფასების დაცემა გამოიწვია, რის გამოც კომპანიებს გაუჭირდათ ვალების დაფარვა.
მდგომარეობას აუარესებდა დოლარში აღებული ვალები. ეს გამოწვეული იყო ეროვნული ვალუტის
დოლარზე დამოკიდებულებით. თუ მთავრობა ვერ შეინარჩუნებდა დოლარის კურსს და ვალუტა
გაუფასურდებოდა, ეს გამოიწვევდა ვალის სიმძიმის ზრდას.
მზარდი იმპორტი. ნფრასტრუქტურის ინვესტიციები, შესაძლებლობები და კომერციული რეალური
ქონება ნელ-ნელა მოხმარდა უცხოურ პროდუქტსა და უპრეცენდენტო საპროცენტო განაკვეთებს.
ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ქარხნების, ოფისების ასაშენებლად, აზიური ქვეყნები კაპიტალური
მოწყობილობებით და მასალებით ვაჭრობდნენ ამერიკასთან, ევროპასთან და იაპონიასთან.
1995წლისთვის მრავალუ სამხ. აზიული ქვეყნის სავაჭრო ბალანსების ანგარიში უარყოფითად შეიცვალა.
ინდონეზიის დეფიციტი მისი მშპ-ს 3,5%-ს შეადგენდა, მალაიზიის 5,9%-ს, ხოლო ტაილანდის 8,1%-ს.
ამიტომ სულ უფრო რთულდებოდა ვალუტის დოლართან შენარჩუნება, რადგან თუ ასე არ მოხდებოდა
ნასესხები დოლარის დაბრუნება კიდევ უფრო ძნელი გახდებოდა.
კრიზისი. მეწარმეებმა ვერ შეძლეს თავიანთი საქონლის გაყიდვა და შესაბამისად ვალის დაბრუნება.
ტაილანდის ფინანსურმა დაწესებულებებმა ვერ გაისტუმრეს საერთაშორისო ბანკების ვალი.
ინვესტორებმა როგორც კი იგრძნეს კრიზისის საფრთხე დაიწყეს თავიანთი საკუტრების გაყიდვა და
ფულის ამერიკულ დილარზე გაცვლა. დოლარის ჭარბმა მოთხოვნამ ეროვნული ვალუტის დაცემა
განაპირობა, საქონლის გაყიდვები კი შეჩერდა. ამის გამო დაიწყო სპეკულაციები. 13 წლის განმავლობაში
ბაჰტი დოლართან მიმაგრებული იყო 1=25, ტაილანდის მთავრობას ამის შენარჩუნება სურდა, თუმცა ამით
მხოლოდ უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირებას მიაღწია. 1997 წელს კი მთავრობა ნებას აძლევდა
თავის ვალუტას ეტივტივა დოლარის მიმართ. ბაჰტი დაცემას აგრძელებდა სანამ 1998წ. არ გახდა 1$=55BT.
ამან გამიწვია ზუსტად ვალების ნაღმის აფეთქება. ბაჰტის ასეთმა დაცემამ, ტაილანდური კომპანიების
უცხოური ვალები დოლარში გაუორმაგა, რაც კორპორაციები გააკოტრა და ტაილანდის ფასიანი
ქაღალდების ბაზარი გაანადგურა. აქციათა ინდექსი დაეცა 787-დან 337-მდე. ტაილანდმა სსფ-ს სთხოვა
დახმარება, რადგან მარტო ვერ შეძლებდა ვალების დაფინანსებას. მათ ასევე სურდათ თავიანთი ვალუტის
ნდობის აღდგენა, რაც საევე სსფ-თან ურთიერთობით იყო შესაძლებელი. სსფ-მ ტაილანდს 17,2მილიარდი
დოლარი ასესხა, შემდეგი პირობებით: ტაილანდს გადასახადები უნდა გაეზარდა, რამოდენიმე
სახელმწიფო კორპორაციის პრივატიზება და გაეზარდა სარგებლის განაკვეთები. 1997წ. მთავრობამ 56
ფინანსური დაწესებულება დახურა, სადაც 16 ათასი ადამიანი მუშაობდა.
ტაილანდის ჰაბიტის გაუფასურების შემდეგ სპეკულაციამ სხვა აზიურ ვალუტებსაც დაარტყა. 14
ივლისს უცხოური ვალუტის რეზერვების 28 მილიარდ დოლარამდე შემცირების შემდეგ, მალაიზიამ
ტავის ვალუტას ნება დართო ეტივტივა. 17 ივლისს იგივე მოხდა სინგაპურში, 14 აგვისტოს კი
ინდონეზიაში. სინგაპურის გარდა, ასეთი გაუფასურურების მიზეზი იგივე იყო რაც ტაილანდური ფულის
გაუფასურების დროს: ზედმედი ინვესტიციები, გადაჭარბებული ვალები, ძირითადად დოლარებში და
საგადასახადო ბალანსის არასახარბიელო მდგომარეობა. სინგაპურს და მალაიზიასა შეეძლო სსფ-ს გარეშე
გამკლავებოდნენ, მაგრამ ინდონეზიას ეს არ შეეძლო. ინდონეზიას ჰქონდა დაახლოებით 80 მილიარდი
დოლარის ვალი.
1997წ. სსფ-მ 37 მილიარდი დოლარი გამოყო ინდონეზიისთვის, სანაცვლოდ კი ქვეყანა დათანხმდა
დაეხურა ფინანსური პრობლემების მქონე ბანკები, შეემცირებინა საზოგადოებრივი ხარჯებ, გაეუქმებინა
სახელმწიფო სუბსიდიები, დაებალანსებინა ბიუჯეტი, თუმცა ზოგჯერ მთავრობა ფეხს ითრევდა ამ
პირობების შესასრულებლად. პრეზიდენტმა სუჰარტომ სუბსიდია იმიტომ გააუქმა, რომ ენახა ფასების
ზრდის გამო გაოსში გახვეული ქვეყანა. ეს საბოლოოდ მისი გადადგომით დასრულდა.
1990წ კრიზისი სამხ. კორეასაც შეეხო. მათ ინდუსტრიულ სიმძლავრეში დიდი ინვესტიცია ჩადეს, რის
გამოც უზარმაზარი ვალი დაიდეს ტვირთად. კორეულმა კომპანიებმა და ბანკებმა შეცდომა დაუშვეს,
როცა სესხები დოლარში აიღეს. ძლიერმა კომპანიებმა ბრძოლა დაიწყეს გაკოტრების წინააღმდეგ. სამხ.
კორეის ცენტრალურმა ბანკმა სცადა შეენარჩუნებინათ საკუთარი ვალუტის დოლართან გაცვლის კურსი,
მაგრამ ამ ნაბიჯმა დააცარიელა მისი უცხოური სავალუტო რეზერვევი. კორეამ სსფ-სგან მოითხოვა 20
მილიარდი დოლარის სტანდარტული სესხი. შეხვედრაზე აღმოჩნდა რომ მათ უფრო მეტი თანხა
ესაჭიროებოდა და საბოლოოდ ისინი შეთანხმდნენ 55მილიარდი დოლარის სესხის გაცემის თაობაზე.
სამხრეთ კორეამ კი პირობა მისცა, რომ ეკონომიკა და საბანკო სისტემა უცხოელ ინვესტორთათვის
ხელმისაწვდომი გაეხადა და გაივლიდა ყოველწლიურ დამოუკიდებელ საგარეო აუდიტს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკის შეფასება:


