You are on page 1of 12

მესამე თემა

მიზანი: სტუდენტებმა შეძლონ ბინის, სახლის, საცხოვრებელი ფორმებისა და


საცხოვრებელი ტიპების აღწერა. ასევე, განცხადებების დამუშავება და გაგება.

ნაწილი 1 -ბინა და სახლი

ბინა, სახლი, საცხოვრებელი ფორმები და მათი აღწერა, საცხოვრებელი ტიპები

ტრანსფერის დავალება: საოცნებო ბინის და სახლის აღწერა

ნაწილი 2 - განცხადებების დამუშავება და გაგება,

ტრანსფერის დავალება: სტუდენტს შეუძლია ბინის დაქირავების შესახებ


დიალოგის წარმართვა.

დრო: 2 სთ და 55 წთ (155 წთ)

დავალება 1. (ჯგუფებში 3 წუთი)


გაიყავით ორ ჯგუფად და ერთი წუთის განმავლობაში ჩამოწერეთ სიტყვები თემაზე
ახალი ბინა. რომელი ჯგუფიც მეტ სიტყვას დაწერს სწორი ფორმით გამარჯვებული
ის იქნება.

დავალება 2. (წყვილებში 7-8 წუთი)


იმუშავეთ წყვილებში. ერთმა სტუდენტმა წაიკითხოს პირველი ტექსტი და მეორე
სტუდენტმა მეორე ტექსტი. ჩასვით გამოტოვებული სიტყვები თქვენს ტექსტში.

სტუმრად მდებარეობს კომფორტულად გადავიდნენ გემოვნებით

მოწყობილი გასულიყო თანამედროვე შეუძენიათ ხმაურიანი

ნაწილი 1.
დავითი და სალომე დაქორწინდნენ და როგორც დაგეგმილი ჰქონდათ, ახალ ბინაში
………………. საცხოვრებლად. მათი საცხოვრებელი კორპუსი არის
ცხრასართულიანი და ………………. დიდუბეში. დავითს და სალომეს
ოთხოთახიანი ბინა აქვთ მე-7 სართულზე. ბინა არის პატარა, თბილი და ნათელი.
ბინაში არის ორი საძინებელი, მისაღები ოთახი, კაბინეტი, სამზარეულო, აბაზანა
და ტუალეტი. მისაღები ოთახი და სამზარეულო ერთად არის. ბინას აქვს ორი
პატარა აივანი, სადაც სალომეს უნდა ქოთნის მცენარეები დააწყოს.
მისაღები ოთახი დიდი და ნათელია. მისაღები ოთახის კედლები ოქროსფერია.
იატაკი ლამინატისაა. მისაღებ ოთახში დგას კლასიკური სტილის ყავისფერი ავეჯი:

1
დივანი, მაგიდა და სკამები. სალომეს უნდა დიდი ტელევიზორი დაკიდოს დივნის
წინ.
დავითისა და სალომეს საძინებელი არც დიდია და არც პატარა. კედლები
ვერცხლისფერია. ამ ოთახში დგას ………………. სტილის კრემისფერი ავეჯი:
საწოლი, კარადები და სარკე.
სამზარეულო პატარა, მაგრამ კომფორტულია. სამზარეულოს ავეჯი კრემისფერია.
გაზქურა და გამწოვი თეთრია. მაცივარი ჯერ არ აქვთ. ამ კვირაში უნდა იყიდოს
დათომ მაცივარი.
მეორე საძინებელი, რომელიც მომავალში ბავშვის იქნება, ჯერ არ აქვთ
……………….. თუ გოგო ეყოლებათ, სალომეს უნდა მისთვის ოთახი წითელში ან
ვარდისფერში მოაწყოს, თუ ბიჭი იქნება ღია მწვანესა ან ნარინჯისფერში გააკეთებს.
კაბინეტი გარემონტებულია, მაგრამ ავეჯი ჯერ არ ……………….. სალომეს უნდა
კაბინეტისთვის ნაცრისფერი ავეჯი შეიძინოს.

ნაწილი 2.

