You are on page 1of 117

ნარცისიზმის ბნელი მხარე: სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარება

სოფიო ტუღუში

სამაგისტრო ნაშრომი წარდგენილია კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ


და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში მაგისტრის აკადემიური ხარისხის
მინიჭების მოთხოვნების შესაბამისად

სამაგისტრო პროგრამა: ,, კლინიკური ფსიქოლოგია“

სამეცნიერო ხელმძღვანელი:

ელენე ჩომახიძე,

ფსიქოლოგიის დოქტორი

კავკასიის უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
ანოტაცია

გასული წლების განმავლობაში საზღვარგარეთ უამრავი კვლევა ჩატარდა


სოციალური მედიის პრობლემური მოხმარებისა და ნარცისიზმის კავშირის
შესახებ, რომელშიც მკვლევრები არაერთგვაროვან შედეგებს იღებდნენ.
ნაშრომის შექმნის მიზანი მისი ქართულ რეალობასთან მორგება და
სიღრმისეული კვლევა იყო სხვადასხვა სიმპტომებთან და ფსიქოლოგიურ
თავისებურებებთან მიმართებაში. კვლევის ჩატარებამდე , ნარცისიზმის
სრულფასოვნად შესასწავლად, ადაპტირდა ნარცისიზმის ორი ტესტი.
ცდისპირები შეირჩნენ შემთხვევითი შერჩევით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო
303 - მა ადამიანმა. მიღებული შედეგების მიხედვით, დადგინდა კავშირები
კონკრეტულ ცვლადებს შორის და მოწყვლადი ნარცისიზმი გამოვლინდა
სოციალური ქსელების პრობლემური გამოყენების პრედიქტორად. ასევე
მაღალი კავშირი დადგინდა მოწყვლად ნარცისიზმს, სოციალური მედიის
პრობლემურ გამოყენებასა და ფსიქოსომატურ სიმპტომებს შორის კავშირში.

ხსენებული კვლევის მონაცემთა ანალიზი და დამუშავება მოიცავს


კოლერაციების ანალიზს, რეგრესიასა და კლასტერულ ანალიზს, ისევე როგორც
სხვა სტატისტიკურ მეთოდებს სოციალური მედიის პრობლემური მოხმარების
დასადგენად.

კვლევამ შეიძლება ახალგაზრდები შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოს,


რათა ხელი შეუწყოს მათი ონლაინ ქცევების გაჯანსაღებას და შეამსუბუქოს
ნარცისული ქცევების უარყოფითი ეფექტები ვირტუალურ სამყაროში.

ii
Abstract

In previous years, extensive research has been conducted on the correlation between
problematic usage of social media and narcissism, yielding contrasting results. The goal
of the study was to conduct comprehensive research, considering different symptoms
and characteristics, while also adapting the research to the Georgian context.

To thoroughly examine narcissism, two narcissism tests were adapted before


conducting the research. The participants were randomly selected, and a total of 303
individuals took part in the study. The results revealed significant correlations,
particularly highlighting Vulnerable Narcissism as a predictor of problematic usage of
social media. Furthermore, a noteworthy correlation was observed between Vulnerable
Narcissism, problematic social media usage, and psychosomatic symptoms.

The data analysis involved examining correlations, regression and cluster analysis, as
well as utilizing statistical methods to identify problematic usage of social media.

The findings of this research can provide valuable information to young individuals,
aiding them in cultivating healthier social media behaviors and mitigating the negative
effects of narcissistic behavior in the virtual world.

iii
სარჩევი
ანოტაცია ........................................................................................................................................ ii
შესავალი ........................................................................................................................................ 6
I. თავი პირველი: ნარცისიზმი და სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარება 9
1.1 ნარცისიზმის ზოგადი მიმოხილვა და ისტორია.......................................................... 9
1.2 გრანდიოზული ნარცისიზმი ........................................................................................ 15
1.3 მოწყვლადი ნარცისიზმი ................................................................................................ 18
1.4 ნარცისიზმის ტიპების ურთიერთობა და დიდი ხუთეულის გავლენა.................. 19
1.5 სოციალური ქსელების მოხმარება .................................................................................... 25
1.6 ინტერნეტის გამოყენება .................................................................................................. 25
1.7 ადიქცია თუ პრობლემური მოხმარება ........................................................................ 28
1.8 სოციალური ქსელები ..................................................................................................... 30
1.9 ნარცისიზმი და სოციალური ქსელები ......................................................................... 40
II. თავი მეორე: კვლევის აღწერა........................................................................................... 47
2.1 - კვლევის მიზანი და ჰიპოთეზები ............................................................................... 47
2.2 საზომი ინსტრუმენტები ................................................................................................. 49
2.3 მონაცემების შეგროვება:.................................................................................................. 51
2.4 მონაცემების დამუშავება .......................................................................................... 52
III. თავი მესამე :საკვლევი ინსტრუმენტების ადაპტაცია ............................................. 52
3.1 ნარცისული პიროვნების ინვენტარი NPI 16 ............................................................... 53
3.1.1 თეორიული ჩარჩო ................................................................................................... 53
3.1.2 ტესტის ფსიქომეტრული მაჩვენებლების შემოწმება .......................................... 54
3.1.3 პროცედურა ................................................................................................................ 54
3.1.4 ინსტრუმენტები ......................................................................................................... 54
3.1.5 სოციალური სასურველობის შემოწმება ............................................................... 54
3.1.6 ტესტის სანდოობა ..................................................................................................... 55
3.1.7 ტესტის ნორმატიული მაჩვენებლები .................................................................... 55
3.2 მოწყვლადი ნარცისიზმის ტესტის ადაპტაცია............................................................. 55
3.2.1 თეორიული ჩარჩო ................................................................................................... 56
3.2.2 სკალის ქართული ვერსიის შემუშავება ................................................................ 56

iv
3.2.3 ტესტის ფსიქომეტრული მაჩვენებლების შემოწმება .......................................... 57
3.2.4 ინსტრუმენტები ......................................................................................................... 57
3.2.5 სოციალური სასურველობის შემოწმება ............................................................... 57
3.2.6 ტესტის სანდოობა ..................................................................................................... 58
3.2.7 ტესტის ნორმატიული მაჩვენებლები .................................................................... 58
3.2.8 დასკვნა ........................................................................................................................ 58
3.3 “ბნელი ტრიადის” კითხვარის ადაპტაცია................................................................... 59
3.3.1 შესავალი ..................................................................................................................... 59
3.3.2 „ბნელი ტრიადის“ მოკლე კითხვარის ქართული ვერსიის შემუშავება .......... 64
3.3.3 შედეგები ..................................................................................................................... 64
IV. თავი მეოთხე: მონაცემების აღწერითი ანალიზი ................................................. 79
4.1 საშუალო მაჩვენებელების გამოთვლა .......................................................................... 79
4.2 ნორმალური განაწილების შემოწმება........................................................................... 81
4.3 ტესტების სანდოობის შემოწმება ................................................................................. 81
4.4 კვლევის კროსტაბულაციური ანალიზი ..................................................................... 83
4.5 სიხშირეთა ანალიზი ........................................................................................................ 85
V. თავი მეხუთე: კვლევის შედეგები და განხილვა........................................................... 91
კვლევის შეზღუდვა ............................................................................................................... 95
დასკვნები..................................................................................................................................... 96
ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................... 98
დანართები................................................................................................................................. 106

v
შესავალი

აქტუალურობა- ბოლო ათწლეულების მანძილზე სოციალური ქსელები


ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მის ჭარბ მოხმარებას
შეიძლება, ფსიქოლოგიური მიზეზები ჰქონდეს და თვითგამოხატვისა და
ონლაინ კომუნიკაციის დაუოკებელი სურვილი პიროვნული
მახასიათებლებით, კერძოდ, ნარცისიზმით იყოს განპირობებული. უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ სოციალური მედიის გადაჭარბებულმა მოხმარებამ
შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ნეგატიური შედეგები, როგორიცაა შფოთვა,
ნეიროტიზმი და ობსესიურ-კომპულსური აშლილობა. ჩვენს ცხოვრებაზე
სოციალური მედია პლატფორმების დიდი ზეგავლენის გამო , მნიშვნელოვანი
გახდა პოტენციური ნეგატიური შედეგების კვლევა და გაგება. სოციალური
ქსელების ფართო მოხმარება და ნარცისული მახასიათებლების ზრდა
გვიბიძგებს ნარცისიზმის ბნელი მხარის კვლევისკენ და მისი გავლენის
მნიშვნელობის შესწავლისკენ ინდივიდის მენტალურ ჯანმრთელობასთან,
ურთიერთობებსა და სოციუმთან მიმართებაში.

კვლევის მიზანია- ნარცისული ტენდენციების მქონე ინდივიდების მიერ


სოციალური მედიის პრობლემური მოხმარების კვლევა. სოციალურ მედიასთან
მიმართებით ნარცისიზმის უარყოფით მხარეებზე ფოკუსირებით, კვლევის
მიზანია, ნათელი მოჰფინოს თვით-რეკლამის და ყურადღების ძიების
პოტენციურ ფსიქოლოგიურ და სოციალურ უკუჩვენებებს. კვლევის განზრახვაა
ნარცისების მიერ სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების მიღმა
ნამდვილი მოტივაციის აღმოჩენა, ისევე როგორც მისი შედეგების გავლენა
პიროვნების კეთილდღეობაზე, ინტერპესონალურ ურთიერთობასა და მთლიან
ფუნქციონირებაზე. კვლევა შედგება 15 ჰიპოთეზისგან.

6
მეცნიერული სიახლე - კვლევის მეცნიური სიახლე მდგომარეობს ქართულ
რეალობაში ნარცისიზმისა და სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების
კავშირისა და მის მიერ გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესწავლაში.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი კვლევა უცხოურ ლიტერატურაში,
მისი ანალოგი საქართველოში არ არის და კვლევა ყურადღებას ამახვილებს
პოტენციურ უარყოფით მხარეებსა და პრობლემურ ქცევებზე , რომლებიც
კავშირშია ნარცისულ ტენდენციებთან. კვლევაში გამოყოფილი ცვლადების
მიმართებებს შორის კორელაციური ანალიზით უამრავი საინტერესო დასკვნის
გაკეთება და ქართული სამეცნიერო ლიტერატურის გამდიდრება იქნება
შესაძლებელი.

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა მრავალფეროვანია. უპირველეს ყოვლისა,


მას შეუძლია მიაწოდოს ღირებული ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის
პროფესიონალებს , მკვლევარებსა და პედაგობებს, რომლებიც მუშაობენ
სოციალური მედიის პრობლემური მოხმარების და ნარცისული თვისებების
მქონე პიროვნებებთან. სოციალური მედიის კონტექსტში ნარცისიზმის ბნელი
მხარის აღმოჩენამ და გაგებამ, შეიძლება, ხელი შეუწყოს მიზნობრივი
ინტერვენციების, პრევენციის სტრატეგიების და მკურნალობის მიდგომების
შემუშავებას .ასევე მან შესაძლოა , შეამციროს სოციალური ქსელების ჭარბი
მოხმარება , კვლევაში აღნიშნული უარყოფითი შედეგებისდა გამო. გარდა ამისა,
აღნიშნული კვლევის დასკვნები შეიძლება ასევე იყოს რელევანტური
პრობლემის მქონე ინდივიდებისთვის, რაც დაეხმარება მათ გააცნობიერონ
პოტენციური რისკები და ის საშიშროებები, რომლებიც დაკავშირებულია
ნარცისისტურ ქცევებთან სოციალურ მედიაში და წაახალისოს უფრო ჯანსაღი
და დაბალანსებული ონლაინ ჩართულობა, თვითრეგულაცია, ცხოვრების წესი.
დაბოლოს, ამ კვლევას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი,
ემპათიური, აუთენტური და საზრისიანი კავშირების დამყარებას სოციალურ
ქსელებში.

7
ემპირიული მასალის დამუშავება -კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები
დამუშავდა მათემატიკური სტატისტიკის პროგრამათა პაკეტის, SPSS-25 ,
გამოყენებით.

ნაშრომის სტრუქტურა და მოცულობა - კვლევა შედგება შესავლის, ხუთი თავის,


დასკვნების, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხისა და დანართებისგან.

8
I. თავი პირველი: ნარცისიზმი და სოციალური
ქსელების პრობლემური მოხმარება

1.1 ნარცისიზმის ზოგადი მიმოხილვა და ისტორია.

ტერმინი ნარცისიზმი ძალიან გავრცელებულია და მას ხშირად იყენებენ


ისეთი ადამიანის დასახასიათებლად, რომელსაც უყვარს თავის ქება და
საკუთარ თავზე საუბარი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს ტერმინი ახალი არ
არის და მისი წარმოშობა უკავშირდება ბერძნულ მითოლოგიას. შემდგომში
ფროიდმა მასში ფსიქოლოგიური მახასიათებლები დაინახა და ბოლო
დროის განმავლობაში, ეს ტერმინი იმდენად განვითარდა და შეიცვალა, რომ
DSM-5 ის კლასიფიკაციაშიც შევიდა.

ბერძნულ მითოლოგიაში, ნარცისი გამოირჩეოდა თავისი სილამაზით და ის


შეპყრობილი იყო თავისი ანარეკლით. მთელ დროს საკუთარი თავით
ტკბობაში ატარებდა და სხვა ყველაფერს აიგნორებდა მის გარშემო.
თვითშეპყრობამ კი დაღუპა იგი და იმ ადგილას, სადაც ის გარდაიცვალა,
ყვავილი, სახელად ნარცისი აყვავდა. (Britannica, 2022)

საკუთარი თავით გადაჭარბებული აღტაცების კონცეფციას მრავალი წლის


მანძილზე იკვლევდნენ სხვადასხვა ფილოსოფოსები და მოაზროვნეები.
წარსულში მას თავხედობად, ამპარტავნებად აღიქვამდნენ.

ნარცისი რომაულ ხელოვნებაში ძალიან პოპულარული სუბიექტი იყო.


ფროიდის ფსიქიატრიასა და ფსიქოანალიზში ტერმინი ნარცისიზმი
თვითშეფასების გადაჭარბებულ ხარისხს აღნიშნავს, მდგომარეობას,

9
რომელიც ჩვეულებრივ ემოციური მოუმწიფებლობის ფორმაა. (Cratsley,
2016)

ფსიქოანალიტიკოსმა ოტო რანკმა 1911 წელს ნარცისიზმის ერთ-ერთი


ადრეული აღწერილობა გამოაქვეყნა, რომელშიც ის ნარცისიზმს საკუთარი
თავით აღტაცებასა და ამაოებას უკავშირებდა. (Levy et al.,, 2011)

1914 წელს ფროიდმა გამოაქვეყნა ნაშრომი სათაურით „ნარცისიზმის შესახებ:


შესავალი.“ მისი აზრით, ჩვილები მთელ ლიბიდოს (ენერგიას, რომელიც
თითოეული ადამიანის გადარჩენის ინსტიქტებშია) მიმართავენ შიგნით,
საკუთარ თავში. (Freud, 1914)
ფროიდი თვლიდა, რომ ნარცისიზმი ადამიანის განვითარების შემადგენელი
ნორმალური ნაწილია. მისი მიხედვით, ინდივიდები ჩვილობის ასაკში
გადიან პირველადი ნარცისიზმის ფაზას, სადაც მათ აქვთ
ეგოცენტრირებული ფოკუსი. როდესაც ისინი იზრდებიან, ობიექტის
მიმართ სიყვარულს ავითარებენ, თავიანთ სიყვარულს სხვებისაკენ
მიმართავენ. (Freud, 1914)

ის ასევე იკვლევდა პათოლოგიურ ნარცისიზმს. მისი მიხედვით,


ინდივიდებს აღფრთოვანების გადაჭარბებული მოთხოვნილება აქვთ და
სხვების მიმართ თანაგრძნობის განცდა არ გააჩნიათ. ამას ფროიდი
აღიქვამდა, როგორც ბავშვობაში გადაუჭრელი კონფლიქტების შედეგს,
მშობლის სიყვარულის ნაკლებობასა და გადაჭარბებულ ქებასა თუ
კრიტიკას. (Freud, 1914)

ნარცისიზმის, როგორც პიროვნების აშლილობის აღიარება

1950-იან და 1960-იან წლებში კერნბერგმა და კოჰუტმა ნარცისიზმი


გამოიკვლიეს, აღწერეს სხვადასხვა ტიპები და დარღვევები. ნარცისული
პიროვნების აშლილობა ოფიციალურად აღიარებული იქნა 1980 წელს და
დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ძირითადად უცვლელი დარჩა.

10
ნარცისული პიროვნების ინვენტარი (NPI) ზომავს ნარცისულ
მახასიათებლებს, ადამიანთა უმეტესობა ქულებს საშუალო დიაპაზონში
იღებს. (Levy, 2013)

რა განსხვავებაა ნარცისიზმსა და პათოლოგიურ ნარცისიზმს შორის?

პათოლოგიური ნარცისიზმი, რომელიც ცნობილია როგორც ნარცისული


პიროვნების აშლილობა (NPD), იშვიათია და ამერიკის მოსახლეობის
დაახლოებით 1-5%-ს აღენიშნება (Mitra & Fluyau, 2023). აშლილობა
იდენტიფიცირებულია, როდესაც ნარცისული თვისებები აფერხებს
ყოველდღიურ ფუნქციონირებას და ეს იწვევს ურთიერთობების
პრობლემებს თანაგრძნობის ნაკლებობის გამო. პათოლოგიური ნარცისები
ავლენენ ანტაგონიზმს, რომელსაც აძლიერებს გრანდიოზულობა და
ყურადღებისკენ სწრაფვა. ისინი საკუთარ თავს აღმატებულად აღიქვამენ და
ხშირად უთანხმოების მიმართ შეუწყნარებლობას ავლენენ.

ნარცისული პიროვნების აშლილობა

ნარცისული პიროვნების აშლილობა (NPD) არის ფსიქოლოგიური


აშლილობა, რომელსაც ახასიათებს გრანდიოზულობის მუდმივი პატერნი,
შეუზღუდავი ძალაუფლების ან მნიშვნელობის ფანტაზიები და აღტაცების
ან განსაკუთრებული მოპყრობის საჭიროება. ძირითადი შემეცნებითი,
აფექტური, ინტერპერსონალური და ქცევითი მახასიათებლები მოიცავს
იმპულსურობას, ცვალებადობას, ყურადღების სწრაფვას, დაბალ
თვითშეფასებას და არასტაბილურ ინტერპერსონალურ ურთიერთობებს,
რაც იწვევს ინტერპერსონალურ სირთულეებს, პროფესიულ პრობლემებსა
და მნიშვნელოვან ფსიქოსოციალურ დისტრესს. ძირითადად გვხვდება
მამაკაცებში. (Grijalva et al.,, 2014)

DSM-5- ში NPD კლასიფირდება, როგორც B კლასტერის („დრამატული,


ემოციური და არასტაბილური“) პიროვნების აშლილობა, კატეგორია,
11
რომელიც ასევე მოიცავს ანტისოციალურ, მოსაზღვრე და ისტერიულ
პიროვნულ აშლილობებს. (American Psychiatric Association, 2013)

მას ახასიათებს:

 დრამატულობა და გაზვიადებულობა
 ემოციურობა და ინტენსიურობა
 არასტაბილურობა და არაპროგნოზირებადობა

რა თქმა უნდა, ყველა, ვისაც ნარცისიზმის პიროვნული აშლილობა აქვს,


ერთნაირად არ იქცევა. მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალი
დიაგნოზს სვამს იმ შემთხვევაში, თუ ეს პიროვნება ამ ორ კრიტერიუმს
აკმაყოფილებს:

 პიროვნული მახასიათებლების გამო ადამიანს უჭირს სხვებთან ან


საკუთარ თავთან გაიგივება და კავშირის დამყარება.
 პათოლოგიური მახასიათებლები ხშირად სხვადასხვა სიტუაციაში
აღმოცენდება

“პათოლოგიური,” მენტალური ჯანმრთელობის ტერმინებით, გულისხმობს


ისეთ ემოციებს, აზრებსა და ქცევას, რომლებიც ნეგატიურად აისახებიან
პიროვნების ადაპტაციაზე. ტერმინი „პათოლოგიური“ ფსიქიკური
ჯანმრთელობის თვალთახედვით, ეხება ისეთ აზრებს, ემოციებს ან ქცევას,
რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ იმაზე, თუ როგორ ხედავს ადამიანი,
ეხება და ადაპტირდება მის გარშემო არსებულ სამყაროსთან.
პათოლოგიური ასევე შეიძლება ეწოდებოდეს ფსიქიკური ან ფიზიკური
მდგომარეობით გამოწვეულ ისეთ თვისებებს, რომელიც არ არის მიღებული
იმ კულტურაში, სადაც ადამიანი ცხოვრობს. (American Psychiatric Association,
2013)

12
მახასიათებელი ნიშნები და სიმპტომები

 საკუთარი თავის შესახებ გადაჭარბებული წარმოდგენა

 ხალხისგან მუდმივად აღფრთოვანების მოლოდინი

 გადაჭარბებული მიღწევები და ნიჭი

 ფანტაზიები წარმატების, ძალაუფლების, ბრწყინვალების ან სილამაზის


შესახებ

 სხვებით სარგებლობა, რათა მიიღონ ის, რაც სურთ

 სხვათა მოთხოვნილებებისა და გრძნობების აღქმის უუნარობა

 სხვების მიმართ შური და რწმენა, რომ სხვებს მისი შურით

 ხშირად გვხვდება, როგორც ჩაფიქრებული, ამაყი და პრეტენზიული

 დაჟინებით მოითხოვს ყველაფრის საუკეთესო პირობებს — მაგალითად,


საუკეთესო მანქანა ან ოფისი

ამავდროულად, ხალხს, რომელსაც ახასიათებს ნარცისული პიროვნული


აშლილობა, არ შეუძლია კრიტიკის მიღება. მათი მახასიათებლებია:

 ადვილად გაბრაზება, იმ შემთხვევაში თუ განსაკუთრებულად არ


მოეპყრობიან

 ინტერპერსონალური ურთიერთობების პრობლემები

 მრისხანების განცდა, როდესაც სხვა ადამიანი ცდილობს აღმატებულად


წარმოჩენას

 ემოციებისა და ქცევის რეგულირების სირთულე

 სტრესთან და ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეები

 დაუცველობის, სირცხვილის განცდა.

13
გამომწვევი მიზეზები:

არ არის ცნობილი, თუ რა იწვევს ამ აშლილობას. (American Psychiatric


Association, 2013) მისი გამომწვევი მიზეზი უფრო კომპლექსურია. მასთან
დაკავშირებული შესაძლო ფაქტორებია:

 გარემო ― შეუსაბამობა მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაში, რომელიც


გამოწვეულია გადაჭარბებული სიყვარულით ან გადაჭარბებული
კრიტიკით, რაც ცუდად აისახება ბავშვის გამოცდილებაზე.

 გენეტიკა ― თანდაყოლილი მახასიათებლები.

 ნეირობიოლოგია — კავშირი ტვინს, ქცევასა და აზროვნებას შორის.

რისკ ფაქტორები

ნარცისული პიროვნული აშლილობა უფრო მეტ მამაკაცს აწუხებს, ვიდრე ქალს


და ის ხშირად იწყება მოზარდობაში ან ადრეულ ზრდასრულ ასაკში.
ზოგიერთმა ბავშვმა შეიძლება ნარცისიზმის თვისებები გამოავლინოს, თუმცა ეს
არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ნარცისულ პიროვნების აშლილობას განივითარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ნარცისული პიროვნების აშლილობის მიზეზი


უცნობია, ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ბიოლოგიურად დაუცველ
ბავშვებში აღზრდის სტილმა, რომელიც ზედმეტად დამცავი ან
ინდეფერენტულია, შეიძლება გავლენა იქონიოს. გენეტიკა და ნეირობიოლოგია
შეიძლება ასევე ჩართული იყოს ნარცისული პიროვნების აშლილობის
განვითარებაში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალები და მკვლევარები გამოყოფენ


ნარცისიზმის ორ ტიპს: გრანდიოზულ და მოწყვლად ნარცისიზმს. ორივე ტიპს
ახასიათებს საკუთარი თავის გადაჭარბებული მნიშვნელობა, სხვების

14
უგულებელყოფა და საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილება. (Zagers, 2016-
2017)

1.2 გრანდიოზული ნარცისიზმი


გრანდიოზული ნარცისები თავდაჯერებული ექსტრავერტები არიან,
რომლებიც ორიენტირებულები არიან სხვების ყურადღებისა და აღტაცების
მოპოვებაზე. (Lobbestael et al.,, 2014)

გრანდიოზული ნარცისიზმი არის ფსიქოლოგიური მახასიათებელი, რომელიც


საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გადაჭარბებული გრძნობით, აღტაცებისა და
ყურადღების მოთხოვნილებით და გრანდიოზულობის ქცევითი პატერნით
ხასიათდება. ხალხს, რომელსაც გრანდიოზული ნარცისიზმი ახასიათებს, აქვს
გაზვიადებული რწმენა, საკუთარი თავის ბრწყინვალებისა და
განსაკუთრებულობის შესახებ, რის გამოც მუდმივად ეძებს სხვისგან ამის
დადასტურებასა და აღიარებას. გრანდიოზული ნარცისიზმის მქონე
ადამიანები აზვიადებენ თავიანთ მიღწევებს და მუდმივად ქების ძიებაში არიან.
მათ ხშირად აქვთ ძალაუფლების და კონტროლის ძლიერი სურვილი და
შეუძლიათ სხვებით მანიპულირება თავიანთი მიზნების მისაღწევად.

გარდა ამისა, გრანდიოზული ნარცისიზმის მქონე პირებს შეიძლება გაუჭირდეთ


თანაგრძნობა. მათ უჭირთ სხვების საჭიროებებისა და გრძნობების ამოცნობა ან
გაგება. მათ შეუძლიათ დააიგნორონ სხვისი საზღვრები და თავიანთი
ქმედებების გავლენა სხვებზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გრანდიოზული ნარცისიზმი განიხილება


პიროვნების აშკარა და არა ფორმალურ ფსიქიკურ აშლილობად. თუმცა,
როდესაც ეს თვისებები ცხადი ხდება და მნიშვნელოვნად აზიანებს ინდივიდის
ფუნქციონირებას და ურთიერთობებს, მათ შეიძლება დაუსვან ნარცისული
პიროვნების აშლილობის (NPD) დიაგნოზი.

