ჰაიდეგერი -დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა

You might also like

You are on page 1of 4

დასაბამი ხელოვნების ქმნილებისა

დასაბამი აქ იმას ქვია, საიდანაც და რისი მეოხებითაც საგანი არის ის რაც ის


არის. მას რაც რაღაც არის, როგორც ის არის, ჩვენ არსებას ვეტყვით. რაღაცის დასაბამი
არის მისი არსების წარმომავლობა. შეკითხვა ხელოვნების ქმნილების დასაბამზე
კითხულობს მისი არსების წარმომავლობის თაობაზე. ჩვეულებრივი წარმოდგენის
თანახმად ქმნილება (Werk) წარმოდგება ხელოვანის საქმიანობიდან და ამ საქმიანობის
შედეგად, მაგრამ რისი მეოხებით და საიდან არის ხელოვანი ის რაც ის არის?
ქმნილების მეოხებით, რადგანაც ოსტატს ქმნილება წარმოაჩენსო, შემდეგს მოასწავებს:
მხოლოდ ქმნილება აძლევს დასაბამს ხელოვანს ვითარცა ხელოვნების ოსტატს.
ხელოვანი არის ქმნილების დასაბამი. ქმნილება არის ხელოვანის დასაბამი. ისინი
ერთი მეორის გარეშე არ არსებობენ, მაგრამ ცალ-ცალკე ვერც ქმნილება წარმოშობს
ხელოვანს და ვერც ხელოვანი ქმნილებას. ხელოვანი და ქმნილება, თითოეული
შინაგანად და მათს უერთიერთმიმართებაში მესამის მეოხებით არსებობენ; შესაძლოა
ეს მესამე - ხელოვნება, პირველიც კი არის, რადგან სწორედ ხელოვნებაა ის, საიდანაც
ხელოვანს და ხელოვნების ქმნილებას თავიანთი სახელები მიუღიათ.

მართალია, აუცილებლობითააა განსაზღვრული ის, რომ ხელოვანი სხვა სახითაა


ქმნილების დასაბამი, ვიდრე ქმნილება არის დასაბამი ხელოვნებისა, მაგრამ ასევე
უეჭველია ისიც , რომ კიდეც უფრო განსხვავებული სახით თვითონ ხელოვნებაა
ერთასა და იმავე დროს როგორც ხელოვანის, ისე ქმნილების დასაბამი. მარგამ
საერთოდ ძალუძს კი ხელოვნებას იყოს დასაბამი? სად ჰგიებს და როგორ ჰგიებს
ხელოვნება? იგი ხომ ცარიელი სიტყვაა, რომელსაც არაფერი ნამდვილი არ
შეესატყვისება.