სალომეს ძალიან მოსწონს ახალი ბინა, რადგან ყველაფერი მისი ………………. არის
გაკეთებული.
რაც შეეხება დავითს, მასაც მოსწონს ახალი ბინა, მიუხედავად იმისა, რომ პატარაა.
თანაც ბინა მის სამსახურთან ახლოსაა და დიდ დროს არ კარგავს გზაში. ადრე, როცა
წყნეთში ცხოვრობდა, ძალიან უჭირდა სამსახურში სიარული. თუმცა ქალაქის
ცენტრში ცხოვრებას დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. თბილისი
ძალიან მჭიდროდ არის დასახლებული და ძალიან ………………. ქალაქია. ჰაერი კი
ძალიან დაბინძურებულია. თბილისისგან განსხვავებით, წყნეთში ძალიან მშვიდი
გარემოა. ჰაერიც სუფთაა.
გარდა ამისა, წყნეთში ცხოვრებას სხვა დადებითი მხარეც ჰქონდა. დავითი ძალიან
………………. გრძნობდა თავს ხალხმრავალ ოჯახში. ყველა საყვარელი ადამიანი
ახლოს ჰყავდა. ბებია-ბაბუა, მშობლები, და-ძმა, ბიძა ყველა ერთად ცხოვრობდა
დიდ სახლში. ჭირში და ლხინში ერთმანეთის გვერდით იყვნენ. ერთმანეთს
ეხმარებოდნენ. მათთან ხშირად ………………. მიდიოდნენ ნათესავები და ერთად
ატარებდნენ დროს, მხიარულობდნენ.
მართალია, დავითს მოსწონდა დიდ ოჯახთან ერთად ცხოვრება, მაინც გადაწყვიტა
დაქორწინების შემდეგ ცალკე ………………. საცხოვრებლად. დავითი ფიქრობს,
რომ მისი მეუღლისთვისაც უფრო კომფორტული იქნება ცალკე ცხოვრება. მისი
აზრით, რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებას სირთულეებიც ახლავს.
განსხვავებული კულტურის და შეხედულებების მქონე ადამიანებს ზოგჯერ
უჭირთ ერთმანეთის გაგება და ამის გამო ხშირია ოჯახში უთანხმოებები.

2
დავითი მეუღლესთან ერთად თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ადის წყნეთში თავის
ოჯახთან.

დავალება 3.

ა) (წყვილებში 10-12 წუთი)

I სტუდენტი
კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტის 1-ლი ნაწილი, შეაჯამეთ მთავარი ინფორმაცია
და გაუზიარეთ მეწყვილეს. გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული შეკითხვები:
● რის შესახებ არის ტექსტი?
● სად მდებარეობს დავითის და სალომეს ახალი ბინა?
● როგორია მათი ბინა?
● როგორ მოაწყვეს ოთახები?

II სტუდენტი
კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტის მე-2 ნაწილი, შეაჯამეთ მთავარი ინფორმაცია
და გაუზიარეთ მეწყვილეს. გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული შეკითხვები:
● რის შესახებ არის ტექსტი?
● რატომ იყო დავითისთვის რთული სამსახურში სიარული, როცა წყნეთში
ცხოვრობდა?
● რატომ არის ცუდი ქალაქის ცენტრში ცხოვრება?
● რატომ გადაწყვიტა დავითმა მეუღლესთან ერთად ცალკე ცხოვრება?

ბ) დაიყავით ჯგუფებად (2 სტუდენტი ტექსტის პირველი ნაწილიდან, 2 სტუდენტი


ტექსტის მეორე ნაწილიდან) (8-10 წთ)
ჯგუფში შეაჯამეთ და გააერთიანეთ კითხვები, დაუსვით შეკითხვები სხვა ჯგუფის
წევრებს, ჩაინიშნეთ პასუხები, შეადარეთ თქვენს პასუხებს და განსხვავებული
პასუხების შემთხვევაში, იმსჯელეთ რომელია სწორი/არასწორი და რატომ?

დავალება 4. (წყვილებში 5 წუთი)


კონტექსტიდან სცადეთ გაიგოთ გამუქებული სიტყვების მნიშვნელობა და
დაუკავშირეთ მარჯვნივ მოცემულ განმარტებებს.

დიდ დროს არ კარგავს გზაში. მისთვის რთული იყო

უჭირდა სამსახურში სიარული. უაზროდ არ ხარჯავს

3
თბილისი ძალიან მჭიდროდ არის პრობლემები/სიძნელეები
დასახლებული.

ხალხმრავალი ოჯახი კარგ დროშიც და რთულ დროშიც

ჭირში და ლხინში ერთმანეთის გვერდით მრავალწევრიანი


იყვნენ

რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებას აზრთა სხვაობა/გაუგებრობები


სირთულეებიც ახლავს

ერთმანეთთან ძალიან ახლოს


ხშირია ოჯახში უთანხმოებები ცხოვრობს ხალხი

დავალება 5. (ინდივიდუალური 3 წუთი)


ტექსტის პირველი ნაწილიდან ამოწერეთ ზმნები, რომლებიც მოსდევს უნდა ზმნას.
…………………………………………………………………………………………………..

