Professional Documents
Culture Documents
2
2
ფაქტები
1. მსოფლიოში მოხმარებული ყველანაირი სასმელის 3.1% არის კოკა-
კოლას პროდუქცია
ყოველდღიურად მირთმეული 55 მილიარდი პორცია სასმელიდან
(წყლის გარდა), 1.7 მილიარდი მოდის კოკა-კოლას სასმელებზე.
2. თუ შენ ყოველდღე კოკა-კოლას ოჯახის ერთი სასმელი დალიე,
ყველასგასასინჯად 9 წელიწადი დაგჭრდება.
კოკა-კოლა აწარმოებს 3.500-ზე მეტი სახის სასმელს (აქედან 500
ბრენდია), დაწყებული სოდიანით, გაგრძელებული ენერგეტიკულით და
დამთავრებული სოიოს სასმელებით.
3. კოკა-კოლა თავისი 35.1 მილიარდიან შემოსავლით რიგით 84-ე
უმსხვილესი ეკონომიკაა მსოფლიოში. იგი კოსტა-რიკაზე ერთი
საფეხურით მაღლა დგას.
4. ბრენდი კოკა-კოლას საბაზრო ღირებულებაა 74$ მილიარდი: უფრო
მეტი, ვიდრე ბუდვაიზერი, პეფსი, სტარბაქსი და რედ-ბული ერთად
კოკა-კოლა ღირს 74$ მილიარდი, მაშინ, როდესაც ბუდვაიზერი, პეფსი,
სტარბაქსი და რედ-ბული ერთად 50$ მილიარდი.
5. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს კოკა-კოლას შემოსავალი 38%-
ით ნაკლები იყო პეპსის შემოსავალზე, კოკა-კოლამ 16 მილიარდით მეტი
მოგება მიიღო გამაგრილებელ სასმელებიდან.
გახსოვდეთ, რომ პეფსის ეკუთვნის ისეთი ბრენდებიც, რომლებიც
სასმელის ინდუსტრიაში არ მოღვაწეობენ. მაგალითად ყელასთვის
ნაცნობი ჩიფსი “ლეისი”.
6. კოკა-კოლას აქამდე წარმოებული თითოეული წვეთი რომ 250
გრამიან ბოთლებში ჩავასხათ და დედამიწაზე დავაწყოთ, ის მთვარემდე
მიაღწევს და ჩამოვა, არა ერთხელ, არამედ 2000-ჯერ!
7. თუ კოკა-კოლის 2.8 მილიონ ჩამოსახმელ აპარატს ერთად დავაწყობთ
ის დაიკავებს 150.2 მილიონ კვადრატ ფუტს – 4-ჯერ მეტს, ვიდრე
ემფაიარ სთეით ბილდინგია.
8. კოკა-კოლის ლოგოს მსოფლიოს მოსახლეობის 94% ცნობს.
კოკა-კოლა არის მსოფლიოს მაშტაბით რიგით მეორე ყველაზე ცნობილი
სიტყვა, “ოკეის” შემდეგ.
9. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებობს 33 არაალკოჰოლური
სასმელის ბრენდი, რომელიც იღებს1$ მილიარდზე მეტ მოგებას. აქედან
15 ეკუთვნის კოკა-კოლას.
10. კოკა-კოლა უფრო მეტს ხარჯავს რეკლამაზე, ვიდრე მაიკროსოფტი და
ეფლი ერთად.
კოკა-კოლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $2.9 მილიარდი
მაიკროსოფტის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $1.6 მილიარდი
ეფლის სარეკლამო ბიუჯეტი (2010): $691 მილიონი