15
გრანდიოზული ნარცისიზმი მოიცავს გადაჭარბებულ თვითშეფასებას, სხვების
აღტაცების დაუოკებელ მოთხოვნილებას და სხვისი კეთილდღეობის
უგულებელყოფას, რასაც შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები, როგორც ამ
თვისების მქონე ინდივიდისთვის, ასევე მის გარშემომყოფებისთვის. (Wink,
1991)

გრანდიოზული ნარცისიზმი არის თვისება, რომელსაც ახასიათებს საკუთარი


თავის მნიშვნელოვნების გადაჭარბებული გრძნობა, აღტაცებისა და
ყურადღების ძლიერი მოთხოვნილება და სხვების მიმართ თანაგრძნობის
ნაკლებობა. გრანდიოზულ ნარცისიზმის მქონე პირებს, როგორც წესი, აქვთ
გადაჭარბებული შეხედულება საკუთარ შესაძლებლობებსა და მიღწევებზე,
ცდილობენ, ხშირად იყვნენ ყურადღების ცენტრში და სხვებისგან
განსაკუთრებულ მოპყრობას ელიან. (Campbell, 2011)

გრანდიოზული ნარცისიზმის მქონე ადამიანები ხშირად ავლენენ ქცევებისა და


დამოკიდებულებების მთელ რიგს, რომელიც გამოხატავს მათ გადაჭარბებულ
თვითშეფასებას. ისინი შეიძლება ჩაერთონ თვითრეკლამასა და საკუთარი
თავის განდიდებაში, მუდმივად ეძებენ შესაძლებლობებს საკუთარი ნიჭის,
მიღწევების ან ქონების წარმოსაჩენად. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სხვები
პირადი სარგებელისთვის, არ გააჩნიათ ნამდვილი თანაგრძნობა ან ზრუნვის
სურვილი გარშემომყოფების გრძნობებისა და საჭიროებებისადმი. გარდა ამისა,
გრანდიოზული ნარცისიზმის მქონე პირებს შეიძლება ჰქონდეთ განცდა, რომ
ისინი იმსახურებენ განსაკუთრებულ პრივილეგიებსა და მოპყრობას. (Miller &
Campbell, 2010, pp. 180-191)

ნარცისიზმის ამ ფორმას შეიძლება ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე


უარყოფითი შედეგები. ერთის მხრივ, გრანდიოზული ნარცისიზმის მქონე
პირებმა შეიძლება გამოიჩინონ თავდაჯერებულობა და ქარიზმა, რაც შეიძლება

16
იყოს მიმზიდველი სხვებისთვის და ამან გამოიწვიოს წარმატება გარკვეულ
სფეროებში, მაგალითად, ბიზნესსა და ლიდერული პოზიციებში. მეორე მხრივ,
მათმა ეგოცენტრულობამ და სხვისი თვალთახედვის უგულებელყოფამ
შეიძლება, დაძაბოს ურთიერთობები და გამოიწვიოს ინტერპერსონალური
კონფლიქტები. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ გრანდიოზული ნარცისიზმი
ასოცირდება მთელ რიგ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, მათ შორის რთულ
ემოციურ რეგულაციასთან, დაბალ თვითშეფასებასა და სარისკო ან იმპულსური
ქცევებისადმი მიდრეკილებასთან. (Pincus et al., , 2014)

გრანდიოზული ნარცისიზმის განვითარების ახსნას სხვადასხვა


ფსიქოლოგიური მიმდინარეობების წარმომადგენლები ცდილობენ, მათ შორის
ფსიქოდინამიკური, სოციალურ-კოგნიტური და ევოლუციური თეორიებით.
ფსიქოდინამიკური თეორიების მიხედვით, გრანდიოზული ნარცისიზმი
შეიძლება წარმოიშვას ბავშვობის ისეთი გამოცდილებიდან, როგორიცაა
გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა მომვლელების მხრიდან, რაც იწვევს
გრანდიოზული თვითშეფასების, როგორც დაცვითი მექანიზმის განვითარებას.
სოციალურ-კოგნიტური თეორიები ფოკუსირებულია სოციალიზაციისა და
კულტურული ფაქტორების როლზე ნარცისული ტენდენციების
ჩამოყალიბებაში. ვარაუდობენ, რომ სოციალური ღირებულებები, რომლებიც
ხაზს უსვამენ ინდივიდუალიზმსა და თვითრეკლამას, ხელს უწყობს
გრანდიოზული ნარცისიზმის ჩამოყალიბებას. ევოლუციური თეორიების
თანახმად, გრანდიოზულ ნარცისიზმს შეიძლება გააჩნდეს ადაპტაციური
ფუნქციები პარტნიორების მოზიდვისა და რესურსების მოპოვების
თვალსაზრისით. (Rose, 2002)

17
1.3 მოწყვლადი ნარცისიზმი
მოწყვლადი ნარცისიზმი არის პიროვნული თვისება, რომელსაც ახასიათებს
არაადეკვატურობის განცდა, კრიტიკისადმი ჰიპერმგრძნობელობა და
სხვებისგან დამშვიდებისა და დადასტურების მუდმივი საჭიროება. მოწყვლადი
ნარცისიზმის მქონე პირები ხშირად ავლენენ დაბალ თვითშეფასებას,
განიცდიან დაუცველობის, საკუთარ თავში ეჭვის გრძნობასა და უარყოფის შიშს.
გრანდიოზული ნარცისიზმისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობს
უპირატესობის აშკარა გამოვლენას, მოწყვლადი ნარცისები მიდრეკილნი არიან
წარმოაჩინონ თავი მსხვერპლად, ეძიონ მოწყალება და თანაგრძნობა სხვებისგან.
ნარცისიზმის ეს ფორმა განსხვავებულია, მაგრამ დაკავშირებულია
გრანდიოზულ ნარცისიზმთან და ხშირად ასოცირდება ინტერპერსონალურ
სირთულეებთან და ფსიქოლოგიურ დისტრესთან. (Cain et al,. , 2008, გვ. 638-650)

მოწყვლადი ნარცისიზმის კვლევამ გამოავლინა მისი ძირითადი მექანიზმები.


კვლევებმა აჩვენეს, რომ მოწყვლადი ნარცისიზმის მქონე პირები ხშირად
ავლენენ თვითგანადგურების და თვითშეპყრობის პატერნს, რასაც თან ახლავს
გარეგანი ვალიდაციის ქრონიკული საჭიროება. ისინი შეიძლება ჩაერთონ
საკუთარი თავის დამამცირებელ ქცევებში, ნადირობენ კომპლიმენტებზე ან
თანაგრძნობაზე და ხშირად ითხოვენ სხვებისგან დამშვიდებას. გარდა ამისა,
მოწყვლადი ნარცისები, როგორც წესი, ძალიან მგრძნობიარენი არიან კრიტიკისა
და უარყოფის მიმართ, მკვეთრად რეაგირებენ საკუთარი იმიჯის
წვრილმანებზე ან საფრთხეებზე . (Dickinson & Pincus, 2003, გვ. 188-207)

არსებობს რამდენიმე თეორია მოწყვლადი ნარცისიზმის განვითარების


ასახსნელად. ფსიქოდინამიკური თეორიების თანახმად, მოწყვლადი
ნარცისიზმი შეიძლება წარმოიშვას, როგორც დაცვითი მექანიზმი სირცხვილისა
და უღირსობის გრძნობებისგან დასაცავად. ინდივიდებმა შეიძლება შეიმუშაონ
დაძლევის არაადაპტური სტრატეგიები მათი დაბალი თვითშეფასების
კომპენსაციისთვის. ინტერპერსონალური და სოციო-კოგნიტური თეორიები კი,

18
ხაზს უსვამს ადრეული მიჯაჭვულობის გამოცდილების, ბავშვობის ტრავმისა
და სოციალიზაციის ფაქტორების როლს, მოწყვლადი ნარცისიზმის
განვითარებაში. (Pincus et al.,, 2009, გვ. 365-379.)

მოწყვლადი ნარცისიზმის მქონე პირები ხშირად განიცდიან დეპრესიის


სიმპტომების, შფოთვის და ფსიქოლოგიური დისტრესის მაღალ დონეს. მათ
შეიძლება გაუჭირდეთ დამაკმაყოფილებელი ინტერპერსონალური
ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება, რადგან მათმა
გადაჭარბებულმა მოთხოვნილებამ და კრიტიკისადმი ჰიპერმგრძნობელობამ
შეიძლება, წარმოქმნან სირთულეები ურთიერთობებში. მოწყვლადი
ნარცისიზმი ასევე დაკავშირებულია დაძლევის არაადაპტურ სტრატეგიებთან,
როგორიცაა ჭორაობა და თავიდან აცილება, რამაც შეიძლება კიდევ უფრო
გააღრმავოს ფსიქოლოგიური დისტრესი. (Ronningstam & Gunderson, 1996, გვ.
925-937)

1.4 ნარცისიზმის ტიპების ურთიერთობა და დიდი ხუთეულის გავლენა


უახლესი კვლევების თანახმად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნარცისიზმის ორი
ფორმა არსებობს: გრანდიოზული და მოწყვლადი (Miller et al.,, 2011, გვ. 1013 -
1042). ნარცისიზმის ორივე ტიპს აქვს საერთო მახასიათებლები, როგორიცაა:
ეგოცენტრულობა, უფლებამოსილების გრძნობა და სხვების უგულებელყოფა.
ისინი არსებითად განსხვავდებიან მრავალი სხვა თვალსაზრისით.
კონკრეტულად, გრანდიოზულ ნარცისიზმს ახასიათებს საკუთარი თავის
გაზვიადებულად პოზიტიური იმიჯი, მაღალი თვითშეფასება,
ეგზიბიციონიზმი, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ექსპლუატაციისადმი
მიდრეკილება და სხვების აღტაცების მოთხოვნილება (Miller et al.,, 2011, გვ. 1013
- 1042)მეორე მხრივ, დაუცველ ნარცისიზმს ახასიათებს თავდაცვა, თავიდან
აცილება, დაუცველობა, ჰიპერმგრძნობელობა, დაბალი თვითშეფასება, ბრაზის
მაღალი დონე და მტრობა. არსებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნარცისიზმის

19
ორივე ტიპი განსხვავებულად არის დაკავშირებული უამრავ ფსიქოლოგიურ
მახასიათებელთან, მათ შორის აფექტურ ფუნქციონირებასთან,
ინტერპერსონალურ ქცევასთან და ფსიქოლოგიურ ადაპტაციასთან.
გრანდიოზული ნარცისიზმი დაკავშირებულია პოზიტიურ ფსიქოლოგიურ
პროფილებთან, როგორებიცაა : დადებითი აფექტი, კეთილდღეობის მაღალი
დონე და მარტოობის, სევდის, დეპრესიული და შფოთვითი გრძნობების
დაბალი დონე , ხოლო მოწყვლადი ნარცისიზმი ასოცირდება აღნიშნული
თვისებების უფრო მაღალ დონესთან, ახასიათებს ნეგატიური ემოციები, მათ
შორის დეპრესია, შფოთვა, ბრაზი, სირცხვილი ან შური . მოწყვლადი ნარცისები,
გრანდიოზულებთან შედარებით, უფრო მეტ სირთულეს ავლენენ ემოციების
რეგულირებაში და პიროვნების მოსაზღვრე აშლილობის სიმპტომებში .
აღმოჩნდა, რომ ნარცისიზმის ორი ტიპი დაკავშირებული იყო პიროვნების ისეთ
ძირითად თვისებებთან, როგორიცაა დიდი ხუთეული. გრანდიოზული
ნარცისიზმის მაღალი დონის მქონე ინდივიდები უფრო ექსტრავერტები და
სტაბილურები არიან და უფრო მეტად ახასიათებთ ახალი გამოცდილებისადმი
ღიაობა/მაღალი ინტელექტი. (Zajenkowski et al.,, 2016)

ამის საპირისპიროდ, მოწყვლადი ნარცისიზმი ასოცირდება მაღალ ნეგატიურ


ემოციებთან მათ შორის შფოთვის, ბრაზის ან დეპრესიის მაღალ დონესთან და
კვლევებმა აჩვენა, რომ მოწყვლადი ნარცისიზმის განსხვავებულობის დიდი
წილი შეიძლება აიხსნას ნეიროტიზმით. გარდა ამისა, მოწყვლადი ნარცისიზმი
დაკავშირებულია ინტროვერსიასთან და ბოლოს, კეთილგანწყობა
უარყოფითად კორელაციაშია ნარცისიზმის ორივე ტიპთან (Miller et al.,, 2011,
გვ. 1013 - 1042)აქამდე მკვლევარები ძირითადად ფოკუსირებულნი იყვნენ
ფართო, უმაღლესი რიგის ფაქტორებზე, რომლებიც ასახავენ ქცევის ძალიან
ფართო სპექტრს. ნარცისიზმის ბუნების უკეთ გასაგებად ღირებული იქნებოდა
პიროვნების ფართო სფეროების უფრო სპეციფიკური ასპექტების შესწავლა.

20
მაგალითად, მილერმა (2011) აღმოაჩინა, რომ არსებობდა განსხვავებები
გრანდიოზულ და დაუცველ ნარცისიზმს შორის, მათი კორელაციის მიხედვით
,დიდ ხუთეულის ასპექტთან.

ნარცისიზმის ორი ტიპი და დიდი ხუთეული

პიროვნების თვისებების ყველაზე პოპულარული კლასიფიკაციის სისტემა -


დიდი ხუთეულის პიროვნების მოდელი - განასხვავებს პიროვნების ხუთ
მახასიათებელს: ნეიროტიზმს, ექსტრავერსიას, კეთილგანწყობას,
კეთილსინდისიერებასა და ახალი გამოცდილებისადმი ღიაობას.
თავდაპირველად, ეს ნიშნები აღიქმებოდა, როგორც უნიტარული
კონსტრუქტები . შემდეგ კოსტამ და მაკკრეიმ (1992) შემოგვთავაზეს პიროვნების
თვისებების ორდონიანი სტრუქტურა, სადაც თითოეული დომეინი იყოფა ექვს
ასპექტად. თუმცა, ზოგიერთი კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ
გადაწყვეტილებას და აჩვენებს, რომ შესაძლოა არსებობდეს პიროვნების
იერარქიის უფრო მეტი დონე . დიდი ხუთეულის ასპექტები სასარგებლოა
თითოეული ტიპის ნარცისიზმის ბუნების უკეთ გასაგებად.

ნეიროტიზმი

ნეიროტიზმის ფარგლებში, დეიუნგმა (2007) გამოყო ორი ფაქტორი,


სახელწოდებით არასტაბილურობა და შეწყვეტა. არასტაბილურობა მოიცავს
ემოციურ ლაბილობას, გაღიზიანებას, ბრაზს და ემოციური იმპულსების
კონტროლის სირთულეს. ის დაკავშირებულია საფრთხეებზე აქტიურ
რეაგირებასთან, რაც იწვევს უარყოფითი აფექტის გარეგან გამოხატვას
(DeYoung, 2015, გვ. 33–58). შეწყვეტა ასახავს პასიურ აცილებას, გაზრდილ
დეპრესიას, დაუცველობას, შფოთვას და შინაგანად მიმართულ ნეგატიურ
ეფექტს (DeYoung, 2015, გვ. 33–58) არსებული ლიტერატურა ცხადყოფს, რომ
21
მოწყვლადი ნარცისიზმი დადებითად არის დაკავშირებული ფენომენების იმ
ფართო სპექტრთან, რომელიც დაკავშირებულია ნეგატიურ ემოციურობასთან,
მათ შორის, შფოთვასა და დეპრესიასთან, (Miller et al.,, 2011, გვ. 1013 -
1042)მაგრამ ასევე ბრაზსა და აგრესიულობასთან (Johar & Krizan, 2014)

ექსტრავერსია

ექსტრავერსიის შემთხვევაში, დეიუნგიმა (2007) გამოავლინა ორი ფაქტორი:


თავდაჯერებულობა და ენთუზიაზმი . გრანდიოზული ნარცისიზმი შეიძლება
დაკავშირებული იყოს ექსტრავერსიის ორივე ასპექტთან, ისევე, როგორც
თავდაჯერებულობასთან. გრანდიოზული ნარცისიზმის მთავარი
მახასიათებელია სოციალური დომინანტურობა, თავდაჯერებულობის
ძირითადი მახასიათებელი. აღმოჩნდა, რომ გრანდიოზული ნარცისიზმის
მქონე პირები უფრო თავდაჯერებულები და დომინანტები არიან
ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. (Pincus et al., , 2014, გვ. 439-443).
პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ თავდაჯერებულ თვითპრეზენტაციის
ტაქტიკასა და აგრესიას. (Miller et al.,, 2011, გვ. 1013 - 1042)უფრო მეტიც,
თავდაჯერებულობის ქვესკალას ჰქონდა გრანდიოზული ნარცისიზმთან
ყველაზე ძლიერი კორელაცია (r = 0.63) ექსტრავერსიის ასპექტებს შორის (Miller
et al.,, 2011, გვ. 1013 - 1042) გარდა ამისა, გრანდიოზული ნარცისიზმი
ასოცირდება კეთილდღეობის მაღალ დონესთან და პოზიტიურ
ემოციურობასთან, რაც მიუთითებს დადებით კავშირზე ენთუზიაზმის
ასპექტთან. თუმცა, ეს უკანასკნელი ასევე მოიცავს კომუნიკაბელურობას,
როგორც თბილ და მეგობრულ ურთიერთქმედებას, რაც არ არის
დამახასიათებელი ნარცისებისთვის.

მოწყვლად ნარცისიზმში მაღალი ქულების მქონე ინდივიდები ავლენენ დაბალ


პოზიტიურ აფექტს, მჭიდრო ურთიერთობების თავიდან აცილებას. (Miller et

22
al.,, 2011, გვ. 1013 - 1042) ეს დასკვნები მიუთითებს საკმაოდ დაბალ
ენთუზიაზმზე დაუცველ ნარცისებს შორის. ასევე არსებობს გარკვეული
დებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მოწყვლადი ნარცისები დაბალ
ქულას იღებენ თავდაჯერებულობაში. ლანინმა (2014) აღმოაჩინა, რომ
მოწყვლადი ნარცისები უფრო მეტად გამოხატავენ თავიანთ აზრსა და
დამოკიდებულებას, როდესაც დაბალია პასუხისმგებლობა მათ ქმედებებზე,
მაგალითად, როდესაც შეიძლება შედარებით ანონიმური დარჩნენ. უფრო
მეტიც, მოწყვლად ნარცისებს აქვთ უმწეობისა და მათ ცხოვრებაზე მცირე
გავლენის ქონის განცდა .

კეთილგანწყობა

ამ დომეინში, ორი ასპექტი იყო აღწერილი (DeYoung, 2015, გვ. 33–


58)თანაგრძნობა (სხვებთან ემოციური კუთვნილება და შედარებით
ავტომატური ემოციური პროცესები, მათ შორის თანაგრძნობა, ზრუნვა და
სხვების მიმართ ზრუნვა) და თავაზიანობა (სხვათა საჭიროებებისა და
სურვილების გათვალისწინება და პატივისცემა, დაბალი მიდრეკილება
კონკურენტული დამოკიდებულების მიმართ, თანამშრომლობის ნაკლებობა და
უხეშობა და აგრესიულობა). გრანდიოზულ ნარცისებს აქვთ გაბერილი
თვითშეფასება, არიან ამპარტავნები და ტრაბახები და ნაკლებად აფასებენ
სხვებს (Campbell, 2011, გვ. 390-428). მიუხედავად იმისა, რომ სხვების მიმართ
თანაგრძნობისა და თანაგრძნობის ნაკლებობა მიჩნეულია გრანდიოზული
ნარცისიზმის ძირითად მახასიათებლებად, ამის შესახებ ემპირიული
მონაცემები იძლევიან საკმაოდ შერეულ შედეგებს. აღმოჩნდა, რომ მოწყვლადი
ნარცისიზმი დაკავშირებულია თანაგრძნობის დაბალ დონესთან. უფრო მეტიც,
ვარაუდობენ, რომ გრანდიოზული ნარცისიზმის მქონე პირები შეიძლება იყვნენ
ანტაგონისტები სტატუსთან და დომინირებასთან დაკავშირებული მიზეზების
გამო, ხოლო მოწყვლადი ნარცისიზმის მქონე პირები შეიძლება მოიქცნენ
მტრულად და დაუნდობლად, გაძლიერებული ემოციური დისრეგულაციის

23
გამო. სინამდვილეში, შესაძლებელია, რომ მოწყვლადი ნარცისები უფრო მეტად
მალავენ ნეგატიურ ემოციებს და კეთილგანწყობილნი არიან სხვების მიმართ,
რათა არ იყვნენ სხვების მიერ გაკრიტიკებულნი .

ახალი გამოცდილებისადმი ღიაობა

ახალი გამოცდილებისადმი ღიაობა დაკავშირებულია კრეატიულობასთან,


იმპლიციტურ სწავლასთან და სენსორულ გამოცდილებაში შაბლონების
ავტომატურ გამოვლენასთან (DeYoung, 2015, გვ. 33–58). მრავალრიცხოვანმა
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გრანდიოზული ნარცისები მიდრეკილნი არიან,
გადაჭარბებულად შეაფასონ თავიანთი პოზიტიურ თვისებები, განსაკუთრებით
კი ისეთ სფეროში, როგორიცაა კოგნიტური შესაძლებლობები.არსებული
მონაცემები აჩვენებს დადებით კავშირს გრანდიოზულ ნარცისიზმსა და
ინტელექტს შორის. (Zajenkowski et al.,, 2016) როდესაც საქმე ახალი
გამოცდილებისადმი ღიაობას ეხება, არ არსებობს თეორიული ან ემპირიული
მიზეზები, რომელიც მას დააკავშირებს გრანდიოზულ ნარცისიზმთან.
მოწყვლადი ნარცისიზმი ასოცირდება ისეთ ცვლადებთან, როგორიცაა
ნეიროტიზმი.

კეთილსინდისიერება

კეთილსინდისიერების ორი ფაქტორი იყო იდენტიფიცირებული,


შრომისმოყვარეობა (მიღწევების მოთხოვნილება, თვითდისციპლინა და
ეფექტიანად მუშაობის ტენდენცია ყურადღების გაფანტვის გარეშე) და
მოწესრიგებულობა (სისუფთავე, პერფექციონიზმი და წესებისადმი
ყურადღება); არსებული მონაცემები არ აჩვენებს რაიმე მნიშვნელოვან კავშირს
კეთილსინდისიერებასა და ნარცისიზმს შორის.

2019 წლის კვლევაში, რომელიც ჩაატარეს მარჩინ ზაიენკოვსკიმ და კინგა


შიმანიაკმა, რათა ეკვლიათ დიდი ხუთეულის თვისებებისა და ნარცისიზმის

24
კავშირი, მონაწილეობა მიიღო 437-მა ცდისპირმა, მათგან 270 იყო მდედრობითი
სქესის და ისინი შეირჩნენ სოციალური ქსელების მეშვეობით. საშუალო ასაკი
იყო 23 წელი, მათ შეავსეს რამდენიმე კითხვარი. შედეგებმა აჩვენებს დიდი
განსხვავება პიროვნების მახასიათებლებსა და ნარცისიზმს შორის.
კორელაციები არც ისე მაღალი აღმოჩნდა მოწყვლადი ნარცისებისა და
ნეგატიური ემოციების მიმართებაში, თუმცა დადებითი იყო გრანდიოზულ
ნარცისიზმისა და შფოთვის დაბალი დონის კავშირი. (Marcin Zajenkowski et al.,,
2018)

1.5 სოციალური ქსელების მოხმარება

1.6 ინტერნეტის გამოყენება

ინტერნეტი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ის სწრაფად


ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ინტერნეტის მეშვეობით ადამიანებს შორის
გეოგრაფიული ბარიერები მოიხსნა და ბევრი რამ მეტად ეფექტური გახდა. მისი
ეფექტურობა კი იწვევს ადამიანების გაზარმაცებას და ზოგჯერ მის ხშირ
მოხმარებასაც. ინტერნეტის ჭარბ მოხმარებას ვხვდებით ახალგაზრდებში,
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამომწვევი ფაქტორების
შესწავლა. პანდემიის შედეგად, ხალხისთვის ინტერნეტი პრობლემების
გადაჭრის აუცილებელ ინსტრუმენტად იქცა, თუმცა მხედველობაში უნდა
ვიქონიოთ სხვა ფაქტორებიც. (Chen and Wu, 2022, pp. 2525-2530)

ტერმინი "ინტერნეტდამოკიდებულება" პირველად გამოიყენა დოქტორმა ივან


გოლდბერგმა 1995 წელს. (Goldberg, 1995.) იგი გამოიყენა ინტერნეტის იმგვარი
გადაჭარბებული გამოყენების აღსაწერად, რომელიც ადამიანის ყოველდღიურ
ცხოვრებაში ევა და იწვევს უარყოფით შედეგებს, დამოკიდებულების სხვა
ფორმების მსგავსად.

25
ფსიქოლოგები საუბრობენ ინტერნეტდამოკიდებულების გავლენის შესახებ
ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. პანდემიამდე, მსოფლიო
ახალაგაზრდობა მიეჯაჭვა მობილურ ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ
მოწყობილობებს. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტის
მომხმარებელთა დაახლოებით 25% აკმაყოფილებს ინტერნეტ
დამოკიდებულების კრიტერიუმებს ინტერნეტით სარგებლობის პირველ ექვს
თვეში. ინტერნეტდამოკიდებულების აშლილობის (IAD) გავრცელება
მსოფლიოში 6% არის, ახლო აღმოსავლეთი 10,9%, ჩრდილოეთ ამერიკა 8%, აზია
7.1%, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპა 6.1%, ოკეანია 4.3%, ხოლო ჩრდილოეთ
და დასავლეთ ევროპას 2,6% უკავია. ეს მაჩვენებლები მიუთითებს იმაზე, რომ
მრავლად არიან ინტერნეტ დამოკიდებულების მქონე ახალგაზრდები
მსოფლიოში და ეპიდემიის განსაკუთრებულმა გარემოებებმა, დიდი
ალბათობით, გამოიწვია კიდეც ამ ფენომენის გამწვავება. (Biondi et al.,, 2023)

ბერდი, „კიბერფსიქოლოგიისა და ქცევის“ ავტორი, განმარტავს ინტერნეტ


დამოკიდებულებას, ფსიქოლოგიური თვალთახედვიდან. წიგნში ნათქვამია,
რომ ინტერნეტდამოკიდებულების კლასიფიკაციისთვის, უნდა ვხვდებოდეთ
სხვადასხვა კრიტერიუმს. (Beard & Wolf, 2001 , pp. 377-383)

 ჩაფლულია ინტერნეტში (ხშირად ფიქრობს ინტერნეტის გამოყენების


წინა და მომდევნო სესიებზე)
 ინტერნეტის გამოყენების ძლიერი მოთხოვნა და კიდევ უფრო მეტი
დროის გატარების სურვილი კმაყოფილების მისაღებად
 ინტერნეტის გამოყენების კონტროლის წარუმატებელი მცდელობები
 ონლაინ დარჩენა იმაზე მეტხანს, ვიდრე ჩაფიქრებული ჰქონდა

26
 ნეგატიური შეგრძნებების აღმოცენება, როდესაც ცდილობს რომ არ
გამოიყენოს ინტერნეტი ან შეამციროს მისი მოხმარება
 ინტერნეტ მოხმარება პიროვნებას საფრთხეს უქმნის პირად
ურთიერთობებში
 მოუტყუებია ოჯახის წევრები ან მენტორი, რათა დაემალა ფაქტი, რომ
ონლაინ იყო.
 ინტერნეტის მოხმარება პრობლემებისგან და უარყოფითი ემოციებისგან
გასათავისუფლებლად, მათგან გასაქცევად.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე, არ იქნება უჩვეულო,


ადამიანებმა იფიქრონ, რომ მისი დარღვევა სავსებით ნორმალურია.
მაგალითად, ინტერნეტში იმაზე დიდხანს ყოფნისას, ვიდრე თავდაპირველად
იყო დაგეგმილი, ადამიანებს შეუძლიათ უბრალოდ თქვან, რომ დაავიწყდათ.
გარდა ამისა, როცა ადამიანებს ღამით საკმარისად არ სძინავთ, ადანაშაულებენ
არა ინტერნეტს, არამედ საკუთარ თავს. ეს არის იგნორის ერთ-ერთი სახე.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ძირითადი ფაქტორები,


რომლებიც გავლენას ახდენენ ინტერნეტ დამოკიდებულებაზე. დროთა
განმავლობაში, თვითკონტროლი მნიშვნელოვანი საკითხი გახდა ინტერნეტ
ქცევაზე დამოკიდებულების დროს, რადგან ადამიანებისთვის ძალიან ადვილია
წესების დარღვევა და გადალახვა. ეს იმიტომ ხდება, რომ თვითკონტროლი არის
პირადი ქცევის შეკავების უნარი სხვადასხვა სიტუაციაში. თვითკონტროლის
ქონა და განვითარება კი უმნიშვნელოვანესია ინტერნეტში გატარებული დროის
კონტროლისთვის.

ასაკი

როდესაც ადამიანები იზრდებიან, მათი ტვინიც მწიფდება. იმ მოსახლეობაში,


რომელსაც არ აქვს თვითკონტროლი, ახალგაზრდა სტუდენტები შესაძლოა
,უფრო მეტად დაექვემდებარონ ინტერნეტდამოკიდებულებას. უნდა

27
აღინიშნოს, რომ გაზრდა არ გვაძლევს ინტერნეტის გამოყენების შემცირების
გარანტიას, ადამიანი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გახდეს
დამოკიდებული და ამის მთავარი მიზეზი შეიძლება, მარტოსულობის განცდა
იყოს.

გენდერი

გენდერული განსხვავებები ინტერნეტის მოხმარებაში ფართოდ არის


შესწავლილი და გარკვეული მტკიცებულებების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ
მამაკაცებს უფრო პრობლემური ინტერნეტ ადიქცია აქვთ, ქალებთან
შედარებით. ეს შეიძლება იხსნებოდეს იმ სხვადასხვა მიზეზით, რის გამოც
თითოეული სქესი იყენებს ინტერნეტს. მამაკაცები მას ხშირად იყენებენ
გასართობი მიზნებისთვის, როგორიცაა თამაში, წარმატების ძიება და პირადი
მიღწევები. ქალები, თავის მხრივ, უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს
კომუნიკაციისთვის და ექცევიან თავიანთი მეგობრების გავლენის ქვეშ.

მამაკაცები უფრო მეტად ეყრდნობიან თანატოლების აზრს და ნაკლებად ეწევიან


სოციალურ აქტივობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მარტოობის განცდა.
შესაბამისად, მამაკაცებს უფრო მეტად უვითარდებათ
ინტერნეტდამოკიდებულება (IA). კვლევები, რომლებიც იკვლევენ გენდერულ
განსხვავებებს IA-ში, თვითშეფასებასა და აკადემიურ მისწრაფებებში,
მიუთითებენ, რომ IA მჭიდროდ არის დაკავშირებული მამაკაცებში
თვითშეფასებასთან, რადგან მათ განვითარებაზე გავლენას ახდენს
დამოუკიდებლობა, ავტონომია და პიროვნული მიღწევა. (Mari et al., , 2023)

1.7 ადიქცია თუ პრობლემური მოხმარება


ინტერნეტდამოკიდებულების მკაფიო აშლილობად კლასიფიკაცია კვლავ
განხილვის საგანია ფსიქოლოგიის სფეროში. ფსიქიკური აშლილობის
დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო (DSM-5), რომელიც
ფართოდ გამოიყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის

28
დიაგნოსტირებისთვის, ამჟამად არ ცნობს ინტერნეტ დამოკიდებულებას
ოფიციალურ აშლილობად. (American Psychiatric Association, 2013)

ფორმალური აღიარების არარსებობის მიუხედავად, ბევრი მკვლევარი და


კლინიცისტი აღიარებს, რომ ინტერნეტის პრობლემურ მოხმარებას შეუძლია
უარყოფითი გავლენა მოახდინოს ინდივიდების სიცოცხლესა და
კეთილდღეობაზე. ისინი ხშირად იყენებენ ტერმინებს, „ინტერნეტის
პრობლემური მოხმარება“ ან „ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარება“ ამ
ფენომენის აღსაწერად.