2018წ. სსფ-მ გასცა სესხები იმ 56ქვეყანაზე, რომლებიც ცდილობდნენ დაეძლიათ ეკონომიკური და
სავალუტო კრიზისები. ყველა სესხი გაიცა გარკვეული პირობით. სსფ ითხოვდა მაკროეკონომიკური
პოლიტიკის გატარებას, ხარჯების შემცირებას და მტკიცე მონეტარულ პოლიტიკას, ასევე სახელმწიფო
საკუთრების პრივატიზაციას და საბანკო სექტორის ფინანსურ გაუმჯობესებას. სსფ-ს პოლიტიკამ
ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან გამოიწვია ძლიერი კრიტიკა.
უადგილო პოლიტიკა. სსფ-ს კრიტიკის ერთი მიზეზი გამომდინარეობს ანდაზიდან: „ერთი ზომა
ერგება ყველას“. ანუ მისი მაკროეკონომიკის პოლიტიკა არ მიესადაგებოდა ყველა ქვეყანას. მაგალითად
აზიის კრიზის, მათი აზრით არა დანახარჯების და ინფლაციის შედეგი იყო, არამედ სექტორების
ვალებითა და დეფლაციის გამო იყო გამოწვეული. მაგალითად: სამხრეთ კორეის შემთხვევაში კორეას
ბიჭეტის პროფიციტი ჰქონდა მშპ-ს 4%-ს ოდენობით ხოლო ინფლაცია 5%-ზე დაბალი. მიუხედავად ამისა
სსფ ითხოვდა კორეისგან იგივე პოლიტიკის გატარებას, რასაც მიმართავდნენ მაღალი ინფლაციის
შემთხვევაში ქვეყნები. სსფ-თან ხელის მოწერის შემდეგ ქვეყანაში გაიზარდა მოკლევადიანი საპროცენტო
განაკვეთები 12,5%დან 21%მდე. ეს კიდევ უფრო გაართულა კომპანიების მდგომარეობა. ეს არის
კრიტიკოსების ერთერთი არგუმენტი იმისა, რომ სსფ კი არ ამცირებს, არამედ ზრდის ქვეყნის
ვალდებულებებს. ამის საპასუხოდ სსფ აცხადებს, რომ თუ ქვეყანა გააუქმებს უცხოურ ინვესტიციების
შეზღუდვას, უცხოური კაპიტალი შემოვა ქვეყანაში და ეს სასარგებლო იქნება იაფი აქტივებისთვის, რაც
გამოიწვევს ფულის მიწოდების ზრდას და ამის საფუძველზე ვალუტის კურსი გამყარდებოდა. სსფ-ს
დახმარებით კორეამ კრიზისი მალევე დაძლია. 1998წ. ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, 2000წ. კი 9%ით,
უმუშევრობის დონე კი 7%დან 4მდე შემცირდა.
მორალური საფრთხე. მორალური საფრთხე წარმოიშობა, მაშინ როდესაც საზოგადოების წევრები
იქცევიან უგუნურად, რადგან იციან, რომ დაცულები იქნებიან მოვლენების უარყოფითი განვითარების
შემთხვევაში. აზიის ბუმის დროს ბევრი იაპონური და დას. ბანკს სურდა ესესხა დიდი კაპიტალი რათა
მონაწილეობა მიეღოთ და აზიური კომპანიებისგან ზემოგება ენახათ. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ
საბოლოოდ ბანკები იძულებული იქნებოდნენ პასუხი ეგოთ მათ მიერ სსფ-სგან ნაჩქარევად აღებული
სესხებისთვის. ამის გამო ბევრი მათგანი დაიხურა. ამ პოლიტიკის მხარდაჭერით სსფ ამცირებს
გაუსტუმრებელი ვალების ალბათობას და თავდებად უდგება ბანკებს: 1)ზოგიერთი იაპონური და დას.
ბანკი იძულებული გახდა ჩამოეწერა ვალები და შეემცირებინა ვალდებულების გასტუმრების უნარი. ამა
ცუდი გავლენა მოახდინა ბანკების ფინანსურ მდგომარეობაზე, რამაც იაპონური ბანკების სერიოზული
ვარდნ გამოიწვია მსოფლიო აქციების ბაზარზე. ის იყო ის რისკი რისი თავიდან მოცილებაც სურდა სსფ-ს
ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2)არასწორია მოსაზრება იმის შესახემ, რომ ზოგიერთ ბანკს არ მოუხდა
საფასურის გადახდა ნაჩქარევად აღებული სესხების გამო. სსფ კორეაში, ინდონეზიაში და ტაილანდში
ითხოვდა ბანკების დახურვას, რადგან უცხოური ბანკები მოკლევადიან კრედიტებზე იმხელა
პროცენტებს უწესებდნე, რომლის გამოც თავისთავად ვერ ფარავდნენ ვალდებულებებს.
პასუხისმგებლობის ნაკლებობა. სსფ-ს ბოლო კრიტიკა ეხება არგუმენტს, რომლის შესაბამისად, ის
გადაიქცა ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად, რომელიც განიცდის პასუხისმგებლობის
რეალური მექანიზმების ნაკლებობას. ცნობილი ეკონომისტი ჯეფერი საქსის მიხედვით, სსფთავისი 1000
ტანამშრომლით განიცდის იმ სპეციფიკური ცოდნის ნაკლებობას, რომელიც მისი საქმიანობის ხარისხიან
რეალიზაციას ესაჭიროება. ამის არგუმენტად მოჰყავს, სსფ-ს მიერ არაარგუმენტირებულ ქებას
ტაილანტის და კორეის მთავრობებისთვის, მაშინ როცა კრიზისი 2 თვის დაწყებული იყო. უფრო მეტიც
სსფ-მ შექმნა მკაცრი პროგრამა სამხრეთ კორეისთვის, ისე, რომ კარგად არც კი იცნობდა ქვეყნის
სპეციფიკას.
დაკვირვევბები. მეცნიერთა ერთი ჯგუფი ამტკიცებს სსფ-ს პოლიტიკის კონტრპროდუქტიულობას.
ისინი გამოთქვამენ ეჭვს სსფ-ს თურქეთში საქმიანობის წარმატებაზე. სსფ-ს წარმატებას შეიძლება
მივაწეროთ აზიის კრიზისის წარმატებული დაძლევა, რომელსაც შეეძლო საფუძველშივე შერყია
საერთაშორისო მონეტარული სისტემა. სპეციალისტები სსფ-ს მიაწერენ ისეთი ეკონომიკურად რთული
სიტუაციის დარეგულირებას, როგორიცაა მექსიკური პესოს კრიზისი. სსფ-ს ჩარევით აზიის და მექსიკის
ეკონომიკა დაადგა პროგრესის გზას. მიუხედავად რამოდენიმე ქვეყნის პრობლემებისა, სსფ
პასუხისმგებლობას არ იღებს მათზე, რადგან ეს განპირობებულია სსფ-ს რეკომენდაციის
შეუუსრულებლობით.

