You are on page 1of 11

XVII საუკუნის ევროპული

ხელოვნება
ნიკოლა პუსენი:
”ჩემი ნატურა მაიძულებს,
ყველაფერში წესრიგი ვეძებო,
არეულობა ჩემთვის აუტანელია
და მას ისევე გავურბივარ,
როგორც სინათლე გაურბის
სიბნელეს.”
პუსენი. არკადიელი მწყემსები
მხატვრული ანალიზი:
როგორაა ფიგურები განაწილებული სურათში
”არკადიელი მწყემსები,” როგორია
კომპოზიციური აგება?
დააკვირდით ფიგურებს, როგორ
დაახასიათებთ სურათის პერსონაჟებს?
როგორ ემოციას აღძრავს ფიგურების უკან
გამოსახული პეიზაჟი?
ჩამოთვალე მხატვრული დეტალები,
რომლებითაც პუსენმა ამ სურათში ძველი
ბერძნული მითის განწყობა შექმნა?
თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს საფლავის
ქვის წარწერა ”მეც ვიყავი არკადიაში”?
დააკვირდით პუსენის ”ფოკიონის ფერფლს.”
როგორ განწყობას ქმნის? თქვენი აზრით, რა
ხდება ამ სურათში?
დისკუსია!

დაფიქრდით, როგორ
გამოსახავდით დროის
მსვლელობას, ადამიანის
ცხოვრების დინებას?
ნიკოლა პუსენი. ”ცეკვა დროის მუსიკაზე”
განცხრომას თავზე ლამაზი დიადემა ადგას.

ეს ფიგურა სიღარიბეს გამოხატავს. იგი ფეხშიშველია, თავზე კი გამხმარი ფოთლების გვირგვინი ადგას.
თავსაფრიანი ფიგურა შრომის სიმბოლოა.

სიმდიდრის გამომხატველ ფიგურას ლამაზ ვარცხნილობაში მარგალიტის მძივი აქვს ჩაწნული.


ქვიშის საათი დროის
სიმბოლოდაა მიჩნეული ბერძნული დროის ღვთაება
ქრონოსი ქნარზე უკრავს.
ორსახოვანი იანუსი ერთდროულად წარსულშიც
იყურება და მომავალშიც. იგი დროის მსვლელობას
ასახავს, პატარა ბიჭის ფიგურა კი, რომელიც საპნის
ბუშტებს ბერავს, დროის სწრაფ მდინარებაზე
მიანიშნებს.
ცაზე დღე-ღამის ცვლა სიმბოლურადაა გამოსახული.
ღრუბლებში გარიჟრაჟის ქალღმერთი, ავრორა
მიქრის, უკან კი ეტლით მიჰყვებიან მზის ღვთაება
აპოლონი და დღის სხვადასხვა დროის ამსახველი
ქალის ფიგურები

You might also like