You are on page 1of 11

EURASIAN

UNION
ევრაზიული
კავშირი
ვლადიმერ კობახიძე
თბილისი
2016
ევრაზიული კავშირი
ევრაზიული კავშირი, იგივე "ევრაზიის კონფედერაცია" შემოკლებით EAC
არის სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ
აზიაში. ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანება,
2015 წლის 1 იანვრიდან, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე. ფაქტობრივად
კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკა დამოუკიდებელია, თუმცა რეალურად
კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკას აქვს საერთო შიდა პოლიტიკა,
ეკონომიკა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები.
კავშირის რესპუბლიკების ენები: ბელარუსული,
ოფიციალური ენები: ყაზახური, რუსული, ყირგიზული, სომხური
დედაქალაქი: მოსკოვი
მოსკოვი, ვოლგოგრადი, ვორონეჟი,
ეკატერინბურგი, ერევანი, ყაზანი, კრასნოიარსკი,
დიდი ქალაქები: ალმაატი, მინსკი, ნიჟნი ნოვგოროდი,
ნოვოსიბირსკი, ომსკი, პერმი, როსტოვ-ნა-დონუ,
სამარა, პეტერბურგი, უფა, ჩელიაბინსკი
მმართველობის
შერეული რესპუბლიკა
ფორმა:
სახელმწიფოს
ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი
მეთაური:
მთავრობის მეთაური: კალმუხანბეტ ნურმუხანბეტის ძე კასიმოვი
სახელმწიფო
სეკულარული სახელმწიფო
რელიგია:
ფართობი: 20 229 248 კმ²
მოსახლეობა: 201.358.498 ადამიანი
მონაწილე ქვეყნების ეროვნული ვალუტა:
რუსული რუბლი, ბელორუსული რუბლი,
ვალუტა: ყაზახეთის ტენგე, სომხური დრამი, ყირგიზეთის
სომი
დროის სარტყელი +3-დან +12-მდე

შექმნის ისტორია
მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ რუსეთი კვლავ მოგვევლინა
აგრესიულ ძალად, რომელიც ცდილობს ხელახლა დაიმკვიდროს თავი
საერთაშორისო არენაზე. იგი მძიმედ განიცდის ძველი სტატუსის დაკარგვას და
ცდილობს მინიმუმ, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მაინც აღიდგინოს
თავისი გავლენა, რომელსაც ამჯერად ევრაზია ერქმევა. ჯერ კიდევ, 1999 წელს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივან ივანოვმა განაცხადა: „ჩვენი

1
ქვეყანა არ საჭიროებს ევროკავშირის წევრობას. ეს გამოიწვევს მისი
უნიკალური ევრო-აზიური სპეციფიკის დაკარგვას“1.
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გამოჩნდა მისი
ამბიციები, ექცია რუსეთი ევრაზიის მთავარ წამყვან სახელმწიფოდ. მან 1999
წელს ევროკავშირში გამოსვლისას განაცხადა შემდეგი სიტყვები: „რუსეთი,
როგორც ზესახელმწიფო მდებარეობს ორ კონტინენტზე, ამიტომ მან უნდა
შეინარჩუნოს თავისუფლება, რათა დაადგინოს და განახორციელოს თავისი
საშინაო და საგარეო პოლიტიკა, მისი სტატუსი და უპირატესობა, როგორც
ევრაზიულმა სახელმწიფომ და უდიდესმა ქვეყანამ დსთ-ს სივრცეში.
პარტნიორობის განვითარებამ ევროკავშირთან ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის
როლის კონსოლიდაციას, როგორც დსთ-ს ტერიტორიაზე სახელმწიფოთაშორისი
პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ახალი სისტემის წამყვან
ძალად ჩამოყალიბებაში. ამგვარად რუსეთი უნდა შეეწინააღმდეგოს
ეკონომიკური ინტეგრაციის შეფერხების ნებისმიერ მცდელობას დსთ-ში (ის
შეიძლება განხორციელდეს ევროკავშირთანაც), მათ შორის, განსაკუთრებული
ურთიერთობები დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ერთად რუსეთის ინტერესების
საზიანოდ“2.
კონფედერაციული კავშირის შექმნის წინაპირობა იყო ნურსულთან
ნაზარბაევის სიტყვით გამოსვლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1994
წლის 29 მარტს, სადაც მან განაცხადა, რომ საზღვრების გახსნა და საბაჟოების
გაუქმება სახელმწიფოებს შორის მეტი სარგებელის მომტანი იყო. ამ
განცხადებამ დააინტერესა ცენტრალური აზიის ერების ლიდერები და მათ
გადაწყვიტეს შეკრება დსთ-ის ინტეგრაციის სხდომაზე, რომელმაც განიხილა
ნაზარბაევის წინადადება ევრაზიული კონფედერაციის შესახებ. ეს მოხდა 1994
წლის 16 მაისს.