სავალუტო სისტემის გლობალურ ბიზნესზე ზემოქმედება:


გლობალურ ბიზნესზე სავალუტო სისტემის ზემოქმედების დონე განისაზღვრება სამი ძირიტადი
ფაქტორით, ესენია: სავალუტო კურსის მართვა, ბიზნესსტრატეგია და კორპორაციულ მმართველობითი
ურთიერთობები.
სავალუტო კურსის მართვაში,აშკარა ჩარევა გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა უნდა გაანალიზონ,
რომ უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის ბაზრები ყოველთვის არ მოქმედებენ ისე, სავალუტო
სისტემა არის შერეული, სადაც სახელმწიფო ჩარევასა და სპეკულაციურ მოქმედებების კომბინირებას
შეუძლია უცხოური ვალუტის ბაზრებზე ზეგავლენის მოხდენა. კომპანიებს, რომლებიც დაკავებულნი
არიან მნიშვნელოვანი უცხოური სავალუტო ოპერაციებით უნდა ესმოდეთ ეს და ამის შესაბამისად
განსაზღვრავდნენ უცხოურ სავალუტო ბაზრებზე მოქმედების სტრატეგიას. სპეკულაციები ქმნიან
ვალუტის მერყევ გაცვლით კურსს. მერყევმა გაცვლითმა კურსმა კი გაზარდა უცხოური ვალუტის
გაცვლითი რისკი, რაც უარყოფითად აისახა ბიზნესზე. ბრეტონ ვუდსისი დაცემის შემდეგ კი უცხოური
ვალუტის გაცვლითი ბაზრების კურსებმა განავიტარეს მათი მართვის ისეთი ინსტრუმენტები,
როგარიცაა: მოწინავე ბაზრები და საქონლის გაცვლა გამოცვლა, რომლითაც უცხოური ვალუტის
გაცვლითი კურსების დაზღვევაა შესაძლებებელი.
ბიზნეს სტრატეგია. გაცვლითი კურსის მერყეობა საერთაშორისო ბიზნესს საფრთხეს უქმნიდა.
სტრატეგიული მოქმედების ზრდისა და ეკონომიკური დაუცველობის შემცირების გზას წარმოადგენს
წარმოების მასშტაბების შემცირება, ეს კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას გადაადგილოს წარმოება ერთი
ქვეყნიდან მეორეში. თუმცა ასეთი სტრატეგია ღირებულია მხოლოდ დაბალი ღირებულების მქონე
წარმოებისთვის და ვერ გამოდგება ინდივიდუალური მწარმოებლებისთვის. სსფ-ს და მბ-ს ასევე დიდი
გავლენა აქვს ახლა ბიზნესის სტრატეგიაზე.
კორპორაციების და მთავრობის კავშირი.საერთაშორისო მონეტარულ სისტემასთან მიმართებაში
შეილება დიდი ზეგავლენა მოახდინონ მთავრობის პოლიტიკამ. აშშ-ს ექსპორტიორების დაჟინებულმა
მოთხოვნამ გავლენა მოახდინა მთავრობაზე, რომ მას მიეღო უცხოური ვალუტის გაცვლით ბაზარზე
ინტერვენციის აუცილებლობის გადაწყვეტილება. ბიზნესმა უნდა მოახდინოს ესეთი გავლენა რათა ხელი
შეუწყოს საერთაშორისო სავალუტო სისტემას. საერთაშორისო ბიზნესის ინტერესებში შედის
საერთაშორისო სავალუტო სისტემის გაძლიერება, რომელიც შეამცირებს გაცვლითი კურსის მოძრაობის
რხევებს, პრაქტიკულად, ეს მოქმედებებიემყარება ეკონომიკის გრძელვადიან საფუძველს.

10. ადამიანური რესურსების მენეჯმენტი გლობალურ ბიზნესში(თვაი 16)


ეს თავი ეხება საერთაშორისო ადამიანური რესურსების მენეჯმენტს (HRM) და განიხილავს მის
სპეციფიკურ ფუნქციებს საერთაშორისო ბიზნესში. ადამიანური რესურსების მენეჯმენტის კვლევის
მიზანია ორგანიზაციის მიერ ადამიანური რესურსების ეფექტიანად გამოყენების
მიზნითგანხორციელებული საქმიანობის შესწავლა. ის მოიცავს ფირმაში ადამიანური რესურსების
სტრატეგიების განსაზღვრას, პერსონალის შერჩევას, მისი მუშაობის შეფასებას შრომის ანაზღაურებას და
ურთიერთობებს. ყოველივე ეს ერთმანეთთანაა დამოკიდებული და ასევე ფირმის სტრატეგიაზეც, რადგან
ადამიანური რესურსების მართვა დიდ როლს თამაშობს ფირმის სტრატეგიული მიზნების მიღწევაში.
ფირმის დონეზე ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სტრატეგიების როლი არის რთული, მაგრამ იგი
უფრო რთულადა წარმოდგენილი გლობალურ ბიზნესში. გლობალურ ბიზნესში მისი სირთულეები
განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

 საზღვარგარეთ არსებული განსხვავებული შრომის ანაზღაურების სისტემებით, რომელიც


დამოკიდებულია ცალკეულ ქვეყანაში დამკვიდრებული მენეჯმენტის წესებზე;
 შრომის კანონმდებლობის სპეციფიკით;
 პროფკავშირების როლით და განსხვავებული ფუნქციებით ცალკეული ქვეყნების მიხედვით და
სხვა.

