You are on page 1of 4

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 822. სადაზღვევო შედარება

1. თუ აღმოჩნდა, რომ სადაზღვევო თანხა მნიშვნელოვნად აღემატება დაზღვეული


ინტერესის ღირებულებას (სადაზღვევო ღირებულებას), მაშინ როგორც
დამზღვევს, ისე მზღვეველს გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების
მიზნით შეუძლიათ მოითხოვონ სადაზღვევო თანხის შემცირება სადაზღვევო
შესატანის დაუყოვნებლივ შესაბამისი შემცირებით.
2. თუ დამზღვევი მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დებს
ხელშეკრულებას დაზღვევის გაზრდის გზით, მაშინ ხელშეკრულება ბათილად
ჩაითვლება. ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვევლისათვის გადახდილი
შენატანები მას რჩება, თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის
ცნობილი არ იყო ბათილობის შესახებ.

I. ნორმის მიზანი ................................................................................................................................................. 1


II. გადაჭარბებული დაზღვევის პრევენცია .................................................................................................... 1
III. დაზღვეული ინტერესის განმარტება ........................................................................................................ 2
IV. მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვა ...................................................................... 3
V. მტკიცების ტვირთი ........................................................................................................................................ 4

I. ნორმის მიზანი
822-ს მოწესრიგების საგანი ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი 1
სამართლებრივი პრობლემით გამოიხატება. პირველი უკავშირდება
გადაჭარბებული დაზღვევის პრევენციის მიზანს და არსობრივად სადაზღვევო
თანხის მარეგულირებელი ნორმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მეორე კი,
ხელშეკრულების მართლსაწინააღმდეგო მიზნით დადების სამართლებრივ შედეგს
განსაზღვრავს.

საბოლოოდ, 822-ში მოცემული ნორმის მიზანი სადაზღვევო ანაზღაურების 2


სამართლიანი განსაზღვრა და მხარეთა შორის კეთილსინდისიერი
სახელშეკრულებო ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. თუმცა, ნორმათა სწორი
სისტემური განლაგება მოითხოვს, რომ: 822 I მოექცეს 821-ს მოწესრიგების
სფეროში, ხოლო 822 II, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქონების დაზღვევაში
უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის სხვა მექანიზმების გვერდით აისახოს.

II. გადაჭარბებული დაზღვევის პრევენცია


822 I-ში დადგენილი ნორმა მნიშვნელოვანია ორი უმთავრესი მიზეზის გამო. 3
უპირველესად, ნორმა განამტკიცებს ქონების დაზღვევის ერთ-ერთ ფუნდამენტურ
პრინციპს, რომელიც სადაზღვევო ანაზღაურების სადაზღვევო თანხის ფარგლებში
დადგენით გამოიხატება. ამ თვალსაზრისით, ნორმა უნდა განიმარტოს 821 და 823-
სთან კავშირში. 822 I-ს განმარტებისას მნიშვნელოვანია 826-ში დადგენილი
სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებაც. კერძოდ, თუ მხარეები არ
განახორციელებენ 822 I-ით გათვალისწინებულ სადაზღვევო თანხის შემცირებას,
826-ს თანახმად, მზღვეველის ვალდებულება გამოითვლება დამდგარი ზიანის

1
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მიხედვით. შესაბამისად, სადაზღვევო თანხასა და დაზღვეული ქონების


ეკონომიკურ ღირებულებას შორის სხვაობის არსებობა დამზღვევს არ მისცემს
დამდგარ ზიანზე მეტი ოდენობის ანაზღაურების მიღების უფლებას.

4 822 I მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ მასში არაპირდაპირ იკითხება დამზღვევის


ვალდებულება სადაზღვევო პერიოდში გამოვლენილი გარემოებების
მზღვეველისათვის შეტყობინების თაობაზე. ასეთი მსჯელობის შესაძლებლობა
813-ს ფართოდ განმარტების საფუძველზე იქმნება (იხ. 813-ე მუხლის კომენტ.).

5 სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია შემცირდეს დაზღვეული


ობიექტის ეკონომიკური ღირებულება (იხ. 826-ე მუხლის კომენტ.). ასეთ დროს
მხარეებს უფლება აქვთ შეცვალონ ხელშეკრულების პირობები და შეამცირონ
როგორც სადაზღვევო თანხა, ისე სადაზღვევო პრემია. 822 I-ში კანონმდებელი
იყენებს ფორმულირებას - როგორც მზღვეველს, ისე დამზღვევს, შეუძლია
გადაჭარბებული დაზღვევის თავიდან აცილების მიზნით მოითხოვონ
სადაზღვევო თანხისა და სადაზღვევო პრემიის შემცირება. მოცემულ შემთხვევაში
დამზღვევის ინტერესი გამოიხატება სადაზღვევო პრემიის, ხოლო მზღვეველის —
სადაზღვევო თანხის შემცირებაში.

