Professional Documents
Culture Documents
თავი მე-4
25. პეტრემ უთხრა მას: მას შემდეგ რაც ყოველივე აგვიხსენი ჩვენ, ესაც
გვითხარი, - რა არის ცოდვა სამყაროსი?
34. გაფრთხილდით, არავინ აგაცდინოთ გზას, ძახილით: ‘აჰა, აქ’ ‘აჰა, იქ’,
რამეთუ ძე კაცისა თქვენშია.
თავი მე-5
8. და გახნა ბაგე და ეუბნებოდა მათ: მე, თქვა მან, მე ვნახე უფალი ხილვაში და
ვუთხარი მას: უფალო, მე გიხილე დღეს ხილვაში; მან მომიგო და მითხრა მე:
10. მე ვუთხარი მას: უფალო, ვინც ხილვას ხედავს, სამშვინველით ხედავს მას
იგი თუ, სულით?
თავი მე-8
.. ეს.
11. მიუგო სამშვინველმა და უთხრა: მე გიხილე შენ. შენ არც გინახივარ და არც
გიცვნივარ. მე გემსახურებოდი როგორც სამოსელი და შენ არ მიცნობდი მე.
18. როცა სამშვინველი გასცდა მესამე ძალას, ამაღლდა და იხილა მეოთხე ძალა,
რომელსაც შვიდი ფორმა ჰქონდა.
თავი მე-9
2. მაგრამ, ანდრიამ მიუგო ძმებს და უთხრა მათ: თქვით, რაც გინდათ რომ
თქვათ იმაზე, რაც მისგან მოისმინეთ; მე, ცოტათი მეეჭვება რომ მხსნელს
ეთქვას ასე; ჭეშმარიტად, ძალზედ უცნაური იდეებია ამ სწავლებაში.
3. პეტრემაც კვერი დაუკრა და, მოჰყვა იმავეს განხილვას.
8. მაგრამ თუ მხსნელმა სცნო იგი ღირსად, ჭეშმარიტად, ვინა ხარ შენ რომ
უარყო იგი? მერწმუნე, მხსნელი კარგად იცნობს მას.
9. ამიტომაც არის რომ მხსნელს იგი უყვარს ჩვენზე მეტად; სჯობს შეგვრცხვეს
და შევიმოსოთ სრულყოფილი კაცით, და დავცილდეთ და ვიქადაგოთ
სახარება; არ შემოვიღოთ სხვა წესები და სხვა რჯული - თვინიერ იმისა, რაც
მხსნელმა გვითხრა.