მულტინაციონალური კომპანიებისთის მთავარია ისეთი მენეჯერების შერჩევა, რომლებსაც


შეუძლიათ მათი რესურსების ეფექტიანი მართვა. მენეჯერმა უნდა გადაწყვიტონ ისეთი პრობლემები,
როგორიცაა: ხელმძღვანელი თანამდებობების მენეჯერების კომპანიაში განაწილება, მათი შემდგომი
სწავლების გზით კვალიფიკაციის ამაღლება, სხვადასხვა ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური
წარმომადგენლობების მქონე მუშაკების ანაზღაურების პირობების დადგენა და სხვა.
HRM-ისთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც დაკავშირებულია
ექსპატრიატ (კომპანიის მენეჯერი, რომელიც საზღვარგარეთ არსებულ ფილიალში არის სამუშაოდ
მივლინებული) მენეჯერებთან.
ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სტრატეგიული როლი:

კომპანის წარმატება დამოკიებულია იმაზე თუ რამდენად კარგად არის ერთმანეთზე მორგებული


ადამიანური რესურსების მენეჯმენტი და მისი სტრატეგია. საუკეთსო ადამიანური ურთიერთობები
შეიძლება გახდეს წყარო მაღალმწარმოებლურიბის და კონკურენტული უპირატესობის მოპოვების. ამავე
დროს კვლევები მეტყველებენ იმაზე, რომ საერთაშორისო კორპორაციები ადამიანური რსესურსების
მენეჯმენტის სრულყოფისათვის ქმნიან სპეციალურ განყოფილებას. მკვლევართა აზრით HRM -ს
ეფექტიანობის გაუმჯობესებამ შესაძლოა გაზარდოს კომპანიების საერთო ეფექტიანობა.

კორპორაციები ადამიანური რესურსების სრულყოფისთვის სპეციალურ განყოფილებებს ქმნიან.


კომპანიები მისდევენ 4 სტრატეგიას:
• მულტისაშინაო- ფირმები ცდილობენ შექმნან პროდუქტი ადგილობრივი მოთხოვნის
გათვალისწინებით.
• გლობალური მსოფლიოს აღიქვამენ ერთიან ბაზრად ქმნიან სტანდარტიზებულ პროდუქციას.
• საერთაშორისო -ფირმები ძირითადი კომპეტენციების საზღვარგარეთ გადაცემა.
• ტრანსნაციონალური- ყველა ერთდროულად.

ფირმის წარმატების მიღწევა შესაძლებელია ამ სტრატეგიებისა და ადამიანური რესურსების


მენეჯმენტის ფუნქციის შესაბამისობაში მოყვანით. მაგ, ტრანსნაციონალური კომპანია „მოლიქსი
დანახარჯები შეამციროს ქარხნების იმ ქვეყნებში განთავსებით სადაც დანახარჯები მისთვის მისაღებია,
ამასთან ყურადღებას აქცევს „ნოუჰაუს“ გადატანას ფილიალებში, იყენებს ექსპატრიატ მენეჯერებს და
მენეჯმენტის განვითარების პროგრამებს, რათა შეამციროს დანახარჯები.ფირმებს რომლებიც მისდევენ
ტრანსნაციონალურ სტრატეგიას სჭირდებათ ძლიერი კორპორაციული კულტურა და არაფორმალური
მენეჯმენტის ქსელი. მუშაკების შერჩევის, მენეჯმენტის განვითარების, სამუშაოს შეფასების და
ანაზღაურების სწორი პოლიტიკის რეალიზაცია. ადამიანური რესურსების მენეჯმენტს დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ფირმის ამ მახასიათებლების მიღწევაში. მაგ. მოლექსის მიერ ექსპატრიატი
მენეჯერების გამოყენება გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნების ამ პერსონალით დაკომპლექტებას
მნიშვნელოვანდ ეხმარება არაფორმალური მენეჯმენტის ქსელის დაფუძვნებაში და სხვა. როგორც ჩანს,
ადამიანური რესურსების მენეჯმენტს აქვს გაამწყვეტი მნიშვნელობა ფირმის სტრატეგიის რეალიზაციაში.

პერსონალის შერჩევის პოლიტიკა

პერსონალის შერჩევის პოლიტიკა გულისხმობს კონკრეტული სამუშაოსთვის მომუშავეთა შერჩევას.


პირველ რიგში, მოიცავს სამუშაოზე იმ ინდივიდების მიღებას, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაოს
შესასრულებლად შესაფერისი ცოდნა და კვალიფიკაცია. პერსონალის შერჩევის პოლიტიკა არის ფირმის
კორპორაციული კულტურის ამაღლების საშუალება. კორპორაცული კულტურა არის ორგანიზაციაში
დამკვიდრებული წესებისა და ფასეულობების სისტემა. ეს ფირმას ეხმარება თავისი სტრატეგიის
რეალიზაციაში. თითოეული მუშაკი უნდა იზიარებდეს იმ ღირებულებათა სისტემას რომელიც
კომპანიაშია დამკვიდრებული.