ხელოვნება შეიძლება ჩაითვალოს კრებითს წარმოდგენად, რომელშიც შეგვაქვს


ყოველივე ის, რასაც მხოლოდ ხელოვნებისმიერი სინამდვილე აქვს: ქმნილებები და
ხელოვანები. სიტყვა ,,ხელოვნებას“ იქნებ უფრო მეტი რაღაცის აღნიშვნაც აკისრია,
ვიდრე ეს არის კრებითი წარმოდგენა. მაგრამ ის, რაც ამ სიტყვაში იგულისხმება, ასეთი
,,მეტი რამის“ აღმნიშვნელად ყოფნა, ისევ ხელოვანთა და ქმნილებათა სინამდვილის
საფუძველზე თუ შეიძლება. ან ეგების საქმე პირიქითაა? ქმნილება და ხელოვანი ხომ
არ ჰგიებენ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არსებობს ხელოვნება, ვითარცა მათი
დასაბამი? არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ გადაიჭრება ეს საკითხი. ხელოვნების
ქმნილების დასაბამზე კითხვა მაინც ხელოვნების არსების შესახებ შეკითხვად
გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ გადაუჭრელია საკითხი იმის თაობაზე თუ
საერთოდ რა არის ხელოვნება და როგორია იგი, ჩვენ მაინც შევეცდებით ხელოვნების
არსება იქ მოვძებნოთ, სადაც იგი უეჭველად ნამდვილად მეუფებს. ხელოვნება
დაუნჯებულია ხელოვნების ქმნილებაში.
მაგრამ რა არის ხელოვნების ქმნილება და როგორ არსებობს იგი? თუ რა არის
ხელოვნება, ეს ქმნილებიდან უნდა დავასკვნათ. ხოლო ქმნილება რა რის, ამის
წვდომას ჩვენ მხოლოდ ხელოვნების არსებიდან შევძლებთ. ყველა ადვილად ამჩნევს
რომ წრეში ვტრიალებთ. ჩვეულებრივი განსჯა ამ წრის თავიდან მოცილებას
მოითხოვს, რადგან იგი ლოგიკის წინაშე სცოდავს. ფიქრობენ, რომ ხელოვნების
რაობის გამოყვანა შესაძლებელია არსებული (Vorhanden) ხელოვნების ქმნილებათა
შედარებითი განხილვის გზითო, მაგრამ რამ უნდა დაგვარწმუნოს იმაში, რომ ასეთ
განხილვას ნამდვილად უდევს საფუძვლად ხელოვნების ქმნილებანი, თუკი წინასწარ
არ ვიცით რა არის ხელოვნება? ხელოვნების არსება ისევე არ მიიღება არსებული
ხელოვნების ქმნილებათა ნიშნების შეგროვების შედეგად, როგორც იგი არ მიიღება
უფრო მაღალ ცნებათაგან გამოყვანის გზით; ვინაიდან ამ გამოყვანასაც იმთავითვე
უკვე მხედველობაში აქვს ის განსაზღვრებანი, რომელნიც საკმარისი უნდა აღმოჩნდეს
იმისათვის, რათა წარმოგვიდგინოს ის, რასაც წინდაწინვე მივიჩნევდით ხელოვნების
ქმნილებად. მაშასადამე, ერთნაირად შეუძლებელია როგორც ის, რომ არსებულთაგან
შერჩეულ იქნეს ქმნილებები, ასევე ისიც, რომ ისინი ძირითად დებულებათაგან
გამოვიყვანოთ. ასეთ რამის ჩადენა თავის მოტყუება იქნებოდა. ამრიგად, ჩვენ უნდა
შევასრულოთ წრიული სვლა, ეს არც შეჭირვებაა და არც ნაკლი. თუ ვიგულისხმებთ,
რომ აზროვნება ხელობაა, მაშინ ამ გზაზე შედგომა აზროვნების სიმტკიცეს მოასწავებს,
მასზედ დადგომა კი მის დღესასწაულს. წრე არის არა მხოლოდ მთავარი ნაბიჯი
ქმნილებიდან ხელოვნებისაკენ ან ხელოვნებიდან ქმნილებისაკენ, არამედ ყველა კერძო
ნაბიჯიც, რომლის წარდგომასაც ვცდით, ამ წრეში ტრიალებს.
ხელოვნების არსების საპოვნელად, რომელიც დასტურ დაუნჯებულია
ქმნილებაში, ჩვენ მოვძებნით ნამდვილ ქმნილებებს და თვით მას გამოვიკითხავთ რა
არის და როგორ არის თვითონ. ხელოვნების ქმნილებები ყველასათვის ცნობილია.
ხუროთმოძღვრების და სახვითი ხელოვნების ქმნილებათა ნახვა შეიძლება
საზოგადოებრივ მოედნებზე, ეკლესიებში და საცხოვრებელი სახლების კედლებზე,
კოლექციებსა და გამოფენებზე განლაგებულია სხვადასხვა ეპოქებისა და ხალხების