შეთავაზებით დაინტერესდნენ მხოლოდ უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და


ყირგიზეთის ლიდერები. შეხვედრაზე, სახელმწიფო მეთაურებმა დააყენა საკითხი
შეექმნათ ეკონომიკური კავშირი ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს
შორის. საბოლოოდ ამ ქვეყნების პარლამენტების გადაწყვეტილებით 1996 წლის
5 აგვისტოს შეიქმნა „ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირი“ (САЭС).
აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში, 1997 წლის 2 აპრილს მოეწერა
ხელი შეთანხმებას პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანების დამყარებას
რუსეთსა და ბელორუსს შორის. 2006 წლის 26 იანვარს ამ კავშირის
საფუძველზე შეიქმნა „სახელმწიფოთა გაერთიანების“ კონფედერაცია.

1 Readings in European Security, III, editors: Dana Allin and Michael H. Emerson, Brussels and London: Center
for European Policy Studies and International Institute for Security Studies, 2005, გვ. 19
2 Hannes Adomeit and Heidi Reisinger, Russia’s Role in Post-Soviet Territory: Decline of Military Power and

Political Influence, Norwegian Institute for Defence Studies, Forsvarstudier No. 4, 2002, გვ.5

2
2000 წლის 5 სექტემბერს პუტინისა და ნაზარბაევის მიერ
შემოთავაზებულ იქნა სახელმწიფოთა ეკონომიკური კავშირისა და
„ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირი“-ს პროექტების გაერთიანება.
„საბაჟო კავშირი“ შეიქმნა „ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირი“-სა და
„სახელმწიფოთა გაერთიანების“ ქვეყნებს შორის.

2005 წლის 19 დეკემბერს „ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირი“-


სა და „სახელმწიფოთა გაერთიანების“ სახელმწიფოთა ხელმძღვანელებმა
შესთავაზეს შეექმნათ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის პროექტი (EAC),
თუმცა უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლები უარყოფითად
შეხვდნენ ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნას. მათ აღნიშნეს, რომ საბაჟო
კავშირი გამოვა იმ შემთხვევაში თუ განხორციელდება ეს პროექტი.

2007 წლის 3 თებერვალს ამოქმედდა ერთიანი ეკონომიკური ზონა


ყაზახეთსა და „სახელმწიფოთა გაერთიანება“-ს შორის. უზბეკეთის, ყირგიზეთის
და ტაჯიკეთის ლიდერებმა განაცხადეს „ცენტრალური აზიის ეკონომიკური
კავშირი“-სა და „საბაჟო კავშირი“-ის შემადგენლობიდან გასვლა.

2008 წლის 27 დეკემბერს სომხეთის პრეზიდენტმა გასცა პასუხი კითხვას


ქვეყნის „ცენტრალური აზიის ეკონომიკურ კავშირში“ მონაწილეობის
მიზანშეწონილობაზე. ხოლო 2009 წლის 15 მარტს შეუერთდა კავშირს.

2010 წლის მეორე კვარტალში „ცენტრალური აზიის ეკონომიკური


კავშირი“-ს ქვეყნების პარლამენტმა დაიწყო მომზადება სახელისუფლებო და
საპარლამენტო ძალებით „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ სამომავლო
კონსტიტუციის შექმნაზე.

2011 წლის 1 დეკემბერს ყირგიზეთის ხელისუფლებაში ალმაზბეკ


ატამბაევის მოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ სურდა „ცენტრალური აზიის
ეკონომიკურ კავშირში“ გაწევრიანება. მისი თქმით ქვეყნის პარლამენტის
კენჭისყრის შედეგებით ყირგიზეთი წევრიანდება „ცენტრალური აზიის
ეკონომიკურ კავშირში“. მას სურდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლაც.