პერსონალის შერჩევის პოლიტიკის ტიპები:


გლობალურ ბიზნესში პერსონალის შერჩევისადმი 3 მიდგომა არსებობს:

ეთნოცენტრული მიდგომა: ამ შემთხვევაში ყველა მთავარი მენეჯერის პოსტს იკავებს ამ კომპანიის


სამშობლოს წარმომადგენელი. ამ სტრატეგიის 3 მიზეზია: 1 - მასპინძელი ქვეყანა წარმოების ამ დარგში
კვალიფიციური კადრის ნაკლებობას განიცდის, რის გამოც ადგილობრივი მენეჯერის მოძიება ჭირს ეს
არგუმენტი გამოდგება ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში. 2- ეს მიდგომა კომპანიას მიაჩნია
კორპორაციული კულტურის შენარჩუნების კარგ საშუალებად. 3-თუ ფირმა ცდილობს ფასეულობის
შექმნას ძირითადი კონპეტენციის საზღვარგარეთ მდებარე საწარმოებისთვის გადაცემით, როოგრც ამას
აკეთებენ საერთაშორისო სტრატეგიის მქონე ფირმები, მაშინ ამის საუკეთსო გზა არის ამ საწარმოებში
ექსპატრიარტი მენეჯერების გაგზავნა, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია გააჩნიათ. სათავო
ოფისში მუშაობის გამოცდილების გარეშე ეს წამოწყება წარუმატებლად დასრულდება, რადგან ძირითადი
კონპეტენციის გადასაცემად საჭიროა ცოდნა და გამოცდილება, რომელიც კომპანიის სამშობლოში სათვო
ოფისში მომუშავეთ აქვთ.
ეთნოცენტრული მიდგომა ახლა დასუსტების სტადიაზეა 2 მიზეზის გამოც: 1- ეს პოლიტიკა
ზღუდავს მასპინძელი ქვეყნის მოქალაქეების დაწინაურების შესაძლებლობა. 2- ამ მიდგომას მივყავართ
კულტურული სიბეცისაკენ- მასპინძელი ქვეყნის კულტურის უცოდინარობისაკენ.
პოლიცენტრული მიდგომა- ამ შემთხვევაში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები ფილიალებში
არიან დასაქმებულნი, მმართველობით რგოლში კი კომპანიის სამშობლოს წარმომადგენლები
გვევლინებიან. ამ მიდგომას აქვს უპირატესობები:1-ის ნალებად განიცდის კულტურულ სიბეცეს, 2- ამ
მიდგომის რეალიზაცია დაკავშირებულია შედარებით ნაკლებ დანახარჯთან. თუმცა ამ მიდგომას აქვს
ნაკლოვანებებიც: მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლების შეზღუდული შესაძლებლობები-
დაწინაურების შესაძლებლობის არ ქონა რაც კონფლიქტებს იწვევს, ასევე ადგილობრივი და კომპანიის
სამშობლოში მოღვაწე მენეჯერებს შორის განსხვავებები,მშობლიური ქვეყნიდან და პირიქით
მენეჯერების გაგზავნის მოკრძალებულმა მასშტაბმა შეიძლება გააღრმავოს ფილიალების პერსონალის
იზოლაცია და მიგვიყვანოს კორპორაციულ მმართველობასა და საზღვარგარეთ ფილიალს შორის
ინტეგრაციის ნაკლებობამდე.
გეოცენტრული მიდგომა- ამ დროს ხდება კვალიფიციური პერსონალის შერჩევა მიუხედავად მათი
ეროვნებისა. უპირატესობები: ეს მიდგომა აძლევს ფირმას საშუალებას გამოიყენოს ადამიანური
რესურსები საუკეთესოდ. ასვე იძლევა საშუალებას აღიზარდოს საერთაშორისო მენეჯერები, რომელთაც
არ უჭირთ სხვადასხვა კულტურასთან მუშაობა.ასეთი პერსონალის არსებობა კი არის პირველი ნაბიჯი
ძლიერი კორპორაციული კულტურისა და არაფორმალური მენეჯმენტის ქსელის შექმნისკენ.ორივე
მათგაი აუცილებელია გობალური და ტრანსეროვნული სტრატეგიებისთვის. მიუხედავად ამისა ამ
მიდგომასაც აქვს ნაკლოვანებბები: ძვირია განსახორციელებლაად, რადგან იზრდება სწავლება-
ტრენინგების ხარჯები, ასევე შეიძლება წარმოქმინილი იყოს ბიუროკრატიული უთანხმოება, ზოგიერთი
ქვეყანა ემიგრანტის დასაქმებისას ითხოვს საემიგრაციო სამსახურიდან დოკუმენტს რაც ძვირი და
ზედეტად ბიურიკრატიზებულია.

ექსპატრიატი მენეჯერები

პერსონალის შერჩევის ორი მეთოდი ეთნოცენტრული და გეოცენტრული ეყრდნობა ექსპატრიატი


მენეჯერების გამოყენებას. ექსპატრიატი მენეჯერები არიან- მულტიეროვნული კომპანიის სამშობლოს
მოქალაქეები, რომლებიც მუშაობენ სხვა ქვეყანაში. მის საწინააღმდეგოდ არსებობს ინპატრიარტი-
აღიშნავს იმ უცხოელებს რომელებიც მუშაობენ მულტიეროვნული კომპანიის სამშობლოში.
არცებობს განსხვავება ეთნოენტრულ და გეოცენტრულ მიდგომაში ექსპატრიატი მენეჯერების
გამოყენებაში, კერძოდ, ეთნოცენტრული მიდგომისას ექსპატრიარტები არიან კომპანიის სამშობლოს
მოქალაქეები და ისინი გაგზავნილი არიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. გეოცენტრული პოლიტიკისას
ფირმა არ აგზავნის მომუშავეს ეროვნული კუთვნილების მიხედვით.
საერთასორისო ბიზნესში განხილულია პერსონალის შერჩევის კიდევ ერთი პრობლემა
„ექსპატრიატების მარცხი―, რაც გულისხმობს მათ ადრე დაბრუნებას სამშობლოში. ტერმინი
გულისხმობს კომპანიების მიერ ისეთი კადრების შერჩევას რომლებიც ვერ აღწევენ წარმატებას
საზღვარგარეთ და ადრე ბრუნდებიან სამშობლოში. ეს არის უნივერსალური პრობლემა. ექსპატრიატის
მარცხის დანახარჯები მაღალია და შეადგენს ექსპატრიატი მენეჯერის ყოველწლიურ 3ჯერად
ხეკფასს+მივლინების ხარჯი.ეს თანხა კი 2500000დან 1 მილიონამდე მერყეობს.
ტუნგმა აწარმოა რამდენიმე ამერიკული, ევროპული და იაპონური მულტინაციონალური
კომპანიების გამოკითხვა. რომლის მიხედვით ამერიკელული კომპანიების 76%-მა ექსპატრიატების
მარცხი განიცადა. ამერიკული კომპანიები უფრო მაღალ ესპატრიატების მარცხის კურსს განიცდიან
ვიდრე, ევროპული ან იაპონური.
ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა მარცხის მიხეზები:
• აშშ- მეუღლის შეუგუებლობა, მენეჯერთან საქმიანობის შეუგუაბლობა,სხვა ოჯახური
პრობლემები,მენეჯერის პიროვნული და ემოციური სიმწიფის დონე, საზღვარგარეთ
დაკისრებული ვალდებულებების თავის ვერ გართმევა.
• ევროპა- მათ მხხოლოდ 1 მიზეზი დაასახელი მეუღლის შეუგუებლობა ახალ გარემოსთან
• იაპონია: საზღვარგარეთ დაკისრებული ვალდებულებების თავის ვერ გართმევა.ახალ გარემოსთან
შეგუების სიძნელეები, პიროვნული და ემოციური პრობლემები, ტექნიკური კონპეტენციის
ნაკლებობა, მეუღლის შეუგუებლობა.