ხელოვნების ქმნილებანი, თუ ქმნილებებს მათი ხელშეუხები სინამდვილის მიხედვით
განვიხილავთ და ჩვენის მხრივ არაფერს მოვარგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ ისინიც
ისე ბუნებრივად არსებობენ (Vorhanden) როგორც ყველა სხვა ნივთი. სურათი ჰკიდია
კედელზე როგორც სანადირო თოფი ან ქუდი, მაგ: ვან გოგის ის ნახატი, რომელიც
გლეხის ერთ წყვილ ყელიან წაღს გამოსახავს,ს გამოფენიდან გამოფენაზე მოგზაურობს,
ქმნილებებს ისევე გზავნიან როგორც რურის ქვანახშირსა და შვარცვალდის მერქანს.
ლაშქრობის დროს ჰოლდერლინის ჰიმნები ზუსტად ისევე ჩაალაგეს ზურგჩანთაში,
როგორც კარტოფილი სარდაფში. ყველა ქმნილებას აქვს ეს
ნივთური (Dinghafte). რანი იქნებოდნენ ისინი ამის გარეშე? მარგამ ჩვენ მართლაცდა
გვეჩოთირება ქმნილებაზე ეს საკმაოდ უხეში და ზერელე შეხედულება, ქმნილებაზე
ამგვარი წარმოდგენები შეიძლება კიდეც ამოძრავებდეს მუზეუმებსა ან საექსპედიციო
კანტორათა დამლაგებელ ქალებს, ჩვენ კი საჭიროა ქმნილებები იმგვარად მივიღოთ,
რაგვარადაც ისინი იმათ ხვდებათ, ვინაც მათ განიცდის და მათით ტკბება.
გამოთქმული ესთეტიკური განცდაც კი გვერდს უქცევს ხელოვნების ქმნილების
ნივთურს. ხუროთმოძღვრული ქმნილებაში არის ქვისეული. ხის ჩუქურთმაში
მერქნისეული. ნახატში ფერისეული. ენობრივ ქმნილებაში ბგერისეული. მუსიკალურ
ქმნილებაში მჟღერი. ნივთური ისე ურყევადაა ხელოვნების ქმნილებაში, რომ უფრორე
ის უნდა გვეთქვა, რომ ხუროთმოძღვრული ქმნილება არისო ქვიშაში, ხის ჩუქურთმა
მერქანში, ნახატი ფერში, ენობრივი ქმნილება ბგერაში, მუსიკალური ქმნილება
მჟღერში. ეს ხომ თავისთავად ცხადი რამეებია, შემოგვედავებიან. დიახაც,მაგრამ რა
არის ეს თავისთავად ცხადი ნივთური ხელოვნების ქმნილებაში? ეგების ფუჭი და
თავგზაამბნევია ამის გამოკითხვა, რადგან ხელოვნების ქმნილება კიდეც რაღაც არის
თვინიერ ნივთურისა? ეს სხვა რაღაც, რომელიც მასში არის, ქმნის ხელოვნებისეულს,
მართალია ხელოვნების ქმნილება არის გაკეთებული ნივთი, მაგრამ იგი რაღაც უფრო
მეტს ამბობს, ვიდრე თითონ შიშველი ნივთი (allo agreyei).
ქმნილება საყოველთაოდ ცნობილს ხდის სხვას, მას ამჟღავნებს; იგი ალეგორიაა,
გაკეთებულ ნივთს ხელოვნების ქმნილებაში კიდევ რაღაც სხვა ერწყმის, შერწყმას
ბერძნულად ქვია (Symballein). ქმნილება არის სიმბობლო. ალეგორია და სიმბოლო
იძლევა იმ წარმოდგენითს ჩარჩოებს, რომლის თავლსაწიერშიც ოდითგანვე ტრიალებს
ხელოვნების ქმნილების დახასიათება. ნივთური არის ხელოვნების ქმნილებაში
მხოლოდ და მხოლოდ ის ერთი რაღაც, რაც ეწევა სხვის გამომჟღავნებას. ამ სხვას
შერწყმისას ხშირად გვგონია, რომ ნივთური თითქოსდა ის საძირკველი იყოს,
რომელშიც და რომლეზეც დაშენებულია სხვა. და საკუთრივ ნივთიერი ხელოვნების
ქმნილებისა განა ის არაა, რასაც თვითონ ხელოვანი თვისის ხელობით აკეთებს?
ჩვენ გვეწადა ხელოვნების ქმნილების უშუალო და სრული სინამდვილის წვდომა
ვინაიდან მხოლოდ ამგვარად ვნახავთ მასში ნამდვილ ხელოვნებასაც, ამისათვის
აუცილებელია საკმარისი სიცხადით ვიცოდეთ თუ რა არის ნივთი. მხოლოდ მაშინ
შევძლებთ იმის თქმას, ხელოვნების ქმნილება ნივთია, ოღონდ ისეთი ნივთი,
რომელსაც სხვა რაღაც ერწყმის, თუ იგი საერთოდ სხვა რაღაცა არის და არა ნივთი.

You might also like