დავალება 6. (წყვილებში 2-3 წუთი)


კონტექსტიდან გამომდინარე სცადეთ გაიგოთ რას გამოხატავს ზმნის ეს ფორმები,
როცა ის მოსდევს ზმნას მინდა, გინდა, უნდა. შემოხაზეთ სწორი პასუხი.

● მომავალ დროს
● სასურველ მოქმედებას მომავალ დროში
● აუცილებელ მოქმედებას მომავალ დროში

დავალება 7. (წყვილებში 4-5 წუთი)


ცხრილში მოცემულია მაგალითი, როგორ ვაუღლოთ პირების მიხედვით მსგავსი
ზმნები. დააკვირდით მაგალითს და ამის მიხედვით აუღლეთ მე-5 დავალებაში
ამოწერილი ზმნები.

მინდა (მე) გავაკეთო

გინდა (შენ) გააკეთო

უნდა (მას) გააკეთოს

გვინდა (ჩვენ) გავაკეთოთ

გინდათ (თქვენ) გააკეთოთ

უნდათ (მათ) გააკეთონ

4
დავალება 8 (ფორუმში 8-10 წუთი)
თემაზე ბინა/სახლი ერთი სტუდენტი ამბობს ერთ წინადადებას, სადაც იყენებს ზმნას
მეორე კავშირებითში (მაგ., ძალიან მინდა ბინა ვიყიდო ქალაქის ცენტრში), შემდეგ
ასახელებს სხვა სტუდენტს, რომელმაც უნდა გაიმეოროს მისი წინადადება მესამე
პირში (მაგ., მას/აიშას ძალიან უნდა ბინა იყიდოს ქალაქის ცენტრში). ამის შემდეგ ეს
სტუდენტი ამბობს თავის წინადადებას (მაგ., მე მინდა ქალაქგარეთ ავიშენო სახლი)
და ირჩევს სხვა სტუდენტს. ასე გრძელდება, სანამ ყველა სტუდენტი არ მიიღებს
მონაწილეობას.

დავალება 9. (მცირე ჯგუფებში 7-8 წუთი)


ტექსტიდან გავიგეთ, რომ დავითი დაქორწინებამდე სამსართულიან კერძო სახლში
ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ ტექსტის მეორე
ნაწილი და შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი არგუმენტებით.

დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები

ქალაქგარეთ კერძო სახლში


ცხოვრება

ქალაქის ცენტრში
მრავალსართულიან
კორპუსში ცხოვრება

რამდენიმე თაობის ერთ


ოჯახად ცხოვრება

მხოლოდ მეუღლესთან და
შვილებთა ცხოვრება

დავალება 10. (წყვილებში 3-4 წუთი)


ცხრილში მოცემულია ფრაზები, რომლებსაც ვიყენებთ დისკუსიის დროს.
დააჯგუფეთ ფრაზები იმის მიხედვით, თუ რა შემთხვევებში ვიყენებთ მათ.

მე ვფიქრობ, რომ… ჩემი აზრით…. ნინოს არ ვეთანხმები…

5
გეთანხმები, რომ…. ნინოს მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ

მიმაჩნია, რომ… არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ…

არ გეთანხმები იმაში, რომ…

აზრის გამოხატვა დათანხმება უარყოფა

დავალება 11. (ფორუმში 15 წუთი)


გამართეთ დისკუსია ქვემოთ მოცემულ თემაზე. გამოიყენეთ ტექსტში მოცემული
არგუმენტები და ასევე მოიფიქრეთ დამატებითი არგუმენტები.

● ქალაქგარეთ კერძო სახლში ცხოვრება ჯობია თუ ქალაქის ცენტრში


მრავალსართულიან კორპუსის ბინაში?
● რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქალაქგარეთ კერძო სახლში
ცხოვრებას?
● რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ქალაქის ცენტრში
მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრებას?
● როგორი ოჯახი მოგწონთ? ოჯახი, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს
თუ ოჯახი, სადაც მხოლოდ მშობლები და შვილები ცხოვრობენ? რატომ?
● თქვენ როგორ ოჯახში ცხოვრობთ ახლა? რატომ მოგწონთ ან არ მოგწონთ ასეთ
ოჯახში ცხოვრება? გაუზიარეთ ჯგუფის წევრებს თქვენი გამოცდილება.
● მომავალში როგორი ოჯახი გინდათ, რომ გქონდეთ?

დავალება 12. იმუშავეთ ჯგუფებში, გაიხსენეთ სად გადავიდა დავითი


საცხოვრებლად? ვისთან ერთად ცხოვრობს ახალ ბინაში? როგორია დავითის ახალი
ბინა? მოგროვებული ინფორმაცია წარმოადგინეთ მთელი ჯგუფის წინაშე. (5-7 წთ.)

