You are on page 1of 4

ცოტნე კობერიძე

რელიგიის როლის დასუსტება თანამედროვე ნაციონალიზმის


აღმოცენების ერთ-ერთი წინაპირობაა. მართლდება თუ არა ეს
დებულება საქართველოს შემთხვევაში?
საქართველო, პოსტ კომუნისტური ქვეყანაა, საბჭოთა სახელმწიფომ, მოახდინა
საზოგადოების ფორმირება, და მარქსისტული იდეოლოგიისადმი საჭირო უნარ-
ჩვევების და კულტური განვითრება, სახელმწიფო და საზოგადოება საკუთარი,
ინსტიტუციური მოწყობით და შინაარსით იყო ტოტალიტარული და მიმართული
ერთი კონკრეტული იდეოლოგიისკენ. მეოცე საუკუნის ბოლოს განვითარებული
მოვლენების შემდეგ, რაც გულისხმობს საბჭოთა კავშირის დაშლას, საქართველოს
როგორც ქვეყანას და ერს მოუწია ეპოვნა ახალი ღრებულებები, ახალი მიზნები,
მოახდინა კონსოლიდაცია საზოგადოების შიგნით რაიმე იდეის ირგვლივ,
კომუნისტური საზოგადოება უნდა გარდაქმნილიყო, დასავლური ლიბერალურ
დემოკრატიის მქონე კაპიტალისტურ საზოგადოებად, თუმცა მანამდე პირველ რიგში,
ჩენ უნდა გვეპოვნა საკუთარი თავი, საკუთარი იდენტობა, ვინ ვართ ის ჩენ ვინც უნდა
ვმართოთ დემოკრატიული ბერკეტებით სახაელმწიფო ქართულ საზოგადოებას
დროის მცირე მონაკვეთში უწევს ხელახლა ჩამოყალიბება, ჩვენ არ გაგვივლია
დასავლური მოდერნიზაცია, ჩენ დაგვიანებული ქვეყანა ვართ, თუმცა ცხადია
საკუთარმა ენამ, ტერიტორიული ერთობის განცდამ, და ატოკეფალური ეკლესიის
გამოცდილებამ, 1918-1921 წლის სეკულარული ერის სახელმწიფოს სამ წლიანმა
მონაკვეთმა, ქვეყანას შეუქმნა საჭირო ინგრედიენტები და სამშენებლო მასალა,

თუ მე-19 საუკუნის საქართველოში ერის მშენებლობის პროცესში რელიგია


მნიშნელოვანი მაგრამ არა აუცილებელი ირობა იყო ერის ჩამოყალიბებისას მისი
როლი გაცილებით გაიზარდა 90-იან წლებში, ამ პერიოდშ გაჩენილმა ნაციონალიზმა,
შეისისხლხორცა რელიგია, და მართმადიდებლობა აქცია ქვეყნის იდენტობის ერთ-
ერთ მთავარ ღერძად.
ნაციონალიზმი, თუ ენტონი სმიტს დავესესხები მოითხოვს „ერის“ წევრებისგან
გრძნობდნენ სოლიდარებას ერის სხვა წევრებთან, ეს გრძნობა შესაძლებელია
წარმოიშვას სხვა და სხვა იდეოლოგიებიდან რომელიც დომინანტურია მოცემულ
ტერიტორიულ ადგილას. აქედან ვასკვნი რომ სრულიად შესაძლებელია
ნაციონალიზმი ამოიზარდოს რელიგიური სისტემიდან. რელიგია შეიძ₾ება იყოს ის
ირაციონალური დაშვება რაც გადაეცემა თაობებს მისი წინაპრებისგან, და აიძილებს
მათ ისე მოიქცნენ როგორც ერთი ორგანიზმი.