2012 წლის 22 მარტს დამტკიცდა „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“


დროშა, ასევე იყო შეთავაზებები კავშირის გერბზე, მაგრამ მან ყველა წევრი
ვერ დააკმაყოფილა და უარყოფილ იქნა. 2012 წელს ევროკომისიის მაგალითზე
შეიქმნა „ევრაზიის ეკონომიკური კომისია“, რომელიც არის როგორც „ევრაზიის
საბაჟო კავშირის“, ისე „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ საკოორდინაციო

3
ორგანო3. სწორედ ეს კავშირები იქცნენ ევრაზიული იდეების რეალიზების
საშუალებად4.

2013 წლის სექტემბერში სომხეთმა გააკეთა განცხადება ევრაზიის საბაჟო


კავშირში გაწევრიანებაზე. დეკემბერში უზენაესმა ეკონომიკურმა საბჭომ
დაადასტურა სომხეთის კავშირში მიერთება. შედეგად 2014 წლის 29 მაისს
რუსეთის, ბელორუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა ხელო მოაწერეს
„ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ დაარსების ხელშეკრულებას. წევრი
სახელმწიფოების მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, ანუ 2015
წლის 1 იანვრიდან, აღნიშნული ორგანიზაცია ფუნქციონირებს5. მართალია
პუტინის მიზანი იყო აღნიშნულ კავშირში ჩაერთო პოსტსაბჭოთა სივრცის
ყველა სახელმწიფო, მაგრამ მოცემულ მომენტში ორგანიზაციაში მხოლოდ
ოთხი სახელმწიფოა გაერთიანებული - რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი და
სომხეთი. ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება უზბეკეთისა და ტაჯიკეთის
გაწევრიანებაც.

სახელმწიფო წყობილება
ევრაზიული კავშირი არის კონფედერაციული რესპუბლიკის შერეული
ტიპი (ერთის მხრივ: პარლამენტს შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს
პრეზიდენტის მიერ შექმნილ მთავრობას, მეორეს მხრივ: პრეზიდენტს შეუძლია
დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები). სახელმწიფო
კონსტიტუციის ჩამოყალიბდა 2014 წლის 16 სექტემბერს. კავშირის ძირითადი
ინსტიტუტები ჩამოყალიბდა 2010 წლის დასაწყისიდან 2015 წლამდე.

ევრაზიული კავშირი შემდეგი მიზნების მიღწევას ისახავს:

 წევრ სახელმწიფოებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საფუძველზე
და საერთო ძალოვანი უწყებების ჩამოყალიბება შიდა კონფლიქტების
მოსაგვარებლად. კავშირის თავდაცვის ცენტრი არის მოსკოვი;

 საერთო პარლამენტისა და აღმასრულებელი ორგანოს ჩამოყალიბება;

3
Armenia Economic Report 2014, Eurasian Integration and Trade, Economic Development and Research
Center EDRC, 2014, გვ.46
4 Iwona Wiśniewska, Eurasian Integration: Russia’s attempt at the economic unification of the post-Soviet area,

Copyright by Ośrodek Studiów Wschodnich im. Marka Karpia / Centre for Eastern Studies, Warsaw, July 2013,
გვ.11-12
5
Armenia Economic Report 2014, Eurasian Integration and Trade, Economic Development and Research Center
EDRC, 2014, გვ.46

4
 2022 წლისთვის საერთო ვალუტის შემოღება;

 საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია რუსეთის ფედერაციასთან;

 საერთო საგანმანათლებლო სივრცის შექმნა;

 საერთო საბანკო სივრცის შექმნა;

 საერთო საბაჟო და ეკონომიკური სივრცის შექმნა6.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავარი ორგანოები არის:

1. უზენაესი ევრაზიის ეკონომიკური საბჭო - უმაღლესი ორგანო,


რომელიც აგვარებს სტრატეგიულ საკითხებს და მათ შორის მისი წევრი
სახელმწიფოების საერთო ინტერესებს. იგი შედგება წევრი სახელმწიფოების
ხელმძღვანელებისგან და სულ ცოტა ერთხელ იკრიბება წელიწადში. უმაღლესი
საბჭო განსაზღვრავს ინტეგრაციის სტრატეგიას, ზომებსა და პერსპექტივებს;
ის იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც მიმართულია „ევრაზიის ეკონომიკური
კავშირის“ მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

2. ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭო - შედგება მთავრობების


ხელმძღვანელებისაგან და იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ. ის
ზედამხედველობას უწევს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ დამფუძნებელი
ხელშეკრულების განხორციელებას, არეგულირებს საბჭოს ოპერაციებს,
ამტკიცებს ბიუჯეტს და ა. შ.