დავალება 13.
წაიკითხეთ ტექსტი და შემოხაზეთ სწორი პასუხი, რის შესახებაა ტექსტი (2-3 წთ)
6
ა) მეგობრების შესახებ;
ბ) ახალდაქორწინებულ წყვილთან სტუმრობაზე;
გ) ბინის დაქირავებაზე;

დავითს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მისი


მეგობრები ძირითადად ექიმები არიან. დავითის ერთ-ერთი მეგობარი, არმენი,
ახალციხელია. არმენს, სამსახურის გამო, ხშირად სჭირდება თბილისში ჩამოსვლა.
თბილისში მას ბინა არ აქვს და ხშირად რჩებოდა ხოლმე დავითთან სახლში,
წყნეთში.
ახლა, რადგან დავითი დაქორწინდა და ახალ ბინაში გადავიდა საცხოვრებლად,
არმენმა გადაწყვიტა, საკუთარი საცხოვრებელი ბინა ჰქონდეს დედაქალაქში და
იქირაოს. კარგი ბინის მოძებნაში მან სალომეს და დავითს სთხოვა დახმარება,
რადგან მათ აქვთ ახალ ბინაში გადასვლის გამოცდილება. სალომემ და დავითმა
არმენი თავისთან, ახალ ბინაში დაჰპატიჟეს, რათა დასაქირავებელი ბინა ერთად
შეარჩიონ.
არმენი ძალიან გახარებულია მეგობრებთან ახალ ბინაში სტუმრობით და უნდა
მათთან მისვლამდე რამე საჩუქარი იყიდოს. როგორც დავითის დისგან, თინასგან
გაიგო, ახალ ბინაში მის მეგობრებს სჭირდებათ ელექტრო ჩაიდანი და ტოსტერი.
არმენი, მათთან მისვლამდე, ტექნიკის მაღაზიაში იყო, იყიდა საჩუქრები და წავიდა
დიდუბეში.

დავალება 14. (8-10 წთ)


ა) დაიყავით წყვილებად და აუდიოჩანაწერის მოსმენამდე გამოთქვით მოსაზრება,
როგორი ბინა შეიძლება მოეწონოს არმენს? შეავსეთ ცხრილის პირველი სვეტი.
ბ) შემდეგ მოუსმინეთ აუდიოჩანაწერს და გადაამოწმეთ თქვენი ვარაუდები.
ცხრილის მეორე სვეტში ჩაწერეთ ინფორმაცია.

ვარაუდი აუდიო

ბინა თუ სახლი

სართული

ოთახების
რაოდენობა

ადგილმდებარეობა

საჭირო ნივთები

7
გ) მთელი ჯგუფის წინაშე წარმოადგინეთ შედეგები ქვემოთ მოცემული ფრაზების
გამოყენებით:

ჩვენ ვფიქრობდით, რომ არმენს მოეწონებოდა ბინა მე-3 სართულზე, მაგრამ ………

ჩვენი აზრით, არმენი იცხოვრებდა დიდ ბინაში, მაგრამ ……..

ჩვენ გვეგონა, რომ არმენს მოეწონებოდა მაღალ სართულზე ცხოვრება, მაგრამ …….

ჩვენი აზრით, არმენს კერძო სახლში ცხოვრება უნდოდა, მაგრამ ………..

ჩვენ ვფიქრობდით, რომ არმენს ქალაქის გარეუბანში მოუნდებოდა ცხოვრება,


მაგრამ ……..

ჩვენ გვეგონა, რომ არმენი თვითონ მიიტანდა ბინაში ყველა საჭირო ნივთს, მაგრამ
……

დავალება 15. რა სიტყვები გახსენდებათ მოცემულ თემაზე? შეავსეთ ასოციოგრამა


წყვილებში. (3-4 წთ)

დავალება 16. დააკავშირეთ ცხრილის სხვადასხვა მხარეს მოცემული სიტყვები


ერთმანეთთან (ჯგუფური, 3-4 წთ)

აპარტამენტი ადამიანი, რომელსაც კერძო საკუთრება


აქვს; პატრონი.