ამ პირებმა შეიძლება გამოავლინონ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა :


სოციალური მედიით გატაცება, მისი გამოყენების შემცირების ან კონტროლის
წარუმატებელი მცდელობები, როდესაც არ იყენებენ სოციალურ მედიას,
უგულებელყოფენ სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს და განიცდიან ნეგატიურ
გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. (American
Psychiatric Association, 2013)

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დამოკიდებულების კონცეფცია


ტრადიციულად ეხება ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ნარკოტიკები ან
ალკოჰოლი და მათ ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას სხეულზე. ქცევითი
დამოკიდებულებით, როგორიცაა აზარტული თამაშების აშლილობა,
დამოკიდებულების ელემენტი მდგომარეობს თავად ქცევაში და არა
ნივთიერებაში. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ზოგიერთმა პირმა
შეიძლება განავითაროს დამოკიდებულების მსგავსი ქცევები, რომლებიც
დაკავშირებულია სოციალურ მედიასთან, ონლაინ ინტერაქციის
დაჯილდოების და მასტიმულირებელი ბუნების, იძულებითი გამოყენების
პოტენციალის გამო.

საჭიროა შემდგომი კვლევები, მისი დიაგნოსტიკური კრიტერიუმებისა და


ფორმალური დამოკიდებულების კლასიფიკაციის გასარკვევად.

29
1.8 სოციალური ქსელები
სოციალური ქსელები 21-ე საუკუნის განუყოფელი და თანმდევი ნაწილია. მისი
მოხმარება ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილს იკავებს, თუმცა ეს
აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს მიდრეკილება აქვს სოციალური
ქსელების პრობლემური გამოყენებისადმი.

სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარება გულისხმობს ისეთ ქცევით


პატერნს, რომლის შემდეგაც ინდივიდებს უარყოფითი შედეგები უდგებათ ან
უყალიბდებათ ამ პლატფორმების კომპულსიურად გამოყენების სურვილი.
(Ryan et al.,, 2014, pp. 133-148)ამ დროს პიროვნება დროის შეგრძნებას კარგავს,
ერთვება ვირტუალურ აქტივობებში და აიგნორებს ცხოვრების სხვა
მნიშნელოვან ასპექტებს. (Kuss, ., & Griffiths., 2017, p. 311)

სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარება შეიძლება გამომჟღავნდეს


მრავალი ფორმით: მუდმივად სიახლეების შემოწმებით, შფოთვისა და
დისტრესის განცდით, თუ პიროვნება ვერ შედის, პასუხისმგებლობებისა და
ურთიერთოებების თავის არიდებით და სოციალური მედიის დაცვით
მექანიზმად გამოყენებით ემოციური სირთულეების დროს. (Kuss, ., & Griffiths.,
2017, p. 311)

ამ ყველაფერს კი გავლენა აქვს ინდივიდის მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც


შემდგომში იწვევს შფოთვას, დეპრესიას, მარტოსულობის განცდასა და დაბალ
თვითშეფასებას. (Weinstein et al.,, 2015, pp. 4-9)

სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების ახსნას სხვადასხვა თეორიული


მოდელით ცდილობენ. ამ თეორიული მოდელების უმრავლესობა კლინიკურ
თვალთახედვას ეფუძნება, მაშინ როცა ბიოფსიქოსოციალური მოდელი
მოისაზრებს ქცევით კომპონენტსაც. (MD, 2013) ბიოფსიქოსოციალური
მოდელის თანახმად, სოციალური მედიის პრობლემურ მოხმარებას ახასიათებს
შემდეგი სიმპტომები: (Griffiths, 2005, pp. 191–197)

30
 ცვლილებები გუნება-განწყობაში
 პიროვნება მთლიანად მოცულია სოციალური ქსელების გამოყენებით
 ტოლერანტობა (ზრდის დროს)
 ნეგატიური სიმპტომები (ნეგატიური განცდები, შფოთვა)
 კონფლიქტურობა
 რეციდივი

დღევანდელობაში, ინტერნეტისა და ტექნოლოგიური საშუალებების მარტივი


ხელმისაწვდომობით, მრავალი ასაკობრივი ჯგუფის ინდივიდებს შეუძლიათ
ეფექტურად გამოიყენონ სოციალური მედია. სოციალური მედიის
აპლიკაციების მოხმარება ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი
გახდა. ინტერნეტის ჯანსაღი მოხმარება ეხმარება ინდივიდებს შეიძინონ
მრავალი უნარები, როგორიცაა კითხვა, წერა, შერჩევა და კლასიფიკაცია
ინფორმაციის შეგროვებისას. მეორე მხრივ, ინტერნეტის უკონტროლო
მოხმარებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ინდივიდის ფიზიკურ,
გონებრივ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებაზე . ქცევითი
დამოკიდებულება, რომელიც განისაზღვრება, როგორც იმპულსისთვის
წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა და მოქმედების განხორციელების
სტიმული, რომელიც ზიანს აყენებს ამ ადამიანს ან სხვებს, მოიცავს
დამოკიდებულების ტექნოლოგიურ ტიპებს, როგორებიცაა: ინტერნეტი,
სმარტფონი, თამაში და სოციალური მედიის დამოკიდებულება . 2018 წელს
ინტერნეტისა და სოციალური მედიის მომხმარებელთა სტატისტიკა
იტყობინება, რომ გლობალურად, მთლიანი მოსახლეობის 42% იყენებს
სოციალურ მედიას. გარდა ამისა, გლობალურად 2,95 მილიარდ ადამიანს აქვს
წვდომა სოციალურ მედიაზე მხოლოდ სმარტფონების საშუალებით. ამავე
ანგარიშის მიხედვით, დღეში 9 მილიონი ადამიანი ინტერნეტშია. სოციალური
მედიის ინსტრუმენტებს, როგორიცაა Facebook და Myspace, რომლებსაც
შეუძლიათ ადამიანების დაკავშირება და აზრების გაზიარების შესაძლებლობა,

31
უპირატესობას ანიჭებენ მილიონობით მომხმარებელს და ეს პლატფორმები
იზიდავენ მომხმარებლებს სხვადასხვა გზით . (Aydin et al.,, 2021, pp. 450-480)

ზოგადად, დამოკიდებულების ტერმინოლოგია ფიზიოლოგიური


მნიშვნელობით გამოიყენება ლიტერატურაში. DSM-IV-ის მიხედვით, რაიმე
ნივთიერების ან სტიმულატორის პათოლოგიური მოხმარება/ბოროტად
მოხმარება არ არის განსაზღვრული, როგორც დამოკიდებულება. ამის ნაცვლად,
ინტერნეტდამოკიდებულების კონცეფცია აღწერილია, როგორც „ინტერნეტის
პრობლემური/პათოლოგიური მოხმარება“ (Davis, 2001, pp. 187–195).
ინტერნეტის პრობლემური გამოყენების სიმპტომები და, შესაბამისად,
სოციალური მედიის დამოკიდებულების, რომელიც არის
ინტერნეტდამოკიდებულების ქვეკატეგორია, შეიძლება ჩამოვთვალოთ
შემდეგნაირად: ინტერნეტის მზარდი და გახშირებული მოხმარება, მოტყუება
მოხმარების რაოდენობისა და ხანგრძლივობის შესახებ, გონება, რომელიც
მუდმივად ფიქრობს ინტერნეტითსა და მის ელემენეტებზე, ინტერნეტის
მოხმარება პრობლემების თავიდან ასაცილებლად და მუდმივი გამოყენების
დემონსტრირება, მაშინ როდესაც ინდივიდმა იცის ინტერნეტის
გადაჭარბებული გამოყენების შედეგები. სხვა ქცევითი ეფექტები შედგება
ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევებისგან, მზარდი სტაგნაციისგან,
უძილობისა და ბრაზისგან. შესაბამისად, სოციალურმა ეფექტებმა შეიძლება
გამოიწვიოს პროფესიული და გასართობი აქტივობების შემცირება ან გაქრობა,
ასევე სოციალური იზოლაცია (Balci & Gulnar, 2009, pp. 5-22)

ტექნოლოგიებისა და ისეთი ინსტრუმენტების მზარდმა მოხმარებამ,


როგორიცაა ინტერნეტი, სოციალური მედია, სმარტფონები და ციფრული
თამაშები ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია.
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს სპეციფიკური ტიპები დადებითად არის
დაკავშირებული დეპრესიასთან. (Young , Rodgers., 2009, pp. 25–28)სოციალური
მედიის პრობლემური მოხმარება შეიძლება განისაზღვროს, როგორც

32
ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ტიპი, რომელიც ვითარდება კოგნიტური,
გრძნობითი და ქცევითი პროცესების მეშვეობით და იწვევს სოციალურ,
აკადემიურ ან პროფესიულ ნეგატიურ შედეგებს ინდივიდის ცხოვრებაში.
(Caplan, 2005, pp. 721–736) DSM-5 ხაზს უსვამს მას, როგორც გავრცელებულ და
სერიოზულ სამედიცინო დარღვევას. ინტერნეტისა და სოციალური მედიის
გადაჭარბებული ან პრობლემური მოხმარება განისაზღვრება, როგორც მასზე
მინიმუმ 8,5 საათის დახარჯვა კვირაში. კვირაში 21,5 საათის ონლაინ გატარება
ინტერნეტით და სოციალური მედიის გამოყენებით ითვლება დარღვევად (Yang
, Tung ., 2007, pp. 80-96). მან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სოციალური და
ფსიქოლოგიური პრობლემები და პიროვნების ცხოვრების გაუარესება
სოციალური მედიის გადაჭარბებული და უკონტროლო გამოყენების გამო.
თუმცა, არსებობს სხვადასხვა სირთულეები პრობლემური გამოყენების
იდენტიფიცირებისას. ბავშვები და ახალგაზრდები იბადებიან და არსებობა
უწევთ იმ სამყაროში, სადაც ინტერნეტი და სოციალური მედია ადვილად
ხელმისაწვდომია და მათ აქვთ ამ ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების
უნარი. მკვლევარებმა მიაღწიეს შემდეგ მნიშვნელოვან დასკვნებს ამ ასაკობრივ
ჯგუფში: ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ინტერნეტის გარეშე სამყაროში და
შემდეგ ისწავლეს მისი მოხმარება, უფრო მეტად გახდნენ დამოკიდებულები
სოციალურ მედიაზე ვიდრე, ისინი ვინც დაიბადნენ ინტერნეტ ერაში. (Unlu,
2018, გვ. 161–172.).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ხაზს უსვამს დამოკიდებულებას,


განურჩევლად სახისა, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთო
აშლილობას, რომლის დროსაც პიროვნებას თან სდევს მუდმივი სევდა,
რომელსაც თან ახლავს ინტერესის დაკარგვა იმ აქტივობების მიმართ,
რომლებიც ჩვეულებრივ სიამოვნებას ანიჭებდა. ეს უნდა გრძელდებოდეს
მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში (WHO, 2017). სოციალური მედიის
პრობლემურმა მოხმარებამ, რომელიც გავრცელებულია ბავშვებში,

33
ახალგაზრდებსა და მოზრდილებში, შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები
ინდივიდუალურ და სოციალურ სფეროებში. Ozturk (2002) აღწერს დეპრესიას,
როგორც ღრმა მდგომარეობას ,ზოგჯერ სევდიანი და დეპრესიული განწყობით.
დეპრესიის სიმპტომები შეინიშნება იმ პირებში, რომლებიც დიდ დროს
ატარებენ სოციალურ მედიაში და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.
მოზარდობიდან ზრდასრულობამდე გადასვლა არის პერიოდი, როდესაც
ინდივიდი იდენტობის ძიების გათვალისწინებით დაბნეულ მდგომარეობაშია.
დეპრესიის სიმპტომებია: სევდის შეგრძნება, ცრემლიანობა; სიამოვნების ან
ნორმალური აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვა, უვარგისობის ან
დანაშაულის გრძნობა, გაღიზიანების , შფოთვის , დაძაბულობის შეგრძნება,
ემოციურად რეაგირების უუნარობა, გაშეშების გრძნობა, ენერგიისა და
მოტივაციის დაკარგვა, აზრებისა და მოძრაობების შენელება, კონცენტრაციის
და ყურადღების გაძნელება, ბიოლოგიური ნიშნები: დარღვეული ძილი, მადის
დაქვეითება და სექსუალური სურვილების დაკარგვა. (აბდუშელიშვილი,
2021)სოციალურ-დემოგრაფიულ კვლევებში აღნიშნულია, რომ ასაკთან
დაკავშირებულ კვლევებში, დეპრესია ვლინდება ადრეულ ზრდასრულ ასაკში
(20 წლის ბოლოს) (Bagdacicek, 2009).

გარდა ამისა, დეპრესიას ვხვდებით სოციალური მედიის პრობლემური


გამოყენების მქონე პირებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური
მიზეზების გამო. შედეგად, 10-დან 19 წლამდე მოზარდები განიცდიან უეცარ
ცვლილებებს ემოციებში, აზრებსა და სოციალურ ურთიერთობებში. მეორეს
მხრივ, მოზარდები განიცდიან სოციალურ დისტანციას, ინტერესისა და
აქტივობის დაქვეითებას და მეგობრული ურთიერთობების გაუარესებას. გარდა
ამისა, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა მნიშვნელოვნად არის
დაკავშირებული ინტერნეტის ჭარბ მოხმარებასთან. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ
დეპრესიის მქონე პირები უფრო ხშირად არიან ინტერნეტში სოციალური
დახმარებისთვის. გარდა ამისა, წინა კვლევები აჩვენებს, რომ სოციალური

34
მხარდაჭერის საჭიროების დაკმაყოფილების ტენდენცია გადადის
ტრადიციული გზიდან ვირტუალურ გზაზე, სოციალური მედიის
პლატფორმების გამოყენებით, რაც ანგრევს პირისპირ სოციალურ
ურთიერთობებს (Aydin et al.,, 2021)

ყოველდღიურ ცხოვრებაში, ტექნოლოგიებისა და მისი ისეთი საშუალებების


ჭარბი მოხმარება, როგორიცაა ინტერნეტი, სოციალური მედია, სმარტფონები
და ციფრული თამაშები, გადამწყვეტ როლს თამაშობს ტექნოლოგიებთან
დამოკიდებულებაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. კვლევები
ადასტურებს, რომ მათ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში იყენებდა სოციალურ
მედიას, მაღალი ქულა ჰქონდათ სოციალური მედიის პრობლემური
გამოყენების სკალაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოციალურ მედიას დიდი
ადგილი ეკავა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და უარყოფითად აისახა მათ
ცხოვრებაზე. იმის გამო, რომ ინტერნეტი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი
ნაწილი ხდება, სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება, სავარაუდოდ,
თანდათან გაიზრდება. სოციალური მედიის ინსტრუმენტების გადაჭარბებული
მოხმარება იწვევს სხვადასხვა რისკებს ფსიქოლოგიური, ფიზიკური და
სოციალური ასპექტების თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ იწვევს
პრობლემებს ინდივიდების სოციალურ ფუნქციონირებაში. სოციალურ
მედიაზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფში, ყველაზე მეტად
მოზარდები არიან. აუცილებელია ჯანმრთელობის დიფერენციალური
პოლიტიკის გათვალისწინება „ციფრული ეპოქის“ ფუნქციონალურ
ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ ტიპის ქცევითი დამოკიდებულების
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, უნდა
შეიქმნას შესაბამისი სარეაბილიტაციო და დიაგნოსტიკური ცენტრები.
ამავდროულად, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა და სოციალური გარემოს
ნაკლებობა ინდივიდების სოციალური მედიის ინსტრუმენტებზე
ორიენტირებისას, იწვევს ასეთ დამოკიდებულებებს. ამიტომ, ოჯახის

35
დინამიკის გასაძლიერებლად უნდა მოეწყოს საოჯახო ჯგუფის კვლევები,
ოჯახური თერაპია და სემინარები, საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს
ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ.

(Aydin et al.,, 2021)

მოზარდები- არსებობს მრავალი კვლევა, რომლებმაც აჩვენეს, რომ სოციალური


მედიის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა
მოახდინოს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, სხვა
კვლევებმა აჩვენეს, რომ სოციალური მედიის გადაჭარბებული მოხმარება
შეიძლება, დაკავშირებული იყოს სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და დაბალი თვითშეფასება .
მალაიზიის კონტექსტში, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა მნიშვნელოვანი
კორელაცია სოციალურ მედიის მოხმარებასა და დეპრესიას, შფოთვასა და
სტრესს შორის, კუანტანის ბაკალავრიატის მედდის სტუდენტების კველვაში.
კვლევები აღწერს, რომ მოზარდებს შეუძლიათ განიცადონ უარყოფითი
ემოციები სოციალურ მედიაში, როგორიცაა შფოთვა სხვებისგან დამტკიცებისა
და დადასტურების საჭიროების გამო, სევდიანი შინაარსის ზემოქმედება და
მეგობრების უარყოფითი კომენტარები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება.

მოზარდებში სოციალურ მედიაზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად არის


დაკავშირებული დეპრესიასთან და სუიციდურ აზრებთან. არსებობს ვარაუდი,
რომ სუიციდური იდეები განპირობებულია სოციალური მედიით და
დეპრესიით. ბრუნბორგმა და ანდრეასმა (2016) ასევე მხარი დაუჭირეს ამ
აღმოჩენას, როდესაც მათ აღმოაჩინეს კავშირი სოციალურ მედიაში გატარებულ
დროს და დეპრესიის გაზრდილ სიმპტომებს შორის მოზარდებში. თუმცა,
ბრუნბორგმა და ანდრეასმა (2016) განმარტეს, რომ ეს კორელაცია მხოლოდ
მოკრძალებულია. სისტემურმა მიმოხილვამ განაცხადა, რომ დახარჯული დრო,

36
აქტივობა, ინვესტიცია და დამოკიდებულება სოციალურ მედიაზე გავლენას
ახდენს მოზარდებში დეპრესიაზე, შფოთვაზე და ფსიქოლოგიურ დისტრესზე .
გარდა ამისა,ვარაუდობენ, რომ კონკრეტული დამოკიდებულებები ან ქცევები,
როგორიცაა სოციალური შედარება, სოციალური მედიის აქტიური ან პასიური
მოხმარება, სოციალური მედიის გამოყენების მოტივები, ალბათ უფრო დიდ
გავლენას ახდენს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე, ვიდრე სოციალური
მედიის გამოყენების სიხშირე ან ონლაინ მეგობრების რაოდენობა.

ერთი განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევა, „ჰიკიკომორი“ (hikikomori) არის


ახალი ფენომენი, რომელიც გახდა მკვლევარების შეშფოთების მიზეზი.
ახალგაზრდები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ თავიანთ ოთახებში,
გადაჭარბებულად იყენებენ ინტერნეტს და აქვთ მინიმალური სოციალური
კონტაქტები, გარდა ონლაინ ქსელებით კონტაქტისა.ეს არის იაპონური
ტერმინი, რომელიც მიუთითებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ნებაყოფლობით
ცხოვრობენ სახლში და არ ტოვებენ მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში,
(Heinze and Thomas., 2014, pp. 151-169.); აღსანიშნავია, რომ ჰიკიკომორის
არსებითი მახასიათებელია თვითიზოლაცია პირისპირ სოციალური
ურთიერთობების სურვილის არ ქონის გამო. ასეთი მდგომარეობა არის
სოციალური დისოციაციური პრობლემების ფართო სპექტრის ნაწილი,
რომელიც იწყება შემცირებული სოციალური როლებით და შეიძლება
გადაიზარდოს სკოლაში, სამსახურში, სხვადასხვა მოვალეობებზე უარის
თქმამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი პირველად აღიწერა იაპონიაში,
უამრავი შემთხვევა არის აღწერილი მთელი მსოფლიოს გარშემო (მაგ.
ესპანეთში, აშშ-ში და იტალიაში;) გადახრის ეს უკიდურესი ფორმა შეიძლება
აღმოჩნდეს ისეთი ფსიქიატრიული აშლილობის მახასიათებელი, როგორიცაა
მაგალითად, შიზოფრენია, სოციალური შფოთვითი აშლილობა ან
ამრიდებლური პიროვნების აშლილობა. ეს აშლილობა გავლენას ახდენს
ძირითადად მოზარდებზე ან მოზარდებზე, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი

37
მშობლების სახლებში; ერთის მხრივ, ისინი უარს ამბობენ მშობლებთან ან
ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაზე, მეორეს მხრივ კი დღეში 12 საათზე მეტს
ატარებენ კომპიუტერთან, იყენებენ როგორც თამაშებს, ასევე სოციალურ
ქსელებს კომპიუტერის მეშვეობით. ამიტომ, ასეთი პიროვნებები ინტერნეტზე
დამოკიდებულების რისკის ქვეშ არიან და მათი მეათედი აკმაყოფილებს კიდეც
შესაბამის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს.

DSM-5-მა შემოიტანა ახალი ტერმინი „ინტერნეტ თამაშების აშლილობა“,


რომლის თანახმადაც ინტერნეტი გამოიყენება ნეგატიური განწყობისგან თავის
დასაღწევად და/ან ნებისმიერი საკუთარი
სოციალური/ინტერპერსონალური/პროფესიული პრობლემის გადასაჭრელად
(APA, 2013). ახალი სოციალური მედიის (ინსტაგრამი, ფეისბუქი, იუთუბი და
ა.შ.) აქტივობა უკვე ჩვილობიდანვე ფართოდ გამოიყენება, რაც კიდევ უფრო
უწყობს ხელს სოციალური მედიის პრობლემური გამოყენების ჩამოყალიბებას.
ინტერნეტზე დამოკიდებულების გავრცელება შეიძლება იყოს (უკვე ან
მომავალში გახდეს) უფრო მაღალი, ვიდრე hikikomori - რომელიც
გავრცელებულია მოსახლეობის დაახლოებით 1-2% (აზიაში). ინტერნეტის
პრობლემური მოხმარება შეიძლება დაიწყოს მოზარდობის ასაკამდე ან მისი
მიმდინარეობის დროს, მაშინ როცა აშკარა hikikomori, როგორც წესი, იწყება
ხოლმე მოგვიანებით მოზარდობის ასაკში. ლიტერატურაში ოთხი ძირითადი
ევრისტიკული მოდელი არსებობს (Malagón-Amor et al.,, 2014); მათ შორის
აღსანიშნავია ჯილდო-დეფიციტის ჰიპოთეზა. მოკლედ რომ მიმოვიხილოთ,
ზოგიერთ ადამიანს, რომელსაც აქვს ნორმალური ბაზალური მგრძნობელობა
ბუნებრივი სტიმულის მიმართ (ანუ ჯილდოს გზების გააქტიურების მაღალი
ბარიერი) დასჭირდება უფრო ინტენსიური სტიმული კარგი შეგრძნებების
მისაღებად და ეძებს უფრო ძლიერ შეგრძნებებს. ამ ადამიანებისთვის კი,
ინტერნეტი შეძლებს რეალურ ცხოვრებასთან შედარებით ბევრად უფრო
ძლიერი სტიმულის მიწოდებას, რაც მათთვის ინტერნეტს გადააქცევს

38
სიამოვნებასთან დაკავშირებულ მიმზიდველ საშუალებად. მიმოხილულია
ნეიროვიზუალიზაციის კვლევები იმ ადამიანებზე, რომლებიც
გადაჭარბებულად მოიხმარენ ინტერნეტს. როგორც სუბსტანციაზე, ასევე
ინტერნეტდამოკიდებულ ადამიანებში, როგორც ჩანს, ხდება ტვინის ისეთი
რეგიონების სტიმულაცია, როგორიცაა ბირთვული ბირთვი და/ან
ორბიტოფრონტალური ქერქი. ავტორთა ცოდნით, არ ჩატარებულა
ნეიროვიზუალიზაციის კვლევა ჰიკიკომორის ინდივიდის გამოსაკვლევად.
ჰიკიკომორი და ინტერნეტის მოხმარება, როგორც ჩანს, ერთმანეთს ემთხვევა
ზოგიერთი მახასიათებლის გამო, როგორიცაა მაგალითად, სირთულეები
ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, ან ნებისმიერი სხვა საქმიანობის მიმართ
ინტერესის დაკარგვა. ვარაუდობენ, რომ ინტერნეტის გადაჭარბებული
გამოყენების პირობები შეიძლება იყოს დისოციაციური პასუხი მტკივნეულ
ემოციურ მდგომარეობებზე.

ასევე, ინტერნეტს ხშირად გამოიყენებენ დისფორიული განწყობისგან


გასაქცევად (Malagón-Amor et al.,, 2014). აქედან გამომდინარე, hikikomori
ინდივიდები შეიძლება იყვნენ ინტერნეტ დამოკიდებულების რისკის ქვეშ;
თუმცა, მისი მოხმარება შეიძლება რეალურად იყოს გარკვეულწილად
მომგებიანი ჰიკიკომორი ადამიანისთვის, რადგან მათ ეძლევათ საშუალება,
შეხვდნენ საერთო ინტერესების და მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს,
რამაც შეიძლება გააუმჯობესოს კიდეც მათი ცხოვრების ხარისხით. ჰიკიკომორი
ადამიანების შემთხვევაში ინტერნეტზე მიმართული ქცევა შეიძლება
ჩაითვალოს მათი იდენტობის ნაწილად (ეგოსინტონური - ანუ ის არ აღიქმება
პრობლემად). ინტერნეტის ჭარბი მოხმარების სხვა შემთხვევებისთვის, ეს
გაზვიადებული ქცევები კი, პირიქით იწვევს ტანჯვას (ეგოდისტონური-
მათთვის აღიქმება პრობლემად)

39
1.9 ნარცისიზმი და სოციალური ქსელები
ნარცისიზმი ფართოდ იქნა შესწავლილი სოციალური ქსელების პრობლემურ
მოხმარებასთან მიმართებაში და, სავარაუდოდ, ის ქმნის კიდეც იდეალურ
გარემოს ნარცისული მიზნებისთვის. კვლევებმა აჩვენა დადებითი კორელაცია
გრანდიოზულ ნარცისიზმსა და სოციალური ქსელების პრობლემური
გამოყენების სხვადასხვა მახასიათებელს შორის, როგორიცაა მეტი ფეისბუქის
მეგობარი, სტატუსების ხშირი განახლება, მიმზიდველი ფოტოების ატვირთვა
და სხვებთან ურთიერთობა. (Liu & Baumeister., 2016)

ნარცისები მიდრეკილნი არიან საკუთარი პოსტების პოპულარიზაციასა


(Carpenter, 2012) და თავიანთი ონლაინ მეგობრების აღფრთოვანებისკენ.
გრანდიოზული ნარცისები ასევე ცვლიან და ანახლებენ თავიანთ სტატუსებს
უფრო ხშირად , საკუთარი თავის წარმოჩენის მიზნით (Bergman et al.,, 2014) .
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების უმეტესობა ფოკუსირებულია
გრანდიოზულ ნარცისიზმზე, ყურადსაღებია მოწყვლადი ნარცისებიც,
რომლებიც ავლენენ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა დაცვითი და
დაუცველი გრანდიოზულობა, დაბალი თვითშეფასება, სირცხვილისადმი
მიდრეკილება, სიმორცხვე და ჰიპერმგრძნობელობა სხვების შეფასებების
მიმართ. (Campbell & Miller, 2011)

კვლევამ აჩვენა, რომ როგორც გრანდიოზულმა, ისე მოწყვლადმა ნარცისულმა


მახასიათებლებმა შეიძლება გამოიწვიოს სოციალური ქსელების პრობლემური
მოხმარება და უარყოფითი შედეგები. (Taylor & Strutton, 2016, pp. 231-
248)ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა დადებითი კორელაცია გრანდიოზულ
ნარცისიზმსა და სოციალური ქსელების დამოკიდებულებას შორის, ხოლო
მოწყვლადი ნარცისები უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ ინტერაქციას და
სოციალური ქსელების იძულებით მოხმარებას უარყოფითი გრძნობების
დასათრგუნად. ( Ksinan & Vazsonyi, 2016, pp. 18-123)მოწყვლადი ნარცისები
უფრო მეტად არიან დაინტერესებულნი თავიანთი კონფიდენციალურობის

40
დამკვიდრებით და კონტროლით, ხოლო ორივე ტიპის ნარცისი მიდრეკილია
სოციალური მედიის მოხმარებაზე, თვითპრეზენტაციის მიზნებისთვის.

ნარცისიზმსა და სოციალური ქსელების პრობლემურ მოხმარებას შორის


კავშირი შეიძლება აიხსნას გამოყენებისა და დაკმაყოფილების თეორიის
გამოყენებით, (Katz et al.,, 1974) რომელიც შეისწავლის, თუ როგორ იყენებენ
ადამიანები მედიას კონკრეტული ფსიქოლოგიური საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად.