ვფიქრობ არასწორი იქნება თუ სეკულარობას ნაციონალიზმის მთავარ და ერთადერთ


ნიშნად მივიჩნევთ. ენტონი სმითი წერს:„ებრაელთა აზროვნებასა და ცხოვრებაში
ერთმანეთთან ძალზე ახლოა და თითქმის გაიგივებულია ის, რასაც ჩვენ ცალ-ცალკე
მოვიაზრებთ, სახელდობრ, რელიგიური ერთობა და ნაცია თავისი რელიგიური
მესიანიზმითა და ნაციონალიზმით [...]. როგორც შემდეგ დავინახავთ, ნაციონალიზმი
მთლიანად სეკულარული იდეოლოგიაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რელიგიური
ნაციონალიზმი სავსებით
ჩვეულებრივი მოვლენაა. ნაციონალისტები ძალიან ხშირად მასების რელიგიურ
განწყობილებებზე ახდენენ აპელირებას [...]. ძველ ებრაელთა შემთხვევაში კი არ
არსებობდა ნაციონალისტური იდეების ევროპული თუ მსოფლიო ტრადიცია,
რომელზეც შეიძლებოდა
დაყრდნობა და, ამდენად, არც ნაციონალიზმის იდეოლოგია per se. იქიდან, რაც ამ
პერიოდის შესახებ ვიცით, ვერ ვივარაუდებთ, რომ ახ. წ. პირველი საუკუნის
იუდეველი ზელოტი (ან რომელიმე სხვა ებრაელი) უშვებდა იუდაიზმისგან
გათიშული ნაციის სეკულარული
კონცეპტის არსებობის შესაძლებლობას“ (ნაციონალური იდენტობა, „ლოგოს პრესი“,
2008, გვ. 60).
(ზურაბ კიკნაძე
„წარმოსახვითი პრიმორდიალობა“
http://kadmos.iliauni.edu.ge/index.php/kadmos/article/download/196/184 )
ვხედავთ რომ ენტონი სმითს ამბივალენტური დამოკიდებულა აქვს, ერთის მხრივ
მოიზარებს რომ ნაციონალიზმი სეკულარიზმის პროდუქტია, მეორეს მხრივ ხაზს
უვამს და აღნიშნავს რომ ებრაელთა შეთხვევაში, რელიგია გახდა ნაციის
განმსაზღვრელი ძრითადი მასალა, ის რამაც შეკრა ებრაელი ხალხი. სწორედ იგივე
დამოკიდებულება მაქვს საქართველოს შემთვევაშიც, ვფიქრობ რომ საქართველოშ
გვდება ეთნიკური ნაციონალიზმი რომლის მთავარი განსმაზღვრელი და საძირკველი
ეკლესიაშ უნდა ვეძებოთ. 90-იანი წლებიდან, მოყოლებული განსაკუთღებით
დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ათწლეულში სახელმწიფომ ვერ შექმნა
საკუთარი მოქალაქეებისთვის ძლიერი და სანდო საერო ინსტიტუტები, მოქალაქეებს
ვერ გაუჩნა დაცულობის, მატერიალური და ფიძიკური უსაფრთოების განცდა,
საზოგადოებას გამოეცალა საერო დასაყრდენი, მათ დაიწყეს ძიება რაიმე ძლიერი
დამოუკიდებელი ინსტიტუტის ძიება, რომელიც ძლიერია დროში უწყვეტად,
გვანიჭებს სტაბილურობის განცდას, ასეთი ეკლესია აღოჩნდა, ქართული
მართმადიდებელი ეკლესია, რელიგია ანუგეშა ადამიანი, ის გახდა კავშირი ქართველი
ადამიანისთვის, მის წინაპრებთან, აწყმოში მისი ერის სხვა წევრებთან და დაუსახა
საერთო მომავალი.

„დღეს ამ ”ეთნიკური ნაციონალიზმის” მთავარი დასაყრდენი ინსტიტუტი ეკლესიაა.


რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფომ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ვერ
მოახერხა საკუთარი მოქალაქეებისათვის მიეცა ფიზიკური და მატერიალური
უსაფრთხოების განცდა. ამიტომ მოხდა ამ განცდის ჩანაცვლების ძიების გაძლიერება
რელიგიის (ზედანია გიგა, 2010)“

საბჭთა კავშრის დაშლის შემდეგ რელიგიას მიეცა საშუალება მისი იდეოლოგია


გაეხადა საზოგადოების შემკვრელ ძალად, რომელმაც ქართველობის ყველაზე
მარტივი დეფინიცია მოგვცა, იყო ქართველი ნიშნავს იყო მართლმადიდებელი, თუმცა
მართლმადიდებლობაც თავის მხრივ გახდა ნაციონალიზმის ნაწილი, რელიგიას
დაეკარგა უნივერსალიზმი, ჩვენი მართმადიდებლობა ნაციონალური რელიგიაა,
რომლის ძალაუფლების თავშიც ქართველი პატრიარქი დგას, რომლის საკვირაო
ქადაგებასაც, ბიბლიურ ტექსტებზე დიდი ლეგიტიმაცია მიეცა. კომუნისტი
პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ელიტასთან და მათ შრის პატრიარქთან
უთანხმოებამ შეიწირა, მეორე პრეზიდენტი საჯაროდ მოინათლა მართლმადიდებელი
პატრიარქის მიერ, შემდეგმა პრეზიდენტმა დაფინანსება გაუზარდა და მიწები
ჩამოურიგა, პატრიარქის რეიტინგმა 90%-იან სანდოობას გადააჭარბა. ეკლესია
ყველაფერი აქვს იმისათვის რომ საქუთრი რელიგია აქციოს ნაციის განმსაზღვრელ
იდეოლოგიად:

„1. ეკლესიის შიგნით უმრავლესობას შორის იდეოლოგიის შესახებ თანხმობა;


