You are on page 1of 27

samewarmeo samarTali

Tema:
• რედომიცილება
საკორპორაციო სამართალი კორპორაციებს სხვადასხვა
არჩევანის შესაძლებლობას სთავაზობს, მათ შორის, ერთ-
ერთია იმ იურისდიქციის არჩევა, სადაც კორპორაცია
დაფუძნდება თუმცა კორპორაცია არ არის შებოჭილი
არც დაფუძნების იურისდიქციით და შეუძლია
გადავიდეს სხვა იურისდიქციაში. შესაბამისად,
იურისდიქციათა კონკურენციისა და რეგულაციური
კონკურენციის პირობებში არაერთი ქვეყანა ცდილობს,
ხელსაყრელი საკორპორაციო-სამართლებრივი რეჟიმი
შესთავაზოს კომპანიებს და ამით მოიზიდოს ისინი,
რამდენადაც საწარმოების საქმიანობა არის
სახელმწიფოს შემოსავლების გაზრდის, ინვესტიციების
მოზიდვისა და სახელმწიფო დოვლათის შექმნის
შესაძლებლობა,
რედომიცილება მნიშვნელოვანია თავად
კომპანიისთვისაც: იგი ხელს უწყობს კომპანიის
სამეწარმეო საქმიანობის გაფართოებას, ახალი
ბაზრების ათვისებას ბიზნეს-კონტაქტების დაკარგვის
გარეშე,
ტერმინი „რედომიცილება“, ეტიმოლოგიურად
წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან domicilium, რაც
ქართულად საცხოვრებელ ადგილს,
ადგილსამყოფელს ნიშნავს შესაბამისად,
რედომიცილება სიტყვასიტყვით შესაძლებელია
გაიმარტოს, როგორც ადგილსამყოფილის გადატანა,
განახლება, შეცვლა.
• რედომიცილება გულისხმობს უცხო ქვეყნის საწარმოს
რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანას ან
საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს
რეგისტრაციის უცხო ქვეყანაში გადატანას. ამდენად,
რედომიცილება შესაძლობას იძლევა, ერთი მხრივ,
საქართველოში რეგისტრირებული საწარმო „გაემგზავროს“
სხვა ქვეყანაში, გახდეს ამ ქვეყნის „მოქალაქე“ და მეორე
მხრივ, პირიქით, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული
საწარმო „წამოვიდეს“ ამ ქვეყნიდან საქართველოში და
გახდეს საქართველოს „მოქალაქე“ საწარმო.
• ამდენად, საწარმოს რედომიცილებას ადგილი აქვს იმ
შემთხვევაში, როდესაც საქართველოში რეგისტრირებული
საწარმო ამოეწერება მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და
რეგისტრირდება ეკვივალენტურ რეესტრში სხვა ქვეყანაში,
ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული საწარმო ამოეწერება
ამ ქვეყნის შესაბამისი რეესტრიდან და რეგისტრირდება
საქართველოში, რა დროსაც სხვა ქვეყანაში
გადაადგილებული საწარმო წარმოადგენს თავდაპირველი,
რედომიცილებამდელი საწარმოს უფლებამონაცვლეს.
• საყურადღებო საკითხია, ერთი მხრივ, თუ, კონკრეტულად,
რომელ უცხო ქვეყანაში შეიძლება ქართული საწარმოს
რედომიცილება და მეორე მხრივ, შესაბამისად, რომელი
უცხო ქვეყნიდანაა შესაძლებელი საქართველოში საწარმოს
რედომიცილება.
• ქართული საწარმოს რედომიცილება შესაძლებელია
ნებისმიერ ქვეყანაში, რომელთანაც დადებული
საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის აკრძალული
რედომიცილება. რაც შეეხება საკითხს, თუ რომელი უცხო
ქვეყნიდანაა შესაძლებელი საქართველოში საწარმოს
რედომიცილება, კანონი არც ამასთან დაკავშირებით
შეიცავს რაიმე შეზღუდვას.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი საწარმოს ცნებას ზოგჯერ
განიხილავს ფართო მნიშვნელობით და მასში სამეწარმეო
საზოგადოებებთან ერთად ინდივიდუალურ მეწარმესაც
მოიაზრებს.
მიუხედავად ამისა, 77-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე,
რედომიცილება შეეხება მხოლოდ სამეწარმეო
საზოგადოებებს, ანუ კომერციულ (სამეწარმეო)
იურიდიულ პირებს. აღნიშნული დასკვნის გამოტანა
შესაძლებელია, თუნდაც, აღნიშნული მუხლის მე-4
პუნქტიდან გამომდინარე, რომლის თანახმად,
4. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის საქართველოში გადმოტანა
არის მეწარმის რეორგანიზაციის ტოლფასი და მასზე ვრცელდება ამ კანონით
გათვალისწინებული სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის მომწესრიგებელი
ნორმები, მათი შინაარსის გათვალისწინებით.,

რეორგანიზაცია კი თავის მხრივ, მხოლოდ სამეწარმეო


საზოგადოებებზე ვრცელდება და არა ინდმეწარმეზე.
საქართველოში საწარმოს რედომიცილებასთან
დაკავშირებით ასევე წამოიჭრება
მნიშვნელოვანი/საყურადღებოა შემდეგი საკითხი -
რომელი სამართლებრივი ფორმით უნდა
დარეგისტრირდეს საქართველოში რედომიცილებული
უცხო ქვეყნის კომპანია?

1. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაცია


შეიძლება გადმოტანილ იქნეს საქართველოში, ისე, რომ არ
დაირღვეს მეწარმის საქმიანობის უწყვეტობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მეწარმე


შეიძლება დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი
ფორმით.
ეს საკითხი მარტივად წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც
საქართველოში რედომიცილებულ საწარმოს აქვს იგივე
სამართლებრივი ფორმა, რომელსაც ქართული
საკორპორაციო სამართალი ითვალისწინებს:
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება,
კოოპერატივი. თუმცა, შესაძლებელია, უცხოურ კომპანიას
ჰქონდეს ისეთი სამართლებრივი ფორმაც, რომელსაც
ქართული სამართალი არ იცნობს.
საგულისხმოა, რომ ქართულ საკორპორაციო სამართალში
მოქმედებს მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმების ამომწურავი ჩამონათვალის
დამდგენი პრინციპი - numerus clausus სწორედ ამიტომ,
საქართველოში რედომიცილებული საწარმო უნდა
დარეგისტრირდეს მხოლოდ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი
ფორმით.
ამდენად, უცხოური საწარმო უნდა მოერგოს ქართული
საკორპორაციო სამართლით შემოთავაზებულ სამეწარმეო
საზოგადოებების ფორმებს და ფაქტობრივად, ასეთ
შემთხვევაში ადგილი აქვს უცხო ქვეყნის კომპანიის
გარდაქმნას ქართულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ
ფორმად. ნიშანდობლივია, რომ იმ შემთხვევაშიც
გარდაქმნას აქვს ადგილი, როდესაც ორგანიზაციულ-
სამართლებრივი ფორმა იდენტურია, მაგალითად,
უცხოური შპს ახდენს რედომიცილებას საქართველოში. ამ
შემთხვევაში უცხოური შპს გარდაიქმნება ქართულ შპს-დ,
ანუ მოხდება უცხო ქვეყნის კომპანიის გარდაქმნა ქართულ
საწარმოდ.
2.1. საქართველოში რეგისტრირებული საწარმოს რედომიცილების
დამაბრკოლებელი გარემოებები
3. საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს უფლება აქვს, მისი
რეგისტრაცია გადაიტანოს უცხო ქვეყანაში, ისე, რომ არ დაირღვეს მეწარმის
საქმიანობის უწყვეტობა, შემდეგი პირობების არსებობისას:
ა) ამ ქვეყანასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით არ არის
აკრძალული აღნიშნულ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მეწარმის
რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანა;
ბ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის წინააღმდეგ საქართველოში
არ მიმდინარეობს სასამართლო დავა ან გადახდისუუნარობის საქმის
წარმოება ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
გ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმის რეგისტრაციის უცხო
ქვეყანაში გადატანის დროისთვის მეწარმეს საქართველოს საგადასახადო
ორგანოების მიმართ საგადასახადო დავალიანება არ აქვს.
სხვაგვარად, მას საწარმოს საერთაშორისო გარდაქმნასაც უწოდებენ.
სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ რედომიცილება არის
რეორგანიზაციის ერთ-ერთი ფორმა, ქართული კომპანიების
რედომიცილების პროცედურისთვის მეტ-ნაკლებად ნათელის მოსაფენად
სწორედ რეორგანიზაციის პროცედურა არის მხედველობაში მისაღები.
„ასევე, ამავე ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-11
პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო
აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა
იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული
(გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
სწორედ რედომიცილების მკაფიო პროცედურის არარსებობა,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პრაქტიკა არის
ერთ-ერთი ხელის შემშლელი გარემოება, რომ პრაქტიკაში
რედომიცილების განხორციელება დღემდე ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, უცხოური კომპანიების ნაკლები ინტერესი
რედომიცილების მიმართ ალბათ უნდა აიხსნას იმითაც, რომ
საქართველოში ახალი კომპანიის ან ფილიალის დაფუძნება
უფრო მიმზიდველია დაფუძნების სიმარტივის გამო, ვიდრე
რედომიცილება, რომელიც უფრო რთული პროცედურაა.
თუმცა ისიც არ გამოირიცხება, რომ უცხოური კომპანია, რიგ
შემთხვევაში, საქართველოში ფილიალის დაფუძნებისას,
ფაქტობრივად, საქართველოში გადაადგილებას ახდენდეს
ფაქტობრივი ადგილსამყოფელის გადატანის მეშვეობით.

You might also like