You are on page 1of 4

2 სლაიდი

კაზუო იშიგურო იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალია. იგი 1954


წლის 8 ნოემბერს დაიბადა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. 1960 წელს მისი
ოჯახი ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. ლიტერატურული
კარიერა 1981 წელს დაიწყო სამი მოთხრობის გამოქვეყნებით. 1983 წელს,
თავისი პირველი რომანის გამოქვეყნებიდან სულ მალე, გრანტზე
წარადგინეს, როგორც „ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი
მწერალი“. რომანს ერქვა „იქ, საიდანაც გორაკები ჩანს“. ასეთივე
წამახალისებელი ჯილდო მიიღო მიღწევებისთვის 1993 წელს. შემდეგი
რომანები იყო „წებოვანი სამყაროს მხატვარი“, „დღის ნარჩენი“,
რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ
იაპონელმა დაწერა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინგლისური
რომანი“. მას ჯოზეფ კონრადსა და ვლადიმირ ნაბოკოვს ადარებდნენ. ამ
რომანის მიხედვით საკმაოდ წარმატებული ფილმი გადაიღეს,
რომელშიც ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი მონაწილეობდნენ. უფრო
დიდი წარმატება მოჰყვა მისი რომანის „არასოდეს გამიშვას“
ეკრანიზებას, რომელიც ბრიტანელმა რეჟისორმა აქცია ფილმად და არც
შემცდარა – იგი ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო სამეცნიერო
ფანტასტიკურ კინოფილმად აღიარეს. „არასოდეს გამიშვა“ ჯერჯერობით
მისი უკანასკნელი რომანია, რომელიც 2005 წელს დაწერა. ეს რომანი
ჟურნალმა „ტაიმმა“ ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისურ რომანს
შორის დაასახელა. „არასოდეს გამიშვა“ ასევე წარდგენილი იყო ბუკერის
პრემიაზე. კაზუო იშიგუროს ნაწარმოებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზეა
თარგმნილი.
3 სლაიდი (წიგნის მიმოხილვა მოკლედ თუ რა ხდება )
არასოდეს გამიშვა ეს არის იტორია,რომელშიც ადამიანად ყოფნის იდეა
სამი ბავშ ცხოვრების მაგალითზეა წარმოდგენილი.რუთი,ქეითი და ტომი
ინგლისის განაპირას მდებარე პანსიონის,ჰეილშემის მოსწავლეები
არიან. ეს თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ადგილია,სადაც
უცნაური,მისტიკური წესები მოქმედებს.აქ მათი ცხოვრება მთლიანად
დაგეგმილია,წინასწარ არის განსაზღვრული. ეს ის ადგილია სადაც
მასწავლებლები მუდმივად შთააგონებენ მოსწავლეებს რომ ისინი
განსაკუთრებულნი,განსხვავებული არიან.
სიმართლე რომ გითხრათ თავიდან როცა წიგნის კითხვას
ვიწყებდი,მეგონა უფრო მეტად რომანით იქნებოდა დაკავებული,მაგრამ
ესე არ აღმოჩნდა. ეს წიგნი ჩემთვის რაღაც პერიოდებში იყო
ამოუცნობი,გაურკვეველი. მწერალი ისე სწრაფად გადადიოდა ერთი
ეპიზოდიან მეორე სხვა ეპიზოდზე რომ ვერაფერს ვიგებდი და გამიჭირდა
რამდენიმე ეპიზოდში შინაარსის გამოტანა. თვითონ წიგნი კი ძალიან
მომეწონა ,მართალია ბოლოს ცოტა სევდიანად დასრულდა მაგრამ
სიმართლე რომ გითხრათ მგონი ეს წიგნი ჩემს საყვარელ წიგნების სიაში
შევიდა. მოდი დავიწყოთ თვითონ პერსონაჟების და წიგნის განხილვა.
4 სლაიდი
წიგნი არის დაყოფილი 2 ნაწილად. ქეითის,რუთის და ტომის პატარობა
სადაც ჰეილშემში არიან და მეორე ნაწილი სადაც უკვე გაზრდილები
არიან და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ისევ შემთხვეით ერთმანეთს
შეხვდებიან.
მწერალი ნაწარმოების დასაწყიშივე გვაცნობს ერთ–ერთ მთავარ გმირს
ქეით ეიჩს. ,,ქეითი ეიჩი მქვია,ოცთათერთმეტი წლის ვარ.უკვე თერთმეტ
წელზე მეტია,მომვლელად ვმუშაობ. ვიცი,ბევრია მაგრამ სხვათა შორის,
უნდათ რომ განვაგრძო კიდევ რვა თვე–წლის ბოლომდე’’. რას ნიშნავს ეს
ყველაფერი? ამ ფრაზით მწერალი თავიდანვე გვეუბნება რომ ქეითი
არის მონდომებული,კეთილი ადამიანი. იცი თავისი საქმე და მისით
