Professional Documents
Culture Documents
შთაგონება და მოტივაცია
შთაგონება და მოტივაცია
ჯოან როულინგი
სტივენ კინგი
როდესაც
სტივენ კინგმა წერა დაიწყო, მას არაფერი გამოსდიოდა. სწორედ იმ დროს, იგი
ცხოვრობდა ტრაილერში საკუთარ მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე მწერალია.
ოჯახის გამოსაკვებად, ორივე მათგანი რამდენიმეგან მუშაობდა, მაგრამ სამწერლო
კარიერის აწყობის ოცნება არ მიუტოვებიათ.
ისინი იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, რომ იძულებული გახდნენ, თავიანთი
ქორწილის ტანსაცმელი გაექირავებინათ და უარი ეთქვათ ტელეფონზე, რათა
თავიდან აერიდებინათ ხარჯი.
კინგმა იმდენი უარი მიიღო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით, რომ მათი
კოლექცია შექმნა. უარის ყველა ფურცელი კედელზე ჭიკარტით მიამაგრა.
ავტობიოგრაფიულ წიგნში „როგორ ვწეროთ წიგნები“, ის იხსენებს: „როცა თოთხმეტი
წლის გავხდი, ჭიკარტი უკვე ვეღარ იჭერდა უარის ფურცლებს. მაშინ შევცვალე
სამაგრი ლურსმნით და გავაგრძელე წერა“.
მან 60 უარი მიიღო, ვიდრე გამოსცემდა თავის პირველ მოთხრობას „მინის იატაკი“,
რომელშიც 35-დოლარიანი ჰონორარი აიღო. მისი ყველაზე გაყიდვადი წიგნიც კი
(„კერი“) მალევე არ ქცეულა ბესტსელერად. რამდენიმე ათეული უარის შემდეგ, მის
გამოცემას არცთუ წარმატებული გამომცემლობა დათანხმდა, რის შედეგადაც სულ 13
000 ეგზემპლარი გაიყიდა.
ამის შემდეგ, გამომცემლობა „საინეთ ბუკსმა“ გააფორმა აღნიშნულ წიგნთან
დაკავშირებით 400 000-დოლარიანი კონტრაქტი და თანხის ნახევარი თავად კინგს
გადაეცა.
ჯიმ კერი
ჯიმ კერი 14 წლის იყო, როცა მამამისმა სამსახური დაკარგა და მათი ოჯახისთვის
უმძიმესი დრო დადგა. ისინი საცხოვრებლად ნათესავის კუთვნილ ფურგონში
გადავიდნენ. მშობლებს რომ დახმარებოდა, ახალგაზრდა ჯიმი იძულებული იყო,
სკოლის შემდეგ 8 საათის განმავლობაში ემუშავა.
15 წლის ასაკში იგი პირველად გამოჩნდა ერთ-ერთი კომედიური კლუბის სცენაზე.
ახალგაზრდა მსახიობი გამოწყობილი იყო სამოსში, რომელიც დედამ შეუკერა.
გარეგნული იერის გამო, მასზე ხშირად იცინოდნენ, მაგრამ ჯიმი ყურადღებას არ
აქცევდა. 16 წლის ასაკში, მან სკოლა დატოვა და მთლიანად გადაერთო სამსახიობო
კარიერაზე.
ემილი ბლანტი
იქამდე, ვიდრე ემილი ბლანტი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი და პოპულარულ
ფილმებში მთავარი როლების შემსრულებელი გახდებოდა, მას მხოლოდ საკუთარ
კლასელებთან შეეძლო საუბარი. საქმე იმაში იყო, რომ 7 წლიდან ემილის ენა ებმოდა.
ერთ-ერთი ინტერვიუში მსახიობი იხსენებს: „მე ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და სათქმელიც
მქონდა, მაგრამ არ შემეძლო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი ვინმესთან
დაჯდომას და საუბარს, როგორც ამას ახლა ვაკეთებ“.