6 გასათვალისწინებელია, რომ დაზღვეული ქონების ეკონომიკური ღირებულების


შემცირება წარმოადგენს იმ ტიპის ინფორმაციას, რომელსაც პირდაპირი გავლენა
აქვს მზღვეველის ნების ფორმირებაზე. ასეთი ლოგიკით, გონივრულია 822 I-ს 813-
სთან კავშირში განმარტება, რის საფუძველზეც დამზღვევს დაეკისრება
დაზღვეული ქონების ეკონომიკური ღირებულების შემცირების თაობაზე
მზღვეველისათვის შეტყობინების ვალდებულება. თავისთავად 813-ში
კანონმდებელი საფრთხის გაზრდის შესახებ მზღვეველისათვის შეტყობინების
ვალდებულებას ადგენს. კოდექსი ცალკე არ აწესრიგებს დაზღვევის პერიოდში
გამოვლენილი ახალი გარემოების მზღვეველისათვის მიწოდების ვალდებულებას.
ამიტომ, 813 უნდა განიმარტოს ფართოდ და მასში უნდა გაერთიანდეს
სადაზღვევო პერიოდში გამოვლენილი ყველა ტიპის ინფორმაცია, რომელსაც
არსებითი მნიშვნელობა აქვს მზღვეველისათვის. განსახილველ მაგალითში ასეთი
ინფორმაცია წარმოდგება დაზღვეული ობიექტის ეკონომიკური ღირებულების
შემცირებით. დამზღვევისათვის ასეთი ვალდებულების დაკისრება
გამართლებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებითაც.

III. დაზღვეული ინტერესის განმარტება


7 ტერმინოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელია 822 I-ში გათვალისწინებული
დაზღვეული ინტერესის განმარტება. ნორმის ანალიზიდან ჩანს, რომ
კანონმდებელი დაზღვეულ ინტერესში დაზღვევის ობიექტს გულისხმობს და მის
ეკონომიკურ ღირებულებაზე მიუთითებს (დაზღვეული ინტერესის ცნების
განმარტებისთვის იხ. 815-ე მუხლის კომენტ.).

2
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

IV. მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვა


ქონების დაზღვევის მომწესრიგებელ ნორმებში კანონმდებელი მკაფიოდ 8
გამოხატავს უსაფუძვლო გამდიდრების პრევენციის მიზანს. აღნიშნულის
გამოვლინებაა კოდექსში ორმაგი დაზღვევის ბათილობისა (827 III, 828) და
განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების
აკრძალვის დადგენა (829). ამავე მიზანს ემსახურება 822 II-ში გათვალისწინებული
ნორმაც.

822 II განსაზღვრავს დაზღვევის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს 9


დამზღვევის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ასეთი
მოწესრიგების არარსებობის პირობებშიც დამზღვევის მიერ მართლსაწინააღმდეგო
შემოსავლის მიღების მიზნით დადებული გარიგება ბათილია სკ-ით
გათვალისწინებული ბათილობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე.

822 II საინტერესოა იმ მხრივ, რომ მასში კანონმდებელი გადახდილი პრემიების 10


დაბრუნების პრობლემურ საკითხს აწესრიგებს (გადახდილი პრემიების
დაბრუნებასთან დაკავშირებით იხ. 799-ე მუხლის კომენტ.).

დაზღვევის საერთაშორისო დოქტრინაში გადახდილი პრემიების დაბრუნებასთან 11


დაკავშირებული პოზიციები არაერთგვაროვანია. უმეტეს შემთხვევაში,
სადაზღვევო პრემიის დაბრუნება არამიზანშეწონილად მიიჩნევა, რადგან
მზღვეველის მიერ რისკის აღების მომენტიდან პრემია გამომუშავებულად
ითვლება. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში პრემიის დაბრუნება გამართლებულად
შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულების ნამდვილობისადმი დამზღვევის
კეთილსინდისიერი მოლოდინის გამო.1

822 II-ს მიხედვით, ხელშეკრულების ბათილობამდე მზღვეველისათვის 12


გადახდილი შენატანები მას რჩება. მასში კანონმდებელი მზღვეველს უნდა
გულისხმობდეს.2 ასეთი მოწესრიგებით სკ იზიარებს სადაზღვევო პრემიების
დაბრუნების ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას. ამ თვალსაზრისით, ეს ნორმა
საერთაშორისო სადაზღვევო დოქტრინასა და პრაქტიკაში არსებულ პრინციპთან
ავლენს მსგავსებას. თუმცა, გასათვალისწინებელია ნორმით გათვალისწინებული
დათქმაც - თუ მისთვის ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ცნობილი არ
იყო ბათილობის შესახებ. ტერმინში მისთვის კანონმდებელი ისევ მზღვეველს
უნდა მოიაზრებდეს. ასეთი მსჯელობით მნიშვნელობა ენიჭება სწორედ
მზღვეველის კეთილსინდისიერებას. კერძოდ, გადახდილი პრემიების
შენარჩუნების პრინციპი შეიძლება დაირღვეს, თუ მზღვეველი ხელშეკრულების
დადების ეტაპზე ფლობდა ინფორმაციას დამზღვევის მართლსაწინააღმდეგო
განზრახვის შესახებ. შესაბამისად, ქართველი კანონმდებელი გადახდილი
პრემიების შენარჩუნებას მზღვეველის კეთილსინდისიერებას უკავშირებს, რითაც
თავად მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრების პრევენცია მიიღწევას ცდილობს.

1 Keeton/Widiss, Insurance Law: A Guide to Fundamental Principles, Legal Doctirnes, and Commenrcail Practices, West
Group, 2003, p. 161.
2 ცისკაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტ. II, 2001, მუხ. 822, გვ. 143.

3
ქეთევან ირემაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

V. მტკიცების ტვირთი
13 822 II-ის განმარტებისას მნიშვნელოვანია მზღვეველის მტკიცების ტვირთის
სირთულის გათვალისწინებაც. მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ დამზღვევმა
ხელშეკრულება მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მიღების განზრახვით დადო.

4
ქეთევან ირემაშვილი

You might also like