კმაყოფილები არიან ,რადგან მისი დონორები ყოველთვის ძალიან
სწრაფად ჯანმრთელდებიან ,სწორედ ამიტომ უნდათ რო მან ეს საქმე
გააგრძელოს წლის ბოლომდე. ქეითის სურვილით კი მას უნდა რომ
დაასრულოს ეს საქმე და გადახედოს თავის მოგონებებს ტომის და
რუთის შესახებ.
5 სლაიდი
ვინ არის რუთი და ტომი? რატომ უნდა ქეითს მათი გახსენება და რა
აკავშირებთ მათთან?
როგორც უკვე ვთქვი ეს წიგნი იყო სამ მთავარ პერსონაჟზე :ქეითი, რუთი
და ტომი, რომელიც სწავლობდნენ ჰეილშემში.ქეითი თხრობის დროს
როცა იგი იხსენებს მის წარსულს,ბავშვობას რუთის გვიხასიათებს თუ
როგორი ბავშვი და ადამიანი იყო. ქეითი რუთისგან ძალიან
განსხვავდებოდა. ქეითი იყო უფრო მშვიდი რუთისგან განსვავებით.
რუთის ცოტა ცელქობა უყვარდა.ბავშვობა იგი ქეითს ცუდად
ექცეოდა,ხანდახან დასცინოდა, აღიზიანებდა ქეითს,ხშირად ერთმანეთს
ვერ უგებდნენ. საბოლოოდ კი ისინი მეგობრები გახდნენ და რაც არ უნდა
ყოფილიყო მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ.
6 სლაიდი
ახლა კი ვისაუნროთ ტომზე. ქეითი ტომს თხორბის დროს ესე აღწერს.
ტომი ბავშობაში სხვებისგან განსხვავებით სხვანაირი იყო. იგი ასე
ვთქვათ სხვა ბავშვებისგან ,,განდევნილი’’ იყო. ალბათ იკითხავთ თუ
რატომ იყო ესე? ცუდი ადამიანი იყო და იმიტომ ექცეოდნენ მას ესე თუ
რამე სხვა მიზეზი იყო?
ტომი ნამდვილად არ ყოფილა ცუდი ადამიანი, პირიქით სავსებით
კეთილი ადამიანი გახლდათ ბავშობაშიც და ზრდასრულობის პერიოდში.
მისი თანატოლები დასცინოდნენ მას იმის გამო რომ არ შეეძლო ხატვა.
ალბათ გაგიკვირდებათ რა სისულეზე დასცინოდნენ ხომ? მეც რომ
წავიკითხე და გავიგე ამის მიზეზი ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. ჩვენმა
კეთილმა და მეგობრულმა ქეითმა რა თქმა უნდა ტომი ესე მარტოდ არ
დატოვა და გვერდში ამოუდგა. გაგიკვირდებათ და ქეითი კი არ ამოუდგა
მარტო გვერდში ტომს, არამედ მის ლუსი, სკოლის ერთ–ერთი
მასწავლებელი რომელიც არწმუნებს ტომს რომ არ არის აუცილებელი
იყო სხვა ბავშვების ნაირი და არ არის აუცილებელი იცოდე ხატვა
იმისთვის რომ სხვებმა მიგიღონ.
7 სლაიდი
ახლა კი რომ გადავიდეთ ზრდასრულობის პერიოდში რომ
გადავიდეთ,მოკლედ იმას გეტყვით რომ 10 წლის მერე რუთი, ტომი და
ქეითი კვკლავ ისევ ხვდებიან ერთმანეთს საავადმყოფოში. სიმართლე
რომ გითხრათ ქეითს და ტომს ჩემი აზრით ბავშვობიდანვე მოწოდანთ
ერთმანეთი,მაგრამ რუთის გამო ვერ იყვნენ ერთად. ამ 10 წლის
განმავლობაში რუთი დასუსტდა და მესამე ოპერაციის შემდეგ იგი
სამწუხაროდ კვდება. ქეითისთვის და ტომისთვის ეს ყველაფერი
ტრაგედია იყო. ქეითი და ტომი ამდენი ხნის შემდეგ, მიდიან
მასწავლებელთან მიაქვთ თავიანთი ნახატები რათა ცოტა ხნით მაინც
იყვნენ ერთად. მაგრამ ეს ბოლო იმედიც კვდება, რადგან ეს დაპირება
სიცრუე აღმოჩნდება ამ ნახატებს ხატავდნენ მხოლოდ იმიტომ,რომ
მასწავლებლებს გაეგოთ ჰქონდათ თუ არა მათ სული.
სამწუხაროდ ეს წიგნი ტრაგიკულად მთავრდება. ძალიან ბევრ ცრემლსაც
დაღვრით ამის პირობას გაძლევთ. აქედან დაინახავთ, თუ რამდენად
დიდი დანაშაულია ადამიანის კლონირება.რადგან ქმნილება,რომელსაც
შეუძლია სილამაზის აღქმა, მისი დაფასება, სიყვარული და მეგობრობა
ის უკვე სულიერია.და მის გრძნობებსა, თუ განცდებზე თამაში უკვე დიდი
დანაშაულია.
8 სლაიდი

რაც შეეხება სათაურს, „არასოდეს გამიშვა“ ქეითის საყვარელი სიმღერის


სათაურია, რომელსაც განსხვავებული შინაარსის მიუხედავად,
თავისებური ინტერპრეტაცია მისცა. განმარტოებისას, ბალიშს მიიკრავდა
და წარმოიდგენდა, რომ თითქოს „ეს იყო სიმღერა ქალზე, რომელსაც
უთხრეს შვილი არ გეყოლებაო. მერე კი, მაინც რომ ეყოლა და ძალიან
გაუხარდა, მკერდზე მიიკრა და იმის შიშით, არაფერმა დაგვაშოროსო,
ამბობდა: „არასოდეს გაგიშვებ, ჩემო პატარავ“

You might also like