გამოყენებისა და დაკმაყოფილების თეორია (U&G) არის ერთ-ერთი ყველაზე


ძირეული და მნიშვნელოვანი თეორია კომუნიკაციისა და მედიის სფეროში.
მეოცე საუკუნის შუა ხანებში ეს თეორია შეიქმნა, როდესაც მკვლევარები
ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რატომ ერთვებიან ადამიანები კონკრეტულ მედია
აქტივობებში. მათ შეცვალეს კვლევის ვექტორი და ყურადღება გადაიტანეს „რას
უკეთებს მედია ხალხს“ -დან „რას აკეთებს ხალხი მედიასთან“- მდე . U&G
მიდგომა ამტკიცებს, რომ აუდიტორიის წევრები აქტიურად ერთვებიან მედიაში
მათი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. (Katz, 1959, pp. 163-204)

U&G-ის მიხედვით, ინდივიდებს აქვთ სხვადასხვა მოთხოვნილებები, რომელთა


შესრულებასაც ისინი მედიის მოხმარების გზით ცდილობენ. ადრეულმა
კვლევებმა გამოავლინა კოგნიტური მოთხოვნილებები (ინფორმაციის მიღება),
ემოციური მოთხოვნილებები (ემოციები, სიამოვნება), პერსონალური
ინტეგრაციული მოთხოვნილებები (სანდოობა, სტაბილურობა), სოციალური
ინტეგრაციული მოთხოვნილებები (სხვებთან ურთიერთობა) და
დაძაბულობისგან განთავისუფლების საჭიროებები (გაქცევა, განრიდება),
როგორც მედიის გამოყენების მოტივაციის წყარო. (Katz et al.,, 1973, pp. 164-181)

41
U&G მიდგომა ვარაუდობს, რომ აუდიტორია აქტიურ როლს თამაშობს მედიის
შინაარსის არჩევისას მათი საჭიროებების მიხედვით და ის აღიარებს, რომ მედია
კონკურენციას უწევს საჭიროებების დაკმაყოფილების სხვა წყაროებს. იგი ხაზს
უსვამს აუდიტორიის წევრების თვითშეტყობინებების ინტერესებისა და
მოტივების გაგების მნიშვნელობას და ხელს უწყობს აუდიტორიის
ორიენტაციის შესწავლას, კულტურული განსხვავებების მიუხედავად. (Ko,
2002, pp. 57-70)

დროთა განმავლობაში U&G მიდგომა გამოიყენებოდა სხვადასხვა


საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საკვლევად, მათ შორის: ტელეფონებზე,
ტელევიზიაზე, რადიოზე, გაზეთებსა და ინტერნეტზე. სხვადასხვა კვლევამ
აჩვენა, რომ არსებობს ამ მედიის საშუალებით მოძიებული და მიღებული
მრავალფეროვანი კმაყოფილება. (Mings, 1997, pp. 26-41) მაგალითად, კვლევებმა
გამოავლინა კომუნიკაბელურობა, გართობა, დროის მენეჯმენტი, პირადი
სარგებლობა და ინფორმაციის ძებნა, როგორც კმაყოფილება, რომელსაც
მომხმარებელი იღებს სხვადასხვა მედია საშუალებიდან. (Ko et al.,, 2005, pp. 57-
70)

ბოლო კვლევებში U&G გამოიყენებოდა რეალითი ტელევიზიის, ონლაინ


გაზეთებისა და ინტერნეტის გამოყენებით მოძიებული და მიღებული
კმაყოფილების გამოსაკვლევად. ამ კვლევებმა წარმოაჩინა კონკრეტული
ფაქტორები, როგორიცაა თვითგანვითარება, განათლების
შესაძლებლობები,კომფორტი კომუნიკაციაში, გლობალური გაცვლა, დასვენება
და სოციალიზაცია, როგორც მედიის გამოყენების მოტივაცია. (Yoo, 2011, pp. 77-
95)

საბოლოოდ, U&G მიდგომა გვთავაზობს ხედვას აუდიტორიის აქტიურ როლზე


მედიის მოხმარებაში და გვეხმარება გავიგოთ საჭიროებები და დაკმაყოფილება,
რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა მედია პლატფორმასთან.

42
სოციალური ქსელები გვთავაზობს საკუთარი თავის წარმოჩენისა და აღტაცების
მოპოვების შესაძლებლობებს, ნარცისული მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას. ვარაუდობენ, რომ აღფრთოვანების საჭიროება მედიატორის
როლს თამაშობს ნარცისიზმსა და ფეისბუქზე დამოკიდებულებას შორის
კავშირში. სოციალური მედია საშუალებები მომხმარებლებს საშუალებას
აძლევს მოაწყონ და გააძლიერონ „ონლაინ მე“, მიიღონ დადებითი
გამოხმაურება და მოიპოვონ აღიარება. კუთვნილების მოთხოვნილება არის
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება მედიატორი იყოს ნარცისიზმსა და
ფეისბუქზე დამოკიდებულებას შორის. სოციალური ქსელები უზრუნველყოფს
ინტერაქციისა და კუთვნილების გზებს, აძლიერებს სხვებთან დაკავშირების
შინაგან სწრაფვას. ნარცისები, რომლებიც სავსენი არიან მიკუთვნებულობისა
და აღფრთოვანების საჭიროებით, შეიძლება ჩაერთონ სოციალური ქსელების
კომპულსიურ მოხმარებაში. (Casale et al.,, 2018)

ბოლო ათწლეულების მანძილზე, სოციალური ქსელები განსაკუთრებული


პოპულარობით სარგებლობს ( Ellison et al.,, 2011, pp. 873-892) ფეისბუქს 3
მილიარდამდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს. რატომ არის ის ასეთი
პოპულარული? ფეისბუქი მომხმარებლებს არა მხოლოდ ერთმანეთთან
კონტაქტის საშუალებას აძლევს, არამედ მისი მეშვეობით, მათ შეუძლიათ
დაამყარონ ახალი მეგობრები, ინტერაქციაში შევიდნენ ერთმანეთთან ,გააკეთონ
თავიანთი პროფილი და გამოამზეურონ საკუთარი თავის შესახებ დიდი
ინფორმაცია, მაგალითად : მიღწევები, აქტივობები, ურთიერთობების სტატუსი.
(Manago et al.,, 2012)

ნარცისიზმში კულტურული განსხვავებები დაკავშირებულია მედია


კულტურასთან , რომელიც მიჩნეულია, რომ ასახავს და აყალიბებს
ინდივიდების ნარცისიზმს. სოციალურ ქსელებში ჩართულობა გახდა უზომოდ
პოპულარული გასართობი საქმიანობა. შეერთებულ შტატებში ინტერნეტის

43
ყველა მომხმარებლის თითქმის 79% აქტიურია სოციალურ მედიაში. (Habes et
al.,, 2018). ჯერ კიდევ სოციალური ქსელების განვითარების საწყის ეტაპზე
გაჩნდა ვარაუდი , რომ Facebook არის სათამაშო მოედანი, რომელიც ხელს
უწყობს ნარცისულ ტენდენციებს, საკუთარი თავის ხშირი და პოზიტიური
წარდგენის წახალისებით (Buffardi & Campbell, 2008, pp. 1303–1314).

სოციალური ქსელები მოიცავს კომუნიკაციის განსაკუთრებულ


მახასიათებლებს, რომლებიც განსხვავდება ოფლაინ კომუნიკაციისგან და ეს
შეიძლება მოერგოს ნარცისისტურ ტენდენციებს. პირველი, ის უზრუნველყოს
სხვა ადამაინების დიდ რაოდენობაზე მარტივი წვდომის შესაძლებლობას.
მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გაუაგზავნონ საკუთარ თავთან
დაკავშირებული ინფორმაცია დიდ აუდიტორიას და მიიღონ უკუკავშირი
საკუთარ თავზე, ისევე , როგორც ინფორმაცია სხვების შესახებ. მეორეც,
მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ინფორმაცია, რომლითაც გამოხატავენ
საკუთარ თავს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ სურათები და სიტყვები თავიანთი
წარმატებისა და უპირატესობის დასამტკიცებლად (ამით უგულებელყოფენ
ინციდენტებს, რომლებიც არ შეესაბამება მათ გალამაზებულ თვითშეფასებას).
მესამე, სოციალური მედიის კომუნიკაციის ასინქრონულობა მომხმარებლებს
აძლევს შესაძლებლობას ზედმიწევნით შექმნან საკუთარი პრეზენტაციები.

პირველმა კვლევამ SNS-ების გამოყენებასა და ნარცისიზმს შორის კავშირის


შესახებ (Buffardi & Campbell, 2008, pp. 1303–1314) აჩვენა, რომ მომხმარებელთა
გრანდიოზული ნარცისიზმი მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებულია მათი
სოციალური ურთიერთქმედების რაოდენობასთან (რაოდენობის
კომპოზიტური საზომი: მეგობრები და პოსტების რაოდენობა), მაგრამ არა იმ
ინფორმაციის რაოდენობაზე, რომელიც ჩამოთვლილია „ჩემ შესახებ“
განყოფილებაში (About me- სექცია, რომელიც არის Facebook-ზე და სხვა სოც.
მედია ქსელებში, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ ინფორმაცია საკუთარი თავის
შესახებ ) . უფრო მეტიც, მკვლევარებმა შეაფასეს თვითრეკლამირების შინაარსი

44
(ძირითადად თვითრეკლამირება სურათებში და ციტატებში) მონაწილეთა
ფეისბუქის გვერდებზე და ეს მაჩვენებელი დადებით კორელაციაში აღმოჩნდა
გრანდიოზულ ნარცისიზმთან.

ნარცისებს , როგორც ჩანს, განსაკუთრებით იზიდავთ ის აქტივობები,


რომლებიც აძლიერებს მათ თვითმნიშვნელოვნების გრძნობას და
უზრუნველყოს სხვებისთვის საკუთარი თავის დადებითად წარმოჩენის
საშუალებას. ისინი შემდგომში ისწრაფვიან დიდი აუდიტორიისკენ ფეისბუქ
მეგობრების დიდი რაოდენობის შეგროვებით და ხშირი პოსტების შექმნით.
როდესაც ეს მნიშვნელოვანი კვლევა იქნა წარდგენილი, ფეისბუქზე
დაახლოებით 29 მილიონი აქტიური მომხმარებელი იყო, რომელიც მისი
ამჟამინდელი აქტიური წევრობის დაახლოებით 1%-ზე ნაკლებია. მას შემდეგ,
დიდი კვლევა ჩატარდა სოციალური ქსელებისა და ნარცისიზმს შორის
კავშირზე, პარალელურად არსებითი მედიის გაშუქების თემაზე. დღემდე
არსებული კვლევების ნაწილი რჩება გარკვეულწილად დაუზუსტებელი: მაშინ
როცა ბევრმა კვლევამ მხარი დაუჭირა პოზიტიური ურთიერთობის ცნებას
გრანდიოზულ ნარცისიზმსა და კონტაქტების რაოდენობას შორის სოციალურ
ქსელებში, სხვებმა ვერ იპოვეს. ანალოგიურად, მაშინ როდესაც ზოგიერთი
ნარატიული მიმოხილვა ამ სფეროში, როგორც წესი, ხაზს უსვამს ნარცისიზმისა
და სოციალური ქსელების კავშირს, შეიძლება, რომ ეს კავშირი მაინც არ
დადასტურდეს.

ახალი კვლევების მეშვეობით, მკვლევარები ეძებენ ფეისბუქ მოხმარების


სხვადასხვა მოტივაციას და ასევე იკვლევენ იმას, თუ რამდენად ახდენს
პიროვნული მახასიათებლები მის მოხმარებაზე გავლენას. (Ryan & Xenos, 2011,
pp. 1658-1664)

შედეგების თანახმად, სოციალური ქსელების მოხმარება პოზიტიურ


კორელაციაშია დიდი ხუთეულის მოდელთან (Ryan & Xenos, 2011, pp. 1658-1664)

45
და ნარცისიზმთან. არაერთგვაროვანი შედეგები ჰქონდა თვითშეფასებისა და
კეთილდღეობის კვლევას ფეისბუქ მოხმარებასთან მიმართებაში, ზოგი
პოზიტიურ კორელაციაზე მიუთითებდა, ზოგი უარყოფითზე. (Gonzales &
Hancock, 2010, pp. 79-83)

რატომ არის ფეისბუქი ასეთი მიმზიდველი? ონლაინ თვით-რეგულაციის


სოციალური თეორიის თანახმად, (The Social Online-Self-Regulation Theory- 2001
) ადამიანები იყენებენ სოციალურ ქსელებს საკუთარი თავის
დასარეგულირებლად და იმ მიზნების მისაღწევად, რაც მოიაზრებს
მატერიალურ საჭიროებებსაც და თვითშეფასების გაზრდასაც. (Pincus & Roche,,
2011)ამ თეორიის მიხედვით, სოციალური ქსელები თვით-რეგულაციის
საშუალებაა, იმის მიუხედავად, ის ფუნქციურია თუ დისფუქნციური ის,
მიზნების მისაღწევად. (Campbell & Foster, , 2007)

ნარცისიზმი , რომელიც შეიძლება აღვიქვათ თვით-რეგულაციის სისტემად,


არის მჭიდრო კავშირში თვით-რეგულაციასთან და იყოფა ორ ტიპად:
გრანდიოზულად და მოწყვლადად. გრანდიოზული ნარცისები თვითშეფასების
ზრდაზე არიან ორიენტირებულნი, ეძებენ ყურადღებასა და სიყვარულს, მაშინ,
როდესაც მოწყვლადი ნარცისები, არიან მეტად დაუცველები, ეყრდნობიან
გარემოსგან მიღებულ უკუკავშირებს და ეძებენ აღიარებას სხვებისგან, რათა
თვითშეფასება დაირეგულირონ. (Pincus et al.,, 2009, pp. 365-379.)

კვლევის მიხედვით, ნარცისიზმის ორივე ტიპი პოზიტიურ კორელაციაში


ფეისბუქ მოხმარებასთან. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გრანდიოზულ
ნარცისებს უფრო ურჩევნიათ პირისპირ ინტერაქცია და ინტერპერსონალური
თვით-რეგულაციის სტრატეგიები, ასე რომ ისინი იმდენად არ იყენებენ ონლაინ
თვით-პრეზენტაციას, რამდენადაც ამას მოწყვლადი ნარცისები აკეთებენ.
(Ozimek & Förster, 2017) ანონიმურობა და თვით-პრეზენტაციის კონტროლის
შესაძლებლობა, განსაკუთრებით მომხიბვლელია მოწყვლადი ნარცისებისთვის,

46
რადგან ისინი იღებენ სხვების სიყვარულსა და დასტურს პირისპირი
ინტერაქციის გარეშეც. (Dickinson & Pincus , 2003, pp. 188-207)

სოციალური მედია არის იდეალური პლატფორმა იმ ადამიანებისთვის,


რომელსაც აქვთ ნარცისული მახასიათებლები და სხვებისგან ყურადღების
მოთხოვნილება.ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის, ვისთვისაც
რეალურ სამყაროში სოციალური ინტერაქციები პრობლემატურია.

2021 წლის კვლევა , რომელიც ჩაატარეს ფეგანმა და ბლენდმა, მანჩესტერში,


ჩატარდა 115 ცდისპირზე, რომელთა საშუალო ასაკი იყო 23 წელი. კვლევის
მიზანი იყო სოციალური ქსელების გამოყენებისა და მოწყვლადი ნარცისიზმის
კავშირის დადგენა ჰიპერსენსიტიურობასა და ეგოცენტრულობაში. კვლევამ
ცხადყო, რომ არსებობს მჭიდრო კავშირი მოწყვლად ნარცისიზმსა და
სოციალური მედიის მოხმარებას შორის, განსაკუთრებით კი
ჰიპერსენსიტიურობასთან მიმართებაში. ( Fegan & Bland, 2021) იგივე შედეგი
მიიღეს 2016 წლის კვლევაში (Andreassen 2016), რომელშიც 535- მა სტუდენტი
იღებდა მონაწილეობას. მოწყვლად ნარცისებს უფრო მაღალი მაჩვენებელი
აღენიშნებოდათ ინტერნეტის პრობლემურ მოხმარებაში ისევე, როგორც
სოციალური ქსელების პრობლემურ მოხმარებაში.

II. თავი მეორე: კვლევის აღწერა

2.1 - კვლევის მიზანი და ჰიპოთეზები


სოციალურ ქსელებს ყოველდღიურად ასობით მილიონი ადამიანი მოიხმარს.
მას მოიხმარენ სხვადასხვა საჭიროებისთვის: კომუნიკაციის დასამყარებლად,
ინფორმაციის მიმოცვლისა და გაზიარებისთვის, თუმცა მისი ძალიან ხშირი
მოხმარება, როგორც წესი, პრობლემურ გამოყენებაში გადაიზრდება ხოლმე.
სოციალური მედიის პრობლემურ მოხმარებასა და ნარცისიზმს შორის
დადებითი კორელაცია არაერთ უცხოურ კვლევაში დაფიქსირდა. ამ

47
მოსაზრებას ამყარებს ოცდამეერთე საუკუნის ახალი ტრენდი, ინფლუენსერობა,
რომელიც პროფესიადაც. ინფლუენსერები არიან ადამიანები, რომლებსაც
სოციალურ ქსელებში ჰყავთ ბევრი გამომწერი და თავიანთ ცხოვრებას მათ
უზიარებენ. სოციალური მედიის მეშვეობით, ისინი არეკლამებენ სხვადასხვა
პროდუქტებს, ქმნიან ტრენდებს და ცდილობენ, ჩაერთონ სხვადასხვა
აქტივობაში. თუმცა ამ ყველაფერს , როგორც წესი, ნეგატიური ეფექტები აქვს
მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე, აქვთ სტრესი და იღებენ შესვენებებს
მედიიდან.

ინფლუენსერებს შეიძლება ჰქონდეთ კიდეც ნარცისული მახასიათებლები,


ვინაიდან მათში კმაყოფილებას იწვევს ის, თუ რამდენად მოსწონს ხალხს და
რამდენად მისაღებია, პოპულარულია ის საზოგადოებაში. (Jabeen, 2020)

კვლევის მიზანია ნარცისიზმისა და სოციალური ქსელების პრობლემური


მოხმარების კვლევა, მათ შორის დადებითი კორელაციის დადგენა.

კვლევის ჰიპოთეზებია:

H1: დადებითი კორელაცია დადასტურდება მოწყვლად ნარცისიზმსა და


სოციალური მედიის პრობლემურ გამოყენებას შორის.

H2: მოწყვლადი ნარცისები გრანდიოზულ ნარცისებთან შედარებით უფრო


მეტად მიეკუთვნებიან სოციალური მედიის პრობლემური მოხმარების რისკ
ჯგუფს.

H3: მოწყვლად ნარცისებს თვითშეფასების უფრო დაბალი დონე ექნებათ ,


ვიდრე გრანდიოზულ ნარცისებს.

H4: მოწყვლადი ნარცისები გამოავლენენ შფოთვის მაღალ დონეს.

H5: გრანდიოზულ ნარცისებს თვითპატივისცემის უფრო მაღალი დონე


ექნებათ, მოწყვლად ნარცისებთან შედარებით.

48
H6: მოწყვლად ნარცისებს ექნებათ ნეიროტიზმის მაღალი დონე.

H7: გრანდიოზულ ნარცისებს ექნებათ ექსტრავერსიის მაღალი დონე.

H8: სოციალური ქსელების პრობლემურ მომხმარებლებს ექნებათ


ნეიროტიზმის მაღალი დონე.

H9: მოწყვლად ნარცისებს ექნებათ პიროვნებათშორისი სენსიტიურობის


მაღალი დონე.

H10: სოციალური ქსელების მოხმარება პოზიტიურ კორელაციაში იქნება ახალი


გამოცდილებისადმი ღიაობასთან.

H11: სოციალური ქსელების პრობლემურ მომხმარებლებს ექნებათ ყურადღების


დეფიციტი.

H12: სოციალური ქსელების პრობლემურ მოხმარებლებს ექნებათ ობსესიურ


კომპულსური აშლილობა.

H13: მოწყვლად ნარცისებს ექნებათ დეპრესიის მაღალი მაჩვენებელი.

H14: სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარებლებს ექნებათ დეპრესიის


სიმპტომები.

H15: პოზიტიური კორელაცია იქნება მოწყვლად ნარცისიზმს, არასაკმარის


თვითრეგულაციასა და სოციალური ქსელების მოხმარებას შორის.

2.2 საზომი ინსტრუმენტები


კვლევაში ჩართული ცვლადების გასაზომად რამდენიმე ტესტის ადაპტაცია
გახდა საჭირო. კვლევის ჩატარებას წინ უსწრებდა ზემოხსენებული ტესტების
ქართულ ენაზე შემუშავების და ადაპტაციის პროცესი, რომელსაც ვრცლად
განვიხილავ მესამე თავში.კვლევაში გამოყენებულია შემდეგი კითხვარები:

სოციალური ქსელზე დამოკიდებულების ბერგენის სკალა: Bergen Facebook


Addiction Scale – BFAS (Andreassen et al., 2012). პასუხების შესაფასებლად

49
გამოყენებულია ლაიკერტის სკალა: 1. ძალიან იშვიათად, 2.იშვიათად,
3.ზოგჯერ, 4.ხშირად, 5.ძალიან ხშირად. ტესტი შედგება ექვსი პუნქტისგან და
ზომავს ადიქციის შემდეგ მახასიათებლებს : ტოლერანტულობას,
პრიორიტეტულობას, გუნება-განწყობის შეცვლას, რეციდივს, კონფლიქტსა და
აბსტინენციას. (ზუბაშვილი, 2022)

სოციალური ქსელის პრობლემური მოხმარების კითხვარი : Generalized


Problematic Internet Use Scale 2 – GPIUS2 (ზუბაშვილი, 2022) ტესტი ზომავს
სოციალური ქსელების პრობლემურ მოხმარებას. ის შეიქმნა იმ პირების
გამოსავლენად, რომელთაც ინტერნეტის ხშირი მოხმარების გამო აღენიშნებათ
სირთულეები. ტესტი იკვლევს ოთხ ცვლადს : ონლაინ-კომუნიკაციის
მჯობინებას, გუნება–განწყობილების რეგულირება , არასაკმარისი
თვითრეგულციასა(კოგნიტური ჩართულობა/შეპყრობა) და კომპულსიური
გამოყენებას, ნეგატიური შედეგებს. ტესტის მეშვეობით, მკვლევრებსა და
კლინიცისტებს შეუძლიათ სოციალური ქსელების პრობლემური
მომხმარებლების კვლევა და ასევე , მათი დაცვითი სტრატეგიების გამოვლენა.
პასუხები იზომება ლაიკერტის სკალით: 1.სრულიად არ ვეთანხმები, 2. არ
ვეთანხმები, 3. უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები. 4.მიჭირს პასუხის
გაცემა, 5.უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები. 6.ვეთანხმები,7.სრულიად
ვეთანხმები.

ბნელი ტრიადის კითხვარი :The dark triad personality test. ვრცლად იხილეთ
მესამე თავში.

დიდი ხუთეულის სკალა: Ten Item Personality Measure (TIPI) არის კითხვარის
მოკლე ვერსია, რომელიც ზომავს დიდი ხუთეულის მახასიათებლებს. ის
შედგება 10 დებულებისგან და ყოველი ორი მათგანი გამოხატავს დიდი
ხუთეულის თითო ცვლადს: ექსტრავერსიას, კეთილგანწყობას,
კეთილსინდისიერებას, ნეიორიტიზმსა და ახალი გამოცდილებისადმი

50
ღიაობას. პასუხები იზომება ლაიკერტის სკალით: 1.სრულიად არ მგავს 2. არ
მგავს 3. ოდნავ მგავს 4. ნაწილობრივ მგავს 5.მნიშვნელოვნად მგავს 6.ძალიან
მგავს.

როზენბერგის თვითპატივისცემის სკალა (Rosenberg's Self-Esteem Scale – RSES) -


არის თვითშეფასების ფართოდგამოყენებული კითხვარი. კითხვარი შედგება 10
დებულებისგან და მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს თვითშეფასების მაღალ
დონეზე. სკალა არის ვალიდური და სანდო და მას იყენებენ ისევე როგორც
კვლევებში, ასევე ფსიქოლოგიურ პრაქტიკებში.პასუხები იზომება ლაიკერტის
სკალით: 1.საერთოდ არ ვეთანხმები 2.არ ვეთანხმები 3.ვეთანხმები 4.მთლიანად
ვეთანხმები.

სიმპტომატური კითხვარის შემოკლებული ვერსია- The Brief Symptom Inventory-


53 (BSI-53) გამოიყენება ფსიქოლოგიური სიმპტომებისა და სტრესის
შეფასებისთვის. ის მოიცავს 53 დებულებას, რომელიც შეესაბამება სხვადასხვა
დარღვევას: სომატიზაციას, ობსესიურ-კომპულსიურ სიმპტომებს,
პიროვნებათსორის სენსიტიურობას, დეპრესიას, შფოთვას, მტრობას, ფობიურ
შფოთვას, პარანოიალურ სიმპტომებს, ფსიქოტიზმსა და ყურადღების
დეფიციტის დარღვევას. პასუხები ფასდება შემდეგგვარად : 0- საერთოდ არა ,
1- უმნიშვნელოდ , 2- ზომიერად, 3- ძლიერად, 4- ძალიან ძლიერად.

მოწყვლადი ნარცისიზმის ტესტი - Murray’s Narcissism Scale , იხილეთ მესამე


თავი.

ნარცისული პიროვნების ინვენტარი- Narcissistic personality inventory-16 (NPI-16),


იხილეთ მესამე თავი.

2.3 მონაცემების შეგროვება:

კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევით და მასში მონაწილეობდა 303 პირი.


მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი და ცდისპირებმა დააფიქსირეს

51
ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მონაწილეობის შესახებ. კვლევა იყო
სრულიად ანონიმური და გამოკითხვა ჩატარდა Google Formes მეშვეობით,
ონლაინ. შეინიშნებოდა გენდერული დისბალანსი, ცდისპირთა 23.4% იყო
მამაკაცი, ხოლო 76.6% ქალი. ცდისპირთა საშუალო ასაკი 33 წელი. სოციალური
სასურველობის შესაფასებლად გამოყენებულია ექვსპუნქტიანი სიცრუის სკალა.

2.4 მონაცემების დამუშავება

კვლევის ჰიპოთეზები შემოწმდა ემპირიულად და ჩატარდა კორელაციული,


რეგრესიული და კლასტერული ანალიზი SPSS 25 -ის გამოყენებით, რათა
გაგვებათილებინა ან დაგვედასტურებინა ზემოხსენებული ჰიპოთეზები.
კორელაციების დასადგენად გამოყენებულ იქნა პირსონის კორელაციის
კოეფიციენტი. პრედიქტორების ცვლადზე ზემოქმედება შემოწმდა
რეგრესიული ანალიზით. ნორმალური განაწილების გაზომვა მოხდა
კომაგოროვ-სმირნოვის, შაპირო-უილკის, სკიუნესის და კურტოსის
კრიტერიუმებით.

III. თავი მესამე :საკვლევი ინსტრუმენტების


ადაპტაცია

ტესტის ადაპტაცია არის ტესტის შეცვლის პროცესი იმისთვის, რომ მისი


გამოყენება შესაძლებელი იყოს სხვა კონტექსტში ან პოპულაციაში. ის მოიცავს
მცირე ცვლილებების შეტანასაც იმ მიზნით, რომ ტესტი ისევ ვალიდური და
სანდო იყოს, ცდისპირების ენის, კულტურის, განათლების თუ სხვა ფაქტორების
მიუხედავად.

ტესტის ადაპტაციის მიზანია იმის დადგენა, ეფექტურად ზომავს თუ არა ტესტი


კონსტრუქტებს. ის ითვალისწინებს სხვადასხვა კულტურის უნიკალურ

52
მახასიათებლებს, გამოცდილებასა და ენობრივ შესაძლებლობებს. ტესტის
ადაპტაცია როგორც წესი, რამდენიმე საფეხურისგან შედგება: ტესტის
თარგმნისგან, კულტურული ადაპტაციისგან, ტესტირებასა და ფსიქომეტრულ
შეფასებისგან.ტესტის ადაპტაცია აუცილებელია სხვადასხვა პოპულაციის
ზუსტი შეფასებისთვის. ის არის სანდოობისა და ვალიდურობის ინსტრუმენტი.

3.1 ნარცისული პიროვნების ინვენტარი NPI 16


ნარცისული პიროვნების ინვენტარის (NPI-16) ადაპტაცია გაკეთდა ქართულ
კონტექსტში გამოსაყენებლად, გრანდიოზული ნარცისული პიროვნების
თვისებების შესაფასებლად.

პირველ რიგში, NPI-16 ითარგმნა ორიგინალური ენიდან (ინგლისური)


ქართულად, ამავდროულად შეძლებისდაგვარად შეინარჩუნა ელემენტთა
ორიგინალური ჩანაფიქრი და მნიშვნელობა. დიდი ყურადღება დაეთმო
სამიზნე ენაში სიცხადისა და კულტურული შესაბამისობის უზრუნველყოფას.

