You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 821. ზიანის ანაზღაურების ფარგლები

მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

I. ნორმის მიზანი
ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო თანხის ფარგლებში ქონების დაზღვევის ერთ- 1
ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. 820-ე მუხლის კომენტ.). 821 სწორედ აღნიშნულ
პრინციპს განამტკიცებს. ნორმის მიხედვით, ზიანის ოდენობის მიუხედავად,
სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სადაზღვევო
თანხას.

II. ნორმის შინაარსი


მაგალითად, ა-მ დასავლეთ საქართველოში მდებარე სასტუმრო კომპლექსი 2
დააზღვია 100.000 ლარის სადაზღვევო თანხის ფარგლებში. სადაზღვევო
პერიოდის განმავლობაში დაზღვევის ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა მწვავე
კლიმატური ცვლილებების შედეგად. ძლიერმა წვიმებმა დააზიანა შენობის
სახურავი და სასტუმროს რემონტი. ზიანის ოდენობაა 150.000 ლარი. 821-ს
მიხედვით, დამდგარი ზიანი უნდა ანაზღაურდეს 100.000 ლარის სადაზღვევო
თანხიდან. თავად სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრა კი უნდა მოხდეს იმ
პრინციპით, რაც მხარეთა მიერ წინასწარ განისაზღვრა ხელშეკრულებით.

სადაზღვევო თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ქონების ეკონომიკური 3


ღირებულების მიხედვით. შესაბამისად, თუ დაზღვევის ხელშეკრულების
მოქმედების პერიოდში ქონების ეკონომიკური ღირებულება იცვლება, აღნიშნული
უნდა აისახოს სადაზღვევო თანხაზეც. ამ თვალსაზრისით სკ ადგენს როგორც
გადაჭარბებული დაზღვევის (იხ. 822 I), ისე შემცირებული (არასრული)
დაზღვევის მოწესრიგების წესებს (იხ. 827 I).

დაზღვეული ქონების ეკონომიკური ღირებულების განსაზღვრა გარკვეულ 4


შემთხვევებში შეიძლება გართულდეს. მაგალითად, აშშ-ს სასამართლოები
არაგოვინრულად მიიჩნევენ ნგრევის პროცესში მყოფი ქონების ზუსტი
ეკონომიკური ღირებულების დადგენას.1

მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში 5


მიიღება ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც დაზღვეულ ქონებას გააჩნია
სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის.2 მაგალითად, დაზღვეული
ავტომანქანა გამოშვების თარიღის, გავლილი კილომეტრაჟისა და საერთო
მდგომარეობის მიხედვით შეფასებულია 500 ლარად. სადაზღვევო შემთხვევის
შედეგად კი მის შესაკეთებლად 1500 ლარია საჭირო. მზღვეველი არ არის

1 Jerry/Richmond, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 649.


2 Actual Cash Value/Cash Value.
1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

ვალდებული, გადაიხადოს 500 ლარზე მეტი ოდენობის თანხა, რადგან


ავტომანქანის შეკეთების ხარჯები აღემატება მის ეკონომიკურ ღირებულებას.3

3 Jerry/Richmond D, Understanding Insurance Law, Fourth Edition, 2007, p. 649.


2
ქეთევან ირემაშვილი

You might also like