3. ევრაზიის ეკონომიკური კომისია - მუდმივი სუპერ ნაციონალური


კავშირის მარეგულირებელი ორგანო, დაფუძნებული მოსკოვში. კომისიის
მთავარი ინტერესი არის „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ ფუნქციონირებისა
და განვითარების უზრუნველყოფა. მის ფუნქციონირებას კი უკავშირდება
ვაჭრობა, ეკონომიკა და სხვადასხვა საბაზრო ასპექტები. „ევრაზიის
ეკონომიკური კომისია“ არის ორდონიანი ორგანოს საბჭო, რომელიც მოიცავს
კომისიის პალატასა და კოლეგიებს. კოლეგია შეიცავს პრემიერ მინისტრის
წარმომადგენელს.

4. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სასამართლო - მიზნად ისახავს


უზრუნველყოს როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებების, ისე მათო
ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად განხორციელება.

6
ნინი ევგენიძე, ევრაზიული საბაჟო კავშირის საფრთხეები ევროინტეგრაციის გზაზე - საქართველოს
პერსპექტივა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2013, გვ.5

5
წევრ ქვეყნებს აქვთ უფლება გაასაჩივროს კომისიის გადაწყვეტილებები და
ქმედებები სასამართლოს წინაშე7.

დასკვნა
როგორც ვხედავთ, „ევრაზიული კავშირი“ არის საერთაშორისო
ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალურ ინტეგრაციას, რომელიც
უზრუნველყოფს საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და შრომის თავისუფალ
გადაადგილებას. იგი არის უაღრესად ინტეგრირებული ორგანიზაცია ქვეყნებს
შორის, რომელის მიზანია შექმნას საერთო ბაზარი. აქედან გამომდინარე იგი
ფარავს მაკროეკონომიკურ, საფინანსო, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო,
საინვესტიციო, სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციისა და სხვა სექტორებს
და გულისხმობს კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელებას. „ევრაზიის
ეკონომიკური კავშირი“ პირველ რიგში ითვალისწინებს საერთო საბაჟო
ტერიტორიის შექმნას, ერთობლივი საგარეო ვაჭრობისა და საბაჟო
კანონმდებლობის შემოღებას. მისი საქმიანობა რეგულირდება 2014 წლის 29
მაისის დამფუძნებელი ხელშეკრულებით, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან, 28
სექციისაგან და 118 სტატიისაგან. მას ასევე აქვს 33 დანართი8. ამდენად,
პუტინმა მართალია მოახერხა თავისი სურვილის სისრულეში მოყვანა, მაგრამ
ეს არის მისი „დიდი სტრატეგიის“ მხოლოდ მცირე ნაწილი, რადგან ამ კავშირის
მთავარი მიზანი უნდა იყოს ატლანტიკურ ძალებთან დაპირისპირება და ამ
უკანასკნელთათვის ენერგეტიკული რესურსების მიღების ალტერნატიული
გზების ჩაკეტვა. საქართველოს და უკრაინის მკვეთრი უარი ორგანიზაციაში
გაწევრიანებაზე და მათი საგარეო ვექტორების ცალსახად ევროკავშირისაკენ
მიმართვა რუსეთისათვის წარმოადგენს ძალიან დიდ გამოწვევასა და
თავსატეხს.

ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე ვლადიმერ პუტინი გახდებოდა პრეზიდენტი, ცხადი


იყო, რომ მას ჰქონდა ძალიან განსხვავებული შეხედულებები თავის ქვეყანაზე
და ქვეყნის მომავალზე, ვიდრე მის წინამორბედ და მფარველ - ბორის ელცინს.
მათ შორის მთავარი განსხვავება იყო ის, რომ ელცინი მკვეთრად
პროდასავლურ პოლიტიკას ატარებდა, თუმცა ჩეჩნეთის კონფლიქტის შემდგომ
ამ ტენდენციამ იკლო9. პუტინმა, რომელიც საკმაოდ ჭკვიან და ნიჭიერ
პოლიტიკოსად ჩანს, რადგან მისი კონკურენტები დასავლეთში ძალიან სუსტები