კულტურული განსხვავებების გასათვალისწინებლად, NPI-16-ის ელემენტები


კულტურულად იყო ადაპტირებული ქართულ ნორმებთან, ენობრივ
ნიუანსებთან და სოციალურ დინამიკასთან ეს მოიცავდა გარკვეული
ელემენტების ან რეაგირების ვარიანტების შეცვლას, რათა
უზრუნველყოფილიყო მათი შესაბამისობა ქართულ კონტექსტთან.

3.1.1 თეორიული ჩარჩო


ტესტი ეფუძვნება ნარცისიზმის თეორიულ ჩარჩოს და ზომავს იმ
მახასიათებლებსა და ქცევებს, რომელიც რასკინ და ტერიმ გამოიყენეს
ნარცისიზმის კონცეპტუალიზაციისას. როგორც უკვე აღინიშნა, ნარცისიზმს
ახასიათებს ეგო-ცენტრულობა, ემპათიის უუნარობა და ყურადღების
გადაჭარბებული მოთხოვნილება. NPI 16 არის NPI40-ის მოკლე ვერსია და
შედგება ზომავს ნარცისიზმის მახასიათებლებს, გრანდიოზულობასა და
ეგზიბიციონიზმს,

53
3.1.2 ტესტის ფსიქომეტრული მაჩვენებლების შემოწმება

ფსიქომეტრული მაჩვენებლების შემოწმდა შემთხვევითი შერჩევით. კვლევაში


მონაწილეობას იღებდა 303 ადამიანი, საშუალო ასაკი იყო 33 და 22.5%
წარმოადგენდა მამაკაცს, 77.5%- კი ქალს.

3.1.3 პროცედურა

კითხვარი შეავსეს ონლაინ, google forms-ის მეშვეობით არ იყო ასაკობრივი, მისი


შევსება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ვინაიდან არანაირი ასაკობრივი,
სქესობრივი თუ პროფესიოული შეზღუდვა არ ყოფილა.

3.1.4 ინსტრუმენტები

კითხვარის ადაპტაციისთვის გამოყენებულ იქნა შემდეგი კითხვარები:


ბნელი ტრიადის ტესტი - რომელიც ზომავს გრანდიოზულ ნარცისიზმს და
მასთან საკმაოდ მაღალი პირსონის კორელაცია აღმოჩნდა (Pearson
corellation=.689) რამაც დაადასტურა ტესტის სანდოობა და ვალიდურობა.

დიდი ხუთეული- გამოყენებულ იქნა დიდი ხუთეულის კითხვარი და


კორელაციები მეტწილად დაემთხვა უცხოურ კვლევებს.

როზენბერგის თვითპატივისცემის კითხვარი- გამოყენებული იყო აღნიშნული


კითხვარიც, ვინაიდან მას აქტიურად იყენებდნენ ნარცისიზმის ტესტის
ადაპტაციისას სხვა ქვეყნებში.

3.1.5 სოციალური სასურველობის შემოწმება

სოციალური სასურველობის შესაფასებლად ადაპტირების დროს


გამოყენებულია ექვსპუნქტიანი სიცრუის სკალა. აღნიშნულ სკალაზე 3-ზე მეტი
ქულა რესპოდენტის სოციალური სასურველობის ტენდენციაზე მიანიშნებს,
რაც გულისხმობს რომ ინიდვიდი ტესტის კითხვებს გულახდილად არ

54
პასუხობს. დადგინდა, რომ აღნიშნულ კვლევაში სოციალური სასურველობის
საკმაოდ მცირეა.

3.1.6 ტესტის სანდოობა

ტესტი შიდა შეთანხმებულობის საკვლევად გამოყენებულია კრომბაჰის α ,


გრანდიოზული ნარცისიზმის α=0.736 ,რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და
ტესტის მაღალ სანდოობასა და შიდა შეთანხმებულობაზე მიუთითებს. ის
ამავდროულად ახლოს არის ორიგინალი ტესტის მაჩვენებელთან , რაც კიდევ
უფრო ამტკიცებს მის სანდოობას.

3.1.7 ტესტის ნორმატიული მაჩვენებლები

მონაცემების დამუშავებამ აჩვენა, რომ მკაცრი კრიტერიუმებით


(კოლმოგოროვსმირნოვის კრიტერიუმი: 0.126; შაპირო-უილკის კრიტერიუმი:
0.947) ტესტის ემპირიული განაწილება ნორმალურია. Skewness; Kurtosis სკალის
განაწილება მიახლოებულია ნორმალურთან; ასიმეტრიისა (სკიუნესი) და
ექსცესის (კურტოსის) რიცხვითი მნიშვნელობა კი არ სცდება 1-ს.

დასკვნა

შესაბამისად, გრანდიოზული ნარცისიზმის კითხვარის ქართული ვერსია


შეიძლება ვაღიაროთ სანდო და ვალიდურ ინსტრუმენტად. ამ ინსტრუმენტის
გამოყენება შესაძლებელია კვლევითი და ფსიქოლოგიური კონსულტირების
მიზნებისათვის.ის მკვლევარებსა და კლინიცისტებს აძლევს კულტურულად
შესაფერის ინსტრუმენტს, რათა შეაფასონ ნარცისული ტენდენციები და ხელი
შეუწყონ ნარცისიზმის უკეთ გააზრებას ქართულ კონტექსტში.

3.2 მოწყვლადი ნარცისიზმის ტესტის ადაპტაცია

55
3.2.1 თეორიული ჩარჩო

მოწყვლადი ნარცისიზმის სკალის თეორიული ჩარჩო დაფუძნებულია მიურეის


ვერსიაზე (1938) მისი მიხედვით, მოწყვლად ნარაცისიზმს ახასიათებს
მოწყვლადი თვითშეფასება გარეგანი ვალიდაციისა და გაღმერთების
მოთხოვნილებით. მიურეის თანახმად, მოწყვლადი ნარცისები ძალიან
მგძნობიარენი არიან კრიტიკის მიმართ, ხშირად ამის გამო თვითშეფასებას
ეჭვქვეშაც აყენებენ და აქვთ უარყოფის გადაჭარბებული შიში. აღნიშნული
ტესტის მიზანია იმ თვისებებისა და ქცევების აღმოჩენა, რომელიც
დაკავშირებულია მოწყვლად ნარცისიზმთან. სწორედ ამ ტესტის მეშვეობით
არის შესაძლებელი მოწყვლად ნარცისიზმთან დაკავშირებული ბიჰევიორული
მანიფესტაციებისა და ფსიქოლოგიური პროცესების გაგება და აღმოჩენა.

3.2.2 სკალის ქართული ვერსიის შემუშავება

მოწყვლადი ნარცისიზმის კითხვარის ადაპტაცია გაკეთდა ქართულ


კონტექსტში გამოსაყენებლად, მოწყვლადი ნარცისის პიროვნების თვისებების
შესაფასებლად.

პირველ რიგში, ტესტი ითარგმნა ორიგინალური ენიდან (ინგლისური)


ქართულად, ამავდროულად შეძლებისდაგვარად შეინარჩუნა ელემენტთა
ორიგინალური ჩანაფიქრი და მნიშვნელობა. დიდი ყურადღება დაეთმო
სამიზნე ენაში სიცხადისა და კულტურული შესაბამისობის უზრუნველყოფას.

კულტურული განსხვავებების გასათვალისწინებლად, ტესტის ელემენტები


კულტურულად იყო ადაპტირებული ქართულ ნორმებთან, ენობრივ
ნიუანსებთან და სოციალურ დინამიკასთან ეს მოიცავდა გარკვეული
ელემენტების ან რეაგირების ვარიანტების შეცვლას, რათა
უზრუნველყოფილიყო მათი შესაბამისობა ქართულ კონტექსტთან.

56
3.2.3 ტესტის ფსიქომეტრული მაჩვენებლების შემოწმება

ფსიქომეტრული მაჩვენებლების შემოწმდა შემთხვევითი შერჩევით. კვლევაში


მონაწილეობას იღებდა 303 ადამიანი, საშუალო ასაკი იყო 33 და 22.5%
წარმოადგენდა მამაკაცს, 77.5%- კი ქალს.

პროცედურა

კითხვარი შეავსეს ონლაინ, google forms-ის მეშვეობით არ იყო ასაკობრივი, მისი


შევსება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ვინაიდან არანაირი ასაკობრივი,
სქესობრივი თუ პროფესიოული შეზღუდვა არ ყოფილა.

3.2.4 ინსტრუმენტები

კითხვარის ადაპტაციისთვის გამოყენებულ იქნა შემდეგი კითხვარები:


ბნელი ტრიადის ტესტი - რომელიც ზომავს ნარცისიზმს და მასთან კორელაცია
დადასტურდა (Pearson corellation=.229)

დიდი ხუთეული- გამოყენებულ იქნა დიდი ხუთეულის კითხვარი და


კორელაციები მეტწილად დაემთხვა უცხოურ კვლევებს.

როზენბერგის თვითპატივისცემის კითხვარი- გამოყენებული იყო აღნიშნული


კითხვარიც, ვინაიდან მას აქტიურად იყენებდნენ ნარცისიზმის ტესტის
ადაპტაციისას სხვა ქვეყნებში.

3.2.5 სოციალური სასურველობის შემოწმება

სოციალური სასურველობის შესაფასებლად ადაპტირების დროს


გამოყენებულია ექვსპუნქტიანი სიცრუის სკალა. აღნიშნულ სკალაზე 3-ზე მეტი
ქულა რესპოდენტის სოციალური სასურველობის ტენდენციაზე მიანიშნებს,

57
რაც გულისხმობს რომ ინიდვიდი ტესტის კითხვებს გულახდილად არ
პასუხობს. დადგინდა, რომ აღნიშნულ კვლევაში სოციალური სასურველობის
საკმაოდ მცირეა.

3.2.6 ტესტის სანდოობა

ტესტი შიდა შეთანხმებულობის საკვლევად გამოყენებულია კრომბაჰის α ,


მოწყვლადი ნარცისიზმის α=0.650 ,რაც მაღალი მაჩვენებელია და ტესტის მაღალ
სანდოობასა და შიდა შეთანხმებულობაზე მიუთითებს. ის ამავდროულად
ახლოს არის ორიგინალი ტესტის მაჩვენებელთან , რაც კიდევ უფრო ამტკიცებს
მის სანდოობას.

3.2.7 ტესტის ნორმატიული მაჩვენებლები

მონაცემების დამუშავებამ აჩვენა, რომ მკაცრი კრიტერიუმებით


(კოლმოგოროვსმირნოვის კრიტერიუმი: 0.079; შაპირო-უილკის კრიტერიუმი:
0.985) ტესტის ემპირიული განაწილება ნორმალურია. Skewness; Kurtosis სკალის
განაწილება მიახლოებულია ნორმალურთან; ასიმეტრიისა (სკიუნესი) და
ექსცესის (კურტოსის) რიცხვითი მნიშვნელობა კი არ სცდება 1-ს.

3.2.8 დასკვნა

შესაბამისად, მოწყვლადი ნარცისიზმის კითხვარის ქართული ვერსია შეიძლება


ვაღიაროთ სანდო და ვალიდურ ინსტრუმენტად. ამ ინსტრუმენტის გამოყენება
შესაძლებელია კვლევითი და ფსიქოლოგიური კონსულტირების
მიზნებისათვის.ის მკვლევარებსა და კლინიცისტებს აძლევს კულტურულად
შესაფერის ინსტრუმენტს, რათა შეაფასონ ნარცისული ტენდენციები და ხელი
შეუწყონ ნარცისიზმის უკეთ გააზრებას ქართულ კონტექსტში.

58
3.3 “ბნელი ტრიადის” კითხვარის ადაპტაცია
(ჩომახიძე და სხვანი.,, 2022)

3.3.1 შესავალი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში არაერთი უცხოელი მკვლევარის ცხოველ
ინტერესს პიროვნების ნეგატიური თვისებები იწვევს (Zeigler-Hill & Marcus,
2016). ტერმინი „ბნელი ტრიადა“ შემოტანილია 2002 წელს კანადელი
მკვლევარების, Paulhus და Williams, მიერ სამი ურთიერთდაკავშირებული,
მაგრამ დამოუკიდებელი კონსტრუქტისაგან (მაკიაველიზმი, არაკლინიკური
ნარცისიზმი და არაკლინიკური ფსიქოპათია) შემდგარი თავისებური სინდრო-
მის აღსანიშნავად. ავტორების თქმით, ამ სამი ნიშნის განმასხვავებელ
თავისებურებათა გამოვლენა შესაძლებელია მხოლოდ სამივეს ერთობლივად
შესწავლის გზით (Paulhus & Williams, 2002). თუმცა, სამივე ნიშნის საზომი ცალ-
კეული ტესტების დიდი მოცულობის გამო ერთ კვლევაში მათი ერთობლივად
გამოყენება საკმაოდ დიდ რესურს მოითხოვს. სწორედ ეს გახდა „ბნელი
ტრიადის“ მოკლე სკალის (Short Dark Triad – SD3, Jones, Paulhus) შექმნის მოტივი
(Jones & Paulhus., 2014). ამჟამად ტესტი ადაპტირებულია მრავალ ენაზე – შემუ-
შავებულია ჰოლანდიური (Muris et al.,, 2014, pp. 658–665), ფრანგული (Gamache
et al.,, 2014, გვ. 164–170), რუსული (Егорова et al., 2015; Корниенко and et., 2019),
სპარსული (Atari & Chegeni, 2016), იაპონური (Shimotsukasa & Oshio, 2016),
პოლონური (Czarna et al, 2016, გვ. 455), გერმანული (Malesza et al., 2017),
თურქული (Özsoy et al., 2017), ესპანური (Pineda et al., 2018), ჩინური (Zhang et al.,
2020), უნგრული (Szabó, და სხვ., 2021), სლოვაკური (Copková & Šafár, 2021), და
სხვ. ვერსიები, რაც იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ბნელი ტრიადის“
შესწავლისა და კულტურათშორისი შედარების საშუალებას. წინამდებარე
კვლევა მიზნად ისახავდა ტესტის ქართული ვერსიის შემუშავებას.

59
ბნელი ტრიადა აერთიანებს სამ ნიშანს – მაკიაველიზმს, ნარცისიზმსა და
ფსიქოპათიას, რომელთა კვლევას ფსიქოლოგიაში (როგორც კლინიკური პრაქ-
ტიკის, ისე ნორმის ფარგლებში) საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს. Paulhus &
Williams არ იყვნენ პირველები, ვინც ყურადღება მიაქცია ამ სამი ნიშნის
მსგავსებას, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს „მე“-კონცეფციის
ჩამოყალიბებაზე, პიროვნებათშორის ურთიერთობათა დინამიკასა და კარიე-
რულ წინსვლაზე. 90-ან წლებში McHoskey კოლეგებთან ერთად აჩვენეს, რომ,
ჯერ ერთი, თეორიული წარმოდგენები მაკიაველიზმზე, ნარცისიზმსა და
ფსიქოპათიაზე მნიშვნელოვნად ემთხვევა; მეორეც, სხვა ფსიქოლოგიურ
თავისებურებებთან მათი კავშირის სტრუქტურა ძალიან მსგავსია (მაგალითად,
სამივეს აქვს დადებითი კავშირი სოციალურ დომინანტურობასთან,
ექსტერნალურ კონტროლის ლოკუსთან და სხვ.); მესამეც, სტანდარტული კითხ-
ვარებით გაზომილ მაკიაველიზმს, ნარცისიზმსა და ფსიქოპათიას შორის დას-
ტურდება მნიშვნელოვანი კორელაცია (McHoskey, 1995; McHoskey et al., 1998, გვ.
192–210). ავტორების დასკვნით, ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულება აანა-
ლიზებს ერთსა და იმავე რეალობას, თუმცა განსხვავებული სახელწოდებით.
ასე, კლინიკურ ფსიქოლოგიაში კრიმინალური ქცევის კვლევისას განიხილება
ფსიქოპათია, ხოლო პიროვნების ფსიქოლოგია და სოციალური ფსიქოლოგია
ამავე თავისებურებებს მაკიაველიზმს უწოდებს. მაგრამ მომდევნო წლების
კვლევებმა დაადასტურა პიროვნების სამი „ბნელი“ მხარის არა ერთიანი ნიშნის,
არამედ ურთიერთდაკავშირებული კომპლექსის სახით შესწავლის მიზანშეწო-
ნილობა (Muris et al., 2017; Zeigler-Hill & Marcus, 2016).

თუმცა, „ბნელი ტრიადის“ კითხვარის შემუშავებისას ავტორების მიერ


გათვალისწინებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ ეს სამი ცვლადი ერთი და
იგივე ნიშანია, რის გამოც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ შორის
მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას. თეორიული წარმოდგენებისა და
არსებული მდიდარი ემპირიული მასალის ანალიზის წყალობით ავტორებმა

60
შეძლეს ამ სამი ნიშნის საერთო და განმასხვავებელ თავისებურებათა მკვეთრად
გამიჯვნა.

Christie and Geis (1970) მიერ შემოტანილი მაკიაველიზმის ცნება ნიკოლო მაკია-
ველის უკავშირდება და გულისხმობს ცინიკურ მსოფლმხედველობას, მორალის
არქონასა და მანიპულაციებისაკენ მიდრეკილებას. მოგვიანებით მკვლევართა
ყურადღება მიიპყრო მაკიაველის მივიწყებულმა წინამორბედმა – პირველი
საუკუნის სამხედრო სტრატეგმა, სუნ ცზიმ, რომლის გავლენითაც
მაკიაველიზმს დაემატა ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა დაგეგმვა, ალი-
ანსების შექმნა და რეპუტაციაზე ზრუნვა. სწორედ ეს თვისებები აღმოჩნდა გა-
დამწყვეტი მაკიაველიზმისა და ფსიქოპათიის გამიჯვნისათვის (Jones & Paulhus.,
2014). კითხვარის ავტორების აზრით, ძირითადი განსხვავება ამ ორ ნიშანს შო-
რის უკავშირდება იმპულსურობას. თუ ფსიქოპათისათვის დამახასიათებელია
იმპულსური ქცევა, მაკიაველისტი ყველაფერს წინასწარ გეგმავს, ქმნის
ალიანსებსა და აკეთებს ყველაფერს დადებითი რეპუტაციის მოსაპოვებლად. ის
გულდასმით მალავს გულგრილობას გარშემომყოფთა მიმართ და ნებისმიერი
გზით დასახული მიზნების მიღწევის განზრახვას: სხვებით მანიპულირება ხომ
შეუძლებელია, თუ არ გენდობიან. მთლიანობაში მაკიაველიზმის საკვანძო ელე-
მენტებია ემოციური „სიცივე“ (უგულობა), მანიპულაციებისაკენ მიდრეკილება
და სტრატეგიული, ანგარებიანი ორიენტაცია.

შორეულ მიზნებზე ორიენტირებული მაკიაველისტისაგან განსხვავებით,


იმპულსური ფსიქოპათი ქედმაღალია, ამპარტავანი, არ მალავს სრულ
გულგრილობას სხვების პრობლემათა მიმართ და მიდრეკილია არა მარტო
ვერბალური, არამედ ფიზიკური აგრესიისაკენ. ფსიქოპათიის ორი საკვანძო
ელემენტია ემოციური „სიცივე“ (უგულობა) და თვითკონტროლის დეფიციტი
(იმპულსურობა).

რაც შეეხება ნარცისიზმს, გამოყოფილია ორი ტიპი: გრანდიოზული ნარცისიზმი


უპირატესობის განცდით და ჰიპერსენზიტიული (მოწყლადი) ნარცისიზმი
61
მოწონების მოთხოვნილებით. ჰიპერსენზიტიული ნარცისიზმი განსხვავდება
გრანდიოზულისაგან სხვების მხრიდან ნეგატიური შეფასების, კრიტიკის შიშით
და უფრო მჭიდროდ უკავშირდება ფსიქოპათოლოგიურ სიმპტომატიკას
(Ozimek et al., 2018, pp. 168-177). „ბნელ ტრიადაში“ წარმოდგენილია გრან-
დიოზული ნარცისიზმის ტიპი, რომლის საკვანძო ელემენტია „მე“-ს
გრანდიოზულობის განცდა, ანუ საკუთარი მნიშვნელობის გადაჭარბებული
შეფასება და ამ საკუთარი უპირატესობის მუდმივად დამტკიცების სურვილი.
თუ მაკიაველიზმისა და ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელია მისწრაფა
რეალური მიღწევებისაკენ, ანუ ქცევა მოტივირებულია მატერიალური ან ინსტ-
რუმენტული სარგებლის მიღებით, ნარცისტული ქცევის ყოვლისმომცველი მო-
ტივია მაღალი თვითშეფასების დადასტურება, „ეგოს“ განმტკიცება (Jones &
Paulhus., 2014).

ამ სამ ნიშანს აერთიანებს ემოციური „სიცივე“, გულგრილობა სხვების მიმართ


და მანიპულაციური ტაქტიკის გამოყენება საკუთარი მიზნების მისაღწევად.
სწორედ ესაა, კითხვარის ავტორების აზრით, „ბნელი ტრიადის“ ბირთვი, ანუ ის,
რაც იძლევა ამ ნიშნების ერთიანი კომპლექსის სახით განხილვის
შესაძლებლობას (Jones & Paulhus., 2014). ერთ-ერთი სტატიის ავტორების თქმით,
„ბნელი ტრიადის“ მაღალი მაჩვენებლების მქონე პირის განსახიერებაა ოსკარ
უალდის „დორიან გრეის პორტრეტის“ მთავარი გმირი (Jonason et al., 2015, გვ. 5-
13).

აღსანიშნავია ისიც, რომ კითხვარის შემუშავების დროისათვის უკვე არსებობდა


„ბნელი ტრიადის“ საზომი მოკლე სკალა – „ბინძური დუჟინი“ – The Dirty Dozen
(Jonason & Webster, 2010, გვ. 420-432), მაგრამ ის ზედმეტად მოკლეა (12 პუნქტი
– ოთხ-ოთხი პუნქტი თითოეულ ნიშანზე) და არაერთხელ გამხდარა კრიტიკის
საგანი. მაგალითად, გამოვლინდა მაკიაველიზმის ძლიერი დადებითი კორელა-
ცია იმპულსურობასთან, რაც ეწინააღმდეგება ამ კონსტრუქტის კონცეფციას
(Jones, & Paulhus, 2009, გვ. 93-108).

62
ორიგინალური კითხვარის აღწერა

კითხვარის ავტორების მიზანი იყო კომპაქტური ინსტრუმენტის შექმნა,


რომლის შევსება დიდ დროს არ მოითხოვს და ამიტომ შესაძლებელია მისი
ჩართვა სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლის სადიაგნოსტიკო
ბატარეაში. კითხვარი 27 პუნქტს შეიცავს, 9-9 პუნქტი თითოეული ნიშნის
გასაზომად. პასუხების გასაცემად გამოიყენება 5-საფეხურიანი ლაიკერტის
სკალა.

პირველ ეტაპზე ავტორების მიერ შემუშავდა 41 პუნქტისაგან შემდგარი


კითხვარი. ნარცისიზმის სკალა შეიცავდა 13 პუნქტს, რომლებიც აღწერდა
ნარცისტული პიროვნების ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ლიდერობა,
ექსჰიბიციონიზმი, გრანდიოზულობის განცდა და ამბიციურობა. ასევე 13
პუნქტისაგან შედგებოდა მაკიაველიზმის სკალა, რომელიც ასახავდა ალიან-
სების ჩამოყალიბების, დაგეგმვის, მანიპულირების, რეპუტაციის შექმნის ტენ-
დენციას, ცინიზმს. ფსიქოპათიის სკალისათვის ჩამოყალიბდა 15 პუნქტი,
რომლებიც აღწერდა ანტისოციალურ ქცევას, არასტაბილურ ცხოვრების წესს,
უგულობასა და ხანმოკლე მანიპულირების ტენდენციას. კვლევითი
ფაქტორული ანალიზის შედეგების საფუძველზე ამოღებულ იქნა ის 14 პუნქტი,
რომელიც ან არასაკმარისად იყო დატვირთული ფაქტორებით, ანდა, პირიქით,
მნიშვნელოვანი დატვირთვით შედიოდა სამივე ფაქტორში. შედეგად შედგენილ
იქნა 27-პუნქტიანი სკალა, 9-9 პუნქტი თითოეული ფაქტორისათვის. 3-ფაქტო-
რიანი სტრუქტურა დადასტურებულ იქნა მთავარი კომპონენტების
ანალიზითაც. მართალია, ზოგიერთი პუნქტი სხვა ფაქტორებშიც შედის
(ნაკლებად მნიშვნელოვანი დატვირთვით), მაგრამ ეს არ ეწინააღმდეგება
„ბნელი ტრიადის“ მოდელს – ეს სამი ნიშანი ორთოგონალური არ არის.

დადასტურდა კითხვარის სკალების მაღალი შიდა შეთანხმებულობა


(კრომბაჰის ალფას მნიშვნელობა 0.68–0.78-ის დიაპაზონშია). სკალებს შორის
კორელაცია დადებითია – 0.22-დან 0.47-მდე. რაც მთავარია, დადასტურდა
63
ძლიერი კორელაცია ამ სამი ფაქტორის გრძელი კითხვარების მაჩვენებლებთან
(0.60-დან 0.78-მდე), რაც კითხვარის კარგ ფსიქომეტრულ მაჩვენებლებზე
მიუთითებს.

3.3.2 „ბნელი ტრიადის“ მოკლე კითხვარის ქართული ვერსიის შემუშავება


შერჩევა. კვლევა ჩატარდა შემთხვევით შერჩევაზე 464 პირის მონაწილეობით,
მათ შორის 79% ქალი, საშუალო ასაკი 21.4±6.2. გამოკითხვა ჩატარდა Google
Forms გამოყენებით. მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო, ანონიმურობის
სრული გარანტიით.

საზომი ინსტრუმენტები. გამოკითხვაში ჩართული იყო შემდეგი ტესტები:

 „ბნელი ტრიადის“ მოკლე სკალის (Short Dark Triad – SD3, Jones, Paulhus)
ქართული ვერსია;
 „დიდი ხუთეულის“ 10-პუნქტიანი ტესტის – Ten Item Personality Measure –
TIPI (Gosling et al.,, 2003, pp. 504-528) ქართული ვერსია, რომელიც ზომავს
ინდივიდუალურ განსხვავებათა შესწავლის „ოქროს სტანდარტად“
აღიარებული „დიდი ხუთეულის“ ხუთ ბიპოლარულ ფაქტორს;
 შვიდი პუნქტისაგან შემდგარი სიცრუის სკალა.

მონაცემების სტატისტიკური ანალიზი. მონაცემების დასამუშავებლად


გამოყენებულ იქნა მათემატიკური სტატისტიკის პროგრამათა პაკეტი SPSS-26.
კონფირმატორული ფაქტორული ანალიზი (CFA) ჩატარდა SPSS მოდულის –
AMOS-26-ის გამოყენებით. კორელაციული ანალიზი ჩატარდა პირსონის
კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით. საშუალო მაჩვენებლებს შორის
განსხვავების სტატისტიკური მნიშვნელობა შემოწმდა სტიუდენტის კრი-
ტერიუმით,

3.3.3 შედეგები
კითხვარის თარგმანი და დისკრიმინანტულობის შემოწმება. გაკეთდა ტესტის
პირველადი თარგმანის სამი დამოუკიდებელი ვერსია, რომლებიც შემდეგ

64
შეჯერდა, რაც გულისხმობდა თარგმანის შედარებას ორიგინალთან, ახალ
პირობებში ლექსიკის ადეკვატურად (არასასურველი კონოტატიური
მნიშვნელობა, სოციალურ-კულტურული განსხვავების ლინგვისტური გამოვ-
ლინება და სხვ.) გამოყენების შეფასებას. დისკრიმინანტულობის
შესამოწმებლად ჩატარდა საცდელი გამოკითხვა 47 პირის მონაწილეობით.
მონაცემების დამუშავებამ აჩვენა, რომ დისკრიმინანტულობის 80%-იანი
ზღვარი დარღვეული არ იყო. გარდა ამისა, სკალის დისკრიმინანტულობის
შესამოწმებლად გამოთვლილ იქნა ფერგიუსონის კოეფიციენტი „დელტა“,
რომელიც დასაშვები ნორმის ფარგლებშია: 0.5≤δ≥1.