2. ხელისუფლებაში ეროვნული იდეოლოგიის ჩამოუყალიბლებლობა;
3. ეკლესიის მიერ იდეოლოგიის იდენტობად ქცევის ინსტრუმენტების სიძლიერე
(ეკლესიების მაღალი ავტორიტეტი, ეკლესიების მიერ წარმოებული არაფორმალური
განათლება, საეკლესიო გამოცემები);
4. სახელმწიფოს მიერ ეროვნული იდეოლოგიის იდენტობად ქცევის ინსტრუმენტების
სისუსტე (სკოლების დაბალი ავტორიტეტი და სახელმძღვანელოების შინაარსი), და
მასში მონაწილე სუბიექტების (მასწავლებლების) უპირატესად ეკლესიის
ინსტიტუტებში მონაწილეობა;
5. საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლების (ჟურნალისტების)
უმრავლესობის და ეკლესიების პრინციპული მოკავშირეობა, და სახელმწიფოს
იდეასთან დაპირისპირებულობა;“ (თევზაძე გიგი, 2010)

მსოფლიო ღირებულების კვლევის 2010-2014 წლის კვლევის თანახმად (


http://www.worldvaluessurvey.org/WVSOnline.jsp ) რომლის გენერალურ
ერთობლიობას წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები, რამდენიმე
ჩემი კველივისთვის საგულისხმო კითხვაზე, მნიშნელოვანი პასუხები გამოიკვეთა.
დასმულ კითხვაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი 98%-მა უპასუხა რომ
ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო არ არის მნიშვნელოვანი, მხოლოდ 0.1%-მა უპასუხა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი მოსახლეობისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია
რელიგია, გამოკითხულთა 84,9 %-მა აღნიშნა რომ რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია,
მხოლოდ 2.1%-მა დააფიქსირა რომ რელიგია არ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ქართველ საზოგადოებას ეკლესიისადმი გაცილებით
მაღალი სანდოობა აქვს ვიდრე, სასამართლო სისტემისა და სამთავრობო
ხელისუფლებისადმი. ეკლესიას ძალიან ედნობა გამოკითხულთა 64,0%, საკმაოდ დიდ
ნდობას გამოხატავს 23,1% , ხოლო საერთოდ არ ენდობა გამოკითულთა მხოლოდ 4,7%
ეს იმის ფონზე, როცა სასამართლო სისტემას სრულად 4,2% ენდობა, საკმაოდ დიდ
ნდობას 28% ხოლო უნდობლობას 39,9% გამოხატავს, ასევე დაბალია ნდობა სხვა საერო
სისტემისადმი, მთავრობას გამოკითხულთა მხოლოდ 4,0% ენდობა სრულად, არც თუ
ისე დიდ ნდობას გამოხატავს 40,5% და საერთოდ არ ენდობა 22,6

თითქმის იდენტურია ის შედეგები რასაც ვხედავთ „Caucasus Barometer 2015 Georgia“


კვლევაში. https://caucasusbarometer.org/en/cb2015ge/TRURELI/
მოცემული კვლევის მიხედვით რელიგიურ ინსტიტუტებს საქართველოს
მოქალაქეების 46,0% ძალიან ენდობა, 34,% უფრო მეტად ენდობა ვიდრე არ ენდობა,
ძალიან არ ენდობა მხოლოდ 1,0%, უფრო მეტად არ ენდობა ვიდრე ენდობა 2,0%,
ნეიტრალური პოზიცია აქვს 14,0%.

როგორც კვლევის შედეგება დაგვანახა, მართმადიდებელ ეკლესიას დღემდე ძალიან


დიდი სანდოობა აქვს როგორც ინსტიტუტს, ის ყიდის იმ უსაფრთოების განცდას რასაც
რელიგია ანიჭებს ადამიანს, განსაკუთრებით ჩვენნაირ კონფლიქტურ, პოსტსაბჭოთა
ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი გვქონდა, ხელისუფლება დავამხეთ, მთლიანი შდა
პროდუქტი 10 ჯერ შეგვიმცირდა, პოლიცია კრიმინალს ვერ ამარცხებდა, სახლმწიფო
არ ფუნქციონირებდა. ეკლესიამ გაგვაერთიანა. ერად ჩამოყალიბების პროცესში მან დიდი
როლი შეასრულა.

გამოყენებული ლიტერატურა
Online Data Analysis: Caucasusbarometer.org,
http://caucasusbarometer.org/en/cb2015ge/codebook/
World Values Survey http://www.worldvaluessurvey.org/WVSOnline.jsp
Sacred and Secular – Pippa Norris, Ronald Inglehart
კიკნაძე ზურაბ „წარმოსახვითი პრიმორდიალობა“ 2014
http://kadmos.iliauni.edu.ge/index.php/kadmos/article/download/196/184
თევზაძე გიგი – “ქართველი ერის დაბადება, იდენტობა და იდეოლოგია, ეროვნულობა
და რელიგიურობა” 2010 https://burusi.wordpress.com/2010/06/24/gigi-tevzadze-5/
გიგა ზედანია – “ორ ნაციას შორის? ნაციონალური იდენტობის საკითხი
საქართველოში” 2010 https://burusi.wordpress.com/2010/09/16/giga-zedania-9/

You might also like