You are on page 1of 1

5438-12-2-201905151011 N 12/5438

15/05/2019

„მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“-ს მკვლევარს სალომე კვირიკაშვილს


ელ_ფოსტა: mekvirikashvili@gmail.com

ქალბატონო სალომე,

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შემოსული თქვენი 2019 წლის 08 მაისის N6022/19
(აპარატში რეგისტრაციის ნომერი) განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს, სარგებლობის უფლებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ,
2019 წლის 18 მარტს გადაეცა 2123 კვ. მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ფაღავას #6. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის წინა მოსამზადებელი სამუშაოები, შესაბამისად
ინფორმაცია მშენებლობის დაწყების ვადების, საჭირო ფინანსური რესურსების ოდენობის და
დაფინანსების წყაროს შესახებ დაზუსტდება მიმდინარე წლის მესამე კვარტალში.

პატივისცემით,

დავით მანაგაძე

დეპარტამენტის უფროსი (I რანგი – საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის


ხელმძღვანელი) - მ.შ.

ანალიტიკური დეპარტამენტი

You might also like