ფაქტორული სტრუქტურის შემოწმება. ქართული ვერსიის ფაქტორული


სტრუქტურის შესამოწმებლად პირველ ეტაპზე გამოყენებულ იქნა კვლევითი
ფაქტორული ანალიზი (EFA), რომელიც ჩატარდა მთავარი კომპონენტების
მეთოდით, ვარიმაქს-ბრუნვით, კაიზერის ნორმალიზაციით. დადასტურდა სამ-
ფაქტორიანი სტრუქტურა, ახსნილი დისპერსია – 62.19%. პირველი ფაქტორის
შინაარს მაკიაველიზმი განსაზღვრავს. ყველაზე მაღალი დატვირთვა აღმოაჩნდა
პუნქტებს „კარგია, თუ სხვების შესახებ რაღაც ისეთი იცი, რაც შეიძლება მათ წი-
ნააღმდეგ გამოიყენო“ (0.62) და „უნდა გააკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ
გავლენიანი პირები შენ მხარეს იყვნენ“ (0.61). მეორე ფაქტორმა გააერთიანა
ფსიქოპათიის პუნქტები. ყველაზე მაღალი დატვირთვა აღმოაჩნდა პუნქტს
„სამაგიეროს გადახდა საჭიროა სწრაფად და ულმობლად“ (0.73). ნარცისიზმის
სკალაზე (მესამე ფაქტორი) ყველაზე მაღალი წონა ჰქონდა პუნქტებს „ზოგჯერ
ცნობილ ადამიანებს მადარებენ“ (0.72) და „ვიცი, რომ განსაკუთრებული ვარ,
ვინაიდან ეს ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ“ (0.67).

აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილი ჰქონდა ორთოგონალური სტრუქტურის


გარკვეულ დარღვევასაც. როგორც ზემოთ ითქვა, ანალოგიური სურათი გამოვ-
ლინდა ტესტის ავტორების კვლევაშიც (Jones & Paulhus., 2014). ასე, მაგალითად,
ნარცისიზმის სკალის ორი პუნქტი – „მოვითხოვ, რომ პატივისცემით მომექცნენ,

65
რასაც ნამდვილად ვიმსახურებ“ და „მომწონს გავლენიანი ადამიანების გაცნობა“
მაკიაველიზმისა და ფსიქოპათიის სკალებშიც შევიდა (ფაქტორული წონით 0.32
და 0.29). ფსიქოპათიის სკალის პუნქტი „ვიტყვი ნებისმიერ რამეს, თუ ეს
საჭიროა იმის მისაღებად, რაც მინდა“, მაკიაველიზმის სკალაშიც შევიდა.
ორიგინალის ავტორების აზრით, ეს არ ეწინააღმდეგება „ბნელი ტრიადის“
მოდელს – ეს სამი ნიშანი ორთოგონალური არ არის.

მომდევნო ეტაპზე სამ-ფაქტორიანი სტრუქტურა შემოწმდა კონფირმატორული


ფაქტორული ანალიზითაც (CFA). მოდელის შედგენისას თითოეული პუნქტი
მიკუთვნებულ იქნა შესაბამის ფაქტორთან (სკალასთან). პუნქტის დისპერსიის
ის ნაწილი, რომელიც ფაქტორით არ აიხსნა, მიეწერა „შეცდომას“. ამ მოდელის
საფუძველზე გამოთვლილ იქნა მისი შეთანხმებულობის ძირითადი მაჩ-
ვენებლები, რომლებიც დამაკმაყოფილებელია: χ2 შეფარდება თავისუფლების
ხარისხთან: χ2/df=2.126; p>0.05; მოდელის შეთანხმებულობის კრიტერიუმი
(comparative fit index, CFI): CFI=0.801 (ორიგინალისათვის – 0.82); აპროქსიმაციის
კვადრატული საშუალო შეცდომა (root mean-square error of approximation,
RMSEA) 95%-ანი დიაპაზონისათვის: [95% CI]<0.05. როგორც ვხედავთ, შედეგი
დამაკმაყოფილებელია, რაც გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ქართული
ვერსიის სტრუქტურა შეესაბამება ორიგინალის სტრუქტურას.

კორელაცია ტესტის სკალებს შორის. კორელაციული ანალიზი ჩატარდა


პირსონის კორელაციის კოეფიციენტით. კორელაციამ მაკიაველიზმსა და
ნარცისიზმს შორის 0.30 შეადგინა, მაკიაველიზმსა და ფსიქოპათიას შორის –
0.44, ხოლო ნარცისიზმსა და ფსიქოპათიას შორის – 0.30. ორიგინალის
შემთხვევაში შესაბამისმა მაჩვენებლებმა შეადგინა: 0.22 (პირველი კვლევა) და
0.29 (მეორე კვლევა), 0.40 (პირველი კვლევა) და 0.47 (მეორე კვლევა), 0.31 (პირ-
ველი კვლევა) და 0.42 (მეორე კვლევა).

შიდა შეთანხმებულობა. შიდა შეთანხმებულობის შესამოწმებლად გამოთვლილ


იქნა როგორც კლასიკური კოეფიციენტი კრომბაჰის α, ისე მაკდონალდსის ω
66
კოეფიციენტი, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე
ფსიქომეტრულ ლიტერატურაში, რაც ასახავს მოდელებზე დაფუძნებული
(model-based) ტესტის სანდოობის მაჩვენებლებზე გადასვლის ტენდენციას.
ანალიტიკური კვლევები ადასტურებს მაკდონალდსის კოეფიციენტის უფრო
მაღალ სიზუსტეს – როგორც რიცხვითი მნიშვნელობის, ისე ინტერპრეტაციის
კუთხით (Zinbarg et al., 2005). მაკიაველიზმის სკალისათვის კრომბაჰის α მნიშვ-
ნელობამ შეადგინა 0.724 (ორიგინალის შემთხვევაში – 0.74), ხოლო
მაკდონალდსის ω – 0.736. ნარცისიზმის სკალისათვის შესაბამისმა
მაჩვენებლებმა შეადგინა: α=0.694 (ორიგინალი – 0.72), ω=0,700, ხოლო
ფსიქოპათიის სკალისათვის – α=0.731 (ორიგინალი – 0.76), ω=0.741. მიღებული
შედეგი ადასტურებს ქართული ვერსიის საკმაოდ მაღალ შიდა შეთან-
ხმებულობას.

ტესტის მდგრადობა. სანდოობის, როგორც შედეგების მდგრადობის,


შესამოწმებლად გამოყენებულ იქნა სკალის ორ ნაწილად გაყოფისა და ამ
ნაწილებს შორის კორელაციის გამოთვლის მეთოდი (split-half reliability).
გამოთვლილ იქნა სპირმენ-ბრაუნის კორელაციის კოეფიციენტი, რომელმაც
ასევე დამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა. ამრიგად, დადასტურდა ტესტის
ქართული ვერსიის საკმაოდ მაღალი სანდოობა (შიდა შეთანხმებულობა და შე-
დეგების მდგრადობა).

ვალიდურობის შემოწმება. ტესტის ორიგინალის ავტორებმა ამ მიზნით


გამოიყენეს „ბნელი ტრიადის“ სტანდარტული კითხვარები (Mach IV, SRP-III,
NPI), აგრეთვე Interpersonal Circumplex (IPIP-IPC) (Jones & Paulhus., 2014).
სამწუხაროდ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ ოთხი ტესტის ადაპტირებუ-
ლი ქართული ვერსია არ არსებობს. მაგრამ არსებობს ტესტის ვალიდურობის
შემოწმების სხვა გზაც: 1) ჰიპოთეზების ჩამოყალიბება იმ ცვლადების შესახებ,
რომლებთანაც უნდა დადასტურდეს ტესტის კორელაცია (კონვერგენტული

67
ვალიდურობა); 2) ჰიპოთეზების ჩამოყალიბება იმ ცვლადების შესახებ, რომლებ-
თანაც ტესტის კორელაცია არ უნდა გამოვლინდეს (დივერგენტული ვალი-
დურობა); 3) იმ პირთა ჯგუფების მითითება, ვისაც ამ ტესტით მაღალი და
დაბალი მაჩვენებლები უნდა ჰქონდეს (მიმდინარე ვალიდურობა). როგორც
ითქვა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ბნელი ტრიადა“ ინტენსიური
კვლევის საგანი გახდა; შესაბამისად, ქართული ვერსიის ვალიდურობის შესა-
მოწმებლად ჩამოყალიბებული ჰიპოთეზები არსებულ მონაცემებს ეფუძნება.

კონვერგენტული ვალიდურობის შემოწმება. რა თქმა უნდა, ბნელი ტრიადის


კითხვარის ვალიდურობის შემოწმება შეუძლებელია პიროვნების საბაზო
ნიშნებთან კავშირის გამოვლენის გარეშე. “ბნელი ტრიადის“ ავტორებმა ემპირი-
ულად დაადასტურებს, რომ “ბნელი ტრიადის” ნიშნებს შორის კავშირი
განპირობებულია „დიდი ხუთეულის” ერთი ფაქტორით – დაბალი
კეთილგანწყობით. გამოვლინდა მაკიაველიზმის უარყოფითი კორელაცია
კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობასთან, ნარცისიზმისა და
ფსიქოპათიის დადებითი კავშირი ექსტრავერსიასა და ახალი გამოცდილების
მიღების მზაობასთან (openness), ნარცისიზმის უარყოფითი კორელაცია
კეთილგანწყობასთან, ფსიქოპათიისა – ნეიროტიზმსა და კეთილგანწყობასთან
(Paulhus & Williams, 2002).

მსგავსი სურათი აჩვენა მომდევნო პერიოდის კვლევებმაც: მაკიაველიზმის


დადებითი კავშირი ნეიროტიზმთან და უარყოფითი – კეთილსინდისიერებასა
და კეთილგანწყობასთან, ნარცისიზმის დადებითი კორელაცია ექსტრავერსიას-
თან, ახალი გამოცდილების მიღების მზაობასა და კეთილსინდისიერებასთან,
უარყოფითი კავშირი კეთილგანწყობასთან. ფსიქოპათიის კავშირი ნეიროტიზ-
მთან დადებითია, ხოლო კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობასთან –
უარყოფითი (Muris et al., 2017, გვ. 183–204). ტესტის გერმანული ვერსიის შე-
მუშავებისას დადასტურდა მაკიაველიზმისა და ფსიქოპათიის უარყოფითი კო-

68
რელაცია კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობასთან, აგრეთვე ნარცი-
სიზმის დადებითი კორელაცია კეთილსინდისიერებასთან და უარყოფითი
კორელაცია კეთილგანწყობასთან (Malesza et al., 2017). ტესტის ჩეხურმა ვერსიამ
გამოავლინა მაკიაველიზმის უარყოფითი კორელაცია კეთილგანწყობასთან,
ნარცისიზმის დადებითი კავშირი ექსტრავერსიასა და ახალი გამოცდილების
მიღების მზაობასთან და უარყოფითი კავშირი ნეიროტიზმსა და კეთილგანწყო-
ბასთან. ფსიქოპათფიის კავშირი ნეიროტიზმთან დადებითია, ხოლო
კეთილსინდისიერებასა და კეთილგანწყობასთან – უარყოფითი (Mejzlíková et al.,
2018).

შესაბამისად, ტესტის სკალების კონვერგენტული ვალიდურობის შესამოწ-


მებლად გამოყენებულ იქნა „დიდი ხუთეულის“ 10-პუნქტიანი ტესტის – Ten
Item Personality Measure – TIPI (Gosling et al.,, 2003) ქართული ვერსია.
აღსანიშნავია ისიც, რომ „დიდი ხუთეულის ტესტი“ ამ მიზნით გამოყენებულია
ტესტის სხვადასხვა ვერსიაში (მაგალითად, გერმანული (Malesza et al., 2017),
სლოვაკური (Copková & Šafár, 2021), რუსული (Егорова et al., 2015), ჩინური
(Zhang et al., 2020) ვერსიები).

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ჩამოყალიბდა შემდეგი ჰიპოთეზა:


მოსალოდნელია სამივე სკალის უარყოფითი კორელაცია კეთილგანწყობასთან,
ნარცისიზმის დადებითი კორელაცია ექსტრავერსიასა და ახალი გამოც-
დილების მიღების მზაობასთან (გახსნილობასთან), ფსიქოპათიის დადებითი
კავშირი ნეიროტიზმთან და უარყოფითი – კეთილსინდისიერებასთან. „დიდი
ხუთეულის“ ფაქტორებსა და „ბნელი ტრიადის“ სკალებს შორის კორელაციის
გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა პირსონის კორელაციის კოეფიციენტი. შე-
დეგი წარმოდგენილია პირველ ცხრილში.

ცხრილი 1. კორელაცია „ბნელი ტრიადის“ სკალებსა და „დიდი ხუთეულის“


ფაქტორებს შორის

69
ექსტრავე კეთილგანწ კეთილსინდის ნეიროტი გახსნილ
რსია ყობა იერება ზმი ობა

R p R P r P R p r P

მაკიაველ - .36
- - .59
იზმი .250 .000 -.025 .591 .025 .04 4
.053 .171** 3
2

ნარცისიზ .377* .000 -.101* .030 .041 .379 - .31 .41 .00
მი * .047 5 0** 0

ფსიქოპათ .051 .269 - .000 -.244** .000 .191 .00 .07 .11
ია .443** ** 0 3 9

შენიშვნა: r – პირსონის კორელაციის კოეფიციენტი, p – სტატისტიკური


მნიშვნელობა. კურსივით ნიშანდებულია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი
კორელაცია.

როგორც ამ ცხრილიდან ჩანს, დადასტურდა ყველა მოსალოდნელი


ურთიერთკავშირი. სამივე სკალის კორელაცია კეთილგანწყობასთან
უარყოფითია; კორელაცია ყველაზე ძლიერია ფსიქოპათიის სკალასთან.
დადებითია ნარცისიზმის კორელაცია ექსტრავერსიასა და ახალი გამოც-
დილების მიღების მზაობასთან (გახსნილობასთან); ფსიქოპათფიის კავშირი
ნეიროტიზმთან დადებითია, ხოლო კეთილსინდისიერებასთან – უარყოფითი.
ამრიგად, ყველა მოსალოდნელი კავშირი დადასტურდა, რაც, თავის მხრივ,
ადასტურებს კითხვარის ქართული ვერსიის კონვერგენტულ ვალიდურობას.

დივერგენტული ვალიდურობა. პირველი ცხრილიდან აგრეთვე ჩანს, რომ,


როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამოვლინდა მაკიაველიზმის კორელაცია
ექსტრავერსიასა და ნეიროტიზმთან. არ დადასტურდა ნარცისიზმის
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი კეთილსინდისიერებასა და

70
ნეიროტიზმთან, ფსიქოპათიისა – ექსტრავერსიასთან. შესაბამისად,
დადასტურდა ტესტის ქართული ვერსიის დივერგენტული ვალიდურობაც.

მიმდინარე ვალიდურობის შემოწმება. არსებული მონაცემებით, მამაკაცებს


„ბნელი ტრიადის“ ნიშნები უფრო გამოხატული აქვთ, ვიდრე ქალებს (Jones &
Paulhus., 2014; Malesza et al., 2017; Jonason & Davis, 2018). გენდერული განსხვავე-
ბის სტატისტიკური მნიშვნელობა შემოწმდა სტიუდენტის კრიტერიუმით (ცხრ.
2).

ცხრილი 2. გენდერული მაჩვენებლები „ბნელი ტრიადის“ სამი სკალის მიხედვით

სტიუდენტ
საშუალო ის სტატისტიკუ
მაჩვენებე სტანდარტუ კრიტერიუ რი
ლი ლი გადახრა მი t სანდოობა p

მაკიაველი ქალი 2.66 0.48


ზმი მამაკა
1.619
ცი 2.77 0.55 .106

ნარცისიზმ ქალი 2.80 0.46


ი მამაკა
.816
ცი 2.75 0.40 .415

ფსიქოპათი ქალი 2.35 0.47


ა მამაკა
1.667
ცი 2.45 0.46 .096

როგორც მე-2 ცხრილიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველიზმისა და


ფსიქოპათიის სკალებზე მამაკაცის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ქალისა,
ეს განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა. ამის მიზეზი
შეიძლება იყოს ის, რომ შერჩევა გენდერულად დაბალანსებული არ არის
(მონაწილეთა 79% ქალია), მაგრამ ეს ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან

71
გენდერული დისბალანსი სხვა კვლევებშიც გვხვდება (მაგალითად, ესპანური
ვერსია, სადაც ასევე 79% ქალია, ჩინური ვერსია – 73%, რუსული ვერსია – 70%,
უნგრული ვერსია – 74%, სლოვაკური ვერსია – 68%). თუმცა, არც ის არის
გამორიცხული, რომ ეს ეროვნული თავისებურების გამოვლინებაა. ასეა თუ ისე,
ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს.

სოციალური სასურველობა. არსებული მონაცემებით, დასტურდება კავშირი


„ბნელი ტრიადის“ ნიშნებსა და სოციალურ სასურველობას (სოციალურად
მისაღები პასუხების გაცემის ტენდენცია) შორის (Jonason & Webster, 2010; Muris
et al., 2017), თუმცა შედეგები ერთგვაროვანი არ არის. ერთი მხრივ, ეს ნიშნები
და, კერძოდ, ფსიქოპათია უარყოფით კორელაციაში სოციალურ სასურველო-
ბასთან (Ray, და სხვ., 2013; Verschuere, და სხვ., 2014), რაც, შეიძლება აიხსნას
იმით, რომ ამ ნიშნების მაღალი მაჩვენებლების მქონე პირს ნაკლებად
აინტერესებს სხვების აზრი, ახასიათებს ისეთი თვისებები, როგორიცაა ეგოცენ-
ტრიზმი, გრანდიოზულობა, ყოყოჩობა (Gamache et al, 2018). მეორე მხრივ,
„ბნელი ტრიადის“ ნიშნები გულწრფელობასა და პატიოსნებას ნამდვილად არ
უკავშირდება, ამიტომ უფრო მოსალოდნელია დადებითი კორელაცია (Hodson,
და სხვ., 2018).

სოციალური სასურველობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა იყო შვიდი


პუნქტისაგან შემდგარი სიცრუის სკალა. თუ ამ სკალის მაჩვენებელი 3-ზე
მაღალია, ეს მიუთითებს სოციალურად მისაღები პასუხების გაცემის
ტენდენციაზე, ანუ რესპონდენტი ნაკლებად გულწრფელია (შეგნებულად თუ
არაცნობიერად). სიცრუის სკალასა და ტესტის სკალებს შორის კორელაციის
გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა პირსონის კორელაციის კოეფიციენტი. მი-
ღებული შედეგი ასახულია მე-3 ცხრილში.

ცხრილი 3. კორელაცია „ბნელი ტრიადის“ სკალებსა და გულწრფელობას შორის

მაკიაველიზმი ნარცისიზმი ფსიქოპათია

72
r P R P r P

გულწრფელობა .013 - .000


-.131** .005 -.115*
.175**

შენიშვნა: r – პირსონის კორელაციის კოეფიციენტი, p – სტატისტიკური


მნიშვნელობა.

როგორც ვხედავთ, „ბნელი ტრიადის“ სამივე სკალის კორელაცია


გულწრფელობასთან უარყოფითია, ანუ ემთხვევა Ray და Verschuere მიერ
მიღებულ შედეგს. ტესტის ავტორებს სოციალური სასურველობის ეფექტი არ
შეუმოწმებიათ. რამდენად შევძელით ამის შემოწმება, ის არც სხვა ვერსიებში
გვხვდება; გამონაკლისია ესპანური ვერსია, რომელშიც ამ მიზნით გა-
მოყენებულია მარლოუ-კროუნის სოციალური სასურველობის სკალა (Marlowe-
Crowne Social Desirability Scale – SDS). ესპანური ვერსიის ავტორების მიერ
მიღებული შედეგის თანახმად, დადასტურდა დადებითი კორელაცია მხოლოდ
მაკიაველიზმის სკალასთან. ფსიქოპათიისა და ნარცისიზმის სკალების
კორელაცია სოციალური სასურველობის მაჩვენებელთან სტატისტიკურად
მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა (r=0.13 და r =−0.01 შესაბამისად) (Pineda et al., 2018).

რამდენად აისახება სოციალური სასურველობის ეფექტი ტესტის


მაჩვენებლებზე? ამის გასარკვევად შევადარეთ გულწრფელ და ნაკლებად
გულწრფელ (3-ზე მაღალი მაჩვენებელი) პირთა მაჩვენებლები „ბნელი
ტრიადის“ სამივე სკალის მიხედვით. განსხვავების სტატისტიკური
მნიშვნელობა შემოწმდა სტიუდენტის კრიტერიუმით. მიღებული შედეგი წარ-
მოდგენილია მე-4 ცხრილში.

ცხრილი 4. გულწრფელი და ნაკლებად გულწრფელი პირების საშუალო


მაჩვენებლები

73
სტიუდენ
საშუალო სტანდარტ ტის სტატისტიკ
მაჩვენებე ული კრიტერი ური
ლი გადახრა უმი t სანდოობა p

მაკიაველი გულწრფელ
2.73 0.49
ზმი ი
არაგულწრფ
2.56 0.46 3.537
ელი .000
ნარცისიზ გულწრფელ
2.84 0.44
მი ი
არაგულწრფ
2.73 0.46 2.526
ელი .012
ფსიქოპათ გულწრფელ
2.43 0.48
ია ი

არაგულწრფ
2.26 0.44 3.742
ელი .000

როგორც მე-4 ცხრილიდან ჩანს, სამივე სკალაზე ყველა გულწრფელი პირის


მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ნაკლებად გულწრფელისა (განსხვავება
სტატისტიკურად მნიშვნელოვანია). ამრიგად, სოციალური სასურველობის
ეფექტი ვლინდება სამივე სკალაზე.

ნორმატიული მაჩვენებლები. მიღებული შედეგები გვაძლებს ტესტის


ნორმატიული მაჩვენებლების გამოთვლის საშუალებას (ახალგაზრდებისათ-
ვის). ფსიქოლოგთა ასოციაციების ევროპული ფედერაციის (EFPA) სტანდარტის
თანახმად, სტატისტიკური ნორმის გამოსათვლელად შერჩევის მინიმალური
მოცულობა 150-ს შეადგენს; გარდა ამისა, ცდისპირთა მინიმალური რაოდენობა
სულ მცირე ორჯერ უნდა აღემატებოდეს ტესტის პუნქტების რიცხვს (ჩვენ

74
შემთხვევაში ის 17-ჯერ მეტია). ემპირიული მონაცემები ამ პირობებს
აკმაყოფილებს.

არსებობს სტატისტიკური კრიტერიუმიც: მონაცემების განაწილება ნორმალური


(გაუსის) კანონის შესაბამისად. მონაცემების გამოკვლევამ აჩვენა, რომ მკაცრი
კრიტერიუმებით (კოლმოგოროვ-სმირნოვის ტესტი) სამივე სკალაზე
განაწილება ნორმალური არ არის. მაგრამ ჩვენი მიზნებისათვის სავსებით
საკმარისია, რომ ემპირიული განაწილება მხოლოდ უახლოვდებოდეს ნორმა-
ლურს, ანუ ასიმეტრიისა (Skewness) და ექსცესის (Kurtosis) რიცხვითი მნიშვნე-
ლობა 1-ს არ აღემატებოდეს. განაწილების მაჩვენებლები ასახულია მე-5
ცხრილში, ხოლო ჰისტოგრამები – პირველ ნახატზე.

ნახ. 1. „ბნელი ტრიადის“ სამი სკალის ჰისტოგრამები

ცხრილი 5. „ბნელი ტრიადის“ სამი სკალის ემპირიული განაწილების


მახასიათებლები

მაკიაველიზმი ნარცისიზმი ფსიქოპათია

75
ასიმეტრია .051 .020 .107

ექსცესი .794 1.000 .063

როგორც ვხედავთ, ასიმეტრიისა და ექსცესის რიცხვითი მნიშვნელობა 1-ს არ


სცდება, რაც ნიშნავს, რომ ემპირიული განაწილება შეიძლება ნორმალურ განა-
წილებად იქნეს მიჩნეული. ამას ადასტურებს სამივე ჰისტოგრამის ფორმაც.
შესაბამისად, მიღებული შედეგი ადასტურებს ნორმატიული მაჩვენებლების გა-
მოთვლის მართებულობას (ოღონდ მხოლოდ ახალგაზრდებისათვის). საშუალო
მაჩვენებლები ასახულია მე-6 ცხრილში; აქვე წარმოდგენილია ტესტის
ორიგინალის შესაბამისი მაჩვენებლები (მე-3 კვლევა) (Jones & Paulhus., 2014).

ცხრილი 6. „ბნელი ტრიადის“ ნორმატიული მაჩვენებლები (ახალგაზრდები)

მაკიაველიზმი ნარცისიზმი ფსიქოპათია

M Σ M M M Σ

ქართული საერთო
ვერსია მაჩვენებელი 2.68 0.49 2.79 0.45 2.36 0.47

ქალი 2.66 0.48 2.80 0.46 2.35 0.47

მამაკაცი 2.77 0.55 2.75 0.40 2.45 0.46

ორიგინალი1 ქალი 2.91 0.53 2.64 0.56 2.04 0.57

მამაკაცი 3.12 0.67 2.83 0.57 2.41 0.63

შენიშვნა: M – საშუალო მაჩვენებელი, σ – სტანდარტული გადახრა.

შედეგების განხილვა. მიღებული შედეგები იძლევა იმის თქმის უფლებას, რომ


„ბნელი ტრიადის“ ქართული ვერსიის სტრუქტურა შეესაბამება თეორიულ
კონსტრუქტს. ქართული ვერსიის ფაქტორული სტრუქტურა ორიგინალური

1 საერთო მაჩვენებელი ავტორების მიერ წარმოდგენილი არ არის.

76
ტესტის ეკვივალენტურია. საკმარისად მაღალია ტესტის სკალების შიდა
შეთანხმებულობა; მაჩვენებლები ორიგინალისა და სხვა ვერსიების შესაბამისი
მაჩვენებლების ანალოგიურია. სარწმუნოა კითხვარის ვალიდურობის
შემოწმების შედეგებიც – დადასტურდა როგორც კონვერგენტული, ისე
დისვერგენტული ვალიდურობა. ქართული ვერსიის საფუძველზე
გამოთვლილი ყველა მაჩვენებელი, სკალებს შორის კორელაციისა და სხვა
პიროვნულ ნიშნებთან კორელაციის ჩათვლით, ისეთივე სურათს იძლევა,
როგორც ორიგინალი და სხვა ვერსიები. სახელდობრ, პიროვნულ დისპოზი-
ციურ ნიშნებთან („დიდი ხუთეული“) შეპირისპირებისას დადასტურდა
თეორიულად მოსალოდნელი კავშირები: სამივე სკალის უარყოფითი
კორელაცია კეთილგანწყობასთან, ფსიქოპათიისა – კეთილსინდისიერებასთან,
აგრეთვე დადებითი კორელაცია ნარცისიზმსა და ექსტრავერსიას, ახალი გამოც-
დილებისადმი გახსნილობას შორის.

მაგრამ ორიგინალისა და სხვა ვერსიებისაგან განსხვავებით, გენდერული


განსხვავება არ დადასტურდა, რაც შეიძლება ეროვნული თავისებურებით იყოს
გამოწვეული. ეს საკითხი დამატებით კვლევას მოითხოვს. მთლიანობაში წინამ-
დებარე კვლევის შედეგები ადასტურებს „ბნელი ტრიადის“ ქართული ვერსიის
კარგ ფსიქომეტრულ მაჩვენებლებს.

დასკვნა. „ბნელი ტრიადის“ სკალის ქართული ვერსია შეიძლება მიჩნეულ იქნეს


სანდო და ვალიდურ ფსიქოდიაგნოსტურ ინსტრუმენტად. მისი გამოყენება
შეიძლება როგორც კვლევითი, ისე ფსიქოლოგიური კონსულტირების მიზ-
ნებისათვის.

კვლევის შეზღუდვა. შერჩევა, რომელზეც ჩატარდა კვლევა, გენდერულად


დაბალანსებული არ იყო. შესაბამისად, მომავალში საჭიროა შერჩევაში მეტი
მამაკაცის ჩართვა და „ბნელი ტრიადის“ ნიშნების გენდერულად სპეციფიკური

77
თავისებურებების შესწავლა. გარდა ამისა, საჭიროა კითხვარის ფსიქომეტრული
მახასიათებლების შემოწმება სხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვისაც.

78
IV. თავი მეოთხე: მონაცემების აღწერითი ანალიზი

4.1 საშუალო მაჩვენებელების გამოთვლა


ცდისპირების რაოდენობისა და ასაკის მიხედვით, გამოიყო ორი ასაკობრივი
ჯგუფი: 18წლიდან 26 წლამდე და 26 წლიდან 78 წლამდე. მნიშვნელოვანია იმის
აღნიშვნა, რომ შედეგების თანახმად, ასაკობრივი განსხვავება მკვეთრად არ
ფიქსირდება.

სოციალური ქსელების პრობლემურ მომხმარებლებში ორივე ასაკობრივ ჯგუფს


მიახლოებული შედეგები ჰქონდათ, თუმცა ზოგიერთ კრიტერიუმში,
ახალგაზრდების მაჩვენებლები აღემატებოდა, რაც ბუნებრივიც არის, ეპოქიდან
და ტექნოლოგიების მარტივი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე.

შედეგები მსუბუქად განსხვავდებოდა ნარცისიზმის მაჩვენებლების


მიხედვითაც.

79
თითქმის მსგავსი შედეგები იყო დიდი ხუთეულის გაზომვისას, თუმცა
ახალგაზრდებს აღენიშნებოდათ ექსტრავერსიისა და ნეიორიტიზმის
შედარებით მაღალი დონე.

