You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016

მუხლი 823. ქონების დაზღვევის თავისებურებანი

სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება


და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი

I. ნორმის მიზანი
823-ში გათვალისწინებული ნორმა თავისი არსით 821-ს მოწესრიგების სფეროში 1
ექცევა. 823-ში გათვალისწინებულია სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესი.
ნორმის თანახმად, სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ
საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სისტემური
თვალსაზრისით, სასურველი იქნებოდა 823-სა და 821-ში გათვალისწინებული
ნორმები ერთ მუხლად ჩამოყალიბებულიყო.

II. ნორმის შინაარსი


სადაზღვევო პრაქტიკაში სადაზღვევო თანხა სწორედ დაზღვევის ობიექტის 2
ეკონომიკური ღირებულების შედეგად განისაზღვრება (იხ. 821-ე მუხლის
კომენტ.). ნორმა არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს და მასში გათვალისწინებული
დათქმა წესიდან გადახვევის შესაძლებლობას იძლევა. კერძოდ, შესაძლებელია,
სადაზღვევო თანხა დაზღვევის ობიექტზე ნაკლები ღირებულების თანხით
განისაზღვროს. მაგალითად, ავტომანქანა შეფასებულია 50.000 ლარის ფარგლებში,
სადაზღვევო თანხად კი განისაზღვროს 30.000 ლარი. ამასთან, 823-ში
გათვალისწინებული დათქმის განმარტება ანაზღაურების პრინციპის საფუძველზე
უნდა მოხდეს (იხ. 820-ე მუხლის კომენტ.). კერძოდ, თუ სადაზღვევო თანხა
აღემატება დაზღვეული ობიექტის ეკონომიკურ ღირებულებას, დამზღვევმა არ
უნდა მიიღოს დამდგარ ზიანზე მეტი ოდენობის ანაზღაურება. ასეთი აზრი
იკითხება 826-ში გათვალისწინებულ ნორმაშიც.

საბოლოოდ, 823-ში გათვალისწინებული ნორმის პრაქტიკული დანიშნულება 3


გამოიხატება იმით, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით არ განსაზღვრეს
სადაზღვევო თანხის ოდენობა, ასეთად ქონების ეკონომიკური ღირებულება
ჩაითვლება.

1
ქეთევან ირემაშვილი

You might also like