არატიპური დიდი, კეთილმოწყობილი ბინა ან


სასტუმროს ნომერი

მესაკუთრე სახლის, გარემოს, საცხოვრებელი

8
ნივთების გაფორმება

სველი წერტილი ბინის/სახლის გარშემო ადგილი,


ტერიტორია

საცხოვრებელი კომპლექსი განსხვავებული, უჩვეულო

ჩაშენებული აბაზანა, ტუალეტი

მიმდებარედ კედელში ჩადგმული/გაკეთებული

პერიმეტრი ბევრი ბინა ერთად, ერთ ადგილზე


აშენებული/გაკეთებული

დიზაინი რამე შენობასთან ახლოს

დავალება 17.
დააკვირდით ფოტოზე მოცემულ ინფორმაციას და უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ
კითხვებს.(წყვილებში 3-5 წთ.)

1) რა საკითხს ეხება ფოტოზე მოცემული ტექსტი/ინფორმაცია?


2) ვინ არის ამ ტექსტის/განცხადების ავტორი?
3) ქონების როგორი ტიპია შემოთავაზებული?
4) გარიგების რომელი ფორმა/ტიპია მოცემული ტექსტში?
5) სად მდებარეობს შემოთავაზებული ბინა?
6) რამდენი არის ბინის ფართი?
7) რამდენია ბინის ფასი?

9
დავალება 18.
ა) დაიყავით ჯგუფებად, ჯგუფში ერთი სტუდენტი იყოს არმენის როლში.
დავალების პირველი ნაწილის შესრულებისას ,,არმენი” ინდივიდუალურად
მუშაობს, მისი ჯგუფის წევრები ცალკე.

"არმენმა” მოიფიქროს და აღწეროს, როგორ ბინას ეძებს, როგორი იქნებოდა მისთვის


სასურველი ბინა და შესაფერისი განცხადება. მაგ. ფასი, ფართი, ადგილმდებარეობა
და ა.შ.

ჯგუფის წევრები შედით ss.ge-ზე ან binis qiraoba -ზე. აირჩიეთ “ქონებისა და


გაყიდვის ტიპი”. მოძებნეთ განცხადებები და ბინის დაქირავებისთვის შეარჩიეთ
ისეთი სამი სხვადასხვა განცხადება, რომელიც არმენს მოეწონება.

შეავსეთ ცხრილი განცხადებაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით: (8-10 წთ)

ბინა 1 ბინა 2 ბინა 3

ადგილმდებარეობა

10
ფასი

ფართი

სართული

ოთახების რაოდენობა

ბ) განცხადებებში მოცემული ინფორმაციის მოძებნის შემდეგ, ,,არმენს” გააცანით


თქვენ მიერ შერჩეული ბინები. ჯგუფის წევრებმა შეთავაზებული ვარიანტების
სისწორე, ხოლო არმენმა სამი ვარიანტიდან არჩეული ერთის მისთვის შესაბამისობა
დაასაბუთეთ არგუმენტირებულად ქვემოთ მოცემული ფრაზების გამოყენებით. (7-
10 წთ.)

არმენი ჯგუფის წევრები

მე ვფიქრობ, ჩემთვის მისაღებია ….. ჩვენი აზრით, შენ გჭირდება ……..

ჩემი აზრით, განცხადება …..-ში არ ჩვენ ვფიქრობთ, რომ შენ დაგჭირდება


არის……… …….

ჩემი აზრით, ბინა …-ის პირობები


მისაღებია …….. ჩვენ გვგონია, რომ ბინა … ყველაზე
მეტად მოგეწონება, რადგან…..

დავალება 19. (ტრანსფერი 15 წთ)


ქვემოთ მოცემული ორი ვარიანტიდან აირჩიეთ ერთ-ერთი.

ვარიანტი I (როლური თამაში)


წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთი თქვენგანი არის სტუდენტი, რომელსაც სურს
თბილისში ბინის დაქირავება. მეორე თქვენგანი კი აქირავებს ბინას თბილისში. მე-
17 დავალებაში მოცემულ საიტებზე გაეცანით განცხადებებს გასაქირავებელი
ბინების შესახებ და შეარჩიეთ ერთ-ერთი ბინა. გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ
დიალოგი ბინის დამქირავებელსა და მფლობელს/გაყიდვების აგენტს შორის.

ვარიანტი II (წერილის მიწერა)


წარმოიდგინეთ, რომ ხართ სტუდენტი და გინდათ თბილისში ბინის დაქირავება. მე-
17 დავალებაში მოცემულ საიტებზე გაეცანით განცხადებებს გასაქირავებელი

11
ბინების შესახებ და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ბინა. მისწერეთ წერილი ბინის
მფლობელს და დაუსვით მას დამატებითი შეკითხვები ბინასთან დაკავშირებით.

მოგესალმებით!
მე ვარ …………... განცხადებებში ვნახე ინფორმაცია ბინის დაქირავების შესახებ.
მაინტერესებს
……………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
……………………………………………………………………………………………………
…………………………

12

You might also like