საინტერესო შედეგები სიმპტომატური მაჩვენებლების მიხედვით, გამოვლინდა


ასაკობრივი განსხვავება თითქმის თითოეულ განზომილებაში, განსაკუთრებით
კი, ფობიურ შფოთვაში, შფოთვაში, პარანოიაში, სენსიტიურობაში, დეპრესიასა
და ობსესიურ-კომპულსურ აშლილობაში

განსხვავება ძალიან დაბალი იყო თვითშეფასების მიხედვითაც, თუმცა უფროს


ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნებოდა უმცროსებთან შედარებით მაღალი
მაჩვენებელი.

80
4.2 ნორმალური განაწილების შემოწმება

სტატისტიკური ანალიზისას უმნიშვნელოვანესია იმის დადგენა, აკმაყოფილებს


თუ არა ტესტი ნორმალური განაწილების კრიტერიუმს , რაც შემდგომში
დაგვეხმარება ტ-ტესტებში, ANOVA - სა და რეგრესიულ ანალიზში. ეს ტესტები
სწორედ იმას ეყრდნობა , რომ მონაცემებში ნორმალური განაწილებაა.

ნორმალური განაწილების ტესტები გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ


მონაცემები ეყრდნობა თუ არა ნორმალურ განაწილებას. ამ მიზნისთვის კი
სხვადასხვა საზომი ტესტი არსებობს, მათგან ორი კი ყველაზე ხშირად
გამოიყენება: კოლმოგოროვ-სმირნოვისა და შაპირო-უილკის ტესტი. სწორედ ამ
ტესტებზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ ექვემდებარება თუ არა
მონაცემები ნორმალურ განაწილებას.

ზემოაღნიშნული ტესტების მიხედვით , კვლევაში გამოყენებული ყოველი


კითხვარი აკმაყოფილებს ნორმალური განაწილების კრიტერიუმს. იხილეთ
დანართი 1.

4.3 ტესტების სანდოობის შემოწმება


კრონბაჰის ალფა არის სტატისტიკური საზომი, რომელიც გამოიყენება სკალის
ან მისი შემადგენელი ერთეულების შიდა შეთანხმებულობის ან სანდოობის
შესაფასებლად. შიდა შეთანხმებულობა ტესტის სანდოობის მახასიათებელია,
რომელიც გულისხმობს ტესტის სხვადასხვა შემადგენელი პუნქტების

81
ერთგვაროვნებას, ე.ი. - სკალაში შემავალი ყველა პუნქტი ერთსა და იმავე
მახასიათებელს ზომავს.

კრონბაჰის ალფა აფასებს რამდენად დაკავშირებულია სკალაში არსებული


ელემენტები და რამდენად ზომავს ერთსა და იმავე კონსტრუქტს. იგი
გამოითვლება საშუალო პუნქტებსშორისი კორელაციისა და სკალის
ერთეულების რაოდენობის მიხედვით. ალფა კოეფიციენტი მერყეობს 0-დან 1-
მდე, უფრო მაღალი მნიშვნელობები მიუთითებს უფრო დიდ შიდა
შეთანხმებულობაზე ან საიმედოობაზე.

კრონბაჰის ალფა 1 მიუთითებს სრულყოფილ შინაგან შეთანხმებულობაზე, რაც


ნიშნავს, რომ სკალის ყველა ელემენტი იდეალურად არის დაკავშირებული
ერთმანეთთან და ზომავს ერთსა და იმავე კონსტრუქტს. თუმცა, პრაქტიკაში
იშვიათია მისი მიღწევა. უმეტეს შემთხვევაში, 0.7 ან 0.8-ზე მეტი მნიშვნელობები
ითვლება მისაღებად.

კრონბაჰის ტესტი ეხმარება მკვლევარებს შეაფასონ, ფუნქციონირებს თუ არა


სკალის ფარგლებში არსებული ელემენტები და რამდენად შესაფერისია ისინი
სამიზნე კონსტრუქტის გასაზომად. უფრო მაღალი კრონბაჰის ალფა
მიუთითებს უფრო დიდ სანდოობაზე და ზრდის ნდობას ტესტის გაზომვების
სიზუსტეში.

აღნიშნულ კვლევაში გამოყენებულ თითოეულ ცვლადს აქვს სანდოობის


მაღალი მაჩვენელი, რაც დაადასტურა SPSS 25-ით გამოთვლამ , თითოეული
სკალის სანდოობის კოეფიციენტის კრონბაჰის ალფა მაჩვენებლით შემოწმების
შემდეგ.

როზენბერგის თვითშეფასების სკალაზე კრონბაჰის ალფა კოეფიციენტი იყო


0.806, რაც ადასტურებს შედეგების სანდოობას. ასევე ალფა დადებითი იყო
სიმპტომატური კითხვარის ცვლადებში, რაც ადასტურებს იმას რომ კითხვარს
აქვს მაღალი შიდაშეთანხმებულობა.
82
გამოიყო შემდეგი ცვლადები და მათ შეესაბამა აღნიშნული კოეფიციენტები:
სომატიზაციის α = 0.853 , ობსესიურ- კომპულსურის სიმპტომების α = 0.804,
პიროვნებათაშორისი სენსიტიურობის α = 0.778, დეპრესიის α = 0.873, შფოთვის-
α = 0.881, მტრობის α = 0.818 , ფობიური შფოთვის α = 0.774 , პარანოიული
სიმპტომების α = 0.770 , ფსიქოტიზმის კი α = 0.660. ნარცისიზმის α = 0.653,
სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების- α = 0.817, მოწყვლადი
ნარცისიზმის α= 0.66, გრანდიოზული ნარცისიზმის α=0.736,

4.4 კვლევის კროსტაბულაციური ანალიზი

მიუხედავად მამაკაცი რესპოდენტების მცირე რაოდენობისა, ზოგიერთ


ცვლადთან მიმართებაში გენდერული განსხვავებები მაინც გამოიკვეთა.
გამოსათვლელად გამოყენებულ იქნა Mann-Whitney U ტესტი. ციფრი 1-ით
აღინიშნება ქალი, ხოლო 2-ით მამაკაცი.

განსხვავება შეინიშნა ექსტრავერსიის მიხედვით.როგორც ჩანს, ქალი


რესპოდენტები მეტად ექსტრავერტები იყვნენ, ვიდრე მამაკაცები.
ლიტერატურული ანალიზის მიხედვით, სავარაუდოა, რომ ქალები უფრო -
გრანდიოზული ნარცისიზმისკენ უნდა იყვნენ მიდრეკილნი, ხოლო მამაკაცები-
მოწყვლადისკენ, ვინაიდან ექსტრავერსიას უკავშირებენ გრანდიოზულ
ნარცისიზმს, ხოლო ინტრავერსიას- მოწყვლადს.

83
განსხვავება შეინიშნა თვითშეფასებაშიც. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე
ქალ რესპოდენტებს მამაკაცებზე ბევრად უფრო მაღალი თვითშეფასება აქვთ.

კეთილგანწყობის მიხედვითაც, ქალებს უფრო მაღალი მაჩვენებელი


აღენიშნებოდათ, ვიდრე მამაკაცებს.

ასევე ნეიროტიზმის მაღალი დონე შეინიშნა ქალებში.

84
გენდერული განსხვავება შეინიშნა ფობიურ შფოთვასთან მიმართებაშიც.

ყურადსაღებია ისიც, რომ სხვა ტესტების შედეგები დიდად არ განსხვავდებოდა


სქესის მიხედვით, რისი მიზეზიც შეიძლება, მამაკაც რესპოდენტთა ნაკლებობა
იყოს. კვლევის მთავარი ცვლადების , ნარცისიზმისა და სოციალური ქსელების
პრობლემური მოხმარების ტესტების შედეგების მიხედვით, ქალებსა და
მამაკაცებში განსხვავება არ შეინიშნება.

4.5 სიხშირეთა ანალიზი

კვლევა შედგებოდა 135 კითხვისგან და მისი დამუშავების პროცესში, გამოიყო


ოცდახუთამდე ცვლადი. აღნიშნულ ქვეთავში განხილული იქნება აღნიშნული
ცვლადების განაწილებათა სიხშირეს.

ნარცისიზმის ბნელი ტრიადის კითხვარით გაზომვისას პასუხები


შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 83% ს და მათი რაოდენობა იყო 251


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 20.86 % ს და მათი რაოდენობა იყო 63
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 2.98% ს და მათი რაოდენობა იყო 9.

გრანდიოზული ნარცისიზმის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 42.2% ს და მათი რაოდენობა იყო 128.

85
 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 50.2% ს და მათი რაოდენობა იყო 152.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 7.6% ს და მათი რაოდენობა იყო 23.

მოწყვლადი ნარცისიზმის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 18.5% ს და მათი რაოდენობა იყო 56.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 27.1% ს და მათი რაოდენობა იყო 82.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 54.5% ს და მათი რაოდენობა იყო 165.

სოციალური ქსელების პრობლემური გამოყენების კითხვარი, თავისმხრივ,


გაიყო 4 ცვლადად და იზომებოდა ინდივიდის ოთხი სხვადასხვა
მახასითებელი: ონლაინ კომუნიკაციის მჯობინება, გუნება-განწყობილების
დაქვეითება, ნეგატიური შედეგები და არასაკმარისი თვითრეგულაცია.
ონლაინ კომუნიკაციის მჯობინების ტესტის პასუხები შემდეგნაირად
განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 44.22ს და მათი რაოდენობა იყო 134.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 34.98 %ს და მათი რაოდენობა იყო 106.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 20.79%ს და მათი რაოდენობა იყო 63.

გუნება -განწყობილების ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 10.89% ს და მათი რაოდენობა იყო 33.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 38.94% ს და მათი რაოდენობა იყო 118.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 50.16 % ს და მათი რაოდენობა იყო 152.

არასაკმარისი თვითრეგულაციის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 9.57% ს და მათი რაოდენობა იყო 29.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 45.21% ს და მათი რაოდენობა იყო 137.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 45.21% ს და მათი რაოდენობა იყო 137.

ნეგატიური შედეგების ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

86
 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 22.11% ს და მათი რაოდენობა იყო 67.
 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 41.25% ს და მათი რაოდენობა იყო 125.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 36.3% ს და მათი რაოდენობა იყო 111.

სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების ტესტის პასუხები


შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 53.14% ს და მათი რაოდენობა იყო 161.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 21.78% ს და მათი რაოდენობა იყო 66.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 25.08% ს და მათი რაოდენობა იყო 76.

თვითშეფასების ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 48.18% ს და მათი რაოდენობა იყო 146.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 22.44% ს და მათი რაოდენობა იყო 68.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 29.37% ს და მათი რაოდენობა იყო 89.

სიმპტომური კითხვარი ერთდროულად რამდენიმე სიმპტომს ზომავს:


სომატიზაციას, დეპრესიას, შფოთვას, ფსიქოტიზმს, ფობიურ შფოთვას,
ობესიურ-კომპულსიურ აშლილობას, სენსიტიურობას, ყურადღების
დეფიციტსა და პარანოიას.

სომატიზაციის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 69.31% ს და მათი რაოდენობა იყო 210.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 13.86% ს და მათი რაოდენობა იყო 42.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 16.68% ს და მათი რაოდენობა იყო 51.

ობსესიურ-კომპულსური აშლილობის ტესტის პასუხები შემდეგნაირად


განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 61.72% ს და მათი რაოდენობა იყო 187


.

87
 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 25.41% ს და მათი რაოდენობა იყო 77.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 12.87% ს და მათი რაოდენობა იყო 39.

დეპრესიის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 61.72% ს და მათი რაოდენობა იყო 187.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 25.41% ს და მათი რაოდენობა იყო 77.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 12.87% ს და მათი რაოდენობა იყო 39.

სენსიტიურობის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 70.96% ს და მათი რაოდენობა იყო 215.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 18.48% ს და მათი რაოდენობა იყო 56.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 10.56% ს და მათი რაოდენობა იყო 32.

შფოთვის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 63.70% ს და მათი რაოდენობა იყო 193.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 22.77% ს და მათი რაოდენობა იყო 69.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 13.53% ს და მათი რაოდენობა იყო 41.

მტრობის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 52.15% ს და მათი რაოდენობა იყო 158.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 15.51% ს და მათი რაოდენობა იყო 47.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 32.34% ს და მათი რაოდენობა იყო 98.

ფობიური შფოთვის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 20.46% ს და მათი რაოდენობა იყო 62.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 18.81% ს და მათი რაოდენობა იყო 57.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 60.73% ს და მათი რაოდენობა იყო 184.

88
პარანოიის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 15.18% ს და მათი რაოდენობა იყო 46.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 36.96 % ს და მათი რაოდენობა იყო 112.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 47.85% ს და მათი რაოდენობა იყო 145.

ფსიქოტიზმის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 53.47 % ს და მათი რაოდენობა იყო 162.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 28.71% ს და მათი რაოდენობა იყო 87.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 17.82% ს და მათი რაოდენობა იყო 54.

ყურადღების დეფიციტის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 42.90% ს და მათი რაოდენობა იყო 130.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 34.32% ს და მათი რაოდენობა იყო 104.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 22.77% ს და მათი რაოდენობა იყო 69.

დიდი ხუთეულის კითხვარი ზომავს შემდეგ მაჩვენებლებს: ექსტრავერსიას,


ახალი გამოცდილებისადმი ღიაობას, ნეიროტიზმს, კეთილგანწყობასა და
კეთილსინდისიერებას.

ექსტრავერსიის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 39.27% ს და მათი რაოდენობა იყო 119.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 44.22% ს და მათი რაოდენობა იყო 134.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 16.50 % ს და მათი რაოდენობა იყო 50.

კეთილგანწყობის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 23.43% ს და მათი რაოდენობა იყო 71.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 65.35% ს და მათი რაოდენობა იყო 198.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 11.22% ს და მათი რაოდენობა იყო 34.

89
კეთილსინდისიერების ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 39.9% ს და მათი რაოდენობა იყო 121.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 44.6% ს და მათი რაოდენობა იყო 135.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 15.5% ს და მათი რაოდენობა იყო 47.

ნეიროტიზმის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 6.3% ს და მათი რაოდენობა იყო 19.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 26.1% ს და მათი რაოდენობა იყო 79.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 67.6% ს და მათი რაოდენობა იყო 205.

გამოცდილებისადმი ღიაობის ტესტის პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

 დაბალი მაჩვენებელი- აღენიშნა 8.9% ს და მათი რაოდენობა იყო 27.


 საშუალო მაჩვენებელი აღენიშნა 29% ს და მათი რაოდენობა იყო 88.
 მაღალი მაჩვენებელი აღენიშნა 62% ს და მათი რაოდენობა იყო 188.

რესპონდენტთა უმრავლესობას ახასიათებთ შემდეგი თვისებები:


კეთილგანწყობა, ექსტრავერსია, ყურადღების დეფიციტი, კეთილსინდისიერება
და მოწყვლადი ნარცისიზმი. მნიშნვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ როგორც
შემდგომმა ანალიზმა ცხადყო, მოწყვლადი ნარცისიზმი, ყურადღების
დეფიციტსა და სოციალური ქსელების პრობლემურ მოხმარებას შორის
დადებითი კორელაციაა, რაც შეიძლება მიუთითებდეს მოწყვლადი ნარცისის
მიერ სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების ნეგატიურ მხარეზე.

90
V. თავი მეხუთე: კვლევის შედეგები და განხილვა

კვლევის კლასტერულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ ცდისპირების


უმრავლესობას (62%-ს) აქვს სოციალური ქსელის პრობლემური მოხმარებისა და
მოწყვლადი ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებელი, 38%-ს კი დაბალი მაჩვენებელი.
(იხილეთ დანართი3 )

ასევე შედეგების რეგრესიული ანალიზის მიხედვით, გრანდიოზული


ნარცისიზმი არ არის სოციალური ქსელების პრობლემური გამოყენების
პრედიქტორი და მისი პრედიქტორები მოწყვლადი ნარცისიზმი და ობსესიურ-
კომპულსური აშლილობა უფრო მეტადაა, კერძოდ, მოწყვლადი ნარცისიზმი-
შედარებით სუსტი პრედიქტორია, ობსესიურ-კომპულსური აშლილობის
სიმპტომები კი საკმაოდ ძლიერი პრედიქტორია. (იხილეთ დანართი 3)

კვლევის შედეგად გამოვლინდა დადებითი კორელაცია მოწყვლად


ნარცისიზმსა და სოციალური მედიის პრობლემურ მოხმარებას შორის. (r=0.224)
ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც რომ რეგრესიული ანალიზის მიხედვით,
მოწყვლადი ნარცისიზმი არის სოციალური მედიის პრობლემური მოხმარების
სუსტი პრედიქტორი. რეგრესიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ შესაძლებელია
პრობლემური მოხმარების პროგნოზირება მოწყვლადი ნარცისიზმის
საფუძველზე. შესაბამისად, დადასტურდა პირველი ჰიპოთეზა. (H1)

კორელაციული ანალიზით დადასტურდა მეორე ჰიპოთეზაც, რომლის


მიხედვითაც, მოწყვლადი ნარცისები უფრო მეტად მიეკუთვნებიან
სოციალური მედიის პრობლემური მოხმარების რისკ ჯგუფს, ვიდრე
გრანდიოზული ნარცისები. შეინიშნა სუსტი კორელაცია მოწყვლად
ნარცისიზმსა და სოციალური მედიის პრობლემურ მოხმარებას შორის (r=0.224),
მაშინ როდესაც, კორელაცია გრანდიოზულ ნარცისიზმსა და სოციალური

91
ქსელების პრობლემურ მოხმარებას შორის საერთოდ არ დადასტურდა (r=0.041).
(H2)

მოწყვლად ნარცისებსა და თვითშეფასებას შორის კორელაცია არ დადასტურდა,


(r=-0.080) გრანდიოზულ ნარცისებსა და თვითშეფასებას შორის კი აღინიშნება
საკმაოდ ძლიერი კორელაცია (0.375), რამაც დაადასტურა მესამე ჰიპოთეზაც.
(H3)

რაც შეეხება შფოთვის დონეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი კავშირი შეინიშნა


შფოთვის დონესა და მოწყვლად ნარცისიზმს შორის (r=0.253), რასაც ვერ
ვიტყვით გრანდიოზულ ნარცისიზმზე, ვინაიდან მასსა და შფოთს შორის
დადებითი კორელაცია არ დადასტურდა(r=-0.121), შესაბამისად, გამართლდა
მეოთხე ჰიპოთეზაც. (H4)

მტკიცე კორელაცია გამოვლინდა თვითპატივისცემასა და გრანდიოზულ


ნარცისიზმს შორის (r=0.375), რაც არ დადასტურდა მოწყვლადთან
მიმართებაში.(r=-0.080) დადასტურდა მეხუთე ჰიპოთეზაც. (H5)

ნაწილობრივ გამართლდა მეექვსე ჰიპოთეზა, ვინაიდან ნევროტიზმის


მაჩვენებელი მოწყვლად ნარცისიზმთან უფრო მტკიცე კავშირშია (r=0.074),
ვიდრე გრანდიოზულ ნარცისიზმთან (r=-0.123), თუმცა კორელაცია არ
დასტურდება, რადგან პირსონის კოეფიციენტი აღნიშნულ კავშირში არის
საკმაოდ დაბალი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა
ფსიქოტიზმის მაჩვენებელი მოწყვლად ნარაცისიზმთან მიმართებაში (r= 0.334)
(H6)

სავსებით დადასტურდა მეშვიდე ჰიპოთეზა, გრანდიოზულმა ნარცისებმა


გამოავლინეს საკმაოდ მტკიცე და დადებითი მაჩვენებელი ექსტრავერსიასთან
მიმართებაში. (r=0.354) აღნიშნული კორელაცია შეინიშნებოდა უცხოეთში
ჩატარებულ სხვა კვლევებშიც. (H7)

92
ნეიროტიზმისა და სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების კავშირიც
დადებითად გამოვლინდა , (r=0.235) რამაც გაამართლა მერვე ჰიპოთეზა. (H8)

პიროვნებათშორისი სენსიტიურობის მაღალი დონე გამოვლინდა მოწყვლადი


ნარცისებთან მიმართებაში, რაც ადასტურებს მეცხრე ჰიპოთეზას. (r=0.342) (H9)

არ დადასტურდა მეათე ჰიპოთეზა (H10), ვინაიდან არ შეინიშნა პოზიტიური


კორელაცია ახალი გამოცდილებისადმი ღიაობასა და სოციალური ქსელების
პრობლემურ გამოყენებას შორის (r=-0.170).

სოციალური ქსელების პრობლემურ მომხმარებლებს დაუდასტურდათ


ყურადღების დეფიციტის დონე, (r=0.223) რამაც გაამტკიცა მეთერთმეტე
ჰიპოთეზა. (H11)

საკმაოდ მაღალი კორელაცია შეინიშნა ობესიურ-კომპულსიური აშლილობის


სიმპტომებსა და სოციალური ქსელების პრობლემურ მოხმარებაში, რაც
ადასტურებს მეთორმეტე ჰიპოთეზას (r=0.390) (H12). უნდა აღინიშნოს ისიც,
რომ მსგავსი კვლევა ჩატარდა საფრანგეთშიც, რომლის მიზანი იყო სოციალური
ქსელებისა და ფსიქოპათოლოგიური სიმპტომების შესწავლა, შედეგის
მიხედვით კი, ფეისბუქის ხშირი გამოყენება ბევრად უფრო წააგავს ობსესიურ-
კომპულსიურ აშლილობას, ვიდრე თავად ადიქციას. (ზუბაშვილი, 2022)
იხილეთ დანართი შედეგის საილუსტრაციოდ. მოწყვლადი ნარცისიზმი
სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების უფრო სუსტ პრედიქტორად
გვევლინება, ვიდრე ობსესიურ-კომპულსური აშლილობის სიმპტომატიკა.

93
დეპრესიის მაღალი მაჩვენებელი შეინიშნა მოწყვლად ნარცისებში, რამაც
დაადასტურა მეცამეტე ჰიპოთეზა (r=0.276). (H13) საკმაოდ მაღალი კორელაცია
დადასტურდა დეპრესიასა და სოციალური ქსელების მოხმარებას შორის , რაზე
დაყრდნობითაც გამართლდა მეთოთხმეტე ჰიპოთეზა. (r=0.338) (H14)

საკმაოდ მტკიცე და მნიშვნელოვანი კორელაცია გამოვლინდა სამ ცვლადს:


მოწყვლად ნარცისიზმს, არასაკმარის თვითრეგულაციასა და სოციალური
ქსელების პრობლემურ მოხმარებას შორის. (r= 0.770 სოციალური ქსელების
პრობლემური გამოყენება და არასაკმარისი თვითრეგულაცია) (r=0.207
მოწყვლადი ნარცისიზმი და არასაკმარისი თვითრეგულაცია) აღნიშნული
დებულება კი ადასტურებს მეთხუთმეტე ჰიპოთეზას. (H15)

დადებითი და შედარებით მაღალი კორელაცია გამოვლინდა შემდეგ ცვლადებს


შორისაც: სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარებასა და
სენსიტიურობას შორის (r=0.306) , სოციალური ქსელების პრობლემურ
მოხმარებასა და მტრობას შორის (r=0.359) . ასევე დადებითი კავშირი
გამოვლინდა მოწყვლად ნარცისიზმსა და მტრობას შორისაც (r=0.319) , რასაც

94
ადასტურებს ლიტერატურული მიმოხილვაც და სხვა უცხოური კვლევებიც .
მაღალი კორელაციის მაჩვენებელი დაფიქსირდა პარანოიასა და მოწყვლად
ნარცისიზმს შორის , (r=0.393) რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის საკვლევ
ცვლადებსა და მიღებულ შედეგებს.

კვლევის შეზღუდვა

კვლევის მთავარი შეზღუდვაა ის,რომ შემთხვევითი შერჩევის მიუხედავად, ის


რეპრეზენტაბელური მაინც არ არის, შესაბამისად, მთელ მოსახლეობაზე ვერ
განვაზოგადებთ. ასევე ისიც, რომ კვლევის ანალიზი და შესაბამისი დასკვნების
გამოტანა ვერ მოხერხდა სქესის მიხედვით, მამაკაცი რესპოდენტების
ნაკლებობის გამო. ასევე, გამომდინარე იქედან, რომ კვლევას აქვს
კორელაციური ხასიათი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა
შეუძლებელია.

95
დასკვნები

1. ლიტერატურის ანალიზმა აჩვენა, რომ ნარცისიზმი გავლენას ახდენს


სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების განვითარებაზე და ეს
კავშირი ხშირად დასტურდება საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევებით.

2. ლიტერატურის ანალიზის მიხედვით, ინდივიდის არასაკმარისი


თვითრეგულაცია გავლენას ახდენს სოციალური ქსელების პრობლემური
მოხმარების ჩამოყალიბაზე, რაც დადასტურდა ამ კვლევითაც.

3. ნაშრომის ფარგლებში ადაპტირებული უცხოური ტესტები ნარცისიზმის


ტესტები ვალიდური და სანდრო კითხვარებია და მათი სამომავლო გამოყენება
შეიძლება სხვადასხვა მიზნით.

4. კვლევის შედეგებმა დაადასტურა ნარცისულ თვისებებსა და სოციალური


ქსელების პრობლემური გამოყენების კავშირი, რაც ნიშნავს იმას, რომ
აღნიშნულმა შედეგებმა ემპირიულად დაადასტურა მთავარი ჰიპოთეზა :
ნარცისული ტენდენციების მქონე ადამიანები მეტად ერთვებიან სოციალური
მედიის პრობლემურ მოხმარებაში.

5.სოციალური ქსელების პრობლემურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს


ისეთი ფსიქოპათოლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა: ობსესიურ-
კომპულსიური აშლილობა, დეპრესია, ფსიქოტიზმი და შფოთვა.

6. კვლევა ხაზს უსვამს მოწყვლადი ნარცისიზმს, როგორც სოციალური მედიის


პრობლემური მოხმარების პრედიქტორს. ადამიანებს, რომელთაც აქვთ დაბალი
თვით-შეფასება, გარემოსგან ვალიდაციის მაღალი მოთხოვნილება და
კრიტიკისადმი ჰიპერსენსიტიურობა, დიდი ალბათობით, სოციალური მედიის
მოხმარება ნეგატიურ შედეგებს მოუტანს.

96
7. კვლევა აღნიშნავს თვითშეფასების როლს სოციალურ მედიაში ინდივიდების
ქცევის ჩამოყალიბებაში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები, რომელთაც
აქვთ დაბალი თვითშეფასება, შესაძლოა, რომ იყვნენ უფრო მოწყვლადები
სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების პატერნებში, ვინაიდან ისინი
ეძებენ მიმღებლობასა და ვალიდაციას ონლაინ ინტერაქციებში.

8. კვლევამ დაადგინა , რომ არსებობს მნიშვნელოვანი კორელაცია


ფსიქოსომატურ სიმპტომებსა და სოციალური მედიის პრობლემურ გამოყენებას
მოხმარებას შორის , ნარცისული მახასიათებლების მქონე ინდივიდებში.

9. შედეგების რეგრესიულმა ანალიზმა დაამტკიცა, რომ ობსესიურ-


კომპულსიური აშლილობის მახასიათებელი სიმპტომები შეიძლება
სოციალური ქსელების პრობლემური მოხმარების პრედიქტორი გახდეს.

10. ასაკობრივი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გავლენა კვლევის ცვლადებთან


მიმართებაში არ დადასტურდა. გამონაკლისის სახით შეინიშნა მხოლოდ
სიმპტომატური კითხვარის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდებს
(18 წლიდან- 26 წლამდე)ფობიური შფოთვის, შფოთვის, დეპრესიის,
სენსიტიურობისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სიმპტომები
მეტად აღენიშნებოდათ, ვიდრე უფროსების ასაკობრივ ჯგუფს ( 26წლიდან 78
წლამდე)

11. მონაცემთა ანალიზის მიხედვით, კვლევის დასაწყისში დასმული


ჰიპოთეზების უმრავლესობა დადასტურდა. ასევე, დადასტურდა კვლევის
მთავარი ჰიპოთეზა.

97
გამოყენებული ლიტერატურა
აბდუშელიშვილი, ქ. (2021). რიდერი კოგნიტურ-ბიჰევიორულ ფსიქოლოგიაში.

ზუბაშვილი, ა. (2022). სოციალური ქსელების საიტების პრობლემური მოხმარების


პრედიქტორები ახალგაზრდებს შორის. (pp. 51-59). თბილისი: კავკასიის
უნივერსიტეტი.

ჩომახიძე ე, ზუბაშვილი ა და კოპალიანი კ, (2022), ბნელი ტრიადის ადაპტაცია,


თბილისი, სოხუმის უნივერსიტეტი.

Егорова, М., Ситникова, М., & Паршикова, О. (2015). Адаптация Короткого опросника
Темной триады /. Психологические исследования. Т. 8, № 43, 1-15.

Корниенко, Д., & Дериш, Ф. (2019). Психометрические характеристики «Короткого


опросника Темной триады». Вестник Пермского университета. Философия.
Психология. Социология. Вып. 4, 525–538.

