You are on page 1of 2

ხელოვნება სვინდისის შუქზე

მარინა ცვეტაევა

«ხელოვნება წმინდაა», «წმინდა ხელოვნება», რა მოარულიც არ უნდა იყოს ეს


ნათქვამი, ხომ აქვს მას რაღაც აზრი და ათასიდან ერთი ფიქრობს იმაზე, რასაც
ამბობს და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
მე მივმართავ ამ ერთს ათასიდან, რომელიც შეგნებულად, გააზრებულად ამტკიცებს
ხელოვნების სიწმინდეს.
რა არის სიწმინდე? სიწმინდე არის ცოდვის საწინააღმდეგო მდგომარეობა, ცნება
,,ცოდვის“ მნიშვნელობა თანამედროვეობამ არ იცის და ცოდვის ცნებას ის ცვლის
მავნებლობის ცნებით. ესე იგი ათეისტი ვერ ილაპარაკებს ხელოვნების სიწმინდეზე.
ის ილაპარაკებს ხელოვნების სარგებლობაზე ან ხელოვნების სილამაზეზე. ამიტომ
დაჟინებით ვამბობ, რომ მივმართავ იმათ, ვისი რწმენითაც ღმერთი-ცოდვა-
სიწმინდე-არსებობს.
თუ კი ათეისტი დაილაპარაკებს ხელოვნების სიმაღლეზე, მე ნაწილობრივ
მივმართავ მასაც.
რა არის ხელოვნება?
ხელოვნება იგივე ბუნებაა. ნუ ეძებთ მასში სხვა კანონებს მისი საკუთარი კანონების
გარდა (არა მხატვრის არარსებული თვითნებობისა, არამედ ხელოვნებისა).
ხელოვნება შეიძლება იყოს მხოლოდ განშტოება ბუნებისა მისი შემოქმედების
სახეობა). უეჭველია: ხელოვნების ნაწარმოები არის ბუნების ნაწარმოები (და მთელი
შრომა მის შესაქმნელად. მაგრამ მიწაც შრომობს. და თვითონ გაჩენა შრომა არაა?
ძალიან ხშირად ულაპარაკიათ ქალის მიერ შვილის ზიდვაზე და მხატვრის მიერ
მისი ნაწარმოების ზიდვაზე და აღარაა საჭირო ამის გამეორება. ყველამ იცის და
ყველამ სწორად იცის.
მაშ რითი განსხვავდება ხელოვნების ნაწარმოები ბუნების ქმნილებისაგან,რითი
განსხვავდება პოემა ხისაგან? არაფრით. შრომისა და სასწაულის რა გზებით, მაგრამ
ის არის, არის!
ესე იგი მხატვარი არის მშობელი და ყველაფრის მშობელი მიწა. ღმერთის
სადიდებლად? და მეცნიერებისა? არ ვიცი ვის თუ რის სადიდებლად და ვფიქრობ,
რომ აქაა ძალის და არა დიდების საკითხი.
ბუნება წმინდაა? ცოდვილია? არა. მაგრამ თუ კი ხელოვნების ნაწარმოები იგივე
ბუნების ქმნილებაა, რატომ მოვკითხავთ რაღაცას ჩვენ პოემას და ხეს არა?
უკიდურეს შემთხვევაში ვნანობთ, რომ ხე დაგრეხილია.
იმიტომ, რომ მშობელი ბუნება არაა პასუხიმსგებელი და შემოქმედი ადამიანი კი
პასუხისმგებელია. იმიტომ, რომ მშობელ და გამზრდელ მიწას აქვს ერთი
მისწრაფება: გაჩენისაკენ და გაზრდისაკენ, ადამიანი კი უნდა მიისწრაფოდეს
სიკეთის ქმნისაკენ იმიტომ, რომ მან იცის თუ რა არის სიკეთე.
ბევრის მთქმელია, რომ მანკიერია მხოლოდ ინდივიდუალური, პირადი, მანკიერი
ეპოსი, ისევე როგორც მანკიერი ბუნება, არ არსებობს.
ვაშლი სამოთხეში არ უჭამია ბუნებას, ჭამა ადამმა. არ უჭამია -
-არ იცის, ჭამა - იცის. იცის? პასუხსაც აგებს. და რადგანაც მხატვარი ადამიანია და
არა ურჩხული, არა გასულიერებული ჩონჩხი, არა მარჯნის ბუჩქი, ის პასუხს აგებს
თავის ქმნილებაზე.
მაშ ხელოვნების ნაწარმოები იგივე ბუნების ქმნილებაა, მაგრამ ის განათლებული
უნდა იყოს გონებისა და სვინდისის შუქით. მაშინ ის ემსახურება სიკეთეს, როგორც
სიკეთეს ემსახურება წიქვილის ბორბლის მბრუნავი წყარო. მაგრამ თქმა იმისა, რომ
ხელოვნების ყოველი ნაწარმოები სიკეთეა, ნიშნავს იმის თქმას, რომ ყოველი წყარო
სასარგებლოა. ზოგჯერ სასარგებლოა და ზოგჯერ კი მავნე - და რამდენად მავნე!
სიკეთეა, როდესაც თქვენ მას აიღებთ ხელში.
ზნეობრივი კანონი ხელოვნებაში შეაქვთ, მაგრამ განა გამოვა ოდესმე ნამდვილი
ჯარისკაცი ამდენ ბატონობათაგან გარყვნილი ლანდსკნეხტიდან (დაქირავებული
ჯარისკაცი)?

მარინა ცვეტაევა,
დატყვევებული სული,
სერია კლასიკის ანბანი, სანკტ-პეტერბურგი, 2005,გვ. 353-355,
რუსულიდან თარგმნა გიორგი მარჯანიშვილმა

You might also like