7 Armenia Economic Report 2014, Eurasian Integration and Trade, Economic Development and Research Center
EDRC, 2014, გვ.46-47
8
იქვე, გვ.48
9 ÉTUDES ARMÉNIENNES CONTEMPORAINES, Redacteur : Boris Adjemian, Periodique semestriel edite par

l’Union generale armenienne de bienfaisance (UGAB), Imprimerie Chirat, Saint-Just-la-Pendue, septembre 2013,
გვ.29

6
არიან, შეძლო რუსეთის გამოყვანა იმ კრიზისიდან, რომელიც მას დაშლით
ემუქრებოდა XX საუკუნის 90-იან წლებში. მისი მეშვეობით რუსეთი კვლავ
აგრესიულ ძალად მოგვევლინა საერთაშორისო არენაზე. მიუხედავად იმ
სირთულეებისა და პრობლემებისა რაც დღეს აქვს რუსეთს, იგი მაინც
ანგარიშგასაწევი ძალაა გლობალურ პოლიტიკაში, ეს კი უდავოდ პუტინის
დამსახურებაა.

ამგვარად, მართალია რუსეთმა შეძლო ნანატრი ევრაზიული კავშირის


შექმნა, მაგრამ მას ჯერჯერობით ის სახე არ აქვს, როგორიც პუტინს სურს
რომ ჰქონდეს. იგი წარმოადგენს ხუთი სახელმწიფოს ალიანს და ძირითადად
შემოიფარგლება ეკონომიკური საკითხებით. მიუხედავად იმისა, რომ კავშირს
უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს უზბეკეთი, იგი მაინც ვერ გახდება
სრულფასოვანი, რადგან საქართველო და უკრაინა ამ სივრცისთვის
მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენს. ამ ქვეყნებთან მიმართებაში კი
რუსეთს სერიოზული პრობლემები აქვს და მათი ჩართვა აღნიშნულ კავშირში
ნებაყოფლობით გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ ყველა ევროპულ და აზიურ
სახელმწიფოს რუსეთთან ურთიერთობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და
ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთისათვის ხელშეკრულება არაფერს ნიშნავს
და მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომაც
რუსეთისადმი ნდობის კოეფიციენტი დაბალია და იგი ამ ნდობას ძალიან ძნელად
თუ დაიბრუნებს, თუმცა ისეთი ხისტი პოლიტიკით როგორსაც ის დღეს
ატარებს, ვფიქრობთ, ნდობის მოპოვებას ვერ შეძლებს. სხვა მხრივ
ევრაზიული კავშირის შექმნა სულაც არ უნდა იყოს პრობლემა. მაგრამ საქმე
ისაა, რომ რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს უკვე ჰქონდათ ამგვარი სახის
კავშირში ყოფნის გამოცდილება და ვერ ივიწყებენ იმ ნეგატიურ მხარეებს, რაც
ამ კავშირმა მოუტანა მათ სახელმწიფოებს. ახლა ძნელია იმის თქმა ევრაზიის
ეკონომიკურ კავშირს ექნება თუ არა დასრულებული სახე, გაფართოვდება და,
ან გაღრმავდება იგი და რა როლი ექნება ორგანიზაციაში წევრ
სახელმწიფოებს. ფაქტია, რომ საბაჟო კავშირი და ერთიანი ეკონომიკური
სივრცე რათქმაუნდა, უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა რეგიონული პროექტები10.

ჩვენი აზრით, სწორედ ესაა წინაღობა, სხვა მხრივ კი სირთულეებს


ნამდვილად ვერ ვხედავთ; თუკი ევროპამ, რომელმაც გადაიტანა სამი
ევროპული და ორი მსოფლიო ომი და მაინც მოახერხა გაერთიანება
ევროკავშირის სახით, მაშინ ამას რატომ ვერ მოახერხებენ ევრაზიული
ქვეყნები (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები), მაგრამ აქ დილემა რუსეთია,
რომელმაც თავისი მზარდი მადითა და უზარმაზარი ამბიციებით ყოველგვარი

10Roberta Carbone, Central Asia in a Changing World: Some Considerations on the Eurasian Economic Union,
Centro Einstein di Studi Internazionali sul Federalismo, la Pace, la Politica del Territorio, Torino, May 2013,
გვ.14