Adriana ManagoTamara TaylorPatricia GreenfieldPatricia Greenfield. (2012). Me and My 400


Friends: The Anatomy of College Students' Facebook Networks, Their
Communication Patterns, and Well-Being. Developmental Psychology.

Albert J. Ksinan, Alexander T. Vazsonyi. (2016). Narcissism, Internet, and social relations: A
study of two tales. Personality and Individual Differences, 18-123.

American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and Statistical Manual of Mental


Disorders (5th ed.). Arlington: VA: American Psychiatric Publishing.

American Psychiatric Association. (2013). The Diagnostic and Statistical Manual of Mental
Disorders, Fifth Edition.

Amy L. Gonzales Jeffrey T Hancock. (2010). Mirror, Mirror on My Facebook Wall: Effects of
Exposure to Facebook on Self-Esteem. Cyberpsychology, Behavior, and Social
Networking, 79-83.

Andreassen, C., Torsheim, T., Brunborg, G., & Pallesen, S. (2012). Development of a Facebook
addiction scale 1, 2. Psychological Reports, 110, 501–517.

Angeles Malagón-Amor, David Córcoles, Luis Miguel Martín-López, Perez Sola Victor.
(2014). Hikikomori in Spain: A descriptive study. International Journal of Social
Psychiatry.

98
Atari, M., & Chegeni, R. (2016). Assessment of dark personalities in Iran: Psychometric
evaluation of the Farsi translation of the Short Dark Triad (SD3-F). Personality and
Individual Differences, 102, , 111– 117.

Bagdacicek. (2009). Comparison of Early Dysfunctional Schema Activations in Patients with


Major Depression and Panic Disorder. Specialization Thesis. Istanbul, Turkey: .:
Haydarpaşa Numune Training and Research Hospital Psychiatry Clinic;.

Balci S., Gulnar B. (2009). Internet addiction among university students and the profile of
internet addicts. Selcuk Commun, 5-22.

Beard & Wolf. (2001 ). Modification in the Proposed Diagnostic Criteria for Internet
Addiction. Cyberpsychology & behavior: the impact of the Internet, multimedia and
virtual reality on behavior and society 4(3), 377-83.

Britannica, T. E. (2022, November). Narcissus Greek Mythology. Retrieved from Britannica:


https://www.britannica.com/topic/Narcissus-Greek-mythology

Buffardi, L. E., & Campbell, W. K. (2008). Narcissism and social networking web sites.
Personality and Social Psychology Bulletin, 1303–1314.

Cain, N. M., Pincus, A. L., & Ansell, E. B. . (2008). Narcissism at the crossroads: Phenotypic
description of pathological narcissism across clinical theory, social/personality
psychology, and psychiatric diagnosis. Clinical Psychology Review, 28(4), 638-650.

Campbell & Foster, . (2007). The narcissistic self: Background, an extended agency model, and
ongoing controversies. Psychology press.

Campbell, W. K. (2011). The Handbook of Narcissism and Narcissistic Personality Disorder:


Theoretical Approaches, Empirical Findings, and Treatments. . 390-428.

Caplan, S. (2005). A social skill account of problematic internet use. Journal of


Communication, 721–736.

Caplan, S. E. (2010). Theory and measurement of generalized problematic Internet use: A


two-step approach. Computers in Human Behavior, 25, 1089-1097.

Carpenter, C. J. (2012). Narcissism on Facebook: Self-promotional and anti-social behaviour.


Personality and Individual Differences.

Copková, R., & Šafár, L. (2021). Psychometric Properties of the Slovak Version of Short Dark
Triad. Eur. J. Investig. Health Psychol. Educ., 11 , 649–666.

Cratsley, K. (2016). Revisiting Freud and Kohut on narcissism. Theory & Psychology.
Retrieved from APA PsycNet: https://psycnet.apa.org/record/2016-24677-004

99
Czarna, A. Z., Jonason, P. K., Dufner, M., & Kossowska, M. (2016). The Dirty Dozen scale:
Validation of a polish version and extension of the nomological net. . Frontiers in
Psychology, 7, 455.

D., M. (2017). The relationship between addictive use of social media, narcissism, and self-
esteem: Findings from a large national survey . Addictive Behaviors, 64, 287-293.

David G Taylor, H. David Strutton. (2016). Does Facebook usage lead to conspicuous
consumption?: The role of envy, narcissism and self-promotion. Journal of Research in
Interactive Marketing, :231-248.

DeYoung, C. G. (2015). Cybernetic Big Five Theory. . Journal of Research in Personality, 33–
58.

Depression: Let’s Talk. (2017). Retrieved from WHO :


https://www.who.int/mental_health/management/depression/en/

Dickinson, K. A., & Pincus, A. L. (2003). Interpersonal analysis of grandiose and vulnerable
narcissism . Journal of Personality Disorders, 17(3), 188-207.

Emanuela Mari a, Silvia Biondi b, Manuel Varchetta a,c, Clarissa Cricenti a, Angelo Fraschetti
a,. (2023). Gender differences in internet addiction: A study on variables related to its.
Computers in Human Behavior Reports · M.

Emanuela Mari a, Silvia Biondi b, Manuel Varchetta a,c, Clarissa Cricenti a, Angelo Fraschetti
a,. (2023). Gender differences in internet addiction: A study on variables related to its
possible development. Researchgate.

Freud, S. (1914). On Narcissism: An Introduction.

Gamache, D., Savard, C., & Maheux-Caron, V. (2014). French adaptation of the short dark
triad: Psychometric properties and a head-to-head comparison with the dirty dozen.
Personality and Individual Differences, 122 , 164–170.

Gamache, D., Savard, C., & Maheux-Caron, V. (2018). French adaptation of the Short Dark
Triad: Psychometric properties and a head-to-head comparison with the Dirty Dozen.
Personality and Individual Differences, 122, 164–170.

Gosling, S. D., Rentfrow, P. J., & Swann, W. B. (2003). A Very Brief Measure of the Big Five
Personality Domains. Journal of Research in Personality, 37, 504-528.

Griffiths, M. (2005). A ‘components’ model of addiction within a biopsychosocial framework.


Journal of Substance Use, 10(4). , 191–197.

Grijalva, E., Newman, D. A., Tay, L., Donnellan, M. B., Harms, P. D., Robins, R. W., & Yan,.
(2014, 12). Gender differences in narcissism: A meta-analytic review. Psychological.

100
Retrieved from
https://digitalcommons.unl.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1004&context=pdharms

Heinze, U. and Thomas, P. (2014). Self and Salvation: Visions of Hikikomori in Japanese
Manga. Journal of the German Institute for Japanese Studies Tokyo, 26, 151-169.

Hodson, G., Book, A., Visser, B. A., Volk, A. A., Ashton, M. C., & Lee, K. (2018). Is the Dark
Triad common factor distinct from low Honesty-Humility? . Journal of Research in
Personality, 73, , 123–129.

Jabeen, F. G. (2020). Narcissism and fame: a complex network model for the adaptive
interaction of digital narcissism and online popularity. . Appl Netw Sci 5, 84, 10-20.
doi:https://doi.org/10.1007/s41109-020-00319-6

Jonason, P. K., & Webster, G. D. (2010). The dirty dozen: a concise measure of the dark triad.
Psychological Assessment, 22(2), 420–432.

Jonason, P. K., & Webster, G. D. (2010). The Dirty Dozen: A concise measure of the Dark
Triad. . Psychological Assessment, 22, 420-432.

Jonason, P. K., Baughman, H. M., Carter, G. L., & Parker, P. (2015). Dorian Gray without his
portrait: Psychological, social, and physical health costs associated with the Dark
Triad. Personality and Individual Differences, Volume 78 , 5-13.

Jonason, P., & Davis, M. (2018). A gender role view of the Dark Triad traits. . Pers. Individ.
Differ.,125, 102–105.

Jones, D. N., & Paulhus, D. L. (2009). Machiavellianism. In R. H. Leary, & H. (Eds.),


Handbook of individual differences in social behavior (pp. 93-108). New York: NY:
Guilford.

Jones, D. N., & Paulhus, D. L. (2014). Introducing the short dark triad ( SD3): A brief measure
of dark personality traits. Assessment, 21, 28–41.

Katz, E. (1959). Mass communication research and the study of campaigns. Public Opinion
Quarterly, 23(2), 163-204.

Katz, E., Gurevitch, M., & Haas, H. (1973). On the use of the mass media for important things.
American Sociological Review, 164-181.

Kelly Dickinson, L. Pincus Aaron. (2003). Interpersonal Analysis of Grandiose and Vulnerable
Narcissism. Journal of Personality Disorders 17(3), 188-207.

Kenneth N. Levy, William D. Ellison, and Joseph S.Reynoso. (2011). A historical review of
narcissism and narcissistic personality. Retrieved from Researchgate:
https://www.researchgate.net/profile/Kenneth-
Levy/publication/235336676_A_Historical_Review_of_Narcissism_and_Narcissistic_P

101
ersonality/links/5e2f41d9a6fdcc3096946d77/A-Historical-Review-of-Narcissism-and-
Narcissistic-Personality.pdf

Ko, H. (2002). Internet use and gratification: A structural equation model of interactive
advertising. Journal of Advertising, 31(2),, 57-70.

Ko, H., Cho, C. H., & Roberts, M. S. . (2005). Internet uses and gratifications: A structural
equation model of interactive advertising. Journal of Advertising, 34(2),, 57-70.

Kuss, D. J., & Griffiths, M. D. (2017). Social networking sites and addiction: Ten lessons
learned. International Journal of Environmental Research and Public Health, 14(3), ,
311.

Levy, K. N. (2013, 04 10). The Many Complexities in Treating and Studying Narcissism.
Retrieved from PCSP Pragmatic Case Studies in Psychotherapy:
https://pcsp.nationalregister.org/index.php/pcsp/article/view/1774

Liu, D., & Baumeister, R. F. (2016). Social networking online and personality of self-worth: A
meta-analysis. Retrieved from APA: https://psycnet.apa.org/record/2016-45210-009

Lobbestael, J., Baumeister, R. F., Fiebig, T., & Eckel, L. A. (2014). The role of grandiose and
vulnerable narcissism in self-reported and laboratory aggression and testosterone
reactivity. Retrieved from APA PsycNet: https://psycnet.apa.org/record/2014-29630-
009

Malesza, M., Ostaszewski, P., Büchner, S., & Kaczmarek, M. C. (2017). The Adaptation of the
Short Dark Triad Personality Measure – Psychometric Properties of a German Sample.
Current Psychology, 1040-50.

Manqing Chen and Yufan Wu. (2022). Requirement, Major Causes and Treatments for
Internet. Journal of Education, Humanities and Social Sciences, 2525-2530.

Marcin Zajenkowski , Oliwia Maciantowicz , Kinga Szymaniak , Paweł Urban. (2018).


Vulnerable and Grandiose Narcissism Are Differentially Associated With Ability and
Trait Emotional Intelligence.

Marcin Zajenkowski, Joanna Witowska, Oliwia Maciantowicz, Marta Malesza. (2016).


Vulnerable past, grandiose present: The relationship between vulnerable and
grandiose narcissism, time perspective and personality. Retrieved from Sciencedirect:
https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0191886916302471

McHoskey, J. (1995). Narcissism and Machiavellianism. Psychological Reports, 77(3), 755–


759.

McHoskey, J., Worzel, W., & Szyarto, C. (1998). Machiavellianism and psychopathy. Journal
of Personality and Social Psychology, 74(1), 192–210.

102
MD, G. (2013). Social networking addiction: Emerging themes and issues. Journal of
Addiction Research and Therapy. .

Mejzlíková, T., Preiss, M., Malináková, J., Raisová, M., & Bolceková, E. (2018). Cesk ˇ á
validizaˇcní studie škály Krátká temná trojice (Short Dark Triad, SD3). . Appl.
Psychol., 3, 255–270.

Miller et al. 2011; Pincus et al. (2011). Grandiose and Vulnerable Narcissism: A Nomological
Network Analysis. Journal of Personality 79(5), 1013 - 1042.

Miller, J. D., & Campbell, W. K. . (2010). The case for using research on trait narcissism as a
building block for understanding narcissistic personality disorder. Personality
Disorders: Theory, Research, and Treatment, 1(3),, 180-191.

Mings, R. C. (1997). Online newspaper readership: Understanding and measuring the


gratifications sought and obtained from reading newspapers online. . Journal of
Interactive Advertising, 26-41.

Mohammed Habes, Mahmoud Alghizzawi, Rifat S. Khalaf, Said A. Salloum. (April 2018). The
Relationship between Social Media and Academic Performance: Facebook
Perspective.

Muris, P., Meesters, C., & Timmermans, A. (2014). Some youths have a gloomy side:
Correlates of the dark triad personality traits in nonclinical adolescents. Child
Psychiatry and Human Development, 44(5), 658–665.

Muris, P., Merckelbach, H., Otgaar, H., & Meijer, E. (2017). The malevolent side of human
nature. Perspectives on Psychological Science, 12(2), 183–204.

Muris, P., Merckelbach, H., Otgaar, H., & Meijer, E. (2017). The malevolent side of human
nature: A meta-analysis and critical review of the literature on the dark triad
(narcissism, Machiavellianism, and psychopathy). Perspectives on Psychological
Science, 12(2), 183-204.

Nicole B EllisonCharles W SteinfieldCharles W SteinfieldCliff Lampe. (2011). Connection


Strategies: Social Capital Implications of Facebook-Enabled Communication Practices.
New Media & Society, 873-892.

O'Keefe, G. J. (1995). Telematics and Informatics, 12(4), . Some gratifications of telephone use,
925-937. .

Omesh Johar, Zlatan Krizan. (2014). Narcissistic Rage Revisited. Journal of Personality and
Social Psychology 108(5).

Ozimek P., B. H.-W. (2018). Do vulnerable narcissists profit more from Facebook use than
grandiose narcissists? An examination of narcissisticFacebook use in the light of self-

103
regulation and social comparison theory. Personality and Individual Differences, 168-
177.

Özsoy, E., Rauthmann, J. F., Jonason, P. K., & Ardıç, K. (2017). Reliability and validity of the
Turkish versions of Dark Triad Dirty Dozen (DTDD-T), Short Dark Triad (SD3-T),
and Single Item Narcissism Scale (SINS-T). Personality and Individual Differences,
117, 11-14.

Paroma Mitra; Dimy Fluyau. (2023). Narcissistic Personality Disorder. Retrieved from NIH:
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK556001/

Paulhus, D. L., & Williams, K. M. (2002). The Dark Triad of personality: narcissism,
Machiavellianism, and psychopathy . Journal of Research in Personality, 36, 556-563.

Philip Ozimek,Jens Förster. (2017). The impact of self-regulatory states and traits on Facebook
use: Priming materialism and social comparisons.

Pincus, , Pimentel, , Cain, Wright, A. G., & Levy, K. N. . (2009). Initial construction and
validation of the Pathological Narcissism Inventory. Psychological Assessment, 21(3),,
365-379.

Pincus, A. L. & Roche, M. J. (2011). Narcissistic grandiosity and narcissistic vulnerability.

Pincus, A. L., Cain, N. M., & Wright, A. G. . (2014). Narcissistic grandiosity and narcissistic
vulnerability in psychotherapy. . Personality Disorders: Theory, Research, and
Treatment, 5(4), , 439-443.

Pineda, D., Sandín, B., & Muris, P. (2018). Psychometrics properties of the spanish version of
two dark triad scales: The dirty dozen and the short dark triad. Current Psychology, 4,
11-22.

R.A., D. (2001). cognitive-behavioral model of pathological internet use. Hum. Behav., 187–
195.

Ray, J. V., Hall, J., Rivera-Hudson, N., Poythress, N. G., Lilienfeld, S. O., & Morano, M.
(2013). The relation between self-reported psychopathic traits and distorted response
styles: A meta-analytic review. Personality disorders: disorders: Theory, Research, and
Treatment, 4, 1–14.

Rebecca B Fegan , Amy R Bland . (2021). Social Media Use and Vulnerable Narcissism: The
Differential Roles of Oversensitivity and Egocentricity.

Ronningstam, E., & Gunderson, J. G. (1996). Identifying criteria for narcissistic personality
disorder. . The American Journal of Psychiatry, 153(7), , 925-937.

Rose, P. (2002). The happy and unhappy faces of narcissism. . Personality and Individual
Differences, 33(3), , 379-391.

104
Ryan, T., Chester, A., Reece, J., & Xenos, S. (2014). . (2014). The uses and abuses of Facebook:
A review of Facebook addiction. . Journal of Behavioral Addictions, 3(3), 133-148.

Serdar Aydin, Orhan Koçak, Thomas A. Shaw, Betul Buber, Esra Zeynep Akpinar, and
Mustafa Z. Younis. (2021). Investigation of the Effect of Social Media Addiction on
Adults with Depression. Healthcare (Basel).

Serdar Aydin, Orhan Koçak, Thomas A. Shaw, Betul Buber, Esra Zeynep Akpinar, and
Mustafa Z. Younis4. (2021). Investigation of the Effect of Social Media Addiction on
Adults with Depression. Healthcare (Basel), 450-480.

Shawn M Bergman, Shaun Davenport, Jacqueline Z. Bergman, Matthew E. Fearrington.


(2014). Twitter versus Facebook: Exploring the role of narcissism in the motives and
usage of different social media platforms.

Shimotsukasa, T., & Oshio, A. (2016). Development and validation of the Japanese version of
the Short Dark Triad (SD3-J): Comparing with the Japanese version of the Dark Triad
Dirty Dozen. . Personality and Individual Differences, 101, 514.

Silvia Casale, Giulia Fioravanti. (2018). APA. Retrieved from Why narcissists are at risk for
developing Facebook addiction: The need to be admired and the need to belong:
https://psycnet.apa.org/record/2018-01016-031

Silvia Casale, Laura Rugai, Giulia Fioravanti. (2018). Exploring the role of positive
metacognitions in explaining the association between the fear of missing out and
social media addiction.

Szabó, Z., Czibor, A., Neve, J., Restás, P., Hadarics, M., Szíjjártó, L., . . . Bereczkei, T. (2021).
Development of the hungarian version of the short dark triad questionnaire (SD3-
HU): psychometric properties and validity. Current Psychology.

Tracii Ryan, Sophia Xenos. (2011). Who uses Facebook? An investigation into the relationship
between the Big Five, shyness, narcissism, loneliness, and Facebook usage. Computers
in Human Behavior, 1658-1664.

U & G; Katz, Blumler, & Gurevitch,. (1974). Uses and Gratifications.

Unlu. (2018). Social media addiction and social isolation in people over the middle age. PESA
Int. J. Soc. Res, 161–172.

Verschuere, B., Uzieblo, K., De Schryver, M., Douma, H., Onraedt, T., & Crombez, G. (2014).
The inverse relation between psychopathy and faking good: Not response bias, but
true variance in psychopathic personality. Journal of Forensic Psychiatry and
Psychology, 25(6), 705–713.

105
W. Keith Campbell, Joshua D. Miller. (2011). The Handbook of Narcissism and Narcissistic
Personality Disorder: Theoretical Approaches, Empirical Findings, and Treatments.
John Wiley & Sons: John Wiley & Sons.

Weinstein, A., Dorani, D., Elhadif, R., Bukovza, Y., & Yarmulnik, A. (2015). Internet
addiction is associated with social anxiety in young adults. Annals of Clinical
Psychiatry, 27(1), 4-9. .

Wink, P. (1991). Two faces of narcissism. Journal of Personality and Social Psychology, 61(4),
, 590-597.

Yang S, Tung C. . (2007). Comparison of internet addicts and non-addicts in Taiwanese high
schools. . Comput. Hum. Behav. , 80-96.

Young K, Rodgers R. (2009). The relationship between depression and internet addiction. .
Cyber Psychol. Behav., 25–28.

Yoo.W. (2011). Uses and gratifications of online newspapers: Comparing the United States,
South Korea, and Japan. Journal of Media Economics, 24(2), 77-95.

Zagers, J. (2016-2017). Retrieved from http://arno.uvt.nl/show.cgi?fid=149138

Zeigler-Hill, V. E., & Marcus, D. K. (2016). The dark side of personality: Science and practice
in social, personality, and clinical psychology. . Washington: American Psychological
Association.

Zhang, J., Ziegler, M., & Paulhus, D. L. (2020). Development and evaluation of the short Dark
Triad–Chinese version (SD3-C). . Current Psychology: A Journal for Diverse
Perspectives on Diverse Psychological Issues, 39(4) , 1161–1171.

Zinbarg, R., Revelle, W., Yovel, I., & Li, W. (2005). Cronbach’s α, Revelle’s β, and McDonald’s
ωH: Their relations with each other and two alternative conceptualizations of
reliability. . Psychometrika, 70(1) , 123–133.

დანართები
დანართი1
ნორმალური განაწილება კვლევაში გამოყოფილი ცვლადების მიხედვით:
ინტერნეტის მოხმარება და მისი მაჩვენებლები:

106
დანართი1 1

დანართი1 2

დანართი1 3

დანართი1 4

107
ნორმალური განაწილების მაჩვენებელი თვითშეფასების ტესტის მიხედვით.

დანართი1 5

ნორმალური განაწილების მაჩვენებელი სიმპტომიზაციის კითხვარის მიხედვით.

დანართი1 6

108
დანართი1 7

დანართი1 8

დანართი1 9

დანართი1 10

109
დანართი1 11

ნარცისიზმის ტესტების ნორმალური განაწილება.

დანართი1 12

დანართი1 13

110
დანართი 2 - კვლევისთვის ადაპტირებული კითხვარები.

2.1 - გრანდიოზული ნარცისიზმის კითხვარი:

1.
ა) მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ბ) როცა ყურადღების ცენტრში ვარ, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.

2.

ა) სხვა ადამიანებზე არც უკეთესი და არც უარესი ვარ.

ბ) ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ადამიანი ვარ.

3.

ა) ხანდახან კარგ ისტორიებს ვყვები.

ბ) ყველას უყვარს ჩემი ისტორიების მოსმენა.

4.

ა) როგორც წესი, ვიღებ იმ პატივისცემას, რომელსაც ვიმსახურებ.

ბ) დაჟინებით მოვითხოვ სათანადო პატივისცემას.

5.

ა)არ ვარ წინააღმდეგი, მითითებებს მივყვე.

ბ) მომწონს ხალხზე ძალაუფლების ქონა.

6.

ა) დიდებული ადამიანი ვიქნები.

ბ) იმედი მაქვს, წარმატებული ვიქნები.

7.

ა) ხალხს ხანდახან სჯერა ის, რასაც ვეუბნები

ბ) შემიძლია ნებისმიერი დავაჯერო იმაში, რაც მინდა.

8.

ა) სხვებისგან ბევრს მოველი. ( დიდი მოლოდინები მაქვს)

ბ)მიყვარს სხვა ადამიანების დახმარება , მათთვის რაიმეს გაკეთება.

111
9.

ა) მომწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა

ბ) მირჩევნია, ხალხს შევერიო.

10

ა) თითქმის სხვებისნაირი ვარ.

ბ) განსაკუთრებული ადამიანი ვარ.

11.

ა) ყოველთვის ვიცი, თუ რას ვაკეთებ.

ბ) ზოგჯერ არ ვარ დარწმუნებული, რას ვაკეთებ.

12.

ა)არ მომწონს როცა საკუთარ თავს ხალახით მანიპულირებაში გამოვიჭერ


ხოლმე.

ბ)მარტივად შემიძლია ადამიანებით მანიპულირება.

13.

ა) ავტორიტეტის ქონა ჩემთვის დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს.

ბ) ხალხი ყოველთვის ამჩნევს ჩემს ავტორიტეტს.

14.

ა) ვიცი, რომ კარგი ვარ, რადგან ყველა ამას მეუბნება.


ბ) როცა ადამიანები კომპლიმენტებს მეუბნებიან, ზოგჯერ თავს უხერხულად
ვგრძნობ.
15.
ა)ვცდილობ, თავი არ გამოვხატო.

ბ) თუ ამის შესაძლებლობა მაქვს, საკუთარ თავს ყოველთვის გამოვხატავ.

16
ა) სხვებზე მეტი შემიძლია

ბ) ბევრი რამ არსებობს, რისი სხვისგან სწავლაც შემიძლია.

112
დანართი 2.2 - მოწყვლადი ნარცისიზმის კითხვარი.

ინსტრუქცია: გთხოვთ, უპასუხოთ კითხვებს იმის მიხედვით, თუ რამდენად


გახასიათებთ ჩამოთვლილი დებულებები და რამდენად შეესაბამება ისინი
თქვენს ქცევასა და გრძნობებს. პასუხებიდან კი აირჩიეთ ის, რომელსაც
ეთანხმებით და ახლოს არის თქვენთან.

1- საერთოდ არ მახასიათებს, დიდწილად არ ვეთანხმები


2- არ მახასიათებს
3- ნეიტრალური
4- მახასიათებს
5- ძალიან მახასიათებს, დიდწილად ვეთანხმები

1. შემიძლია მთლიანად ჩავიძირო პირად საქმეებზე, ჩემს


ჯანმრთელობაზე, ჩემს საზრუნავზე ან სხვებთან ჩემს ურთიერთობაზე
ფიქრებში.
2. სხვების დაცინვა ან უმნიშვნელო შენიშვნები გულს მარტივად მტკენს.
3. როდესაც ოთახში შევდივარ, ხშირად ვაცნობიერებ და ვგრძნობ, რომ
ყველა მე მიყურებს
4. არ მომწონს მიღწევის სხვებთან გაზიარება
5. არ მომწონს ჯგუფში ყოფნა, თუ იქ მყოფთაგან ერთი მაინც არ მაფასებს
6. ვგრძნობ, რომ ტემპერამენტით განვსხვავდები სხვა ადამიანებისგან.
7. სხვების შენიშვნებს ხშირქად პირადულად ვიღებ.
8. მარტივად ვხდები საკუთარი ინტერესებით მოცული და მავიწყდება
ხოლმე სხვების არსებობა
9. საკუთარი პრობლემებიც საკმარისად მაქვს, სხვების პრობლემებზე რომ
არ ვიდარდო.
10. შინაგანად ვღიზიანდები, როდესაც სხვები ჩემთან თავიანთი
პრობლემებით მოდიან და ჩემგან დროსა და თანაგრძნობას ითხოვენ.

დანართი 2.3 - ბნელი ტრიადის კითხვარი.

1. სრულიად არ ვეთანხმები
2. არ ვეთანხმები
3. არც ერთი და არც მეორე
4. ვეთანხმები

113
5. სრულიად ვეთანხმები

1. შენი საიდუმლოების გამხელა სულელურია.


2. გარშემომყოფნი ფიქრობენ, რომ ნამდვილი ლიდერი ვარ.
3. მომწონს ზემგომისათვის უსიამოვნების მიყენება.
4. იძულების გარეშე ადამიანები კარგად არ იმუშავებენ.
5. ვერ ვიტან ყურადღების ცენტრში ყოფნას.
6. რისკის შემცელ სიტუაციას თავს ვარიდებ.
7. უნდა გააკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ გავლენიანი პირები შენ
მხარეს იყვნენ.
8. თუ წვეულებას არ ვესწრები, ის, როგორც წესი, მოწყენილი და
არასაინტერესოა.
9. სამაგიეროს გადახდა საჭიროა სწრაფად და ულმობლად.
10. გარემოცვასთან ღია კონფლიქს თავი ვარიდებთ – ისინი შეიძლება
მომავალში გამოგადგნენ.
11. ვიცი, რომ განსაკუთრებული ვარ, ვინაიდან ამას ხშირად მეუბნებიან.
12. გარშემომყოფნი ხშირად ამბობენ, რომ უმართავი ვარ.
13. კარგია, თუ სხვების შესახებ იცი რაღაც ისეთი, რაც შეიძლება მან
წინააღმდეგ გამოიყენო.
14. მომწონს გავლენიანი ადამიანების გაცნობა.
15. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება სხვას ცუდად მოვექცე.
16. სამაგიეროს გადასახდელად არ უნდა იჩქარო და შესაფერის მომენტს
დაელოდო.
17. ქათინაური ჩემში შეცბუნებას იწვევს.
18. თუ ვინმე ცუდად მომექცევა, მწარედ ინანებს.
19. ზოგი რამ საკუთარ თავზე გასამხელი არ არის.
20. ზოგჯერ ცნობილ ადამიანებს მადარებენ.
21. კანონთან პრობლემა არასოდეს მქონია.
22. სანამ რამეს გააკეთებ, უნდა დარწმუნდე, რომ შედეგი სასარგებლო
იქნება შენთვის და არა სხვისთვის.
23. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
24. წარუმატებელი ადამიანი („ლუზერი“) დაცინვას იმსახურებს.
25. მანიპულება შესაძლებელია თითქმის ყველა ადამიანით.
26. მოვითხოვ, რომ პატივისცემით მომექცნენ, რასაც ნამდვილად
ვიმსახურებ.
27. ვიტყვი ნებისმიერ რამეს, თუ ეს საჭიროა საწადელის მისაღებად.

114
დანართი 3. დასკვნითი კვლევის, კლასტერული და რეგრესული ანალიზის
შედეგები

დანართი 3 1

დანართი 3 2

115
დანართი 3 3

დანართი 3 4

116
დანართი 3 5

დანართი 3 6

117

You might also like