კლვევებმა დაადასტურა რომ ძირითადი მიზეზები მარცხისა დაფუძვნებულია ოჯახურ პრობლემებზე.


სხვა პრობლემები კი დაკავშირებული ტექნიკურ უნარებთან ან განსხვავებულ კულტურასთან
შეუთავსებლოასთა, რაც გულისხმობს რომ ექსპარტიატის შერჩევა არ განხორციელდა სწორად.
მეუღლეების შეუგუებობა საზღვარგარეთ ცხოვებასთან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული,
მეუღეები უცხო ქვეყანაში ოჯახისა და მეგობრების გარეშე არიან , ენის ბარიერიც ართუელებს ახალი
მეგობრების შეძენას და გამოკეტილად გრძნობენ თავს, მენეჯერ მეუღლეებს კი ეს სირტულე ნაკლებად
აქვთ.
ექსპატრიატი მენეჯერების შერჩევა: მარცხის შემცირების ერთ-ერთი სასუალებაა შერჩევის პროცესი
გაუმჯობესება, რაც გამორიცხავს თანამდებობისთვის შეუფერებელ კანდიდატებს. მანდენჰალმა და
ოდოუმ ძირიტად პრობლემად დაასახელა ის, რომ ადამიანური რესურსების მენეჯერები ათანაბრებენ
კომპანიის სამშობლოში სამუშაოს შესრულების პოტენციალს საზღვარგარეთ სამუშაოს შესრულების
პიობებთან. ისინი საკმაოდ განსხვავებულია.4 ძირითადი ასპექტი რომელიც განსაზღვრავს საზღვაგარეთ
წარმატებას ესენია:

• თვითორიენტაცია- თავდაჯერება,საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება, მენტალური


სიჯანსაღე
• სხვების ორიენტაცია,- ადგილობრივ თანამშრომლებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა.
მნიშვნელოვანი უნარია: ურთიერთობის უნარი და სხვებთან თანამშრომლობის მზადყოფნა.
• აღქმის უნარი -სხვა ადამიანების ემოციების და გრძნობების გაგების უნარი, რომელშიც გვეხმარება
საკუტარი გამოცდილება.
• კულტურასთან დაკავშირებული სირთულეები- ეს ეხება კავშირს ექსპატრიატის სამუშაოსთან
ადაპტაციის უნარსა და იმ ქვეყნის თავისებურებებს შორის რომელშიც ის უნდა შესრულდეს

პიველი სამი აპექტი კარგია ექსპარტიატი მენეჯრების შეფასებითვის, მეოთხე- კულტურების


შედარებით. აუცილებლად გასათვალისწინებელია ოთხივე ასპექტი მენეჯერის სხვა ქვეყანაში
გაგზავნამდე.

ტრენინგების და მენეჯმენტის განვითარება


მენეჯერის და სამუშაოს დაკავშირების პირველი ნაბიჯია კანდიდატის შერჩევა, შემდეგი ნაბიჯია
ტრენინგი, რათა მან შეისწავლოს სამუშაოს სპეციფიკა და მენეჯმენტის განვთარების პროგრამები.
ექსპატრიატი მენეჯერების ტრენინგი. მენემენტის განვიტარება მიიჩნევა სტრატეგიული მიზნების
მიღევის იარაღად.
ექსპატრიატების მარცხის 2 ყველაზე გავრცელებული მიზეზეია მეუღლის და მენეჯერის
შეუგუებლობა ახალი გარემოსადმი. ამ მარცხს ამცირებს კულტურული, ენობრივი და პრაქტიკული
ტრენინგები.
კულტურული ტრენინგები- გასაგზავნ კანდიდატს უნერგავს მასპინძელი ქვეყნის კულტურისადმი
პატივისცემასკულტურის გაგება დაეხმარება მათ ჩასწვდნენ თავისებურებებს რაც დაეხმარებათ
ადგილობრივ წარმომადგენლებთა ეფექტიან თანამშრომლობაში. სწავლება უნდა ჩატარდეს მასპინძელი
ქვეყნის კულტურის,ისტორიის, პოლიტიკის, რელიგიის, სოც. სფეროს და ბიზნესაქმიანობის შსახებ.ასევე
ტურის მოწყობაც ამცირებს კულტურულ შოკს.
ენის შესასწავლი ტრენინგები- ინგლისური მსოფლიო ბიზნესის ენაა, მისი გამოყენება კი ამცირებს
ქვეყნის მოქალაქეებთან მენეჯერის ურთიერთობის შესაძლებლობას, მაშინაც კი როცა მენეჯერი არ
ფლობს ადგილობრივ ენას, სწავლის სურვილი აძლებს ადგილობრივებთან ურთიერთობის
შესაძლებლობას და ზრის ეფექტიანობას.
პრაქტიკული ტრენინგები: მისი მიზანია დაეხმაროს მენეჯერებს და მათ ოჯახებს ადვილად შეეგუონ
მასპინძელ ქვეყანაში არსებულ უცხო გარემოს. ცილობენ ამ ტრენინგისას დაარწმუნონ მენეჯერი და მისი
ოჯახი რომ ისინი ადვილად მოახერხებენ უცხო გარემოსტან ადაპტაციას.
ექსპატრიატების სამშობლოში დაბრუნება- არანაკლებ პრობლემატურია მენეჯერების დაბრუნება-
რეპატრიაცია, რადგან მათ აქვთ უკვე უფრო მაღალი ავტორიტეტი, გამოცდილება და მოთხოვნილება,
რეალობა კი არ შეესაბამება მათ მოთხოვნებს.მიუხედავად იმისა, რომ იქმნება სარეზერვო ადგილები
ასეტი თანამშრომლებისთვის ეს ადგილები არ შეესაბამება მათ ამაღლებულ კვალიფიკაციას.