7
ნდობა დაკარგა და „ბოროტი“ იმპერიალისტის სტატუსი შეიძინა.
ხაზგასასმელია ისიც, რომ განსხვავებით რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა
კავშირისაგან, თანამედროვე რუსეთს არ გააჩნია რაიმე ეფექტური ზე-ეთნიკური
იდეოლოგია, რომელიც კონკურენციას გაუწევს დემოკრატიასა და სამოქალაქო
საზოგადოებას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელი ხავსია,
რომელსაც კრემლი აქტიურად იყენებს საგარეო პოლიტიკაში. აქვე
აღსანიშნავია რუსი პოლიტოლოგის ეგორ ხოლმოგოროვის სიტყვები: „იმპერია
არის ძირითადი კატეგორია ნებისმიერ სტრატეგიულ პოლიტიკურ ანალიზში
რუსულ ენაზე. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ფიქრს რუსული სახელმწიფოს სრულ
მასშტაბიან, გრძელვადიან მშენებლობაზე, ვიწყებთ ფიქრს იმპერიის და
იმპერიის მაჩვენებლებში. რუსები არსებითად არიან იმპერიალისტები“11.
ამგვარად, პუტინის სასურველი, სრულყოფილი და სრულფასოვანი ევრაზიული
კავშირის შექმნა რუსეთისათვის უფრო გრძელვადიან პერსპექტივას
წარმოადგენს და უახლოეს პერიოდში ამ მხრივ, რადიკალურ სიახლეებს არ
უნდა ველოდოთ.

11 Boris Rumer, Central Asia: At the End of the Transition, Armonk, NY: M.E. Sharpe & Co. Inc., 2005, გვ.47

8
სახელმწიფო სიმბოლოები
ევრაზიული კავშირის სახელმწიფო სიმბოლოები განისაზღვრება
კონსტიტუციით.

ევრაზიის კონფედერაციის სახელმწიფო დროშა

კონსტიტუციის თანახმად, ევრაზიულ კავშირს (EAC) არ აქვს


სახელმწიფო გერბი. თუმცა მას აქვს გერბის პროექტი.

ევრაზიის კონფედერაციის
სახელმწიფო გერბის პროექტი

9
ბიბლიოგრაფია:
1. ნინი ევგენიძე, ევრაზიული საბაჟო კავშირის საფრთხეები
ევროინტეგრაციის გზაზე - საქართველოს პერსპექტივა, ეკონომიკური
პოლიტიკის კვლევის ცენტრი, თბილისი, 2013
2. Readings in European Security, III, editors: Dana Allin and Michael
H. Emerson, Brussels and London: Center for European Policy Studies
and International Institute for Security Studies, 2005
3. Hannes Adomeit and Heidi Reisinger, Russia’s Role in Post-Soviet
Territory: Decline of Military Power and Political Influence,
Norwegian Institute for Defence Studies, Forsvarstudier No. 4, 2002
4. Armenia Economic Report 2014, Eurasian Integration and Trade,
Economic Development and Research Center EDRC, 2014
5. Iwona Wiśniewska, Eurasian Integration: Russia’s attempt at the
economic unification of the post-Soviet area, Copyright by Ośrodek
Studiów Wschodnich im. Marka Karpia / Centre for Eastern Studies,
Warsaw, July 2013
6. ÉTUDES ARMÉNIENNES CONTEMPORAINES, Redacteur: Boris
Adjemian, Periodique semestriel edite par l’Union generale
armenienne de bienfaisance (UGAB), Imprimerie Chirat, Saint-Just-
la-Pendue, septembre 2013
7. Roberta Carbone, Central Asia in a Changing World: Some
Considerations on the Eurasian Economic Union, Centro Einstein di
Studi Internazionali sul Federalismo, la Pace, la Politica del
Territorio, Torino, May 2013
8. Boris Rumer, Central Asia: At the End of the Transition, Armonk,
NY: M.E. Sharpe & Co. Inc., 2005
9. http://ru.althistory.wikia.com/wiki/%D0%95%D0%B2%D1%80%D0%B0
%D0%B7%D0%B8%D0%B9%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9_%D1%8
1%D0%BE%D1%8E%D0%B7(%D0%95%D0%90%D0%A1)(%D0%9C%D0
%A1%D0%95%D0%90%D0%A1)
10. http://oko-planet.su/politik/politikrus/212407-razmyshleniya-o-
evraziyskom-soyuze.html
11. http://vybor.ua/article/grazhdanskoe_obschestvo/anastasiya-
filimonova-kakim-budet-flag-evraziyskogo-soyuza.html

10

You might also like