მენეჯმენტის განვითარება და სტრატეგია მენეჯერების საერთო კვალიფიკაციის დონის ასამაღლებლად


გამოიყენება მენეჯმენტის განვითარების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე ფირმის
სხვადასხვა სამუშაოზე მენეჯერის გაცვლის გზით შესაძლებელია მათი გამოცდილებისა გაფართოება.ეს
პროგრამები მიმართულია შრომის ნაყყოფიერების და ხარისხის დონის ამაღლებისკენ. მენეჯმენტის
განვითარების პროგრამები ფირმის ნორმებთან ერთად მენეჯერებს ეხმარება კორპორაციული
კულტურის ფორმირებაში.ტრენინგის პროგრამები იწვევს გამოცდილების გაზიარებას, არაფორმალური
ქსელების შექმნას და ავითარებენ ტექნიკურ კომპეტენციებსაც. ხანგძლივი პერიოდით მენეჯერთა
გაერთიანება და მათი გაგზავნა საზღვარგარეთ სამუშაოდ ეხმარება ფირმას არაფორმალური
მენეჯმენტის ქსელის ჩამოყალიბებაში.
სამუშაოს შეფასება და ანაზღაურება.
გლობალურ ბიზნესში ყველაზე რთულია ექსპატრიატი მენეჯერების სამუშაოს შეფასება. მათ მუშაობას
როგორც წესი ორი ჯგუფი აფასებს- მასპინძელი ქვეყნის და სათავო ოფისის მენეჯერები.მასპინძელი
მენეჯერების შეფასება მათი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე შეიძლება არ იყოს
ბოლომდე ობიექტური. მაგ. ინდოეთში საქმის ექსპერტად მიიჩნევენ მათ ვისაც ხელქვეითის დახმარება
არ სჭირდებათ, აშშ-ში კი პირიქით მენეჯერი ყოველთვის დაკავშირებულია ხელქვეითთან. ასევე
შეიძლება არაობიექტური იყოს საფავო ოფისიდან მენეჯერის შფასებაც, რადგან ამ მენეჯერებმა როგორც
წესი ცუდად იციან საზღვარგარეთ წარმოების სპეციფიკა, ამტომ საქმიანობას აფასებენ ერთეულის
წარმოებით ან საბაზრო წილის შესახებ ინფორმაციით.ეს კრიტერიუმები კი არ მოიცავს შეფასებისათვის
ამმწურავ ინფორმაციას- კულტურათშორისი განვითარების დონეს და ადგილობრივ მენეჯერებთან
პროდუქტიულად მუშაობის უნარს. ამიტომ ექსპატრიატ მენეჯერებს მიაჩნიათ რომ მათ აფასებენ
არასამართლიანდ და ხშირად ვერ ხედავენ მათ რეალურ კვალიფიკაციას.

სამუშაოს შეფასების პრინციპები:

ექსპატრაიტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი მენეჯერის


შეფასება რადგან ის უკეთ ერკვვა წარმოების სპეციფიკასა და შესრულების პროფესიულ დონეში. ასევე
შეფასება უფრო ობიექტური იქნება თუ შემფასებელი იქნება ექსპატრიატის ქვეყნიდან რათა თავიდან
იქნეს აცილებული კულტურული განსხვავებებით გამოწვეული გაუგებრობები.
ანაზღაურების თვალსაზრისით გამოიყოფა 2 პრობლემა: 1-ქვეყნებში შრომის ანაზღაურების
განსხვავებული სისტემები და 2- კომპანიაში დამკვირებული შრომის ანაზღაურების სისტემა.
1-კომპანიის პრეზიდენტის შრომის ანაზღაურება შეიცავს როგორც ძირითად ხელფასს ასევე
სამუშასთან დაკავშირებულ პრემიებს, მაგრამ არ შეიცავს აქციების ყიდვის საფუძველზე მიღებულ
დივიდენდს. სხვა მუშაკების ანაზღაურებაში შედის მათი ძირითადი ხელფასი და პრემიები. კომპანიის
პრეზიდენტების ანაზღაურებას შორისაც დიდია სხვაობა ქვეყნებს შორის მაგ, აშშ-2.25 მლნ, იაპონია
500000, ტაივანი 300000. ამერიკელების უმრავლესობა სოლიდურ თანხებს აქციებიდან იღებენ.
წარმოიშვება კითხვა რომელი სისტემით უნდა მოხეს ანაზღაურება საერთაშორისო თუ მათი ქვეყნების
შესაბამისი სტანდარტით.ეს პრობლემა არ არსებობს ეთნოცენტრიკული და პოლიცენტრიკული
პერსონალის შერჩევის პოლიტიკის დროს, ეთნოცენტრიკულის დროს ამ პრობლემის გადასაწყვეტად
სჭიროა იმის დადგენა თუ რა თანხა უნდა გადაუხადონ კომპაიებმა დამატებით ექსპატრიატებს.
პოლიცენტრიკულის დროს მენეჯერების სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნის სიმცირის გამო მათი
ანაზღაურება ქვეყნის სტანდარტებს შეესაბამება.ეს პრობლემა მნიშვნელოვანია გეოცენტრიკული
პოლიტიკის დროს, ეს პოლიტიკა თავსებადია ტრანსნაციონალურ სტრატეგიასთან, ამ პოლიტიკის ერთ-
ერთი ასპექტია ისეთი მენეჯერის შერჩევა, რომლებიც მიეკუთვნებიან სხვადასხვა ეროვნებას, უნდა
ჰქონდეთ თუ არა მათ ერთნაირი ანაზღაურება. აშშ-ში მდებარე ფირმებისთვის ეს ნიშნავს ამერიკის
სტანდარტების სსაბამისად უცხოელი მენეჯრებისთვის ანაზღაურების ზრდას, ცნობილია, რომ ხელფასი
აშში უფრო მაღლია დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა თუკი ფირმა არ გაათნაბრებს ხელფასს ეს
გამოიწვევს უცხოელების უკმაყოფილებას.თუ ფირმას სურს ჰყავდეს სხვადასხვა ეროვნებით
დაკომპლექტებული კადრები მაშინ შრომა ისევე უნდა აუნაზღუროს უცხოელებს როგორც
ადგილობრივებს. ექსპატრიატების შრომის ანაზღაურებაში ყველაზე გავრცელებულია დაბალანსების
მიდგომა, რომლითან ექსპატრიატის ანაზღაურება სედგება: ძირითადი ხელფასი, უცხოეთში
წასვლისთვის პრემია, სხვადასხვა ტიპის შეღვათები, გადასახადები და სარგებელი, მთლიანად მისი
ხელფასი 3ჯერ აღემატება იმას რაც საკუთარ ქვეყანაში ჰქონდა. ასეთი დიდი თანხის გამო ზოგმა
კომპანიამ უარიც თქვა ექსპატრიატების გამოყენებაზე.
საერთაშორისო შრომითი ურთიერთობანი.
გლობალურ ბიზნესში ადამიანური რესურსების მენეჯმენტი პასუხისმგებელია შრომით
ურთიერთობებზე, შრომითი ურთიერთობების ძირითადი პრობლემა მდგომარეობს იმის დადგენაში, თუ
რამდენად შეიძლება შეზღუდონ პროფკავშირების წევრებმა საერთაშორისო ბიზნესი. ამ მხრივ
პროფკავშირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მათი გავლენით „ჯენერალ მოტორსმა― უარი თქვა
საწარმოთა ინტეგრირებაზე, ასევე გერმანული პროფკავსირების მოთხოვნით დიდი ინვესტიცია ჩდო
გერმანულ საწარმოებში.
ადამიანური ურთიერთობების მენეჯმენტის ერთერთი ფუნქციაა ფირმებსა და პროფკავშირებს
შორის ჰარმონიული ურთიერთობა. პროფკაშირების როლი:
პროფკავშირები ცდილობენ ძირითადად მათი წევრებისთვის მაღლი ანაზღაურების მოპოვებას, ასევე
შრომის პირობების დაცვას, ამ გაერთიანებების ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ისი ფირმბს ემუქრებიან
წარმოების შეჩერებით, გაფიცვით ან პროტესტის სხვადასხვა ფორმით. ქვეყნის შიგნით გაერთიანებული
პროფკავშირის მთვარი პრობლემა არის ის, რომ მულტიეროვნულმა კომპანიებმა შესაძლოა წარმოება სხვა
ქვეყანაში გადაიტანონ. მეორე პრობლემა არის ის რომ ძირითადად საერთასორისო ფიმრები ადგილზე
ტოვებენ მაღალი კვალიფიკაციის მუშახელს და საზღვარგარეთ საშუალო დონისას აგზავნიან, რაც მათ
უადვილებს წარმოების გადატანას ეს კი ასუსტებს პროფკავშირის ძალაუფლებას. პროფკავშირების
ძალაუფლებას ასუსტებს ასევე დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების და შრომითი ხელშეკურების
იმპორტირება.
მულტიეროვნული კომპანიების ძალაუფლების ზრდის საწინააღმდეგოდ პროფკავშირები მმართვენ
შემდეგ სტრატეგიებს:
• ცდილობენ საერთაშორისო მუშათა ორგანიზაციის დაარსებას
• არწმუნებენ კანონმდებლებს მულტიეროვნული კომაპიების შეზღუდვაში
• ცდილობენ მულტიეროვნული კომპანიების საერთაშორისო რეგულირების მიღწევას
ადამიანთა უფლებების დამცველი საერთაშორისო ორიგანიზაციების ან გაეროს მეშვეობით.
საერთაშორისო ორგანიზაციების დაარსებამ ნაკლებ წარმატებას მიაღწია რაგან თითოეული მაინც
საკუთარ ქვეყანაში ინვესიტების მოზდივისკენ იყო მიმართული. საერთაშორისო პროფკავშირების კიდევ
ერთი სისუსტე არის ისიც რომ ქვეყნებს შორის არებობს იდეოლოგიური და სტრუქტრურული
განსხვავება, ასევე ვერც საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ზეწოლამ მულტიეროვნულ
კომპანიებზე ვერ მიაღწია ისეთ ეფექტს რაც პროფკავშირებს სურთთ.
შრომითი ურთიერთობების მიმართ გლობალური ბიზნესის მიდგომები: გლობალური ბიზნესი
საერთაშორისო შრომითი ურთიერთოებისადმი მიდგომებით განსხვავდება შიდა ბინზესისგან.
განსხვავება მდგომარეობს შრომითი ურთიერობების ცენტრალიზაციის და დეცენტრალიზაციის დონეებს
შორის. გლობალური კომპანიების უმეტესობამ საერთაშორისო ურთიერთობების საქმიანობა
საზღვარგარეთის ფილიალების კანონმდებლობაზე მოარგო, ანუ შრომითი ურთიერთობების მართვა
გადაეცა ადგილობრივ მენეჯერს, თუმცა ამ სფეროს ტენდენცია ცენტრალიზაციისკენაა მიმართული.
გაზრდილი კონკურენცია მოითხოვს ფირმებში დანახარჯების კონტროლს, რადგან ამ მხრივ ყველაზე
მაღლი შრომითი დანახარჯებია კომპანიები პროფკავშირებს წარმოების გადატანით ემუქრებიან თუ
ისინი არ შეცვლიან ხელფასის მომატების მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკება უნდა
განახორციელოს სათვო ოფისმა, ამ მიზეზით შრომითი ურთიერთობების ცენტრალიზებისკენ სწრაფვა
იზრდება. კომპანიაში შრომით ურთიერთობებში კარგი ორგანიზაცია შეიძლება კონკურენტული
უპირატესობის მოპოვების საშუალებად იქცეს, იაპონური კომპანიები საზღვარგარეთ საწარმოებშიც
იაპონურ მეთოდებს მიმართავენ, რის გამოც წინასწარ თანხმდებიან პროფკავშირებთან, ასეთი
სტრატეგიის რეალიზაცია კი მოითხოვს შრომითი ურთიერთობის ცენტრალიზებულ კონტროლს.

You might also like